შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასავლური გრძნობები შუა აღმოსავლეთში IV


20-12-2017, 15:06
ავტორი Ancksunamun
ნანახია 1 269

-ტონი,ბარგი ჩაალაგე,აქედან მივდივართ - განუცხადა მამამ ტონის
-არა,მამა.მე აქ ვრჩები,ერთი გოგო გავიცანი და აქ უნდა დავრჩე
***

-ყველაფერი ღვთის ნებით ხდება.ბედს ვერავინ შეცვლის - აბარებდა ყურანში მონიშნულ ფრაზებს ადილა ბიძას
-ამ სიტყვების აზრს ჩაწვდი?მე შენი მტერი არ ვარ,ასე ნუ მიყურებ.მე შენზე მეტი გამოცდილება მაქვს და მინდა სწორი გზა დაგანახო.სიყვარული დაგღუპავს,სიყვარულს სხვანაირად უყურებ.გინდა ევროპელებივით სიყვარული შეიგრძნო და ოჯახი მერე შექმნა,ასე არ არის?
-ნუთუ შეიძლება ცოლად უცხო კაცს გავყვე,მისი მხოლოდ სახელი ვიცი
-მას შენთან ოჯახის შექმნა უნდა.ერთმანეთი შეგიყვარდებათ,შვილები გეყოლებათ,ბედნიერები იქნებით.თანამგზავრი გრძნობით კი არა,გონებით უნდა აირჩიო
-აქ ყველა ასე ქმნის ოჯახს,მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ,უსიყვარულოდ არ გავთხოვდები - არ ტყდებოდა ადილა
-სიყვარული დროს მოაქვს.შენს ქმარს მიეჩვევი და ისიც შეგიყვრდება,ახლოს გაიცნობ,ერთად იქნებით.ესაა სიყვარული.დასავლეთშ სიყვარული სხვანაირად ესმით,ამიტომაცაა,რომ ყოველი მეორე ოჯახი ინგრევა
-იქნებ სხვა მიყვარს,ქმარი რატომ უნდა ამირჩიოთ?რა მოხდება საყვარელი ადამიანის გამო თუ ვიბრძოლებ?
-არსებობს ასეთი ადამიანი და ამას მიმალავ?მიპასუხე,სხვა გიყვარს? - განრისხდა ჯამალი - მიპასუხე ადილა,გიყვარს და მიმალავ?
-არა,უბრალოდ ვიკითხე,მაინტერესებს ასეთ შემთხვევაში რა მოხდება
-გრძნობით არ უნდა იმოქმედო,ყოველთვის გონივრულად უნდა მოიქცე - ჯამალმა საუბარი დაამთავდა და სორაიას უხმო - სორაია,გოგონები ბაზარში წაიყვანე.საიდმა და მუჰამედმა ოქრო უნდა იყიდონ
სორაია უფროსს დაემორჩილა.ოთახისკენ მიმავალ ადილას დაეწია.
-ადილა - მოაბრუნა სორაიამ ადილა - მითხარი ვინ არის
-ვინ?არავინ არ არის
-ხომ თქვი სხვა მიყვარსო - მკაცრად უთხრა ამინამ
-ხო,თქვი და ახლა უარყობ.თვალს გვარიდებ,გრცხვენია არა? - უთხრა სორაიამ
-არა,ეს ისე ვთქვი.სასოწარკვეთილი ვიყავი და ეს ისე ვთქვი.არავის არ ვიცნობ ვინ უნდა მიყვარდეს
-ვნახოთ როდემდე მოიტყუები.ხელები,ფეხები და ენა გიღალატებს და ვნახავთ რასაც გვიმალავ
ადილა თავსაბურავის ასაღებად თავის ოთახში შევიდა.ტელეფონი მოიმარჯვა და სწრაფად დარეკა სასრუმროში,სადაც ტონი იმყოფებოდა.შეხვედრა დაუთქვა და უთრა,რომ ისევ ბაზარში შეხვდებოდა.
სამივენი ერთად წავიდნენ და ბაზარში თავსაბურავებს ათვალიერებდნენ.ადილა სპეციალურად ჩამორჩა ამინას და სორაიას,რომ გაპარულიყო,თუმცა უკან მიბრუნდნენ და ძალით წაათრიეს.მათთან ერთად იდგა და თავსაბურავებს ათვალიერებდა,როცა თავის გვერდით ტონი დაინახა
-ისევ იქ,ნანგრევებში - უთხრა ადილამ და ადგილიდან ორივენი გაუჩინარდნენ
მალე ორივე დათქმულ ადგილას მივიდა.ერთმანეთს მიუახლოვდნენ.ადილამ თავსაბურავი მოიხსნა.
-მაინტერესებს კოცნის დროს ადამიანი რას გრძნობს.მაკოცებ?
ტონი მისკენ მიიწია,უფრო მიუახლოვდა ფრთხილად აკოცა.ხელები ერთმანეთს ჩაკიდეს და ასე იდგნენ ცოტა ხანს და ერთმანეთს კოცნიდნენ.ცოტა ხნის შემდეგ ადილამ მომხდარის შესახებ მოუყვა.
-ძალით მათხოვებენ ტონი
-რა?
-ბიძაჩემმა უკვე ყველაფერი გადაწყვიტა.იმ ბიჭს არც კი ვიცნობ.სასოწარკვეთილი ვარ,ერთმანეთს ვეღარ შევხვდებით
-არა,ძალით ვერ გაგათხოვებს - შეშინდა ტონი
-არა,გამათხოვებს.წინ ვერავინ დაუდგება
-კი მაგრამ,ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ
-მინდოდა შენთვის მეკოცნა ტონი.ახლა უკვე ვიცი რა გრძნობა გეუფლება,როცა საყვარელ ადამიანს კოცნო
-ადილა
-აზრი არ აქვს.ჩემი ბედი ბიძაჩემის ხელშია
-არა.მოდი ბრაზილიაში წავიდთ
-ხო მაგრამ იქ სახლიც არ მაქვს
-ჩემს სახლში წავიდეთ
-არა,ცოლ-ქმარი არ ვართ.არა,ბიძაჩემი რას იტყვის
-ჰოდა მასინ დავქორწინდეთ.ადილა,ცოლად გამომყვები?
-ტონი - გაეცინა ადილას
-გიყვარვარ?
-რა თქმა უნდა მიყვარხარ,დანახვისთანავე შემიყვარდი - ცრემლები წამოუვიდა ტონის - ჩემს გვერდით არაფერი მოგივა,ნუ ღელავ.ბრაზილიაში წავიდეთ,პირველივე რეისს გავყვეთ
-ჩემი პასპორტი ბიძაჩემს აქვს
-მე გაგიკეთებ.წამოდი სასტუმროში წავიდეთ
-არა,არა.ჩემი ბიძაშვილის ქორწილი ერთ კვირაშია.რომ გავიქცე ქორწილი ჩაიშლება
-კარგი რა,სისულელეა
-შეიძლება შენთვის სისულელეა,მაგრამ ჩვენთან ასეა.ყველას ცხოვრებას ვუყურებ და წარმოდგენა არ მაქვს როგორ არიან იქ,სადაც გადაწყვეტილებებს ყველა იღებს
-ჩავსხდეთ მანქანაში და წავიდეთ...და ვუყუროთ სად წაგვიყვანს ბედისწერა.ეს ხომ საოცრებაა
-ტონი - ყოყმანობდა ადილა
-რას აპირებ?სახლში არ დაბრუნდე
-ესაა ჩემი ბედისწერა.აზრი არ აქვს,ცოდვა ჩავიდინე.რაც შენ გაგიცანი საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ.ვერც ვიფიქრებდი ადეთ რამეს თუ გავაკეთებდი.ყოველთვის,როცა აქ არ ხარ,მგონია სადღაც სხვაგან ვარ.სორაია და ამინა სახლში უჩემოდ წავიდნენ,ალბათ გონიათ,რომ გავიცექი
-ჩემთან წამოდი
-ძალიან მინდა,გეფიცები ძალიან მინდა,მაგრამ არ შემიძლია - ეს თქვა ადილამ და მაშინვე გაიქცა
-ადილა - დაუძახა ტონიმ,თუმცა ადილა უკან არ დაბრუნებულა.
ქუჩები სირბილით გაიარა,რომ სახლში სწრაფად მისულიყო.კარი შეაღო თუ არა,მაშინვე ჯამალი დახვდა სახლში და გაცეცხლებული უყურებდა.
-სად იყავი? - კითხა ჯამალმა მშვიდად
-გზა ამებნა - უთხრა შიშნარევი ხმით - სამაჯურებს ვათვალიერებდი და დავიკარგე
-დაიკარგე არა?
-ჰო
-ადილა,ვიცი მატყუებ,მაგრამ თვალს დავხუჭავ.მეორედ კი შენ მოგიწევს თვალის დახუჭაბ.შენს ოთახში წადი
***
-ვინ შეგიყვარდა? - კითხა ალექსმა ტონის - გუშინ მამაშენმა მითხრა ვიღაც გაიცნო და რჩებაო
-არავინ მიყვარს.მამაჩემი აზვიადებს.უბრალოდ ერთი გოგოთი დავინტერესდი.რა შუაშია სიყვარული - უარზე დადგა ტონი
-მუსლიმ გოგოსთან საქმე არ დაიჭირო,ხომ გახსოვს რა მოხდა?
-ხო.მუსლიმები სხვანაირად ცხოვრობენ,ჩვენგან ძალიან განსხვავდებიან
-მუსლიმი ქალი შეგიყვარდა და ამას მაგიტომ ამბობ არა?აქ ერთმანეთი არ უყვარდებათ,პირდაპირ ოჯახს ქმნიან.გოგო ბიჭს არ ხვდება,არ კოცნის,ბიჭს არ ეკეკლუცება.აქ ეს პროსტიტუციად ითვლება.ყველაფერს სხვანაირად უყურებენ

ფესი,მაროკო
ადილა ისევ ნანგრევებშიდ აბრუნდა,სადაც ტონი ელოდებოდა,თაიგულით ხელში
-აი რა მოგიტანე,ლამაზო
-მადლობ - გაუღიმა ადილამ - ბიძაჩემი ხვალ მიდის.უნდა,რომ წასვლამდე გამათხოვოს
-გთხოვ,ერთად გავიქცეთ,ვიცი ბედნიერები ვიქნებით
-რამდენი შვილი გინდა რომ გყავდეს?
-რამდენსაც გააჩენ.მინდა,რომ მათ შენნაირი თვალები ქონდეთ
-შენი დაკარგვა არ მინდა ტონი.მზად ვარ შენს გამო ყველაფერი მივატოვო,ოჯახი,სახლი.ყველგან წამოგყვები,ოღონდ არ დაგკარგო
-შენი დაკარგვა არც მე მინდა
-რაღაც უნდა მოვიფიქრო.ხვალ ამ დროს აქ შეგხვდები.ბიძაჩემი აქლემების ბაზარში მიდის
-კარგი - უთხრა ტონიმ და ერთმანეთს აკოცეს.
-რომ არ გამეცანი,რომ არ შემეგრძნო სიყვარული,წარმოდგენაც არ მექნებოდა რა მშვენიერი შეიძლება იყოს სიცოცხლე - უთხრა ადილამ
-ადილა,ჩემო საყვარელო - აკოცა ტონიმ
გვერდითა კედლიდან შეყვარებულებს ადილასთვის ჯამალის მიერ მიჩენილი მსახური ჩუმად უყურებდა
-ხვალ ისევ ამ დროს,კარგი?დაიფიცე,რომ მოხვალ - უთხრა ადილამ
-გეფიცები,მოვალ - გაუღიმა ტონიმ.ადილამ ბოლოჯერ აკოდა და წავიდა.მოულოდნელად ნანგრევებიდან ვიღაც გამოხდა და ძლიერმა მკლავებმა დაიჭირა.ადილამ ყვირილი დაიყო.
-ტონი,გაიქეცი ტონი - ყვიროდა ადილა - გამიშვით...არა...
***

უცნობმა მამაკაცმა ადილა სახლში ძალით წაათრია,მთელი გზა ხელი არ გაუშვია.ადილა ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა.ბოლოს კაცმა სახლში მიიყვანა.ჯამალი სახლში არ იყო,ამიტომ უცნობმა ადილა სორაიასთან და ამინასთან მიიყვანა.უცნობმა ყველაფერი თქვა,რაც საკუთარი თვალით დაინახა.სორაიამ უცნობს ხელი გააშვებინა და სახლიდან გააგდო,შემდეგ ადილას ხელი დაავლო და თავის ოთახში შეიყვანა.
-ადილა,ხვდები მაინც რა გააკეთე?ახლა ვერავინ და ვერაფერი დაგეხმარება - უყვიროდა სორაია - ალაჰ,შენ დაგვიფარე.ამ ოთახიდან ფეხი არ გამოადგა,სანამ ჯამალი არ მოვა
-ადილა,მართლა აკოცე ბიჭს? - კითხა ამინამ
-ჰო,ვაკოცე.ჩემს ქმარს უნდა ვიცნობდე,ისე არ გავტოვდები.ათი შვილი ყავთ და არ იციან სიყვარული რა არის - ტიროდა ადილა
-ეს რომ გაიგონ ვეღარ გავთხოვდები.ჩემმა საქმრომ შენი საქციელის შესახებ რომ გაიგოს ცოლად აღარ მომიყვანს - გაუწყრა ამინა
-მეძავივით ლაპარაკობ ადილა - ეჩხუბა სორაია
-სიყვარული ვიპოვე,მას რომ ვხედავ გული გამალებით მიცემს.ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე და მას არ დავშორდები.რაც არ უნდა მოხდეს საიდს ცოლად არ გავყვები
-ალაჰმა დაგიფაროს.თვითონაც არ იცი რას ამბობ.ჯამალს აქლემების ბაზრობაზე მიაკითხეს და ყველაფერი უთხრეს.ვერ გადაურჩები - სორაიამ ოთახი დატოვა
ადილასა და ამინას შორის სიჩუმე ჩამოვარდა.ალიდა ლოგინზე დაემხო და თავი ბალიშში ჩარგო.ამინა მასთან მივიდა და წამოაყენა.
-მითხარი,ყველაფერი მომიყევი,რას გრძნობ როცა მამაკაცს კოცნი? - აღფრთოვანებით და ინტერესით კითხა ამინამ
-სიტყვებით ვერ გადმოგცემ.გული საშინლად გიცემს,საოცარი გრძნობაა,მთელს სხეულში სასიამოვნო ბედნიერებას გრძნობ - აღტაცებით უპასუხა ადილამ.
გვერდითა ოთახიდან სორაიას ხმა გაიგეს,რომელიც ამინას უხმობდა.ამინა მასთან წავიდა.სორაიამ უთხრა,რომ ჯამალი მოდიოდა და ადილასთვის ახლავე ეთქვა.ამინამ ვერანდიდან ტყავის ჭებს გადახედა და თვალებით ჯამალს ეძებდა და მაშინვე მოკრა თვალი სახლისკენ მომავალ გაცეცხლებულ ჯამალს,რომელიც წინ სწრაფი ნაბიჯებით მოდიოდა.ამინა ოთახში გაიქცა.
-ადილა,ძია ჯამალი მოდის - აცნობა ამინამ და გული მოუკვდა,როცა ტახტზე მოკუნუტლი ადილა დაინახა,რომელსაც ყურანი ხელებში მაგრად ჩაებღაუჭებინა
-ადილა სად არის - მოესმათ ქვემოდან ჯამალის ყვირილი
-ალაჰი იყოს შენი მფარველი - ჩუმად ჩაილაპარაკა სორაიამ,ადილას ხელი დაავლო და ამინასთან ერთად ქვემოთ ჩაიყვანა.ჯამალი მისი დანახვისთანავე ადილასკენ გაემართა
-ალაჰი ამას არ გაპატიებს,მარტოობაში ამოგხდება სული - უღრიალა და სახეში მთელი ძალით გაარტლა სილა.
ადილამ ტკივილისგან ცხოველივით დაიყვირა.
-არ უნდა დაბადებულიყავი,ყველასთვის უბედურება მოგაქვს,ყველა შეგვარცხვინე,ყველას თავი მოგვჭერი.ნამუსგარეცხილი ხარ.ვინ არის ის ბიჭი,მითხარი
-უბრალოდ ერთმანეთს ვაკოცეთ
-მითხარი,ახლავე მითხარი ვინ იყო
-აქ არ არის,ის უკვე წავიდა - ტიროდა ადილა
-შენს ოთახში ჩაგკეტავ,დღის სინათლეს ვეღარ იხილავ - კბილებში გამოსცრა ჯამალმა და ადილას ხელი კრა - არ დავინახო ამ სახლში რომელიმემ ხელი დააფაროთ - ხელი მოკიდა და ოთახისკენ წაიყვანა
-შენ ჩემი ოჯახი დაწყევლე.ღმერთმა იცის როგორ მჭირს შენი დასჯა,მირჩევნია მე დავისაჯო,მაგრამ გული მატკინე.შენ რა გარყვნილი ყოფილხარ.რაც დაიმსახურე იმას მიიღებ,უნამუსო - ჯამალი ოთახიდან გავიდა.
რამოდენიმე წუთში ოთახში სორაია შევიდა და ადილას ამშვიდებდა.ცდილობდა ადილა ნელ-ნელა გამოეტეხა და გაეგო თუ ვინ იყო ის ბიჭი,რომელსაც აკოცა,თან საჭმელიც შეუტანა.
-სორაია,აქედან როდის გამომიშვებენ? - კითხა ადილამ
-მადლობა თქვი,რომ საჭმელი მომაქვს
-ძია ჯამალს ჩემზე არაფერი უთქვამს?
-არა.ამინას ნიშნობისთვის ემზადება.ოქროული იყიდეს და ახლა დაკავებულია.ეგვიპტელ იმამს ელოდება,ცერემონია მათ უნდა ჩაატარონ.რა სირცხვილია,რომ ქორწილში ვერ წამოხვალ.ადილა,მითხარი,ვინ არის ის ბიჭი
ადილა დუმდა.
-ადილა,როგორც უფროსი მეგობარი,გთხოვ მითხარი ვინ არის ის ბიჭი,ვეცდები დაგეხმარო.ნუ გეშინია,ჯამალს არაფერს გავაგებინებ - ცდილობდა თბილად მისდგომოდა,რომ სიმართლე ეთქვა.
ადილამ თვალებში შეხედა,არ იყო დარწმუნებული უნდა ეთქვა თუ არა ტონიზე სორაიასთვის.სორაიამ შენიშნა,რომ ადილა ყოყმანობდა და იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა.
-ადილა,ჩემო გოგონა,მითხარი - შეეხვეწა სორაია
-სორაია,ის ბიჭი ტონია - შიშით უთხრა ადილამ
-რა?ჯამალის მეგობრის შვილი?მას მანამდე იცნობდი?იმ საღამოს პირველად არ ნახე,არა? - გაბრაზდა სორაია
-არა,გეფიცები,მაშინ პირველად ვნახე.დავინახე თუ არა მაშინვე მივხვდი,რომ ის იყო,ვინც მიყვარს,ისაა ჩემი ბედი.როგორც კი თვალებში ჩავხედე მაშინვე მივხვდი
-ადილა - შეეცოდა სორაიას
-ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია.დამეხმარე,ხომ იცი ეს რა გრძნობაა
-არა,არ ვიცი.საკუთარი თავისთვის ამის უფლება არასოდეს მიმიცია.პატარა ვიყავი აქ რომ მომიყვანეს,სულ ვმუშაობ.დიდი ხნის წინ აქ ერთ მსახაურს მოვწონდი,მაგრამ შემდეგ ამინა დაიბადა და მისი მოვლა მომხდა
-დამეხმარე გთხოვ,მასთან ერთად უნდა გავიქცე და შემდეგ დავქორწინდებით.მასთან ბედნიერი ვიქნები,დამეხმარე ძალიან გთხოვ
-გაქცევას აპირებ?რომ დაგიჭირონ მოგკლავენ
-ასე ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია.ბიძაჩემი ცხოვრებას მიმწარებს.მასთან ერთად რომ ვერ წავიდე თავს მოვიკლავ - ტიროდა ადილა
-თავს საფრთხეში ჩაიგებთ
-არა,აუციელბლად უნდა გავიქცე სორაია,გთხოვ დამეხმარე
-ადილა,არ ვიცი რა ვქნა
-მეშინია სორაია.მინდა ტონისთან ერთად გავიქცე,მაგრამ არ მინდა ამინას ჩემს გამო ქორწილი ჩაეშალოს,მითარი რა ვქნა,შენ რას იზამდი ჩემს ადგილას
-ადილა,მე შენს ადგილას არ ვარ,ეს შენ უნდა გადაწყვიტო.მხოლოდ ერთს გეტყვი,ის,რაც შენი გულიდან მოდის - შენია.ასეთ შემთხვევაში სხვას არ უნდა ჰკითხო.გახსოვდეს,ყოველდღიურ ცხოვრებაში გადადგმულმა ნებისმიერმა ნაბიჯმა შესაძლოა შენი ცხოვრება სრულია შეცვალოს.ეს ცვლილება შეიძლება სასიკეთოც იყოს დამანგრეველიც.ახლა შენ უნდა გადაწყვიტო რა უნდა გააკეთო.თუ გინდა, რომ მიიღო ის რაც არასოდეს გქონია, უნდა გააკეათო ის, რაც არასოდეს გაგიკეთებია,მაგრამ კარგად დაიმახსოვრე,თუ არაფერი გამოგივიდა,შედეგებზე პასუხს თავადვე აგებ - უთხრა სორაიამ,თითქოს ანიშნებს,რომ გულს უნდა უსმინოს,რომ გაიქცეს - გუშინ გავიგე ჯამალი ამბობდა,რომ ხვალ აქლემების ბაზარში მიდის
-გთხოვ,ბაზარში წადი,იქ ტონის ნახავ და უთხარი,რომ ხვალ მზის ამოსვლისას ისევ ნანგრევებში შევხვდები და ერთად გავიქცევით.უთხარი,რომ ბიძაჩემი ძალით მათხოვებს - ტირილით სთხოვდა ადილა
-ადილა,გთხოვ - ყოყმანობდა სორაია
-სორაია,ძალიან გთხოვ,გთხოვ,გემუდარები,ნახე და უთხარი - მუხლებზე დადგა ადილა
-კარგი,კარგი,ადექი.შენს გამო თავს დიდ შარში ვყოფ - უპასუხა შეშინებულმა სორაიამ
***
ადილა მისაღებში იყო და ბოლთას სცემდა.ელოდებოდა ბიძამისი როდის წავიდოდა,თუმცა ჯამალი წასვლას არ ჩქარობდა.იქვე მდგარმა სორაიამ ხის მაგიდაზე დააკაკუნა,რომ ადილას ყურადღება მიექცია.
-როგორც კი ბიძაშენი წავა მაშინვე გეტყვი - ჩურჩულით უთხრა სორაიამ
***
ტონი დათქმულ დროს,დათქმულ ადგილას მივიდა და ადილას ელოდებოდა,თან მათ მომავალზე ფიქრობდა,რომელიც შეიძლებოდა საერთოდ არ შემდგარიყო.ლოცულობდა,რომ ადილა მისულიყო. ,,ცოტაც,ცოტაც და გამოგვივა,ყველაფერი გამოგვივა.ცოტაც“,ფიქრობდა ტონი.კიდევ ცოტა ხანი გავიდა,თუმცა ადილა არსად ჩანდა.ტონიმ ბოლთის ცემა დაიწყო და უკვე განერვიულდა. ,,ნეტავ რატომ არ მოდის“, ,,ნეტეავ სად არის“,ფიქრობდა ტონი
***
-სორაია,ძია ჯამალი ჯერ არ წავიდა? - ნერვიულობდა ადილა
-არა,ჯერ ემზადება დატელეფონზე ლაპარაკობს - ჩურჩულით უთხრა სორაიამ
-ვნერვიულობ,ძალიან მაგვიანდება - ღელავდა ადილა
-დამშვიდდი.რაც გიწერია მაინც ის მოხდება,ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება - უთხრა სორაიამ.მეორე სართულიდან ამინამ დაუძახა,რომელიც საქორწინო სამზადისში იყო და სორაია მასთან წავიდა.
ადილა ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა.ახლა ყველაზე მეტად იმას ნატრობდა,რომ ტონი არ წასულიყო,რომ მასთან ერთად გაპარულიყო.გულში ლოცულობდა და ალაჰს დახმარებას თხოვდა.შუადღის შემდეგ სორაია მასთან მივიდა და ჩუმად უთხრა.
-ადილა,ჯამალი წავიდა,შეგიძლია წახვიდე
-სორაია - ძლიერად ჩაეხუტა ადილა - მშვიდობით,ყველაფრისთვის დიდი მადლობა - ეუბნეოდა ადილა და სიხარულისგან ცრემლები მოსდიოდა
-ალაჰი გფარავდეს,ადილა,ჩემო საყვარელო - გაუღიმა სორაიამ - მშვიდობით
ადილამ ჩანთას ხელი დაავლო და მაშინვე გაიქცა.
***
უკვე შუადღე დგებოდა.ტონიმ ადილას მოსვლის იმედი უკვე დაკარგა.აღარ იცოდა რა ექნა,წასულიყო თუ რადჩენილიყო. ,,ნეტავ რა მოხდა?“ ფიქრობდა იმედგაცრუებული.ქვაზე ჩამოჯდა და სორაიას სიტყვები გაახსენდა ,,თუ არ მოვიდა,დაივიწყე.ყველაფერი ღვთის ნებით ხდება“.როდესაც შუადღეც მიიწურა,იმედი საბოლოოდ დაკარგა.თავში ათასნაირი ფიქრები უტრიალებდა.გადაეწურა იმედი და სასტუმროში დაბრუნდა
***
ადილამ ნანგრევებს მიაღწია როგორც იქნა,თუმცა ერთი პრობლემა იყო - ტონი უკვე წასული იყო.ზურგჩანთა მიწაზე დააგდო და ქვაზე ჩამოჯდა,რომელზეც ცოტა ხნის წინ ტონი იჯდა.თავი მუცლებში ჩარგო და ცრემლები წამოუვიდა.
ადილამ მთელი დღე ნანგრევებში გაატარა.უკვე ღამე იყო,ის კი იჯდა და ისევ ტონის ელოდა.გულამოსკვნილი ტიროდა და ელოდა.
ბოლოს სახლში წასვლა გადაწყვიტა,თუმცა ფეხები უკან რჩებოდა.სახლამდე ძლივს მიაღწია.ახლა იმაზე ყოყმანობდა,შესულიყო თუ არა სახლში,გაბრუნდა და წასვლა დააპირა,თუმცა შემდეგ გადაიფიქრა,რადგან მიხვდა,რომ აზრი აღარ ექნებოდა უკან მობრუნდა.ძალ-ღონე მოიკრიბა და კარზე დააკაკუნა.კარი სორაიამ გაუღო და როდესაც მტირალი ადილა დაინახა,მისთვის ყველაფერი გასაგები გახდა.ადილა მის დანახვაზე უფრო ატირდა და ერთმანეთს ჩაეხუტნენ.
-ალბათ ეს იყო შენი ბედი,ალაჰს ასე სურდა.ნუ ტირი,ადილა - თანაუგრძნო სორაიამ
-რათქმაუნდა,არ მოვიდოდა.ვის ენდომება ჩემნაირი ქალის შერთვა ცოლად,ქალის,რომელსაც ბავშვივით ექცევიან,როგორ ვიფიქრე,რომ მუსლიმ ქალს ცოლად მოიყვანდა - მოთქვამდა ადილა - რა სულელი ვარ.როგორ უნდა ენდო გრძნობებს,როცა ნებისმიერ მომენტში მიგატოვებენ
-სორაია - დაუძახა ქვემოდან ჯამალმა
-ჯამალი მოვიდა,უნდა წავიდე - შეეშინდა სორაიას და ქვემოთ გაიქცა.
სორაია ქვემოთ ჩავიდა და შინ დაბრუნებულ ჯამალს მიეგება.ჯამალმა სთხოვა,რომ ადილა და ამინა ქვემოთ ჩამოსულიყვნენ.სორაიამ ორივე ჯამალთან მიიყვანა,თვითონ კი მისი კაბინეტი დატოვა.გულში ლოცულობდა,რომ ჯამალს არაფერი შეემჩნია და არ ეეჭვა,ან ადილას ნამტირალევი სახე არ შეემჩნია.
-დღეს თქვენს საქმროებს ვესტუმრე.ორივე ძალიან კარგი ადამიანია.ჯერ ამინას ქორწილი იქნება,შემდეგ შენი,ადილა.ქორწილის შემდეგ მუჰამედი და ამინა ბრაზილიაში წავლენ,შენ და საიდიც მათთან ერთად წახვალთ.საიდი და მუჰამედი ბიზნესს უნდა გაუძღვნენ.ადილა,მათი ოჯახი არ უნდა შეარცხვინო,კარგი ცოლი იყავი.არ მინდა იფიქრონ,რომ ჩემმა ძმამ და მე ვერ აგღზარდეთ.იმ ბიჭის შესახებ არავინ არაფერი არ უნდა გაიგოს.ეს ამბავი ამ სახლიდან არ გავა -გააფრთხილა ჯამალმა.
ადილამ ამის გაგონებისთანავე უარის ნიშნად ოთახი დატოვა.ამინა ადგილიდან არ დაძრულა.
-ახლა საიდი,მუჰამედი და ფარიდა მოვლენ.ფარიდა შეგამოწმებთ და გაემზადეთ - მიაძახა ჯამალმა.
ადილა ოთახშიც არ იყო შესული,როცა სორაიამ საქმროების მოსვლის შესახებ ამცნო და ქვემოთ მოუწია ჩასვლა,თუმცა მანამდე ადილას და ამინას ყველაფრის გახდა და ქვემოთ ხალათებით ჩასვლა მოუწიათ.საიდი,მუჰამედი და ჯამალი მისაღებში დარჩნენ.სორაია,ფარიდა,ამინა და ადილა კი ცალკე ოთახში შევიდნენ.
-ჩემი ძმებისთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა.ამიტომ მოსაცმელები გაიხადეთ.ადილა,გაიხადე - მბრძანებლური ტონით უთხრა ფარიდამ
ადილამ ხალათი უკმაყოფილო სახით წელამდე ჩაიწია.ფარიდა მის სხეულს კარგად დააკვირდა.
-მინდა ყველაფერი ვნახო - უბრძანა ფარიდან
ადილას ხალათის გახდა ბოლომდე მოუწია და თან მტრულად უყურებდა ფარიდას.
-მშვენიერია - მისი შიშველი სხეულის დათვალიერებისას თქვა კმაყოფილმა ფარიდამ.ადილას მიუახლოვდა - პირი გააღე.მიდი გააღე,რას ელოდები
ადილამ პირი გააღო და მის კბილებს კარგად დააკვირდა.
-მშვენიერი კბილები აქვს.ახლა შენი ჯერია - ამინასკენ მიბრუნდა ფარიდა
-რა?მე რატომ?
-მიდი,მიდი.ნუ ყოყმანომ - უთხრა სორაიამ - ეს საჭიროა
-ხედავ?ყველაფერი შენი ბრალია - ჩასჩურჩულა ადილას ამინამ და ხალათი ბოლომდე გაიხადა
-აი ეს ხალია - უთხრა სორაიამ და ამინას მკერდზე პატარა წერტილზე მიანიშნა - შრამი არ გეგონოს
-ახლა პირი გააღე - სხეულის დათვალიერების შემდეგ უთხრა ფარიდამ
-გააღე - უთხრა სორაიამაც
ამინამ პირი გააღო.ფარიდამ კარგად შეათვალიერა,თავი მაღლა ააწევინა.კბილების შემოწმების შემდეგ თმაზე ხელი ჩამოუსვა და სახეზე კმაყოფილება ეწერა.
-ყველაფერი მშვენიერია - თქვა გახარებულმა ფარიდამ - ხვალ ექიმთან წავალთ
***
დილით სორაიამ ამინა და ადილა გინეკოლოგთან წასასვლელად ამზადებდა.ჰიგიენური პროცედურების შემდეგ ყველანი მზად იყვნენ წასასვლელად.ადილა ძია ჯამალის გასაფრთხილებლად ქვემოთ ჩავიდა და უცებ ნაცნობი ხმა მოესმა.ეს ტონი იყო,რომელიც ძია ჯამალს ესაუბრებოდა.ადილამ კიბეებზე უკან აირბინა,სორაია მოძებნა და სთხოვა,რომ ძია ჯამალისთვის დაეძახა და სხვა ოთახში გაეყვანა,რამე მოეფიქრებინა,რომ ორი წუთით დაეკავებინა.სორაიამ ადილას თხოვნა მაინც შეასრულა,იმის მიუხედავად,რომ არ უნდოდა და ეშინოდა ჯამალი არაფერს მიმხვდარიყო.
სორაია ქვემოთ ჩავიდა და საუბარი გააწყვეტინა ჯამალს.გვერდითა ოთახში უხმო.ამასობაში ადილამ დრო იხელთა და მისაღებში გავიდა ტონის სანახავად.ტონი მისი დანახვისთანავე ფეხზე წამოდგა და ადილასკენ გაიჭრა.
-ადილა
-ტონი - ადილა რამოდენიმე წამით გაჩუმდა - შენ წახვედი
-საღამომდე გელოდი.ბოლოს იმედი გადამაწურა,და წავედი
-როცა წახვედი,მე მივედი.აქ რას აკეთებ,რატომ მოხვედი?
-შენს გამო მოვედი.მაინტერესებდა კარგად იყავი თუ არა.მოვიმიზეზე,რომ ბიძაჩემს გენეტიკურ ექსპერიმენტზე ბიძაშენის აზრი აინტერესებდა..ადილა - გაიმეორა მისი სახელი და თავი ჩაღუნა
-ნეტავ ბრაზილიაში გამეცანი ტონი - სინანულით უთხრა ადილამ.ამ დროს ჯამალის ნაბიჯების ხმა გაიგო
-ხვალ,ისევ იქ - ესღა უთხრა და მაშინვე გავარდა მისაღებიდან.სორაია და ამინა მოძებნა და მათთან ერთად სახლიდან უკანა კარიდან გავიდნენ და ექიმთან გაეშურნენ.
საავადმყოფო დანგრეული შენობის ადგილას იყო.გარშემო სიბინძურე იყო და მხოლოდ ერთადერთი კაბინეტი იყო.დათქმულ დროზე მივიდნენ ექიმთან და სორაიამ ჯერ ამინა შეიყვანა,შემდეგ გარეთ გამოვიდა და ადილასთან ერთად დაელოდა ამინას.რამოდენიმე წუთში ამინა ექიმის კაბინეტიდან გამოვიდა.ახლა ექიმის გამოსვლას და პასუხებს ელოდნენ.მალე ახალგაზრდა,სიმპათიური მამაკაცი,ექიმი გამოვიდა და ამინას პასუხი გადასცა.ნერვიულობისგან გაოფლიანებულმა ამინამ კონვერტი გახსნა და პასუხი ამოიღო და სორაიასთან და ადილასთან ერთად უყურებდა ნაწერებს
-აი ჩემი პასუხი.ახლა შენი ჯერია ადილა - თქვა ერთდროულად გახარებულმა და აღელვებულმა ამინამ.
ადილას სახეზე უცნაური ფერი ქონდა.სორაიამ ვერ გაარჩია ეს გრძნობა შიში იყო,მღელვარება თუ უიმედობა.ალბათ ყველა ერთად,თუმცა ადილას შიშმა დააფიქრა და თვითონაც შეაშინა,ვაითუ ქალწული არ აღმოჩნდესო.ექიმმა ადილას სახელი და გვარი ამოიკითხა და ექიმის კაბინეტში ნელი ნაბიჯებით შევიდა.შემდეგ ერთხელღა მოიხედა მათკენ და ისევ გზა გააგრძელა.სორაია მის ამ ქცევაზე ჩაფიქრდა.თხუთმეტი წუთის შემდეგ ადილა ექიმის კაბინეტიდან იგივე გამომეტყველებით გამოვიდა და სორაიას კონვერტი გადასცა,სადაც მისი პასუხი იყო.სორაიამ გამოართვა და ხელის კანკალით გახსნა.ადილა სახეში უყურებდა,რომ მისი რეაქცია კარგად დაეფიქსირებინა.
-ქალწული - აღფრთოვანებით წარმოსთქვა სორაიამ - მადლობა ალაჰს - თქვა და ადილას ჩაეხუტა.
ორივე გარეთ მდგარი ამინასკენ წავიდნენ,რომელიც ხალხის წინ საკუთარი პასუხით ჰაერს ინიავებდა,რომ ხალხს დაენახა მისი თამამად გდომა და პასუხების ფრიალი,რომ ეფიქრათ ქალწულიაო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent