სხვა გზა (თავი პირველი)
პროლოგი ვინ ვარ მე? ადრე, რომელიღაც წიგნში ამოვიკითხე, რომ ყველას რაღაც დანიშნულება აქვს ამ სამყაროში, ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი და ამისთვის რაღაც ამოცანა აქვს ამოსახსნელი... მე რომელ გზაზე უნდა წავიდე? რა უნდა გავაკეთო? დაბნეული ვარ. ის გზა არ მომწონს, რომელზეც ახლა ვდგავარ. ალბათ რაღაც ალლია... ჰომ ალბათ... მაგრამ რა? (ნენეს ჩანახატი) *** სკოლის საშინელი ჰაერი უკვე მხუთავდა და თავს საშინლად ვგრძნობდი. შემოდგომა იწურებოდა და სიცივე უფრო და უფრო იმატებდა. ფანჯარებს სიცივის გამო არ აღებდნენ ჩემი გენიოსი კლასელები. კლასში მტვრისგან დატრიალებული ჰაერი უფრო ცუდად მხდიდა. რითი მესუნთქა აღარ ვიცოდი და ხელებს ნერვულად ვისრესდი. თავი კედელზე მქონდა მიდებული და პატივისცემის ნიშნად რვეულში თითქმის მელანგამოცლილი კალმით რვეულის უკანა ფურცელზე რაღაცას ვხატავდი. თუმცა დაჭმუჭნულ ფურცელზე დაჯღაბნილ არსებას უფრო გავდა. მასწავლებელს საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას. ცალ ყურში ყურსასმენი მქონდა გარჭობილი და დაბალ ხმაზე ვუსმენდი მუსიკებს. ვცდილობდი იმაზე არ მეფიქრა, რომ უჰაერობა მაწუხებდა და თავის დამშვიდებას მშვიდი სუნთქვით ვცდილობდი. პერიოდულად, მინიმალური იმედით გადავძახებდი მარაქველიძეს ფანჯრის კარი გაეღო. მაგრამ როგორ შეიძლებოდა! ვაჟკაცს სციოდა და სულ ცოტა ხნით ჰაერის შემოშვებაც არ შეეძლო! რვეულის უკანა ფურცელზე უაზროდ ვუსმევდი ხაზებს და ერთმანეთთან ვაერთებდი. ბოლო გაკვეთილის დასრულებას სულმოუთქმენელი ველოდებოდი და ხშირად დავხედავდი მაჯაზე წლების წინ ნაჩუქარ საათს, რომელიც ოდნავ გადაქექილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილი ცოტა ხნისდაწყებული იყო მაინც ვერ ვჩერდებიდი და გარეთ გასვლას ვნატრობდი. ის იყო მარაქველიძესთვის კვლავ უნდა გადამეძახებინა, რომ ჩემი დაქალის მუჯლუგუნმა გამომაფხიზლა და კარებისკენ მანიშნა. კომისიის დანახვაზე ყურსასმენი სწრაფად გამოვიძრე და ჯიბეში მთელი ძალით ჩავიტენე. ყველა ფეხზე წამოდგა და მეც მექანიკურად წამოვდექი ზერელედ და მანამ, სანამ ავდგებოდი, ჩანთიდან კოლოფს ხელი მოვკიდე და კურტკის ჯიბეში ჩავმალე. ჩვენს სკოლაში შემოწმებას ხშირად ატარებდნენ, რადგან არც თუ ისეთი წესიერ სკოლა იყო. ასე რომ მოულოდნელი შემთხვევებიც ხშირი ყოფილა და არც არასდროს მიკვირდა. ჩვენი სკოლის მსგავსად არც კლასელები მყავდნენ პატიოსნები და ანგელოზები. მეც გამოვუჭერივარ სიგარეტზე. ერთი კლასელს შევუნახე და უკან დაბრუნება ვერ მოვახერხე; მეორე–ჩემი იყო, რომელიც სულ დამავწყდა რომ ჯიბეში მედო. მიუხედავად წინა შემთხვევებისა თავს არ ვიზღვევდი და თან ყოველთვის დავატარებდი. –ყველანი გარეთ გადით და სათითაოდ შემოდით–დაიგუგუნა ბოხი ხმით მანდატურმა. ჩვენც ყველა გავედით კლასიდან. კლასიდან გასულმა ღრმად ჩავისუნთქე ცოტაოდენი სიმშვიდე რომ ვიგრძენი კედელზე ნატას გვერდით ავეყუდე. ჯერ ბიჭების შეშვება მოითხოვეს და ისინიც მიყვნენ. გარეთ კიდევ ერთი მანდატური იდგა, რომელიც თვალ–ყურს გვადევნებდა რამე არ დაგვემალა ან არ წავსულიყავით. ვინც შედიოდა უკვე შემოწმებულებს ჩუმად აწოდებდნენ სიგარეტს, ან მსგავს რამეს, რომ დაემალათ და არ გამოეჭირათ. ამ საქმეში ისეთი დასპეცებულები ვიყავით, რომ ბოლო 5 შემოწმებისას ვერავის ვერაფერი აღმოუჩნიეს. იმედია ახლაც ასე იქნება. –წამოიღე?–მკითხა ნატამ ჩუმად, რომ მანდატურს არაფერი გაეგო. –ხო–ვუთხარი იგივე ტემბრით. ტუჩებს თითქმის არ ვამოძრავებდი–რომ გამოხვალ შეინახე და მერე მომეცი. თავი მშვიდად დამიქნია და სანამ ჩვენი ჯერი დადგებოდა იქამდე უაზროდ ვიდექით. მე ყურსასმენები ამოვიღე და მუსიკის მოსმენა გავაგრძელე. ცალი თვალით ღია კარიდან ვაკვირდები ბავშვებს როგორ ჩხრეკდნენ. მოულოდნელად ჯიშკარიანს დანა ამოაცალეს ჯიბიდან და წაართვეს. არა და როგორ მეგონა, რომ ამჯერად არავის არ წაართმევდნენ. გოგოების რიგი რომ მოვიდა ნატა ყველაზე ბოლოს შევარდა და უცბადვე გამოვიდა. მეც რა თქმა უნდა კოლოფი ხელშივე მივაჩეჩე ფრთხილად, რომ მანდატურს არ დაენახა და კლასში უაზრო სახით შევედი. კომისიამ შემოატარა თუ არა დეტექტორი ჩემს ტანს მაშინვე წრიპინი დაიწყო. –ჯიბეში რაც გაქვს ამოალაგე–ისეთი საშინელი ხმა ქონდა ტვინში მიკაკუნებდა. –არაფერი არ მაქვს–უაზრო სახით ვუთხარი მას და ჯიბეები გადმოვატრიალე. –რამე რკინის გედება. –ჩემი ტანსაცმელი მთლიანად რკინისაა და თუ იმაში დარწმუნება გჭირდებათ, რომ არაფერი საეჭვო მაქვს გავიხდი და ისე შემამოწმეთ–ირონიული ღიმილით გავუღიმე კომისიის წევრს. ჩემს ნთქვამზე კლასს ცალი თვალით შევხედე. ვიცოდი, რომ ნებისმიერის ჩხრეკას დიდის ამბით უყურებდნენ და მაინტერესებდა ჩემს კომენტარზე რა რეაქცია ექნებოდათ. ზოგმა წინ გადმოიწია, ზოგმა სიცილი დაიწყო. აფერისტმაბიჭებმა ეგრევე კომენტარები წამოაყარეს, ჭორიკანა გოგოებმა კი უკვე მოსდეს მთელ სკოლას. ისე სიმართლე ვუთხარი, რანაირი სახე მიიღო? ბოლო ბოლო შარვალზე იმდენი რკინის რგოლები მიკეთია სულ რომ არ აფეთქდა ეს დეტექტორი მიკვირს. ტყავის კურტკაზე აქა–იქაც მქონდა ხან რკინის რგოლები მძივებად ჩაწყობილი, ხან–რა. –კურტკა გაიხადე–მანიშნა კომისიამ თვალებით. ირონიულად გავიღიმე და გავიოცე. კლასისკენ შევტრიალდეი ვანიშნე შოუ იწყებათქო. გარეთ ჩოჩქოლი იყო. მანდატური ბავშვებს ეფარებოდა, თუმცა უმრავლესობა მაინც ცდილობდა დავენახე. ტყავის კურტკა გავიძრე და ხელები გავშალე, რომ დეტექტორი შემოეტარებინათ. წრიპინი არ დაუწყია. –თუ გინდათ შარვალსაც გავიხდი, მაინც რომ დარწმუნდეთ–ირონიულად გავუღიმე და შარვლის ქამარზე ხელი წავივლე. –არაა საჭირო–შემომიღრინა–სკოლაში ვართ, მგონი. –ჰომ, რავი–მხრები ავჩეჩე. –ჩანთა მანახე–მითხრა და მეც ცხვირ წინ დავუბერტყე ჩანთა, რომელშიც ორი რვეულის მეტი არაფერი არ მედო. ვერაფერი რომ ვერ მიპოვეს ბავშვებთან ერთად გამიშვეს. ჩანთა ხელში დავიჭირე, კურტკა მხარზე მოვიგდე. კალიდორში მდგარ ბიჭებს მხარი ძლიერად გავკარი და ნატასკენ წავედი. –ზარი წამებშია–ვუთხარი ღიმილით მას, კურტკა სწრაფად ჩავიცვი, ჩანთა მხარზე გადავიკიდე და რკინების ჩხარუნით ჩავედი კიბეებზე. უკნიდან მანდატურის ხმა მესმოდა ბუნდოვნად, რადგან არ ვუსმენდი. ზარი როგორც კი დაირეკა ჩემი ტანჯვა მოიხსნა. სასიამოვნოდ ჩამესმოდა ყურში ის ხმა, რომელიც სახლში დაბრუნებას მიმანიშნებდა. სკოლიდან გამოვედით თუ არა უკნიდან ბავშვების ყვირილ–წივილი მესმოდა. დაბალკლასელები ფეხებშ იბლანდებოდნენ და გასვლის საშუალებას არ მაცდდნენ, თუმცა ბოლოს მე და ნატამ მაინც გავაღწიეთ. სკოლის ეზოს კი თავი მოპირდაპირე ქუჩაზე გადასვლით დავაღწიეთ. –შენს გამოსვლაზე უნდა გენახა აქეთ რა ხდებოდა–სიცილით მეუბნებოდა ნატა სახლის გზაზე. –რამით ხომ უნდა გავერთო–ჩავიცინე მწარედ. –აი–ნატამ ჯიბიდან კოლოფი მომაწოდა და მეც ჩანთაში ჩავაგდე. –ვინმეს რამე უპოვეს?–ვკითხე თითქოს ძაან მაინტერესებდა, მაგრამ რაც უფრო ხშირად უპოვნიდნენ მოსწავლეს საეჭვო ნივთებს, მით უფრო ხშირად მოდიოდნენ და ამოწმებდნენ. –ჯიშკარიანს დანა, აკოს სიგარეტი, ნიკას კიდე წამლები მგონი, მაგრამ არამგონია... ვერ დავინახე კარგად. –დებილები, ვერ დამალეს? ან მიეწოდებინათ მაისურაძესთვის–ჩავიბურტყუნე ჩემთვის–მაგაზე მაინც არავინ არაფერს არ ეჭვობს. თან პირველი შევიდა და მიეცათ მაგისთვის. –ნაგავი და დებილი კლასი რომ გვყავს ახლა ხვდები?–გაიცინა ნატამ. –ჰო, ეგეც მართალია–ჩავიბურტყუნე–ღამე ამოხვალ სახურავზე? –იმედია თავს დავაღწევ–მითხრა ბუზღუნით, როცა ჩვენს კორპუსს მივადექით. მე და ნატა წლებია რაც მეზობლები ვართ. ის პირველ სართულზე ცხოვრობს, მე–მეშვიდეზე. დაბადებიდან საუკეთესო მეგობრები ვართ და ჩემი ერთ–ერთი დაა... ხო ერთ–ერთი იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი მყავს. –რატომ, რა ხდება?–ვკითხე და მის კართან შევჩერდით მე ლიფტი გამოვიძახე. –რა და–მხრები აიჩეჩა და კარს მიეყუდა–ნათესავები ჩამოვიდნენ და ერთი ამბებია. დედა საჭმელებს ამზადებს და ბებოც ეხმარება დალაგებაში. მე მაინც არაფერს გავაკეთებ, მაგრად. ერთი მაგათი დედაც, ნეტა მალე წავიდნენ. –ჯერ არ მოსულან და უკვე მათ წასვლას ნატრობ? –ჰო!–ჩაიბუზღუნა და გაბუტული სახე მიიღო. –მაინც, ოჯახია. მიდი რა მიეხმარე თორე დაიწყებენ და ხო იცი როგორც იციან. ნატამ ჩაიბუზღუნა. მე კიდე–გამეცინა. კარგადთქო მივაძახე და მეშვიდემდე ლიფტით ვიარე. ლიფტიდან ხელმარცხნივ მუქი ლურჯი კარია, შავ ფერში გადასული, რომელიც იმას ანიშნებს რომ ამადა ამ სახლში ცხოვრობს წიკლაურების ოჯახი. კარზე დავაკაკუნე და მექანიკურად ჩამოვწიე სახელური, იქნებ ღია იყოს–მეთქი. ეს ჩემი ჩვევაა. სახლში დაბრუნებისას ყოველთბის ასე ვიქცევი. კარი გავაღე თუ არა ემი დავინახე, რომელიც შემოსასვლელში, სარკს წინ, თმებს ივარცხნიდა. –შენ აქ რას აკეთებ?–ტყავის კურტკა გავიხადე და გაკვირვებული სახით შევხედე, რადგან ემი ან უნივერსიტეტში იყო, ან კიდე მუშაობდა. –აბა გამოიცანი–მხრებიდან თავისი გრძელი ოქროსფერი თმა გადაიყარა და ირონიული სახით გამომხედა-მიგანიშნებ, მამამ თავისი ჩანთაც თან წაიღო! –ისევ?–ვიყვირე–სერიოზულად? მერამდენედ? –უკვე სათვალავიც ამერია–თვალები გადაატრიალა ემიმ და სავარცხელი სარკის გვერდით, თაროზე ჩამოდო–გშია? –ყველა აქაა?–თან თავი დავუქნიე და ჩანთა ტყავის ქურთუკთან ერთად მისაღებში ჩამოვკიდე. –ლილე და ევა დედას აწყნარებენ–მანიშნა დედას ოთახზე, რომელიც საგულდაგულოდ ჩაკეტილი იყო და იქიდან წიოკის ხმები მოდიოდა. იქიდან კარგად გამოირჩეოდა ევას ბოლო ხმაზე ყვირილი, რომელიც ყველას ჯობნიდა. ამას თან ყვებოდა ლილეს ნერვებმოშლილი ჩხუბი, რომელიც ევას დაწყნარებას ცდილობდა და დედას თავგანწირული წიოკი, რომელიც გამუდმებით მამას სახელს მოთქვამდა, ოღონდ ისეთი მრავალფეროვანი ეპიტეტებით, როგორიცაა: ნაძირალა, საზიზღარო, ნაგავო... მაგრამ თუ ამ ყველას ჩამოთვლას თუ განვაგრძობ ცენზურას დავარღვევ ასე რომ ჯობია აქ გავჩერდე. –როგორც ჩანს ევა ძალიან ცდილობს დედას დაწყნარებას–ჩავიბურტყუნე და ემის სამზარეულოში შევყევი. მისი სიარულის მანერა თვალს ყოველთვის მჭრიდა. ნამდვილი ლედი იყო. ნუ თითქმის ყველა ასეთი იყო ჩემ გარდა. მე ხომ ოჯახის პარაზიტი ვიყავი, თუმცა ევა ყოველთვის ამბობდა ეგ მამაა და არა შენო. –აშკარად ემოციებში გადავიდა–თვალები გადაატრიალა. –ამჯერად რა მოხდა?–სკამზე დავჯექი და ფეხები შემოვიკეცე–ხომ ვიცი რაღაც უაზრობაზე იჩხუბებდნენ. –მამას საქმეები ქონდა და დედას კინოში ვერ გაყვა–მიპასუხა და წინ სალათი დამიდო. –ოცდასამი წელი, მთელი მათი ერად ყოფნის პერიოდი, სულ ჩხუბობენ... და ყოველთვის ასეთ უმიზეზო რამეზე–ვუპასუხე საჭმლით პირგამოტენილმა–აქამდე როგორ გაუძლეს მიკვირს. მე გავშორდებოდი. –უყვართ ახლა ერთმანეთი და რას იზამ–მხრები აიჩეჩა ემიმ. ჩემ წინ დაჯდა და ჭამა თვითონაც დაიწყო, თუმცა ჩემგან განსხვავებით წესიერად იჯდა და მოწესრიგებულად. საჭმელსაც ისე მიირთმევდა შეგშურდებოდა... ვინმეს რომ ვიღაცის ჭამის შურს! ნამდვილი ლედია ემილი. მის გარდერობში მხოლოდ ზამთარში მოიძებნება რამოდენიმე შარვალი, ისიც 1–2. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და გრძელი ძველებური კაბა ყოველთვის მის სტილში შედიოდა. პირგამოტენილი ვუყურებდი ემილის და ვცდილობდი დავრწუმუნებულიყავი ჩემს თავში, რომ ეს მშვენიერება ჩემი და იყო. მისი ქერა თმა და ბრდღვიალა ცისფერი თვალები სინათლეს ასხივებდა. ჩემთვის რომ შემოგეხედათ კიდე მართლაც რომ პარაზიტი ვიყავი. თმები მოკლედ მქონდა შეჭრილი. მწვანე შეფერილობის თვალები კი ხან რა ფერში გადამდიოდა ხან–რაში. ჯდომის სტილზე ხომ საუბრარი არ მქონდა. საშინლად გამხდარი ტანი მქონდა და ისედაც მოკრუნჩხული ვიჯექი. ემის ადგილას რომ ვიყო და და თან ასეთი ლედი, ჩემნაირს წინაც არ დავისვამდი. ტანზე ყოველთვის ჯინსი და სპორტული ზედა ან რამე მსგავსი მეცვა. დიდი ხანი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად რომ ოჯახში ნაშვილები არ ვიყავი, რადგან ყველასგან იმდენად განსხვავებული ვარ, უცხოსაც უჭირს იმის დაჯერება რომ მე წიკლაურის გვარს ვატარებ. –თან ხომ იცი დიდხანს არ გაგრძელდება. გადაუვლის დედას მალე. –ისე მათი ყველაზე დიდი ჩხუბი მხოლოდ 1 კვირა გაგრძელდა–ვთქვი როცა მშვენებას თვალი მოვაშორე და ჭამას მივხედე–დედასთან შევალ და იმედია ცოცხალი გამოვალ. –ნენე. –მალე გამოვალ რაარი?–კარებში გავჩერდი. –ესსალათი მაინც დაამთავრე–მანიშნა მშვიდად. –ვჭამე უკვე–თვალები გადავატრიალე. –სამი ლუკმა–ირონიულად გამიღიმა, რომლითაც ორივე ვგავართ და მხოლოდ ეს საერთო ვიპოვე ამდენი ხნის განმავლობაში. –სკოლაშიც ვჭამე და აღარ მშია–თავი ვიმართლე და დედას ოთახისაკენ წავედი. გზადაგზა მესმოდა ლილეს ჯიჯღინი, ევასა და დედას მოგუდული ყვირილი. კარი გავაღე თუ არა ჩემი მისვლა მარტო ლილემ შეამჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ლილე და ევა ტყუპები არიან ლილე მაინც გამოვარჩიე, რადგან დარწმუნებული ვიყავი ევა არანაირად გაამართლებდა მამას და დედასთან ერთად მის ლანძღვაში იქნებოდა. ლილე კი ტრადიციულად ევას დაწყნარებას ცდილობდა, რადგან ევასა და მამას უფრო ხშირად აქვთ ხოლმე ჩხუბი ვიდრე დედას და მამას. შესაბამისად ევა უფრო გაცოფებული იქნებოდა ვიდრე დედა. თუმცა მშობლების ჩხუბს ვერც ვერავინ აჯობებს. –ხომ შეუძლია ერთხელ მაინც დამითმოს დრო მე და არა თავის სამსახურს! –არანაირად არ აქ ამ ყველაფერს გამართლება!–ყვებოდა ევა და განრისხებული სახით დადიოდა წინ და უკან–ხომ შეიძლება ზოგჯერ შენზეც იფიქროს! –ევა ცეცხლზე ნავთს ასხამ–ვუთხარი წყნარად და საწოლზე ლილეს გვერდით დავჯექი. –იცი იმ ვაჟბატონმა რაგააკეთა?–განცვიფრებულმა დიანა წიკლაურმა ხელგაშლილმა შემომხედა–არა როგორ მომექცა... აი ხომ შეეძლო რომ ჩემთვის დრო დაეთმო.... –დედა ზედმეტად ამუქებ ყველაფერს–ლილე უკვე დაღლილი იყო წიოკისგან და დაღლილი ცდილობდა დედასთვის აეხსნა ყველაფერი–მან უბრალოდ გითხრა რომ ამ კვირაში არ ეცალა. –და როდის უნდა დაელოდოს? იმ დღეს, როდესაც მაგას ეცლება?–ევა აღშფოთებას ვერ მალავდა–იქნებ მაშინ დედას არ ეცლება? –ევა ნუ დებილობ!–ყელში ამომივიდა და თვალები დავუბრიალე–ბავშვიც კი არ ბრაზდება ასეთ რაღაცეებზე–როდესაც ეცლებოდათ ორივეს მაშინ წავიდოდნენ კინოში. –მე ახლა მინდოდა!–აწიოკდა დედა. –18 წლის არ ხარ!–წამოიყვირა ლილემ–ემი დამამშვიდებელი შემოიტანე ამათთვის! –უკვე მომქონდა–მოვიდა ჭიქა წყლით და ორი აბით, რომელიც დედას და ევას მიაწოდა. ორივე საწოლის გვერდით დივანზე დაჯდა. უსიტყვოდ გამოართვეს და ერთდროულად გადაუშვეს. –ხო და ჩვენ მოვაწყოთ სახლში კინო–თქვა ლილემ. –ნუ მოიგონებ ხოლმე რაღაცეებს–თავზე ხელი წაიჭირა ევამ და თვალები დახუჭა. –არა რატომ?–ავყევი მეც–ხვალ სკოლა არაა, არც ემის აქ უნივერსიტეტი–შაბათია. –ჩვენ კიდე არ ვმუშაობთ ხვალ–ღიმილით ანიშნა ლილემ. –რამე ფილმს ავარჩევ და ერთად ვუყუროთ–გაიღმა ემიმ–თან ძალიან მეზარება კინოსთვის გარეთ გასვლა. სახლში ვიყოთ და რამდენსაც გვინდა იმდენს ვუყუროთ. –მე და ნენე კიდე სასმელებს ამოვიტანთ–იდაყვი გამკრა ლილემ მხიარულად. –აუ ნატასაც ვეტყვი რა, მაგისი ნათესავები ჩამოვიდნენ და ატანა არააქ–უცბად გამახსენდა. –მე კიდე რამე გემრიელობას გავაკეთებ–თავი მოიწონა ემიმ–დღესაც აქ დავრჩებით ყველა. –ჰა, დედა რას იტყვი?–გავუღიმე და ხან დედას ვუყურებდი ხან ევას, რომელიც გაშხლართული იჯდა დივანზე და თავზე ხელი ჯერ კიდევ წაკრული ჰქონდა. –კარგი–თქვა დედამ შედარებით მშვიდად და დაწყნარებულად–ოღონდ რაც შეიძლება მეტი სასმელი ამოიტანე და ნენე შენ არ დალევ. –ეგ საიდან მოიტანე?–გავიკვირვე და ფეხზე წამოვხტი. –რა და თინეიჯერი ხარ და არ შეიძლება ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება–ფილოლოგივით მიპასუხა. –ხომ იცი, რომ მაინც დავლევ... ცოტას მაინც. –ცდად მაინც ღირდა–ამოიხვნეშა და თვალები დახუჭა. სიხარულისგან წამოვიყვირე ლილეს ხელით ვანიშნე ჩავედითთქო. ტყავის კურტკა სწრაფად მოვიცვი, ლილემაც მანტო მოიხურა და გარეთ გავედით. –მამა სად წავიდა ხო არ იცი?–ვკითხე მშვიდად, როცა მაღაზიის კარი შევაღე და შიგნით შევედით. –რომ მოვედი უკვე წასული დამხვდა–მხრები აიჩეჩა და სასმელებისა და სასუსნავების არჩევა დავიწყეთ–მე და ევა შენზე წინ მოვედით. –კიდევ კარგი ჩხუბს არ მოუსწრო–გავიცინე და ამაში ევა ვიგულისხმე. ლილესაც გაეცინა, რადგან ნათქვამს მიმიხვდა. –ჰო, თორემ სრული სანტა ბარბარა იქნებოდა–სიცილს განაგრძობდა ლილე და ფუმფულა ლოყები სახეზე უთამაშებდა. –ზეფირი წავიღოთ რა–ვუთხარი და თაროდან ხუთი შეკვრა ჩამოვიღე. –და შოკოლადიც–დააყოლა სწრაფად, ის ხომ შოკოლადის მოყვარული იყო. –ავიღე!–ვუთხარი სწრაფად და ყველაფერი კალათაში ჩავყარე... როგორც კი ლილესკენ შევტრიალდი კალათაში ამ ყველაფრის ჩასალაგებლად თვალი ახლად შემოსულ კლიენტს მოვკარი, რომლის თმის ვარცხნილობა უკნიდანვე ამ სიშორიდანაც ვიგრძენი. გული ამიჩქარდა და ნერვიულობისგან გავიყინე. გავშეშდი და ყურადღებას არ ვაქცევდი ამ მაღაზიისათვის დამახასიათებელ საშინელ სიმღერას, რომელიც შემოსვლისთანავე მაღიზიანებდა... ამ ადამიანის დანახვაზე ეს სიმღერაც არ მესმოდა... ვგრძნობდი როგორ მიჩქარდებოდა გულის ცემა და როგორ მიჭერდა რაღაც შიგნით. ვგრძნობდი, როგორ მეშლებოდა და მიტყდებოდა მთელი ორგანიზმი. თვალებიც ამეწვა, რადგან თავისუფლებას არ ვაძლევდი ცრემლის წამოსვლას. ვიღაც ჩემ სახელს გაიძახდა და ვერ ვხვდებოდი ვინ. მთელი ყურადღება იმ წაბლისფერთმიანზე მქონდა გადატანილი ცოტახნის წინ რომ გადაკვეთა ზღურბლი და მაღაზიაში, დერეფნებს შორის, დაიწყო ბოდიალი. ვიღაცამ შემარხია და მდგომარეობიდან იმან გამომიყვანა, რომ ხელი ამეწვა. –არ გესმის ჩემი?–უცნობი ხმა ლილეს ეკუთვნოდა. კიდევ ერთხელ ამეწვა ხელი და მივხვდი, რომ ხელზე მიჩქმიტა, რაც მას ახასიათებდა–ნენე, რა დაგემართა? –არაფერი–ხმა ძლივს ამოვიღე და ხმის კანკალით ვუპასუხე. მას ემოციებისგან დაღლილად შევხედე და ვგრძნობდი, რომ თვალები უფრო ამეწვა. –ფერი არ გადევს და კარგად ხარ?–ნერვებმა უმტყუვნა და თვალებით დაძაბულმა შემომხედა–თვალები აწითლებული გაქვს. –უცბად ცუდად გავხდი–თავი ხმადაბლა ვიმართლე და ვითომ რაღაცის ძებნა დავიწყე თაროებისკენ მივტრუალდი. –ახლა კარგად ხარ?–მკითხა წყნარად და წინ დამიდგა. ხმა ვერ ამოვიღედა თავი დავუქნიე. –წამოდი, გადავიხადოთ და წავიდეთ, თორემ მაშინებ–დღევანდელი დეტექტორივით თვალები ამაყოლა–ჩამაყოლა, ხელმკლავი გამიყარა და სალაროსკენ წავედით. სალაროსთან დაძაბული ვიდექი. იმის წარმოდგენა რომ მე და ის ერთ შენობაში ვიდექით სულს მიხუთავდა. საკმაოდ ბევრი რამე გვიყიდია და მათ გატარებასაც დიდ დრო დასჭირდა. ამასობაში თვალის კუთხით დავინახე, რომ ის წაბლისფერთმიანი და მისი ძმაკაცი სალაროსკენ წამოვიდნენ. უფრო დავიძაბე და ნერვულად ავადევნე თვალი მოლარეს, რომელიც აუჩქარებლად ცდილობდა თავისი მოვალეობის შესრულებას. ეს სიზანტე მაღიზიანებდა და კინაღამ ვიყვირე, მაგრამ გასაჩუმებლად ტუჩზე ვიკვნიტე და ვეცადე ხმა არ ამომეღო. შორიდან დავინახე, რომ სალაროსკენ მოდიოდა და გული უფრო და უფრო მიჩქარდებოდა მის მოახლოვებაზე. გონებაში ყველა იმ მომენტმა და პერიოდმა გამიარა, რომელიც მასთან მაკავშირებდა. გული უფრო და უფრო მეკუმშებოდა და თითოეული წამის გახსენებაზე თვალზე ცრემლი უფრო მადგებოდა. რაღაც ცივი სითბოთი ვიგრძენი, რომ ჩემს გვერდით იდგა. ლილესკენ გავიხედე, რომელიც ჩემგან განსხვავებით მომღიმარი სახით ელოდებოდა მოლარეს. არც კი მიფიქრია გვერდით გახედვაზე, რადგან იმ სახის დანახვის მეშინოდა, რომელიც გულს მიკლავდა. ვიცოდი, მის შემხედვარეს რაღაც დამემართებოდა. ამავდროულად არ მინდოდა მისი მომღიმარი და მომცინარი სახის დანახვა, რომელიც ჩემ დაცინვას ასახავდა მის სახეზე. მაღიზიანებდა იმის გაფიქრება, რომ ამდენი ხნის მერე ვითომც არაფერი ისე იქცეოდა. ლილეს დჟინებული ვუმზერდი, თითქოს იმის იმედი მქონდა რომ მზერას იგრძნობდა და გამომხედავდა. ეტყობა ნაშვილები მართლაც არ ვარ და დებს შორის რაღაც ბიოლოგიურმა კონტაქტმა გაიღვიძა. ლილემ ღიმილით გამომხედა, მაგრამ ის ღიმილი ჩემი საცოდავი სახის დანახვაზე დაეკარგა. ამწარებული თვალები უფრო მეწვოდა და ყველანაირად ვცდილობდი მის თანდასწრებით არ მეტირა. ლილემ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ თვალებით ვანიშნე არათქო და გაჩერდა. მაღაზიიდან გასვლისთანავე უკანა მხარეს გავედით სადაც დანგრეული სკვერი იყო სადაც გასვლისთანავე გავქანდი. ლილეს ორი დიდი პარკი ეჭირა და სწრაი ნაბიჯით მომსდევდა. მე სწრაფად დავიოდი და სკვერში ერთადერთ ფეხზე ძლივსღა მდგარ კამზე დავეხეთქე. თვალიდან უნებურად ცრემლი წამსკდა და ტირილი დავიწყე. თან თვალზე ხელს ვიფარებდი, არ მინოდა ვინმეს დაენახა. –რატომ გამაჩერე?–ამბობდა გაბრაზებული–ხომ იცოდი, რომ კარგად გამოსალანძღი მყავს იმისთვის რაც გაგიკეთა... დაგავიწყდა? –არ დამვიწყებია–მოგუდული ხმით ვუთხარი და ცრემლები სწრაფად შევიშრე... მე ხო არ უნდა ვტიროდე, მე არ ვტირი...–რომ არ დამვიწყებია მაგიტომაც... არ მინდა მაგასთან კავშირი მქონდეს. –ხო და ერთი კარგად უნდა მოაკეტინო მაგას–პარკები იქვე დაედო და ჩემ წინ ხელებგაშლილი ლექციას მიტარებდა–უნდა გაიგოს რას ნიშნავს, როცა ეგრე გტკენენ გულს! –აღარ მაინტერესებს...–ჩუმად ვთქვი. –გეტყობა!–ირონიულად მითხრა–ვიღაცამ მაგ გიორგის კარგად უნდა დაანახოს რას ნიშნავს, როცა... –ლილე გაჩერდი–ხმამაღლა წამოვიყვირე–მახსოვს რაც გააკეთა და ძალიან გთხოვ ნუ მახსენებ. –ეგ რომ დაინახე მაგიტომ გაშეშდი, არა?–მკითხა ლილემ და დოინჯი შემოირტყა–მაშინვე უნდა გეთქ... –ნუ მახსენებთქო–შევაწყვეტინე და საწყალი თვალებით შევხედე. ლილე გაჩერდა და გვერდით ჩამომიჯდა. ორივე ამ დანგრეულ სკამზე ძალიან სასაცილო ვჩანდით, ამ სიტუაციას თუ არ გავითვალისწინებთ. ცალი მხარე სკამს ჩამონგრეული ჰქონდა, მეორეთი კი ძლივს იდგა ფეხზე. მე ბოლოში იჯექი, ლილე კი–თავში. კურტკის ჯიბეში კოლოფის ძებნა დავიწყე. აკანკალებულმა მოვხადე თავსახური და ერთი ღერი ამოვიღე. –იმედია დედას არ ეტყვი–ვუთხარი ჩუმად. –მე კიდე მეგონა, რომ დაანებე–მითხრა ლილემ. ვიცოდი, რომ აღიზიანებდა მოწევა, მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებდი და ჯობდა რამე გამეკეთებინა. –ვერ მოვითმინე–თავი ვიმართლე, არადა დანებება არცერთხელ არ მიცდია. –მაინც არაფერს გიშველის–მითხრა და თავი ხელებში ჩარგო–უბრალოდ თავს იწმლავ... მერე და ვის გამო... –ვიცი–ვუთხარი მშვიდად. მოვუკიდე და აკანკალებული ხელით გრძელი ნაფაზი ჩავარტყი... ჰაერში კი მხუთავი ბოლი გავუშვი, რომლის ნაწილი ჩემ სულში დაილექა... _______________________________________________ იმედია მოგეწონათ ამ სტორიის პირველი თავი. ძალიან გთხოვთ ყველა ვინც წაიკითხავთ შემიფასეთ კომენტარებში. თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.