ბებერი აივნიდან ( სრულად
ბებერი აივნიდან ( სრულად სირბილით მივიდა მანქანამდე... სწრაფად ჩაჯდა.. ზიზღით შეყურებდა ახალგაზრდა გოგონას , რომელიც უმოწყალოთ ურტყამდა ხელებს მანქანას. ადგილს ძალიან მაღალი სისწრაფით მოწყდა... დღეს მისი დაბადების დღეა... 21 მაისი... დილიდანვე ცუდ გუნებაზე არის.. ვერ იჯერებს რომ რაც მის თავს ხდება სიმართლე არის,ვერ დაუჯერებია ის რაც ხდებოდა სიზმარი იყო თუ ცხოვრების კიდევ ერთი საშინელი რეალობა. იქ იმ საწოლში რომ ნახა ისინი იმ მომენტში გახდა მისთვის ყველაფერი შავი ფერის,იქვე მოკვდა... აივანზე გაფრატუნდა..ხედს კიდვე ერთხელ მოავლო თვალი.. ტირის,აბა ვინ გაუძლებს ამდენ ტკივილს ერთად,ესეთ ღალატს... 4 წლის იყო მშობლები რომ დაკარგა. მათ მანქანას დაეჯახა ავტობუსი,მხოლოდ ის და ორი ადამიანი გადარჩნენ ავტობუსიდან.ჯიპში დატოვა ყველაზე საყვარელი ადამიანების სიცოცხლე. ბებიამ გაზარდა ის და მისი და... ეხლა რომ ახსენდება ის რაც ნახა გული ერევა..კიდევ ვერც გაუაზრება კარგად მის თავს რაც ხდება... 1 წლის წინ დაინიშნა,ზუსტად მის დაბაბდების დღეზე...1 კვირაში ქორწილი უნდა ყოფილიყო... დილით ადრე მიულოცა საქმრომ დაბადების დღე.. –ჩემს მომავალ ცოლს ვულოცავ 20 წლის იუბილეს –მადლობა მიყვარხარ_ჩასძახა ნამძინარევმა –მეც,კარგად საქმები მაქვს და მალე გნახავ_სწრაფად მიაყარა და ტელეფონი გაუთიშა. ეწყინა? ძალიან,პირველად მოექცა ესე თან მის დაბადების დღეზე... პირველი საათი იქნებოდა მისი მომავალი სახლისკენ რომ წავიდა,ნიკას მანქანა რომ სახლთან დაინახა ძალიან გაუხარდა,გაბედნიერდა... შესვლისთანავე მოესმა ქალის ხმა... საძინებლის კარი ნახევრად ღიაა იყო... დაინახა,ჯობდა არც დაენახა,დაბრმავება ინატრა.მისი დაბადების დღეც დაწყევლა,იმ საწოლში ნიკას და მისი დის დანახვისას.. იქვე მოკვდა,ერთი ობოლი ცრემლიც გადმოუგორდა... მისი იქ ყოფნა რომ შენიშნეს ჯერ მას გახედეს შეშინებულმა და მერე ერთმანეთს გადახედეს...სირბილით გამოიქცა სახლიდან,უკან მიყვა ანაც... ყურადღება არ მიუქცევია მისი დისთვის რომელიც ტანზე ზეწარ შემოხვეული ხელებს უშენდა მის მანაქანას და გაღებას სთხოვდა,არც ნიკასთვის რომელიც კარში იდგა და ხელს ნერვიულად ისმევდა თავზე..არც გამვლელებისთვის რომელიც გაშტერებული უყურებდა ამ სცენას, სწრაფად მოწყდა ადგილს... აივანზე ყოფნა ამშვიდებს... ეხლაც მას მიაშველა... აივანზე იჯდა და ხედს გაჰყურებდა უკვე დიდი ხანი იყო რაც მის თვალებს ცრემლი აღარ მიჰკარებოდა,თითქოს და გაშრესო,ან დაშრესო... მეორე აივნიდან ვიღაც დაჟინებით აკვირდება და ამავდროულად ოსტატურად სიგარეტს ეწევა.. მისკენ იხედება...ისიც უფრო უკეთ აკვირდება... უღიმის... იღიმის... სიგარეტს თხოვს... ისიც დაუფიქრებლად აძლევს. უკვე ერთ აივანზე სხედან უკვე რამოდენიმე წუთია და ხმას არ იღებენ –დიდი ხანია სიგარეტს რაც ეწევი?_კითხა თვალებ მოჭუტულმა,თავისი ბოხი ხმით და გაიღიმა –ძალიან კარგი ღიმილი გაქვს,მომწონს_თქვა დაუფარავათ ფიქრები,ბიჭს კიდევ ერთხელ გაეღიმა გოგოს სითამამეზე –შენ თამამი ხარ ,კითხვაზე პასუხს არ გამცემ? –არ ვეწევი უბრალოდ ძალიან მომინდა _მანაც ღიმილითვე დაუბრუნა პასუხი –საოცარი ღიმილი გაქვს,სულ უნდა იღიმოდე და არა ტიროდე_სერიოზული ხმით ჩაილაპარაკა და კიდევ ერთი ღერი გაუწოდა იანას,მანაც სიამოვნებით გამოართვა,დაელოდა როდის ანთებდა სანთებელას. –მადლობა,შენ აღარ გინდა?_ხედის ყურებაში გართულს გონებაზე მოიყვანა –ნებას მომცემ?_ეშმაკური ღიმილით გახედა და სიგარეტი ააცალა,ვერ მიხვდა რას აკეთებდა გონს მაშინ მოვიდა როდესაც მისი ცხელი ტუჩები მისას შეეხო...სხვანაირმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში,სასიამოვნომ... –ეხლა მინდა _მისი სიგარეტს ერთი ნაპასი დარტყა და ისევ დაუბრუნა უკან,იანამ ღიმილით გახედა მის პირდაპირ მჯდომს და თვალები დაიწვრილა. –ისე კაცი რომ შემოგხედავს იტყვის სიმპატიური არისო , მაგრამ გეტყობა მოხუცი ხარ ბიძია_სიცილით ჩაილაპარაკა და მამაკაცს სიგარეტი გაუწოდა. –დრომ დამაბერა,ბიძია არა ბაბუა _ისიც აყვა სიცილში...ძალიან კარგი მოსაუბრე გამოდგა " ბებერი" მამაკაცი...ბევრი იცინეს,სულ არ ახსოვდა ანასა და ნიკას ღალატი,თითქოსდა დედამიწისგან შორს იყო... მამაკაცი მის აივანს უბრუნდებოდა, როდესაც სიცილით შეაჩერა. –სიმპატიურო ბებერო არ მეტყვი შენს სახელს მაინც? –ვაჩე –უცნაური სახელია შენსავით –კარგად იანა...სიცილით დაემშვიდობენენ ერთმანეთს...კიდევ დიდი ხანი იყო აივანზე,ნიკას მანქანა რომ დალანდა მისი კორპუსის წინ ყველაფერი გაახსენდა,ზიზღი ორმაგად იგრძნო... კარზე ზარს ელოდა...სწრაფად გაუღო და შიგნით შემოუშვა ორივე,ანა დასჯილი ბავშვივით დაჯდა მდივანზე,ნიკა ნერვიულობისგან რა გაეკეთებინა არ იცოდა. –იანა_საუბრის წამოწყება უნდოდა ანას მაგრამ ნიკამ შეაჩერა –მე ავუხსნი,ყველაფერს გეფიცები რომ მისი ბრალი არაფერი არ არის,ყველაფერი ჩემი ბრალია,მე შევაცდინე.._ამოთქვა და ნაღვლიანი თვალები მიაპყრო იანას რომელიც გაბრაზებული უცქერდა მათ. –გთხოვ მაპატიე ყველაფერს ვიზამ ოღონდ მაპატიე_ამოისლუკუნა ანამ და ცრემლიანი თვალებით ახედა დას,წამით მის თვალებში დაინახა მისდამი პატიების სურვილი მაგრამ ბოლოს ის სურვილიც სადღაც გაუჩინარდა, როდესაც იანას თვალებში ზიზღი ამოკითხა. –მეზიზღებით_ამოთქვა ბოლოს და ბოლოს და ისევ აივნისკენ წავიდა... ანამ ტირილს უმატა,ნიკა დაიბნა...ისევ იმ აივნისკენ იხედება და ელოდება რომ თუნდაც თვალს მოკრავდა ისევ.... 1 წელი გავიდა ზუსტად იმ ამბიდან.ზუსტად ერთი წელი არის რაც ანამ ქვეყანა დატოვა და სასწავლებლად წავიდა.. ნიკა ისევ აქ არის.მასთან ახლოს და ამავდროულა,მისგან ყველაზე შორს ... ზუსტად ერთი წელი გავიდა რაც ეძებს ... ვერ პულობს,ყოველდღე უფრო და უფრო უჩდნება მისი პოვნის სურვილი... დღეს მისი დაბადების დღეა,რამდენი რამე ახსენდება,მისი დის გაცილება ყველაზე მეტად ეტკინა მაინც...ყველაზე მეტად განიცადა... სიგარეტს მიეჩვია...ხშირად ეწევა ხოლმე..მხოლოდ აივანზე. დღე არ გავა აივანზე არ გავიდეს, რამდენჯერ მისი აივნის ყურებაში შემოაღამდა..რამდენჯერ შეხვედრა და რაიმე მნიშვნელოვანი დავიწყებია მისი აივნის ყურების დროს... მთელი ღამის განმავლობაში თვალყურს ადევნებდა მის აივანს და ელოდა მის გამოსვლას მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა მისი ლოდინი,იმ დღის შემდეგ ბევრჯერ სცადა მისი ვინაობის გაგება..ბევრჯერ მოახერხა და მის აივანზეც გადაძვრა,ყველაფერი დაათვალიერა, მაგრამ შიგნით ვერ შეახწია მაინც... თითქოს მიწამ ჩაყლაპაო,როგორც გაჩნდა ისე გაქრა... თითქოს და არც არსებობდა,ისე გაუჩინარდა... და სინამდვილე იყო? თუ იმ ტკივილისა და სტრესის დროს მისმა გონებამ შექმნა? იქნებ არც ყოფილა რამე,არც ის კოცნა და არც ის სასიამოვნო ჟრუანტელი ყოფილა ნამდვილი? ვინ იცის იქნებ სულ ანგელოზი იყო ,ან ეშმაკი ... დღეს მისი დაბადების დღეა, 21 მაისი... ოქროს დაბადების დღე... აივანზე იჯდა და ხედს გაჰყურებდა უკვე დიდი ხანი იყო რაც მის თვალებს ცრემლი აღარ მიჰკარებოდა,თითქოს და გაშრესო,ან დაშრესო...ბოლოს იმ დღეს იტირა როდესაც ბოლო იმედი დაკარგა მისი პოვნის... მეორე აივნიდან დაჟინებული მზერა იგრძნო... სიგარეტის სუნმაც ცხვირში სასიამოვნოდ მოუღიტინა... სურნელიც ეცნო... ნაცნობი და ამავდროულა უცნობი სურნელი. ყველაზე სასიამოვნო სურნელი არის... თავი ნელა მიაბრუნა..ეშინოდა რომ ეს მისი წარმოსახვის დამსახურება იქნებოდა .. ის რომ დაინახა სიხარულით სახე გაებადრა... ობოლი ცრემლსაც შეამჩნევდით მის თვალზე... ორივე ერთმანეთს უყურებდნენ.იკარგება იანა მის თვალებში,როგორიც მას უყვარს ისეთი ფერის თვალები აქვს... ისევ აივანი... ისევ სიგარეტი...ისევ და ისევ მხოლოდ და მხოლოდ ის ორნი ... და იქნებ ესეც იანას წარმოსახვა? ან სასიამოვნო სიზმარია,რომლიდანაც გამოღვიძებას არ ინატრებს? და საერთოდ,იქნებ ვაჩე ანგელოზი არის? ან ეშმაკი... თურმე როგორ მომნატრებია სიახლის ატვირთვა,მართალია ეს ისტორია ძველია,მაგრამ იმედია მოგეწონებათ <3 იმედია ახალი ისტორითაც მალე დავბრუნდები <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.