შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრუნვადი გრძნობები (1)


25-12-2017, 21:40
ავტორი nia_93
ნანახია 2 643

მოგესალმებით.
ძალიან დიდი ხანია არაფერი გამომიქვეყნებია.იმედია გახსოვართ:) ეს თავი საცდელია და ვნახოთ რა გამოვა.
*****

-სალო,დარწმუნებული ხარ რომ უნდა წახვიდე იმ წვეულებაზე?-შეწუხებული ხმით კითხა მარიამმა მის საუკეთესო მეგობარს,რომელიც სარკესთან ტრიალებდა და ვინ იცის მერამდენედ ამოწმებდა საკუთარ თავს, რომ ძალიან მაგრად გამოიყურებოდა
-დარწმუნებული რომ არ ვიყო, ახლა სარკესთან არ ვიტრიალებდი-წარბები აათამაშა და სარკიდან ეშმაკურად გამოხედა
-ხომ იცი,მათემ რომ გაიგოს გაგიჟდება,რატომ გინდა ურთიერთობის დაძაბვა?-მობეზრებულად დაუსვა კითხვა მარიამმა
-ვერ გაიგებს,რომც გაიგოს რა პრობლემაა ვერ ვხვდები? წვეულებაზე სიარული მეკრძალება?
-მშვენივრად ხვდები რასაც გეუბნები. რატომ დათანხმდი ბექას მიწვევას? გგონია რომ ეგ უბრალოდ უწყინარი მიპატიჟებაა?! დარწმუნებული ვარ რაღაც ჩაიფიქრა და ეს ყველაფერი ამ ერთი წვეულებით არ დამთავრდება-ცოტათი შეშინებულმა მიაყარა მარიამმა
-ნუ იცი ხოლმე არაფრისგან ყველაფრის შექმნა.რას დაპანიკდი,უბრალოდ წვეულებაზე მივდივარ გასართობად,ცოლად კი არ მივყვები-სიცილით უპასუხა სალომემ-კარგი გავიდეთ ახლა თორემ ძალიან დაგვიანებაც არ მინდა-ბოლოჯერ შეათვალიერა სალომემ თავისი თავი სარკეში, ჩანთა აიღო და მარიამთან ერთად საძინებლიდან გავიდა.
-ოჰ,რა სტუმარი გვყოლია-ღიმილით მიეგება მისაღებ ოთახში საძინებლიდან გამოსულ გოგოებს სალომეს ძმა და მარიამი გადაკოცნა-საით მიბრძანდები ქალბატონო-ახლა სალომეს მიუბრუნდა და წარბაწევით შეათვალიერა
-წვეულებაზე-მოკლედ უპასუხა-და ნუ მიყურებ ახლა ძალიან მკაცრი ძმის იმიჯით,გთხოვ-ძმას გაუცინა და ლოყები სასაცილოდ გაუწელა
-მარიამ,ხომ არის ახლა ღირსი ოთახში შევაბრუნო და მანდედან ფეხი არ გამოვადგმევინო?-ვითომ სერიოზული სახით ჰკითხა.მარიამს გაეცინა
-ოო,მაქსიმე,ახლა მეჩქარება და რომ მოვბრუნდები მერე გაგცემ შესაფერის პასუხს-სალომე ძალიან ჩქარობდა,რადგან უკვე მიხვდა,ცოტას თუ არ იჩქარებდა,იმაზე მეტს დაიგვიანებდა,ვიდრე ჩაფიქრებული ჰქონდა და ნამდვილად არ უნდოდა. რომ წვეულების დასასრულს მისულიყო
-ჭკვიანად მოიქეცი!-სალომეს თითი დაუქნია და მაინც მისცა ძმური გაფრთხილება.სალომემ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა ბინიდან მარიამთან ერთად.
-შენებურად არ გაუბერო-მარიამმაც თავისებურად დაარიგა-მე მართლა ვნერვიულიბ მათეს რეაქციაზე
-ახლა ისევ არ დაიწყო-სალომემ სწრაფად გადაკოცნა მარიამი და პასუხს არ დალოდება ისე ჩაჯდა მანქანაში და ძალიან სწრაფად მოსწყდა ადგილს.მარიამმა ერთი ამოიოხრა და ნელი ნაბიჯებით ისიც წავიდა თავისი მანქანისკენ.

წვეულებამ ძალიან კარგად ჩაიარა.სალომე როგორც ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო,განსაკუთრებით ბექას გარემოცვაში.ძალიან მაგრად გაერთო,ბევრი დალია,იცეკვა,იგიჟა და ბოლოს როცა მიხვდა რომ მეტი აღარ შეეძლო,ფეხიც ერეოდა,მიუხედავად ბექას დიდი თხოვნისა კიდევ დარჩენილიყო,ტაქსი გამოიძახა და სახლში ტაქსით წავიდა.
დილით ტელეფონის გულისგამაწვრილებელმა ხმამ გამოაღვიძა. არ აპირებდა ეპასუხა,რადგან ბალიშიდან თავის აწევის და ხმის ამოღების თავი არ ჰქონდა,მაგრამ იძულებული გახდა აეღო,რადგან ვიღაც გაუჩერებლად რეკავდა და არც აპირებდა შეეწყვიტა რეკვა.ნომრისთვის არც დაუხედავს ისე უპასუხა ზმუილით
-შენ გოგო ნორმალური ხარ საერთოდ? გააფრინე ხო? რომ გირეკავ ტელეფონს რატომ არ იღებ? სად ბრძანდებოდი გუშინ? საღ გონებაზე არ ხარ ხომ?-ღრიალებდა ვიღაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ტელეფონში
-ვაიმე, მათე ნუ ყვირი-შეწუხებული სახით ხმადაბლა უპასუხა და თავი ოდნავ წამოსწია
-5 წუთში შენს კორპუსთან ვარ და სადარბაზოსთან დამხვდი!!!-პასუხის გაცემაც არ აცალა ისე გაუთიშა მათემ. სალომე ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გამოფხიზლებული და გონს მათეს ყვირილმა მოიყვანა.ძლივს წამოიზლაზლა საწოლიდან და თავის მოწესრიგებას შეუდგა,რაც ძალიან ეზარებოდა. აშკარად ცუდი ნაბახუსევი ჰქონდა,რადგან თავი ისე ძალიან ტკიოდა,ეგონა ჩაქუჩს უკაკუნებდნენ და ლურსმნებს აჭედებდნენ.
-რა მოუსმენს ახლა მაგას-ამოიოხრა მთქნარებით,მერე სააბაზანოსკენ წავიდა და სარკეში რომ ჩაიხედა,შეშინებულმა თვალები დაჭყიტა-ღმერთო,რას ვგავარ!

სალომე და მათე 2 წელია რაც შეყვარებულები არიან. ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცვნეს.მათეს ყურადღება თავიდანვე მიიქცია სალომეს სილამაზემ.ძალიან ბევრი ეცადა დაახლოვებოდა.სალომე ეგრევე მიხვდა მათეს ძალიან რომ მოსწონდა და გადაწყვიტა, რომ ცოტა წვალება არ აწყენდა,არადა თვითონაც ძალიან მოიხიბლა მათეს სიმპათიურობით.
ზოგადად, სალომე ძალიან წუნიაა,გარდა ამისა ძალიან უყვარდა და უყვარს ბიჭების წვალება,სანამ რამეზე დათანხმდება.
ის დიდ მნიშვნელობას აქცევს ვიზუალურ მხარეს,ბიჭი ვიზუალურად თუ არ მოეწონება,მასთან ურთიერთობას არ ამყარებს.
სანამ შეყვარებული ეყოლებოდა,თაყვანისმცემლებს სწორედ ამ პრინციპით წყალობდა,თუ ვინმე ძალიან სიმპათიური იყო,მხოლოდ მასთან ამყარებდა კონტაქტს. ამის გამო ბევრმა გაწყვიტა მასთან ურთიერთობა,რადგან ამპარტავან სალომესთან არ სურდათ მეგობრობა,თუმცა ბევრი ისეთიცაა,ვინც ცდილობდა და ცდილობს დაუახლოვდეს სალომეს და მოხვდეს მის წრეში,რადგან სალომე ყოველთვის ყურადღების ცენტრშია ხოლმე და მას ძალიან ფართო სანაცნობო წრე ჰყავს.
მარიამი მისი განუყრელი მეგობარია სკოლიდან მოყოლებული.სალომესგან განსხვავებით,მარიამი უფრო წყნარი,მორიდებული და მოკრძალებული გოგოა. ის რაც უყვარს სალომეს,არ უყვარს მარიამს.სრულიად საპირისპირო შეხედულებები აქვთ ყველაფერზე,თუმცა მიუხედავად ამისა,მათ მეგობრობას საფრთხე არასდროს შექმნია,პირიქით,ორივე ასეთი განსხვავებული რომ არ იყოს ერთმანეთისგან,ალბათ ვერც იმეგობრებდნენ.
კი ვახსენე,რომ ერთნაირი გემოვნება არ აქვთ და და არც არასდროს მოწონებიათ რამე ან ვინმე ორივეს ერთდროულად,მაგრამ...არის ერთი მაგრამ,ყველაზე დიდი მაგრამ,რომელიც მარიამს დიდ ლოდად აწევს გულზე.ამ ლოდს კი მარტო ეზიდება,რაც ძალიან, ძალიან მძიმეა მისთვის.



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

შენი ისტორიები ძალიან მომწონს და ძალიან გამიხარდა რომ დაბრუნდი ახალი ისტორიიით წარმატებებიი

 


№2 სტუმარი ემი

გამიხარდა შენი დაბრუნება blush relaxed

 


№3 სტუმარი nini

gaagrdzele sainteresos ar datovo ese.veli shemdeg tavs ,????

 


№4  offline წევრი nika14

საინტერსოა<3 ველი heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი shalo

erotiuli saiti mitxarit

 


№6 სტუმარი სტუმარი ანა

საინტერესო ჩანს თუმცა ზედმეტად ბევრი “სალომეა” და სახელის ამდენჯერ გამეორება თან წინადადებაში რამდენჯერმე ცოტა თვალში ცუდად მომხვდა და თან ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა თითქოს ბავშვი წერს.და იმას მარიამს რაც ლოდად აწევს მგონი მივხვდი და მართლა ის თუ არის რასაც ვფიქრობ ალბათ აღარც გავაგრძელებ კითხვას,ვერვიტან ბანალურ ისტორიებს,თუმცა არის ერთი მაგრამ,თუ ისტორია საინტერესოდ არის დაწერილი,სავსეა ემოციებით,გარემოებებით და ასე შემდეგ,როგორი ბანალურიც არ უნდა იყოს დიდი სიამოვნებით წავიკითხავ.დიდი იმედი მაქვს შემატებ ამ ყველაფერს და გაითვქლისწინებ,რადგან დიდი სურვილი მაქვს კიდევ ერთი მოთხრობა შეემატოს ჩემს წასაკითხ “მასალას”.ენივეი წარმატებები <3

 


№7  offline წევრი მარიამი23

კარგი თავია მოვლენების განვითარებას ველოდები ეხლა ვაპირებ შემდეგი თავის წაკითხვას heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent