შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაშავდა მთვარე 6 თავი


6-12-2017, 20:14
ავტორი zia-maria
ნანახია 1 606

-რა ვქნა ლაზარე.გრძნობები იღვიძებს ჩემში და უკვე მერამდენე დილაა ასე ფიქრებში გართული ვხვდები მზის ამოსვლას.არ ვხუმრობ,სერიოზულად ვამბობ.მას შემდეგ გულს ვერ ვგრძნობდი,თითქოს ეს ორგანო არც მახსოვდა რომ მქონდა,მკვდარი იყო და უგრძნობი.ვგრძნობ,რომ ნელა-ნელა ხელიდან ვუსხლტები ტკივილს.ყველა ფიქრი,მხოლოდ თეკლას გარშემო რტიალებს
მითხარი რა ვქნა,არ მეთმობა გავწყვიტო ფიქრების ძაფები,მაგრამ ასეთი ვის რაში ვჭირდები.თეკლა კარებთან იდგა და ისმენდა მათ საუბარს,გული აუფრიალდა და რაღაც საოცარი სითბო იგრძნო სხეულის შიგნიდან.
-ხოდა აზრი მიეცი შენს ცხოვრებას და შემობრუნდი ჩვენსკენ სრული 180 გრ-ით.დამიჯერე,ყველას მოენატრე ალექს მეც მომენატრე,მომენატრა შენი მოწერიილი,,სად დაბოდიალობ,ახლავეს ჩემთან მოდი''.ის ხმა მომენატრა დილით რომ დამაცხრებოდი თავზე.რამდენჯერ შენს დარეკვამდე შემიმოწმებია ტელეფონი,როცა დაგასწრებდი ადგომას მერე კი დიდ გულზე ვიყავი და იქით გიყვიროდი.მომენატრა ჩვენი ჩხუბიც,ყოველი პრობლემის დროს შენი მშვიდი სახე და მშვიდად ნათქვამი ,,ყველაფერი კარგად იქნება''.რამდენი რამე მომანატრე,მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ,ჩვენ ერთმანეთი გვყავს და ერთმანეთით ვცხოვრობთ.მჯერავს,რომ ერთ დღეს მოიკრებ ძალას და ფეხზეც დადგები.ამ პრობლემასაც გადავლახავთ ისევ ერთად,ერთმანეთის გვერდის დგომით.
-მადლობა ლაზარე რომ მთელი ეს დრო ჩემთან ხარ,ჩემს გვერდით და არ მტოვებ.
-ძალიან მინდა დაგტოვოთ მარტო,იქნებ გამონახოთ საერთო ენა,მაგრამ ვერ შეძლებს თეკლა მარტო შენთან ყოფნას.არ მითხრა მადლობა მეორედ,აბა სად უნდა ვიყო,ახლა შენ გჭირდები,მე რომ დამჭირდები შენ დადგები ჩემთან ერთად, ჩემს გვერდით.შეხედა ამ საუბარში ალექსის ჩასძინებოდა,წამოდგა და სიგარეტით ხელში გარეთ გამოვიდა,სანაპიროს დაუყვა და მოულოდნელად გვანცას შეხედა მიუახლოვდა და უხმოდ დაჯდა მის გვერდით.
-როგორი ბედნიერი იქნებოდა სამყარო ადამიანები გაუაზრებელ ნაბიჯებს რომ არ დგამდნენ.დღეს მას რომ შევხედე და მის პირდაპირ დავდექი,მეგონა ჩემი გულის ცემას ისიც გაიგებდა,სულ ერთიანად ვცახცახებდი.დიდი ხანია ასეთი არაფერი არ განმიცდია.მკაცრი ვიყავი,მტკიცედ ვიდექი მის წინაშე,მაგრამ გულში მაინც წვეთავდა ცრემლი და არც მიცდია მისი შეჩერება,რადგან ჩემს წინ ფილმის კადრებივით გაიშალა ჩვენი 5 წლიანი ურთიერთობა.
-რა მოხდა თქვენს შორის,რატომ გაჩნდა ბზარი.
-არ ვიცი გვანცა.მე ის მახსოვს მხოლოდ რა ლამაზი იყო ის წლები,რომლებსაც ერთმანეთს ვუძღვნიდით და საერთოდ ვერ ვგრძნობდით დაღლას.ერთმანეთის გარეშე ჭამაც კი არ შეგვეძლო,არც ოცნება,ყველაფერში ვუგებდით ერთმანეთს და მხოლოდ ერთმანეთით ვიყავით შეპყრობილი.ერთმანეთის სიხარული და ერთმანეთის ტკივილი უხმოდ და უთქმელად გვესმოდა.აბსოლიტურად მოწყვეტილი ვიყავით სამყაროს.ჩვენ ჩვენი სამყარო გვქონდა და არ ვაქცევდით არავის და არაფერს ყურადღებას.ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა და არ მჯეროდა,თუ სამყაროში უსიყვარულოდ ადამიანი არსებობდა.მიკვირდა ეს ყველაფერი,მიკვირდა როგორი იყო ერთს უყვარდა და კვდებოდა უპასუხო სიყვარულისგან,მეორეს კი არ უყვარდა.ვერ წარმომედგინა ვერც ის,ქონების გამო როგორ უნდა იცხოვრო ადამიანთან.როცა საერთო მეგობრები ამ თემაზე საუბრობდნენ,მეცინებოდა და ამავე დროს ერთი სული მქონდა,როდის ვნახავდი ჩემს პრინცესას,როდის ჩავიკეტებოდით ჩვენს სამყაროში და ერთმანეთის სიყვარულით და ფერებით დავმტკბარიყავით.არ დავმალავ,კამათი ჩვენც მოგვდიოდა,მაგრამ ორი დღის შემდეგ გიჟებივით ვკოცნიდით ერთმანეთს.ჩვენი ცალ-ცალკე ყოფნა,ჩვენი ერთმანეთისგან ათასობით კლომეტრებით დაშორებას უტოლდებოდა.5 წელი,მთელი ეს დრო უამრავი გამოცდა გამოვიუარეთ და ერთ დღესაც როგორც იქნა დაქორწინებაც გადავწყვიტეთ.ჩემზე ბედნიერი,დედამიწის ზურგზე ადამიანი არ არსებობდა,მე ასე მეგონა.ქორწინებიდან ზუსტად სამი თვის შემდეგ მოკვდა ჩემში ეს ძლიერი გრძნობები,დღეს კი მე სამუდამოდ დავასამარე ეს ყველაფერი,ჩემი მისდამი ძლიერი ვნებები დღეს ვიგრძენი რომ გამქრალიყო.მაგრამ ყველაზე უკეთესი ამ ისტორიაში ის იყო არ დამენახა ის რაც არ უნდა დამენახა და არ მომესმინა ის სიტყვები,რაც მე მოვისმინე.ლაზარე გაჩერდა,გვანცამ წყალი მიაწოდა,პირი გაისველა,სიგარეტს მოუკიდა და გააგრძელა.-არასოდეს დამავიწყდება მისი გულიანი კისკისი,რომელსაც მე ჭკუაზე გადავყავდი,იმ წუთში სხვისთვის კისკისებდა და ამან ერთ ადგილზე გამაშეშა.მოვისმინე როგორ მადგამდა რქებს,უკვე წლებია.თურმე მე ჯერ ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიული,საჭირო პერსონაჟი ვიყავი მისი გეგმებისთვის.ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ჰქონდა გასაკეთებელი,სწორედ იმ დღეს ჩემმა უდროოდ მოსვლამ სახლში ჩაუშალა დაწყობილი გეგმები,რომ კიდევ უნდოდა რამოდენიმე ათასი $-ის გადარიცხვა მის ანგარიშზე.საკმაო თანხას მოაგვარებდა და შემდეგ დამიქნევდა ხელს,ასე უხმოდ და ყველაფრის აუხსნელად წავიდოდა ჩემგან.ორი-სამი დღით ადრე,ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის რას იზამ ღალატის მსხვერპლი რომ გახდეო,გამეცინებოდა.ახლაც რომ ვსაუბრობ სუნთქვა მეკვრის.იცი როგორ ძალიან მინდოდა მასთან,დიდი და ლამაზი ოჯახი მქონოდა?ვფიქრობდი საღამოს დაღლილს ლამაზი ოჯახი დამხვდებოდა სახლში,მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.ახლა, რომ ვფიქრობ ძალიან მებრალება,მე კი მივეჩვიე მის გარეშე ცხოვრებას.ვმუშაობ,მეგობრები მყავს რომლებთანაც ძალიან საინტერესოა ყოფნა.მივხვდი,რომ სამყარო სავსეა უკეთესი შემოთავაზებებით.
-ძალიან ცუდია ასეთი ტკივილი რომ გამოიარე,მაგრამ ახლა რას აპირებ.
-ახლა რას ვაპირებ?ჯერ 32 წლის ვარ,ბევრი რამ შემიძლია და დიდი წარმატებებიც მაქვს ჩემს საქმიანობაში,ვცდილობ გულმა ისევ შეიყვაროს,მაგრამ ნდობა დაკარგულ გულს ვერ ვუბრძანებ გვანცა.მინდა შემიყვარდეს,მინდა ისევ განვიცადო ეს გრძნობა,ეს ხომ ღვთის ნიჭია,უსიყვარულო ადამიანი ხომ არარაობაა,სიყვარული კი მარადიული ცეცხლით არის აგიზგიზებული.ამ ქვეყნად არაფერია,რისი გაცვლაც შეიძლება სიყვარულზე.ძალიან გამიმართლა,რომ დროზე მივხვდი სიმართლეს და დროზე დავშორდი.არ ვნანობ არაფერს,ვინანებდი მაშინ,დღემდე რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო და მე ბრმა ვყოფილიყავი.მყოლოდა სახლში მომღიმარი ცოლი,მაგრამ ის ჩემი არა სხვისი იქნებოდა და სხვისი ბედნიერებისთვის იცხოვრებდა,ჩემთან კი ის მოჩვენებით ბედნიერი იქნებოდა.ჩვენი განქორწინების შემდეგ,ყველაფერზე ვთქვი უარი,თვით სიცოცხლეზეც,მაგრამ მერე დავფიქრდი და ცხოვრება გავაგრძელე.ის კი წავიდა და წავიდა.დღეს კი მარტოხელა დედაა,ის უფულო,უპერპექტივო და არაფლის მქონე მიატოვა იმ საყვარელმა ადამიანმა ვინც მსოფლიოს უმტკიცებდა.აი ასეთი იყო,ჩემი დიდი და უსაზღვრო სიყვარულის ისტორია,განაჩენი თავად გამოიტანე.მომეწონე,მაგრამ მე არ გაჩქარებ,თავად დაფიქრდი და აზრი თავად დააფიქსირე.
-ძალიან მინდოდა ერთხელ ისეთი ძლიერი წვიმა წამოსულიყო,რომ ყველას გულიდან ჩამოერეცხა ტკივილი.ერთხელ მაინც მინდოდა იმ სახლის კარი შემეღო სადაც ჩემი დიდი ლოდინი დამხვდებოდა.შევსულიყავი ჩემს საოცნებო სახლში უხმოდ,წყნარად და სახლის ყველა სარკმელი გამომეღო.შემდეგ კი სახლთნ პატარა სალოცავში შევსულიყავი და ჩემი ახდენილი ოცნებებისთვის სანთელი დამენთო.მინდოდა,ძალიან მინდოდა ერთხელაც ისეთი მწველი მზეც ამოსულიყო ყველასათვის გაეთბო გაყინული გული და ეს სიცივე სიყვარულით შეეცვალა.ერთხელაც მინდა,ისეთი დღე გათენდეს,ყველა ტკივილი გაქრეს,ერთხელაც კი ისიც ვინატრე,აღარ გათენდესთქო,რადგან უსიყვარულოდ არ მინდა სიცოცხლე.უსიყვარულოდ და სიყვარულის გრძნობის გარეშე არავინ და არაფერი ვარ.გვანცას ცრემლი მოერია და მიხვდა ლაზარე რომ თავად გვანცაც სიყვარულის მსხვეპლი იყო და ამ გრძნობისგან გულნატკენი,ამიტომ მკაცრად დაელაპარაკა.
მომისმინე გვანცა.არასოდეს დაკარგო იმედი,ცხოვრება სულ ერთი დინებით არ მიდის.ხან გაწვიმდება,ხან მზე გაგათბობს,ხან იმედებიც იკარგება,ხან კი სიყვარულისგან და ბედნიერებისგან ვბრწყინავთ.დღეს თუ არ გაგვიმართლა,ცხოვრებას იქვე ნუ დავუსვამთ წერილს.არა,უნდა ვისწავლოთ ხვალინდელი დღის იმედით ცხოვრება და ოცნებებიც უნდა იმ იმედებზე ავაწყოთ.ვინ გითხრა,რომ ყოველ დღე აპრილი გვექნება,არც დაუჯერო ასეთ ზღაპრებს.ვინ გითხრა,რომ გრძნობები მხოლოდ ასაკით იწყება.არც ეს დაიჯერო,მაგრამ გახსოვდეს ძალიან ლამაზად თენდება,როცა რწმენაა გულში და ამბობენ ღმერთებსაც აქვთ გრძნობებიო.ხო,ის გრძნობები რომლების არასოდეს ჩაქრება.ის სიყვარული არ ქრება ადვილად,რომელსაც არც მანძილი აბრკოლებს.როცა ნდობაა,იქ არაა საჭირო ფიცი თუ როგორ გიყვარს ის,რომ დაგიჯეროს.ფიცის გარეშე დაგიპყრობს ერთიანად და ჩემში,შენში შემოვა და შიგ გულში მოიკალათებს.ნუ იტყვი,რომ შენთვის ცხოვრება აქ დასრულდა,სიყვარული არც დროს ნმიშნავს და არც ადგილს.ის უდროო დროს მოდის და გულში ლამაზი გრძნობებით შემოფრინდება.მერწმუნე,დამიჯერე ცხოვრება შენთვისაც გახდება ერთ დღეს ბედნიერი და სიხარულით სავსე.გვანცამ ცრემლიანი თვალები მიანათა ლაზარეს და გაუღიმა,მადლობა მოუხადა.შემდეგ წამოდგა და თითქოს ძალა გამოცლილი გაყვა სანაპიროს სასტუმროს მიმართულებით.მთელი დღე არ ჩანდა ლაზარე უკვე ნერვიულობდა ალექსიც და თეკლაც.საღამო ხანს დაურეკა ალექსის და ბოდიში მოუხადა,რადგან განმარტოვებით უნდოდა ყოფნა,განა არ მივიდოდა?მივიდოდა,მაგრამ უნდოდა ისინი დაეტოვა მარტო.
-ლაზარე განგებ მიკეთებ ხომ ამ ყველაფერს.
-მალე დავბრუნდები,არ მეშინია რადგან ვიცი კარგი ადამიანის ხელში გტოვებ.გაუჭირდა თეკლას პირველად,მაგრამ მიეჩვია ალექსის ბუზღუნს.
-სად წავიდა ლაზარე დაურეკე, იქნებ მოვიდეს.
-დავურეკე და არ მპასუხობს.შეუღრინა ალექსმა.
-მე სად დავწვე.თქვა და ალექსის მიაჩერდა.
-არ გეყოფა ის ადგილი რაც ამ საწოლზეა თავისუფალი?წესით უნდა გეყოს.
-დღეს აქ დავწვები.რომ მოვა,თუ გაიგო გამაღვიძოს და გავალ ჩემს ნომერში.ნომერში შევიდა საღამურები გამოიტანა,ესენი როგორ ჩაიცვას ყველა მოკლეა.ვითომც არაფერი,თავი მოიწესრიგა ფრთხილად შეწვა საწოლში და თითქოს არც სუნთქავდა.ალექსმა გადახედა და გაეცინა.
-თეკლა ისუნთქე, თორემ გაიგუდები და მკვლელობაში დამდებენ ბრალს.ჩაეცინა,მაგრამ ცოტა ხანში ჩაეძინა და ძილში გადაბრუნდა ალექსისკენ,ისე ახლოს იყო მასთან ხელი გადაწია და თავი მის მკლავზე დაადებინა,თეკლამაც კარგად მოემგვანა და მარტო მკლავი არ იკმარა ხელი გულზე დაადო და გააგრძელა მშვიდად ძილი.დილით კი ალექსიზე აკრულს გამოეღვიძა.
-აქ რა მინდა.ჩაილპარაკა და უნდა გაწეულიყო,რომ ალექსმა უთხრა.
-მეც სწორედ მაგის თქმა მიმდოდა.აქ რა გინდა,რატომ მოხვედი.
-მეძინა,განა ვიცი ძილში რას ვაკეთებ?შეუღრინა თეკლამ და ადგა.თეკლას და ალექსის ჩხუბი უკვე აუტანელი ხდებოდა,არცერთი არ უთმობდა ერთმანეთს,ერთმანეთზე ჯიუტები იყვნენ ორივე.
-არა,მე ასე აღარ შემიძლია,წავიდეთ აქედან ლაზარე.
-რა მოხდა,რა გეტაკათ,რამ გიკბინათ,რა დღეში ხართ.რა პატარა ბავშვებივით იქცევით.
გაბრაზდა ლაზარე
-მას ჩემი არ ესმის,მე მისი.მე ასეთი ურთიერთობა არ შემიძლია,უნდა წავიდე,რაც უნდა ის უქნია,დამაწყვიტა ნერვები.ის საერთოდ არ ცდილობს იყოს კარგად,არ მეხმარება რომ გამოჯამრთელდეს.
-კარგი წავიდეთ,მოწყინდა აქ როგორც ჩანს.იმ დღესვე წავიდნენ თბილიში.
-სახლში რომ მივალთ დაველაპარაკები ბ-ონ ალექსანდრეს და მე დაგტოვებთ,იმედია უჩემოდ კარგად იქნებით.
-მშვიდად ვისუნთქებ.თქვა ალექსანდრემ.თეკლამ კი ვეღარ გაუძლო და ჩუმად მოიწმინდა ცრემლი,რაც ლაზარეს არ გამოპარვია.რიკოთის უღელტეხილზე გააჩერეს,გადავიდნენ ცოტა გაიარეს და ლაზარემ ხელი გადახვია თეკლას.
-თეკ დრო უნდა ალექსის და ვიცი,რომ დადგება ფეხზე.შეგხედე ცრემლი რომ მოიწმინდე,იმ ხისთავიანის გამო არ იტირო რა.
-დრო აქვს,მაგრამ არ იყენებს.დაrწმუნდი,რომ მას მოსწონს მისი ასეთი მდგომარეობა.მოსწონს,რომ მასზე ზრუნავენ.მაგრამ ვერ ხვდება,როგორ ტკენს სხვას.ჰოდა მე არ შევუშლი ხელს,იყოს მისთვის და იოცნებოს იმ ეტლში ჩამჯდარმა.
-თეკო სიმართლე მითხარი,ჩემი ხისთავიანი ძმა მოგწონს?თეკლა შეცბა,ლაზარეს შეხედა და გულახდილად უთხრა.
-სიმართლე გითხრა,არ ვიცი რას ვგრძნობ.მისგან სითბოს და სიყვარულს რომ არ ვგრძნობ,ეს დანამდვილებით ვიცი,რადგან შენ ჩემზე უკეთ იცი,თუ რა რთული ადამიანია.შენ მართლა კარგად თქვი,ის მართლა ხისთავიანია.
-შენც უფრო დაინტერესდი მისით და შეეცადე უფრო ახლოს გაიცნო.საუბარი აუწყვეთ ერთმანეთს და დამიჯერე უფრო მარტივი გახდება მისი გაგება.
არ არის ცუდი ადამიანი,ის წარსულის გამოა ასე გულჩათხრობილი,წარსულმა გახადა უხეშიც,მაგრამ დამიჯერე ძალიან კარგი ადამიანია.
-რა კუთხით არ მივუდექი,მაგრამ ვერცერთი მხარე ვერ დაინახა.დავიღალე უკვე ლაზარე.ცოტა ხანი ჩაწყნარდნენ,მაგრამ ერთ საღამოს თეკლას ყელში ამოუვიდა ალექსის ფერება და ყველაფერი რაც გულში ბოღმა ჰქონდა პირდაპირ პირში მიახალა გაბრაზებულმა.
-იცი ღარიბი ადამიანები რატომ მიყვარს?მდიდარი სული აქვთ და იმიტომ.მათ ყველაფრის ფასი იციან,მათი მიზანი არა ფული,არამედ ლამაზი სიყვარულით სავსე ცხოვრებაა.ბედნიერებაა ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა.კარგია,როცა ცდილობ სხვაც გააბედნიერო,რადგან მერე შენც ბედნიერი ხარ.წვრილმანებში რომ პოულობენ ბედნიერებას,აი ეს მიყვარს ადამიანებში.მიყვარს უბრალო,კეთილი,წრფელი გულის ადამიანები.მსიამოვნებს ასეთებთან ურთიერთობა,რომლებსაც ყველა ის გრძნობა და ღირსება შერჩათ,რაც ადამიანისთვისაა საჭირო,რასაც თქვენზე ვერ ვიტყვი ბ-ნო ალექსანდრე.უსმენდა ყურადღებით ალექსანდრე თეკლას მაგრამ,ბოლო სიტყვების მოსმენისას გაოცებულმა შეხედა და უთხრა.
-არავის წინაშე არ ვაპირებ იმის მტკიცებას,მე ცუდი ვარ თუ კარგი.დრო,თავად გაარჩევს სამართალს.მე მადლობას ვუხდი ღმერთს,რომ დღეს ცოცხალი ვარ და ასეთი თუ ვარ ესეც ცხოვრების მძიმე დარტყმაა.ყველა ისე ცხოვრობს,როგორც ეცხოვრება ქ-ნო თეკლა.
-უკაცრავად,საქალბატონე.შეუბღვირა თეკლამ და ალექსანდრეს ოთახი დატოვა.ალექსანდრეს უნდოდა,სადღაც მოესროლა მისი მტკიცე ხასიათი და ამ თავდაჯერებული გოგონასათვის ჭკუა ესწავლებინა,ნამდვილი კოშმარი იყო თეკლას ყოფნა მის გვერდით,რომელიც თითქოსდა ალექსანდრეს შეცვლას კიარა,თვით სამყაროსაც კი შეცვლიდა რომ შეძლებოდა.ფიქრობდა და ფიქრებში ისე შემოეპარა ღამე ვერც კი შენიშნა,რომ არა ისევ თეკლა წამლებით ხელში.მიხვდა,რომ ალექსანდრე ისევ ფიქრებში იყო ჩაძირული და მკაცრად უთხრა.
-თუ კარგად დაფიქრდები,უნდა მიხვდე,რომ შენც ისეთივე საჭირო ხარ შენი ოჯახისათვის,როგორც ისინი შენთვის.შენს არსებობას აზრი მიეცი ისე,რომ სიცოცხლის გაგრძელება თავად მოგინდეს და არ დანებდე,არ გაბედო შეწყვიტო სიცოცხლისთვის ბრძოლა.იმიტომ,რომ შენ მარტო არ ხარ.ბოლო სიტყვები კი ცრემლმორეულმა უთხრა.მინდა შეხედო თავად და ვფიქრობ შიშისგან სუნთქვაც კი შეგეკვრება,როცა შეხედავ,უშენოდ როგორი ფრთაჩამოტეხილი ბეღურებივით არის შენი სამეგობრო.გთხოვ დალიე,მიიღე ეს წამლები და იბრძოლე სიცოცხლისთვის.
-დღეს ძალიან მძიმე დღეა ჩემთვის,ამ დღეს დავკარგე სიცოცხლის ხალისი.არ იცი რა მოხდა და ნუ მაიძულებ ვიცოცხლო.ნუ მთხოვ ღიმილს თეკლა მაშინ,როცა ჩემს გულზე ცრემლების წვიმაა ყოველ ღამე.ჩემი გულიც,ხორციც და ძვალიც გაყინულია და ვფიქრობ აღარ ვარ საჭირო ამ სამყაროში.როგორ შეგიძლიათ იმედი მომცეთ,სულ უიმედოდ დაღლილს.როგორ შეგიძლიათ იმ თვალებს გვერდი აუარო,რომლებიც ღამეები დაძინების საშუალებას არ მაძლევენ.ნუ მთხოვ თეკლა იმ დიდ ზღვაში გავცურო,რომლის მეორე ნაპირზე ვიცი,რომ ვერ გავალ,ჩავიძირები.ვეცადე,ძალიან ვეცადე შემეცვალა ჩემში რაღაც,მაგრამ არ გამოვიდა,ვერ შევცვალე.
-მომისმინე ალექსანდრე.ყველას ცხოვრებაში დგება ისეთი დრო,ისეთი მომენტი,როცა აღარ გვინდა დრამა.ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და დაცემაც ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილია,ფეხზე დგომა კი მთელი ცხოვრება.შენ თუ დღეს ცოცხალი ხარ ეს უფლის საჩუქარია და არა მარტო უფლის,ლაზარესიც.ამ ყველაფერთან ერთად კი იყო ბედნიერი,ეს თვით შენი არჩევანია.შეიძლება ბევრი რამე დათმო ცხოვრებაში,მაგრამ ის ამად უნდა ღირდეს.ყველაფრის მიუხედავად,ვიცი ძალიან ბევრი და დიდი ტკივილი გადაიტანე,მაგრამ შენ ცოცხალი არსება ხარ,არ დაკარგო ადამიანობა,შენი მე და შენი ღირსება,შენი სახელი.არც ზედმეტად დაიფასო თავი,თორემ ყველას მოწყინდები და ერთ დღეს აღმოაჩენ,რომ სულ მარტო ხარ,მერე კი თავად შეგრცხვება შენი საქციელის.და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი.ილაპარაკე ის,რაც გულში გაქვს,თუნდაც ეს მტკივნეული იყოს ყველასთვის.გთხოვ დააფასე ეს ადამიანები,რომლებიც ყოველ დღე შენს გვერდით არიან.მათაც ტკივა მაგრამ მაინც იღიმიან და აბედნიერებთ შენი თუნდაც ასეთი ყოფა.უნდა იბრძოლო,ალექსანდრე იბრძოლე საკუთარ თავთან და საკუთარ სისუსტესთან და განდევნე ის შენიდან.იყავი ის ვინც სინამდვილეში ხარ.მე აღარ შეგაწუხებ,ჩემი ბოლო დღეა ამ სახლში.მე მივდივარ,რადგან ვგრძნობ არ გსიამოვნებს ჩემი აქ ყოფნა,მე ხვალიდან აღარ მოვალ და სხვა მომვლელი გეყოლება.გაიღიმე,თუნდაც ერთხელ დავინახო შენი ღიმილი რომ სათქმელად მქონდეს ჩემს დროს ღიმილით მხვდებოდა ოთახშითქო.გთხოვ,იმედი მიეცი ყოველი დილის დადგომას და რწმენა თანდათან შემოვა შენში.ყველაფერი გამოვა,მხოლოდ ნუ დაივიწყებ რომ შენ სხვებისთვსაც უნდა იცოცხლო და დილას ღიმილით შეხვდი.ეს ცხოვრება ასეთია,ჩვენ ვერ შევცვლით ხან ტკბილია,ხან მწარე,არასოდეს იფიქრო,რომ შენ მარტო ხარ.ერთი დღე გათენდა და ცუდი მოხდა,მაგრამ გაქრა,გაიარა და ის უფლის ნება იყო.წარსულს ჩაბარდა ის ტკივილი,შენ კი კვლავ მიეცი შენს ცხივრებას აზრი და იმედი,ქარს გაატანე ყველა დარდი.ვიცი,რომ გამოგივა,იბრძოლე არ დანებდე ალექსანდრე.დრო ყველას გასცემს პასუხს მიეცი შენს თავს დრო და მიეცი დროს-დრო.



№1 სტუმარი Iza feraze

Zalian kargida sasianovno wasakixia,sulmouqmeli veldeb gagzelebs.

 


№2  offline მოდერი zia-maria

Iza feraze
Zalian kargida sasianovno wasakixia,sulmouqmeli veldeb gagzelebs.

kissing_heart kissing_heart kissing_heart მალე იქნება მეშვიდეც.

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ვგრძნობ,რომ ნელა-ნელა ხელიდან ვუსხლტები ტკივილს.ყველა ფიქრი,მხოლოდ თეკლას გარშემო რტიალებს
მითხარი რა ვქნა,არ მეთმობა გავწყვიტო ფიქრების ძაფები,მაგრამ ასეთი ვის რაში ვჭირდები.თეკლა კარებთან იდგა და ისმენდა მათ საუბარს,გული აუფრიალდა და რაღაც საოცარი სითბო იგრძნო სხეულის შიგნიდან.

ისე აღწერ თითოეულ პერსონაჟს ადგილს და იმ არეალს სადაც მოქმედება ხდება, მხატვარი რომ ვიყო უსათუოდ უშეცდომოდ შევძლებდი შენი პერსონაჟების გაცოცხლებას....

 


№4  offline მოდერი zia-maria

terooo
ვგრძნობ,რომ ნელა-ნელა ხელიდან ვუსხლტები ტკივილს.ყველა ფიქრი,მხოლოდ თეკლას გარშემო რტიალებს
მითხარი რა ვქნა,არ მეთმობა გავწყვიტო ფიქრების ძაფები,მაგრამ ასეთი ვის რაში ვჭირდები.თეკლა კარებთან იდგა და ისმენდა მათ საუბარს,გული აუფრიალდა და რაღაც საოცარი სითბო იგრძნო სხეულის შიგნიდან.

ისე აღწერ თითოეულ პერსონაჟს ადგილს და იმ არეალს სადაც მოქმედება ხდება, მხატვარი რომ ვიყო უსათუოდ უშეცდომოდ შევძლებდი შენი პერსონაჟების გაცოცხლებას....

უნდა ვაღიარო,რომ ძალიან თბილად მომედო გულშე შენი თითოეული სიტყვა.მადლობა ტერო. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent