შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

(არა)ნორმალურად (არა)ჩვეულებრივი III


23-12-2017, 20:59
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 310

მარიამს ჩემთან ცხოვრება შევთავაზე,რადგან მივხვდი რთული ცხოვრება ჰქონდა,მოგვიანებით მისი დოსიე ამოვძებნე,რა თქმა უნდა პროფესიიდან გამომდინარე არ გამჭირვებია და სამწუხაროდ სწორი ავღმოჩნდი.
მაინტერესებდა რატომ თხოვდებოდა ოცდაერთი წლის ასაკში,მაგრამ სავარაუდოდ ამ კითხვას ცუდათ მიიღებდა,არც იმაში ვიყავი დარწმუნებული,რომ ჩემთან გადმოსვლის შეთავაზება სწორად მიიღო,მაგრამ იმ მომენტში ეს ნაკლებად მაღელვებდა,რადგან ახალგაზრდა გოგონა ქუჩაში არ დარჩებოდა.
საკმაოდ აბეზარი,მოუსვენარი და მატყუარა აღმოჩნა მარიამი,რატომღაც ყველას ატყუებდა,რომ მისი ქმარი ვიყავი,შეიძლება წარსულის ტრავმიდან გამომდინარე.
მაგრამ მასში დავიჭირე „ქალური ქარაფშუტობა“ ,ზედმეტად მინდობა ვიღაცაზე და ამ ვიღაცაში მე საკუთარ თავს ვგულისხმობ.ვცდილობდი მის მიმართ ზედმეტი ყურადღება არ გამომეჩინა,მაგრამ ამასაც კი ყურადღებად თვლიდა და უკვე მაღიზიანებდა.სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ანუკა ჩამერთო საქმეში.
-მგონი შენი პატარა გოგო ნაწყენი დარჩა.-აღნიშნა ანუკამ როცა სახიდან გამოვედით.
-დაიკიდე.. წამო ცოტა გავერთოთ.-მე და ანუკა კლუბში წავედით.
მე და ანუკა დიდი ხნის მეგობრები ვართ,რა თქმა უნდა როგორც ყველას მასაც ზოგჯერ ზედმეტი მოსდის,მაგრამ ყოველთვის იცის სად უნდა გაჩერდეს.მთელი ღამე კლუბში ვიყავით ბევრი დავლიეთ,მაგრამ კონტროლი არ დამიკარგავს.გამთენიისას ანუკა სახლში წავიყვანე და მეც მასთან დავრჩი.
დილით სამსახურში სანამ წავიდოდი ანუკამ საუარი დაიწყო.
-შენს პატარა გოგოს უყვარხარ.
-მას მარიამი ჰქვია და ჩემი პატარა გოგო არაა.
-კარგი მარიამს უყვარხარ.-შეასწორა ანუკამ
-ის ჯერ ისევ ბავშვია და ვინც გაუღიმებს ყველა ჰგონია რომ უყვარს.. არ გახსოვს შენ როგორი იყავი?
-ნუ გგონია ქალებზე ყველაფერი იცი.მას უყვარხარ,აი ვგრძნობ.ქალი არასოდეს ცდება სხვა ქალის მზერის უკან რა იმალება.
-ნუ გამომიხვედი ფსიქოლოგი.
-და მეტსაც გეტყვი.-არ ჩუმდებოდა ანუკა.-შენც გრძნობ მის მიმართ რაღაცას.. არ გიყვარს მაგრამ გიყვარდება ნელ-ნელა,ნაბიჯ-ნაბიჯ..
-შენ სად იყავი ტვინს რომ არიგებდნენ..თავი დამანებე.-ვეცადე გამეჩუმებინა.
-აი.. ბრაზდები,რომ გეუბნები ასეთ რაღაცეებს.. მომისმინე.. შენ და ის მარტო ცხოვრობთ,კი მართალია ვიზუალურად არაუშავს გოგოა,მაგრამ თავისებური ეშხი აქვს.. შენ თუ გინდა ბავშვი ეძახე,მაგრამ დარწმუნებული ვარ მისი სიყვარული გაგაგიჟებს და ახლა თუ მას არ გაუფრთხილდი ის წავა..
-საკმარისია,არარ მეცინება.
-არც მე მეცინება,მაგრამ ნახავ ჩემი სიტყვები თუ არ გამართლდეს...
სამსახურში მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა,მაგრამმ კონცენტრაციის გაკეთება ძალიან მიჭირდა,გონებაში სულ ანუკას სიტყვები მიტრიალებდა.რაც უფრო მეტს ვფიქრობდი მარიამის ჩემდამი გრძნობაზე სულ უფრო ვითრგუნებოდი.
სახლში მივედი,მაგრამ მარიამი არსად ჩანდა,სავარაუდოდ ოთახში იყო.. არ შემიწუხებია.. არ მინდოდა მისი ნახვა..
დივანზე ჩამძინებია,უეცრად ვიგრძენი რაღაცის შეხება და სასწრაფოდ წამოვვარდი.. ხელში მარიამი შემრჩა,რომელიც ფლედს მაფარებდა,შეშინებული თვალები ჰქონდა ჩემს რეაქციაზე.
-ძალიან მტკივა.-წამოიკვნესა მარიამმა და სწორე მაშინ გავაცნობიერე რომ ხელზე ძალიან ვუჭერდი.
-რას აკეთებ?-მაშინვე ავდექი დივნიდან და ხმამაღლა დავუწყე ლაპარაკი,დაბნეული სახით მიყურებდა.
-მე უბრალოდ მინდოდა შენთვის დამეფარებინა..
-ნუ წუხდები ჩემთვის,შეგიძლია შენ თავს მიხედო.-ვუთხარი მკაცრად,მარიამი მოიქუფრა.გაბრაზდა და ხმაც გაუმკაცრდა.
-რამდენს ბედავ,რომ მიყვირი
-მარიამ მინდა რომ შეიგნო,თავი დამანებე.. როცა მე სახლში ვიქნები ეცადე არ დამელაპარაკო ან არადა სხვაგან გადავალ და შენც დაისვენებ და მეც..
-ანუ ასე შეგაწუხე?
-კი შემაწუხე ვერ აგიხსნი როგორ..
-მე ვიცი როგორც შეგაწუხე..-მარიამმა მოიწყინა..-შენ ჩემი გრძნობების შესახებ იცი და სწორედ ეს გაწუხებს..
-კი მაწუხებს.. ჩამოუყალიბებელი გოგო ხარ,დარწმუნებული ვარ ხვალ სხვამ რო გაგიღიმოს შენი ისარი მისკენ გადაიხრება..როგორც ჩემს შემთხვევაშ.-უკვე მივხვდი ზედმეტი წამოვროშე და სახეშიც მივიღე სილა.
-ვიცი.. შენს ლეპტოპში ჩემი დოსიე ვნახე,იცი.. მე მართლა სულელი ბავშვი ვარ,რომელსაც ეგონა შენი მცირედი ყურადღების უკან სხვა რაღაც იმალებოდა ,ყოველთვის მცირე ყურადღებით იწყება ყველაფერი..-მარიამი უფრო დაღონდა..-ღმერთო ჩემო რას გიხსნი და რას გელაპარაკები.-თვალებიდან ცრემლები ჩამოუცვივდა და ოთახში შევარდა.


მარიამი
ძალიან მივქარე,ის მართალი იყო მე სულელი ქალი ვიყავი,რომელმაც დაუფიქრებლად იმოქმედა.ქალი ვიყავი რომელმაც კიდევ ერთ იდიოტს გადაუშალა გული.ჩემი თავი შემძულდა იმ მომენტში,მაგრამ ჩემზე მეტად ანდრეი მძულდა.. არა იმიტომ რომ საპასუხო გრძნობებით არ მიპასუხა,არამედ იმიტომ რომ ამიერიდან თვალებში ვეღარ შევხედავდი.
დილით სახლში მარტო ვიყავი და მაიამ დამირეკა,რომელსაც ყველაფერი მოვუყევი და ვთხოვე სასწრაფოდ ფაქსით მოწვევა გამოეგზავნა,ამ ფაქტმა მაიკო ძალიან გაახარა და საღამოს მოწვევა უკვე ხელში მეჭირა.რადგა ანდრეი სახლში არ დაბრუნებულა გადავწყვიტე დილითვე ამეღო ბილეთი ერთი მიმართულებით და გულმოდგინედ შევუდექი წერილის წერას,რომლითაც მას გამმოვემშვიდობებოდი.
მთელი ღამე გავათენე წერილის წერაში.. მაგრამ მხოლოდ ვერაფერი დავწერე.. რეისზე ვაგვიანებდი ამიტომ გასვლისას პატარა ფერად ქაღალდზე დავუწერე
„სასიამოვნო იყო შენი გაცნობა“-და მაცივარზე მივუწებე
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

დაახლოებით წელიწად ნახევარის ჩამოსული ვიყავი ამერიკაში.. დრო ნელა გადიოდა,მაგრამ ამას ერთი დიდი პლიუსი ჰქონდა.. დრო მქონდა მეფიქრა და ჩამოვყალიბებულიყავი რა მინდოდა ცხოვრებაში.. ვცდილობდი ფეხზე ძლიერად დავმდგარიყავი.
რადგან საქართველოში „სისხლის სამართალი“ დავამთავრე აქ ამერიკაში დამატებითი კურსები გავიარე და ახალი დაწყებული მქონდა საადმოკატო საქმიანობა,რომ ტელეფონზე ზარი შემოვიდა საქართველოს ნომრით...
-მარიამ ჩამოდი.-მითხრა მთელი მოკითხვების შემდეგ მამამ
-რატომ?
-დედას გამო...-ხმა აკანკალებულმა ძლივს წაილუღლუღა ლევანმა
-დედას რა სჭირს..-თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა
-ჩამოდი,შენი ნახვა უნდა.ვეღარ უძლებს შენს მონატრებას
შოკირებული და განადგურებული ვიყავი,არ ვიცოდი ვინმეს თუ ასე ძლაიან მოვენატრებოდი,ემოციები შემომაწვა და ერთი შეხედვით ძლიერი ქალმა მთელი ღამე ტირილში გავათენე.დილით ბილეთები ავიღე და საქართველოს დროით დილის ოთხ საათზე ჩამოვფრინდი.არ მინდოდა ასეთ დროს ვინმე შემეწუხებინა,ამიტომ სასტუმროში გადავწყვიტე იმ ღამის გათევა.
დილით სახლში წავედი ჩემებს ძალიან გაუხარდათ ჩემი დაბრუნება,აღარ იცოდნენ გაღიმებული სახეები როგორ მოეთოკათ.
დედა დარდისაგან შეუძლოდ გამხდარა და ლოგინად ჩაწოლილი დამხვდა,ისეთი დასუსტებული და მილეული იყო რომ გული ძლიან მეტკინა.
-დედა გპირდები აღარასოდეს მიგატოვებ.
-ნუ ტირი მარიამ,მე მხოლოდ შენი დანახვაც მეყოფ,შენი ხმის გაგონება.. მთავარია ბედნიერი იყო.
დედამ მიამბო რომ მამას ანდრეი უნახავს და სრული სიმართლე გაუგიათ ჩემი ტყუილის შესახებ,ამიტომ ანდრეის დასანახად ვეღარ იტანდნენ,მისი ნახვის სურვილი არც მე გამჩენია.
რამოდენიმე დღე ოჯახთან გავატარე,შემდეგ კი ძლიერ იურიდიულ კომპანიაში დავიწყე მუშობა,რა თქმა უნდა „გავლენიანი სანაცნობოს“ წყალობით,ისე ხომ ჩვენს ქვეყანაში საქმეები არ გვარდება.
საკმაოდ კარგი თანამშრომლები მყავდა,მხიარული და სხარტები.. რამოდენიმემ გადავწყვიტეთ კლუბში წავსულიყავით.. ამჯერად ჩემთვის უცნობ კლუბში.
კარგად გავერთეთ,ბევრ დავლიეთ,ვცეკვეთ და რა თქმა უნდა თანამშრომლები სხვა კუთხით გავიცანი.საათს დავხედე ღამის პირველი საათი სრულდებოდა,ეს კლუბში არაფერს ნიშნავს,მაგრამ სახლში დედასთან მეჩქარებოდა,ამიტომ თანამშრომლებს დავემშვიდობე და ავტოსადგომზე გავედი.მუდმივად არეულ ხელჩანთაში გასაღები ძლივს ვიპოვნე.
-ნასვამი აპირებ საჭესთან დაჯდობას?-ზურგს უკნიდან ნაცნობი,ხრინწიანი ხმა.
ნაცნობ ხმაზე,თითქოს ორგანიზმში ცეცხლი მომედო,არ დავბნეულვარ,სიყვარული არც კი გამხსენებია,მხოლოდ სიბრაზე და წყენა... მის მიმართ მეტს აღარაფერს ვგრძნობდი. მიუხედავად იმსა რომ მისი ხმა ერთადერთი კარგი რამ იყო,რაც კი ამ ბოლო დროს გამიგონია,ის ჩემთვის აღარ იყო მიმზიდველი.
-რა მოხდა არც კი მომესალმები?-უფრო ახლოდან გავიგონე ანდრეის ხმა,მაგრამ ისევ არ შევბრუნებულვარ,ამიტომ მისკენ შემაბრუნა.-გაკვირვებული ჩანხარ..
-სრულებითაც არა,უფრო შენ ჩანხარ გაკვირვებული.-ალმაცერად ავათვალიერე.
-რამე ხომ არ დაგველია?-შემოთავაზება საკმაოდ მიმზიდველი იყო იმის დასადგენად მიზიდავდა თუ არა ისევ ან მიმიზიდავდა თუ არა.
-ყავა!
-კარგი,სად დავსხდეთ?
-შენთან.-უკვე გამომწვევი მზერა მქონდა,დარწმუნებული ვარ ჩემი პასუხი არასწორად გაიგო.
საჭესთან ანდრეი იჯდა,მისი სუნამო ისევ უცვლელი გრილი სურნელი მესიამოვნა.ანდრეი ხშირად მიყურებდა არ ვიცი ჩემში რას ეძებდა,მაგრამ ნამდვილად ვერ იპოვნა ამიტომ დაჟინებული მზერა მიაპყრო საქარე მინას.
სახლშიც თითქმის ყველაფერი უცვლელი დამხვდა,სამზარეულოში ანდრეი შევიდა და რამოდენიმე წუთში უკან ორი ფინჯანი ყავით დაბრუნდა.
-გავიგე რომ დაბრუნდი..
-ეჭვიც არ მეპარება
-რაში?
-იმაში,რომ გაიგე დავბრუნდი
-რატომ არ დამირეკე?
-რატომ უნდა დამერეკა?
-ისევ ბავშვობ,მეგონა გაიზარდე
-შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ გავიზარდე.
-როგორ გაზარდე?
-იმდენად რომ შენ ვერ მომწვდები,ვერც გონებას ამრევ
-მე ეგ არც მიცდია,მაგრამ..
-მაგრამ რა ანდრეი..
-ახლა შენ მირევ გონებას..
-რას გულისხმობ?
-სიტყვებით ახსნა შეუძლებელია,შენ წახვედი და მე გავტყდი,მივხვდი რომ რაღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დავკარგე,მე ახლა შენს მიმართ უფრო მძაგრი გრძნობები მაქვს ვიდრე როდესმე ვინმეს მიმართ..
-ეგ უკვე შენი პრობლემაა.. -საკმაოდ გამიჭირდა ამის თქმა.-ჩვენ კარგი წყვილი ვიქნებოდით,შენ რომ შეგყვარებოდი.-ავდექი და მოსაცმელი ავიღე.
-არ წახვიდე დღეს დარჩი.-ალბათ ამ შემოთავაზებაზე ადრე უყოყმანოდ დავთანხმდებოდი,მაგრამ ახლა უყოყმანოდ ვთქვი უარი.
დილით კლიენტს უნდა შევხვედროდი,ამიტომ ადრე მომიწია გაღვიძება.. ტელეფონზე შეტყობინება დამხვდა.. „ძალიან მინდა სევ გნახო“ ყურადღება არ მიმიქცევია,სასტუმრო ოთახში კი ძალიან ბევრი ყვავილები დამხვდა. საითც არ უნდა გაგეხედათ ყველგან წითელი და თეთრი ვარდები ეწყო.
-მამა რა ხდება?-ვკითხე ლევანს,როცა კურიერს კიდევ ერთი ვარდების თაიგული გამოართვა.
-საყვარელო ერთი თაყვანისმცემელი მყავს ვერაფრით მოვიშორე.-ლამის ყბა ჩამომივარდა,ამის სემდეგ კი მამამ დაამატა.-ყველა შენს სახელზეა,აი ბარათი აიღე.
მამამ ბარათები მომაწოდა.პირველი ავიღე და გავხსენი...


პ.ს მეგობრებო ბოდიში რომ გუშინ ვერ დავდე,ესეც თითქმის გაუსწორებელი ნაწერია...



№1  offline წევრი nededback

კარგი ისტორიაა მეტიც შეგიძლია

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

მაგარიააა ველი შემდეეგს:)

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აააჰ აიიი ეს კარგი იყო ძალიან ძალიან მომეწონა... არ დაგიმალავ და წინა თავი საშინელება იყო მაგრამ ეს თავი მილიონჯერ ჯობდა წინას... კარგი იყო ვისიამოვნე ამ თავით და იმედია ასე გააგრძელეეეებ <3

 


№4 სტუმარი სტუმარი lia

Kარგია .ტავები გაზარდე.

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

საინტერესოააა და თანაც ძალიაან მომწონს ♥♥♥მართალიაა ცოტა დახვეწა გჭირდება, თუმცა ყველაფერი დროთა განმავლობაში♥ ❣ წარმატებები ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent