შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

(არა)ნორმალურად (არა)ჩვეულებრივი IV


25-12-2017, 20:01
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 301

სახელი არცერთ ბარათს არ ეწერა,მხოლოდ ჩემს ვიზუალზე იყო აქცენტი გაკეთებული.მამა დაინტერესებული მიყურებდა,ელოდა როდის ვეტყოდი ვისგან იყო ყვავილები,მაგრამ სათქმელი არც არაფერი მქონდა.
მოვემზადე და კლიენტთან შესახვედრად წავედი ციხეში,რომელიც სიტყვაძუნწობით გამოირჩეოდა.ჩემს ადგილზე ბევრი ჩემი თანამშრომელი დაცვაზე უარს ეტყოდა,მაგრამ მე დანებებას არ ვაპირებდი.
ოფისში მისვლისას კარებში დიდი თაიგული მომაჩეჩეს ხელში,მაგიდასთან მისულს კი უამრავი მსგავსი თაიგული დამხვდა
-ვისგან არის არ იცი?--მკითხა ერთ-ერთმა ახლად შეძენილმა მეგობარმა.
-წარმოდგენაც არ მაქვს... -ყვავილები ნაგვის ურნასთან მივაწყვე და სამუშაოს მივუბრუნდი
საღამოს რამოდენიმე გოგო კლუბში ვაპირებდით წასვლას.ოფისიდან გამოვედით თუ არა ჩვენს ფეხებთან შავი „ჰაილუქსი“ გაჩერდა,ისე რომ გზის გაგრძელების საშუალება არ გვქონდა.ფანჯარა ჩამოსწია
-დაჯექი.-ყურადღება არ მიმიქცევია,მის ბრძანებას.-მარიამ..
არ მინდოდა,გოგოებს არასწორად გაეგოთ რამე,ამიტომ მანქანაში დავჯექი.მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია,ანდრე გაღიზიანებული მართავდა მანქანას,მე კი უდარდელად მშვიდი სახე მქონდა,თითქოს არც არაფერი მომხდარათქო ან რა მოხდა? მანქანა გამიჩერა ძველმა ნაცნობმა..
მანქანა ერთ-ერთ ბნელ უბანში გააჩერა,რატომღაც შიშის მომგვრელი გარემო იყო,მაგრამ „რატომღაც“ მისი არ მეშინოდა,არ ვიცი რატომ ვიყავი ასე დარწმუნებული მასში.
-აქ რატომ გააჩერე?
-სალაპარაკო გვაქვს..
-შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს,მთუმეტეს ბნელ ქუჩებში..
-გეშინია?
-შენი?
-კი ჩემი..
-არც იფიქრო რომ შენი მეშინია.-ანდრეიმ მუხლზე ხელი დამადო და ნელ-ნელა ზემოთ დაიწყო ხელმა მოძრაობა,თანაც ჩემს რეაქციას ამოწმებდა.
-შენი გულის ცემა მესმის?-აღნიშნა გაღიმებული სახით და ხელი აიღო.
-რაზე გინდოდა ჩემთან ლაპარაკი?
-ჩემთან გადმოდი ისევ..
-მეღადავები?
-არა..
-ანდრეი ახლა კარგად დაიმახსოვრე რასაც გეტყვი! მე შენ აღარ მჭრდები.ადრე თუ შენი დანახვა მაბედნიერებდა და სულმოუთქმელად გელოდებოდი სახლში,ახლა ასე აღარაა გული გამიტყდა და ამიცრუვდა შენზე.. აღარ ვარ ის პატარა გოგო ვინც ნებისმიერს მიენდობა და ის შეუყვარდება ვინც გაუღმებს,მე მინდა რომ გვერდით კაცი მედგეს,რომელსაც დავეყრდნობი დაა..
ანდრეიმ სიტყვა კოცნით გამაწყვინა.ეს იყო ყველაზე კარგი მომენტი,თითქოს გული ამოხტომას ლამობდა,მუხლები მეკვეთებოდა,მინდოდა წამი სამუდამოდ გაგრძელებულიყო მაგრამ თავი ხელში ავიყვანე ანდრეის ხელი ვკარი და სილა გავარტყი.. ანდრეიმ ხელი სახეზე მოისვა და ფანჯარაში გაიხედა. ძალიან გავბრაზდი და მანქანიდან გადავედი
-მარიამ..-ანდრეიც გამომეკიდა.-მარიამ სად მიდიხარ?
-შენგან შორს ვერ გაგაგებინე რომ ჩემგან თავი შორს უნდა დაიჭირო,არ მიყვარხარ უკვე ვეღარც გიტან.
-რატომ ეწნააღმდეგები შენს გრძნობებს?-მკითხა ანდრეიმ
-იმიტომ რომ არ მინდა მიყვარდე,შენ ჩემს თვალში არ ხარ ის მამაკაცი ვისთან ერთადაც ბედნიერი ვიქნები,შენ მე გული მატკინე არც კი გიფიქრია,რომ ჩემი შეყვრებაც შეიძლებოდა და ახლა რა შეიცვალა ?
-ახლა ის შეიცვალა რომ მაკლიხარ,რაც წადი მის მერე ცუდათ ვარ,ამხელა კაცი ჭკუიდან გადამიყვანე.
-მე არ მიცდია შენი ჭკუიდან გადაყვანა..
-აბა რას ეცადე?
-ვეცადე წარსული დამევიწყებინა და აწმყოში შენ დაგინახე. მინდოდა შენს გვერდით გამეტარებინა ჩემი ცხოვრება,მაგრამ შენ.. შენ რა გააკეთე ჩემთვის? არაფერი.. გარდა იმისა რომ გამანადგურე სიტყვიერად..-ანდრეის ხელი გავაშვებინე და ბნელ ქუჩას გავუყევი,ის არ გამომყოლია..
თავს ძალიან ცუდათ ვგრძნობდი,რადგან ტკივილი განმახლდა.თთქოს ჩვენს შორის გაჩენილი გრძნობა ისე სწრაფად გაიზარდა და ღრმად გაიდგა ჩემს გულში ფესვები,რომ დავიწყებას ვერადა ვერ ვახერხებდი.ზუსტად არ ვიცი ის რას გრძნობდა,მაგრამ არც მინდოდა გამეგო,რადგან ამ შემთხვევაში წინააღმდეგობას ვეღარ გავუწევდი ..
-სად იყავი?-მკითხა მამამ როცა სახეწაშლილი დამინახა.
-არსად..
-ვინმემ გაწყენინა?
-არა!..
-კარგი,მაშინ შენთან სტუმარია და შემოდი.
სასტუმრო ოთახში შევედი,სავარძელში ჩამჯდარი ზურა დავინახე,რომელიც უსიცოცხლო,უხალისო და განადგურებული სახლით მიყურებდა,არ მეცოდებოდა,რადგან არც მან შემიცოდა თავის დროზე.უბრალოდ გამიკვირდა მისი დანახვა და ამავდროულად გავხალისდი.
-აქ რას აკეთებ?
-შენი ნახვა მინდოდა
-ხომ მნახე? ახლა წადი.-ვუთხარი და ზურგი ვაქციე,მაგრამ შემაჩერა.
-არ გინდა მომისმინო?-დიდად სურვილი არ მქონდა მისი მოსმენის მაგრამ ზრდილობა გამოვიჩინე.
-გისმენ ზურა,მაგრამ მოკლედ მითხარი სათქმელი.-მისაღებში მამა შემოვიდა და დივანზე დაჯდა.
-შვილო,მე და ზურამ ვილაპარაკეთ.-დაიწყო მამამ ლაპარაკი.
-აი აქ კი გაჩერდით ორივე!-ყვირილით გავაწყვეტინე საუბარი მამას.-რას ჰქვია ისაუბრეთ? და მე თქვენი საუბარი და შეთანხმება ისე უნა მივიღო თითქოს არაფერი მომხდარა?
-მარიამ მომისმინე ძალიან გთხოვ.-ზურამ ხელი მკლავში წამავლო.
-რა უნდა მითხრა?ის რომ შენ და მამამ ისაუბრეთ და გადაწყვიტეთ რომ უნდა შეგირიგდე? ის რომ ისევ უნდა ვსცადოთ?მაპატიე ზურა მაგრამ ეს არ გამოვა,მე სხვა მიყვარს და მასთან მივდივარ.-ზურას ხელი გავაშვებინე,მაგრამ გზა მამამ გადამიჭრა.
-არ გაბედო მარიამ.
-მამა,შენ ხომ ასე ძალიან გიყვარს ზურა? ჰოდა გტოვებ მასთან ერთად.-მამა ცდილობდა გადავერწმუნებიე და ცოტა დავემშვიდებინე.-მე ისე ვერ მომექცევი,როგორც ნივ თს და იმასთან ვერ ვიქნები ვინც შენ გინდა.
სახლიდან წამოვედი,საჭესთან გაღიზიანებული დავჯექი.გავბრაზდი არა იმიტომ,რომ ზურა მოვიდა,არამედ იმიტომ რომ მამამ ჩემს ზურგს უკან დაიწყო მასთან საუბარი,ასეთ რამეს არავის ვაპატიებ განსაკუთრებით კი მამას.მას ზურა მოსწონს კარგი ფიზუკურობისა და სიმდიდრის გამო,და არაფრად მიაჩნია მისი ღალატი.თითქოს რადგან კაცია ყველაფერი ეპატიება და მე მოთმინება მმართებს.
ფიქრებში გართულს,შუქნიშანზე წითელი შუქმაჩვენებელი მხედველობიდან გამომრჩა და ჩემს წინ მდგომ მანქანას დავეჯახე.ესეც არ ვიკმარე და ადგილზე მოსულ პატრულის თანნამშრომელს საუბრისას მისი ზემდეგს სახელი ვუხსენე,მაგრამ მან შეურაცხყოფად მიიღო მსგავსი შინაარსის საუბარი და წინასწარიდაკავების იზოლატორში გადამიყვანეს.
-ზარის უფლება გაქვს,ვის დაურეკავ?
-არავის!-მოკლედ ვუპასუხე და საკანში მდგარ გრძელ სკამზე ჩამოვჯექი.
არ ვიცი რამდენი ხანი ვიჯექი იქ,არ ვიცი გათენდა თუ ისევ ღამე იყო,მაგრამ ნაცნობმა ხმამ ჩემი ყურადღება მიიქცია.
-სად არის?-ხელით ანიშნეს ჩემკენ.-გაუღეთ!
ანდრეიმ მოკლე ბრძანება გასცა და მაშინვე გამიღეს საკნის კარები,მაგრამ ადგომას არ ვაპირებდი.
-წამოდი!
-არა!
-წამოდი!
-არა!
-მარიამ!
-ანდრეი!
-ჯიუტი ბავშვი ხარ მარიამ.
-ჰო,ჯიუტი ბავში ვარ,რომელსაც გაუღიმებენ თუ არა მაშინვე უყვარდება!
ანდრეი მობეზრებული სახით მიყურებდა,რომ მიხვდა ადგომას არ ვაპირებდი ჩემთან დიდი ნაბიჯებით მოვიდა და ძალით ამაყენა ფეხზე.ვცდილობდი შევწინააღმდეგებოდი,მაგრამ არ გამომდიოდა,რადგან ანდრეის ძალა განუზომელი იყო.
ანდრემ მანქანაში ძალით ჩამსვა და თავის სახლში წამიყვანა.
-აქ რა გვინდა?
-მგონი საპატიმროს სჯობს
-აჰამ..
ანდრეიმ დივანზე დამსვა,ცოტახანში სამედიცინო ყუთით დაბრუნდა უკან და ტუჩის დამუშავება დაიწყო.
-მგონი ასე აჯობებს.-ანდრეიმ ხელები დაუშვა და ისევ დაიწყო საუვარი.-რატომ არ დამირეკე რომ გჭრდებოდი?
-არ მჭირდებოდი
-მარიამ საკმარისია უკვე ეს სისულელები,ძალიან ბავშვურია შენი საქციელი და უკვე დავღალე შენი დევნით..
-რას ნიშნავს ჩემი დევნით დაიღალე?-ანდრეიმ ისეთი სახე დაიჭირა თითქოს იმაზე მეტი თქვა ვიდრე აპირებდა.-ანდრეი!
-შენ რა გეგონა ამერიკაში მარტო წახვედი?რა გეგონა სასწავლებელში სუა სემესტრში როგორ მიგიღეს ან აქ სამსახური ვისი წყალობით გაქვს.. ახლა კიდევ ვღაც „პაკლონიკივით“ დამარბენინებ ყვავლებით ხელში და როცა საჭიროა არც კი მირეკავ.
-მე არ მითხოვია შენთვის არცერთ ჩამოთვლილ პუნქტში შენი დახმარება.ვიცოდი სამსახურში ნაცნობების წყალობით დავიწყე მაგრამ არ ვიცოდი რომ ეს ნაცნობი შენ იყავი..
-მარიამ მინდა რომ ნაცნობზე მეტი ვიყო შენთვის..
-ანდრეი,მე შენზე გული ანუცრუვდა.. მიყვარხარ მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ ერთად ვიყოთ,არ არის საკმარისი რომ ის სიტყვები დავივწყო..
-რა გავაკეთო რომ მაპატიო..
-აქ ცხოვრების საშუალება მომეცი.-ანდრეის თვალები უეცრდ გაუბრწყინდა
-მე ეგ ისედაც შემოგთავაზე რამოდენიმე საათის წინ.
-და მე უარი გითხარი,ახლა კი იგივე შემოთავაზებით მე მოვედი.
ანდრეი თვალებგაბრწყინებული იჯდა,არ იცოდა რა გაეკეთებინა.საუბრის თავი არ მქონდა ამიტომ ავდექი და „ჩემს ძველ“ ოთახში წავედი,არც მიკითხავს მისთვის ისევ შემეძლო თუ არა დამეკავებინა.
ძილს თავი ძლივს გავართვი,ასეთი გადაღლილი ვყავი ხალათის შეკვრის თავიც კი არ მქონდა.სამზარეულოში გავედი ყავა მზად დამხვდა ძალიან გამიხარდა,მაგრამ გამიკვირდა რადგან ორზე იყო საუზმე გაშილილი.აივნდან სიცილის ხმა შემომესმა და ხმის მიმართულებით წავედი.იქ ისევ ცხვირაბზუებული ქალი დამხვდა,ჩემს დანახვაზე სახე გაასწორა და დასერიოზულდა.
-მაპატიეთ,არ ვიცოდი სახლში თუ იყავი..-უკან შევბრუნდი რომ ოთახში დავბრუნებულიყავი.
-მარიამ..-მემესმა იმ ქალის ხმა,რომლის სახელიც ჯერაც არ ვიცოდი.-თუ შეგიძლია რომ მოხვიდე.
აივანზე გავედი და მათთან ერთად დავჯექი,ანდრეი სითბოთი სავსე მზერით მიყურებდა.. ისეთი საყვარელი იყო ცოტაც და შევჭამდი.
-მარიამ,მე ანუკა ვარ.. ანდრეიმ ერთმანეთს არ გაგვაცნო..
-ანდრეის პირადი ცხოვრება ჩემი საქმე არ არის.-თავი გამოვიყვანე მე,ანდრეის კი გაეღიმა.
-არა ვერ გამიგე,შენ ეჭვიანობდი ვიცი,მე კი ანდრეის და შენი დიდი ფანი ვარ.-ცინიკურად გავუღიმე
-ანუკა და ანდრეი ბოდიში,მაგრამ არ მაინტერესებს არაფერი.
ავდექი და ოთახში წავედი,არ ვიცი ასე ჯიუტად რატომ ვქცეოდი,და რატომ ვერ ვპატიობდი ანდრეის,მაგრამ შინაგანად მზად ვიყავი მაგრად ჩავხუტებოდი.
ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ანდრეის რაღაც გეგმა ჰქონდა ჩემი გულის მოსაგებად,ამიტომ ინტერესით ველოდი რას მოიმოქმედებდა...


პ.ს მეგობრებო ბოდიში რომ ამდენი შეცდომებია და გაუსწორებელს ვდებ. დღეს ან ხვალ შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო მეხუთე თავს მადლობა რომ კიტხულობთ.
პ.ს.ს ავტორს აინტერესებს თქვენი შეხედულება ისტორიასთან დაკავშირებით




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent