სულ მარტო (ნაწილი 2)
მე იმდენად ამაყი ვარ,რომ არ ვიტყვი რომ ცუდად ვარ.მე იმდენად ძლიერი ვარ სისუსტისგან,რომ არ დავიჩივლებ დავიღალე-მეთქი.მე იმდენად კარგად ვთამაშობ,რომ არ შევიმჩნევ წყენას და გულის ტკენას.მე იმდენად უძინარი და დაღლილი ვარ ახლა,რომ 10 წამით თვალების დახუჭვაც კი მეყოფა იმისთვის რომ დამეძინოს. მე იმდენად მომღიმარი ვიქნები ხვალ სამსახურში,რომ ვერავინ შემამჩნევს იმას რომ ყველაფერი თავზე მენგრევა სულიერად.იცით რას მივხვდი? ყველა ადამიანი ვისთანაც დაბრუნება ვცადე, ყველამ იგივე შეცდომა დაუშვა, ყველა ისევე მექცეოდა, როგორც ადრე, თითქოს მე მიმეტოვებინა ისინი და თითქოს მე მეთხოვა დამიბრუნდითქო. ჩვენ ყველას გვეშინოდა სიყვარულის ერთ დროს და ახლა რა მივიღეთ?! მარტოობა? თუ ბედნიერი მარტოობა? ან საერთოდ ბედნიერი მარტოობის იდეა სისულელედ როგორ არ მიგაჩნიათ?! არასოდეს, არასოდეს შეგეშინდეთ სიყვარულის, რადგან მარტოობა უფრო მტკივნეულია, რომელსაც მუდმივად ვირჩევთ.მე მაქვს ავადმყოფობა, რომელიც ახლა ხშირია და ექიმებმა მასზე არაფერი იციან. ამას შეიძლება დავარქვათ "ინდივიდუალიზმი” ან “გამოგონილი მარტოობა”. თანამედროვე წიგნები სავსეა ამით. ჩემში დასახლდა ფანტაზია, თითქოს სულ მარტო ვარ და არავის ესმის ჩემი. ადამიანისთვის, რომელიც უკვე შეიპყრო ამ ავადმყოფობამ რამდენიმე იმედგაცრუებაა საკმარისი იმაში დასარწმუნებლად, რომ მასსა და სხვა ადამიანებს შორის არანაირი კავშირი არ არის, გარდა გაუგებრობისა, რომ ყველა ადამიანი სრულიად მარტოა ამ სამყაროში, რომ ის არასდროს გახდება სხვებისთვის “გასაგები” და ზოგადად გასაყოფიც არაფერი ექნება მათთან...დღე მეხუთე, ვცდილობ ექსპერიმენტალურ დონეზე ჩავატარო სიმბიოზი საკუთარ ალტერ ეგოსთან, მაგრამ შედეგი იგივეა, პიროვნული დისონანსი. როდესაც ადამიანს იდენტობის დისოციაციური აშლილობა გჭირს და თან ამ ყველაფერს ხვდები და აანალიზებ, რომ შენი ცნობიერების ფრაგმენტულობა ოთხივე მიმართულებით ვითარდება და ემსგავსები ქარში გადაშლილ ფოტოალბომს ან სულაც დაფორმატების პროცესში მყოფ მეხსიერების ბარათს, ვეღარ ხვდები როგორ მოიქცე და ერთადერთი რაც შენს ტვინში ნათელ წერტილად გევლინება ეს არის პანიკა, ბრმად ეჭიდები ამ უკანასკნელს. ვერც დაგადანაშაულებ, რადგან ეგ თვითგადარჩენის ინსტიქტია, უკანასკნელი ხავსი რომელსაც ჭიანჭველასავით ეკიდები. წარმოიდგინეთ სივრცითი სინგულარობა რომელიც ნებისმიერი მასის, ზომისა თუ მატერიის მქონე ნივთერებას იზიდავს და სადღაც უსასრულობაში გზავნის. როგორც შავი ხვრელის მიერ შთანთქმული სინათლე, ისევე იკარგება შენი პიროვნება და როდესაც ფინალურ დრამამდე 5 წამიღა გაშორებს ხვდები, რომ არსებობს გადარჩენის კიდევ ერთი გზა. შენი ფრაგმენტული და თითქმის გაცარიელებული ცნობიერება აქციო პათოლოგიურად და შეერწყას თვითგრძნობასა და ადაპტაციის უნარს და აი: 5....4....3....2....1.... "წკაპ" და შენ უკვე სხვა ადამიანი ხარ ჰოდა, გმადლობ , რომ გადაწყვიტე ხელს არ მიშლიდე. რომ აღარ ვითვლით შეხვედრამდე წუთებს, საათებს.. რომ ახლა ჩემი ღამეები თვლემენ სიმშვიდით. და შენზე ფიქრში ამ ღამეებს აღარ გავათევ. რომ არასდოს ვისეირნებთ მთვარიან ღამეს, არც მზის ამოსვლას შევესწრებით. ჩვენ ხომ საერთო მხოლოდ ის დაგვრჩა, რომ ცუდად ვართ ათასი რამით, მაგრამ ცალ-ცალკე (ძვირფასო) და უერთმანეთოდ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.