აუცილებლად მოვა სიყვარული თავი მეოთხე
სიზმრებისდან დემეტრეს ხმას გამოვყავარ -კესანე გაიღვიძე -მმმ -კესანე -მმმ -ადექი წვეულებაზე მივდივართ(დემეტრე) -არსადაც არ მოვდივარ (კესო) -წამოხვალ თანაც ეხლავე(დემეტრე) -არა მეთქი(კესო) უეცრად წამომაფრინდა და ფეხსე ამაყენა -თუ გინდა სადმე გასვლის უგლება მოგცე ეხლავე წამოხვალ წვეულებაზე-ძალიან მინდოდა რომ სადმე წავსულიყავი, თუნდაც ჰაერი ჩამესუნთქა ამიტომ უყოყმანოდ დავთანხმდი. დემეტრემ ორი კაბა მომიტანა და წინ დამიდო ერთი წითელი იყო მეორე კი შავი -აბა რომელს ჩაიცმევ?(დემე) -შავს(კესო) -რატომ შავს?(დემე) -მაქვს ჩემი მიზეზები(კესო) -კაი ხო ნამდვილად არ მაინტერესებს დროზე ჩაიცვი-ცივად მითხრა და ოთახის კარი გაიხურა. კაბა გადავიცვი, ფეხზე იმავე ფერის ქუსლიანები მოვირგე, ყელზე ბაჩოს ნაჩუქარი კულონი გავიკეთე, ჩემი ჩაბურდული თმები კი შევისწორე და გავიშალე. გარეთ რომ გავედი დემეტრეს არაფერი უთქვამს ერთი ჩამათვალიერა. ცოტახანი მიყურა მიყურა შემდეგ კი მზერა ჩემს ტუჩებზე გადაიტანა -პომადაც წაისვი -არა(კესო) -წაისვი მეთქი(დემეტრე) -არა(კესო) -ყველაფრისგან პრობლემას რატომ ქმნი გეხვეწები წაისვი რა თან შენს სექსუალურ ტუჩებს ნამდვილად მოუხდება-მითხრა ეშმაკური სიცილით. უბრალოდ ერთი სწერვა მზერა გავუქანე და მანქანაში ჩავჯექი. დემეტრემ მანქანა დაძრა თუარა სარკე ჩამოვწიე და შინდისფერი პომადის წასმა დავიწყე. მთელი ამ დროის განმალობაში არ მოუშორებია თვალი. როდესაც დავასრულე ტუჩები ერთმანეთზე გავახახუნე და ანარეკლს სარკეში კოცნა გავუგზავნე. დემეტრეს გაეცინა და მანქანა რესტორანის წინ გააჩერა. კარი გამიღო გადმომიყვანა და დაცვას სთხოვა რომ მისი "პიპია" ავტოსადგურზე დაეყენებინა. ხელი წელზე შემომხვია და შესასვლელისკენ მიბიძგა. მისი საქციელისგან გაღიზიანებულმა ხელზე ვუბწკინე მანაც სახე სასაცილოდ დამანჭა. დარბაზში ფეხის შედგმა და ყველა კამერის ჩვენსკენ გამოხედვა ერთი იყო. ჟურნალისტები მოვიდნენ ათას კითხვას გვისმევდნენ -სად გაიცანით ერთმანეთი... ქორწილს როდის გეგმავთ.... და ასე შემდეგ შეშინებული სახე მივიღე რადგან ეს ჩემთვის ახალი იყო. მიუხედავად იმისა რომ მდიდარი ოჯახის შვილი ვარ ასეთი რაღაცეები ნამდვილად უცხოა ჩემთვის. დემეტრემ ალბათ შეამჩნია ჩემი შეშინებული სახე და უფრო ახლოს მიმიზიდა მასთან. წვეულება ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, უამრავი მოლოცვა მივიღეთ მეც ვითომ ბედნიერი სახით მადლობას ვპასუხობდი. წყალის დასალევად მივედი მაგიდასთან როდესაც უკნიდან შეხება ვიგრძენი. გავიხედე და ჩემ უკან თვით დათა ონიანი იდგა -აქ რაგინდა(კესო) -შენ ვინ ყოფილყარ(დათა) -აქ რაგიბდა მეთქი(კესო) -აქ რამინდა? დაგავიწყდა მერო ერთ ერთი ყველაზე დიდი ფირმის პატრონო ვარ, ყველა გოგო ჩემზე ოცნებობს მაგრამ შენ უგემოვნო დეგენერატი ძუკნა ხარ-ამის თქმა იყო და ჩემს ხელში მყოფი წყალი პირდაპირ მის სახეზე აღმოჩნდა. ყველა კამერა ჩვენ მოგვაჩერდა და ფოტოებს გვიღებდა -ამას განანებ ძუკნა(დათო) ვიგრძენი როგორ მომკიდა ვიღაცამ ხელში გაბრაზებულმა. თან ძალიან მაგრამ მიჭერდა. ვინ იქნებოდა თუარა დემეტრე?! მანქანაში ჩამაჯინა თვითონ კი რულს მიუჯდა, მალევე გაშორდა იქაურობას. მანქანაში ისმოდა ჩემი გაბრაზებული სუნთქვა და დემეტრე იმდენად უჭერდა საჭეს ხელებს მეგონა სოტახანში მოღუნავდა. -რამე გაკავშირებთ?-დაიღრიალა დემეტრემ -არაფერი(კესო) -ნუ მატყუებ-ისევ იგივე ტონით გაიმეორა დრმეტრემ -ჯანდაბა დემეტრე რაგინდა ამიხსენი? ძუკნა მიწოდა კმაყოფილი ხარ? ძუკნა მიწოდა იმის გამო რომ ცოლად არ გავყევი, მეც გაბრაზებულმა შევასხი წყალი-ყვირილით ვუთხარი გაბრაზებულმა. დემეტრემ ჯერ გაკვირვებული სახე მიიღო შემდეგ კი გაბრაზებული გაცეცხლებული, მეგონა ცოტახანში აფეთქდებოდა -ამას ვანანებ-ჩაიჩურჩულა ერთი და გზა განაგრძო. იეცრად ჰაერი დამეხუთა,ჯანდაბა ასთმური შემოტევა დამეწყო -დემეტრე გააჩერე მანქანა დემეტრე-ძლივს ვთქვი. მანაც შეშინებულმა დაამუხრუჭა და მე გამომხედა. უცბად გავაღე კარი და გარეთ გადავედი, უკვე ჰაერი აღარ მყოფნიდა. -დემე...ასთმა...წამალი...ჩანთაშია-ძლივს ამოვილუღლუღე შემთვის. დაფეთებული გააღო კარი და წამალი ამოიღო, თან ჩემთან მოვარდა და მომცა. როგორც იქნა მოვითქვი სული და დემეტრეს ავხედე. შეშინებული სახე ქონდა იმდენად შეეშინდა რომ მაგრად მომეხვია. ჯერ გამიკვირდა ამას არ მოველოდი, ვიფირე მელანდებათქო თუმცა მერე გავიაზრე რომ მართლა მომეხვია. სახლში მშვიდობით დავბრუნდითმ სიტუაცია მაშინ შეიცვალა როდესაც მისაღებში შესვლის დროს ვიღაც გოგო დაგვხვდა იქ. დემეტრეს დანახვისას ფეხზე წამოიჭრა და ბაგეებზე ეცქერა. უხმოდ ავედი კიბეებზე და ოთახში შევედი თან კარები ჩავკეტე, მასზე მივეყრდენი და ტირილი დავიწყე. აბა რა მეგონა დემეტრე ჩემს მიმართ არაფრრს გრძნობს არაფერს. "დამიანე როგორ მჭირდები, როგორ მჭირდები ვერ წარმოიდგენ" გავიფიქრე ჩემთვის. ტირილით ავდექი და სააბაზანოში შევედი,იქვე დადებულ სამართებელს რომ მოვკარი თვალი ერთი წუთით სულ ერთი წუთით გავიფიქრე რომ ეს უნდა გამეკეთებინა, უნდა მომვკდარიყავი, თუმცა ეს ფიქრი მაშინვე თავიდან ამოვიგდე. სახე მოვიბანე, საღამური ჩავიცვი და ოთახში გავედი. თავის დადება და დაძინება ერთი იყო. დილით თავისტკივილმა გამაღვიძა, ზლაზვნით წამოვდექი ხალათი შევიკარი და ქვემოთ ჩავედი. ბატონი დემეტრე სახლში არ ბრძანდებოდა, რათქმაუნდა გაერთო ვაჟბატონი. "კესო შენ რატომ უნდა იჯდე სახლში,ადექი აწიე ეგ შენი ლამაზი უკანალი გამოიცვალე და ცოტა გაისეირნე"-გამოვძახე ჩემ თავს და ეს მართლაც შევასრულე. ავედი გამოვიცვალე და ქუჩაში გავედი, ყურსასმენები მოვირგე თან ჩავრთე მუსიკა "Never tear us apart" და ქუჩას გავუყევი. დიდხანს ვიარე და ბევრი ვიფიქრე, იმდენად ვიყავი აზრებში წასული გზა ამებნა. ვერაფერი ვერ ვიცანი მაგრამ იქვე ნაყინის დახლი დავინახე, ჩამოვჯექი და გემრიელად მივირთვი. შემდგომ ავდექი და აქეთ იქეთ ყურება დავიწყე. მანაქანამ გამოიარა და იმას ფავუწნიე ხელი ,ვუღააც გოგო იჯდა და ნაზად ატარებდა მანქანას -შეგიძლიათ დამეხმაროთ?(კესო) -კი როგორ არა მითხარით რა გნებავთ, უი მე ლილე ვარ(უცნობი) -მე კესო, სასიამოვნოა. უბრალოდ გზა ამებნა და შეგიძლიათ სახლში წამიყვანოთ?(კესო) -კი შემიძლია კესო-მითხრა სიცილით და მანქანაში ჩავუჯექი. გზაში ერთმანეთი უფრო კარგად გავიცანით და მალევე მივედით დანიშნულების ადგილას -მადლობა ლილე(კესო) -არაფრის კესო შეხვედრამდე -შეხვედრამდე-ღიმილით დავემშვიდობე და სახლში შვედი. მისაღებში ყველა მეგობარს მოეყარა თავი, ყავა ავიღე და მდივანზე ჩამოვჯექი თან ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე -სად იყავი?(დემეტრე) -სასეირნოდ(კესო) -ვინ მოგიყვანა?(დემეტრე) -მეგობარმა(კესო) -რაქვია? -ლილე -ჩვენ სამეგობროში მაგნაირი არავინაა ვიცნობთ?(თათა) -საყვარელო საჭირო არააა შთქვენ იცნობდეთ,თან ის გასაჭირში დამეხმარა თგვენგან განსხვავებით-ცივად ვუთხარი და ოთახში ავედი. გამოვიცვალე ვიბანავე ცოტახანი მუსიკას მოვუსმინე და ერთ საათში ქვემოთ ჩავედი როდესაც მისაღებში ჩემი მშობლები დამხვდნენ პს. მადლობა შეფასებისთვის ❤❤❤ იმედია მოგეწონებათ ❤❤❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.