ბედნიერი დღეებიდან
პირველი თავი - ადგები თუ წყალი შემოვიტანო? - გაბრაზებულმა შეუღო კარები და თავზე წამოადგა ლოგინში ჩაკარგულ გოგონას.. - მარიამ იქნებ შემეშვა? - თავი არ აუწევია ისე გასცა პასუხი და ძილი გააგრძელა.. - გამოცდა გვაქ ადამიანო, თან ისეთი რომ ვერ გავაცდენთ, ქულა აუცილებლად გვჭირდება. - დამრიგებლური ტონით გააფრთხილა დაქალი და ოთახიდან უკანალის ქნევით გავიდა. - ოდესმე მომასვენებ? - მობეზრებულად წამოყო თავი ლოგინიდან და აბაზანიში გავიდა. - ღმერთო გაუნათე ამ ადამიანს გონება და მიახვედრე კარგი რომ მინდა მისთვის - გაბრაზებულმა ამოილაპარაკა და სადილის მომზადება განაგრძო. თითქმის ყოველი დილა ერთნაირად იწყება, ან ერთი დგება ადრე ან მეორე, მერე ერთმანეთს სხვადასხვა ხერხებით აღვიძებენ და მიდის ერთი ამბავი. ბავშვობის მეგორები არიან, მემგონი რაც თავი ახსოვთ, ერთად არიან, სკოლა ერთად დაამთავრეს უნივერსიტეტიც და ფაკულტეტიც ერთი აირჩიეს, თბილისში საცხოვრებლად რომ გადმოვიდნენ ცოტა შეგუება კი გაუჭირდათ, მაინც მთა და სოფელი ხომ შეუცვლელია, მერე ნელნელა დალაგდნენ, მიეჩვივნენ ქალაქურ ცხოვრებას მეგობრებიც გაიჩინეს ერთ-ერთი მათი კურსელია, რომელიც კურსელობას არ დაჯერდა და მეზობლებიც გახდნენ, მერე უფრო დაახლოვდნენ, უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, საერთო ინტერესები ჩამოუყალიბდათ, ერთად იმაზე კარგად ერთობოდნენ ვიდრე რომელიმე იფიქრებდა, ზოგადად სამივე ძალიან გახსნილი და კომუნიკაბელურია, შეიძლება ისიც ითქვას ზედმეტად გახსნილებიც კი. სამივე ფსიქოლოგიას სწავლობს, რომ კითხოთ რატომ ეს საგანიო არცერთს არ აქვს პასუხი, უბრალოდ იმაზდე ჭკვიანები არიან ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და იმაზე მეტად აზროვნებენ ვიდრე თბილისში მოძრავი „ქერების“ კორიანტელი.. ალბათ შემთხვევითობაა ან მათი ამბავი ზეცაშია დაწერილი, მაგრამ ამას მნიშვნელობა სულ არ აქვს როცა ერთად თავს კარგად გრძნობენ და ამას ყველა ხედავს, თითქოს სამი მუშკეტერია, რომლის დაშლა დიდი ძალისხმევის შედეგადაც ძალიან რთული იქნება. - იმედია მზად ხართ თორე აღარ დაგელოდებით, ხომ იცით არა ეს ქულები როგორ გვჭირდება?! ვერ ჩავაბარებთ და მთელი ხელფასის გადაყრა საგნების გადასახდელად დაგვჭირდება, გთხოვთ მითხარით რომ გღვიძავთ..! - ქოთქოთით შემოვარდა ზემოთ ხსენებული მესამე და თავზე წამოადგა გოგოებს. - ამოისუნთქე ხოლმე ნინია, ვერ გავიგე საერთოდ რას ამბობ, მოგდევს ვინმე? - დაუტია მძინარამ და გახუხული პური ერთ ჩაკბეჩაზე შეჭამა. - სულ როგორ უნდა ჭამდე ადამიანო, გეტყობოდეს მაინც რამე.. - დანანებით გადააგდო თავი გვერდზე და ალუბლის მურაბას დაწვდა. - ისე რომ დავწერთ რამე არ ვქნათ? - მომლოდინე მზერით გახედა მეგობრებს ნინიამ და საფირმო ღიმილით გაიღიმა. - დღეს ის შემთხვევაა როცა სადაც მეტყვით იქ წამოვალ- თავი ამოყო ფეხსაცმლის შეკვრით გართულმა მარიამმა და გაკვირვებულ მზერებს წააწყდა. - ჰო რაიყოთ? მეც შემიძლია გართობა ვაა!! - ამოიბუზღუნა და თასმის შეკვრა განაგრძო. - არ მჯერა, ეთო მიჩქმიტე მემგონი ისევ მძინავს, რა დამართე ჩემს მეგობარს?! ვინ ხარ შენ?! სული ჩაგისახლდა? დაგვიბრუნეთ მარიამი.. - მივარდა მეგობარს და მთელი ძალით დაუწყო ჯანჯღარი.. - გოგო გადაირიე? ნუ იცი ხოლმე ასე გაგიჟება მაცადე ჩავიცვა და მალე გავიდეთ. - მობეზრებულად გააქნია თავი და მოსაცმელს დაწვდა. - გავედით და აბა ჩვენ ვიცით, კარგ ხელფასს სწავლა უნდა. არ ვიცი გოგოებისთვის მართლა ამდენს ნიშნავდა სწავლა თუ აბუქებდნენ, მაგრამ გამოცდიდან კმაყოფილი სახეებით რომ გამოვიდნენ ეგ ზუსტად ვიცი. მხოლოდ მარიამი ბუზღუნებდა გაუჩერებლად, მაგრამ სამივემ კარგად იცოდა რომ 30-დან 30-ვეს თუ არა 29 მაინც აიღებდა. ეს უბრალოდ მისი რუტინა იყო, ყოველთვის უნდა ეწუწუნა, მნიშვნელობა არ ქონდა რას უკავშირდებოდა ეს. - გოგოებო იმ გადრეულს დაურეკეთ და კაფეში დავსხდეთ რა - ახალი აზრით გამოვდა ნინია და კმაყოფილმა გადახედა მეგობრებს. - გჯერა ახლა შენ რო მაგას საერთოდ ღვიძავს? - თავი გადააქნია ეთომ და ეჭვნარევი მზერით გახედა ნინიას. - დაურეკე და გაიგებ ადამიანო.. - მობეზრებულად აიქნია ხელი და გზა განაგრძო. ეთომ საგულდაგულოდ ჩაჩურთული ტელეფონი ამოაძვრინა ჯიბიდან და დაელოდა როდის უპასუხებდა დარტანიანი. რამდენიმე ზარის შემდეგ ნამძინარევი ხმით უპასუხა: - ამ დილაუთენია რა დაგემართა ეთო? მაცადეთ ძილი რა.. - ამოიბუზღუნა და სანამ გათიშავდა მანამდე ჩასძახა ტელეფონში - გოგო რა დილა ადამიანო თითქმის ორი საათია უკვე, დროზე ადექი და გამო ჩვენს კაფეში თორემ თმით გითრევ იცოდე, ოდესმე ხომ უნდა დასერიოზულდე ჰა? - გაბრაზებულმა მიაყარა და გათიშვას აპირებდა ხმა რომ შემოესმა - არა მაინც ვერ ვხვდები ასე დილაუთენია როგორ იღვიძებთ? მაგრამ არაუშავს, მაინც მიყვარხართ, ერთ საათში მანდ ვარ, თან ვიღაც გავიცანი და უნდა მოგიყვეთ. - მერამდენეა უკვე ქალბატონო, ითვლი მაინც? -გაბრაზებულმა ჩასძახა. - ჩემო ლამაზო, მაცადე რა, ახალგაზრდა სილ კი არ ვიქნები.. - ჰო, ჰო, კაი მიდი გელოდებთ - უცებ ჩასძახა და ტელეფონი გაუთიშა. ] არა, მაინც ოდესმე თუ დაჭკვიანდება ეს გოგო?! 20 წლისაა და გრამი ტვინი არ აქ თავში, სულ ცანცარის ხასიათზე როგორაა?! ხომ შეიძლება ერთხელ გაიღვიძოს და ადამიანურად დაფიქრდეს, ჩვენ კი სულ მის გვერდით ვიქნებით, მაგრამ ხომ შეიძლება მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი.. ღმერთო როგორ მირცხვენს სახელს.. - უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა და გზა გააგრძელა. ერთ საათში სამივე თავიანთ კაფეში იჯდნენ, ასე იმის მერე ეძახიან რაც პირველად შემოვიდნენ, ისეთი სიმყუდროვეა და სიმშვიდეა თითქოს სახლში არიან.. მოუთმენლად ელოდებიან მეოთხე დაქალს და ერთმანეთს დაღლილი სახით შეყურებენ - მოვკლავ იცოდეთ და ისე დავმარხარ ვერავინ იპოვის. - სიტყვით გამოვიდა მარიამი და თვალები გადაატრიალა. - ვის კლავ ჩემო ბუზღუნა მეგობარო? - გვერდით ამოუდგა და ლოყაზე მოწყვეტით აკოცა. - შენ ქალბატონო ეთო - ჰო არ გაგიკვირდეთ, „სასტავს“ ორი ეთო ყავს, ორივე სიგიჟემდე საყვარელი მაგრამ ძალიან განსხვავებული ერთმანეთისგან. - კარგი რა მარიამ? შემარგე ახალგაზედობა. - მე კი შეგარგებ, მაგრამ დრო მიდის და შენ ისევ ისეთი ბატი ხარ პირველად რომ გაგიცანი ეს კიდე ორი წლის უკან იყო, დასერიოზულდი ადამიანო. - ჰოოო, კარგი ჰოო.. - ამოიზმუვლა და თვალები კარებისკენ მიაბყრო - ღმერთო თვით საოცრებები მოდიან, ნახეთ, ოო რა ტანი, რა ხელი, წარბი, ცხვირი, სასწაულია პირდაპირ, ნახეთ თან ზუსტად ოთხნი არიან, ვსო ესენი ჩვენები უნდა გახდნენ, შოკში ვარ, შეხედეთ კაცო მე რას მომჩერებიხართ?! - კარებისკენ მიუთითან და ნინიას თავი ძალით მიატრიალებინა. - და აი რა დაინახე ახლა ამათში? ჩვეულებრივი ნარცისიზმით დაავადებული საზოგადოებაა, არა ნახე როგორ დადის ის, თითქოს მთელი სამყარო მაგისია, ნახე რა, რა ამაყად აქვს თავი აწული, უეჭველი ფულიანი მამიკოს შვილია, კაი რაა ეს როგორ უნდა მოგეწონოს გოგო.. - თავი გადახარა და კარგად აათვალიერა ბიჭი. - ნინ მიდი რაა საფერფლე გამოართვი, თან სალფეტკიც აღარაა, მიდი რაა გთხოვ - ძალით ააგდო მაგიდიდან დარტანიანმა და კმაყოფილი სახით გახედა. ბარისკენ მიდიოდა გაბრაზებული ნინია, ძლივს მიაქცია მიმტანმა ყურადღება, ორი საფერფლე და ხელსაწმენდები წამოიღო და როგორცკი შემოტრიალდა ვიღაცის გულს პირდაპირ ცხვირით შეასკდა, ინერციით აშკარად ძირს დავარდებოდა, რომ არა ბიჭის ძლიერი მკლავები, ორივე ხელით მხრებში ჩააფრინდა და თავისკენ მოქაჩა, ისეთი დაბნეული იყო ნინია ვერც მიხვდა როგორ დაუვარდა საფერფლე და სალფეტკები, გამოქცევს აპირებდა უცებ ბიჭმა რომ მოკიდა ხელზე და ადგილზე გაყინა - ძირს რაღაც დაგივარდა პატარა ქალბატონო, -უმოწყალოდ გაუღიმა და მასთან ერთად დაიხარა -სხვათაშორის ასეთი დაბნეულობით შორს ვერ წახვალთ, ყოველთვის ასე გემართებათ, თუ მხოლოდ ჩემს სიმპათიურობას ვერ გაუძელით? - ისევ გაუღიმა და ძირს დავარდნილი ნივთები მიაწოდა. - მადლობა ღმერთს ნარცისიზმი გადამდები არ არის - ნიშნისმოგებით ახედა და ისევ დააპირა წასვლა, მაგრამ ბიჭმა გააჩერა. - კარგი ვაღიარებ ზედმეტი მომივიდა, მე ირაკლი მქვია, მეტყვი შენს სახელს? თუ უნდა გეძებო ამხელა ქალაქში, თან ისე რომ სახელიც არ ვიცოდე? - და რატომ უნდა მეძებო? - დაეჭვებით კითხა და თაფლისფერი თვალები შეანათა - ეგ ჩემი საქმეა უბრალოდ სახელი მითხარი. - ნინია - დაინტრიგებულმა უთხრა და გოგონებისკენ წავიდა. - არა, მე აქვე გაგიშვი და შენ ჯანდაბაში რატომ იყავინ წასული? - გახედა გაბრაზებულმა და საფერფლე გამოართვა.. - რომ იცოდეთ რა მოხდა გოგოებო.. მაგრამ ახლა მშია რომ შევწამ მერე მოვყვები, ნუ ჩამაცივდებით, მშიერი ხომ იცი ძალიან მწარე ვარ. მოგესალმებით მეგობრებო, აქ ადრე ვდებდი ჩემს ისტორიებს, არ ვიცი რამდენად გახსოვართ, მაგრამ ჩემი წერის სტილით ალბათ რამოდენიმე მიხვდება, თუ ვერა არც ეგაა პრობლემა. მომენატრეთ ტკბილებო და გემრიელებო.. პატივისცემით თქვენი წვიმიანი ნ პ.ს შეცდომები მომიტევეთ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.