შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანუკი(15)


16-12-2017, 22:58
ავტორი sati
ნანახია 2 555

-დარჩი რა, რამეზე მელაპარაკე.
-ალბათ უკვე ბოდვაც დაიწყე რადგან ესეთ რამეს ამბობ.
-ალბათ.
ალექსანდრე მის გვერდით დაჯდა საწოლზე.
-დაა... ტელეფონი სულ ორი...
-ანუკი, რამდენჯერააც არ უნდა მთხოვო პასუხი იგივე დარჩება.
-აუ...
-ტელევიზორს ჩავრთავ, რამეს უყურე.
-რამე ფილმი ჩართე.
ტელევიზორი ჩართეს და ფილმის ყურება დაიწყეს. ალექსანდრე გვერდით მიუწვა. ცოტახანში კი ორივეს ჩაეძინა. ანუკის გვიან ღამით გაეღვიძა, შფოთავდა, სახე სულ ოფლიანი ჰქონდა, ჩუმად წამოდგა და მისაღებში გავიდა. ჩანთა გადაქექა და ძლივს იპოვა ერთი ღერი სიგარეტი ამოიღო, გარეთ გავიდა და მოწევა დაიწყო.. ხელები სულ უკანკალებდა, სიგარეტი არ შველოდა, ორგანიზმი ალკოჰოლს თხოვდა. ცოტახანში ალექსიც გამოვიდა, მას იმედგაცრუებული სახე ჰქონდა.
-ანუკი, რას აკეთებ?
-მე...-კანკალით შემოუბრუნდა-ალექსს, ძაან ცუდად ვარ. ესეც არ მშველის-სიგარეტი პირში სწრაფად ჩაიდო და მოქაჩა, ალექსმა კი მაშინვე გამოართვა და გადატეხა.
-მე შენ გაგაფრთხილე, საიდან გაქ სიგარეტი?
-ჩანთაში მქონდა.
ალექსანდრემ ხელი ჩაავლო და შიგნით შეიყვანა, კარი გასაღებით ჩაკეტა და ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ ჩანთა აიღო და ყველაფერი გადმოიღო.
-რას ეძებ?
-სიგარეტს.
-ერთი ღერი მქონდა.
-ამის მერე შენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა-ალექსანდრემ ჩანთა გადადო, ისევ წვდა ხელში და ოთახში შეიყვანა, შემდეგ კი საწოლში ჩააწვინა, თვითონ კი სკამზე დაჯდა.
-ეხლა დარაჯივით უნდა გეჯდე ალბათ.
ანუკი მის არცერთ სიტყვას არ უსმენდა ისე ცუდად გრძნობდა თავს, თვალებს ძლივს ახელდა.
-ალექსანდრე...
-რა?
ანუკი უცებ წამოხტა და ღებინება დაეწყო, ალექსანდრემ მაშინვე ვედრო გაუწოდა და თმები დაუკავა.
-წყალს მოგიტან-გავიდა და წყლის ბოთლით დაბრუნდა-უკეთ ხარ?
მან თავი გააქნია, ბოთლი გამოართვა და წყალი დალია.
-ეცადე რო დაიძინო.
მთელი ღამე არც ერთს არ მოუხუჭავს თვალი, ყოველ ორ წუთში ერთხელ ანუკი ცუდად ხდებოდა, თან ბოდავდა. დილით როგორც იქნა ანუკის ჩაეძინა. ალექსს მაშინაც არ უფიქრია ძილი, ყავა მოიდუღა და დალია. ამ დროს დიტოც მოვიდა.
-აბა. როგორ ხართ?
-მთელი ღამე აღებინებდა და ბოდავდა. ეხლა დაიძინა.
-ესე ცუდადაა?
-ერთი თვის განმალობაში შეუწყვეტავად სვამდა. როგორ გგონია?
-ალექსს, კიდე უფრო უარესად იქნება, კლინიკაში დაეხმარებიან.
-არ წამომყვება, ისტერიკებს მოაწყობს . აქაც კარგად მივხედავ,სუ რო დაბმა მომიწიოს.
-მოგიწევს, ვერ წარმოიდგენ რა ცუდად შეილება იყოს. წვეთი ალკოჰოლიც არ შეილება.
-ვიცი, ვერც მიიღებს.
-მიდი დაიძინე თუ გინდა და მე აქ ვიქნები, რო გაიღვიძებს გეტყვი.
-ნაღდად?
-კი, მიდი.
-პროსტა ტელეფონი არავითარ შემთხვევაში არ მისცე, გარეთ არ გაუშვა. არანაირი სიგარეტი. და ვაფშე იწვეს.
დიტოს გაეცინა.
-როგორ ნერვიულობ.
-მოკეტე, სერიოზულად გეუბნები.
-გავიგე.
ალექსანდრემ ყავას თავი დაანება და დასაძინებლად წავიდა. ნუკის ისევ ღებინება დაეწყო, წამოდგა და აბაზანაში გავიდა. დიტო ოთახის კართან მივიდა და დააკაკუნა.
-ნუკი, დიტო ვარ. კარგად ხარ?
ანუკი გამოვიდა და სახლის კარისკენ წავიდა.
-სად მიდიხარ.
-გარეთ, აღარ შემიძლია.
-ნუკი, მოიცადე, დაწექი რა, ალექსმა..
დიტოს არ მოუსმინა, კარს დაეჯაჯგურა და გააღო, დიტოც გაეკიდა.
-ალექსს-დიტომ დაიღრიალა და ნუკის გაეკიდა, ალექსანდრეც წამოხტა და გარეთ გაიქცა. მალევე მოასწრო მისი დაჭერა, მიუხედავად იმისა რომ ნუკი საშინლად ეწინააღმდეგებოდა, ტიროდა და ხელებს ურტყამდა. ძლივს შეიყვანა ისევ შიგნით, სავარძელზე დაჯდა და ხელებით ეკავა სანამ არ დამშვიდდა.
-ნუკი გეყოფა-ალექსანდრემ მკაცრად უთხრა-არსად არ წახვალ, იქნები აქ და მორჩა. მიგაბა საწოლს?
მაინც არავის უსმენდა და შეწინააღმდეგებას აგრძელებდა.
-დიტო, უჯრაში თოკი დევს.
-ალექს, თავი რას მიარტყი? მართლა უნდა მიაბა?
-გააკეთე რაც გითხარი-ალექსანდრემ ისევ ხელში აიყვანა და ოთახში საწოლზე დააწვინა, ხელები კი საწოლის კიდეზე მიუბა.
-გამიშვი!!-ბოლო ხმაზე უყვიროდა, სახეზე სულ წითელი იყო სიმწრისგან, ამასთან ერთად ტიროდა.
-დიტო გადი გარეთ დამელოდე-ალექსანდრემ კარი მოიხურა და მასთან ახლოს მივიდა, მისი სახე ხელებში მოიქცია და მის დამშვიდებას ეცადა.
-რო დამშვიდდები მერე მოგხსნი. კლინიკაში ამდენს არავინ მოგითმენდა. ეხა მოგიტან ჩაის, ოდნავ დაგამშვიდებს და დაიძინებ.
მაინც არაფერს უსმენდა, ყველაფერზე თავს აქნევდა და გათავისუფლებას ცდილობდა, თითქოს ჩიტი ყოფილიყო გალიაში. ალექსანდრემ ჩაი გაუკეთა და ოთახში შევიდა, სახე ისევ დაუჭირა და ამჯერად მკაცრად უთხრა.
-ან დალევ, ან გადაგასხამ და წავალ დიტოსთნ ერთად სათხილამუროდ, მერე ესე დარჩები მარტო, გაწყობს? შემომხედე!!
ნუკი გაჩერდა და ალექსანდრეს შეხედა. მართლაც ჩაიმ იმოქმედა, როგორც იქნა დამშვიდდა და ჩაეძინა. ალექსმა ცალი ხელი გაუხსნა, მეორე კარგად გაუკვანძა რომ არ გაეხსნა და დიტოსთან გავიდა. კარი ისევ ჩარაზა და სამზარეულოში დაჯდა.
-ეს კვირა ძილი არ მიწერია-ყავის მოდუღება დაიწყო.
-მე გირჩიე.
-კლინიკაში ვერ გაძლებს, აქ მე ვაკონტროლებ.
-იქ მთელი ექიმების და ფსიქოლოგების ჯგუფი მუშაობს ესეთ ადამიანებზე.
-დიტო, როგორმე გავუმკლავდები.
-ვხედავ.
-ორი დღეც და უკეთ იქნება.
-შენ მიზეზიც კი არ იცი რატო დაიწყო სმა. ტატოს ველაპარაკე, ესე ერთ თვეზე მეტია რაც არი.
-და რატო?
-ალექსანდრე თავს იდებილებ? უყვარხარ.
ალექსანდრეს გაეცინა.
-კი, კი. ბოლო დონეზე მლანძღავს და გაუნათლებელს მეძახის. თან ის სანდრო უყვარს მგონი. საყვარელი ბავშვია არც იცის რა უნდა.
-ბავშვი ხარ შენ. გინდა თქვა რომ არანაირი გრძნიბა არ გაგაჩნია ანუკის მიმართ?
-აუ ბიჭო, კიი. პროსტა ანუ რავი რა-ხმა დაიწვრილა და გოგოსავით დაიწყო ლაპარაკი-გეყოფა რა დიტო.
-ტატო ყველაზე ახლოს არი ნუკისთან. არ იტყუება.
-რას ვიზამთ, მოუწევს რომ გადამიყვაროს.
-და შენც გადაიყვარებ?
-მე მიყვარს ლიზი დიტო, ანუკი... როგორც გითხარი...
-საყვარელი ბავშვია. ძაან გულს ტკენ, ადრე თუ გვიან ამოუვა ყელში ეს ყველაფერი.
-მე რა გავაკეთო, ძალით შევიყვარო?
-რატო დაშორდი ლიზის.
-ტვინს ჭამდა.
-4წელი, სიგიჟემდე გიყვარდა. ჩმორივით ყველაფერს უსრულებდი და უცებ? გადაგიყვარდა?
-მომბეზრდა.
-ანუ გადაგიყვარდა, გამოჩნდა ნუკი.
-დიტო, ფსიქოლოგობა არ გიფიქრია? წადი რა ბიჭებთან გაერთობი. მე ბავშვი მყავს მოსავლელი, ვერსად ვერ წამოვალ. ეგენიც არ მოიყვანო აქ, ხო ხედავ როგორცაა.
-კაი, თუ დახმარება დაგჭირდება დამირეკე.
-აუცილებლად. პირველი შენ დაგირეკავ.
***
ანუკის საღამოს გაეღვიძა, წამოდგომა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.შემდეგ დახედა ხელს.
-ალექსანდრე! ხელი გამიხსენი. ალექსს!!! ჯანდაბა!-ცალი ხელით უჯრა გამოაღო, იქ მაკრატელი იპოვა და თოკის გაჭრა დაიწყო. შემდეგ წამოდგა და მისაღებში გავიდა, ფეხზე ძლივს იდგა, თან თავბრუ ეხვეოდა.
-ალექს!! არ მეცინება-უცებ სამზარეულოდან ხმა მოესმა და შეკრთა-ალექს?!! ვინ არის აქ?-თვალებიდამ ცრემლი წამოუვიდა-ალექსს!!
მოულოდნელად კარი გაიღო და ა,ექსანდრე შემოვიდა, ანუკი მაკრატელით შებრუნდა, არ ეგონა რომ ალექსი იქნებოდა. მაკრატელი ხელიდან გააგდო, ალექსს მივარდა და ჩაეხუტა.
-სად იყავი... სამზარეულოში ვიღაც არი-ალექსმა წესიერად ვერაფერი გაიგონა ანუკის ტირილში. არ ელოდა ანუკის ესეთ ქცევას.
-დამშვიდდი-ხელი მოკიდა, მის უკან დააყენა და სამზარეულოში გავიდა-ნუკი-გაკვირვებულმა შეხედა, რადგან იქ არავინ იყო-რაღაც მოგესმა-უკვე ანერვიულებული უყურებდა-მოგეჩვენა.
-სად იყავი-ძლივს წარმოთქვა.
-ტანსაცმელი გიყიდე. რა დაგემართა?
-არ...აფერი, აღარ წახვიდე გაუფრთხილებლად და ეს თოკები, საერთოდ მოაშორე...-ნელა გავიდა ოთახში და დაწვა. ალექსი ოთახთან მივიდა და კარს მიეყუდა.
-შენ ექიმს ველაპარაკე. აინტერესებდა შენი მდგომარეობა, ვიტამინები, ბოსტნეული და სითხე მიიღოსო.
-ჰო...
-ხვალ თუ უკეთ იქნები სათხილამუროდ წავიდეთ-ალექსანდრე ნებისმიერი გზით ცდილობდა მის ალაპარაკებას-სანამ არ ვიყავი, რას აკეთებდი?
-ეხლა ავდექი.
ალექსანდრე მისაღებში გავიდა, კარადა გამოაღო და ბოთლები შეამოწმა. ეგონა რომ ანუკიმ დალია.
-სუპს გაგიცხელებ, ხილიც მოგიტანე. როგორ ხარ?
-დიტო და თეა წავიდნენ?
-გუშინ წავიდა თეა. არ გახსოვს?
-წეღან აქ არ იყვნენ?
-ანუკი, კიდე დაბოლდი? რა მოწიე, ყველაფერი გადავქექე, აქ არაფერი არ მაქ მსგავსი.
-ალბათ შემეშალა, არ მშია, დავიძინებ-ადიალა გადაიფარა და დაიძინა. ალექსანდრემ არ მოუსმინა, სუპი გაუცხელა და ოთახში შეიტანა.
-ხო გითხარი არ მშია თქო.
გვერდით დაუჯდა და სუპი მაგიდაზე დადო.
-ალექსს, ძაან გთხოვ დაღლილი ვარ.
-მე გაჭმევ.
ანუკიმ ღრმად ამოისუნთქა.
-არ...
კოვზი აიღო და პირთან მიუტანა.
-ძაან ცხელი არაა-თავისი ხელით ბოლომდე აჭამა. შემდეგ ანუკიმ ისევ ძილი განაგრძო. ცოტახანში კარზე კაკუნი გაისმა, ტატო იყო. კარი ალექსანდრემ გაუღო.
-სად არის?
-ოთახში, შემოდი.
მისაღებში გავიდნენ სალაპარაკოდ.
-ეხა საუკეთესო დრო არ არის ნუკის სანახავად.
-მე გადავწყვიტავ როდის ვნახო ნუკი. დაახმარება ჭირდება, საუკეთესო კლინიკებია, ფული მემგონი არცერთს არ გაკლიათ.
-შენ ეს გინდა შენი ბიძაშვილისთვის? დეტოქსიკაცია აუცილებლად კლინიკაშკ არ უნდა ხდებოდეს.
-უკვე დაეწყო ბოდვები? სცადა გაქცევა? და დეპრესია?
-ტატო, მეთითონ მივხედავ.
-სად არის ანუკი.
-ძინავს-ტატო ოთახისკენ წავიდა, მაგრამ ალექსანდრემ შეაჩერა-საკმარისად არი განერვიულებული, შენ დანახვაზე უფრო გაჯიუტდება და დაბრუნება მოუნდება, ისედაც ძლივს დაიძინა.
ტატომ ხელი მოაშორებინა და ოთახში შევიდა, ანუკის მაშინვე გაეღვიძა.
-სან? მოხვედი? გელოდებოსი-ანუკის გაეღიმა.
-ტატო ვარ.
-სან...
ტატო ახლოს მივიდა.
-ტატო-საწოლიდან წამოხტა და ტატოს ჩაეხუტა-ჩემ წასაყვანად მოხვედი? ხო?-ისეთი გახარებული სახე ჰქონდა როგორც პატარა ბავშვს რომელმაც დიდიხნის შემდეგ პირველად ნახა მშობელი. ტატომ ნელა გააშვებინა ხელები და ანუკის დააკვირდა, შემდეგ კი ალექსანდრეს მიუბრუნდა-4დღე. არც მეტი არც ნაკლები-ტატო სწრაფი ნაბიჯებით გავიდა გარეთ, ანუკი წამოხტა და გაეკიდა.
-ტატო!!!
-ანუკი-ალექსდრემ ამოიოხრა, ცალი ხელი წელზე მოკიდა და ოთახში დააბრუნა.
-მომშორდი!!
-რა დღეში ხარ შენ?!! ამოვიდა ყელში, მართლა დაბმა უნდა მიწევდეს შენი? არ ხარ პატარა, უნდა გესმოდეს სიტუაციის სერიოზულობა!! არაუშავს, მე გასწავლი ჭკუას. დაეგდები და ფეხს არსად გაადგამ. სულ რო შენი სანდრო, ოჯახი და სპეცრაზმი მოვიდეს, აქედან ვერავინ წაგიყვანს. გასაგებია?!!
ორივე გაჩუმდა. მოულოდნელად ალექსანდრემ ანუკი მისკენ მიიზიდა და აკოცა. მან მაშინვე მოიშორა თავიდან და სახეში გაარტყა.
***
იმედი მაქვს მოგეწონებათ <3



№1 სტუმარი nini

vaimee ar mkofniss gazarde tavebiii .male dadee shemdegi tavii

 


№2 სტუმარი სტუმარი Waka

Vaime dzalian magariaa imena magari xar ra.. ✌️✌✌

 


№3 სტუმარი Vikacirekidze

Dzaaan magaria gaagrdzelet raa

 


№4 სტუმარი ვინმე სადმე

აუუ ძაან მაგარია მალე დადე გთხოვ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent