ცუდს ყოველთვის მოსდევს კარგი (3 თავი)
3 თავი ოთახში შესულს დივანზე მოკალათებულნი დამხვდნენ ყველა. რაღაც ფილმს უყურებდნენ. - აუ დილადრიან ფილმი რამ მოგანდომათ- მათ წინ ჩამოვჯექი და ფილმის მაგივრად მათ დავუწყე ცქერა. - აბა თქვენ არ იკადრეთ ოთახიდან გამოსვლა- თვალი არ მოუშორებია სანდროს ისე გამცა პასუხი და პოპკორნი რასაც ჰქვია ჩაიყარაა პირში. - ნელა შვილო არ გადაგცდეს! ჭამეთ? - კიი. და მაგიდაზე დევს იქეთ საჭმელები, ჭამეთ თქვენ ორმა და მერე სადმე გავიდეთ - პასუხი გამცა ანდროზე მიხუტებულმა სალიმ და ფილმის ყურება განაგრძო. უყურადღებობით გაღიზიანებული შევედი სამზარეულოში. - ახლა არ მითხრა გავბრაზდიო?- წარბაწეულმა შემოაბიჯა ვაჟბატონმა და მაგიდას მიუჯდა. - ცოტა- თითებით ვაჩვენე და მეც მივუჯექი პირდაპირ. - აუ რა კილომეტრზე ჯდები ტოო, მოდი აქეთ- ხელი წამავლო და გვერდით დამიჯინა. - მოიცადეე, არ გვითქვამს იმათთვის ჩვენზე - თავით მისაღებისკენ მივუთითე. - და ისე ვერ მიხვდებოდნენ გგონია?!- უდარდელად მოიქნია პირში ნამცხვარი და შემდეგ მე მომიშვირა. - არ მინდა- თავი გავაქნიე და ყელში ჩავურგე. - ეეე... ნინა. რა გჭირს?- თავი ამაწევინა და თვალები გამისწორა. - უბრალოდ... ვუთხრათ რა პირადად. ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი. - მერე ვინ გითხრა უარი, მაგიტო მოიწყინე?! დავამთავროთ საუზმობა და ვუთხრათ ერთად. - კაი საუზმის შემდეგ ალექსანდრე გავიდა მე კი მაგიდას ვალაგებდი. მიჭირდა სხვებისთვის თქმა, იმის და მიუხედავად რომ ზუსტად ვიცოდი გაუხარდებოდათ. გასულს ყველამ მე შემომხედა და მაშინვე მივხვდი რომ უკვე ეთქვა ალექსანდრეს. მადლიერი თვალებით გადავხედე და ყველასგან თბილი სიტყვები მივიღეთ. ცოტა ხანში სახლიდანაც გავლაგდით. ჯირითი გვქონდა დღის გეგმაში. ალექსანდრეს ძველმა მეგობარმა ჩაგვაბარა ცხენები. უნდა ავღნიშნო რომ ცხენი ჩემი საყვარელი ცხოველია. - ოთხი ცხენი გვყავს. მე და სანდრო ცალ-ცალკე და წყვილები ერთად. თანახმა ხართ? - იმედია ჯირითის არ გეშინია - ცხენს მოახტა და ხელი გამომიშვირა რომ დამხმარებოდა. - არ ვიცი- ვერ მივხვდი როგორ ავსულიყავი და ადგილზე ვიდექი. ალექსანდრე ჩამოვიდა და ასვლაში დამეხმარა. შემდეგ კი უკან მომიჯდა. ულამაზესი ცხენი იყო. შავ-თეთრი ფაფარით. სამყარო დავკარგე როცა ალექსანდრეს ძლიერი მკლავები შემომეხვია წელზე. მალე ერთმანეთსაც შევეჯიბრეთ. რათქმაუნდა სანდროს და გიგის შორის იყო შერკინება. ცოტა ხანში მე და სალიმ დავუთმეთ ალექსანდრეს და ანდროს და იქვე მინდორზე ჩამოვჯექით. ვუყურებდით როგორ ჯირითობდნენ და სიხარულით გვევსებოდა გულები. ვგრძნობდით ერთმანეთის გულში დატრიალებულ ქარტეხილს. ორივეს ძალიან გვიყვარდა, ორივე საყვარელ ადამიანს ვუყურებდით , ჩვენს მომავლებს. ანდრო მოგვიახლოვდა და გვერდზე მოგვიჯდა. წყვილი ლაპარაკობდა, მე კი თვალს ვერ ვაცილებდი ალექსანდრეს, რომელიც ცხენს აჯირითებდა და სანდროსთან ერთად გულიანად იცინოდა. ალბათ, მზერა იგრძნო როცა ჩემი თვალებით გამომხედა და ჩემი ღიმილით გამიღიმა. ამ წამს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შესაძლოა რამოდენიმე შეხვედრით ადამიანი იმხელაზე შეგიყვარდეს, რომ მის გარეშე ერთ დღესაც კი ვერ ძლებდე, შენი ჟანგბადი იყოს. მალე ბიჭებიც ჩამოგვიჯდნენ. ალესანდრემ მკლავებში მომიქცია და კალთაში ჩამიჯინა. მეც გავინაბე და თავი მხარზე ჩამოვადე. - ეჰ მე და შენ დავრჩით ეული ჩემო გიგია- გაეპრანჭა სანდრო გიგის და კოცნა გაუგზავნა. - მომშორდი შე პიდარასტო!- როგორც ყოველთვის ლანძღვით შეუბრუნდა გიგიმ. ორისაათი მხიარულებაში გავატარეთ. ხან რას ვყვებოდით, ხან რას. ვუყურებდი ჩემთვის უძვირფასეს ხუთ ადამიანს და ვბედნიერდებოდი. დავრწმუნდი რომ ცხოვრებაში ისე არაფერი არ არის მნიშვნელოვანი, როგორც შენი ოჯახი. ვგრძნობდი რომ ახლა ჩემს ოჯახში ვიყავი, იქ სადაც მთელი ცხოვრება უნდა გამეტარებინა. - შეიძლება მოწვიმოს. სახლში დავბრუნდეთ- ჩემიანად წამოიმართა ალექსანდრე, ყველაფერი ავალაგეთ და მალე სახლამდეც მივაღწიეთ. - ვინმეს რამის თავი გააქვთ? (სანდრო) - აუ არა და რო გამოვიძინოთ?( სალი) - კარგი ავიდეთ და ღამე ისევ გავიდეთ გარეთ თუ არ მოწვიმს (ალექსანდრე) კიბეებს ავუყევი და ჩემი ოთახისკენ მოვუხვიე. მაგრამ ალექსანდრე დამიდგა წინ - საით ქალბატონო?- წარბაწევით გადმომხედა და უფრო მომიახლოვდა. მის სურნელს ვგრძნობდი და თავბრუ მეხვეოდა. - ჩემს ოთახში- მხრები ავიჩეჩე და მზერა ავარიდე აღელვების დასამალად. - აქ ერთადერთი ოთახია ჩემი და იქაც ჩემთან ერთად ხარ- მის ოთახში შემაგდო და კედელს ამაკრა-გასაგებია?!- მკაცრი ტონით ამბობდა, მაგრამ თვალებით ასხივებდა სითბოს. უბრალოდ გავიღიმე და მისი სქელი ტუჩების გემო გავსინჯე. თითქოს შებოჭილი ვიყავი და მხოლოდ ახლა ჩავისუნთქე ჟანგბადი. ვიცი რომ არასწორიცაა. მას მხოლოდ ერთი კვირაა რაც ვიცნობ. მაგრამ ამით ხომ არ განისაზღვრება არა?! მერე რა რომ დიდი ხანი არაა რაც ვიცნობ. ის უკვე ჩემია, ჩემთანაა და ჩემშია... ვიცი რომ ძაალიან პატარაა, უბრალოდ, ეს დღეები სხვაგან ვიყავი პროექტზე და ამიტომ ვერ მოვახერხე წერა. გპირდებით რომ ხუთშაბათიდან უფრო ხშირად დავდებ და უფრო დიდიც იქნება. ვეცდები უფრო საინტერესო გავხადო და იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.