შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძინარე მზეთუნახავო, პრინცი მოვიდა! (8)


5-12-2017, 23:53
ავტორი Mtirala
ნანახია 2 219

ვერ წარმოიდგენთ... ვერ წარმოიდგენთ რა დაემართა ვაჩეს. თავიდან ეგონა მოესმა, ეს გოგო მართლა გამაფრენინებსო. მერე ღრმა სუნთქვა იგრძნო, ხელის მცირე მოძრაობა'ც იგრძო. თავი ოდნავ წამოწია, ფრთხილად შეხედა 'მძინარე' გოგონას. ღრმად ამოისუნთქა, ჩაისუნთქა და კატოს კიდევ ერთხელ შეხედა. გოგონას ლამაზი, მწვანე თვალები დაჭყეტილი ჰქონდა... გააფრინა ბიჭმა, ხელზე იჩქმიტა, სახეზე ხელი შემოირტყა, მართლა გავაფრინეო. არაფერი შეცვლილა, გოგონას დაჭყეტილი თვალები არ შეცვლილა. მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა, გული უცნაურად აუფეთქდა. ტვინმა განგაშის ზარი დარეკა... ადამიანმა, რომელსაც ღამეეებს უთენებდა, ადამიანმა რომელიც უბრალო, ნაზი და სადა იყო, გაიღვიძა. ვერ იჯერებდა ბიჭი, იმედი აღარ ჰქონდა, ახლა, კი უცნაურად და უ'ბრალოდ გაიღვიძა. გოგონას გაუცებული სახე დააიგნორა, სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა და გაუგებრად ამოიბურტყუნა. კიდევ ერთხელ ჩამოუსვა თვალებზე ხელები, თმებზე გადავიდა, მერე ისევ სახის ნაკვთებს დაუბრუნდა. ბიჭმა კატოს თვალების დანახვისას საგრძნობლად გაიღიმა და ბედნიერმა სახეზე ხელები ჩამოისვა. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა... მართლა გააფრინა, გაგიჟდა... სიყვარულისგან, ბედნიერებისგან, სიხარულისგან ფართოდ გაიღიმა. შემდეგ სახე მოეღუშა, მაინც ვერ იჯერებდა. ხმას არ იღებდა, ეშინოდა, ვაითუ მესიზმრებაო. კატო კი სრულიად დაბნეული იყო, პირველად ხედავდა ამ მამაკაცს, პირველად ხედავდა უცხო ადამიანი ასე თბილად მოქცეოდა მას. ისე ფრთხილად და ნაზად ეფერებოდა სახეზე უცნობი ბიჭი, მოდუნდა. ვეღარაფერი ვერ იგრძნო, არც არაფერი გახსენებია, არანაირ ტკივილს არ გრძნობდა, არც სისუსტეს, არც დაღლილობას, არც ტკივილს... ერთი წამით გიორგი'ც კი გადაავიწყდა. რამდენიმე წუთის წინ კი... ის სიტყვები, ის გულიდან, სულიდან წამოსული სიტყვები... გულში ეკლებივით ჩაესო. ვერ იტანდა, როცა მის გამო სტკიოდათ.
-ვერ ვიჯერებ. - ამოიხრიალა ვაჩემ და ფეხზე წამოხტა. - ვერ ვიჯერებ, ღმერთო... წავალ, კატო, ექიმს მოვიყვან, შენ აქ დარჩი. - მაშინვე გავარდა კარში ბიჭი, უკან არც კი მოუხედავს.
-სად ვარ წამსვლელი, ნეტა მე. - ამოიფრუტუნა კატომ და ყველაფერზე ჩაფიქრდა. ვერ გაერკვიამ უცნობმა ბიჭმა მისი სახელი საიდან იცოდა, ვერ ხვდებოდა რა ესაქმებოდა მასთან ბიჭს. პალატა მოათვალიერა, მაგიდაზე მის ბლოკნოტებს მოჰკრა თვალი. ერ გაერკვიამ უცნობმა ბიჭმა მისი სახელი საიდან იცოდა, ვერ ხვდებოდა რა ესაქმებოდა მასთან ბიჭს. პალატა მოათვალიერა, მაგიდაზე მის ბლოკნოტებს მოჰკრა თვალი. გაცხარდა, როცა მიხვდა, რომ მის საკუთრებას შეეხნენ. ქრისტინასაც კი არ აძლევდა უფლებას მისი ჩანაწერები წაეკითხა... ახლა კი ვიღაც უცხოსთან ერთად იღვიძებს, მის დღიურებს უცნობი კითხულობს და მისი აზრი ყველას ფეხებზე ჰკიდია. შემოღებული კარი დააიგნორა და თავი მიაბრუნა.
-მძინარე მზეთუნახავს გაუღვიძია... - აღფრთოვანებული იყო ახლაგაზრდა ექიმი და შოკიდან ჯერაც ვერ გამოსულიყო. მისი გაღვიძების არ სჯეროდა, ეგონა სანამ სხეული გაუძლებდა მანამდე იძინებდა, შემდეგ კი სასუფეველში გაემგზავრებოდა, მაგრამ... მაგრამ სასწაული მოხდა და ულამაზესმა გოგონამ გაიღვიძა. კატო ძალიან გათხელებულიყო... დასუსტებულიყო. არც უკვირდა ექიმს, ის ხომ მხოლოდ გადასხმების წყალობით იყო ცოცხალი.
-აააა... დაჟე პრინციც მყავს?! - ირონიულად და გაღიზიანებულად ამოილაპარაკა და ექიმისკენ არც კი გაუხედავს. ძალიან გაბრაზებული იყო მის საკუთრებას, რომ შეეხნენ. მის სულის ნაწილს, მის ტყუპს, გიორგის შეეხნენ, ისე რომ მისთვის არც კი უკითხავთ.
-შენ წარმოიდგინე და გყავს, - გაიცინა ექიმმა და ვაჩეს შეუმჩნევლად გახედა. შემდეგ კატოსთან მივიდა, მისი უკმაყოფილო სახე დააიგნორა და ფრთხილად შეეხო მაჯაზე, პულსის გასასინჯად. -სასწაულია, ასეთი კომის შემდეგ გაღვიძების ალბათობა ძალიან მცირე იყო, მაგრამ შენ გაგიმართლა... ძალიან გაგიმართლა. - კიდევ ერთხელ გახედა ჩუმად მდგომ ბიჭს და კატოს თვალი ჩაუკრა, კიდევ ერთხელ ჩაუნამიოკა და ბედნიერმა გაიღიმა.
-მადლობა, ექიმო... - ოფიციალურად მიმართა ვაჩემ მეგობარს და ნერვიულად გაუღიმა, მართლა ვერ იჯერებდა. საერთოდ ვერაფერს ხვდებოდა, ეგონა სიზმარში იყო, მაგრამ არ უნდოდა გაეღვიძა. "კატომ გაიღვიძა" - გაიფიქრა გულში და კიდევ ერთხელ იგრძნო უდიდესი ენერგიის მოზღვავება. მიმავალ ექიმს თვალი გააყოლა, მერე ფრთხილად კატოს გახედა. გოგონას თავი მიებრუნებინა და ღრმად სუნთქავდა. სავარძლისკენ წავიდა ბიჭი და სწრაფად ჩაეშვა. ხელი შუბლზე მიიდო და ღრმად ამოისუნთქა. ვერ ბედავდა ხმის ამოღებას. ეშინოდა, ეშინოდა, რომ პირობას გატეხდა და ბიჭს მიატოვებდა. ძალა მოიკრიბა და გატეხილი ხმით, თითქმის შეუმჩნევლად ამოიჩურჩულა.
-ბოდიში, რომ შენს სამყაროში შემოვიჭერი... ბოდიში, რომ შენი პირადი სივრცე მივისაკუთრე... - ხმას ოდნავ აუმაღლა, მიხვდა, რომ გოგონას ეძინა. - სულ რაღაც რამდენიმე თვეში გაგიცანი, შენი ხმაც კი არ გამიგია, ისე გაგიცანი. ვერც კი წარმოიდგენ, როგორ შემიყვარდი... შენი ტკივილი მივისაკუთრე, გავითავისე და არც ერთი წამით არ მავიწყდება. ვერასდროს გაიგებ რას ვგრძნობ, ვერავინ მიხვდება როგორ შემიყვარდი. ღმერთო... მგონი მართლა გავაფრინე. უფროსწორად, გამაფრენინე, გამაგიჟე. - ღრმად ამოიოხრა და გარეთ გავიდა, ჯობია ოჯახის წევრებს შევატყობინოო. პალატაში მწოლიარე გოგომ კი თვალებიდან წამოსული ცრემლების შემშრალება სცადა.

***
ოთახში ორი მძინარე ადამიანის თანაბარი და მშვიდი სუნთქვის ხმა ისმოდა. მთელ ოთახში გამეფებულ მყუდროებას მშვიდად ერწყმოდა ერთმანეთზე მიკრული სხეულების მუხტი. მოულოდნელად გოგონა შეხტა, ბიჭს მთელი ძალით მიეკრო და აიძულა ღრმად ჩაძინებული ბიჭი გამოფხიზლებულიყო. ოთომ თვალები მალევე ჭყიტა, გულ-მკერდზე მიკრულ ელზას დახედა და შეშფოთებულმა თმაზე ხელი დაუსვა.
-რამე მოხდა, ელ? - იცით როგრ ესიამოვნა გოგონას "ელ-ი"?! მთელ ტანში ჭიანჭველებმა დაუარეს, მუცელში პეპლები აფარფატდნენ. ერთი წამით მისი კოშმარიც კი გადაავიწყდა, მაგრამ მალევე გაახსენდა და ისევ აეკრო ბიჭის სხეულს. თვალები დახუჭა და ისე ამოილაპარაკა.
-კოშმარი დამესიზმრა, ვითომ ლუციფერმა გამიტაცა და ცოცხლად მხარშავდა დიდ ქვაბში. - მთელი სახლი ოთოს ხარხარმა დააყრუა, იქამდე იცინა სანამ მუცელი არ ასტკივდა და ცრემლები არ გადმოსცვივდა. ორი წამით შეწყვეტდა და მერე ისევ აგრძელებდა. ელზა მის მკერდს მოშორდა და ტუჩები გაბუსხა. ოთო ყურადღებას აღარ აქცევდა ატირებამდე მისულ გოგონას. ტვინში წითელი სიგნალი მაშინ აენთო, როცა ელზას თვალებზე ცრემლები შენიშნა, სიცილი მაშინვე შეწყვიტა და გოგონა თავისკენ მიიზიდა. მისი ფართხალი დააიგნორა და ფრთხილად, თითქოს ფაიფურის თოჯინა ყოფილიყოს ისე აიკრა სხეულზე.
-ჩემი ბავშვი, ჩემი პატარა. - ბუტბუტებდა თავისით და ფაფუკ, ქერა თმებზე ხელს მონოტორულად უსვამდა. ბავშვი იყო ელზა, ყველანაირად ბავშვი იყო, ფიზიკურადაც, სულიერადაც, მაგრამ ყველაზე მეტად ოთოს მასში ზუსტად ეს უყვარდა. მობეზრებული ჰყავდა შეღებილი, "გაშპაკლული" გოგოები... მას ელზასნაირები მოსწონდა... უფროსწორად, მხოლოდ ელზა მოსწონდა! მას სხვანაირად უყურებდა, არც 'დაქალებს' ადარებდა, არც რიგით 'ნაშებს'. ელზა მისთვის ყოველთვის სულ სხვა იყო, სხვა პლანეტა... სხვა განზომილება. გოგონას სუნთქვა მალევე დარეგულირდა, თითქოს ძილს აპირებსო, მაგრამ ჯიუტად თვალს არ ხუჭავდა. უყურებდა ოთოს სახეს, მის თითქმის შეუმჩნეველ შრამს და ოდნავ, შეუმჩნევლად აპობდა ბაგეებს.
-ოთო, - მიმართა გოგონამ ახალგაზრდა ბიჭს. - სულ რატომ ვჩხუბობთ? - ბიჭმა მხრები აიჩეჩა, ამაზე არასდროს დაფიქრებულა, უფროსწორად როცა ამაზე ფიქრს იწყებდა, სულ არიდებდა თავს ფიქრებს და დასალევად გარბოდა.
-არ ვიცი... - გოგონას პასუხი მისთვის აღარ გაუცია, არც იცოდა რა ეპასუხა. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩაფიქრებულმა ბიჭმა ჩუმი ხმით ამოილაპარაკა. - გამიგია, ვინც ყველაზე მეტს ჩხუბობს, მათ ერთმანეთი ყველაზე მეტად უყვართო.
-ხო, მეც გამიგია. - ოდნავ ჩაიღიმა გოგონამ, ახუნტრუცებულ პეპლებსაც გონებაში გაუღიმა. ელზა თავს ძალიან კარგად გრძნობდა ოთოსთან, ხვდებოდა, რომ ეს დაძმურ სიყვარულზე მეტი იყო და ხვდებოდა... 'დედა ყოველთვის მართალია'.
-ისაა... მმმჰ... ის... მოკლედ... რა უნდა მეთქვა... - გაურკვევლად ლაპარაკობდა ოთო და სიტყვებს ერთმანეთს ვერ აბამდა. ასეთი დაბნეული... ბრინჯივით დაბნეული ოთო?! მართლა, არავის ახსოვს. - ნუ, მოკლედ... შენ და ბექა, რომ იყავით სასეირნოდ, მაშინ რაზე ისაუბრეთ?
-რავიცი, - უხერხულობის და დაბნულობის გასაფანტად გაიცინა ელზამ. - პატარა პრობლემები შემექმნა და... შენი მომერიდა, ვერც ვაჩეს ვუთხარი და ბექას ვუთხარი, რა.
-ჩემი მოგერიდა?! არ გრცხვენია?! რაც არ უნდა მოხედს, მე არასდროს, გაიგე, არასდროს არ დამიმალო არაფერი. - ამოიფუტუნა ოთომ და გოგონას შუბლზე აკოცა. - ზოგჯერ ბევრს, რომ არ ტლიკინებდე, როგორი კარგი გოგო ხარ.
-მე ისედაც კარგი გოგო ვარ. - ენა გამოუყო ელზამ ბიჭს და თვალი ჩაუკრა.
-ამოგაგლეჯ მაგ ენას და ხელში დაგაკავებ. - მოჩვენებითი გაბრაზებით ამოიხრიალა ბიჭმა და დაემუქრა.
-რისი თავიც არ გაქვს, იმას ნუ იძახი. - გაიცინა ელზამ და ბიჭს რაც შეეძლო მიეკრო, ლუციფერი მაინც არ ეშვებოდა მის ბავშვურ და უცოდველ სულს.
-ასე დავიხრჩობი, - ამოიფრუტუნა სუნთქვაშეკრულმა, მაგრამ ძალიან თბილად და ნაზად გაიღიმა. თავი ელზას თმებში ჩარგო და გაიცინა. - როგორ ვგიჟდები შენს სურნელზე, არ იცი.
-არ ვიცი. - გაიცინა ელზამაც და მოზუზუნე ტელეფონს დასწვდა, მაშინვე უპასუხა. -ხო, ძმაო ჩემო... რა?.. მართლა?!. ახლავე წამოვალთ... მე და ოთო... ოოო, მეც მიყვარხარ.
-რა გითხრა?! - ცნობისმოყვარე თვალებით შეხედა ოთომ წამომხტარ გოგონას და კუდში დაედევნა.
-ოთო, მოემზადე, საავადმყოფოში მივდივართ... - აფორიაქებული, თან ბედნიერი ხმით ლაპარაკობდა და ქარივით, სწრაფად დაქროდა ოთახში აქეთ-იქით. - იქნებ გახვიდე?! უნდა მოვემზადო. - დაუცაცხანა ბიჭს.
-ოჰ, ვითომ რამე გქონდეს. - გადაიხარხარა ოთომ გოგონას მოჟამული სახის დანახვისას, მაგრამ მალევე დასერიოზულდა. - იქნებ მითხრა რა ხდება?!
-კატომ გაიღვიძა, კატომ, გესმის?! - ბედნიერმა გაიცინა და ბიჭი ოთახიდან გააგდო.

***
-ბატონო ვახო, მე ვარ, ვაჩე. - ხმა ძალიან დაბოხებოდა, ანერვიანებული და გაოცებული დადიოდა დერეფანში და ტელეფონზე კატოს მამას, ვახოს ესაუბრებოდა.
-ხო, გისმენ, შვილო. რამე მოხდა?! - მაშინვე დაუსევდიანდა ხმა მამაკაცს.
-კი, მოხდა, ძალიან კარგი რამ მოხდა... რომ გითხრათ ვერ დაიჯერებთ. - ისტერიულად გაიცინა და ხელები თავზე გადაისვა.
-რა მოხდა, კატოს რამე დაემართა? - წამოიყვირა ვახომ და ლამის მობილური ტელეფონიდან გამოძვრა.
-ბატონო ვახო, თქვენმა ქალიშვილმა გაიღვიძა.
-ვაჩე... ხუთ წუთში მანდ ვარ. - გაოცებულმა, უზომოდ ბედნიერმა და ჯერ კიდევ გაურკვეველმა სწრაფად დაკიდა ყურმილი და მანქანის გასაღებს სწვდა.

***
-ბექა, სად ხარ? - ვაჩეს ხმა ოდნავ დაწყნარებოდა.
-რა ხდება?! სახლში ვარ.
-კატომ გაიღვიძა...
-რა ქნა? გაიღვიძა? ახლავე მოვდივარ, ათ წუთში მანდ ვარ, არსად წახვიდე, გესმის?!
-ბექა, არსად არ მივდივარ. - ჩაიცინა ვაჩემ ძმაკაცის აფორიაქებულ ხმაზე და ბედნიერმა გაიღიმა.

***
-ქრისტი, კატომ გაიღვიძა, ჩვენმა კატომ, ქრისტი. - ვახო იცინოდა და ისე ელაპარაკებოდა შვილისტოლა გოგონას.
-ვახო ბიძია, არ ვარ სიცილის ხასიათზე. - ამოიბურტყუნა ხმაჩაწყვეტილმა და კოტეჯის კედელს თავი მიადო. ვერ იჯერებდა, ხუმრობა ეგონა. იმედი დაკარგული ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ გულის სიღრმეში სჯეროდა კატო ოდესმე გაიღვიძებდა, ახლა ვერ იჯერებდა, ვერც დაიჯერებდა.
-ქრისტინა, სასწრაფოდ მოდი საავადმყოფოში.
-კარგი, რა...
-ქრისტინა - მეთქი.
-კარგი, მოვდივარ.

***
ვერ ხვდებოდა... თავს რა გადახდა, ვერ იხსენებდა. ბუნდოვნად ახსოვს მანქანა, შეჯახება და ბევრი, ძალიან ბევრი სისხლი. მხოლოდ ფრაგმენტები ახსენდებოდა... ახსენდებოდა დიდი, სატვირთო მანქანა, ახსენდებოდა თავის არეში აუტანელი ტკივილი. მთელი სხეული აეწვა, ყველა მწარე მოგონება ამოუტივტივდა კატოს. მაინც ვერ ხვდებოდა, ვინ იყო ის უცნობი ბიჭი, სიყვარულს რომ ეფიცებოდა.
ვერ ხვდებოდა სად იყო ვახო.
სად იყო ქრისტინა,
სად იყო ნინო,
ნინო... ადამიანი, რომელსაც დედას ეძახდა.
ვერ ხვდებოდა, მათ მაგივრად ვიღაც უცხო ბიჭი რატომ დახვდა.
უცნაურმა ტალღებმა დაუარა, უცნაურად გაეღიმა.
მაინც ესიამოვნა... ესიამოვნა, რომ უყვართ.
ესიამოვნა, რომ მასზე ზრუნავენ.
კარს გახედა, სახელურმა დაიჭრიალა, ოთახში შემოსულ ტკბილ მამიკოს, ძალიან ძვირფას ვახოს გახედა. თვალები გაუბრწყინდა და ჩასახუტებლად გაიწია, დაუძლურებულმა სხეულმა ვეღარ გაუძლო და ისევ საწოლზე 'დავარდა'. ვახო სწრაფად მივარდა კატოს და გულში მთელი ძალით ჩაიკრა. ორივე ლოყა დაუკოცნა, კატოს ჩაბურტყუნებული 'ნინო სადაა'ო დააიგნორა და მთელი ნახევარი გოგონას სუსტი სხეული ჩაკრული ჰყავდა გულში.


ვიცი, რომ დავაგვიანე და ვიცი რომ პატარა თავია, მაგრამ...
მიყვარხართ.



№1  offline წევრი ))♡

იმეეეეე ეს რაიყოოოოოოოო :O საოცრრებაააა ბედნიერებააააა ????????????????????❤ საუკეთესოოოო :* გთხოვ აღარ დააგვიანო რაააა :(((((((
P.S ძალიან, ძალიან მიყვარხარ ????????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№2  offline წევრი kaisha13

ისეთი საყვარლობა თავიაა რო გაბრაზების შანსიც არ დაგვიტოვე გასაბრაზებლად...)))გამიხარდა კატოს გამოღვიძება,ისიც მომეწონა რო ბანალურად მაშინვე ვაჩეზე არ გადაირია...)))მაგრაამ ჩემი ელზა და ოთოო სულ სხვაა რა...უმაგრესები...

 


№3 სტუმარი სტუმარი ...

მალე დადე შემდეგი კატოს რეაქცია მაინტერესებს ბიჭებს რომ ნახავს და ელს ????????

 


№4  offline წევრი Mtirala

))♡
იმეეეეე ეს რაიყოოოოოოოო :O საოცრრებაააა ბედნიერებააააა ????????????????????❤ საუკეთესოოოო :* გთხოვ აღარ დააგვიანო რაააა :(((((((
P.S ძალიან, ძალიან მიყვარხარ ????????

მაქსიმალურად ვეცდები არ დავიგვიანო :* ჩემი ბედნიერება ხარ შენ, საუკეთესოც და საოცრებაც ❤❤

kaisha13
ისეთი საყვარლობა თავიაა რო გაბრაზების შანსიც არ დაგვიტოვე გასაბრაზებლად...)))გამიხარდა კატოს გამოღვიძება,ისიც მომეწონა რო ბანალურად მაშინვე ვაჩეზე არ გადაირია...)))მაგრაამ ჩემი ელზა და ოთოო სულ სხვაა რა...უმაგრესები...

არ გმიბრაზდეთ რა :((
ძალიან მიხარია ოთოს და ელზას შენნაირი ერთგული გულშემატკივარი, რომ ჰყავს :)) :*
ძალიან დიდი მადლობა, საყვარელო,
ძალიან მახარებ :***❤❤

სტუმარი ...
მალე დადე შემდეგი კატოს რეაქცია მაინტერესებს ბიჭებს რომ ნახავს და ელს ????????

ძალიან საინტერესოა მართლაც რა რეაქცია ექნება :)) მე არ დავფიქრებულვარ ჯერ :)) მადლობა რომ კითხულობ❤❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№5  offline წევრი blondeangel631

ვაიმე რა მაგარი იყო მალე დადე რა <3

 


№6  offline წევრი Mtirala

გეგე მარიშკა
ვაიმე რა მაგარი იყო მალე დადე რა <3

მადლობა ძალიან დიდი ❤❤ ვეცდები ❤❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№7  offline წევრი ))♡

ვაიმეეეე 4 დღეა ასჯერ დღეშუ ასჯერ მაინც შემოვდივარ და ვნახულოობბბ სადგაქრი რა :( მომენატრნენ ჩემებიიი ????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№8  offline წევრი Mtirala

))♡
ვაიმეეეე 4 დღეა ასჯერ დღეშუ ასჯერ მაინც შემოვდივარ და ვნახულოობბბ სადგაქრი რა :( მომენატრნენ ჩემებიიი ????

ჩემი ღიმილა :)) ძალიან დიდი ბოდიში, დღეს თუ არა ხვალ მაინც აუცილებლად იქნება ახლი თავი საყვარელო ❤❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№9  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ახალი თავი როდის იქნება?'!

 


№10  offline წევრი ))♡

Mtirala
))♡
ვაიმეეეე 4 დღეა ასჯერ დღეშუ ასჯერ მაინც შემოვდივარ და ვნახულოობბბ სადგაქრი რა :( მომენატრნენ ჩემებიიი ????

ჩემი ღიმილა :)) ძალიან დიდი ბოდიში, დღეს თუ არა ხვალ მაინც აუცილებლად იქნება ახლი თავი საყვარელო ❤❤

ვაიმეე ჩემო სიყვარულოოოო ჩემო ტკბილო და ბედნიერება????????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№11  offline წევრი Mtirala

ანი ანი
ახალი თავი როდის იქნება?'!

დღეს საღამოსთვის დავდებ ❤❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№12 სტუმარი კოკო

"გააფრინა"–ეს სიტყვა ძალიან გიყვარს,თითქმის ყოველ წინადადებაში რომ გიწერია?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent