შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიჩუმე. თავი (6)


18-12-2017, 15:37
ავტორი DopamineBanana
ნანახია 1 234

სანამ ჩემი პიროვნება ამ სახლის და მისი წეს-ჩვეულებების შეგუების პროცესშია, ვამჩნევ რომ თავს კარგად ვგრძნობ, მიუხედავად ჩემი ჩაშავებული თვალებისა და ორგანიზმისა, რომლებსაც რამოდენიმე დღეა წესიერად არ გამოუძინებიათ.
დათენებული ღამეები მოწმობენ, რამდენად გაიჭედა ჩემი თავი ფიქრებით, იმის შესახებ რომ ჩემი გრძნობები ახლა ეჭვებით არიან სავსე, ჩემი თავის შერცხვენას ყოველ წუთში ვასწრებ, რათქმაუნდა მათ გამო.
არც კი დამითვლია რამდენი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც აქ ვარ. შესაძლოა ერთი კვირა, ან მეტიც. რაც დრო გადის, ვხვდები რომ წინ ქორწილი მელის, დღე რომელიც ყველაზე ყალბი აღმოჩნდება ჩემს მთლიან ცხოვრებაში, გაუთვალისწინებლად იმისა, რომ ადამიანის ცხოვრებაში ეს დღე ყველაზე რეალური და ბედნიერი უნდა იყოს,
რათქმაუნდა წესით.
კითხვა: რატომ აღმოჩნდება ეს დღე ყველაზე ყალბი ჩემს ცხოვრებაში? პასუხი: შენ საკუთარი სურვილის უქონლობის მიუხედავად მაინც გათხოვებენ. და ახლა, არც კი იცი რა გინდა. მგონი არაფერი. საერთოდ არაფრის სურვილი არ გაქვს. ყველაფერმა მნიშვნელობა დაკარგა და მათ შორის, ადრე არსებულმა, თითქოს „ყველაზე მნიშვნელოვანმა“ ობიექტმაც შენს ცხოვრებაში.
ვპასუხობ.
მიზეზი: სანდროსთან ბოლო საუბრის შემდეგ გავაცნობიერე, რომ შესაძლოა არასოდეს განმეცადა ნამდვილი სიყვარულის არსებობა, ახლა კი მრცხვენია, რომ ჩემს მცირე გრძნობებს სიყვარული ვუწოდე. ყველაზე მეტად, ალბათ ამის შემდეგ გამიჭირდება ნამდვილი გრძნობის, ყალბისგან გარჩევა. ამ საქმეში საკუთარ თავსაც აღარ მივენდობი, იმიტომ რომ გამოუცდელი ვარ.
ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და ჩემს ოთახში შევდივარ, დილის საუზმის მიღების შემდეგ ოთახს ვუერთდები და საწოლზე ჩამოვჯდები. ყველაფერი ერთფეროვანია, იმდენად რომ ერთი დღის, მეორე დღისგან გარჩევა მიჭირს. უეცრად მახსენდება, რომ თითოეულ მათგანში მხოლოდ ერთ განსხვავებას ვპოულობ.
არ ვიცი, ეს ჩვევაა, თვისება თუ პიროვნულობის რაიმე ნაწილი, მაგრამ აშკარაა, რომ ეს სისტემატიურად ხდება. ყოველ დღე, ჩემი მოპირდაპირე ოთახიდან სხვადასხვა მელოდიის ჰანგები ისმის, ძველი და გადაცვეთილი, მაგრამ თითქმის არასოდეს კლასიკური.
ვაკვირდები და ვამჩნევ რომ ხშირად ერთდაიგივე მუსიკას ორჯერ უსმენს ხოლმე, ან სამჯერ, მაგრამ არასოდეს მეოთხედ. შესაძლოა ეს რიცხვი ცუდის მანიშნებელი იყოს საძინებლის პატრონისთვის. ვინ იცის.
ზუსტად ახლა, მოპირდაპირე ოთახიდან ხმამაღალი, ბუნდოვანი ხმით მესმის მუსიკა და მას მაშინვე ვცნობ. ეს ჯგუფი ფლატერსია, და მისი განუმეორებელი „მხოლოდ შენ“ 60-იანებიდან. დღევანდელ დროში, დიდი დავაა, თუ ვინ მღერის ამ სიმღერას, „ფლატერსი“ თუ ელვის პრესლი, მაგრამ მგონი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ვინც არ უნდა იყოს, უნდა აღინიშნოს, რომ სიმღერა გასაოცრად გამოსდის.
ვერ ვიფიქრებდი რომ შესაძლოა, ამ ბიჭის ფლეილისტში მისი ადგილიც ყოფილიყო. ხშირად არასოდეს მისმენია, პირიქით, ჩვენი ფლეილისტები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ ცუდი არ არის. ალბათ შევეჩვიე, ამდენი დღის განმავლობაში მის ფავორიტ კომპოზიციებს ვუსმენ. გამიგია, რომ ადამიანს მისივე ფლეილისტით გაიცნობო, მაგრამ ეს სიმღერები იმდენად ცვალებადი და გამოუცნობია, რომ არ შემიძლია რამე ვთქვა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ისინი ლამაზია, უცნაურ გრძნობებს ტოვებენ მოსმენისას და შენც მათ მიყვები.
ისინი ისეთივე უცნაურნი არიან, როგორც ამ ფლეილისტის პატრონი.
ყველაფერთან ერთად, გადავწყვიტე სახლი დამეთვალიერებინა, ეს აზრი იდეაში დამიჯდა და ამას გავაკეთებდი, ოღონდ მაშინ, როცა სანდრო სახლს დატოვებდა. ამ შემთხვევაში თავის ოთახსაც დავათვალიერებდი. წინაზე, როცა იქ სალაპარაკოდ შევედი, ჩემი ნერვიულობის გამო ვერაფერს ვამჩნევდი, ვერაფერს ვაკვირდებოდი გარდა იმისა, თუ რა უნდა მეთქვა, როგორ მეკონტროლებინა საკუთარი თავი და ა.შ.
ჩემი მოწყენილობა უკვე მაღიზიანებდა, სახლის დათვალიერება მართალია ბევრს არაფერს მოიტანდა ახალს, მაგრამ უსაქმოდ ჯდომას მაინც სჯობდა.
უაზროდ მიწყობილ დღეებში, ჯერ კიდევ დღეს დილით ვიგებ, რომ სანდროს და ჰყავს. აქამდე ავსტრიაში ცხოვრობდა, ახლა კი ალბათ ჩემს გასაცნობად და ქორწილისთვის ჩამოდის. ნეტავ თუ იცის სინამდვილეში რა ხდება?
საკუთარ თავს კითხვას ვუსვამ და პასუხს არც ველი, იმიტომ რომ წარმოდგენაც კი არ მაქვს ამის შესახებ რა უნდა ვიფიქრო. საწოლიდან ვდგები და კარს ვაღებ, გარეთ ჯერ კიდევ დღეა. დერეფნის აივნის კარიდან მზის სინათლე იჭრება, ჩვეულებრივ ღამით, ეს დერეფანი ბნელია. ოთახებს ჩავუვლი, დერეფნის ბოლომდე, ჩემი მოპირდაპირე ოთახიდან გამომავალი მელოდიები მაცილებენ. ეს იმდენად მყუდრო და ლამაზი შეგრძნებაა..
მაგრამ უცნაურიც, იმიტომ რომ ასე არასოდეს მიცხოვრია. იმას არ ვგულისხმობ, რომ მუსიკისთვის არ მისმენია, უბრალოდ ახლა სხვა გარემოში ვარ, სხვა დერეფანში და რაც ყველაფერს უფრო ამძაფრებს, ეს მელოდიაა.
უკვე დავაკვირდი, მელოდია თითქმის ყოველთვის ჩართულია, დილიდან საღამომდე. იგი ან ღამის 12 ზე, 3-ზე, 4-ზე, ან სულაც საღამოს 9-ზე წყდება. მხოლოდ ეს არის, რასაც აქამდე დავაკვირდი და აღვიქვი, მაგრამ სამწუხაროდ დღემდე ვერ გავიგე, რატომ აქვს ამ ბიჭს მუდმივად მუსიკა ჩართული. ნუთუ მის მთლიან ცხოვრებასა და დღეებს ამ ოთახში ატარებს?
კიდევ ერთ კითხვას ვსვამ და შემდეგ ვხვდები რომ ეს შემთხვევა გამორიცხულია . ისევ ვფიქრობ და ეჭვი მეპარება. ამგვარი უცნაური ადამიანისგან, როგორიც სანდროა, ყველაფერს უნდა მოელოდე. იმ დღის შემდეგ, რაც აივანზე ვესაუბრე, მასთან სერიოზული საუბარი არაფერზე მქონია. ამ დღეებში მას მხოლოდ მივესალმე. მას ნორმალურად დილაობით ვხედავ, როცა ყველა ვსაუზმობთ, ხოლო რაც შეეხება სადილსა და ვახშამს, ის არასოდეს არ ზის თავის ადგილას ხოლმე.
როგორც ვიცი, ამ დროებს ყოველთვის თავის სამეგობროში ატარებს. ჩემსგან განსხვავებით, უნდა ავღნიშნო, რომ მეგობრები და ალბათ „პირადული ცხოვრება“, მისი ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილია. თურმე ასეთი პიროვნებებიც არსებობენ, რომლებიც ჩემთვის არასოდეს ყოფილან საინტერესონი, ან უბრალოდ მათთან კონტაქტი არასოდეს მიცდია.
არ ვნანობ, იმიტომ რომ ადრე თუ არა, მათი არსებობა ჩემს ცხოვრებაში ახლა იწყება.
დერეფანს გავივლი და უზარმაზარ ფოიეში გავდივარ, ეს მეორე სართულია. ვგრძნობ თანდათანობით როგორ იკარგება მელოდიის ჰანგები და გზას ვაგრძელებ. ამჯერად მესამე სართულიდან ვიწყებ, კიბეებს ავივლი და თავს უზარმაზარ მისაღებში ამოვყოფ. მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერი ჩემი სახლის მსგავსია, მაინც გაოცება მიპყრობს. ჩემს სახლში ამხელა ფართი არ არის, არც ამდენი აივანი, ტერასა და სიმყუდროვე. ოთახებს სწრაფად ჩავუვლი და შევათვალიერებ, ფერები განსხვავდება, თუმცა ყოველი მათგანი მდიდრულადაა გადაწყვეტილი. კარებები თეთრია, ჟალუზები, დივნები და ზოგიერთ მათგანში ბუხარიც აღმოვაჩინე.
საძინებლების დათვალიერებას ვწყვეტ და ჩემს წინ მდებარე დიდ, თეთრს კარს შევყურებ. წინასწარ ვთვლი, რომ აქ რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი პუნქტი უნდა იყოს. კარს ვუახლოვდები და ფრთხილად ვაღებ. წინ უზარმაზარი ბიბლიოთეკა იშლება, აქ ყველაფერი ხისაა, ავეჯი ყავისფერია, კედლები კი ნაცრისფერი. უამრავი წიგნის გარემოცვაში ვარ, მთლიანი კედლები წიგნებს უჭირავს, მათი ყდები სხვადასხვა ფერისაა. თაროებს შორის წარწერებს ვამჩნევ, „ისტორია“, „ქართული ლიტერატურა“, „პოეზია“, „უცხოური ლიტერატურა“, „მეცნიერება“ და ა.შ
სასიამოვნოდ გაოცებული ვარ.
ოთახის თავში სამუშაო მაგიდას და უამრავ სხვადასხვა საქაღალდეს ვამჩნევ, უხერხულობას ვგრძნობ, დარწმუნებული ვარ ეს ბატონი ივანეს სამუშაო მაგიდაა, მინდოდა მეთქვა მთლიანად ბიბლიოთეკა მისთვის კაბინეტივითაა, მე კი აქ დაუკითხავად შემოვედი და ვათვალიერებ. კარს მაშინვე ვაღებ და გარეთ გამოვდივარ. ვცდილობ შეუმჩნეველი ვიყო, აქ რომ სადმე ქალბატონ ანას შევეჩეხო, ალბათ მის თვალში ცუდ შთაბეჭდილებას დავტოვებ. სანამ მესამე სართულიდან წამოვიდოდე, ჩემს ყურადღებას კიდევ რამოდენიმე კარი იქცევს, ჩემი ვარაუდით, როგორც ანამ მითხრა, აქ სავარჯიშო კომპლექტი და ცხელი აბაზანები უნდა ყოფილიყო, მათ შემოწმებას არ ვაპირებ. ბიბლიოთეკის გვერდით, პატარა კიბეებს ვამჩნევ, ამ სახლს ვერანდაც აქვს. კიბეებზე ავდივარ და კარს ვაღებ, ზუსტად ის არის, რაც ვიფიქრე. აუზი, სკამები, ჰამაკი, საქანელები და ქოლგები. არამგონია, ამაზე კარგი დასასვენებელი ადგილი ზაფხულში მოიძებნოს. ზაფხულის ხსენებაზე მაგონდება, რომ წელიწადის ყველაზე ცხელ სეზონამდე თითქმის ორი თვე დარჩა. კარს ვხურავ და ქვევით ჩამოვდივარ.
მას შემდეგ, რაც მეორე სართულის ყველა ოთახს მოვივლი, ჩემს ოთახში ვბრუნდები და დივანზე ვჯდები. მაგიდაზე დესერტი, ტკბილეულობა და წვენი მხვდება. ტელევიზორს ვრთავ და დესერტის მირთმევას ვიწყებ. რატომღაც ჩემი სურვილი სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით, ამ ბოლოს გაქრა, იმ დღის შემდგომ, არცერთი სოციალური ქსელი არ შემიმოწმებია. გახსენების მიუხედავად, მათი შემოწმება მაინც მავიწყდება და მზერას ისევ პლაზმურ ტელევიზორს ვუსწორებ. მოპირდაპირე ოთახიდან მუსიკა არ წყდება, განსხვავება ის არის, რომ ამჯერად ჰაერში, ჯგუფ „ფოლაისის“ „შენი ყოველი ამოსუნთქვა“ ისმის.
კიდევ ერთხელ ვგრძნობ ინტერესს, სერიოზულად? ნუთუ ამდენ ხანს ატარებს თავის საძინებელში. უეცრად კარის ხმას ვიგებ და ჩემს კითხვასაც პასუხი ეცემა, სანდრო თავის ოთახს ტოვებს. ნაბიჯების ხმა წყდება. წამის შემდეგ ვაანალიზებ და კიდევ ერთხელ მიკვრის, რომ მუსიკის ჰანგები არ წყდება.
უეცრად ყველაფერი ნათელია, სადაც არ უნდა წავიდეს, იქნება თუ არა ეს სახლი, გარე სივრცე, თუ უბრალოდ საძინებელი, იგი ფლეილისტს ყოველთვის ჩართულს ტოვებს.
კიდევ იმდენად უცნაური ფაქტი, რამდენადაც ჩემი მოპირდაპირე ოთახის პატრონი ბიჭი.
დესერტის ჭამას თავს ვანებებ და თავში ახალი აზრი მიელვებს, - ახლა სრულებით შესაძლებელია ამ სახლში კიდევ ერთი, დარჩენილი, ოთახის დათვალიერება. მალე მოსაღამოვდება, რაც ნიშნავს, რომ იგი ამ დროს გარეთ ატარებს ხოლმე. ტელევიზორს ვრთავ და აივანზე გავდივარ.
აივნიდან სანდროს ოთახში და დერეფანშიც შეიძლება მოხვედრა, არ მსურდა ვინმეს დერეფნის გავლით დავენახე. რამოდენიმე წუთს აივანზე დავყოფ და ბოლოს ამ ბიჭის ოთახშიც შევდივარ, კარს ჩუმად ვკეტავ და შიში მიბყრობს, საძინებელში ისეთივე სიცივეა გამეფებული, როგორიც თვითონ აქ მცხოვრები პერსონა. ოთახი ცივი, მამაკაცის სუნამოთია გაჟღენთილი.
იდილიას თვალს ვავლებ და ნამდვილად გაკვირვებული ვრჩები. როგორ ვერ მოვახერხე წინაზე ამ ინტერიერის შემჩნევა? აქ ყველაფერი განსხვავდება სხვა ოთახებისგან, კედლები პოსტერებითაა სავსე, ისეთი ბენდების პოსტერებით, რომლებსაც დღესდღეობით მხოლოდ უმცირესობა უსმენს. ვაღიარებ, რომ ამ უმცირესობაში ნაწილობრივ შევდივარ. კედელზე „ნირვანა“-ს და მის სოლისტს, კურტ კობეინს ვხედავ, ჩვეულებრივ ცისფერი თვალები დაჭყეტილი აქვს. მის გვერდით ადგილი, „ბითლზებს“ უჭირავთ, შემდგომში „ქისსი“ და „სქორპიონსი“ მოდის. დარჩენილ კედლებზე ოზი ოსბოურნისა და ბრიუს სპრინგსთინის ძველი ფოტოებია.
მაგიდაზე საქაღალდეები, საწერი კალამი, მბეჭდავი მანქანა და ძველი მაგნიტოფონი დევს. ვამჩნევ რომ აქ უამრავი ნივთი ძალიან ძველია. პოსტერებისა და ფოტოების გარდა, აქ ბევრი ლამაზი აბსტრაქტული ნახატია, ყვითელ, ლურჯ და მწვანე ფერებში,ხოლო აქა იქ წითელიც გამოერევა ხოლმე. მათგან ყველაზე გამორჩეული თვალების ნახატია, ვერაფერს ვიტყვი, ნათელია რომ ამ ადამიანისთვის თვალები მნიშვნელოვანი პუნქტია. ასეც არის. კუთხეში ძველ ფირფიტებს ვამჩნევ, საბოლოოდ კი უზარმაზარ გრამაფონს, ცალკე, გამოყოფილ ადგილას. აშკარაა, რომ ამ ნივთს ოთახში სუვენირის დატვირთვა გააჩნია.
სიმღერის ჰანგები, თანამედროვე აიპოდიდან მოისმის, ამჯერად იგი მრთავდება და ველოდები, რომელი იქნება შემდეგი.
რათქმაუნდა. ეს ფრენკ სინატრაა და მისი „ მე შენ მიყვარხარ, პატარა“ მეცინება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვაწყდები მოულოდნელ სიამოვნებას.
უნდა ვთქვა, რომ ეს ერთადერთი ოთახია მთლიან სახლში, სადაც სიმდიდრეს უამრავი ძველი ნივთი, მუსიკა, ნახატი, პოსტერი და სხვა მრავალი რამ ფარავს. თაროზე დაახლოებით ხუთი თუ ექვსი წიგნი დევს, ალბათ ისინი მისი ფავორიტებია და ამიტომ განცალკევდებიან ისინი სხვა, ბიბლიოთეკის წიგნებისგან.
ვხვდები რომ უკვე საკმაო ხანი დავყავი, კარისკენ ვტრიალდები და გავდივარ. სანამ კარს დავხურავდე, ოთახის შიგნით კარი იღება და იქ ახალგაზრდა ბიჭის სხეულს ვლანდავ, სანდრო.
გული შიშისგან და სირცხვილისგან სწრაფად აჩქარებას სანამ მოასწრებს, კარს ვცილდები და სასწრაფოდ ჩემს ოთახში ვვარდები. ხელს გულზე ვიდებ და ვლოცულობ, რომ არ შევემჩნიე.
დივანზე ვჯდები და სანამ ჩემი ტვინი ყველაფერს ხარშავდეს, მოულოდნელად სიმღერა დაუსრულებლად ჩერდება, ისევე როგორც წამიერად ჩემი გული.
მუსიკა კიდევ ერთხელ იცვლება, ამჯერად ბრიუს სპრინგსთინის „მშიერი გული“ გაისმის, მიკვირს, იმიტომ რომ ფლეილისტის უმეტესი სიმღერა და შემსრულებელი ჩემთვის ნაცნობია, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკის ეს სტილი ჩემს გემოვნებას არ ემთხვევა.
იქნებ ამ ცვლილებით მანიშნა, რომ შემამჩნია? „ღმერთო, გთხოვ, ოღონდ ეგ არა!“ თვალებს ვხუჭავ და შეწუხებულ სახეს ვიღებ. რატომ არის ამ დროს სახლში? ტუჩებს თითებით ვაწვალებ და ამ დროს კარის ხმას ვიგებ. შიშით გამოწვეულ „წამოკივლებას“ ჩემში ვაკავებ და უეცარი ოფლი მასხამს, არ მინდა შევტრიალდე და იქ ის დავინახო, ვისი დანახვაც ახლა ყველაზე ნაკლებად მსურს.
-ლიკა, ბოდიში შეგაშინე. დავაკაკუნე მაგრამ, ალბათ ჩაფიქრებული იყავი და ვერ გაიგე.- ღრმად, შვებით ამოვისუნთქებ და ვიღიმი, იმიტომ რომ ეს ქალბატონი ანაა.
-არაუშავს, ჩემთვის სულელურ თემებზე ჩავფიქრდი.- ნერვიულად მეღიმება და ფეხზე ვდგები, რადგან შემოსვლას არ აპირებს, კარს ფართოდ ვაღებ და მასთან, გარეთ გავდივარ, დერეფანში.
-რამე მოხდა?- ვეკითხები და მის ხელს მხარზე ვგრძნობ. ის ძალიან თბილია.
-მინდოდა შემეხსენებინა, რომ დღეს ჩემი გოგონა ჩამოდის, ქეთევანი. საღამოს ცხრისთვის აქ იქნება, ვფიქრობდი მის ჩამოსვლას საოჯახო საღამოთი ავღნიშნავდით.- იღიმის და შემომცქერის, ამ დროს დერეფანს გავივლით და უკვე ფოიეში ვართ, უზარმაზარი კიბის მოაჯირთან.
-მადლობა შეხსენებისთვის. ნამდვილად კარგი აზრია, მიხარია რომ სახლში ოჯახის წევრი ბრუდება და თანაც გოგონა.- მეღიმება და მართლაც გულით მიხარია, რომ ამ სახლში მარტო აღარ ვიქნები. ამჯერად მოსაუბრე ადამიანსაც გავიჩენ.
-ჰო, კარგია, დარწმუნებული ვარ საერთო ენას მალე გამონახავთ, სანდროსგან განსხვავებით ის ღია და კომუნიკაბელურია.- ანას თავის სიმართლეზე ეცინება. უხერხულად ვიღიმი.
-კარგი, საღამოს ცხრისთვის მზად ვიქნები, ქეთევანის გასაცნობად.- მხიარულად ვიღიმი და ანას ვეხვევი.
„კარგი“ ამბობს და მშორდება, კიბეებისკენ მიდის და საბოლოოდ ტოვებს ფოიეს. დერეფანში შევდივარ, ზუსტად ამ დროს დერეფნის ბოლოს, ჩემგან მოპირდაპირე კარი იღება. ეს სანდროა, მე კი ჩემი ნამოქმედარი მახსენდება და ისევ შიში მიტანს. ბრაზით ვივსები, რომ გარეთ გამოსასვლელად ზუსტად ეს დრო შეარჩია. სამწუხაროდ დერეფანი არც ისე ფართეა, ამიტომ შიშით, სივრვე თითქოს იხუთება.
მისი მზერა მე მისწორდება, კარს ხურავს, მაგრამ მე მიყურებს. ვუყურებ და შემდეგ ისევ ვაცილებ თვალს, არ მინდა რომ ვუმზერდე, ასე თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. დღეს ფართე ჯინსი და თეთრი ბლუზა აცვია, გრძელი და შავი თმა არეულად უწყვია, თვალები კი ისევ ისეთი აქვს, ცივი და შორსმჭვრეტელი, დეტალებზე კონცენტრირებული.
ნერწყვს ვყლაპავ და ლოცვას ვიწყებ, რომ ვერაფერი შეემჩნია. ნაბიჯებს ვანელებ, ის კი პირიქით, უფრო ჩქარა გაივლის თავის გზას, სანამ გვერდით ჩამივლის, ხმას ძლივს ვიღებ.
-გამარჯობა.- მიკვირს, რომ ამ მდგომარეობაში ამის თქმას ვახერხებ. საპასუხოდ მხოლოდ თავს მიქნევს და მთლიანი სერიოზულობით გვერდს მივლის. სიცივე მის გვერდითაც კი იგრძნობა.
ჩავლას ჩემი შვება მოჰყვება, თითქმის ვრწმუნდები რომ ვერაფერი შენიშნა, ვერ დამინახა მის საძინებელთან და ვერ მიხვდა რომ მის ოთახში ვიყავი.
ნაბიჯების ხმა წამით წყდება.
-მინდა გაგაფრთხილო, რომ სანამ ჩემს ოთახში მეორედ დააპირებ შესვლას, წინასწარ შემატყობინო.- ვტრიალდები და პირს ვაღებ.
რათქმაუნდა შემამჩნია! საკუთარ თავს ვწყევლი და მინდება რომ აქედან ახლავე გავქრე.
თვალს მიკრავს და დერეფანს მაშინვე შორდება.
სასოწარკვეთილი ვდგავარ.
არაფრის თქმა არ შემიძლია,
უბრალოდ ჩუმად ვარ.

***
-იგივეს ვიტყვი, დააფიქსირეთ აზრი, ერთმა, ორმა, მნიშვნელობა არ აქვს. მიხარია რომ მოგწონთ, მოთხრობაც და პერსონაჟებიც.
ვერ დაგპირდებით ყოველ დღე ახალი თავის დადებას, მაგრამ იმედი მაქვს, ერთგული მკითხველი მიუხედავად ამ ფაქტისა, გააგრძელებს წაკითხვას. მგონი ცოტა უინტერესო თავი გამოვიდა, მაგრამ ვცდილობ ნელნელა პერსონაჟების თვისებები გამოვამჟღავნო, ამიტომ ნუ მიწყენთ. გპრიდებით საინტერესო თავები გელოდებათ!
მაინტერესებს, რას მოელით მომავალში, როგორ განვითარდება მოთხრობა?
(მადლობა რომ კითხულობთ.)
-ავტორი-



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

რატომღაც აქამდე ვერ მოვახერხე წაკითხვა და ძალიან ვინანე. მიუხედავად იმისა, რომ ამ შინაარსის ისტორიები სავსეა ამ საიტზე, სრულიად განსხვავებული და საუკეთესოა მათ შორის. ეს იმის "ბრალია", რომ ძალიან ნიჭიერი ხარ. კარგად გადმოსცემ პერსონაჟების ხასიათს, ემოციებს. მომწონს ნელ-ნელა რომ ავითარებ მოქმედებებს. ძალიან მომეწონა სანდროსეული სიყვარულის "განმარტება".მოსაწყენი არც ერთი თავი არ ყოფილა. აუცილებლად ვაგრძელებ კითხვას. ძალიან ძალიან კარგი ხარ

 


№2  offline წევრი მოცინარი

ძალიან ძალიან კარგია! წერე კიდევ ბევრი <3

სანდროს და ქალბათონნის წყვილს ველი :* :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent