დასავლური გრძნობები შუა აღმოსავლეთში VI
-რეზა,ძმაო,არ დაგვივიწყო.აუცილებლად ჩამოდი მაროკოში.შენი ნახვა გაგვიხარდა.უფრო გაგვიხარდებოდა ცოტა ხნით რომ დარჩენილიყავი - ემშვიდობებოდა საიდი -მეც მინდოდა დარჩენა,მაგრამ ხომ იცი რამდენი საქმე მაქვს - უთხრა რეზამ და საიდს მცარზე ხელი დაადო - კარგი,ახლა წავალ,მალე ჩემი რეისი იქნება.შენ სახლში წადი,არ დამელოდო ძმები ერთმანეთს გადაეხვივნენ.რეზა მანქანიდან გადავიდა,საიდი კი სახლში დაბრუნდა.მალე თვითმფრინავში ჩასხდომის დროც მოვიდა.რეზამ ტერმინალი გაიარა და რამდენიმე წუთში უკვე თვიმფრინავში იჯდა.ახალა ელოდებოდა,როდის გაფრინდებოდა თვითმფრინავი.საშინლად დაღლილი იყო.თავი საზურგეს მიადო,თვალები დახუჭა და ის იყო უნდა ჩასძინებოდა,რომ მოულოდნელად მისი ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა.ტელეფონს დახედა,ახალი შეტყობინება მიეღო. ,,აბა,როგორ ჩაიარა ქორწილმა?“.შეტყობინება ანასგან იყო.ანა რუსი გოგონა იყო,რომელიც ასტრონომიას სწავლობდა და პირველ კურსზე იყო.ერთმანეთი ინტერნეტის მეშვეობით გაიცნეს.ანა სპარსულს სწავლობდა,რაშიც რეზა ეხმარებოდა,შემდეგ დაახლოვდნენ,დაახლოვდნენ,ნომრები გაცვალეს და საბოლოოდ იმაზე მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს,ვიდრე საჭირო იყო (თუმცა ერთმანეთს ჯერ კიდევ არ უტყდებოდნენ საკუთარ გრძნობებში),თუმცა ერთმანეთი არასდეოს ენახათ,მხოლოდ ტელეფონით და ინტერნეტით კონტაქტობდნენ,მათი ურთიერთობის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა.გეოგრაფიული და ენობრივი ბარიერის გარდა მათ ურთიერთობაში იყო მეტად უფრო სერიოზული პრობლემებიც.ეს იყო კულტურული,რადგანაც ანა რუსი იყო,რეზა - ირანელი,რელიგიური - რადგან ანა ათეისტი იყო (მიუხედავად იმისა,რომ მას ქრისტიანი ოჯახი ყავდა),რეზა კი მუსლიმი (თუმცა მისთვის ტრადიციები დაყოფილი იყო ,,ცუდ“ და ,,კარგ“ ტრადიციებად,ამიტომ ყველა ტრადიციას არ ეთანხმებოდა) და ასაკობრივი - რეზა ანაზე ოცი წლით უფროსი იყო.ანა მხოლოდ თვრამეტი წლის იყო,რეზა - ოცდათვრამეტი.რათქმაუნდა რეზასთვის ეს ყველაფერი დამაბრკოლებელი არ ყოფილა,ისევე როგორც ანასთვის,მაგრამ ეს საშინელება იქნებოდა ორივეს ოჯახისთვის,განსაკუთრებით ისეთი ტრადიციული და რელიგიური ოჯახისთვის,როგორიც რეზას ოჯახი იყო,განსაკუთრებით კი დედა.დედამისისთვის ხომ ეს ყველაფერი სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა.რეზას ხშირად სთხოვდა მუსლიმი ცოლის მოყვანას,რომ შვილიშვილები შეძენოდა.არასდროს უშვებდა იმ აზრს,რომ რეზას შეიძლებოდა სხვა რელიგიის ადამიანი ცოლად მოეყვანა. ,,მშვენივრად,მაგრამ საშინლად დავიღალე“ პასუხი დაუბრუნა რეზამ ,,ახლა სად ხარ? - არ დააყოვნა ანამ პასუხი ,,ახლა თვითმფრინავში ვარ და თეირანში ვბრუნდები“ ,,კარგი,დაისვენე.შეგვიძლია ხვალ ვისაუბროთ “ ,,არ არის პრობლემა ანა,შეგვიძლია ახლაც ვისაუბროთ,უბრალოდ თვითმფრინავი სადაცაა აფრინდება და ვეღარ დაგეკონტაქტები“.რეზამ შეტყობინება გაგზავნა და ანას პასუხს არც დალოდებია,მაშინვე მიაყოლა შემდეგ ტექსტიც ,,როცა დაღლილი ვარ არავისთან არ შემიძლია საუბარი,შენს გარდა“. ,,მოხარული ვარ „ ,,რატომ?“ - გაუკვირდა რეზას ,,უბრალოდ“ ,,კარგი,თვითმფრინავი უნდა აფრინდეს.დროებით“ მოკლედ მოუჭრა პასუხი რეზამ.ხანდახან საოცრად სიტყვაძუნწი იყო,თუმცა ამაში ანა არ ჩამოუვარდებოდა.ანას პასუხი აღარ დაუბრუნებია.რეზას მალევე ჩასთვლიმა,თუმცა მანამდე ანაზე ფიქრობდა.ანასთან მაქსიმალურად ცდილობდა თავი შეეკავებინა გრძნობების გამოხატვისგან,ისევე,როგორც ანა ცდილობდა,თუმცა ერთმანეთს ყველაფერს ბოლომდე ვერ უმალავდნენ.ერთმანეთს ყოველდღე სწერდნენ,საუბრობდნენ მათთვის საინტერესო თემებზე,ანა ესაუბრებოდა თავის ქვეყანასა და კულტურაზე,ოჯახსა და მეგობრებზე,რეზა კი მის ცხოვრებაზე და ამბებზე უყვებოდა.მათი ამბების ერთმანეთისთვის გაზიარება უკვე მათი ყოველდღიურობა გახდა. 4 საათიანი ფრენის შემდეგ რეზამ როგორც იქნა ჩააღწია თეირანში და სახლში მისვლისთანავე ტანსაცმელი გაიხადა და დაწვა.ანა კიდევ ერთხელ გაახსენდა და მალევე ჩაეძინა.გული დაუმშვიდდა,როცა გაახსენდა,რომ უკვე შაბათი იყო და მთელი დღე თავისუფალი ქონდა. თეირანი,ირანი უკვე დღის თორმეტი საათი იყო,როცა რეზას გაეღვიძა.სახეზე ღიმილი გამოესახა.ასე კარგად კარგახანია არ მძინებიაო გაიფიქრა და თვალები გაახილა.ძალიან ესიამოვნა,როცა ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები ოთახს ანათებდნენ.საწოლთან მდგარი უჯრიდან მობილური აიღო,ჩართო და მაშინვე ანას მისწერა.,,დილა მშვიდობის“ ,,დილა?“ ,,ახლა გავიღვიძე“ ,,wow.ჯერ კიდევ ლოგინში ხარ? ,,კი „ ,,როგორ გეძინა?“ ,,ისე,როგორც არასდროს“ მისწერა კმაყოფილმა რეზამ ,,მეც“ ,,შენც ახლა გაიღვიძე“ ,,კი,ამ წუთას.ვცდილობ ლოგინში ყოფნით ვისიამოვნო,სანამ მარტო ვარ“ ,,მარტო ხარ?“ ,,კი „ რეზა დაფიქრდა.არ იცოდა რა უნდა მიეწერა,რაიმე ინტუმური,თუ ჩვეულებრივ გაეგრძელებინა მიმოწერა.არც ანა ჩქარობდა მოწერას,რადგან თვითონაც იგივე კითხვა გაუჩნდა. ,,შეგვიძლია ვისაუბროთ? „ ისევ ანამ მისწერა ,,რათქმაუნდა.ჩავიცვამ და ლეპტოპში დაგელაპარაკები“ ,,კარგი,მეც ჩავიცვამ და დაგირეკავ“ მისწერა ანამ და როცა რეზამ ჩაცმა ახსენა,თვითონაც იგივე მისწერა,თითქოს მისი გაწბილება უნდოდაო,თუმცა ისიც იცოდა,რომ რეზა სხვებს არ გავდა. ,,რუსულად ვისაუბროთ,მინდა რუსული გავიხსენო“ სთხოვა რეზამ. ,,რა პრობლემაა „ პასუხად მისწერა ანამ. ანა სწრაფად წამოხტა და ტანსაცმლის კარადასთან მიირბინა.ახლა სულ რაღაც 5 წუთში უნდა აერჩია თუ რა ჩაეცვა იმ მამაკაცის წინ,ვიზეც შეყვარბული იყო,ვის შეტყობინებებზეც გული გამალებით უწყებდა ცემას და ვის დანახვაზეც (კამერაში) მუხლები უკანკალებდა.ანამ პირველ რიგში შორტს დაავლო ხელი,სექსუალურად ჩავიცვამო,შემდეგ გაიფიქრა ,,კარგი რა,რეზა ასეთი არ არის“,მიხვდა,რომ რეზა შორტზე ყურებას და დაუწყებდა და შორტი პელტოპის საპირისპიროდ მისროლა,რომ კამერაში არ გამოჩენილიყო.ყველაზე მეტად რეზას უბრალოებას და პატიოსნებას აფასებდა,თუმცა თვითონ თავს ვერ დასდებდა იმაზე,რომ რეზას სხეულის დანახვა ან შეხება არ სდომებია.თუმცა დარწმუნებული იყო იმაშიც,რომ რეზასაც უფიქრია იგივეზე.ყველაფერს უბრალოება ამჯობინა და ისინი აირჩია,რის ჩაცმასაც რეზასთან საუბრის გარეშეც დააპირებდა.ჯინსის შარვალი ჩაიცვა,შავი,გულამოღებული მაისური გადაიცვა და წითელი კუბოკრული პერანგი ჩაიცვა.უკვე რეზასთან აპირებდა დარეკვას,როცა გაახსენდა,რომ პირი უნდა დაებანა და თმა უნდა დაევარცნა.მაშინვე სააბაზანოში შევიდა და ყველაფერი უცებ მოათავა. ,,მზად ვარ“ რეზას მოწერილი დახვდა ანას ლეპტოპზე. ,,ალბათ დიდხანს არ ემზადებოდა“ გაიფიქრა ანამ და ამაზე მოიღუშა,თუმცა არაფერი შეიმჩნია. გული საშინლად აუჩქარდა,მუხლებიც უკანკალებდა,მიუხედავად იმისა,რომ იჯდა,სუნთქვა გაუხშირდა და ღრმად დაიწყო სუნთქვა.ცეცხლისფერი,წითური თმა წინ გადმოიყარა,შემდეგ ,,Call”-ს დააწკაპა და რეზას დანახვას დაელოდა.უცებ ეკრანზე რეზა დაინახა,რომელიც თბილად უღიმოდა. -გამარჯობა - მიესალმა რუსულად რეზა -გამარჯობა - ხელი აუწია ანამ -მიხარია შენი დანახვა -მეც ძალიან მიარია - ყურებამდე იღიმოდა ანა -შენ ძალიან ლამაზი ხარ - აღფრთოვანებით უთხრა რეზამ.აქცენტზე ეტყობოდა,რომ რუსი არ იყო -მადლობა.შენც ძალიან,ძალიან სიმპატიური ხარ -მადლობა - თავაზიანად უთხრა რეზამ - აბა,როგორ მიდის დღე? -შენ გესაუბრები,ამაზე უკეთესი რა იქნება - გაუღიმა ანამ -მეც იგივეს თქმა მინდა - გაეცინა რეზას -მთელი ღამე რუმის რობაიებს ვკითხულობდი.გამთენიისას დავიძინე.შეყვარებული ვარ ამ პოეტზე.შენ კი შესანიშნავი გემოვნება გქონია - აღფრთოვანებით უთხრა ანამ -ძალიან მიხარია თუ მოგეწონა.რუმი ნამდვილი გენიოსი იყო.წარმოგიდგენია?მე-13 საუკუნეში შექმნა ისეთი შედევრები,როგორიც რუმმა შექმნა - აღტაცებით ესაუბრებოდა რეზა -დამელოდე,რაღაც უნდა გაჩვენო - უთხრა ანამ და ლეპტოპს მოშორდა.რამოდენიმე წამში უკან 5-6 სქელი წიგნით დაბრუნდა ხელში. -ნახე,გუშინ ვიყიდე.ერთი უკვე წავიკითხე,ახლა მეორე დავიწყე - აღფრთოვანებით აჩვენა ანამ ჯალალედინ რუმის წიგნები -ღმერთო ჩემო,ანა - გაეცინა რეზას - რა ყოჩაღი ყოფილხარ -ეს კაცი უკვე ძალიან შემიყვარდა.მისი თითოეული სიტყვა ხომ რაღაცას გასწავლის -ყველაფე მეტად რომელი ფრაზა დაგამახსოვრდა,რომელი მოგეწონა? - ინტერესით კითხა რეზამ -ვერ გამოვარჩევ.ყველა ძალიან მომეწონა -მაინც,რომელი მოგეწონა ყველაზე მეტად? ანა დაფიქრდა,სიტყვები გაიხსენა და თქმა დაიწყო.რეზას სიტყვები ეცნო.ანას თქმაში თვითონაც აყვა და ღიმილით გააგრძელეს ერთდროულად რუმის ფრაზის დასრულება -,,შემისწავლე ისე, როგორც გსურს, მაინც ვერ გეცოდინები რადგან ასგვარად განვსხვავდები იმისგან, როგორადაც შენ მხედავ. გამოიხედე ჩემი თვალებიდან და აღმიქვი ისე, როგორც მე აღვიქვამ საკუთარ თავს, რადგან ვირჩიე იმ ადგილზე ყოფნა, რომლის გარედან დანახვასაც ვერ მოახერხებ“ -აღფრთოვანებული ვარ ანა.უნიჭიერესი გოგონა ხარ - შეაქო რეზამ -შენც რუმის პოეზიაზე კიდევ დიდხანს ისაუბრეს,შემდეგ ანამ მისი ცხოვრების შესახებ დაუსვა კითხვები. -რეზა,მარტო რატომ ცხოვრობ?დედაშენთან ერთად რატომ არ ხარ? - დაინტერესდა ანა - მაგრამ თუ არ გინდა მიპასუხი,პრობლემა არ არის -არა ანა,რა პრობლემაა.უბრალოდ ძალიან ბევრს ვმუშაობ და სიმშვიდე მჭირდება.გარდა ამისა,მარტოობა ძალიან მიყვარს.რათქმაუნდა დედაჩემიც მიყვარს - გაეცინა რეზას - მაგრამ მუშაობისთვის სიმშვიდე მჭირდება -გასაგებია - უპასუხა ანამ.მამამისზე არაფერი კითხა,რადგან იცოდა,რომ დიდი ხნის გარდაცვლილი იყო,ხოლო მისი ნახევარ ძმების და გაუთხოვარი ნახევარ დის ამბავი კვე იცდოდა -შენ?როგორი ურთიერთობა გაქვს ოჯახთან? -ნორმალური.როგორც იცი დედ-მამასთან და და-ძმასთან ერთად ვცხოვრობ.ახლა კი ჩიტივით თავისუფალი ვარ,რადგან მარტო ვარ - კმაყოფილებით უთხრა ანამ -და შენი ოჯახის წევრები სად არიან? -დედ-მამა სამსახურში,ჩემი ძმა ალბათ თავის მეგობრებთან,ჩემი დაც მეგობრებთან იქნება -შენ რატომ არ ხარ მეგობრებთან? - გაუღიმა რეზა -იმიტომ,რომ შენთან საუბარი მირჩევნია - გაუღიმა ანამაც.უცებ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა და ისევ ანამ განაგრძო საუბარი - აბა,მომიყევი კიდევ რამე შენს ქვეყანაზე -მაინც რა გაინტერესებს? -არ ვიცი,რასაც მომიყვები -კარგი.უკვე იცი,რომ ირანელი ხალხი ძალიან ტრადიციული და რელიგიურია.მიუხედავად იმისა,რომ მეც მუსლიმი ვარ და პატივს ვცემ ჩემს რელიგიას,აქაურ ხალხს რწმენა ფანატიზმში გადასდით.არამხოლოდ აქაურ ხალხს,თუნდაც მაროკოში და ძალიან ბევრ ქვეყანაში.მაროკოში,ჩემი ძმის ქორწილში ერთი საშინელი ფაქტის მომსწრე გავხდი,მადლობა ღმერთს ადრე წამოვედი.ამას რათქმაუნდა აქაც ხშირად ვხედავ და ეს საშინელებაა.შენ რუსი ხარ,თავისუფლად ცხოვრობ და ვიცი,შენთვის შოკი იქნება,რასაც ახლა გეტყვი -ასეთი რა არის? - დააინტერესდა ანას -პირველი ღამის ტრადიცია -მეც მსმენია ამაზე.რაც ვიცი მართლაც რომ საშინელებაა.აქ ასეთი რამ არასდროს მინახავს -იმედია არც ნახავ,ანა.ეს ყველაზე საშინელი რამაა,რაც კი შეიძლება ნახოს ადამიანმა.ცოლ-ქმარს ოთახთან ელოდებიან,იცდიან როდის გამოიტანს ქმარი ცოლის სისხლიან ზეწარს,რომ დარწმუნდნენ -ქალი ქალწულია.შემდეგ ამ სისხლიან ზეწარს მთელს ქალაქში შემოატარებენ,მანამდე კი დილით აივანზე ამაგრებენ,რომ მთელმა სოფელმა დაინახოს,რომ გოგონა ქალწული იყო.ეს მათთვის გამარჯვებას ნიშნავს და ამას ყოველთვის დიდი ზეიმით აღნიშნავენ.ეს ხომ საშინელებაა.როგორ შეიძლება სხვის სექსუალურ ცხოვრებაში ასე ჩაერიო -მართლაც რომ საშინელებაა.აქ ასეთი რაღაცეები არ ხდება.ძალიან მიხარია,რომ შენც მუსლიმების დიდი ნაწილივით არ აზროვნებ და პირიქით ფიქრობ ასეთ რაღცეებზე.დედაშენმა იცის რასაც ფიქრობ ამაზე? -იცის,თუმცა საშინლად მეწინააღმდეგება.ხშირად მეუბნევა,რომ ჩემი ცოლი აუცილებლად ქალწული უნდა იყოს - ეს სიტყვები ანას გულზე მოხვდა - თუ არა და ის ჩემს ცოლს რძლად არ მიიღებს -საცოლე უკვე გყავს? - დაეჭვებით კითხა ანამ -ანა - გაეცინა რეზას - არა,რათქმაუნდა.შენ ეს აუცილებლად გეცოდინებოდა - ეს სიტყვებიც გულზე მოხვდა ანას.ანუ მიანიშნამ,რომ ანა მისი საცოლე არასოდეს გახდებოდა -მაგრამ დედაშენს როგორ შეუძლია ამის გამო შენი დაკარგვა? -აქ ყველას შეუძლია,დედაჩემი არც პირველია და არც უკანასკნელი.მე კი არ მინდა მის წინააღმდეგ წასვლა.ჩვენთან,მუსლიმანურ სამყაროში დედა ყველაზე წმინდაა.დედას ძალიან დიდ პატივს ცემენ, რადგან მიაჩნიათ რომ, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს,თუმცა დედები ისედაც ძალიან გვიყვარს - ღიმილით უთხრა რეზამ -რეზა,ეს ხომ საშინელება.შენი გადასაწყვეტია ცოლად როგორ ქალს მოიყვან -ვიცი,მაგრამ როგორც უკვე გითხარი ეს მუსლიმანური სამყაროა.ახლა შენს სამყაროზე მომიყევი - გაუღიმა რეზამ -აქ ყველაფერი სხვანაირადაა.ხალხი ძალიან თავისუფალია.გოგონას ქალწულობა არავის აინტერესებს.თინეიჯერებს შეყვარებულების ყოლა შეუძლიათ და ა.შ -შენ გყავს შეყვარებული? -ადრე გითხარი,რომ არ მყავს.რომ მყავდეს პირველი იქნებოდი,ვისაც ამას ვეტყოდი - ანამ ითვალთმაქცა,თითქოს რეზას,როგორც მეგობარს ისე უყურებდა -საერთოდ არ გყოლია? -რთული სათქმელია.უბრალოდ ძალიან უაზრო ურთიერთობა გვქონდა.განსხვავებული ინტერესები გვქონდა.ალბათ გვერქვა ,,შეყვარებულები“,მაგრამ ჩემს შეყვარებულად არასდროს ვთვლიდი,ამიტომ სერიოზული ურთიერთობა ჯერ არ მქონია,არც არავინ მყვარებია.შენზე რას მეტყვი? -სიმართლე გითხრა,მეც შენნაირი გამოცდილება მაქვს ქალებთან - გაეცინა რეზას -მართლა? - შესამჩნევად გაიკვირვა ანამ -მართლა - იცინოდა რეზა -კი მაგრამ 38 წლის ხარ - იცინოდა გაოცებული ანა -ვიცი -და საერთოდა რ გქონია სერიოზული ურთიერთობა? -არა,მაგრამ ამას ჩემს რელიგიას ან ტრადიციებს ნუ დააბრალებ.უბრალოდ ჯერ არ შემხვედრია ისეთი ადამიანი,ვისთანაც სერიოზულ ურთიერთობას წამოვიწყებ.მარტივად რომ გითხრა,ჯერ არავინ მყვარებია -არც მოგწონებია? -მიწასთან ნუ გამასწორებ - გაეცინა რეზას - რათქმაუნდა მომწონებია,თანაც არაერთხელ -საინტერესოა - აშკარად არ ესაამოვნა ანას ეს ,,არაერთხელ“ რეზას ოთახში მოულოდნელად ტელეფონის ხმა გაისმა -მაპატიე,ვუპასუხებ -კარგი რეზამ სპარსულად დაიწყო საუბარი.1-2 წუთის განმავლობაში უცნობს ესაუბრებოდა.ანამ რამოდენიმე სპარსული სიტყვა იცნო რეზას საუბრიდან ,,აუცილებელი“ და ,,მისვლა“,თუმცა აზრი ვერ გამოიტანა. -ანა,მაპატიე.უნდა წავიდე.უნივერსიტეტში რაქმეები გამომიჩნდა -კარგი,რა პრობლემაა - არ შეიმჩნია ანამ გულის დაწყვეტა -ძალიან კარგია შენთან საუბარი.მაპატიე - ისევ მოუბოდიშა რეზამ -კარგი,არაფერია -კარგი,დროებით ანა -დროებით - ხელი დაუქნია ანამ,რეზამ კი გათიშა. რეზა უნივერსიტეტში წავიდა და დარჩენილი საქმეებიც მოაგვარა.არ უნდოდა ანასთან დამშვიდობება.ხშირად ვერ საუბრობდნენ ხოლმე,რადგან ანა სახლში მარტო არც ისე ხშირად რჩება და თუ რჩება ამ დროს შეიძლება რეზას არ ეცალოს,ამიტომ ძირითადად მიმოწერა უწევთ. უნივერსიტეტის შემდეგ რეზა თავის მეგობრებთან ერთად რესტორანში წავიდა.ფესენჯანი და ცოტაოდენი შარბათი დალია.ძალიან დაიღალა და სახლში მალევე დაბრუნდა.ოთახში შუქები არ აუნთია,რადგან ქუჩებიდან შემოსული სინათლე და მთვარის სხივები სახლს საკმაოდ ანათებდა. ფანჯარა გააღო,ოთახი გაანიავა და ფანჯრიდან მაღალ შენობებს გადახედა,ჰორიზონტი თითქმის რ ჩანდა.წარმოიდგინა ამ შენობებში მცხოვრები ხალხი.ზოგი მოზარდია და მშობლებისგან მალულად ბარებში ერთობა და შეყვარებულს ხვდება,ზოგი სახლში მეუღლის დაბრუნებას ელოდება,რომელიც მთელი დღე შეუსვენებლად მუშაობდა და ცოლი ახლა საჭმელს ამზადებს,ზოგი რეზასავით მარტო გრძნობს თავს და ვინმე ენატრება.რეზა ამ მომენტში საშინლად მარტო გრძნობდა თავს.თავისი ოფიციალური ტანსაცმლის გაუხდელად წამოწვა ლოგინზე და უჯრიდან ტელეფონი აიღო.ის იყო,ანას მოკითხვას აპირებდა,როცა მისგან შეტყობინება მიუვიდა . ,,რეზა,მგონი მიყვარხარ“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.