შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქიატრიული პალატა #7


28-12-2017, 12:29
ავტორი კლეოპატრრა
ნანახია 1 299

მძიმედ გავახილე თვალები,მძინავს ნახევრად. საათი 04:37 წთს უჩვენებს. ვვდილობ დავიძინო, მაგრამ არ გამომდის. შიშველი ტერფები შევახე იატაკს და ფანჯრიდან შემოსული სუფთა ჰაერი ჩემს ფილტვებში ჩავუშვი.
სიგრილე მესიამოვნა, უცნაური შეგრძნება დამეუფლა მგონია მარტო არ ვარ, ამის გაფიქრებაზე ტუჩის კუთხეში გამეღიმა რა სულელი ხარ ევა გავიფიქრე და სიგრილის შესამსუბუქებლად ხალათი შემოვიცვი.რამდენიმე ყლუპი სურნელოვანი ყავის შემდგე სრულიად გამოვფხიზლდი და ლეპტოპი გავხსენი.დილით ლექცია მაქვს.
პათოფსიქოლოგია- ეს ფსიქოლოგია იკვლევს ფსიქიკის ანომალიურ, პათოლოგიურად შეცვლილ ფორმებს, რაც თავს იჩენს ფსიქიკურ დაავადებათა შემთხვევებში.
უფრო და უფრო მომწონს ჩემი არჩეული პროფესია ისე მინდა მათ სამყაროზე ბევრი გავიგო, ბევრი კითხვა მაქვს და დიდი ინტერესი ეს კი უფრო მეტ სტიმულს მაძლევს.
პროფესორი კეინი ერთერთი საუკეთესოა ვისი ლექციიდან და სემინარებიდან ყველაზე მეტი რამ ვისწავლე. რაც ყველზე მეტად მომწონს საცდელ ვირთხებად არ აღიქვავს პაციენტებს და ზოგჯერ მგონია ყველა ძალიან უყვარს.
ჩემი აივნიდან მზის ამოსვლა სასწაულად ჩანს მეორე ფინჯან ყავას ვსვავ და ფიქრებში გართულს ხმა შემომესმა
-ევა დილამშვიდობის
-დილამშვიდობის ქალბატონო მელისა , ვუპასუხე მეზობელ ასაკოვან ქალბატონს და თბილად გავუღიმე ( მიყვარს ეს საყვარელი მოხუცი)
-ბლინებს ვაცხობ შოკოლადი მოგისხა თუ ჯემი? უარი არ მიიღება პასუხი არ დამაცადა და ხელი დამიქნია გამოირბინე
-ჯემი ვუპასუხე და საათს დავხედე მოვასწრებ.
მელისა 62 წლის ფუმფულა საყვარელი ქალია.რაც აქ ვცხოვრობ ისიც სულ აქ ცხოვრობს.მეუღლე არ ყავს შვილი ყავს ორი ერთი ვაჟი რომელიც სხვა ქალაქში ცხოვრობს და დღესასწაულზე თუ ესტუმრება ოჯახით მას არ ვიცნობ და ქალიშვილი რომელზეც არ საუბრობს, რაც ვიცი არის მხოლოდ ის , რომ გათხოვების შემდეგ აღარ აქვთ კონტაქტი და რამდენიმე წელია მასზე არაფერი სმენია.სიძესთან არ აქვს კარგი ურთიერთობა და შესაბამისად ოჯახური დრამაა.
-ესეც შენი ჯემიანი ბლინები მიირთვი მითხრა და მხარზე თბილად დამადო ხელი
-მადლობა, საოცარი სურნელი აქვს
-ჩაი დაგისხა?
-დიახ თუ არ შეწუხდებით ვუპასუხე და უგემრიელს იბლინის ჭამა განვაგრძე. ოქროს ხელები გაქვთ.
-მიირთვი მიირთვი ესეც შენი ჩაი.რამდენიმე დღეა ვერ გხედავდი წასული იყავი?
-არა გამოცდები მაქვს, ბიბლიოთეკაში და უნივერსიტეტში ვმუშაობდით რაღაც თემებზე და ვუთხარი და ცხელი ჩაი მოვსვი.
-ჭკვიანი გოგო ხარ
-ვცდილობ , დღეს ლექცია მაქვს ძალიან საინტერესო. ფსიქოლოგია ძალიან მაინტერესებს თქვენ რა პროფესიის ხართ?
-მე ჩემო გოგო იურისტი
-მართლა რა საინტერესოა არ ვიცოდი.მადლობა უგემრიელესი ბლინებისთვის უნდა გავიქცე ლექციაზე არ დამაგვიანდეს ვუთხარი თბილად ჩავეხუტე და სახლში დავბრუნდი.

საცობის გამო ლექციაზე სულ რაღაც 10 წთ დამაგვიანდა, ბოდიშის მოხდით დავიკავე ჩემი ადგილი.პროფესორი კეინი კედელზე გამოსახულების გვერდით იდგა და მაქს ვერტჰაიმერის გეშტალტფსიქოლოგიის ფუძემდებლის მოსაზრებებს განიხილავდა.
მუქი ლურჯო ფერის შარვალი ეცვა,თეთრი პერანგი და ასევე ლურჯი პიჯაკი,რატომღაც ეხლა მივაქციე ყურადღება,45 წლის იქნებოდა და საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა ასაკთან შედარებით, როდის მეცოდინება მე იმ ინფორმაციის ნახევარი რაც მან იცის გავიფიქრე და მთელი გონებით ჩავერთე ლექციაში რათა სრულად შემესრუტა და გამეგო ყველაფერი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent