შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონური სულისკვეთება. (1)


24-12-2017, 17:35
ავტორი ElisabethLee
ნანახია 1 605

"სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო" ამბობენ. არასდროს მჯეროდა ამ გამონათქვამის. როგორ შეიძლება შეგიყვარდეს ის ვინც გძულდა?! ან როგორ შეიძლება შეგძულდეს ის ვინც გიყვარდა?.. დრო გადის და ადამიანებს უწევთ დაიჯერონ ყველაფერი. ასეთი რაღაც დამატყდა თავს . სასწაულია შეგიყვარდეს ადამიანი , რომელიც შენთვის სიძულვილის მაგალითი იყო. ან პირიქით , შეგძულდეს ადამიანი, რომელიც შენთვის ყველაფერი კარგის მაგალითი იყო. ადამიანი, რომელიც გიყვარდა. ჰო, უბრალოდ გიყვარდა და მისი სიყვარულით ყველაფერს აკეთებდი. ასეც ხდება ხოლმე. შეცდომებს ვუშვებთ , როდესაც ვიყვარებთ ადამიანებს , რომლებიც გვძულდნენ. ჰო, ტკბილ შეცდომებს. ადამიანები არ იცლვებიან! მანიაკი მანიაკად რჩება, გველი გველად, სერიული მკვლელი სერიულ მკვლელად, ძუკნა ძუკნად. ერთადერთი იმისათვის , რომ გავარჩიოთ ბოროტი და კეთილი ერთმანეთისაგან საჭიროა გვახსოვდეს ლეოპარდი ტყავს არ იცვლის! ადამიანი , რომელიც ადრე გვძულდა რაღაც მიზეზის გამო უნდა გვესმოდეს , რომ ის ვერასდროს გამოსწორდება და რაღაც მაინც შერჩება ძველებურიდან. მინდა მჯეროდეს , რომ ადამიანები იცვლებიან. მინდა, მაგრამ არ შემიძლია. ეს ასე არ არის.

XXX
მანიპულატორი იყო. შეხედავდა ვინმეს და ეგრევე ცნობდა მის სულს, ეგრევე იცოდა შეძლებდა თუარა მისით მანიპულირებას , მაგრამ იცით რა არის გასაოცარი? ყველა ადამიანით შეეძლო მანიპულირება! ვერცერთი სული ვერ ნახა ისეთი, რომელიც შეეცოდებოდა. არ არსებობდა ადამიანი, რომელიც მასზე შთაბეჭდილებას მოახდენდა. ჰო, არ არსებობდა, მაგრამ ახლა?
ის იყო ყველაზე დიდი სიბოროტით მოცული არსება? არა! ის არ ყოფილა ბოროტი. ის არ ყოფილა ბოღმით სავსე. ის იყო ეშმაკის ალტერნატიული ვერსია , რომელსაც მოწყინდა ჯოჯოხეთში ხალხისგან შორს ყოფნა და გადაწყვიტა დედამიწაზე მოეწყო ადამიანებისათვის ჯოჯოხეთი. მოწყინდა თამაში ქვესკნელში. ახლა კი გადმოინაცვლა აქ სადაც ადამიანები უბრალოდ მარიონეტებად იბადებიან. ყველა ადამიანი მისთვის მარიონეტია. ითამაშებს, მოწყინდება, გადააგდებს. "ღმერთი ყველა ადამიანის გულშიაო" ამბობენ. ჰო, თუ ასეა მაშინ მას გული არ ქონია. ის იყო ვიღაც, ის იყო რაღაც ისეთი..ის იყო უფრო მეტად დემონი ვიდრე ანგელოზი და საერთოდ..ის იყო ეშმაკის ნაშიერი. ადამიანური თვისებებისგან შორს..გრძნობების გარეშე. ცრემლიანი თვალები ვერ მოქმედებდა მასზე. განწირული ღნიასი, ყვირილი, ტკვილი, სიკვდილის ნატვრა..არაფერი მოქმედებდა მასზე. თუ თქვენ ახლა ეს მონოლოგი წაიკითხეთ აუცილებლად გაგახსენდებოდათ ერთი ადამიანი მაინც , რომელიც თქვენთვის ასეთ პიროვნებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ როგორც ყოველთვის ახლაც ცდებით. ვერცერთი თქვენი წარმოსახვაში შედგენილი ადამიანი ვერ იქნება ისეთი , როგორიც იყო ის.. და ბოლოს რა ერქვა მას? გააჩნია..ზოგჯერ თავის თავს "ლუციფერს" უწოდებდა. არა, მაპატიეთ, გატყუებთ! ის არა, მისი ნაცნობები უწოდებდნენ მას ლუციფერს. ხალხმა იცოდა მასზე ის რაც თავად უნდოდა , რომ ცოდნოდათ. არავინ იცოდა სიმართლე. არავინ იცოდა ვინ იყო ის. გამარჯობა ხალხო, ახლა თქვენ ლუციფერის სამყაროში შეაბიჯეთ. გაიცანით მათე მარგიანი!

XXX

ბავშვობიდან არაფერი უგვრძნია ტკივილის გარდა. დედა? ასოცირებულია ტკივილთან. მამა? ასოცირებულია ტკივილთან. ძმა? ასოცირებულია ტკივილთან. და? ასოცირებულია ტკივილთან! ყველა მისი მოგონება დღემდე და ალბათ დღის შემდეგაც ასოცირებულია დიდ ტკივილთან. 13 წლის იყო და, რომ დაკარგა. 15 წლის და ყავდა. ძალიან ლამაზი იყო ელენე ჯაყელი. აღაჟღაჟებული ლოყებით გამოირჩეოდა. 15 წლის ასაკში სერიული მკვლელის მსხვერპლად იქცა. ორი ნაბიჯით წინ , რომ ყოფილიყო პოლიცია ახლა ელენე ისევ აქ იქნებოდა. დედაც მაშინვე დაკარგა, ვერ გაუძლო შვილის გარდაცვალებას. მამა და ძმა.. ეს ორი ადამიანი იყო მხოლოდ ვინც ყავდა დარჩენილი. ადამიანები ხომ არაფერს შეგარჩენენ? "ავტოკატასტროფაში" მოკვდნენ. ეს არყოფილა შემთხვევით მომხდარი და ეს კარგად იცოდა ჯაყელმა. ეს კატასტროფა სწორედ მარგიანის ოჯახის მოწყობილი იყო. ჯაყელის მამა ზედმეტად უშლიდა ხელს მათ ბიზნესს. სიმართლის გამოაშკარავებას აპირებდა ერეკლე ჯაყელი და სწორედ ამის გამო დასაჯა მარგიანის მამამ. იმ დღეს ნინაც იქ მანქანაში უნდა ყოფილიყო..უნდა ყოფილიყო , მაგრამ სასწაულად გადარჩა. ჯაყელმა იცის ყველაფერი. იცის , რომ ყველაფერი მარგიანების მოწყობილია. 5 წლის მერე უბრუნდება საქართველოს, საქმე უნდა დაასრულოს! არ დატოვებს მარგიანებს დაუსჯელს, არ შეიძლება ! 5 წლის მერე ჯაყელი ბრუნდება სასწაული რეპუტაციით საქართველოში. ყველას და ყველაფრის გარეშე, არანაირი მეგობარი მას არ დარჩენია. მეგობრები ხომ მხოლოდ რაღაც მიზეზის გამო არიან შენთან. ჯაყელის შემთხვევაშიც ასე მოხდა. მეგობრები ყავდა მაშინ , როდესაც ოჯახის წევრები დაკარგა . ყველა მის მეგობარს სურდა ყურადღების ცენტრში მოქცევა, მაგრამ ნელ-ნელა მათი ნაგავი სახეები დრომ წაშალა. ახლა ჯაყელი დაბრუნდა და მარგიანით დაწყებული მეგობრებით დამთავრებული არავის არაფერს შეარჩენს. ასეთი ნინა ჯაყელი დედამიწას არ ახსოვს. ეს აპოკალიფსია დედამიწაზე და არა მხოლოდ იმიტომ , რომ საქმეში ჯაყელია, აპოკალიფსია იმიტომ, რომ ამ საქმეში ორი მანიპულატორი, ორი ბინძური სულის ადამიანია ჩარეული: ჯაყელი და მარგიანი.


მოკლედ, მე თუ ეს მოთხრობა გავაგრძელე ეს იქნება ყველაზე სერიოზული რამ რაზეც მიმუშავია. პირველი შემთხვევაა , როდესაც კეთილ ადამიანებზე არ ვაპირებ მოთხრობის დაწერას. მინდა დავწერო როგორია იყო უგრძნობი. "სულით ბინძური ადამიანები უფრო გიზიდავენ ხოლმე-ცდილობ დაადგინო სად დაკარგა ამ ურჩხულმა თავისი უმანკოება". ამ ისტორიის დაწერა მხოლოდდამხოლოდ "გროსმაისტერმა" შთამაგონა. მადლობა ამ წიგნს ჩემი სიგიჟემდე მიყვანისთვის და ისტორიის დაწყებისათვის, რომელიც აუცილებლად იქნება ჩემი შედევრი..თუ გავაგრძელე.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

რას ქვია თუ გააგრძელე?! არ გაბედო და არ შეწყვიტო... ასე მაგრად რო იწყებთ ხოლმე ამ ისტორიებს რატო წყვეტთ ვერ ვიტან ეფეთ ადამიანებს... თუ არ აპირებ დაწერას რატო დაიწყე?!...
მოკლედ ვგიჟდები ასეთი შინაარსია ისტორიებზე ვგიჟდები კიარა ვაფრენ მაბოდებს და ჭკუიდან გადავდივარ... იცოდე არ გაწყვიტო თორე მოვკვდები...
პირველ რიგში სათაურმა მიმიზიდა და რო წავიკითხე ჩავიძირე რასაც ქვია...
უმაგრესი დასაწყისია აი ძალიან მაგარი... როგოოოორ მაინტერესებს როგოოოორ...
"აპოკალიფსია იმიტომ, რომ ამ საქმეში ორი მანიპულატორი, ორი ბინძური სულის ადამიანია ჩარეული: ჯაყელი და მარგიანი." ამ სიტყვების მერე არ გაქ უფლება თქვა რომ "არ გავაგრძელებ".
სასწაულია და არ ვიცი რა ვთქვა გასაოცარი დასაწყისი და გაგრძელებაც ასეთი მინდა რო წავიკითხო... ჰთხოვ გააგრძელე და არ შეწყვიტოოოო...
მარგიანის დახასიათება საოცარი..ჯაყელის დახასიათება საოცარი... მათი დაპირისპირება?! აპოკალიფსზე მეტია .... უბრალოდ ძალიან მინდა ეს ისტორია ძალიან მინდა..... ორივეს ტკივილის მეტი არაფერი აქვთ და ეს აკავშირებთ... მაგრამ მართლაც რო გადატრიალება იქნება მათი შეხვედრა და დასასრულსაც სასწაულს ველი...
რაც მთავარია...ხო გააგრძელებ?!

 


№2 სტუმარი nini

unda gaagrdzelo aucileblad .ar dativo ese .adamianebs daainteresebt da mere agar debt shemdeg tavebs.veli

 


№3 სტუმარი Tako

Au gaagrdzele ra aucileblad ra dzaan damainteresesa da male dade ufro gazrdili tavebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent