ჩვენი ისტორია შემორჩება ისტორიას ( სრულად )
ჩვენი ისტორია შემორჩება ისტორიას *********************************** დილით საშინელმა ქუხილმა გამაღვიძა . 2017 წლის 8 მარტი იყო , ზოგადად წვიმაზე ვგიჟდებოდი , მეგონა იგი ჩემს სულიერ მდგომარეობასთან ძალიან ახლოს იყო . მიუხედავად იმისა , რომ არაასდროს არ ვიყავი დეპრესიული , გოგო რომელიც იტანჯება , ძალიან ბევრს ტირის და ა.შ. მაინც ყველაზე მეტად წვიმა მიყვარდა . ამ დილითაც წვიმამ გამაღვიძა , ეს იმას მოასწავლებდა , რომ დღეს ძალიან პოზიტიურად გავატარებდი დღეს . მაშინვე ჩემს საუკეთესო დაქალებს კატოს და ნუცას დავურეკე და შეხვედრა საღამოს 7ზე რესტორანში დავუთქვი . ჰო მართლა მთავარი გამომრჩენია , მე მაკო ჯაყელი ვარ , 20 წლის . ჩემი მშობლები ამერიკაში ცხოვრობენ და ვაკითხავ ხოლმე ზოგიერთ დღესასწაულზე , თვითონ 6 წელია საქართველოში არ ჩამოსულან . მეც 2 წელია აქ ვცხოვრობ . ამერიკაში დავიბადე და გავიზარდე . ნუცა და კატო ჩემი ბავშვობის დაქალები არიან 5 წლიდან ერთად მოვდივართ , საქართველოშიც ერთად წამოვედით და ერთად ვსწავლობთ იურიდიულზე . ახლა ისევ საღამოსთვის მზადებას დავუბრუნდეთ . რესტორანში ძალიან ხშირად დავდივართ ხოლმე , კლუბებს და კონცერტებს ბევრად გვირჩევნია რესტორნები , და ა.შ. მოკლე , ყელიანი წითელი კაბა ჩავიცვი , მაღალქუსლიან შავ ფეხსაცმელთან ერთად , მსუბუქი მაკიაჟი , შავი გრძელი თმა დავიხვიე და პარამპამ , მზად ვარ . 7 საათი გახდა და გოგოებსაც შევხვდი რესტორნის კართან . - გოგო , ქორწილში ხო არ მიდიოდი ? - უცებ დამგესლა კატომ . - ოჰ , ოჰ როგორ მიხვდი ? - კაით ახლა , შევედით თორე მშია . - ნუცი შევედით და ჩვენი ადგილი დავიკავეთ . დაახლოებით ნახევარ საათში შევნიშნე მოპირდაირე მხარეს მჯდომი 5 ახალგაზრდა ბიჭი . რათქმაუნდა არ შევიმჩნიე და გოგოებთან საუბარი გავაგრძელე. - გოგო ისინი ნახე , რა კარგები არიან .- ნუცა - სად აბა ? - კატო - აი მაკოს წინ რომ ზიან ბიჭები - ნუცა - კაით ჰო , ეგრე ნუ უყურებთ ტეხავს , ბიჭები არ გინახავთ აქამდე ? - ვუჩქმიტე ნუცას - უიმე , რატო არ მოგატყდა ეგ ხელი ჯაყელო . - მეც მიყვარხართ . რამდენიმე წუთში მიმტანი მოვიდა და გვითხრა , ეს სასმელი თქვენს მოპირდაპირე მაგიდასთან მჯდომმა ბიჭებმა გამოგიგზავნესო . - მადლობა გადაუხადეთ და უთხარით არ არის საჭირო , ეს სასმელი კი უკან მიუტანეთ . - მაშინვე მივაყარე . - ნუცამ და კატომ ისეთი სახეებით გამომხედეს ვიფიქრე ნეტავ ეგ სასმელი გამომერთმიათქო . - ჯაყელო სინაგლის პიკს აღწევ უკვე , არც მიკვირს აქამდე ვერავინ რომ ვერ შეიყვარე . - კატო - კაით რა , თავში ავარდნილი განებივრებული ბიჭები არიან , რომლებსაც უნდათ „ლამაზი“ გოგოების გაცნობა ყველაზე გოიმური გზით . - ვთქვი და ვერც მივხვდი როდის მოუახლოვდა ჩვენს მაგიდას ერთ-ერთი მათგანი , მაღალი , შავგრემანი , მგონი შავი თვალებით , რომელიც თვალს აბსოლუტურად არ მაშორებდა . - მაშინ უფრო „ძერსკულად გაგიცნობთ“. - მითხრა მან და თვალი ჩამიკრა ნერვებზე ავიჭერი .. - უკაცრავად , მაგრამ თქვენი გაცნობის არანაირი სურვილი არ მაქვს . იმისთვის , რომ სასმელი გამოგვიგზავნეთ მადლობა , მაგრამ არც ეგ იყო საჭირო . სულ ეს იყო . შეგიძლია უკან დაბრუნდე ძმაკაცები გელოდებიან - ვუთხარი და გამიკვირდა როგორ შევძელი ამდენი სისულელე მეთქვა ვიღაც „სიმპატიური“ უცნობი ბიჭისთვის . კატოს ჩქმეტამ გამომიყვანა ფიქრებიდან . - მე კატო ვარ , ეს ნუცაა , ეს კი მაკო . - დაიწყო კატომ და ხელი ჩამოართვა უცნობ ბიჭს . არა , ეს მეტისმეტი იყო . - სასიამოვნოა , მე რატი , რატი ბაბლუანი - თქვა „სიმპატიურმა უცნობმა“ და ოდნავ ჩაიღიმა . ამასობაში რატის ძმაკაცებიც მოვიდნენ . - გაიცანით მიჭებო , ეს კატოა , ეს ნუცა და ეს მგონი მაკო . ხოარ მეშლება ? - თქვა რატიმ და ცინიკური ღიმილი გადაიკრა სახეზე . - არა არ გეშლება - ვუპასუხე ნაგლურად . - ჰო ესენი გუკა , ლევანი , ლუკა ჩემი ძმაკაცები და ეს თოკაა - ჩემი ძმა . - თუ წინააღმდეგები არ იქნებით აქ დავჯდებით , ჩვენი გაცნობა ავღნიშნოთ . - ლუკა - რატომაც არა , მობრძანდით - უთხრა ნუცამ ბიჭებს ამაზე საერთოდ ავილეწე . როგორი იდიოტი დაქალები მყავს ღმერთო რატომ ? რა დავაშავე ? ოღონდ ახლა არ ქნა სისულელე რა მაკუნა , ვიღადაოთ ცოტახანი და ეგაა . - ჩამჩურჩულა კატომ ჰოდა დავრჩი ასე , დაქალს ხო ვერ გავუტეხავდი . მაკო შენ ამას გაუძლებ - ვუმეორებდი ჩემს თავს . გუკამ სასმელი ჩამოასხა და მკითხა ხომ დალევო ? არათქო ვუპასუხე მაგრამ იმდენი მეხვეწეს უბრალოდ გამიტყდა და დავთანხმდი მხოლოდ 2 ჭიქაზე . - რამდენი წლის ხართ გოგოებო ? - თოკა - მე ოცის , ნუცა 21 , მაკოც 20. - უპასუხა კატომ - ვაა , საინტერესოა . - ჩაიღიმა რატიმ - თქვენ რამდენი წლის ხართ ? - ნუცა - მე 21 , გუკა 24 , ლევანი 21 , ლუკა 22 და რატი 23 . - თოკა - სად ცხოვრობთ ? - რატი - მე ვერაზე , ნუცა და კატოც ჩემს მეზობლად არიან . - ვუპასუხე - ვააჰ , ბავშვობიდან მოყოლებული სულ ვერაზე ვიჩითებით , აქამდე თქვენი სახელი არც გამიგონია . - თოკა - ჰო არც ისე დიდიხანია აქ ვცხოვრობთ . ორი წლის წინ ჩამოვედით ამერიკიდან . - აი ეს მესმის - გაეცინა ლევანის - რა მოხდა - გამეცინა მეც - არა ამერიკაში ცხოვრობდით და სასწავლებლად აქ რატომ ჩამოხვედით ? - ძალიან გვიყვარს საქართველო და სამომავლოდ ჩვენს გეგმებს აქაურობას ვუკავშირებთ . - ეგ იდეა მომწონს - თვალი ჩამიკრა რატიმ და მარჯვნივ ჩაიღიმა . ალბათ ამ ბიჭს ასეთი ჩვევაა აქვს. დავფიქრდი და მივხვდი რომ სულაც არ იყვნენ ცუდი ბიჭები . არც რატი იყო ცუდი . პირიქით შეიძლება მეფიქრა , რომ საკმაოდ კარგებიც იყვნენ . თოკა განსაკუთრებით პოზიტიური იყო , იმდენი ვიცინეთ , რომ მუცელი გვტკიოდა ყველას ამდენი სიცილისგან . - უიმე ღამის 1 საათია . მგონი დროა დავიშალოთ . - ვთქვი და დაღლილმა გადავხედე ბავშვებს . - უი რა დრო გასულა - მაკო - ჰო წავიდეთ , წავიდეთ - ნუცი . - კარგით აღარ დაგაძალებთ დარჩენას , გვიანია უკვე . - ლუკა - იცოდეთ არ დავიშალოთ , გავაგრძელოთ ურთიერთობა , ძაან გამისწორდა ასეთი კარგი გოგოები რომ დავიმეგობრეთ , ვეცადოთ უფრო დავმეგობრდეთ . - თოკა - ჰო იმედი გვაქვს ჩვენც მაგის - ნუცა - კარგით დროებით . - დავემშვიდობეთ ერთმანეთს და წამოვედით ************************* ამ დღის შემდეგ სულ ვნახულობდით ერთმანეთს , როცა დრო გვქონდა . ძალიან დავმეგობრდით . ერთ დიდ „სასტავად“ ჩამოვყალიბდით . დროის უმეტესობას ერთად ვატარებდით . რა უცნაური იყო არა ? როგორ ვიფიქრებდი , რომ ასე მოხდებოდა და ოდესმე დავუმეგობრდებოდი ამ ბიჭებს . არადა „ ყველა და რატი “ როგორი კარგები იყვნენ . ჰო ყველა და რატი . რატი ყოველთვის სხვანაირი იყო ჩემთან მიმართებაში ვიდრე ლუკა , თოკა , გუკა , ან თუნდაც ლევანი . მეც ვერ აღვიქვამდი მას ისე , როგორც დანარჩენებს , აშკარა იყო , რომ იყო რაღაც , რომლის აღიარებაც არ გვსურდა არავის . ვფიქრობდით ჩვენთვის და ვერავინ ვბედავდით ხმის ამოღებას . განსაკუთრებით კი მე და ბაბლუანი. - კატ , ახალი ამბავი გაიგე ? - მე - რა მოხდა ისეთი რომ 7 საათზე მირეკავ ? - ანდრო ჩამოსულა - ვინაა ანდრო ? მოიცა ვინ ანდრო ? ის ანდრო ? აი ის ანდრო მესხი ? - ტელეფონიდან გამოხტა კინაღამ კატო - ჰო აი ანდრო მესხი . დამირეკა ამ დილით . ალბათ ჩემი ნომერი ნინამ მისცა ( მაკოს დედა ) . თბილისში ჩამოვედი გუშინ ღამით და გამო დღეს გნახავო . - რა უნდა მაგას თბილისში , ამერიკაში არ იყო ? - ჰო იყო მაგრამ ახლა აქ არის . კატო მიშველე . ნუცასაც ვთხარი ეგ სულ გაგიჟდა . აი იდიოტია . რამ ჩამოიყვანა მაინცდამაინც ახლა . ადამიანს ბედი რომ არ გექნება . - ჰო რატი გადაირევა - რატის რა უნდა ? უბრალოდ მე არმინდა მისი ნახვა და ეგ მანერვიულებს . - ნუ მეაფერისტები ახლა , შენც იცი რომ რატი მაგ საქმეს ისე არ დატოვებს . - კაი წავედი ახლა ეგ იდიოტი უნდა ვნახო . გაკოცე - კაი მიდი ჭკუით . **************************************** ანდროს ბავშვობიდან ვუყვარვარ , ამერიკაში თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა . ყოველ ნაბიჯზე დამყვებოდა . ჩვენი მშობლები მეგობრობენ და ეს უფრო უწყობდა ხელს ჩემთან ურთიერთობაში . ეგ არ კმაროდა თითქოს სულ რომ უკან დამსდევდა და ერთ საღამოსაც სახლში დამადგნენ ხელიშ სათხოვნელად მოვედითო . თავი გავიგიჟე მეთქი ხო კარგადხართთქო . ნინამ და კახამ სირცხვილია ამ ხალხთან ცოტა ჩუმადო , მაგრამ აბა რა გამაჩერებდა . კინაღამ გავყარე ეგ ხალხი სახლიდან , მაგრამ ყველაფერი ჩემს უზრდელობას მიაწერეს და ისევ განაგრძეს ჩემს მშობლებთან ურთიერთობა , ეს სულ მამწარებდა , მაგრამ აბა რისი გაკეთება შემეძლო . საქართველოში რომ წამოვედი ანდროსგან მაინც დავისვენე , ამოვისუნთქე და აი აქაც დამადგა . ეს ბიჭი არასდროს მომწონდა , ისიც ჩემს მომაბეზრებელ თაყვანისმცემლებს შორის იყო და უმნიშვნელო ადგილიც კი არ ეკავა ჩემს ცხოვრებაში . ******************** საღამოს გოგოები ამოვიდნენ ჩემთან დასარჩენად . - რა ქენი , რაო იმ დებილმა ანდრომ ? - კატო - რავიცი , როგორ ხარ ? როგორ შეეწყვე თბილისსო . - რა მინდა აქ რისთვის ჩამოვედიო ? - ნუცა - აქ მინდა ვიცხოვროო . - ამის გაგონებაზე გოგოები გათეთრდნენ . - ღადაობ ? აქაც ეგ ? - კატო - რა მაღადავებს . ჰო აი აქაც ეგ . - ჩავილიაპარაკე სევდიანმა - ამ ამბავს არ უჩანს კაი ბოლო . - კატომ თქვა და თვალი ჩამიკრა - ანუ ? - ვკითხე - ბაბლუანი , ბაბლუანი . - გამიმეორე და ახლა ჩაიღიმა - უიმე , კარგი რა . ***************************************** 7 ივლისი ლუკასთან ვიყავით ყველანი გარდა რატისა სახლში ასული და გეგმებს ვაწყობდით როგორ გაგვეყვანა დრო , მოვიწყინეთ სახლში ჯდომით . - ერთი იდეა მაქვს , წავედით სიღნაღში 1 კვირით - თოკა - რაგვინდა სიღნაღში ? -გამიკვირდა ‘ - სადღაც ხომ უნდა წავსულიყავით ? ჰო და წავედით სიღნაღში - არგინდათ ? - ლუკა - ნუ რავი , როგორც გინდათ .- მე - ოღონდ , რატი ვერ წამოვა- თოკა - მოიცა , რატო ? - მეწყინა მე - რაიყო მააკუნაა ? - თვალი ჩამიკრა თოკამ და გაიცინა - უიმე თოკა რა ცუდი ბიჭი ხარ - ვუჩქმიტე - იმხელაზე დაიყვირა მეთქი ხორცი ხო არ ამოვჩიჩქნე ? - ჩამალურჯა ვსო :დ - თოკა - კაით გეყოთ ახლა , წავედით სახლში ჩავალაგოთ ტანსაცმელი . - თქვა კატომ და წამოვიშალეთ . მიხაროდა სიღნაღში წასვლა , მაგრამ რატის გარეშე თითქოს არ მინდოდა . მგონი ის ხდებოდა რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა . *************************** დაახლოებით 10 დღის წინ მე და რატი ვსეირნობდით . უკვე საკმაოდ ბნელოდა და რატიმ დაიჩემა მარტო ვერ გაგიშვებ სახლშიო . მეც დავთანხმდი , ვიცოდი როგორი ჯიუტიც იყო და აზრი არ ჰქონდა შევწინააღმდეგებოდი . - მაკუნა - ჰო რატი - ჩვენს ურთიერთობაზე არასდროს უნდა ვილაპარაკოთ ? - რა გვაქვს სალაპარაკო ? - კარგი რა , ორივემ კარგად ვიცით რაც . - მე არვიცი , გისმენ აბა . - შენც იცი , რომ მე არგიყურებ ისე , როგორც ნუცას და კატოს . ეგეც ვიცი არც შენ მიყურებ ისე როგორც დანარჩენებს . - ამაზე არ მინდა რა ლაპარაკი - ზუსტადაც , რომ ახლა ლაპარაკის დროა . - რა გინდა რომ გითხრა ? - ვიცი რასაც გრძნობ , მოდი რა არ გვინდა ეს გაბანალურება ყველაფრის . - რას ვგრძნობ ? - არ გეშინია რომ შეგიყვარდე ? - ამას რატომ მეკითხები ? - იმიტომ რომ მე მეშინია არ შეგიყვარდე . - ვერ გავიგე . - ვერც გაიგებ მაკო . ჰო იცი მე არვარ ისეთი როგორიც სხვები არიან . საჭირო რომ გახდეს ჩემი ახლობლების გამო კაცსაც მოვკლავ . მე არ მინდა ისეთი ადამიანი შეგიყვარდეს , რომელიც ყოველ წუთას შეიძლება რაღაც ცუდში გაეხვიოს . - ჰო მაგრამ .. - აი უკვე მოვედით , მიდი ადი სახლში - მითხრა და ძლიერად ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა . - გამეცინა და ვუთხარი - დებილი კი არვარ რა - შუბლზე ანგელოზებს კოცნიან , ლამაზო - მითხრა და თვალი ჩამიკრა . ღმერთო ვგჟდები რატი ბაბლუანზე ! ****************************** რამოდენიმე საათში უკვე სიღნაღში ვიყავით . მწვადებს ვწვავდით , ვსვამდით , ვჭამდით , მე კი თითქოს რაღაც მაკლდა , რაღაც კი არა ვიღაც . ეს ვიღაც ბაბლუანი იყო . - ახლა რაღაც სიურპრიზი გავქვს თქვენთვის ? - დაიწყო გუკამ - რა სიურპრიზი ? - ვიკითხე მე - გოგოებო თვალებს აგიხვევთ და ორ წუთში მოგხსნით სახვევს მოსულა ? - თოკა - კაი , დაეთანხმა კატო თვალი აგვიხვიეს და ორ წუთში მოგვხსნეს . უცებ განათებამ თვალი მომჭრა , თითქმის ვერაფერს ვხედავდი . და უცებ ... 1 .. 2 .. 3 .. ბაბლუანი ვარდებით ხელში - მაკო - ჰო - მიყვარხარ - რატი იცი ? - რა ? - მგონი შიშს აღარანაირი აზრი არ აქვს . - ამეტირა , როცა რატის სახეზე ასეთი ღიმილი დავინახე . - მაკო - გისმენ - რაღაც უნდა გითხრა - რაიყო ? - ან ყველაფერი ან არაფერი - გისმენ , მაშინებ - ცოლად გამომყვები ? შოკში ვიყავი . თითქოს ამ სამყაროს მოვწყდი , სხვა სამყაროში მოვხვდი . ის სამყარო იდეალური იყო - მაკო , ცოლად გამომყვები ? - ხმა გაებზარა ბაბლუანს - გამოგყვები ბაბლუანო , გამოგყვები . - საოცრება ხარ ! - მითხრა და ბეჭედი გამიკეთა . მომეხვია , ჰაერში მატრიალა . ვიგრძენი , რომ მას ძალიან , ძალიან ვუყვარდი . ამას მოყვა მოლოცვები , გოგოების წივილ-კივილი , უამრავი ცრემლი , ბიჭების დალევა , ქეიფი. მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი მსოფლიოში . აწი აღარაფერს ჰქონდა აზრი , იმასაც რომ თუნდაც მოვმკვდარიყავი . მთავარი იყო მე ვიცოდი , რომ ვუყვარდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებს . ეს 1 კვირა ისე უცებ დამთავრდა . ყველაზე კარგი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში . დღეები რომლებიც არასდროს დამავიწყდება . *********************************** - გვრიტებო ქორწილი როდის გაქვთ ? - თოკა - არ ვიცით ჯერ . - ვუპასუხე მე - 10აგვისტოს . - რატი - რააა ? - ერთ ხმაზე ვიყვირეთ ყველამ - დიახ , 10 აგვისტოს . - მითხრა რატიმ და ჩამეხუტა - არ არსებობს , ვერ მოვასწრებთ . - ვუპასუხე . - მოვასწრებთ , მოვასწრებთ . ************************ მშობლებს ეს ამბავი რომ ვუთხარი , გაგიჟდნენ . დაიწყეს წივილ-კივილი , როდის გვაგებინებ ამასო . მაგრამ როცა ვუთხარი ქორწილი 10 აგვისტოს გვაქვს ჯერ დროაო , მოეშვათ . 1 კვირაში ჩემთან იყვნენ . გართული ვიყავი საქორწილო სამზადისში რატისთან ერთად , როცა წერილი მომივიდა . ვისგან იყო თუ მიხვდებით ? დიახ , დიახ ანდროსგან . ანდრო მესხისგან . „ რას შვრები მაკუუსი ?“ - ვინ არის ? - რატი - მეგობარია - აჰა მაკუსი არა ? - კაი ჰო . ანუ ჩვენი ოჯახები მეგობრობენ წლებია უკვე . ამერიკაში გავიცანი წლებისწინ . ერთ დროს ვუყვარდი მაგრამ ეგ წარსულში - სიყვარული არვიცი მე წარსულში . სიყვარული სიყვარულია მაკო . გინდა გამაგიჟო ? - გაცეცხლა რატი - კარგი რა , ჩამოსულია აქ და გაიხსენა ძველი მეგობარი , რამოხდა ? ეჭვიანობ ? - არ მინდა მაგ ტიპთან იმეგობრო - არ ვმეგობრობ . არიცის რომ საქმრო მყავს და მაგიტომ მომწერა ალბათ . - არ მაინტერესებს , თუ არ იცის გაიგებს - ნუ სულელობ ახლა . დაიკიდე ეგ , უამრავი საქმე გვაქვს . პასუხი არ გამცა . ისე უცებ მოვიდა 10 აგვისტო , ვერც ვიგრძენი . და აი ეს დღეც .... ************************** 10 აგვისტო ჯვრისწერა 2 საათზე გვქონდა . მმთელი დღე ვემზადებოდი . ისე ვნერვიულობდი , ცოტა მაკლდა ტირილამდე . ჩემი მეჯვარეები რათქმაუნდა კატო და ნუცი იყვნენ . რატისი ლუკა და გუკა . გოგოებმა ისე გამომაწყვეს , საერკეში რომ ჩავიხედე თავი ძლივს ვიცანი - რომ არ გიცნობდეს რატი , მეორეჯერ შეუყვარდებოდი , რალამაზიხარ გოგო - კატო - აუ ახლა ვიტირებ - ნუცი - კარგით თორემ მართლა ვიტირებ - ვუთხარი და ორივეს ჩავეხუტე . როცა მაკო დაინახა რატიმ , ფერები გადაუვიდა . გულში გაიფიქრა , ასეთი ანგელოზივით გოგო როგორ დავიმსახურე და როგორ შევაყვარე მას თავიო . ალბათ მილიონჯერ მეტად შეუყვარდა ამ წუთას მაკო . რომ მომკვდარიყო არ იდარდებდა . მას ცოლად მოჰყავდა ქალი , რომელიც ყველას სჯობდა და ყველაზე მეტად უყვარდა მთელს მსოფლიოში :* თოკომ ჩასჩურჩულა : ჩვენი მშობლები ცოცხლები რომ იყვნენ შენით იამაყებდნენ ასეთი ანგეოზივით გოგო რომ მოგყავს ცოლადო . რატი მაგრად ჩაეხუტა მის ერთადერთ ძმას რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა . მათი ქორწილის დღე ყველაზე ლამაზი იყო . ყველანაირად განსხვავებული წყვილი . ყველაზე მასზე ლაპარაკობდა მეორე დღეს . მეორე დღეს კიარა მთელი თვე მათზე ლაპარაკობდნენ . ამბობდნენ მათი დაშორება შეუძლებელია , ყველაზე კარგი წყვილიაო . ასეც იყო . ისინი საუკეთესონი იყვნენ და მათი გრძნობა ყოველდღე უფრო ძლიერდებოდა . ****************************** - მაკო - ჰო რატი მოხდა რამე ? - შვილი მინდ , პატარა გოგონა - ვაიმე სულელო . გვეყოლება , გვეყოლება . მეც მინდა ატარა გოგონა . - მინდა შენ გგავდეს . - შენი თმა და ცხვირი უნდა ჰქონდეს . - შენი თვალები . - რას დავარქმევთ - მე კესო მომწონს ძალიან - კარგი სახელია კესო *********************************** ქორწილიდან 3 თვე იყო გასული - აუ გოგოებო . - ჰო რამოხდა მაკო რა უცებ შეგვყარე ? - კატო - ბედნიერი ვარ - გიჟი ხარ ? - გაუკვირდა ნუცის - ორუსლად ვარ - თქვა მაკომ და გოგოებს ფერები გადაუვიდათ . ბოლო ხმაზე ყვიროდნენ , იცინოდნენ . ისინი ბედნიერები იყვნენ მისი დაქალის ბედნიერებით . ეს იყო ყველაზე კარგი სამეული . - რატიმ იცის ? - არა , ამაღამ ვეტყვი . - კარგი იცოდე უცებ უთხარი არ გადადო . - აბა რასვიზამ მაკო სახლში მივიდა და შუქი აანთო. სკამზე მჯდარი ბაბლუანი დაინახა სიგარეტს ეწეოდა . აშკარად ეტყობოდა ის რომ საკმაოდზე ბევრად მთვრალი იყო . მაკოს თავიდან შეეშინდა . - რა უცებ დაბრუნებულხარ , რატომ არ მითხარი სახლში რომ იყავი , ადრე მოვიდოდი - უთხრა მაკომ და გადასაკოცნად გაემართა ქმრისკენ , მაგრამ ბაბლუანმა შეაჩერა . - რა მოხდა რატი ? ნუ მაშინებ . - უნამუსო ხარ . უთხრა და ფოტოები შეაყარა სახეში . სადაც მაკო და ანდრო მესხი იყვნენ . ეს რაარის ამიხსნი მაკო ? ან რაუნდა ამიხსნა ? შენი პირველი სიყვარული ანდრო არ იყო ? ასე როგორ მომექეცი ? როგორ მიღალატე ? გოგო მე ? ვიღაც ნაგავ არარაობასთან მიღალატე ? როგორ გაბედე ? მიმიფურთხებია შენი ქალობისთვის . არარაობა ხარ . ბოლო დონის ადამიანი ვინც კი მინახავს . - ყვიროდა ბაბლუანი და ყველაფერს ლეწავდა . მაკო კედელთან ჩაიკეცა და ბოლო ხმაზე ტიროდა . ბაბლუანს უყვიროდა - რატი შენ არიცი რატომ შევხვდი . რამდენიმე დღე მაწუხებდა მეუბნებოდა რომ უნდა დაგშორებოდი , მავიწროვებდა . შენთვის როგორ მეთქვა , ვიცოდი მოკლავდი და მკვლელი უნდა გამეხადე ? იმის სათქმელად მივედი რომ მე შენ მიყვარდი მხოლოდ და თვითონ არაფერს წარმოადგენდა ჩემთვის . - მაკო , ნუ მაგიჟებ , გაჩერდი უფრო ყვიროდა ბაბლუანი . არასწორი ხარ . მოღალატე . ყველაფერი ჩემთვის უნდა გეთქვა და არა მასტან წასულიყავი . იქნებ რამე მომხდარიყო ? იქნებ რამე დაეშავებინა ? მერე მე ? არ მაკო , არასწორი ხარ . ძალიან არასწორი . - ბაბლუანმა კარი გაიჯახუნა და წავიდა მაკო ტიროდა , ტიროდა და ტიროდა . თავის თავს დასტიროდა , მომავალ შვილს და რატის . იცოდა რომ ვეღარაფერი იქნებოდა ისე , როგორც აქამდე . რატი მას ასე მარტივად არ აპატიებდა . ნახევარ საათში კატომ დაურეკა და ბოლო ხმაზე ყვიროდა ტელეფონში . მაკომ უპასუხა და კითხა რა აყვირებდა . - გოგო რატი სადაა ? - არვიცი - მე ვიცი - სადაა ? - ახლა შევიდა კლუბში ვიღაც გოგოსთან ერთად არვიცი - მითხარი სად ? მისამართი ჩააწერინა კატომ და მაკო მაშინვე გაიქცა . შევიდა თუ მაშინვე მათი ძებნა დაიწყო . ერთ -ერთ ოთახში დაინახა ბაბლუანი და ვიღაც ქერა გოგო ერთად. ცუდად გახდა , ყელში დიდი ბურთი გაეჩხირა , მაგრამ არ იტირა . არ უნდა ყოფილიყო სუსტი . ბაბლუანმა მაშინვე დაინახა მაკო და ფერები გადაუვიდა . მისკენ გაემართა . მაკომ მაშინვე დატოვა კლუბი და სახლში გაემართა . ისე , რომ არაფერი უთქვამს მისთვის . სახლში მისულს ბაბლუანი უკვე მანდ დახვდა . რატი სთხოვდა პატიებას . ეხვეწებოდა ეყვირა მისთვის , ეჩუბა , დაელეწა ყველაფერი , მაგრამ არა . მაკო არ იყო ისეთი . ვერ აპატია ეს ღალატი . იმიტომ რომ ბაბლუანს მისთვის ნათქვამი ჰქონდა შენს გარდა ქალი არმინდაო . ეს სიტყვები ვერ აპატია . ვერც კატოს და ნუცას ხვეწნა მუდარამ გაჭრა . მეორე დილით მშობლებთან გაემართა ამერიკაში. კატოს და ნუცას უთხრა , რომ თუ მისი ორსულობის ამბავი წამოსცდებოდათ , მას სამუდამოდ დაჰკარგავდნენ . აი ასე . დაიშალა ბაბლუანის ყველაზე ლამაზი ოჯახი მთელს თბილისში . ხალხი ვერ იჯერებდა . ყველა შოკში იყო . ბაბლუანი დააბიჯებდა ცოცხალ-მკვდარი . ბიჭები წუთითაც არ ტოვებდნენ მარტო , მაგრამ ვერც ვერაფერ შველოდნენ . ბიჭები კატოს და ნუცასაც იშვიათად ნახულობდნენ . მაშინაც მაკოს ამბავს ეკითხებოდნენ . მათი პასუხი ერთი იყო „უკეთესადაც შეიძლება რომ იყოს“. ***************************************** 9 თვის შემდეგ - პრივეტ მაკუნა - შვილო კატო , ნინა ვარ - რამე ხდება ნინა დეიდა ? მაკო სადაა - შვილო სამშობიაროშია . - ვაიმეეეეეე - დაიწყეს ყვირილი კატომ და ნინამ . რამოდენიმე საათში ქვეყანას კესო ბაბლუანი მოევლინა. მაკოს და რატის სიყვარულის ნაყოფი . მაკო როგორ იყო ? თქვენი აზრით ? დიახ , მართალია . მაკო ყველაზე მეტად იტანჯებოდა მსოფლიოში . ენატრებოდა .. ტკიოდა .. უყვარდა .... და ეს ყველაფერი კლავდა ...... *************** კესოს დაბადებიდან 10 დღის შემდეგ კატო და ნუცა კაფეში ისხდნენ . ისინი მაკოს და კესოს ფოტოებს ათვალიერებდნენ და ვერც კი შენიშნეს როგორ ედგათ თავზე რატი ბაბლუანი . როცა შეამჩნიეს უკვე გვიანი იყო . მან ყველაფერი გაიგო . მიხვდა . მას თავზე ჩამოემსხვრა მთელი სამყარო . ჰყავდა გოგონა რომლის დაბადება გამოტოვა . 9 თვე , მთელი 9 თვე გამოტოვა . - რატიი - კატო - არ არსებობს - ნუცა - ეს არ უნდა გაგეკეთებინათ - რატი მაშინვე გაემგზავრა ამერიკაში ცოლ-შვილთან . მაკო აბაზანიდან გამოვიდა და როცა ოთახში გავიდა იფიქრა , ალბათ ჰალუცინაციები დამეწყოო . კესოს თავთან ბაბლუანი იდგა და თავის შვილს ეფერებოდა . - რატი ? - ჰო მაკო . - კი მაგრამ ? - ახლა არაფერს აქვს აზრი გარდა იმისა რომ თქვენ მყავხართ - მომენატრე რატი და მაპატიე - მაკომ ვეღარ გაუძლო მონატრებას და ცრემლები წამოუვიდა . - ეს შენ მაპატიე . მთელი 9 თვე მაპატიე . ******************************* - მაა , მეძინება . - ბაბლუანს ამის გაგონებაზე ჩაეცინა - კესუნა პირველივე დღეს დააგვიანებ სკოლაში - მაკომ შუბლზე აკოცა თავის პატარას . ბაბლუანი უყურებდა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებს და აცნობიერებდა, რომ ყველაზე , ყველაზე ბედნიერი მამაკაცი იყო მთელს მსოფლიოში . *************************** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.