შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასავლური გრძნობები შუა აღმოსავლეთში I


17-12-2017, 22:52
ავტორი Ancksunamun
ნანახია 1 542

კაირო,ეგვიპტე
თვითმფრინავიდან ახალი ჩამოსული იყო,როცა თვალები დახუჭა,ღრმად ჩაისუნთქა და უცნაური სუნი იგრძნო.ვერ გაარჩია რისი სუნი იყო,თუმცა შემდეგ მიხვდა,ეს სანელებლების მიწის და ზღვის სუნი იყო ერთმანეთში შერეული.ზურჩანთა ზურგზე გადაიკიდა და ტონი ბიძასთან და ძმასთან ერთად გზას გაუდგა.რამოდენიმე პროცედურის შემდეგ ბიძამ და ძმისშვილებმა სასტუმროს მიაღწიეს.კაიროში საშინლად ცხელოდა,მაგრამ იქ ყოფნა სასიამოვნო იყო მშვენიერი გარემოს გამო,ზღვის ხმა კიდევ უფრო მშვენიერს ხდიდა იქაურობას.სასტუმროში შევიდნენ და რეგისტრაციის შემდეგ სამივემ ნომრისკენ გასწია.დერეფანში შედარებით გრილოდა და სიარული სასიამოვნო იყო ამ მდიდრულ და ლამაზ სასტუმროში,რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაში და დასავლეთ აზიის საზღვარზე მდებარეობდა.გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად,ქვეყანა ყველაფრით აზიას წააგავდ,თუმცა სწორედ ამიტომ მდებარეობს ეგვიპტე შუა აღმოსავლეთში.
ნომრისკენ მიმავალმა ლეონარდომ სიჩუმე დაარღვია.
-აქაურობა საშინლად მომწონს. - სიამოვნებით აღნიშნა ლეონარდომ
-მეც.სწორედ ამას ქვია ნამდვილი აღმოსავლური ქვეყანა - შავი სათვალე მოიხსნა ტონიმ და აქეთ-იქით მიმოიხედა
-ჯერ ყველაფერი წინ გაქვთ ჩემო ბიჭებო.მოგზაურობა ჯერ არ დაგვიმთავრებია - შუაში მდგარმა ალექსმა ძმისშვილებს ხელი გადახვია.მის ხმაში ინგლისურად საუბრისას აშკარად იგრძნობოდა უცხოური აქცენტი.ბრაზილიაში დაბადებულმა და გაზრდილმა ალექსმა ამერიკაში 40 წლიანი ცხოვრების მიუხედავად ინგლისური აქცენტი მაინც ვერ შეიძინა,თუმცა ბოლო წლები იყო ძმასთან ერთად რიო დე ჟანეიროში ცხოვრობდა.ლეო და ტონი კი თითქმის ყველგან იყვნენ,ამერიკაშიც და ბრაზილიაშიც.
-რათქმაუნდა.ცოტა ხანს დავისვენოთ და რესტორანში ვივახშმოთ.ფრენამ ძალიან დამღალა და მეძინება - ყოველგვარი ემოციის გარეშე თქვა ტონიმ
-ტონი,რა დროს ძილია,როცა ასეთ გარემოში ხარ - გაკვირვებით უთხრა ლეომ - საცურაოდ წავიდეთ.დაინახე რამდენი ლამაზი გოგო იყო აუზზე? - დანანებით უთხრა ლეომ
ტონი უძილობისგან ძმას ვეღარ უსმენდა.
-კარგი რა ლეონარდო.შემოგვხედე როგორი დაღლილები ვართ.მე და ანტონი დავისვენებთ,შენ გაერთე - თბილად თქვა ბიძამ.ალექსი ძმისშვილებს უფრო ხშირად სრული სახელით მიმართავდა.
-კარგით რა გაეწყობა.გამოვიცვლი მარტო გავისეირნებ.
სამივე საკუთარ,სხვადასხვა ნომერში შევიდა.ალექსმა ჩემოდნები იატაკზევე დატოვა.ფანჯრის ფარდები გასწია,რომ სინათლეს და ხმაურს არ შეეწუხებინა და მშვიდად დაეძინა ცოტა ხნით,რადგან ბიოლოგიური საათი არეული ქონდა და ჯერ კიდევ მაიამის დროზე იყო.გრილ ოთახში ლოგინზე გაუხდელად მიეგდო და მაშინვე ჩასთვლიმა.
ამასობაში ტონის უკვე ღრმად ჩასძინებოდა და ალბათ კარგა ხანი ვერაფერი გააღვიძებდა რომ არა ეს საშინელი ოთახი,რომელიც პირდაპირ გადაჰყურუებდა აუზს და რესტორანს.ქვემოდან საშინელი ხმაურის და მუსიკის ხმა ამოდიოდა.როდესაც ტონის ძილი ხმაურმა დააფრთხო,გაბრაზებულმა ბალიში თავზე დაიფარა,მაგრამ ამაოდ.ხმაური მაინც აღწევდა მის ყურებამდე. ,,რა ტკბილად მეძინა",გაიფიქრა ტონიმ ,,რა სულელი ვარ,როგორ დავჯავშნე ეს საშინელი ნომერი".ძილს აზრი აღარ ჰქონდა და რამდენიმე წუთში ადგა კიდეც.სასტუმროს აივნიდან გადაიხედა და და თვალი ლეოს მოკრა,5რომელიც რამოდენიმე ქერა თმიან გოგონებთან ერთად იდგა აუზის ბართან და კოქტეილს მიირთმევდა.ლეო აშკარად ბედნიერი ჩანდა.ამ ყველაფრის დანახვაზე ტონის უმცროს ძმაზე თბილად გაეღიმა და ცოტა არ იყოს შეშურდა კიდეც მისი.ლეო ყოველთვის უდარდელი და პატარა ბიჭი იყო,რომელიც მუსიკოსობაზე ოცნებობდა,თვითონ კი ყიველთვის დაკავებული და თავის საქმეებში ჩაფლული იყო.ფლირტისთვის კი არც დრო ჰქონდა და დიდად არც უზიდავდა.თვითონ ყოველთვის სერიოზული იყო,თავის ძმისგან განსხვავებით.ამით მამამისს გავდა.ლეო კი არავის გავდა.არც მხიარულ და ჭკვიან ბიძას და არც საქმეებში ჩაფლულ მამას.
ტონი ოთახში შებრუნდა და პიჯაკი გაიხადა.მაისური და შარვალიც უცებ გაიხადა და ლოგინზე დაყარა.კარადის სხეულში თავის დაკუნთულ და ლამაზ სხეულს მოკრა თვალი,რომელიც ბევრს იზიდავდა.ტონი სააბაზანოში შევიდა წყლის გადასავლებად.წყლის დასხმისთანავე შვება იგრძნო.სააბაზანოში დიდხანს გაჩერდა.პირსახოცშემოხვეული გამოვიდა და ჩემოდნიდან ახალი ტანსაცმელი ამოალაგა.დიდხანს არ უფიქრია რა ჩაეცვა.ჩვეულებას არ უღალატა და ეგვიპტეშიც ოფიციალურად გამოეწყო.კრემისფერი შარვალი და კოსტუმი,ვარდისფერი კოსტუმი და შავი ფეხსაცმელი ჩაიცვა.მის ხასიათსაც სწორედ ასეთი ჩაცმულობა შეეფერებოდა,თუმცა საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებდა და სიმპატიურიც იყო.სარკეში კიდევ ერთხელ შეხედა საკუთარ თავს და ნორმიდან გავიდა.
ლეოს ნომერი შეამოწმა,მაგრამ ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო,ამიტომ ბიძის ნომრისკენ გაეშურა.კარზე დააკაკუნა,თუმცა არავინ გაუღო.იფიქრა,ალბათ ქვემოთ არიანო და სასტუმროს მისაღებში ჩავიდა.ლიფტიდან გამოსვლისთანავე მდიდრულ მისაღებს თვალი მოავლო.მარმარილოს ფილებზე ფრთხილად მიაბიჯებდა.სასტუმროში არაბულ სტილში იყო მოწყობილი.თითქმის ყველაფერი ხის და ავეჯის იყო.ყველა მაგიდაზე ლაამბაქებით ვარდისფერი პიონები იდგა.განსაკუთრებით მისაღების შუაგულში მდგარმა პატარა შადრევანმა მოხიბლა.შადრევანს თითქმის უერთდებოდა მაღლიდან ჩამოშვერილი უზარმაზარი,ვერცხლისფერი ჭაღი,რომელიც სასტმროს მართლაც რომ ამშვენებდა.შარდევნიდან თვალი მის წინ მდგარი სავარძლებისკენ გაექცა,სადაც ლეო და ალექსი იჯდნენ,საუბრობდნენ და იცინოდნენ.ლეომაც მაშინვე მოკრა თვალი ძმას და ტონისთვის გაუგებარი რაღაც უთხრა ბიძას.სავარაოდოდ ტონის მოსვლა ანიშნა,რადგან ალექსმა მაშინვე მისკენ გაიხედა.
-აბა,როგორ გეძინა? - კითხა ბიძამ
-კარგად,მაგრამ საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა.მგონი ძილი არ მეღირსება,სანამ ამ ნომერში გავჩერდები
-ნუ წუწუნებ ტონი.მე კიდევ წინასწარ გავთვალე ყველაფერი და სწორედ ამიტომ დავჯავშნე ყველაზე მიყრუებული ნომერი.ისედაც,აქ ცოტა ხანს გავჩერდებით - მხიარულად უთხრა ძმამ
-კარგით,შენ გელოდებოდით ტონი.რესტორანში წავიდეთ,ძალიან მოგვშივდა - თქვა ბიძამ
-რა გულისხმიერებაა - თამამდ უპასუხა ტონიმაც და სამივემ დატოვეს მისაღები.
უზარმაზარ სასტუმროში ბევრი სიარულის შემდეგ რესტორანსაც მიაღწიეს.რესტორანში უამრავი ეროვნების ადამიანი იყო.ქალების უმეტესობას თამამად და თანამედროვედ ეცვა,ზოგი ჰიჯაბში ან ჩადრში ,ზოგიც კი ნიქაბში და ბურკაში იყო გამოწყობილი.რესტორანი ნამდვილად უცხო,ეგზოტიკური იყო,რაღათქმაუნდა აღმოსავლური ინტერიერით.ასევე ყველაფერი განათებული და თვალისმომჭრელი იყო.
სამივე დაჯავშნულ მაგიდას მიუსხდა.ჯერ არაფერი ჰქონდათ შეკვეთილი.ალექსმა თვალებით მიმტანს დაუწყო ძებნა,მიმტანმა კი მაშინვე დაინახა და მათკენ გაემართა.მუქკანიანი მიმტანი ზრდილობიანად მიესალმა სტუმრებს გატეხილი ინგლისურით.
-რას მიირთმევთ? - ღიმილით ჰკითხა
-სიმართლე გითხრათ მენიუში წაკითხული საკვებიდან ბევრზე არაფერი ვიცი.გვინდა რამე ეგზოტიკული გავსინჯოთ - უთხრა დაბნეულმა ალექსმა - იქნებ თავად გვირჩიოთ რაიმე
მიმტანი დაფიქრდა
-ყველას სხვადასხვანაირი გემოვნება აქვს,თუმცა მე მაინც ფესიხს გირჩევდით
-ფესიხი? - ენის მოტეხვით გაიმეორა ლეომ - ფესიხი რა არის?
-ფეხისი ეგვიპტურად მომზადებული თევზია
ალექსსს გაეცინა
-მადლობა,მაგრამ რამე უფრო უცხო გვინდა,თევზს რაკმარისაც ვჭამთ - ღიმილით და მისთვის დამახასიათებელი სითბოთი უთხრა ალექსმა
მიმტანმა ეჭვის თვალით შეხედა და უპასუხა
-ეგვიპტური ფესიხი ნამდვილად ეგზოტიკურია ჩვენთვის,ეგვიპტელებისთვის.თქვენ აქაურები არ ხართ და მისი ისტორია ალბათ არ იცით.ფესიხით და სხვა ზღვის პროდუქტებით ჩვენი წინაპრები,ძველი ეგვიპტელები იკვებებოდნენ.ისინი,ვისი წყალობითაც ეგვიპტე აშენდა და დღემდე მოვიდა.ამიტომ ჩვენთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.ამასთანავე,ძველ ეგვიპტელებს ქონდათ შარმ-ელ-ნისიმის ფესტივალი,რომელიც დღემდე ტარდება,რომლის განუყოფელი ნაწილიცაა ფესიხი.არ მინდა თავი შეგაწყინოთ,თუმცა ჩემს ოჯახში კვირა არ გადის,რომ ფესიხი არ მოგვიმზადოს ჩემმა ცოლმა - მიმტანმა ცოლი ისეთი სიყვარულით ახსენა,რომ სუფრაზე სამივე მამაკაცი მოხიბლა.
-კარგით - დაეთანხმა ალექსი,რომელიც მიმტანის საუბარმა ჩაითრია
-თუმცა,მინდა გაგაფრთხილოთ,რომ ეგვიპტურად მომზადებული თევზის მიღება არ შეიძლება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის,რადგან საშიშია წნევისთვის - დაამატა მიმტანმა
-კარგი,სამ თევზს ავიღებთ.დერესტად რას გვირჩევთ?
-დესერტად უმ-ალის ,ან ბასბოუსას ,ეგვიპტურ ნამცხვარს გირჩევდით,სხვას ვერაფერს შემოგთავაზებთ,რადგან ახლა რამადანია და აკრძალულია სხვა საჭმლის მომზადება ჩვენს რესტორანში,თუმცა ბასბოუსას მაინც გირჩევდით
-მაშინ ორივე მოგვიტანეთ.რაც შეეხება ღვინოს,გვინდა წითელი,ძალიან კარგი ღვინო - უთხრა ალექსმა
-ტოსკანური ღვინო - დაამატა ტონიმ
-სამწუხაროდ ტოსკანური ღვინო არ გვაქვს,თუმცა აქ დალევა არ შეიძლება,როგორც უკბრ გითხარით რამადანის გამო,თუმცა შეგიძლიათ იყიდოთ და საკუთარ ნორმებში მიირთვათ - თბილად უთხრა მიმტანმა
-კარგით,მაშინ ერთ ბოთლ მაშინ ღვინოს ავიღებთ - უთხრა ალექსმა
მიმტანმა თავი თავაზიანად დაუქნია.
-რომელი ღვინოა? - კითხა ტონიმ,რომელიც საკმაოდ კარგად ერკვეოდა ღვინოებში
-ომარ ელ ხაიამი ,რომელიც საკმაოდ ძვირიცაა
ლეოს ამ ღვინის შესახებ არასდროს სმენოდა.როგორც ჩანდა ღვინოს სპარსი პოეტის და ასტრონომის სახელი ერქვა.
ლეომ მადლობა გადაუხადა
-შეკვეთას მალე მიიღებთ - უთხრა მიმტანმა,შემდეგ მაჯის საათხე დაიხედა - მანამდე კი მუსიკით ისიამოვნეთ,შემდეგ კი სცენაზე მოცეკვავეებიც გამოვლენ -მიმტანი გაბრუნდა.
მისი წასვლის შემდეგ რესტორანში არაბულმა სიმღერებმაც გაიჟღერეს.
-მშვენიერია აქაურობა - თქვა კმაყოფილმა ტონიმ
-მართლაც - დაეთანხმა ალექსი
-კარგად გაერთე ლეო? - კითხა ტონიმ
-ნორმალურად.ბევრი სურათი გადავიღე
-გოგონებიც გაიცანი - დაამატა ტონიმ
-კი,გავიცანი.შენ რაღას ელოდები?
ტონის გაეღიმა
-ტონი,ლეო მართალია.მე და მამაშენს გვინდა ღირსეული ცოლები შეირთოთ და ბავშვები გააჩინოთ.შენს საქმეს ვინ გაუღძვება? - ლეოს დაეთანხმა ალექსი
-ბიძია,არ მაინტერესებს ქორწინება,შვილები,ცოლი.ყოველ შემთხვევაში ჩემს სამომავლო გეგმებში არ შედის.როცა წარმატებული მუსიკოსი გავხდები და ჩემი ბიზნესიც მექნება,ცოლს შემდეგ მოვიყვან.მინდა როკერიც ვიყო და ბიზნესიც მქონდეს - სერიოზული ტონით უპასუხა ანტონიმ
-რატომ გინდა როკერობა? შენი ოჯახის წევრებისგან სრულიად განსხვავებული პროფესიაა მუსიკოსობა.ჯობია რამე სერიოზული წამოიწყო ლეო.არც მე და არც მამაშენს არ მოგვწონს შენი გადაწყვეტილება - უთხრა დამწუხრებულმა ბიძამ
-არ მესმის რა პრობლემა გაქვთ ჩემს გადაწყვეტილებასთან.მე თქვენი პროფესიის გაგრძელებაზე უარი არ მითქვამს,მინდა მუსიკოსიც ვიყო.საქმეებს ლეოც მშვენივრად მიხედავს
-რა?მე რატომ?შენ? - დაიბნა ლეო
-მეც,მაგრამ ჯერ მინდა ის ვაკეთო,რაც მომწონს.დრო შემდეგაც მეყოფა - უთხრა მეოცნებე ტონიმ
მაგიდასთან სიწყნარე ჩამოვარდა და ეს სიწყნარე მიმტანმა დაარღვია,რომელმაც მათი შეკვეთა მოიტანა და სამივეს ჭიქა ღვინით გაავსო.
-გემრიელად მიირთვით - ღიმილით თქვა მიმტანმა
სამივემ მადლობა გადაუხადა,თუმცა ხმა ისევ არცერთმა არ ამოიღო
ტონიმ ღვინო მოსვა
-გემრიელი ღვინოა - სიჩუმე დაარღვია ტონიმ
ღვინო ალექსმა და ლეომაც გასინჯეს
-მაგარია - თქვა ლეომ - ბიძია,შენ რატომ არ მოგყავს ცოლი?
ალექსს გაეცინა
-ჩემთვის ცოლის მოყვანა უკვე ძალიან გვიანია
-სულაც არა,კარგი აზრია.მარტო აღარ იქნები
-ალექსი მართალია ბიძია - დაეთანხმა ტონიც
-თორემ ხალხი ფიქრობს,რომ გეი ხარ - თქვა ლეომ და ამაზე სამივეს გაეცინა
-ლეო,არ მინდა ამაზე საუბარი - მოწყენილი ხმით უპასუხა ალექსმა,თითქოს რაღაცა გაახსენდაო.
-არც ახლაა გვიანი.დარწმუნებული ვარ,რომ ვინმეს იპოვი - უპასუხა ტონიმ
-დიახ - დაეთანხმა ლეო,რომელიც უკვე დესერტს მიირთმევდა - ძალიან გემრიელია - თვალები დახუჭა ლეომ
დარბაზში სინათლეები ჩაქრა და მხოლოდ სცენა განათდა.რამოდენიმე წუთში სცენაზე ბედლაჰში გამოწყობილი ქალი გამოვიდა და არაბული მუსიკის ფონზე მუცლის ცეკვა დაიწყო.ცეკვის დროს ლამაზად ირხეოდა მისი თეძოები,მკერდი და მუცელი,სწორედ ამიტომ,დარბაზი თვალს ვერ წყვეტდა შავგრემან,გამხდარ მოცეკვავეს.ც
ოტა ხანში თითქმის ყველაფერი შეჭამეს.უკვე ღამის პირველი საათი იყო და რესტორანი ხალხით გავისო.მალე რესტორანში ცხვრის ხორცის სუნი დადგა და იქ დარჩენა გაუსაძლისი ხდებოდა.აქ მყოფი ხალხიდან თითქმის ყველა მუსლიმი იყო და რამადანს იცავდნენ,რის გამოც ცხვრის ხორცის საშინელი სუნი ტრიალება დარბაზში
-ღმერთო ჩემო,საშინელებაა.მძულს ცხვრის ხორცი და მძულს რამადანი - უსიამოვნოდ ჩაილაპარაკა ლეომ - მგონი დროა წავიდეთ
-მართალი ხარ,საშინელი სუნია.წავიდეთ და დილით პირამიდები და უდაბნო ვნახოთ - თქვა ტონიმ
მაგიდა დატოვეს და ყველა საკუთარ ნომერში დაბრუნდა.
***

რიო დე ჟანეირო,ბრაზილია

ვიწრო ქუჩაზე ასაკოვანი,ჩადრით შემოსილი,თავჩაღუნული ქალი სწრაფი ნაბიჯებით მოაბიჯებდა,თითქოს ვიღაც მისდევსო და თან ბოსტნეულით და პურით სავსე ჩანთა მიჰქონდა.მთელი გზა ქალს თავი ზემოთ არ აუწევია.როდესაც ქუჩაზე ყვავილებიანი ლამბაქებით გაწყობილ,ჩამწკრივებული სახლებიდან ერთ-ერთ ორსართულიან სახლს მიუახლოვდა,კიბეებთან მდგარი რამოდენიმე ახალგაზრდა გოგონა შეეჩეხა და იძულებული გახდა თავი ზემოთ აეწია.წამიერად ქალს მის პირდაპირ მდგომ,საზაფხულო,მოკლე მაისურსა და ქვედაბოლოში გამოწყობილ ახალგაზრდა გოგონას ლამაზი სხეულისკენ გაექცა თვალი როდესაც თავს ზემოთ სწევდა და გულში ალაჰის სახელი რამდენჯერმე გაიმეორა.ქალს მისი სახლის წინ მდგარი გოგონები ეცნო,თუმცა მათთვის არაფერი უთქვამს.
-ქალბატონო ფაიზა,ადილას დაუძახეთ - უთხრა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ
-ადილასგან რა გინდათ? - კითხა ქალმა ისე,რომ არც კი გაჩერებულა მათთან სასაუბროდ და ისევ სახლის კიბეებისკენ მიიწევდა
-დაბადების დღე მაქვს და გვინდა კლუბში ჩვენთან ერთად წამოვიდეს
-ადილა არსად არ წამოვა
-კარგით რა,ძალიან გთხოვთ - ერთდროულად უთხრა რამოდენიმე გოგონამ
-არ წამოვა.ჩვენი რელიგია ამას გვიკრძალავს - ესღა თქვა ქალმა და კარი დახურა.
მეორე სართულიდან ადილას ყველაფერი ესმოდა და ფანჯრიდან ყველაფერი დაინახა.თავი უცებ პატარა,უუნარო ბავშვად იგრძნო,რომელსაც ასაკის გამო მშობლები თავისუფლებას უზღუდავენ,თუმცა თავად არც ბავშვი იყო და არც მშობლიური მზრუნველობის გამო უზღუდავდა დედამისი თავისუფლებას.
პირველი სართულიდან დედამისის ძახილი შემოესმა
-ადილა....ადილა - ხმამაღლა ეძახდა დედამისი
ადილა ხმის ამოუღებლად ჩავიდა სამზარეულოში.
-ღმერთმა შეუნდოთ ბრაზილიელ გოგოებს ასეთი საქციელი - ხმამაღლა თქვა დედამ
-დედა,რატომ უთხარი მეგობრებს,რომ რელიგიის გამო არ მივდივარ კლუბში? - ნაძალადევი ღიმილით კითხა ადილამ,თითქოს მის ხმაში მუდარა ისმოდაო - ისედაც,სულ სახლში ვარ
-ამას ჩვენი რელიგია გვიკრძალავს.მათ პატივი უნდა სცენ ჩვენს რელიგიას,ისევე როგორც ჩვენ ვცემთ პატივს მათსას - თბილად უთხრა დედამ
-მაგრამ მას დაბადების დღე აქვს - მოწყენილი სახით უთხრა ადილამ
-დაბადების დღეები ჩვენც გვაქვს - უპასუხა ბედნიერმა დედამ - შეგიძლია აქ დაპატიჟო შენი მეგობრები - ჭკვიანი თვალებით უყურებდა დედა
-მაგრამ ეს კლუბი არ არის დედა - მუდარით უთხრა ადილამ
ფაიზას სახიდან ღიმილი მოეშალა.
-ალაჰმა დაგვიფაროს - ესღა თქვა და ნადავლით სავსე ჩანთები თავის ადგილას დააწყო - ექიმთან ვიყავი,თავი საშინლად მტკიოდა - ჩვეული ტონით გააგრძელა საუბარი,თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
ადილა კედელს მიეყუდა და თავი დაღუნა.დედამ შენიშნა მისი შეცვლილი ხასიათი და თავადაც დაღონდა.
-ადილა,იქ შენი ადგილი არ არის,ეს ყველაფერი ჰარამია - ნუგეშით უთხრა ფაიზამ
-სად არის ჩემი ადგილი დედა?მეც მინდა ცხოვრება,გართობა,მეც მინდა სხვებს ვგავდე
-შენი ადგილი მაროკოშია შვილო,ჩვენს სახლში,ჩვენს მაროკოში - ბედნიერი ხმით მიუგო ფაიზამ
-დედა,პლიაჟზე წავალ
-კარგი,კარგი,მაგრამ მზის ჩასვლამდე დაბრუნდი - უპასუხა დედამ.ადილამ თბილად გაუღიმა და თავის ოთახში ავიდა.ხელჩანთაში საცურაო კოსტუმი ჩააგდო.ამას ყოველთვის ჩუმად აკეთებდა,რათა დედამისს არ გაეგო,რომ პლიაჟზე საცურაო კოსტუმით გადიოდა და საკუთარი სხეულის დემონსტრირებას ახდენდა.
ადილა სახლიდან მაისურით და ქვედაბოლოთი გავიდა,რომელიც წვივებამდე სწვდებოდა.
***

უკვე საღამო იყო და მზე ჩადიოდა,როდესაც ადილა ზღვიდან გამოდიოდა,თან თმას ისწორებდა და ტალღები წელამდე ჩამოშლილ შავ,გრძელ კულულებს უსველებდა.ზღვიდან გამოვიდა და სველი ფეხებით ოქროსფერ ქვიშაზე მიაბიჯებდა.პლიაჟი ხალხით იყო სავსე.ბედნიერი ხალხი გარემოს უფრო ალამაზებდა.ადილას თვალში ხვდებოდა შეყვარებული წყვილები,რომლებიც ერთმანეთს საჯაროდკოცნიდნენ,ეხუტებოდნენ,ეხებოდნენ და იცინოდნენ.ეს ყველაფერი მისთვის ისეთი შორი მიუწვდომელი იყო,როგორც ის ადგილი,სადაც დამკციდრებას მისი შინაგანი ბუნება ვერასოდეს შეეგუებოდა.თავს ყველასგან და ყველაფრისგან მოწყვეტილად გრძნობდა.ხალხს სინანულით გაჰყურებდა,თითქოს ეს ყველაფერი ენატრებაო.ცდილობდა ეს ყველაფერი გარეგნულად არ შემჩნეოდა,რომ ხალხს არ შეემჩნია ადილას განსხვავებულობა.სწორედ ამ დროს აღმოაჩინა,რომ საცურაო კოსტუმში გამოწყობილ ბიჭს უმზერდა,რომელმაც მისი მზერა დააფიქსირა და ერთგვარი მიმიკით მიანიშნა,რომ ქოქოსის კოქტეილზე ეპატიჟებოდა.ბიჭი ახალგაზრდა და სიმპატიური იყო,თუმცა ადილამ უხერხულად,მორცხვად გაუღიმა და თვალი სწრაფად მოაშორა.
ადილამ ისევ მაისური და გრძელი კაბა ჩაიცვა პლიაჟიდან მზის ჩასვლისთანავე წამოვიდა.ავტობუსმა სახლთან მიიყვანა,სწრაფი ნაბიჯებით ჩამოვიდა და ქუჩას ფეხით გაუყვა.სახლის კიბეებს მიუახლოვდა,როდესაც ნაცნობი ხმა მოესმა.
-ადილა...ადილა - ყვიროდა მისი მეზობელი,რომელიც ადილასა და დედამისივით მუსლიმი იყო - დედაშენი ცუდად არის,კიბეებიდან ჩამოვარდა
ადილამ სწრაფად აირბინა კიბეები და სახლში შევარდა.ოთახებში დედამისს დაუწყო ძებნა.ბოლოს მის საძინელებში იპოვა.ფაიზა ლოგინზე მისვენებულიყო.თვალები დახუჭული ქონდა და ძლივსღა სუნთქავდა
-დედა - ადილა დედას ჩაეხუტა - ექიმი...ეიქმს დავურეკოთ
-ადილა,არა - გაჭირვებით წარმოსთქვა დედამისმა - ვკვდები
-ექიმი გზაშია - უთხრა მოხუცმა მეზობელმა ადილას
ადილა მის მკერდზე დაემხო და ქვითინი დაიწყო.
-დედა,მოვკვდები შენს გარეშე,რა მეშველება - მოთქვამდა ადილა
-მაროკოში წადი...იქ ბიძაშენი მოგხედავს...ძია ჯამალთან წადი,ადილა - ბოლოს შვილის სახელიღა აღმოხდა მომაკვდავ ქალს,თავი გვერდით გადასწია,თვალები დახუჭა და სუნთქვა შეწყვიტა.
აქვითინებული ადილა მოხუცმა ქალმა დედამისს სხეულს მოსწყვიტა.
-ადილა,სწრაფად უნდა დასავაფლაოთ.ახლა მიცვალებული უნდა დავბანოთ
-მე დავბან - მტკიცედ უთხრა ატირებულმა ადილამ,რომელსაც დედამისის ხელი ხელში ეჭირა.

ჰიჯაბი - მუსლიმანური თავსაბურავი.იგი ქალს თმას,ყურებს და კისერს უფარავს.
ჩადრი - მუსლიმანური სამოსი,რომელიც ქალს სახეს და სხეულს უფარავს.
ნიქაბი - ჩადრი,რომელიც ისლამის მიმდევარ ქალს მთელს სახეს უფარავს,თვალების გარდა.
ბურკა - ყველაზე კონსერვატიური სახის ჩადრი,რომელიც მთელ სხეულს ფარავს,სახისა და თვალების ჩათვლით
შარმ-ელ-ნისიმი - ეგვიპტური,ეროვნული დღესასწაული (აღდგომა),რომელიც ტარდება გაზაფხულზე,აღდგომის შემდეგ დღეს.
უმ-ალი - ეგვიპტური ეროვნული დესერტი.
ბასბოუსა - ტრადიციული,შუა აღმოსავლური ნამცხვარი.წარმოშობის ადგილი ეგვიპტეა.მზადდება ბურღულის ან ფქვილისგან,სიროფისგან და ქოქოსისგან.
რამადანი - იგივე რამაზანი.ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდება.ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს.ამ დროს ისინი ყველანაირ საჭმელზე,სასმელსა და სექსობრივ კავშირზე ამბობენ უარს.
ომარ ხაიამი - სპარსი მათემატიკოსი,ასტროლოგი და პოეტი.მისივე სახელწოდებისაა ეგვიპტური,წითელი ღვინო.
ბედლაჰი - არაბული სამოსი,რომელიც აცვიათ ქალებს მუცლის ცეკვების შესრულებისას.ბედლაჰი ძირითადად შედგება მორთული ბიუსჰალტერის,ქამრისა და გრძელი კაბისგან.
ჰარამი - ცოდვა

P.S ძალიან მინდოდა ქართველი პერსონაჟები ყოფილიყვნენ ისტორიაში,მაგრამ იქიდან გამომდინარე,რომ ქართველები არც მუსლიმები და არც თუ ისე ევროპული მენტალიტეტის მქონდე ხალხი ვართ,იძულებული გავხდი უცხოური სახელები გამომეყენებინა.იმედი მაქვს მოგეწონებათ :)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent