შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასავლური გრძნობები შუა აღმოსავლეთში II


18-12-2017, 22:30
ავტორი Ancksunamun
ნანახია 1 514

კაირო,ეგვიპტე

-საოცრად ლამაზი პირამიდაა - წარმოსთქვა აღფრთოვანებულმა ტონიმ
-მართლად - დაეთანხმა ლეო
ალექსმა,რომელიც ბიჭებს შორის იდგა,ბიჭებს ხელი გადაჰხვია
-ეგვიპტე სამოთხეა დედამიწაზე ბიჭებო
პირამიდებს დიდხანს უყურებდნენ.შემდეგ ტონი აქლემისკენ წავიდა.იქვე იდგნენ ბედუინებიც.ტონი აქლემზე სწრაფად და უშიშრად შეხდა და როდესაც აქლემი დგებოდა ტონის მცდელობა კრახით დასრულდა - მიწაზე აღმოჩნდა.შორიდან ბიძიამ და ძმამ დასცინეს,შემდეგ ლეო მეორე აქლემისკენ წავიდა,სწრაფად მოახტა და ტონის თითქოს ჭკუა ასწავლაო.სამივენი უდაბნოსკენ გაეშურნენ აქლემებით,რომლებსაც წინ ბედუინები მიუძღოდნენ.
-დილით მაროკოში წავალთ.მამათქვენი იქ იქნება.დაუვიწყარი მოგზაურობა გელით.იქ ჩემს ძველ მუსლიმ თანაკურსელს შევხვდები.ჯამალი ქვია და ისიც გენეტიკოსია.ბევრი სალაპარაკო გვექნება.ჩემი მეგობარი ძალიან მომენატრა - კმაყოფილებით თქვა ალექსმა.
***
შემდეგ დღეს,დილით უკვე სამივენი მაროკოში,სასტუმროში იყვნენ.ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ ბიჭების მამა - არტურიც ჩამოვიდა.არტური ალექსისგან ძალიან განსხვავებული იყო.ალექსი ყოველთვის მარტოსული იყო,პარტნიორების გარეშე,არტური კი არასდროს იყო პარტნიორის გარეშე.
ყველანი ტერასაზე ისხდნენ და საუბრობდნენ.
-დღეს ჯამალთან ვართ მიწვეულები..ვერ ვითმენ,ძალიან მომენატრა.რელიგიის მიუხედავად არაჩვეულებრივი ადამიანია.ჯამალს ბევრი ცოველი ყავს და ხანდახან ექსპერიმენტებსაც ატარებს გენეტიკის განხრით.ძალიან ჭკვიანი კაცია,ექიმი ფრანკენშტეინია.
-კარგი,მანამდე კი წავიდეთ და კუსკუსი ვჭამოთ - თქვა გახარებულმა არტურმა -რა?კუსკუსი რა არის? - სიცილით შეეკითხა ლეო

ფესი,მაროკო
მაროკოს აეროპორტი ხალხით იყო სავსე.ხალხი ძირითადად ისლამის მიმდევარი იყო.საშუალო ასაკის ქალი და ერთი ახალგაზრდა გოგონა განსაკუთრებით გაფაციცებით დადიოდნენ აქეთ-იქით და ადგილს ვერ პოულობდნენ.სახეზე ბედნიერება ეწერათ.როდესაც ხალხმა გამოსვლა დაიწყო ორივე ქალი ყურადღებით აკვირდებოდა ხალხს.ტერმინალში ადილა გამოჩნდა,რომელსაც ჯინსის შარვალი და თეთრი მოღერილი მაისური ეცვა შარფის თანხლებით. მის დანახვაზე ქალებმა ყიჟინა ატეხეს.
-ადილა - დაუძახეს შორიდან
ადილამ ვარდისფერ ჰიჯაბში გამოწყობილი ბიძაშვილი იცნო,მის გვერდით კი მისი ძიძა დაინახა,მათკენ გაემართა ორივეს ჩაეხუტა
-ამინა,როგორ მომენატრე - უთხრა ადილამ ბიძაშვილს
-სორაია,შენც ძალიან მომენატრე - შემდეგ ძიძას უთხრა ადილამ
-ჩვენც ძალიან მოგვენატრე - მიუგო სორაიამ - რამდენი ხანი გელოდით.წამოდი,ძია ჯამალი გველოდება,ძალიან გაუხარდებათ შენი ნახვა
სორაიამ და ამინამ ჩემოდნები ხელიდან გამოსტაცეს,თან ხელი დაავლეს და სირბილით წაიყვანეს.ვიწყო ქუჩებში მირბოდნენ,ხალხი ძლივს ეტეოდა.ქუჩებში ბაზარი იყო,სადაც სხვადასხვანაირი სანელებლები,თავსაბურავები,ჭურჭელი,სამკაულები და სხვა წვრილმანები იყიდებოდა.ადილას სორაიას და ამინას მიდევნება ძალიან უჭირდა გადაჭედილი ქუჩების გამო.შორიდან ქალების ყვირილი ისმოდა.ქუჩაში ყველანი გაჩერდნენ,მათ შორის სორაია და ამინაც.ქალები ქუჩაში ცეკვით დადიოდნენ,ყველაზე წინ მომავალს თავზე ლამბაქის მსგავსი ნივთი ედო,ზედ კი წითელი,ან თეთრი ნივთი,რომლის გარჩევაც ადილას გაუჭირდა.
-რა ხდება? - იკითხა ღიმილით ადილამ და მათი ბედნიერება მასაც გადაედო
-ეს ჩვენით-ერთი ტრადიციაა.ქორწილის დღეს როგორც კი ხალხი გაიგებს დედოფალი ქალწულიაო,მისი თეთრეული გამოაქვთ და ყველას აჩვენებენ
-და თუ ქალწული არ არის? - ინტერესით და გაკვირვებით იკითხა ადილამ
-ღმერთმა დაიფაროს,მაშინ უკან დააბრუნებენ ან მოკლავენ - უთხრა ამინამ,სორაიამ კი პირჯვარი გადაიწერა.
-სწრაფად წავიდეთ,ძია ჯალალი გველოდება - ისევ სირბილით წავიდნენ სამივენი
უკვე სახლს მიუახლოვნენ,თან ქუჩებს ათვალიერებდნენ.ქუჩებში ყველგან პიტნის ჩაის სუნი იდგა.ადილამ ეს სუნი მაროკოელების სიყვარულს დააბრალა ჩაისადმი.სახლები სხვადასხვა ფრად იყო შეღებილი,უმეტესად ლურჯი დომინირებდა,თუმცა იყო სხვადასხვა ფერის სახლებიც,ძირითადად პასტელის ფერებში.სახლების შეღებვა აქ უძველესი დროიდან იქცა ტრადიციად, მაროკოელები კი ტრადიციების მკაცრი მიმდევრები არიან.ფერად სახლებს კედლებზე ქოთნები ეკიდა,რომლებშიც სხვადასხვანაირი მცენარეები ამოსულიყვნენ.სხვადასხვა ფერის სახლები,მრავალფეროვანი ბაზრობა,ვიწრო,განიერი,ხალხმრავალი ქუჩები - ეს ყველაფერი თითქოს არაბული, ევროპული,აზიური და აფრიკული კულტურების ნაზავი იყო.
-აი იქ ღებავენ ტყავს -ამინამ ჭები დაანახა ადილას - ძია ჯალალს ასეთი ორმოცდაათი ჭა აქვს
ბოლოს ერთ მაღალ სახლს მიუახლოვდნენ.ამინამ სწრაფად გააღო სახლის კარი,საიდანაც ქლები მიეგებნენ ადილას და ყვირილი და ყიჟინა ატეხეს.
-რა ხდება? - იკითხა ადილამ
-როდესაც რაიმე კარგი ხდება,ყოველთვის ასე იქცევიან - უპასუხა სორაიამ
ადილას ამაზე გაეღიმა.სახლს თვალი შეავლო და იქაურობა ძალიან მოეწონა.ყველაფერი ეგზოტიკური იყო.სახლი ძალიან მაღალი იყო.შუაგულში შადრევანი იდგა.პირველი სართული თითქოს ეზო იყო,რომელსაც სახურავი ეხურა.მეორე სართულიდან კი უცხო ქალები იყურებოდნენ.სახლში ბევრი მცენარე იყო.კარები თითქმის არსად არ იყო.კარების მაგივრად რკალისებურად ამოჭრილი,ლამაზი კედლები იყო.სავიმევი ერთ-ერთი ასეთი კედლის გავლით შევიდნენ მისაღებში.დივანზე და სავარძლებზე ძალიან ბევრი წითელი ბალიში იყო,შუაში პატარა,ხის მაგიდა იდგა,მასზე კი ჩილიმი იდო.
-იქ ძია ჯალალის კაბინეტია - მიუთითა კაბინეტისკენ სორაიამ - შედი და ნახე
ადილა განერვიულდა,თუმცა კაბინეტისკენ მაინც წავიდა და შიგნით შევიდა.ადილამ მუხლებზე მდგარი ძია ჯალალი დაინახა,რომელიც აზანს ხმამაღლა კითხულობდა.ჯალალმა იგრძნო,რომ მის უკან ვიღაც იდგა და შებრუნდა.ადილას დანახვამ გაახარა და მისკენ დაიძრა.
-ადილა,ჩემო გოგო.რამხელა გაზრდილხარ ძმისშვილიშვილო - ღიმილით მიეგება ჯამალი - კეთილი იყოს შენი მობრძანება ადილა,ძალიან გამახარე
-მადლობა მინდა გითხრა.ყველაფერში გვეხმარებოდი,დედას ფულს უგზავნიდი.ყველაფრისთვის დიდი მადლობა
-ამას ჩვენი რელიგია გვასწავლის.ჩვენს ნათესავებს გაჭირვების დროს უნდა დავეხმაროთ.შენს ქვეყანაში კი სხვანაირადაა ყველაფერი,შენც მათთან გაიზარდე.ყურანს ემორჩილები?დღეში ხუთჯერ ლოცულობ?
-ვცდილობთ,მაგრამ ყოველთვის ვერა.იქ მოლა არ არის და ხან გვავიწყდება
-მესმის - თანაურგძნო ჯამალმა - აქ ყველანი ყურანს ვემორჩილებით.შენც ასე იცხოვრებ.მე გიპატრონებ.სწავლა გინდა?
-კი,ძალიან მინდა.მინდა ექიმი გამოვიდე
-ძალიან კარგი.აქ ძალიან კარგი უნივერსიტეტი გვაქვს.იქ ისწავლი,ჩააბარებ,შემდეგ კი გაგათხოვებთ - უთხრა ღიმილით ჯამალმა
ადილას ღიმილი უხერხულობაში გადაიზარდა.
-სისხლი ხომ მოგდის? - ჯამალმა გაიმეორა-სისხლი მოგდის?
-რა? - ისევ ეუხერხულა ადილას
-სისხლი.მიხვდი რას გეკითხები?
-მენსტრუაცია მაქვს თუ არა?დიახ მაქვს
-გარეთ რომ გახვალ თავზე უნდა დაიხურო.ქმარი როცა გეყოლება მაშინაც ქალმა თავისი სილამაზე უნდა დამალოს.თავსაბურავის გარეშე მარტო მისმა ქმარმა უნდა ნახოს
-გასაგებია
-ღმერთი გფარავდეს - დაემშვიდობა ჯამალი და კაბინეტიდან გავიდა
-თქვენც
***
ადილა ამინასთან და სორაიასთან ერთად თავის ტანსაცმელს ალაგებდა.ბედნიერი ამინა საკუთარ ქორწილზე ლაპარაკობდა.
-სორაია,საიდს რომ არ მოვეწონო რა ვქნა? - ნერვიულობდა ამინა
-აუცილებლად მოეწონები.შესანიშნავი გოგო ხარ.ამაზე არ იფიქრო - ამშვიდებდა სორაია
-ძალიან ვნერვიულობ,თან მიხარია.ერთი სული მაქვს ოქროს საყიდლად როდის წავალთ - უხაროდა ამინას და უცებ კითხვა გაუჩნდა - სორაია,შენ რატომ არ გათხოვდი? - ინტერესით იკითხა ამინამ
-ამინა,ეს საიდან გაგახსენდა - გაეცინა სორაიას - უბრალოდ ასე მოხდა.არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა - უთხრა სორაიამ,სინამდვილეში კი დიდხანს უმალავდა იმას,რაც სინამდვილეში მოხდა.
თექვსმეტი წლის ასაკში,როდესაც სორაია შეფშაუენში ცხოვრობდა,ოცი წლის ბიჭზე იყო დანიშნული.სორაიას უფროსი დეიდაშვილი ჰყავდა,რომელიც ჯერ კიდევ გასათხოვარი იყო.სორაიას ქორწილის დღე უკვე მოახლოებულიყო,როდესაც ოჯახმა შენიშნა,რომ სორაიას დეიდაშვილს მუცელი ნელ-ნელა ეზრდებოდა და ხშირად გული ერეოდა.გოგონას დედა მის ტანსაცმელს ყოველ ღამით ამოწმებდა და მიხვდა,რომ ციკლი გადასცდენოდა.როდესაც ქალმა მეუღლეს უთხრა ამის შესახებ,კაცი გადარეულა.გადაწყვიტეს ოჯახისთვის სირცხვილი ჩამოერეცხათ.გოგონასთვის მშობლებს საკუთარი ეჭვების შესახებ არაფერი უთქვამთ,რადგან ისედაც ყველაფერი ნათელი ხდებოდა.მშობლებმა ორსული შვილის თავიდან მოშორება გადაწყვიტეს,რადგან ეს მათთვის დიდი სირცხვილი იყო.
ერთ დილას გოგონა გაღვიძებისთანავე სამზარეულოჩი ჩავიდა.საშინელი შიმშილის გრძნობა კლავდა.დედამ თეფშზე ახალი მომზადებული კერძი დაუსხა და დაუდგა.გოგონას ცხელი კერძის ჭამა მაშინვე დაუწყია და თან ძალიან მოსწონებია.დედა ყურადღებით უყურებდა გოგონას,თითქოს რაღაცას ელოდებაო.
-დედა,როგორი გემრიელია - ჭამით აქებდა დედის გაკეთებულ კერძს - საუკეთესო ხარ
დედას ამის გაგონებაზე თითქოს გულში რაღაც ჩასწყდაო,თუმცა ახლა ხმას ვეღარ ამოიღებდა,ვეღარაფერს ვეღარ გააკეთებდა.თვალებზე ცრემლები მოადგა,თუმცა არაფერი შეიმჩნია.ჭამას უკვე ამთავრებდა გოგონა,როდესაც კრუნჩხვების მსგავსი მოძრაობების კეთება დაიწყო,თან თითქოს იხრჩობაო.გოგონამ მაშინვე დედას შეხედა,რომელიც გაქვავებული სახით უყურებდა შვილს.ახლა მისთვის ყველაფერი ნათელი იყო.საჭმელში რაღაც ჩაუყარა.გოგონა სკამიდან გაჭირვებით ადგა,თუმცა იატაკზე დაეცა,პირიდან დუჟი გადმოუვიდა და გარდაიცვალა.
მამასთან შეთანხმებით დედამ საჭმელში თაგვის შხამი ჩაყარა.შეეძლოთ დაეწვათ,ან კლდიდან გადაეგდოთ,მაგრამ ხალხს რომ მართლა დაეჯერებინა გოგონას სიკვდილი და ოჯახისთვის ეჭვის თვალით არ შეეხედათ (ვაითუ გადამალესი),ამისთვის გვამი იყო საჭირო.მის ორსულობას კი მეზობლებიც შენიშნავდნენ.ახლა ოჯახს სირცხვილი უკვე ჩამორეცხილი ჰქონდა და ჰარამი მათ ოჯახში აღარ იარსებებდა.
როგორც მოგვიანებით გაიგეს გოგონას მეზობელი მამაკაცი შეჰყვარებია,რომელიც მასზე უფროსი იყო,ცოლიც ყავდა და შვილებიც.მამაკაცი ბიზნესმენი იყო,მდიდარი იყო და ხშირად უწევდა ქალაქგარეთ ან საზღვარგარეთ სიარული.იმ პერიოდში ქალაქში არ ყოფილა და შესაბამისად არც გოგონას ორსულობა შეუმჩნევია.ამის შემდეგ გოგონა მეძავად შეურაცხავთ.
სწორედ ამის გამო ჩაიშალა სორაიას ნიშნობაც.მაროკოში ვიღას ენდომებოდა ასეთი ოჯახიდან ცოლის მოყვანა.მას შემდეგ სორაიას მთხოვნელი აღარასოდეს გამოუჩნდა.
ქორწილში მიწვეული იყო ძია ჯამალი,რომელსაც ეს ამბავი შეუტყვია და სორაია ძალიან შესცოდებია.თავისთან წაყვანა და მოსამსახურედ მუშაობა შესთავაზა.ქალაქიდან ისედაც აპირებდა სორაია წასვლას და ჯამალის წინადადებას დათანხმდა.მას შემდეგ სორაია ამ სახლში ცხოვრობს,თუმცა არა როგორც მოსამსახურე,არამედ როგორც ოჯახის წევრი,რადგან აქ ყველა ძალიან აფასებს საწყალ ქალს.
***
სორაია ფიქრებიდან ადილამ გამოაფხიზლა.ხელში ლურჯი საცეკვაო კაბა და ბიუსჰალტერი ეკავა.
-ეს რა არის? - იკითხა ადილამ
-ეს ჩემი ქორწილის საჩუქარია.სორაიამ მაჩუქა - მიუგო ამინამ - რომ გავთხოვდები ჩემს ქმართან ჩავიცვამ,მისთვის ვიცეკვებ და გავაგიჟებ
-შეიძლება ჩავიცვა? - იკითხა ამინამ
-რა თქმა უნდა ,მაგრამ ეს მხოლოდ ქმართან უნდა ჩაიცვა და არა სხვასთან
გახარებულმა ადილამ თავის ოთახისკენ აიღო გეზი და ორ წუთში კოსტუმში გამოწყობილი ცეკვით გამოვიდა.ადილას ცეკვაზე ოთახებიდან ჯამალის ცოლები გამოვიდნენ და სტვენა და ტაშის დაკვრა დაიწყეს.ადილა მუსიკის ფონზე ცეკვას აგრძელებდა.
***
ალექსი და ტონი ჯამალთან მისულიყვნენ სტუმრად,მისაღებში ისხდნენ და ჩაის სვამდნენ.ჯამალი ტახტზე იყო წამოწოლილი და ალექსთან ერთად ჩილიმს ეწეოდა.ტონისთვის მათი საუბარი მონატრებაზე,მეგობრობაზე,გენეტიკაზე მოსაწყენი გახდა და მათგან შეუმჩნევლად ადგა და ოთახიდან გავიდა.დიდი სახლის არარსებულ ოთახებში დადიოდა,რომლებსაც კედლებიც კი არ ჰქონდა.უცებ შორიდან მუსიკის ხმა მოესმა და ამ ხმას ბოლომდე მიყვა.ოთახს მიუახლოვდა და შიგნით შეიხედა.ქალების გარემოცვაში მოცეკვავე გოგონა დაინახა და წამიერად გაიფიქრა რა ლამაზიაო.ქალი ლამაზად არხევდა მუცელს და თეზოებს.ტონი იდგა და უყურებდა,სანამ ადილამაც არ შენიშნა და ცეკვა შეწყვიტა.ქალებმა ტონი შეამჩნიეს,ყვირილი ატეხეს და დაიმალნენ.მხოლოდ ადილა დარჩა ადგილზე და ტონის უყურებდა.ადგილიდან ფეხს არც ტონი იცვლიდა.ადილას ტონის დანახვაზე გაეღიმა,გაოცებულმა ტონიმაც გაიღიმა.
ყვირილის ხმაზე ალექსი და ჯამალი შემოვიდნენ ოთახში.ალექსმა ტონი გვერდით გაათრია.
-რას აკეთებ,ეს აქ აკრძალულია.ამ ოთახში შესვლა არ შეიძლება.ეს რა გააკეთე
ჯამალმა კი ოთახში მდგარი ნახევრად შიშველი ადილა დაინახა,რომელიც ადგილიდან არ იძვროდა.
-ჩაიცვი.ვერ გაიგე?სწრაფად.რამე მოიხვიე - განრისხდა ჯამალი და მოულოდნელად გაუნძრევლად მდგომ ადილას სახეში სილა გააწნა
-ჩემს ოჯახში ჩემს შესარცხვენად შემოხვედი? თვალებს ამოგთხრი
ადილა შეშინებული უყურებდა
-არ ვიცი საიდან გაჩნდა,არ ვიცნობ,არ ვიცი ვინ არის - თავს იმართლებდა ადილა
-რა თქმა უნდა არ იცი,სწორედ ამიტომ არ უნდა დაენახო უცხო მამაკაცს ნახევრად შიშველი.შენ კიდევ შენს სხეულს აჩვენებდი.გინდა ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვა?ამ ოჯახში ჩვენს ადათ-წესებს უნდა დაემორჩილო.თავი მოგვჭერი.ჩაიცვი და ჩემს კაბინეტში შემოდი - უთხრა განრისხებულმა ჯამალმა.
ადილამ ტანსაცმელი ჩაიცვა და კაბინეტში შესასვლელად ემზადებოდა.ამ დროს სორაია აფრთხილებდა
-იცოდე,ბიძაშენს არ შეეპასუხო,თავი შეიკავე.თავი დახარე და ისე უსმინე
-ჩემთვის ხელი არავის დაურტყავს,ამას ვერ ავიტან.მირჩევნია ისევ მარტო ვიცხოვრო - ტიროდა ადილა
-რას ამბობ,მარტო როგორ იცხოვრებ ადილა.ხომ იცი,დასავლეთის და აღმოსავლეთის ცხოვრება ერთმანეთისგან როგორ განსხვავდება.რაც იქ მიღებულია,აქ ცოდვად ითვლება.
ადილა კაბინეტში შევიდა და მაშინვე ბიძის საყვედურების მოსმენა მოუხდა
-ვერც კი ხვდები რა გააკეთე.უცხო ადამიანს,თანაც მამაკაცს შენი სხეული უჩვენე.აქ,ყურანში წერია,თუ ქალი გამომწვევად მოიქცევა,სიცოცხლის ბოლომდე ოთახში უნდა გამოკეტო
-მე არაფერი დამიშავებია - არ ტყდებოდა ადილა
-შენ მუსლიმი არ ხარ?დედაშენს შენთვის არაფერი უსწავლებია?არ იცი ცოდვის ჩადენის გამო როგორ დაისჯები?
-ნება მომეცით ამინასთან ერთად ბრაზილიაში წავიდე როცა გათხოვდება - სთხოვა ადილამ
-რომ მათაც ლაფი დაასხა?იქ ყველაფერი სხვანაირადაა არა?უნდა ხვდებოდე,რომ არასწორად იქცევი
-დიახ,ბიძია - დაემორჩილა ადილა
ჯამალმა ხელში ყურანი აიღო.
-რასაც წიგნში ავღნიშნავს,ზეპირად ისწავლი და ხვალ შეგეკითხები,თუ არა და მერე მე ვიცი.სული ოთხ კედელს შუა ამოგხდება.
ადილა კაბინეტიდან გავიდა და გულის გადასაყოლებლად ამინას ოთახში შევიდა.მის მომავალ საქორწინო სამზადისზე საუბრობდნენ,თუმცა ადილა სულაც არ უსმენდა.
-ამინა,ჩვენს საძინელებში რომ შემოვიდა ის ბიჭი ვინ იყო? - ინტერესით იკითხა ადილამ
-ბიძია ჯამალის მეგობარს მოჰყვა
-და რა ქვია?
-არ ვიცი.რატომ მეკითხები?
-ის ბიჭი რომ დავინახე,უცნაური რაღაც ვიგრძენი.მეგონა მთელი ცხოვრებაა ვიცნობდი და მთელი ცხოვრება მის გამოჩენად ველოდებოდი
-რას ამბობ? ძია ჯამალი არ დაუშვებს,რომ ჩვენი ოჯახის წევრი სხვა რჯულის ადამიანი გახდეს
-უბრალოდ ვიკითხე - თავი იმართლა ადილამ
საუბარი ოთახში შემოსულმა სორაიამ შეაწყვეტინა.
-ყველაფერი მზად არის - თქვა სორაიამ
-არ ვიცი რა ჩავიცვა - განერვიულდა ამინა
-გგონია მისაღებ ოთახში შესვლის უფლებას მოგცემს ჯამალი?იქ უცხო მამაკაცები იქნებიან.ამინა,ფირუზის სამაჯური გაიკეთე,ბოროტი თვალისგან დაგიცავს.ლოყაზე ფერუმარინი წაისვი.უკვე მოვიდნენ - ახარა სორაიამ
კარზე კაკუნის ხმა გაისმა და ამინამ სიხარულისგან ხტუნაობა დაიწყო
-ჩემი საქმრო მოვიდა - იძახდა გახარებული
***
-რა გავაკეთე ასეთი? - უკვირდა ტონის ატეხილი ამბავი
-რამდენჯერ უნდა გითხრა.აქ ეს აკრძალულია.აქ მამაკაცს ქალთან ურთიერთობა ეკრძალება.ეს დანაშაულია.უცხო მამაკაცმა ქალი თავსაბურავის გარეშე არ უნდა ნახოს - უხსნიდა ალექსი - როცა ოჯახში უცხო მამაკაცია,ქალები იმ ოთახში არ არიან.მითხარი,რა დაინახე?
-გოგო ცეკვავდა,დანარჩენები კი ტაშს უკრავდნენ.გოგოს ლიფი და გამჭირვალე კაბა ეცვა
-ღმერთო ჩემო.ლამაზები იყვნენ?
-არ ვიცი,მხოლოდ მოცეკვავე მომხვდა თვალში.ძალიან ლამაზი იყო
-მადლობა თქვი,რომ ჯამალს ვიცნობ,თორემ ქვებით ჩაგქოლავდნენ.ნამდვილად არ ვიცი რა ბედი ეწევა იმ გოგოს
-მოკლავენ? - შიშით კითხა ტონიმ
-საწყალი გოგო,შენს გამო უნდა დაისაჯოს.სულ შენი ბრალია - ბრაზდებოდა ალექსი.
როდესაც დაღამდა ტონი ქუჩაში გავიდა სასეირნოდ თან დღევანდელ ამბავზე ფიქრობდა.ისევ ჯალალის სახლთან მივიდა.კარი ღია დახვდა,იქვე დადგა და ისევ მოცეკვავე გოგონა გაახსენდა,თან ეღიმებოდა და ოცნებებში წასულიყო.



№1 სტუმარი სტუმარი bella

iiiiii rakaiaa <3 saocrebaaxaarrr ))) icode arshewyvito amis wera tore tavsmoviklav :D :D

 


№2 სტუმარი ucnobi dacnobi

Oqro bajagllllooo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent