გაშავდა მთვარე 8თავი დასასრული
მეორე დღეს ოთხივე ერთად ესტუმრა დავითს და მორიდებულად ელოდნენ რას ეტყოდა დავითი მათ.ძალიან გაუჭირდა,მაგრამ ნატალის შეხედა და ღიმილიანი სახით უთხრა. -ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრათ,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.ვიცით ყველამ,რომ ცხოვრებას როცა ვეჭიდებით,იქ ეკლიან გზებზედაც გვიწევს სიარული.სიხარული და სევდა ერთმანეთს ცვლის,ზოგჯერ მუხლებზეც ვეცემით,მაგრამ ბრძოლას არ ვწყვეტთ,არც თავს ვხრით და მაინც ჯიუტად მივიწევთ წინ.ტკბილ-მწარე ცხოვრება გამოცდას ყველას გვიწყობს,ვუძლებთ ყველაზე მწარე ტკივილს,დაცემისთვისაც მზად ვართ,რომ მომავლისთვის უფრო ძლიერები ვიყოთ.რადგან გვახსოვს,რომ ჩვენ უფლის შვილები ვართ და ის მარტო არასოდეს არ გვტოვებს.როგორც გავიგეთ,ორმა ოჯახმა ერთი და იგივე ასაკის შვილები დაკარგეთ,მაგრამ მოემზადეთ ძალიან მოულოდნელი ამბის მოსასმენად.თქვენი წუხილისთვის და ტკივილისთვის,წესით უნდა გითხრათ მეც ვწუხვართქო,მაგრამ ამ სიტყვას ვერ გეტყვით.ვიცი გაგიკვირდებათ,მაგრამ თქვენი შვილები არ მომკვდარა,ისინი ცოცხლები არიან. -როგორ?გაოცებული იყო ოთხივე. -ჯერ მომისმინეთ.მე და ჩემმა ძმამ შევიფარეთ ორი პატარა ბავშვი 15 წლის ასაკის იყო ორივე,ვუპატრონეთ და ვასწავლეთ.გიორგი ბიზნესმენია,მე მას ჩემი კომპანიის მმართველობა ჩავაბარე.თეკლა კი წარმატებული ექიმია,მისი ოცნება იყო ექიმი გამხდარიყო და ოცნება აისრულა. -იქნებ ცდები დავით და არ არის ჩვენი გიორგი და თეკლა.უთხრა ნატალიმ ხმის კანკალით დავითს.დავითმა ნონას გახედა და მანაც სახლიდან ლეპტოპი გამოიტანა და გაოცებულ მშობლებს გიორგის და თეკლას ფოტოები აჩვენა 15 წლის ასაკში და შემდეგ უკვე გაზრდილები და წარმატებულები.როგორი შეცვლილები იყვნენ ისინი და რა სულ სხვანაირი გამოხედვა ჰქონდათ, ბედნიერი და კმაყოფილი. -ასეთი წამებისთვის როგორ გამიმეტე შვილო.აღმოხდა ნატალის.ეფერებოდნენ სურათებს და უკვე ტირილი,სიცილი ერთმანეთში ერეოდათ -თურმე ცოცხალი ყოფილხარ და მე კი როგორ მოგთქვამი.რამხელა სითბო მოდის შენი თვალებიდან. -ეს როგორ მოხდა,სად გაიცანით თქვენ ბავშვები.აქ სრული სიმართლე დაფარა დავითმა და ტყუილი მოიფიქრა. -ქუჩაში იყვნენ,ბინას ეძებდნენ და შევიფარე.მერე მითხრეს რომ ობლები იყვნენ.არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა ტელევიზიით და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ შვილად აგვეყვანა.თეკლა დემეტრემ დაიწერა და გიორგი მე დავიწერე,დღეს გიორგი და თეკლა ცერცვაძეები არიან.შემდეგ ამერიკაში წავედით და სულ ცოტა ხნის წინ დავბრუდით. -თქვენ უპატრონეთ,ყველა კომფორტი შეუქმენით და ასწავლეთ,მოუარეთ და ამ დროს მე რას ვაკეთებდი მისი დედა.ახლა სად არიან.შეგიძლია მათი ხმა გაგვაგონო?ჩვენ ჩუმად ვიქნებით.დავითმა ტელეფონზე დარეკა და თბილად მიესალმა გიორგი. -როგორ ხართ,რა ხდება ან როდის ბრუნდებით. -კარგად,კარგად ვართ გიორგი. -ბევრი რამეა შესაცვლელი? -საკმაოდ. -თქვენ რას ფიქრობთ,უნდა დაშალოთ სახლი? -არ ვიცი რას გავაკეთებ,არ მინდა დავშალო,აქ ხომ ჩემი წინაპრების სუნი ახლაც ტრიალებს. -ყოველთვის მომწონდა მაგ სახლი და არ მოგცემ უფლებას დაარღვიო,შევაკეთოთ ისე რომ ძველი იერ-სახე დარჩეს გარედან,გაახლებული სტილით. -გიორგი ჩამოდი და ერთად გადავწყვიტოთ რას ვიზამთ,რა როგორ აჯობებს და ამ სახლის გარდა,შენ აქ სხვა საქმეც გაქვს მოსაგვარებელი და ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. -ვიცი რასაც მეუბნები და კარგად იცი,რომ ეს არც ისე ადვილი გასაკეთებელია მამა.ბევრჯერ დაუძახია გიორგის მამა დავითისთვის,მაგრამ დღევანდელ მის ნათქვამ მამას სულ სხვა გრძნობა ჰქონდა.ცრემლი მოაწვა მის გვერდით მდგომ ნონას და გასამხნევებლას მხარზე მოუჭირა ხელი,დავითმა კი ხელი მოხვია თავზე ფრთხილად აკოცა და გულზე აიკრა. -რატომ გაჩუმდით აქ ხართ? -აქ ვარ გიო აქ.. -გიორგი შვილო.ამ ქვეყნად არის ისეთი ღირებულებებიც,რომლებიც,რა კუთხიდანაც არ უნდა შეხედო,მაინც უცვლელია და ყველასათვის ერთნაირად ფასეულია,ეს კი სიყვარულია.სიცოცხლე კი მაშინ არის კარგი,როდესაც სიყვარულის სხივითაა ის გამთბარი.არ არსებობს ქვეყანაზე იმაზე ნეტარი წამი,როდესაც შენი საყვარელი ადამიანის თვალებში შენს მიმართ დიდ სიყვარულს იგრძნობ.სიყვარულს კი სიბერე არ ემუქრება გიორგი და შენ ეს დიდი და ძლიერი სიყვარული აქ გელოდება,აქ შენს სოფელში და შენს თანასოფლელებში. -ვიცი, ნონა ვიცი და ეს ძალიან ძნელია ჩემთვის ამ ნაბიჯის გადადგმა.ვიყავი 5 წლის წინ და ვერავინ ვერ მიცნო,იქ სადაც მე და თეკლა ვთამაშობით მაღაზია დაუდგამთ,მაგრამ ის ხე იქ დგას რომლის ტოტებზე ჯდომა მე მიყვარდა,იქ ვემალებოდი თეკლას.თეკლას გარეშე ვერ მივალ მათთან,ვიცი რომ ძალიან დავტანჯე ისინიც,მე წავართვი მის მშობლებს შვილი,მე წამოვიყვანე თეკლა და მოვალ თუ არა დიდ ბოდიშსაც მოვუხდი ყველას,ჩემს სიყვარულს კი ყველას გავუნაწილებ. -სად ხარ გიორგი არ დაჯდე მანქანაზე ნანერვიულები და არ წახვიდე არსად. -არა,დედას გეფიცები არსად არ წავალ,არ ინერვიულო მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. თეკლა მოვა თუ არა სახლში,ორივე წამოვალთ. -ბატონო გიორგი ერთ გოგონას უნდა თქვენი ნახვა. -ვინ არის,ჩაწერილია? -არა,მაგრამ დაჯინებით თხოულობს თქვენთან შეხვედრას. -შემოუშვი მაკა.კაბინეტში თეკლა შემოვიდა. -თეკლა?დაამთავრე იქ მუშაობა?გიორგი თეკლას გადაეხვია,ეს რა მაგარი სიურპრიზი გამიკეთე. -მომენატრე,ძალიან მომენატრე და მინდოდა მენახე. -კარგია რომ მოხვედი,ახლა ჩვენებს ველაპარაკები სოფელში და უნდა წავიდეთ თეკლა. -დღეს?იკითხა გაოცებულმა. -ბატონო გიორგი სათათბირი დარბაზში გელოდებიან.. -ვეღარ გავასწარით,ნონა მელოდებიან უნდა წავიდე. ხომ იცი როგორ მიყვარხართ ოთხივე.მე ამ 15 წლის მანძილზე დავაგროვე ის სიმდიდრე,რომელსაც თქვენ სიყვარულად მაჩუქეთ.თქვენს გარეშე მე არ მიმიღია არანაირი წარმატება,თქვენ ხართ ამ ჩემი სიმაღლეების და მწვერვალების თავი და თავი.მეც ვცდილობ თქვენნგან ბოძებული ნდობა უფრო და უფრო ძლიერი გავხადო,რადგან თქვენ სიკეთით სავსე ადამიანები ხართ და ამ თქვენს სიკეთეს მოფრთხილება და დაფასება უნდა.ამ კვირაში ძალიან ბევრი საქმეები მაქვს შემოძალებული,იქნებ თქვენ ჩამოხვიდეთ და ჩვენც გპირდებით, თეკლაც აქ არის აუცილებლად დავბრუნდებით,ჩვენ უკვე გვეძახის ჩვენი ბავშვობის ადგილები.დროებით. -დროებით გიორგი.ნონამ ტელეფონი გათიშა და იქ მყოფთ გადახედა,შემდეგ კი მკრთალი და თბილი ღიმილით, თქვა -თქვენი გიორგი,ჩვენი გიო დიდი კაცია. -ღმერთო ჩემო ბავშვები ცოცხალია,გიორგი და თეკლა ცოცხალია.მადლობა ამ სასწაულისათვის უფალო,მაგრამ მაშ ვინ არის ის ორი ადამიანი,ვინც ჩვენ დავასაფლავეთ?ახალი სადარდებელი გაუჩნდათ,მაგრამ ვინც არ უნდა იყოს,მივხედოთ უნდა მათ საფლავს და მივიღოთ ისინი ჩვენიანად. -ჩემი გიორგი ცოცხალია,მაგრამ მოგონებები ყოველთვის შემახსენებს თავს და ნაცნობი სევდა განმიახლდება.ყოველთვის ვგრძნობდი,რომ რაღაც ახალი უნდა გავიგო და ეს იქნებოდა სასიხარულო.ჩემში ახალმა გრძნობამ იფეთქა და გაიღვიძა სულმა სნეულმა.მე უკვე ვივსები ბედნიერებით,უკვე იმ დღეზე ვოცნებობ და ვფიქრობ,როცა ჩემს ბავშვებს ისევ გულში ჩავიკრავთ.როგორ მიიღო სოფელმა ეს სასიხარულო ამბავი,დასრულდა გლოვა და დადგა დღე სიხარულის.მთელი სოფელი ზეიმობს,გიორგის და თეკლას ელოდა მთელი სოფელი. -წყალი უფრო ძლიერია ვიდრე ქვა,მაგრამ მას დრო სჭირდება რომ დაშალოს ის ქვა.ცხოვრებაშიც ასეა,ადამიანი უფრო ძლიერდება ჭირის დროს მე კი ძალა აღარ მაქვს,გამომელია.ნამცეც-ნამცეც ვეძებ სიხარულს და ვაწებებ ერთმანეთს,ასევე ნამცეც-ნამცეც ვეძებ იმედებს და მათაც ერთმანეთს ვაწებებ.ღიმილს ვეძებ ადამიანების სახეზე,ვეძებ სიკეთეს,ვეძებ კაცთა შორის სათნოებას,მომეცი უფალო ნება ამ ნაგროვები გრძნობებით გავიხარო და გულის ჭრილობა შევახორცო.მე შენი მოკეთე ვარ,ნუ დამინგრევ ამ ნაგროვებ ბედნიერებას,ნუ დამინგრევ ამ წვალებით და ნამცეცებისგან აშენებულ ოცნების კოშკს.ნუ წამართმევ ისევ ღიმილს სახეზე და სიხარულს გულში.ცრემლით ტიროდა ნატალი და უკვე ტიროდა სიხარულისგან.გიორგის ძალიან დამღლელი დღე ჰქონდა,გვიან დაბრუნდა სახლში ქეთისთან ერთად.ცოტა ისაუბრა თეკლასთან და დასაძინებლად წავიდა.ვერ დაისვენა,ძილი არ სტუმრობდა დედის სახე ედგა თვალწინ.,,დედა როგორ დაგტანჯე,ჩემო ტკბილო დედიკო.მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემს საშველად ფეხშიშველმა იარო ისე,რომ ეკალ-ბარდებსაც არ მოერიდო.დედა შვილისთვის მანამდე ცოცხლობს,სანამ მისი გული არ გაჩერდება და ძალღვებში არ შეწყდება სისხლის მიმოქცევა.მოვალ დედა,აუცილებლად დავბრუნდები.ვერ გაჩერდა საწოლში და ბიჭებს დაურეკა ნაცნობ ბარში შეხვედროდნენ ერთმანეთს. -რა ხდება გიორგი.სერიოზული სახით შეეკითხა ზუკამ. -დრო დადგა,დრო დადგა გითხრათ რატომ არის აქამდე ჩემთვის და თეკლასთვის შავი მთვარე.იმ ღამით ,,გაშავდა მთვარე'' და ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია მისი ნათელი ფერი და დადგა დრო,რომ მალე დაიბრუნებს. -ვხვდებით და ვიცით,რაღაც სერიოზულია თუ გიჭირს ნუ იტყვი გიორგი.უთხრა თოკამ.გიორგიმ ვიკით სავსე ჭიქა დაცალა და მეგობრებს შეხედა,არ გამორჩენმია არცერთი დეტალი და ყველაფერი მოყვა.გაოცებული უსმენდნენ მეგობრები და უკვე მიხვდნენ,რატო უყვარდა თეკლა ყველაზე და ყველაფერზე მეტად.ძალიან მოეკიდა სასმელი,მანქანის გასაღები თოკოს მისცა და თავად ტაქსი გამოიძახა.მძღოლს მისამართი უთხრა და ნაცნობ კარებზე ძალა გამოცლილმა დააკაკუნა.კარი გაიღო და კარში გაოცებული ანამარია იდგა. -გიორგი?რა მოხდა,კარგად ხარ? -არა,მჭირდები და შენთან მოვედი. -რა დაგემართა საყვარელო,შენს თვალებში უზარმაზარ ტკივილს ვხედავ,მაგრამ მაინც სიმშვიდით ხარ სავსე.გაუღიმა და გულზე მიეკრა გიორგის. -ღიმილი,შენი ღიმილი მიყვარს.გაყინელ სხეულის ყველა წერტილს,რომ მითბობს.ვერ მოვახერხე მოსვლა,ხომ იცი რამდენი საქმე მქონდა,არადა რომ გიყურებდი შენი შეხების სურვილით საოცარი ჟრუანტელი მივლიდა.არასოდეს,არასოდეს დამტოვო,უშენობას ჩემი გული ვერ გაუძლებს.გთხოვ ჩამჭიდე ხელი და არასოდეს არ გამიშვა,შანსი მივცეთ ერთმანეთს და ნუ ვიქნებით კენტად.ბევრი ვიაროთ ერთად და ერთ დღეს მივხვდებით,რომ უკვე დროა ერთი მთლიანი უნდა გავხდეთ.დამპირდი,რომ ეს ასე იქნება.იცოდე,რომ თუ ვერ შეძლებ,თუ ვერ გაბედავ,გაზაფხული ჩემთვის არასოდეს არ ამოვა.ანამარია მინდა ჩემი ცოლი გახდე და მინდა ერთად ვიცხოვროთ. -თანახმა ვარ საყვარელო.შესციცინებენ თვალებში ერთმანეთს, ცხადზე ცხადია, რომ მათ უზომოდ უყვართ ერთმანეთი.ამ სიყვარულმა ჟამთა სვლას უნდა გაუძლოს.გიორგი გაახარა ანამარიას თანხმობამ და მისმა საუცხოო სურნელმა აღფრთოვანებაში მოიყვანა, მისი დაუფლების სურვილმა შეიპყრო,უკვე სუნთქვა ეკროდა,გაშმაგებული კოცნიდა და ამ კოცნაში მთლიანად გააშიშვლა,საძინებელში შეიყვანა,საწოლზე დააწვინა და ზემოდან მოექცა,სიამოვნებისაგან ერთიანად ცახცახებდა,დროდადრო დაიხრებოდა ხოლმე და ტურფა,მარწყვივით ტუჩებს კოცნიდა.ანამარია სიამოვნებისაგან გატრუნული იწვა და არ ინძრეოდა.გიორგი კი სიამოვნებისაგან ყრუდ ქშინავდა და გამეტებით კოცნიდა.შენთან ლამაზი სიყვარული მინდა,შენ სადაც გძინავს იმ ოთახის ჰაერი მეც მინდა,მინდა შენი სუნით სულ გაბრუებული ვიყო.მიყვარხარ და შენთან ლამაზი სიყვარული მინდა.მალე სოფელში წავალთ და შენც ჩემს გვერდით უნდა იყო,მჭირდები.შენი გვერდით ყოფნა მჭირდება. -შენთან ვიქნები და შენს ხელს დავიჭერ რომ ჩემი სიახლოვე იგრძნო.უთხრა და ორივეს გემრიელად ჩაეძინა ძალიან ლამაზი გრძნობაა,როცა აღარ გრძნობ სიმძიმეს.სიტყვებით მისი აღწერა ბოლომდე შეუძლებელია,რაც იქ მოხდა,რაც განიცადა გულმტკივანმა მშობლებმა.ეს გრძნობა სიტყვებზე მეტია,ამ საოცარი ამბის გაგების შემდეგ შეიცვლა ყველაფერი..ყველა უარყოფითი რამ რაც მათ სახეზე ეწერათ,რაც მათ სულში იყო,თითქოს სადღაც გაქრა და სულიერად გალამაზდა ყველა.ბედნიერებისაგან ხმას ვერ იღებდა ვერცერთი და თვალებს ცრემლი ამშვენებდა.დღეს უხდებოდათ ცრემლი,დღეს ყველა იღიმოდა,ყველას სახეზე ნათელი ფერია და ყველა გული სიხარულით ცემდა. -ჩემს სახლში რომ სიცოცხლე სუფევდა,ცრემლი არ ვიცოდი რა იყო,ჩვენთან მწუხარებას არ ჰქონდა შემოსვლის კი არა,მოახლოვების ნებაც კი.ზაფხულობით თავს ვიყრიდით და ვერთობოდით საღამოობით დაღლილი ხალხი.ამ ეზოს გარედან ვუყურებდით,ისეთი მწვანე იყო აქაურობა და ისეთი თვალწარმტაცი ჩანდა ეს სილამაზე დიდი ქვიტკირის გალავანს შიგნით.არასოდეს გამჩენია სურვილი მეკითხა,რატომ არ სტუმრობდა ამ წალკოტს წლების მანძილზე მისი პატრონი.ასეთი მხიარული ცხოვრება,მთელი ეს დრო უსულო არსებებად გადავიქეცით,ამ წლებმა ტკივილის დიდ მწვერვალზე შემაყენა.ჩემი თეკლა ცოცხალია,ჩემი გიორგი.ღმერთო მადლობა ამ დიდი სიხარულისთვის და პატიებას გთხოვ,იმ ყველა უმადურობისთვის რაც კი ტკივილის მიზეზით მითქვამს.ხელები აღაპყრო მირზამ და ხმამაღლა შესთხოვა უფალს პატიება. ცხოვრება ძნელია,სიცოცხლე კი მწარე.თითქოს გულიდან დიდი ლოდი მოიხსნა,მაგრამ მაინც გრძნობდა გულის სიღრმეში სიმძიმეს.დილით ადრე ადგა და ჩაფიქრებული სოფლის პატარა ეკლესიას მიადგა,მუხლი მოიყარა ღვთისმშობლის ხატთან შუბლზე დამხობილი და თვალზე ცრემლით დარდად დაიღვარა ხატის წინ.თურმე რამხელა სიმძიმეს ატარებდა გულით და რამდენად დიდი შვება იგრძნო ამ საიდუმლოს გამხელით.მთელი დღე სოფლის მიდამოებში დაეხეტებოდა და ამ ხეტიალში მზე ისე მოეფარა ღრუბლებს ვერც კი გაიგო.ნელა-ნელა დღე ბინდმა შეცვალა და სახლისკენ დაადგა თავს.უხაროდა ამ ხალხის სიხარული,გული თავადაც სიხარულით ჰქონდა სავსე,მაგრამ ცრემლის გუბეც დადგა გულში.ახლა,მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,გიორგისთვის როგორ ეთქვა სიმართლე.გულზე აწვა ისევ ლოდივით დიდ დარდად ნატალის მდგომარეობა.ფიქრობდა,ისე როგორ ეთქვა რომ ეს დიდი დარდი შეემსუბუქებინა.ისე,როგორც არასდროს ახლა უნდოდა ახლოდან ენახა და გულში ჩაეკრა შვილი,მაგრამ ჯერ თავი უნდა მოეთოკა,უნდა დაეცადა და მის რეაქციას დაკვირვებოდა.როგორც გარეთ,ისე მის გულშიდაც ქროდა ქარი და ჩაეღიმა,რომ მისი ფეხის ნაკვალევს უკვე ნამდვილი მემკვიდრე ჰყავდა.-ჩემი დიდი და უმთავრესი სიხარული,ჩემი შვილის ბედნიერებაა.არ მინდა ეს ურთიერთობა დავანგრიო.არ მინდა ომი,არ მინდა ის სასტიკი იყოს ჩემს მიმართ.მე ხომ არაფერი არ ვიცოდი მისი არსებობის შესახებ,მომისმენს?გამიგებს?ამ ჩვენს ლამაზ ურთიერთობას არ გაანადგურებს?მეშინია ახალი გადადგმული ნაბიჯის და იმ ჯერ არ გაგონილი სიტყვების რომელსაც თვით გიორგი მეტყვის.მაკლდა მწუხარება და ნაღველი?აი ვიგემე კიდეც ახალი დარდი.ხომ გწამს შვილო,რომ მაცხოვარი და შემოქმედი ჩვენი მოწყალეა,მაგრამ მაინც მეშინია,მეშინია ვაითუ შენც შეგეპარა ახალი დროის ურწმუნიება. -ნუ ნერვიულობ და ნუ განიცდი ასე მწარედ.განა არ იცი,რომ გოლგოთის გზით სიარული არც ისე ადვილია.ყველაფერი მოგვარდება,შეინარჩუნე სიმშვიდე და მიენდე ხვალინდელ დღეს,გიორგი აუცილებლად კიც მოგისმენს და კიც გაგიგებს. -სიცოცხლე მხოლოდ ერთხელ მაჩუქა უფალმა,თუ არ მაპატია,თუ არ მომისმინა,მაშინ აღარ მიღირს სიცოცხლე მასთან ერთად,იმავე სახლში ნონა. -ტყუილი ზოგჯერ ეპატიება ადამიანს.კარგიც არის,იმიტომ რომ ტყუილით იჩენს სიმართლე თავს.აი დადგა დრო და ეს სიმართლეც გამჟღავნდა და მე დიდი იმედი მაქვს,რომ ყველა ბედნიერები ვიქნებით. -ადექი,მივდივართ.უნდა ვნახო და უნდა დაველაპარაკო.ყველა წამოყარა ფეხზე შუაღამით და თბილიში დაბრუნდნენ.უნდოდა რაც შეიძლება მალე ენახა გიორგი და დალაპარაკებოდა.სახლში მისული გიორგი უკვე წასული დახვდა კომპანიაში,მის მოსვლამდე მოსვენება დაკარგა,ადგილს ვერ პოულობდა და ბოლთას სცემდა ოთახში გიორგის მოლოდინში.როგორც იქნა სახლის კარები გაიღო და მომღიმარი ქეთი,გიორგი და თეკლა ერთად შემოვიდნენ სამეგობროსთან ერთად.დაღლაც ეტყობოდა სახეზე,მაგრამ სოფლიდან მოულოდნელად და გაუფრთხილებლად დაბრუნებულებმა ჯერ გააკვირვა და მერე ძალიან გაახარა.მაგრამ მის მახვილ თვალს არ გამოპარვია დავითის დაფარული ნერვიულობა.მიხვდა,რომ მისი ნერვიულობა ძალიან სერიოზულ თემას ეხებოდა და რამოდენიმე წუთის დაკვირვების შემდეგ მისი მტკიცე ხმით შეეკითხა დავითს. -რა ხდება,რამეს მიმალავ?დავითმა შეხედა,წამოდგა და ხელი მოკიდა,შემოსასვლელში დიდ სარკესთან მიიყვანა და ორივე ერთად დადგა სარკის წინ. -ჯერ არაფლის თქმა არ შემიძლია,შენ თავად დააკვირდი შენს წინ მდგარ ორ ადამიანს და თუ ნახავ მათში რამე მსგავსებას.გიორგიმ გაკვირვებულმა შეხედა დავითს და შემდეგ სარკეში დააკვირდა მათ სახეებს,ვერაფერს ვერ მიხვდა და მკაცრად მოითხოვა ეთქვათ ის,რასაც უმალავდნენ. -ან ახლავეს მეტყვი პირდაპირ ყოველგვარი შემოვლითი გზების გარეშე,ან ისე წავალ ამ სახლიდან ვეღარასდროს ვეღარ მნახავ,გისმენ. -კაბინეტში შევიდეთ და დაგელაპარაკები.უთხრა წყნარად დავითმა. -არა,მე ჩემს სამეგობროსთან არაფერი არ მაქვს დასამალი და მითუმეტეს თეკლასთან.ხომ იცი,არასდროს გაწყენინებ და რაც არ უნდა იყოს ბოლომდე მოგისმენ.დაიწყე,გისმენ.გაჯიუტდა გიორგი და ძალიან მკაცრი გაუხდა ხმა.იმ წუთში ნონას წინ იდგა დავითი მაგრამ 30 წლის ასაკში და დემეტრეს გადაუჩურჩულა. -იმდენად დიდია მსგავსება მათ შორის,დნმ-ის ანალიზიც არ ჭირდებათ.დმეტრემ ღიმილით დაუქნიუა ნონას თავი და დაელოდა დავითის ნაბიჯის გადადგმას.დავითს ძალიან გაუჭირდა,მაგრამ ყველაფერი სიმართლე უთხრა გიორგის და განაჩენივით დაელოდა პასუხს მისგან.გიორგი გაოცებული უსმენდა,ჯერ გაკვირვება ეხატა სახეზე,შემდეგ კი ასევე გაოცებულ მეგობრებს გადახედა, ადგა თავზე შემოიწყო ხელები არ იცოდა რა ეთქვა,არ იცოდა როგორ მოქცეულიყო.ჩაფიქრებული გადი-გამოდიოდა და ბოლოს დავითს შეხედა გაეცინა და უთხრა. -შენ რა,შეგეშინდა ეს ყველაფერი გეთქვა ჩემთვის? -უნდა ვაღიარო,რომ ცხოვრებაში პირველად შემეშინდა ასე ძალიან.არ ვიცოდი,როგორ გაიგებდი,როგორ აღიქვამდი ამ ყველაფერს ან საერთოდ დაიჯერებდი თუ არა და მჯეროდა,რომ ძალიან გაბრაზდებოდი. -ეს რაც მოვისმინე,რა თქმა უნდა სრული შოკია ჩემთვის,მაგრამ შენ რაც გააკეთე ჩემთვის შეგნებულად თუ გაუცნობიერებულად,სათქმელიც რომ მქონდეს,მე საკუთარ თავს არ ვაპატიებ ცუდი რამ გითხრა.როცა რამეს დავაშავებდი ან თეკლას გავაბრაზებდი,ყოველთვის მესმოდა ნონას სიტყვები, ,,რა ხდება გიორგი გოგოს ერევი?ვაჟკაც კაცს ასეთი საქციელი არ შეეფერება''.თქვენ დამაყენეთ მე გზაზე,ალბად უფალმა ამიტომ შეგვახვედრა ერთმანეთს,რომ არ უნდოდა მამა-შვილი უგზო-უკვლოდ დაშორებოდა ერთმანეთს.უნდა ვაღიარო,რომ მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე თქვენ ჩემი დიდი მაგალითი ხართ.დავითის წინ დაჯდა და თვალებში შეხედა.-შენ მასწავლე ადამიანებთან ურთიერთობა,ჩემში ჩამოაყალიბე მამაკაცური ღირსებები,მიმართულება მიეცი ჩემს ინტერესებს,მომამზადე ძალიან კარგად საზოგადოებაში ცხოვრებისათვის.ასევე უნდა დავძინო ისიც და არ დავივიწყო,რომ პირადად თქვენ გამიკაფეთ გზა 17 წლის ასაკში მდედრობითი სქესის დასალაშქრად.აქ კი გულიანად გაიცინა,ნონამ კი თვალები დააკვესა და მომღიმარ დავითს გაოცებულმა შეხედა,თან შეეკითხა. -დავით ეს მართალია? -მართალია,აბა დედიკოს ბიჭის იარლიკი გინდოდა ქონებოდა?ხომ უნდა სცოდნოდა რა არის ქალი და მისი აგებულება.ყველა იცინოდა,შემდეგ გიორგი წამოდგა და დავითის წინ დადგა. -ხუმრობა ხუმრობაა,მაგრამ მამას გეძახდი იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთე,მაგრამ ახლა მინდა როგორც ნამდვილ მამას ისე მოგეხვიო.დავითმა წამოდგა,ცრემლიანი თვალებით შეხედა და ხელები გაშალა,გიორგიმაც მივიდა და შემოხვია მისი ძლიერი მკლავები ტირილამდე მისულ მამაკაცს.შემდეგ დიდხანს ისაუბრეს სოფლის გარშემო და ბოლოს ნატალის ავადმყოფობის შესახებაც უთხრა.ძალიან აღელდა გიორგი და გადაწყვიტა,რაც შეიძლება მალე წასულიყო სოფელში.ვინ არის დედამიწის ზურგზე ყველაზე კეთილი და სათნო ადამიანი?ვინ არის მუდამ ჩვენს გვერდით,მაშინაც კი როცა ის ადამიანი ჩვენგან ძალიან შორს იმყოფება.ვინ არის ის თუ არა დედა.საოცარი ისაა,რომ ძალიან დიდი სიყვარულითაა დაკავშირებული ერთმანეთთან დედა-შვილის გული რაც არამიწიერ ძალას და სიყვარულს შეიცავს ეს გრძნობა.რა უნდა იყოს ისეთი რამ,რაც უარს ათქმევინებს დედას შვილზე ან შვილს დედაზე.ნუთუ არსებობს სხვა სიყვარული,უფრო სიღრმისეული და ზებუნებრივი ვიდრე დედა-შვილური სიყვარულია?დედაშვილური სიყვარული ხომ უსპეტაკესია,წმინდათა წმინდაა ყველა გრძნობას შორის.სამწუხაროდ ძალიან გვიან ვაანალიზებთ იმ საუნჯის ფასს რასაც დედა-შვილური სიყვარული ჰქვია,როდესაც უკვე გვიანია.გვახსოვდეს ყველას დედაშვილური სიყვარული არის სათნოება და დიდი ჭეშმარიტება.გაუფრთხილდით დედას და მოეფერეთ მათ მანამ,სანამ გაქვთ ეს შესაძლებლობა,თორემ შემდეგ ძალიან ძნელია სინანული,როცა თქვენს გვერდით აღარ იქნება.როდესაც ყურს მოკრავთ დედაშვილურ სიყვარულზე დაწერილ ლეგენდებს,თავი დახარეთ და მდუმარედ დაუკარით ტაში ამ განუმეორებელ და ყველას გულში ღრმად ჩასახულ გრძნობას.გულთან მიიტანა დედის ავადმყოფობა და რა თქმა უნდა ნერვიულობდა,მაგრამ სიმშვიდე შეინარჩუნა როგორც ყოველთვის და მხიარულებაში აყვა მეგობრებს.ამ შუა მხიარულებაში კი მოულოდნელი სტუმრები ეწვია ოჯახს და ყველა გაოცებული შესცქეროდა სახლში ეტლით შესულ ალექსანდრეს რომელსაც ულამაზესი თაიგული ეჭირა ხელში და თეკლას გაუწოდა.გაოცებული უცქერდა თეკლა ჯერ ალექსანდრეს და შემდეგ ლაზარეს რომელმაც გაუცინა და თვალი ჩაუკრა.ალესანდრემ ყველას მოავლო თვალი და თავის დაკვრით მიესალმა საზოგადოებას და შემდეგ კი თეკლას მიუბრუნდა. -გაგიკვირდა ხომ აქ რომ დამინახე.თეკლა არ გაგიკვირდეს,ადამიანს სჭირდება რაღაც ისეთი,რაც სიცოცხლისთვის ძალას და ენერგიას მისცემს,რაც შეუმსუბუქებს ყოფიერებას და უფრო საინტერესოს გახდის ცხოვრებას,აზრს შემატებს მის ყოველდღიურ არსებობას.ასეთი კი ყველამ ვიცით რაც არის და რაცარუნდა გვერდი ავუაროთ ეს გრძნობა რომ ადამიანში ჩასახლდება,ვერანაირად დააღწევს თავს.ასეთი გრძნობა კი მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულია.ვიცი გაუფასურდა,ძალა დაკარგა,გაუფასურდა,გაქრა და სიბნელეში ჩაიკარგა,მაგრამ ეს იმ ადამიანების თვალში,ვინც არ აფასებს ამ გრძნობას.ზოგმა კი ირონიის საგნად აქცია,მე კი სწორედ ამ გრძნობამ ამალაპარაკა ასე ხმამაღლა და მომიყვანა დღეს აქამდე.უნდა ვაღიარო,რომ დაუგეგმავად შედიხარ ადამიანის არა მარტო ცხოვრებაში,არამედ მის გულშიდაც და მთლიანად ისაკუთრებ მთელ შინაგან სამყაროს.შენი წამოსვლის შემდეგ,დიდხანს მომიწია მეღიარებინა ის, რომ შენ მართალი ხარ.მე ეგოისტურად ვიქცეოდი და შენ კი თვალი ამიხილე,თვალი რომ კარგად გავახილე და უკვე გამოვფხიზლდი,ჩემს გვერდით იყო ისევ ყველა,ყველა შენს გარდა.თეკლა შენ ჩემი მეორე დაბადება ხარ,შენ გააღვიძე ჩემში სიცოცხლის წყურვილი,შენ შეცვალე ჩემი სევდიანი სამყარო მუქი ფერებიდან-ნათელ ფერებში.დღეს ყველაფერი გადავდე და თავს ძალა მივეცი,რომ მხოლოდ ერთი სიტყვა მეთქვა შენთვის.ყველა გაოცებული უსმენდა ალექსანდრეს.გიორგიმ ყურში ჩასჩურჩულა თეკლას. -აბა,არ არის სიმპატიურიო?მე კი ვფიქრობ,ძალიან სიმპატიურია შენი მაჩო.თეკლამ შეუბღვირა გიორგის და ალექსანდრესთან მივიდა,არ იმჩნევდა,მაგრამ სიხარული,სიყვარული და ბედნიერება ზეიმობდა მის გულში. -რა უნდა მითხრა,ალექსანდრე რა არის ის ერთი სიტყვა რომელმაც აქ მოგიყვანა.ალექსანდრემ ჯიქურ შეხედა თეკლას და უთხრა. -მიყვარხარ.თეკლამ ჯერ თავი ჩახარა,შემდეგ გიორგის გახედა,თითქოს მისგან თანხმობას ელისო და გიორგის ღიმილიანი სახის დანახვაზე იმედიც და ძალაც მიეცა.თიორგიმ თვალი ჩაუკრა და სიძის მოწონებით მოხიბლულმა ცერა თითი უჩვენა,კარგი არჩევანიაო. -მართლა მიყვარხარ თეკლა.შენ ვერ წარმოიდგენ როგორ ძლიერად არის ეს გრძნობა ჩემში შემოჭრილი.შენი წამოსვლის დღიდან სიზმრად გნახულობ და გეძახი,მაგრამ ვერ მოვაწვდინე შენამდე ჩემი ხმა.ამიტომ,მე თავად მოვედი შენამდე,შენთვის ამ გრძნობის სათქმელად.რადგან გულმა ვეღარ გაუძლო გრძნობების სიმძიმეს,დღეები დღეებს ცვლის,გული უფრო და უფრო ძლიერად კვნესის.მხოლოდ შენ შეგიძლია ამ ტკივილის შეჩერება და ჩემი გულის დამშვიდება.თეკლა უშენოდ გამიჭირდა,გული ვეღარ უძლებს აბობოქრებული გრძნობების ტალღებს.მინდა,მთელი ჩემი სიცოცხლე შენს გვერდით გავიარო.შენთან ერთად ვიძინებდე და ვიღვიძებდე.გავბედე,მოვედი და სიყვარულშიც გამოგიტყდი,მაგრამ მარტო ეს არ მაკმაყოფილებს,მინდა ჩემი ცოლი გახდე და ჩემს სახლში მყავდე. თეკლა გახდები ჩემი ცოლი,შეძლებ იცხოვრო აუტანელი,ხისთავიანი,ეგოისტი,მხოლოდ თავისთავზე შეყვარებულ ადამიანის გვერდით?თეკლას ჯერ გაეცინა ალექსანდრემ თავის თავი როგორადაც დაახასიათა,წინ წაიწია,მის წინ ჩაიჩოქა მუხლებზე,ჯერ რამოდენიმე წუთი უცქირა,შემდეგ კი ბედნიერმა ღიმილით დაუქნია თავი.ამ დროს ალექსანდრემ წამოიწია,ეტლი მისგან შორს გააგორა,თეკლას ხელი მოკიდა მკლავებში და წამოაყებნა,თითზე კი ულამაზესი ბეჭედი წამოამცვა.თეკლა გაოცებული უცქერდა ალექსანდრეს მან ხომ არ იცოდა,ალექსიმ თუ შეძლო და ფეხზე გაიარა.მის წინ სრულიად ჯამრთელი და სრულყოფილი ალექსანდრე იდგა. მრავალი თქმულა და მრავალი დაწერილა,მაგრამ ამ დრომდე ვერავის ამოუხსნია ადამიანის სულის ეს ქაოსური და გაურკვეველი გრძნობა ,,სიყვარული''.გრძნობები რომელიც სიყვარულს თან ახლავს,განუკურნებელია.გონებისაგან ნაკარნახევი იდეები მოდიან და მოდიან,ხოლო სულიდან წამოსული გრძნობა ისევ სულში რჩება სამარადჟამოდ.ეს ისეთი ძლიერი გრძნობაა,რომელსაც ყველა ადამიანი ელოდება საყვარელი ადამიანისაგან წარმოთქმულ დადებით პასუხს.არის წუთები,როდესაც მოულოდნელი ბედნიერებისაგან და სიყვარულისგან გული იმდენად აივსოს ადგილს არ ტოვებს ცარიელს გულში და გრძნობა თავისთავად გარეთ იწყებს გადმოსვლას და აი სწორედ ამ ძლიერი გრძნობით აფორიაქებული ჩვენი ფიქრები ტალღებს ემსგავსებიან.თეკლამ ვეღარ დაფარა მისი ემოციები,ორივე ხელებით მოეფერა სახეზე ალექსანდრეს და უთხრა. -ესაა სიყვარული,როცა შენი სული ბედნიერებისაგან ცეკვავს,სიყვარული არა მარტო სიტყვიერად უნდა წამოცდეს ჩვენს ბაგეებს,არამედ ის ჩვენს სულებშიც უნდა სახლობდეს და მადლობა,რომ დღეს შენ ასეთი ხარ.მადლობა,რომ თავს ძალა დაატანე და ჩემს წინ სრულყოფილი ადამიანი დგეხარ,თუმცა მე ისეთსაც მიგიღებდი,როგორიც მე გაგიცანი.არა სიმპატიური,უხეში,ჯიუტი,მაგრამ მკაცრი და სერიოზული.ალექსის გაეცინა. -იცი შენ რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი? -ეს ყველამ ვიცით,სიყვარულის გამო. -მართალია,შემოქმედი ცისა და ქვეყნისა თავადაა აბსოლიტური სიყვარულიც,სიკეთეც და ამ გულში დაუტეველი მადლით გადაწყვიტა სამყაროს შექმნა უფალმა.მან შექმნა მისი სამყარო,ე.ი.სამყაროს საფუძველი სიყვარულშია და შენ კი ჩემი სამყარო ხარ თეკლა.მე მჯერავს,ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ დაამსხვრევს ამ გრძნობას ჩვენში.სიხარულს-სიხარული დაემატა,თუმცა დიდ სიხარულთან ერთად გიორგი მაინც სევდიანი იყო.ეს არ გამორჩენია დავითს და ნონას.ამიტომ მან ტელეფონი ამოიღო და მამუკას დაურეკა და ახარა მათი სტუმრობის შესახებ.შემდეგ კი ხმამაღლა,ყველას გასაგონად ომახიანად თქვა. -სიძევ,ჩვენ თანახმა ვართ,მაგრამ ქალიშვილის ხელი თეკლას მშობლებსაც უნდა სთხოვო.ამიტომ,რამოდენიმე დღით დაივიწყეთ საქმეები და ხვალ ყველა მივდივართ სოფელში.გიორგიმ სწრაფად ასწია თავი და გაოცებულმა შეხედა დავითს,დავითმა არ დაანება სიტყვის თქმა და მკაცრად უთხრა. -არაფერი არ თქვა,რაც უფრო მეტს იფიქრებ,მით უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება.ამიტომ,დამიჯერე ასე ჯობია.გიორგიმ ცრემლიანი თვალით შეხედა დავითს მოეხვია და გარეთ გავიდა ანამარიას დაურეკა.გადაწყვიტა ოჯახისთვის კიდევ ერთი ახალი სიურპრიზი გაეკეთებინა,თან ძალიან უნდოდა ანამარია მის გვერდით ყოფილიყო.რამოდენიმე წუთში ანამარია ყველას წარუდგინა. -ყურადღებას ვითხოვ,მინდა გაგაცნოთ ჩემი ცხოვრების მზე,ჩემი სიყვარული და ჩემი მომავალი მეუღლე.ბატონო დავით გაიცანით თქვენი რძალი ანამარია,ეს კი ჩემი შემქმნელი მამაჩემია.დავითს გაეცინა გიორგის სიტყვებზე და ანამარია გულში ჩაიკრა. სიყვარული არის დიდი სურვილი,სწრაფვა რაღაცისაკენ ან ვიღაცისაკენ.დიდ სიყვარულს,დიდი შინაგანი სულიერი ძალა განაპირობებს,ამიტომ გიხაროდეთ,თუ თქვენში ეს გრძნობა შემოიჭრა.ამ ქვეყნიურ სიყვარულს კი გვირგვინად ადგას თავზე დედა-შვილური სიყვარული და ამ დიდ მადლზე დგას კაცობრიობა.დედა-შვილობა იმდენად უძლეველი და დაუმარცხებელი ძალაა,რომ გვაერთიანებს მათთან ვინც დიდი ხანია დაგვტოვა,მაგრამ სულიერი კავშირი არასოდეს შეწყვეტილა.დილით რამოდენიმე ავტომანქანა დაიძრა სოფლისაკენ,მიდიოდნენ მონატრებული ადგილების მოსანახულებლად,მაგრამ დიდი მღელვარებაც თან მიჰყვებოდათ.სოფელში შესვლისას გიორგიმ მანქანა გააჩერა,თეკლა წინ დაიჯინა და პირდაპირ ტყისკენ აიღო მიმართულება.ყველას გაუკვირდა თუ სად მიდოდა და უკან გაყვნენ.გიორგიმ ტყის პირას გააჩერა მანქანა,თეკლა მხარზე შეისვა და ჩქარი ნაბიჯით მივიდა იმ ხესთან წამოსვლისას მათი სახელები რომ ამოტვიფრა ხეს.ხე უფრო გაზრდილიყო და მათი სახელების წინა ასოები ხის კანში შეზრდილიყო.თეკლამ ხელი გადაისვა ხის ჭრილობას და თქვა. -ხედავ?შეხორცებული აქვს ხესაც ჭრილობა.იმ დღეს აქ დასრულდა ჩვენი არსებობა და დღეს დაბრუნებას აღვნიშნავთ. -იცი როგორ მინდა ის ქოხი ვნახო? თქვა გიორგიმ. -ვნახავთ,აუცილებლად ვნახავთ იმ ადგილს სადაც ჩვენი მომავალი გადაწყდა. -ჩემთან დაჯექი,აქედან ხელი-ხელ ჩაკიდებული წავედით და ასე ხელი-ხელ ჩაკიდებული უნდა მიგიყვანო სახლამდე.უკან დაბრუნდნენ და თეკლა გიორგის მანქანაში ჩაჯდა.დიდი სიხარულით და მოლოდინით ელოდნენ ორ მონატრებულ ადამიანს თითქმის მთელი სოფელი.15 წლის შემდეგ ხარობდა ხალხი,ხარობდა სოფელი,დაიკლა საკლავები და დიდი ზეიმი ელოდათ უცხო სტუმრებს.და აი დადგა მღელვარე წუთები.განსაკუთრებით ძლიერ ცემდა ოთხი ადამიანის მოლოდინით სავსე გული.დედას ხომ სულ ყველაზე დიდი განცდები აქვს,მისი ტკივილი ხომ სულ სხვა განზომილებაა და სულ სხვა საზომით იზომება მის გულში შვილის სიყვარული.გიორგიმ მანქანა გააჩერა,თეკლას გადახედა ,ორივესთვის ძალიან მძიმე წუთები დადგა.თვალით ანიშნა გადადიო და ორივემ ერთდროულად გააღეს მანქანის კარები და ერთად გადმოვიდნენ მანქანიდან.მათ წინ იდგა უამრავი მონატრებული სახე,გიორგი თეკლასთან მივიდა ხელი ჩასჭიდა,ორივემ ღრმად ამოისუნთქა,სათვალეები მოიხსნა,და წინ გადადგეს პირველი მღელვარე ნაბიჯი,მათ კი უკან მიყვებოდა ანამარია და ალექსანდრე.როგორც იქნა გაიკვლიეს გზა მშობლებთან მისასვლელი.სიხარული იმდენად დიდი იყო,ყველა ბედნიერი ღიმილით იღიმოდა და დანანებით ამბობდნენ. -საცოდავობა არ იყო ამ ორი ანგელოზის წარსულში საუბარი? -რა ლამაზი გაზაფხული დადგა წელს.როგორც იყო მიაღწია გიორგიმ დედასთან და შეეხო თუ არა შვილს ხელებით მის მკლავებში ჩაესვენა გულწასული.გიორგიმ გულზე მიიკრა უგონოდ მყოფი დედა და საშინლად დაიღრიალა.შეეშინდა,ძალიან შეეშინდა მის მკლავებში არ გაჩერებულიყო დედის ის გული,რომელიც ასე დიდი მოლოდინით ელოდა შვილის ნახვას.თეკლამ მიირბინა და როგორც იქნა მოასულიერა.ვერავინმა ვერ შეძლო დედა-შვილის დაშორება.ვერ ძღებოდა შვილის ალერსით მონატრებული დედა.ასეთივე დღეში იყვნენ თეკლას მშობლები.გული რომ იჯერეს და გრძნობები ცოტა ჩაცხრა,ორივე დედამ შუა ეზოში დადგა,შავი მანდილი მოიხსნეს და შუა ეზოში ცეცხლი წაუკიდეს.მათი ცხოვრება გაფერადდა და სიცოცხლესაც ხალისი მიეცა.არავის გასჩენია სურვილი იმ ღამით დასაწოლად წასულიყო,ყველა მხიარულობდა.დილით კი საშინაო ფორმებში ჩაცმულებმა გასწიეს ქოხისაკენ.ძალიან მოეწონა ყველა გიორგის ქოხი,თვით ადგილიც საოცრად ლამაზი იყო.მშობლებს მოეწონათ შვილების არჩევანი და უხაროდა ბავშვებს,რომ ასე ბედნიერს ხედავდა.რამოდენიმე დღე გაატარეს ტკბილად,ბევრი ეცადა ნატალიმ დაეფარა მისი მდგომარეობა,მაგრამ ვეღარ შეძლო.თავს უფრო და უფრო ცუდად გრძნობდა.თეკლას ტელეფონი არ ჩერდებოდა,სამსახური იხმობდა.გიორგისაც მოძალებული საქმეები ჰქონდა კომპანიაში და გადაწყვიტეს წასულიყვნენ,მაგრამ წასვლის დღეს გამთენიისას გიორგი გიჟივით მირბოდა თბილისისაკენ და ხშირ-ხშირად გადახედავდა დედის ფერწასულ სახეს.საავადმყოფოში ნატალის ყველაფერი გამოკვლევა თავიდან ჩაუტარეს.მკაცრი იყო ნატალის წინაშე ცხოვრება,უფრო რთული და გაუსაძლისი გიორგისთვის.რა დროც არ უნდა გავიდეს,ვერანარი დრო ვერ შეძლებს ამ ტკივილის ოდნავ მაინც განელებას,რასაც დედის დაკარგვა ჰქვია.როცა ნატალიმ მოიხედა,შვილთან შეხვედრა მოითხოვა და გიორგიც დედის საწოლთან იჯდა თავდახრილი და თვალცრემლიანი. -ნუ ტირი შვილო,წელს მხიარული გაზაფხული მოვიდა.მენატრებოდი,ძალიან მენატრებოდი.მერე რა,რომ მე ძალიან მტკიოდი,დედას უნდა ტკიოდეს შვილის ტკივილი,მაგრამ შენ ყოველთვის ჩემთან იყავი.ვერანაირმა ქარიშხალმა ვერ დამიშალა შენამდე მოსვლა,რადგან შენ ჩემში ხარ და მე შენში. -დე, მე შენ ვერ გთხოვ პატიებას.ვიცი, რომ მაპატიებ.მე ბოდიშს გიხდი იმ ყველა ცრემლისთვის,რაც ჩემს გამო დაღვარე ამ ლამაზი თვალებიდან.არ მიმატოვო დე,გთხოვ ჩემთან იყავი.აწი სულ ერთად ვიქნებით,სულ გვერდით მეყოლები. -დედა,ყველაფერს პატიობს შვილს შვილო.შენ რა უნდა გაპატიო,შენ აქეთ უნდა მაპატიო.რომ არა ჩვენი უაზრო გადაწყვეტილების მიღება,არც არაფერი არ მოხდებოდა.ეს ჩვენ ვართ თქვენს წინაშე დამნაშავე და არა თქვენ საყვარელო.შავი თვალები,შავი თმები და წითელი ტუჩბით უსაზღვროდ მომხიბლელი ხარ დედის ტკბილო.აი რა მაკლდა,დიდი ხანია ვეძებ და ვერავისში ვერ ვპოვე მე ასეთი თვალები.შენ განსხვავებული ხარ,მამას გავხარ ტანადი და ვაჟკაცური.მომეწონა შენი რჩეული,მინდა ბედნიერი იყო მასთან.მე მალე წავალ,დიდი ხანია აღარ ვარსებობ შინაგანად,ჩემი შინაგანი მე მკვდარია.არ მიყვარს,როცა ვინმეს ვტკენ,მეც არ მინდა ეს,მაგრამ ჩემი ბრალი არაფერია.ნატალიმ ფანჯარაში გაიხედა და დაიჩურჩულა.-ცასაც უცნაური ფერი აქვს დღეს,ხის ტოტი შრიალებს,ჯერ კიდევ მის ნორჩ ყლორტებს სიო ერევა,ნაზად არხევს.შენი ნახვის სიხარულით, ყველა ტკივილმა გამიარა,სულ აღარაფერი აღარ მტკივა.პალატის კარი გაიღო და მამუკა შემოვიდა.ნატალიმ გაუღიმა და ხელით ანიშნა მის გვერდით დამჯდარიყო.ხელზე ხელი მოკიდა,ღრმად ამოისუნთქა და უთხრა.-მთელი ჩემი ცხოვრება ადამიანში, ადამიანობას ვაფასებ.შენი ერთგულება,შენი გულწრფელობა მე ყოველთვის მაბედნიერებდა.უანგარო ადამიანი ხარ,არასოდეს ყოფილხარ ამპიციური და ფულზე შეყვარებული.ამიტომ გაფასებდი ყოველთვის და შენს ინტერესებს,შენს სიტყვას ყოველთვის ყველაზე და ყველაფერზე წინ ვაყენებდი.ამიტომ შეგიყვარე და ჩემში შეგისისხლხორცე.მამუკა მე მალე წავალ,გიორგი დიდია უკვე,მაგრამ შენი გაზრდილია,შენგან ბევრი კარგი რამ აქვს ნასწავლი,ამიტომ შენი რჩევები მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება.მიხედეთ ერთმანეთს,სხვა ჩემს სათქმელს ჩემი წერილი გეტყვის შვილო.ორივეს მოეფერა,სამივემ ერთმანეთის ხელი დაიჭირა და ღიმილი დარჩა სახეზე,გიორგის ხელში შეაცივდა დედის თბილი ხელები.მამუკამ გულის ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ქაღალდი ამოიღო და გიორგის გაუწოდა,თვალზე კი ცრემლი ჩამოუგორდა. -არ წამიკითხავს,არ ვიცი რა წერია ამ ფურცელზე.ეს წერილი მხოლოდ შენია მე ისედაც ვიცი რომ ჩემი სიყვარული თან წაიღო,მე კი თავისი გული დამიტოვა.უთხრა ხმაწართმეულმა გიორგის და ნატალის უკანასკნელი კოცნა დაუტოვა უკვე ფერნაცვალ ბაგეებზე. ხელის კანკალით გახსნა ოთხად გაკეცილი ფურცელი,ხელი გადაუსვა დედის მიერ დაწერილ სიტყვებს.ცრემლი უშლიდა კითხვას,ადგა პალატიდან გამოვიდა,ფანჯარასთან დადგა და ჩუმად კითხულობდა. დედის წერილი გიორგის. -დაიმახსოვრე,თვითეული ადამიანის ცხოვრება განსაცდელითაა სავსე.უფალი ყოველ-დღიურად გვიგზავნის გასაჭირს,რათა დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე.რთულია გადმოგცე ის ემოციები თუ რა მძიმე ჯვარი ვატარე ეს წლები და რა ვიგრძენი ახლა ეს დღეები,როცა ისეც ცოცხალი დაგინახე და შეგეხე.ვფიქრობდი,ასე რატომ დამსაჯა ღმერთმა და რატომ გამიმეტა ამ სატანჯველისთვის.როცა ექიმმა ჩემი ავადმყოფობის შესახებ მითხრა,არც შემშინებია,არც გამკვირვებია,პირიქით გამეხარდა და იმ დღიდანვე ვემზადებოდი შენთან შესახვედრად იქ მაღლა მარადიულ სასუფეველში.მინდოდა დამძინებოდა და აღარ გამღვიძებოდა. წუთი,წამი არ გასულა შენზე რომ არ მეფიქრა.მთელი ეს 15 წელი დილა-საღამოს ვლოცულობ,სანთელს ვანთებ,საფლავზე ავდივარ და შენი და თეკლას ფოტოებზე ვტირივარ.მხოლოდ ერთი დიდი იმედი მაძლევდა ძალას,რომ იქ დაიმკვიდრეს ადგილი და კარგად არიან ჩემი ორი ანგელოზითქო.მაგრამ ჩემს დარდს ეს არ შველოდა,ტკივილი დღითი-დღე უფრო იზრდებოდა და იზრდებოდა.ვტიროდი ხან ჩუმად,ხან ხმით,თითქოს ასე გარეთ გამომქონდა ჩემი ტკივილი,მაინც ვერ ვშველოდი, გულს და სულს უშენობა ტკიოდა.წლები გავიდა,მაგრამ უშენობის ტკივილი არ გამქრალა.დედისთვის,ხომ შვილზე უკეთესი ამქვეყნად არავინ და არაფერი არ არსებობს.შენს გარეშე ჩემს ცხოვრებას არც ჰქონია აზრი.მივდიოდი და იქ სადაც თქვენ მეგულებოდით ღერა-ღერა ვიღებდი ბალახებს.დარდში,ვარამში და ტირილში გადიოდა დღეები,ჩემს თავს ვერ ვპატიობ,რომ შვილის ცხედარიც არ მქონდა და ვერც უკანასკნელი კოცნა გავატანე ჩემს შვილს.ყველა მამხნევებდა მაგრამ თეკლას დაფლეთილი ტანისამოსი რომ მოიტანეს ყველა იმედი გადამეწურა,ცხოვრებამაც დაკარგა აზრი.რას ვიფიქრებდი,თუ ჩემი შვილი ზამთრის ერთ ცივ და თოვლიან ღამეს ნადირთა მსხვერპლი იქნებოდა.ყოველ დილით შენი ოთახის კარს გავყურებდი,რომ დაგაგვიანდებოდა გამოსვლა,ფრთხილად შევაღებდი კარს და შენს მაგივრად სიცარიელე მხვდებოდა,საწოლზე კი შენი ტანისამოსი პატრონს ელოდა.მივიდოდი და ვეფერებოდი.შემდეგ შენი სიცილი მომესმებოდა და სიცილთან ერთად შენს ფრთხილ ნაბიჯებსაც ვგრძნობდი.ვერ დავივიწყე დღემდე შენი მოპარვა ჩემს საწოლთან,ძილის წინ რომ ფრთხილად მოხვიდოდი და კოცნას დამიტოვებდი. ძალიან ძნელი ასატანი იყო ეს ტკივილი.რომ დაიბადე შავთვალება იყავი,რომ დაგინახე და ხელში დაგიჭირე პატარა და ციცქნა,შენმა შეხებამ ყველა ტკივილი გადამავიწყა.ღმერთმა შენი სახით უზარმაზარი საჩუქარი მიბოძა,შენ ჩემთვის ყველაზე დიდი შენაძენი იყავი და ხარ,ისეთი მშვიდი ძილით გეძინა ხოლმე გიყურებდი და ვერ ვძღებოდი შენი სიყვარულით.დამძიმებული გულით ხშირად ვათვალიერებდი ფოტოებს და ურეაქციო გავხდი,ღიმილი დავკარგე,როცა ვიღიმი კი ყველა ხვდება ის ღიმილი უსუსური და უმწეო ქლის ღიმილია.ყველაზე ძვირფასი ვინც ჩემმა ცხოვრებამ მომცა ეს შენ ხარ.იცი რაზე მეღიმება?მახსენდება დილით,ახალ გაღვიძებულზე შენი აჩეჩილი თმა,შეგხედავდი და ამ დროს გემრიელად გავიცინებდით ორივე,მამუკა კი უფრო მეტად გიჩეჩავდა და გაბრაზებდა.მე ყველაზე ბედნიერი მეგონა ჩემი თავი,მე ხომ ვიყავი ყველაზე ბედნიერი დედა შენით.მე ხომ საუკეთესო შვილს ვზრდიდი,მე ხომ დედა ვარ,ბედნიერი დედა და გიტოვებ ამ ჩემს სიყვარულს და ჩემი ბედნიერებასაც შენში ვდებ.ჩემი სითბოც შენთან ერთად იყოს,მონატრებისას გაგათბობს და ძალას მოგცემს.მინდოდა შენთან ერთად შემეგრძნო ამ ქვეყნად ყოფნის ბედნიერება და სიამოვნება,მაგრამ მე მივდივარ.მხოლოდ ისღა დამრჩენია გისურვო ხანგრძლივი სიცოცხლე.სიხარულით გევლოს უფლისგან მონიჭებული ბედნიერი დღეები.წერილი ხელში ეჭირა და ზედ ცრემლები ეცემოდა,გულს მოხვდა დედის ხელით დაწერილი თითოეული სიტყვა. -როგორ დაგტანჯე და გაგანადგურე დედიკო.თურმე რა ძნელი ყოფილა მონატრებით ცხოვრება,დე მენატრები,უზომოდ მენატრები. -უნდა გაუძლო,აღრაფერი აღარ შეიცვლება.ხელი დაადო მხარზე დავითმა ასე აგრძნობინა,შენს გვერდით ვარო. -ვიცი,რომ უსასრულოდ გაგრძელდება ჩემთვის ეს ტანჯვა.მე გაუჩინე მის ლამაზ სახეს ნაოჭები.ვერ ვიტან ჩემს თავს,ვერააა.იღრიალა ბოლოს და კედელს მიარტყა ძლიერად ხელი,სადაც მისი სისხლის კვალი დარჩა. -თავს მოერიე გიორგი.მკაცრად უთხრა დავითმა. -მეზიზღება ჩემი თავი,ასე როგორ დავტანჯე ჩემი ტკბილი დედა.მეც ხომ მენატრებოდა,ყოველი დილა ხომ ჩემს თვალზე მონატრების ცრემლი მქონდა ეს წლებია,მაგრამ ეს არცერთს არ შეგიმჩნევიათ.იმ დღეს,რომ დაგინახე გული მომეწურა დედა,შენმა სევდიანმა თვალებმა გაგცა,რომ გაუსაძლისად გტკიოდა უჩემობა.მაჯაზე პულსი გამიჩერდა,როცა შენს თმაში ჭაღარას შევხედე,ის ჭაღარაც ჩემს გამო გაგიჩნდა თმებში. ვნანობ დედა,ვნანობ რომ მე გატირე.შენი თვალებიდან დადენილი ცრემლი ხომ ყველაზე ძვირფასი,ყველაზე სათუთი და ყველაზე სპეტაკია ჩემთვის. ვერ გაგიფრთხილდი, ვერ მოგიარე.ეს ტკივილი სიცოცხლის ბოლომდე ყრუ ტკივილად იქნება ჩემში,ყველა წამზე ასახული უსაყრდენო განცდის ტვირთი. დედა შენ ხომ ამ ქვეყნიური ანგელოზი ხარ,დღეს მეორედ გაშავდა მთვარე ჩემს მსგავსად დე... მაპატიე დე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.