შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასავლური გრძნობები შუა აღმოსავლეთში III


19-12-2017, 01:27
ავტორი Ancksunamun
ნანახია 1 423

"ფესი,მაროკო"
ჯამალი სტუმრებს მიეგება.ოთახში ორი ჯალაბიიაში გამოწყობილი ორი მამაკაცი და ერთი ქალი შემოვიდა.
-გამარჯობა,მობრძანდით - მიეგება ჯამალი - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
-მადლობთ,გამარჯობა - მიესალმა ქალი
-ბიძია ჯამალ,მე საიდი ვარ,მუჰამედის ძმა - უთხრა საიდმა.საიდი საკმაოდ გამხდარი და მაღალი იყო.ქეღა,ოდნავ გრძელი თქმა ქონდა.უხეში ნაკვთების მქონე საიდი საკმაოდ სიმპატიური იყო.
-დიდი მადლობა მინდა გითხრათ,რომ სახლში დაგვპატიჯეთ.პატივისცემის ნიშნად მინდა ეს გადმოგცეთ - მუჰამედმა საჩუქრად ხალიჩა გაუწოდა ჯამალს.მუჰამედი მაღალი,თუმცა საიდზე ცოტა დაბალი,ჩასუქებული,სიმპატიური კაცი იყო.გრძელი თმა ყურებს უკან ჰქონდა გადაწეული.
-დიდი მადლობა.კარგი გემოვნება გქონიათ
-ბიძია,ეს ჩვენი დაა,ფარიდა - უთხრა საიდმა
-დედ-მამა ადრე გარდაგვეცვალა.სამივე ძმა მე გავზარდე - უთხრა ფარიდამ
-სამივე?მესამე ძმაც გყავთ?
-დიახ.ძალიან პატარები ვიყავით,როცა დედა გარდაგვეცვალა.შემდეგ მამამ მეორე ცოლი მოიყვანა ბრაზილიაში.ქალი ირანელი იყო და მამასგან კიდევ ერთი ბიჭი - რეზა გააჩინა.შემდეგ მამაც გარდაიცვალა.მამას მეორე ცოლი გვპატრონობდა და გვინახავდა,თუმცა სახლში იშვიათად იყო,რადგან ერთ მდიდარ ოჯახში მოსამსახურედ მუშაობდა,ამიტომ ბიჭებს მე ვზრდიდი და ამიტომ ვეღარ გავთხოვდი.შემდეგ დედინაცვალი ისევ ირანში დაბრუნდა,რეზაც მასთან ერთად წავიდა,ჩვენ კი ჩვენს სამშობლოში,მაროკოში დავბრუნდით და აქედან ერთმანეთს ასე ვეხმარებით.წელიწადში რამდენჯერმე ერთმანეთთან ჩავდივართ კიდევ - აუხსნა ფარიდამ
-თქვენი ძმა რას საქმიანობს?
-სპარსულის და მათემატიკის მასწავლებელია.ახლა უნივერსიტეტში მუშაობს და სტუდენტებს ასწავლის
-ძალიან სასიხარულო ამბავია - მოეწონა მათი ძმა ჯამალს - კარგი იქნებოდა მისი აქ ყოფნაც
-ახლა არა,მაგრამ ქორწილში აუცილებლად ჩამოვა - უთხრა მუჰამედმა
ოთახში ჯამალის ცოლები შემოვიდნენ და ფარიდა მათ გააყოლა,თან ერთმანეთი გააცნო
-ეს ჯამილაა,ეს სამიჰა,მესამე ცოლმა გუშინ იმშობიარა
-სამი გყავთ?მეგონა ოთხი გყვადათ - უთხრა საიდმა
-არა,მეოთხე ცოლი ერთი წლის წინ გარდამეცვალა
ფარიდა ქალებს გაჰყვა.
***
ადილასთან და ამინასთან ოთახში სორაია შემოვიდა,
-ორი მამაკაცი იყო,ორივე ძალიან განსხვავებული ერთმანეთისგან და ორივე ძალიან სიმპათიური.თვალს ვერცერთს მოსწყვეტ
-ნეტავ ჩემი რომელია? - ჩაფიქრდა ამინა
-არ ვიცი.მალე ჯამალი დაგიძახებს,აბა შენ იცი.მასზე კარგი შთაბეჭდილება უნდა დატოვო.ადილა,რომ გაგათხოვენე შენც ასე უნდა მოიქცე,ყურადღებით იყავი
-მე უსიყვარულოდ არ გავთხოვდები.ამ წესების სწავლა არ დამჭირდება
-სიყვარული ვის აინტერესებს,მთავარი კარგი ოჯახია
***
-აქ თქვენი ძმისშვილის გასაცნობად მოვედით - უთხრა მუჰამედმა
-თქვენი სტუმრობა ჩვენთვის დიდი პატივია - მიუგო ჯალალმა
-როგორც ფარიდამ გითხრათ ჩვენი მშობლები ადრე გარდაიცვალნენ.საცხოვრებლად რიოში გადავედით.იქ ჩვენს ოჯახს წამოწყებული ბიზნესი გვქონდა.რომ გავიზარდეთ ჩვენც ჩავებით საქმეებში.დღეს აქ ჩვენი საფეიქრო კომპანია მაქვს.კარგად მუშაობს.ფილიალის გახსნას რიოშიც ვაპირებ.ახლა კი დროა ცოლებიც მოვიყვანოთ.ადათ-წესებს დიდ პატივს ვცემთ და გვინდა ჩვენი მომავალი შვილებიც ასე ავღზარდოთ - თქვა საიდმა
-სორაია,სუფრა გაშალე - იქვე მდგარ სორაიას უხმო ჯამალმა
სორაია სამზარეულოში გავიდა.ამინაც იქ იყო.
-ყურადღებით იყავი,დაუფიქრებლად არაფერი გააკეთო.ყველა შენს ნაბიჯს შეამოწმებენ.არ დაგავიწყდეს,აღნიშნე,რომ ტკბილეული დაშარბათი შენ მოამზადე.თავი დაიფასე,არ აგრძნობინო,რომ მოგწონს
-კარგი - უთხრა გახარებულმა ამინამ.
ამინამ როგორც იქნა მისაღებს მიაღწია.ძია ჯამალმა იქვე მდგარი ამინა შენიშნა.
-ამინა.ეს მუჰამედია,ეს კი საიდი,მისი ძმა - იხმო ჯალალმა
ამინას ჩუმად ეღიმებოდა და თავს ზემოთ არ სწევდა.ძმები ამინას ღიმილით უზერდნენ.
-ამინა,ჩვენთან დაჯექი - უბრძანა ჯამალმა და მისი მოტანილი ლანგარიდან ორცხობილა აიღო - ძალიან გემრიელია.ვისი ნახელავია? - იკითხა ჯამალმა სპეციალურად,ვითომ არ იცოდა ვინ მოამზადა
-ჩემი.იმედი მაქვს მოგეწონებათ - მორცხვად უთხრა ამინამ
ორცხობილა საიდს და მუჰამედსაც გაუწოდა.
-ძალიან გემრიელია.ასეთი ნუგბარი არასოდეს მიჭამია - აღნიშნა მუჰამედმა
-ამინა.ლანგარი წაიღე - უბრძანა ჯამალმა
-დიახ,ახლავე - ოთახიდან გავიდა ამინა
-კარგით,მოდით ახლა კონტრაქტზე ვილაპარაკოთ - თქვა ჯამალმა - და შირჰაბაზე შევთანხმდეთ
-კარგით,მაგრამ ჯერ ერთ რამეზე შევთანხმდეთ - თქვა საიდმა - კონტრაქტს ხელს როდის ვაწერთ?
-ექვს თვეში - უპასუხა ჯამალმა
-ბიძია ჯამალ,რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაქორწინდნენ.ჩემი ძმა ბრაზილიაში უნდა დაბრუნდეს.ბიზნესს უნდა გაუძღვეს
***
-ჩემი ძმები მე გავზარდე.ისინი მეფურ ცხოვრებას არიან დაჩვეულები,ამიტომ არაფერი არ უნდა მოაკლო - ტრაბახობდა ფარიდა ამინას,სორაიას,ადილას და ჯამალის ცოლების თანდასწრებით - ამინა,ჩემს ძმას კარგად მოუარე.იცოდე,ვაჟი უნდა გაუჩინო,თუ არა და სხვა ცოლს მოიყვანს
-არა,მე ამას არ დავუშვებ.ჩემი ნებართვის გარეშე სხვა ცოლს ვერ მოიყვანს.თუ მე თანახმა ვიქნები სხვა ცოლს იმ შემთხვევაში მოიყვანს
-რა?შეიძლება ბევრი ცოლი ჰყავდეს? - იკითხა გაკვირვებულმა ადილამ
-ჰო ადილა,შეიძლება.აქ კაცებს ამის უფლება აქვთ.მე ძალიან მინდა ერთმანეთს შევაბერდეთ - აღნიშნა ამინამ
ოთახში სორაია შემოვიდა.
-შეთანხმდნენ - განაცხადა სორაიამ - ძვირფასეულობის საყიდლად ხუთშაბათს მიდიხართ
ქალებმა ყიჟინა ატეხეს.ამინა ადილას და სორაიას ჩაეხუტა და სიხარულისგან ხტუნაობდა.ქალები ამინას ულოცავდნენ
***
ალექსი და ტონი ბაზაზრის გავლით მიდიოდნენ.ტონიმ ჯერ კიდევ არ იცოდა სად მიდიოდნენ.როცა ტყავის ჭებს მიუახლოვდნენ ტონი ყველაფერს მიხვდა.
-შენი დანაშაული უნდა გამოისყიდო.ბოდიში უნდა მოიხადო.შენი უგუნურობის გამო მეგობარს ვერ დავკარგავ - უწყრებოდა ალექსი ტონის.ამასობაში ჯამალის სახლს მიუახლოვდნენ.
-იცოდე,აქ იდექი და ფეხი არ მოიცვალო - კარებში დააყენა ალექსმა ტონი.დიდხანს იდგა ასე და ბიძას ელოდებოდა.ტონიმ ოთახში გაიარ-გამოიარა,თუმცა გარშემო არავინ ჩანდა.
-ამინა,სორაია,დამელოდეთ - მოესმა ადილას ყვირილი,რომელიც გარეთ გასულ ძიძას და ბიძაშვილს მისდევდა
-გამარჯობა - უთხრა ტონიმ
ადილა სწრაფად გაჩერდა და ტონის შეხედა.ტონი დაბნეული ჩანდა და მისკენ მიიწევდა,შემდეგ თბილად გაუღიმა.ადილამაც ღიმილითვე უპასუხა და თავსაბურავი ხელიდან გაუვარდა.ორივე ერთდროულად დაიხარა მის ასაღებად და მათი ხელები ერთმანეთს შეეხო.
-გამარჯობა - უთხრა ტონიმ
-გამარჯობა - ღიმილითვე უპასუხა ადილამ.რამოდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ უთხრა - მელოდებიან,ბაზარში მივდივართ - თითქოს რაღაც მიანიშნაო და მაშინვე გაუჩინარდა სახლიდან.კარში გასვლისას ტონისკენ შებრუნდა და მაცდურად გაუღიმა.
ამასობაში ტონი ბიძამისმა და ჯალალმა იხმეს მისაღებ ოთახში.ალექსმა აუხსნა,რომ ტონის მობოდიშება სურდა მომხდარის გამო.
-მობრაძანდი ტონი
-მადლობა.მინდა გუშინდელის გამო ბოდიში მოგიხადოთ
-შენ და ალაჰმა იცით გუშინდელის შესახებ
-არავის შეურაცყოფა არ მინოდა.დავდიოდი და კედლებს ვუყურებდი,ჩარჩო ვერ დავინახე.შეიძლება წავიდე?
-ჩაი დალიე და წადი - უპასუხა ჯამალმა - მოკლედ,როგორც ხედავ კედლებზე ჩარჩოები არ არის
ტონი მის საუბარს უსმენდა და ერთი სული ჰქონდა როდის გააღწევდა ამ სახლიდან.
-ორ კვირაში ჩემი ძმისშვილიშვილის ქორწილია და მინდა დაგპატიჟო
-დიდი მადლობა,დიდი პატივია
ამასობაში ადილა სორაიას და ამინას დაეწია და დაენახა,რომ მათთან ერთად იყო.თან უკან იხედებოდა და ტონის გამოჩენას ელოდებოდა.ერთ-ერთ გამყიდველთან თავსაბურავის საყიდლად გაჩერდნენ.ადილამ იქვე მდგარ სერიოზულ ტონის მოკრა თვალი.ელოდებოდა თუ როდის გაიპარებოდა ადილა მისკენ.სორაია და ამინა ფერად თავსაბურავებს ათვალიერებდნენ და ადილა თითქმის გადაავიწყდათ,მან კი დრო იხელთა და თვალს მიეფარა,შემდეგ ბაზრიდან გააღწია და გზა გააგრძელა.ტონი უკან შეუმჩნევლად მიყვებოდა და ცდილობდა კვალი არ არეოდა.ბოლოს ნანგრევებში მივიდა და ადილას დაუწყო ძებდა.ამ უცნაურ ნანგრევებში უჭირდა გზის გაკვლევა
-სად ხარ? - ჩურჩულით იკითხა ტონიმ - სად ხარ? - ახლა უფრო ხმამაღლა იკითხა.ერთ-ერთ კედელთან ადილას შეეფეთა
-გამარჯობა - მიესალმა ტონი
-გამარჯობა
-ეს ადგილი ძალიან მომწონს
-ადრე თურმე აქ მდიდარი შეიხი ცხოვრობდა,აქ დიდი განძი იქნება დამალული
-შეიხების შესახებ არაფერი ვიცი.მაროკოში პირველად ვარ.მე ბრაზილიაში ვცხოვრობ
-მეც იქ ვცხოვრობდი - უთხრა ადილამ - შემდეგ როცა დედა გარდამეცვალა ნათესავებმა აქ წამომიყვანეს
-აქ ცხოვრება მოგწონს?
-სხვაგან ვარ,აქ ყველაფერი სხვანაირადაა.არ მომწონს,მაგრამ რა ვქნა.არ ყოფნა ძალიან მიჭირს,მაგრამ ვერაფერს შევცვლი
-ბიძაშენთან ჩემს გამო პრობლემა შეგექმნა?
-რაც მოხდა მოხდა,ასე იყო საჭირო.შემთხვევით არაფერი ხდება
-როგორც კი დაგინახე იმ დღიდან სულ შენზე ვფიქრობ - მოულოდნელად უთხრა ტონიმ და მასთან ახლოს მიიწია და მის ხელს შეეხო
-ეს ჰარამია
-ჰარამი რა არის?
-ცოდვა
-რომ გეხები ცოდვაა? - გაუკვირდა ტონის
-მხოლოდ ქმარს შეუძლია შემეხოს,როცა გავთხოვდები
-მამაკაცს არასოდეს შეხებიხარ? - გაოცდა ტონი
-არა
-არავისთვის გიკოცნია? - ისევ გაოცებული იყო ტონი
-რა თქმა უნდა არა - ზურგი აქცია ადილამ - შეყვარებული არასოდეს მყოლია
-არ მჯერა.მე ტონი მქვია.შენ?
-ადილა - ისევ მისკენ მიბრუნდა და გაუღიმა
-ადილა - გაიმეორა მისი სახელი - კიდევ როდის გნახავ?
-არ ვიცი,არ ვიცი საერთოდ გნახავ თუ არა.არ ვიცი რომლის უფრო მეშინია, კიდევ ერთხელ გნახო, თუ აღარასოდეს გნახო
მოულოდნელად სორაიას ყვირილი მოესმა
-ადილა - ყვიროდა სორაია
-ერთად არ უნდა დაგვინახონ - დაფრთხა ადილა
-მოიცადე,ძალიან მინდა კიდევ გნახო.თან ტელეფონი არ გაქვს,ნომერს ვერ ჩაიწერ.ჩემს სასტუმროში მოდი,ბიძაშენის სახლთანაა,მოდი და მე კიდითხე,ანტონი როსი,კარგი?
ადილა პასუხის გარეშე გაიქცა და სორაია მოძებნა.
-ხომ გითხარი გვერდიდან არ მომშორდემეთქი ადილა?კიდევ კარგი არ მოგიტაცეს.ლამაზი ხარ და შეიძლება მოგიტაცონ.ამინა წამოდი
***
ტონი სასტუმროს ნომერში იჯდა და გიტარაზე უკრავდა,როცა ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა.
-გისმენთ
-გამარჯობა
-რომელი ხარ?
-ადილა
-ადილა,სულ შენზე ვფიქრობ
-მომისმინე,დიდხანს ვერ დაგელაპარაკები.რაღაც მინდა გითხრა,აღარ დამირეკო,აღარ მომძებნო და გუშინდელივით უკან აღარ გამომყვე
-მოდი შემხვდი და ეს ყველაფერი პირადად მითხარი.აუცილებლად უნდა გნახო
-მარტო ჩვენ ორნი ვიქნებით?
-ჰო.რა პრობლემაა?
-გაგიჟდი?არა,არა,აღარ დამირეკო,კარგი?
-მომისმინე ადილა,ხვალ საღამოს მივდივარ და აქ აღარ ჩამოვალ.უარი არ მითხრა,შემხვდი
-აზრი არ აქვს.ვიღაც მოდის,უნდა წავიდე - ტელეფონი გაითიშა.
ოთახში ლეო შემოვიდა.
-ვის ელაპარაკებოდი? - იკითხა ლეომ
-ერთი გოგო გავიცანი
-მართლა?ჩემი დახმარების გარეშე?ამას ვერ დავიჯერებ.ვინაა?
-რაში გაინტერესებს
-როდის გამაცნობ?
-არასდროს.არ მინდა მას ცუდად მოექცე.მასთან საქმე არ დაიჭირო
-რა პრობლემაა,გამაცანი,მაინტერესებს როგორი კოცნა იცის
-ლეო,მას არ გაგაცნობ.მასთან მიახლოებას გიკრძალავ,გასაგებია?ეგ ქალი სხვებს არ გავს
***
ამინა და სორაია მისაღებში მჯდარ ჯამალს,საიდს,მუჰამედს და ფარიდას გასუსულები უსმენდნენ.
-ჩემს დას ფარიდას თქვენთან ერთი შეკითხვა აქვს - თქვა მუჰამედმა
-გისმენ ფარიდა
-ახლავე მოგახსენებ ჯამალ.თქვენთან ერთი წინადადება გვაქვს - წამოიწყო საიდმა - ცოლის შერთვა მეც მინდა
-ჯამალ,თქვენი ბრაზილიელი ძმისშვილი დანიშნულია?საქმრო ყავს? - იკითხა ფარიდამ
-ადილა?არა,ჯერ არა
-ძალიან ლამაზი გოგოა - აღნიშნა ფარიდან
-ადილას დაქორწინებას ჯერ არ ვაპირებდი,მაგრამ ცუდი წინადადება არაა.ბრაზილიაში დაბრუნება ძალიან უნდა,ჰოდა ოცნებაც აუხდება.ყველაფერი გადაწყვეტილია.მუჰამედი ცოლად ამინას შეირთავს,საიდი კი ადილას - თქვა ჯამალმა
***
ჩადრში გამოწყობილი ადილა სასტმროში შევიდა და ანტონი როსი იკითხა.ტონი მაშინვე ქვემოთ ჩამოვიდა და ადილასთან ერთად ტერასაზე გავიდა.ადილას ეშინოდა,რომ ვინმეს შეამჩნევდა.
-აქ მარტო ხარ? - კითხა ადილამ
-არა,აქ მამასთან,ბიძასთან და ჩემს ძმასთან ერთად ვარ
-რა?ძმა გყავს?არ ვიცოდი
-ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით.ის უფრო მხიარული და თამამია,მე კი მეოცნებე და თავშეკავებული - ცოტა ხანს ჩუმად იყო ტონი -სულ შენზე ვფიქრობ,დღეც და ღამეც.რა უცნაურია,შენი ნათესავებისგან ძალიან განსხვავდები და თან მათ ძალიან გავხარ
-არ ვგავარ.ბრაზილიაში გავიზარდე და სულ არ ვგავარ
-მაკოცე
-არ შემიძლია,ვერ გაკოცებ
-ხედავ?მიხვდი რა ვიგულისხმე?
-კი,მივხვდი.მელოდებიან,უნდა წავიდე.არ გამომყვე
-მინდა კიდევ გნახო
-მეც ძალიან მინდა,მე თვითონ მოგძებდი
***
-ძია ჯამალ,ჩემს საქმროს აქ რა უნდოდა? - ღიმილით კითხა ამინამ
-არაფერი,რაღაც საქმე ქონდა.სორაია,დღე გოგონებთან ერთად ვივახშნებ - თქვენი ნებაა ჯამალ.
სორაიამ სახლში მოსულ ადილასთან მიირბინა და დაეჭვებით შეხედა.
-ადილა,რა ამანათი მოიტანე?
-ვერ ვიპოვე - სიცილით უთხრა ადილამ
-ამანათი ვინ გამოგიგზავნა?
-ჩემმა ბრაზილიელმა მეგობარმა
-იმ სასტუმროს მისამართი და შენი მეგობრის სახელი მითხარი
-ყველაფერი ფურცელზე მეწერა და დავკარგე
-ჯამალი ამას რომ გაიგებს ნამდვილად არ მოეწონება
-არ უთხრა,არაფერი დამიშავებია
-თავსბურავი რატომ შემოიხვიე?ეს ჰარამია.ოჯახს თუ შეარცხვენ ჯამალი მოგკლავს.ამის სრული უფლება აქვს
-რას ამბობ?
-თვალებში ნაცარს ნუ მაყრი,ეს რომ გაიგოს არ გაპატიებს.თავს საფრთხეში ნუ იგდებ
საუბარში ამინაც ჩაერთო.
-რაც შეიძლება მალე უნდა გავთხოვდე და აქედან შორს წავიდე,თორემ ადილა ჩემს ქორწილსაც ჩაშლის.რომ გაიგებენ ჩემი ბიძაშვილი თავსაბურავის გარეშე დადის,ცოლად ვინ შემირთავს?
-არ შეიძლება ჩემი მეგობარი ვნახო და ამანათი წამოვიღო?ტყვე ხომ არ ვარ
-კარგად თამაშობ.ყველაფერი ფეხებზე გკიდია.მმე შენსავით ვერ მოვიქცევი.შენს გამო ბევრი ტყუილი ვთყვი.არ მინდა ჯოჯოხეთში მოვხვდე.იცოდე ჯამალს ყველაფერს ვეტყვი.ხელს აღარ დაგაფარებ - უთხრა სორაიამ და ოთახიდან გავიდა.
ჯამალი,ადილა და ამინა სუფრასთან სავახშმოდ დაჯდნენ.ალი ადილას უხსნიდა,რომ ხელით მხოლოდ მან უნდა ჭამოს,დანარჩენებმა კი ჩანგლით.ამინას კი მხოლოდ თავის საქმრო უტრიალებდა თავში.
-ბიძია ჯამალ,ჩემმა საქმრომ გითხრათ სამკაულის არასჩევად როდის წამიყვანს?
-გეგმები შეიცვალა.შენ მუჰამედს გაყვები,საიდი კი ცოლად ადილას მოიყვანს - მშვიდად განაცხადა ჯამალმა.ოღონდ ჯერ ამინას ქორწილი იქნება,შემდეგ კვირას კი ადილასი
-არა ბიძია,მე არ გავთხოვდები.ძალით ვერ გამათხოვებთ - პანიკაში ჩავარდა ადილა
-რამდენს ბედავ - მშვიდად უთხრა ჯამალმა
-უსიყვრულოდ ვერ გავთხოვდები,ცოლად უცხო კაცს არ გავყვები
-მას კარგად ვიცნობ,ერთმანეთს შეეფერებით.ქალი ახალგაზრდა უნდა გათხოვდეს
-ხომ დამპირდი ჯერ ისწავლი და მერე გათხოვდებიო
-შენი ქმარი თუ ნებას მოგცემს ისწავლი
-ნებას თუ მომცემს? - გაიმეორა ადილამ
-ადილა,შენ ორი კულტურის მიმდევარი ხარ.მუსლიმის გონება და დასავლეთელის ამბიცია ერთმანეთს ვერ შეეწყობა,ასე ვერ იცხოვრებ
-არ მინდა გათხოვება,ძალით ვერ გამათხოვებ - ატირდა ადილა და ოთახში გაიქცა.
ამინა და სორაია ადილას გაეკიდნენ,ოთახსი შევარდნენ და საწოლზე დამხობილი ადილა წამოაყენეს
-ასე ვერ მომექცევა - მოთქვამდა ადილა - უნდა გავიქცე
-ვერაფერს შეცვლი,აზრი არ აქვს,ყველაფერი გადაწყვეტილია.რასაც ჯამალი იტყვის ისე იქნება.გეყოფა,რაც არის არის,ბედს შეეგუე.სხვა გზა არ გაქვს
-სორაია,ძალიან გთხოვ დამეხმარე - ტიროდა ადილა - არ მინდა და ვერც გავთხოვდები იმიტომ,რომ შეყვარებული ვარ,სხვა მიყვარს



№1 სტუმარი ucnobi nacnobi

dzalian dzalian magariaa moutmenlad veli shemdegss

Ooo AQ daidzabaa D vatyob dzalian saintereso iqneba shemdegii

Uyvelazemagresi

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ასე მეგონა კლონს ვუყურებდი:დ

 


№3  offline წევრი Ancksunamun

Chikochiko
ასე მეგონა კლონს ვუყურებდი:დ

ცეკვის სცენის დაწერა მართლა კლონმა შთამაგონა :დ პატარაობიდან მახსოვდა ეგ სცენა და აქ გამოვიყენე.ისე მოვლენები სხვანაირად განვითარდება :დ

 


№4 სტუმარი სტუმარი nina

ვკითხულობდი და მეგონა კლონის სცენარი იყო :დ ბავშვობაში ვგიჯდებოდი მაგ სერიალზე და ჰადე ჩემი კუმირი იყო... :დ

 


№5  offline წევრი Ancksunamun

სტუმარი nina
ვკითხულობდი და მეგონა კლონის სცენარი იყო :დ ბავშვობაში ვგიჯდებოდი მაგ სერიალზე და ჰადე ჩემი კუმირი იყო... :დ

ნუ გავს რაღაცეებში,მაგრამ სულ სხვანაირად განვითარდება მოვლენები :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent