შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენიღბული სურვილების ხმა ...


14-02-2016, 20:07
ავტორი Kristy
ნანახია 2 160

ვდგავარ, ვიღიმი და ვცდილობ სევდა
შევნიღბო, როგორც ნიღბავენ ასაკს!
ცვალებადია და გული ხვდება
სიხარული ცვლის დიდ ტკივილს ამ წამს!

შენზე ფიქრები უცებ გახევდა,
ისევ ატირდა წვიმა სარკმელთან
და დაასველა გიჟური სევდა -
უმისამართო, შენს ძველ სახელთან!

ზეცის მოქუფრულ უმზეო ბაგეს
არ დასცდენია სიტყვები მწარე,
ჩემი ლამაზი ოცნება აქეს
ვარსკვლავებმა და მძინარე მთვარემ!

მე კი დავეძებ მოგონებებში
შენგან გათელილ უმწეო სტრიქონს,
უხმო გოდებას - გრძნობის თარეშში
შენს გადათელილს, უმიზნოდ ვიგლოვ!

მინდა გიყურო დაუსრულებლად;
მინდა, რომ ღიმილს ვხედავდე შენსას;
მინდა გიხილო ბავშვურ ოცნებად
და ამ ოცნებით აღმოვჩნდე შენთან!

მინდა სიყვარულს ვაჩუქო გზები;
მინდა ვასწავლო თავისუფლება;
მინდა გრძნობებმა გაშალონ ფრთები,
ფრთათა კეცვაში ვიგრძნო ცხოვრება!

მინდა, რომ იქცე ოცნებად ამ დღეს,
წამს აყუჩებდე და მესწრაფვოდე
და ქარიშხლიან, უძილო ღამეს
დაუოკებელ გულს ეფარვოდე!

მინდა, რომ კვლავაც ნათელი კვალი
ვიხილო წამით, ვიხილო მალვით,
რადგან გონების და გულის თვალი
ცვალებადია და ცრუობს კრძალვით!



№1  offline წევრი Anna)))

ყოჩაღ . ! ^_^ კარგია ძალიან ♥
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№2  offline წევრი Ubralod Chemi Saxeli

შენიღბულ ოცნებას ჰგავს. კრძალვით. ლამაზია. feel

 


№3 სტუმარი Magda

საოცარი ლექსია. ძალიან მაგარი. წარმატებები

 


№4 სტუმარი Gio

ძალიან კარგი რამეა

 


№5 სტუმარი Firestorm

ძალიან ძალიან კარგი ლექსია
არნახული ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent