შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენამდე (11 თავი)


9-12-2017, 05:07
ავტორი annabelle
ნანახია 1 580

[თხრობას განაგრძობს დამიანი]
-ხომ კარგად იქნება?-ჩურჩულით მეკითხება მიკა.სამასწავლებლო მოხუცი ჭორიკნებით არის სავსე.ზედმეტად ანერვიულებული მეჩვენება მაგრამ არაფერს ვამბობ.
-კი.-მოკლედ ვპასუხობ თავმობეზრებული და ჟურნალს ისე დავყურებ თითქოს ვკითხულობდე.ლაპარაკის თავი არ მაქვს.
-საავადმყოფოში,რომ წახვალ მეც წამოგყვები-მამცნობს როცა ზარი ირეკება-ბოლო გაკვეთილი მეთორმეტე კლასში მაქვს.დამელოდები?
-ხო.რათქმაუნდა-გაუცნობიერებლად ვუღიმი.რატომღაც არეული ვარ. ისე ცარიელდება სამასწავლებლო ვერცკი ვამჩნევ. ოთახში მარტო დარჩენილი,ერთდროულად რამდენიმე აზრი მიტრიალებს თავში.ვფიქრობ საავადმყოფოში უგონო თორნიკეზე,რომელთან ერთადაც გავიზარდე,ვფიქრობ მიშკაზე და ლევანიზე,რომლებიც მოთმინებით,მთელი დღე ელოდებიან,როდის მოვა გონს.
ანასტაზიაზეც ვფიქრობ...
მთელი დღე,ყოველ წუთს ანასტასიაზე ვფიქრობ და ჩემი თავი მეზიზღება ამისგამო.მისი მშობლები ძალიან გაბრაზებულები ჩანდნენ,მაგრამ როგორც კი დამინახეს თავი შეიკავეს.ვხედავდი,როგორ ეჭვით მიყურებდა მამამისი,მაგრამ არაფერს იმჩნევდა.მე ხომ ასეთი ახალგაზრდა მასწავლებელი ვარ! წყეული მასწავლებელი!
888
-მადლობა,რომ დამელოდე.-მესმის მიკას წკრიალა ხმა.ზარი რომ ირეკება,მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებ,რომ მეთორმეტე კლასის ოთახის კართან ვდგავარ.არც მახსოვს როგორ აღმოვჩნდი იქ,ან რატომ ველოდები ასე იდიოტივით კედელზე აკრული?
ან საერთოდ ნამდვილად მიკას ველოდები? ჯანდაბა!
-რა პრობლემაა-მხრებს ვიჩეჩავ.თვალებს მექანიკურად ვაცეცებ ოთახიდან ტალღასავით გამოსულ ბავშვებს შორის.
-წავიდეთ?-მეკითხება გოგონა.მე მხოლოდ თავს ვუქნევ იმით იმედგაცრუებული,რომ სინამდვილეში ვისაც ვეძებდი ვერ ვპოულობ.
-ანასტასია არ არის?-მანამდე ვამბობ,სანამ გავაცნობიერებ რა სისულელეს ვროშავ.მიკა დაბნეული მიყურებს,მაგრამ ცდილობს გაოცება დამალოს-დღეს დამატებითი გაკვეთილი გვაქვს და უნდა გამეფრთხილებინა,რომ არ მცალია...-ოდნავი სიამაყე მიბყრობს ასეთი დამაჯერებელი ტყუილის მოფიქრებისთვის.
-სულ დამავიწყდა,რომ დამატებით ამეცადინებ.არა დღეს არ მოსულა სკოლაში-მხრებს იჩეჩს და ხელს მკლავში მიყრის-წავიდეთ.ზუსტად ნახვის საათებია.
-მართალი ხარ!-მეც სწრაფად ვეთანხმები.სანამ მე მანქანის მოსაყვანად მივდივარ მიკა ჟურნალის დასატოვებლად სამასწავლებლოში შერბის.
ანასტასია რატომ არ არის სკოლაში? იმედია კარგადაა! მისმა მშობლებმა დასაჯეს თუ რა ჯანდაბაა? სკოლას იშვიათად აცდენს... მგონი პარანოა მეწყება.აშკარად ვგიჟდები! ნამდვილად! რას ვიზამ,თუ გამომიცხადებენ,რომ აღარ სჭირდებათ ჩემი დახმარება? თუ სხვა სკოლაში გადაიყვანენ?
,,მოკეტე სი*ო! რა წარმოუდგენლად პათეტიკური ხარ,ღმერთო ჩემო“-თვალებს ატრიალებს ჩემი ქვეცნობიერი.-,,უბრალოდ ერთი დღე გააცდინა“
საჭეს შუბლით ვეყრდნობი.თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ ფიქრი შევწყვიტო! მგონი იმაზე მეტად დავიღალე ვიდრე ოდესმე.არც კი მახსოვს ბოლოს,ნორმალურად როდის მეძინა.
-კარგად ხარ?-სიმშვიდეს მიკას თბილი ხმა და როგორც კი მანქანაში ჯდება მისი შეხება მირღვევს.არასასიამოვნოდ ვიშმუშნები,მის ხელს ისე ვიშორებ მკლავიდან,რომ უხეშად არ გამომივიდეს.
-როგორ გგონია უხერხული იქნება მის სანახავად, რომ შევიდე?-მეკითხება,როცა უკვე თითქმის საავადმყოფოს ვუახლოვდები.
-რატომ?
-რავიცი.რამდენჯერმე შევხვდით და ისიც შენთან ერთად...-მხრებს ისე საყვარლად იჩეჩავს მეღიმება.
-მალე გამოჯანმრთელდება და შეგიძლია მარტოც შეხვდე-არ ვიცი ამას რატომ ვეუბნები.ვხედავ როგორ იცვლება მის სახეზე გამომეტყველება.წარბებს კრავს და განზე იხედება.
ჯანდაბა! ისე გამოვიდა თითქოს მისი თავი ჩემს საუკეთესო მეგობარს დავუთმე! რათქმაუნდა არ ვფიქრობ,რომ ის ნივთია და შემიძლია ვინმეს დავუთმო.საერთოდაც ვერ ვიტან ასეთ რაღაცეებს! უბრალდ დარწმუნებული ვარ ასე ფიქრობს!
ფუ ამის!.. ნამდვილი იდიოტი ვარ!
-მოვედით-რბილად ვამბობ,როცა მანქანას საავადმყოფოს შესასვლელთან ვაჩერებ-აქ დამელოდები სანამ პარკინგზე ადგილს ვიპოვი თუ შეხვალ?
-დაგელოდები.თუ შეიძლება-ცდილობს წყენა არ შეიმჩნიოს.წამში რამდენჯერმე ისწორებს შუბლზე ჩამოვარდნინ თმას.ეს იმდენად უბრალო და ლამაზი სანახაობაა, მაშინ უფრო ნათლად ვაცნობიერებ რა ტრ*აკიც ვარ...
888
ერთ კვირას სრულ მარტოობაში ვატარებ.სკოლიდან საავადმყოფოში,საავადმყოფოდან ცარიელ სახლში ვბრუნდები და ასე გრძელდება დაუსრულებლად.ანასტასიას მშობლებმა განცხადება დაწერეს,თავიანთი ქალიშვილის ორი კვირით გათავისუფლებისთვის.მიკა თავს მარიდებს.ლევანიმ თქვა,რომ ყოველდღე დადის მისი ძმის სანახავად.თორნიკეც ბედნიერი ჩანს ამის გამო.
-უბრალოდ ჩაიცვი და სამსახურში წადი!-ვეუბნები ჩემს ანარეკლს სარკეში.უძილობამ საკმაოდ შესამჩნევი კვალი დატოვა ჩემი თვალების გარშემო.თმაც გამზრდია.მაგრამ შეჭრის არც თავი მაქვს და არც სურვილი.ცოტახნით მაინც მინდა არ ვიგრძნო თავი მასწავლებლად...
-ღმერთო,როგორ მეზიზღება ყველაფერი!-ვვოხრავ,თაგვისფერ პერანგს სწრაფად ვიკრავ და,როგორც კი რვა საათი სრულდება გარეთ გავდივარ.
სკოლის შემდეგ დიდხანს დავდივარ უმისამართოდ.ცივა.მას შემდეგ რაც მანქანა ვიყიდე პირველად ვსეირნობ ფეხით.დამავიწყდა,რა კარგი შეგრძნებაა ეს.პირიდან ჰაერს ვუშვებ და ისიც მაშინვე ორთქლდება.
,,რრრრრრრრრრრრ...“-ჩემი ტელეფონი უკვე ათი წუთია ჯიბეში ზმუის.მამცნობს,რომ ანასტასია უნდა მოვიდეს და სახლი მოვაწესრიგო.მაგრამ არც სახლში ვარ და არც ტასო აპირებს ჩემთან მოსვლას.როგორც ჩანს რაღაც მოხდა! ერთი კვირაა მისგან არაფერი მსმენია.ხომ უნდა გავეფრთხილებინე მაინც? ტელეფონის ეკრანს დავყურებ.ხუთის ნახევარია! ხელებს ქურთუკის ჯიბეებში ვმალავ და რამდენიმე წამში ანასტასიას სახლის გზას ვუდგები.
888
[თხრობას განაგრძობს ანასტასია]
-ბიოლოგიის გაკვეთილს უკვე ერთი კვირაა ვაცდენ.სკოლაზე რომ არაფერი ვთქვა-რაც შეიძლება მშვიდად ვეუბნები დედაჩემს-დანიელი ალბათ საშინლად ბრაზობს...
-დამშვიდდი! მამაშენმა განცხადება დაწერა.ასე,რომ კიდევ ერთი კვირა სახლში იჯდები!
-კი მაგრამ,რა დავაშავე ასეთი?-ჩემდა უნებურად ხმამაღლა ვამბობ.მაგრამ,როგორც კი დოდოს განრისხებულ თვალებს ვამჩნევ მაშინვე ბოდიშს ვიხდი.
-მამაშენის გაფრთხილება არაფრად ჩააგდე,სახლში გვიან დაბრუნდი,თურმე სიგარეტს ეწევი! კიდევ გავაგრძელო?-სიბრაზისგან წამოწითლდა.ღმერთო ჩემო! რა დავაშავე? არც კი ვიცი როგორ ვუძლებ ამას.
-დედააა! ხომ გითხარი ჩემი არ იყო ის სიგარეტი-წარბებს შორის ნელა ვიზელ კანს,თავმობეზრებული. არასდროს ესმოდათ და სჯეროდათ ჩემი,ახლა რისი იმედი მაქვს წარმოდგენა არ მაქვს.
-შეწყვიტე ეს უაზრო თავის მართლ...-სიტყვას კარზე ზარის ხმა აწყვეტინებს.-შენს ოთახში ადი!-ბრძანებას გასცემს და შემოსასვლელისკენ თავაწეული მიკაკუნობს თავისი მაღალქუსლიანი ოთახის სანდლებით.წამით მავიწყდება,რომ დედაჩემია,რომელმაც ჩვიდმეტი წლის წინ სიცოცხლე მაჩუქა და მინდება თავი წავაცალო.
-შეწყვიტე-ჩემთვის ვჩურჩულებ და თვალებს ვატრიალებ.სამზარეულოში გავდივარ,რომ ყავა გავაკეთო და ჩემს დაწყევლილ ოთახში დავბრუნდე,რომელშიც უკვე ერთი კვირაა ტელეფონის,კომპიუტერის,ტელევიზორის და ნებისმიერი ცივილიზებული ნივთის გარეშე ვარ გამომწყვდეული. უბედურება ისაა,რომ იქ ბოროტ დრაკონს კი არა,ჩემს მშობლებს ვყავარ ჩაკეტილი.
-მობრძანდით დანიელ.რას მივაწერო თქვენი შეწუხება?-უკმეხად კითხულობს დოდო,წამის შემდეგ კი კარი იკეტება.დედაჩემის ფეხის ხმა მანიშნებს,რომ სასტუმრო ოთახში გადიან.
ღმერთო ჩემო! აქ არის! ჩემთან მოვიდა. ნეტავ რა უნდა? უნდა მისაყვედუროს? თუ უარესი?
გული ისე სწრაფად მიცემს ლამისაა საგულედან ამოფრინდეს და სადღაც ჯანდაბაში გადაიკარგოს.მისი ნახვა ისე მინდება ვერც კი ვფიქრობ რა შეიძლება მოჰყვეს ჩემს გადაწყვეტილებას,ნელა მივდივარ მისაღებისკენ.
-ანასტასია ერთ კვირაზე მეტია გაკვეთილებს აცდენს-მესმის მისი მკაცრი,ხრინწიანი ხმა და მმაშინვე ვჩერდები.გაბრაზებულია,როგორც ვვარაუდობდი...მაგრამ მაინც აქ არის.ყოველთვის ბრაზობს.ოჰ.-ასე საკმაოდ ჩამორჩება კლასელებს.თუმცა პროგრამას ისედაც ძვლის ეწევა.-ისეთი მკაცრია იმ წამს მისი ხმა.ჩუმად,რომ ვიხედები მათკენ ვხედავ, როგორ მოქმედებს დოდოზეც.დაძაბული ზის დანიელის პირდაპირ და თითქმის პირღია მისჩერებია.ნამდვილად საოცრად გამოიყურება.შავებში გამოწყობილი ისეთი სიმპათიურია,წამით მავიწყდება,რომ მასწავლებელია...მალე დოდოშკას თავი ხელში აჰყავს და სასტიკ გამომეტყველებაში არც ის ჩამორჩება.
-თავს შეუძლოდ გრძნობს.ალბათ მალე გამოჯანმრთელდება და ისევ სისტემატიურად გააგრძელებს მეცადინეობას.
-მისი ნახვა მინდა თუ შეიძლება-როგროც კი ამ წინადადებას წარმოთქვამს სუნთქვას ვწყვეტ.
-სამწუხაროდ...
-გამარჯობა-დაუფიქრებლად ვდგამ ნაბიჯს და დედაჩემს წინადადებას ვაწყვეტინებ.ვიცი რომ ამისთვის საშინელება მელის მაგრამ არ მადარდებს.
888
-დასჯილი ვარ-თვალებს ვატრიალებ.ჩემს საწოლზე უხერხულად ჩამომჯდარი დანიელი თვალს ადევნებს,როგორ ვეძებ ჩემი საწერი მაგიდის სათავსოში გადაკარგულ წყეული ბიოლოგიის რვეულს და მის მოცემულ ტესტების წიგნს.
-ორი კვირით? რა სისასტიკეა.
-წარმოიდგინე,შენ რომ ვინმეს სისასტიკე გაგიკვირდება-როგორც ყოველთვის გაუაზრებლად ვხუმრობ.არ ვიცი რატომ ვარ ასეთი გაბედული დღეს მასთან.ველოდები,როდის იფეთქებს და გაბრაზებული რაღაც ისეთ საშინელებას მეტყვის,რაც გულს მატკენს,მაგრამ ამის მაგივრად მისი ხითხითი მესმის.გაოცებული ვუყურებ,როგორ უჩნდება ლოყებზე ფოსოები,რომლებსაც იმდღიდან მინდა შევეხო,როცა პირველად ვნახე.
-ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე.-წარბებ აწეული ღიმილს ძვლივს ვიკავებ.მის გვერდით,ჩემდა უნებურად ზედმეტად ახლოს ვჯდები და რვეულს დავყურებ.
-რას?-ჩურჩულით მეკითხება.ვგრძნობ,რომ მიყურებს და ეღიმება.
-იმას,რომ სიცილის ფუნქციაც გაქვს-მხრებს ვიჩეჩავ.კიდევ ერთხელ ვიქცევ ქვედა ტუჩს კბილებს შორის სიცილის დასამალად.მესმის,როგორი უცნაური ოხვრა ამოსდის მკერდიდან.თითებს ნიკაპზე მიჭერს,მისკენ მაბრუნებს და ჩემს ტუჩებს ეწაფება.
ჯანდაბა!
===========================================
დააკომენტარეთ :(



№1 სტუმარი ია

ძალიან აგვიანებ და კარგი მეხსიერების წყალობით გავიხსენე ისტორია (((

 


№2  offline წევრი annabelle

ია
ძალიან აგვიანებ და კარგი მეხსიერების წყალობით გავიხსენე ისტორია (((

ვიციიი disappointed_relieved ვეცდები აღარ დავაგვიანო heart_eyes

 


№3 სტუმარი Ani

au es lamis damavickda, arada vkitxulobdi.. egre agar daagviano, ra azri akvs tavebs movlenebs ertmanettan tu ver daakavshireb, dzlivs gavixsene

 


№4  offline წევრი NniNna

ნერვები მეშლება დანიელზე..ან ერთი მოსწონდეს ან მეორე..მე ანასტასიას ავირჩევდი იმასთან უფრო კარგად არის თითქოს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent