ჭირვეულის მორჯულება (9 თავი)
-რა ლამაზი დღეა რა ნათელი მზეა იმიტომ რომ დღეს პრინცესას დაბადების დღეა დიახ, დიახ დილიდან ამის მეტი არაფერი გამიგია, მარიამის დაბადების დღე დადგა და ვჩივი? ერთი თვეა გეგმას ვაწყობთ თითქოს ყველაფერი მზად არის მაგრამ თვითონ მარიამი დიდ ბედნიერებას ვერ ასხივებს სიმართლე გითხრათ, ვგონებ ლუკა მოენატრა მაგრამ არ აღიარებს და არც აქვს აზრი, შეაყარე კედელს ცერცვია რა, მეღიმება, ხომ ვიცი დღეს საოცრებები მოხდება არცერთ მარიამის დაბადების დღეს ექსესების გარეშე არ ჩაუვლია იმედია ისეთივე ლამაზი და ნათელი ღამე იქნება როგორი დღეც არის, მაქვს ბედნიერება სანდროსთან ერთად ვიზრუნო დარბაზის მორთულობ... -ლიზ ჩამო მალე რა გვჭირდები ძალიან, ძალიან გაბრწყინებული შემოვარდნენ ნათია და საბა და გამომგლიჯეს დღიურს -ჰო მოვდივარ, მოვდივარ რა იყო გადაღლილი სახით ვკითხე -ლიზუზი მოკლედ აქ ამდენი ხნის განმავლობაში ლუკა იყო და არა გიორგი, გიორგი არის საფრანგეთში და არა ლუკა, თქვენ არ გითხარით რომ არ წამოგცდენოდათ მოკლედ 970 ვარდი ვიყიდეთ სამი დღეა ვარჩევთ და ლუკამ აიჩემა გინდა თუ არა 1000 უნდა ვაჩუქოო...ხო და მოკლედ არ ვიცი დატრიალდით ქუთაისიდან გამოაგზავნინეთ გთხოვთ, თბილისში ყველა მაგარი საყვავილე დავიარეთ, დაასრულა საბამ და ლეკვის თვალებით შემომციცინა -რამდენი ახალი ინფორმაციაა ღმერთო ვერ გადაამუშავა ჯერ ტვინმა, მაგრამ ნათიამ იცოდა და მე არა? ანუ ამას ენდეთ მე არა? ძალიან გაგიბრაზდით, მართლა მეწყინა მე რატომ ჩავუშვებდი -ახლა ვუთხარით ამასაც, პირველი შენზე რომ გვეთქვა ორი კვირა ხმას არ გამცემდა და შენ მორჯულებადი ხარ შედარებით მაინც, იცინის, მეხმარებით თუ დავიღუპე? -კი აუცილებლად დედიკოს დავურეკავ და საუკეთესოებს გამოვაგზავნინებ, თბილისში თქვენ ჩადით ოღონთ, საქმეები მაქვს მე და სან.., უცებ ორივემ შეიცვალა სახე და ეჭვის თვალი შემავლეს -რას მიყურებთ დარბაზი უნდა მოვრთოთ მარტო ჩვენ კიარა დემეც მოგვეხმარება, თუ ეგ ჩასულია თბილისში...მერე რა მაინც არაუშავს მე და შენ რომ მოგვერთო რამეს იტყოდი? -კარგი ლიზი ისე დაიბენი ბაჩიც კი მიხვდებოდა ყველაფერს წავედით ჩვენ ახლა საჭმელ-სასმელი არის მოსაგვარებელი -მიდით და ჭკვიანად, არა რა სულ არ არიან ესენი კარგად რა სანდრო რის სანდრო, თავიანთ თავს მიხედონ უჰ! ჩემს თავზე გავბრაზდი თუ მათზე არ მკითხოთ ვერ გეტყით, აბა გამოიცანით სად წავედი? სანდროს ოთახში, ახლა არ დამიწყოთ... ნათია -საბ, იცი? მეც მიყვარს ვარდები, ძალიან, მართლა...ვუთხარი საბას და აშკარად შემატყო, რომ გული დამწყდა და გაეღიმა -მოდი ჩაგეხუტო, გოგო რა იყო შენც მოგინდა? თუ სამყარო ჩვენს ირგვლივ რატომ არ ბრუნავსო ქალბატონო, ახლა მარიამის ჯერია მერე ლიზიკოს დაბადების დღე და მერე შენიც მოდის, შენც გაჩუქებ 2-3 ვარდს ციალას ეზოში დაგიკრიფავ უფრო რომანტიულია, შემომხედა და რომ მიხვდა საერთოდ არ გამეცინა ლოყები ჩამიწითლა კოცნით -მადლობა, ყველაფრისთვის მადლობა, მართალია ყველა ლუკასნაირი ვერ იქნება... ლიზი -სანდრიიი, ნათია და საბამ გამაბრაზეს და...ვაიმე კიდე სძინავს ამ ბიჭს რაღა ვქნა ღამე არ ეძინა? მარტო მოვრთო? გამართობდა ცოტას თან იმ ტირანებისგან დამიცავდა, წავალ რა ვქ.. სიტყვა ვერ დავასრულე ისე წამოხტა და დიდი მკლავები შემომხვია და საწოლზე გამშხლართა, რო მივხვდი რას აპირებდა წინასწარ დავიწყე ხვეწნა-მუდარა მაგრამ გაჭრა თქვენი აზრით? სწორია არა რათქმაუნდა, ვკისკისებდი და უკვე კუჭი მტკიოდა სიცილისგან თვითონაც დაიღალა და მკითხა -რაზე დაგცინოდნენ ნამცეც, დაგჩაგრეს სანამ ვისვენებდი ხო? შენ ზოგადად ასე გჩაგრავენ კი, ირონიით მითხრა არადა მართლა ხომ გამაბრაზეც თქვენც აქ არ იყავით?! -დიახაც, მითხრეს, რომ არაფერი არ მითხრეს, სულ დაიბენი ლიზი ბრინჯივით რა გჭირს რა, რას ეტყოდი ახლა რომ დაიწყე ტლიკინი, უცებ გავედი გარეთ სანამ კიდე რამეს წამოვაყრანტალებდი და საბას ოთახში შევედი. საბა ეს გოგო გადამრევს, იქნებ მოიცადოს ხოლმე ცოტა სხვის დაბადების დღეზე რომ არ მოუნდეს დედოფლობა რა მოუვა ღმერთო გთხოვ მითხარი -რაო საბა ბატონო რამ დაგაღონათ, ჩამეხუტა ლიზიკო -შენს დაქალს დედოფლობა მოუნდა დღეს მაინც და მაინც, რა ვაჩუქო არ ვიცი ვარდები ძაან მებანალურება და ქეშადაც არ მაქვს სამასზე მეტი -ანუ...მე მაქვს ახალი ოქროს პანდორა, სამაჯური არ გამიხსნია ჯერ სანდრომ მაჩუქა რომ ჩამოვედით ძალიან მინდოდა და... თუ გინდა აჩუქე და მერე მიყიდე მე -არა ნამცეც, რა სისულელეა დამახრჩობს სანდრო რამე სხვა მოვიფიქროთ, ჩავფიქრდი დავძაბე ტვინი და ჰოი საოცრებავ მივხვდი -ვსო ლიზუ მივხვდი ოღონთ თბილისში უნდა ჩამომყვე, სვაროვსკის ერთი კაბა მოსწონს 500 ლარამდე ღირს, ანგარიშიდან მოვხსნი და ვუყიდი ოღონთ ჩაიზომე რა -კარგი ჩავიდეთ მაშინ ახლა თორე მეც მაქვს დღეს საქმეები, დავიღალე, ისეთი სახე წონდა ლიზიკოს წამით მართლა შემეცოდა მაგრამ ამას რა დაღლისთქო მოვიშველიე არგუმენტი მარიამი ვფიქრობ როგორ დაბადების დღესაც არ მომილოცავს? ჯემალი შურღაიამაც კი მომილოცა ჩემი ბაღელის ძმამ რომელიც ტვინის შერყევით ორი კვირა დავაწვინე სავაადმყოფოში, და ლუკამ არა? გული მწყდება მგონი...ის ის იყო წაძინებას ვაპირებდი ნათია შემოვიდა -რას შვები მარიამ? აუზში ჩავიდეთ არ გინდა? ლიზი გაყოლია ბიჭებს რატო არ ვიცი და მომწყინდა მარტო ვარ -არა ძალიან მოწყენილი ვარ და აღარც ფართი მინდა და არაფერი საერთოდ, იმედი მქონდა ჩამოვიდოდა ლუკა ან არვიცი რა მნიშვნელობა აქვს, რომ დავასრულე მერეღა გავიაზრე რა წამომცდა ¬-რა? ანუ კი ვიცოდი მაგრამ რომ აღარე მომწონს, რას ნიშნავს არ გიხარია ხოარ დეგრადირდი, რა იცი იქნებადა აწი აპირებს რამესს? -რას აპირებს? რამეს აპირებს? წამოგცდა ხო? , თითქოს იმედი გამიჩნდა -არა რა უნდა დააპიროს, რო ნდომოდა რამე არც წავიდოდა გიორგის გაუშვებდა, შეეძლო ეგეც... -მეც რა სულელი ვარ წავუძინებ და ცოტახანი ნუ გამაღვიძებთ ვინც არ უნდა მოვიდეს, თუნდაც ლუკა, მწარედ ჩავიღიმე და წამოვგორდი რბილ საწოლზე, -ნათი ცივი წყალი მომიტანე რა ძალიან ცხელა და რამე დამამშვიდებელიც -ნათიაა... ვაიმე სად წავიდა ეს გოგო, ნათია...კარგი ჯანდაბას ავდგები, ძლივს ავიზლაზნე და გავედი ისეთი დაბნეული დამხვდა დაქალი ვიფიქრე ვინმე ყავს აქ და მიმალავსთქო, მაგრამ რახან საბა არ იყო ეგრევე მოვისროლე ეს აზრი თავიდან, დავლიე დამამშვიდებელი და წავუძინე ნათია ოთახიდან როგორც კი გამოვედი სამზარეულოში გავედი ყავის დასალევად და ჰოი საოცრება ლუკა დამხვდა ქუთაისიდან გამოგზავნილი ვარდებით -ნათ, ჩამოვიდა ხო ძალიან კარგებია? ძაან მომწონს , იმას რა აწიკვინებს -ვაიმე წყალი უნდა მივუტანო, არა ადგა ფეხის ხმაა, მოდი აქ დაიმალე რა... -გოგო შენ ვერ ხარ? უთხარი რომ გიორგი ვარ ძაან არ გაგვარჩიოს -მიდი რა მიდი, იცის რომ თბილისში ჩავიდნენ და არ ამოვლენ ორი საათი კიდევ საქმეები აქვთ, შენც რას ამოდიოდი,გავბრაზდი ასეთი არა ორგანიზებულები რომ იყვნენ მოკლედ რაც არ უნდა სასაცილო იყოს ამხელა ბიჭი საჭმლის ლიფტში დავმალე, რომელსაც საჭმელი დააქვს მესამედან პირველ საერთულზე, ხო, თავის ვარდებიანად...დაქალი მოვატყუე რამდენად კარგად ვერ გეტყვით, სახის მიმიკიდან გამომდინარე არც თუ ისე კარგად, მაგრამ რაც მთავარია მშვიდობით ჩაიარა სპეც ოპერაციამ ამასობაშ შემთხვევით გადამავიწყდა რომ გაბრაზებული ვიყავი საბაჩკაზე და დავურეკე -აუ საბ მალე ამოხვალ? მომწყინდა ძალიან -ვაა გადაგიარა შენ გაბრაზებამ? რაღაც პრობლემა შემექმნა და ამოვალ მალე არ მოიწყინო -სულ დამავიწყდა, რა მომაწყენს ყველა აქ არ არის? ირონიით ვუთხარი -კაი წავედი გკოცნი არ მცალია კიდე ამას არ ცალია? მე ვიყავი გაბრაზებული თუ ეს? ასეც მოგიხდება იყავი ახლა სულელის ამპულაში მგონი ვერ ვარ.. საბა -ქალბატონო კაბა მინდა აი აქ ეკიდა გუშინ წინ ვნახეთ სვაროვსკის, განერვიულებული ველაპარაკებოდი საწყალ კონსულტანტს -გასაგებია ბატონო მაგრამ აი იმ გოგომ იყიდა სულ რაღაც 5 წუთის წინ...სამწუხაროა ძალიან -კარგით, მადლობა... გავიგე თუ არა მე და ლიზუზი გავემართეთ გოგოსკენ რაც არ უნდა დაგვჯდომოდა უნდა გვეყიდა ორმაგ ფასადაც კი, გოგოს მივუახლოვდით და სუნი მეცნო საშნლად, და ტვინის ყველა უჯრედში წამში გავრცელდა ეჭვი იმის შესახებ რომ ეს ნინი იყო, და საუბედუროდ გამართლდა ეს ეჭვი, ხო ის გოგო რომელმაც იყიდა კაბა იყო ჩემი ყოფილი შეყვარებული, ნინი...ესეც თქვენი ჰეფი ენდი... გამარჯობა ბავშვებო, ვინც კითხულობდით იმედია გაგახარათ ჩემმა დაბრუნებამ ვინც არ კითხულობდით გირჩევთ წაიკითხოთ წინა თავებიც რათა სიტუაციაში უკეთ გაერკვეთ, იმედია აღარ გავქრები, შემდეგი თავი დაიდება მალე...გააჩნია შეფასებები როგორი იქნება,სიყვარულით თქვენი ლიზა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.