შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასავლური გრძნობები შუა აღმოსავლეთში VI


24-12-2017, 03:37
ავტორი Ancksunamun
ნანახია 1 245

რეზამ გაკვირვებისგან უბლი შეჭმუხნა.არ იცოდა რა მიეწერა,მაგრამ რაც მაშინვე გაიფიქრა ის დაწერა.
,,რა?ანა,რას ამბობ?“
,,რაც მოგწერე,იმას“
,,როგორ?შენ ხომ წესიერად არ მიცნობ?“
,,ვიცი,მაგრამ როგორიც არ უნდა იყო მიყვარხარ.თუმცა მაინც ვხედავ როგორი ხარ“
,,ანა,მგონი ეს ბავშვური ახირებაა“
,,რა?შენ ამას ბავშვურ ახირებას უწოდებ?რამდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და კარგად იცი როგორი დამოკიდებულება მაქვს შენდამი“
,,არც კი ვიცი რა გითხრა“
,,მეგონა შენც იგივეს გრძნობდი“ ეწყინა ანას
,,ანა,მეც ვგრძნობ რაღაცას,მაგრამ არ ვიცი რა არის ეს რაღაც.არ ვიცი ეს ვნებაა თუ სიყვარული,მაგრამ მგონი შენ მეტისმეტად პატარა ხარ სიყვარულისთვის,ან უბრალოდ მე გავიგე შენი ნათქვამი გაზვიადებულად.“
,,რა?შენი აზრით მხოლოდ იმიტომ არ შეიძლება შემიყვარდე,რომ პატარა ვარ?და ამის გამო გგონია,რომ ვაზვიადებ?“
,,კი,ანა“ არ დაუმალა სიმართლე რეზამ
,,კარგი,მაშინ აზრი არ აქვს ახსნას,რა გაეწყობა“ ეწყინა ანას
,,ასე გადაჭრით ნუ იტყვი.უკეთესია კარგად გაერკვე შენს გრძნობებში.იცი რა,მგონი უკეთესი იქნება თუ ვილაპრაკებთ.“
,,რეზა,არ გჯერა და რაღა გვაქვს კიდევ სალაპარაკო?რომ იცოდე როგორ მძულს ის ფაქტი,რომ პატარა ბავშვად აღმიქვამ და არა ზრდასრულ ადამიანა,რომელიც შენზეა შეყვარებული.“
,,ანა,მინდა გითხრა,რომ მეც იგივეს ვგრძნობ,მაგრამ იმდენად მეშინია ამის,რომ აღიარება არ მინდა.მეშინია,რომ არაფერი გამოგვივა სხვადასხვა ეროვნების,რელიგიის,ოჯახების წინააღმდეგობის გამო.საშინლად მეშინია“
,,ნუთუ გეშინია?ხომ გვაქვს უფლება ვაკეთოთ ის,რაც გვინდა?სხვა რაღა გაშინებს?თუ გვინდა შეგვიძლია ერთად ვიყოთ და ამას წინ ვერავინ აღუდგება თუკი ჩვენ მოვიდნომებთ.“
,,ანა,ეს შენთქვის მარტივი სათქმელია,რადგან მხოლოდ გადმოცემით და წაკითხულიდან იცი აქ როგორ ვცხოვრობთ,რა შეხედულებები აქვთ აქაურ ხალს.“
,,აღიარე,რომ მხოლოდ შენი ოჯახის გამო იკავებ თავს გრძნობების გამოხატვისგან“
,,ამას ვაღიარებ,არც ვუარყოფ.შენ ხომ არ იცი აქ ოჯახის აზრი როგორი მნიშვნელოვანია.მათმა ამ აზრებმა შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაც შეცვალოს.“
,,რეზა,ადამიანების შესაძლებლობა ხომ უსაზღვროა,შენ კი უბრალოდ არ გინდა ეს აღიარო და უბრალოდ გეშინია“
,,ანა,გთხოვ ნუ მასწავლი რა მინდა და რა არა.აქ ასე მარტივად არაა ყველაფერი.დაიჯერებ,რომ მე შენზე მეტად მაწუხებს ეს ამბავი?წარმოდგენა არ გაქვს როგორ მენატრები ხოლმე,როცა შენ არ გწერ თავს მარტო ვგრძნობ,ძალიან მარტო.“
,,რეზა,მეც ძალიან,ძალიან მენატრები.იგივეს ვგრძნობ,როცა არ გწერ.მეუბნევიან,რომ ძალიან შევიცვალე“
,,კიდევ რას გეუბნევიან?“
,,მეუბნევიან,რომ გამოვიცვალე.როცა მწერ მთელი დღე ბედნიერი ვარ და ამას ყველა ამჩნებს,ყველას უკვირს.როცა დაკავებული ხარ და დღე შენთან საუბრის გარეშე ჩაივლის სულ მოწყენილი ვარ,მინდა ყველას ვეჩხუბო და ხშირად მეკითხებიან,თუ რა მჭირს.“
,,ჩემში რა მოგეწონა?“
,,შენ ყველაზე ჭკვიანი,განათლებული და სიმპათიური კაცი ხარ,ვინც კი ოდესმე შემხვედრია.ვგრძნობ,რომ სულიერად ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ.“
,,ამას მეც ვგრძნობ“
,,შენ რა მოგეწონა ჩემში?
,მეც იგივე რამ მომწონს შენში,რაც შენ - ჩემში.ძალიან ჭკვიანი გოგონა ხარ,სულიერადაც ახლოს ხარ ჩემთან.ჩვენი განსხვავებული წარმომავლობისა და რელიგიის მიუხედვად შენ პირველი ადამიანი ხარ,ვისაც ყველაფერში ესმის ჩემი.უთქმელად,აც კი ხვდები როდის ვარ მოწყენილი,მარტოსული ან ბედნიერი,თუმცა ჩემი ბედნიერების მიზეზი შენ ხარ.“
,,ნეტავ შემეძლოს ახლა შეგეხო“ საწოლში მწოლიარე ანამ სასიამოვნო ჟრუანტელი იგრძნო სხეულში,რამაც მისი ვნება გააღრმავა,გულის ცემა და სუნთქვა კი გაახშირა.
,,რომ იცოდე როგორ მინდიხარ,მინდა შენი სურნელი ვიგრძნო“ ვნება გაუღვივდა რეზასაც ,,მითხარი,ახლა რას აკეთებ“
,,ვწევარ და ჩუმად გწერ.შენ?“
,,მე ვწევარ,მარტო ვარ.ანა,მინდა დაგინახო“
,,როგორ?ახლა ვერ დაგელაპარაკები“
,,შენი სურათი მინდა.მინდა ახლა გადაიღო.“
,,კარგი,შენც“



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

რატოარ დებ?

 


№2  offline წევრი Ancksunamun

სტუმარი მარიამი
რატოარ დებ?

არ აქტიურობენ :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent