შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანუკი(10)


12-12-2017, 22:42
ავტორი sati
ნანახია 2 743

-ქალბატონო ნინა, თქვენ როგორ გგონიათ, მე არ მყავს შეყვარებული? სამწუხაროდ, მე არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ. ალექსანდრეს არჩევანი ლიზაა, თუ თქვენ რამე არ მოგწონთ შეგილიათ მას დაელაპარაკოთ, მაგრამ ჩემ ინტერესებშივეა რომ ხალხმა მალე გაიგოს რატომაც გავყევი ალექსს. ამას ჩემი დახმარების გარეშეც ახერხებთ მთელი ოჯახი. ამიტომ მე ხელს აღარ შეგიშლით. თუ მხოლოდ ეს იყო რისი თქმაც გინდოდათ, მაშინ თქვენის ნებართვით წავალ. იმედი მაქვს არაფერი არ გწყენიათ ჩემი ნათქვამიდან, თუ ესე არ არის მასინ მაპატიეთ-ანუკიმ ეს ყველაფერი ღიმილით უთხრა, წამოდგა, ჩანთა ხელში აიღო და ეზოში გავიდა. იქ წამით გაჩერდა და ჩაიკუზა. სუნთქვა გაუჭირდა, აღელვებული იყო, ესე თავდაჯერებულად თავი არასდროს არ დაუჭერია. ამ დროს მანქანა გაჩერდა სახლთან, იქიდან დიტო გადმოვიდა და ანუკისთან მივიდა.
-კარგად ხარ?-ოდნავ აღელვებული სახით შეხედა.
-ჰო... უბრ...ალოდ ორი წუთი...
-წამო შიგნით შევიდეთ, წყალი დალიე, სახეზე ფერი არ გადევს.
-არა, კარგად ვარ..-ანუკი წამოდგა-მანქანა მელოდება.
-გინდა მე გაგიყვან?
-არა, დიტო-შემდეგ მიხვდა რომ უხეშად გამოუვიდა და რბილად უპასუხა-მადლობა.
-ალექსანდრეს ველაპარაკე, 2დღეში ჩამოვა. მოგიკითხა.
-არ არის საჭირო ყალბი ტყუილები. რომ ელაპარაკე ვიცი, მაგრამ მე რომ ვკიდივარ მაგაში ეჭვი არ მეპარება-დიტოს არაფერი უპასუხია, უბრალოდ თავი დახარა და შემდეგ ისევ ანუკის შეხედა. მანაც არ დააყოვნა და ეზოდან გავიდა, მანქანაში ჩაჯდა და დატოვა იქაურობა. ამ ერთმა შეხვედრამ იმდენად ააღელვა, იმდენად აანერვიულა რომ ეს 2დღე ალბათ დასამშვიდებლად დასჭირდებოდა. უაზრო ნერვიულობა აუტყდა, ვერ ხვდებოდა რატომ და რის გამო. ან საერთოდ როგორ უნდა მოეშორებინა თავიდან ეს გრძნობა. საღამოს ვაკოს და რეზის დაურეკა, მარტო არ უნდოდა ყოფნა. მათაც ტკბილეული და დასალევი აიტანეს და ავიდნენ. ტკბილეული შესაბამისად ანუკისთვის, დასალევი კი მათთვის. მაგრამ ანუკიმ იმ საღამოს გართობა გადაწყვიტა.
-დალევ?-ვაკომ ჭიქაში ლუდი დაუსხა.
-ვაკო-რეზიმ ბოთლი გამოართვა-ძაან ბევრს უსხამ.
-რეზი, ისედაც არ ვარ კარგ ხასიათზე, შენ ნუ დამიმატებ.
-ნინასთან იყავი ხო?
-ხო, მაგრამ ეგ არაფერ შუაშია. ნინის და სანდროს გარეშე რავი, ძაან დამაკლდნენ.
-მადლიობა-ვაკოს გაეცინა-ჩვენც გვიყვარხარ, შენ გამო რა გეგმები გადავდეთ, აქ ამოვედით და...
-რა გეგმები?-ანუკიმ კითხა.
-რეალურად არც არაფერი-რეზიმ მაშინვე უპასუხა.
-აუ რეზი, მიშველე რამე, თორე მართლა გავაფრენ-ანუკიმ ჭიქას მოკიდა ხელი, გადაიყუდა და წამებში ჩაცალა, შემდეგ კიდევ ერთხელ დაისხა. რეზი ანუკისთან გადაჯდა და მიიხუტა.
-დედაშენი შეგვხვდა წეღან.
-მერე?-უცებ წამოყო თავი დედამისის გაგონებაზე.
-არაფერი, შენი მამიდაშვილი ჩამოსულა. დაელაპარაკე, იქნება და წამოვიდეს და ნახოსო, მამიდაშენიც აქ არი.
-ამერიკაში არ იყო?
-ხოდა დაამთავრა სწავლა და ჩამოვიდა. ჩვენ ვერ ვთხოვთ, არ დაგვიჯერებსო და შენ მოგისმენსო.
-უეჭველი, ეხლავე გავიქცევი საყვარელ მამიდასთან. ჩააფურთხონ და რეზი მეორეჯერ არცერთის სახელი არ მიხსენო. დედა რომელიც ამას შვილს გაუკეთებს,.... იმას დედა არ ჰქვია, ბატონ ზურაზე ხო ლაპარაკი არ მაქვს.
-კაი, დამშვიდდი. ტატო მაინც ნახე, მაგან რა დაგიშავა?-ვაკო და ტატო დიდიხნის მეგობრები იყვნენ, ანუკიმ ვაკო ზუსტად ტატოსგან გაიცნო.
-არ ვიცი...
-ნუკი, ხო კარგად გიცნობ. სანდროს და ნინის გამო ხარ ესე?
-კი, რა იყო?-ანუკის ერთადერთი რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა იყო მსახიობობა. შეეძლო ისე მოეჩვენებინა თავი თითქოს მართლა არაფერი ადარდებდა, მაგრამ ყველაზე ახლო მეგობრები როგორებიც რეზი და ნინი იყვნენ, თუნდაც ტატო, წამებში არჩევდნენ როდის ამბობდა ის სიმართლეს ან ტყუილს.
-რაც. რა მოხდა-ვაკომ ბოთლი აიღო და მოიყუდა.
-ხვეწნა მაგრა გვეზარება მეც და ვაკოსაც. არ იტყვი?
-არაფერია მოსაყოლი, მემგონი მირეკავენ-ანუკის ტელეფონი სამზარეულოში ჰქონდა შეერთებული დასატენად, ადგა და იქით გავიდა. ალექსი იყო. გაუთიშა და ოთახში გაბრუნდა.
-ვინ იყო?-რეზიმ ჰკითხა.
-ბატონი ალექსანდრე.
-ნუ თუ ბატონია რატო უთიშავ?-ვაკოს უკვე მართლა დააინტერესა რა ხდებოდა.
-ბატონი ყ*ე. ანუ მისი სახელი პირდაპირ ამას ნიშნავს. ლათინური სიტყვაა და...
-გასაგებია-რეზიმ შეაჩერა-ანუ ალექსანდრეს გამო ხარ ესეთ ხასიათზე. ნინასთან იყავი... ნინა გელაპარაკა ალექსზე. გამოვიცანი?
-შიერლოკი ხარ, გილოცავ-კიდევ ერთი ჭიქა დალია.
-და რა უნდოდა?
-აუ არაფერი, ხო ხვდები რო არ მინდა ამაზე ლაპარაკი? მაგიტო დაგირეკეთ რო ცოტა ხასიათზე მოვსულიყავი თქვენ კიდე დაკითხვას მიწყობთ. ეს დედა აფეთქებული ტელეფონი ხო არ მოკეტავს!!!-დაიღრიალა და სამზარეულოში გავიდა, გათიშა და საერთოდ გამორთო. შემდეგ შეწყვიტეს ალექსანდრეზე ლაპარაკი, ნუკის გასამხიარულებლად ბიჭებმა ტატოსთან დარეკვა გადაწყვიტეს. რომ ანუკისთვის სურპრიზი მოეწყოთ. მის მოსვლამდე გაძეგლებული იჯდა, ხან ეწეოდა და ხან ლუდს სვამდა.
-ვინ არი, გააღეთ რა-კარზე კაკუნი გაისმა. რეზი წამოდგა და კარი გააღო. ოთახში კი ტატო შემოვიდა.
-არ მოვენატრე, ტყუილად მოვედი?-ტატომ ხელები გაშალა, ანუკი გიჟივით წამოხტა, მივარდა და ჩაეხუტა-სიმაღლეში გაიზარდე ხო?-ტატო სულ პატარასავით ექცეოდა ხოლმე-დაბადების დღეზე რამოდენიმეჯერ თოჯინაც გიყიდე, მაგრამ ვერ გამოვაგზავნე, არ ვიცოდი კიდე თამაშობდი თუ არა, ეხლა მითხრეს ქმარიო და აი, სხვა რამე გიყიდე-ტატომ საჩუქარი მისცა, ანუკიმ მადლობა გადაუხადა და ისე რომ არ ჩაუხედავს გადადო. ისეთი მონატრებული ყავდა რო არაფერი არ აინტერესებდა.
-რა გამიბუღეთ აქ ჩემი ბიძაშვილი. სიგარეტის სუნი ადის და ლუდის-ტატო ვაკოს გვერდით დაჯდა.
ვაკომ და რეზიმ ერთმანეთს გადახედეს.
-ჩვენ რას გვაბრალებთ, ბატონო ტატო. ჩვენ მხოლოდ ვსვამთ, და მისგან მოშორებით. აი ეს პატარა ქალბატონი კიჯ გვაბოლებს, დავიხრჩვით.
-რას ბოდავს?-ტატომ ანუკის გახედა.
-დაიკიდე-ნუკიმ უცებ ჩააქრო სიგარეტი, რაზეც რეზის გაეცინა.
-ნუკი, არ ამიშალო ეხლა ნერვები. ეწევი?
-არა, ეს ერთი-ორჯერ გავსინჯე.
-იმედი მაქ, თორე ხო იცი როგორ არ მევასება ესეთი რაღაცეები. ვაფშე გოგოს...
-ხო ვიცი, ვიცი. არ უხდება. მიდი რა დაურეკე ლილის ეგეც თუ აქაა და ამოვიდეს რა მოვიწყინე და ცოტა გავერთოთ რა.
ლილი ტატოს შეყვარებული ჰქონდა, ის და ანუკი დაქალობდნენ. ლილის კიდევ ორი დაქაილ ამოყვა. შემდეგ ვაკომ მის ერთ ძმაკაცს დაურეკა. დინამიკებში მუსიკები ჩართეს, სასმელიც იქვე ჰქონდათ და ანუკისაც უკვე დავიწყებული ჰქონდა ნინასთან საუბარი. რამოდენიმე ჭიქის შემდეგ საერთოდ დათვრა და დივანზე მიეგდო. სანამ დანარჩენები ცეკვავდნენ ტატო გვერდით მიუჯდა, ხელიგ ადახვია და მიიხუტა.
-ბევრი დალიე?
ნუკიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ცოტახანში კარი გაიღო და ოთახში ალექსი შემოვიდა.
-ნუკი? ანუკი!-ანუკის მივარდა-რა ხდება აქ?!-ხელი ჩაავლო და ისე სწრაფად წამოაყენა, ანუკის თავბრუ დაეხვა და ალექსის ხელებში ჩავარდა-ნუკი! შენ ვინ ხარ ვაბშე?-ტატოს მიუბრუნდა.
-ნუკის მამიდაშვილი.
ამ ჩხუბში ყველა წავიდა. მხოლოდ ალექსი, ტატო და ნუკი დარჩნენ.
-ისა... ესენი... ჩემი მეგობრები არიიიანნნ.
-ოთახში გავიყვან.
-რა ოთახში გაიყვან, ნუკი ვინ არის ეს! ნუკი!
-ჩემი მამიდაშვილია რა წაიღე ტვინი ალექსანდრე. რა ლამაზი თვალები გაქ?-მხოლოდ მაშინ გააცნობიერა ალექსმა რომ კიდე ხელებში ჰყავდა ჩაწვენილი და წამოაყენა-მოკლედ. ღამე მშვიდობის. ტატუუუშ, აი ძაან მომენატრე. მარა დავიღალე. ამ ძროხას არ წამოედო გასვლისაას.
ტატო გადაკოცნა და ოთახში გავიდა. ალექსანდრეს ყურადღება არც მიუქცევია ტატოსთვის და ანუკის გაყვა ოთახში.
-რო გირეკავ რატო არ იღებ ტელეფონს?
-მართალი ხარ. ალექსანდრე. სწორია, ასი პროცენტით.
-რეებს ბოდავ? რამე მოწიე?
-რას მკადრებთ... მე ხომ ალექსანდრე... რა გვარი ხარ? ა, რა მნიშვნელობა აქვს. შენი ცოლი ვარ, ხოდა ისევე ვიქცევი როგორც ჩემი ქმარი. საყვარელო, მეძინება და მაგრა მეზარება შენთან ლაქლაქი-ანუკიმ ალექსს კარი ცხვირწინ. ალექსანდრეს აღარ დაუწყია ყვირილი, მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა ანუკისთან ლაპარაკს. ცოტახანში ანუკი ოთახიდან გამოვარდა და აბაზანაში შევიდა. ალექსანდრეც უკან გაყვა.
-ნუკი-ანუკი ტვალეტთან იჯდა და გული ერეოდა. ალექსი მივიდა და თმა დაუჭირა. შემდეგ სამზარეულოდან წყალი მოუტანა-დალიე, წავალ ბორჯომს ამოგიტან. ესეც მოიქცა და ზუსტად 5წუთში სახლში იყო. ანუკი სამზარეულოში იჯდა, თან პლედი ჰქონდა შემოხვეული. ალექსანდრე როდესაც პირველად შევიდა სახლში, როდესაც ანუკის ფართი ჰქონდა მოწყობილი, უნდოდა რომ ბოლო ხმაზე ეღრიალა და ყველა სათითაოდ ეცემა და შემდეგ გაეყარა იქიდან. მაგრამ იმ მომენტში ანუკისთან ჩხუბი არ უნდოდა, პირიქით. სამზარეულოში შევიდა, ბორჯომი მაგიდაზე დადო და ჭიქა გამოიღო კარადიდან. თან ანუკის უყურებდა.
-კაი ვიცი ეხა რო ტვინს წაიღებ, რო არ უნდა დამელია, რო შენი ცოლს ეს არ ეკადრება და ასე შემდეგ. თავი შენ გარეშეც მისკდება.
-არაფერს არ ვამბობ.
-ჰა? ბორჯომში ჩამისხი რაღაც?
-არა, პირველად დალიე, მესმის.
-ჰმ... იქნე...ბა და ადრეც დავლიე?
-არ გეტყობა-ჭიქა გაუწოდა, ანუკიმაც გამოართვა და ოდნავ მოსვა.
-საწამლავის გემო არ აქვს, ჯადო გაუკეთე? ვაფშე რატო ჩამოხვედი ესე ადრე?
-მალე დავამთავრე საქმეები.
ანუკიმ იცოდა რომ სხვა რამეში იყო საქმე, მაგრამ ლიზიზე ლაპარაკი არ უნდოდა. მთლიანი ძალა ეცლებოდა როდესაც ამაზე ფიქრს იწყებდა. არ უნდოდა იმის გაფიქრება თუ როგორ ამცირებდა ალექსი. ამაზე ფიქრის შემდეგ ისევ მოეღუშა სახე, ალექსანდრეს არც ეს გამოპარვია.
-რამე მოხდა? თუ რატო დალიე?
-არაფერი.
-მაინც?
-არაფერი, დავიღალე ძილინებისა.
-ხვალ მამაშენთან უნდა გავიდეთ.
-არა.
-ანუკი.
-არა და მორჩა. ყველა იქით ნუ მექაჩებით-შემდეგ ოთახში გავიდა და საწოლში დაწვა. ალექსანდრე აღარ გაყოლია, არ უნდოდა მასთან ჩხუბი. ეს საღამო პირველი შემთხვევა იყო როდესაც ესე მშვიდად ილაპარაკეს ერთმანეთთან. ალექსანდრემ დილით კარზე დაუკაკუნა ნუკის და ისე შევიდა.
-რა ოხრობა გინდა...
-დაბადების დღეს გილოცავ.
-უი... დღეს...
-კი-ფოდნოსით საუზმე შეუტანა და გვერდით მაგიდაზე დაუდგა.
-ხომ... მადლობა.
-არაფრის. ადექი რო ისაუზმებ, რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო.
-დაჯექი და მითხარი. თან შევჭამ-ანუკი წამოდგა და ფოდნოსი მუხლებზე დაიდო-აბა?
-არ მინდა რა შენთან ჩხუბი. მამაშენმა დარეკა, ხვალ თქვენთან გამოვალთო, შენი დაბადების დღის პონტში.
ანუკიმ წვენი აიღო და დალია.
-რისი წვენია? გემრიელია.
-ნუკი.
-ნუკი რა ალექსანდრე? მე მაინც არ მეკითხები მინდა თუ არა, რაც გინდა ის ქენი, მაგრამ ჩემი დაბადების დღე რომ მაინც შემარგოთ შეილება? არ მინდა არც ერთის დანახვა. თუ გინდა ესე გადაეცი.
ალექსანდრე ჩაფიქრდა.
-კაი-და ოთახიდან გავიდა. ანუკიმ ტელეფონს დახედა და ნახა მესიჯი სანდროსგან.
,,დღეს უსაყვარლესი ადამიანის დაბადების დღეა, ძაალიან ძალიან მიყვარხარ ნუკი, ჩემი საჩუქარი რეზის აქვს, მოგიტანს დღეს. ჩემო სიცოცხლე, არ მოიწყინო’’-სანდრო.
ანუკის გაეღიმა და პასუხიც მიწერა.
,,სან მადლობაა’’
შემდეგ ნინის გამოტოვებული ზარი და უზარმაზარი მესიჯი დახვდა, უცებ კი ისევ მან დაურეკა.
-გილოოოცაავ, ვერ წარმოიდგენ უკვე როგორ მენატრები სიიიხ, აი იმხელა ტექსტი მოგწერე თუ არ წაიკითხე გირახუნებ თავში. უკვე 18ის ხარ, არ მჯერა. საუკეთესო კლუბში წადით დღეს შენ და ბიჭები. გავიგე რო ტატო ჩამოვიდა, რაღა ჩემ ჯინაზე, ისევ ლილისთან არი?
-მადლობა ნინ, წავალთ. არ წამიკითხავს ჯერ ტექსტი და კი ტატო ისევ ლილისთნ არი. და კი მეც ძააან მომენატრე.
-რას შვება ის შენი ქმარი?
-რავი, დილით საუზმე გამიმზადა და ფოდნოსით შემომიტანა, ამაგდო 10საათზე. მერე კიდე ალბათ რამე ჩამიყარა, რო გავებრუებინე.
-საუზმეო? ჩამოვიდა?
-კი, საქმეები აღარ ჰქონდა. რეალურად ხო ვიცი რაშიცაა საქმე. ალბათ დედამისმა დაურეკა ან ლიზის მობეზრდა იქაურობა.
-შენ დაბადების დღეზე მაინც ნუ იფიქრებ ამ ლიზიზე.
-სანდრო როგორაა?
-რავი რაც ჩამოვედით არ მინახავს. მემგონი გაიცნო უკვე ვიღაცეები.
-ვიღაცეები?
-ხო.
-გოგო ვინმე?
-რა მნიშვნელობა აქვს?
-ა...რანაირიი. ისე ვიკითხე.
-კაი წავედი,აბა შენ იციი. დამირეკე და მომიყევი მერე ყველაფერი.
-კაი.
ანუკი წამოდგა, ხალათი შემოიცვა და ოთახიდან გავიდა.
-ეს დალიე-ალექსანდრემ ტაბლეტი გაუწოდა.
-რა დამაძინებელია რო მომიტაცო და მამაჩემთნ წამიყვანო ხო?
-თავის ტკივილისთვის არი.
ანუკიმ გამოართვა და დალია.
-და წადი ჩაიცვი, დიტო აპირებს მოსვლას.
-ხალათი მაცვია, რა იყო?
-ანუკი.
-უიმე, კაი ხო.
-ნუკი, ესეთ რთულ რამეს ვითხოვ?
ანუკი ოთახში გავიდა. ცოტახანში კი დიტო მოვიდა.
-სად არი იუბილარი?
-ოთახში, გამოვა მალე.
-ლიზა დააშოშმინე?
-არ ვიცი, ტვინი მოტ*ნა უნდა გავიცნოო. მაგის გამო მტოვებო. ანუკის დაბადების დღე ვაფშე არ მახსოვდა, არ გამოვიდოდა ისე რო არ ჩამოვსულიყავი. ვუთხარი დარჩი და 2დღეში დავბრუნდები თქო.
-გითხარი, დაშორდი თქო.
ალექსანდრეს არაფერი უპასუხია, კარადიდან ვისკი გამოიღო და ჭიქაში დაისხა, შემდეგ კი უცებ გადაკრა. ცოტახანში ანუკიც გამოვიდა. თეთრი, მოკლე კაბა ეცვა, სახეზე კი ოდნავ ტონალური ეცვა.
-გილოცავ ნუკი-დიტომ გადაკოცნა და საჩუქარი მისცა.
-მადლობა დიტო-ანუკიმაც გადაკოცნა, საჩუქარი ოთახში შეიტანა და ისევ გამოვიდა-ტატო უნდა მოვიდეს ეხა ცოტახანში, მერე კლუბში ან სადმე გამიყვანენ ესენი. საღამოს ვიქნები.
-უნდა გახვიდე?-ალექსმა გაკვირვებულმა შეხედა.
-ხო, საღამოს გვიან მოვალ რა. დაცვა გამომაყოლე თუ ესე არ მენდობი.
-კაი...
-ალექს, შენ არ მიყვები?-დიტომ იცოდა რომ ანუკის არ უნდოდა ალექსანდრეს იქ ყოფნა, მაგრამ ალექსი შეეცოდა. რადგან ნუკის გამო მიატოვა ლიზი.
-აუ მეზარება, წავიდნენ ბავშვები გაერთონ და მერე მოვა.
-ბავშვები, აჰამ. შენზე მეტი ტვინით.
-ნუკი, მე არ დამპატიჟებ?-დიტომ ჰკითხა.
-ამ ცხოველის გარეშე თუ მოხვალ წამოდი.
-არა, ამ ცხოველის გარეშე არსად არ დავდივარ. თან შენი ქმარია, სასარგებლოა
თქვენი ერთად გამოჩენა ბიზნესისთვის.
-ნუ თუ ესე ძალიან უნდა, წამოვიდეს.
-იცი რა, არსად...
დიტომ არც დააცადა ალექსს წინადადების დამთავრება. ცოტახანში კარზე კაკუნი გაისმა. ანუკი კარისკენ გაიქცა, გააღო და ტატოს გადაეხვია.
-ჩემი დიდი გოგოო-ტატო ისევ პატარასავით ექცეოდა, ჩაეხუტა, თმები აუჩეჩა და შიგნით შევიდა-გამარჯობა-მიესალმა და ისევ ანუკის მიუბრუნდა-რა ნაცნობი კაბა გაცვია.
-ხო ერთმა მაჩუქა-გაეცინა-დალევ რამეს?
-არა, აირჩიე რომელ კლუბში წავალთ-ორივე სავარძელზე დაჯდნენ.
-არ ვიცი, ადრე არ ვყოფილვარ...
-ვის ატყუებ ძაან გთხოვ, სურათები მაინც არ გედოს. ვითომ მე არ ვიცი?
-ხო... არა, მართლა შენ ამოირჩიე.სადაც ბანძი ხალხი და სიტუაცია არ იქნება.
-მე როდის წამიყვანიხარ ბანძ ადგილას. კაი, მოვიფიქრებ და მოგწერ. ვინები მოგყავს?
-რეზი, ვაკო უეჭველი თორე ტვინს წაიღებს, ალბათ თავისი შეყვარებულით, მერე....ხო შენ და ლილი, ალექსანდრე, დიტო, საბაც, რავი და მაგის შეყვარებული.
ალექსანდრე დიტოს ელაპარაკებოდა და როდესაც საბაზე გაიგო გაჩუმდა.
-აუ ეკე არ მინახვას საუკუნეა, აქ არი?
-კი, 1კვირა კიდე იქნება მერე მიდის. დავურეკო?
-ხოო, ძაან მომენატრა.
-კაი. ნუკი, მე ხო ვაფშე ყველაფერს მოგიწყობ მაგრამ მეც მაქ სათხოვარი.
-რაც გინდა ის მთხოვე. გისმენ.
ალექსანდრეს ამაზე კიდე უფრო მოეშალა ნერვები.
-ვიცი რო ძაან ცუდ პონტში ხარ მშობლებთან, მარა შანსი არაა რო დღეს არ ნახო.
-შანსი არაა-ანუკი წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა, მაგრამ ტატომ ისევ გააჩერა.
-ნუკი, 1საათით, დედაჩემს ელაპარაკე იმათ ვაფშე ნუ გასცემ ხმას, მარა 1 საათით მაინც გავიაროთ რა კლუბიდან, ან კლუბამდე. ბოლოს და ბოლოს შენი მშობლები არიან.
-ტატო, არ არსებობს.
-ანუკი, რამე მითხოვია შენთვის?
-ა..
-ხოდა, ეხა გთხოვ.
-კაი. ჯანდაბას. მარა დედაშენი უეჭველი უნდა იყოს.
ალექსანდრე ლამის აფეთქდა, დიტო კი სიცილით კვდებოდა. ტატომ მათკენ გაიხედა და ისევ ანუკისთნ მივიდა.
-კაი წავედი მეჩქარება, ლილის უნდა გავუარო და მერე მოვიფიქრებთ სად უნდა წავიდეთ. ჭკვიანად-შუბლზე აკოცა და წავიდა.
-ჭკვიანადო ნუკიი-ალექსანდრეს გაეცინა.
ნუკიმ ყურადღება არც მიაქცია.
-კაი მეც წავედი, საღამომდე ანუკიი-გადაკოცნა და წავიდა.
-ისე მე ორი საათი რო გთხოვდი რო შენები გენახა და არ დამთანხმდი?
-და?
-ტატოს ესე მალე დათანხმდი.
-მერე?
-დედა შე*ეცი ნუკი ჩემ ნერვებზე თამაშობ?
-ნუ იგინები ჩემი თანდასწრებით, ეგ ერთი. მეორეც მე არავის ნერვებზე არ ვთამაშობ, მთხოვა ადამიანურად. და ამას არ მოვუტაცებივარ და ცოლად არ მოვუყვანივარ, არ მიკონტროლებს რას, სად და როგორ ვაკეთებ. მე ადრეც გითხარი და ეხლაც გიმეორებ, რო არ ვაპირებ დამორჩილებას. არც შეგეგუები, არც შემიყვარდები, საერთოდ თითს არ გავანძრევ შენ გამო. გესმის?
-დარწმუნებული ხარ?-ალექსი უფრო ახლოს მივიდა და წელზე შემოხვია ხელი.
-შენ ცოტა ბევრი მოგივიდა დალევა-ანუკის გაეცინა და ისიც ახლოს მივიდა ალექსთან, ხელი სახეზე მოკიდა და უფრო ახლოს მიიზიდა. შემდეგ კი ყურში ჩასჩურჩულა-ფრთხილად იყავი, ლიზიმ არ გაგიგოს ეხლა რასაც აკეთებ-გაეცინა და მაშინვე მოშორდა.
***
ვიცი გვიან ვდებ, მაგრამ დიდი თავების დასაწერად დრო მჭირდება. ეხა თან გამოცდების პერიოდი მაქვს. იმედია მოგეწონებათ <3



№1 სტუმარი ninii

gaagrdzeleee kargia

 


№2 სტუმარი gggg

Saswrafod gogona safrtxeshia esachiroeba anukis 11 didu tavi gadasarchenad male dade raa

 


№3  offline წევრი ))♡

Magariiyibaindzalin magram xom ici rom uketesi da uketeai minda xshirad anukis da leqsos dialogebi nu eg shen uket icii warmatebebiiii ????????????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№4 სტუმარი სტუმარი lia

Kარგი ტავია მომეწონა.
ნუ აგვიანებ.❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი Waka

Kargi iyo dzalian magram shegedzlo uketesi dagewera ra, amati urtiertoba minda gaanvitaro :-D tan etyoba rom aqvt ragac grdznobebi mara patara bavshvebivit iqcevian nu anuki aris patara mara aleqsandre.... Rit ver dashorda mag lizas :-D cota chkua aswavlos mag aleqsandrem anukis :-D

 


№6  offline წევრი sati

სტუმარი Waka
Kargi iyo dzalian magram shegedzlo uketesi dagewera ra, amati urtiertoba minda gaanvitaro :-D tan etyoba rom aqvt ragac grdznobebi mara patara bavshvebivit iqcevian nu anuki aris patara mara aleqsandre.... Rit ver dashorda mag lizas :-D cota chkua aswavlos mag aleqsandrem anukis :-D

ეგრეც იქნებაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent