ყველას წინააღმდეგ (თავი 10)
-როგორ გაბედე?_ჩახლეჩილი ხმით ძლივს ამოვილაპარაკე -რა როგორ გავბედე საყვარელო?_ისეთი ირონიული ღიმილით აწია წარბები პასუხის მოლოდინში რომ მემგონი ჭკუიდან შემშალა. მაგიდიდან თეფში ავიღე და ყვირილით გავუქანე კედელს. ვერ ვიტანდი მის ირონიულ ღიმილს, საზიზღარ თვალებს და ჯიბრით გაჯერებულ გამარჯვებულის გამოხედვას. -რომ იცოდე როგორ ვერ გიტან, თავიდანვე უნდა მივხვედრილიყავი რა ნაგავიც ბრძანდებოდი ღმერთო როგორ გენდობოდი_ჩემ თავზე გამწარებულმა ხელი მოვიქნიე და ახლა უკვე ანუკისთვის გამზადებული ჭიქა მოხვდა კედელს ისევ იმ ადგილას. ამის დანახვაზე ოდნავ შეშინებული თვალებით გამომხედა ალბათ მიხვდა რომ მთელი სამზარეულოს თავზე დალეწვა მქონდა გადაწყვეტილი და ხელი დამიკავა, სახე ახლოს მომიტანა და ჩუმად ჩაიჩურჩულა -შეგახსენებ შენს სამზარეულოში ვართ არამგონია გინდოდეს ნივთების მტვრევა,ჰმმმ თუმცა ერთი კია_თავიდან ბოლომდე ამათვალიერა_გაბრაზებული უფრო ლამაზი და სექსუალური ხარ. ვერც კი ვიფიქრებდი ამ სიტყვებს რა მოყვებოდა. ისე გაშმაგებით მაკოცა მივხვდი ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი მთელი გრძნობა იყო ჩაქსოვილი. გაფართოებული თვალებით ვუყურებდი და მოშორებას ვცდილობდი თუმცა ამაოდ. ბოლოს ალბათ მობეზრდა მკერდზე მუშტების რტყმევა და ნაზი ამბორით დაასრულა. თვალის კუთხით ვხედავდი როგორ გახევებულები იდგნენ გოგონები კარებთან. დამიჯერეთ მეც ისე ვიყავი. ალბათ კიდევ დიდხანს მიყურებდა ასე იდიოტივით გაღიმებული დათო მუშტი რომარ შემეკრა და ყბაში რომარ მეთავაზებინა. იმდენად ძლიერად დავარტყი გადაქანდა და მაგიდას დაეყრდნო. ყბის ზელვით გაოცებულმა ამომხედა არ ვიცოდი რას მოელოდა მაგრამ მთელი ხმით ვიღრიალე: -გაეთრიე და აღარასოდეს დაბრუნდე. მართლაც წავიდა და იმედი მქონდა არც დაბრუნდებოდა. სამზარეულოს კარი გავაღე და ჩემს ოთახში გავედი გოგოებიც ერთმანეთს მიყრდნობილები შემომყვნენ. არ ვიცი რა დამემართა მაგრამ როგორც კი სავარძელში ''ჩავენარცხე'' არანორმალური სიცილი ამიტყდა. ორ წამში გავიგონე როგორ ამყვა ორივე. არცერთმა ვიცოდით რატომ მაგრამ მუცლის ატკივებამდე ვიცინოდით.ასე სიცილში ავიღე მობილური და ეკრანს დავხედე. 9 გამოტოვებული ზარი ლუკადან და მეათედ სწორედ ახლა რეკავდა. მაშინვე შევწყვიტე სიცილი. ვიცოდი წინ მძიმე საუბარი გველოდა და ისიც ვიცოდი როგორ არ მოეწონებოდა ის რის თქმასაც ვაპირებდი... -პარანოია მეწყება თუ მეჩვენება რომ მთავარი გამოტოვე?_ნერვიულად მოვიკვნიტე ტუჩი. -მთავარი?აა ჰოო მთავარი... -ლიკა რა ხდება? -მაკოცა_ფანჯრის რაფაზე შემომჯდარმა გადავიხედე ფანჯარაში, არ მინდოდა ისევ ცრემლები წამომსვლოდა, თუმცა ყველაფერი მერჩივნა ოღონდ მისი მხრიდან ასეთი სიჩუმე არ ყოფილიყო. ბოლოს გავიგონე როგორ ღრმად ამოისუნთქა და ამ ყველაფერს როგორ მოყვა მსხვრევის ხმა. გამეღიმა რადგან ზუსტად ორი წამის წინ სიცილით მეუბნებოდა მის გამო თეფში ან ჭიქა როგორ გაიმეტეო. -ახლა სად არი? -არ ვიცი ხომ მოგიყევი რომ გავაგდე. -კარგი უნდა წავიდე გვიან დაგირეკავ. -არა ლუკა მოიცა, მითხარი მიბრაზდები? -არა სულელო რატომ უნდა გაგიბრაზდე? -იმიტომ რომ დამშვიდობებისას რაღაც დაგავიწყდა_პატარა გაბუტული ბავშვივით ჩავილაპარაკე. მივხვდი რომ გაეღიმა იმიტომ რომ შეცვლილი ხმით მიპასუხა -მიყვარხარ პატარავ,ყოველ წამს შენზე ვოცნებობ, არ ინერვიულო სულ მალე გნახავ... გვიან დარეკვას ვერ მოვახერხებ ერთი საქმე უნდა მოვაგვარო. ტკბილად დაიძინე იმიტომ რომ მინდა დაგესიზმრო. -თქმა არ მჭირდება ისედაც მესიზმრები. შენც ტკბილი ძილი და იცოდე რომ მეც მიყვარხარ. ფანჯრის რაფიდან ჩამოვსრიალდი და მძიმედ ავიღე ხელში პიჟამო.სააბაზანოში შესვლისას ცრემლებს ვეღარ მოვერიე.არ იმჩნევდა მაგრამ იმდენად ვიცნობდი რომ მივხვედრილიყავი რაღაც ისე არ იყო.... (8) უკვე სექტემბერი იწურებოდა...ლუკას ჩამოსვლამდე 4 თვე იყო დარჩენილი და უკვე ვეღარ ვუძლებდი. სკოლაში სიარული გაუსაძლისი გახდა,თანაც ყველაზე საშინელება აბიტურიენტობა იყო. ორმაგად მეცადინეობა, მასწავლებლები. დრო თითქმის არ გვრჩებოდა. ერთმანეთს სადმე როცა მივდიოდით გზიდან ვურეკავდით თუმცა მაინც ვახერხებდით ლაპარაკს. დათო ჩვენი ამბიდან ერთი კვირა ტუჩ-გახეთქილი დადიოდა. მიზეზად მთვრალი სახლში მისვლა და კარების მოხვედრა ქონდა. ეს რომ გავიგონე უკვე მე ჩამეღიმა ირონიულად. რა მემართებოდა მე ხომ ასეთი არ ვიყავი... თითქმის არ მეკარებოდა, მე როგორც ყოველთვის გოგონებთან ერთად ვიყავი, ის კი სკოლის პოპულარული ბიჭი იყო, აქედან გამომდინარე საერთოც არაფერი გვქონდა. მხოლოდ ხანდახან ვიჭერდი მის მზერას საერთო გაკვეთილებზე ისიც ორი ან სამი წამით. ლუკას ნაჩუქარ დღიურს ხელიდან არ ვუშვებდი, მემგონი მალე გავავსებდი კიდეც, ყოველთვის სადაც არ უნდა დაგენახეთ ყოველთვის ვწერდი. მალევე მოვიდა 21 ნოემბერი რომელიც არასოდეს დამავიწყდება, ჩემს საყვარელ დღეთ ითვლება. ზუსტად ერთ კვით ადრე ჩემს დაბადების დღემდე უცხო ენის მასწავლებელთან მივდიოდი როცა ლუკამ დამირეკა. თავიდან ჩვეულებრივად მელაპარაკა მაგრამ მივხვდი ხმაში მოუთმენლობა ეტყობოდა. ბოლოს როგორც იქნა მითხრა და გულიც გამიხეთქა -ლიკაა ერთი სათხოვარი მაქვს. -აბა გისმენ -შენი დაბადების დღისთვის დიდი საჩუქარი მაქვს თუმცა ერთი მინუსიც აქვს._გამეცინა თუმცა დავსერიოზულდი არ მიყვარდა დიდი საჩუქრები. -ხო იცი რომ არ მიყვარს როცა რამეს მჩუქნი -ბუზღუნა იქნებ მოისმინო მაინც რა მინუსი აქვს? -კარგი კარგი გისმენ -შენ დაბადების დღეს აეროპორტში მოგიწევს წასვლა, იმდენად დიდია ფოსტით არ იგზავნება_გაეცინა და ჩემს რეაქციას დაელოდა. თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა მაგრამ უცებ შუა გზაში გავჩერდი და კინაღამ ტელეფონი გამივარდა ხელიდან -ჩემს დაბადების დღეზე....შენ...აეროპორტი....ვაიმე ლუკა რააა?შენ რა თბილისში ბრუნდები?ვაიმე არ მჯერა მითხარი რო არ მესიზმრება ერთ კვირაში გნახააააავ_ბოლო ფრაზა ბოლო ხმაზე ვიყვირე და სიცილი ამიტყდა როცა მივხვდი რომ იდიოტურად გამოვიყურებოდი. შუა ქუჩაში ვიდექი გავკიოდი და კინაღამ ცეკვა დავიწყე. ლუკაც მაშინვე ამყვა თუმცა უფრო მეტად ამიტყდა სიცილი როცა ხალხის რეაქციას შევხედე, ვიღაც ქალმა ბავშვი მეორე მხარეს დაიყენა და ხელი ჩაკიდა, ვიღაც მოხუცმა ბაბუმ თავის ქნევით ჩამიარა, მე კი ავადმყოფურად ვიცინოდი. სულარ მაინტერესებდა ვინ რას ფიქრობდა ის ჩამოდიოდა, ჩემთან ბრუნდებოდა, მეტს რას უნდა ქონოდა მნიშვნელობა? -ვაიმე ლუკა როგორ გამოგივიდა? -ძალიან იოლად, ერთი ლექტორია რომელსაც ძალიან მოვწონვარ, ორი დღის წინ მამაჩემს ველაპარაკებოდი, იცის რომ უნივერსიტეტი საქართველოში უნდა დავამთავრო, მეც გახსოვს რომ გითხარი ერთი საქმე მაქვს მოსაგვარებელითქო, ვთხოვე ბოლო 3 თვის ექსტერნად დახურვის უფლება მოეცა, ისიც ახალგაზრდაა და მშვენივრად მიხვდა მიზეზს_ჩაიცინა და განაგრძო_თუმცა გამოცდებით დამცხრილა 4 მაგივრად 11 ჩავაბარე და პირობა მომცა თუ ყველას ჩავაბარებდი ადრე წამოსვლის უფლებას მომცემდა. ალბათ მართლა მოვწონდი თორე ასეთი რაღაცეები იშვიათად ხდება, ექსტერნი ექსტერნია. -ჰმმმ ვიმედოვნებ ლექტორი კაცი იყო თორემ უკვე ვეჭვიანოობ_გამეცინა და მოვიწყინე უნდა დავმშვიდობებოდი. უკვე მასწავლებლის კარებთან ვიყავი. -კარგი პატარავ ოღონდ ახლა სასწავლ მასალაზე იფიქრე და არა ჩემს ჩამოსვლაზე, ნუ არც ისე მომწონს ეგ იდეა მაგრამ ეცადე მაინც_თითონაც გაეცინა და დამემშვიდობა. საღამომდე მიყვარხარ. თვალებ მინაბულმა გავთიშე მობილური და მართლაც ვეცადე მთლიანად პროგრამაზე გადავრთულიყავი. და თქვენ გამოგივიდოდათ? სახლში რამოდენიმე საათში დავბრუნდი, გოგოები უნდა მოსულიყვნენ უნარები ერთად უნდა განგვეხილა, ფუუ როგორ ვერ ვიტანდი ამ საგანს... მათემატიკა ჩემთვის საშინელებაზე უარესი იყო. -დედააა, სახლში ვარ და საშინლად მშია, რა დაახვედრე შენს საყვარელ შვილს???_ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავიიი....არავინ გამომეპასუხა...უცნაური იყო დედა სახლიდან იშვიათად გადიოდა. მაცივარს ჩავუარე თუმცა ორ წამში უკან დავიხიე ორი ნაბიჯით შემოუბრუნებლად. -ლიკა დღეს ერთ-ერთი ფირმიდან დამირეკეს და სამუშაო შემომთავაზეს. მაშინვე გავიქეცი ამიტომ შენი დახვედრა ვერ მოვახერხე. საჭმელი მაცივარშია. საღამომდე. თვალებ გაფართოებული დავყურებდი ფურცელს და უაზროდ მიხაროდა. როგორც იქნა დედამაც იპოვა სამუშაო და სახლში მოწყენილი აღარ დამხვდებოდა. ფურცლით ხელში ყვირილით ავირბინე ჩემს ოთახში და ლოგინზე დავენარცხე. ერთი დღისთვის მეტისმეტი იყო,იმდენად ბედნიერი ვიყავი მეშინოდა ამდენი სიხარულისგან გულის შეტევა არ მიმეღო თუმცა არა. ახლა ნამდვილად არ მეცალა ინფაქტისთვის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.