ყველას წინააღმდეგ (თავი 14)
ერთი თვე მალე გავიდა, თაბაშირიც მომხსნეს და სწავლაც განვაახლე, კიდევ კარგი სახლში მეცადინეობით ბევრით უკან არ დავხეულვარ. როგორც იქნა ჩვენს ცხოვრებაშიც დადგა სიმშვიდე, ლუკას საჭიროების გამო მამამისი ჩუმად იყო, დათო ღიმილით და თავის დაკვრით გვესალმებოდა, ლუკა ჩემი ხშირი სტუმარი იყო, რემონტის გამო ბუნაგის ცოტა ხნით დავიწყება გვიწევდა. გოგოებთანაც ძველებურად ვიყავი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ რღაც რიგზე ვერ იყო. ანუკი ჩამოგვშორდა, მხოლოდ გაკვეთილებზე იყო ჩვენს გვერდით, იქაც სულ ტელეფონში იხედებოდა და არაფერს გვიყვებოდა. ქორწილზე ჯერ არ ვსაუბრობდით, ორივეს გამოცდები და უნივერსიტეტი გვქონდა წინ. ასე გავიდა რამდენიმე თვე, გაზაფხული იყო, უკვე ყვავილები ყვაოდა და ნელნელა ჰაერში სურნელიც იცვლებოდა.მე და ნინის ანუკი უკვე სერიოზულად გვაღელვებდა, ამიტომ ჩემთან დავიბარეთ. იქნებ და უბრალო ჭორაობით გამოვტეხოთთქო. ჩვენდა გასაოცრად მხიარულად დაგვთანხმდა და აქეთ გვითხრა, მეც მინდოდა დარეკვა საქმე მაქვსო. მოუთმენლად ველოდით მის მოსვლას, თურმე კიდევ კარგი მარტო ვიყავით სახლში, რა ვიცოდით რა სიურპრიზი გველოდა. -ან, მე და ლიკა ვხვდებით, რომ რაღაც ხდება, არ გვინდა დავიშალოთ, იქნებ დავილაპარაკოთ, იქნებ ნაწყენი ხარ. -არა არა, დამნაშავე ვარ, ვიცი, უბრალოდ ჩემი გრძნობისა და გადაწყვეტილების შემოწმება მინდოდა. -გრძნობის? რა გადაწყვეტილებაზე ამბობ? -შეყვარებული ვარ._ ჩუმად თქვა და ამოგვხედა. ყველაფერს ველოდით ამის გარდა. -მერე ადამიანო მაგას გვიმალავდი? კაი რა არ გცხვენია? ჩემი და ლუკას ისტორია ლამის ერთად გადავიტანეთ და შენ სულ მარტო გინდოდა გადა..... -დათოზე_აღარ დამამთავრებინა და ადგილზეც გამაშეშა. მეგონა მომესმა, ყურს დამაკლდა, მომეჩვენა და ლამის ყურის ექიმები გავივლე გონებაში ვისთან მივსულიყავი ნინი რომ ჩამოჯდა მძიმედ ლოგინზე. -ანუკი გააფრინე? შენ რა დათოს არ იცნობ? არიცი როგორია? ვერ შეხედე რაები გამიკეთა? -იცი რა ლიკა აი მაქ გაგაჩერებ, დათო ჩემი შეყვარებულია და პატივი ეცი, მე ის მიყვარს და მასაც ვუყვარვარ, აი ამიტომ გიმალავდით აქამდე, შენ ხომ ეგოისტი ხარ, ცოლად ლუკას მიყვები მაგრამ გულის სიღრმეში ისევ გინდა დათოს უყვარდე და კუდში გზდიოს. აი როგორი დაქალები ხართ._ხმამაღლა იყვირა და გასვლისას კარი გაიჯახუნა. მე და ნინი ერთმანეთს გაოცებული ვუყურებდით, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდით: -ლიკა ეს რა იყო? -არ ვიცი ნინ, მისი ბედნიერება გამიხარდება მაგრამ დათოს არ ვენდობი, ვერ ვენდობი, გული რომ ატკინოს? ორივეს საფიქრალი ვთქვი და ნინის მივუჯექი. ამ დღის შემდეგ ურთიერთობის დამალვა აღარ უცდიათ, სკოლაშიც ვხედავდით ერთად. ანუკი არ გველაპარაკებოდა, როგორც კი დაგვინახავდა მეორე მხარეს ბრუნდებოდა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა უკვე. გაზაფხული იყო, მალე ბანკეტი გვექნებოდა, კაბების არჩევაც კი გვქონდა დაწყებული, მთელი 12 წელი ვოცნებობდით ამ დღეს როგორ გავატარებდით ახლა კი ასე უნდა შევხვედროდით? არავითარ შემთხვევაში. ნინი ჩემთან დავიბარე და ანუკისაც მკაცრად მოვთხოვე ამოსვლა. კიდევ კარგი უარი არ უთქვამს. თავდახრილი შემოვიდა და კარებთან აიტუზა. -ანუკი.... -ლიკუ მაპატიე_დამასწრო და უცებ თავი ასწია_წარმოდგენა არ მაქვს ის სიტყვები საიდან მომივიდა, თვალსაც ვერ გისწორებ ისე მცხვენია, მაპატიე რა -სულელო, იმ სიტყვებს რას დავეძებ მე შენზე ვდარდობ. მაპატიე, მაგრამ დათოს ვერ ვენდობი, შენ ჩემი და ხარ, გული რომ გატკინოს ჩემი ხელით ავკუწავ._აცრემლებული წამოვიდა და ჩამეხუტა: -არ მატკენს ლიკუ, კარგი ადამიანია და ვიცი რომ ვუყვარვარ, ერთად კარგად ვართ. -ხოდა ჩვენც ეგ გვინდა სულელო_ნინი ორივეს მოგვეხვია და შერიგება აღნიშნა. დრო სწრაფად გადიოდა, უკვე მაისი მოვიდა და ბანკეტის ციებ-ცხელება დაემატა გამოცდებს. კაბები უკვე მზად გვქონდა, მინდოდა ატმისფერი სადა და ნაზი კაბა შემეკერა მაგრამ დედაჩემმა არ დამაცადა, ყველას ეგ ფერი ეცმევა და თეთრი ან კრემისფერი შეიკერეო. ბოლოს დამითანხმა, ჩემი კაბა ღია კრემისფერი მოხდილი ზურგით და ცალ ფეხზე აჭრილი ატლასის იყო, ისე მქონდა ტანზე მომდგარი თითოეულ დეტალს ხაზს უსვამდა. რამდენიმე დღეც და სკოლის დამთავრებასაც ავღნიშნავდით. ლუკა ისე იყო დატვირთული ლამის შეხვედრას ოფიციალურად ვუნიშნავდი რომ მენახა, საღამოს ბუნაგში შემობანცალდებოდა დაღლილი ჩამეხუტებოდა და მოკითხვასაც ვერ ვასწრებდი ზოგჯერ ისე ეძინებოდა. ბანკეტის დღე მალევე მოვიდა, ყველა ჩემიდან მივდიოდით, ამიტომ გოგოები დილიდანვე ამოვიდნენ, დედა გვეხმარებოდა და დათქმულ დროზე უკვე მზად ვიყავით. -გოგოებო ნუკიმ მომწერა ფოტოებისთვის სამებაში ავდივართ და იქ შევიკრიბოთო. -აუ ლუკა ჯერ შეხვედრაზეაა. -მოდი მე დათოს დავურეკავ ის წაგვიყვანს და ლუკას დაურეკე პირდაპირ იქ მოვიდეს კაი?_ანუკიმ ყველა პრობლემა გადაწყვიტა და მეც თავი დავუქნიე. ჩემდა გასაკვირად დათო დაბარებულივით უკვე სადარბაზოსთან იდგა. -აბა საით გამაქროლებენ ყველაზე ლამაზი გოგონები?_მხიარულად ჩამოსწია ფანჯარა და ანთებული თვალებით გახედა ანუკის_ულამაზესი ხარ. დავინახე როგორ გაწითლდა ანუკი და გადმომხედა, მაგრამ ჩემს გახარებულ სახეს რომ შეხედა ამოისუნთქა. მხიარულად მივდიოდით, გზაში წავმღერეთ კიდევაც, ხუმრობა ხომარიყო სკოლა დავამთავრეთ. ცოტა გაგვიჭირდა სამებაში ასვლა ამხელა ქუსლებზე და აქოშინებულმა ავიარეთ კიბეები. როგორც იტყვიან პირი დავაღე შესასვლელში გამოპრანჭულ მშობლებს და ლუკას დედას რომ შევხედე. ანუკი გვერდით ამომიდგა ნინისთან ერთად და გამიღიმა. ეკლესიისკენ მიბიძგეს, ყველა მე მიყურებდა და იღიმოდა. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა მანამ, სანამ ჩემი სიმპატიური საქმრო შესასვლელში სმოკინგით არ დავინახე და ანუკიმ თაიგული გამომიწოდა. არვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა. აი ასე უბრალოდ, მაგრამ მაინც გრანდიოზულად აქცია ლუკამ ჩვენი ბანკეტი ქორწილად. იყო ცრემლები, ბედნიერების, სიხარულის, იყო ცრემლის კოცნით მოწმენდა, იყო მილოცვები, ბუშტების გაშვება, ბედნიერი სახეთ ჩემი მშობლები და დათოზე აკრული ანუკი. იყო ულამაზესი დეკორაციით გაწყობილი დარბაზი, სადღეგრძელოები, ბევრი ცეკვა სიცილი და სიმღერა, და ორი ტორტი, ბანკეტის და ქორწილის. ნახევარი საათით შევედი სახლში ბარგისთვის, უცებ რაც მომხვდა ხელში ის ჩავალაგე, ბუნაგი უკვე მოწყობილი გველოდა. შიშით შევკარი სპორტული ჩანთის ზმეიკა, დედამ ხელი რომ დამადო: -ტყუილა ნერვიულობ დე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა შეყვარებულ ადამიანებში, მხოლოდ იმაზე იფიქრე როგორ გიყვარს უყვარხარ და ყველაფერი თავის ნებაზე მიუშვი. გადამეხვია და სადარბაზოსთან მომლოდინე ქმრისკენ გამიშვა. ვნერვიულობდი, ორივე ვნერვიულობდით, თუმცა დედა როგორც ყოველთვის მართალი აღმოჩნდა, ყველაფერი თავისთავად და ბუნებრივად მოხდა, შედეგად დილით უბედნიერესმა გავიღვიძე ახლა უკვე ჩემი ქმრის გულზე ჩახუტებულმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.