ღამის ვალი [სრულად]
ასე თუ გააგრძელა მალე ამ სამსახურიდანაც გააგდებენ და დარჩება ისევ თავისი დის კმაყოფაზე. არა, როდემდე უნდა იყეყეჩოს, ამხელა ქალმა? მერამდენედ აძლევს უფროსი შენიშვნას ამ კვირაში. თანაც სულ ერთი და იგივე მიზეზით... მაგრამ ამანაც რა ქნას, ვერ იტანს იმ საშინლად ამაყ კაცს. როგორ უბრიალებს ხოლმე იმ თაფილისფერ თვალებს, გეგონება დიდი ვინმე მყავდეს. არადა ერთი ჩვეულებრივი მოკვდავია, თუმცა ფულიანი მოკვდავი... სინი ბარზე გააცურა და ცინიკურად მომღიმარ მეგობარს გაშლილი ხელი შემოსცხო კეფაზე. -რამდენჯერ გაგაფრთხილე ეგრე ნუ იცინიხარ-მეთქი!_ გაბრაზებულმა წამოიყვირა, სიმღერის ხმა რომ დაეხშო. -კარგი რა, შენც ხომ იცი რატომაც ვიცინი ასე. _ სიცილით გამოეპასუხა თაზო და არყის ბოთლი თავის ადგილზე დადო. -ხოდა მითუმეტეს რომ იცი! მიგასიკვდილებ შენც და იმ ვიგინდარა კაცსაც!_ თავი ოდნავ გადაწია უკვან და მამაკაცსზე მიუთითა მოცინარ თაზოს. -მოდის!_ სიცილით ჩაილაპარაკა ბიჭმა და ბარს გაშორდა. თვალებ აბიბინებული მიტრიალდა უკან და ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა. შიშით იცოცხე, უკანკალებს ხოლმე ფეხები... შეუძლებელია ასეთი კაცის დანახვისას არ შეგეშინდეს და ცხოვრება არ მოგბეზრდეს. თან ისე გიკვესებს თვალებს თითქოს დამნაშავე იყო მასთან. წარბაწეული დაუხვდა მამაკაცს და კითხვით ნიშნით სავსე მზერა მიაპყრო. მამაკაცი ოდნავ გადაიხარა მისკენ და ყურთან ახლოს გააჩერა ტუჩები. -ვისკი ყინულით!_ ბოხი ხმით ჩაილაპარაკა და თაზოს თავი დაუქნია. _ როგორ ხარ?_ ქალს მოუტრიალდა და გვერდულად მიაჩერდა. გვერდის ავლა დააპირა, მაგრამ მამაკაცის მძიმე ხელმა ამის საშვალება არ მისცა. თავისკენ მოატრიალა და გადარეული, დამშეული თვალებით მიაჩერდა. -დღეს ზედმეტად სექსუალური ხარ ლილუ! ჩურჩულით ჩაილაპარაკა და ქალი აათვალიერა. გაძალიანებულმა გამოგლიჯა მკლავი დამშეულ მამაკაცს და ქალების საპირფარეშოსკენ ლამის სირბილით წავიდა. შესვლისთანავე მივარდა ონკანს და წყალი მოუშვა, მუჭში დაიგუბა და დახარბებულმა შეისხა სახეზე... ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, იცის მისი რომ ეშინია და სპეციალურად უკეთებს ასეთ რაღაცებს. სისხლი უდუღდება იმ ირონიული სახის გახსენებისას. კისერზე ცივი ხელები მოისვა და ცხვირის წვერზე დაკონწიალებულ წყლის წვეთს მიაშტერდა. მაჯებიც დაიზილა დასამშვიდებლად და ფორმა შეისწორა. კარები გამოაღო, ჯერ გარემო მოათვალიერა და მერე გავიდა გარეთ. დარბაზში დაბრუნებულს, იქ აღარ დახვდა. მშვიდად განაგრძო საქმის კეთება, აღარავის მზერის ეშინოდა და საქმესაც ისე აკეთებდა როგორც საჭიროა. მთვრალი მამაკაცების და ქალების ატანა აღარ აქვს, აქ გამჯდარი სასმლის სუნიც გულს ურევს უკვე. ნორმალური სამსახური ვერსად იპოვა თორემ აქ რა გააჩერებს. ბართან მივიდა და დაღლილი მაღალ სკამზე შემოსკუპდა. -ხვალ ხომ იცი ბართან უნდა იდგე. _ შეახსენა თაზომ და კლენტს ჭიქა გაუწოდა. -შაბათი დღე საშინლად მიყვარს!_ ამოიჩურჩულა შეწუხებულმა. -პარასკევს და შაბათს არის ჭედვა თორემ სხვა დღეებში რა უჭირს. _ მხარი აუბა მის გვერდით მჯდარმა გოგონამ და თაზოს, ხელით რაღაცა ანიშნა. -შენ რა ქენი დაამთავრე მორიგეობა?_ მეგობარს მიუბრუნდა ლილუ. -აუ, ხო და ჩემს დეიდაშვილს ველოდები, გამომივლის და წავალთ. შენ რამდენ ხანში ამთვარებ? -მეც მოვრჩები ხუთ წუთში. -ხოდა ძალიანაც კარგი, ჩვენ გაგიყოლებთ ბარემ. -არა, ჩემით წავალ. _ ლოყებ აფარკლულმა წამოიძახა. -ამ შუაღამისას მარტო ბოდიალის მაინც არ გეშინია? თან გზაში ცოტას გავერთობით. _ თვალი ჩაუკრა და წვენი მოსვა. -გამოვიცვლი მაშინ და გამოვალ. _ ფეხზე წამოხტა ლილუ და ოთახისკენ წავიდა. უკან დაბრუნებულს ნინო გასასველ კარებთან დახვდა, მისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა და ხელის ქნევით დაემშვიდობა თაზოს. მანქანაში ლამაზი პირსახის გოგონა დახვდა, მორიდებით გაუღიმა და უკანა სავარძელზე მოთავსდა. ფორმით გაბურცული ჩანთა მუხლებზე დაიდო და ნინოს გახედა. -დადა, გაიცანი ეს ლილუა, ლილუ ეს არის რომ გიყვები ხოლმე, ჩემი სისხლის მშრობი. _ სიცილით გახედა დეიდაშვილს. -სასიამოვნოა. _ ღიმილით ჩაილაპრაკა ლილუმ და გოგონას გაუღიმა. -ჩემთვისაც. რას ვშვებით ახლა სახლებში მივდივართ თუ სადმე? -არა, მე სახლში მირჩევნია მისვლა. _ შორს დაიჭირა თავი ლილუმ და ნინოს გახედა. -კარგი მაშინ ლილუ დავაბინაოთ და მერე ჩვენ ავიდეთ ბუკასთან. _ ოდნავ გაწელა ხმა ნინომ და მეგობარს თვალი ჩაუკრა. სადარბაზოსთან ჩამოვიდა ქალი და გოგონებს დაემშვიდობა. კორპუსს თვალი ააყოლა და მეორე სართულზე შეაჩერა მზერა. შუქები როგორც ყოველთვის ჩართული დახვდა. წარბშეკრული წავიდა სადარბაზოსკენ და კიბეები აირბინა. ვერცხლისფერს ძველებურ კარებს შეხედა და საკეტს გასაღები მოარგო. როგორც ყოველთვის სახლში სიწყნარე სუფევდა. კესო, კომპიუტერის მაგიდასთან იჯდა და რაღაცებს წერდა. დას უკნიდან მიეპარა და გვერდებში საჩვენებელი თითები მტკივნეულად დაასო. შეშიმებული წამოფრინდა ფეხზე კესო და დას თვალების ბრიალით გადახედა. -სულ დაკარგე ამხელა ქალმა ჭკუა!_ გაბრაზებულმა ჩაიდუდღუნა და მაგიდს მიუჯდა. -კარგი რა სულ როგორ ჩამოგტირის ცხივრ-პირი, გეგონება შენი ვალი მქონდეს. _ გახუმრება ცადა ლილუმ და ჩანთა დივანზე მოისროლა._საჭმელი გვაქვს რამე თუ დღესაც არ გეცალა და ვერ გააკეთე? _ ირონიულად გახედა ფურცლებში ჩაკირკიტებულ დას. -მაცივარშია სალათაა და ის ჭამე. _ ცხვირაბზუებულმა გასცა პასუხი დას. -ერთხელაც იქნება ეგ შენი უფროსი დაგადებს და ნახავ მერე!_ მოჩვენებით სიბრაზით დაგესლა და და სამზარეულოსკენ წავიდა. -შეეშვი შენ ჩემ უფროს და ნუ გაქვს გესლიანი ენა!_ გამოეპასუხა საოცრად გაღიზინებული კესო. -თვალი არ ეცეს ბატონ მამულიკოს. _ სისინს არ წყვეტდა ქალი. _ ისე რაო, რას ამბობს ხელფასს როდის მოგიმატებ ბავშვს რომ გამიგორებ მაშინო?_ ხმა დაისერიოზულა ლილუმ. -რა გინდა, ლილუ? ხომ იცი რომ მიყვარს და რას გადაგვეკიდე?_ წარბები კუშტად შეკრა კესომ. -შენ გიყვარს, მაგრამ იმას მხოლოდ ერთი რაღაცისთვის უნდიხარ... რატომ არ გესმის ეს, ჰა? რას იწამებ თავს, რატომ ცდილობ რელობის დამალვას და სადღაც ჯანდაბაში გადამალვას?_ ყვირილით გამოეპასუხა. -მიყვარს-მეთქი!_ ტირილნარევი ხმით ამოიჩურჩულა კესომ. -გავიგე, ვა! რამდენჯერ უნდა გამიმეორე ერთი და იგივე? შენი თავი მაინც არ გეცოდება?_ დას გვერდით მიუჯდა და აცახცახებულ მუხლზე ხელი დაადო. -მიყვარხარო მეუბნება, ლილუ და რა ქნას მეტი?_ ამოიტირა საცოდავად და დას მიაჩერდა. -მარტო გეუბნება!_ გესლიანად ჩაიქირქილა და მამაკაცზე გაბრაზებულმა სივრცეს გახედა. _ რაო, რას ამბობ, როდის გავცილდები იმ ალქაჯს და როდის მოგიყვანო მერე? მარტო მიყვრხარ და ჩემი გახდიო როდემდე უნდა იძახოს?_ არ წყვეტდა დის დარიგებას ლილუ. -ხომ იცი სანამ ცოლს არ გაცილებდა ახლოსაც არ გავიკარებ, მაგრამ არც შორს ყოფნა შემიძლია. -შენ გირჩევნია ეგ შენი სიწმინდე ბოლომდე დაიცვა, თორემ დარჩები პირგამომშრალი! ერთხელ გაგსინჯავს და მერე ისევ ცოლი შეუყვარდება. -ნუ ხარ დამპალი. _ ხელი კრა დას და სკამიდან გადააგდო. -დამპალი კი არა მართალი ვარ და შენც იცი ეს. _ ფეხზე წამოდგა და ნატკენი საჯდომი დაიზილა. -აი, ნახავ, ხელს რომ მთხოვს. _ ჯიბრიანად უპასუხა და სიმწრით გაიცინა. -შენ ხომ იცი, რომ მე ეგ ყველაზე მეტად გამიხარდება? იმედია მე აღმოვჩნებდები იდიოტი და სულელი და ის კარგი და მართალი. _ ლოყაზე აკოცა დას და სამზარეულოში შებრუნდა. მაცივრიდან სალათა გადოიღო და სუფრა ორ კაცზე გაშალა. კესოსაც გასძახა და ერთად მიუსხდნენ სუფრას... და საოცრად აღელვებული ჩანდა, მიხვდა რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ რა ქნას. კესოს მეტი არავინ არ გააჩნია და არ უნდა ეს ერთადერთიც გაუბედურებული ყავდეს. იცის ასეთი მამაკაცები რისი გამკეთებლებიც არიან, და იმიტომაც არ სჯერა მამუკასი. მაგრამ დის ამღვრეულ და საოცრად ბედნიერ თვალებს რომ ხედავს საკუთარი თავი სძულს სიმართლისთვის. როგორი მოსასმენია საყვარელ კაცზე ასეთი სიბინძურე. მართალია მამუკას პირისპირ არ იცნობს, მაგრამ არც ისე შორსა მისგან რომ რაღაცების გარკვევა ვერ შეძლოს. ცოლი რამდენიმე წლის წინ მოუყვანია, იმ ქალს შვილი არ უჩნდება და ამიტომ ურთიერთობა გაუცივდათ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ მამუკა გაცილდება. რომელი სულელი დაანგრევს ოჯახს მაგ მიზეზით თუ ცოლი უყვარს. ან პრესას სად წაუვა მერე? ამიტომაც აჭიანურებს ალბათ ამ ამბავს და ამ საწყალ გოგოსაც აიმედებს ტყუილად. -დღეს დილით ჩემთან იყო და მივლინებაში მიშვებს ერთი თვით. _ ხმადაბლა ჩაილაპრაკა კესომ და ჩანგალი დადო. -მარტო შენ?_ ინტერესით კითხა და პომიდორი დააგემოვნა. -ხო მარტო მე. თვითონ სხვაგან მიდის და ასე ავცდით ერთმანეთს, თან მგონი კარგიც არის. სხვა გარემოში უფრო კარგად დავფქრდები და იქნებ საღ აზრამდეც მივიდე. -მე მეგონა შენ საღ აზრზე იყავი!_ სიცილით გადასძახა დას. -ვარ, მაგრამ უკეთესაც მინდა დაფიქრება. სამსახურში სულ მამუკას გვერდით ვარ და თვალს ვერ ვარიდებ. ახლა ცოტახნით რომ ვერ ვნახავ იქნებ მეშველოს რამე. _ იმედიანად ჩაილაპრაკა და დას გახედა. -იქნებ მამუკასაც ეშველოს რამე და დროზე დაადგას განქორწინებას საშველი. -შენ როგორ ფიქრობ მართლა არ ვუყვარვარ?_ კითხა ცრემლმორეულმა. -არ ვიცი, კესო, მე რა ვიცი აბა? მაგრამ ასე ადვილად ვერაფერს გაიგებ, ცოლიანია და მდიდარია. ეგეთ კაცებს თავში ათასი საზიზღარი აზრი უტრიალებთ. _ შიშველ მხარზე ჩამოუსვა ხელი დას. -კარგი, გვეყოფა ამდენი მამუკა. შენ ის მითხარი ის კაცი კიდევ მოდის შენთან?_ ღიმილით გახედა დას. -არ მითხრა, ყოველ დღე მოდის და სისხს მიშრობს! საოცრად ცივი და უხეშია. რომ განახა ალბათ გააფრენ. _ შეშინებულმა ჩაილაპარაკა და მოსასხამი მჭიდროდ მოიხურა... აკაკის გახსენებისას ერთიანად დაუარა ცივმა ტალღამ სხეულში. ამ მამაკაცის ნახვისას მხოლოდ უარყოფითი ემოციები იყრიან მასში თავს. ვერაფრით დააჯერა საკუთარი თავი, რომ მისი არ უნდა ეშინოდეს. თითქოს გამოსდის, მაგრამ როგორც კი კლუბში ფეხს შემოდგამს იქ ინგრევა ეს ძლივს შეკოწიწებული, იმედები. ცუდი პიროვნება ნამდვილად არ არის, როგორც იცის. მაგრამ ისეთი საშინელი გამოხედვა აქვს რომ მისი კარგი ცოტა უკვირს. იქნებ უბრალოდ პიარისთვის ამბობენ, ასეთ რაღაცებს და სულაც მკვლელია. «მკლველის მზერა კი აქვს ისე.» სიცილით გაიფიქრა გონებაში. აკაკი რამოდენიმე თვის წინ გაიცნო შემთხვევით, კლუბში. მაშინ ახალი დაწყებული ქონდა იქ მუშაობა და არაფრის აზრზე არ იყო.... ამიტომაც ძალიან დიდ დროს კლუბში ატარებდა და თაზოს დახმარებით ცდილობდა კარგი მიმტანი დამდგარიყო. ბარშიც ეხმარება ხოლმე ბიჭს ზოგჯერ, როცა ბევრი კლიენტია და მათ მომსახურებას ვერ აუდის. გვიან ღამით შევიდა აკაკი კლუბში, შავგვრემან ლამაზმანთან ერთად. ისე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, რომ ლილუს არცერთი გამოპარვია. მათ მაგიდას ახალბედა კვარაცხელია მოემსახურა და შენიშვნაც მიიღო. იმ დღის შემდეგ ვერ იტანს აკაკის. ისეთი ცივი და ბოროტული ბარიტონით მისცა შენიშვნა, რომ ფეხებს ქვევით საყრდენი გამოეცალა და ლამის წაიქცა. თან ვერ იტანს როდესაც ამცირებენ, უმიზეზოდ და სხვისი თანდასწრებით. გამოლანძღვას აპირებდა თაზოს ხმამ რომ შეაჩერა. იმ დღეს უამბო მასზე ყველაფერი ბიჭმა და იმის მერე შიშით ხმას რაღა ამოაღებინებდა. მათ მაგიდასთან ნინო გაუშვა, თვითონ სხვა კლიენტებისგან იღებდა შეკვეთებს. ის კვირა იმ გოგოსთან ერთად დადიოდა სულ, აკაკი. მერე შეიცვალა და ყოველ ღამე სხვადასხვა ლამაზმანი ედგა გვერდით. თავიდან საერთოდ არ აქცევდა მის გამოხტომებს ყურადღებას, მაგრამ მერე ამდენი სხვადასხვა ქალი თვალში ცუდად ხვდებოდა. ამ კაცის დამსახურებაც არის, მამუკას რომ არ ენდობა... იცის რომ ფული საოცრად ამახინჯებს მათ... ესეც ფულით გატენილი ტომარა და მამუკაც. ვინ იცის, იქნებ ისიც ასე დადის ქალებთან ერთად სხვა კლუბში. კესოს დაემშვიდობა და დასაძინებლად შევიდა ოთახში. ჭერზე ჩამოკიდებულ სათამაშოს თითი გაკრა და საწოლში შეწვა. ორი დღეა ნორმალურად არ უძინია, გამოძახებაზე იყო და იმიტომ. როცა მომსახურე პერსონალი აკლდება უფროსს ლილუს ურეკავენ და ამით ხელფასსაც იზრდის, მაგრამ ძილს იკლებს. სასწავლებელი დიდი სამბით დაამთავრა, სამსახური მაინც ვერ იშოვდა და ის დიპლომი კი აქვს გამოკრული ოთახში... სიცილით გახედა თაროზე მიყურებულ თეთრ ქაღალდს. ორი დღის დაღლილობა ერთბაშად მოაწვა ორგანიზმს და მალევე გათიშა ფიქრებში ჩაფლული ლილუ. დილით ადრიანად ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა, თვალების ფშვნეტვით გადაწვდა ტელეფონს და ნომერს დახედა. « ფუ შენი, გამორთვა როგორ დამავიწყდა...» წაიწუწუნა და ტელეფონი ისევ კომოდზე დააბრუნა. « ამ კაცს ჩემს გარდა გამოძახებებზე სხვა არ ყავს.. რას გადამეკიდა?» ჩაიბურდღუნდა და ბალიში თავზე დაიფარა. ცოტახანში ზარი მიწყდა და ყურებმაც დაისვენა. სწრაფად აიღო ტელეფონი ხელში და ხმა გამოურთო აპარატს, მერე კი საღამომდე თვალიც კი არ გაუტოკებია. გვიან კესოს შეხებამ გამოაფხიზლა, თვალები ნელა გაახილა და მოთენთილი სხეული ძლივს წამოწია საწოლიდან. რამოდენიმე ნაბიჯის შემდეგ თავბრუ დაეხვა, ასე იცის დიდხანს როცაა საწოლში. კესოს მოჭუტული თვალებით გახედა და კითვა უსიტყვოდ დაუსვა. -რახდება? -დღეს მამუკამ დამირეკა და ხვალ მიფრინავ დილითო. _ მოწყენილმა ჩაილაპარაკა. -სად მიდიხარ ერთი ისიც შემახსენე. -მიუნხენში. _ სიცილით ამოიჩურჩულა. -ლუდი შენზეა. _ სიცილით გამოეპასუხა ლილუც და ოთახიდან გავიდა. _ ანუ ხვალ დილით უნდა გაგაცილო? -არა, მამუკამ მე წაგიყვან აეროპორტშიო. _ ხმადაბლა შეაპარა დას. -დავაიო რა, ჩემი და გამიყვანსო ასეთი პასუხი გაეცი!_ ბრძანებასაცით გასმა ლილუს ხმა. _ მოიცადე, შენ რამეს ხომ არ მიმალავ? შემთხვევით მაგასთან ერთად ხომ არ მიფრინავ და მაბოლებ?_ გაღიზინებულმა ჩაისისინა და დას თვალებში ჩახედა. -შენ თავს გეფიცები მარტო მივიდივარ. _ გულზე ხელი დაიდო კესომ. ასე როცა აკეთებს ე.ი. სიმართლეს ამბობს. ღიმილით გახედა დას და ლოყაზე აკოცა. -მე გაგიყვან დილით, ტაქსით. -კარგი, მაშინ დავურეკავ და გავაგებინებ. რვა საათისთვის გაემზადა და კლუბში წავიდა, შესვლისთანავე მოკრა კუთხეში მდგარ სავარძელში მჯდარ აკაკის თვალი. მამაკაცი ძმაკაცთან ერთად იჯდა და საუბრობდა. გვერდი ჩვეულებრივი მზერით აუარა და გამოსაცვლელი ოთახისკენ წავიდა, მკლავში ნაცნობი და ძლიერი თითები რომ იგრძნო. თვალების ბრიალით ახედა მასზე ბევრად მაღალ მამაკაცს. -რა გინდა?_ კითხა გაღიზინებულმა და ხელის განთავისუფლება ცადა. -ნორმალურად მელაპარაკე!_ დაუღრინა აკაკიმ და მაჯაზე თითები უფრო მოუჭირა. -მეტკინა, შე ცხოვრელო!_ ამოიკნავლა საცოდავად და მამაკაცს მკერდზე თავისუფალი ხელი მიკრა. იგრძნო როგორ დაეჭიმა ძარღვები ყელზე და ხელზე აკაკის და შეშინებულმა ააფახუნა თვალები. მიხვდა რომ ძალიან დიდი სისულელე წამოიძახა რამდენიმე წამის წინ რაც ახლა ზიანს მოუტანს... -რამდენჯერ გაგფრთხილე ენა მოიმოკლე და წყობიდან ნუ გამოგყავარ_მეთქი!_ ხმა საოცრად გაუცივდა აკაკის და ცეცხლით მოკიაფე თვალები მიანათა. -აბა არ მიშვებ ხელს და. ამოიკრუსუნა დაფრთხალმა და ხელს დახედა. თითების გარშემო გაწითლებული დახვდა მკლავი. მამაკაცმა მის მზერას თვალი გააყოლა და ხელი სწრაფად მოაცილა ქალს. დამჩნეულ თითებზე ხელი დაისვა ლილუმ და ტკივილით ამოისლუკუნა. უსიტყვოდ გაცილდა, ერთ ადგილზე მიყინულ მამაკაცს, თან გზაში ხელს იზელდა და ცრემლების გადაყლაპვას ცდილობდა. სლუკუნით გამოიცვალა ტანსაცმელი და უკან დაბრუნდა. ცდილობდა თვალები იქითკენ არ გაქცეოდა და სულ წინ იყურებოდა. თაზოს გვერდით დაუდგა და კლიენტებს თვალი მოავლო. როგორც ყოველთვის დღევანდელ შაბათსაც უამრავმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი კლუბში. შემოსასვლელისკენ გააპარა თვალი და მოკამათე დაცვის დანახვისას გაეღიმა. სულ ასეთი ვითარებაა, დარწმუნებულია, რომ არასრულწლოვან ახალგაზრდებს ეკამათება ახლა და ცდილობს აუხსნას რომ მათი აქ დაშვება მიზანშეწონილი არ არის. მის წინ ასვეტილი აკაკის დანხვისას სუნთქვა ტრადიციულად გაუხშირდა, შეშინებულმა დაავლო ვისკის ჭიქას ხელი და ნახევრად სასვე გაუწოდა. მამაკაცს ტუჩის კუთხეში ცინიკურად ჩაეღიმა და მაღალ სკამზე შემოჯდა. « მთელი საღამო აქ თუ იჯდა, ალბათ გული დამარტყამს.» გაიფიქრა და მამაკაცს მზერა აარიდა. აკაკი კი ჯიუტად არ დგებოდა და მიდიოდა, თან დაჰიპნოზებულივით მისჩერებოდა ქალს და მის ყველა მოქმედებას ვნებამორეული აკვირდებოდა. -ლილუ, მერე შენთან სალაპარაკო მაქვს!_ მისმა ხმამ გამოაფხიზლა და ჭიქა ბარზე დადო. -ახლა გისმენ. _ შეეცადა ხმა დაემორჩილებინა. -არა! ახლა, თანაც ამ ვითარებაში არ ივარგებს... მერე სადმე წყნარად დავსხდეს და ვისაუბროთ, შემოთავაზება მაქვს!_ თვალი ჩაუკრა აკაკიმ. -მე და შენ წყნარ გარემოში სასაუბრო არაფერი გვაქვს!_ მკაცრად გასცა პასუხი და გოგონას ღიმილით გაუწოდა კოქტეილის ჭიქა. -როგორ არა გვაქვს, თანაც საკმაოდ საინტერესო თემაზე!_ მოუკლედ მოუჭრა და თავისი კუთვნილი ადგილისაკენ წავიდა. ამრეზიით გააყოლა მიმავალ მამაკაცს მზერა და შუბლი ხელის ზურგით მოისრისა. მის გვერდით მდგარ თაზოს, «მიშველე» თვალებით გახედა და ბარი დატოვა. თავშესაფარი ამჯერადაც ქალების საპირფარეშოში იპოვა. ერთ-ერთი კაბინის კარებს მიეყრდნო და უფლით დაცვარული ყელი ხელისგულებით შეიმშრალა. « განა რა მითხრა ისეთი, ასეთ დღეში რომ ჩავარდი.» უწყრებოდა საკუთარ თავს და სარკეში იყურებოდა. « არა ხომ ვამბობ, მკვლელი და ვიგინდარაა-მეთქი. აბა სხვა ვინმე ასე როგორ შეამშინებდა...» «ნუ ხარ შენ ბოროტი ადამიანი! საიდან დაასკვენი რომ მკვლელია, სად გინახავს შენ აკაკის მოკლული კაცი?» უცებ გამოფხიზლდა და საკუთარ თავს წაეჩხუბა. რაც არ უნდა იყოს, თუ თვითონ არ ნახა აკაკი მსგავს სიტუაციაში არაფრის დიდებით არ დაიჯერებს, რომ მკვლელია. მერე რა, ასეთი ცივი გამოხედვა რომ აქვს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ადამიანის უმოწყალოდ მოკვლა შეუძლია! ფიქრების გასაფანტად ახლად შემოსულ წითურ გოგონას გახედა და გაუღიმა. წინსაფარი ფრთხილად შეისწორა და ისევ ბართან დაბრუნდა. -წავიდა?_ თვალი იმ სავარძლებისკენ გააპარა სადაც რამოდენიმე წუთის წინ აკაკი იჯდა. -შენ რომ გახვედი იმ წუთასვე... ხდება რამე, ლილუ?_ თბილად დაუსვა ხელი თაზომ. -არა არაფერი. უბრალოდ ხომ იცი ეგეთ ადამიანებზე როგორც მემართება ხოლმე. _ შეეცადა სიმართლე სიცილით დაეფარა. -აკაკი არ არის ცუდი ადამიანი დამიჯერე, რა! პროსტა ეგეთი სტრანნი ტიპია!_ თვალი ჩაუკრა თაზომ და მომავალ უფროს გახედა. _ ამას შეხედე ტო, როგორ მოდის. _ გადაჩურჩულა ლილუს და უფროსის, სიარულის მანერაზე აკისკისდნენ. -აბა რახდება, უკმაყოფილო კლიენტი ხომ არ ყოფილა?_ საფირმო ფრაზით დაიწყო კითხვების დასმა ირაკლიმ. -არა, დღეს კარგი დღე გვაქვს. _ გამოეპასუხა თაზო. -კარგია. მე მაღლა ვიქნები და თუ ვინმემ მიკითხოს ამოუშვი! რკინის ლამაზად მომრგვალებული კიბეებისკენ წავიდა ირაკლი და გაუჩინარდა. -ამას რომ ფული აქვს იმის ნახევარი მომცა, ცხოვრებას მოვიწყობდი. _ სიცილით წამოიძახა ლილუმ. -ბარემ ოცნებობ და მაგის მთლიანი ჯიბე ინატრე. _ დაცინა თაზომ. -არა! ეგეთი ფულისტიც კი არ ვარ, დამრჩება ოხრად და რად მინდა? -ფული იყოს ლილუ და დასახარჯი ყველგანაა. გვიანობდამდე მოუწია მუშაობა, შაბათ დღეს სულ ასეთი გადარბენებია, სამსახურიდან მოსული ხალხი ღამის გახალისებას ცდილობს და კლუბებს არ იკლებს. დილის ოთხ საათზე მორჩა ცვლას. სახლამდე ტაქსით მივიდა და კიბეები სწრაფად აირბინა. ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს ვინმე მოყვება უკან. სახლის კარებთან გაჩერდა და სადარბაზოს ცალი თვალით გადახედა. საკეტს გასაღები მშვიდად მოარგო და სახლში შევიდა. კესო, ბარგს ალაგებდა და წინ და უკან დადიოდა. დას ღიმილით მოხვია მკლავები და ლამაზად ჩაცვენილი ლოყები დაუკოცნა. -ცოტა თუ არ შევჭამე სული გამძვრება. _ გაიცინა ლილუმ და სამზარეულოსკენ წავიდა. -გაზზე დგას საჭმელი. _ თითით გაზისკენ ანიშნა კესომ და ჯინსის შარვალი ჩანთაში კოხტად ჩაკეცა. -სახლიდან რომელზე უნდა გავიდეთ? -ექვსის ნახევარზე რეგისტრაცია იწყება... ასე ხუთისთვის გავიდეთ._ მამუკა იყო შენ რომ წავხედი აქ. _ დამნაშავესავით ჩაილაპრაკა და დივანზე ჩამოჯდა. ლუკმა სასულეში გადაცდა ლილუს და ხველება აუტყდა. -რა უნდოდა?_ წყალი მოსვა და დას გახედა. -არაფერი დამემშვიდობა და წავიდა. -ეგ რამდენი ხნით მიდის? -მაგასაც დღეს აქვს ფრენა ოღონდ რვაზე... ორი კვირით მიდის. -მიდი მალე ჩაალაგე ბარგი თორემ დაგაგვიანდება. _ თემა უცებ შეცვალა ლილუმ. საშინლად გაუჭირდა კესოს გაცილება... ცრემლებით გამოემშვიდობა დას და აეროპორტი დატოვა...შინ დაბრუნებულს იქაურობა საოცრად ცარიელი და ცივი დახვდა. თურმე როგორ ავსებდა ამ პატარა სახლს ის საძაგელი გოგო. დივანზე მიგდებულ თეთრ მაისურს დასტაცა ხელი და გულზე მიიხუტა. მთელი ღამე თითები არ გაუშვია, კესოს მაისურისთვის. გამთენისას თაზოს ზარმა გააღვიძა. ბიჭის ძაგებით წამოდგა ფეხზე და იქვე მიგდებული ზურგზაგი ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო. «მოვკლავ!» -დილამშვიდობისა, ლილუ... _ უცებ მიაყარა ბიჭმა. -მოხდა რამე?_ თითებით თვალები დაიზილა. -ირაკლიმ დღეს კლუბს არ ვაღებო და შეგიძლია სახლში დარჩე. _ მხიარულად უპასუხა ბიჭმა. -რა მაგარია, კარგი ბიჭი ხარ რომ გამაგებინე. _ სულ გადაავიწყდა თაზოს მოკვლა რომ ქონდა განზრახული -ხვალამდე და გკოცნი. -მეც! ტელეფონი საწოლზე ისროლა და ფეხშიშველი სამზარეულოში გავიდა. გრძელი მაისური სასაცილოდ უფარავდა საცვალს. ჩაიდანი ჩართო და თავის კუთვნილ ჭიქაში ყავა ჩაყარა. ფინჯანი მაგიდაზე დადო, ფეხები აიკეცა და ისე მოკალათდა სკამზე. ოდნავ შეპარულ სიცივეს არ იმჩნდევდა და ცხელი ყავის აცხრობდა. ფარდის ჭრილში შემპარულ მზის სხივებს მზერას არ აცილებდა და ფიქრებით კესოსთან მოგზაურობდა. « ნეტა თუ ჩაფრინდა.» ჩაიჩურჩულა და სახლის ტელეფონს გახედა. « რომ ჩაფრენილიყო დამირეკავდა.» ფეხზე წამოდგა და ფინჯანით ხელში ოთახში დაბრუნდა, ყავა კომოდზე დადგა და ტელეფონს დააჩერდა. არცერთი გამოტოვებული ზარია უცხოეთის ნომრიდან, ე.ი. ცოტახანში დარეკავს. მეორე კომოდზე დადებულ ლეპტოპს გადაწვდა და სოციალური ქსელი გახსნა, იქაც ერთი და იგივე. არავინ არ არის ისეთი ვინც ოდნავ მაინც გამოუკეთებს ხასიათს. მეგობრებიც რომ არ ყავს აქ, ზოგი სად არის და ზოგი სად... ეჰ' რა კარგი იყო თინეიჯერობის ასაკი, ყველა ერთად იყრიდა თავს და ძებნაც არ ჭირდებოდათ. ახლა ერთი გერმანიაშია, ქმარ-შვილთან ერთად მეორე ბათუმში სასწავლებლად. აწკრიალებულ აპარატს დასტაცა ხელი და ღიმილით უპასუხა. -როგორ ხარ, ლილუ?_ მოესმა დის წკრიალა ხმა და ერთიანად დამშვიდდა. -ამდენხანს რატომ არ დამირეკე?_ გაუჯავრდა უმცროს დას. -სანამ დავბინავდი გამეპარა დრო. _ სიცილით იმართლა თავი. -კარგი არაუშავს, როგორ ხარ? -დაღლილი ვარ საშინლად. ახლა ცოტას წავუძინებ და მერე შეხვედრაზე ვარ წასასვლელი. -მიდი დაიძინე და რომ გაიღვიძებ დამირეკე რა დროც არ უნდა იყოს! -კარგი, გკოცნი, ლილუ!_ თბილად დაემშვიდობა და და ტელეფონი გათიშა. ეს დღეც თითქმის გაეპარა, სახლში მაინც ქონდეს რამე საქმე გასაკეთებელი. გუშინ კესოს ყველაფერი დაულაგებია... ისეც სულ კესო ალაგებს თითქმის. აბა ლილუს სად ცალია, გვიან ღამით მოდის და მერე მთელი დღე დაღლილს და გასავათებულს ძინავს. ამისთვის შაბათ-კვირა არ არსებობს და ორშაბათი! სააბაზანოსთვის საჭირო ნივთები მოიმარაგა და წყლის ჭავლის ქვეშ დადგა. ამ ბოლო დროს ბანაობისას ფიქრები საერთოდ არ აწუხებს. ან რაზე უნდა იფიქროს? ოჯახი ამას არ ყავს სარჩენი და პრობლემები ამას არ აქვს. ერთი და ყავს რომელსაც ახლა მკვდარივით ძინავს და სამსახური აქვს, რომელიც დღეს დალუქულია. ფხაკუნის ხმისთვის ყურადღება არ მიუქცევია, საერთოდ ასე იცის ხოლმე. ბანაობის დროს სულ ესმის რაღაც ხმები, მაგრამ არაფერიც არ ხდება. მოლანდებები აქვს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ ალტერეგოები მასზე. ამიტომ ყურადღება არასდროს მიუქციევია, მაგრამ დღეს საშინლად მოხვდა ყურში კარების გაჯახუნების ხმა. დაფეთებულმა შემოიხვია, ჩამოკიდებული ფარდა და თვალები შეშინებულმა დაჭყიტა. დავიჯერო ამ დილაუთენია ქურდი შეოიძურწა სახლში, არა გამორიცხულია... ბოლოს და ბოლოს ხალხის მოერიდებოდა! იქვე დაგდებულ ხალათს დაწვდა და ქაფიან ტანზე შემოიცვა. «კიდევ კარგი თმები არ დავისველე» ინუგეშა თავი და სააბაზანოს კარები ქურდივით გააღო. -ვაიმეე. დაფეთებულმა იკივლა და უკან გახტა. სველ მეტლახზე წონაწორობა ვეღარ დაიცვა და ძირს გაადინა ზღართანი. ტკივილისგან ამოიკვნესა და მის წინ მდგარ ცინიკურად მომღიმარ აკაკის გახედა. მამაკაცს ხელები ჯიბეში ჩაეწყო და ერთ ადგილზე ქანაობდა. სწრაფად ჩამოიფარა ოდნავ აწეული პირსახოცი ფეხებზე და შეშინებულმა ახედა კაცს. გულამოვარდნილმა ააყოლა კაცს თვალი და წარმოიდგინა როგორ კლავს. დამფრთხალმა დახუჭა თვალები და მზერა აარიდა. ან როგორ შემოაღწია დაკეტილ სახლში, ან საერთოდ რა უფლებით მოვიდა მასთან დაუკითხავად. როცა მიხვდა რომ პრივილეგიები მის მხარეს იყო ფეხზე ძლივს წამოიზლაზნა და მამაკაცს წინ აესვეტა. ტკვილი ჯერ კიდევ უმანჭავდა სახის ნაკვთებს. -შენ აქ... რა ჯანდაბა გინდა?_ შეტევაზე გადავიდა ლილუ. -გუშინ გითხარი სასაუბრო გვაქვს-მეთქი!_ ბარიტონი გაიმკაცრა აკაკიმ, გეგონება ვინმე თავის ტერიტორიაზე ედავებოდეს. -შენ მგონი არ ხარ სრულ ჭკუაზე... მერე მაგის გამო სახლში უნდა შემომივარდე? იქ ვერ დამელაპარაკები? ახლავე დავურეკავ პოლიციას და გიჩივლებ!_ სააბაზანოდან გასვლა ცადა, მაგრამ აკაკის სხეულმა ამის საშუალება არ მისცა. _ ჩამომეცალე გზიდან შე მაინიაკო! როგორ მივარდები სახლში, რა უფლებით?_ არ ცხრებოდა ლილუ და მუშტებს მკერდზე უბრახუნებდა. -დაასრულე ისტერიკა?_ მშვიდი ხმით კითხა აკაკიმ. -ერთი ამას დამიხედეთ, კიდევ აქეთ რომ არის დიდ გულზე!_ გაცოფებულმა წამოიკივლა და კაცს ჯიქურას მიაჩერდა. -ლილუ, გეყოფა ეს უაზრო ისტერიკები! გითხარი სასაუბროდ მოვედი-მეთქი და ნუ მეპანიკიორები! _ მკლავეზე ხელი დაავლო და მისაღებში გაათრია. -გიჩივლებ! აი ნახე თუ პოლიციაში არ დაგასმინო!_ არ ცხრებოდა კვარაცხელია. -ეგ ზღაპრები პატარა ყაჩაღები რომ გეყოლება იმათ მოუყევი!_ დამცინავად მიუგო კაცმა. -რა გინდა მითხარი და წადი! _ დამშვიდებულმა ძლივს ამოისუნთქა. -სამსახური მინდა შემოგთავაზო, ჩემთან სამდივნოში! რაო? რა მინდა შემოგთავაზოო? ერთი ამ გარეწარს დამიხედეთ. ბარემ უთხრას საწოლშიც ჩამიგროდიო. იგრძნო როგორ იძაბებოდა უარესად და შეეცადა თავი გაეკონტროლებინა. ჯერ აკაკისგან შემოთავაზება გაუკვირდა და მერე ამ ფორმით. სამდივნოში დააწყებინებს მუშაობას, მერე ეტყვის რა სექსუალური ხარო. « ეგ ნათქვამი აქვს, თანაც არაერთხელ.» გაიფიქრა და მის წინ მდგარ, წარბშეჭმჯუხნულ მამაკაცს მიაჩერდა. ისეთი სახე აქვს თითქოს საკუთარ სახლში ზის და არაფერს აშავებს. არადა როგორ შემოუვარდა ამ ახალგზარდა გოგოს. კანონით ეს ისჯება და შეეცდება ამ მანიაკს ჭკუა ასწავლოს. -მე ჩემი სამსახურით კმაყოფილი ვარ!_ გადაჭრით ჩაილაპარაკა ლილუმ. -შენ ჩემზე უკეთ იცი რა სიტუაციაშიც გიწევს მუშაობა, ასე რომ ჩემს დაბოლებას მოეშვი! -როგორც არ უნდა მიჭირდეს იქ, შენთან მაინც არ წამოვალ სამუშაოდ!_ წარბები შეკრა გოგომ. -წამოხვალ! ძალიან მარტივად! თვალი ჩაუკრა აკაკიმ და მისკენ ოდნავ გადაიხარა. შეშინებული გაიწია უკან, მაგრამ აკაკი მაინც ვერ შეაჩერა. თვალებაწყლიანებულმა გახედა კაცს, წამებში იმდენი რამის გაფიქრება მოასწრო რომ თვითონაც შეეშინდა საკუთარი ფანტაზიის. ახლა რომ ეცეს და აქვე მის სახლში უქნას რამე, სად უნდა წავიდეს მერე. ხომ დაიღუპა ეს საცოდავი. გაშლილი ხელი გულზე მიადო და მუდარით მიაჩერდა მამაკაცს. აკაკის მსგავსი რაიმე თუ აქვს ჩაფიქრებული ვერც შეატყო, მაგრამ ისეთი ვენებიანი თვალებით მისჩერებია მის მოღეღილ მკერდს, ხალათის ქვევიდან რომ უმზერს. ცალი ხელით შეისწორა ხალათი, მამაკაცმა ამჯერად მზერა ტუჩებზე გადაიტანა. დაფიქრებაც ვერ მოასწრო ლილუმ ისე აღმოჩნდა აკაკის ძლიერ მკლავებში. ორივე ხელი მჭიდროდ მოუჭირა მხრებზე და თავისკენ მიიზიდა. «დავიღუპე, ახია შენზე, ლილუ...» გულში აზლუქუნდა კვარაცხელია. -ხვალვე შეხვალ ირაკლისთან და ეტყვი რომ სამსახურიდან მიდიხარ! _ კატეგორიული ხმით ჩაილაპარაკა აკაკიმ და თითები უფრო მოუჭირა. -შემეშვი! სად აგიკიდე ეს მოუშორებელი ჭირი!_ ამოიტირა და გაფართხალდა... -ნუ ხვანცალებ და რასაც გეუბენბი გაიგონე! ან შენ ეტყვი, ან მე ოღონდ ცოტა სხვა ფორმით! _ ბარიტონი გაამკაცრა მამაკაცმა. -რას გადამეკიდე? არ მინდა სხვა სამსახური!_ მოდუნებული ხელებიდან დაუძვრა კაცს და უკან გახტა. -ბევრად მაღალი ანაზღაურება და ნორმალური პირობები გექნება. _ მისი მოთაფლვა ცადა კაცმა. -კი როგორ არა, დაგიჯერე... ერთ თვეში დივანზე მდივანი და ეგ არის! _ ცინიკურად ჩაიდუდღუნა ლილუმ. წამებში მიეჭერა მამაკაცი და ლოყებზე თითები წაუჭირა. -ჩემთან სამსახურში, ქალებს პატივს სცემენ! არც შენი იქნები გამონაკლისი, მაგრამ ვერ დაგპირდები რომ სამსახურის გარეთაც ასე იქნება!_ ბოლო სიტყვები გველივით ჩაისისინა აკაკიმ. კიდევ ერთხელ შეაწუხა არაკომფორტულად მიტმასნულმა ხალათმა. თანაც საკუთარ სახლში, ასეთ ფორმაში უცხო მამაკაცის თანდასწრებით. სისხლი აუდუღდა ძარღვებში. დაბნეულმა გადააქნია თავი და კაცის კლანჭებიდან დახსნა ცადა. არც აკაკის გაუწევია წინააღმდეგობა, ქალს საგრძნობლად ჩამოშორდა და კუთხეში ხელებგადაჯვარედინებული დადგა. ნატკენი ლოყები წარბშეკრულმა დაიზილა და ხალათი რაც შეიძლება მჭიდროდ გაიკოჭა. -არ მინდა სხვა სამსახური-მეთქი! მორჩა და გათავდა! _ ყვირილით მიუგო ასვეტილ კაცს. -ცივილიზებულად საუბარი შენთან არ ჭრის, ამიტომ სხვა ხერხს მივმართავ. _ მუქარასავით გაისმა კაცის ხმა. -ცივილიზებულადო..._ ცინიკურად გაიმეორა აკაკის სიტყვა._ შენ საერთოდ ქალთან საუბარი იცი?_ უცებ დასერიოზულდა და დაონჯი შემოიდო. -ამ ფორმაში ზედმეტად მომხიბვლელი და ვნებიანი ხარ. _ ხმადაბლა ჩაიჩურჩულა აკაკიმ და ერთი ნაბიჯით წინ წამოიწია. -არ მომეკარო თორემ ამ ლარნკას ჩაგარტყავ. _ იქვე მდგარ ყვავილების ლარნაკს დაავლო ხელი და მამაკაცს დაუმიზნა. -მოკარება რომ მინდოდეს დამიჯერე ეგ ლარნაკი ვერ შემაჩერებს! უბრალოდ ახლა და ამ სიტუაციაში შენთან სასიამოვნო რაღაცებით დაკავება არ მინდა! ეგ მერე, სხვა დროს! ირონიულად ალაპარაკდა და გასასვლელისკენ წავიდა. ლილუც მისკენ მიტრიალდა ლარნაკით ხელში, მამაკაცი გასული რომ დაიგულა, კარებს მივარდა და სამჯერ გადაკეტა. «მანიაკი! შიზოფრენიკი!» აძაგებდა კაცს. იმ დღის შემდეგ ერთი კვირა სრულ იდელიაში გაატარა. აღარცერთხელ უნახავს აკაკი და ასე ეგონა, ეშველა. კლუბშიც აღარ მოდიოდა ხოლმე ამიტომაც ეს ორი კვირა, დაძაბულობის გარეშე გაატარა ლილუმ. იმ კაცის შემოთავაზებაზე აღარც კი დაფიქრებულა, მითუმეტეს მაშინ როცა აღარ გამოჩნდა. თავიდან ეშინოდა ვაიდა მართლა რაიმე არ მომწიოსო, მაგრამ მერე დამშვიდდა. სამაგიეროდ ერთ დღეში დაამსხვრია მისი სიმშვიდე უეცარმა დაკვირვებამ . დასვენების დღე ქონდა და სავაჭრო ცენტრში წავიდა ახალი ტანსაცმლის შესაძენად. ძალიან უყვარს ეს პროცესი, ერთ მაღაზიაში ნახევერი საათი მაინც უნდა გაატაროს და ყველაფერი ზედმიწევნით დაათვალიეროს. შენაძენით მოსერინობდა სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე და ყველაფერს ათვალიერებდა, უცერად მომღიმარ მამუკას რომ მოკრა თვალი. როგორ დაუარა სიბრაზისგან ელექტროდენებმა სხეულში არ ახსოვს, იმ წუთას შეეძლო ის არამზადა იქვე მოეკლა და ამაზე არც კი დაფიქრებულიყო. კესოს გონია, რომ ისიც მივლინებაშია თურქეთში და ეს აქ გულაობს. მოიშორა ცოტახნით გოგო და ფრთები გაშალა. არა, განა იმაზე ბრაზობს აქ რომ არის! უბრალიდ კესოს ასე მწარედ რომ ატყუებს ის აღიზიანებს. უკან გაყოლა დააპირა, მაგრამ გაჩერდა. კიდევ ერთი მიზეზი მამუკას შესაძულებლად აღარ ჭირდება. ახლავე უნდა დაურეკოს კესოს და ყველაფერი გაიგოს. ჩანთიდან აპარატი ამოიღო და ნაცნობ ნომერზე დარეკა. -ლილუ, ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას. _ ჩასძახა როგორც ყოველთვის კარგ ხასიათზე მყოფმა კესომ. -როგორ ხარ, კესო?_ კითხა ხმაშეცვლილმა. -მე კარგად, რამე მოხდა? რა ხმა გაქვს?_ შეშფოთება დაეტყო ხმაში. -არა არაფერი, სავაჭრო ცენტრში ვარ და დავიღალე. -რომ იცოდე რა მაგარი ამბავი მაქვს შენთვის. _ სიცილით წამოიძახა გოგომ. -აბა გისმენ?! -ზეგ მოვფრინავ! -კაი?! აბა ერთი-ორი თვე უნდა დავრჩეო?_ გახარებულმა და დაბნეულმა კითხა. -ვაპირებდი კიდევაც, მაგრამ გუშინ მამუკას ვესაუბრე სკაიპით და ასე მითხრა ჩადი იქ უფრო საჭირო ხარო. _ მამუკას სახელის ხსენებისას ერთიანად მოაწვა სიბრაზე. -თვითონ სად არის? -თურქეთშია, ერთ კვირაში ჩამოვა ისიც. -თურქეთში?!_ ირონიულად გაიმეორა დის სიტყვები და თავი უკან მიატრიალა, მაგრამ კაცს თვალი ვეღარ მოკრა. -ისევ უნდა დაიწყო ახლა?_ მობეზრებულმა კითხა. -არა! რომ ჩამოხვალ მერე ვისაუბროთ. _ დაამშვიდა და და ტელეფონი გათიშა. მთელი გზა გეგმებს აწყობდა როგორ ეთქვა კესოსთვის მამუკამ ასე მწარედ რომ მოატყუა. იცის თავის დას როგორი ხასიათიც აქვს და ზუსტად ამის ეშინია. კესო ძალიან მგრძნობიარეა და ყველაფერი ძნელად გადააქვს, ან საერთოდ ვერ გადააქვს... მამუკა კი კესოსთვის ძალიან ძვირფასია და იცის რომ მისი დავიწყება გაუძნელდება. უგუნებოდ მიყარა საწოლზე ჩანთები და სავარძელში ჩაჯდა. შუბლი შეტყუპებულ მუხლებს მიაბჯინა და თვალები დახუჭა. დღეს ღამით სამსახურშია წასასვლელი და როგორ ეზარება, ნეტავ მართლა არსებობდეს რიამე ისეთი სამსახური სადაც მისვლა ესიამოვნება. იქნებ ჯობდა აკაკის შემოთავაზებაზე დაფიქრებულიყო. იქ ნორმალური ანაზღაურებაც ექნებოდა და თავისი მაგიდაც, თუ რაიმე ზედმეტს გაუბედავდა ის ყეყჩი, მოაჯენდა თავის ადგილზე და ეგ არის. « რა გვიან იცი ხოლმე სინანული, ლილუ.» დაცინა საკუთარ თავს და კარებისკენ წავიდა, გაბმულად რომ რეკდა ვიღაცა ზარს. ნაცნობი სილუეტის დანახისას ერთიანად შეამცივნა. აქამდე ძლივს დასადგურებული სიმშვიდე, უცერად ჩამოენგრა ხუხულასავით თავზე. მამაკაცი უსუტყვოდ შევიდა სახლში და მისაღებში დივანზე ჩამოჯდა. ლილუმ გაოცებულმა გააყოლა მის ქმედებას თვალი. « ერთი ამას დამიხედეთ, გეგონება თავის სახლში იყოს.» გაიფიქრა და კარები მიაჯახუნა. -აბა, რა ქენი მოხვედი ჭკუაზე. თუ ისევ ცირკები უნდა მიტარო?_ მშვიდი ხმით კითხა და ტელევიზორი ჩართო. -მე მეგონა მომშორდი და მეშველა!_ დაიგესლა ლილუ. -ხო, აი მაგას ვერ დაგპირდები... ჩემი მოშორება არც ისე ადვილი საქმეა, მითუმეტეს შენთვის. _ ესაუბრება და თან ტელევიზორს უყურებს. -რისთვის მოხვედი?_ კითხა და ხელები გადაიჯვარედინა. -საბოლო პასუხის მოსასმენად. მემგონი ერთი კვირა ნორმალური ვადაა, გონების გასახსნელად. _ ძლივს მიაქცია ყურადღება და შეხედა. -მე შენ გაგეცი პასუხი უკვე! « არადა წეღან იძახდი, ნეტავს დავთანხმებულიყავიო. შენც არ იცი რა გინდა!» დასცინა ალტერეგომ. -მოდი ყოველგვარი დაძაბულობის და მუქარის გარეშე ვისაუბროთ... _ ხელები ერთმანეთს მიატყუპა კაცმა და ქალს ქვევიდან ამოხედა. _ მე შენ გთავაზობ ისეთ სამსახურს რომელიც გაწყობს, ამასთანავე შენი პროფესიით დასაქმდები და აღარ მოგიწევს, ღამ-ღამობით კლუბში სიარული! ხელფასიც ისეთია შენ რომ გესიამოვნება, არ მესმის რატომ ხარ ამ ყველაფრის წინააღმდეგი? ძალიან მშვიდი ტონით საუბრობდა აკაკი. თავიდან ეგონა რომ უცხო მამაკაცი იჯდა ახლა მის წინ, ასე წყნარად ამ კაცისგან ასოც კი არ ახსოვს. -მართალი ხარ, არ ვარ ამ სამახურით კმაყოფილი, მაგრამ მირჩევნია აქ დავრჩე... _ ჯიუტად იდგა თავის აზრზე. -შენთან წყნარად საუბრი არ ჭრის! _ მუხლებზე ხელისგულები დაირტყა აკაკიმ და ფეხზე წამოდგა. _ საღამომდე!_ ლოყაზე საჩვენებელი თითის ზურგი დაუსვა და სახლიდან გავიდა. გამწარებულმა აიცვა ხელი იმ ადგილზე და ლამის ლოყა მოიგლიჯა ისე გაწმინდა! ჯერ ხომ ისედაც ეზარებოდა იმ საშინელ ადგილას მისვლა, მაგრამ აკაკის ვიზიტის შემდეგ ფეხებიც კი აღარ ემორჩილება. სამარშუტო ტაქსით მივიდა სამსახურამდე და კანკალით შევიდა შიგნით. ჯერ ძალიან ადრეა ამიტომ კლიენტები არ არიან და კლუბიც ცარიელია. მომსახურე პრესონალი ცდილობს ის ჭუჭყი ამოიყვანონ იატაკიდან და მაგიდებიდან, რაც გუშინ ჩაჯდა. თაზო და ნინო გადაკოცნა და გამოსაცვლელად შევიდა. ერთი საათი დრო აქვს კიდევ კარგად დაფიქრდეს აკაკის შემოთავაზებაზე, თუ მოისურვებს მასთან მუშაობას, ეტყვის და ეგ არის. « რა ადვილად ფიქრობ.» დაგესლა საკუთარი თავი. კარები გაიღო და ირაკლი შემოვიდა, მხარზე კომპიუტერის ჩანთა ქონდა გადაკიდებული და დამახასიათებელი სიარულის მანერით მოიმართებოდა მათკენ. სიცილი ძლივს შეიკავა თაზოს შეწკიპულ წარბებზე ლილუმ. გვერდი აუარა სამივეს და კიბეებისკენ წავიდა. -მაგრად მაღიზიანებს ეს ტიპი!_ წამოიძახა თაზომ. -გააჩუმე ენა, თორემ დარჩები უმუშევარი. _ მხარზე უბრწკინა ნინომ და დაარიგა. -აი, პროსტა ერთხელ როგორ ვერ უნდა გავიგდო?_ სიცილით ამოსთქვა ბიჭმა. -ნუ იქცევი ტიპიური მარიაჟივით! რა დაგიშავა რო?_ გაბრაზებულმა ლილუმ მხარი გაკრა და წვენი დაისხა. -კარგი ხო, მართლა ხომ არ ვცემ არა?!_ ლოყაზე ხმაურით აკოცა თაზომ და ჭიქა ხელიდან გამოსტაცა. -დაიწყო ღამე. _ ამოიხვნეშა ნინომ და პირველ კლიენტს თვალი შეავლო. -ოოჰო, აი ეს მესმის. _ ქვედა ტუჩი ეშმაკურად მოიკვნიტა თაზომ და ბარიდან გავიდა. -ეი, ბიჭი, საით გაგიწევია ხომ არ დაგავიწყდა ბარმენი ხარ!_ სიცილით დააწია სიტყვა ლილუმ. -დღეს მიმტანი ვარ, ლილუ. _ უკან მოუხედავად გასცა პასუხი და ლამაზად გამოპრანჭულ გოგონასთან მივიდა. გვიანობამდე ელოდებოდა აკაკის, მაგრამ მამაკაცი არ გამოჩნდა. არადა როგორ დაემშვიდობა დღეს. « მგონი დავრჩი აქ სამუდამოდ.» ამოიხვნეშა და კლიენტს შეკვეთა დაუდო დაბალ მაგიდაზე. ის ღამე აკაკი არ გამოჩენილა, არც მეორე დღეს! სამაგიეროდ ისე იყო დის ჩამოსვლით გახარებული ლილუ, საერთოდ არ ახსობდა მამაკაცი. ან რა დასამახსოვრებელი ის არის! კესო ყველაფერს დაწვრილებით უყვებოდა და მიუნხენის შთაბეჭდილებებს უზიარებდა. ლილუც ბედნიერი სახით უსმენდა.. უსმენდა და სიმართლის თქმას ვერ ბედავდა. როგორც კი დააპირა კესომ მეძინებაო და საუბარი ვერ დაასრულა. მთელი საღამო სიტყვებს უყრიდა თავს, მაგრამ ვერაფერიც ვერ მოიფიქრა. « იქნებ აჯობებს მე არ ჩავერიო. რას ქვია არ ჩავერიო! ჩემი დაა მეზობელი ხომ არა!» კესოს ძილით ისარგებლა და მაღაზიაში ჩავიდა, დღეის სამყოფი პროდუქტები იყოდა და უკან აბრუნდა. -ლილუ. _ ოთახიდან თმაგაბურძგნული კესო გამოვიდა სიცილით. _ მამუკამ დამირეკა, ლამაზად ჩაიცვი და მოვალო. _ ადგილს ვერ პოულობდა აცერცეტებული. -რა ჯანდაბა უნდა მაგ აფერისტს?_ წარბები შეკრა კვარაცხელიამ. -ახლა რაღა მოხდა?_ მოწყენილმა ჩაილაპარაკა და დივნის სახელურზე ჩამოჯდა. -რა მინდაო? რატომ გაცმევს ლამაზად?_ ამრეზიით ააბრიალა თვალები გოგონამ. -შეხვედრა გვაქვსო. _ ტუჩები სასაცილოდ მოპრუწა კესომ. -აა, მე მეგონა მარტო მიდიოდით. _ ცოტა დამშვიდდა. -არა რა მარტო. ვინ მომცა მე მაგის ბედი._ სიმწრით ჩაიცინა და ოთახში შებრუნდა. და გააცილა და საჭმლის გასაკეთებლად სამზარეულოში შეტრიალდა. საჭმელი გააკეთა და უგემურადაც მიირთვა. ათასი გასართობი საშვალება ცადა, მაგრამ გაფუჭებული გუნება ვერაფრით გამოიკეთა. მთელი საღამო მოუსვენრად ცქმუტავდა და კესოს ელოდებოდა. გოგონა კიდევ საგრძნობლად იგვიანებდა, რამოდენიმეჯერ ტელეფონზეც დაურეკა, მაგრამ არ უპასუხა. ნერვიულობისგან ცრემლები რომ წასკდა მაშინ გაისმა კარებზე ზარის ხმა. დაფეთებული გაიქცა იქიდან და მომღიმარ კესოს შეეგება, რომელიც არა თითს ჰაერში ატრიალებდა. თვალებგაფართოვებულმა გახედა ბედნიერ დას და კარები მიხურა. -კესო, იქნებ ამიხსნა რას გავს შენი საქციელი?_ გაბრაზებულმა დაუღრინა. -შეყარებული ქალის ქმედებას. _ სიცილით უპასუხა და დას ზურგზე შემოახტა. -მეტკინა, გოგო, წელი!_ ამოიკრუსუნა და წელში მოიხარა. -ლილუ, რომ იცოდე როგორი ბედნიერი ვარ!_ დაბლა ჩამოხტა კესო და წინ დაუდგა. _ ნახე მამუკამ რა ლამაზი ბეჭედი მაჩუქა. _ ღიმილით გაუწოდა ხელი დას. ცალი თვალი შეავლო ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედს და თვალებით დას კითხვა დაუსვა. _ ცოლობა მთხოვა!_ წამოიძახა კესომ. _ თურმე მთელი ეს დრო აქ იყო და განქორწინების საბუთებს აგვარებდა... დღესაც მომატყუა შეხვედრა გვაქვსო, თურმე პაემანი გვქონია. გაოცებულმა პირი ოდნავ დააღო და თავისი ფიქრების გახსენებისას სიცილი აუვარდა. ფხუკუნით მივიდა დივნამდე და შიგნით ჩაესვენა. -არ მომილოცავ?_ მოწყენილმა იკითხა. -მოგილოცავ კი არა ეგ შენი მამუკა მაგარი საცემია!_ წამოიძახა ბედნიერმა და დას მაჯაში ხელი ჩაავლო, კალთაში ჩაისვა და ლოყაზე აკოცა. -რატომ?_ ინტერესით ააბრიალა თვალები, თან ბეჭედს მისჩერებოდა. -საინტერესო აღარ არის... -იცი ვინ შეგვხვდა მე და მამუკას?_ ფეხზე წამომდგარ დას გასძახა კესომ. -ვინ? -აკაკი თოდუა! სხვათაშორის მიცნო და მოგიკითხა... სამზარეულოსკენ მიმავალს ფეხი ჰაერში გაუშეშდა და დისკენ ისე შემოტრიალდა. გაფათოვებული თვალებით გახედა არხეინად მოცინარ კესოს. როგორ თუ იცნო? კესოზე არაფერი არ იცის აკაკიმ... « სულელო! როგორ აქამდე არ იფიქრე! ამ სახლის მისამართი თუ იცის, მაგის გაგება გაუჭირდებოდა?» უცებ გამოერკვია ლილუ. ანუ რა გამოდის რომ კესოსაც იცნობს და საერთოდ ლილუზე ყველაფერი იცის. თუმცა რა გასაკვირია, სამსახურს სთავაზობდა თავისთან, საკმაოდ პრესტიჟულ თამანდებობაზე და დიდი ამბავი ლილუს სივი შეისწავლა. აბა ქუჩიდან მოყვანილს ხომ არ დაწყებინებს მუშაობას. კესოსთვის აღარაფერი უთქვამს ისე შევიდა თავის ოთახში და საწოლზე ფეხმორთხმული ჩამოჯდა. გაოცებულმა აღარ იცოდა საიდან დაეწყო ფიქრი და სად დაესრულებინა. ეს ორი დღე რომ არ ჩანდა, ძალიან კარგად იყო. ახლა მასზე გაიგო რაღაც და აფორიაქდა. არა! ეს კაცი ამ გოგოზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ნერვებს მოსუპობს ცოტახანში. დაღლილი და გასავათებული მიწვა საწოლზე და ჩათვლიმა. რომ არა კესოს ყვირილი ალაბთ მთელი დღე მკვდარივით იდებოდა საწოლში. თვალების სრესვით გახედა აივანზე მდგარ დას, რომელიც გვერდითა მეზობელთან საუბარში იყო გართული. მაისური ჩამოიქაჩა და აივანზე გავიდა. -სალამი, ციო. _ მიესალმა გოგონას და აივნის მოაჯირს მუცლით მიეყრდნო. -როგორ ხარ, ლილუ? -კარგად, შენ როგორ ხარ? -რავიცი მეც არამიშავს. ახლა ვეუბნებოდი კესოს, გადმომიარეთ მერე ყავა დავლიოთ. -აუცილებლად _ გაუღიმა და სახლში შეტრიალდა. ტრადიციულად გაიმზადა ყავა და მაგიდაზე შემოსკუპდა. ცოტახანში სახგაბადრული კესოც შემოვიდა სახლში და დის მსგავასად ყავა გაიკეთა. -დღეს მამუკა მოვა, შენი გაცნობა უნდა. -ვმუშაობ კესო ხომ იცი. ხვალ რომ მოვიდეს?_ დას თვალები მიულულა და ყელი გამოიწია. -დღესაც მოვა და ხვალაც, არ არის პრობლემა!_ ეშმაკურად გაიცინა გოგომ. დას თვალების ბრიალით გახედა და მაგიდიდან ჩამოხტა. ხელები მაღლა აწია და გემრიელად გაიშალა. მთელი ღამის უძილოს არ ეყო ძილი, ახლა დაწვება მაგრამ მერე მთელი ღამე მოთენთილი და ძალაგამოცლილი იქნება. ეს კიდევ არ აწყობს, თან იქნებ დღეს აკაკი მოვიდეს და სამსახურზე დაელაპარაკება. პირობას წაუყენებს ბოლოს და ბოლოს, თუ არ მოეწონება პირობები წამოვა უკან. ვინმე დააკავებს თუ? ლილუს ნება არ არის. სკამზე გადაფენილი სპორტული ფორმა ჩაიცვა და ცალ მხარზე ზურგზაგი ჩანთა მოიკიდა. -წავედი და ჭკვიანად!_ გასძახა ტელეფონზე მოჭიკჭიკე დას და სახლი დატოვა. ჯერ სამსახურში მისასვლელად ადრეა, ამიტომ სადმე დაჯდება და გემრიელ ლათეს დალევს. თან რამდენი ხანია ასე მარტო არ გასულა არსად... მიმტანს შეკვეთა მისცა და კაფეს თვალი მოავლო. ერთ კუთხეში მწვანეთმიანი ლამაზი პირსახის გოგონა იჯდა და წიგნს კითხულობდა. ფანჯრის მხარეს, ახლაგაზრდა ბიჭი და გოგო ისხდნენ, აშკარად ახალი დაწყებული აქვთ ურთიერთობა, ისეთი მორიდებით უყურებენ ერთმანეთს. სულ კუთხეში კი მოხუცი ბაბუა ზის და გაზეთს კითხულობს. ამ კაფეში სულ ასეთი სიტუაცია, ნებისმიერი პიროვნების ამოცნობას შეძლებ... აქ ყველაფერი ძალიან მარტივია და იმიტომ, თითქოს გარესამყაროს მოწყვეტილები არიან. აი მაგალითად ის ბაბუა, სულ ამ კაფეში დადის და გაზეთს კითხულობს. ის გოგონა კი წიგნში რომ არის ჭიასავით ჩამძვრალი, რამოდენიმეჯერ ყავს ნანახი. წყვილი კი, მომავალში ამ კაფის მუდმივი კლიენტები გახდებიან, რადგან აქ ჩამოყალიბდებიან შეყვარებულებად. მონატრებული ყავას ხარბად დააჩერდა... ხის ბრტყელი ჯოხით, ჯერ ქაფი მოაცალა და ის დააგემოვნა, შემდეგ კი ყავა მოსვა. სახე ოდნავ დამანჭა მწარე გამო რომ იგრძნო, მაგრამ მერე გადაურა... სულ ასე ემათება მონატრებულ ყავას რომ სვავს. ბოლოს აქ კესოსთან ერთად იყო, ორი თვის წინ. ისიც დამ ძალით წამოიყვანა რაღაცაზე უნდა გესაუბრო, მაგ დღეს გაიგო მამუკას შესახებ. მთელი გზა, ფიქრობდა როგორ ეთქვა აკაკისთვის რომ შემოთავაზებაზე თანახმაა. ცოტა არ იყოს ეუხერხულება, ასე გონია რომ საკუთარ თავს აბიჯებს. მაგრამ იმასაც ვერ ხვდება, ამ ყველაფერს ცუდი მხარე რატომ უნდა ქონდეს. ნორმალური სამსახურისთვის ბრძოლა, სულაც არ ნიშნავს იმას რომ თავმოყვარეობა არ აქვს. ახლა რომ გაჯიუტდეს უფრო ცუდია. მთელი საღამო ლოდინის რეჟიმში იყო და როგორც იქნა შემოაღო კარები, მაგრამ მარტომ არა! როგორც ყოველთვის თანმხლები ქალი გვერდით ყავდა, ნერვებაწეწილმა დახეთქა ჭიქა ბარზე და ხელები გადაიჯვარედინა. « ახლა როგორ მივიდე და როგორ დაველაპარაკო.» ამოიფრუტუნა და წყვილს მალულად გახედა. « როგორი ლამაზია!» ქალის სილამაზით აღფრთოვანებულს აღმოხდა. საოცრად წვრილი წელი და გამოყვანილი თეძოები, სწორ ხაზზე წასული ულამაზესი წვივები... ნერწყვი მძიმედ გადაუშვა სასულეში. კლუბის კედელზე გაკრულ სარკეში საკუთარი ანარეკლი შეათვალიერა და სიცილით ლამის გაიგუდა. ამ ფორმაში რა მაგარი დასანახია. როცა გამოიპრანჭება ქალი ვერ აჯობებს, მაგრამ ამ ბოლო დროს სულ აღარ აქცევს ამას ყურადღებას. სად ცალია თავის მოსავლელად, საწოლს როდის მიაგნებს ერთი სული აქვს ხოლმე. მათი მაგიდისკენ დაიძრა და პატარა ბლოკნოტი მოიმარჯვა. -საღამომშვიდობისა, რას შეუკვეთავთ?_ ღიმილით მოავლო მზერა ორივეს. -მე როგორც ყოველთვის!_ ისევ ისეთი ხმა ქონდა აკაკის. მამაკაცმა ქალს გადახედა ღიმილით, იმანაც არ დააყოვნა და ლამაზად შეღებილი ტუჩები გაამოძრავა. -მე მხოლოდ ფორთოხლის წვენს. « გემოვნება აქვს კი.» სიცილით გაემართა ბარისკენ და ფურცელი თაზოს დაუდო წინ. -წვენი?_ წარბები აზიდა მამაკაცმა. -დღეს ღამე ფხიზლად ხომ უნდა იყოს. _ ბოროტულად ჩაიცინა ლილუმ. -მიდი წაუღე. _ სინზე დალაგებული სასმელები გაუწოდა და ზურგი აქცია. ნელი ნაბიჯებით წავიდა მათკენ, თან ცალი თვალით სინს უყურებდა სადმე არ დამესხასო. როგორც იქნება უვნებელმა მიიტანა შეკვეთა ორივესთან და მაგიდაზე დაალაგა. გამობრუნებულს ზურგს უკან მამაკაცის ბოხი ბარიტონი მოესმა. -ისევ იმ აზრზე ხარ?_ უკან მიტრიალებულს მის წინ ასვეტილი დახვდა აკაკი. მოულოდნელობისაგან უკან გახტა ლილუ. -ზუსტად მაგაზე მინდოდა საუბარი მაგრამ.... _ წინადადება არ დაასრულა ისე გახედა ქალს. -გისმენ, მითხარი!_ ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა აკაკის. -თანახმა ვარ, მაგრამ თუ პირობები არ მომეწონება უკან უნდა წამოვიდე! -არ არის პრობლემა!_ მხრები აიჩეჩა აკაკიმ. _ ხვალ იმ კაფეში მოდი, სადაც დადიხარ და იქ ვისაუბროთ. სამი საათისთვის იქ იყავი! არა, ეს კაცი ნამდვლად ჭკუიდან გადაიყვანს. რომელ კაფეში დადის, ამან რა იცის? იქნებ უთვალთვალებს ხოლმე... « ნუ ფანტაზიორობ შენი ჭირიმე!» დაიგესლა ალტერეგო. ლილუმ თავი ოდნავ დაუქნია და გატრიალდა. სანამ ბარამდე მივიდა, ათასი მოსაზრება მაინც განიხილა, საიდან იცოდა იმ კაფის შესახებ აკაკიმ. არა! უეჭველად უთვალთვალებს, ან ვინმე მიუჩინა... ეგრე იქნება. დამფრთხალმა გაატრიალა თავი და ქალთან მოსაუბრე მამაკაცს გახედა. ერთი შეხედვით მართლაც რომ ბოროტულად მოაზროვნე მამაკაცს გავს, მაგრამ როგოც კი ხმას ამოიღებს წარმოდგენა გეცვლება. მართალია ლილუს მისი მაინც ეშინია, მაგრამ ამ ბოლო დროს აზრები ერთმანეთს ენაცვლება და გოგონაც იბნევა. ღამის კლუბი ტრადიციულად ოთხ საათზე დატოვა. ამჯერადაც ტაქსით მოუხდა შინ დაბრუნება, სადარბაზოსთან გააჩერებინა მძღოლს და თანხა გაუწოდა. მანამდე რამოდენიმეჯერ გადათვალა ზედმეტი არ გადამყვეს არ დავიღუპო_ო, რა ქნას უფრთხილდება ფულს... ჩაბნელებულ სახლში ფეხაკრეფით შევიდა, სამზარეულოში შესვლა და ჭამა დაეზარა, ამიტომ პირდაპირ სააბაზანოსკენ წავიდა და წყალი გადაივლო. დილით უჩვეულოდ ადრეა გაიღვიძა, შემთხვევით ისარგებლა და სახლი მოაწესრიგა... ცოტახანში კესომაც გაიღვიძა და კლასიკურად ჩაცმული გამოვიდა სამზარეულოში. -დღეს მამუკა უნდა მოვიდე ხომ არ დაგავიწყდა?_ შეახსენა დას და ცხვირზე დაკოსებული სათვალე შეისწორა. -აი, ამ ფორმაში, მართლა უფროსის ნაშას გავხარ. _ სიცილით ამოილაპარაკა და დას ხელი მიკრა. -მამუკას ასეთი მოვწონვარ, ჩემო კარგო!_ ცინიკურად ჩაუკრა დას თვალი და უკანალის ქნევით დატოვა სამზარეულო. _ რვისთვის აქ ვართ. _ გაწელილად მოაძახა და კარები გაიხურა. -« რვისთვის კი არა, სამზე რა ჯანდაბა ჩავიცვა?» _კოპებშეყრილმა კითხა საკუთარ თავს და საფეთქლები დაიზილა. «რაც შეიძლება ლამაზად უნდა გამოიყურებოდე ლილუ. იმ კაცმა ფორმის გარეშე მაინც გნახოს ნორმალურად.» დაცინა საკუთარ თავს და ასკინკილით წავიდა ოთახისკენ. ქალების ყველაზე ეშმაკური მეთოდი გამოიყენა და დაგვიანებით მივიდა დათქმულ ადგილზე. აკაკი იქ დახვდა, მაგიდასთან იჯდა და ფანჯრიდან ხალხს აკვირდებოდა, ან მანქანებს. მისკენ დინჯი ნაბიჯებით წავიდა და ღიმილით დაიკავა თავისი ადგილი. მამაკაცმა თავის ოდნავ დაკვრით მიმტანს უხმო. -როგორ ხარ?_ უშუალოდ დაიწყო კაცმა. -კარგად შენ?_ ნაცნობებივით არ მოიკითხეს ერთმანეთი. -მეც! მოდი სანამ საქმეზე გადავალთ ერთი ჭიქა ყავა დავლიოთ. -შენ როგორც ყოველთვის?_ ღიმილით კითხა მიმტანმა ლილუს. -როგორც ყოველთვის. -მეც ის რაც ქალბატონს. _ მოფლირტავეს ჟესტით გაუღიმა ქალს. -და რა იცი მე რა მინდა?_ წარბები მაღლა აზიდა ლილუმ. -როცა მოიტანენ გავიგებ._ თვალი ჩაუკრა. -კვირაში რამდენი დღე მომიწევს მუშაობა? -ჩვეულებრივად, ექვსი დღე, მაგრამ შაბათს მოკლე დღე გექნება. -გასაგებია... და ჩემი მოვალეობა?_ ფინჯანი გამოართვა და მამაკაცს გახედა. _ გმადლობ. -ყველაფერს იქ აგიხსნის ჩემი დამხმარე. -დამხმარე თუ გყავს მე რაღაში გჭირდები?_ გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები. -ჩემს სამდივნოში არ იწყებ მუშაობას. _ ღიმილით ააქნია ხელი კაცმა._ ვიცე მართველით ყავს ჩვენს ფირმას და მასთან მოგიწევს მუშაობა. -გასაგებია. _ დამშვიდებულმა და გახარებულმა გასცა პასუხი და ყავა მოსვა. _ სამსახურიდან ჯერ ვერ წამოვალ. ირაკლისაც უნდა დაველაპარაკო, ჩემს შემცვლელს როგორც კი იშოვის იმ დღესვე გადმოვალ. _ წინასწარ დაგეგმილი წინადადება აუღელვებლად გაუშიფრა. -ძალიან ნუ გაწელავ მაგ პროცესს, გელოდება უკვე მახო. _ დაარიგა და ფეხზე წამოდგა. _ ეს ჩემი ნომერია და რას იზამ შემატყობინე. _ მაგიდაზე მართკუთხედი ფორმის თეთრი ფურცელი დაუდო და ღიმილით გაეცალა იქაურობას. ცოტა დაბნეული და ცოტაც აღელვებული გამოვიდა კაფიდან. სახლამდე ფეხით მისვლა არჩია, თან სულაც არ არის გრძელი გზა... როგორ უხდება ჩვენს მომავალ უფროსს ღიმილი, სულ სხვანაირ პირ-სახეს უჩენს. წამით წარმოიდგინა რამოდენიმე წამის წინ მომღიმარი აკაკი და თვალები აახამხამა. ამან აქედანვე თუ დაიწყო მასზე ფიქრი, დაიღუპება... ისე რა კარგია, სხვა განყოფილებაში რომ მოუწევს მუშაობა, აკაკის შხირად ვერ ნახავს და თავისი უხამსი კომპლიმენტებითაც არ აავსებს. მაგრამ მან ხომ თქვა რომ სამსახურში ქალებს არ ეარშიყებიან, ხოდა სიტყვაზე ენდობა . «ამ მამუკასაც დღეს მოუნდა სტუმრობა... გულზე მაინც მეხატებოდეს.» ცხვირაბზუებული ავიდა სახლში და საღამოსთვის ვახშმის მომზადება დაიწყო. მისაღებში გაშალა სუფრა ლამაზად და კერძებიც დააწყო რვის ნახევრისთვის. კესოს ამბავი რომ იცის იმ კაცს დათქმულ დროზე ადრე მოარბენინებს, ამიტომ თადარიგი დაიჭირა. დაღლილი დივანზე ჩამოჯდა და თავი უკან გადაწია, თუ არა ზარი გაისმა. ტანსაცმელი შეისწორა და კარებისკენ წავიდა. პირველი კესოს აკიაფებულ თვალებს მოკრა თვალი, მერე ჩვეულ ფორმაში გამოწყობილ მამაკაცს, ყვავილებით ხელში. ღიმილით გამოართვა გამოწვდილი ვარდები და სახლში შეატარა წყვილი. -ლილუ, გაიცანი ეს არის მამუკა... მამუკა ეს არის ის და. _ სიცილით გააცნო ერთმანეთი და მაგიდიდან ლამაზად დაჭრილი კიტრი მოიპარა. -სასიამოვნოა ლილუ. იმედია ყველანაირი ცუდ წარმოდგენას შევცლით მე და შენ. _ თვალი მეგობრულად ჩაუკრა და საცოლეს წელს ხელით მოეფერა. -დიდი იმედი მაქვს. დასხედით, მე ყვავილებს მივხედავ და ახლავე მოვალ. _ ხელით ანიშნა სკამებისკენ და სამზარეულოში აჩქარებული ნაბიჯებით გავიდა. მამუკა მართლაც არ არის ცუდი ადამიანი, პირიქით ძალიან- ზრდილობიან, მოწესრიგებული, ნასწავლი და მხიარული მამაკაცია. ლილუს რამოდენიმე ახალი იტორიაც მოუყვა, მასზე და კესოზე. ზოგადად ძნელია ადამიანის თვალებში ის სხივი დაინახო რაც მთელი ცხოვრების მანძილზე დაგამშვიდებს, მაგრამ კვარაცხელიას არ გაჭირვებია, მამუკას თვალებში კესოსადმი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დაენახა. ისეთი თვალებით შესციცინებდა ორივე ერთმანეთს, ყველა სიტყვა ინანა რაც კი აქამდე უთქვამს. მართლაც როგორ ყვარებია კაცს ეს ერთი ციდა გოგო... საღამო ძალიან ოჯახური გამოვიდა, ბავშვობის ისტორიებიც გაიხსენეს გოგონებმა, ბევრი აცინეს ერთმანეთი და ბოლოს სტუმარი გააცილეს. აჟიტირებულ კესოს შთაბეჭდილებებს უზიარებდა და ახარებდა. ახალ სამსახურზეც უამბო, რამაც და ძალიან გაახარა. -რა კარგია, ნორმალურად მაინც დაიწყებ ცხოვრებას._ ლოყაზე მოეფერა კესო. -მეც ძალიან მიხარია, თან ახალი მეგობრებიც მეყოლება, იმედია. -რაც მთავარია აკაკი იქ იქნება. _ სიცილით გაკრა ხელი მოკისკისე დას ლილუმ._ მე რომ ვნახე ძალიან მესიმპათიურა. -არა, ცუდი ნამდვილად არ არის... მაგრამ საჩემოდ არ გამოდგება ხომ გესმის. მე უფრო თბილი და ყურადღებიანი მამაკაცი მჭიდრება, ეგ კიდევ ისეთი ცივია ერთ დღესაც ვერ გავჩერდები მასთან. _ უარყოფითი ხმით საუბრობდა გოგო. -ხო, ეგ ცუდია მაგრამ მთავარია ახლა როგორი გახდება. _ თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოხტა _ მოდი მომეხმარე ავალაგოთ სუფრა და დავწვეთ. გვიანობამდე მოუხდათ დარჩენა, კესო მაგიდას ალაგებდა ლილუ ფრთხილად რეცხავდა ჭურჭელს, რომ არ დაეზიანებინა. ყველაფერს რომ მორჩნენ დაღლილები განაწილდნენ ოთახებში. რა კარგია, ხვალ საღამომდე ძილი შეუძლია, სახლშიც არავინ იქნება რომ იხმაუროს და გამოაფხიზლოს... ბალიში გემრიელად ააფუა და თავი კომფორტულად დადო. ჭერს ახედა და თვალებით დაკვირვება დაიწყო, კუთხეებში სიშავე შეპარვია თეთრ საღებავს, ცოტახანში ესეც გამოსაცვლელი იქნება. რამდენი წელია ეს რემოტნი აქვთ და მაინც რა კარგად გაუძლო, თუმცა რატომაც არა? სახლს სულ ალაგებენ და მტვერს არ ახარებენ... მაგრამ ნესტი მაინც თავისას შვება! ეგ არაფერი, ჯერ-ჯერობით იცხოვრება ამ სახლში და მერე მოიფიქრებენ რამეს. გვერდი იცვალა და თვალები დახუჭა. ლილუს ჯინაზე ზუსტად ის კვირა არ იმყოფებოდა ირაკლი თბილისში, ცოლ-შვილთან ერთად დასასვენებლად იყო წასული. აკაკისთან დაერეკვაც ცოტა ეუხერხულებოდა, ამიტომ მის გამოჩენას დაელოდა კლუბში. მამაკაცმაც არ დააგვიანა და იმ საღამოსვე მოვიდა იგივე პარტნიორთან ერთად. გაკვირვებულმა აზიდა წარბები და მაგიდისკენ წავიდა. იგივე შეკვეთა ჩაიწერა და უკან გამობრუნებისას აკაკის ყველაფერი აუხსნა. მთელი საღამო მათ აკვირდებოდა და ცდილობდა რიამე მაინც ამოეცნო, მათი ურთიერთობიდან.. ფლირტის და ვნების გარდა ვერაფერი დაიჭირა, თან აშკარად არცერთი მალავს ამას. ქალი ისე თამამად იქცევა რომ ცოტაც და აქვე მოხდება მოსახდენი, მაგრამ აკაკი ვაჟკაცურად იტანს ცდუნებას და ქალს ოდნავ უკან წევს. ირონიული ღიმილით ადევნებს ამ ყველაფერს თვალს ლილუ და გონებაში რაღაცას ზეიმობს. ეგოისტურად! მიმტანად ძალიან იშვიათად უწევს მუშაობა, თითქმის სულ ნინო და რამოდენიმე დამხმარე გოგონა ესმახურება კლიენტებს... ეს თაზოსთან ერთად ბართან დგას და გამოცდილებას იძენს. « მიდიხარ რაღა დროს ეგ არის.» სიცილით გაიფიქრა და კლუბიდან გამავალ წყვილს თვალი გააყოლა. « კიდევ ერთი ღამე, შეემატება მათ ღამეებს» « ღამის ვალი არ დაიდოთ ხო თქვენ.» მთელი კვირა ლამის სული გაღაფა ისე ელოდებოდა უფროსთან შეხვედრას, ისიც ჯინაზე აგვიანებდა ჩამოსვლას თითქოს. მამუკასთანაც ხშირად ატარებდა დროს, რაზეც კესო ბედნირებას ვერ მალავდა. კაფეებშიც დადიოდნენ თავისუფალ დროს, როცა განმარტოვება არ სურდა წყვილს. ყველაფერი ძალიან იდეალურად იყო ერთი შეხედვით. ირაკლისთან საქმე ადვილად მოაგვარა, დიდხანს არ გალოდინებო მამაკაცი დაპირდა. ასეც მოხდა, მესამე დღეს შემცვლელი უკვე ნაშოვნი ყავდა. იმ წუთასვე დაურეკა აკაკის და სიტუაცია აუხსნა. მამაკაცმა მისმართი უთხრა და მეორე დღეს ათ საათზე დაიბარა. ისე მალე მოხდა ყოველივე ეს თავიდან ცოტა დაჯერება უჭირდა, მაგრამ მაღალ შენობას რომ ააყოლა თვალი რელობაში დაბრუნდა. მომუშავე პერსონალის გაკვირვებული და ინტერესით სავსე თვალები არ გამოპარვია, თავიდან ბოლომდე ათვალირებდნენ ახალ თანამშრომელს. აკაკი მისული არ იყო, ამიტომ მის სამდივნოში მოუხდა ცოტახნით ყურყუტი. მდივანი გაიცნო, მისდა გასაოცრად ორმოც წელს გადაცილებული ქალბატონი იყო. რატომღაც ეგონა რომელიმე მისი პარტნიორი იქნებოდა აქაც, მაგრამ შეცდა. გემრიელი ნალექიანი ყავაც გაასინჯა, ეკატერინემ. მცირე ინფორმაციაც გააცნო, ამ ფირმის შესახებ და საქმეში ასე თუ ისე გაარკვია. ზედაპირულად აუხსნა რა უნდა გაკეთებინა, როგორ უნდა მოქცეულიყო, როგორი სტილის სამოსი უნდა ჩაიცვა და ა.შ. სამდივნოს კარები მძიმედ შემოაღო აკაკიმ და ლილუს ხელით ანიშნა გამომყეო. კრავივით აედევნა უკან, თან ცდილობდა ყველაფრისთვის შეევლო მზერა. ერთი სართულით მაღლა აიყვანა და დერეფნის ბოლოში მდებარე ოთახისკენ წავიდა. -ეს იქნება შენი ოთახი!_ კარები შეაღო და პატარა, მაგრამ მყოდრო სამდივნოში შეატარა. _ იმ კარებით მახოსთან შედიხარ.. შეეცადე ძალიან არ იხმაურო!_ დაარიგა და კარებიდან ახლადგამოსულ კაცს ხელი ჩამოართვა. -ეს არის შენი სანაქებო მდივანი?_ ამაზრზენი ღიმილით აათვალიერა ქალი. -ეს არის და შეეცადე შენებურები არ გაუშვა ხოლმე, თორემ ხომ იცი რაც მოხდება?_ წარბშეკრულმა გადაულაპარაკა კაცს და ლილუს წელზე გაშლილი ხელუსგული მიადო. _ მიდი დაიკავე შენი ადგილი და ეკატერინეც ახლავე ამოვა. _ თბილად გაუღიმა ქალს და მაგიდისკენ უბიძგა. აძაგძაგებული მივიდა სკამამდე და მოწყვეტით დაეშვა. რა დახვედრა მოუწყო უფროსმა, არ შემოაკვდა მოკითხვებით... ასეთი ამაზრზენი გამოხედვა თუ აქვს სულ, დაღუპულია. თან როგორ მივრდნილ ადგილას უწევს მუშაობა, რაიმე რომ დაუპიროს კაციშვილი ვერ გაიგებს. გულამოვარდინლმა გახედა მავედრებელი თვალებით აკაკის. კაცმა თვალები ოდნავ დაახამხამა და ანიშნა « ნუ ნერვიულობდო». ის საზიზღარი კაცი ისევ ისეთი თვალებით უყურებდა ლილუს და უარესად უხეთქავდა გულს. ერთი სული აქვს როდის გავა ამ კაბინეტიდან და სუფთა ჰაერს ჩაუშვებს ფილტვებში. აკაკიმ მახო გარეთ გაიყვანა სასაუბროდ. როგორც კი მარტო დაიგულა თავი, ღრმად ამოისუნთქა და შეეცადა დამშვიდებულიყო. ასეთი სიტუაციები პირდაპირ გულზე მოქმედებს და უჩქარდება. ხელით მკერდი მოისრისა და სუნთქვა დაარეგულირა. კარები ხმაურით გაიღო, დამფრთხალმა აწია თავი და მისკენ მომაცალ ეკატერინეს მადლობის მაგიერი ღიმილი აჩუქა. -შეგაშინა ხომ იმ დეგენერატმა?_ კითხა თბილად და თმებზე მოეფერა. _ არ ინერვიულო შენ, აკაკის ყურებით ყავს დაჭერილი, ზედმეტს ვერ გაგიბედავს! თან შენ! _ ღიმილით ანებრივრებდა ეკატერინე. -სულ ასეთი საშიშია?_ ხმაჩამწყდარმა იკითხა. -შეხედე შენ როგორ შეუშინებიხარ იმ ვიგინდარა კაცს..._ შეწუხებულმა მიირტყა ხელი ლოყაზე. _ ახლავე ვეტყვი აკაკის და სადმე სხვაგან გადაგიყვანს. -არა არა! რას იფიქრებენ ბატონი მახო და აკაკი. მირჩევნია აქ ვიყო, შევეჩვევი არაუშავს. _ წამოიყვირა უცებ. -დარწმუნებული ხარ?_ ეჭვით კითხა ქალმა. -აფსოლიტურად. _ აფერისტულად გაიღიმა და სკამზე გასწორდა. -მაშინ მოდი დავოწყოთ. _ ქალმაც ღიმილით უპასუხა და კომპიუტერის ეკრანი გაანათა. ყველაფერეს დეტალურად უხსნიდა ეკა. ერთი და იგივეს რამოდენიმეჯერ ამეორებინებდა მერე პრობლემა რომ არ გამხდარიყო. ესეც ძალიან მალე ითვისებდა და არ აწვალებდა, მაგრამ იმდენი წვრილმან რამ იყო დასამახსოვრებელი თავი ატკივდა. ისიც უკირდა ამდენხანს სად იყვნენ უფროსები და ცალი თვალი კარებისკენ ეჭირა. ყველაფერს რომ მორჩნენ ორი საათი გაპარულა. დაღლილებმა ამოიხვნეშეს და ყავის აპარატინად ყავა ჩამოასხეს. არ გასულა ხუთი წუთი უფორსები რომ შემოლაგდნენ. ისევ ისეთი ღიმილი და ისევ ისეთი შიშის განცდა. ყავა გადაცდა საწყალს ნერვიულობისგან, ეკატერინემ ხელი ოდნავ დაკრა ზურგზე და ამოასუნთქა. -კარგად ხარ?_ კითხა აკაკიმ და მისკენ წამოვიდა. -კი კი კარგად ვარ, გმადლობთ. _ ხმაჩახლეჩილმა ჩაილაპარაკა და მორიდებით ჩაახველა. -შევედი მე და თუ რამე დამჭირდება დაგიკავშირდები. _ ცივად მიაძახა ახალ მდივანს და კარები ხმაურით მიიხურა. -არ მესმის ამას სამსახურში როგორ აჩერებ. _ უსაყვედურა ეკამ აკაკის. -არ გვინდა ახლა!_ ხმა გაიმკაცრა კაცმა._ დღეს აქ იყავი და ლილუს მიეხმარე, მე მაინც გავდივარ და არ დამჭირდები, თუ რამეა აქედან მოაგვარე საქმეები. -დღეს აღარ დაბრუნდები? -არა! ყველა შეხვედრა გააუქმე!_ ჩაილაპარაკა და კარები მიიკეტა. -ვისთან დაძვრება ერთი ეგ გამეგებინა._ თავისთვის ჩაიჩურჩულა ეკამ და ნიკაპზე თითები მოისვა. ეკატერინესთან ერთად გაატარა მთელი სამუშაო დღეს. მონსტრი უფროსი აღარ გამოჩენილა, თავის კაბინეტშია ჩაკეტილი და ცხვირსაც კი არ ყოფს გარეთ. ამ აკაკიმაც რა მაინცდამაინც ამასთან გამოუშვა, სხვას არავის სჭირდება მდივანი, ან დამხმარე. ბედი უნდა ყველაფერს. საღამო ხანს ეკატერინე თავის სამდივნოში დაბრუნდა წვრილმან საქმეებს მოვაგვარებ და გავიდეთო. თითქოს ქალზე იყო მახოც ჩასაფრებული, გავიდა თუ არა თავისი სამალავიდან გამოიძურწა და ფეხზე მდგარ ლილუს უკნიდნ ამოუდგა. შეშინებულს ნიკაპი და ფეხები ერთდოულად აუკანკალდა, გამწარებულმა იჩქმიტა მარჯვენა ხელზე და ტკივილისგან სახე დამანჭა. კაცისგან წამოსული უარყოფითი აურა მთელ ორგანიზმს ერთბაშად მოედო და შიშის მაგვარი გრძნობა ჩამოაყალიბა. ძლივს მიატრიალა დაუმორჩილებელი სხეული მისკენ და რამოდენიმე ნაბიჯით დაშორდა უფროსს. -გნებავთ რამე? ორი სიტყვა ძლივს ამოაძვრინა. მამაკაცმა თავიდან ბოლომდე აათვალიერა ქალი და მზერა მკერდთან ახლოს გააჩერა. ნელა დაწია თავი, ლილუმ იმაში დასარწმუნებლად რომ თეთრი პერანგი კარგად უფარავდა დასაფარ ადგილს. კაცმა სასარგებლო ვერაფერი რომ ვერ დაიჭირა მზერა ისევ ლილუს გაუსწორა და ირონიულად გაიღიმა. -ყოჩაღ აკაკის, გემოვნება დღითიდღე ეხვეწება. _ ამაზრზენად ჩაიცინა და ქალს მხარზე საჩვენებელი თითი დაუსვა. შუბლშეკრულმა გაწია ხელი გვერძე და კაცს ჯიქურად მიაჩერდა. -შემიძლია რამით დაგეხმაროთ?_ ამჯერად კითხვა უფრო თამამად და გაღიზიანებულმა გაუმეორა. -შეგიძლია, თანაც ისე რომ ამით ორივე ნასიამოვნები დავრჩებით. თეთრი კრიალა კბილებიც კი ეშმაკის ეგონა ამ წუთას ლილუს. რაც შეიძლება უკან დაიხია და კაცს გაოცებულმა ააყოლა თვალი. თავიდან გაუჭირდა იმის მიხვედრა, რაზე საუბრობდა მახო, მაგრამ როგორც კი მის ღიმილს გადააწყდა, ყველაფერი ნათელი გახდა. მამაკაცი უდაოდ უხამს შემოთავაზებას გულისხმობდა, ამ ყველაფერს კი აკაკის წაკბენაც ემატება. როგორც ჩანს, დიდად არ ეხატება უფროსი გულზე მახოს. თან მგოლი ლილუც მისი, მორიგი გასართობი გონია და იმიტომაც აქვს ამხელა ენა. ნევების მომშლელად მოქმდებდა ამ კაცის თითოეული ასო გოგოზე. საშინლად გაბრაზებული იყო ახლა კვარაცხელია, იმ სიტყვების გამო შეიძლება აქვე გაანთხევინოს ტვინი, ამ უსუსურ ჭიაყელას...გაღიზიანებულმა საკადრისი პასუხის გაცემა დააპირა კარები ეკატერინებმ რომ შემოაღო. -სამუშაო დღე დასრულდა ლილუ და წავიდეთ. _ ეჭვის თვალით დააკვირდა კაცს და ქალს ხელი დაუქნია. -ახლავე, ჩანთას ავიღებ. _ უცებ დაფაცურდა კვარაცხელია. -მოიცადეთ მოიცადეთ, მე აქ ბოძის მაგივრობას გიწევთ თუ რა ხდება? ვერ ხედავ მე და ჩემი ახალი მდივანი რომ ვსაუბრობთ?_ გაცოფებულმა კითხა ეკატერინეს._ მე როცა ვეტყვი მაშინ წავა! შენ თავისუფალი ხარ!_ ხელი აიქია კაცმა. -მაშინ დაველოდები და ერთად წავალთ. _ ჯიბრში ჩაუდგა ქალი, იქვე მდგარ დივანზე ჩამოჯდა და ჩანთა მუხლებზე დიადო. წარბაწეულმა გადახედა ორივეს და ჯიბეებში ხელები ჩაიწყო. -დღეს წადი, მაგრამ იცოდე ხვალიდან როცა მე გაგიშვებ მაშინ წახვალ გასაგებია?_ დაიგესლა და კაბინეტში შეტრიალდა. თავი მსუბუქად დაუქნია ლილუმ სივრცეს და საკიდზე ჩამოკიდებული ჩანთა ჩამოხსნა. ფირმა ერთად დატოვეს, ეკატერინე თავისი ქმრის მანქანისკენ წავიდა, ლილუ სამარშუტო ტაქსების გაჩერებასთან დადგა და ტაბლოს ახედა. რა კარგ დროს გამოვიდა, ხუთი წუთში მისი მარშუტი მოვა. ნეტავ სულ ასეთ პირობებში მოუწევს მუშაობა თუ მახო შეეჩვევა. ან რატომ გადაეკიდა, ჯერ ხომ ნორმალურადაც არ იცნობს გოგოს. არა! ასე თუ გაგრძელდა, არცერთი წამით გაჩერდება, რა ჯანდაბად უნდა ეგეთი ფული... ლილუსთვის მთავარი პატივისცემაა, სადაც პატივს არ სცემენ, იქ ვერ გაჩერდება. აბა ერთი ტედმეტი გაუბედოს იმ ვიგინდარამ, მოსცხებს ცხვირ-პირში გვარიანად... აკაკისთანაც დაიჩივლებს ერთი ორს და ეგ არის. ვერავინ გაამტყუნებს! ღიმილით ავიდა სამარშუტო ტაქსში და ფანჯარასთან ადგილი დაიკავა. ამ დროს გარეთ გასვა და მითუმეტეს სამარშუტო ტაქსში ასვლა, სისულელეა. იმდენი ხალხი აწვება ერთმანეთს, ლამის გადაგთელონ, საერთოდ არ უფრთხილდებიან ერთმანეთს. თავის გაჩერებაზე გაწევ-გამოწევით ჩავიდა და დაკუჭული ტანსაცმელი შეისწორა. კიბეები ჩქარი ნაბიჯებით აიარა და სახლში შევიდა. მაცივარზე მიკრულმა წერილმა მისი ყურადღება მიიქცია. « ლილუ, მამუკამ თავის მშობლებთან წამიყვანა და არ ინერვიულო.» ეწერა იქ! ღიმილით გადაკეცა ფურცელი და მაგიდაზე მოისროლა. '« ვისთან დაძვრება ერთი ეგ გამაგებინა»' უნებურად ამოუტივტივდა ეკატერინეს სიტყვები და ჩაფიქრდა. « ვინმე ეყოლება... თუმცა მე რა მიკვირს, ყოველ ღამე მაინც არ ვხედავდე.» გაიცინა და პური მადიანად მოკბიჩა. « ნეტავ ერთი ყავს თუ საყვარელსაც ასე ხელთათმანივით იცვლის?» ინტერესით გაჟღენთილი კითხვა გაისმა დაგუდულ სივრცეში. « არა, ერთს ვერ დაჯერდება... ვერ ხედავ როგორი დახვეწილი ქალები დაყავს კლუბში.» ფიქრები მაინც არ ანებებდნენ აკაკის თავს. რა კარგად გრძნობს თავს ახლა არსად რომ არ არის წასასვლელი. ასეთ დროს სამსახურიდან თავისუფალი თუ იქნება, ჩვეულებრივად შეძლებს საღამოობით გასართობად წასვლას... ხელფასიც ისეთი კარგია, მაგრამ მაინც უნდა მოუფრთხილდეს. იქნებ მანქანა იყიდოს და გზის ფულიც დაეზოგება. რიამე იაფიანს იყიდის, ძალიან რომ არ გაწეოწოს ხოლმე. « რა შორს წახვედი.» დაცინა საკუთარ თავს და კომპიუტერში გახსნილი, მანქანების ვებ-გვერდი დახურა. ეს კესოც სად არის ამდენხანს, რვა საათი სრულდება. რას ელაპარაკება ამდენს იმ ხალხს, რომ სახლის გზა ვეღარ გამოიგნო. რა კარგია, ერთი და მაინც რომ დაადგა ცხოვრების გზას სწორად, ცოტახანში მამუკა ჩაიბარებს და წაიყვანს თავისთან. გაფიქრებისას უსიამოვნოდ გაცრა ტანში, ლილუს. კესოს გარეშე ეს სახლი ვერ წარმოუდგენია, როგორი უფერული და არაფრისმთქმელია აქაურობა. მოგონებებიც კი ფერმკრთალდება. კარების ხმამ გამოაფხიზლა ფიქრებში ჩაძირული კვარაცხელია. ზლაზვნით წამოდგა ფეხზე და შემოსასვლელისკენ ფეხების ფართხუნით გავიდა. კარებს იქით, კონიაკის ბოთლით და ლამაზად შეფუთული შოკოლადით ხელში იდგა აკაკი და იღიმოდა. გაოცებულმა გაწია კარები ოდნავ და მისკენ წამოსული მამაკაცი სახლში შეატარა. წარბაწეულმა გააყოლა მიმავალს მზერა, სიცივე რომ შეეპარა ფეხები მხოლოდ მას შემდეგ დახურა კარები. კაცს უკან აედევნა და ხელები სპორტული მოსასხამის ჯიბეებში ჩაიწყო. -რას აღნიშნავ?_ დაბნეული ღიმილით კითხა კაცს და თვალებით კონიაკზე მიუთითა. -ავღნიშნავ!თ! რას ავღნიშნავთ და შენს ახალ სამსახურს!_ ღიმილით დააწყო მინის მაგიდაზე საჩუქრები და დივანზე კომფორტულად მოკალათდა. ფეხებმა გაიყვანეს სამზარეულოში, ხოლო ხელებმა ჭიქები მოძებნეს და ტკბილეულობა. მაგიდაზე ლამაზად დაალაგა და მამაკაცის პირისპირ ჩამოჯდა. -არ მინდოდა შენი შეწუხება. _ მოკრძალებულ სუფრას თვალი მოავლო და ქალს ახედა. -ამაზე სანამ მოხვიდოდით მაშინ უნდა გეფირათ. _ ჩაურტყა საძაგელმა გოგომ. -მაგაზე აღარ მიფიქრია. მოდი ეს თქვენობითი, ფორმა მოაშორე დიალოგებს! როცა ბრაზდები, კარგად მთათხავ ხოლმე!_ ცივი, მაგრამ სიცილნარევი ხმით წარმოსთქვა მამაკაცმა. -ჩემს ადგილას დამიჯერე შენც ასე იზამდი. -როგორ მოგეწონა სამსახური?_ თემას გადაუხვია და კონიაკი გახსნა. -დღეის კვალობაზე, ნორმალური შთაბეჭდილება დამრჩა... _ არ დაუმალა სიმართლე. _ შენი ქვეშემრდომი ცოტას მაფრთხობს! -მახო?_ გაკვირვებულმა აწია თავი და ბოთლი მაგიდაზე ხმაურით დადო. _ რამე ცუდად ხომ არ გითხრა?_ დაბერილი ძარღვები შეუმჩნებელი არ დარჩენია ლილუს. -მთალდ სახარბიელოდაც არ მივუღივარ... ძალიანაც კარგია, სიამრთლეს რომ ეუბნება. რომ რამე მოხდეს, ეს ყველაფერი წინ დახვდება და საქმეს გაუადვილებს. « რა უნდა მოხდეს?» კითხა ფიქრებს. « შენ დაზღვეული ხარ, რაღა გინდა.» გასცა მოკლე პასუხი. -თუ რაიმე პრობლემა შეგექმება ჩემთან მოდი! მახოსთან მე მოვაგვარებ! _ ჭიქა გაუწოდა და გაუღიმა. -არ ვსვამ. _ შორს დიაჭირა ლილუმ. -ერთი ჭიქა არ დაგათრობს და თუ მაინც შეზარხოშდი, მე არ ვისარგებლებ შენი სიმთვრალით! _ პირობასავით დაუდო აკაკიმ. -სიტყვაზე გენოდბი. _ გაიცინა ლილუმ და კონიაკს დასუნა. _ რის სადღეგრძელოს ვსვამთ?_ ინტერესით იკითხა და ჭიქა ლოყის პირდაპირ დაიჭირა. -სამსახურში პირველი წარმატებული დღის სადღეგრძელოს!_ დააკონკრეტა უფროსმა და სტუმარმა. ღიმილით მიადო თავისი ჭიქა აკაკისას და მერე ოდნავ მოსვა კონიაკი. მამაკაცი ძალიან უშვუალო და ჩვეულებრივი იყო. ზედმეტს არაფერს აკეთებდა და ამბობდა. ზოგად თემებზე საუბრობდნენ და ერთმანეთთან დიალოგით, ცდილობდნენ წარმოდგენა შეექმნათ სამომავლოდ. ლილუზე მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა მამაკაცმა. მართალია იმ სიცივეს და უხეშობას მაინც გრძნობდა რაღაცა დოზით, მაგრამ მისგან წამოსული თბილი ჰაერიც არ დარჩენია შეუმჩნეველი. იმასაც კარგად ხვდება, აკაკი ჩუმად რომ ეფლირტავება, მაგრამ არ იმჩნევს. გონია რომ ასე უფრო იოლია! « თუ გონია, რომ მეც მორიგი, გასართიბი ვიქნები ძალიან ცდება!» საკუთარ თავთან დიალოგი გააბა ლილუმ. ლოყებ აფარკლული უსმენდა კაცს, რომელიც სამსახურზე ესაუბრებოდა და ცდილობდა კიდევ უკეთესად გაერკვია ქალი. დღეს შეიძლება სასმელმა იმოქმედა, მაგრამ არც არაფერი დაულევია... ერთი ჭიქა ძლივს ჩაცალა, საერთოდ სასმელს ვერ იტანს. კლუბშიც არასდროს აქვს გასინჯული თაზოს ახალთახალი, კოქეტეულები. ჯერ ისედაც დღე ღამე ქონდა არეული და ორგანიზმი მომსპარი და კიდევ სასმლით დაემძიმებინა თავი და სხეული?! -ახლა წავალ თორემ ძალიან გვიანია. _ კედელზე მოწიკწიკე საათს გახედა კაცმა. -ნეტავ ჩემი და სად არის?! _ ინტერესით იკითხა და ტელეფონის ეკრანი გააანათა. -საიმედო ხელშია!_ თვალი ჩაუკრა აკაკიმ და ფეხზე წამოდგა. _ ხვალამდე. _ ლოყაზე მოწყვეტით აკოცა და კარებისკენ წავიდა. -დროებით. _ ლილუც თბილი ხმით დაემშვიდობა მამაკაცს და კარები მიხურა. როგორ სხვანაირ ხასიათზე დადგა სულ რაღაც ერთ საათში. ახლა უკვე ყველაფერი ძალიან სხვანაირად იქნება, აკაკისთან საერთო ენა გამონახა და კინკლაობა აღარ მოუწევთ. სამსახურში საქმეც გაუადვილდება, თუ რაიმე უფროსსთან შევა და ყველაფერს მოახსენებს. აბა ახლა ამის მერე გაბედოს მახომ, მასთან ზედმეტების წამოროშვა, ენას მოაწიწკნის! «ეს შეხვედრა უნდა შემდგარიყო! აუცილებლად! სხვაგვარად ვერაფერსაც გავიგებდი!» ჩაიჩურჩულა თავისთვის და მისაღებში შევიდა, სუფრის ასალაგებლად. კესო გვიან ღამით შემოიპარა სახლში, ლილუ ჩუმად უსმენდა დის ფეხაკრეფულ ქმედებებს და სიცილისგან ცუდად იყო. დღევანდელ ღამეს დაინდო, მაგრამ ხვალ ვერ გადაურჩება. დილით მაღვიძარამ გამოაფხიზლა, ზანტად გაახილა თვალები და ფანჯრიდან შემოპარულ მზეს ცალი თვალით მიესალმა. ნელა წამოჯდა საწოლზე და ხელები ჰაერში გემრიელად გაშალა. წელში გახსნილი და ცოტა გამოფხიზლებული წამოდგა ფეხზე და ოთახიდან მთქნარებით გავიდა. კესო უკვე სამზარეულოში ფუსფუსებდა და დილისთვის საუზმეს ამზადებდა. ხელის აწევით მიესალმა დას და სააბაზანოსკენ აიღო გეზი. იცის რომ ახლა კესო მის საყვედურებს ელოდება და დროს სპეციალურად წელავს სამზარეულოში დასაბრუნებლად. საოცრად საზიზგარი გოგოა! მოწესრიგებული გავიდა სამზარეულოში და გაშლილ მაგიდასთან თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა. ახლახანს დასხმული ყავა დიდი სიფრთხილით მოსვა და მაგიდაზე გაშლილ ლეპტოპში ჩაძვრა. -როგორი იყო გუშინ სამსახურში?_ ხმადაბლა შეაპარა კითხვა კესომ. -ნორმალური! უფროსსაც არაუშავს, მოჯდება რა. _ ყავა მოსვა და დას თვალი ჩაუკრა. _ წავედი მე და ჭკუით. _ ლოყაზე ხმაურით აკოცა და გასასვლელისკენ დაიძრა. მშვიდობიანად რომ ამოისუნთქა კესომ ზუსტად მაშინ გაისმა საკონტროლო გასროლა. -შეეცადე გამაფრთხილო ხოლმე როცა აგვიანებ, რომ შენს გამო ღამეები არ ვათიო!_ მკაცრი ტონით ჩაილაპარაკა ლილუმ და სახლი დატოვა. სამსახურში მისვლა დღეს რატომღაც არ გაძნელებია, მახოს შემხედვარე. გუშინდელმა საღამომ ძალიან კარგად იმოქმედა მასზე, უფრო გახსნილი და თავისუფალია. დაცვის წევრს თავის ოდნავ დაკვრით მიესალმა და კიბეები ჩქარი ნაბიჯებით აიარა. თავის სართულზე, დერეფანს ბოლომდე დაუყვა და კარები ჩუმად შეაღო. მახო სამნდივნოში ბოლთას სცემდა და თან ტელეფონზე საუბრობდა, ლილუ რომ დაინახა თავის კაბინეტში შეძვრა და იქ გააგრძელა ბაასი. დაბინძურებული ჰაერი ფანჯრის გაღებით გააფანტა და თავისი ადგილი დაიკავა. ნორმალურად მოკალათებულიც არ იყო, მახო ღრენით რომ გამოვიდა კაბინეტიდან. -აკაკის ხელწერილით რომ ხარ აქ ეგ იმას არ ნიშნავს რომ შენს ნებაზე იარო. _ დაუმსახურებელმა შენიშვნამ და უსაფუძლო ბრალდებამ ჭკუიდან გადაიყვანა. თავი გაოცებულმა მიატრიალა კაცისკენ და წარბები აწკიბა. -უკაცრავად?! _ ხმა გაიმკაცრა და ოდნავ წამოიწია. -საათს შეხედე რომელია!_ თითით კედელზე მოწიკწიკე ისრები უჩვენა. -ათის ექვსი წუთია._ ჩვეულებრივად უპასუხა. -შენ დაიგვიანე!_ გამოსცრა კბილებში. -კი როგორ არა. _ ირონიულად ჩაიქირქილა გოგომ. _ მე ზუსტად ცხრა საათზე მოვედი! ექვსი წუთია რაც ამ მოუხერხებელ ტყავის სავარძელში ვზივარ, ასე რომ ბრალდება უსაფუძლოა და ძალიან გთხოვთ მეორედ არ განმეორდეს!_ ცინიკურად გაუღიმა და სავარძელში ოდნავ გადაწვა. « ახლა ხომ ხარ ღირსი გისროლოს აქედან. რამხელა ენა წაიგდე!» გაუბრაზდა საკუთარ თავს. « ყველამ იცოდეს თავისი ადგილი!» შეეპასუხა და დინჯად გაიღიმა. არა ბიჭოს, ამ გარეწარს დააჩაგვრინებს თავს, დაუმსახურებლად. რომ დაეგივნა კიდევ ხო, მაგრამ როცა არა? რატომ? ან თუნდაც ექვსი წუთი დააგვიანოს, დაიქცა ქვეყანა თუ? « უაზროდ მეწვრილმანე იდიოტი!» გათათხა გულში. მახო უხმოდ შეტრიალდა კაბინეტში. მთელი დღე აღარ შეუწუხებია, სამაგიეროდ რამოდენიმეჯერ ეკატერინემ ამოაკითხა და ყავაზე დაეწვია. ძალიან თბილი და ხალისიანი ქალია, თან რა კარგად გაუგეს ერთმანეთს. დღის ბოლოს აკაკიმაც ინახულა. -როგორ მიდის საქმეები?_ ხმაურიანად შემოაღო კარები. -ძალიან კარგად, შევეჩვიე უკვე აქაურობას. _ ღიმილით უპასუხა და ფეხზე წამოდგა. _ როგორ ხარ?_ მორიდებით კითხა და ყავის აპარატისკენ წავიდა. _ დალევ?_ მამაკაცმა მხოლოდ თავი დაუქნია და დივანზე ჩამოჯდა. -ძალინ კარგი თუ მიეჩვია... მახო კაბინეტშია?_ თვალებით კარებს გახედა და კითხვა დასვა. -დღეს მთელი დღეა არ გამოსულა. _ ჩაიცინა ლილუმ და ფინჯანი გაუწოდა. -კარგი შევალ მე... მაღალი საოცრად მოხდენილი აღნაგობის მამაკაცი ფეხზე წამოდგა და კაბინეტისკენ წავიდა. ხარბად გააყოლა მზერა უფროსს და მძიმე ნერწყვი ხორხში გადაუშვა. « შენ დიდხანს ნუ უყურებ, თორემ თვალი გეცემა.» ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და კომპიუტერის ეკრანს მიუტრიალდა. გაცილების დროსაც ასე ხარბად გააყოლა მზერა კაცს... ან რატომ არ გააყოლებს, უშნოა თუ? შესაშური აღნაგობა აქვს ჩვენს უფროსს! თან რა გოგონები ეხვევიან ხოლმე გარს, აფსუს რატომ არ არის იმ წრეში ლილუც. მოწყენილმა ჩაიქნია ხელი და კარებში მდგარ უფროსს გახედა. -სამუშაო დღე დამიმთავრდა და თავისუფალი ვარ?_ ინტერესით კითხა და საათს დახედა. -ხვალ შეეცადე ცოტა ადრე მოხვიდე, შეხვედრაზე ვართ წასასვლელები. _ გააფრთხილა მახომ. -აუცილებლად!_ ღიმილით დაემშვიდობა კაცს და ფირმა დატოვა. სამარშუტო ტაქსების გაჩერებისკენ მიდიოდა, გზაში ახალთახალი აუდი რომ წამოეწია. ფანჯარა მეორე მხარეს ჩამოწია აკაკიმ და ღიმილით გადმოხედა კვარაცხელიას. -ჩაჯექი მიგიყვან!_ სავარძელზე ხელი მსუბუქად დაარტყა და თავი დაუქნია. -არა ნუ შეწუხდები, წუთი წუთზე მოვა ჩემი ნომერი. _ გაიღიმა და ტაბლოს ახედა. -ერთხელ ვთქვი! _ ხმა გაიმკაცრა კაცმა. იმდენი ხანია მისი ასეთი ქცევა და ხმა არ გაუგონ, მოუსმენია რომ ცოტა დაიბნა და შეეშინდა. დამფრთხალმა გამოაღო კარები და შიგნით შეხტა. თურმე როგორ იმალება იმ «სათნო» ტყავში ეს გაიძვერა. არ დააშინა წამებში. მერე? რას ჩაუხტა მანქანაში, ესეც კარგი დაბნეულია... რომ მოსწონს უკვე ხვდება, მაგრამ იმასაც ხვდება ამ მოწონებით და სიმპათიებით შორს რომ ვერ წავა. « ჩემთვის თუ მომეწონა დიდი აბავი ახლა! ცოლად კი არ მივყვები.» ინუგეშა თავი. « ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერც გაყვები, შენნაირი საათში, ორი ყავს...» დაცინა ალტერეგომ. « ჩემნაირი, ვერცერთი ეყოლება!» ნიშნის მოგებით გამოეპასუხა და მანქანის სალონი მოათვალიერა. რა დიდი სიამოვნებით იყიდდა ასეთ, მაგრამ... მერე ამ მანქანას მოვლაც უნდა და სად აქვს ცალკე ამის სახარჯი ფული. ისევ ავტობუსი ჯობია! მანქანა ნელა დაძრა აკაკიმ და ნორმალური სიჩქარით გადავიდა მთავარ გზაზე... იქვე აწითლებულ შუქნიშანთან გაჩერდა და ლილუს გამოხედა. ქალს ყურადღება არ მიუქცევია მისი მზერისათვის, არადა როგორ უნდა თავის მიატრიალება და შეხედვა. მოღუშულმა გააყოლა ფეხით მოსიარულე მაღალ გოგონას თვალი და მანქანაც დაიძრა. -ხვალ შეხვედრაზე ხომ მოდიხარ?_ მოულოდნელმა კითხვამ ცოტა დააბნია. _ ლილუ, შენ გეკითხები. _ ოდნავ აუმაღლა ბარიტონს. -ბოდიში, ჩავფიქრდი... კი კი მოვიდვარ. _ ამოილუღლუღა და მამაკაცს მიაჩერდა. _ შენც მოდიხარ?_ იკითხა გაკვირვებულმა და საბოლოოდ გამოფხიზლებულმა. -ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებს არასოდეს ვტოვებ. _ თითქოს გამაფრთხილებლად გაისმა მისი ხმა. მანქანა ლილუს სადარბაზოსთან გააჩერა და დაემშვიდობა. ისე მოწყდა მანქანა ადგილს, არც კი დალოდებია მის სადარბაზოში შესვლას. მოღუშული სახით აიარა კიბეები და რკინის კარები შეაღი. მისაღებში დივანზე ფეხმორთხმული იჯდა კესო და ნიშნობის ბეჭედს თითებით ათამაშებდა. დის შემხედვარე კიდევ ერთხელ მოუნდა, თვითონაც ყოლოდა გვერდით სასურველი ადამიანი. ის ადამიანი აკაკი რომ ვერ იქნება, იცის და მასზე ფიქრსაც კი აღარ ბედავს, მაგრამ რა ქნას ასე დაუნდობლად რომ მოაწყდნენ... მისი წრის არ არის, მართალია ამას დღესდღეობით არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ლილუმ იცის რომ აკაკი არასოდეს აღიქვამს სერიოზულად. ის სხვა ცხოვრებისთვის არის დაბადებული. თოდუასნაირი მამაკაცები, ქალებს ხელთათმანებივით იცვლიან. ლილუ კი მსგავს არაფერს ჩაიდენს, მერე მთელი ცხოვრება სანანებელი გაუხდება. ამიტომ ჯობია, ისეთი რაინდი ეძებოს მას რომ შეეფერება... ხო და კიდევ ისეთი, ბევრ შარს რომ არ გადაყრის. დის გვერდით დივანზე მოკალათდა და ხელი მხარზე მიკრა, ისიც ფიქრებიდან გამოეკრვა და დას გაუღიმა. -რა კარგია რომ მოხვედი, ერთად ვივახშმებთ. _ ფეხზე წამოდგა კესო, რატომღაც დის ხმაში წყენა და გულისტკივილი ამოიკითხა. -არ მშია ჯერ, ცოტა გვიან ვჭამოთ. _ მაჯაში ჩაავლო ხელი და ისევ დივანზე დასვა. _ რაო მამუკას მშობლებმა? -მე მეგონა არ გაინტერესებდა დღეს დილით რომ არ მკითხე. _ აი თურმე რატომ იყო ასეთი დამწუხრებული უმცროსი კვარაცხელია. -რა სულელი გოგო ხარ! დილით სად გვეცალა ამაზე სასაუბროთ?_ სიცილით გაუწელა ლოყები და შუბლზე უთხი თითი მისცხო. _ მიდი მოყე!_ უცებ დაუსერიოზულდა ხმა. -ძალიან კარგი ოჯახია! ყველა ისეთი განათლებული და კულტურულია, რომ თავი სამოთხეში მეგონა. მამა ყავს ძალიან ნიჭიერი და საოცრად სასიამოვნო მოსაუბრე, დედა ცოტა ცივი ქალია მაგრამ ის სითბო რაც გუშინ დამანახა ალბათ მთელი ცხვორება გამყვება. კიდევ ყავს ბებია, რომელიც ისე მიღიმოდა, მთელი საღამო პირი ვერ დავხურე ბედნიერმა... არცერთს უგრძნობინებია, რომ იმ ოჯახში მეორე სარძლო ვარ, მამუკას მხირდან. ძალიან ცუდია მამუკა მათთან რომ არ ცხოვრობს. _ აღტაცებას ვერ მალავდა კესო. -მიხარია ასეთი კარგები თუ არიან. რაც შეეხება მამუკას საცხოვრებელს, მე თუ მკითხავ ძალიან კარგია. დედამთილს და მამამთილს თავი უნდა მოანატრო ცოტა._ სიცილით დაარიგა და. -არა მეც მარტო ცხოვრება მირჩევნია, მაგრამ მაინც... მამუკას ისეთი გრაფიკი აქვს, სულ სამსახურშია ხოლმე და იმედია მერე მაინც მოიცლის. _ მობუზულმა ჩაიდუდღუნა. -ცოლი მოყავს და აბა რას იზამს. -ცოლი ისეც ყავდა მაგრამ სულ სამსახურში იყო. -ზუსტად მაგიტომ იყო სულ სამსახურში!_ გაიცინა ლილუმ. _ ასეთი ანგელოზი რომ დაუჯდები და დაუწვები გვერდით რაღა ჯანდაბა უნდა მეტი?_ მხრები აიჩეჩა კვარაცხელიამ. -წეღან ფილმს ვუყურებდი და გავსკდი ტირილით. _ ამოისლუკუნა და ტელევიზორს გახედა. -რატომ ვერ გაიზარდე?_ კითხა მოღუშულმა ლილუმ და ფეხზე წამოდგა. _ადექი მიდი მაჭამე. _ფეხზე წამოაგდო და სამზარეულოსკენ უბიძგა. გვიან ღამით ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა, დამძიმებული ქუთუთოები ძლივს აამოძრავა და თვალები გაახილა. კომოდზე მოცეკვავე ტელეფონს გადაწვდა და ნაცნობ ნომერს მოჭუტული თვალებით დააშტერდა. -გისმენ. _ ხმაჩახლეჩილმა ჩაილაპარაკა. -როგორ ხარ ლილუ?_ გაისმა თაზოს მხიარული ხმა. -შენი აზრით, დამიფთხე ძილი და ახლა მეკითხები?_ გაბრაზებულმა დაიღრინა. -კარგი ხო ნუ ბუზღუნებ... მიდი ადექი და კლუბში გამოდი, ირაკლიმ ფართი გვაჩუქა თანამშრომლებს და შენც გეპატიჟება... _ ხმამაღლა ჩასძახა თაზომ. -თაზო მეძინება... _ ამოილუღლუღა და თავი ბალიშში ჩარგო. -ეე, მიდი რა არ გამიტეხო! თან რომ იცოდე რა ხალხი იქნება, შენს გულს რომ გაუხარდება. _ ირონიულად ჩაიცინა მეგობარმა. -მიგასიკვდილებ მანდ რომ მოვალ. აფართხალებული გულით გადაიძრო საბანი და ფეხზე წამოხტა. -კესო, ადექი!_ მთელ ხმაზე გასძახა გვერდით ოთახში ჩამკვდარ დას. _ კესო!_ ოთახის კარები შეაღი და იკივლა. -ხომ მშვიდობაა?_ დაფეთებული წამოჯდა საწოლზე გოგო. -ადექი, დაურეკე შენს მამუკას და ჩემთან კლუბში ფართიზე მივდივართ! მიდი მიდი გაინძერი. _ უცებ მიაყარა და ოთახიდან ასკინკილით გავიდა. -რა დროს ფართია გაგიჟდი? მომკლავს მამუკა. _ შეწუხებული წამოდგა ფეხზე. -ხოდა იმიტომაც გეუბნები, მიდი დაურეკე და წამოვიდეს! _ თვალი ჩაუკრა და გარდერობიდან მოკლე შავი კაბა გადმოიღო. -სად არის აქამდე?_ ფეხების ბაკუნით იკითხა ლილუმ და ფანჯრიდან გაიხედა. -ნუ დადიხარ წინ და უკან, ამტკივდა თავი! მოვა სად წავა. _ გაუჯავრდა კესო და ტელეფონს დახედა. _ აგერ, რეკავს. მოვიდოდა წამოდი. _ ხელით ანიშნა და ფეხზე წამოდგა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების პაკუნით გავიდნენ სადარბაზოდან. თვალებგაფართოვებულმა გახედა, მამუკას გვერდით მდგარ აკაკის და ყელში გაჩხერილი დიდი ბურთულა ძლივს გადააგორა. ცივმა ოფლმა დაასხვა ზურგზე. აგიზგიზებული თავის ქალა ცოტაც და ალბათ აძვრება. საერთოდ არ ელოდა ახლა აქ, თან მამუკასთან ერთად. თუმცა რატომ? კესომ ხომ უთხრა რომ მამუკას იცნობს, ალბათ მეგობრობენ და მამუკამ წამოიყვანა. ის მაინც მოვიდოდა დღეს კლუბში. ღიმილით მიესალმა ორივეს და მანქანის უკანა კარები გამოაღო. -მანდ მე და კესო ვჯდებით, საცოლის დავ!_ სიცილით ჩაილაპარაკა მამუკამ და წინა კარები გაუღო. კესოს თვალების ბრიალით გახედა, იმანაც მხრები აიჩეჩა და საქმროსთან ერთად უკანა სავარძელზე მოთავსდა. აკაკიმ თვალებით ანიშნა დაჯექიო და თვითონაც მანქანაში ჩაჯდა. ღრენით დაიკავა მძღოლის გვერდით ადგილი და სარკიდან წყვილს გახედა. მათ უკვე მოესწროთ ერთმანეთზე ტკიპასავით მიწებება. -ამ შუაღამისას კლუბი რამ გაგახსენათ?_ იკითხა მამუკამ და კესოს თითებს აკოცა. -ჩეემა მეგობარმა დამირეკა, უფროსი თანამშრომლებისთვის ფართის აწყობსო და დამპატიჟა. მე კიდევ იქ მარტო წასვლა მეზარებოდა. _ ღიმილით გადახედა სასიძოს. _ შენ საიდან გაიგე?_ როცა მიხვდა რომ წყვილს მათთვის აღარ ეცალა აკაკის მიუტრიალდა. -მე და მამუკა ერთ კორპუსში ვცხოვრობთ და გზაში შემხვდა, მეც იქ მივდიოდი. -მერე მეწყვილე სად გყავს?_ ირონიულად დიაგესლა ლილუ. -გვერდით მიზის!_ არც აკაკიმ დააკლო ირონია. დაბერილი ძარღვებით გადახედა მომღიმარ მამაკაცს და პირი მაგრად დახურა, რაიმე ცუდი რომ არ ეთქვა. _ ხვალ დილით ადრე ხარ ასადგომი. _ შეახსენა ხვალინდელი შეხვედრა. -შენც. _ ნიშნის მოგებით გაუღიმა კაცს. _ ხო, თუმცა შენ ხომ უფროსი ხარ და რა გენაღვლება. _ სიცილით მიაძახა ბოლო სიტყვები. -თუ ჭკვიანად მოიქცევი, შენც აღარ იღელვებ ხოლმე. _ გაურკვეველმა წინადადებამ დააბნია. კლუბის სადგომზე დააყენა მანქანა და გადავდნენ. კესო და მამუკა რამოდენიმე ნაბიჯით წინ უსწრებდა, უკან მოსიარულე წყვილს. რკინის დიდ კარებს რომ მიუახლოვდნენ, აკაკიმ ცივი ხელი წელზე მოხვია ლილუს. სიამოვნებისგან გააჟრიალა კვარაცხელიას, მზერა მის თითებზე გადაიტანა, ასე გამეტებით რომ ეჭიდებოდნენ მის თეძოს. ცხოვრებაში პირვლად განიცადა მსგავსი სიამოვნება... ადრეც უამრავი თაყვანისმცემელი ყავდა, ერთ-ერთი მათგანი ძალიან მოსწონდა და მასთან ურთიერთობაც ქონდა, საკმაოდ სერიოზული. ცოლობასაც უპირებდა იმ ბიჭს, მაგრამ მერე აირია და დარჩნენ ასე. იმ ბიჭის შეხება ხომ სიამოვნებდა და სიამოვნებდა, მაგრამ ეს სულ სხვაა... ჩამოყალიბებული, გააზრებული, ემოციური სიამოვნება! ასე შეუძლია აღწეროს ის რასაც ახლა გრძნობს. დამძიმებული წამწამები დაახამხამა და აკაკის მოჩვენებითი სიბრაზით გადახედა. -ჩაწიე ახლავე ხელი! მე შენ მართლა შენი მორიგი ღამის პარტნიორი ხომ არ გგონივარ?_ აწითლებული გაფართხალდა კაცის მკალვებში. -რას უწუნებ ჩემი ღამის პარტნიორობას?_ წარბები ცინიკურად აზიდა მაღლა კაცმა. - მაგას მირჩევია სულ არ დაღამდეს და დავიდო ღამის ვალი! .ნუ მიჭერ ეგრე ძალიან, მტკივა! _ ამოიჩურჩულა ხმაწართმეულმა. -მაშინ მოდუნდი და გამიღიმე! რაც შეეხება ღამის ვალს, დღის ვალი უფრო ბევრი გვექნება ჩვენ ორს!_ თითებით მოეფერა ლილუს წელს და კარები შეაღო. ნაცნობმა გარემომ, ხალხმა, ხმაურმა და სართოდ იმ ყველაფერმა რაც ამ კლუბშია, ძველი დრო გაახსენა. დიდი ხანი არ არის რაც აქედან წავიდა, მაგარამ უკვე ენატრება მაგიდებთან სირბილი სინით ხელში. როგორი შეცვლილია თითქოს აქაურობა და ხალხიც. ნაცნობი ბარისკენ გაპარა მზერა და მომღიმარ თაზოს ხელის დაქნევით მიესალმა. სწრაფად დაიძვრინა აკაკის ხელიდან თავი და მისკენ წავიდა. ბართან მდგარ ბიჭმა ხელები მოხვია მეგობარს და ლოყები დაუკოცნა. -როგორ მომენატრე შე საზიზღარო ბიჭო. _ ლოყებზე წაეთამაშა და თვალები მოჭუტა. -მომეჩვენა თუ აკაკიმ დაგკერა?_ სიცილით იკითხა თაზომ. -დაგიკერებ მე შენ მაგ ენას! _ შუბლშეკრულმა დაუღრინა და ახლოს მდგარ აკაკის გახედა. _ უბრალოდ დღეს ასე დაემთხვა. _ მხრები აიჩეჩა ლილუმ. არადა როგორი მართალია ახლა თაზო. დაკერა აბა რა ქნა, თან ისე მწარედ რომ ფიქრებსაც ვეღარ გაურბის. მეგობარს ღიმილით გაეცალა და თავიანთი მაგიდისკენ წავიდა. ორი დიდი სავარძელი იდგა ერთმანეთის პირისპირ, შუაში კი შავი მინის მაგიდა. რათქმაუნდა ერთი სავარძელი წყვილს დაეკავებინა უკვე, მეორე ცარიელ მხარეს ღიმილით გახედა და აკაკის გვერდით მოკალათდა. კაცმა ოდნავ გაუხახუნა მხარი ქალს და თვალი ჩაუკრა. წარბაწეულმა გახედა კაცს და თვალები დაუბრიალა. -როცა ბრაზდები, ძალიან სექსუალური და მომხიბვლელი ხარ! _ კომპლიმენტებით აავსო კაცმა. -შენ კიდევ, როცა ჩუმად ხარ, ვფიქრობ რომ შენთან ურთირთობა ღირს!_ ენა ოდნავ გამოუყო კაცს. -მაგ ენას მოგაჭრი ძირში! _ გაღიზიანებულმა დაიგრგვინა და ქალს მკლავზე თითები შეუმჩნევლად მოუჭირა. -ასე უნდა ვისხდეთ?_ გაკვირვებულმა იკითხა კესომ და ტკივილისგან აწითლებულ დას გახედა. -შენ და მამუკამ იცეკვეთ, ხომ იცი მე არ მიყვარს. _ ძლივს ამოიჩურჩულა და ფეხზე მდგარ წყვილს ახედა. მამუკამ კესოს წელზე ხელი მოხვია და გაიყვანა._ აი ერთხელაც იქნება, მაგ თითების მოჭერას განანებ. _ ტირილის პირას მისულმა ამოილაპარაკა და ნატკენი მკლავი დაიზილა. _ ინატრე რომ არ დამილურჯდეს. _ მკლავზე უბრწკინა მამაკაცს და მის მიმიკას დააკვირდა. _ არ გეტკინა?_ იკითხა გულუბრყვილოდ და კიდევ ერთხელ წაეტანა კაცის ხორცს. -რა სუსტი და ბავშვური ხარ. _ მისკენ გადაიხარა აკაკი და ტუჩების კუთხეში აკოცა. თვალები უცებ დაჭყიტა ლილუმ და მამაკაცის ცხვირს მიაშტერდა. აკაკი ისევ ისე იჯდა და იღიმოდა, ეს კიდევ ისე დააბნია და დაადნო მისმა ქცევამ, რომ ემოციას სახელს ვერ ვუძებნი. მართალია ტუჩებს ძალიან არ შეხებია, მაგრამ ის ადგილი სადაც კაცის ცხელი ბაგეები მოხვდა ისე უხურს გეგონება ცოტახანში მხოლოდ ფერფლი დარჩება. სირცვილით და სიხარულით აწითლებულ ლოყებზე ხელები მიიდო და მოცეკვავე წყვილს გახედა. აკაკიმ ნიკაპი მის მხარს ჩამოადო და ქალის ყურთან ტუჩები ააცოცა. -გაჩერდი ახლა თორემ მოგკლავ!_ გაუბრაზდა ლილუ, როც ამიხვდა რომ ემოციებს ვეღარ გააკონტროლებდა. -როგორ ცახცახებ როცა გეხები. _ უცებ გაშიფრა კაცმა. _ მე ეს ძალიან მსიამოვნებს. -შენ ის გსიამოვნებს დღეს საწოლი რომ არ გაგიცვიდება, მაგრამ არა! მე და შენ საერთო არაფერი გვაქვს. _ უცებ მოიშორა კაცის სხეული და ოდნავ გაჩოჩდა სავარძლის კუთხისკენ. -როგორ არა გვაქვს! თანაც ძალიან ბევრი და საინტერესო. _ ნატკენ ადილას მოეფერა კაცი. ნერვიულობისგან გამშრალი ყელი იქვე დადებული წყლით გაისველა და ფეხზე გიჟივით წამოფრინდა. ბინდგადაკრული მივიდა ბართან და მაღალ სკამზე შემოხტა. მომღიმარ თაზოს ხელით ანიშნა რაც უნდოდა და ბარის მაგიდაზე თითები აათამაშა. საშინლად მოუნდა იმ ადგილზე თითების შეხება სადაც ორიოდე წუთის წინ აკაკი ეფერებოდა. ყელში გაჩხერილი ბურთულა გადააგორა და ჭიქას თითები მაგრად ჩასჭიდა. -რამე მოხდა?_ ბართან უეცრად გაჩენილმა კესომ შეაშინა. -არ არაფერი, ცოტახნით გამოვედი აქეთ. _ თავი იმართლა და მაგიდისკენ გაიხედა, მამუკა და აკაკი რაღაცაზე სერიოზული სახეებით საუბრობდნენ. -აკაკისთან ერთად რომ იჯექი რაღაცები შეგამჩნიე და ნუ მიმალავ!_ გაბრაზებულმა დაუქნია თითი. -მომწონს!_ ამოიჩურჩულა ხმადაბლა. -ასეც ვიცოდი! ძალიან მაგარი კაცია, ნახე ჯერ მარტო რა გამოხედვა აქვს. _ ქვედა ტუჩი არტისტულად მოიკვნიტა გოგომ. -მამუკა გიყურებს და მაგ ტუჩებს დაგაჭრის. -მამუკას ეს ტუჩები ისე უყვარს, ვერ გაიმეტებს. _ ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და საქმროსკენ ღიმილით წავიდა. დას ფეხდაფეხ მიყვა და თავისი ადგილი მორიდებით დაიკავა. აკაკიმ იგრძნო მისი დაძაბულობა ალბათ და მთელი საღამო სახის მიმიკა აღარ შეუცვლია. აღარც ლილუსთან ამყარებდა კონტაქტს, მარტო კესოს და მამუკას ესაუბრებოდა. ეს კიდევ უარესად აღიზიანებდა კვარაცხელიას. ისე იქცევა თითქოს იქ არც იჯდეს, არადა წეღან კარგად ეკურკურებოდა. იქნებ მიხვდა რომ არაფერი გამოუვა მასთან და შეწყვიტა ეს უაზრო მასკარადი.... ან იქნებ, ლილუს მიმართ იმდენად არასერიოზულად იყო განწყობილი, რომ უკვე გადაუარა სურვილმა. როგორ არ უნდა მართლა ასე იყოს, ნეტავ გამოელაპარაკებოდეს და თაფლივით დატკბება. გვიან ღამით დაიშალა ხალხი კლუბიდან, ესენიც მათ გზას დაასდგნენ. სადარბაზოსთან გააჩერა აკაკიმ მანქანა და გოგონებს ერთდროულად დაემშვიდობა. მამუკამ კესო ჩაკოცნა და ისიც მანქანაში მოკალათდა. ნელა აპარებდა მიმავალი მანქანისკენ მზერას ლილუ და თან ცრემლმორეული მიაბიჯებდა სადარბაზოსკენ. რომ არ კესოს გაფრთხილება, გემრიელად ჩახტებოდა წვიმიანი წყლით სავსე გუბეში. ფრთხილად აუქცია გვერდი და სადარბაზოში შევიდა. მეორე დილით ადრიანად წამოფრინდა ფეხზე და გარდერობს მივარდა, ტანსაცმელი აარჩია და სამაზარეულოში ღიღინით გავიდა. კესო უკვე ამდგარიყო და ყავას მიირთმევდა... თვითონაც გაიმზადა მწარე ყავა და მაგიდის კიდეზე ოდნავ ჩამოჯდა. მოწიკწიკე საათის ისრებს თვალმოუშორებლივ უყურებდა და წასვლამდე გასასვლელ დროს გულში ითვლიდა. როგორც კი ისარი, სამიანს მიუახლოვდა ჩანთას ხელი დაავლო და ყვირილით დამეშვიდობა პირდაღებულ კესოს. კიბეები სულ რიკინით ჩაიარა და იქვე მდგარ ტაქსიში ჩახტა. « ტაქსის ფულები გაქვს?» გაუწყრა საკუთარ თავს და ფანჯრიდან გაიხედა. ნაცნობ შენობასთან ჩამოვიდა და მანქანებთან მდგარ უფროსებს ღიმილით მიესალმა. -ჩაჯექი და წავედით!_ გაისმა მახოს ცივი ბარიტონი. ერთიანად დაუარა უსიამოვნო შეგრძნებებმა ლილუს. მთელი გზა მის გვერდით ასეთ პატარა სივრცეში ალბათ მოვკდება. ატირებასაც არ აქვს აზრი... ძლივს გადადგა ნაბიჯი მისკენ და მანქანას მიუახლოვდა. -ლილუ ჩემთან ერთად მოდის!_ გასიმა ზურგს უკან აკაკის გაღიზიანებული და საოცრად ცივი ხმა. აზრზე მხოლოდ მაშინ მოვიდა, მანქანის საბურავების ხმამ ყურებში რომ დაუწუილა. მადლიერი მზერით გახედა სახედაჭიმულ აკაკის და მისი მანქანისკენ ღიმილით წავიდა. ამჯერად საერთოდ არ გაძნელებია მის გვერდით დაჯდომა, პირიქით საშინლად სიამოვნებდა, მის ახლოს ყოფნა. -რატომ არ გამიშვი მახოსთან ერთად?_ ინტერესით იკითხა და რადიო გამორთო. -ასე იყო საჭირო!_ ისევ ისეთი ხმა ქონდა კაცს. -მალე მივალთ?_ მიხვდა რომ მასთან ამ თემაზე საუბარი არ ღირდა და ყველაზე უაზრო კითხვა დასვა. -თითქმის მოვედით. _ ხმა ოდნავ შეურბილდა თოდუას. _ დღეს კარგად გამოიყურები!_ მოულოდნელად გაისმა მამაკაცის კომპლიმენტი, რამაც ლილუს ლოყების გაჭარხლება მოყვა. რესტორანი ძალიან მყუდრო გამოდგა, რაც მთავარია ხალხმრავლობა არ არის და საუბარსაც ნორმალურად შეძლებენ. კარებში მომღიმარ ეკატერინეს მიესალმა და შიგნით შევიდნენ. მახოს უკვე დაეკავებინა ადგილი თავისუფალ მაგიდასთან. ნელი ნაბიჯებით წავიდა დაბღვერილი უფროსისკენ. « ამან რომ მარტო დამიჭიროს წასულია ჩემი საქმე» გაიფიქრა შეშინებულმა და აკაკის გვერდით ამოუდგა. მახოს და აკაკის შუაში შავ ტყავის სკამზე დაჯდა და რესტორანი კიდევ ერთხელ მოათვალიერა. საბუთებში თავჩარგულ ეკატერინეს გახედა და მოსულ სტუმრებს ნაზი ღიმილით მიესალმა. გაცნობის რიტუალი, ჩვეულებრივად ჩატარდა. საქმეზე საუბროს დროს, აკაკი სულ სხვანაირი იყო. რადიკალურად განსხვავებული პიროვნება. ისეთი სახით საუბრობდა, ახლადაშენებულ ბავშვთა სახლზე, რომ პირი ღია დარჩა. მამაკაცის თითოეული სიტყვა მიგანიშნებდათ რომ ბავშვებზე უგონოდ არის შეყვარებული. რაღაც ცნობები აქვს ამ თავშესაფარზე, მაგრამ ასე კონკრეტულად ჯერ არავისთან უსაუბრია ამ თემაზე. თითქმის სულ უფროსები და პარტნიორები საუბრობდნენ, მდივნები მხოლოდ ჩანაწერებს ადასტურებდნენ და ხელმოსაწერ საბუთებს ავსებდნენ. ორსაათიანი, ცივილიზებული დიალოგის შემდეგ, სამსახურში ისევ აკაკის მანქანით დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად უკანა სავარძელზე იჯდა ეკატერინესთან ერთად და საბუთებში მცირე უზუსტობებს ასწორებდა. თავისი კაბინეტის კარები მახოსთან ერთად შეაღო, მამაკაცი თავისი ოთახისკენ წავიდა მოულოდნელად რომ შეჩერდა და მთლიანი ტანით მდივნისკენ მოტრიალდა. ცივტალღა დარეული იდგა ლილუ, მაგიდასთან და ფურცლებს უაზროდ ახმაურებდა. -არც შენ ყოფილხარ უფრთო ანგელოზი, ჩემო ლილუ... _ ცინიკურად ჩაილაპარაკა კაცმა და მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა. -ვერ მიგიხვდით?_ გაკვირვებულმა აზიდა წარბები. -ნუ იშტერებ თავს, შენ ჩემზე უკეთ იცი რატომ და რისთვის ხარ აქ. _ გაღიზიანებულმა ჩაიქირქილა და მაგიდას ერთი ხელი მსუბუქად დასცხო. _ მორიგი, კუკლა ხარ ჩვენი უფროსის!_ ამაზრზენად ჩაიცინა და ქალისკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა. -იცოდეთ ვისთან როგორ ისაუბროთ! არავითარ შემთხვევაში მოგცემთ უფლებას, ჩემს პიროვნებას შეურაწყოფა მიაყენოთ... ასეც რომ იყოს ეგ თქვენი საქმე არ არის და ნუ ჩაერევით, თორემ ამ კუკლას ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია!.. _ გამწარებულმა ჩაისისინა და თვალი ირონიულად ჩაუკრა კაცს. -შენ რა ბედავ და მემუქრები?_ მაჯაში ხელი სტაცა მახომ და ოდნავ შეანჯღრია. _ შენ, შენი თავი ვინ გგონია? ჩვეულებრივი ქუჩიდან მოთრეული ქალი ხარ! ერთი თვე გაერთობა შენით და მერე საიდანაც მოხვედი იქ გაგამწესებს! _ საუბრის დროს ქალს აქეთ-იქით აქანავებდა. -ახლავე გამიშვი ხელი!_ დაიკივლა ლილუმ და ხელი გამოგლიჯა. _ სიტყვები შეარჩიე თორემ საკუთარ ქმედებებზე პასუხს არ ვაგებ! იცოდე ვისთან როგორ ილაპარაკო, შენ მე მართლა ქუჩიდან მოსული ნუ გგონივარ. ნორმალურად მელაპარაკე თორემ მაგ გველ თვალებს სათითაოდ დაგთხრი! ემოციების გაკონტროლება საშინლად გაუჭირდა, მაგრამ ყველანაირად ეცადა ხმა გაეკონტროლებინა და გამოუვიდა კიდევაც. შესამჩნევი სიმშვიდით ემუქრებოდა უფროსს და ცეცხლებს ყრიდა. მახომ ქალისკენ გაწევა ცადა კარები აკაკიმ რომ შემოაღო, განრისხებული სახით. -რა ამბავია აქ?_ იკითა ცივი ხმით და ორივეს ერთდროულად გადახედა. -ჩემს მდივანთან ერთად საქმეებს ვაგვარებ!_ მშვიდად უპასუხა კაცმა. -ცოტა ჩუმად მოაგვარეთ საქმეები! თქვენს გარდა აქ უამრავი ადამიანი მუშაობს!_ წარბაწეულმა დაარიგა და გასვლა დააპირა. -საქმეს კი არ ვაგვარებთ, შენს პარტნიორს ვასწავლი როგორ უნდა მოქიცეს ქალთან!_ ამოიღრინა ლილუმ და ჩანთას ხელი დასტაცა. _ განცხადებას მერე შემოგიტან. _ გასვლისას მიაძახა აკაკის და ოთახი დატოვა. არ იცის იმ წუთას რატომ თქვა რომ სამსახურიდან წასვლას შეძლებს. მაგრამ ერთადერთი რაც ამ ეტაპზე დაზუსტებით იცის, იმ კაცთან თანამშრომლობას ვეღარ შეძლებს. იმ ადამიანთან ერთად, რომელიც პატივს არ სცემს, ერთ სივრცეში, ვერ იქნება. მეტიც, ის კაცი უკვე ძულს! ვერ იტანს ასეთ არაადამიან ხალხს. მითუმეტეს მამაკაცებს, როცა რაღაცის დასამტკიცებლად ათას სისაძაგლეში გდებენ ბრალს. აკაკისთან რა შეხება აქვს ლილუს ვერ ხვდება, ან სათამაშო რა შუაშია! იმ კაცს მსგავსი არაფერი შემოუთავაზებია მისთვის. სამსახურში არც კი ეფლირტავება, ყოველივე ეს გარეთ ხდება... მაგრამ ფლირტი ფლირტია! თუმცა საყვარლობამდე და ღამეების ვნებიანად გათენებამდე ფიქრითაც კი ვერ მივა ახლოს. ეს ყველაფერი ძალიან არარეალურს გავს, და იმ არანორმალურმა აკაკისაც კი ჩაუგორა ლოგინში. ობლად ჩამოსული ცრემლი მუჭით მოიწმინდა და სკამზე ჩამოჯდა. გზაზე მოსიარულე მანქანებს თვალი გააყოლა და ფიქრების გასაფანტად მათი დათვლა ცადა, მაგრამ სიჩქარის გამო არ გამოუვიდა. ამიტომ ისევ იმ არასასიამოვნო სცენას დაუბრუნდა. -რას ნიშნავს განცხადებას შემომიტან?...!_ ზურგს უკან აკაკის გამყინავი ხმა გაისმა. -რას და სამსახურიდან მივდვიარ. ჩვენ შევთანხმდით ამაზე. _ მშვიდად გასცა პასუხი და მისკენ მიტრიალდა. _ არ ვარ კმაყოფილი იმ პირობებით, რა პირობებშიც მე ვმუშაობ. იმ ადამიანთან ერთად ერთ წამსაც არ გავჩერდები!_ ამოილაპარაკა და ჩამოგორებული ცრემლის არშემჩნევა ცადა. -მახოსთან შეხება აღარ გექნება! სხვაგან გადაგიყვან სადმე. _ გვერდით მიუჯდა ძარღვებ დაბერილი აკაკი. -არ მინდა, ჩემს გამო პრობლემები შეგექმნას. წავალ! _ ჩაილაპარაკა და მამაკაცს გაუღიმა. -ლილუ, ხომ იცი რომ წინააღმდეგობის გაწევას არანაირი აზრი არ აქვს? მე შეგპირიდი რომ კარგ პირობებში გამუშავებდი და ასეც იქნება! ყველაფერს მე მოვაგვარებ, შენ პრობლემები აღარ შეგექმნება!_ ხელზე ხელი შეახო კაცმა და იმედიანად ჩაუკრა თვალი. -მართლა არ მინდოდა ასე გამომსვლოდა, უბრალოდ არ შემიძლია შეურაწყოფის მოთმენა! არ ვარ მიჩვეული მსგავს საქციელს.. _ თავი იმართლასავით გოგომ. -არაფრის ახსნა არ არის საჭირო! ყველაფერს მე მივხედავ! მამაკაცის ხმაში, ზუსტად ის ნიშანი დაიჭირა რაც გულის სიღრმეში აშინებდა. აკაკი მართლაც რომ ძალიან ცივი ადამიანია. როცა რაიმე არ სიამოვნებს, ან ეწინააღმდეგები, სულ სხვა პიროვნება იბადება. ძალიან ცივი, და ბოროტული... კაცის ეს მხარე ძალიან აშინებდა და ამასთანავე იმედის ნაპერწკალს უღვივედა. იმედის რომ მასთან თავს დაცულად იგრძნობს. აკაკიმ ფეხზე წამოაყენა ლილუ და შენობისკენ ნელი ნაბიჯებით წაიყვანა. იმ დღეს ადრე გაუშვა მამაკაცმა სახლში. მართალია მდივანი აღარ იქნება და რიგითი თანამშრომელია უკვე, მაგრამ იქ ჯდომას და მისი უაზრო კაპრიზების მოსმენას ასე ურჩევნია. თან ძალიან კარგ გოგონებთან ერთად მოუწევს მთელი დღის გატარება და დროც შეუმჩნევლად გავა. გაჩერებაზე ფეხების ბაკუნით მივიდა და სკამზე მჯდარ წყვილს თბილად გაუღიმა. -კესო მოვედი!_ ყვირილით შეაღო სახლის კარები და ჩანთა იქვე ქურთუკების საკიდზე ჩამოკიდა. -სამზარეულოში ვართ. _ გამოსძახა დამ. სამზარეულოში შესვლისას პატარა ოჯახს მოკრა თვალი. მამუკა მაგიდასთან იჯდა და კესოს ღიმილით უყურებდა. ისიც განაბული ურევდა ქვაბში მოთუხთუხე საჭმელს კოვზს. სიცილით შეარო სამზარეულოს კარები და მისკენ მოტრიალებულ მამაკაცს გაუცინა. -როგორ ხარ?_ მორიდებით იკითხა და გადაკოცნა. -ველოდები როდის დამანაყრებს შენი და. შენ როგორ ხარ?_ სიცილით ჩაისვა კალთაში კესო და ლოყაზე აკოცა. -მეც კარგად ვარ და მეც ძალიან მშია. _ ქვაბისკენ გააპარა მზერა და კესოს თვალებით ანიშნა სუფრა გაშალეო. _ ძალიან დარლილი ვარ, ვერ მოგეხმარები. _ თავი უცებ დაიძვრინა. -როგორ შეეწყე ახალ სამსახურს? -ნორმალურად, მდივნად აღარ ვმუშაობ. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა ლილუმ. -რატომ მოხდა რამე?_ შეშფოთებულმა იკითხა კესომ. -უფროსს ვერ შევეწყე და სხვაგან გადამიყვანა აკაკიმ. _ დამნაშავესავით ამოილუღლუღა. -მახო ცოტა ძნელი ტიპია და არ მიკვირს. მერამდენე მდივანი მიუყვანა აკაკიმ და ყველა გაექცა. _ წარბაწეულმა ჩაუმარცვლა ლილუს მამუკამ. -აკაკის მაგივრად თვითონ რომ მიიყვანოს? -თვითონ სულ საყვარლები მიყავს ალბათ. _ ჩაიცინა კესომ. მამუკას გაბრაზებულ სახის მიმიკებს რომ გადააწყდა ტუჩებზე გაშლილი ხელი მიირტყდა და ოდნავ გამოწია წინ. _ ჩუმად ვარ!_ ჩაიჩურჩულა და საქმროს გაუცინა. -ვერ უგებს მდივნებს და ეგ პრობლემა აქვს. _ მოკლედ მოუჭრა მამუკამ. -წადით ახლა ხელები დაიბანეთ და გავშლი მანამდე სუფრას. მამუკასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა თავის სამსახურზე და ყოფილ უფროსზე. როგორც ჩანს არც მას მოსდის დიდად თვალში მახო, მაგრამ არ იმჩნევს. საერთოდ მამაკაცებს არ ახასიათებთ ქალებთან მსგავს თემებზე საუბარი. აკაკისაც შეამჩნია რომ ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს. ან რა საჭიროა მათთან ერთად ასეთი წვრილმანები განიხილონ? «იქნებ ძალიან ვიჩქარე?» ამოსძახა ფიქრებმა. გულის სიღრმეში რატომღაც მძიმედ აწვა იმის განცდა რომ მახოსთან მიამრთებაში ძალიან იჩქარა. რა საჭირო იყო მეორე დღესვე სამსაუხრიდან გამოქცევა, მაგრამ არ შეუძლია! ვერ აიტანა და მორჩა, როგორც უნდა ისე გაიგონ! ეგღა აკლია იმის არაკაცური საქციელები, მხოლოდ იმიტომ ითმინოს რომ უფროსია. გვიან ღამით გამოეღვიძა, სულ მთლად ოფლში იყო გაწუწული. მკერდთან ახლოს ჩაატარა ხელი და დანამული ადგილი შეიმშრალა. საწოლიდან ნელა წამოდგა და საათის ისრებს თვალებმოჭუტული მიაჩერდა. გარდერობიდან ახალი პიჟამა, შიდა თეთრეული და პირსახოცი გამოიღო. ფეხაკრეფით მივიდა სააბაზანოს კარებამდე და შიგნით შევიდა. ვანაში წყალი მოუშვა, ცოტა რომ დამთბარიყო სივრცე. თვითონ პატარა ხალიჩაზე დაჯდა და თავი მუხლებში ჩარგო. ^^^ -ახალი ამბავი გაიგეთ?_ საერთო კაბინეტში სინით ხელში შემოვიდა, თამთა. -რა ხდება?_ ინტერესით ააციმციმა თვალები, ირმამ. -რახება და ამის ყოფილი უფროსი ერთი კვირით შვებულებაში გავიდა. _ თავით ლილუსკენ მიანიშნა და გულიანად გადაიკისკისა. -აკაკის გაჩალიჩებულია! _ დაბეჯითებით ჩაილაპარაკა ირმამ. -რათქმაუნდა!_ დაეთანხმა თამთაც და სინი მაგიდაზე დადგა. სინდისის გრძნობამ ყელში მაგრად წაუჭირა ხელები ლილუს. ისე დაამძიმა თამთას სიტყვებმა რომ თავიც კი ატკივდა. შეიძლება იძახდა რომ მახოს არ შეარჩენდა არაფერს და აკაკისთან დაიჩივლებდა, მაგრამ საქმე ასე სერიოზულად თუ წავიდოდა არ ეგონა. მამაკაცის ერთი კვირით შვებულებაში გასვლა, ამ პერიდში, როცა სამი პროექტი აქვს გუნდს აღებული ყველაზე დიდი სისულელეა. საქმე მართლა სხვა რაღაცაშია და ამ რაღაცაში აკაკი ძალიან დიდ როლს თამაშობს. კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ აკაკის სიცივე და მრისხანება ზღვარს სცდება! ისე დაასრულა სამუშაო საათები აკაკი აღარცერთხელ უნახავს. ეკატერინესთან საუბრის დროს ცადა მახოზე ჩამოეგდო თემა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა. იქნებ რაიმე სხვა მიზეზით არის წასული და მისმა კითხვებმა სიტუაცია უფრო არ დაამძიმოს. გაჩერებასთან შემთხვევით მოკრა თვალი მამუკას მანქანას, მამაკაცი ღიმილით წამოვიდა მისკენ და წინ აესვეტა. -შენ აქ საიდან?_ სიცილით კითხა ლილუმ. -შენთან სერიოზული საქმე მაქვს, სადმე დავსხდეთ და ვისაუბროთ. _ დინჯი ბარიტონით ჩაილაპარაკა და მანქანისკენ ანიშნა. უსიტყვოდ გაყვა მამაკაცს, თან მთელი გზა კესოზე ფიქრობდა. რაიმე ხომ არ მოხდა, იქნებ დაშორდნენ და ახლა ის იქ მოთქვამს. მაგრამ მამუკას ისეთი მშვიდი სახე აქვს, დაშორება გამორიცხულია. მანქანა ჩვეულებრივ ბართან გააჩერა მამაკაცმა და გადავიდა. მას მიბაძა ლილუმაც და უკან აედევნა. ერთი შეხედვით დიდი ვერაფერი კაფე, მაგრამ შიგნით შესვლისთანავე გეცვლბა წარმოდგენა. ლამაზ ლიტერატურულ, კაფეში ამოყო თავი. ყველა კუთხებში წიგნის თაროები, რომლებზეც უამრავი მისთვის საყვარელი ავტორი მოიყრიდა თავს. ცარიელ მაგიდასთან დასხდნენ და მიმტანს შეკვეთა მისცეს. ისე იყო კაფის დათვალეირებით გართული, რომ სულ დაავიწყდა რატომ არის ახლა აქ. -კესოზე მინდა გესაუბრო. _ უხერხული დუმილი მამუკამ დაარღვია. -მოხდა რამე?_ შეშინებულმა იკითხა და წელში გასწორდა. -არ ვიცი, ჩემთან ყველაფერი ძალიან კარგად არის. კესოს ვერ ვცნობ ამ ბოლო დროს. რამოდენიმეჯერ ვკითხე რა ჭირს, მაგრამ არ გამცა პასუხი და მე მგონია რომ მიზეზი შენ უნდა იცოდე. _ აღელვებულმა ჩაილაპარაკა. -რა სისულელეა, ჩემთვის არაფერი უთქვამს. პირიქით ეს ბოლო პერიოდი ისეთი გახარებული და ბედნიერია, რომ ზოგჯერ მისი ცნობა მიჭირს. _ ჩაილაპარაკა ღიმილით. -ეგ ყველაფერი მეც ვიცი ლილუ, მაგრამ რაღაც რიგზე ვერ აქვს და ეს არ მომწონს. რამოდენიმე დღის წინ მითხრა ვიღაცას უნდა შევხვდეო, არ მიმიქცევია ყურადღება. მე მეგონა მეგობარი უნდა ნახოსმეთქი და ალბათ ეს ეწყინა, არ ვიცი! _ ჩაილაპარაკა დაბნეულმა. -გამორიცხულია, კესო ეგეთ წვრილმან სისულელებზე არ ბრაზდება. თანაც თქვენი ურთიერთობა ისეთი სერიოზულია, არამგონია მაგას ყურადღებას აქცევდეს. დაველაპარაკები დღეს, აი ნახავ როგორი უაზრო მიზეზი ექნება. _ გაიცინა და კოკა კოლა მოსვა. -შენ რას შვები, სამსახურში პრობლემები ხომ არ გაქვს კიდევ?_ სერიოზული ტონით კითხა კაცმა. -არა, ყველაფერი მოგვარდა, გმადლობ. სახლამდე მამუკამ მიაცილა და წავიდა. კიბეები გულამოვარდნილმა აირბინა და სახლში შევიდა. კესო დივანზე იჯდა მოკუნტული და ტელევიზორს უყურებდა. ერთი შეხედვით მის თვალებში და საერთოდ მასში ცვლილებას ვერ შეატყობდით, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით სევდა რომელიც გულს უღრღნის ნათელი გახდება. დის გვერდით ფეხმორთხმული მოკალათდა და თავი მის მხარზე ჩამოდო. -რა ხდება კესო?_ კითხა დას და ახედა. -არაფერი რა უნდა ხდებოდეს?_ იცრუა უმცროსმა დამ. -ვიცი რომ რაღაც რიგზე ვერ გაქვს და მითხარი!_ თბილად მოეფერა ლოყაზე. -გუშინწილ მამუკას ყოფილი ცოლი ვნახე. _ ამოიკრუსუნა დამწუხრებულმა. -ახლა არ მითხრა იმ ქალის გამო ვარ ამ დღეშიო. _ გამწყრალმა ჩაილაპარაკა და წამოიწია. -არა! იმ ქალის გამო არა, ბავშვის გამო ვარ რომელსაც მუცლით ატარებს. _ ატირებულმა ამოილუღლუღა და ბალიშს დაწვდა. -რა თქვი?_ ცრემლმორეულმა კითხა აზლუქუნებ დას და მძიმედ ჩაახველა. -მამუკას შვილი ეყოლება. _ ამოიტირა გულით. -მამუკამ ეს ყველაფერი არ იცის ხომ?_ იკითხა ეჭვით და დას თავი აწევინა. -არა! საიდან? ოთხი თვის ვარო..._ ამოისლუკუნა და ცრემლები მუჭით შეიმშრალა. -რა კახპა ქალია!_ ამოისისინა და ფეხზე წამოხტა._ მაგას თავი ფილმში ხომ არ გონია? მოვა დაიტირებს ყოფილ ქმარს, შეგაცოდებს თავს და მერე შენს სინდისზე იცხოვრებს მთელი ცხოვრება! არავითარ შემთხვევაში, მაგას გონია უტვინო ხარ. ახლავე დაურეკავ მამუკას და ყველაფერს ეტყვი!_ თავისი ტელეფონი ამოიღო ჩანთიდან და გაოცებულ კესოს გაუწოდა. -რა ფილმი, რა უტვინო, ლილუ, ორსულად არისმეთქი!_ გაიმეორა კიდევ ერთხელ. -ხოდა ახლა შენ შეგეცოდება და მაგის გამო მამუკას დათმობ, ბავშვს მამა ყავდესო!_ ჩაიცინა ირონიულად. _ მიართმევენ! ეგრე არ ხდება გენაცვალე, როცა დრო ქონდა მაშინ ეჩინა შვილები! მიდი დაურეკე!_ მიაწოდა ტელეფონი და იქვე ჩამოჯდა -ალო, მამუკა კესო ვარ... შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?... ხო ახლავე... დროებით. _ ჩაილაპარაკა ხმადაბლა და მოწოლილი ცრემლი უკან გაუშვა. -მე წავალ და თქვენ ისაუბრეთ, ასე ჯობია დამიჯერე... რაიმე სისულელე არ გააკეთო და იმ კაცს არ დაშორდე. უამრავი ბავშვი იზრება ისე რომ ცოლ-ქმარი ერთად არ არის, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ მამუკა მამობას არ გაუწვევს! შენ ჩემზე უკეთ იცნობ შენ საქრმოს. _ შუბლზე აკოცა და სახლიდან გავიდა. სადარბაზოდან გასვლისთანავე აწკრიალდა ლილუს მობილური. გულაფართხალებულმა დახედა აკაკის ზარს და ღიმილით გადაუსვა ნომერს თითი. როგორ მალე მოამწყვიდა უფროსმა თავი კლანჭებში, ესეც როგორი განაბულია ხოლმე. რა ქნას, მოსწონს მასთან ყოფნა, მისი სიახლოვე და საერთოდ აკაკი... მოსწონს კი არა მგონი, უყვარდება! თან ისე მწარედ რომ თვითონაც ვერ ხვდება, აბა გამუდმებით მასზე ფიქრი და ოცნება რას მივაწეროთ. როგორ უფართხალებს ხოლმე გული მისი დანსხვისას, მისი სახელის გაგონებისას... ყველაფერზე რაც აკაკის უკავშირდება თრთის. -გისმენ. _ ღიმილით უპასუხა მამაკაცის ზარს და კორპუსის წინ მდგარ სკამზე მოკალათდა -სად ხარ?_ იკითხა მშვიდად. -ჩემი სახლის წინ. რა იყო? -მანდედან არ გაინძრე!_ ჩაისძახა აკაკიმ და ტელეფონი გაუთიშა. პირდაღებულმა გაწია აპარატი ოდნავ მოშორებით და მიაჩერდა. რომ ახსენდება როგორ დაიწყო მათი ნაცნობობა ეცინება, ისეთი მოულოდნელი იყო აკაკის საყვედური. მერე მისი ცივი და მრისხანე ხმა, რომელიც ლილუზე ცუდად მოქმედებდა. ახლაც ასეა, საკმარისია ერთხელ გაიმკაცროს ხმა, მთელ ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი უვლის კვარაცხელიას. თოდუას კი ეს არ აინტერესებს, ის ასეთია და მორჩა! როცა გაიცნო და როცა მასზე ინფორმაციები შეაგროვა, ასეთად დახატა. თუმცა მასაც აქვს ადამიანური მხარე, რომელიც ლილუს ძალიან მოსწონს, სულ სხვანაირი აკაკი! მექალთანე, მაგრამ სხვანაირი. ხომ იცის რომ მამაკაცი შეიძლება მას მორიგ გასართობად აღიქვამდეს, მაგრამ მაინც არ შეუძლია სერიოზული ფიქრების შეჩერება. შინაგანი ხმა ეძახის რომ შეცოდმას ყველა უშვებს, თუნდაც უსიამოვნოს. ლილუს შეცდომა ალბათ ის იქნება, აკაკისთან ურთიერთობა რომ გააბაას. « ვისთვის როგორ!» ჩაილაპარაკა ხმადაბლა და მანქანის ფარებს თვალებმოჭუტულმა გახედა. მამუკამ მანქანა კორპუსთან გააჩერა და სადარბაზოსკენ აჩქარებული ნაბიჯებით წავიდა. ღიმილით გააყოლა თვალი მომავალ სიძეს და ახლა მზერა მეორე მანქანის ფარებზე გადაიტანა, მის პირდაპირ რომ ჩაქვრნენ. ღიმილნარევი სიხარულით წამოდგა ფეხზე და მანქანიდან გადმოსული აკაკისკენ წავიდა. მამაკაცი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ქალს და თმაზე ოდნავ შეახო მარჯვენა ხელის თითები. -ამ ყინვაში აქ რას აკეთებ?_ დატუქასასავით და მანქანისკენ წააბუნძულა. -ჩემი და და სასიძო ცოტახნით მარტო დავტოვე. შენ რას აკეთებ ამ ყინვაში აქ?_ ეშმაკურად გაუმეორა კითხვა და მანქანის კარებს მიეყუდა. -მე ერთი ძალიან მიმზიდველი, გოგო უნდა დავპატიჟო სასმელზე რომელიმე მშვიდ ბარში. _ ღიმილით მოაქცია თავისი ხელების შუაში და მისი ტუჩების პირდაპირ გააჩერა თავისი ბაგეები. ლილუს აფართხალებული გულისცემა თითქოს ორივეს ესმოდა, გაუცნობიერებლად მიიდო ხელი მფეთქავ ორგანოზე და თვალები მორიდებით დახუჭა. მამაკაცს მისი დარცხვენის მიზეზზი არ გამოპარვია და ცადა კიდევ უფრო აეფორაჯებინა ქალის საოცრად ლამაზი ლოყები. მისი ტუჩებისკენ გაიწია და ვნებიანად შეეხო სირცხვილისგან აწითლებულ ბაგეებს. რეაქცია რომელიც კაცის კოცნამ გამოიწვია, ალბათ სიკვიდლის ტოლფასია. სასიამოვნო ემოციებით გაყინულმა სისხლმა საშვალება არ მისცა, ბუნებისგან ბოძებული სიცივე კიდევ ერთხელ ეგრძნო. მთლიანად აკაკის სითბოთი გაიჟღინთა. მამაკაცის კისერზე ერთი ხელი ნელა შეაცურა. იმდენად მოქმედებდა მისი თითოეული შეხება, წელზე რომ ყურებიც კი აეწვა. სიამვონებისგან გამოცემული ხმები ვერაფრით დაახშო. არ ყოფილა პირველი კოცნა, მაგრამ მსგავსი შეგრძნება, პირველ კოცნასაც კი არ დაუტოვებია მისთვის. მაშინ ძალიან პატარა იყო და გრძნობებს ნორმალურად ვერც აღიქვამდა. ღიმილით მოცილდა მამაკაცი მის ბაგეებს და თვალებდახუჭულ ლილეს ლოყზე მოეფერა. იმ წამსვე დაჭყიტა ჭინკებ აცეკვებული თვალები და მამაკაცს თვალებში ჩახედა. ზუსტად ისეთი გამომეტყველება ქონდა ახლა ლილუს ფილმებში, უგონოდ შეყვარებული ქალები რომ უყურებენ საყვარელ მამაკაცს. ძალიან უნდოდა ხელები მაგრად მოეხვია მის წინ ასვეტილ თოდუაზე, მაგრამ სურვილი ჩაიცხრო და მხოლოდ მის ყურებას დაჯერდა. კაცმა მისი თმებისკენ წაიღო ხელი და მუჭში მოიქცია. მერე ოდნავ მოქაჩა თავისკენ ლილუ და გულზე მიიკრა აფართხალებული. თავისის წვრილი მკლავები ძლივს შემოაწვდინა მამაკაცის განიერ სხეულს. იგრძნო როგორ ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში მამაკაცს... ისიც კარგად იგრძნო მისმა გულმა აკაკის მფეთქავ ორგანოსთან ერთად რომ დაიწყო ცემა... სულ სხვა ტემპში, სულ სხვანაირად! ბევრად უკეთესდ და სიყვარულით! მშვიდი მუსიკა, გარემო და რაც მთავარია აკაკი. გვერდი გვერდ ისხდნენ და ერთმანეთის სიახლოვით ტკვებოდნენ. მამაკაცს მთელი საღამო ქალის ორივე ხელი თავისაში მოექცია და თითებით ეფერებოდა. ეს ყოველივე იმდენად სიამოვნებდა ლილუს, რომ უკვე მიითვისა. ყველაფერი რაც იმ საღამოს მოხდა, მიისაკუთრა! აკაკიც კი დაიჩემა! მხოლოდ ისეთი, როგორიც დღეს არის, არანაირად ცივი, უხეში და უტაქტო. ახლა სულ სხვა აკაკი ზის მის წინ, ისეთი როგორიც მხოლოდ ლილუმ იცის. გრძნობს რომ მამაკაცი არ თამაშობს და ქალთან ასეთი, ძალიან მშვიდი გაწონასწორებული და რაც მთავარია მოსიყვარულე, ქცევებით! ოდნავ შეფარკლულ ლოყებზე თავისუფალი ხელი მიიდო და ჩაიღიმა, მამაკაცმაც ჩაიღიმა! ისე მარტო ლილუმ რომ იცის დანახვა, ან მარტო მას რომ უღიმის. მაგიდაზე მოთავსებულ ფორთოხლის წვენს დაწვდა და რამოდენიმე ყლოპი მადიანად მოსვა. აკაკიმ ღიმილით მიიხუტა ქალის მხარი და თავის გულ-მკრდზე ააკრა. თვალებმინაბულმა დაუწო მის შავ ყელიან ჯემპრს თითებით წვალება. ნეტავ ახლა რა იქნება? აკაკი როგორ მოიქცევა? შეიძლება კი მათი ერთად ყოფნა დავუშვათ? თუმცა რატომაც არა?! ისინი ახლაც ერთად არიან! მოფრთხიალე გულით! ვნებიანი თვალებით დაიხარა მამაკაცი ქალის ბააგეებისკენ და დღეს უკვე მესამედ დააგემოვნა ისინი... შეგრძნება ისევ არ ტოვებდა! სურვილიც არ ქონდა! მხიარულ ტალღაზე დატოვეს იქაურობა და მანქანაში ჩასხდნენ. ქართული რადიო როგორც ყოველთვის, არსასიამონო მოსასმენ სიმღერებს უშვებდა და «რომანტიულ» საღამოს შლიდა. აირბაგი ღიმილით გამოხსნა თოდუამ და იქიდან პრიალა ოთხუთხედი ფორმის ალბომი გადმოიღო. თითების ნაზი მოძრაობით გახსნა ყუთი და დისკი ამოაძვრინა. დიდად არასდროს გიჟდებოდა Leonard Cohen_ის შემოქმედებაზე, მარგრამ დღეს მისი, «A Thousand kisses deep», «I'm your man» სასიამოვნოდ ჩაესმოდა ლილუს. კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ აკაკი რაღაცის მასშია. დღევანდელ საღამოს კი ზუსტად ერთნაირები არიან. სადარბაზოსთან გააჩერა აკაკიმ მანქანა და ფარები ჩააქრო. ღიმილით გადაიწია ქალის მხარეს და ყურზე ჩამოშლილი თმები ორი თითით გადაუწია. ნელა დაიხარა მისკენ და კისერში ხმაურით აკოცა. სასაცილოდ აბურძგნული თმები სხეულზე, სიამოვნებას ანიჭებდა კვარაცხელიას. პირველად გამოიჩინა ინიციატივა და მამაკაცს ტუჩებში მოწყევტით აკოცა. მერე მანქანიდან გადავიდა და სადარბაზოში გაუჩინარდა. სახლში ასულს კესო და მამუკა დივანზე ჩაძინებულები დახვდნენ. ღიმილით წავიდა მათკენ და ოდნავ შეაღვიძა ორივე. -საძინებელში შედით, ცოდოები ხართ._ დაარიგა წყვილი და ოთახისკენ წავიდა. უკნიდან კი სასაცილოდ ამოძახილი ხმები ესმოდა. -სად უნდა წახვიდე ამ შუაღამისას, დარჩი!_ ისმოდა კესოს მობუზული ხმა. -მაკოცე!_ გაისმა მამაკაცის სიცილნარევი ხმა. -დარჩები?_ იკითხა ინტერესით. -მაკოცე!_ ხმა გაიმკაცრა კაცმა. მერე არაფერი გამიგია, ლილუმ კარები მიხურა. მეორე დილით სამსახურში კი არ წავიდა გაფრინდა, ღიმილით შეაღო საერთო კაბინეტის კარები და თავისი მაგიდისკენ წავიდა. დიდი დაფაზე გაშლილ მონახაზს გახედა და გოგონებს ცერა თითი აუწია მოწონების ნიშნად. -რომ არა შენ მართლა ვერაფერს მოვაბავდით თავს. _ შეაქო ირმამ და მაკეტი გვერდით გადადო. -ნუ ამბობ სასწაულს!_ შეიცხადა ლილუმ. -ეგრეა ეგრე!_ დაეთანმხმა თამთა. კარები როგორც კი გაიღო, ნაცნობმა სურნელმა ცხვირში შეუღიტინა. ბედნიერმა აწია თავი მაღლა და მისკენ მომართულ მზერას კბილებამდე გაუღიმა. კაცმა თვალი შეუმჩნევლად ჩაუკრა და ანიშნა გარეთ გამოდიო... გოგონებს დაემშვიდობა აკაკი და კაბინეტი დატოვა. ხუთი წუთის გასვლაც არ აცადა ლილუმ ისე გაყვა უკან მამაკაცს. იქვე მოსაცდელში იჯდა და ელოდებოდა. მისი დანახვისას ფეხზე წამოდგა და დისტანციით დადგა ქალის წინ. -სამსაუხრში უფროსი და ქვეშემრდომი ვართ!_ ჩაიცინა ლილუმ. -არ მინდა ვინმემ რამე ცუდად თქვას. _ გაუმხილა საიდუმლო კაცმა. -ჯერ არც მე მინდა რომ გაიგონ... -როცა დრო მოვა მაინც გაიგებენ, მაგრამ ამ ეტაპზე სიჩუმე ჯობია... შენთვის განსაკუთებით._ მისკენ წაღებული ხელი ჰაერში გაუშეშდა აკაკის და უხერხულად ჩამოწია დაბლა. _ ძნელია თავის შეკავება ასე ახლოს რომ მყავხარ. -მოგიწევს შეF._ დაიცნა ლილუმ. -დღეს მე წაგიყვან სახლში! -როგორც გინდათ. _ თვალი ჩაუკრა და თავისი ოთახისკენ წავიდა. -ჭკვიანად!_ მიაძახა აკაკიმ და კიბეებს დაუყვა. « რა ეჭვიანი ქმარივით დამტუქსა.» _ ჩაიქირქილა სიცილით ლილუმ. მთელი დღეს ელოდებოდა აკაკი კიდევ ერთხელ როდის შემოაღებდა კარებს... როცა მიხვდა რომ უფროსი და შეყვარებული მასთან შესვლას არ აპირებდა თავად დაიწყო დერეფნებში უმისამართოდ ბოდიალი, იქნებ სადმე გადავაწყდეო. სამსახურის დამთავრებამდე ერთი საათით ადრე მაკეტი ჩააბარეს გოგონებმა და აკაკისთან შესატანად გაუშვეს. ეკატერინე სამდივნოში არ იყო, ამიტომ პირდაპირ კარებისკენ წავიდა და ორჯერ ფრთხილად დააკაკუნა. აკაკის ხმის გაგონებისთანავე შეაღო კარები და შიგნით შევიდა -მაკეტი მოგიტანე შესასწორებლად. _ გაუღიმა და მაგიდაზე მიმოფანტული ფურცლები ერთი ხელით გაასწორა, მათ ადგილზე კი მართკუთხედი ფორმის კორპუსი დადგა. -მაკეტი მოიცდის. _ ეშმაკური ღიმილით ჩაილაპარაკა და ქალისკენ წამოვიდა. ხელები ნაზად მოხვია წვრილ წელზე და თავისკენ მიიზიდა. _ დღეს არცერთხელ მიკოცნია და ცოტა არ იყოს მომენატრნენ. _ სიცილით დაიხარა მისკენ და ტუჩებზე ვნებიანად აკოცა. -მოგენატრნენ თუ მოგენატრე?_ ეჭვით აათამაშა წარბები და მოჩვენებით გაუწყრა. -პირველი!_ გულახდილად უპასუხა და ხელები უფრო მაგრად შემოხვია. -შენ იმდენს იზამ, უფრო მოგანატრებ!_ დაისისინა და მისგან თავის დახწევა ცადა. -სად მიძვრები?_ დამცინავად კითხა და თავისი სიძლიერე კიდევ ერთხელ დაუმტკიცა. -ნუ მიჭერ ეგრე ძალიან ხელებს, ვეღარ ვსუნთქავს. და საერთოდ გამატარე, აქ მე საქმეზე შემოვედი. _ აბუზღუნდა ლილუ. -მოდი გულახდილად თქვი, საქმეზე შემოხვედი თუ?_ გაიცინა კაცმა. -რა თუ? საქმეზე შემოვედი! -ტყუილის დროსაც სექსუალური ხარ!_ გაიცინა და ტუჩის კუთხეში აკოცა. _ ახლა თქვენი შექმნილი პროექტი ვნახოთ. _ მაკეტისკენ გადაიხარა, ისე რომ ქალის სხეულს არ მოცილებია. _ ნორმლაურია, მაგრამ რაღაცა ხარვეზები აქვს, შეიტანე უკან და გამოასწორეთ._ დაარიგა შეყვარებული და საფეთქელი დაუკოცნა. -წესით შენ უნდა შეგესწორებინა._ ჩაილაპარაკა დაბნეულმა. -მიზეზი ხომ მჭირდება კიდევ ერთხელ მარტომ რომ დაგიგულო აქ?_ მხრები აიჩეჩა აკაკიმ და სავარძელში ჩაჯდა. -დღეს მაინც ვეღარ მოვასწრებთ დასრულდა სამუშაო დრო. _ გაიცინა და კაბინეტიდან გასვლა დააპირა. -მეომზადე და ჩამოდი, მე დაბლა ვიქნები. -დაგვინახავენ. _ გულუბრყვილოდ ჩაილაპარაკა ლილუმ. -ჩვენც არ მივაქციოთ ყურადღება და ეგ არის. მიდი მიდი დროს ნუ კარგავს! ღიმილით გაიკეტა კაბინეტის კარები და საერთო ოთახისკენ წავიდა. გზაში ეკატერინე შეხვდა, ცოტა მასთანაც წაიჭორავა და გოგონებთან შევიდა. ირმა და თამთა უკვე გამზადებულები სიხდნენ თავიანთ მაგიდებთან და კომპიუტერებს რთავდნენ. მაკეტი კუთხეში საიმედოდ დადგა და თავისი მოსასხამი აიღო. -ხვალ გავასწოროთ რაც დარჩა. -არ გაუსწორებია აკაკის?_ წარბაწეულმა იკითხა ირმამ. -ამისთვის არ მცალია თქვენ მიხედეთო. _ უცებ დაიძვრინა თავი და გოგონებს ჰაეროვანი კოცნით დაემშვიდობა. მანქანის სადგომზე თვალების ცეცებით მივიდა. დაკომპლექსებული ქალივით იყურებოდა აქეთ-იქით და ტერიტორიას ზვერავდა. როცა მიხვდა რომ არცერთი თვალი უყურებდა მას მანქანის კარები გამოაღო და დამცინავად მომღიმარ შეყვარებულს გახედა. -სულ ასე აცეცებ ხოლმე თვალებს?_ კითხა და მანქანა დაქოქა. -ვინმემ რომ დაგვინახოს ჩათვალე ხვალ მთელმა სამსახურმა იცის. _ დაიწუწუნა და ღვედი შეიკრა. -უფროსის შიშით ხმას ვერავინ ამოიღებს. _ სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა აკაკიმ. -მაგ თვალებს რომ დააბრიალებ ხოლმე იცოცხლე, დარბიან კურდღლებივით. _ სიცილში აყვა ლილუც. -დღეს ზედმეტად კარგ ხასიათზე ხარ. _ ცალყბად გაიღიმა მამაკაცმა და გვერდულად გახედა. -ცუდზე რატომ უნდა ვიყო? _ წარბაწეულმა იკითხა და რადიო გამორთო. -რათქამუნდა არ უნდა იყო, ვიხუმრე. _ ლილუც მარცხენა ხელი თავისაში მოაქცია და ოდნავ შეახო ტუჩები. _ სადმე დავსხდეთ და ვივახშმოთ არ გინდა?_ კითხა ინტერესით და მანქანა შუქნიშანთან გააჩერა. -არა! მე უკეთესი ვარიანტი მაქვს, ჩემთან ავიდეთ და იქ ვივახშმოთ, თან მგონი მამუკაც იქნება. _ღიმილით მოეფერა მამაკაცის თლილ თითებს. -მართალია შენი დამარტოხელება მქონდა განზრახული, მაგრამ დღეს მამუკას და კესოსაც აიტანს კაცი. _ გაიცინა და მანქანა ლილუს სახლისკენ მოატრიალა. კიბეები ერთმანეთზე მიხუტებულებმა აიარაეს. საკეტს გასაღები მოარგო ლილუმ და სტუმარს სახლში შეუძღვა. როგორც ყოველთვის, კესო სამზარეულოში ფუსფუსებდა და საქმროს თავს აწონებდა. გუშინდელი დაძაბული ხასიათი არცერთს არ ეტყობოდა. მამუკა საქმიანი მამაკაცივით აწვდიდა ინგრედიენტებს საცოლეს და თან გულიანად იცინოდნენ რაღაცაზე. სიცილით მოტრიალდა მამუკა უკან და კარებში მდგარ წყვილს ხელის აწევით მიესალმა. -სტუმრები გვყოლია. _ გაიცინა და აკაკის ღონივრად ჩამოართვა ხელი. -ნახე რა... საკუთარ სახლში გონია თავი უკვე. _ გაიცინა ლილუმ და მამუკას ლოყაზე აკოცა. _ შენ რას აკეთებ ფუფალ?_ საჩვენებელი თითებით შეუღიტინა დას. -მამუკამ ჩაშუშული მომენატრაო და ვუკეთებ. თქვენც ხომ შეჭამთ?_ ღიმილით იკითხა და აკაკის გადახედა. -დიდი სიამოვნებით. _ თვალი ჩაუკრა შეყვარებულის დას და მამუკას მიუტრიალდა. _ შენ რას შვები?_ ოდნავ ხმადაბლა კითხა მამაკაცს. -მამა ხდება. _ გაიცინა კესომ და საქმროს ლოყაზე აკოცა. _ მე კიდევ დედობილი. -ბავშვი ძალიან მაგარია. _ თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა აკაკიმ. -გააკეთე მერე და შენც გეყოლება. აგერ მე, სადღაც ერთ თვეში, კიდევ ერთი შვილის არსებობით გავიხარებ. _ გაიცინა და კესოს მუცელს ხელი მიადო. -თავის დროზე ყველაფერი იქნება!_ ჩაილაპარაკა და კარებში მდგარ, ლოყებაწითლებულ კვარაცხელიას, ეშმაკური, ვნებიანი ღიმილით გახედა. მთელი საღამო სულელივით უყურებდა აკაკის და თავს აჯერებდა რომ მამაკაცისთვის რიგითი არ იყო. სხვა შემთხვევაში, მამუკასთან და თავის დასთან ერთად ვახშამს არ დათანხმდებოდა. შეეცდებოდა სადმე განმარტოვებით წაეყვანა, თოდუა კი ასე არ მოიქცა. ე.ი. რაღაცაშია საქმე. მისაღებში მარტო ისხდნენ და ერთმანეთის თითებით ერთობოდნენ. კესო და მამუკა სამზარეულოში, მომავალ პატარაზე საუბრობდნენ. დის თვალებში უსიამოვნო სხივს რომ ვერ ხედავდ მამუკასადმი სიმპათია უფრო და უფრო იზრდება. დღეს უკვე ასი პროცენტით დარწმუნებულია რომ ამ კაცის გვერდით კესო უბედნიერესი იქნება. პირველ რიგში იმიტომ, რომ მამუკამ სიყვარულის დაცვა იცის, მერე კი კესოს ძალიან უფრთხილდება. თვალებმილულუმა მიადო თავი აკაკის მხარს და თვალები დახუჭა. მამაკაცმა ნელა შეაცურა თითები სრიალა თმებში და მათში თარეშობა დაიწყო. სიამოვნების ღიმილმა გაუხსნა ბაგეები კვარაცხელიას და სულ გაითიშა. თვალები რომ გაახილა თავის ოთახში იწვა თავის ფუმფულა საწოლზე. დაფეთებული წამოჯდა და ოთახი მოათვალიერა. აკაკი არსად ჩანდა, მაგრამ მისი სუნამოს სუნი ჯერაც ტრიალებდა ოთახში. ღიმილით გადაწვა საწოლზე და საბანი ცხვირამდე აიტანა გახარებულმა. დილით ადრიანად წამოდგა ფეხზე და გარდერობიდან ტანსაცმელი გადმოალაგა, ნახევარი საათი არჩევდა რა ჩაეცვა დღეს. თან ისიც გასათვალისწინებელი აქვს, რომ სამსახურში ფორმალურად უნდა ეცვას, მას კიდევ მსგასი სტილის ტანსაცმელი ბევრი არ აქვს. შავ ტანზე მომდგარ შარვალზე და წაბისფერს შიფონის პერანგზე შეაჩერა არჩევანი. თბილი მანტო მოიასხა და სახლში დატოვა. კესო დღეს ადრიანად წასულა სამსახურში, აბა რა იქ მამუკა ეგულება და. შენობასთან მისულს გული ამოვარდნას ქონდა, პულსი რამოდენიმეჯერ ეჭვით შეამოპმა ხომ ცემსო და დაცვის წევრს თავი ღიმილით დაუქნია. კიბეები გულის ბაგა-ბუგით აიარა და თავის დერეფანს დაუყვა, ბოლოდან მესამე კარები შეაღო და ადგილზე გაშეშებულმა მოავლო ცაერიელ სივრცეს თვალი, რომელსაც წარბგახეთქილი მახო ავსებდა. ინსტიქტურად გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი უკან და დაკეტილ კარებს აფართხალებული მიეყუდა. მამაკაცი აშკარად კარგად ხალისობდა მისი უსუსური მდგომარეობით. წარბზე თითი სპეციალურად გადაისვა, ლილუს ყურადღება გაემახვილებინა. თვალები წამით დახუჭა და წარმოიდგინა როგორ გაუხეთქა წარბი აკაკიმ მახოს. ღიმილი მაინც ვერ შეიკავა სასიამოვნო სცენის წარმოდგენისას. ყოფილი უფროსის გაავებულ თვალებს რომ გადააწყდა ინატრა იქვე გასკდომოდა მიწა და ის ავაზაკი კაცი შიგნით ჩაეტანა... მახომ ერთი მოკლე ნაბიჯი გადმოდგა მისკენ და კუთხეში მდგარ სავარძელში ჩაჯდა. მშვიდად ამოისუნთქა ლილუმ და თავისი მაგიდისკენ უდარდელად, მაგრამ ფეხების კანკალით წავიდა. -გინდოდათ რამე?_ იკითხა ზრდილობის გულისთვის და ღიმილით გახედა. -მე და შენ სერიოზულად გვაქვს სასაუბრო. _ დაისისინა და ფეხზე წამოდგა, ლილუს მაგიდას ხელისგულებით დაეყრდნო და ქალისკენ ოდნავ გადაიწია. «ვაიმე» _ჩაიჩურჩულა გულმა. -დიახ გისმენთ._ ხმა დაიმშვიდა და ისე ალაპარაკდა. -კარგია რომ მისმენ. ძალიან კარგია... აკაკისთან ენა კარგად მოგიფხანია, პატარა გაიძვერა გოგო. _ ბოროტულად ჩაიცინა. ლილუმ რაღაცის თქმა დააპირა გასაპროტესტებლად , მაგრამ მამაკაცმა არ დააცადა. _ დღეს მე ვლაპარაკობ შენ მისმენ!_ თავის ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიიდო და ამით ანიშნა მოკეტეო. ხმაწართმეულმა მძიმედ ჩაახველა და მოსასმენად მოემზადა. -არ დავიწყდებ იმის მტკიცებას შენნაირი ქალები რაზე წამსვლელები არიან... ეს ისედაც ნათელია. მაგრამ მეგობრულ რჩვევას მოგცემ, აკაკისთან საქმის დაჭერა შენთვის ყველაზე ცუდია. მაქსიმუმ ერთი თვე გეფეროს თითებზე და გიკოცნოს საფეთქელი._ ისევ ბოროტული სიცილი დაურთო გამოსვლას. _ მერე როგორც წესი, «ერთმანეთს ვერ შევეწყეთ» და ლილუ ჰაიდა. ქუჩის ქალივით ნუ მოიქცევი და თავის დროზე მოძუძგე აქედან, თორემ აკაკისი არ ვიცი და მე არ გაგახარებ. -დაამთვარე გამოსვლა?_ ვაი იმ მშვიდ ხმას ლილუმ რომ ამოუშვა.სულ მთლიანად უკანკალებდა მუხლები და ხელები. ამ კაცის ნახვა და ნერვების გაფუჭება ერთია. _ ჩემი და აკაკის ურთერთობა შენი გასარჩევი არ არის. შენ ხომ არ კარგავ, ჩემი მასთან ყოფნით რამეს, არა? ხოდა მოდი ყველამ ჩვენ ჩვენი სორო ვიცოდეთ... შეძვერი ახლა იქ და გამოსული არ გნახო, თორემ აკაკისი არ ვიცი და მე მართლა არ გაგახარებ!_ ამოისისინა ქალმა და ფეხზე გააფრთებული წამოხტა. _ მისმენდი?_ კითხა თვალებჩაწითლებულ კაცს. მახომ დუმილით უპახუსა. _მგონი მისმენდი, ხოდა ახლა მიტრიალდი და მომშროდი... რაიმეს თავი რომ გქონდეს ეგ წარბი გახეთქილი არ გექნებოდა. _ გაიცინა ქალმა და კარებში მდგარ წარბშეკრულ შეყვარებულს გადახედა. -მე და შენ კარგად ვერ გავარკვიეთ ხომ?_ მახოსკენ წამოვიდა და წინ აესვეტა. _ რა გინდა შენ აქ?_ კითხა ღრენით და კარებისკენ მიუთითა. -სამსახურში დავბრუნდი და ძველი მდივანი მოვინახულე, თავის ადგილზე რომ არ დამხვდა. _ გამწარებულმა გასცა პასუხი და კაბინეტიდან გასვლა ცადა. -მახო, არ მინდა პრობლემები შევიქმა და შექგიქმა! რასაც გეუბნები ის გაითვალისწინე, თორემ ხომ იცი?_ წინადადების დასრულება გადაიფიქრა აკაკიმ, მაგიდასთან მდგარ ლილუს რომ მოკრა თვალი. _ გამოვალ გარეთ და იქ განვაგრძოთ. _ მიაძახა კარებში მამაკაცს და ლილუს მიუტრიალდა. -როგორი სერიოზული და მკაცრი ხარ ხოლმე. _ გაიცინა გოგომ და ტუჩებზე ოდნავ შეეხო. -ხოდა მიფრთხილდი. _ წელზე ხელი მოხვია მამაკაცმა და გულზე მიიკრა, შუბლზე გავარვარებული ტუჩები მიადო და კარებისკენ შეტრიალდა თავის მაგიდას ღიმილით მიუჯდა და მაკეტს გადახედა, მცირედი უზუსტობები თავადაც შეიტანა და გოგონების მოსვლას დაელოდა. გული მაინც ეთანაღებოდა მახოზე, ჯერ ისედაც გამწარებული იყო აკაკი და დღეის შემდეგ ხომ საერთოდ. რომ იჩხუბონ და რომელიმეს რაიმე სერიოზული რომ მოუვიდეს მერე რა ქნას. აკაკის რომ რამე დაემართოს ხომ გადაირია. არც მახოს ცუდი გაუხარდება რაც არ უნდა იყოს ადამიანია და მასაც ტკივა... თუმცა ერთი ორი გალაწუნება არ აწყენდა. გოგონები სიცილით შემოვიდნენ ოთახში და ლილუს ხელის აწევით მიესალმნენ. -მახო შენც ნახე?_ ღიმილით იკითა თამთამ და მაგიდაზე შემოსკუპდა _ ისე მოდი ვაღიაროთ რომ თავისი საქმის სპეციალისტია, პროსტა ქალებთან მოქცევა არ იცის. მაგისი ბრალიც არ არის რა, თავისი ყოფილი მდივანი უყვარდა სიგიჟემდე იმას კიდევ აკაკიზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. მართალია ჩვენი შეFი არ იმჩნევდა, მაგრამ მახო მაინც დაიბოღმა და არის დღემდე დაბოღმილი. ის გოგო წავიდა სამსახურიდან მანამდე კი მიწასთან გაასწორა ეს საცოდავი, მაგის მერეა ეგეთი აღრენილი აკაკიზე და მდივნებზე. _ სერიოზული გამომეტყველებით ყვებოდა ისტორიას თამთა და ლილუს უყურებდა. რომ წარმოიდგინა როგორ ეფლირტავებოდა ის ქალი აკაკის სისხლი გაეყინა. მერე რა რომ ადრე იყო და მამაკაცმა არ გაიკარა, მაინც ანერვიულდა და გულზე მოხვდა. მახოს ამბავსაც არ დაუტოვებია გულგრილი, ცოტა არ იყოს შეებრალა მამაკაცი. რა ქნას, გულის სიღრმეში არ არის ცუდი და იმ გოგოს სიყვარულმა დააბრმავა და გააბოროტა. აკაკის მიმართ გაჩენილი უარყოფითი ემოციაც გასასამართლებელია, მაგრამა ამ ლილუს რას ერჩოდა. «ტვინი ტკივა მაგას და იმიტომ.» სიცილით გაიფირა კვარაცხელიამ. -მაკეტი შევასწორე და მოდი თქვენც ნახეთ თორემ საღამოს უნდა შევუტანოთ და რაიმე რომ არ მოეწონოს ხომ იცით?_ სიცილით ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩი ტყუილის თქმისთვის ოდნავ მოიმწყვდია კბილებში. «კოცნით თუ დამახრჩობს. მე კიდევ ეგ სასჯელი ყველაზე მეტად მსიამოვნებს» ეშმაკურად ააფახუნა თვალები და მაკეტი გოგონებს მიაწოდა, თვითონ კი კომპიუტერის ეკრანი გაანათა და ხაზვა განაგრძო. საღამოს ისევ აკაკისთან ერთად გავიდა სამსახურიდან. მანქანაში გამეფებულ დუმილს ჯიუტად არცერთი არღვევდა. იმ ამბის მერე აკაკი საერთოდ არ უნახავს, ახლა ნახა და ისეთი გამწარებული სახე აქვს ცოტაც და ალბათ გასკდება. მამაკაცთან საუბარი რამდენჯერაც დააპირა მისი გაცეცხლებული თვალები დაუდგა წინ და გაჩუმდა. თავისი სახლისკენ მიმავალ გზას რომ გადაუხვია აკაკის მანქანამ ცოტა დაფრთხა, მამაკაცს არ გაუფრთიხლებია სხვა გეგმები თუ ქონდა და იმიტომ. ლილუსთან უცნობ ტერიტორაზე გააჩერა მანქანა და გადავიდა, გაოცებულმა მოავლო მაღალ შენობებს თვალი და მამაკაცს გაყვა. -სხვაგან თუ მოვდიოდით არ უნდა გეთქვა?_ ცოტა ნაწყენმა ჩაილაპარაკა და სადარაბაზოში შევიდა. მამაკაცი უკნიდან ამოუდგა და კისერზე ტუჩები გაუხახუნა. -არ დაიწყო ქალური სცენების გამართვა. ჩემთან მოვედით, მაცივარი ცარიელი მაქვს და შევსება ჭირდება. _ ღიმილით მოუჭირა ცხვირზე ხელი და ლიფტის კარებთან დადგა. -საჭმელების კეთება რომ ვიცოდე სულ კესო კი არ იდიასახლებდა ჩემთან._ სიცილით მიმართა და ლიფტში შევიდა. აკაკიმ ხელები მაგრად შემოხვია და ახლოს მიიკრა. _ მართლა გეუბნები, ომლეტის გარდა არაფერი ვიცი. ხო კიდევ კარტოფილს ვწვავ._ გაიცინა და მამაკაცს კისერზე მიეხუტა. -ცოტა ჩემი გამოცდილება, ცოტაც შენი და რამე გემრიელს მოვამზადებთ. _ ხელის მსუბუქი კვირით გააგდო გარეთ და რკინის შოკოლადისფერ კარებთან გაჩერდა. -მეც მინდა ასეთი სადარბაზო. _ ღიმილით ჩაილაპარაკა და სართულს თვალი მოავლო. -დამჯერი გოგო თუ იქნები შენც იცხოვრებ. _ თითი დაუქნია და გასაღები, შემოსასვლელში მდგარი ტუმბოსკენ ისროლა. -რას ვაკეთებთ?_ ინტერესით იკითხა და სააბაზანოსკენ წავიდა ხელების დასაბანად. _ სააბაზანო ეს არის ხომ?_ თავი დაიზღვია და მამაკაცს კითხა. -ეგ სააბაზანოა მაგის გვერდით ჩემი ოთახი. _ ხმა ვნებიანი გაუხდა კაცს. -ნუ ეშმაკობ!_ თითი სიცილით დაუქნია ლილუმ და სააბაზანოს კარები გულაფართხალებულმა მიკეტა. «მეშველა მგონი!» ჩაიჩურჩულა ხმადაბლა და ახმაურებულ გულზე თითები სიყვარულით მიიდო. -მალე გამოდი, თორემ მომშივდა და შემომეჭმევი. _ გააფრთხილა აკაკიმ და კარებზე მიუკაკუნა. -მაცადე გამოვდივარ ხო. _ შეუღრინა ღიმილით ლილუმ. -კბილები მიკაწკაწებს! _ ჩაილაპარაკა თოდუამ. ყველაფერი ის რაც ახლა ხდებოდა ოჯახურ გარემოს მოგაგონებდათ. უცოდინარი ლილუ, ხან დანას ეჭიდებოდა უკუღმა ხანაც პროდუქტებს. აკაკი მის სულელურ ქმედებებზე გულიანად ხალისობდა ალბათ. ცდილობდა მამაკაცისთვის შეუმჩნევლად ემოქმედა, მაგრამ არ გამოდიოდა, თოდუა სულ მის გვერდით დგას და აწვალებს. ხან კისერში კოცნით ანებივრებს, ხანაც ბაგეებს უგემოვნებს და აქებს... სუფრის გაშლას რომ შეუდგა მხოლოდ მაშინ მოეშვა კაცი, მაგიდასთან დაჯდა და ღიმილით გააყოლა მაცივრისკენ მიმავალ კვარაცხელიას თვალი. გრაფინით ცივი წვენი გამოიღო და მაგიდის შუაგულში ჩადგა. ჭამის დროს არცერთი ხმას არ იღებდა, დესერტზე რომ მიდგა საქმე მოულოდნელად აკაკიმ დაიწყო საუბარი. -გადმოდი ჩემთან! ყველაზე ნაკელბად კი არა ამას საერთოდ არ ელოდა ლილუ. ჩანგალი ტუჩების პირდაპირ გაუშეშდა გაოგნებულს. თავი ოდნავ აწია და კაცს მზერა გაუსწორა. აკაკის სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ ის არ ხუმრობს. მეტიც ზედმეტად სერიოზულია. -არ გგონია რომ ძალიან ადრეა? სულ რაღაც ერთი კვირაა რაც ურთიერთობა დავწიყეთ. ეგეც რომ არ იყოს მე არ ვარ მზად. _ ამოიჩურჩულა ხმადაბლა და ჩანგალი თეფშზე დადო. -პირიქით ძალიან დიდი ხნით დავაგვიანე. _ ხმა გაიმკაცრა მამაკაცმა. _ როგორც შენ გინდა, ცოტახნით კიდევ გავქაჩავ. _ მისკენ გადაიხარა და ლოყაზე მოეფერა. -მიხარია რომ ვუგებთ ერთმანეთს._ გაიღიმა და აკაკის ხელს აკოცა. -შენ მაინც იფიქრე აქ გადმობარგებაზე, ადრე თუ გვიან მოგიწევს. -ჯერ ადრეა, როცა მივხვდები რომ დროა ბარგს შევკრავ და მოაგადგები. _ გაიცინა და წვენი მოსვა. მამაკაცს აღარაფერი უპასუხია, შუბლზე აკოცა და მაგიდის ალაგებაში მიეხმარა. კიდევ ცოტახანი დაჰყო მასთან ერთად, სახლში გვიან მოუწია წასვლა, თან აკაკიც ნასვამი იყო და საჭესთან ვერ დაჯდა. ტაქსით კიდევ არ გაგიშვებო და თავისთან დაიტოვა, თავის ოთახში შეუშვა უფრო კომფორტულიაო, თვითონ სტუმრები ოთახში გადაბარგდა. ბედნიერი გადაწვა აკაკის საწოლზე და ბალიშებს სათითაოდ მოეფერა. მათი ფერებით რომ იჯერა გული საბანში გემრიელად გაეხვია და მთლიანად შეისრუტა მამაკაცის სურნელი. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, საწოლიდან ათალებრებდა აკაკის გემოვნებით მოწყობილ ოთახს და დეტალებს სწავლობდა. სწავლობდა იმასაც რა მოსწონს მამაკაცს... ოთახიდან ძალიან ბევრი რაღაცის გაგებაა შესაძლებელი შიგნით მაცხოვრებელზე. თითქმის ყველაფერი დამეთხვა ამ შემთხვევაშიც, ოთახიც ისეთივე ცივია როგორც აკაკი... მაგრამ ეს ღუნღულა საბანი ისე უთბობს სხეულს მაგაზე სულ არ ფიქრობს. ფანჯარაზე ჩამოფარებუული მუქი ფარდები საშვალებას არ აძლევდა მთვარე დაენახა... ადგომა კი სიკვდილივით ეზარება, თან ცივა და მერე გათბობას დრო უნდა. ამიტომ იწვება და ისევ ოთახის თვალიერებით გაირთობს თავს. სულ რაღაცა ერთი კედელი აშორებთ ერთმანეთს და მაინც როგორ მოუსვენრად ცქმუტავს. ინტერესი კლავს ძინავს თუ არა აკაკის. რამოდენიმეჯერ ფხაკუნი კი გაიგონა, მაგრამ გადატრიალებას დააბრალა. საწოლის თავს დაეყრდნო და კედელს ყური სასაცილოდ მიადო, იქიდან ჩამი ჩუმი არ ისმოდა. მობუზული შებრუნდა საწოლში და დაღლილმა თვალები დახუჭა. დილით საიდანღაც ხმაური მოესმა. თავიდან გაუჭირდა იმის გაცნობიერება რომ საყვარელი მამაკაცის საწოლში წევს და მისი სურნელი ასდის. საბანი დანანებით გადაიძრო და საწოლი გადაასწორა. ფეხაკრებით გავიდა ოთახიდან და სააბაზანოსკენ წავიდა, აბურდული თმები და სახე მოიწესრიგა და სამზარეულოში მოფუსფუსე შეყვარებულს უკნიდან აეკრა. -დილამშვიდობისა. _ სიყვარულით სავსე ხმით ჩასჩურჩულა ყურში და ზურგზე აკოცა. -როგორ გეძინა?_ მისკენ მოტრიალდა მამაკაცი და გემრიელად ჩაკოცნა. -ასე კარგად მგონი ოცდაექვი წელია არ მძინებია. _ გაიპრანჭა და მამაკაცის შემოხვეულ მკალვებს დაეყრდნო. _ შენ როგორ გეძინა?_ ინტერესით იკითა და ჯამიდან სალათის ფურცელი ამოიღო. -უკეთესად დავიძინებდი ჩემს საწოლში შენთან ერთად, მაგრამ ვინ მომცა მაგის ბედნიერება. _ ღიმილით აკოცა ცხვირზე და ისევ საუზმეს მიუტრიალდა. -ნუ ხარ სულსწრაფი, ყველაფერს აქვს თავისი დრო. _ დატუქა ლილუმ და ჩაიდანი ჩართო._ ყავა თუ ჩაი?_ კითხა და იქვე დაწყობილ ზემოთხსენებულ ნივთებს გახედა. -მწარე ყავა. _ თვალი ჩაუკრა და საუზმე მაგიდაზე დააწყო. -როგორ სვავ ასეთ მწარე ყავას?_ დაიჭყანა და ჭიქა მაგიდაზე დადგა, თვითონ კი მამაკაცის კალთაში მოთავსდა და ყავა მოსვა. -შენ ხომ მყავხარ? ხოდა მიგაყოლებ და დატკბება. _ სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და თმებზე მოეფერა. -დღეს შაბათია და რა გავაკეთოთ?_ თვალები აათამაშა და მის მხარზე ჩამოდო თავი. -სახლში ვიყოთ და ვეცადოთ ის დრო მალე დადგეს, შენ რომ აქ გადმობარგდები. -ცოტახანი მაგაზე აღარ მეპალარაკო თორემ გავბრაზდები. _ გაიცინა ლილუმ. -გუშინდელ ღამეს ერთი ვალი უკვე დაიდე!_ ცხვირზე აკოცა და ფეხზე წამოაგდო. -რა ვალი?_ გაოცებულმა აიჩეჩა მხრები. -ღამის ვალი!_ განუმარტა, მაგრამ მაინც ვერ გააგებინა. -ნუ მენამიოკები, მითხარი ნორმალურად! _ გაბრაზებულმა შეკრა წარბები. -გუშინ ჩემს კუთვნილ სახლში გაატარე ღამე, ჩემგან მოშორებით. ეს უკვე ნიშნავს იმას რომ შენ ღამის ვალი გაქვს, ჩემთან მიამრთებაში. ვნებიანი ღამის ვალი! _ აუხსნა სიტუაცია. -მე რა არ ვიფიქრე!_ ამოისუნთა ლილუმ. _ რას არ მოფიქრებს, კაცის დაუკმაყოფილებელი გუნება._ გაიცინა და ხელი კრა. -არამარტო გუნება. _ თვალი ჩაუკრა და მაგიდაზე მოცეკვავე ტელეფონს დაწვდა. ასეთი ბედნიერი მგონი არასდროს არ ყოფილა. დღეს სულ სხვა შეგრძნებებით მოძროაბს, გადაადგილებაც კი ებედნიერება ამ სახლში. აკაკის კრავივით დასდევს მთელი დღე უკან და ცდილობს რაც შეიძლება დიდხანს გაატაროს მასთან ერთად დრო. მამაკაციც ამჩნევს ასე სასაცილოდ რატომაც ცქმუტავს ლილუ და მთელი დღე გულზე მიხუტებული ყავს. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ზედმეტად ადვილია. ჩვეულებრივი შეყვარებული წყვილის შთაბეჭდილებას დატოვებს მნახველზე, ან ცოლ-ქმრის... მაგრამ კვარაცხელიამ ხომ იცის როგორი არაჩვეულებრივი რამ აკავშირებს საყვარელ მამაკაცთან. ეგ კი არა ამ დილით იმაზეც დაფიქრდა გადმოსვა ხომ არ აჯობებდაო, მაგრამ გადაიფიქრა. ჯერ უფრო კარგად უნდა გაიცნოს მამაკაცის ბუნება, ასე ერთი ხელის მოსმით ცხოვრებას ვერ აიწყობს და მერე ვერ გაიუბედურებს. ურჩევნია მასთან სურვილით კვდებოდეს ვიდრე მერე რაღაცები ინანოს. «არაფერს ვინანებ!» ჩაიქირქილა ფიქრებმა. -სახლიდან ფეხი არ გაადგა ერთ საათში დავბრუნდები!_ გასვლისას კიდევ ერთხელ დაარიგა და კარები მიხურა. ფიქრები მგონი რეალობად ექცა, ჯერ მის სახლში გაათენა ღამე, მერე ისაუზეს როგორც ცოლ-ქმარმა, ახლა მისაღებში წევს დივანზე და ერთი საათის გასვლას ელოდება, მონატრება რომ ჩააცხროს. ნივთებთან კონტაქტიც აღარ ახალისებს და ტელევიზორის ყურებით ირთობს თავს. საიდანღაც თავისი ტელეფონის წუილის ხმა მოესმა და დაფეთებული წამოჯდა ფეხზე. ჩანთისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა და კესოს ნომერს ტუჩმოკვნეტილმა დახედა. « აი თურმე როგორია საყვარელ მამაკაცთან ერთად რომ ხარ და ითიშები.» უცებ გაშიფრა თავისი თავი და კესო. ახლა მიხვდა რატომ არასდროს ურეკავს ხოლმე უმცროსი კვარაცხელია და აფრთხილებს. -ხო კესო. _ მორიდებით უპასუხა და ისევ დივნისკენ წავიდა. -სად დადიხარ შენ ქალბატონო?_ იკითხა გაბრაზებულმა. -აკაკისთავ ვარ. _ ჩაიჩურჩულა ხმადაბლა. -რაო? მოციადე ანუ, შენ და ის, ის და შენ?_ ენა დაება კესოს. -არა არა! ნუ გაუტიე შენებურად, უბრალოდ ღამე გავათენე მის სახლში. _ აუსხსნა სიტუაცია. -მეთქი გეშველა და ეგ არის. _ დაცინა დას და აკისკისდა. -შენ რას შვები?_ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი. -მე და მამუკა დღეს ქალაქგარეთ ვაპირებთ ორი დღით გასვლას. _ ახარა ახალი ამბავი და გაისუსა. -ნორმალურად მოქეცი!_ დაარიგა და. -შენ მე ნუ მარიგებ ჭკუას და ცოტა იაქტიურე თორემ გამოგაცლიან მაგ კაცს ხახიდან!_ დაარიგა და ტელეფონი გაუთიშა. ამაზე სულ გადაირია, ე.ი. რა გამოდის რომ შესაძლებელია აკაკი წაართვას ვინმემ? თუმცა რატომ არა, კლუბში ისეთ ქალებთან ერთად დადიოდა, საკამრისია მათი ღიმილით და მამაკაცი მათია. «აკაკი ეგეთი ადვილი სათამაშო არ არის!» გაისმა საიდანღაც ბოხი ხმა... მადლობა გადაუხადა ლილუმ ხმას და თავდაჯერებული წამოდგა ფეხზე. სამზარეულოში სიმღერით შევიდა და მაცივარი გამოაღო. პრდუქტები არის, მაგრამ მათი მომზადება და ერთმანეთში არევა არ იცის. აჯობებს ისევ კვერცხი ან კარტოფილი შეწვას. კარტოფილის პარკს ძლივს მიაგნო, მერე ჯამს ეძებდა ნახევარი საათი... ბოლოს როგორც იქნა ჩამოჯდა და გათლა დაიწყო. ღიღინით აკეთებდა საქმეს და თან საათს უყურებდა ცალი თვალით. ზეთი კილომეტრებიდან დასხა აშიშხინებულ ტაფას. ცოტახანი დაელოდა და კარტოფილიც წვალებით მოაყარა. მძიმედ ამოისუნთქა და მაგიდასთან ჩამოჯდა ხის კოვზით ხელში. «იმედია აკაკის მოსვლამდე მოესწრება.» ჩაილაპარაკა ხმადაბლა და დაორთქლილ თავსახურს გახედა. კარების ხმაზე მისაღებში სირბილით გაიქცა და ახლადმოსულს კისერზე ჩამოეკონწიალა. მამაკაცმა ღიმილით მოხვია ხელები და სახე დაუკოცნა. -რა სუნებია?_ იკითხა მადიანად და სამზარეულოსკენ მიმავალ ლილუს აედევნა. -ვაიმე! ჩემი კარტოფილი!_ ხმამაღლა წამოიკივლა და გაზქურას მივარდა. შავად შეფერილობის საკვები დიდ თეფშე გადმოყარა და მაგიდაზე აცრემლებული თვალებით დადო. აკაკიმ მის ბავშვურ საქციელს ღიმილით და კოცნით უპასუხა. -შეხედე როგორ დამეწვა. _ ამოისლუკუნა და ჩამოგორებული ცრემლი ხელისგულით მოიწმინდა. -ახლა ამ სისულელის გამო არ იტირო, ძალიან გთხოვ! რა მოხდა მერე, ცოტახანში შენც ისწავლი თუ არადა მე ასე შემწვარიც ძალიან მსიამოვნებს, მშიერ კუჭზე. _ ანუგეშასავით და თეფშიდან კარტოფილი გადმოიღო. -ნუ მატყუებ, შეხედე როგორ არის გაშავებული. _ თითით დააგტრიალა ერთი ცალი და მამაკაცს აწყლიანებული თვალები მიანათა. -ნახე როგორ წავიდეს. _ სიცილით ჩაილაპარაკა და კრატუნა კარტოფილი პირისკენ გაიქანა. -მართლა მოგეწონა?_ იკითხა აჟიტირებულმა და ფეხზე წამოვარდა. -მომავალში თუ არ დაწვავ უფრო მომეწონება, მაგრამ დღესაც მომწონს. _ სიცილით ჩაილაპარაკა და თეფშზე წითელი ტყემალი დაასხა. -რამეს ხომ არ მიზამს?_ ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და კარტოფილი თავის თეფშზეც გადმოიღო. -ჩათვალე ნახშირს სვამ. _ დაცინა და ტყემალი მიაწოდა. -ნუ მემაიმუნები! გააფრთხილა თითის ქნევით და ჩანგალი მოიმარჯვა. აკაკი ფეხზე წამოდგა და ლილუს უკნიდან ამოუდგა, ოდნავ დაიხარა და ქალის სიმაღლეს გაუთანაბრდა. ნაწნავი ერთ მხარეს გადაუგდო და კისერი ჩაუკოცნა. ესეც გასუსული იჯდა ჩანგლით ხელში და შავ კარტოფილს ღიმილით მისჩერებოდა. აკაკიმ ხმაურით აკოცა ლოყაზე და თავისი ადგილი დაიკავა. -ისეთი გემრიელი ჩანდი შორიდან დაგემოვნება მომინდა!_ ღიმილით გადაისვა წარბზე ხელი მამაკაცმა. -არ ვიყავი თუ?_ ეშმაკურად გაიღიმა გოგომ. -ასე ზედაპირულად ვერ გეტყვი, მაგას ბევრი მუშაობა უნდა!_ თვალი ჩაუკრა და საძინებლის კარებს გახედა. -იმდენს იზამ ახლა რომ ამ კარტოფილსაც აღარ გაჭმევ. _ მოჩვენებით გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და წარბი აწია. -რა ვთქვი ცუდი? შენ მკითხე და მეც გულახდილად გიპასუხე. _ მხრები აიჩეჩა კაცმა. საერთოდ ეჭვიანობა არ ახასიათებს, მეტიც ძალიან მიმდობი ადამიანია და ზოგჯერ ეს თვისება ტკენს. იმ დღესაც აკაკის სახლში მიდიოდნენ. ტრადიციულად სამსახურიდან ერთად გამოვიდნენ, მამაკაცს მხარზე ხელი ქონდა გადახვეული და მანქანისკენ მიყავდა. სამსახურში უმრავლესობამ უკვე გაიგო რომ აკაკი და ლილუს რაღაც აკავშირებთ. ორი კვირის განმავლობაში სულ ასე დადიან და დიდი ამბავი რომელიმე თანამშრომელმა თვალი მოკრა. ფაქტიურად ყველამ იცის და ჯერ პრობლემები არ ექმნებათ. მახოც არ ჩანს ჰორიზონტზე, იმ დღის შემდეგ თვალიც კი არ მოუკრავს მისთვის. აკაკისთან ცადა დალაპარაკება მასზე, მაგრამ მამაკაცმა ისეთი თვალებით შეხედა ხმა ვეღარ ამოიღო. საბოლოო ჯამში, გაირკვა რომ მახო კარგად არის მიჟეჟილი! მანქანაში ჯდებოდნენ გზის მეორე მხრიდან ქალის წკრიალა ხმა რომ გაისმა, რომელიც გაავებული გაჰკიოდა «აკაკის» ორივე ერთდოულად შეტრიალდა მისკენ. მაღალი, უზადო სხეულის ქალბატონში, მალევე ამოიცნო აკაკის ღამის პარტნიორი და სისხლი გაეყინა. ისე ჩააფრინა მანქანის კარებს, ცოტაც და ალბათ შემოატყდება. გამწარებულმა გადახედა მომღიმარ აკაკის რომელიც უკვე ქალთან საუბრით დაკავებულიყო. ნერვებმოშლილმა ცადა მოჩვენებით მაინც გაეხსნა ბააგეები, მაგრამ არ გამოუვიდა. სუნთქვა შეკრულმა მიატრიალა მთელი ტანი მათკენ და მსუბუქად ჩაახველა. -ეს გოგო?!_ ინტერესით იკითხა ქალმა და ლილუს გაუღიმა. -ეს ლილუა, ჩემი საცოლე! ნაძალადევად გახსნილი ბაგეები წამებში მოეკუმა და დადუმდა. ბგერები რომლებიც ენის წვერზე ადგა სადღაც გაუჩინარდნენ და საუბარის უნარი დააკარგინეს. რაღაცნაირად მოელვარე თვალებით გადახედა მამაკაცს და მის მომღიმარ სახეზე სულ მთლად გადაირა. «საცოლე!» ჩაქუჩივით უკაკუნებდნენ ამ ერთ სიტყვას. ქალს მიმიკა არ შეცვლია ისევ იღიმოდა და ალაბთ ულოცავდა, ლილუს არ ესმოდა! იმდენად გათიშა და დააბნია მამაკაცის უეცარმა აღიარებამ თუ რაც არის, ხმას ვეღარ იღებს. ქორწილზე და მსგავს რაღაცებზე ჯერ არც კი უსაუბრიათ, სულ აინტერესებდა როგორ თხოვს ხელს აკაკი, მაგრამ არადა არ დაადგა საშველი. თუმცა ჯერ რა დროს ხელის თხოვნაა, მესამე კვირა რაც ერთად არიან. «მაგრამ ჩემი საცოლეაო?» წამოიძახა ალტერეგომ და სულ დააბნია. ქალი რომ გაცილდა მათ ტერიტოას მერე მოვიდა აზრზე და მანქანაში ჩაჯდა. -რა სახე გაქვს?_ შეშფოთება დაეტყო მამაკაცს ხმაში. -შენ წეღან რა თქვი?_ გაპარული ხმით კითხა და მისკენ მიტრიალდა. -რა ვთქვი?_ ღიმილით კითხა და მისკენ გადაიხარა. -ნუ მეთამაშები... წეღან რომ თქვი ჩემი... -საცოლეამეთქი?_ სიტყვის დასრულება არ აცადა, ამასობაში ქალის სახის პირდაპირ მოკალათდა და ცხვირის წვეროზე მოწყვეტით აკოცა. -ხო საცოლეო. _ ამოილუღლუღა და პასუხს დაელოდა. -მერედა არ ხარ ჩემი საცოლე?_ იკითხა ეშმაკური ღიმილით. -კი მაგრამ რანაირად? შენ არც კი..._ ნაწყვეტ ნაწყვეტ ეჩურჩულებოდა კაცს. -ხოდა ახლა გთხოვ. _ პიჯაკის ჯიბიდან ლამაზი პატარა ბეჭედი ამოაძვრინა და ქალის თითზე დააკოსა. -ეს... შენ?_ გათიშული გონება რის თქმასაც ახერხებდა იმას ლუღლუღებდა. -გკითხო თუ შენ თვითონ მიხვდები?_ სიცილით გადაულაპარაკა მომღიმარ ლილუს და თითზე აკოცა. -რომ გეკითხა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მე მაინც თანახმა ვარ!_ ბედნიერი სიცილით წამოიძახა და მამაკაცს მოეხვია. ახლა უკვე დაბეჯითებით იცის რომ ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა. ალბათ ეს არის სრულყოფილი ბედნიერება, იმიტომ რომ ემოციებისთივს ლილუს ადგილი აღარ შემორჩა. დღეს იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, რომ გააზრებაც ვერ მოასწრო რა გააკეთა სინამდვილეში... მაგრამ იმ ლამაზად ამობურცულ ბეჭედს რომ უყურებს ასე გონია, სამყაროს ომი მოუგო «აკაკი იარაღით». სახე გაბადრული დაიარებოდა მთელი საღამო მამაკაცის სახლში და ბეჭდიან ხელს ჰაერში ათამაშებდა. მამაკაცი დასცინოდა, ასე ძალიან თუ გინდოდა გათხოვება გეთქვა და უფრო მალე მოგიტანდიო... მაგრამ რა იცის ლილუს ახლა რომ გაუხარდა და არა სხვა დროს რომ ეთხოვა. ახლა უფრო ბედნიერია, იმიტომ რომ ახლა ასმაგად უყვარს ეს კაცი. მისით სუნთქავსო, რომ იტყვიან ეგ ჭირს ჩვენს კვარაცხელიასაც. სუფრა მარტომ აალაგა, ახლა ისეთი აჟიტირებული ვარ სადმე რომ არ დავიცალო გავაფრენო. -მერედა დაცლის სხვა საშვალებები გამოვიყენოთ._ სიცილით ამოუდგა უკნიდა და კისერში აკოცა. -რას მთავაზობ?_ ეშმაკურად მიტრიალდა მამაკაცისკენ და ლოყაზე თითების ზურგი დაუსვა. -ღამის ვალს გადახდა უნდა!_ შეახსენა ორი კვირის წინანდელი ამბავი. -მართალი ხარ, ვალს გადახდა უნდა... _ წაეკეკლუცა კაცს და ხელები კისერზე მოხვია. -შენ დარწმუნებული ხარ რომ დღეს მაგის შესაძლებლობები და სურვილი გაქვს?_ მაინც კითხა კაცმა და ოდნავ უკან დაწია. -ეგ კი არა იმაზეც ვფიქრობ რომელ კუთხეში რა დავდგა უკვე. _ გაიცინა და თავისი თეთრი კბილები გამოაჩინა. -ჩვენს ოთახში ხელს არაფერს ახლებ, აქედანვე შევთანხმდეთ. _ ცხვირზე აკოცა, მერე ტუჩებზე გადაინაცვლა ნელ-ნელა და ბოლოს ყელი დააგემოვნა. -ის ფიტული რომ გიკიდია არც იმას? _ იკითხა ხმაწართმეულმა. -ხომ ხედავ ლაპარაკის თავი რომ არ გაქვს? ხოდა მაცადე სამქის კეთება. _ ღიმილით ამოიჩურჩულა კაცმა და ქალი თავის ძლიერ მკლავებში მოიქცია. ოთახის კარები ფართოდ გამოაღო და შიგნით შევიდა. ნელა წამოაწვინა ლილუ საწოლზე, თვითონ კი გვერდით მოუწვა და თმებზე წაეთამაშა. გაოცებულმა გადახედა მომღიმარ კაცს და წაბები მაღლა აზიდა. -დღეს არა! სხვა დროს გადამიხადე ვალი. _ ქვედა ტუჩი დაუგელოვნა და გულზე მიიხუტა. -რატომ ხარ ასეთი კარგი და დადებითი?_ ხმადაბლა ჩასჩურჩულა ლილუმ და ყელზე მიადო ტუჩები. -კარგია ერთმა ადამიანმა მაინც რომ აღმოაჩინა ეს. _ სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და ქალს თავზე აკოცა. -შენს ადგილას სხვა სხვანაირად მოიქცეოდა. -არ არის გამორიცხული მეც ზუსტად ისე მოვქცეულიყავი და არც ის არის გამორიცხული რომ იმ სხვასაც გაეკონტორლებინა ვნება. _ ყურთან მიიტანა ტუჩები აკაკიმ. -შენ მაინც სულ სხვა ხარ და სულ ჩემი!_ წაუბანალურად ლილუმ. -ახლა თვალები დახუჭე და დაიძინე, თორემ იმდენს ილაპარაკებ გადამაფიქრებინებ. _ გაიცინა და ხელები მჭიდროდ მოხვია ქალს. -მცივა. _ ამოიკრუსუნა საძაგელმა. მამაკაცმა ქალი ოდნავ აწია მაღლა და საბანი დაბლა გააჩოჩა მერე კი ლილუს გადააფარა და თვითონაც მიეხუტა. -ახლა დათბა. _ ჩაიცინა და კაცს ხელები მოხვია. დილით სიცივემ გამოაფხილზა, თვალეები ნელა გაახილა და საწოლის მეორე მხარეს გადახედა... სიცარიელემ გული მოუწურა. ნელა წამოწია თავი და მაგიდასთან მჯდარ მამაკაცს ღიმილით გადახედა. აკაკი კომპიუტერში ნახაზებს ასწორებდა. ფეხზე რაც შეიძლება ნელა წამოდგა და მამაკაცისკენ ფეხისწვერებით წავიდა. კისერზე ხელები მოხივა და ტუჩები მიადო. -დილამშვიდობისა ძილისგუდა. _ გაისმა მამაკაცის სანატრელი ხმა. -დილამშვიდობისა. _ თბილად ჩაილაპარაკა და აკაკის მუხლზე ჩამოჯდა. _ ბევრი დაგრჩა?_ იკითხა ინტერესით და ეკრანს მიაშტერდა. -თითქმის მოვრჩი დანარჩენს სამსახურში გავასწორებ. შენ რას იზამ, გაგიყავნო სახლში? -ხო თორემ იგივე ტანსაცმლით ხომ არ წამოვალ._ ტუჩები მოიკვნიტა და ფეხზე წამოდგა. -გაემზადე მაშინ და გავიდეთ. -შენ მანამდე ყავა გამიკეთე. _ თაფლივით დადნა ლილუ. იმ დღეს აკაკი აღარ უნახავს, არაბელ ინვესტორებთან ქონდა შეხვედრა დათქმული და იქ იყო წასული. მთელი დღის განმავლობაში, მიჩვეული ელოდებოდა კარების გაღებას და მის გამოჩენას. გული რაღაცნაირად დაცარიელებული ქონდა, აკაკის არყოფნით. ასე ემოციურად მონატრებამ კიდევ ერთხელ მიახვედრა რომ სწორად მოიქცა, გამორიცხულია ახლა ინანოს... ახლაც რომ შესთავაზოს მასთან გადასვლა და ერთად თანაცხოვრება დაუფიქრებლად დათანხმდება. შიში აკაკის დაკარგვის და რაღაცების გართულების ისევ თან სდევს, კესოსაც ესაუბარა ამაზე და დამ ანუგეშა. -მეც მჭირდა ეგეთი წიკები, თავიდან. სულ მეგონა, რომ ის დედაკაცი მამუკას წამართმევდა... ახლა აღარაფრის მეშინია, იმ პატარას არსებობა, რომ არა შეიძლება დღესაც შემშინებოდა სირთულეების. მისმა არსებობამ ყველაზე დიდი დაბრკოლება გადაგვალახინა ჩვენ ორს და აღარ მეშინია! აღარ მეშინია, იმიტომ რომ ვიცი მამუკა ჩვენს სიყვარულს სულ ბოლომდე დაიცავს და უერთგულებს. გულის სიღრმეში ლილუმაც იცოდა რომ აკაკისადმი ნდობა ურყევია. ისეთი სითბო და დადებითი აურა მოდის მისგან სულ ყოველთვის, რომ უარყოფითი ემოციები არ არსებობს. იმ დღეს გვიანობამდე მოუწია მუშაობა, აკაკისგან არცერთი გამოტოვებული ზარი რომ არ დახვდა ცოტა ანერვიულდა... სამასახურიდან გასვლის დრო იყო უკვე, კარები გააფთრებულმა კესომ რომ შემოაღო. -სად გაქვს შენ ტელეფონი?_ იკითხა გულამოვარდნილმა და გოგონებს ღიმილით გადახედა. -ეს ჩემი დაა კესო. _ მიუბრუნდა თამთას და ირმას. _ ესენი ჩემი თანამშრომლები და მეგობრები არიან, ირმა და თამთა. -სასიამოვნოა. _ ერთხმად შესძახა სამივემ. -რა მოხდა რა სახე გაქვს?_ კესოს მიუტრიალდა ლილუ და კარებისკენ წავიდა. _ ორშაბათამდე. _ ხელის ქნევით დაემშვიდობა ორეულს და კაბინეტი დატოვა. -დაგავიწყდა დღეს მამუკას რესტორანში რომ მივყავართ?_ წარბაწეულმა გადახედა და ხელი კრა. -სულ გავითიშე, მაპატიე კარგი?_ ლოყაზე მოეფერა დას. _ სახლში მივიდეთ უცებ გამოვიცვლი და წავიდეთ. -კარგ დროს! გაგვიუქმეს მაგიდა დაგვიანების გამო. _ მობუზულმა გაკრა მხარი და გასასვლელისკენ წავიდა. -მერე შენმა ყოვლიშემძლე მამუკამ ვერაფერი იღონა?_ ცადა ეხუმრა. -კიდევ აქეთ რომ იკრიჭება. გამოდგი ფეხი თორემ ჩემი ბოლო დღე მაგ სახლში ცუდად დაგამახსოვრდება. -კარგი ხო მოვდივარ. დას დაეწია და მის მანქანაში ჩახტა. «ჩემი ბოლო დღე» ცუდად მოხვდა ლილუს ყურებს. დღეს კესო მამუკასთან გადადის საცხოვრებლად და იმიტომ აღნიშნავდნენ, ამ დღეს. ისე საშინლად არ უნდა იმ სახლში მარტო დარჩენა, რომ ცოტაც და იტირებს. ამ ფაქტმა უფრო მოანდომა აკაკისთან გადაბარგება. მთელი გზა კესოს უყურებდა და ცდილობდა ცრემლები არ წასკდომოდა... ისე მიეჩვია მასთან ერთად თანაცხოვრებას, დიალობით საუზმეს, დასთან დიალოგს... საღამოობით ტელევიზორთან ჯდომას და ფილმის განხილვას რომ ახლა ეს ყველაფერი ერთულება. კენტად ჩამოგორებული ცრემლი მუჭით მოიწმინდა და თავის სახლს ახედა. კესო მისკენ ოდნავ გადაიხარა და თავისკენ მოქაჩა ატირებული და. -როგორ ტირიხარ ამხელა გოგო. _ დაცინა და გულზე მიიკრა. _ გადადი აკაკისთან საცხოვრებლად და აღარ მოგიწევს მარტო ყოფნა. თან ხომ ხედავ იმ კაცს სიგიჟემდე უყვარხარ. -არ არის ეგრე ადვილი... მეც მინდა მასთან გადასვლა, მაგრამ რაღაცა მაბრკოლებს. _ ამოისლუკუნა და ცრემლი დის მაისურზე შეიწმინდა. -კარგი ნუ ტირიხარ თორემ მეც გადმომედება და ავზლუქუნდები. _ ხმისკანკალით გააფრთხილა და და მანქანიდან გადავიდა. სახლში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. მისაღებში სუფრა ოთხ კაცზე გაეშალა მამუკას და რესტორნიდან შეკვეთილ კერძებს წინ და უკან დაარბენინებდა. -ეს სად დავდო კესო?_ ახლად შემოსულ საცოლეს გასძახა და კერძი ზემოთ აწია. -შუაში ჩადგი! ფეხსაცმელები შემოსასვლელშივე გაიძრო და მისაღებისკენ აიღო გეზი. დივანზე კომფორტულად მოკალათებულ აკაკის რომ მოკრა თვალი, გაუცებულმა პირი დააღო. მისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა და მონატრებულ სხეულს ჩაეკრა. მამაკაცმა ორივე ხელი წელზე მოხვია და ლილუ თავიდან ბოლომდე შეისრუტა. -როგორ მომენატრე დღეს რომ იცოდე!_ ჩასჩურჩულა საცოლეს და შუბლი შუბლზე მიადო. -მეც ძალიან მომენატრე. როგორ ჩაიარა შეხვედრამ?_ ლოყაზე გაეხახუნა და ცხივრი მის ყელში ჩარგო. -შესანიშნავად, იქითა კვირას დაგვიმტკიცებენ პროექტს. _ ახარა ახალი ამაბვი. -ცოლის დავ როგორ ხარ?_ ღიმილით მიესალმა მამუკა. -კარგად შენ როგორ ხარ სიძევ?_ ხელი აუწია და აკაკის მიეყრდნო. -ნორმალურად. -მოდით თორემ გაცივდება ყველაფერი და დარჩებით მშივრები. _ წამოიკივლა კესომ. -ჩვენში დარჩეს და ვალები გეზრდება. _ ხმადაბლა ჩასჩურჩულა ყურში საქმრომ. -მეც ვფიქორბდი წეღან მაგაზე და გამიკვირდა, რომ გამოგეპარა. _ ასევე ჩურჩულით გასცა პასუხი. -მე არაფერი მეპარება და მავიწყდება. ვცდილობ ღამეების რიცხვი გავზარდო, მერე ერთიანად რომ აგინაზღაურო. _ ღიმილით ჩასჩურჩულა და ყურის ბიბილოზე ოდნავ მოსდო კბილი. -აკაკი ეს სად დავდო?_ ხმამაღლა გასძახა ჩემოდნებით დატვირთულ საქმროს ლილუმ და თეატრალური სახის სუვენირი ხელში შეათამაშა. -სადაც გაგიხარდება. _ ღიმილით გასცა პასუხი და ჩემოდნები ოთახში შეიტანა. გადაწყვიტა მამაკაცთან გადავიდეს საცხოვრებლად. ისე უჭირს კესოს გარეშე იმ სახლში ყოფნა, თან მერე აკაკის მონატრებასაც ვეღარ უძლებს და ღამე ეღვიძება. თავის ოთახში რომ ამოყოფს ხოლმე თავს ნერვული შეტევა ემართება და საქმროს შუაღამისას აღვიძებს, მოკითხვებით. ამიტომ ერთობლივად გადაწყვიტეს აკაკისთან გადავიდეს და ცხოვრება გაუნაწილოს. ქორიწლის კონკრეტული თარიღი არ დათქმულა ჯერ. სამსახურში საქმე თავზე საყრელად აქვთ და ამისთვის არ ცალიათ. თუმცა რა? ცოლ-ქმარივით იცხოვრებენ ამის შემდეგ. ის ფარატინა ფურცელი ვის რა ჯანდაბად უნდა. ჯვარს ჯერ მაინც არ დაიწერენ, ასე გადაწყვიტა თოდუამ. პატარა რომ დაიბადება მის ნათლობაზე დავიწეროთ ჯვარიო. მგონი ასე უფრო კარგი იქნება. ნივთების, ასე თუ ისე დალაგებას რომ მორჩა საწოლზე გადაწვა და ზემოდან დაჩერებულ საქმროს ახედა. ღიმილით მოქაჩა მისი პერანგი თავისკენ და მამაკაციც გვერდით მოიწვინა. აკაკიმ მაცდურუ ღიმილით გადახედა გოგოს და თითებით მის სხეულზე თარეშობა დაიწყო. რაღაცნაირად ანერვიულდა ლილუ, ახლა ყველაფერი ეს გარდაუვალია და იმიტომ. მამაკაცის სხეულის სიმძიმე რომ იგრძბო ზემოდან თვალებში დაუბინდდა. თვალდახუჭულმა ჩამოსუვა მის ოდნავ წამოსულ წვერს ხელის ზურგი და სულელივით გაიღიმა. აკაკი მისკენ დაიხარა და ტუჩებით ლილუს სხეული კონკრეტულად შესწავლა დაიწყო. ნელ-ნელა შეოძარცვული ტანსაცმელიც კი სიამოვნებას ანიჭებდა. იმდენად დადებითი ემოციებით ავსებდა მამაკაცი ნაზი და ფრთხილი მოძრაობები, რომ შეუძლებელია რამით უკმაყოფილო იყოს. უბრალოდ ნერვიულობა არ აძლევს ბოლომდე მოდუნების საშუალებას და ცოტა დაძაბულია. სახიდან ღიმილი მაინც არ შორდება. აკაკიმ ფრთხილადა მოხვია ხელები წელზე და გულზე მიიკრა დამფრთხალი ლილუ. მამაკაცის შიშველ ზურგზე გაუაზრებლად დააწყო თითები და ცადა ალერსში აყოლოდა, მაგრამ ვერ შეძლო. ისეთი გამოუცდელი და დაბნეული წარმოდგენა არ აქვს რა უნდა გააკეთოს... ის ღამე მარტო აკაკისი იყო, მხოლოდ მას ქონდა იმის შესაძლებლობა რომ ქალის ვნებიანი სხეული ემოციებით დაეტვირთა. «დროთა განმავლობაში მეც მომეხსნება დაძაბულობა.» იიმედებდა ლილუ თავს და ცდილობდა კაცის სხეული წამითაც არ მოცილებულიყო. გამთენისას დამძიმებული ქუთუთოები ძლივს გაახილა. ინსტიქრუტად გადაყო საწოლის მეორე მხარეს ხელი და სივრცე შევსებული რომ დახვდა გახარებული წვალებით გადატრიალდა მძინარე მამაკაცისკენ. ისეთი სასიამოვნო და უჩვეულო იყო ლილუსთვის იმის განცდა რომ ახლა საწოლს სხვას უნაწილებს რომ ცრემლები ვერ შეიკავა. გულამოვარდნილი ცდილობდა მამაკაცისთვის შეუმჩნევლად, ეტირა ბედნირების წუთები. აკაკის მძიმე ხელი რომ იგრძნო წელზე მიხვდა, რომ მამაკაცს ეღვიძა და ყველაფერი ესმოდა. ესმოდა როგორ სლუკუნებდა მისი სასურველი ქალი. -ლილუ ხომ კარგად ხარ? ნანობ?_ ხმაწართმეულმა ჩაილაპარაკა და თვალები გაახილა. -არაფერს ვნანობ! პირიქით ზუსტად ასე უნდა მომხდარიყო. მე სულელს კიდევ ზუსტად ასე უნდა მეტირა ჩვენი ბედნიერება. _ ამოისლუკუნა და მამაკაცის სხეულს მიეწება. -ჩემი პატარა და გემრიელი ლილუ. _ სიყვარულით სავსე ხმით ამოიჩურჩულა აკაკიმ და თმებზე მოეფერა. -ხომ სულ ასე გაგრძელდება?_ კითხა შეშინებულმა და თავი აწია. -სხვანაირად შეუძლებელია! _ დააიმედა და გულზე მიიკრა. _ ჩემი გემრიელი და ტკბილი გოგო ხარ!_ ღიმილით დაუსვა თითები შიშველ წელზე. საწოლში კიდევ დიდხანს ინებივრეს, მამაკაცი ცდილობდა ქალისთვის ყველაფერი ძალიან სასიამოვნო ყოფილიყო და ათასი საალერსო სიტყვებით ანევიბრებდა. ამ ყველაფერსაც ქონდა საზღვარი ცდილობდა, ძალიან არ შეჭრილიყო როლში და ყველაფერი ნეიტრალურად აეხსნა. არ უნდა რომ ქალს ეგონოს, მხოლოდ სიტყვებით მანებივრებსო, აკაკი ყველაფერს ქცევებით დაამტკიცებს ალბათ. კვირა დღეს ლილუმ თავი შეუძლოდ იგრძნო და თანამშრომლების შეხვედრაზე ვერ წავიდა. არც აკაკის დაანება სახლში დარჩენა, მამაკაცი დაპირდა რომ ერთი საათით მივა და უკან დაბრუნდება. მისი არ წასვლა ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა იქნება. ერთი თვე ცდილობდა ამ ხელშეკრულების გაფორმებას და ახლა იქ არ მისვლა, არ ივარგებდა. მთელი ეს დრო უაზროდ წრიალებდა საწოლში და აკაკის ელოდებოდა. არც ფილმის ყურებამ უშველა და არც კესოსთან ჭორაობამ. საათ ნახევარში მართლაც გაისმა კარების ხმა და აკაკი გამოჩნდა, ულამაზესი თაიგულით ხელში. ლილუსკენ ღიმილით წავიდა და ფერგადასული ტუჩები დააგემოვნა. -სიცხე კიდევ გაქვს?_კითხა შეშფოთებულმა და გვერდით მიუწვა. -გადაგდებ ვირუსს. _ გვერდით გაჩოჩება ცადა, მაგრამ კაცმა არ დაანება. -მერე მაგას რა ჯობია, ორივე ერთად ჩავწვებით. _ სიცილით მიიხუტა გულზე და თმებზე მოეფერა. -როგორ მიდის საქმეები? _ თავი ოდნავ აწია. -ყველაფერი მოვაგვარეთ და ხვალიდან ახლა პროექტზე მუშაობას დავიწყდებთ. -მახოც იყო შეხვედრაზე? _შეპარვით კითხა კაცს. -მართალია დიდად არ მეხატება გულზე, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. იყო კი!_ხმა დაისერიოზულა კაცმა. -არ მითხა ახლა კიდევ ვეჩხუბეო. _ წარბები შეკრა ლილუმ. -მე და მახომ ჩვენში გავარკვიეთ ეგ, და შენ მაგ პატარა ცხვირს ნუ ყოფ! _ ხელები ცხივრზე მოუჭირა და ლოყაზე აკოცა. -კარგი ხო... _ ჩაიბურტყუნა თავისთვის. -დღეს კესო და მამუკა მოვლენ. _ საფეთქელზე აკოცა და გარდერობთან მივიდა საშინაო ტანსაცმლის ჩასცმელად. -არადა წეღან ველაპარაკე კესოს, არაფერი უთქვამს. _ ტუჩები გაბუშტა და მამაკაცის მომღიმარ სახეს მიაშტერდა._ ხელზე რატომ გაქვს შრამი? _ ინტერესით კითხა და თითი წვრილი ხაზისკენ გაიშვირა. -ბავშვობის ხულიგნობიდან არის. _ თვალი ჩაუკრა და შავი მაისური გადაიცვა. _ ჩაის გაგიკეთებ და მოგიტან. _ საცოლისკენ დაიხარა და შუბლზე აკოცა. -აუ არა რა გთხოვ. რაღაცნაირი გემო აქვს და გულის რევის შეგრძნება მაქვს მერე. _ ამოიწუწუნა და თავი საბანში ჩაყო. -დარწმუნებული ხარ რომ ჩაის გამო გაქვს გულის რევის შეგრძნება?_ ეჭვით იკითხა და საბანი გადააძრო. სახეზე ისე წამოხურდა მგონი სიცხემ მართლა მისცა. აქამდე არასდროს უფიქრია მისი და აკაკის პატარაზე, რომელიც ცხრა თვე მის მუცელში ინებივრებს. ინსტიქტურად და გაუაზრებლად დაისვა ხელი მუცელზე და თვალებაწყლიანებულმა გახედა რაღაცნაირად მომღიმარ მამაკაცს. -არამგონია შენ რამე შუაში იყო. _ ჩაიცინა და კაცს ხელი კრა. ჯერ სულ რაღაც ერთი კვირა რაც ერთად არიან და შეუძლებელია პატარა ჩასახულიყო. ეგეც რომ არ იყოს, ახლა ლილუ ამისთვის მზად არ არის. იქნებ არ გამოსდით ურთიერთობა მერე ბავშვიანმა რა ქნას რომელ კედელს ურტყას თავი... თუმცა თუ ასე ტკბილად გაგრძელდა თანაცხოვრება, ერთს კი არა ათ ბავშვს გაუჩენს საყვარელ მამაკაცს. მთელი დღე ფეხე არ აუყენებია აკაკის, სულ ის აკეთებდა ყველაფერს და უვლიდა. სტუმრებისთვისაც თვითონ გაამზადა ტკბილეულობა პატარა სუფრაზე. ხელში აყვანილი გამოაბუნძულა მისაღებში და დივანზე წამოიაწვინა, ჩაფუთნული. ისეთი სასიამოვნო იყო მამაკაცის ასეთი ბავშვური ყურადღება, რომ თავს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქალად გრძნობდა. იდეალურ მამაკაცზე არასდროს უოცნებია, იმიტომ რომ იადეალური ადამიანები არ არსებობენ და ეს ლილუმ იცის. კიდე იმიტომ რომ თვთონაც არ არის იდეალური და პარტნიორიც ვერ იქნება. აკაკისაც აქვს მინუსები, რომელებიც ლილუს ხანდახან ძალიან აშინებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მასთან ყოფნა არ უნდა, ან თავს კარგად არ გრძნობს. თვითონაც ასეთია და იმიტომ, მასაც აქვს ძალიან დიდი ნაკლი, ძალიან ძნელად პატიობს ადამიანებს ზოგჯერ ვერც პატიობს და ყველაზე მთავარი ადამიანებისადმი ნდობა არ აქვს... ასე თუ ისე ესეც ნაკლია. კვარაცხელიასთვის მთავარი ის არის, რომ აკაკი პირველ ადგილზე აყენებს, პატივს სცემს და მის აზრს იზიარებს, ისევე როგორც ლილუ. მისთვის ეს ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია რომ ერთმანეთის აზრით ცხოვრობენ და არა ერთის... არასდროს შეუნიშნავს ამ პერიოდში მამაკაცისთვის რომ ლილუს უკანა პლანზე წევს ოჯახურ თანაცხოვრებაში. მართალია ყველაფრის თავი და თავი ის არის, მაგრამ კისერი მაინც ლილუა. საღამოს სტუმრები ყვავილებით და ტკბილეულობით დატვირთულები მოვიდნენ. დის ხილვა ძალიან გაუხრდა, იმდენი ხნის მოანტრებული ყავდა ეს პატარა გოგო რომ ემოციებისგან ცრემლები ლამის წასკდა. მამაუკა და აკაკი რაღაც საქმეებზე საუბრობდნენ და გოგონებს ყურადღებასაც არ აქცევდნენ. ამასობაში ორივე დამ მოასწრო ამბები გაცვლა და ყველაფრის გაგება. კესო უყვებოდა როგორი ბედნიერია მამუკასთან, როგორ უყვართ ერთმანეთი და როგორ უნდა პატარა რაც შეიძლება მალე ეყოლოთ... ლილუმაც არ დააკლო სასიამოვნო ინფორმაცია დას, სულ თბილად და სიყვარულით გაჟღენთილი ხმით უყვებოდა ყველაფერს. ყველაფერი იმაზე კარგი და სასიამოვნო იყო, რომ ზოგჯერ დაჯერება უჭირდა. სამსახურში ერთად სიარული, ისე რომ არავისთვის აეხვიათ თვალიბი, არავის დამალვოდნენ... რამოდენიმე პარტნიორს «ცოლის» სახელითაც კი გააცნო ლილუ. « ჩემთან ცხოვრობ, ერთ საწოლს ვინაწილებთ და ეს უკვე ნიშნავს იმას რომ ოჯახი ვართ» ასეთი პასუხი გასცა გაოცებულ კვარაცხელიას ერთხელ და მოაკეტინა. ზოგჯერ ეჭვიც კი ეპარებოდა, აკაკის ცივ და ფიცხ ხასიათში, ახლა ის იმდენად დადებითი, თბილი და მოსიყვარულეა, რომ ძველი თოდუა სულ გადაავიწყდა. თავსაც აღარ ახსენებს ხოლმე, ან უბრალოდ ლილუსთან აღარ აჩვენებს იმ სახეს რომელიც კვარაცხელიას აშინებს. სამსახურიდან ერთად გამოვდინენ, აკაკის ბიჭებმა რომ დაურეკეს დასალევად დაპატიჟეს. ლილუც არ მიდიოდა სახლში, კესოსთან უნდა წასულიყო სტუმრად და აკაკიც წავიდა ბიჭებთან. დასთან ყოფნის დროს თითქმის სულ პატარებზე საუბრობდნენ. როგორი დედები იქნებიან, როგორ ტანსცმელებს უყიდიან და როგორ გაუფორმებენ პატარა ოთახებს. -ახლა რაღაცას გეტყვი და სიტყვა არავისთან დაგცდეს. _ მუდარით თხოვა კესომ დას. -ხდება რამე?_ ეშმაკურად ჩაიცინა და ყავა მოსვა. -მინდოდა მამუკასთვის მეთქვა პირველი, მაგრამ ისეთი დატვირთული ვარ ამ ემოციებით ვინმეს რომ არ ვუთხრა საღამომდე სული ამომძვრება. _ ჩაიცინა და დის ხელი თავის მუცელზე მიიდო. _ მალე დეიდა გახდები ლილუ. _ წამოიკივლა და დას მოეხვია. -ვაიმე კესო... ჩვენი პატარა! ჩემი შენი და მამუკასი, კიდევ აკაკისი. _ დაბნეული ლუღლუღებდა და დის მუცელს კოცნიდა. _ რამდენ რამეს ვუყიდი ჩემს კაცუნას ან გოგოცუნას... სულ ვასეირნებ ხოლმე.. _ აჟიტირებული ემოციებს ვერ მალავდა. -მე არ გამხარებია ეგრე ბავშვი რა იყო. _ სიცილით გაიხუმრა ორსულმა კესომ და დას მხარი გაკრა. -წარმომიდგენია მამუკას როგორ გაუხრდება. ღმერთო ჩემო, ორი პატარა ეყოლება ახლა. _ ბედნიერი ლაპარაკობდა ლილუ. -რატომ ეყოლება? გვეყოლება, მე ის პატარაც ძალიან მიყვარს უკვე, ჯერ მარტო იმიტომ რომ ბავშვია და მერე ჩემი საყვარელი მამაკაცის შვილია. _ ონდვა ნაწყენმა განუმარტა. -რა გული გაქვს, ჩემი თბილი და ორსული კესო. _ მოეხვია დას და კისრში აკოცა. _ ძალიან მაგარია! -შენ და აკაკი რატომ ზარმაცობთ?_ ინტერესით იკითხა და ნატურალური წვენი მოსვა. -ვინ გითხრა რომ ვზარმაცობთ?_ ჩაიცინა ლილუმ. _ უბრალოდ ჯერ არ ვრჩები და იმედია მალე დავრჩები... მერე ერთად გაიზრდებიან პატარები. _ მუცელზე მოეფერა და საათს ახედა. _ სად არის ეს კაცი ამდენხანს, ორ საათში მოვალ და მე გაგიყვანო. _ ამოიბუზღუნა და კესოს გახედა. -ცოტახანი მოიაცადე ახლა, სად გარბიხარ რამდენი ხანია ნორმალრად არ მინახიხარ._ დატუქსა უმცროსმა დამ. ძალიან დიდხანს ისაუბრეს კიდევ მომავალზე. ახლა უკვე მოტივაცია ქონდა ორივე დას პატარის ოთახზე ეფიქრათ. საძინებელიც კი შეურჩიეს უკვე და ნივთების განლაგებას აგვარებდნენ, მამუკა რომ დაადგა თავზე. კესომ მაინც არ გაუშვა ლილუ სახლში, ასე პირდაპირ ვერ ვეტყვი რამე დასამახსოვრებელი უნდა მოვიფიქრო ორიგინალურიო. -სად იყავი?_ ღიმილით კითხა კესომ მამაკაცს და კალთაში ჩაუჯდა. -ზურამ რაღაცა კონტრაქტის გაფორმება მთხოვა და იქ ვიყავით. შენ როგორ ხარ?_ ლილუს მიუტრიალდა. -მე ველოდები ჩემს საქმროს და ვარ. _ გაიცინა და საათს ახედა კიდევ ერთხელ. -წეღან დამირეკა,ბარში ვართო და გამოდიო.... მეც იქ მივდივარ ახლა. _ სიცილით წამოიძახა და კესოს ლოყაზე აკოცა. _ ხომ გამიშვებ?_ გაეხუმრა საცოლეს და ცხვირზე თითები მოუჭირა. -ანუ ჯერ არ მოდის?_ ამოიბუზღუნა და კოპები შეკრა. -რა დროს წამოსვლაა ლილუ,ახლა დაიწყეს დალევა. _ მხარზე მსუბუქად დაკრა ხელი მამუკამ. _ დარჩი დღეს აქ და ჩვენს პირდაპირ აქეთ მოვალთ. _ დაარიგა და მოსასხამი აიღო. _ არ დაგველოდოთ დაიძინეთ!_ უბრძანა და კარები გაიხურა. -ეგ კარგი იცით არ დაგველოდოთ! რა დამაძინებს!_ ამოიჩურჩულა და მომღიმარ ლილუს გახედა. -აი ორსულად რომ არ იყო ჩვენც დავლევდით. -როდის აქეთა რომ სვამ შენ?_ ეჭვის თვალით გადახედა მობუზულ დას. -აი მაგ მაიმუნის არსებობას რომ აღნიშნავს მამუკა მაშინ დავლევ ბევრს გპირდები!_ ხელი მაღლა აწია და მერე გულზე მიიდო. -ისემც შენ რა გითხარი._ მარჯვენა ხელი აიქნია კესომ და შუბლზე მისცხო. -რა, არ გჯერა ჩემი სიტყვის?_ თვალები დააწვრილა კვარაცხელიამ. -როგორ არა მჯერა, იმისაც მჯერა აკაკი სახლამდე რომ მიგიტანს. _ დაცინა დას. ჯერ ადრე იყო, ამიტომ გარეთ გავიდნენ გასასერინებლად... ბევრი იბოდიალეს წინ და უკან, კესოს რამოდენიმე ახირებაც შეასრულა ლილუმ. ხან რა მოუნდა ხან რა, თავიდან არ უჯერებდა ასე მალე არ ხდება ეგეთებიო, მაგრამ ისე მოკუჭა სახე კესომ რომ იძულებული გახდა აქეთ-იქით ერბინა. რომ წამოიდგინა თვითონაც ასეთ დღეში ეყოლებოდა აკაკი ბავშვი უფრო მოუნდა, მისი საცოდაობის ყურებით რომ გაერთო თავი. სკვერშიც ისხდნენ ცოტახნით სუფთა ჰაერზე და ბავშვობას იხსენებდნენ. ლილუ ცდილობდა კესოსთვის ნეგატიური ამბები თავიდან აეცილებინა და გიჟივით სულ იცინოდა. ცოტა რომ აცივდა სახლში აბრუნდნენ. ივახშმეს და მისაღებში დასხდნენ კინოს საყურებლად. კესომ აქაც იჯიუტა და უკვე ასჯერ ნანახი ფილმი ჩართო. ლილუ თავს აქეთ იქით აკანტურებდა და მიმდინარე მოვლენებ მობეზრებული სახით უყურებდა. -არა, ერთი არ უნდა დაერეკა?_ ამოილაპარაკა გაბრაზებულმა და ტელეფონს დახედა. -ნუ გჭირს შენ წიკები. ხომ გითხრა მამუკამ უნდა დავლიოთო, არ იცი როცა სვავენ არაფერი რომ არ ახსოვთ._ დაცინა დას და ტელევიზროს მიუტირალდა. -ხო მაგრამ გამაფთხილოს მაინც, მამუკას რომ არ ეთქვა ვერც გავიგებდი._ ჩაიბუზღუნდა და ტელეფონის ეკრანი კიდევ ერთხელ გაანათა. _ ამასწინებზე რომ ეძინა მაშინ გადავიღე, აბა ისე არ იკარებს აპარატს. _ ეკრანზე გამოსახულ მძინარე აკაკის და მოცინარ თავის გამოსახულებას თითი გადაუსვა. -ნახოს, მოგაჭრის თითებს. _ გაიცინა კესომ და ნაყინის კოვზი ტუჩებზე მიიდო. მილულული თვალებით შევიდა სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახში და საწოლზე ტანსაცმლიანად გაწვა. ისე ეძინებოდა რომ თითი ცხივრამდეც კი ვერ მიქონდა. არადა როგორ უნდა დაელოდოს აკაკის და ცოტა გაუბრაზდეს, მაგრამ ეძინება. თვალები მაგრად მოხუჭა და საბანში ზევიდან გაეხვია. «» ბარში ისხდნენ ბიჭები და ათას სასაცილო ისტორიას იხსენებდნენ. ერთმანეთის ისტორიების მოყოლით გართულებმა ვერც კი შეამჩნიეს როგორ მუახლოვდა რამოდენიმე ლამაზმანი, საოცრად მოხდენილი მანერებით. მათ წინ დასხდნენ და კარგა ხნის ნაცნობები მოიკითხეს. ყველა ძალიან თბილად მიიღო სამეგობრობ, ასე თუ ისე რამოდენიმე წლის ნაცნობობა აკავშირებთ. გოგონებთან ერთად განაგრძეს მხიარულობა. ბიჭები ისევ ისტორიებს ყვებოდნენ, გოგონები იცინოდნენ. სასმლის ჭიქა ნელი მოძრაობით მიიტანა ტუჩებთა ერთ-ერთმა ლამაზმანმა და აკაკის გახედა. მამაკაცს მისი მიმზიდველი მზერა არ გამოპარვია, მანაც ღიმილით უპასუხა ქალს და ისევ ბიჭებთან ბაასი განაგრძო. ეს ყველაფერი ისე უცბად მოხდა ვერც კი გაიაზრა, ვის გაუღიმა და რატომ. ან რაში სჭირდება მიზეზი ღიმილს, ბოლოს და ბოლოს ღამის პარტნიორი იყო, ნატალია მისი. თვალებით ბურღავდა მთელი საღამო ქალი მამაკაცს. სასმელი კარგად რომ მოეკიდა ხუთეულს, დაშლა გადაწყვიტეს, მაგრამ გოგონების თხოვნით კიდევ ცოტახნით შეყოვდნენ... მამუკა რამოდენიმე მეგობართან ერთად სასმლის დასამატებლად იყო გასული. თითქოს ჩასაფრებულივით მიუსკუპდა ქალი აკაკის და ოდნავ შეახო ხელი მუხლზე. ცალი თვალით გამოხედა ლამაზმანს და მერე ხელს დახედა. -რამდენი ხანია აღარ მინახიხარ!_ ჩასჩურჩულა ვნებიანი ხმით და შეეცადა მისი კისრისკენ გაწეულიყო. მამაკაცმა ნაზი და ფრთხილო მოძრაობით მოიშორა ქალი და ღიმილით ისევ სასმელს მიუბრუნდა. _ შენ გელაპარაკები. _ ოდნავ გაბრაზებული ხმა ამოუშვა ნატალიამ. _ დავიჯერო, ასე მალე გბეზრდება ქალები?_ წაბაწეულმა კითხა და ფეხი ფეხზე გადაიდო. -ქალს გააჩნია!_ ამოისისინა კაცმა და გაღიზინაებულმა გახედა მის მოშიშველბულ ფეხებს. -წავიდეთ რა ჩემთან. _ მუდარასავით ამოიჩურჩულა და მისკენ გადაიხარა. -მე და შენ ერთხელ უკვე საკმარისად ვისიამოვნეთ, გამეორება არ მიყვარს! _ მისი უხეშად მოცილება ცადა. -კარგი რა, მე მაინც ნუ მატყუებ... ერთი კვირა ჩემთან დარბოდი წინ და უკან._ გაიცინა და ლამაზი კბილები გამოაჩინა. აკაკიმ ცინიკურად ჩაიცინა ისე რომ ქალისთვის არც გაუხედავს. -ნუ იქცევი პატარა ბიჭივით, ავიდეთ ჩემთან. -მე ვთქვი არა!_ საკმაოდ ხმამაღლა წამოიძახა აკაკიმ და ქალს მრისხანედ გადახედა. -ვითომ რატომ? -შენი აზრით ვგავარ, იმ პაცანა ბიჭს, ცოლი სახლში რომ უზის და თვითონ ყოფილ, რიგით პარტნიორთან გულაობს?_ ირონიულად ჩაილაპარაკა კაცმა. -ნუ გამაცინე! შენ და ცოლი?_ გადაიკისკისა ქალმა და წელში გასწორდა. _ ვის გაუმართლა ასე მაგრად?_ წარბები კუშტად შეკრა და ფეხზე წამომდგარ კაცს გადახედა. _ სად მიდიხარ? -ნუ ცდილობ წყობიდან გამომიყვანო და რამე არასასიამოვნო გითხრა, ხომ იცი არ მიყვარს ასეთი უაზრო დიალოგები!_ ცადა ქალისთვის თავი აერიდებინა. -ხო კარგი, მე რა ვიცოდი ცოლი თუ გელოდებოდა სახლში... ისე ჩემი ნომერი იცი, დეპრესიის დროს შემიძლია გიშველო. _ ჩაიცინა და მოღეღილ გულ-მკერდძე თითები ნაზად გადაიტარა. აკაკი ოდნავ დაიხარა მისკენ და ტუჩები ყურებთან გააჩერა. -მე და ჩემს ცოლს, დეპრესისთვის დრო არ გვრჩება! ამიტომ დიდხანს ნუ დამელოდები! მე გარკვევით გითხარი არა! ერთხელ დაგემოვნებულ, ჭიან ხილს მეორედ არ ვეტანები! ფრთხილად შეაღო, საძინებლის კარები და საწოლზე მოკუნტული ცოლისკენ წავიდა. ღიმილით გადაუსვა თითები მბზინავ და აბურდულ თმებზე და გვერდით მიუწვა. ლილუმ იმ წამსვე იგრძნო აკაკის სიახლოვე და ხელები მაგრად მოხვია მამაკაცის მთვრალ სხეულს. აკაკიმ თავზე ოდნავ შეახო ტუჩები და თვალები დახუჭა. გამთენიისას ჩიტების ჭიკჭიკმა და სამზარეულოდან გამოსულმა ხმებმა გამოაფხილზა. ნელა წამოიწია ფეხზე და აბურდული თმები ხელისგულებით გაისწორა. ოთახში გაემეფებული აკაკის სურნელი სასიამოვნოდ უღიტინებდა ცხივრში. ხელები განზე გაშალა და გემრიელად გასწორდა წელში. იქვე დაყრილ ფლოსტებში გაუყარა ფეხები და ფრატუნით გავიდა მისაღებში. მამუკა კესოს მუცელს მთელი ძალით ჩაკვროდა და შეუსვენებლივ კოცნიდა... ღიმილით გააყოლა თვალი და იქვე მჯდარ აკაკის გახედა. მამაკაცმა მისი მუცლისკენ მოურიდებლად გააპარა თვალი და ტუჩი ვნებიანად გაილოკა. შეუმჩნევლად დაუქნია თითი ლილუმ და მისკენ წავიდა, კალთაში ჩაუჯდა და თავი გულზე მიადო. -გილოცავ სიძე, დიდი ბიჭი ან გოგო გაგეზარდოს. _ მიულოცა ბედნიერ მამუკას. -აუ პროსტა თქვენ ხომ არ იცით ახლა რა მაგრად ვგრძნობ თავს. ხომ მთვრალს მითხრა ყველაფერი, მაგრამ საერთოდ არაფერი დამვიწყდებია. გამომაფხიზლა ამის სიტყვებმა. _ სიცილით ლაპარაკობდა კაცი. - იმედია მეც მელა გამოვფხიზლდები. _ თვალების ბრიალით დახედა ბარტყივით მომწყვდეოლ ლილუს. -მე რომ მიბრიალებ მაგ თვალებს, თავი გამოიჩინე ცოტა და ეგ არის. _ სიცილით უკბინა ნიკაპზე და თითები მის თითებში ახლართა. -დღეს არაფერ არ დაგეგმო, ჩემი გვარის გამგრძელებელზე უნდა ვიზრუნო!_ სიცილით ჩასჩურჩულა და ლოყაზე აკოცა. ^^^ სამი თვის განმალობაში, ყველაზე მეტად რაც აწუხებდა, სამზარეულოს ვერ ათვისებაა. ვერაფრით ისწავლა, ნორმალური კარტოფილი და კვერცხის შეწვა. ხან რა ახსენდება ხან რა და საბოოლოდ საჭმელი დახრაკული რჩება. აკაკიც ცდილობს არ შეიმჩნიოს და უღიმის, მაგრამ დასაკმაყოფილებელი კუჭი მაინც ახსენებს ხოლმე ლილუს თავს. კულინარიის კურსებზე მისვლაც ქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ვერ მოიცალა. იმ თვეში ორ პროექტს ხელმძღვანელობდა მისი გუნდი და სულ სამსახურსი იყო თითქმის. კიდევ კარგი ერთად მუშაობენ და მონატრებას ამით იცხრობენ.. ამ სამი თვის განმავლობაში, მამუკამ და კესომ ხელიც მოაწერეს, ძალიან ვიწრო წრეში პატარა რესტორანში. არცერთს უნდოდა ხალხმრავლობა და აჟიოტაჟი. ლამაზი მოკლე თეთრი კაბა ეცვა კესოს, მამუკას ჩვეულებრივად. შეეძლო თავისუფალ დროს მთელი დღეები მჯდარიყო კესოსთან და მის გამობურცულ მუცელთან ეთამაშა. ეს ყოველივე იმდენად სასიამოვნო იყო ლილუსთვის რომ დროს ვეღარ ანაწილებდა საყვარელ ადამიანებთან ყოფნისას. ღამღამობით ჩაძინებულ აკაკის განუწყვეტლივ ეფერებოდა და სახეს უკოცნიდა. შიშები მისი დაკარგვის ნელ-ნელა სადღაც გადაიკარგა და ლილუს სულ დაივიწყა. მამაკაცის ყორადღება და პატივისცემა ყოველ დღე ასმაგდებოდა, ისეთი მეოჯახე იყო რომ ზოგჯერ უკვიდა ლილუს. საღამოობით სადმე თუ იყო გასული, მოსვლის დროს ლილუს ურეკავდა და ეკითხებოდა რამე ხომ არ წამოვიღო სახლისთვისო. ესეც სიცილით პასუხობდა რომ ყველაფერი აქვთ. ორსულობა ერთ-ერთი გულისწყვეტა იყო ამ პერიოდში. მართალია ჯერ ძალიან ცოტა ხანია რაც ერთად არიან, მაგრამ ბავშვის არ არსებობა მაინც აშინებს. წიკურად ეკითხება თავის თავს ყოველ დღე «რამე რომ მჭირდეს» ისე გაითავისა ეს კითხვა, რომ სულ თავში უტრიალებს და არ ტოვებს. ტესტიც ჩაიტარა რამოდენიმე დღის წინ, მაგრამ პასუხს არ გაუხარებია. ექიმთან მისვლაც უნდოდა, მაგრამ რომ დაფიქრდა ზედმეტი მოსდის, რა საჭიროა ასე მცირე დროში ექიმებთან სირბილი. იქნებ ჯერ არ არის საჭირო ბავშვი და იმიტომაც არ უჩნდებათ. ცოტა მოიაცადოს და ნახავს რომ ყველაფერი იქნება! პროექტები დიდი წარმატებით ჩააბარეს ირანელ და ჩინელ ინვესტორებს. აკაკი მისით ამაყი წელში გაჯგიმული დადიოდა მთელი საღამო. სახლში მისვლისთანავე სააბაზანოში შევიდა და წყალი გადაივლო... ერთიანად მოუხსნა დაღლილობა წყლის ჭავლმა და გამოაფხიზლა. ხალათი შემოიცვა შიშველ სხეულზე და ფეხშიშველი გაბუნძულდა სამზარეულოშ სადაც აკაკი, ლილუს დამწვარ კერძს მიირთმევდა. -გუშინ მასწავლა კესომ რეცეპტი და მეც გავაკეთე, ხომ კარგია?_ კითხა იმედიანად და წინ ჩამოუჯდა. -როდის იწყებ კულიარიულ კურსებზე სიარულს?_ ამ კითხვით პასუხი ნათელი გახდა. -დავიჯერო ეგეთი უგემურია?_ მოწყენილმა ჩაილაპარაკა და საჭმელი გასინღა. _ თუ არ მოგწონს ადექი და შენ თვითონ გააკეთე. დაჭყანული სახით წამოდგა ფეხზე და მისაღებში ტუჩებგამობურცული გავიდა. ძლივს გადაყლაპარა ერთი ლუკმა. აკაკიმ სიცილით გააყოლა თვალი საყვარელ ქალს და თავის კანტურით გადადგა თეფში. -წეღან ვფიქრობდი და მივხვდი რომ ტყუპები მინდა!_ მოულოდნელად წამოიძახა აკაკიმ და ქალს ხელები შემოხვია. -ოჰ მოუნდა! ჯერ ერთი ვერ გამიგორებია, რა ორი გაგიჟდი?_ წარბები სასაცილოდ შეყარა ლილუმ. -ხოდა ბარემ ერთ გაგორებაზე გამიგორებ ორს... გოგოს და ბიჭს! -ისე ლაპარაკობ გეგონება შეკვეთით იყოს. _ სიცილით გაკრა მხარი და თავი მკერდძე მიადო. -წამოხტი ფეხე, ჩემი შეკვეთა უნდა დავამზადო!_ შემოსძახა ხმამაღლა და ცოლს ხელი დაავლო. -ოო, დამაცადე რა დაღლილი ვარ... შენ არ იღები სამსახურში?_ კითხა დაღლილი სახით და ისევ დივანზე დააბრნა. -გააჩნია რისთვის ვიღლები. _ მხრები აიჩეჩა და ქალს შუბლზე აკოცა. -ძალიან ბედნიერი ვარ. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა ქალმა და კაცის თითებთან თამაში განაგრძო. -მიხარია!_ ამოილაპარაკა აკაკიმ და თმებზე აკოცა. -შენ? შენ არ ხარ ბედნიერი?_ კითხა და თავი მაღლა აწია. -ვარ! ოღონდ მე სხვანაირად ბედნიერ ვარ!_ გაურკვეველი პასუხი გასცა და ქალს თავი ისევ უკან დააბრუნებინა. მეორე კვირას კესოსთან ერთად მამუკას აგარაკზე ასვლა გადაწყვიტა წყენთში. ცოტას განვმარტოვდებით და სუფთა ჰაერსაც ჩავისუნთქავთო, ბიჭებს არ ეცალათ და ვერ წავიდნენ. სახლი ძალიან მოწესრიგებული იყო, ამიტომ თავები დიდად არ დაუტვირთავთ ლაგებით. საწოლეები გაამზადეს ყოველი შემთხვევისთვისთვის. ვინ იცის რა დროს მოუვლის იმ ორეულს და ამოადგნენ, ერთ საწოლში ოთხი კაცი ვერანაირად მოთავსდება. ტელევიზორიც აქვთ, ინტერნეტიც და რაც მთავარია კულინარიული წიგნიც. მთელი დღე კერძების კეთებას ასწავლიდა კესო დას და მისი საცოდაობით სიცილს ვერ იკავებდა. ესეც გმირულად იტანდა ყველა დაცინვას და ცდილობდა შემდეგი უკეთესად გამოსვლოდა. -არა, სამ თქვეში როგორ ვერაფერი ისწავლე?_ მის დაცინვას აგრძელებდა კესო. -ახლა გაჩუმდი და მომეხმარე თორემ დამეწვა ეს. _ ლამის ტირილით ამოიკნავლა და ტაფას დახედა, სადაც გემრიელად იბრაწებოდა ყველიანი ბლინები. -კარგი ხო დამშვიდდი, ასეთი დაძაბული რომ ხარ, იმიტომაც არ გამოგდის არაფერი. _ დატუქსა დამ და ბლინი გადაატრიალა. _ სამზარეულოში უნდა იფრინო ჩემო კარგო, ეგრე კი არ არის... შეეცადე თავი სულ თავისუფლად იგრძნო, შენც ახლა დედამთილი გიზის და ის გზღუდავს. -ეგ რა შუაშია? უბრალოდ არ გამომდის. დამიჯერებ? კარტოფილსაც კი ვერ ვწვავ. _ ამოისლუკუნდა და ხახვი გვერდით გადადო. საღამოს გარეთ ისხდნენ ჰამაკში და მოწმენდილ ცას გაჰყურებდნენ მოულოდნელად მეორე ღობიდან ბიჭების და გოგონების ხმა რომ მოესმათ. თვალებოჭუტულმა გახედა ერთ-ერთ მათგანს და გაოცებულმა კესოს მხარზე ხელი მიკრა. -აის ბიწაძე არ არის?_ თითი ბიჭისკენ გაიშვირა და კიდევ უფრო კარგად დააკვირდა. -ბიწაძე და ნიკორაძე. _ სიცილით უპასუხა კესომ და ფეხზე წამოდგა. _ რამდენი ხანია არცერთი მინახავს. _ წელზე ხელი მოიკიდა და ისე გაემართა ღობისაკენ. ლილუც დას მიყვა უკან და უკვე საუბარში გართულ ამხანაგებს შეუერთდა. ძლივს გადაწვდა ღობეს რომ მეგობრები გადაეკოცნა. -რას აკეთებთ მარტოები გამოდით ჩვენსკენ. _ შესთავაზა ბიწაძემ. -მიდით ხო, თან რა სასტავია აქ რომ იცოდეთ. _ მხარი აუბა ნიკორაძემაც. სახლის კარები საიმედოდ დაკეტეს და მეგობრებთან გადავიდნენ. ძველი კლასელების დანახვით გახარებული ადგილს ვერ პოულობდა და ცქმუტავდა. კესოც ძალიან კარგად იცნობდა თითოეულ მათგანს, დავალებებს თითქმის სულ ლილუსთან წერდნენ ხოლმე. ორივე დის დაოჯახების ამბავი გაიგო სამეგობრომ და ძალიან გაუხარდათ, ერთადერთი ვისაც სახეზე ღიმილი ვერ შეაიმჩნია, ბაღათურია იყო... ბაღათურია მასზე ერთი წლით უფროსია, ლილუს სკოლაში დადიოდა, სიყვარულიც კი აუხსნა, მაგრამ უარი მიიღო. იმ დროს ლილუს სხვა უყვარდა და სხვას ეტრფოდა. ასე დასრულდა მისი გამხელილი სიყვარული, ან არ დასრულდა. ბაღათურიასთანაც გამონახა თითქოს საერთო ენა, მასთანაც ცადა სიცილი გულიდან წამოსული ყოფილიყო და მამაკაცის მზერას, უხერხულში არ ჩაეგდო. თითქოს გამოსდიოდა კიდევაც ეს ყველაფერი, მაგრამ ცეკვის დროს უეცრად გამოჩენილმა აკაკის თვალებმა ერთიანად გააწითლეს. მამაკაცისკენ ღიმილით გააპარა მზერა და მის ოდნავ ჩასისხლიანებულ თვალებზე უცებ დაფრთხა. აკაკი აჩქარებული ნაბიჯებით წამოვიდა ქალისკენ და წინ აესვეტა. ბაღათურიამ უცნაურად აათვალიერა დაუპატიჟებელი სტუმარი და წარბები მაღლა აწია. -გაიციანი ეს ჩემი მეუღელა, ეს კიდევ ჩემი ბავშვობის მეგობარია ლევანი. _ღიმილით გააცნო ერთმანეთი მამაკაცებს და ქმარს მოეხვია. _ აბა არ გვცალიაო?_ ცადა ხალისიანი გახდომოდა ხმა. -მოვიცალეთ!_ ხმა დაბოხებულმა ჩაილაპარაკა და ბაღათურიას ხელი ჩამოართვა. -კესოს მოვძებნი და გავიდეთ. _ თვალების ცეცება დაიწყო ლილუმ. -კესო მამუკამ გაიყვანა. _ იგივე ხმის ტემბრი, რომელიც ლილუს საშინლად არ მოსწონს. მეგობრებს დაემშვიდობა და აკაკისთან ერთად დატოვა სახლი. -რა სახე გქონდა რომ გენახა... _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ჭიშკარი შეაღო. -შენი აზრით, როგორ სახე უნდა მქონდეს ჩემთვის უცხო მამაკაცის და მოცეკვავე ცოლის დანახვისას?_ წარბაწეულმა კითხა და გაჩერდა. -შენ რა ლევანზე იეჭვიანე?_ ნაწყენმა ჩაილაპარაკა და თვითონაც გაჩერდა. -არ მიეჭვიანია, მაგრამ ვერ ავიტან ჩემს გარდა ვინე ასე გეხებოდეს!_ გამოსცრა კბილებში და ქალის სხეულს ჩააფრინდა. _ მარტო მე მაქვს უფლება, გიყურო როგორ წვავ საჭმელს, როგორ აპარებ ჩუმად თვალს იქვე გადაშლილი კულინარიული წიგნისკენ და როგორ მიმალავ ამას მე... როგორ ირგებ და იხდენ ჩემს დიდ პერანგებს. როგორ სუნთქავ ძილის დროს... როგორ მეფერები ჩუმად როცა მძინავს და ცდილობ რომ არ გამეღვიძოს, შენ გულუპრყვილო კი იმდენსაც ვერ ხვდები რომ არც კი დამიძინია და ველდოები როდის დაიწყებ ყოველღამისეულ რიტუალს... _ თან ლაპარაკობა თან სახეს უკოცნიდა ატირებულ ქალს. ხელები მაგრად მოხვია კისერზე ლილუმ და მის კისერში აქსუტუნდა. -მე მარტო შენ მოგიმზადებ დამწვარ კარტოფილს, მარტო შენს პერანგებს მოვირგებ და მოვიხდენ. მარტო შენი ფერებით გავლევ ღამეებს და ვეცდები რომ არ გაგაღვიძო... მარტო შენ შეგიძლია გამხადო ყოველ ღამე და დღე ბედნიერი ქალი! მარტო შენ შეგიძლია, ღამის ვალი მხოლოდ იმიტომ დამადო, რომ მერე ერთიანად აინაზღაურო დანაკრგი... მარტო შენ! ამოიჩურჩულა და მამაკაცს ყელი დაუკოცნა. ~~~ ერთი წლის უიბილეს ითვლის უკვე მათი ურთიერთობა. ლილუს მუცელი კი ორი თვისას. ყველაფერში უკუღმართი გოგო რომ არის თავიდანვე ეტყობოდა, მაგრამ ორსულად ხარო ქმარი თუ მიახვედრებდა ვერასდროს წამოიდგენდა. სულ რაღაც მესამე დღეა რაც გაიგო რომ ორსულად არის და სიხარულისგან მიწას ფეხს არ ახებს. პატარა გიორგის ნათლობა იყო გული რომ წაუვიდა უჰაერობისგან, ეს თვითონ ეგონა უჰაერობისგანო... სინამდვილეში თურმე რახდება! დაფეთებულმა დაავლო ხელი ქალს აკაკიმ და მანქანამდე სირბილით მიიყვანა. მთელი გზა ხან ლილუს ეფერებოდა ხან გზას გაჰყურებდა. საავადმყოფომდე სანამ მივიდნენ მანამდე მოფერიანდა ეს ჭირვეული ქალი. თვალები ნელა გაახილა და ტაძრის მაგივრად თავი ნაცნობ ავტომობილში რომ ამოყო თვალები დაჭყიტა. -მოიცადე? სად არინ ისინი? ჩვენ სად ვართ?_ იკითხა დაბნეულმა და უკან გაიხედა. -ბოლო პერიოდი საჭმელს რომ არ ჭამ იმის ბრალია! _ გაბრაზებულმა და შეშინებულმა დატუქასა და საავადმყოფოს ეზოსთან გააჩერა მანქანა. -კარგი რა, რა გვინა აქ? არ იცი როგორი ჭირიანიც ვარ?_ ძალით გადაიყვანა მანქანიდან და ხელში ააფრიალა. _ აკაკი! დამსვი ახლა თორემ გავაფრენ! შენ მე მართლა მკვდარი კი ნუ გგონივარ. _ ხელებიდან დაუსხლტა მამაკაცს და მანქანისკენ წავიდა, მაგრამ აკაკიმ მკლავებით დაიჭირა და უკან მიატრიალა. -ახლა შევალთ და ექიმს გაესინჯები! შენი აზრით, სულელი ვარ და ვერ ვხვდები, როგორ გარბიხარ სააბაზანოში ყოველი ჭამის შემდეგ, როგორ მიგდის გული უმიზეზოდ და როგორი ჭირვეული გახდი ამ ბოლო დროს? -მაგით რისი თქმა გინდა რომ მე ვარ სულელი?_ წარბები შეკრა და დოინჯი შემოიდო. _ შენ გეკითხები!_ მომღიმარ აკაკის მიკრა ხელი გულზე და შეუღრინა. -სულელი ხარ აბა რა ხარ! _ გაიცინა და გულზე მიიხუტა. -მე რომ ვერაფერს ვგრძნობ?!_ გახარებულმა და დაბნეულმა ჩაილაპარაკა. -სამაგიეროდ მე ვხედავ როგორ იმატებ წონაში დღითიდღე. _ ბოროტულად ჩაიცინა აკაკიმ და ქალს წელზე ხელები მოხვია. -ნუ იტყუები! ასე მალე არ სუქდებიან ხოლმე. _ არადა როგორ უნდა რომ წონაში მომატებული იყოს... თავისი პატარათი გაბერილი. _ შენი აზრით მართლა შეიძლება რომ?_ თვალები მოჭუტა და ისე ახედა მაღალ მამაკაცს. -შევიდეთ და ექიმს ვკითხოთ. _ ლოყაზე აკოცა და საავადმყოდოსკენ წაიყვანა. -დაუჯერებელია!_ ლუღლუღით დაჰყურებდა პატარას პირველ სურათს და თითებს გაშმაგებით უსვამდა ზედ. მამაკაცი ღიმილიანი სახით დაჰყურებდა, ქალს და გულში იკრავდა. _ მე სულელმა როგორ ვერაფერი ვიგრძენი... რომ მკითხავს როგორ მიხვდიო, რა ვუთხრა?_ სლუკუნებდა და ბედნიერების ცრემლებს მუჭით იგერიებდა. -რა უთხრა და მამა გყავს ნიჭიერიო!_ სიცილით დააკვალიანა ქალი და მანქანის კარები გაუღი. -შენ ხომ არ იცი წინ რა გელოდება. _ სიცილით დაემუქრა კაცს და სურათი გულზე მიიკრა. ^^^ ასეც მოხდა! მთელი დარჩენილი შვიდი თვე სისხლს უშრობდა აკაკის... ცდილობდა სულ უფრო და უფრო გაემწარებინა კაცი და მდგომარეობიდან გამოეყვანა, არადა გულის სიღრმეში ძალიან არ მოსწონდა ის რასაც აკეთებდა. სურვილები დიდად არ იპყრობდა, საკვებზე პრეტენზიას არასდროს გამოთქვამდა. ჩვეულებრივად იკვებებოდა როგორც ადრე, ოღონდ ახლა სასარგებლო პროდუქტებს ჭამდა, ნახშირის მაგივრად. აკაკიმ დამხმარე ქალი აუყვანა ყოველი შემთხვევისთვის, თვითონ სამსახურში უკვე ორმაგად იტვირთავდა თავს და დრო სულ აღარ რჩებოდა. მაგრამ მაინც გამონახავდა დღის განმავლობაში ორ საათს რომ ცოლ-შვილი მოენახულებინა... მერე ისევ სამსახურში გარბოდა და გვიანობამდე მუშაობდა.სახლში დაბრუნებულს, ცოლი დივანზე მოკუნტული ხვდებოდა ხოლმე... ჩაძინებულ გაბერილ ლილუს მსუბუქად აიტაცებდა ხელში და საძინებელში კბილებამდე გაღიმებულს შეყავდა. მეცხრე თვეში, თითქმის საერთოდ ვეღარ დადიოდა ისე გაიბერა და დაბურთავდა. კესოც ხშირად აკითხავდა უკვე გაზრდილ გიორგისთან ერთად. პატარა ღიმილით ეთამაშებოდა დეიდის მუცელს და მომავალ დეიდაშვილს,თავის ენაზე ელაპარაკებოდა. მამუკას პირველ გოგოსთან, ურთიერთობას აქედანვე აჩვევდა კესო გიორგის. სულ ცდილობდა რომ დის სიყვარული ჩაენერგა და არავითარ შემთხვევაში, შთაეგონებინა შვილისთვის რომ ის სხვისია... პატარაც უკვე დიდი სიყვარულით გაჟღენთილი ხვდებოდა დას და თავისი პაწაწინა ხელებით ეფერებოდა ხოლმე. მათი შემყურე აკაკის სურვილი ლილუზე გადადიოდა. «ტყუპები, გოგო და ბიჭი!» როგორ უნდა ასეთი მოსიყვარულე შვილები ყავდეს მასაც, ერთმანეთზე ჩაბღაუჭებულები. მაგრამ იცოდა რომ ჯერ მხოლოდ ერთი პაწაწუნა ეყოლებათ... დანარჩენები მერე. სქესს სპეციალურად არ იგებს, დედის გული გრძნობს რომ ბიჭიაო! ის დღეც აკაკის მოლოდინში გაატარა. სამზარეულომდეც ვეღარ მიდიოდა სურვილი რომ გაენახევრებინა. ნონა დეიდა ყველაფერში ეხმარებოდა და გვერდით ედგა. მცირე დროში საოცრად შეიყვარა და გაითავისა ეს ქალი. ისე უვლიდა როგორ თავის შვილს. სულ ცდილობდა რომ არაფრით დაეტვირთა და ყველაფერს თვითონ გაკეთებდა... აკაკი შრომას არ უკარგავდა ქალს. გვიან ღამით დაბრუნდა თვალებამოღამებული თოდუა სახლში, ნონა გააცილა და საძინებლისკენ წავიდა. დაღლილი სხეული წამებში გაძლიერდა, გაბერილი ცოლის დანახვისას... მისკენ წავიდა, ფეხსაცმელები გაიძრო და საწოლზე მიწვა. ჯერ პატარას მოეფერა და მერე, ცოლს მოხვია ხელები შეძლებისდაგვარად. ლილუმ იმ წამსვე იგრძნო ქმრის სითბო და თვალები გაახილა, ღიმილით გადახედა დაღლილ აკაკის და ცხვირზე აკოცა. -მოგვენატრე. _ წაიწუწუნა და თვითონაც შემოხვია წვალებით ხელები. -მეც ძალიან მომენატრეთ... _ ჩაიჩურჩულა ხმადაბლა და ქალის ბაგეები დააგემოვნა. _ ჩემი ტკბილი და გემრიელი ლილუ!_ გაიმეორა მისთვის საყვარელი წინადადება და ცოლის ყელი ჩაკოცნა. _ ძალიან მომენატრე... ღამის იმდენი ვალი დაგიგროვდა რომ ვეღარ ვითვლი! _ წაიწუწუნა მანაც და შვილს ალმაცერად დახედა. -ცოტახანი მოიცადე და პატიოსნად გადავიხდი თითოეული ღამის დანაკარგს. _ დააიმედა ქმარი და შუბლი მის მკერდს მიადო. _ არ გშია? -მშია მაგრამ ვერ ვჭამ ჯერ. _ სიცილით მიუკაკუნა თითი შვილს. -ღმერთო ჩემო რა მოუთმენელი ხარ!_ წამოიძახა ლილუმ და თვალები დახუჭა. ^^^ -ღრმად ისუნთქე ლილუ!_ დაცვარულ შუბლს ხელისგულით იმშრალებდა აკაკი და თან სახედატანჯულ ცოლს დაჩერებოდა. -ცუდად ვარ!_ აკივლდა ლილუ და ქმარს ხელები უფრო მაგრად მოუჭირა. -სულ ცოტაც და დამთავრდება... ტკივილი რომელსაც ახლა გრძნობს, არაფერია იმასთან შედარებით როცა შენი პატარას სხეულს გულზე გაწვენენ.. როცა მისი ტირილის ხმა, მთელ საავადმყოფოს აყრებს და გრძნობ, რომ ყველაზე ბედნიერი ზუსტად ახლა ხარ! ეს არის სრულფასოვანი ბედნიერება! ტკივილი რომელიც ყველა ძვლის ერთად გადატეხვის ტოლფასია წამებში გაუფერულდა და სიამოვნებად იქცა... სახეგაფითრებული ქმრის დანახვისას, რომელსაც მკვეთრად ემჩნეოდა რომ ჯერ კიდევ აგონიაშია და შვილის დაბადებით ბოლომდე ვერ გაიხარა. მამაკაცმა ნელა მოიწმინდა თავისუფალი ხელით დანამული შუბლი და სიყვარულჩამდგარი თვალებით დახედა პატარა გაწითლებულ ბიჭს. -რას გავს და როგორი პატარაა. ყველაზე თბილი და ლამაზი პირველი კომპლიმენტი ისროლა აკაკიმ შვილის მისამართით და აკანკალებული ხელი ნელა დაუსვა ზეწრებში გახვეულ პატარას. ^^^ -პამპერს როგორ უცვლიდი ხოლმე? -ლილუ ნუ ხარ დაძაბული და მიხედე ბავშვს თორემ გადაბჟირდა. _ ხელი კრა კესომ და პატარა საბას დახედა. -ხო გადაბჟირდა... ჩაილაპარაკა თავისთვის და აკაკანკალებული ხელები პატარას სხეულს შეახო. იმაანც თითქოს იგრძნო დედა ასე ახლოს რომ ყავდა და გაისუსა. ტუჩები ერთმანეთს განაბულმა მიადო და დედის თვალებს მომღიმარი ჩააჩერდა. -ძალიან მეშინია! რომ ვატკინო?_ პამპერსი კარგად გადაახვია და ნაგვის ურნაში მოისროლა. -ნუ გეშინია, არ ეტკინება! ან რა უნდა ატკინო ნუ გადამრიე. _გაოცებულმა წამოიძახა და მოფრთხიალე დას თვალები დაუბრიალა. დაძაბულმა გამოუცვალა პამპერსი ახალშობილს და ბოდე ჩააცვა. თავის საწოლში დიდი სიფრთხილით მოათავსა პატარა და საწოლზე ღონემიხდილი ჩამოჯდა. -რა პატარა და უმწეოა... რომ ვუყურებ, ვერ ვიჯერებ რომ ჩვენია! ჩემი და აკაკისი. ის კი არა ზოგჯერ იმასაც ვერ ვიჯერებ რომ ეს პატარა ჩემი სხეულის ნაწილია... _ ლუღლუღებდა ბედნიერი და შვილს დაჰყურებდა. -მეც ზუსტად ასეთი შეგრძნება მქონდა გიო რომ გამოვიყვანეთ საავადმყოფოდან... დაჯერება მიჭირდა რომ ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა. _ ჩაიცინა კესომ და დას მიუჯდა. -როდის გაიზრდება და როდის გამახარებს პირველი «მამა»_თი._ ღიმილით ჩაიჩურჩულა და შვილის საწოლს თითი გადაუსვა. -ძალიან მალე! _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა კესომ და ფეხზე წამოდგა. ^^^ ახლადგაღვიძებულმა ლილუმ თვალები მოისრისა და შვილის საწოლს გახედა. ცარიელი ადგილის დანახვიას ღიმილმა გაუპო ბაგეები. თავი ნელა შეატრიალა და ასევე ცარიელი ქმრის მხარეს თითები ნაზად დაუსვა. ფეხზე ფრთხილად წამოდგა და სააბაზანოსკენ წავიდა. უცებ მიიღო შხაპი და სამზარეულოში საუზმის გასამზადებლად შევიდა. პატარას ბოთლი ნიჟარაში ეგდო, სიცილით მოუშვა ონკანი და ბოთლი წყალს შეუშვირა. საათის ისრებს მომლოდინე თვალებით ახედა და კარების ხმაც გაისმა. -დედიკო, ჩვენ მოვედით. _ ხმამაღალი შეძახილით შემოვიდნენ ბიჭები სახლში. -სამზარეულოში ვარ. _ ასევე ხმამაღალი შეძახილით გამოეპასუხა ქმარს და შვილს. კენგურუში გამოწყობილი შემოვიდა აკაკი სამზარეულოში და თვალებდაჭყეტილი საბა დედიკოსკენ მიატრიალა. ნაცნობი და საყვარელი სილუეტის დანახივას ფეხები და ხელები ერთდროულად ააფართხალა პატარამ და ტიტინი დაიწყო. სიცილით მივიდა შვილთან და კენგურუდან ამოაძვრინა. -რაო დე? დაგვღალა მამიკომ ბოდიალით?_ ოდნავ ცივი ლოყები ჩაუკოცნა შვილს და გულზე მიიკრა. აკაკიმ ცოლი და შვილი თავისკენ მიიზიდა და დასაგემოვნებელი ბაგეები მოინახულა. _ საუზმეს უცებ გავამზადებ და სამსახურში მერე წადი. -არ მინდა გმადლობ! სამსახურში ვისაუზმებ. _ სიცილით აკოცა შუბლზე და შვილს თავზე მოეფერა. -რა დამპალი ხარ! დამიმალე მაინც რომ ჩემი გაკეთებული კერძები დღემდე ვერ გიღვიძებს მადას. _ ჩაილაპარაკა ნაწყენმა და მხარი გაკრა. -ხომ იცი ტყუილი არ მეხრხება, ამიტომ სიმართლე ჯობია. თუნდაც მწარე!_ თვალი ჩაუკრა ცოლს და წყალი მოსვა. -დედი, უთხარი მამაშენს რომ აღარასდროს ვაჭმევ ჩემს დამწვარ კარტოფილს!_ მოცინარ შვილს დახედა და მამასთან წერილი გაატანა. იმანაც თითქოს რამე გაიგო უმისამრთოდ ატიტინდა. _ აი გესმის, ჩემი ბიჭიც ჩემს მხარესაა. _ გამარჯვებული ღიმილით გადახედა ქმარს და თვალი ჩაუკრა. -შენმა ბიჭმა, პამპერსი გამომიცვალეო!_ სიცილით გასძახა ცოლს. ^^^ წინ და უკან დარბოდა მთელი დილა და ცდილობდა ყველაფერი მოესწრო. პატარა საბა ჩოხაში გამოაწყო და საწოლზე მიაწვინა, თვითონ მთელი ერთი საათი ირგებდა კაბას. ყველაფერს რომ მორჩა კმაყოფილი დატრიალდა სარკეში და საკუთარი ანარეკლი შეათვალიერა. მუხლს ზევით თეთი წელში გამოყვანილი კაბა ეცვა, თხელი ლამაზად მოქარგული მოსასხამი და მაღლები. ძალიან უბრალო და სადა დედოფალია... საწოლზე ჩამწკრივებულ გოგონებს ღიმილით გახედა და პატარა ხელში აიყვანა. -წავედით!_ წამოიძახა ხმამაღლა და პატარას ნათლიას და მეჯვარეს წინ გაუძღვა. -ლილუ დარწმუნებული ხარ რომ გინდა ირმამ მოგინათლოს ბავშვი?_ სიცილით კითხა თამთამ და თვალებდაქაჩულ ირმას კოცნა გაუგზავნა. _ მაინც დაფიქრდი... რას დაანათლებს ბავშვს. _ არ წყეტდა ხუმრობას თამთა. -ჩაიგდე ენა და გასძახე ბიჭებს მოვდივართო. -რომელი მახარობელი მე მნახეთ?_ ალმაცერად შეათვალეირა გოგონები და ოთახიდან გავიდა. ნათლიების და მეჯვარეების არჩევა არცერთს გაჭირვებია. ლილუმ თავიდანვე იცოდა რომ ირმა შესანიშნავი კანდიდატია, ორივე იცნობს და იცის რომ ძალიან კარგი გოგოა... თან ამ ბოლო პერიოდში ისე დაახლოვდნენ რომ ძველ მეგობრებს ყველას ურჩევნია. აკაკიმ თავისი ბავშვობის მეგობარი დაიყენა გვერდით, ბაქარი მეუნარგია. მასთან უკვე წლებია მეგობრობს და იცის რომ პიროვნება რომელიც შვილს უნათლავს სამაგალითოა. მის პატარა ოჯახსაც კარგად იცნობს. თავისი ცოლ-შვილით იდგა ტაძარში მეუნარგია და პატარა ვაჟკაცს ნათლავდა. პატარას სიმშვიდე ყველას აოცებდა. გასუსული უსმენდა ტაძარში გამეფებულ ხმებს და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. ხან რომელი ნათლიის ხელში ნებივრობდა ხანაც რომლის. ბოლოს დაასკვნა რომ ბაქარი ნათლია ბევრად სიამოვნებდა და მის მკლავებში გაიყურსა. სისველე რომ იგრძნო ცოტა აჭიჭყინდა, მაგრამ როგორც კი თბილ პირსახოცში გაახვია ნათლიამ დამშვიდდა... ^^^ -საბა დედიკო, ნუ დამარბენინებ წინ და უკან, მოდი აქ... _ დაღლილი ხმით ემუდარებოდა მორბენალ შვილს და მაისურს აქეთ-იქით აქანავებდა. _ ვაიმე, ახლა ის დაიჭირეთ თორემ შეიძლება ჭკუიდან შევიშალო. _ მუდარით გადახედა მისაღბში მსხდამ სტუმრებს. -აი ნათლია და მიხედოს, თან უჯერებს. _ მხარზე ხელი დაკრა ბაქარის. -ამას თავისი შვილები არ უჯერებენ და ეს პატარა ტანტაროზი დაუჯერებს? _ სიცილით მიეხუტა ქმარს მაშო. -გინდა დავაყენოთ ოთხივე და ვკითხოთ. _ მაცდურად გაუღიმა ცოლს კაცმა და შვილებს გადახედა. -ნიაკო ჩემს მხარეს იქნება! ხო დე?_ გაიჯგიმა მაშო და შვიდი წლის კიკინებიან გოგონას ლოყაზე აკოცა. -ჩემი ვაჟკაცი როდის გახდება ამხელა._ჩაილაპარაკა აკაკიმ და ბაქარის ერთე-ერთ ვაჟს თმები აუჩეჩა. -გაზრდა რომ გინდა, ცოტა უნდა მომეხმარო. _ უსაყვედურა ლილუმ და კუთხეში ატუზულ შვილს ზედა ჩააცვა. _ მეორედ ასე აღარ მარბენინო რა დე. _ მისკენ დაიხარა და აწითლებულ ლოყებზე აკოცა. -ბა ბა. _ ენა გამოუყო დედას და მამამისისკენ ფორთხვით წავიდა. -სულ გააუბედურა შარვალი. _ დაიწუწუნა ლილუმ და შუბლზე გაშლილი ხელისგული მიიდო. ^^^ -შენმა შვილმა ქანცი გამაძრო. ქმრის მკერდზე თავდადებულმა ამოიკვნესა და შვილის საწოლს გადახედა. აკაკი ცოლისკენ გადატრიალდა და მოღეღილ მკერდძე ტუჩების თარეშობა დაიწყო. ხელები ნელა მოხვია მის სხეულს ლილუმ და კისერში აკოცა. სიამოვნებისგან განაბული თვალბი აღარც კი გაუხელია ისე გაებურდა მამაკაცის ალერსში. ხელებს მაგრად უჭერდა წელზე თითქოს სადმე გაექცეოდა თოდუა. მის ძლიერ მკლავებზე თავდადებულ რომ ეღვიძება, მერე საბას საწოლს გახედავს და ფეხზე წამომდგარ შვილს გადააწყდება, თავი ყოვლისშემძლე გონია. დილით პატარას ტირილმა გააღვიძა ცოლ-ქმარი. აკაკის ჩაკონილი სხეული ფრთხილად მოიცილა და იქვე გადაკიდებული ხალათი მოიცვა შიშველ სხეულზე. მამაკაცმა ნელა დაუსვა ხელი წელზე და ისევ ძილი განაგრძო. პატარამ როგორც კი დაინახა გამოფხიზლებული დედა გაჩუმდა და საწოლში ჩახტა. -მოგშივდა დე?_ თბილად დაუყვავა გაბუტულ შვილს და ხელში აიყვანა. -და და. _ სულელივით იმეორებდა საბა და ყურის ბიბილოზე ეთამაშებოდა. -როდის ისწავლი გამართულად ლაპარაკს დე, მერე შენი ვიდეობი უნდა ჩაგირთო ხოლმე. _ ლოყა დაუჭირა და ხმაურით აკოცა. საბუნას უცებ გაუმზადა საჭმელი და ხელში მიაჩეჩა, თვითონ ბუტერბროტების გამზადება დაიწყო ქმრისთვის. ეს ერთადერთია რაც არ ეწვება და შესანიშნავად გამოსდის. ცარიელი ბოთლი სამზარეულოს კუთხეში მოისროლა საბამ და ხელები მაღლა აწია სიცილით. -ყუჩაღ დე! _ ლილუმაც შვილს მიბაძა და ხელები გამარჯვების ნიშნად მაღლა აწია. _ საღამოსაც თუ ასე გაათავებ სულ, ყველაზე მაგარი და ძლიერი ბიჭი იქნები!_თავ მოცინარ შვილე ელაპარაკებოდა თან პომიდორს და ძეხვს ჭრიდა. -დილამშვიდობისა. _ დაბოხებული ხმით მიესალმა ცოლ-შვილს თმებაბურდული თოდუა. _ მამას კაცი როგორ არის?_ ბავშვისკენ დიახარა და ცხვირზე ოდნავ მიადო კბილები. საბას არ ესიამოვნა და გაშლილი პატარა ხელი პირდაპირ სახეში უთავაზა მამას და აკისკისდა. აკაკიმ კიდევ ერთხელ აკოცა გემრიელ ყელში და ცოლისკენ წავიდა _ ჩემი პანტერა როგორ არის?_ ღიმილით კითხა და მოშიშვლებულ მხარზე ტუჩებიააცოცა. -შესანიშნავად გრძნობს თავს. _ მისკენ მიტრიალდა და ბრუტერბროტებით სავსე თეფში გაუწოდა. -დილა შესანიშნავად დაიწყო. _ გამოაცხადა და თეფში გამოართვა._შენ არ გინდა მა ბუტერბროტები? _ წარბშეკრულ შვილს კითხა და ლოყაზე თითი გაკრა. -დედიკოს კაცუნამ ფაფა ჭამა და აღარაფერი უნდა. _ პატარა ცხივრზე სიცილით გაუხახუნა თავისი ცხვირი ლილუმ და მოკისკისე შვილს ლოყეზე აკოცა. _ დღეს გიო და ლიზი მიყავს მამუკას სასეირნოთ და თქვენც წადით. _ მუდარით გადახედა ქმარს და თვალები ააფახუნა. -აბა როგორ ლილუ? სამსახრში ვარ გასასვლელი. _ მხრები ჩამოყარა კვარაცხელიამ და შვილთან ერთად მისაღბში გავიდა. -საღამომდე. _ ცოლ-შვილს კოცნით დაემშვიდობა და გასასვლელისკენ წავიდა. -ახლა ჩვენ რა ვქნათ დეე? ისევ ანიმაციებს ვუყუროთ?_ ისე ეკითხება თითქოს ბავშვი პასუხს გასცემს. მთელი დღე ხელში აყვანი დაატარებდა საბას და თან საქმეს აკეთებდა. ნონა ერთი კვირით სოფელშია თავისიანებთან წასული და ძალიან უჭირს. ვეღარაფერს აკეთებს თითქმის სახლში, საბა რომ ძირს დასვას მთელი კორპუსი შეიყრება მისი ტირილით. ხელში აყვანილი კი როდემდე ატაროს, ამიტომ მასთან ერთად ხალიჩზე ზის და კუბიკებით თამაშობს. ხუთი საათი სრულდებოდა აქოშინებული რომ შემოვარდა სახლში აკაკი და ცოლს სასწრაფოდ საბუნას გამზადებისკენ მოუწოდა. -ხომ მშვიდობაა რა სახე გაქვს?_ შეშინებული მივარდა ქმარს და ლოყებზე ხელები მიადო. -საბა გაამზადე სასეირნოდ მიმყავს. _ ტუჩებზე აკოცა და წელზე ხელი მიკრა. -აბა არ მცალია, საქმეები მაქვსო?_ გამოაჯავრა ქმარი და ბავშვი ხელში აიტაცა. -ჩქარა, მამუკა და ბავშვები დაბლა გველოდებიან. -ამოსულიყვნენ._ წარბები გაბრაზებულმა შეწკიპა. -მანქანაში ყავს ორივე დაბმული, ისე არ ჩერდებიან. _ ღიმილით ჩაკბიჩა ვაშლი და შვილს თვალი ჩაუკრა. -გარეთ ძალიან ცივა? ჯინსის შარვალს და პერანგს ჩავაცმევ. -ქურთუკიც მოაცვი, საღამოს აგრილდება და შეცივდება. _ დაარიგა ცოლი და საძინებელში შევიდა. _ ჩემი შავი მაისური სად არის?_ ხმამაღლა გამოსძახა ცოლს და გარდერობი გადაჩეჩა. -შენს თაროზეა, მარჯვნივ. _ საბას შარვალი ჩააცვა და სასაცილოდ დაატრიალა. _ რას გავხარ დედი. _ სიცილით აუჩეჩა პატარა ქოჩორი და ქმარს გახედა, მაისურის ჩაცმით რომ იყო დაკავებული. _ მეჩვენბა თუ წონაში მოიმატე?_ კითხა ალამცერად და მუცელზე ხელი მიარტყა. _ ამ ბოლო დროს ვარჯიშს რომ მოუკელი მაგის ბრალია. _ დატუქსა ქმარი. -რაში მჭირდება ვარჯიში როცა ღამე ორმაგად ვიტვირთები?_ შუბლზე აკოცა და მობაჯბაჯე შვილი ხელში აიტაცა. _ ან როცა ეს მაიმუნი მყავს?_ დაწითლებულ ლოყებზე უკბინა და გასასვლელისკენ წავიდა. -ქუდი დააფარე თორემ შეცივდება. ქანცგამოცლილი გაწვა ხალიჩაზე და ჭერს ახედა. წუთიც არ იყო გასული აკაკი სახლში სირბილით შემობრუნდა და ცოლს მივარდა. მისკენ დაიხარა, ტუჩებზე აკოცა და გასასვლელისკენ გაიქცა. სიცილით გააყომა ქმარ-შვილს თვალი და თავი გააკანტურა. -სულ დაკარგა ამ კაცმა ჭკუა. _ ჩაილაპარაკა ხმადაბლა და ისევ ჭერს მიაშტერდა. _ თუმცა, ჭკუადაკარგულიც მაგიჟებს. _ სიცილით გამოეპასუხა ალტერეგო. სანამ აკაკის ბავშვი სასეირნოდ ყავდა სახლი დაალაგა და შეძლებისდაგვარად წვნიანიც გააკეთა. მართალია ხახვი ცოტა დაეწვა, მაგრამ მაინც კარგი გამოვიდა. საღამოსკენ გაყინულები მოვიდნენ მამა-შვილი სახლში. იმ წამსვე ფუმფულა მთლიან პიჟამაში გაახვია შვილი ლილუმ და გამათბობელთან მდგარ სათამაშოების ბადიან კალათაში ჩასვა. აკაკის ცხელი მწარე ყავა გაუკეთა და მის კალთაშკი მოკალათდა. ^^^ -საბა დე მამიკოს დაუძახე და მალე მოდით. _ სამზარეულოდან გასზახა მისაღებში მოთამაშე შვილს. ფეხზე სწრაფად წამოდგა საბა და მშობლების საძინებლისკენ წავიდა. ოთახში ჯერ თავი შეყო და როცა დარწმუნდა რომ პატარა დას არ ეძინა მთლიანად შევიდა და საწოლისკენ გაქანდა. -დედიკომ ჭამეთო. ხმამაღლა წამოიძახა და პატარას ფუმფულა ლოყებზე აკოცა. აკაკიმ შვილს თვალი ჩაუკრა და თვალებდაჭყეტილი პატარა თავის საწოლში ჩააწვინა. საბა კისერზე მოისვა და ისე დატოვა ოთახმი, მანამდე ასჯერ მაინც დახედა თავისთვის მოტიტინე შვილს. ორ ლამაზად გაფორმებულ კერძს ღიმილით მოავლო თვალი და ცოლს გაოცებულმა ახედა. ლილუმ სიცილით გადააქნია თავი და თეფშები ლამაზად გაანაწილა. -შენგან განსხვავებით მე რაღაცეებს ვსწავლობ და ნუ იყურები ისე თითქოს სულელი ვიყო. _ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და თავი მაღლა აწია. -როგორ გეკადრება! მე არ მითქვამს რომ სულელი ხარ... -არ გითქვამს მაგრამ გაიფიქრე. _ ცხარობდა კვარაცხელია და თან საბას თეფშს კერძებით ავსებდა. -აღარ მინდა დე მეტი. _ წაიწუწუნა ბიჭმა და მაჯა დაუჭირა. -შეხედე! როგორ იკიკნება, იმიტომაც ხარ ეგეთი გაწრიპული. _ თავისი ადგილი დაიკავა ქალმა და შვილს გადახედა. -რა უნდა მა დედას, რას გვერჩის?_ სიცილით კითხა შვილს. -ხახვი ისევ დაეწვა და იმიტომ არის ცუდ ხასიათზე. _ ხმადაბლა ჩაიჩურჩულა საბამ და ტუჩებზე ხელი მიიფარა რომ არ გაცინებოდა. ლილუმ თვალები დაქაჩა და შვილს ისე მიაჩერდა. -ჩემგან განსხვავებით შენ რაღაცეებს სწავლობ._ გამოაჯავრა აკაკიმ და თეფშზე დაყრილი საჭმელიდან დამწვარი ხახვები გამოარჩია. -აღარაფერს არ გაგიკეთებთ და მოგკლავთ მშივრებს. -მე ვიტყოდი რომ ჯანმრთელებს მოგვკლავ. _ არ ეშვებოდა ხუმრობას აკაკი. -საბა დე შენ ხომ მოგწონს?_ აკაკისთან რომ ვერაფერს გახდა შვილს მიუტრიალდა მუდარით. -კი დე მომწონს. ხახვებს, სტაფილოს, ბადრიჯანს გვერდით გადავდებ და წვენს შევხვრიპავ. _ სერიოზული სახით ჩაილაპარაკა პატარა ვაჟკაცმა და მამამისის გამოწვდილ ხელს მაგიდის ქვეშ დარტყმით უპასუხა. -აი გაიზრდება ჩემი გოგო და ისე მომეხმარება ხოლმე. -მანამდე კულინარიის კურსებზე ატარებს მამა. _ცხვირზე ხმაურით აკოცა ცოლს აკაკიმ. -ტირის!_ ხმამაღლა წამოიძახა საბამ და მშობლების საძინებლისკენ გაიქცა. ლილუ გაყოლას აპირებდა ქმარმა ხელი რომ დაავლო და კალთაში ჩაისვა. ყელზე გემრიელას აკოცა და მის გულ-მკერდს მიეყრდნო. ლილუსაც წამებში გადაავიწყდა ქმარზე და შვილზე გაბრაზებული რომ არის და ორივე ხელი კისერზე მოხვია საყვარელ ქმარს. -ლამაზად შეხვეულ ხინკალს, ყველით გატიპტიპებულ ხაჭაპრს, ნებისმიერ წვნიანს, ისევ შენი დამწვარი აჯაფსანდალი და კვერცხი მირჩევნია! ამაყად გამოუცხადა ცოლს და ტუჩებზე ოდნავ გაუხახუნა თავისი ბაგეები. -მაშინ მიდი შეჭამე. _ მაცდური ღიმილით გაუწოდა თეფში და დაელოდა როდის გადაყლაპავდა პირველ ლუკმას ქმარი. -ახლა?_ იკითხა გაპარული ხმით და თეფშს დააჩერდა. -ხო ახლა! მიდი გელოდები, ჩემი დამწვარი კერძი ხომ ყველაფერს გირჩევნია?_ არ ეშვებოდა ეშმაკობას ლილუ. -სიყვარულს და ოჯახს რა ვუთხარი თორემ კაცი თავის სიცოცხლეზე ასე ხელაღებით იტყოდა უარს?_ ხმამაღლა გამოაცხადა და ერთი ლუკმა მძიმედ გადაუშვა. -ვა მამა საღოლ! _ სიცილით დაუკრა სამზარეულოს კარებთან ასვეტილმა შვილმა ტაში და დედას თვალი ჩაუკრა. -შენ მანდ, კარებთან რომ დგახარ, მოდი დედი ეს თეფში შენი შესაჭმელია!_ სიცილით გასძახა სახედამანჭულ შვილს. ^^^ რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოგდის ფუსფუსი სამზარეულოში?! რა მნიშვნელობა აქვს წვავ თუ არა ხახვს?! მთავარი ხომ მაინც ის არის როგორ იღებენ ამ ყველაფერს შენი საყვარელი ადამიანები. აკაკის პრეტენზია არ აქვს! ძალით თუ ნებით, მაინც ჭამს და მაინც უყვარს ცოლი! საბუნა_ დედის, მამის, დის, დეიდის, დეიდაშვილების და ბიძიას ხათრით ჭამს! ცოტახანში ალბათ პატარა ნინიც ასე იქნება! თუმცა ლილუ მაინც დაძვრება კულინარიის კურსებზე და შედეგიანად თუ უშედეგოდ ცდილობს, რაღაცების ათვისებას. წლების მერე ალბათ აითვისებს. იმდია წლების მერეც ასეთი ურყევი ოჯახი ექნებათ. ისევ ისე შეუქებს ნახელავს აკაკი ცოლს, ისევ ისე დაუთვლის ღამის ვალებს და ისევ ისე გადაახდევინებს პროცენტით თითოეულ დაკლებულ ვნებიან ღამეს! ცოლ-ქმარი ამ ტრადიციის შეცვლას არ აპირებს...მეტიც, ახალი კანონების შეტანას აპირებს თოდუა! დასასრული. ❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣ მომენატრეთ <3 მორიგი ძველი ისტორია. იმედია მოგეწონათ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.