შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძინარე მზეთუნახავო, პრინცი მოვიდა! (9)


10-12-2017, 21:57
ავტორი Mtirala
ნანახია 2 303

***
მამა-შვილი ერთმანეთს მთელი ძალით ეკვროდა, ცდილობდნენ დაკარგული დრო აენაზღაურებინათ. ძალიან ენატრებოდა ვახოს თავისი ეკატერინა, თავისი კატუნია, პატარა კატო. მისთვის ისევ პატარა ბავშვი იყო, საყვარელი ბავშვი, რომელსაც ძალიან დიდი ტკივილის გადატანა მოუწია. ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო რომ გოგონამ გაიღვიძა, საკუთარმა ქალიშვილმა გაიღვიძა. კატომ ტკბილ მამიკოს გახედა და ისევ შეპარვით ჰკითხრა, ნინო სად არის, რატომ არ მოდისო? მამაკაცმა ღრმად ამოიოხრა, არ სურდა ყველაფერი უარესობისკენ შეეცვალა, მაგრამ არც დამალვა სურდა. იცოდა, კატო არასდროს აპატიებდა ტყუილს, ამიტომ ღრმად ამოისუნთქა, ჩაისუნთქა და დაიწყო.
-ჩემო ლამაზო, ძალიან გთხოვ არ გამაწყვეტინო და ისე მომისმინე. - თმაზე ხელი გადაუსვა. - ვიცი, რომ რთული იქნება შენთვის. ვიცი, რომ ძალიან გეტკინება, მაგრამ უნდა გაუძლო, გესმის?!
-დედას რამე დაემართა? - წამოიყვირა მაშინვე, თუმცა ვახოს "არა, არა"-ზე ოდნავ დაწყნარდა. გრძნობდა, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა, ერთი სული ჰქონდა ვახოს მოყოლა დაესრულებინა და ყველაფერს ნათელი მოჰფენოდა.
-როცა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გიორგი ავარიაში მოყვა, ყველა ძალიან ცუდად გავხდით, მისი სამდღიანი კომაში ყოფნა, ყველაზე საშინელი პერიოდი იყო ჩვენს ცხოვრებაში. სამი დღის შემდეგ ნინომ, რომ გვითხრა გარდაიცვალაო, პანიკებში ჩავვარდით, ყველა ეგოისტურად მარტპ საკუთარ თავებზე ვფიქრობდით. - ძალიან მძიმე, ნაღვლიანი და ტკივილით გაჯერებული ხმა ჰქონდა ვახოს. სადაცაა ამოხეთქავს და საავადმყოფოს წალეკავსო. მთელ სხეულში ტეხდა, მთელი სხეული აუტანელად დამძიმებული იყო. ვეღარ ინძრეოდა... ვერც კატოს უყურებდა თვალებში. - მაშინ არაფრის თავი არ მქონდა, არც იმაზე მიფიქრია, რომ გიორგის სოცოცხლის შანსი ექნებოდა. კიდევ ერთხელ გაისმა საბედისწერო ზარის ხმა და ისევ გვითხრეს, რომ ჩვენი ქალიშვილი კომაში ჩავარდა. მესამე დღეს ნინომ გადაწყვიტა მიეტოვებინე და ვიღაც უცნობი მამკაცისთვის მიებარებინე, ჩვენც კი აგვიკრძალა მოსვლა... მეც, როგორც დებილი ადამიანმა, შენ რამდენიმე თვის განმავლობაში არ მოგაკითხე, მთელი ამ დროის განმავლობაში იმ ბიჭს ჰყავდი ჩაბარებული, მართლა ყვავილივით გევლებოდა თავზე, ყურადღებას არ გაკლებდა. მერე გიორგის ექმითან მივედი... მითხრა: "თქვენმა მეუღლემ გვთხოვა აპარატიდან გამოაერთეთო, მას ამის უფლება ჰქონდა"-ო. როგორც კი გავიგე მაშინვე გავუშვი ის ჩვენი სახლიდან. - მოყოლა დაასრულა თუ არა მაშინვე ამოიოხრა და წამოსული ცრემლების დაფარვას შეეცადა.
კატო უკვე ცუდად იყო, მთელ სხეულში საშინელი გრძნობები დაუდიოდნენ და ორგანიზნს უსპობდნენ. გოგონას იმედგაცრუებამ, სიძულვილმა, გაბრაზებამ, ტკივილმა ერთდროულად დაუარა. ყველა საშინელ გრძნობას განიცდიდა. მთელი სხეული ეწვოდა.
ვერ იტანდა ნინოს,
ვერ იტანდა ვახოს და ქრისტინას,
საკუთარ თავსაც ვერ იტანდა,
მხოლოდ იმ ქვეყნად უყვარდა გიორგი.
ძალიან უყვარდა.
თურმე მასაც ჰქონია გაღვიძების შანსი.
მაგრამ არ დასცალდა, იმ ქალმა, იმ ურჩხულმა არსებამ, რომელსაც ერთ დროს დედას ეძახდა, არ მისცა მათ საშუალება ერთმანეთთან უფრო მეტი დრო გაეტარებინათ.
ბოლოს მხოლოდ ღრიალი შესძლო.
-წადი, წადი, ვერ გიტანთ. - ყვიროდა მთელ ხმაზე და არ ადარდებდა ვახოს გრძნობები... ხო, ეგოისტობდა, მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო. აგრძელებდა ყვირილს და წასვლისკენ მოუწოდებდა ვახოს. მამკაცმა მაშინვე დატოვა ოთახი.
ისტერიული ტირილი აუტყდა,
კანკალებდა.
მხოლოდ სიძულვის გრძნობდა...
მხოლოდ სიძულვილს.
სძულდა ნინო... მისი სახელის ხსენებაზეც კი მთელ სხეულში საზიზღრად დაბურძგლავდა და ტუჩებს ზიზღისგან თავს ვერ უყრიდა.
სიგიჟემდე ენატრებოდა გიორგი,
თავისი დიდი გიორგი...
კიდევ ერთხელ აღრიალდა,
საკუთარი თავიც ეზიზღებოდა.
სუსტი იყო, საშინლად სუსტი, ეს კი ყველაზე მეტად იწვევდა მასში სიძულვილს. დაცლა სურდა... ემოციებისგან დაცლა სჭირდებოდა, ორგანიზმს სასიცოცხლოდ სჭირდებოდა დაცლა. პალატაში შემოსულ ექთნებს სთხოვა მისთვის დამამშვიდებელო არ გაეკეთებინათ, სურდა მასთან ის უცნობი ბიჭი შემოსულიყო, რომელიც სიყვარულს ეფიცებოდა.
ასი პროცენტით დარწმუნებული იყო, უცნობი ბიჭი მას აუცილებლად მოუსმენდა.
იცოდა, რომ ეს ეგოისტობა იყო, მაგრამ სიგიჟემდე... გაფრენამდე სჭირდებოდა.

***
საავადმყოფოს დერეფანში ჩუმი ზუზუნი ისმოდა, მყუდროება კატოს განწირულმა ყვირილმა დაარღვია. ყველას ძალიან ეტკინა ეს აუტანელი კივილი, ყველას გულში უსიამოვნოდ გაკაწრა. მაგრამ ერთ-ერთ ახლაგაზრდას ყველაზე მეტად ეტკინა, მთელი შიგნეული ამოიტირალდა ორგანიზმში... ვაჩეს გული ეფლითებოდა. სცადა შესულიყო პალატაში, მაგრამ არ სურდა მამა-შვილს შორის ჩამდგარიყო. სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა... ცდილობდა ემოციები არ გამოემჟღავნებინა, მაგრამ რდენად გამოსდიოდა ვერ გეტყვით. პალატიდან წელში მოხრილი, ტკივილისგან მოტეხილი მამკაცი გამოვიდა. ვახო მაშინვე სკამზე ჩამოსვეს და წყლით სავსე ჭიქა მიაწოდეს. სული მოითქვა თუ არა, მაშინვე წამოდგა და დერეფანს გაუყვა. არავინ გაყოლია უკან, მიხვდნენ მარტო ყოფნა სურდა ვახოს. ვაჩე ისევ მისაკუთრებულ სკამს მიუბრუნდა და პალატისკენ მიმავალ ექთნებს გახედა. შემდეგ თავი მოჩუჩრულე დისკენ მიაბრუნა. ელზა ჩურჩულით უყვებოდა ოთოს რაღაც საინტერეო ამბავს. უყურებდა მათ და ბედნიერდებოდა... მერე რა, რომ ელზა პატარა იყო, მაინც სჯეროდა, ოთო მას როგორც პატარა თოჯიბას არ გამოიყენებდა. მართალიც იყო... ოთოს ასე არავისთვის არ შეუხედავს. სიყვარულზე მეტს გრძნობდა, გოგონას დანახავაზე მთელ სხეულში ჭიანჭველები დაუდიოდნენ ხოოლმე. ელზაც არ იყო გულგრილი ბიჭის მიმართ. ძალიან მოსწონდა, მართალია სულ ჩხუბობდნენ, მაგრამ მაინც გრძნობდა დაძმურ სიყვარულზე მეტს. ვაჩესკენ გამოაპარებდა ხოლმე მზერას და როცა მის ანთებულ თვალებს უყურებდა ბედნიერდებოდა. ხვდებოდა... ვაჩე მათი ურთიერთობის წინააღმდეგი არ იყო, დის ბედნიერება ყველაფრად უღირდა. ბექა და ქრისტინა კი სულ სხვა განზომილება იყო. თავიდანვე იგრძნობოდა მათი სხვანაირი მზერა. პალატიდან გამოსულ ექთანს თვალი გააყოლა ვაჩემ, უნდოდა რამე ეკითხა მისთვის, მაგრამ ვერ გაბედა. ექთანი თვითონ მივიდა სამეგობროსთან და ხმამაღლა თქვა.
-პაციენტს იმ ბიჭის ნახვა სურს, ვინც მასთან იყო, გაღვიძებისას. - ექთანმა წამომხტარ ვაჩეს გაუღიმა და შესვლისაკენ მოუწოდა. ბიჭი ვერ ინძრეოდა, ეშინოდა კატოს რეაქციის, მაგრამ ბოლოს გამბედაობა მოიკრიბა და კარი შეაღო.

***
კატომ კარის შემოღების ხმაზე თავი შემოატრიალა და თავჩახრილ, სიმპატიურ ბიჭს მიაჩერდა. ხმა არ ამოუღია, როგორღაც, ჟესტების ენით მიანიშნა ახლოს მოდი, ჩამოჯექიო. ვაჩე თავლებში შეხედვას ვერ ბედავდა, თითქოს ერიდებაო, მაგრამ ასე მართლა არ იყო. უბრალოდ ვერ ბედავდა, ეშინოდა მისი გრძნობები არ ეღიარებინა... მართლა ძალიან ეშინოდა.
-კატო, - ხელი გაუწოდა სავარძელზე ჩამომჯდარ ბიჭს.
-ვაჩე, - სიმპატიურმა ბიჭმაც მალევე ჩამოართვა ხელი და მკრთალად გაუღიმა. გოგონასაც გაეღიმა. მიუხედავად იმისა, რომ ტირილისგან თვალები შესიებოდა, კომისგან ისედაც გამხდარი იყო, მაინც ძალიან უხდებოდა ღიმილი.
-ძალიან დიდი მადლობა. - კიდევ უფრო გაუფართოვდა ღიმილი გოგონას და მადლიერი მზერა მიაპყრო. მის თვალებში უდიდესი სევდა და ტკივილი იგრძნობოდა, მაგრამ ბიჭს არ შეუმჩნევია. არ სურდა მდგომარეობა კიდევ უფრო დაემძიმებინა. ხმას არც ერთი არ იღებდა. პალატაში გამეფებულ სიჩუმეს აპარატის წრიპინის ხმა არღვევდა. არც ერთი ცდილობდა მყუდროება დაერღვია, მოსწონდათ ასე ყოფნა, ცდილობდნენ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, რადგან იცოდნენ წინ დიდი საუბარი ელოდათ.



ძალიან დიდი ბოდიში,
ასეთი პატარა თავისთვის.
და დიდი ბოდიში იმისთვის, რომ მინიმუმ 1 კვირა ვერ დავწერ...
ბანაკში მივდივარ,
იმედია გამიგებთ და მაპატიებთ.
სიგიჟემდე მიყვარხართ.
ჩემი გულები ხართ თქვენ.



№1  offline წევრი ))♡

ვაიმეეე როვორ გამეხარდაა ჩემო ტკბილოოო მაგრამ სიმართმე გითხრა არ მეყო პატარა იყო აი ასეროვთქვათ მოვალეობის მოხდის მიზნით დაწერილი ისეთი არიყყო როგორიც იცი ხოლმე ისეთი გემრიელი და გრძნობებით აღსავსე მე მჯერი შენი მჯერა რო უკეთეს დაწერ მჯერა რომ ყველაფერინკარგად იქნება ჩემო ბედნიერებავვ ????????????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№2  offline წევრი kaisha13

მეგონა ეს ისტორია აღარც გამოჩნდებოდა ისე დაგვივიწყე...ვეთანხმები წინა კომენტარს მართლა მოვალეობის მოხდით იყო დაწერილი და ვერ ვიპოვე შენი ის საყვარლობა წერის სტილი როგორიც იცი და რითაც განსხვავდები,აი ჩემი ელე და ოთო ხო საერთოდ ძლივს ახსენე და ისიც მგონი მხოლოდ იმიტო რო ასე ველოდებიხოლმე ამ ორს :))) ლამაზ დროის გატარებას გისურვებ ბანაკში და გელოდებით მეტი ენერგიით მოსულს და უკეთესი მუზით საყვარელო....:)

 


№3  offline წევრი Mtirala

))♡
ვაიმეეე როვორ გამეხარდაა ჩემო ტკბილოოო მაგრამ სიმართმე გითხრა არ მეყო პატარა იყო აი ასეროვთქვათ მოვალეობის მოხდის მიზნით დაწერილი ისეთი არიყყო როგორიც იცი ხოლმე ისეთი გემრიელი და გრძნობებით აღსავსე მე მჯერი შენი მჯერა რო უკეთეს დაწერ მჯერა რომ ყველაფერინკარგად იქნება ჩემო ბედნიერებავვ ????????????

მართალია... მოვალეობოს მოხდის მიზნით დავწერე და ძალიან ვწუხვარ . გადარბენაზე ვიყავი... ახლაც ავტობუსში ვზივარ და ისე ვწერ კომენტარს. დაბრუნების შემდეგ ბევრად უკეთესად დავწწერ და ამხელა შუალედებიც აღარ იქნება ... ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემთან ხარ ❤

kaisha13
მეგონა ეს ისტორია აღარც გამოჩნდებოდა ისე დაგვივიწყე...ვეთანხმები წინა კომენტარს მართლა მოვალეობის მოხდით იყო დაწერილი და ვერ ვიპოვე შენი ის საყვარლობა წერის სტილი როგორიც იცი და რითაც განსხვავდები,აი ჩემი ელე და ოთო ხო საერთოდ ძლივს ახსენე და ისიც მგონი მხოლოდ იმიტო რო ასე ველოდებიხოლმე ამ ორს :))) ლამაზ დროის გატარებას გისურვებ ბანაკში და გელოდებით მეტი ენერგიით მოსულს და უკეთესი მუზით საყვარელო....:)

ძალიან დიდი მადლობა, კაიშა'ვ.
როგორ მახარებ ვერ წარმოდგენ... აუცილებლად დავწერ უკეთეს გპირდები. ❤❤❤❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№4  offline წევრი ))♡

აუ სად წახვე?? როგორ მომენატრეეე როგორ მინდა მალე დადო :(
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№5  offline წევრი Mtirala

))♡
აუ სად წახვე?? როგორ მომენატრეეე როგორ მინდა მალე დადო :(

მეც მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ ://
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადეეეეებ?!

 


№7  offline წევრი ))♡

Sad waxvedi chrmo gogo davijero muza amdeni xnit gagifrinda???
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№8  offline წევრი Mtirala

ანი ანი
როდის დადეეეეებ?!

არ ვიცი, საყვარელო ://

))♡
Sad waxvedi chrmo gogo davijero muza amdeni xnit gagifrinda???

ღიმილა'ვ❤❤ ძალიან ცუდი პერიოდი მაქვს... ფორმაში ჩადგომა მჭირდება, მაგრამ მალე დავბრუნდები, ტკბილო ❤❤❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№9  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადებ?!

 


№10  offline წევრი Mtirala

ფორმაში ჩადგომა მჭირდება :// ვერ ვწერ და როგორ მოვიქცე? :// მართლა დიდი ბოდიში მაგრამ რაც შემიძლია ვცდილობ რომ მალე იყოს :((( მიყვარხართ ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№11  offline წევრი ))♡

ჩემო გოგო ჩემო ბედნიერებ ჩემო გენიოსო მე მოუთმენლად დაგელოდებიიი აი ერთი სულიმაქ შენი მუზა ისევ მოფრინდეს ძალიან ძალიან მიყვარხარ ????????????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№12  offline წევრი Mtirala

))♡
ჩემო გოგო ჩემო ბედნიერებ ჩემო გენიოსო მე მოუთმენლად დაგელოდებიიი აი ერთი სულიმაქ შენი მუზა ისევ მოფრინდეს ძალიან ძალიან მიყვარხარ ????????????

ჩემი გოგო, ჩემი ბედნიერება ხარ ❤❤❤ ძალიან დიდი მადლობა ❤❤ დარწმუნებული იყავი ამ სიტყვების შემდეგ ბევრად კარგად დავწერ ❤ნუ შევეცდები მაინც :))❤ მიყვარხარ ❤❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№13  offline წევრი ))♡

Hm mgoni chvens muzas ise daedzina ro agarc igvidzebs?? Sad gaqri chhemo gogo
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№14  offline წევრი Mtirala

))♡
Hm mgoni chvens muzas ise daedzina ro agarc igvidzebs?? Sad gaqri chhemo gogo

მუზამ გაიღვიძა და აპირებს მალე გაგახაროთ ❤❤❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№15  offline წევრი ))♡

Mtirala
))♡
Hm mgoni chvens muzas ise daedzina ro agarc igvidzebs?? Sad gaqri chhemo gogo

მუზამ გაიღვიძა და აპირებს მალე გაგახაროთ ❤❤❤

Imedia eg male male iqnebaaaaa :* :*
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№16 სტუმარი )))

Agar dadeb???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent