პირველი სიყვარული (4)
შევბრუნდი და ჩემს უკან ჩემი მონაატრება დგას,არ ვიცი ვერ გეტყვით მაშინ რა ვიგრძენი სიყვარული,მონატრება,გაკვირვება და საერთოდ რა გრძნობაც არსებობს ყველა.ისე დავიბენი ხმასაც არ ვიღებდი უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი,მეგონა რომ უბრალოდ მელანდებოდა: -არაფერს მეტყვი ლიკა? -შენ აქ საიდან სამსახურში არ უნდა იყო ეხლა? -ეხლა მთავარი ეგ არის?მითხრეს რომ მოწყენილი იყავი და ჩამოვედი,მასე ძალიან შეგიყვარდი? (გაიცინა) -ვინ თქვა რომ შემიყვარდი,უბრალოდ ერთი ბიჭი მიყვარს და ის თბილიშია,მომენტრა -აჰამ ესეიგი ბიჭი -კი იცი რა საყვარელია.არა შნც მომენატრე ოღონდ როგორც მეგობარი,ჩვენ ხომ კარგად გავუგეთ ერთმანეთს -კაი კაი მე სხვანაირად მეგონა ყველაფერი -რა გეგონა? -მაგას უკვე მნიშვნელობა არ აქვს.კაი წავედი -სად მიდიხარ? -თბილისში -ასე გვიან ან რატო? -აბა აქ რა გავაკეთო წავედი და წავიდა მე კი გავეკიდე ყვირილით და ვეუბნეოდი რომ არ წასულიყო ასე გვიან და დარცჩენილიყო,თან მითხრეს რომ ნასვამი არისო და შემეშინდა რამე არ მოსვლოდა მაგრამ არ მაქცევდა ყურადღებას,მანქანაში ჩაჯდა და მანქანა ისეთი დაძრა შიშისგან ჩავიკეცე,მაშინვე ტელეფონზე დავუწყე რეკვა,მაგრამ უშედეგოდ გათიშა კიდევაც ტელეფონი.გაუჩერებლად ვტიროდი ნინიკო ცდილობდა დავეწყნარებინე: -კაი დაწყნარდი ლიკ ნურარ ტირიხარ -არ მინდოდა მასტან ასეთი ლაპარაკი მას რომ რამე მოუვიდეს მე როგორ ვიცხოვრო მის გარეშე -რატო არ უთხარი მერე ეგ რატო მოატყუე -მეშინია გესმის -რისი თუ გიყვარს? -მას ბევრი გოგო ჰყოლია,სულ ბევრი 3 თვე ყოფილიყო ვინმესთან,ჩემთანაც რომ მასე მოხდეს ვერ გადავიტან არ შემიძლია -არ მოხდება მასე ცუდზე ნუ ფიქრობ -არ ვიცი მარტო ის ვიცი რომ ეხლა ეს სიტყვები არ უნდა მეთქვა მისთვის არადა იცი როგორ მინდოდა მასთან ჩახუტება -კაი დაწყნარდი ჩავა თბილისში დაწყნარდება და შემდეგ დაილაპარაკეთ მაშინვე სახლში წავედი და ოთახში შევედი,კვლავ ვეცადე დამერეკა,მაგრამ ისევ გამორთული ჰქონდა.დილით გათენდა თუ არა მაშინვე დედას ავუტყდი რომ დავბრუნებულიყავით მაგრამ მიზეზად ვერაფერი ვუთხარი,დიდიხნის ხვეწნის შემდეგ დავითანხმე ავიღეთ ბილეთები და წამოვედით უკან,გზაში რომ არაფერი ეეჭვა დალის დავურეკე: -ჩემი გოგო როგორ ხარ? -კარგად ლიკუნა შენ? -მეც კარგად.გოგო ვბრუნდები თბილიში და საღამოთი გამოდი ჩემთან.ისე რამე სიახლო ხომ არაა -მივხვდი ვისზეც მეკითხები ძაან ცუდათაა.რომ ჩამოხვალ მომწერე და გამოვალ ვილაპარაკოთ -კაი დროებით მაშინ გაკოცე გზაში ყველაფერზე ვფიქრობდი,არ ვიცოდი რა მექნა,უბრალოდ მინდოდა ოთო მენახა და დავლაპარაკებულიყავი მენახა რომ კარგად არის და არაფერი უჭირს,მაგრამ არ ვიცოდი მოინდომებდა თუ არა ლაპარაკს.თბილისსი რომ ჩამოვედით უკვე გვიანი იყო და ვერარ დავურეკავდი დალის რომ გამოსულიყო ჩემთან ამიტომ მომიწევდა დილამდე მოცდა.სახლში რომ მივედი ჩემი მონატრებული მამიკო ვნახე და მთელი ნახევარი საათი ვეხუტებოდი,რადგან ჩემი მშობლების გარეშეც ერთი დღის გატარება არ შემიძლია მათ გარეშე,მერე მოვიმიზეზე რომ დაღლილი ვიყავი და ოთახში გავედი,ისევ ვცადე დარეკვა მაგრამ უშედეგოდ,გადავწყვიტე კინოსთვის მეყურებინა და ჩავრთე "ციდან სამ მეტრზე",როგორ ჩამეძინა ვერ მივხვდი 12საათზე ტელეფონზე სმს მოსვლამ გამაღვიძა მაშინვე დავურეკე ოთოს და მიოასუხა: -გისმენ -სად ხარ მოვკვდი ნერვიულობით -და რატო ნერვიულობდი -ისე გამოიქეცი ბათუმიდან შემეშინდა -ძალიან კარგად ვარ ნუღელავ -რა ნაირად მელაპარაკები -და როგორ გელაპარაკები? -რავიცი უხეშად რაც შენ არ გჩვევია.რა გწირს -არაფერი ლიკა არაფერი და არ მცალია ეხლა -აა არ ქცალია ესეიგი ჩემთვის? -არა არ მცალია -კაი ბოდიში შეწუხებისთვის. მაშინვე გავთიშე ტელეფონი და დავიწყე ტირილი,ამაზე დედა შემოვიდა ოთახში შეშინებული და რომ დამინახა ვტიროდი ძალიან შეეშინდა -დედას პრინცესა რა მოგივიდა რა გატირებს -ცუდი სიზმარი ვნახე -კაი დაწყნარდი ნუ ტირიხარ რა -დეე შგიძლია წყალი მომიტანო -კი კი ეხლავე და გავიდა ოთახიდან კიდევ კარგი ვერაფერს მიხვდა,მომიტანა წყალი თუ არა მაშინვე მარტო დამტოვა.პირველად მაშინ ვიგრძენი გულის ტკენა,უკვე ერთი წელი იყო ვიცნობდი ოთოს მაგრამ ასე არასდროს დამლაპარაკებია და ვიგრძენი რომ დავკარგე.როგორ გავათენე ის ღამე არ მახსოვს ტირილში,დილით რომ სარკეში ჩავიხედე თვალები ძალიან დასიებული მქონდა.კიდევ კარგი დედა დღესვე გადიოდა სამსახურში მამაც მორიგე იყო დღეს,დედამ რომ ოთახში ემოვიდა მოვაჩვენე რომ მეძინა ჩუმად მაკოცა და წავიდა.როცა მივხვდი რომ სახლში არავინ იყო ისევ დავიწყე ტირილი თან ჩემი და ოთოს ძველ მესიჯებს ვკითხულობდი,ამ დროს დალიმ დამირეკა მაგრამ არ ვუპასუხე,მთელი დღე ოთახში ვიყავი ჩეკათილი არც კი მიწამია მარტო ვტიროდი.არ მახსოვს როდის ჩამძინებია,მამას მოსვლამ გამაღვიძა უკვე საღამოს რვა საათი იყო.არ მინდოდა რომ რამე შეემჩნია და ვცდილობდი ხალისიანი ვყოფილიყავი,ამ დროს ნინიკომ დამირეკა და მითხრა რომ ისიც ბრუნდებოდა თბილიში უკვე და მისამართი მიმიწერა და ხვალ გამოვიდოდა ჩემთან,მეც მივწერე ჩემი ნომერი.დალის ზარებს ისევ არ ვპასუხობდი,მერე კი ოთომ დაიწყო დარეკვა და არც იმას ვუპასუხე.მთელი ღამე ფილმებს ვუყურებდი,გამთენიისას ჩამეძინა.უკვე 11 იყო რომ გამეღვიძა და შინვე სახლის დალაგება დავიწყე რადგან ნინიკო უნდა მოსულიყო ჩემთან,მეც მოვწესრიგდი და დაველოდე როდის მოვიდოდა,მალევე კარზე ზარი იყო გავაღე და ნინიკო იყო ისე მეხუტებოდა თითქოს გრძნობდა რომ ძალიან მიჭირდა,მთელი დღე ჩემთან იყო ბევრი ვილაპარაკეთ ყველაფერი მოვუყევიდა ერთი შესანიშნავი იდეა მომაწოდა,როგორმე ეხლა უნდა შემერიგებინა ოთო და დამეცადა მის დაბადებისდღემდე და მაშინ ვეტყოდი რომ მეც ძალიან მიყვარდა.ჩემები ნათესავთან იყვნენ წასულები და რადგან სახლში მარტო ვიყავი,ნინიკომ მითხრა დამერეკა ოთოსთვის და ამოსულიყო ჩემთან,კიდევ კარგი ოთომაც არ მითხრა უარი და ორივე ველოდებოდით როდის მოვიდოდა,როგორც კი ოთო მოვიდა მაშინვე ნინიკო წავიდა და მარტო დაგვტოვა: -ოთო მე დავიწყებ ლაპარაკს და არ გამაწყვეტინო -კაი მიდი გისმენ -არ მინდა რომ ჩვენი მეგობრობა გავაფუჭო,იმას გეტყვი რომ მაშინ ბათუმში ვიცრუე არავინ მიყვარს მართალია შენ მენატრებოდი და იმიტომ ვიყავი მასეთ ცუდ ხასიეთზე მაგრამ როგორც მეგობარი ისე მენატრებოდი,მერე შნმა ისეთმა ლაპარაკმა ძალიან გული მატკინა და შემეშინდა შენნაირი მეგობარი არ დამეკარგა.მოდი ისევისე ვიყოთ როგორც აქამდე ვიყავით რა -რატო მომატყუე მაშინ?ხო იცი რომ მიყვარხარ იმ სიტყვების მერე ცემს თავს აღარ ვგავარ -ვიცი რომ ცუდათ მოვიქეცი და მასე არ უნდა მეთქვა (და ტირილი დავიწყე) -კაი დაწყნარდი რაა ოღონდ შენ არ იტირო,მოდი ჩავთვალოთ რომ არაფერი მომხდარა კაი? -მეც ეგ მინდა მოდი სევრიგეთ რა.ჩვენ ხომ მეგობრები ვართ -ეგ შენთვის ვართ მეგობრები,მაგრამ კარგი ასე იყოს -რა კარგია,გინდა ყავა? -აუ კი მომენტრა შენი გაკეთებული ყავა გავაკეთე მისთვის ყავა ჩემთვის კი ჩაი რადგან მე ყავას არ ვსვამ და ბევრი ვილაპარაკეთ,მერე დედამ დამირეკა რომ უკვე მოდიოდნენ და ეს იმას ნიშნავდა რომ ოთო უნდა წასულიყო არც მას უნდოდა წასვლა მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა,დამემშვიდობა და წავიდა.მაშინვე ოთახში შევედი და წამოვწექი,დავიწყე ფიქრი თუ როდის გავიდოდა ხუთი თვე რომ ეს მეთქვა,ამ დროს გამახსენდა დალი და დავურეკე: -გოგო შენ ვერ ხარ რატო არ მპასუხობდი,კიდევ კარგი ეხლა მითხრა ოთომ რომ კარგად ხარ -მაპატიე რა არავისთან მინდოდა ლაპარაკი -იმ ახალ მეგობართან ხომ გინდოდა -კაი რა დალი დამირეკა ამოსვლა მინდა შენთანოდა რა მექნა უარი მეთქვა,ნუ ეჭვიანობ შენ მაინც ნომერ პირველი ხარ ჩემთვის -კაი კაი.ეხლა ის მითხარი რა ქენით შენ და ოთომ -ვილაპარაკეთ და ისევ მეგობრები ვართ -ვერ ხარ გოგო რა მეგობრები,იცი რომ მას უყვარხარ და ამით იმედს აძლევ -საქმეც ისაა რომ მეც მიყვარს მაგრამ ჯერ დრო არ მოსულა რომ ვუთხრა -ვაიმე მართლა?არ არსებობს ვიცოდი რომ სენც გიყვარდა და როდის უნდა უთხრა - კაი დაწყნარდი გოგო სიხარულისგან არ გაგიჟდე.მოკლეთ ერთი იდეა მაქვს ოთოს ხომ დაბადებისდღე 26 იანვარს აქვს და მაშინ ვეტყვი რომ ძალიან მიყვარს -გოგო იქამდე ხუთი ტეა და ასე უნდა აწვალო -ოო ასე მინდა მე -კაი კაი შენი ნებაა მაგრამ იცოდე ასე აღარ გააბრაზო რა იცი რა ცუდათ იყო,დედამისიც ძალიან ნერვიულობდა რა სჭრსო -ვიცი არანაკლებ ცუდათ ვიყავი მეც მაგრამ გამოვასწორებ -კაი წავედი ხვალ გამოგივლი ეხლა მეძინება -აუ ხვალ სადმე გავიდეთ რა შენთან ერთად ნაყინის ჭამა მომენატრა თან ნინიკოსაც გაგაცნობ -კაი ჯანდაბას გამაცანი,ხვალ ოთხისკენ გამოვალ შენთან და წავიდეთ -კაი ნინიკოსაც გავაგებინებ.მიყვარხარ -მეც გადარეულო როგორც კი გავუთიშ დალის ტელეფონი მაშინვე ნინიკოს მივწერე რომ ხვალ ოთხზე ჩემთან გამოსულიყო,მერე გადავდე ტელეფონი გვერძე და ისევ ოთოზე დავიწყე ფიქრი,ამ დროს კი სმს მომივიდა "იცოდე ოთოს თავი დაანებე თორე არ გაგახარებთ შენ მის გვერდით ვერასდროს იქნები" გაკვირვებული ვკითხულობდი მესიჯს და ვერ ვხვდები ვინ იყო ან რა უნდოდა ჩვენგან,დარეკვა ვცადე მაგრამ არავინ იღებდა. იმედია მოგეწონებათ ეს თავი გავაგრძელო თუ არა წერა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.