ანუკი(16)
ორივე გაჩუმდა. მოულოდნელად ალექსანდრემ ანუკი მისკენ მიიზიდა და აკოცა. მან მაშინვე მოიშორა თავიდან და სახეში გაარტყა. ამჯერად ისე ძლიერად რომ ალექსს ტუჩი გაუხეთქა. პასუხად კი ღიმილი მიიღო. -მერამდენეჯერ ამის დედაც-ოთახიდან გავიდა და სახე ჩამოიბანა, ანუკი წამოდგა და გაყვა. -კლინიკაში მინდა წასვლა. -ჰა? -რაც გაიგე, კლინიკაში მინდა დაწოლა. -საწოლი აქაც არი, აქ დაწექი. -ალექსანდრე, აუცილებლად ჭიქები უნდა ვამსხვრრიო, ალკოჰოლი მოვიპარო რო კლინიკაში წამიყვანო?!! -არსად არ წახვალ, ჭიქების მსხვრევას ეხა მე დავიწყებ თუ შენთითონ არ დამშვიდდები. -ესე ვერასდროს მოვრიგდებით. გევედრები ტატოს დაურეკე, საუკეთესო კლინიკაში მომაწყობს. რატო მექცევი ესე. -მე გექცევი? მე გაგიხეთქე ტუჩი? -ძაან გეტკინა?-ანუკის ხმა დაურბილდა, ალექსს კი გაეცინა. -არა. სერიოზულად მკითხე ხო? ანუკი უფრო ახლოს მივიდა, ბამბა აიღო და ტუჩზე დაადო. შემდეგ კი აკოცა, ალექსანდრე წამით მოშორდა. -ეხლა მე უნდა გაგარტყა. -მოკეტე-ალექსანდრემ ხელში აიყვანა და საძინებელში გაიყვანა, შემდეგ კი.... მთელი დღე ერთად იწვნენ, ვერცერთი ვერ იღებდა ხმას, სანამ ლიზის დარეკილმა არ დაარღვია მთლიანი იდილია. -რა გინდა?... ბაკურიანში ვარ... როდის?... გამოვდივარ-გათიშა, გიჟივით დაიწყო გასაღებების ძებნა , როდესაც იპოვა შემოტრიალდა და ანუკის უთხრა. -კლინიკა კაი იდეაა, ტატოს დავურეკავ, მოვა და წაგიყვანს. მეჩქარება. გავიდა და კარი ჩაკეტა, ანუკი კარს მივარდა და ჯაჯგური დაუწყო. -ალექსს!! ესე ვერ მომექცევი!!!-მაგრამ ალექსანდრე დიდიხნის წასული იყო. ანუკი ჩაიკუზა და ტირილი დაიწყო, ვერ იჯერებდა რომ ალექსანდრემ გამოიყენა და შემდეგ ლიზისთან წავიდა-ცხოველი!!-შემდეგ,აბაზანაში შევიდა და მისი ავსება დაიწყო. შემდეგ ჩაწვა და ... ცოტახანში ტატოც მივიდა, სახლში შევიდა და ანუკის ძებნა დაიწყო. -ანუკი,სად ხარ?! -ოთახში შევიდა, შემდეგ აბაზანის კარზე დააკაკუნა-ანუკი? აქ ხარ? მიპასუხე. ანუკი მიპასუხე თორე შემომტვრევა მომიწევს. ნუკი!-ტატომ კარი შეამტვრია... *** ანუკიმ ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ მისი გადარჩენა მაინც შეძლეს. ტატო მთელი ღამე არ მოშორებია ანუკის გვერდიდან, ვაკოც და რეზიც ავიდნენ მის სანახავად, ისინც ანალოგიურად ტატოსთან ერთად იყვნენ მთელი ღამე. მას ერთადერთი რამ უნდოდა, დაეჭირა ალექსანდრე და სიკვდილამდე ეცემა, ანუკიზე მეტად მას არავინ არ უყვარდა. და მის და დედის გარდა არც არავინ ჰყავდა. ანუკი რომ გამოფხიზლდა სამივე ოთახში დახვდა. -ჯანდაბა-ხელები სახეზე აიფარა-ჯანდაბა, რატო... რატო არ წამიყვანე ღმერთო-მოიკრუნჩხა და ტირილი დაიწყო. სამივე გაოგნებული უყურებდა, ბოლოს ერთ-ერთს მოუვიდა თავში აზრად რომ ექიმისთვის დაეძახებინა, შემდეგ დამამშვიდებელი გაუკეთეს და ისევდაეძინა. -ამის დედა შევე*ი. სადამდე მიიყვანა-ტატოს ლამის თვითონ წასკდა ცრემლები-ანუკიზე სიცოცხლით სავსე ადამიანი არ არსებობდა, ნაბი*ვარი. -დაწყნარდი, აგებს ყველაფერზე პასუხს, პირობას გაძლევ-ვაკომ დამშვიდება სცადა. -ტატო, სანდროსთან არაფერი წამოგცდეს, ხო იცი რა იმპულსიურიცაა, სისულელეს გააკეთებს. ამ დროს ალექსანდრე ლიზასთან ერთად იყო თბილისში და არაფრის გარტყმაში არ იყო. არ იცოდა რომ ანუკი საავადმყოფოში იწვა, თან რის გამო. როგორც იქნა დილით ანუკი გამოფხიზლდა, ისინი კიდევ ოთახში იყვნენ, უბრალოდ ამჯერად რეზის გარდა ყველას ეძინა. -როგორ ხარ?-ჩუმად ჰკითხა. ანუკიმ არაფერი უპასუხა, უბრალოდ ფანჯარაში იყურებოდა-ექიმს დავუძახებ-წამოდგა და ექიმი შემოიყვანა, ამ ხმაურზე დანარჩენებსაც გაეღვიძათ. ექიმმა ბიჭებს პალატა დაატოვებინა, რადგან ნუკისთან მარტო უნდოდა საუბარი. -ანუკი, მე გია მქვია. როგორ გრძნობ თავს? ის უბრალოდ ფანჯარაში იყურებოდა და ხმას არ იღებდა. -გესმის ჩემი?-ექიმმა საწოლს მოუარა და მეორე მხრიდან დადგა-ანუკი? მაშინ ანუკიმ თავი გაასწორა და კედელს მიაშტერდა. -ჩვენ გავესაუბრეთ უკვე შენ ახლობლებს და ისინი თანხმიბას აცხადებენ შენ გადაყვანაზე სპეციალურ დაწასებულებაში, კლინიკაში სადაც დაგეხმარებიან. მხოლოდ შენი თანხმობა არის საჭირო. ნუკი? ვიცი რომ გესმის ჩემი. -სად უნდა მოვაწერო ხელი. ექიმი არ ელოდებოდა მის ესეთ სწრაფ თანხმობას. მაგრამ მაინც არ დაბნეულა და დოკუმენტები მიაწოდა, ანუკიმ ხელი მოაწერა და დაუბრუნა. -კლინიკაში დავრეკავთ და შენთვის ადგილს გაამზადებენ. ცოტახანში კიდევ შემოვალ-ექიმი გავიდა, ჰოლში ბიჭები ელოდებოდნენ და მის დანხვაზე გიჟებივით მიცვივდნენ. -როგორ არის? -თანახმაა კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებაზე, ახლა ადგილს გაამზადებენ და გადაყვანა დღესვე მოხდება. -მისი ნახვა შეიძლება? -სამივე ერთად არ შეხვიდეთ. მხოლოდ ერთ-ერთს შეგიძლიათ. ოღონდ მისთვის ნერვიულობა არ შეილება. -ტატო მიდი-რეზიმ და ვაკომ თითქმის ერთხმად თქვეს. ტატოც არ შეყოვნებულა და ოთახში შევიდა. მას უჭირდა ანუკის თვალებში ყურება, თავს დამნაშავედ გრძნობდა რომ თავის დროზე არ წაიყვანა იქიდან. ანუკი ამჯერად მშვიდად იყო. საწოლში აღარ იწვა, უკვე ტანზე ეცვა და უბრალოდ სავარძელზე იჯდა. -ისა... როგორ ხარ-წამით შეხედა და ისევ დახარა თავი. -შენი აზრით? -ნუკი, მე... -დაიკიდე, არავის ბრალი არ არის. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, სამწუხაროდ იმდენად სუსტი ვარ რომ ც არ გამომივიდა. -ნუ ლაპარაკობ ეგრე, არ მეგონა რომ ესე ცუდად იყო ყველაფერი. მამაშენს დაველაპარაკებ და გაშორდებით. -შენ გგონია ეს რამეს უშველის? ტატო მე ის მიყვარს. მას კიდე სხვა უყვარს, ამას რას უზამს მამაჩემი? აზრი არ აქვს მასთან ლაპარაკს. -მე არ მოგცემ იმის უფლებას რომ ამ.. არსებასთან ერთად იცხოვრო. -სამწუხაროდ შენ არ წყვიტავ ამას. -ხო... როგორც ჩანს საერთოდ ამომშალე შენი ცხოვრებიდან, ისევე როგორც სხვები. ერთი მაინც მახარებს, კლინიკიდან არ გამოგიშვებენ სანამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდები. ამაზე მე ვიზრუნებ, კიდე შენ საყვარელ ქმარზე, ერთ-ორ საათში გვერდით პალატაში მოგიწვენენ-ტატო ოთახიდან გავიდა. ანუკის ნერვიც არ შეტოკებია. პირიქით გაეღიმა. ამ დროს ექიმი შემოვიდა. -მანქანა გარეთ გელოდება. -აჰამ. ამ დროს კარი გაიღო და ალექსანდრე შემოვიხა. -კიდე კაი-ეს თქვა და ამოისუნთქა, თითქოს მორბოდაო. -უკაცრავად, თქვენ ვინ ბრძანდებით. -ანუკის ქმარი. -კარგით, 2წუთს მოგცემთ დასამშვიდობებლად-ექიმი გავიდა. -რისთვისო? -კლინიკაში ვწვები. -არსად არ წვები. ნუკი.. რატო გააკეთე ეს? -ავად ვარ, ფსიხი ვარ, არ ვიცი. იქნებ იმიტომ რომ ჯერ გამომიყენე და მერე ლიზისთან წახვედი, არ გიფიქრია? შენ მე სათამაშო გგონივარ...რაც გინდა ის იფიქრე, მაგრამ ესეთ ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია. მინდა რომ შენგან რაც შეილება შორს ვიყო, გულს მტკენ, მანადგურებ, სიცოცხლის სურვილს მართმევ და ამას ვერ ხვდები. ეგოისტი ხარ. საკუთარ თავზე ფიქრობ, შენ გარშემო მყოფები კი გკიდია, მე მივიღე ის ფაქტი რომ შენი ცოლი უნდა გავმხდარიყავი, ბოლომდე ვცადე დამორჩილება, მაგრამ შენგან საპასუხო რეაქცია არ მქონია. დებილივით შემიყვარდი, შემიყვარდი რადგან მეგონა შენ შეცვლას შევძლებდი, იმ ეგოიზმს მაინც მოვსპობდი რომელიც შენში არის დამკვიდრებული. თვითონ კითხვასაც რომ მისვამ თუ რატო გავაკეთე ეს, მიუთითებს იმ ფაქტზე რომ არაკაცი ხარ. ვერ ხვდები რა გააკეთე ისეთი რამაც ამ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა. არ თვლი რომ შეცდომა დაუშვი. ესე მგონია გული ამომგლიჯეს და დაწვეს. ნებისმიერ ადამიანს ჰკითხე, ესეთი არასდროს ვყოფილვარ. თბილისში რამდენი ბიჭი მეფიცებოდა სიყვარულს, მაგრამ ყველას უარს ვეუბნებოდი. შეიძლება ესე არ უნდა გამეკეთებინა, მართლა მომეძებნა მათში ის ვინც მარტლა შემიყვარებდა და არ მიღალატებდა. ეს ჩემი შეცდომაა, ალბათ ჯერ პატარა ვარ და არ გამეგება ცხოვრების, და იმიტომ დამემართა ესეთი რამ. მოკლედ შენთან საუბრის სურვილიც კი დამეკარგა. მიყვარხარ, მაგრამ არ ინერვიულო, ვეცდები რომ გადაგიყვარო. ნახვამდის-ადგა და ოთახიდან გავიდა. ალექსანდრე გაშეშებული დარჩა, ადგილიდან ვერ დაიძრა, უნდოდა გაკიდებოდა, მაგრამ რაღაც არ აძლევდა საშუალებას. თავს არაკაცად თვლიდა და ესეც იყო. აქამდე არც კი წარმოედგინა როგორ ტკენდა ანუკის გულს... მაგრამ როდესაც ეს სიტყვები მოისმინა, სიმართლეს ჩაწვდა, მიხვდა რომ მამამისს ჰგავდა, რომ მისგან არაფრით განსხვავდებოდა. ისიც სათამაშოებივით ექცეოდა ხალხს. როდესაც მობეზრდებოდა, სხვას პოულობდა. მიხვდა რატომაც არ თხოვა ნოდარიმ გიორგის ცოლის მოყვანა, რადგან ის არცერთს არ ჰგავდა. რომ გიორგი სიყვარულისთვის ყველაფერს გააკეთებდა. ნოდარიმ კი იცოდა რომ ალექსანდრე დათანხმდებოდა. *** ალექსს აღარ შეეძლო ამდენის ატანა. ერთი თვის განმალობაში ანუკისგან არაფერი არ სმენია, მის ოჯახში მისვლაც კი რცხვენოდა. ერთ დღესაც ანუკის მამამ დაურეკა და ვახშამზე დაპატიჟა. ალექსანდრე მაშინვე დათანხმდა, იმ პირობით თუ იქ ანუკის ნახავდა. მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი აღარ იყო კომპანია, რადგან უკვე აღარ ჰქონდათ პრობლემები, პირიქით ესეთი წარმატებულები არასდროს ყოფილან. საღამოს ალექსი მათ ოჯახს ეწვია, შიგნით შეიპატიჟეს და მაგიდასთან დასვეს. -ანუკი არ იქნება?-ალექსანდრემ იკითხა. -მეგობრებთან ერთად იყო გასული, დღეს დაბრუნდა კლინიკიდან და მოენატრა-ელენემ ძალით გაუღიმა. ცოტახანში კარიც გაიღო და ანუკი სანდროსთან, ნინისთან, რეზისთან და ვაკოსთან ერთად შემოვიდა ოთახში. თან ერთმანეთში ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ. სანდრომ ანუკის გადახვია ხელი და ისე შევიდნენ შიგნით. -გამარჯობა ბატონო ზურა, ქალბატონო ელენე-სანდრო თავაზიანად მიესალმა ორივეს. -გამაარჯობა ბავშვებო. ანუკი, შვილო წამოდი სამზარეულოში დამეხმარე-ელენემ თხოვა. -ბოლოს ეგ რომ მთხოვე დედა, მახსოვს ალექსანდრეს გამაყოლე. ეხლა რაღა უნდა მთხოვო ბავშვი? მამამისმა ძალით გაიცინა. -რას არ იტყვის ხოლმე. ანუკი გაყევი დედაშენს. -მოვალ ეხლავე-სანდროს უთხრა და დედამისს გაჰყვა. -ხომ იცი რომ ალექსანდრე უნდა მოსულიყო? მეგობრები რატო მოიყვანე. -უკაცრავად? მე გითხარით რომ ამ ცხოველს არ შევურიგდებოდი. -ამას არავინ გეკითხება! დღესვე გაყვები მას სახლში! და ამაზე ხმა არ ამოიღო. -პრობლემები აღარ აქვს კომპანიას, რა საჭიროა ჩემი ამ ოჯახში ყოფნა? -მამაშენის კომპანიის მმართველი ეგ იქნება. რადაგნ მემკვიდრე არ ყავს. -. თუ გინდა რომ მეორეჯერ ვენები არ გადავიხსნა ეს აღვირახსნილი ცხოველი ზოოპარკში დააბრუნეთ. ჩემი მეგობრები აქ იმდენი ხანი იქნებიან რამდენიც მე მინდა-ანუკი ისევ გავიდა მისაღებში-დედაჩემი ვახშამზე გპატიჟებთ. ხო გშიათ? ყველა მიხვდა ანუკის ჩანაფიქრს და ერთხმად დათანხმდნენ. სანდრო და ვაკომ ანუკი შუაში მოიქციეს, ისე დასხდნენ. სანდრომ ზურას ბიზნესზე გაუბა ლაპარაკი,ასევე უნივერსიტეტზ, თუ რას ასწავლიდნენ და ასე შემდეგ. -ანუკი, შეილება გარეთ დავილაპარაკოთ?-ალექსმა სთხოვა. ხოლო ანუკიმ ხმამაღლა უპასუხა. -ვერ ხედავ რო ვჭამ? რა გინდა, აქ მითხარი. ჩემ ოჯახთან დასამალი არაფერი არ მაქვს. კლინიკაში მასწავლეს რომ გულწრფელად ლაპარაკზე უკეთესი არაფერი არ არის. ჩემი ფსიქოლოგი ამბობს რომ დიდ მიღწევებს ვაკეთებ. ვაკო და ნინი კინაღამ დაიხრჩვნენ სიცილისგან ანუკის სიტყვებზე, რეზიმ ნინი ძლივს მოასულიერა. სანდრო კი ცდილობდა სერიოზულობა შეენარჩუნებინა. აი ალექსანდრესთვის ჯობდა არავის შეეხედა ისეთი სახე ჰქონდა. -უკვე გვიანია-ალექსანდრე წამოვა. -ხო წადი, დედაშენი გელოდება ალბათ, მომიკითხე და ჩამიკოცნე-ანუკიმ გაუღიმა, ამჯერად სანდრომაც ვეღარ შეიკავა სიცილი. -ანუკი გაგაცილებს-ზურამ უთხრა. ამას ვეღარ შეეწინააღმდეგებოდა ამიტომ წამოდგა და მორჩილად გაყვა ალექსანდრეს გარეთ. -ბატონო ალექსანდრე, რამით გაწყენინეთ? -არ არის საჭირო ესეთი ქცევა. მესმის რო საშინლად მოგექეცი, მაგრამ..;. -მაგრამ რა? ამას არ იმსახურებ? ისეთს იმსახურებ რომ სიტყვებით ვერ ავღწერ. შენთვისვე ჯობია რომ გაშორება მოსთხოვო მამაჩემს თორე ისეთ ცხოვრებას მოგიწყობ რომ სიკვდილი შენთითონ მოგინდება. აღარ ვაპირებ თითოეულ შენ ყვირილზე ბღავილს, ოთახში ჩაკეტვას და ასე შემდეგ. მეც შემილია ყვირილი, გამოვცადოთ? -ახალი გამოსული ხარ კლინიკიდან, მეგობრები მოგენატრა. დღეს აქ დაგტოვებ, მაგრამ ხვალ დავბრუნდები და უსიტყვოდ გამომყვები. მერე ვინ ვის როგორ ცხოვრებას მოუწყობს ვნახავთ. -ოჰოო, კარგი. გავითვალისწინებ. -ანუკი მაპატიე, არ უნდა მეთამაშა შენი გრძნობებით. -მართალი ხარ. ლიზის რო ნახავ არ დაგავიწყდეს მიულოცე ჩემგან, დიდი და ჯანმრთელი შვილი გაგეზარდოთ. -შენ საიდან გაიგე? -ალექსანდრე, მე როდესაც გითხარი რომ მთელი თბილისი დამსდევდა, ამას სრული სერიოზულობით გეუბნებოდი. ყველას დაქალს, დას, ბებიას და დედას ვიცნობდი. კლინიკაში რომ მოვხვდი მეორე დღესვე გავიგე-ანუკიმ გაუღიმა-წარმატებები, მამიკო. ისე მამაჩემსაც დააინტერესებს ეს ყველაფერი, ზუსტად დღეს ვაპირებდი მოყოლას. -ხმას არ ამოიღებ. -თორე? თორე რა? -არც არაფერი-ალექსანდრე ხვდებოდა რომ ესეთ მდგომარეობაში არ ღირდა ნუკის აგრესიაზე პასუხი, არამედ პირიქით. დაეცადა სანამ თვითონ დამშვიდდებოდა. ამიტომ უბრალოდ გატრიალდა და მანქანაში ჩაჯდა. -ეგრეც ვიცოდი!! არაფრის მაქნისი ხარ!! შენ შეყვარებულსაც ვერ იცავ!-ნუკიმ ბოლო ხმაზე დაიღრიალა, მას კი არც ამაზე ჰქონია რეაქცია. მანქანა დაძრა და წავიდა. სახლიდან სანდრო გამოვიდა. -ნუკი, წამო შიგნით შევიდეთ. -ყველაფერზე პასუხს აგებს, სანდრო ყველაფერს ვფიცავარ, პასუხს აგებს. -აგებს, წამო შევიდეთ შიგნით. შენთვის ნერვიულობ ა არ შეილება. მეორე დღეს ალექსანდრე მის წასაყვანად დაბრუნდა. მანქანა გარეთ დააყენა და სახლში შევიდა. -საღამო მშვიდობის ბატონო ზურა. ანუკის წასაყვანად მოვედი, მზად არის? -ეხლავე დავუძახებ-ანუკი! ანუკი! ანუკი ოთახიდან გამოვიდა, უკან სანდრო მიჰყვებოდა. -მზად ხარ? -რისთვის? -როგორ თუ რისთვის? ალექსანდრე შენ წასაყვანად მოვიდა. -სად? -ანუკი!-მამამისს უკვე მოთმინების ფიალა ევსებოდა-სახლში! -უკვე აქ ვარ, მა ალბათ წამლების დალევა დაგავიწყდა. -მზად არის, მადლობა ბატონო ზურა. თუ შეილება რომ მარტო გავესაუბრო. გაბრაზებული მამამისი ოთახიდან გავიდა. -სანდრო, გთხოვ შენც დაგვტოვე. -ეხლიავე წავა-ანუკიმ უპასუხა-კაი სანდრო, მადლობა. ამ ცხოველს როგორმე გავუმკლავდები-გადაკოცნა და სანდროც წავიდა. -წავედით. -მე შენთან ერთად არსად არ მოვდივარ. -კიდე ერთხელ გეუბნები, წავედით. როგორც ჩანს მამაშენისთვის არაფერი მოგიყოლია. -სხვა გეგბმები მაქვს შენს თაობაზე. -ხოდა განახორციელე რომ დავბრუნდებით. დროზე წავედით. -არა, მეთქი. -მაინცდამაინც უნდა გაგათრიო აქედან? შეგარცხვინო ყველას წინაშე და მიწაზე გაფორთხიალო? ხო ხვდები შენთითონ რომ მაიძულებ-ალექსანდრემ საკიდიდან მისი კურტკა მოხსნა და გაუწოდა-ჩაიცვი და წავედით. -ინანებ. -ვინანებ იმას რასაც ეხლა გავაკეთებ თუ დროზე არ წამოხვალ. -მუქარა მეც შემილია. -ვაიმე გავიგე ანუკი, ძალიან შემეშინდა დროზე ჩაიცვი და წავედით, მთელი ღამე არ მაქვს იმისთვის რომ შენ გევედრო დაბრუნებაზე. გაშორება არ მოხდება, როგორც არ უნდა გინდოდეს. როგორც იქნა დათანხმდა, ქურთუკი შემოიცვა და გარეთ გაყვა. ცოტახანში კი სახლშიც მივიდნენ. -მამაშენს ველაპარაკე გუშინ, სანამ მოხვიდოდი. რაღაც წამლების ფურცელი მომცა, უნდა გავიდე ვიყიდო. კიდე ფსიქოლოგზე მითხრა, რომ კვირაში ერთხელ ივლის. და რო არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააცდინო სესიები. -შენ გარეშეც ვიცი. -კაია თუ იცი, აღარ მომიწევს შეხსენება და 2წლის ბავშვივით მოვლა. დაცვა გარეთ დგას, ისე რომ იცოდე ყოველი შემთხვევისთვის-ალექსანდრე წავიდა, მაშინ ნუკი სამზარეულოში შევიდა და საჭმლის კეთება დაიწყო თავისთვის. ცოტახანში კი სანდრომ დაურეკა. -ხო სან? -გაყევი? -სხვა გზა მქონდა? მამაჩემის წინაშე არ მინდოდა სკანდალის აგორება. მაგრამ ამან მიყუროს, სანდრო ჯერ კიდევ არ იცი რამდენზე ვარ წამსვლელი რო მთელი ცხოვრება დავუნგრიო, ისე როგორც მომექცა თვითონ. -ნუკი, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. დაივიწყე, საერთოდ დაელაპარაკე ზურას, მოუყევი ყველაფერი, დარწმუნებული ვარ უარს არ გეტყვის. -ეგ ყველაფერი თავისთავად მოხდება, მაგრამ მოგვიანებით. როდესაც ამასთან დავამთავრებ ყველაფერს. -გიჟივით ნუ ლაპარაკობ. -არა, არაფერს არ დავუშავებ. პირიქით... მოკლედ ყველაფერს წავართმევ ისე რომ ვერც მიხვდეს ეს როგორ მოვახერხე. როგორც თვითონ წამართვა ყველაფერი... -ანუკი, კლინიკაში დაგაბრუნო? -სანდრო, გეყოფა. პირველი ადამიანი უნდა იყო რომელიც უნდა მეხმარებოდეს ამაში. სანდრომ ღრმად ამოისუნთქა და ჰკითხა ის რისი გაგებაც არ უნდოდა. იცოდა რომ ინანებდა პასუხის გაგებას, რადგან შემდეგ ამ ყველაფრის თანამონაწილე უნდა გამხდარიყო. *** იმედია მოგეწონებათ <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.