ყველას წინააღმდეგ (თავი 12)
ლუკას არყოფნის პერიოდში ბუნაგში ბევრი რამ შევცვალე. მითუმეტეს გაყვანილობა წესრიგში იყო და სამზარეულოც და სააბაზანოც სრულიად მოვაწესრიგე.. ახლა მივხვდი რომ სწორადაც მოვქცეულვარ. ვიცოდი ტორტს თვითონ მოიტანდა ამიტომ გადავწყვიტე საჭმელი მომემზადებინა მითუმეტეს რომ ვიცოდი დააგვიანდებოდა და მშიერი მოვიდოდა. პირველ რიგში პიცის მომზადება დავიწყე პარალელურად კარტოფილის შეწვასაც ვაპირებდი, ვიცოდი ძალიან უყვარდა. სანამ კარტოფილს ავურევდი მაგიდა გავაწყვე, სანთლებს ვალაგებდი მობილურის ხმა რომ გავიგონე. დედა იყო. -ლიკ სახლში გელოდები აუცილებლად უნდა მოხვიდე. -აუ დედა კარტოფილს ვწვავ -როგორც კი მოამზადებ მაშინვე მოდი. დავთანხმდი რადგან დედა ასეთი არასოდეს მინახავს. 10 წუთში სახლისკენ მივდიოდი. სახლში შესულს დედა გაბადრული დამხვდა. ბედნიერი სახით მახარა მამაშენს სამსახურიდან დაურეკეს ბოდიში მოუხადეს და უკან დაბრუნება სთხოვესო. გახარებული გადავეხვიე კიდევ ერთი საჩუქარი მივიღე. დედა ჩემ გაშვებას არ ჩქარობდა, უამრავ სხვა თემაზე გადავიდა მე კი ვეხვეწებოდი რომ ლუკა უკვე მელოდებოდა და გავეშვი თუმცა არაუშავსო და ლაპარაკი განაგრძო. ბოლოს როგორც იქნა მობილურზე დაურეკეს და თვითონ ხმაც არ ამოუღია ისე გათიშა რამდენიმე წამში.. -სამსახურში მიბარებენ შენც გაგვიანდება აქ რატომ მიზიხარ აბა სწრაფად ლუკა არ ალოდინო _და ასე პირღია თითქმის გამომაგდო სახლიდან. სიცილით ვბრუნდებოდი ბუნაგისკენ და ვფიქრობდი კარტოფილის გათბობას მოვასწრებდი თუვერა ლუკასთვის, თუმცა არამგონია საჭმელი ნდომებოდა. იმდენად აინტერესებდა ჩემი რეაქცია დაძაბული მელოდა და როცა დამინახა როგორ სასიამოვნოდ გაოცებულმა ავიფარე პირზე ხელი ამოისუნთქა და დიდი თაიგულით ხელში ჩემსკენ წამოვიდა.. ოთახი სავსე იყო ჩემი საყვარელი ფერის ბუშტებით, ძლივს ჩავუარე მათ ლუკასთვის თაიგული რომ გამომერთმია, შუქი არ ენთო მხოლოდ ერთი პატარა, მრგვალი, უცნაური ფორმის ნათურა იყო, რომლიდანაც სხივებივით გამოდიოდა ფერები, მაგიდა გვერდით ქონდა გაწეული და ძირს ორი მოგრძო პუფი იდო. -მოდი აქ_ხელი ჩამკიდა და პუფზე დავწექით,ზემოთ ახედვისას მივხვდი რატომ იყო ოთახი ჩაბნელებული და მხოლოდ ერთი ნათურა ენთო. მეგონა სახლს სახურავი აღარ აქვს და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ვწევართთქო. ასეთი სილამაზის სიტყვებით აღწერა მართლაც შეუძლებელია. გულზე თავი დავადე და ვუსმენდი როგორ გამეტებით უძგერდა, თითქმის მაშინვე ვიგრძენი როგორ მომხვია ბეჭებზე ხელი. თვალები დავხუჭე და ვიგრძენი რომ მთელი სხეულითა და გონებით განვიცდიდი ბედნიერებას. არ ვიცი რადმდენი ხანი ვიყავით ასე მაგრამ მეგონა რომ ლუკას ჩაეძინა, თუმცა ვგრძნობდი ცოტათი დაძაბულიც იყო. ალბათ მომეჩვენათქო გავიფიქრე და ისევ თვალდახუჭული ვაპირებდი ტკბობის გაგრძელებას როცა მისი ჩუმი ხმა ჩაჩურჩულებასავეთ გაისმა:-ცოლად გამომყვები? (12) უკვე თენდებოდა სახლისკენ გაცისკროვნებული სახით რომ მივდიოდი, ასე მეგონა ბეჭედს იმხელა სიკაშკაშე აქვს თვალს მიბრმავებსთქო.დედა მელოდა დივანზე დამჯდარი რომ გველაპარაკა, რა თქმა უნდა ლუკას მოკავშირე იყო: -დე, რა უპასუხე? -კაი რა დე, რას ვუპასუხებდი?_გაცისკროვნებულმა ავუფრიალე ხელი სახესთან_ დე იცი რა არის, ვერასდროს წარმოვიდგენდი 18 წლის თუ გავთხოვდებოდი, ხომიცი ყოველთვის პირველ რიგში სწავლა და კარიერა მინდოდა, მაგრამ ლუკამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, მივხვდი რომ ჩემი ადამიანია, წარმოიდგინე ასე პატარებმა რამდენი რამ გადავიტანეთ და მაინც ერთად ვართ. -ვიცი შვილო, სწორედ ამიტომ იყო ჩემთან დასალაპარაკებლად რომ მოვიდა, სიხარულით დავუქნიე თავი, ვიცი რომ ყოველთვის ეყვარები შვილო, ვიცი რომ მასთან ბედნიერი იქნები. -მადლობა დე. მადლობა რომ დაეხმარე და ყველაფერი ასე განსაკუთრებულად მოაწყვეთ_მოვეხვიე და გული აგვიჩუყდა. -შენზე უკეთესი ვინ მყავს შვილო. დღეს არც მე ვარ შენზე ნაკლებად ბედნიერი, ჩემს ერთადერთ ქალიშვილს მისი სიყვარული ეწვია და თანაც ვიცი, როგორ მოგივლის და გვერდით დაგიდგება. ხო და მთავარი, მამაშენს მე მივხედავ_თვალი ჩამიკრა და დასაძინებლად გამიშვა, ბეჭედზე თვალის მოცილება არ შემეძლო, სულელივით გაღიმებული დავდიოდი წინ და უკან. დილით მამა მელოდებოდა, უჩემოდ სამსახურში არ წასულა, სენტიმენტებით არასდროს გამოვირჩეოდით ძირითად დროს ხომ მუშაობას უთმობდა, დღევანდელი დღე განსხვავებული იყო. ცრემლ მორეული მომეხვია და ყურში მიჩურჩულა: -შენით ვამაყობ შვილო, მიხარია რომ ზუსტად ისეთი გაგზარდეთ, როგორიც გვინდოდა ყოფილიყავი, მთელი გულით გისურვებ ყველაზე დიდ ბედნიერებას. სკოლის ეზოში გაღიმებული შევედი, იმდენად ბედნიერი ვიყავი ირგვლივ არაფერს აღვიქვამდი. გოგოებიც შესასვლელში მიცდიდნენ,ყვირილით ჩამეხუტნენ და ბეჭედი მაჩვენებიეს, ძლივს დავაშოშმინე, არ მინდოდა ყველას ყველაფერი გაეგო.როგორც კი ლუკა შემოვიდა კივილის მეორე რაუნდი დაიწყეს და გადაეხვივნენ, ლუკამ გაუცინა და ხელი მომხვია: -დიდი ხანია ასე კივიან? -კიი რაც მოსული ვარ. -ყოჩაღ შენ გაძლებას, მომენატრე_თვალებით მომეფერა და ხელი წელზე მომიჭირა. -ოჰოოოჰ სასტავს გაუმარჯოს, რამეს ავღნიშნავთ?_ცივად დამიარა დათოს ხმამ. -საშენოს არაფერს დათო, გაიარე. -კაი რა ლუკა ძველი ძმაკაცობის ხათრით_ისე ნაგლად ჩაიხითხითა ლუკამ მაშინვე ხელი გამიშვა და დათოსკენ გაიწია. უცებ ჩავდექი შუაში და ლუკას ხელი მივადე. -გთხოვ რა_მთავარი დამავიწყდა, დათომ ჩემს ბეჭედს თვალი მოკრა და გაოგნებულმა ამათვალიერა- თქვენ რა დაინიშნეთ? ცოლად მიყვები? _განრისხებული სახით შემეკითხა, პასუხს არც დაუცადა ისე გავიდა ეზოდან. გაოცებულმა გავაყოლე თვალი, ასე რატომ გაუკვირდა, ხომ იცოდა ერთად რომ ვიყავით? ასე გასაკვირია ჩვენი დანიშვნა? იმხელაზე იყვირა მთელმა ეზომ გაიგო და ყველა ჩვნ გვიყურებდა, ზოგი შურით, ზოგი გვილოცავდა, ზოგი ჩურჩულებდა. თავი ყველას ავარიდეთ და კლასისკენ წავედით. ბოლო ორი გაკვეთილიდან ლუკა წავიდა, მამამისს უნდა შეხვედროდა და დაგირეკავო გამაფრთხილა. გოგოებს ვუცდიდი დათომ არსაიდან გამოჩენილმა ხელი რომ მსტაცა: -წამოდი სალაპარაკო გვაქ. -დათო გააფრინე? რას აკეთებ მეტკინა გამიშვი -წავედით_მანქანაში ძალით ჩამტენა და მეც გაოცებულმა გოგოებს გავხედე მიშველეთთქო, თუმცა მანქანა მაშინვე მოწყდა ადგილს. -დათო ასე არ შეიძლება, ეს რა წესია, გააჩერე ახლავე. -ლიკა დაწყნარდი შენ მოტაცებას არ ვაპირებ, ხომ გითხარი დალაპარაკება მინდა უბრალოდ. -მერე ნორმალურად არ შეიძლებოდა გეთხოვა? თუ არ მიცნობ და უარს გეტყოდი? ადამიანურად მოპყრობა ისწავლე რა დათო._ჩემი ტელეფონი ამღერდა, ლუკა მირეკავდა. -გისმენ ლუკა -სკოლაში გამოგიარე და აღარ დამხვდი, ასე უცებ სად გამექეცი? -დათოს გამოვყევი ლუკა, ოღონდ გთხოვ არ ინერვიულო, უბრალოდ დავილაპარაკებთ. -ლიკა გადახტი_უცებ იყვირა დათომ -რა ვქნაა? სად გადავხტე ადამიანო -ლიკა რა ხდება?_ლუკა გააფთრებული ყვიროდა. -მუხრუჭი აღარ იჭერს მანქანაა გაფუჭებული უნდა გადავხტეთ_დათო შეშლილი სახით იყურებოდა საქარე მინაში და ვხედავდი როგორ ცდილობდა დამუხრუჭებას. შიშიდან მობილური ხელიდან გამივარდა. -კი მაგრამ დათო ასეთ ქვიან გზაზე ასეთი სიჩქარით ვერ გადავრჩებით -შენით ვერ გავრისკავ, დამიჯერე ასეთი სიჩქარით რამეს თუ შევეჯახეთ მართლა არ გვაქ შანსი, კარი გააღე და სამზე ვხტებით._არ ვიცი ასე შეშინებულს რა ძალამ გამაღებინა კარი და გადმოხტომა მაიძულა, გონების გათიშვამდე მხოლოდ ლუკას ხმა მესმოდა ტელეფონიდან განწირული ჩემს სახელს რომ ყვიროდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.