სამუდამოდ ჩემში დარჩები(12თავი)
-ნიკა, ელენე ვინ არის? -ვა, ინა მოხვედი? სად იყავი ამ დილაადრიან. -მარკეტში. რაღაცეები ვიყიდე. ვის ელაპარაკებოდი? -ვის და ელენეს. ჩემი თანამშრომელია. შემახსენა რომ დღეს ცხის ნახევარზე უნდა შევხვდე. -თანამშომელი? მერე თანამშრომელს უთხარი მიყვარხარო? -ინა ეხლა ეჭვიანობა არ დაიწყო. ელენე მამაჩემის დეიდაშვილია, ბავშვობიდან ერთად ვართ, დასავით მყავს. მართლა დამიჯერე. დღეს შეხვედრა მაქვს ბიზმესმენებთან, საღამოს ჩამოდიან ამერიკიდან და რადგანაც გუშინ სამსახურში არ ვიყავი დილით დამირეკა და შემახსენა. გაგაცნობ შენც. იცი რა საყვარელი გოგოა? -ოხ შენ გაქრი ერთ დღეს.მოვკვდი ნერვიულობით, ვიფიქრე ვინმესთან მღალატობსთქო. მოდი ვისადილოთ და მერე წადი კაი? -ნუ ეჭვიანობ ჩემო პრინცესა. მე შენს მეტი არავინ მინდა. კარგი ვისადილოთ და წავალ მე თორე საქმეები მაქვს. -კარგი ჩემო დიდად დაკავებულო ბიჭო. ნიკა დილით, ყავას დალევ, კაკაოს თუ ჩაის? -ვაიმე რა მრავალფეროვნებაა, მაგრამ ყავა მირჩევნია. ინამ და ნიკამ ერთად ისადილეს. ინამ ნიკა სამსახურში გააცილა. ინამ კი ლიკასთნ წასვლა გადაწყვიტა. იცოდა რომ ლიკას დედა იტალიიდან ჩამოდიოდა 1თვით და იფიქრა ვინახულებო. სახლი მიალაგა, შხაპი მიიღო და პირველი საათისთვის ლიკასთან წავიდა. -ვა? ინა? როგორ ხარ შვილო? შემოდი. -ვაიმე მაია დეიდა თქვენ უკვე ჩამოხვედით? მე მეგონა... -ხო შვილო ცოტა გვიან უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრმ ადრე ჩამოვედი. შენ რაშვები როგორ ხარ? მომიყევი ამბები. -მე რავიცი ძველებურად ვარ. თქვენკენ რახდება? -ჩემსკენაც რავიცი ძველებურადაა ყველაფერი, უი ინა შენთვის საჩუქრები ჩამოვიტანე, მიდი ლიკა ნოიტანე. ჩემო საყვარელო ვიცი რომ შენ ცისფერი ფერი ძალიან გიყვარს, ამიტომ აი ეს კაბა შენ. თავისი სამკაულებით და მაღალქუსლიანებით. -ვაიმე რა კარგია. რატომ წუხდებოდით მაია დეიდა? -რის მადლობა შვილო, ხომ იცი როგორ მიყვარხარ. კიდე ჩამოგიტანე რაღაცეები, ნუ მართალია წვრილმანები, მაგრამ გამოგადგება. -მადლობა მაია დეიდა მართლა დიდი მადლობა. -ინა ისე ამ ლურჯ კაბას ნიკასთან პაემანზე ჩაიცვამ. -ინა შენ რა შეყვარებული გყავს? როგორ მოხდა? -ნუ რავიცი. ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება დროთა განმავლობაში და მეც მყავს შეყვარებული. -თან იცი დედა? ამის შეყვარებული ნიკა ნიჟარაძეა. -მოიცა. ბიზმესმენი ნიკა ნიჟარაძე? -ხო დედა. სწორია. ძან მაგრად გაუმართლა არა? -ვაიმე ინა გიმართლებს. რა მაგარია შვილო. გილოცავ. ეს რა მაგარი სიმპატიური ბიჭი ჩაგიგდია ხელში? -ხო აპა. ნუ მიმართლებს მაგრად რა. ისე ლიკა რომ იცოდე ენას მოგაჭრი ძირში. -ოჰ ოჰ. კაი ერთი.... ინა საღამომდე ლიკასთან იყო, ძალიან მონატრებული იყო მაიასთან საუბარს და სახლში გვიან წავიდა. სანამ თავის სახლს მიუახლოვდებოდა ჩიხში სამი მამაკაცის ხმა გაიგონა: -ბიჭებო 5 წუთში ნიკა ნიჟარაძეს სამუდამოდ მოვიშორებთ. -კი მაგრამ 5 წუთში საიდან? -საიდან და ეხლა საცაა საბუთებზე ხელის მოსაწერად მივა ჩვენს ბიჭებთან და როგორც კი საბუთებს ხელს მოაწერს ბიჭები მის სამუდამო ძილზე იზრუნებენ. -ვაიმეეე. ღმერთო ჩემო, ნიკა არააააა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.