შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა მაწანწალები.


9-08-2015, 01:27
ავტორი Ketacharkviani
ნანახია 1 961

თბილისში ლამაზი დილა თენდება, ლამაზი დილა თენდება ჩვენთვის, ხოლო პატარა მაწანწალებისთვის, რომლებიც უსახლკაროდ, უპატრონოდ არიან მიგდებულნი, ყოველი დილა ერთმანეთს ჰგავს, ერთნაირად მოსაბეზრებელი და არაფრის მომცემია. საშინელი ომის გამო ისინი სხვადასხვა სოფლებიდან თბილისში წამოვიდნენ და ერთ დროს შესანიშნავი ცხოვრების მნახველებს ახლა მათხოვრობა უწევთ.. ზოგი შუქნიშანთან დგას, ზოგი სასადილოში, ზოგს მათხოვრობა რცხვენია და ამიტომ თავის ნახატებს ან საეკლესიო ნივთებს ყიდის, ზოგი მეტროში მათხოვრობს, რადგან ხშირად უბრალო ხალხი უფრო მეტს იძლევა.. ღამე როცა გაუსაძლისად ცივა ისინი წებოს სუნთქავენ რადგან გათბნენ, რამოდენიმე მათგანი ემსხვერპლა კიდეც ამ ფაქტს, როცა მისი ზემოქმედების ქვეშ ხარ ვერ გრძნობ სიცივეს და თითქოს ტელევიზორს უყურებო მოდიან და მოდიან ცხოველები, მაშინ კი არ გძინავს, გღვიძავს, მაგრამ იქ კი არ ხარ საშინელ მდგომარეობაში, სადაც ყოველდღე 10თთრზე მათხოვრობა გიწევს, იქ ხარ, იმ ცხოველებთან, თანაც იმდენად ახლოს, რომ მათ სუნსაც კი გრძნობ.. ბავშვებს ეს განცდა მოსწონთ, ზოგი უბრალოდ შეეჩვია და თავს ვეღარ ანებებს..
ჩვენ ალბათ ყველანი შევხვედრივართ ბიჭს, რომელიც ზის თავჯაღუნული, ჭუჭყიან ხელს ცისფერ დიდ თვალებზე იფარებს, ხელში ფურცლის ნაგლეჯი უჭირავს და როცა გამვლელს შეამჩნევს თავს უფრო მეტად ხრის. იქ ჯდომა სიცოცხლის ფასად უღირს, ხელს ხან მალავს, ხან ხალხისკენ იშვერს, მისი ერთადერთი სურვილი, სიკვდილია.. თავს ერთი წამითაც არ წევს მაღლა, ჩუმად ტირის, ხელში მხოლოდ ქაღალდი უჭირავს და მოწყალებას გამვლელებს სთხოვს, ხმასაც კი ვერ იღებს, სირცხვილი კლავს, გამვლელის მზერას სევდით, ნაფლეთი ფურცლით და გამშრალი ცრემლით იპყრობს. მისი მრცხენა ხელის მთრთოლვარე გულს ბინძური ფულის კვალი დასტყომია, მის მარჯვენა ხელში კი ფურცელი თავად მოსთქვამს, მასზე ცოტათი მკრთალად წერია ფრაზა, რომელიც მან გულით უკვე ვეღარ ატარა.. ასევე მასთნ ერთად არის პატარა გოგონაც, რომელსაც ჩაწითლებული თვალები და დაქანცული ხმა აქვს, ჭუჭყიან თითებზე სათამაშო თაგვი აქვს ჩამოკონწიალებული, ცალ ფეხს მიათრევს, რეზინის ჩუსტის ზონარი ასწყვეტია, წინ დაგიდგება და თუ შეგატყო ყოყმანობ, ხმაში მუდარა შეეპარება.. მთელი დღე, მზის გულზე ტირის, ბაზართან თუ მიწისქვეშა ჩასასვლელის კიბეებზე, ათიოდე წლის გოგონა.. დგას, ხელის გულებით იწმენდს ცრემლს, გადაიტანს ერთი ხელიდან მეორეში გასაყიდ ხატებს და ისევ ტირის..
ასე მთელი დღე, დარში თუ ავდარშო, მშიერ–მწყურვალნი ქუჩაში წანწალებენ, უკვე იმდენნი არიან რომ მათ დანახვაზე ტკივილის შეგრძნება გაგვიქრა, არადა როცა ბავშვი იტანჯება უნდა გეტკინოს! პატარა მაწანწალები კი ნამდვილად იტანჯებიან..
კარგი იქნება თუ მათ არ ჩავუვლით გულგრილი სახით, თუ არ ვაგრძნობინებთ მაინც, რომ არ გვაინტერესებს, პატარები ხომ მხოლოდ სითბოსა და თნადგომას ითხოვენ..



№1  offline მოდერი sopiko

ეს რეალობაა... ძალიან მომეწონა, ყველაფერი სიმართლეა. შენ კი შესანიშნავად წერ და იქნებ სხვა სიაეებიც ვიხილო შენი...

 


№2  offline წევრი Ketacharkviani

ძალიან დიდი მადლობა, აუცილებლად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent