მეორე შანსი (V)
-სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს..-თითქოს სადღაც შორს იხედებოდა.-სწავლის დასრულების შემდეგ ის გერმანიაში დარჩა,თქვა რომ ბავშვი პროფესიონალურ ზრდაშ ხელს შეუშლიდა,ამიტომ მე და ელენე ჩამოვედით.-შეყოყმანდა,მივხვდი,რომ მეტს აღრ გააგრძელებდა.-ამის შემდეგ ერთმანეთთან კავშირი აღარ გვქონია. სანდრო საწყის პოზიციას დაუბრუნდა და მისკენ მიბიძგა.იმ საღმოს მეტი აღრ გვისაუბრია.უბრალოდ ვისხედით და ასეც ჩაგვძინებია. დილით თვალები,რომ გავახილე მაგიდაზე საუზმე დამხვდა,ბუხარი ისევ გიზგიზებდა.ოთახს თვალი მოვავლე სანდრო არსად სჩანდა.პლედი გადავიძვრე და მინის კედელთან მივედი.გარეთ ისე ლამაზად თოვდა... ყველაფერი გადათეთრებული იყო.სანდროც გამოჩნდა,რომელიც სიგარეტს ეწეოდა და ფარდულშ რაღაცცას ეძებდა. ქურთუკი ავიღე და გარეთ გავედი. -სან რას სად ხარ?-მან გამომხედა,ფარდული დახურა და ჩემკენ წამოვიდა.-მეგონა არ ეწეოდი. -რადგან ექიმი ვარ?-დამცინავად შემომხედა,შემდეგ ორივე ხელი შემოხვია წელზე და თალებში შემომცქეროდა.-თითქოს ამირებდა ისევ ეკოცნა. -არ წავიდეთ?-ვცადე მისი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. -აქ არ მოგწონს?-თვალი მოავლო ტყეს.-ნახე რა ლამაზია -კი კარგია,მაგრამ სამსახური გვაქვს და პასუხისმგებლობა.-მე თვითონაც არ მჯეროდა,ეს თუ მე ვთქვი.სანდრომ ისევ გაიცინა,მე კი ლოყები ამიწითლდა. -აქედან ვერ წავალთ სანამ არ შევთანხმდებითთქო,რომ ვთქვი გახსოვს?-თავდაჯერებული სახე მიიღო.-ჯერ არ შევთანხმებულვართ.-დაამატა შემდეგ. -კი მაგრამ,ჩვენ ხომ ვილაპარაკეთ?-უარყოფის ნიშნად გააქნია თავი. -ეგ მე ვილაპარაკე და ჯერ არ დამისრულებია,გარდა ამისა შენი აზრიც არ გამოგითქვამს.-გარეთ ძალიან ციოდა ამიტომ ხელი წელზე გამიშვა, და სახლშ შევედით. მაგიდას მივუსხედით,სადაც საუზმე იყო გაშლილი.სანდრო საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა,მე კი დღეს მამასთან ვიზიტი მქონდა დანიშნული,რომელიც სპეციალურ კლინიკაში მკურნალობდა.მოუსვენრობა შემატყო სანდრომ,მაგრამ არაფერი უკითხავს,თითქოს იცოდა რაც მაწუხებდა.ტელეფონს გამუდმებით ვამოწმებდი,მაგრამ სიხშირე ვერადავერ დავიჭირე.ბოლოს სანდრო დაიღალა ჩემი „ცქმუტვით“ და მოღლილმა მკითხა. -რომელ საათზე გაქვს მამასთან ვიზიტი?-თვალები დავჭყიტე,მან საიდან იცოდა? -შენ საიდან იცი?-აღმომხვდა წვრილი ხმით -შენ როგორ გგონია?-სანდრომ კითხვაზე კითხვით თავდაჯერებულმა მიპასუხა.. საუბარი ისევ შევწყვიტეთ. მაგიდა მივალაგე,სანდრო ბუხართან ჩამოჯდა და მელოდებოდა. -ადელინა..-მოთმინებაგამოცლილი სანდრო სამზარეულოს კარებთან იდგა და მიყურებდა.-თვი დაანებე,გამომყევი. -კი მაგრამ...-სანდრომ ხელი მომკიდა და ბუხართან წავედით. -ადელინა,გითხარი რომ შენთან ურთიერთობა მინდა და ძალიან მომწონხარ,მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით ტრადიციული შეყვარებულები,რადგან არცერთი არ ვართ შეყვარებული.გარდა ამისა კვირის ბოლოს მივემგზავრებით,როცა ჩამოვალთ კი ჩემთან მოგიწევს გადმოსვლა.-სანდრო კიდევ აპირებდა საუბრის გაგრძელებას,მაგრამ ჩემი წაშლილი გამომეტყველება შეამჩნია. -შენ მე ვინ გგონივარ?-მისი ხელები მოვიშორე და ორი ნაბიჯით უკან დავიწიე.-რა გგონია,რომ შენს სახლში გადმოვალ,შენს გვერდით ვიცხოვრებ,შენთან დავიძინებ და ჩენ შეყვარებულებიც არ ვიქნებით?აბა ჩვენს ურთიერთობას რა ერქმევა?მე „შენი ქალი“ არ გავხდები.-სანდრო შუბლშეკრული ცეცხლს უყურებდა,არ ვიცი მისმენდა თუ არა,რადგან ჩაფიქრებულს გავდა.-მომწონხარ,უფრო მეტიც მგონი მიყვარხარ კიდეც,მაგრამ ამ ყველაფერს აზრი არ აქვს... -სანდრო ფიქრებიდან გამოიერკვია და ჩემკენ წამოვიდა.-არა! არც კი გაბედო მომიახლოვდე. -ნუ ბავშობ ადელინა. რას ნიშნავს „ჩემი ქალი“?-ხმა გაუმკაცრდა სანდროს.-მე შენთვის არ მიკითხავს,შენ ამას გააკეთებ.და მეტიც-თავდაჯერებულობას არ კარგავდა.-შემეხვეწები. ძალიან გავბრაზდი... ლამის სისხლმა ტვინში ამასხა მსგავსი შემოთავაზება როგორ გამიბედა.შემოთავაზება? მაპატიეთ შემეშალა მიბრძანა... მის ნათქვამს არც შევასრულებდი,გულის რევის შეგრძნება დამეუფლა... სანდროსკენ ზურგით დავდექი.. თითქოს წამი გაიწელა,აღარაფერი მესმოდა... არა.. მე არ მინდოდა გაგონება.სანდრო მკლავში მწვდა,რომ შევეჩერებინე,მაგრამ სასწრაფოდ მოვიშორე.კურტკა ავიღე და სუფთა ჰაერზე გამოვედი. თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად ვგრძნობდი.ყველა ქალი ოცნებობს საყვარელი მამაკაცის გვერდით ყოფნას,დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ქალი დათანხმდებოდა სანდროს შემოთავაზებას,მაგრამ მე არა... არა იმიტომ რომ არ მინდოდა მის გვერდით,არამედ არ მინდოდა ამ ფორმით ვყოფილიყავი მასთან. გადათეთრებულ ტყეში მივაბიჯებდი,ძალიან მციოდა მაგრამ უკან აღარ დავბრუნდებოდი.იმედი მქონდა გზას ვიპოვნიდი და დავივიწყებდი ამ არაფრის მომცემ საუბარს. დავიკარგე... მიმართულება ამერია, არადა სახლიდანაც ძალიან შორს ვიყავი,ტელეფონს დაჭერა ისევ არ ჰქონდა... უკვე ბინდდებოდა მე კი შუა ტყეში ვიდექი და ვტიროდი... ვტიროდი რადგან მეშინოდა,თუმცა გაჩერება უფრო საშიში მომეჩვენა.. გზა განვაგრძე,მომეჩვენა,რომ უფრო და უფრო ღრმად შევდიოდი ტყეში. იმედი გამიჩნდა,რადგან აღარ თოვდა სანდრო შეძლებდა ნაკვალებით ვეპოვნე,მაგრამ ეს იმედი მაშინვე გაქრა,როცა გამახსენდა სანდრო,რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში დადიოდა და განათლებას იღებდა,მას რა უნდა სცოდნოდა ნაკვალებზე და ტყეზე... ტყეში ჩამოღამდა... შეშინებული ვიჯექი,ერთ-ერთი ხის ძირას და ტელეფონზე „sos“ მაშქებელი სიგნალი ჩავრთე,იმ იმედით რომ ვინმე სულიერი მიპოვნიდა.გავითოშე,სიცივიდან მეძნებოდა,როცა თბილი ხელები ვიგრძენი სახეზე. -ადელინა შემომხედე...-სანდროს ხმა ვიცანი,მაგრამ ისე მეძინებოდა თვალებს ვერ ვახელდი,მხოლოდ უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე. რადგან საიმედო ხელში ვიყავი,თავს ნება მივეცი მოვდუნებულიყავი.ყველაფერი ნაწყვეტ ნაწყვეტ მახსოვს.. ტყე საშინელ კოშმარად მექცა.. ვგრძნობდი,ბუხრის სითბოს,მაგრამ მაინც ძალიან მციოდა,ვკანკალებდი.სანდროს სახეზე თავდაჯერებულობა გაასმაგებულიყო... -თავს როგორ გრძნობ?-მკითხა,როცა თვალები გავახილე. -საუბრის განწყობაზე არ ვარ.-პლედი შევისწორე და ბუხრისკენ გადავბრუნდი. - მაშნ მე გეტყვი ..- სანდრო არ აპირებდა დანებებას.-მე შენ მხოლოდ ჩემს სახლში გადმოსვლა შემოგთავაზე და არა ჩემს საწოლში.მაგრამ შენ თუ გინდა, მე წინააღმდეგი არ ვიქნები. -სანდრო,საქმე რაშია?დარწმუნებული ვარ შენნაირ კაცს ასე ორი ნახვით არავინ მოეწონებოდა მით უმეტეს თავის სახლში გადასვლას არ შესთვაზებდა.-სანდრომ ამოიხვნეშა მივხვდი რომ სწორ გზას ვადექი. -ერთ რამეში ცდები.. ნამდვილად მომწონხარ,მაგრამ არც იმდენად ჭკვიანი მეგონე როგორიც ყოფილხარ. -ახლა ეს უნდა შევიფერო? -კარგი ყველაფერს გეტყვი..-სმე მოსასმენად მოვემზადე სანდრო კი საჭირო სიტყვებს ეძებდა. -ელენეს დედამ მეურვეობა მოითხოვა და წერეილიც გამომიგზავნა,რომ კარიერა აიწყო და დრო იყო ბავშვი თავისთან წაეყავანა.-სანდრომ პაუზა გააკეთა.-ადვოკატმა თქვა რომ დიდი ალბათობით მეურვეობას მას გადასცემენ,რასდგან დაქორწინებულია ჩემ ცხოვრებაში კი არავი სერიოზული არ არის. -ეგ საშინელებაა,მაგრამ მე რატომ ?ჩემს გრძნობებზე თმაში გამოდის სანდრო ეს.. -მე შენ გითხარი დრო მჭირდება,რომ შემიყვარდეთქო. -მაგრამ მე არ მჭირდება,რომ შეგიყვარდე,ეგ შენ გჭირდება.ან რამ გაფიქრებინა,რომ დაგთანხმდებოდი?-ვკითხე ბოლოს -გავიგე,რომ მამა პარალიზებული გყავს და სპეციალურ კლინიკაშ მკურნალობს,ისიც გავიგე რომ ორი თვეა გადასახადი არ შეგიტანიათ ცოტაც და კაცს იქედან გამოაგდებენ რასაც შენ არ დაუშვებ,-გავოგნდი,გავცოფდი მინდოდა რამე ჩამერტყა ამ უნამუსო ადამიანისთვის მაგრამ თვს ძლივს ვწევდი ზემოთ.-ეგეთი სახით ნუ მიყურებ,თუ დათანხმდები,მამაშენზე მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაშ მე ვიზრუნებ,არაფერი მოაკლდება არც მას და არც შენ. -სანდრო,ეგ მე არ შემიძლია.თანაც ის ხომ შენი ცოლია,როგორ დაქორწინდა? -სანამ წამოვიდოდი გერმანიიდან ხელი გავაწერეთ რაც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით.შევეშვათ მასზე საუბარს. მოკლედ აქედან ან შენი თანხმობის შემდეგ წავალთ ან არადა კიდევ დავრჩებით,როგორც ხედავ სახლში ერთი თვის მარაგი გვაქვს.-სანდრო ისევ თვითკმაყოფილებას განიცდიდა.-ამ ერთ თვეში კი ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. თავს საშინლად ვგრძნობდი.ტყეში გავცივდი და მაღალი ტემპერატურა მქონდა.მართალია საჭირო მედიკამენტები გვქონდა,მაგრამ უფრო და უფრო ცუდათ ვხდებოდი,ალბათ დეპრესიის ბრალი იყო.დაახლოებით ერთი კვირა გავიდა რაც ამ სახლში მოვედით,მაგრამ იმ დღის შემდეგ აღარ ვსაუბრობდით.მე სულ ვიწექი,ფეხზე ვერ ვდგებოდი.... სანდროც იშვიათად იყო სახლში,მხოლოდ მაშინ ვხედავდი როცცა წამლის დრო იყო,ან რაიმე საჭმელი მოჰქონდა. მიჭრდა თავი ხელში ამეყვანა... სანდრო საათების განმავლობაშ იკარგებოდა... სავარაუდოდ თბილისში ბრუნდებოდა.რაკი არავინ მეძებდა, მივხვდი სანდრო დეიდასაც ნახავდა და ამ საქმეს მოაგვარებდა. ერთ დღესაც როცა ასე გაუჩინარდა სანდრო ვეცადე სუფთა ჰაერზე გავსულიყავი,მაგრამ იმდენად მისუსტებული და დაღლილი ვიყავი გონება დავკარგე და იატაკზე დავეცი. -ადელინა გესმის?-ნიშადურის სუნი მეცა და თვალები გავახილე. -შენც თუ ექიმი გქვია...-წავისისინე და მის გამოწვდილ ხელს დავეყრდენი. -დამთნხმდი და დღესვე დაგაბრუნებ თბილისში.ასე დიდხანს ვეღრ გაგრძელდება,მაგრამ თუ მაინც აპირებ ჯიუტობას მე შენთვის სიურპრიზი მაქვს.-სანდროს ხსენება არ მინდოდა მაგრამ მისი ღიმილი მატყვევებდა.-„ტაარაამ“ -მხიარული სახით გამომიწოდა გადასხმის მოწყობილობა. ნება მივეცი ფიზიოლოგიური გადაესხა სადაც უამრავი ვიტამინების ნაკრები შეურია.რამოდენიემ საათში თვს გაცილებით კარგად ვგრძნობდი,სანდროაც შემატყო უკეთესობა.ასეთი გულის ამრევი წინადადების შემდეგ უნდა შემძულებოდა,მაგრამ თავს ვერ ვაიძულე ამის გაკეთება,მინდოდა ჩახუტებით გამეგუდა. -იცი...-დავიწყე როგორც იქნა საუბარი.-გიყურებ და ვერ ვხვდები პატარა ბიჭივით რატომ იქცევი.უამრავი ადამიანია ვისაც დაიქირავებდი და შენი ცოლის როლს მოირგებდა..მითხარი რატომ მაინც და მაინც მე? -თუ გიპასუხებ ცოლად გამომყვები?-თანხმობის ნიშნად თვი დავუქნიე. -არც იმდენად დიდი ასაკი მაქვს.. სულ რაღაც 26 წლის,მაგრამ შენ რომ გიყურებ უფრო თვქარიანი ბავშვი იღვიძებს ჩემში.არ მჭირდება სხვა,მე შენ მჭრდები... -შემდეგ დასძნა.-არ იფიქრო რომ მიყვარხარ,უბრალოდ აგიკვიატე.სწორედ იმიტომ გაგიშვი ელენესთან რომ გამეგო როგორ შეეწყობოდით ერთმანეთს,ბავშვს ძალიან მოეწონე და მეც..-შემდეგ პაუზა გააკეთა.-აბა დავბრუნდეთ თბილისში? -წავიდეთ.-დავეთანხმე მეც.სანდროს ძალიან გაუხარდა. -კიდევ კარგი საბუთები დღეს რომ მოვიტანე.-თვალით მანიშნა მაგიდაზე დაწყობილ ორ საქაღალდეზე. -ეს რა არის?-ვიკითხე განცვიფრებულმა. -ხელს როგორც კი მოაწერ მაშინვე წავალთ.-სანდრომ საათს გახედა,შემდდეგ ისევ მე.ჩემი გამომეტყველების შემდეგ დაამატა ცინიკურად.-აბა რა გეგონა?თბილისში წაგიყვანდი სახლამდე მიხვიდოდი და აივნიდან ხელს დამიქნევდი? ღრმად ჩავისუნთქე და საქაღალდე გავხსენი სადაც კონტრაქტი იდო სულ რამოდენიმე პუნქტით. -რამდენი ხანი მოგვიწევს თამაში?-გავამახვილე ყურადღება განსაკუთრებით -სანამ ელენე სრულწლოვანი არ გახდება. -კი მაგრამ ელენე სულ რაღაც 5 წლისაა.-აღმომხვდა საწყლად. -ანუ მათემატიკაშ გჭირდება მოხმარება რომ დათვალო თუ რა ხდება?-თითქოს არაფერიო ისე თქვა.- 13 წელი არც ისე დიდი დროა,თანაც როცა ყველაფერი დასრულდება შენ მაშინ უფრო მიმზიდველი და სექსუალური იქნები.-შოკში ჩავვარდი. -სანდრო მე შენი ცოლი მომიწევს 13 წელი ვიყო? -კი მოგიწევს,როცა ხელს გავაწერთ სულ რაღაც 33 წლის იქნები,ნუ ქმნი რა ტრაგედიას,თანაც ვინ იცის იქნებ შეგვიყვარდეს ერთმანეთი და აღარც მოგინდეს ხელის გაწერა.-ნერვებ მოშლილმა კონტრაქტი ისევ მაგიდაზე მივაგდე.-ნუთი არ დაიღალე აქ ყოფნით?-მკითხა ბოლოს ისევ გავიბუტე და არ ველაპარაკებოდი.მინდოდა მიწა გამხეთქოდა და შიგ ჩავეტანე,მაგრამ აქ ყოფნა მართლაც მომბეზრდა.როცა მოვმჯობინდი გაქცევა კიდევ რამოდენიმეჯერ ვცადე,მაგრამ არაფერი გამომდიოდა და სანდრო ისევ მპოულობდა დაკარგულს.გადავწყვიტე,რომ ეს ჩემმი ბედი იყო,რადგან ვერცერთხელ ვერ დავაღწიე მისგან თავი.ჩავთვალე რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ამ 13 წლის განმავლობაში,რაც არ უნდა გამჭირვებოდა სანდრო ისევე დამეხმარებოდა როგორც ახლა. სანდრო ისევ არ იყო სახლში... საბუთები აღარც კი წამიკითხავს ხელი ისე მოვაწერე,ან წაკითხვას რა აზრი ჰქონდა,მაინც ისე იქნებოდა როგორც სანდროს სურდა. -საყვარელო მოვედი.-კარები შემოაღო სანდრომ.-კარგი რა სახე გაქვს რეპეტიციას გავდივარ.-გაიღიმა მან. -წავიდეთ?-სახლში შემოსვლა აღარც კი ვაცადე. -ხელი მოაწერე?-სიხარულისაგან თვალები გაუბრწყინდა.-არ მჯერააა -დაიჯერე საყვარელო.-ირონიულად გავუღიმე.-ახლა იწყება შენი ჯოჯოხეთური 13 წელი.-დავისისინე და გარეთ გავედი. პ.ს შეცდომებისთვის ბოდიში.იმედია იმედია მოგეწონათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.