შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული შანსი


31-12-2017, 17:14
ავტორი zia-maria
ნანახია 2 385

[27.12.2017 01:26] gia bibihadze: დაკარგული შანსი.
[27.12.2017 01:26] gia bibihadze: (სრულად)
[27.12.2017 01:30] gia bibihadze: -ვერ ვიჯერეეებ,არ მჯერავს.მადლობა უფალო, რომ ჩემი ოცნების ასრულების შანსს მაძლევ.

-რა მოხდა გოგო,რა გაყვირებს.

-მეც არ მჯერავს და შენ როგორ დაიჯერებ.

-ბაია გცემო თუ რა ხდება,თავად მეტყვი?ბასიას გაბრაზებული სახით დასცქეროდა ზემოდან ახალგაზრდა ბიჭი და ერთი სული ჰქონდა გაეგო,რამ გაახარა ასე ძალიან მისი საყვარელი ადამიანი.

-მიმიღეს,მიმიღეს წერილი მომივიდააა.

-გადამრევს ეს გოგო,სად მიგიღეს,სად მიდიხარ.

-შაკუნა ლონდონში ფოტო სესიაზე გავაგზავნე ჩემი ფოტოები და მოეწონათ,მიმიღეს,მიმიღეეეს.

-მერე?

-მერე ის რომ ფოტოგრაფის სკოლას გავიარ და ღმერთო რა ბედნიერებაა,როცა იმას აკეთებ რაც გაბედნიერებს,რაც ყველაზე და ყველაფერზე ძალიან გიყვარს და გინდა.

-მოიცადე,მოიცადე ასე ძალიან გინდა წახვიდე?
აქ რას უშვები ან სწავლას,ან სამსახურს,ასე ადვილად ტოვებ ყველაფერს და მიდიხარ?
-შაკო მეკითხები მინდა თუ არ მინდა წავიდე?რა თქმა უნდა,უნდა წავიდე.ჩემი ოცნება ამიხდაააა.სიხარულისაგან ბაია ხან ცეკვავდა,ხან იცინოდა.ხან შაკოს მივარდებოდა და თავზე კოცნიდა.შაკო იდგა და გაოცებული უცქერდა,ბაია მას დიდი ხანი არ ენახა ასეთი სიხარულით ანთებული.

-მე?მე აქ უნდა დავრჩე და გელოდო როდის დაბრუნდები?

-შენ აქ იქნები და შენი მაცდური შარმით და მომხიბვლელობით,ვინც არ გიცნობს შენი სიმპატიურობის მიღმა დამალული ნიღაბით დაკერე ისევ შენი ნაშები.გადაიკსკისა ბაიამ.

-არა ნორმალური ხარ.გულიანად გაეცინა შაკოს.ბაია სიხარულისაგან არ იცოდა რას აკეთებდა და საწოლზე გადაწვა ხელებგაშლილი.შაკო დაადგა თავზე და უთხრა.

-ვხედავ დიდი სიხარული მიიღე დღეს,მაგრამ ნუ იქნები ასე ძაანაც გახარებული.იქნებ მე არ გიშვებ.ბაიამ თავი წამოწია და თითის ქნევით უთხრა შაკოს.

-შენ ამას არ იზამ.ამას არ გამიკეთებ,რომ უარი მათქმევინო წასვლაზე,ეს ხომ ჩემი ოცნებაა შაკუნა.

-გაგიშვებ,მხოლოდ ერთი პირობით.

-აბა რა პირობას მიყენებს ჩემი ძმა და მეგობარი?

-დამპირდი,რომ ჩემს ქორწილში ფოტოგრაფის ფულს არ გადამახდევინებ.შენ რას მიკეთებ?

-საზიზღარი ბავშვი ხარ,მაგრამ მაინც მიყვარხარ.გაეცინა ბაიას და შაკოს ჩაეხუტა.
[27.12.2017 01:35] gia bibihadze: -ვინ არის ამ დილა ადრიან.მოხდენილი ქალბატონი კარების გასაღებად წავიდა,გააღო კარები და სახტად დარჩა.რამოდენიმე წუთი უცქერდა მის წინ  მდგარ მომღიმარ ულამაზეს მამაკაცს და შემდეგ კი მხიარული,მაგრამ გაოცებული ხმით შესძახა.

-იოანე?არ მჯერავს,მაგრამ შენ ხარ.რატომ იცი ყოველთვის ასე გაუფრთხილებლად მოსვლა.

-მომენატრე დე,ძალიან მომენატრა შენი სურნელი და შენი ჩახუტება.

-რა ხდება,კარგად ხარ?რამე პრობლემა აქვს ჩემს შვილს?ეფერებოდა მონატრებულ შვილს და თან გაკვირვებული კითხვებს უსვამდა.

-არა,არანაირი პრობლემა არ მაქვს.ახალ პროექტზე ვიწყებ მუშაობას და ალბად გარკვეული დრო ვერ გნახავთ,ამიტომ გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი ასე გაუფრთხილებლად და მოულოდნელად.

-კარგია,მართლა გამახარე,მაგრამ საწყენია რომ მალე უნდა წახვიდე,სევდა ჩაუდგა შვილით მონატრებულ დედას ლამაზ თვალებში.

-ხვალ მთელი დღე შენი ვარ,შენთან ვარ და მერე უნდა წავიდე.

-ძალიან ბევრს მუშაობ და გადაღლილი სახე გაქვს,დასვენება გჭირდება შვილო.

-კიდევ ცოტაც მოითმინე და მერე სულ შენთან ვიქნები.ყველა ერთად ვიმუშავებთ და უფრო ძლიერები ვიქნებით.

-ყოველ ჩამოსვლაზე,სულ ასე მეუბნები.ეს შენი სულ ცოტაც, აღარ დასრულდა.

-ვახო ხომ გყავს,აქ უძღვება საქმეებს.მალე გავაერთიანებთ ჩვენს კომპანიებს და სულ ერთად ვიქნებით დედა.

-იოანე დამპირდი, რომ დაბრუნდები.დამპირდი,რომ სულ აქ იქნები.დამპირდი,რომ ოჯახს შექმნით და ამ სახლში იცხოვრებთ ორივე ძმები.

-მმმმმმმ,არ ვიცი ვახო ერთად ცხოვრებაზე რას ვიქრობს,მაგრამ მე გპირდები,რომ დავბრუნდები და აქ ამ სახლში ვიცხოვრებ შენთან ერთად.სწორედ ეს მაქვს მეც გულში.გაახსენდა დედასთვის მიცემული პირობა და ჩაეღიმა.

-რამ ჩაგაფიქრა,რა გაგახსენდა.იოანემ შეხედა ელდარს და უთხრა.

-იცი რა ძალიან მომწონდა?ვერ გავბედე და ვერ ვუთხარი,ვერ გამოვუტყდი ჩემს გრძნობებში.ვფიქრობდი,ჯერ პატარაა და გაიზარდოსთქო.დრომ და ჩემმა საქმიანობამ დიდი ხნით დამაშორა მასთან.თვეები არ მყავდა ნახული და ერთ დღეს გავიგე ჩვენს კომპანიაში მუშაობდა.დავბრუნდი საქართველოში და იქ ჩავები საქმეში.უხაროდა ჩემებს რომ ერთად ერთ საქმეზე ვმუშაობდით.მართლაც ერთობლივმა შრომამ შედეგი გამოიღო და ჩვენმა ნახელავმა სამკაულებმა კარგი შედეგი მიიღო,ძალიან გაითქვა სახელი,უამრავ კომპანიებთან მოგვიწია ახალი ხელშეკრულებების დადება.ბოლოს თურქი კომპანიონი გვყავდა,მუსტაფა.ძალიან კარგი პარტნიორები და მეგობრები დავრჩით დღემდე.

-მერე რა მოხდა,შენს იდუმალ სიყვარულში.

-არაფერი მნიშვნელოვანი.მინდოდა ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადამედგა,მაგრამ სერიოზული პრობლემები შექმნა ჩემმა არ ყოფნამ აქ კომპანიაში ერთ-ერთ პარტნიორთან და აუცილებელი იყო წამოვსულიყავი.

-სახელი?არც სახელი გიკითხავს ისე წამოდი?

-წარმოიდგინე და არა.ვახო რომ დაბრუნდა თურქეთიდან,ისე სხვათაშორის შევეკითხე და მითხრა,რომ ის გოგონა იქ აღარ მუშაობდა.

-ასე გაქრა შენი იდუმალი სიყვარული?

-ასე გაქრა და მეც დავკარგე ისიც და მისი გაცნობის შანსიც.შანსი მქონდა და ვერ გამოვიყენე, ,,დაკარგული შანსი''-ს პოვნა კი ძნელია მეგობარო.ელდარიმ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და იოანეს ქაღალდები დაუწყო მაგიდაზე ხელის მოსაწერად.

-ხელი მოაწერე,ყველა საჩქარო საბუთია.უთხრა და უკმაყოფილოდ წავიდა კარებისკენ,შემდეგ უეცრად შემობრუნდა და გაოცებულმა შეეკითხა.-რამდენი წლის იყო გოგონა,პატარას რომ ეძახი?

-ალბად სადღაც 19 წლის იქნებოდა მაშინ,რადგან ძალიან ბავშვური შეხედულება ჰქონდა.შესაძლებელია მეტიც,მაგრამ მე ვერ მივცემდი უფრო დიდ ასაკს.

-შენ?შენ თავად რამდენი წლის იყავი პატარა გოგონამ რომ შეგაშინა?

-ჰმ,მაშინ 27 წლის ვიყავი ელდარ.

-უუფ,შენც რამხელა ყოფილხარ.უაზრო,უაზრო ხარ იოანე მართლა უაზრო.სიმართლე იცი რა არის?იმ დროს არ გეცალა,უფრო სწორად არ გინდოდა შელეოდი შენს ცხოვრებას,შენ ხომ დიდი და ფართო არჩევანი გქონდა ბარებსა და კლუბებში.

-აქ კი ძალიან ცდები ელდარ.იმ დროს,ჩემთვის მხოლოდ სამუშაო და სპორტი არსებობდა,ისე როგორც ახლა.

-და მთავარი დაგავიწყდა,ქალები.იოანეს გაეცინა და უთხრა ელდარს.
[27.12.2017 01:37] gia bibihadze: -არ ვუარყოფ,ქალები ეს ხომ ჩვენი მაცოცხლებელი ძალაა.ელდარიმ ხელი ჩაიქნია და კაბინეტიდან გავიდა.იოანემ რამოდენიმე დღეში ხელი მოაწერა ესპანელ ინვესტორებთან ერთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებაზე და ესპანეთში გაემგზავრა.იქედან კი ყოველდღიური შეხვედრებით და თათბირებით საშინლად დაღლილი დაბრუნდა უკან.

-ძალიან გთხოვთ,ჩემს კუპეში არავინ არ შემოუშვათ.

-ეს როგორ ბატონო,ადგილი მქონდეს და ვთქვა არ არისთქო?გაუკვირდა გამცილებლის ტანისამოსში გამოწყობილ ჩაპუტკუნებულ ქ-ონს.იოანემ მომხიბვლელად გაუღიმა და ჯიბეში რაღაც ჩაუდო ჩუმად,გაოცებულ ქ-ონს კი თვალი ჩაუკრა და გვერდი აუქცია ლოყებ-შეფაკლულს.ერთ-ერთი კუპე შეაღო და არ ელოდა არავის,მაგრამ სიურპრიზი დახვდა.კარებში გაშეშდა და მის წინ ულამაზეს მძინარე გოგონას დააკვირდა,რომელსაც თეთრი ზეწარი მკერდამდე ჩამოსცურებოდა,საიდანაც თეთრი ფითქინა მკერდი თავმომწონედ და მისი გრძნობების გასაღიზიანებლად შესცქეროდნენ,თითქოს თავისთან იხმობდნენ მას,მაგრამ ისეთი დაღლილი და არაქათგამოცლილი იყო გოგონას პირდაპირ საწოლზე ჩამოჯდა და გოგონას ცქერაში ჩაეძინა დაღლილს და ძალა გამოცლილს.შუაღამისას რაღაც ფხაკურმა გამოაღვიძა,შემდეგ კარის გაღების ხმა გაიგონა და თვალი გაახილა ზანტად.მხოლოდ კარში გამავალ გოგონას შეასწრო თვალი.საწოლზე წამოჯდა შეიღვიძა,სახეზე ხელი მოისვა და კუპის მეზობელიც დაბრუნდა.წარბაწეულმა შეხედა უკვე გამოღვიძებულ უცნობს,უხმოდ აუარა გვერდი და მის წინ დაჯდა.მამაკაცმა შეხედა და ერთდროულად,ერთი შეხედვით გაუჩნდათ ერთმანეთის სურვილი.თითქოს მათი სხეულები ელექტრონულ განმუხტვას ითხოვდნენ.
[27.12.2017 01:53] gia bibihadze: -ადამიანს როცა ძინავს და თან უცხოს, ცოტა ნელა უნდა იმოძრაოთ,რომ ის არ შეაწუხოთ.მოესმა გოგონას მამაკაცის სიბრაზეშერეული ბოხი ხმა,მიუბრუნდა თვალებში შეხედა და უთხრა.

-შეიძლება ჩემმა სხეულმა ეროტიკული ნაპერწკალი იგრძნო,მაგრამ უნდა გაგიცრუოთ იმედი და უნდა გითხრათ,რომ თქვენ ჩემი სტილი არ ხართ.მამაკაცს ჯერ გაუკვირდა გოგონას ასეთი თამამი და პირდაპირი საუბარი და ჩაეცინა.

-შემიძლია დაგარწმუნო,რომ თუ სურვილი გაქვთ ეროტიკული პიკანტურობის,გპირდებით რომ იმედს არ გაგიცრუებთ და არ წააგებთ.შემიძლია,მთელი ჩემი სექსუალური ენერგია გამოვავლინო და სასიამოვნო,სიმფონიური და ჰარმონიული ღამე გაჩუქო.

-მართლა?არ მგონია,ამდენი რომ შეძლოთ.

-ვნახოთ,რას ვაგებთ.შესაძლებელია ამ ღამით ახალი აღმოჩენაც კი აღმოაჩინოთ.სასიამოვნო და დაუვიწყარი ღამის შემდეგ კი რომანტიკულ ვახშამზე გეპატიჟებით.

-ეს ყველაფერი მართლა შეგიძლია გააკეთო,თუ ერთ-ერთი თქვენი მორიგი ფანტაზიურად შეთხზული ზღაპარია.არა მგონია,ასეთი დაუცხრომელი ენერგია გქონდეთ,რაღაც არ მჯერავს.

-რას ვიზამთ,ვიღაცისთვის ჩემი ენერგია შეუფასებელი მონაპოვარი იქნება,ვიღაცისთვის მიუღებელი,ვიღაცისთვის ფანტაზიის ნაყოფი და ვიღაცისთვის დაუვიწყარი ვნებიანი ღამე,რომლის განმეორებას კიდევ ინატრებს.გოგონას აღარაფერი უთქვამს,მხოლოდ როცა უკვე ჩასვლის დრო მოვიდა ადგა,უხმოდ მოემზადა და ასევე უხმოდ დატოვა ის ადგილი სადაც გაჩერება უკვე აღარ უნდოდა,ჰაერი არ ყოფნიდა და გული ეხუთებოდა.იოანეც ღიმილით წამოდგა და სულ მალე უკან გაყვა გოგონას,შეხედა ბაქანზე იდგა და მისი ფართო ლურჯი თვალებით ვიღაცას დაეძებდა,უეცრად მისი ბაგე გაიპო ღიმილით და ვიღაცას ხელი აუწია,მერე ჩანთას დაავლო ხელი და წინ წავიდა,მოულოდნელად უკან მოიხედა და მის უკან მდგარ იოანეს რომელიც მას უცქერდა,უთხრა.

-ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები შენს გარეგნობაში და შესაძლებლობლებში.ეს რაც მხოლოდ ენით ისაუბრეთ,არ ნიშნავს იმას,რომ ყველაფრის შემძლე ხართ.მაშინ დარწმუნდით თქვენს მაგიურ ძალაში,როცა საუბრის ნაცვლად საქმეს მიხედავთ.ეს ყველაფერი რომ შეგძლებოდათ,წუხელ ამდენს არ ისაუბრებდით და პირდაპი საქმეზე გადახვიდოდით.ალბად,სიბნელის შეგეშინდათ პატარავ.თუ კიდევ ოდესმე ასეთ გარემოში მოხვდეთ,ყოველთვით ინატრეთ სანთლების შუქით განათებული ოთახი და სასიამოვნო მუსიკა,ასეთ ატმოსფეროში დამიჯერეთ ენით აღუწერელ ბედნიერებას შეიგრძნობთ.სექსი,ეს ხომ ყველასთვის სიცოცხლის ჯადოსნური ელექა.თვალი ჩაუკრა,თავის ორ თითს აკოცა და გაოცებულ იოანეს ტუჩებზე მიადო.-ბაი-ბაიიი საყვარელო.ზურგი აქცია და უკვე მის წინ მდგარ გოგონას გადაეხვია.იოანე იდგა გაშტერებული და უცქერდა როგორ შორდებოდა უცნობი გოგონა რომელმაც კარგად მოსვა და რომც კი შეეცადოს მისი დავიწყება,კიდევ დიდი დრო გაივლის ამ სიტყვების დასავიწყებლად.

-იოანე როგო ხარ,როგორ იმგზავრე.ეს გოგო ვინ იყო,ეეე რამ გამოგაშტერა.

-არ ვიცი,მართლა არ ვიცი,მაგრამ გავიგებ.უეცრად მოსწყდა ადგილს და ჩქარი ნაბიჯით დაედევნა გოგონას,აი წამოეწია კიდეც,მკლავში ხელი ჩაავლო და მისკენ შემოაბრუნა,შიშისაგან გოგონამ ერთი შეჰკივლა,თავი ვერ შეიკავა და იოანეს აჩქარებულ გულს შეასკდა.

-როგორც ზღვა აღელვებული ისე დამტოვე,უნდა დაისაჯო.

-მე კი,აი ამ მშვიდი ცასავით მშვიდი ვარ.

-ზღვა გიყვარს?

-კი ძალიან,რა მეპატიჟები ერთად გავცუროთ ოკეანის ტალღებში?

-არა,ერთი რაღაც მაინტერესებს.არასოდეს არ შეგიმჩნევია როგორ ერთდება ზღვა და ზეცა თუ მას კარგად დააკვირდები?ზღვა და ცაც ხვდება ერთმანეთს და იმედია ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.

-იქ,სადაც ისინი ერთმანეთს ხვდებიან,ცხოვრება წყდება.უთხრა გოგონამ და იოანეს ხელებიდან თავი გაინთავისუფლა,იქვე დაქალის მიერ გაჩერებულ ტაქში ჩაჯდა და წავიდა.იოანემ ტაქსის ნომერი ჩაიწერა,მთელი ინგლისის გადაბრუნება რომ დაჭირვებოდა მზად იყო გაეგო ვინ იყო ეს თამამი გოგონა,რომელმაც სულ რაღაც საათებია ტვინიც და გონებაც აურია.
[27.12.2017 01:57] gia bibihadze: -ღმერთო,არ ვიცი ვინ არის და უკვე ჭკუიდან გადამიყვანა.ელდარ აი ტაქსის ნომერი და გამიგე სად მიიყვანა ეს ორი გოგონა მძღოლმა.მერე მისამართი გამიგე და მოკლედ,შენს ზარს ველოდები.მე კომპანიაში ვიქნები,ერთ კვირაში ჩვენება გვაქვს და ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი.იოანე გულს ვერაფერს ვერ უდებდა,რასაც ხელი მოკიდა,ყველაფერი მიყარ-მოყარა.რამოდენიმე საათი გავიდა და ელდარი კიდევ არ ჩანს,კიდევ უფრო მეტად გაღიზიანდა როცა ელდარი დაბრუნდა და უთხრა.

-ვერაფერი ვერ გავიგე,მაგრამ გავარკვევთ აუცილებლად.

-კარგი,კარგი იმედია მივაგნებთ,ამ საქმეს შენ განდობ.კიდევ,კარგი ფოტოგრაფი გვჭირდება.

-რატომ?ჩვენ ხომ გვყავს ჩვენი ფოტოგრაფი.გაუკვირდა ელდარს.

-უარი შეტყობინებით გამომიგზავნა ემაილზე,ვერ ვასწრებ ჩამოსვლასო.

-რაააა,ასე მალე სად ვიპოვო იოანე კარგი ფოტოგრაფი.

-არ ვიცი,ელდარ არ ვიცი.ამ ყელსაბამზე ზუსტად წელიწადი და ექვსი თვე ვმუშაობდი,ღამეები არ მეძინა,მინდოდა სწორედ ისეთი ყოფილიყო როგორიც ჩავიფიქრე,როგორც დავხატე სიზmარში და დილით ფურცელზე გადმოვიტანე.მინდა ყველაფერი კარგად გაკეთდეს,გესმის?არცერთ საღამოზე ასე არ მინერვიულებია,როგორც ახლა,ამჯერად.

-რაღაცას მოვიფიქრებთ,ჯერ კიდევ ერთი კვირა გვაქვს წინ და ნუ ნერვიულობ ასე.

-იმედია,იმედია ყველაფერი ისე გაკეთდება,როგორც მე მინდა.

-მოიცადე,შენც ხომ იცნობ დავით ტუღუშის.

-კი ვიცნობ,მაგრამ ისე რა.მერე?რა შუაშია აქ დავითი.

-მაგას აქვს ფოტოგრაფთა სააგენტო და დავურეკავ,საუკეთესოს გამომიგზავნის.

-არ ვიცი,რაც გინდა გააკეთე,ოღონდ ფოტოგრაფი მოიყვანე,მოიყვანეეე.იყვირა იოანემ და სიბრაზისაგან კედელს მიარტყა ხელი.

-რა გჭირს,რა გემართება.რა ვერ გადახარშე ერთი თამამი გოგოს ქცევები.

-არ შემიძლია,არ ამომდის თავიდან,ვერ  მოვიშორე,სულ ჩემს ირგვლივ ტრიალებს მისი ირონიული და დამცინავი სახე.მისი დახვეწილი ტანი,მაღალი ყელი და საერთოდ ყველაფრით დადებითი ქალი.მიუხედავად მისი აგდებული საუბრის მანერით,ის ძალიან ელეგანტური ქალია,მას განსაკუთრებული მომხიბვლელობა აქვს.ელდარ უნდა მოვძებნო,აუცილებლად უნდა მოვძებნო.იოანე ძალიან ბრაზობდა,მაგრამ მას საქმე და პირადული არასოდეს აურევია ერთმანეთში და მთელი კვირა თავჩარგული მუშაობდა.აი დადგა მნიშვნელოვანი დღე,გამოფენა მისი ხელნაკეთობების და იმ სამკაულის რომელსაც წელიწადი და ექვსი თქვე თავად ჰქმნიდა.ძალიან დაძაბული იყო,მაგრამ მაინც მტკიცედ იდგა და ყველას განკარგულებებს აძლევდა.

-ყველანი ფრთხილად იყავით,ყურადღებით ადევნეთ თვალი კამერებს.არ არის გამორიცხული,უამრავი სტუმრის ზურგს იყოს ამოფარებული თაღლითი და კრიმინალი.

-იო ჩამოვა ვახო?შეეკითხა ელდარიმ.

-ვერ მოახერხა,ძალიან უნდოდა მაგრამ შეუძლებელია.ხო,მართლა სულ ამომივარდა თავიდან,რა ჰქენი ფოტოგრაფის.

-ყველაფერი კარგადაა,დავითს დავურეკე და  მოვლიან სადაცაა. 
-კარგია,აბა ღმერთი ჩვენსკენ.

-ღელავ?

-უნდა ვაღიარო,რომ ვღელავ.მისი მღელვარება პირველად აღიარა იოანემ და მართლაც ღელავდა,რადგან ეს მისი ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა.გამოფენა რომელიც მიუძღვნა საყვარელ ადამიანს,დედას მაგრამ დედა ვერ მოესწრო ამ დღეს, ის რამოდენიმე კვირის წინ უეცრად გარდაიცვალა გულის შეტევით.
[27.12.2017 02:01] gia bibihadze:    ძვირფასო მეგობრებო,დღეს გამოფენა რომელიც მე შემოგთავაზეთ მივუძღვენი ჩემს უსაყვარლეს ადამიანს,ადამიანმა რომელმაც ჩემში ჩადო დედა-შვილური გრძნობის ტრიუმფი.გრძნობა,რომლის აღწერა ჩემთვის ასე ადვილად წარმოუდგენელია.ეს არის გრძნობა,რომლის გამო ყველაფერზე წავალ,ამ გრძნობას არ აქვს ბარიერი,რადგან აქ ქალი არის დედა.როდესაც დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე და ჩემს ცხოვრებაში პირველი სერიოზული ნაბაჯი გადავდგი მარტომ,დედამ არ შემაქო,მან მითხრა,რომ ის ჩემგან უფრო მეტს ელოდა ვიდრე დაინახა.მეტკინა,მართლა ძალიან განვიცადე მიდგან ამ სიტყვების მოსმენა,მაგრამ შევატყვე,რომ ის ჩემით ამაყობდა.არ შევიმჩნიე,რომ მივუხვდი მის ჩანაფიქრს და რომ დავფიქრდი გამეხარდა,აღარ მწყინდა,მაგრამ თავს ვაჩვენებდი რომ მისგან მე მეტს სითბოს ველოდი.დედაჩემის ამ ქცევით,მან მე ძალიან დიდი სტიმული მომცა.ყველა დედას უნდა რა თქმა უნდა შვილი ბედნიერი და წარმატებული ყავდეს,დღეს მართლა ბედნიერი ვარ,და არა მარტო ბედნიერი,ამაყი ვარ რომ მე ასეთი დედა მყავდა.დიახ მყავდა,ის აღარ არის ჩემს გვერდით უკვე რამოდენიმე კვირაა და დღევანდელი ჩემი გამოფენის ეს ძვირფასი დღე და ეს უძვირფასესი სამკაული სწორედ დედასთვის უნდა მეჩუქებინა,რომელსაც უკვე წელიწადი და ექვსი თვეა ვქმნი.ამიტომ გადავწყვიტე,რადგან ის აღარ მყავს და ჩემს გვერდით აღარ არის,მე ამ სამკაულს ვაჩუქებ მას,ვინც ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდება,ვინც ჩემს გულში შემოვა.მაშ ასე მეგობრებო,დღევანდელ გამოფენას გახსნილად ვაცხადებ,ყველას ვუხდი მადლობას მობრძანებისთვის.ამაყად დატოვა ტრიბუნა და სტუმრებში შეერია,ყველას ესალმებოდა ახლოდან,მაგრამ შიგა და შიგ თვალს ავლებდა ირგვლივ,დაინახა ელდარი და მასთან მივიდა.

-აქ რა გინდა,კამერებთან რა ხდება,იქ მეტი ყურადღებაა საჭირო.

-ნუ ნერვიულობ,ნუ ხარ ასე დაძაბული,ყველაფერი კარგადაა.კარგი გამოსვლა იყო,იოანე ღელავდი,მაგრამ მაინც ბოლომდე მტკიცედ იდექი.

-არც ვიცი რა ვილაპარაკე,იმედია როგორც ამბობ ისე არის.დაცვა გააძლიერეთ,ელდარ ბევრი ხალხია და ცუდი წინათგრძნობა მაქვს.გავალ ცოტა ხნით და მალე მოვალ,მიხედე ხალხს.

-სად მიდიხარ,აქ შენ ხარ აუცილებელი იოანე.წავიდა და თავად დაათვალიერა კამერები,არწივივით გადახედა ყველას და მოულოდნელად თვალი მოკრა მწვანე კაბაში გამოწყობილ თმაგაშლილ გოგონას.

-გააჩერე,გააჩერე კამერა.მაქს ეს ვინ არის,არის სტუმრების სიაში?

-არა,ეს ფოტოგრაფია ბ-ნო იოანე.

-ფოტოგრაფი?გაუკვირდა იოანეს და გოგონას ფოტოს თვალს არ აშორებდა.

-ხო,ბ-ნა დავითმა მოიყვანა.

-რომ დასრულდება ყველაფერი,ფოტოგრაფი ჩემთან მოვიდეს.ბრძანება დაუტოვა დაცვას,გააფრთხილა და წავიდა.იოანემ ეშმაკურად ჩაიცინა,თან სიბრაზისგან აენთო თან ჩურჩულებდა.-იოანე ასე ადვილად ვერ წაგივა ხელიდან ეს უზრდელი გოგო,ვფიცავარ ბედი ჩემს მხარეს არის.დარბაზში უნდა შესულიყო,რომ ელდარიმ დაეწია და გაუღიმა.იოანემ შეხედა და უთხრა.

-რა მოხდა,რამ გაგახარა ასე ძალიან.

-იოანე გჯერა სასწაულების?ის,ის აქ არის.

-ვინ ის,ვისზე მეუბნები.

-ფოტოგრაფი,აქ არის.

-ვიცი,დავინახე უკვე.კაბინეტში ავალ და რომ დაასრულებს მის საქმეს მოიყვანე იქ.ელდარი შებრუნდა წასასვლელად,მაგრამ იოანემ ისევ გააჩერა.

-როგორ აიყვანე,კონტრაქტი გააფორმეთ თუ ეს უბრალოდ მარტო დღევანდელ დღეზე გვყავს აქ.

-არა,არანაირი კონტრაქტი არ მომიმზადებია.ფოტოების გადაღებას რა კონტრაქტი უნდა,ნუ გადაირევი შენ მთლად.შეუბღვირა ელდარიმ და წავიდა.იოანეს გაეცინა და მიაძახა.

-ერთ საათში აქ იყავი,მასთან ერთად მოხვალ მარტო არ მინდებხარ.კაბინეტში შევიდა და კონტრაქტი თავად შეადგინა,თავადაც ამობეჭდა და ხელიც მოაწერა.კმაყოფილი სახე ჰქონდა,დამშვიდებული სახით დადგა ფანჯარასთან და ნელა-ნელა ვისკის მიირთმევდა.

-მობრძანდით,უფროსიც აქ არის.ელდარი ფოტოგრაფ გოგონას კაბინეტში შეუძღვა და ერთმანეთს პირდაპირ თვალებში შეხედეს.იოანე კმაყოფილი სახით უცქერდა და ელოდა გოგონას რეაქციას,მაგრამ გოგონა არც დაბნეულა,წარბი ასწია მაღლა და ჩაილაპარაკა.
[27.12.2017 02:18] gia bibihadze: -ოჰ ღმერთო,რა პატარაა ეს ქვეყანა,ვისაც არ ელი ის შეგხვდება და სასიამოვნო რომ იყოს შეხვედრა კიდევ ჰო,მაგრამ უკვე ხასიათიც გამიფუჭა აქ შემოსვლამ.

-ჰოოო?გეთანხმები,მევ ვფიქრობ,რომ არა სასიამოვნო შეხვედრაა.

-რაო,დიდი ხანია ამ შეხვედრას ელოდებით?გართხილებ,ნურაფერს ნუ იფიქრებ,ჩვენ ორნი ერთმანეთისათვის შეუთავსებელი ცნება ვართ.ამიტომ,უმჯობესია საქმეზე ვისაუბროთ.

-ფოტოები როდისთვის იქნება მზად.გოგონამ არც დაფიქრდა,უცებ უპასუხა.

-ვფიქრობ,ერთ თვეში.

-ერთ თვეში?იყვირა ელდარიმ.იოანემ შეხედა ელდარის და თვალი ჩაუკრა,თან ანიშნა გასულიყო და მარტო დაეტოვებინა გოგონასთან.

-მაგიდაზე რაც დევს,თვალი გადაავლე და თუ დათანხმდები,შენი ხელის მოწერა ალკია მარტო მაგ ქაღალდს.გოგონამ ქაღალდი აიღო ხელში და თვალი გადაავლო.,მაგრამ ისევ გაიგონა იოანეს ცივი და მკაცრი ხმა.

-ბაია ბერიძე გეგონა ვერ მოგაგნებდი და ვერ გავიგებდი ვინ იყავი?

-რაში დაგჭირდა ამ კონტრაქტის შედგენა.

-იმაში,რომ ახლოს მყავდე.

-ასე ღრმად შემოვიჭერი თქვენს გულში?გადაიკისკისა ბაიამ.

-როგორც იცი სტუმრები მელოდებიან და ვერ გავჩერდები დიდი ხნით,გელოდები.სიმკაცრეს არ კარგავდა იოანე.

-რომ არ მოვაწერო ხელი?..............

-მე არ გაძალებ არაფერს,მაგრამ არ დაგიფარავ,მინდა აქ იმუშავო ჩემთან და ჩემთვის.

-უარი უნდა გითხრათ,მე ერთი ადამიანისათვის არასოდეს არ ვმუშაობ.მე არავინის საკუთრება არ ვარ,ფოტოებს კი ხვალ გამოგიგზავნით კურიერის ხელით.მოხდენილად ადგა,კარებისაკენ წავიდა,გარეთ გასვლამდე შემობრუნდა და ისევ თავისი ჩვეული ირონიით უთხრა იოანეს.

-ძალიან ჩქარობთ უფროსო,თქვენი ჰორმონები და ვნებები დუღს.ძალიან ვწუხვარ,რომ თქვენი დახმარება არ შემიძლია.უმჯობესია შეამციროთ დინსტანცია პარტნიორსა და საკუთარ თავს შორის და ქალში ხორციელი სურვილი გააღვიძო და არა პირიქით,ყველაფრის სურვილი დაუკარგოთ.ხო,ნუ მიყურებ ასე,მე იდეალისტი ვარ,და ყველა მამაკაცში ინტერესს ვაღვიძებ,თუმცა გარყვნილი თამაშების მიმართ ძალიან გულგრილი ვარ.დღეს თქვენს თვალებში დიდ სექსუალურ ვნებას ვხედავ,უმჯობესია მოძებნოთ სათანადო პარტნიორი,ვისთანაც მოზღვავებულ ვნებებს დააცხრობთ.მშვიდობით ბრძანდებოდეთ უფროსო.ბაიამ კარი გააღო და გასვლისას იოანეს სიტყვები თან გაიყოლა.

-მშვიდობით არა,ნახვამდის.უეცრად შემობრუნდა და გაკვირვებულმა შეეკითხა.

-რატომ ნახვამდის,ისევ ფიქრობ ჩემთან შეხვედრას?

-ამას დრო გვიჩვენებს ბაია.გამოკვეთა ,,ბაია''სახელი და ისე უთხრა.ბაიამ ერთი ირონიულად ჩაიცინა,კარი გააღო და ამაყი და მტკიცე ნაბიჯებით დატოვა იოანეს კაბინეტი.იოანემ ტელეფონი ამოიღო და მხოლოდ ორი სიტყვა თქვა.

-ჩემთან ამოდი.სულ მალე ელდარიმ შემოაღო კარები და დაინახა იოანე ჩაფიქრებული და  სიგარეტის კვამლში გახვეული ზის.

-რა ხდება,სტუმრები უკვე წასვლას იწყებს და შენი იქ ყოფნა აუცილებელია.

-რაც აუცილებელი იყო,უკვე გადაიღეს არ ვაპირებ ყველასთან ფოტოს გადაღებას და ძალით სიცილს.

-ხო მაგრამ ..........

-ელდარი ხომ იცი არ  მიყვარს პრესის და კამერების წინ პოზიორობა და ტრიალი.

-ძალიან მეუხერხულება ახლა რასაც გეტყვი,მაგრამ როდემდე გინდა ასე გააგრძელო შენი უხეშობა და შენში დატოვო ეს დიდი დარდი.ერთხელ მაინც ცადე და გული გაინთავისუფლე ამ მძიმე დარდისგან.დღეს შენი დღეა,ყველაფერმა კარგად ჩაიარა იო.ეს დღე ხომ საყვარელ ადამიანს მიუძღვენი.არ დაიღალე?არ მოგწყინდა ეს ჩაკეტილი ცხოვრება?

-მტკივა,რომ  მისი თვალები აღარ შემომანათებს,როცა ვახომ დამირეკა და მითხრა ,,დედა აღარ გვყავსო'' მაშინ გაქრა ჩემში ბედნიერი დღეები და ჩაქრა სიცოცხლე.რამდენიმე კვირაა ჩემი ცხოვრება უხალისოდ მიდის და ძალიან დამღლელია ასეთი ცხოვრება.

-იო შენგან ჩვენ ყველა ვღებულიბთ მაგალითს,არც დედაშენს მოეწონებოდი ასე და მასაც უნდოდა შენი პირადი ცხოვრებისთვის მიგეხედა.

-მივხედავ ელდარ და ბედნიერიც ვიქნები თუ ჩემს სავალ ბილიკზე არ დამეკარგა იმედის ნათელი ფერები და სადღაც დარჩენილი სხივი არ ჩაიკარგება შავ-მუქ სამყაროში.ვეცდები,რომ არ გადავუხვიო გზიდან,თორემ ვიცი წლები დამჭირდება შემოსაბრუნებლად.

-უნდა ეცადო,უნდა დაიჭირო შენში ის ბედნიერი წამი,რომელიც შენ გაგაბედნიერებს.

-ვაღმერთებ ლოდინს,რადგან არ ვიცით ვის და როდის უნდა ველოდოთ.იქნებ ისე უეცრად მოვიდეს,რომ ის გრძნობა ჩემში აფეთქდეს,აყვავილდეს ან იქნებ გაგიჟების და აღტაცების იქნეს მოულოდნელობისგან.მომისმინე,უმჯობესია დათოს დაელაპარაკო ბაიაზე.ვინ არის,სად ცხოვრობს,აქ რატომ არის,რას აკეთებს და საერთოდ საიდან იცნობს.
[27.12.2017 02:25] gia bibihadze: -რატომ გიყვარს სხვის ზურგს ამოეფარო ხოლმე,შენც იცნობ დათოს და უკეთესი იქნება თავად თუ დაელაპარაკები.ელდარი ადგა და გავიდა იოანეს კაბინეტიდან,თან კარებთან დადგა და გაბრაზებულმა მიუხედა მეგობარს.იოანეც ადგა და წელ-მოწყვეტილივით გაყვა უკან ელდარის.ბაიას დაესრულებინა უკვე თავისი საქმე და დათოს ესაუბრებოდა.მათ მიუახლოვდა იოანე და დავითი გადაკოცნა და ბაიას შეუმჩნევლად თვალი ჩაუკრა,ბაიამ კი ნაცნობი დაინახა და ბოდიშის მოხდით წავიდა ნაცნობის მოსაკითხად.იოანემ თვალი გააყოლა მიმავალს და დათოს გაეცინა,არც შეუხედავს იოანესთვის ისე უთხრა.

-მომხიბვლელია,მიმზიდველიც მაგრამ ძალიან ცივი.მისი შტორმით აღებაც კი შეუძლებელია,ის  მიუწვდომელია უამრავი მამაკაცისათვის.

-დავიჯერო ვერავინ მოიგო მისი გული,ან მის გულში სიყვარული არ არსებობს?

-რომ გითხრა,არ არსებობს და მისთვის კარიერა უფრო მნიშვნელოვანია და მისი საქმე მის ცხოვრებას აზრს აძლევსთქო,დამიჯერებ?

-ვერ დამაჯერებ დავით რომ ამ მომხიბვლელ გოგონას არ ყავს მეგობარი და ასეთი ვნებიანი ქალი მარტოა,არ ყავს ცხოვრების თანამგზავრი.

-იოანე მე არ გიმტკიცებ არაფერს,უბრალოდ გეტყვი,რომ თუ მისი გული მოიგე და შენ მის გულში ადგილი ნახე,ეს უკვე დიდი მიღწევაა,მისი სიყვარულის მოპოვებას კი დრო ჭირდება. 
-ძალიან დამაინტერესე მის მიმართ,იმედია დავიპყრობ ეგზოტიკური სამოთხის ჩიტს და ისე გავაკეთებ,სასიამოვნო ღამეს მოვუწყობ,ისეთ ღამეს რომ ჭკუიდან გადავიყვან.

-არ გირჩევ და ნურც დიდ იმედებს დასახავ მასთან დაახლოვებისთვის,დარწმუნებული ვარ ზედაც არ შემოუხედავს შენთვის.

-ხოდა,მასთან დაახლოვებაში შენ დამეხმარები.დათომ შეხედა იოანეს და გაკვირვებულმა შეეკითხა.

-მართლა სერიოზულად დაგაფიქრა?დათოსთან ერთად ელდარიც გაოცებული იყო და თან გულში უხაროდა,სახეზე კი ნელა ნელა ღიმილი ეპარებოდა.

-ის სვამს,ვგრძნობ რომ საღამოს დასასრული უფრო საინტერესო და მხიარული იქნება,ვინემ აქამდე იყო.

-დღეს სასწაულების დღე არის ელდარ.ჩაილაპარაკა დათომ და ჯერ ბაიას შეხედა და შემდეგ ინტერესით გადახედა მის გვერდით მდგარ მეგობარს,რომელიც ღიმილს ძლივს იკავებდა.დათომ ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ბაიას და ყურში უჩურჩულა.

-დღეს ვერ გცნობ მეგობარო.რა ხდება,შენში გარდაქმნა ხომ არ მოხდა?

-შემეშვი,ერთხელ მაინც ვიხალისო.შეუღრინა დათოს და ბარმენს ისევ სასმელი სთხოვა.დათომ უკმაყოფილოდ დააქნია თავი და მასთან ცოტა მოშორებით დადგა.ბაიამ სასმელისგან დაბნედილი თვალებით შეხედა დათოს და დიდი ინტერესით შეეკითხა.

-საიდან არის,სად ცხოვრობს საქართველოში.

-ლეჩხუმში აქვს სოფელი,ძალიან ლამაზი სოფელია ,,ლაილაში''ის ძალიან დიდი სოფელია და თან ისტორიული.

-იქ არა მარტო ლეჩხუმელი ქართველები ცხოვრობენ,არამედ ცხოვრობენ ბერძნები,ებრაელები და სომხები.ლაილაშის დიდ სასაფლაოზე დგას დარბაზული ტიპის ეკლესია,იქვე მის გვერძე კი სამრეკლოა.სწორედ იქ მინდა ჯვარი დავიწერო ჩემს გულისწორთან ერთად და ეს როცა მოხდება,აუცილებლად იქნება 7 ოქტომბერი.
[27.12.2017 02:29] gia bibihadze: -რატომ 7 ოქტომბერი?წარბის აწევით შეეკითხა ბაიამ იოანეს რომელმაც მთელი ეს ისტორია ბაიას ყურში უჩურჩულა.

-იმიტომ,რომ 7 ოქტომბერი ლაილაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კურთხევის დღეა და ჩვენი სოფლის დიდი დღესასწაული.

-უკვე ჯვრის წერამდეც მივსულვართ ისე,რომ მე არაფერიც არ ვიცი.

-ჯერ არა,მაგრამ ვფიქრობ მალე დადგება ეს დღეც.

-ისე ხუმრობა იქით იყოს და მაგ სოფელი ჩემიცაა,მაგ სოფელში პაპა მყავს,მაგრამ მე იქ რასოდეს არ ვყოფილვარ.იოანემ წარბი ასწია და გაკვირვებულმა შეეკითხა.

-ვინ არის შენი პაპა,მე ყველას ვიცნობ იქ.

-შილაკაძე შამილი.

-მეღადავები?უთხრა იოანემ გაკვირვებულმა.

-არა,რატომ.დედაჩემი იქ დაიბადა,მრავალშვილიანი ოჯახი ყოფილა,ამიტომ უშვილო ბიძას წაუყვანია თბილიში და იქ გაიზარდა,იქ ისწავლა და იქ გათხოვდა კიდეც,მაგრამ მათი ურთიერთობა ძალიან მალე დაინგრა.მამას დღემდე არ ვიცნობ და რადგან ოჯახი დაინგრა დედა სოფელში აღარ ასულა,მოერიდა სოფლის ჭორიკანა დედაკაცების.არ ვიცნობ დედის ხალხს,ისინი არ ურთიერთობდნენ დედასთან.როდესაც დედამ თავისით,ყველას დაუხმარებლად დადგა ფეხზე და ბინაც კი იყიდა მისი შრომით,შემდეგ შემოუბრუნდა უმცროსმა ძმამ და რძალმა,მაგრამ დედამ აღარ მიიღო ისინი.ამიტომ არც მე მაქვს სურვილი გავიცნო ის ხალხი,ვინც ერთხეაც არ დაინტერესებულა ჩემი ბედით,ვერ შევძელი,ვერ გავბედე.იმედია არც ოდესმე გამიჩნდება მათი გაცნობის  სურვილი.მაგრამ ერთ დღეს ავალ და მივალ იქ იმ სახლში,სადაც დედა დაიბადა.იოანე უსმენდა და თან დიდი ყურადღებით აკვირდებოდა,ბაია კი სვამდა  და თან საუბრობდა,შიგა და შიგ კი იოანეს გახედავდა.

-დავით რას ფიქრობ,ვითომ იწყებს ყინული გაღღვობას?

-გაოგნებული ვარ,გეფიცები რაც ბაიას ვიცნობ  ეს პირველი შემთხვევაა რომ ასე ახლოს დადგა  უცნობ და უცხო მამაკაცთან.

-ძალიან მინდა გაუგონ ერთმანეთს,ვინ იცის იქნებ და ბედია?

-განა მე არ მინდა?ბაია ისეთმა მეგობარმა ჩამაბარა დასავეთ მყავს.შაკო და მე ძმებივით ვართ,დედა რომ გარდაეცვალა ბაიას შაკოს მშობლებმა წაიყვანეს და ბავშვები ერთად გაიზარდნენ.ისე რომ ვხედავ,კარგი წყვილი იქნებიან,უხდებიან ერთმანეთს.მეგობრებმა ერთმანეთს შეხედეს და ორივეს გაეცინათ.

-პირად ცხოვრებაში რა ხდება,მოსწრებაზეა თუ უკვე დამასწრეს.ისე შეეკითხა ბაიას იოანემ არც შეუხედავს მისთვის

-პირველ კურსზე მიყვარდა,მას მერე გაცივდა გული და მხოლოდ ჩემს კარიერაზე ვფიქრობ.

-რომ შეგიყვარდეს,რას გააკეთებ სიყვარულისთვის.

-ჯერ შემიყვარდეს,ჯერ მოვიდეს ის გრძნობა ჩემამდე რომელმაც დიდი ხნის წინ უარმყო.

-ნამდვილი სიყვარული,ჯერ შენამდე არ მოსულა ბაია.

-სცდები,მოვიდა მაგრამ ისე უცებ გავეცალე ამ გრძნობას,მისი გააზრებაც ვერ მოვასწარი.ახლა კი ვცდილობ გვერდი ავუარო ამ დაავადებას,რადგან დრო არამაქვს არავისთვის.

-მოვა,მოვა შემნამდეც,ისე როგორც ჩემამდეც ნამდვილი სიყვარული.ის ხომ მხოლოდ ერთხელ გვსტუმრობს და ერთხელ იპარავს ჩვენს გულებს.სიყვარული არ კვდება.მხოლოდ ერთი ცუდი ჩვევა აქვს,ძალიან აგვიანებს ჩვენამდე მოვიდეს.ნუ სვამ ამდენს,გაწყენს.

-არა,არ მაწყენს კარგად ვეგუები სასმელს და არაფერიც არ მავიწყდება.იოანეს გაეცინა და უთხრა.

-ალბად გინდა ღაუვიწყარი წუთები კარგად დაგამახსოვრდეს,რა თქმა უნდა,რაც გიზიდავს და რაც გინდა ის არასოდეს არ დაგავიწყდება.
[27.12.2017 02:31] gia bibihadze: -საყვარელოოოოო,სად ხარ იცი რამდენი ხანია შენ რომ დაგეძებ?აი თურმე სად ყოფილხარ.იოანეს მაღალი,ძალიან გამხდარი გოგონა მიუახლოვდა და სიტყვის თქმაც არ აცადა,პირდაპირ ჩუჩებზე დააცხრა.

-ესმა აქ ხალხია,რა დღეში ხარ ცოტა თავშეკავება უნდა იცოდე.ბაიამ ჯერ იოანეს გვერდით მდგარი,ბოტოქსებით დაბერილი მეტიჩარა გოგო შეათვალიერა და შემდეგ იოანეს ზიზღნარევი მზერა სტყორცნა.ბაიას ამ საშინელ გამოხედვაზე,იოანეს ცივმა ოფლმა დაასხა.

-ეს გოგონა ვინ არის,სტუმრების სიაში გყავთ?

-არა,რადგან ეს ჩვენი ფოტოგრაფია ესმა.მკაცრად უთხრა იოანემ.

-ფოტოგრაფი?საყვარელო,ეს ახალია?გადაუხადე ფული და წავედით.თუმცა,ჩვენც გადაგვიღე რა ერთი ფოტო ერთად?ბაიამ ერთი ფოტო გადაუღო წყვილს და ერთი სადისტურად გაიღიმა და ისევ ბარმენს მიუბრუნდა.იოანემ ხელი მოკიდა ესმას და გარეთ გაიყვანა.ტაქსი გაუჩერა და გაუშვა,თავად კი ისევ ბაიასთან დაბრუნდა.

-ოჰოჰოო?არ გელოდი.ნუთუ ასე ადვილად დაგთმო თქვენმა შეღებილმა და ბოტოქსებით გაბერილმა კავალერმა?

-საოცარი არსება ხარ,შენივე საოცნებო და მომნუსხველი მზერით.შენს თვალებში დავინახე

 ჩემი ბედის ტალღა და არ შემიძლია ამ ტალღებს გავექცე.

-ფიქრობ,რომ ჩვენს სულებს უნდათ შეერთება?არა საყვარელო ნუ,ნუ გადახვალ იმაზე მეტ ზღვარს რაც დაუშვებელია.თუ თქვენს სხეულს მეტის მიღება სურს,თქვენ გელოდებათ თქვენი გულის სატრფო და შეგიძლიათ მასთან დააცხროთ აღელვებული ვნებები.

-ვფიქრობ,რომ ზედმეტი მოგივიდა დალევა,ამიტომ აქედან ახლავეს უნდა წახვიდე.იოანემ ხელი ჩაავლო მკლავში ბაიას და ძალით გაიყვანა გარეთ და ასევე ძალით ჩააჯინა თავის მანქანაში.

-გამიშვი ხელი არა ნორმალური ხარ?მართალია შენი ფაიფურის თოჯინას არ ვგავარ,მაგრამ მკლავი დამილურჯდება და ცუდად დამაჩნდება.

-ჰოდა, ნუ მიწვევ უარესი ველური გავხდე.შეხედე რა მშვენიერი ღამეა,ჩემთვის სიამოვნების მიღებისას ღია ცის ქვეშეთი და ბუნების წიაღი ყველაზე მშვენიერი და სურნელოვანი ადგილია.
[27.12.2017 02:34] gia bibihadze: -გულწრფელად უნდა ვაღიარო,რომ ვეთანხმები შენს სურვილებს,მირჩევნია დაუვიწყარი ღამე იყოს ჩემთვის სასურველ პარტნიორთან,ვინემ ძვირადღირებულ სასტუმროს ნომერში და მოვალეობის მოხდის მიზნით,მაგრამ დღეს,ნამდვილად არ ვაპირებ სენსაციის აღმოჩენას.ასე რომ,აქ უნდა დასრულდეს ჩვენი ნაცნობობა.მე ხომ უბრალო ფოტოგრაფი ვარ და მეტი არაფერი.

-ძალიან გინდა ეს მოხდეს,წავიდე და დაგივიწყო.ძალიან გინდა,აღარ შეგხვდე და არც შეგაწუხო?

-იოანე შენ გყავს მეგობარი,რომლის შუაში მე არასოდეს არ ჩავდგები.გთხოვ გამიგე.

-მე მესმის შენი,არც არაფერს გაძალებ,უბრალოდ დროს გაძლევ შენც და დროს ვაძლევ ჩემს თავსაც და იფიქრე.ახლა მითხარი სად მიგიყვანო.ბაიამ მისამართი უთხრა სახლის და უხმოდ მივიდნენ ბინამდე.ერთი შეხედა ბაიამ მკრთალად გაუღიმა და უხმოდ,უსიტყვოდ დაემშვიდობნენ ერთმანეთს.ბაია თავს იკავებდა,მაგრამ გულის სიღრმეში რაღაც ჩაწყდა,თითქოს რაღაც ექაჩებოდა უკან და არ უნდოდა იოანესგან შორს ყოფნა,მაგრამ თავი  მოთოკა და ისე შევიდა ბინაში უკან არც ერთხელ არ მოუხედია.იოანე კი უცქერდა ბაიას და რაც უფრო შორდებოდა და მანძილი იზრდებოდა მათ შორის,მით უფრო ცუდად ხდებოდა.საეჭვოა მოიძებნოს ადამიანი,რომელმაც ერთხელ მაინც სცადა ბაიასთან ახლო ურთიერთობა და მან ეს ადამიანი ადვილად დაივიწყოს.არა,უფრო მეტი მინდა გითხრათ,ყველა მამაკაცი ავად ხდება ბაიას სურვილით,მისი უნიკალური სხეულის სილამაზით.როგორ უნდოდა იოანეს დამტკბარიყო ბაიას წითელი ტუჩებით და შეეგრძნო იმ პატარა ბაგეების გემო.ბაიას ტრფობით და სურვილით დამწვარს,რამდენიმე კვირაში მოულოდნელი სიხარული ეწვია.მოულოდნელად სამსახურიდან წასვლის თაობაზე იოანეს პირადმა მდივანმა განცხადება დაწერა და კომპანიის ვიცე მენეჯმენტმა ვაკანსია გამოაქვეყნა,როგორც საერთაშორისო ბიზნესის კურს დამთავრებული ბაია ამ განცხადებას გამოეხმაურა და დაუფიქრებლად დათანხმდა მუშაობას.კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ როგორც უფროს და მის პირად მდივანს.ამ ახალი ამბით არ იყო მხოლოდ კმაყოფილი ესმა და ერთ დილით,გაუფრთხილებლად შეაღო იოანეს კაბინეტის კარები  და მის წინ ამაყად დადგა.ძალიან არ მოწონდა იოანეს გვერდით ბაიას ყოფნა,მაგრამ ვერაფერს ვერ გააწყობდა.ამიტომ შეეცადა რაც შეიძლებოდა მეტად დაემცირებინა ბაია რომ ცუდად ეგრძნო თავი და კომპანიიდან წასულიყო.ამიტომ არც დაფიქრებულა,იოანეს კაბინეტში შესული ბაია რომ დაინახა,აგდებულად შეეკითხა.
[27.12.2017 02:42] gia bibihadze: -ყავის მოდუღება და მოტანა თქვენი მოვალეობაა ხომ?მომიტანეთ უშაქრო ყავა.ბაია უნდა გასულიყო კაბინეტიდან რომ ისევ შეაჩერა ესმამ.უკაცრავად,რომელი ბრენდის ტანისამოსი გაცვიათ?

-შეგიძლიათ პირდაპირ მითხრათ,რომ არ მოგწონთ ჩემს ჩაცმულობა ქ-ნო ესმა.ხმაში სიბრაზე შერეულმა უთხრა ბაიამ და თავს იკავებდა თორემ სადაც იყო თმებით ითრევდა.
-არა,არ იფიქროთ ცუდად,მომწონს თქვენი სტილი.

-მე კი პირდაპირი ვიქნები და ვაღიარებ,საერთოდ არ მომწონს თქვენი ჩაცმის სტილი.

-რატომ?იცით ეს კაბა რა ფასიანია?

-არააქვს მნიშვნელობა რა ფასიანი გაცვიათ,მნიშვნელობა აქვს თუ გიხდებათ ის,რაც გაცვიათ.იოანე უსმენდა ბაიას და ეცინებოდა,მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია მისი სიცილი ესმას. 
-როგორ?თქვენ გინდათ მითხრათ,რომ არ მიხდება ეს კაბა?

-გიხდებათ,მაგრამ ვფიქრობ,ასეთი კაბები მხოლოდ თქვენს მამაკაცთან უნდა ჩაიცვათ,საძინებელში და არა საზოგადოებაში.

-თქვენ,თქვენ არ გაქვთ გემოვნება.

-გემოვნება მაქვს,უბრალოდ არ ვაპირებ თქვენსავით ჩემი სხეულის დემონსტრირებას და უკანასკნელი ბო...ით ვიარო  ქუჩაში,ამას მხოლოდ ჩემს საყვარელ ადამიანთან ვიზამ ჩემს საძინებელში.ბაია იოანეს მიუბრუნდა და საქაღალდე გასასცა და უთხრა.

-ბ-ნო იოანე ხელი უნდა მოაწეროთ ამ ქაღალდებს,საჩქარო და აუცილებელია.იოანემ გამოართვა საქაღალდე და თვალებში შეხედა ბაიას.ესმა კი შეჰყურებდა მის წინ მდგარ ბაიას და იოანეს გაბრაზებულმა გადახედა.

-როგორ აძლევ ვიღაც მდივანს ამდენის უფლებას,რომ მე დამაციროს. იოანემ მშვიდად შეხედა ესმას,ჯერ რამოდენიმე წუთი უცქირა და შემდეგ ასევე მშვიდად უთხრა.

-შენ დაიწყე პირველმა და პასუხიც მიიღე და შენ თუ მეტი იცი,ნუ გამოყვები და ნუ მოიშლი ნერვებს.შემოთავაზება მაქვს შენთან.

-რა უნდა შემომთავაზო,ახლა ძალიან ანერვიულებული ვარ საყვარელო.

-ესმა როგორც ვიცი ჩემთან კარგად გრძნობ თავს და გინდა ერთად ვიცხოვროთ.

-კი,ეს ძალიან მინდა. დაეთანხმა ესმა გაოცებულმა და თან გახარებულმა.
ბაიას კი ამაყად გადახედა გამარჯვების მიზნით.
-ჰოდა,მეც მინდა რაღაც შენგან.

-რა გინდა საყვარელო,გინდა ახლავეს წავიდეთ აქედან?

-არა,ეს არ მინდა.უკვე დიდი ხანია ვფიქრობ და მინდა გავიგო,რას ფიქრობ ბავშვის გაჩენაზე.

-რააააა,მე ბავშვი უნდა გავაჩინო?გაუკვირდა ესმას იოანეს შემოთავაზება.

-როგორც ყველა ქალმა ესმა.აქ რაა გასაკვირი,მე ვიცი რომ ყველა ქალი ოცნებობს გახდეს დედა,საყვარელ ადამიანს გაუჩინოს შვილი და მთელი ცხოვრება იყოს მის გვერდით.

-შეიძლება ყველა ქალი ოცნებობს,მაგრამ არა მე.

-რატომ,შეგიძლია ამიხსნა?ბაია გაკვირვებული უსმენდა ესმას და გაოცებისგან პირი ღია ჰქონდა,თან ხმამაღლა მოუვიდა ფიქრი რაც იოანემ და ესმამ გაიგონა.

-როგორ შეიძლება ქალი უარს ამბობდეს ბავშვის გაჩენაზე საყვარელი ადამიანისგან,ეს მხოლოდ მაშინ ხდება როცა მხოლოდ ფული აინტერესებს იმ მამაკაცისგან,საინტერესოა.

-არავის არ უკითხავს შენთვის აზრის გამოთქმა და ადგილზე მიბრძანდი.ზიზღნარევი ხმით უკივლა ესმამ.

-მაპატიეთ,ვაღიარებ ფიქრი ხმამაღლა მომივიდა,მაგრამ გირჩევ თავი გააკონტროლოთ.იოანემ ესმას მიუბრუნდა და უთხრა.
[27.12.2017 02:46] gia bibihadze: -უნდა ვაღიარო,რომ ბაიას სიტყვებმა დამაფიქრა.გელოდები,პასუხს ველი შენგან.

-იოანე ჯერ 25 წლის ვარ,არავარ ბავშვისთვის მზად.

-ესმა შენი ცხოვრების სტილით,შენ არასდროს არ იქნები ბავშვის გასაჩენად მზად.

-ჯერ პატარა ვარ,ბავშვი რომ გავაჩინო ჩემი სხეული გადაგვარდება,მკერდი გამიფუჭდება.

-საკმარისია ესმა წადი.ესმა წამოდგა და იოანეს კაბნეტი დატოვა,მაგრამ კარების დაკეტვისთანავე ისევ ისეთი ესმა გახდა ამაყი და მბრძანებელი.ბაიას მაგიდასთან მივიდა და ზიზღით უთხრა.

-ვერ გიტან,იცი როგორ მეზიზღები?.

-რატომ?იმიტომ ხომ არა სიმართლე ხმამაღლა რომ ვთქვი?
ისე მეც იგივე სიტყვები შემიძლია გითხრათ თქვენზე,აუტანელი ხართ და მიკვირს ძალიან რა ნახა იოანემ თქვენში.
-ეს შენ არ გეხება და ნუ ყოფ ცხვირს იქ,სადაც შენი საქმე არ არის.

-მომისმინე ესმა.ქალი,რომელიც უარს ამბობს შვილის გაჩენაზე,ის არასდროს იქნება კარგი დედა.

-ახლა მე მომისმინე პატარა ჭკუის კოლოფო,ადექი ახლავეს და დატოვე კომპანია.

-ეს თქვენი გადაწყვეტილებაა თუ ორივემ ერთად გადაწყვიტეთ.

-ორივემ და მე მოვედი,რომ მოგახარო.

-მართლა?მაშინ შევალ ბ-ონ იოანეს მოვახსენებ,რომ მივდივარ აქედან და შემცვლელი მოძებნოს.

-არ არის საჭირო,თავად მოვახსენებ.

-არ გენდობით,თქვენ ტყუილების ოსტატი ხართ.რაღც ტყუილს მოიფიქრებთ,მე კი სიმართლეს ვეტყვი.წამოდგა,ჩანთა აიღო ხელში და იოანეს კაბინეტისაკენ წავიდა,რომ ესმა წინ გადაუდგა.

-რა ხდება,მთხოვთ არ წავიდე თუ რატომ არ მიშვებთ უფროსთან.

-მე ვეტყვი შენი აქედან წასვლის შესახებ.წადი აქედან,წადიიი.

უკივლა ხმამაღლა და ამ ხმაურზე იოანე გამოვიდა კაბინეტიდან.

-რა ხდება აქ,რა ყვირილია.ესმა რა ხდება,რა გინდა ბაიასგან ან შენ სად მიდიხარ,ვის თხოვე წასვლა.

-ბ-ნო იოანე არ ვიცი რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება,მართლა გამიკვირდა.განცხადებას ჩემი წასვლის შესახებ კადრებში დავტოვდებ,ძალიან ბევრი საქმე არის და ამიტომ კარგია თუ ჩემს შემცვლელს მალე აიყვანთ.იოანეს გაუკვირდა და უკვე წასასვლელად გამზადებული ბაია გააჩერა.

-მოიცა,მოიცა შენ რა მიდიხარ? და ასე მტოვებ შემცვლელის გარეშე ან ვინ გითხრა რომ უნდა წახვიდე ბაია.

-როგორ,თქვენ ეს ცოტა ხნის წინ უთხარით ქ-ონ ესმას.თქვენმა საცოლემ მოვიდა და კატეგორიულად მომთხოვა კომპანიიდან წასვლა,რადგან ეს თქვენი,ორივეს გადაწყვეტილებაა.

-მომისმინე ბაია.გადაწყვეტილებებს აქ მხოლოდ მე ვიღებ.რაც შეეხება ჩემს საცოლეს,მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ქალი რომელიც ჩემგან შვილის გაჩენაზე უარს ამბობს,ის ჩემი ცოლი არასოდეს არ იქნება.ადგილს დაუბრუნდი,თქვენ კი ქ-ნო ესმა.ახლავეს წახვალ,შენს ნივთებს წამოიღებ სახლიდან და ჩემი სიახლოვიდან გაქრები.ახლავეს გესმის?ესმამ შიშით შეხედა იოანეს და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.ესმას წასვლის შემდეგ კი ელდარს დაუძახა.

-ელდარ.

-აქ ვარ იოანე რა ხდება.

-ყველა ბანკის კარტა დაბლოკე ესმას სახელზე რაც არის.

-რატომ,რა მოხდა.

-დღეს მოხდა ის,რაც უნდა მომხდარიყო დიდი ხნის წინ,მაგრამ არა უშავს,მოსახდენი დღეს მოხდა.

-გილოცავ,სწორი გადაწყვეტილება მიიღე.გაუხარდა ელდარს და არც დაფიქრებულა იმ წუთში დაბლოკა ესმას სახელზე ყველა ბანკის კარტა.
[27.12.2017 02:50] gia bibihadze: ურთიერთობები იწყება და სრულდება. ჩვენს ცხოვრებაში ახალ-ახალი ადამიანები შემოდიან. თუმცა,განშორება საკმაოდ რთული და მტკივნეულია ადამიანის ცხოვრებაში. ზოგი იმდენად განიცდის, რომ დეპრესიაშიც კი ვარდება და ცხოვრების აზრს კარგავს.მიდიოდა გზაზე და ცრემლის ბურთები ყელში ჰქონდა,მაგრამ არ უნდოდა ეტირა,გულს კი შვება უნდოდა და ეუბნებოდა ,, იტირე,ესმა იტირე და ტირილს გაატანე ტკივილი.ფეხით არჩია წასვლა,რადგან არ უნდოდა ტრანსპორტში ასულიყო და იქ ეტირა. პირველი,რაც გაიფიქრა ილოსთან წავიდა,ახლა მხოლოდ ილო თუ უშველიდა და მისი მოფერება თუ დაამშვიდებდა.ბედნიერებას ყველაზე მეტად ილოს გვერდით გრძნობდა,ასევე მტკიცედ გადაწყვიტა შეეცვალა ჩაცმის სტილი და შეეცვალა თავად იმიჯი.

-ილო სად ხარ,შენთან მოვდივარ.

-რა ხდება,რა ხმა გაქვს.

-ტელეფონში ვერ გეტყვი,შენთან მინდა ახლა ვიყო.

-სახლში ვარ,მოდი გელოდები.გაუკვირდა ილოს ესმას მოულოდნელი ზარი და უფრო ის,რომ ესმას ხმა ისე მოეჩვენა თითქოს ტირილამდე იყო მისული და თავს იკავებდა.კარებთან იდგა და ზარი გაისმა თუ არა კარზე იქვე იყო გააღო კარი და ესმას შეხედა თუ არა,გაკვირვებულმა შეეკითხა.

-ესმა რა მოხდა,რა სახე გაქვს.ესმა ნელა-ნელა შევიდა სახლში,ხმას არ იღებდა,უცქერდა სივრცეში ერთ წერტილს და თანდათან სახეზე ცრემლებმა იწყეს დენა.ილოს შეეშინდა ხელით შეეხო მხარზე,ფრთხილად მიიყვანა სავარძელში ჩასვა და ისევ შეეკითხა.

-ესმა რა გჭირს,კარგად ხარ?ჩემი გესმის გოგო?უთხრა ბოლოს გაბრაზებულმა.ესმამ ილოს შეხედა და უთხრა.

-მე,მე,მე დღეს ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი ილო.

-რა მოხდა,რა შეცდომა დაუშვი რომ არ გამოსწორდება.

-მე დღეს იოანეს დავშორდი.ილო ფეხზე წამოდგა როგორც დენდარტყმული და მკაცრად უთხრა ესმას.

-რა ქენი?შენ კარგად ხარ გოგო?რაც გინდა და როგორც გინდა ის გააკეთე,მაგრამ იოანეს უნდა შეურიგდე.გესმის?იოანეს უნდა შეურიგდე ესმა.

-დღეს მითხრა,რომ დროა უკვე ბავშვზე ვიფიქროთო,მე კი ჯერ არ ვარ მზად ბავშვისთვის.

-ესმა ეს ხომ,ეს ხომ გეგმის საუკეთესო ნაწილია.ესმა უნდა დათანხმდე,გესმის?უნდა დათანხმდე ბავშვის გაჩენაზე.

-ილო არ მიყვარს იოანე და ბავშვი როგორ გავაჩინო.

-ესმა,ესმა რა სულელი გოგო ხარ.რად გინდა სიყვარული,ფული ხომ გაქვს,კარგი ცხოვრება ხომ გაქვს,მეტი რა გინდა ყველაფრით უზრუნველყოფილი ხარ,კომფორტული ცხოვრება გაქვს და ეს უნდა უარყო?

-არ მიყვარს იოანე შენ მიყვარხარ,შენთან ვგრძნობ თავს სრულყოფილ ქალად,შენს მკლავებში,შენს მკერდზე მშვიდად მძინავს.

-დროებით ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და უნდა ეცადო იოანეს დაუბრუნდე.როცა ყველაფერი მოგვარდება,გპირდები,ჩვენი დროც დადგება.

-ილო მე არ მესმის შენი,როცა საწოლში ვართ მეუბნები უშენოდ არ მინდა ცხოვრებაო,ახლა კი თავად მგზავნი კაცთან რომ არ დავიხიო საწოლზედაც კი და რაც შეიძლება მალე დავვორსულდე.

-ასეა საჭირო და დაორსულებით ეს ჩემგანაც მოხდება.მაგრამ გაფრთხილებ,მე არც შენ მჭირდები და არც იოანე,მე მისი კომპანია მინდა და ამ კომპანიის ხელში ჩასაგდებად ყველაფერზე ვარ წამსვლელი.

-კომპანია?ეს როგორ,მე როგორც ვიცი კომპანია იოანემ დაარსა და  ნოლიდან დაიწყო ყველაფერი.

-არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაარსა და როდის,იმ კომპანიის ხელში ჩაგდებისთვის შენ უნდა დამეხმარო.

-მეეე?მე როგორ,როგორ უნდა დაგეხმარო.

-იოანეს შეურიგდები,სხვას მე მოვაგვარებ.ასეთი მახე ხომ არა ერთხელ დაგიგია მდიდარი ბიჭებისთვის,ახლაც შეძლებ და ამას ჩემს გამო გააკეთებ,თუ მართლა გიყვარვარ და გინდა ჩემთან ერთად იცხოვრო სიკვდილამდე.ესმა გააბრაზა ილოს სიტყვებმა და უხეშად უთხრა.
[27.12.2017 02:54] gia bibihadze: -მომისმინე ილო.სანამ შეეცდები ცხოვრება მასწავლო,თუ როგორ უნდა ვიცხოვრო,მანამ მაჩვენე შენი ცხოვრების იდეალურობის სერთიპიკატი.

-შენ რა გგონია,იოანე ასეთი დებილი და მიამიტი გგონია,რომ ვერ ხვდება მასთან ფულის გამო რომ ხარ?ამიტომ შემოგთავაზა ბავშვის ყოლა და შენ კი ვერ მიუხვდი მას.მას ბაია მოსწონს და ამიტომ ოსტატურად მოგიშორა თავიდან.

-შენ საიდან იცნობ იმ ბაიას.

-მე ყველაფერი ვიცი ესმა.იქ ჩემი ხალხი მყავს.ის ბაია მართლა კარგი ნაშააა მაგრამ.................

-არ გაბედო,არ შეეხო.მართალია არ მომწონს ეს გოგო,მაგრამ შენ არა გაქვს უფლება შეეხო სხვის სიცოცხლეს.

-ეხ ესმა,ესმა.ბრილიანტი ტალახში რომ ჩავარდეს მაინც ბრილიანტი დარჩეება.ოდესღაც ცაში ასული მტვერი კი მაინც მტვერია.შენ თავად არ აფასებ შენს თავს,არადა ბევრჯერ დაგცადე გულის სიღრმეში არ ხარ ცუდი ადამიანი.იყავი აქ რამოდენიმე დღე,შემდეგი გეგმის შედგენამდე,ახლა კი წავედი და გვიან მოვალ.ტელეფონი გათიშე,რომ თუ დაგირეკავს იფიქროს სად უნდა წასულიყავი.საღამოს სახლში მისულ იოანეს ესმა არ დახვდა,ტანისამოსი ხელუხლებლად ისევ ისე იყო კარადაში.დაღლილი იყო წყალი გადაივლო და ელდარის დაურეკა,ცოტა ხანში კი ნაცნობ ბარში იყვნენ და საერთოდ არ ახსოვდა ესმა.ასე გავიდა რამოდენიმე კვირა იოანე უფრო ახლოს იდგა ბაიასთან და ცდილობდნენ ურთიერთობის აწყობას,მაგრამ ერთ დილით ყველაფერი თავდაყია დააყენა ესმას მოულოდნელმა გამოჩენამ.ჩვეული სიამაყით შეაბიჯა იოანეს კაბინეტში,იოანემ გაკვირვებულმა,წარბაწევით ახედა ესმას შეათვალიერა და ისევ გააგრძელა მისი საქმე,თან ძალიან მშვიდად შეეკითხა.

-მე მგონია გასაგებად გითხარი,რომ ჩვენს შორის ყველაფერი დასრულებული არისთქო.

-შენთვის შეიძლება დასრულდა და ჩემთვის,მაგრამ არა იმ პატარა და ჯერ არ დაბადებული ბავშვისთვის რომელიც ასე ძალიან გინდოდა.იოანემ უცებ აწია თავი და ესმას შეხედა.

-რას ამბობ,ეს სიმართლეა?

-დიახ,კარგად გაიგონე.მე მაქვს შანსი ვიბრძოლო და გადავარჩინო ჩვენი ურთიერთობა,ჩვენი სიყვარული,ხო სიყვარული,მე შენ მიყვარხარ იოანე და ეს ბავშვი კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ერთმანეთთან.

-მყარი და მტკიცე ოჯახი არასდოს არ იქნება იქ,სადაც სიყვარული არ არის.სადაც მხოლოდ ფულისთვის ჭირდები ქალს,ქალს რომლის თვალებში არანაირი სიყვარულის სხივი არ კრთის.რაც შეეხება შენს ორსულობას,მე როგორც ვიცი თავს ვიცავდით და თუ ეს მართალია და შენ ფეხმძიმედ ხარ,ძალიან გამიხარდება რომ ეს ბავშვი ჩემი იყოს.როდის მიდიხარ ექიმთან.მკაცრი იყო იოანეს ხმა,მაგრამ ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული.ამან კიდევ უფრო დააბნია ესმა რადგან არ ელოდა ასეთ სიმშვიდეს.

-ჯერ ადრეა.უთხრა ხმის კანკალით.

-ხოდა როცა წავალთ,ყველაფერს დავადგენთ.ახლა კი სახლში წადი და იქ დამელოდე.

-იოანე მაშინებ,არ შემეკითხები სად ვიყავი?

-არა,თუ რამე გაქვს სათქმელი თავად მეტყვი.ჩემი გაუგებარი რომ არაფერი არ რჩება,ესეც გაითვალისწინე.წადი,დღეს დამაგვიანდება.

--ბ-ნო იოანე ეს საბუთები ძალიან საჩქაროა,ხელი უნდა მოაწეროთ და უნდა გადავაგზავნო.იოანეს წინ იდგა თვალცრემლიანი ბაია და ერთმანეთს თვალებში უცქერდნენ.ესმამ ჯერ ბაიას შეხედა წარბაწეულმა და შემდეგ იოანეს.ერთი ჩაიცინა და კაბინეტიდან ირონიული და გამარჯვებულის ღიმილით გავიდა,რაც იოანეს მახვილ თვალს არ დარჩენია შეუმჩნეველი.გავიდა თუ არა ესმა ხმის კანკალით მიულოცა ბაიამ იოანეს.

-გილოცავ,მალე მამა გახდები.

-თუ ოდესმე ეს ბედნიერება მეწვევა რომ მე მამა გავხდები,ძალიან დიდი სიხარული იქნება ჩემთვის ის ბავშვი შენს სხეულში იყოს და ველოდებოდე მთელი 9 თვე დიდი მოლოდინით.რაც შეეხება იმას თუ რაც მოისმინე აქ,ძალიან გთხოვ,მოვლენებს ნუ გაუსწრებ წინ,არც ისე სულელი და მიამიტი ვარ ასე ადვილად დავიჯერო ესმას ორსულობა.რამოდენიმე კვირის შემდეგ გამოჩნდა და მეუბნება ორსულობის შესახებ,როცა თითქმის ერთი თვეა ჩვენ ახლო ურთიერთობა არ გვქონია,მაგრამ ახლა და ამ წუთში სიმშვიდეა საჭირო,საქმეს ასე ჭირდება ბაია.სულ მალე გაიგებ,რომ ან არ არის ორსულად ან ეს ბავშვი ჩემი არ არის.,მე კარგად ვიცნობ ესმას და ვიცი მისი მახინაციები.
[27.12.2017 03:02] gia bibihadze: -თუ ასეთი დარწმუნებული ხარ,შენს სახლში რატომ გაუშვი.

-იმიტომ,რომ თვალთან ახლოს მყავდეს.

-არ ვიცი ესმა ტყუილს ამბობს თუ მართალს,მაგრამ თუ სიმართლეა,არ დაუშვა არასდროს და შენს გულშიდაც არ გაივლო ფიქრად,რომ ბავშვი უმამოდ გაზრდის დედა.გინდა ეს თუ არა,მამაც და დედაც პატარას გვერდით უნდა ყავდეს.ის სრულფასოვან ოჯახში უნდა გაიზარდოს,მშობლებთან ერთად.გთხოვ ეს დაიმახსოვრე,ახლა კი აქ მომიწერე ხელი.

-ეს რაა,ცარიელი ფურცელი?

-მოაწერე ხელი იოანე და საღამოს გაიგებ ეს რაც არის.იოანემ ვერ გაიგო რა ჰქონდა ბაიას ჩაფიქრებული,ერთი ღრმად ამოიოხრა და ხელი მოაწერა.სევდა ჩამდგარი თვალებით შეხედა ბაიამ და თითქოს ის თვალები საბოლოოდ ხედავდა და თან ემშვიდობებოდა.სახლში გვიან დაბრუნდა,ესმას საძინებელში შევიდა და ესმას არ ეძინა.

-მოხვედი?გელოდებოდი.

-გითხარი არ დამელოდოთქო.დაისვენე ხვალ საქმე გვაქვს,დილით ერთად გავალთ სახლიდან.

-სად მივდივართ?

-გითხარი საქმეზემეთქი.ესმამ მხრები აიჩეჩა, ვერ გავიგე ვერაფერიო და საწოლში შეწვა.იოანენ კარადიდან პლედი და ბალიში გამოიღო და საძინებლიდან გავიდა, კარებში გასულს ესმას ხმა დაეწია.

-სად მიდიხარ,აქ არ წვები?

-არა,ჩვენი სიახლოვე დასრულდა.დაიმახსოვრე ესმა რომ აქ ამ ბავშვის გამო ხარ მანამ,სანამ არ დადგინდება ჩემია თუ არა ბავშვი.
ესმა წამოდგა საწოლიდან და ცრემლნარევი ხმით უთხრა იოანეს.
-შენ რა,მე არ მენდობი,ჩემი არ გჯერავს?

-მორჩი სპექტაკლებს,ვიცი რისი გამკეთებელიც ხარ ფულის გამო და ამ კომფორტის გამო.არც ისაა გამორიცხული იმ შენს ნაბ...ვარ მეგობართან ერთად რამე არ გქონდეს დაგეგმილი.ილოს ხსენებაზე უეცრად ესმა დაბარბაცდა და იოანემ ძირს დაყარა ყველაფერი და ხელი შეაშველა.

-რა მოგივიდა,ცუდად ხარ?საწოლზე ჩამოაჯინა და წყალი მოუტანა.

-კარგად ვარ,გამიარა უკვე.

-ხვალვე წავალთ ექიმთან.

-ისე მეუბნები თითქოს გადარდებდეს ჩემი მდგომარეობა.

-ეს როგორი სიტყვებია,შეიძლება შენთვის არასდროს მითქვამს სიტყვა მიყვარხარ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ არ მაღელვებს შენი ჯამრთელობა.

-ვიყავი ექიმთან გუშინ.თქვა ესმამ ჩუმად.

-მერე,ყველაფერი რიგზეა?ესმა ჩუმად იყო და არაფერს ამბობდა,იოანე კი გააოცა მისმა სიჩუმემ და შეკითხვა გაუმეორა.

-ესმა ყველაფერი კარგად არის?

-არა,არაფერი არ არის კარგად იოანე.

-რატომ,რა ხდება რამე სერიოზულია?

-ძალიან სერიოზული,თავში სიმსიმნე მაქვს.

-რააააა?არა,ეს შეუძლებელია.

-შეუძლებელია,მაგრამ ასეა.

-მერე?ახლა ეს ორსულობა შესაძლებელია?ეს ხომ მკურნალობას ხელს შეუშლის.

-ერთი წელი დამრჩა დრო.გთხოვ,იოანე ეს ერთი წელი იყავი ჩემს გვერდით და ნუ მკრავ ხელს.

-ესმა დარწმუნებული ხარ?ეჭვნარევი ხმით კითხა იოანემ.

-არ დაინტერესდი და არ შემეკითხე თუ სად ვიყავი მთელი ეს დრო,მაგრამ აი,აქ არის ყველა ანალიზი და გამოკვლევის პასუხები.შეგიძლია თავად გადახედო და წაიკითხო.იოანემ საქაღალდეს ხელი დაავლო,გადაშალა და წაიკითხა,ცოტა ხნის შემდეგ კი ესმას უთხრა.
-ასეთ სიტუაციაში შენი ორსულობა გამორიცხულია,ეს შეუძლებელია ესმა.ხელი მოკიდა,საძინებელში შეიყვანა და საწოლში ჩააწვინა.
ძალიან ეწყინა და ეტკინა, გულზეც მოხვდა ესმას სიტყვები,მაგრამ რაღაც არ სჯეროდა და გადაწყვიტა ყველაფერი გადაემოწმებინა,რასაც გათენდებოდა თუ არა აუცილებლად გააკეთებდა,მაგრამ ესმასთვის არაფერი არ უთქვამს.პირიქით დაუყვავა და იმ ღამით მის გვერდით დაწვა.
-მეშინია,ძალიან მეშინია. უთხრა ესმამ ტირილით,მართლა ეშინოდა,მაგრამ ეშინოდა იოანესი რომ სიმართლეს გაიგებდა და არასოდეს არ აპატიებდა ტყუილს.
-დაისვენე,ყველაფერი კარგად იქნება.ესმას აშინებდა იოანეს სიმშვიდე,მაგრამ ვერაფერს ამბობდა.დილით ადრე ადგა როგორც ყოველთვის და ერთი საათი ივარჯიშა,სულ სველი იყო და წყლის გადასავლებლად მიდიოდა,რომ მოულოდნელად ყური მოკრა ესმას ხმას და დააყურადა,რადგან კარგად გაერჩია რას ამბობდა.
-ვაჩვენე და წაიკითხა,დაიჯერა კიდეც.შეშინებულია,მაგრამ მე უფრო და უფრო მაშინებს,მისი სიმშვიდე,რატომ არ გესმის, მაშინებს.გთხოვ შემიცოდე და დავბრუნდები სახლში.მიხვდა იოანე რომ ესმა ვიღაცის დავალებით იყო მასთან და ეს რადაც არ უნდა დაჯდომოდა უნდა გაეგო.უხმოდ გაბრუნდა უკან,რამდენიმე ადგილზე გადარეკა,შეხვედრაზე შეთანხმდნენ,თავი მოიწესრიგა და შემდეგ შევიდა ესმასთან.
-ჯერ კიდევ არ ამდგარხარ?ადე მოემზადე,გავდივართ.
-არსად წასვლის ხალისი არ მაქვს.უხრა ესმამ.
-სცდები,მე შენთვის სიურპრიზი მაქვს.ესმამ თავი წამოწია და ღიმილით უთხრა.
-რა სიურპრიზი?
-ამას ადგილზე რომ მივალთ იქ ნახავ,ადექი.ესმა ღიმილით ადგა და მოემზადა,შემდეგ კი ერთად გამოვიდნენ სახლიდან.
-სად მივდივართ იოანე.იოანემ მანქანის კარი გაუღო და ფრთხილად დააჯინა ვითომ ფეხმძიმე ესმა.შემდეგ კი თავადაც დაჯდა,მანქანა დაძრა და გაკვირვებულ ესმას უთხრა.
-გაინტერესებს სად მივდივართ?გეტყვი,ესმა მე იქ მინდა მიგიყვანო,სადაც შენი ორსულობას დავამტკიცებ და კიდევ შენს ავადმყოფობას.ესმა გაფითრდდა და არ იცოდა რა ეღონა.რამდენიმე წუთით მდუმარედ იჯდა,შემდეგ ტელეფონი ამოიღო და შეტყობინების წერა დაიწყო,რომ იოანემ ხელიდან აართვა ტელეფონი და ჯიბეში ჩაიდო.
-ექიმს უნდა მივწერო,არ გამიფრთხილებია.
-მე გავაფრთხილე და უკვე გველოდება.უხმოდ მივიდნენ საავადმყოფოში,და ექიმი სემი იკითხა,რომელიც გაოცებული შეხვდა იოანეს.
-რა მოხდა იოანე ონკოლოგი რაში გჭირდება,ხომ კარგად ხარ.შეეკითხა გაოცებულმა.
-სემ სისხლის ანალიზი მჭირდება და პასუხი ახლავეს,პირდაპი აქ რომ მოვიდეს,ხომ იცი არ გთხოვდი ასე ძალიან ეს ძალიან მნიშვნელოვანი რომ არ იყოს.
-პასუხი?ახლავე ძნელია,მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ რომ შენთვის ერთ საათში იყოს ცნობილი პასუხი.ესმას ფერი არ ედო სახეზე,მიხვდა რომ იოანემ ტყუილში გამოიჭირა და თავჩაღუნული იჯდა განმარტოვებით.ექთანმა სისხლი აუღო,იოანე და სემი განვლილ წლებზე საუბრობდნენ ,ისე გავიდა ძველ მოგონებებში წასულებისთვის დრო ვერც კი გაიგეს.
-ექიმო სემ ეს საჩქარო პასუხებია.ექიმმა დახედა ანალიზებს და იოანეს უთხრა გაღიმებულმა.
[27.12.2017 03:13] gia bibihadze: -რამ შეგაშინა ყველაფერი რიგზეა მეგობარო.

-შეგიძლია ამიხსნა რომელ ექიმს შეეძლო დაეწერა ეს შედეგები?იოანემ ესმას ანალიზების და გამოკვლევების მთელი შეკვრა დაუდო წინ  მეგობარს.ექიმმა გადახედა ყველაფერს და იოანეს გაოცებულმა უთხრა.

-ეს ვინც დაწერა,ის აუცილებლად მოიხსნება თავისი თანამდებობიდან.გპირდები რომ ამაზე თავად მე ვიზრუნებ იოანე.ხელი ჩამოართვა მეგობარს,მადლობა მოუხადა და დაემშვიდობა.გარეთ გამოსულებმა კი ხელი მოკიდა და ისევ მანქანაში ჩააჯინა.

-ხომ გაიგე სიმართლე,ახლა სად მიგყავარ.ამოიკნავლა ესმამ.

-ჯერ არ დამისრულებია გამოკვლევები.კლინიკაში მივიდა უამრავი მუცელ გამობერილი ქალებს გვერდი აუარა და ნაცნობი ექიმის კაბინეტში შევიდა.

-იოანეეე,მოხვედი?ღმერთო რამდენი ხანია არ მინახიხარ.ფეხზე წამოდგა ლამაზი ქალბატონი და იოანეს მოეხვია.

-კარგად ვარ,თავად კითხვა არ გინდა ვარსკვლავს ეთამაშები.სულ დაიკარგე და აღარ მეხმიანები.

-დავიკარგე თუ დავიკარგეთ იოანე.თქვა და გაეცინა.

-ერთიც და მეორეც.სიცილში აყვა იოანეც.

-აბა გავსინჯოთ ჩვენი პაციენტი?ესმა პანიკურ შიშში ჩავარდა და აკანკალებული ხმით უთხრა ექიმს.

-არ ვიცი როგორ მოხდა,თავს ვიცავდი,მაგრამ ციკლი კი გადამიცდა თვეზე მეტია.

-ნუ ნერვიულობ,დაწყნარი, ყველაფერს ვნახავთ და გავარკვევთ.

-ეს ანალიზები ნახე ლიზი აქ ექიმი ადასტურებს მის ორსულობას,მე კი მინდა გადავამოწმო,ხომ ყველაფერი კარგად აქვს ბავშვსაც და დედასაც.

-შენ დამიწყნარდი,ყველაფერი გაირკვევა ნუ ხარ დაძაბული რა გჭირს.ექიმმა დაკვირვებით გასინჯა ესმა და წარბი აწია მაღლა,შემდეგ ეხოზე გადაინაცვლა და ძალიან დიდი ხანი აკვირდებოდა კომპიუტერის ეკრანს.

-რა ხდება,ლიზი ყველაფერიო რიგზეა?დაიძაბა იოანე.

-კი ყველაფერი რიგზეა,ქალის საშვილოსნო მზად არის შვილის გაჩენისთვის,მაგრამ ანჯერად ორსულობას ვერ ვხედავ.იოანეს გულში გაუხარდა,მაგრამ ესმას მრისხანე,გაბრაზებული თვალებით შეხედა.ექიმს დაემშვიდობა და საავადმყოფოდან გამოსულმა ესმას მშვიდად უთხრა,რაც ესმა ძალიან გააოცა.

-ასეთ დებილად ჩამთვალე,რომ ვერ გამეგო შენი და ჩემი ერთად ყოფნიდან რა დროა გასული?ერთი თვე საერთოდ არ მოგკარებივარ,ექიმს კი ეუბნები ციკლი ერთი თვეა რაც გადამიცდაო როცა იმ ერთი თვის შემდეგ,რამოდენიმე კვირა გაუჩინარდი,დებილი ხარ თუ თავს იდებილებ ესმა.თვალით არ დამენახო,ჩემს ცხოვრებაში არ მინდა საერთოდ რომ არსებობდე.კომპანიაში მივიდა და იქ ახალი სიურპრიზი დახვდა,მის მაგიდაზე მისივე ხელმოწერით ბაიას სამსახურიდან განთავისუფლების განცხადება იყო.ერთი საშინლად დაიღრიალა და კომპანიიდან გავარდა.რამოდენიმე საათში კი ელდარი საავადმყოფოში იყო და ექიმის გამოსვლას ელოდებოდა,ბაია კი მაღლა ღრუბლებში იყო და მონატრებულ საქართველოსკენ მიფრინავდა.
[27.12.2017 03:17] gia bibihadze: დაძაბული ატმოსფერო,ექიმის ლოდინი და მეგობარზე დარდი.იდგა საავადმყოფოში საოპერაციოს კარებთან ელდარი და როგორც იქნა  ექიმიც გამოვიდა.

-ექიმო როგორ არის,გადარჩება,ხომ გადარჩება.

-გადარჩება,მაგრამ უნდა გითხრათ,რომ ახლა მისთვის ყველაზე კარგი და უებარი წამალი სიმშვიდე და ძილია.

-როდის შემეძლება მისი ნახვა.

-ამ წუთში ვერაფერს ვერ გეტყვი,მას თავი აქვს დარტყმული და ძლიერი ტვინის შერყევა აქვს.ასეთ მდგომარეობაში შეასაძლებელია რამოდენიმე დღე მშვიდად იწვეს.

-იქნებ საჭიროა,სადმე სხვსგან წაყვანა.

-სანამ არ მოვა გონს,მისი არსად წაყვანა არ შეიძლება,ეს ცუდად იმოქმედებს მის ჯამრთელობაზე.დაელოდეთ,სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით.

-გმადლობთ ექიმო.იმდენად ძლიერი იყო ავარიის მიერ შეტაკების შედეგები,რამოდენიმე დღე იოანე უგრძნობლად იწვა.ესმაზე გაბრაზებული,კომპანიაში ბაიას მიერ დატოვებულმა განცხადებამ ბოლო მოუღო,ჯერ კაბინეტში დალეწა ყველაფერი,შემდეგ მარტო დაცალა ერთი ბოთლი ვისკი.შემდეგ მარტო იხეტიალა უმისამართოდ და სიმთვრალით გამოწვეულმა შეცდომამაც არ დააყოვნა,ეგონა წინ მიმავალ მანქანას გადაუსწრებდა,მაგრამ პირიქით,საპირისპიროდ მომავალ მანქანას შეასკდა.საბედნიეროდ არ დაშავებულან სხვები,თავად კი თავი დაარტყა ძლიერ.ესმამ ტელევიზიით გაიგო იოანეს მდგომარეობა და ტირილით მივიდა საავადმყოფოში,სადაც გაბრაზებულმა ელდარიმ არ გააჩერა და გამოაძევა იქედან.არასოდეს დაუმალავს იოანესთან ესმას მიმართ ანტისიმპათია და რომ შეხედა ეგონა ტვინში სისხლმა აასხა.

-რისთვის მოხვედი,იმის დასარწმუნებლად ხომ არა ცოცხალია ისევ თუ შენმა ტყუილმა ბოლო მოუღო.ხელი მოკიდა და სარკმელთან მიიყვანა,შეახედა იოანე რამდენიმე აპარატს რომ იყო მიერთებული.-შეხედე,დატკბი უგრძნობლად წევს.რა გინდა,რისთვის იბრძვი,რას ითხოვ იოანესგან.ამოდენა ტყუილი რამ გათქმევინა,არცერთი კაცი არ გაჩერდება უსიყვარულოდ ქალთან.ნუთუ ვერ მიხვდი იმას,რომ იოანეს მხოლოდ იმისთვის უნდოდი მისი სურვილი დაეკმაყოფილებინა და ამით გინდა დააბა?ვერა,ვერ დააბავ იოანე სულ სხვა ტიპია,ის ძალიან მკაცრია და პირდაპირი.ყველაფერზე იყო წამსვლელი,რომ მართლა გყოლოდა მისგან ბავშვი,შენ ის დღეს სამუდამოდ დაკარგე,ამიტომ აქ აღარ არის შენი ადგილი.წადი,წადი ესმა და სამუდამოდ გაქრი იოანეს ცხოვრებიდან.ტირილით დატოვა საავადმყოფო ესმამ დღეები გადიოდა და ელდარი თუ იყო კომპანიაში,თუ იყო საავადმყოფოში.15 დღის განმავლობაში დღე და ღამე იოანეზე ფიქრობდა და ერთ დილით მისულს ექიმი გაღიმებული შეხვდა.

-გილოცავთ,თქვენი მეგობარი გონს მოვიდა.ელდარიმ სიხარულით სავსემ ხმაურით შეხსნა პალატის კარი და იოანეს წინ დადგა თვალცრემლიანი და თან საყვედურებით დაიწყო მისი მოკითხვა.

-როგორ გაბედე,როგორ შეძელი ეს რომ მე აქ მარტო მტოვებდი.ღმერთმა ერთი სიცოცხლე გაჩუქა 31 წლის წინ და ახლა მეორე დაბადების მოწმობა უნდა შევავსებინო ექიმს,დღეს შენი მეორედ დაბადების დღეა იოანე.ხვდები მაინც როგორ შემაშინე?იოანეს გაეღიმა ელდარის ბუზღუნზე,ხელი აუწია და ხელით ანიშნა ახლოს დამიჯექიო.

-ესმაზე საერთოდ არ მინერვიულებია,ბაიას განცხადება რომ ვნახე ჩემს მაგიდაზე,იმ ქაღალდმა მომიღო ბოლო და იქ გადამეკეტა,რა გავაკეთე აღარც კი მახსოვს.

-შენი ბრალია,ხელი რატომ მოაწერე.

-მაჯობა ჭკუით,გავბრიყვდი.ცარიელ ქაღალდზე მომაწერია ხელი ასე როგორ გავითიშე და არ ვკითხე,ის ქაღალდი რაში ჭირდებოდა.

-ასე მართლა რამ დაგაბრმავა,ახლა სად იქნება,სად უნდა ვეძებოთ.

-არ ვიცი,აზრზე არ ვარ.

-იოანე ესმა იყო მოსული და გავაგდე აქედან.

-კარგი გიქნია,მაგის ატანა აღარ მაქვს.ხო,მართლა ელდარ იმ დღეს საავადმყოფოში წასვლამდე,ჩუმად ყური მოვკარი ვიღაცას ტელეფონზე ეუბნებოდა, ,,მაშინებს მისი მშვიდი საუბარი''-ო
[27.12.2017 03:23] gia bibihadze: -რა?გინდა მითხრა,ესმა ვინმემ მოაგზავნა შენთან?

-დარწმუნებული ვარ,მოაგზავნა და ის ტყუილიც მან ათქმევინა.არ ვიცი,მაგრამ მე ვფიქრობ აქ მისი მეგობრის ხელი ურევია,ის არის სანახავი და მაგარი მისახედი.

-გავიგებთ,ჩემს მეგობარს დავურეკავ და ვიცი ეს არ შეიძლება,მაგრამ საჭიროა ესმას ტელეფონი შევამოწმოთ.მის ყველა საუბარს და მესიჯებს ამოვიღებთ და გამოვიჭერთ ვინცაა ის ნაბ...ი.

-მიდი დატრიალდი,უნდა გავიგოთ ვინ არის და რა უნდა ჩვენგან.შესაძლებელია მტერი ახლოს გვყავდეს და არ ვიცოდეთ.ელდარს ახალი საფიქრალი მოემატა,მაგრამ მეგობრის დახმარებით ყველაფერი მოაგვარა.დადგა დღე,რომ იოანე საავადმყოფოდან გამოწერეს.სიხარულით მიაქროლებდა მანქანას,მაგრამ სიხარული მალე მწუხარებამ შეცვალა.მოულოდნელად მანქანას წინ პატარა ბიჭმა გადაურბინა და ელდარიმ მოასწრო მანქანის გაჩერება.ორივე შეშინებული იჯდა და მანქანის წინ აკანკალებულ 8 წლამდე ბიჭს შესცქეროდა ორივე.

-მგონი ბრმაა.ჩურჩულით თქვა იოანემ და მანქანიდან გადავიდა.ხელი მოკიდა შეშინებულ ბავშვს დააწყნარა,მოეფერა და შემდეგ შეეკითხა.

-ვერ ხედავ?ბავშვმა უარის ნიშნად თავი გააქნია და სადღაც უსასრულობაში გაიხედა.

-არა უშავს,მისამართი იცი სახლში რომ მიგიყვანო?ბავშვმა მისამართი უთხრა,მანქანის კარი გამოუღო და ჩააჯინა.ორივე დუმდნენ და ვერაფერს ამბობდნენ შიგა და შიგ კი ბავშვს გადახედავდნენ.

-რა გქვია სახელი. შეეკითხა იოანემ.

-შოთიკო მქვია.

-ქართველი ხარ ტო?გაუხარდა იოანეს.

-კი ქართველი ვარ.ღიმილით უთხრა შოთიკომ.მალე მივიდნენ შოთიკოს ნათქვამ მისამართზე,ბინის წინ ახალგაზრდა ქალი იდგა და ტიროდა,შაკო დაინახა თუ არა გაიქცა ბავშვთან და გულში ჩაიკრა.

-სად იყავი,სად წადი იცი რამდენი ვინერვიულე?

-მაპატიე დედა მინდოდა გამევლო და გზა ამერია.შემდეგ უცხო ძიებმა მომიყვანეს.იცი?ისინიც ქართველები არიან.ქალმა ნამტირალები თვალებით შეხედა ელდარის და იოანეს და მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის.

-მადლობა,რომ დაეხმარეთ ჩემს შვილს.სახლში შემობრძანდით,გთხოვთ.სახლში შეიყვანა სტუმრები.იოანემ სახლს თვალი მოავლო,ერთი ოთახი იყო სულ და ისიც სარდაფში, სინესტეში და თან ძალიან ვიწროდ.

-მარტო ცხოვრობ?

-არა,მეუღლეც აქ არის.გასულია,სამსახურიდან გაანთავისუფლეს და დღეს გასაუბრებაზე იყო დაბარებული,იქნებ აიყვანონ თორემ ბინის ქირას ვეღარ გადავიხდით.

-შოთიკო დაბადებიდან ასე არის?ძალიან დააინტერესა იოანეს ბავშვის ამბავმა.

-არა,ორი წლის წინ ავარიაში მოვყევით და შოთკომ თავი დაარტყა,ამის შემდეგ ნელა-ნელა თვალში სინათლე ჩაუქრა და 6 თვეა რაც საერთოდ ვეღარ ხედავს.სახლის კარი გაიღო და სახლში ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა.იოანემ თვალებგაფართოებული მიჩერებოდა ადრიანად გათეთრებულ მამაკაცს,პირზე ხელი მიიფარა და სიხარულით გამოწვეული ხმა მისივე ხელის გულში ჩაახშო.

-ვერ ვიჯერებ,არ მჯერავს.ნელა ნელა ფეხზე წამოდგა და მასავეთ მოულოდნელობისაგან გაოცებული მამაკაცის წინ დადგა.

-იოანეეე?ღმერთო,რამდენი წელი გავიდა.ნუთუ ეს სიმართლეა და სიზმარი არ არის?მარიამ ეს ის იოანეა ხშირად რომ გიყვებოდი რაღაცეებს მასზე.

-რატომ,რატომ ერთხელ მაინც არ შეეცადე ჩემს მოძებნას ანდრია.ვერ ვიჯერებ,რომ ჩემს წინ დგეხარ თვით ანდრია მინდელი.დიდი ხნის უნახავი მეგობრები ერთმანეთს გადაეხვია და ანდრამ მოუყვა იოანეს მათი გაჭირვებული ცხოვრება ლონდონში.

-რას საქმიანობდი ძველ სამსახურში.

-იურისტი ვარ,მაგრამ ახლა ყველა სამსახურზე თანახმა ვარ,მტვირთავაც კი ვიმუშავებ,არც დავფიქრდები.იოანე ფეხზე წამოდგა და ღიმილით უთხრა მარიამს.

-ადექი,ჩაალაგე თქვენი ნივთები და გავდივართ,არც მე მაწყენს საღამოს გემრიელი ვახშამი რომ დამხვდეს სახლში,შენ კი შეეშვი გოდებას,გაქვს უკვე სამსახური მაგრამ ერთი პრობლემაა.

-რა პრობლემაა,შეხედა ანდრეამ.

-სამი თვე უნდა იმუშავო გამოსაცდელი დროით.

-ღადაობ,სამი თვე რა ამბავია შე ჩე...ა

-ჰე,ჰე ჰეეე,წამოდით, წამოდით არანაირი გამოსაცდელი დრო არ გჭირდება.იოანემ მეგობარი თავის ოჯახით სახლში წაიყვანა და თან დაამშვიდა ცოლ-ქმარი რომ შოთიკოსაც კარგი მკურნალობით ყველაფერი კარგად ექნებოდა.
[27.12.2017 04:43] gia bibihadze:     დილიდან გადაუღებლად წვიმდა,სახლიდან გამოვიდა და დაუფიქრებლად დაადგა სოფლისკენ გზას.სულ დასველდა,მაგრამ მაინც მიდიოდა.როგორც ახსოვდა,სახლამდე ჯერ კიდევ დიდი გზა იყო გასავლელი,არადა  უკვე ბინდდებოდა,წვიმაში კი ღამე უკუნი იყო.ტრანსპორტისთვის ლოდინს აზრი არ ჰქონდა,ამიტომ ერთ ადგილზე დგომას სიარული არჩია და ფეხით გაუყვა გზას.იქნებ ვინმე დაგვიანებული მგზავრი გამოჩნდეს და გზად გაიყოლოს,რომ ცოტა მაინც წაწიოს წინ,თუმცა უკვე სულერთიც არის,სულ სველია.მიდიოდა,მიიწევდა წინ და გზა და გზა აკვირდებოდა სახლებს,ეს სოფელი უცხო იყო მისთვის,მხოლოდ ახსნით იცოდა სად უნდა მისულიყო,მართალია მოულოდნელად მიდიოდა,მაგრამ გვიან დაფიქრდა რომ ასე გვიან სტუმრობა შესაძლებელიც იყო არასასიამოვნო ყოფილიყო მასპინძელისთვის.აღარ იცოდა რა ექნა,გაეგრძელებინა გზა თუ დაბრუნებულიყო უკან,მაგრამ მგონი არ უნდა უფალს მისი უკან დაბრუნება,უკან მიიხედა და წვიმაში სუსტი შუქი დაინახა,რომელიც ნელა-ნელა უახლოვდებოდა,ეტყობოდა რომ მძღოლი ფრთხილობდა წვიმაში სიარულს,ისედაც ნელა მომავალმა,სულ შეაჩერა მანქანა და გაკვირვებულმა შეხედა ამ თავსხმა წვიმაში მიმავალ გოგონას და გაუჩერა.

-დაჯექი,წაგიყვან სადაც მიდიხარ.დაიბნა,ახალგაზრდა მამაკაცი რომ დაინახა და მორიდებულად უთხრა.

-მადლობა,მაგრამ სულ სველი ვარ.

-არა უშავს,აქ ვერ დაგტოვებ დაუსახლებელი პუნქტია სულ ცოტა მოშორებით და შეგეშინდება.გოგონამ აღარ გააგრძელა ხვეწნა მუდარა და მორიდებულად დაჯდა,თან ჩუმად შეათვალიერა 29-30 წლის სიმპატური მამაკაცი,რომელიც დაძაბული იჯდა და მთელი დაკვირვებით უცქერდა წინ გზას.

-ცუდი ამინდი დაგემთხვა სოფელში ამოსასვლელად.

-ნამდვილად და როგორ ვერ ვიტან წვიმას.უთხრა გოგონამ.

-რატომ,მე მიყვარს წვიმა ემოციებს გიხსნის და დასვენების საშუალებას გაძლევს.თქვა და გოგონას გაუღიმა,შემდეგ სიგარეტი ამოიღო და გოგონასაც გაუწოდა,მაგრამ მან სასტიკი უარი განაცხადა,გაკვირვებუს ნიშნად წარბი აწია მაღლა,გულიანად დაარტყა ნაპასი და გააბოლა,თან გოგონას ცალი თვალით ათვალიერებდა.

-სად ცხოვრობ.

-აქედან კიდევ შორსაა,როგორც ვიცი.

-როგორ,როგორც იცი, არ იცი სად ცხოვრობ?გაუკვირდა და გაკვირვებულმა შეხედა გოგონას.

-სიმართლე გითხრა,არც არასდროს მიცხოვრია აქ.დღეს მომინდა ეს სოფელი მენახა და დღესაც ამინდმა მიმტყუნა.დაიბნა და უფრო გააკვირვა გოგონას საუბარმა,არც თავად ეცნობა,უცხო იყო.

-ის მაინც თუ იცი ვისთან მიდიხარ.

-პაპასთან,მაგრამ არც ის ვიცი ცოცხალია თუ არა.შილაკაძე შამილი.

-შამილი პაპასთან მიდიხარ?ის ხომ ყველაზე შემაღლებულ ბორცვზე ცხოვრობს და უნდა გითხრა აქედან ძალიან შორსაა,თითქმის სოფლის ბოლოში.მოიცა,რატომ არ იცნობ პაპას?

-ეს დიდი ისტორიაა,ძალიან ძველი და მივიწყებული.თქვა სევდიანად.

-მე უფრო ახლოს ვცხოვრობ.გოგონას გახედა და თან ჩაეღიმა.

-მადლობა,სადამდეც მიდიხართ,იქამდე წამოგყვებით და მერე კი წავალ ჩემით.

-მომისმინე,მე ვახო ვარ ლევიძე.საწვავი მითავდება,თორემ ბოლომდე აგიყვანდი.

-არა უშავს,მადლობა აქამდეც რომ მომიყვანეთ.

-სახლში მაქვს საწვავი,ჩავასხამ და აგიყვან ბორცვზე.

-არა,არა მადლობა.

-კარგი რა,ამ წვიმაში სად გაგიშვა.იციან რომ მიდიხარ?

-არა,მოულოდნელად გადავწყვიტე დღეს აქ მოსვლა.უთხრა მორიდებულად.

-ხოდა კარგია,ჩემთან დარჩები და თუ არ იცი გეტყვი,რომ პაპა შამილი აღარ არის ცოცხალი უკვე წლებია და არა მგონია ასეთ ღამეში მოეწონოთ სტუმრობა,იცი?რაღაც სხვანაირი ხალხი არიან.

-მართლა?ტყუილა ამოვსულვარ.

-არა,რატომ?ერთმანეთს შევხვდით და ახლოს გავიცნობთ ერთმანეთს.ჩემთან დარჩი ამ ღამეს.

-საააად?შეუძლებელია,არადა უკან როგორ დავბრუნდე.

-ნუ გეშინია მარტო ვცხოვრობ.

-მითუმეტეს,ვერ დავრჩები თქვენთან.უთხრა და იგრძნო,რომ გული ამოვარდნას ჰქონდა.ვახოს ეღიმებოდა გოგონას უსაფუძვლო შიშზე და მის რეაქციაზე,რაღაცნაირად მოეწონა ეს ფაქიზი და სუფთა სულის მქონე ადამიანი.

-ასე რამ შეგაშინა,ნუ გეშინია არ ვიკბინები.ამ საუბარში მანქანამ გზიდან გადაუხვია და სულ ცოტა ხანი ჩაბნელებულ ადგილებში იარა,შემდეგ კი ორ სართულიან სახლთან გააჩერა.სახლი ჩაბნელებული იყო,ეტყობოდა სახლში მართლა არავინი არ იყო,რადგან სინათლის სხივი არსაიდან არ გამოდიოდა.ვახო მანქანიდან გადავიდა,ეზოს კარი გააღო და მანქანა ეზოში შეიყვანა.გოგონას მიუბრუუნდა და გაეცინა მის დამფრთხალ თვალებს რომ შეხედა.
[27.12.2017 04:49] gia bibihadze: -რა გაცინებს,ასეთი სასაცილო ვარ?შეუბღვირა გოგონამ.

-სასაცილო არ ხარ,მაგრამ ისაა სასაცილო ამდენი ხანია მოვდივართ,ვლაპარაკობთ,სახლში მოგიყვანე და სახელი არ მითხარი რა გქვია.ახლა კი გაეცინა თავადაც და გაღიმებულმა უთხრა.

-ბაია,ბაია ბერიძე.

-ძალიან კარგი,მაშ გადავიდეთ ბაია.ვახო გადავიდა და სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა,ეგონა ბაია უკან მიყვებოდა,მაგრამ რომ მიიხედა უკან და ბაია ისევ მანქანასთან მდგარი დაინახა დაუფიქრებლად მიაძახა.

-წამოხვალ თუ ამ ცივ ამინდში მხეცების გემრიელი ლუკმა გინდა გახდე.ამის თქმა იყო და სამ ნაბიჯში დაეწია ვახოს,რომელიც თითქმის მისული იყო სახლის კარებთან.სახლში შევიდნენ,უზარმაზარი სახლი იყო შიგნიდან,გემოვნებით მოწყობილი.ყურადღებით ათვალიერებდა სახლს,რომ ვახომ უთხრა.

-გამოიცვალე,არ გაცივდე ტანისამოსს მოგიტან.

-არა,ამას ვერ ვიზამ.

-გაცივდები და მერე უფრო უარესია.ვახომ ქალის ტანისამოსი მიუტანა და თანვე სააბაზანო აჩვენა სადაც იყო.ბაიამ გაკვირვებულმა დახედა ქალის გემოვნებით შერჩეულ ტანისამოს და წარბი ასწია მაღლა,თქმით კი არაფერი უთქვამს.ვახომ შეამჩნია ბაიას გაკვირვებული სახე და ღიმილით უთხრა.

-ცუდი არ იფიქრო,ცოლს არ ვღალატობ მე კარგი და ერთგულებით სავსე ბიჭი ვარ.ტანისამოსი კი ჩემი ბიძაშვილის არის,აქ აქვს რამოდენიმე ხელი,სოფელში რომ ამოდის ხოლმე ხმარობს.

-ცოლიანი ხარ?და სად არის ახლა.

-არა,არა,არა უახლოეს სამ წელიწადში არ ვაპირებ არაფერს და მითუმეტეს დაქორწინებას.უთხრა სიცილით.

-მასხარა ხარ.გაეცინა თავადაც,იდგა ბაია ტანისამოს დასცქეროდა ზემოდან და არ იცოდა რა გაეკეთებინა.ბოლოს დანებდა ბედს და ვახოს მითითებულ სააბაზანოში შევიდა,ცხელი აბაზანა მიიღო და მშრალი ტანისამოსიც ჩაიცვა.ვახოს მსუბუქი ვახშამი მოემზადებინა და ბაიას ელოდა,დარცხვენილმა შეხედა ვახოს და შემდეგ თვალი მაგიდას გადაავლო.სულ სხვა გრძნობა ჰქონდა,თითქოს ამ სახლს ნაცნობი სურნელი ჰქონდა,პირველად გრძნობდა ასე და დაძაბული იყო.ვახომ ხელი მოკიდა და მაგიდასთან მიიყვანა,მიხვდა რომ გოგონას ეშინოდა და შიშის გრძნობა ჰქონდა.

-ბაია მომისმინე და შემომხედე,ჩემი არ შეგეშინდეს რა გთხოვ.გესმის?არასოდეს,არასოდეს ვატკენ არავის და მითუმეტეს ქალს.ახლა დაჯექი და მსუბუქად ვივახშმოთ.

-აქ მარტო ცხოვრობ?როგორც იქნა შეძლო ხმის ამოღება და გაუბედავად კითხა.

-აქ იშვიათად ამოვდიოდი,ახლა კი დროს ვნახავ თუ არა აქ ვარ.აქ დედაჩემის და მამაჩემის ნაფეხურებია,არ მინდა წავშალო ისინი.როცა მოვდივარ ისევ მგონია,რომ დედა შემომეგებება და ნამგზავრით დაღლილს საჩქაროდ მაგიდას გამიშლის.ბავშვურად გავუღიმებ და მეც თბილად მოვეფერები,მაგრამ სამწუხაროდ ეს აღარ მოხდება,ეს მხოლოდ უკვე ჩემი ნატვრაა და მეტი არაფერი.

-ვწუხვარ,ვიცი რას ნიშნავს დედის დაკარგვა.მე სულ პატარამ დავკარგე ის და მენატრება,მენატრება მისი ღიმილი და მოფერება.ტკივილი ბაიამაც ამოიღო გულიდან.

-აქ ბაღი ჰქონდა დედას,ყვავილების ულამაზესი ხეივანი გააშენა.ზაფხულობით

 გამოვდიოდით და დიდი ჟრიამული იყო ეზოში,მამას გარდაცვალების შემდეგ კი აქ გადმოსახლდა ქალაქელი ქალი და რომ მოვდივარ,ისეთი შეგრძნება მაქვს,ვგრძნობ მის აქ ყოფნას,მაგრამ არა მარტო ის, მამასთან ერთად დგას მის გაშენებულ ხეივანში.დაასრულეს ვახშამი და ბაიამ მიალაგა,თეფშები ამორეცხა და შემდეგ ვახოსთან ერთად სალონში გავიდა,მოულოდნელად თბილი ღიმილი მოეფნა სახეზე.ვახოს გაუკვირდა და ინტერესით შეეკითხა.

-რა მოხდა.ბაიამ ვახოს შეხედა და უთხრა.

-მე ვიცნობ ამ ადამიანს,საოცრად თბილი და საყვარელი ადამიანია.

-სამწუხაროდ იყო,აღარ არის.შენ საიდან იცნობ მას?კითხა გაკვირვებულმა.

-მე მის კომპანიაში ვმუშაობდი,მისი მდივანი ვიყავი.

-მართლა?როდის იყო ეს,რატომ არ მახსოვხარ?

-მას შემდეგ წლები გავიდა,ძალიან ბევრი წლები.მე მაში 19 წლის გოგო ვიყავი.

-რატომ წახვედი კომპანიიდან,რა იყო ამის მიზეზი,გაწყენინა ვინმემ?
[27.12.2017 04:49] gia bibihadze: -არა,არა სულაც არა.მე ფოტოგრაფიით ვიყავი გატაცებული და ინგლისში გავაგზავნე ჩემი ფოტოები და მოწონების მხრივ იქ მიმიწვიეს,მეც სიხარულით წავედი და წლები მომიწია იქ გაჩერება.სკოლა 6 თვიანი იყო,მაგრამ მე დავრჩი და ჩემი საყვარელი საქმე უფრო კარგად შევისწავლე და შევიყვარე კიდევ იმაზე მეტად,როგორც მიყვარდა.

-აააააა,გასაგებია.შენ ჩემი ძმაც გეცოდინება,მე თურქეთში ვმუშაობდი იმ წლებში და ამიტომ არ მახსოვხარ.

-არა,არ მახსოვს შენი ძმა ვახო.

-როგორ არ გახსოვს,ის ხომ მამას მაგივრად მუშაობდა.იოანე აი მისი ფოტო,დააკვირდი იქნებ შეიცნო ფოტოთი.ბაიამ შეხედა იოანეს ფოტოს და თვალებში დაუბნელდა,ცრემლი მოაწვა და სუნთქვა შეეკრა. ვახოს შეეშინდა და წყალი მიაწოდა.
[27.12.2017 04:53] gia bibihadze: -რა მოხდა,ბაია კარგად ხარ?

-კი,კი კარგად ვარ.ეს,ეს მართლა შენი ძმაა?

-29 წელია ვიცნობდი როგორც ჩემს უფროსს ძმას და ახლა თუ შეიცვალა რამე მართლა არ ვიცი.თქვა სიცილით ვახომ და ბაიაც გააცინა.

-მეც ვიცნობ იოანეს.

-იცნობ?როგორ,საიდან.

-მასთან ვმუშაობდი რამოდენიმე თქვე,არა თითქმის ერთი წელი.

-გამაკვირვე ბაია და რატომ წამოდი იქედან.

-იქ,მასთან ახლოს აღარ იყო ჩემი ადგილი.თქვა ჩუმად.გაოცებული და გაკვირვებული იყო ვახო და ბაიას წინ ჩაიცუცქა.თვალებში შეხედა და გულწრფელად უთხრა.

-რა მოხდა,ბაია შეგიძლია ყველაფერი გულახდილად მითხრა.ბაიამ ცრემლნარევი თვალებით შეხედა ვახოს და უთხრა.

-გილოცავ,მალე ბიძა გახდები.

-ბიძა?იოანე დაქორწინდა?

-ჯერ არა,მაგრამ ალბად მალე დაქორწინდება.

-სულ დავიბენი.ბაია მოეშვი და ისე მითხარი ყველაფერი.ბაიამ ერთი ღრმად ამოისუნთქა და ვახოს ყველაფერი მოუყვა.

-არ მჯერავს,ეს ტყუილია.ასე რომ ყოფილიყო,იოანე არ დამიფიცავდა,დამირეკავდა და ყველაფერს მეტყოდა.

-არ ვიცი,რატომ არ გითხრა,მაგრამ მე იქ ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავდი.ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე დამეტოვებინა როგორც სამსახური,ისე ქვეყანაც.

-ახლა რას აპირებ,სად უნდა იმუშავო.

-ჯერ დავისვენებ და შემდეგ რამეს მოვძებნი.

-მოდი ასე ვქნათ,ნომრები გავცვალოთ.მე ერთ ადგილს ველოდები უნდა განთავისუფლდეს და დაგირეკავ,იმედია უარს არ მეტყვი.

-არ მინდა შეგაწუხო ვახო.გამიჭირდება თქვენს ახლოს ყოფნა,მითუმეტეს მაშინ როცა იოანე დაბრუნდება საქართველოში.

-იოანე ჯერ არ ფიქრობს დაბრუნებას,ორი წელი მაინც დააგვიანდება და მანამდე იყავი ჩემთან ახლოს.ახლა კი წამოდი და დაისვენე.

-ვახო იქ აღარ მივალ და პაპას საფლავზე წამიყვან ხვალ?

-წაგიყვან აუცილებლად,იცი რა კარგი პაპა გყავდა?საოცარი ადამიანი იყო.არ გაუმხილა ბაიას და დასაწოლად იოანეს საძინებელში შეიყვანა.დილით ადრე ადგა,წვიმისაგან გავერანებულ ბაღს შეხედა და გული ეტკინა.ხელით აკრიფა ქარისგან ჩამოტეხილი პატარა უსუსური ყლორტები,წაქცეული ვარდები ფეხზე დააყენა და შემდეგ იოანეს დაურეკა.

  დილით ტელეფონის გაბმულმა ზარმა გააღვიძა და გაკვირვებულმა დახედა ტელეფონს,ძმის სახელი წაიკითხა თუ არა შეეშინდა,უცებ წამოდგა საწოლიდან და ტელეფონს უპასუხა შეშინებული ხმით.

-რა ხდება,ვახო როგორ ხარ.

-კარგად ვარ,უბრალოდ მინდოდა გამეგო როდის ჩამოდიხარ,თუ რამე შეიცვალა ჩვენი საუბრის შემდეგ.

-არა,არაფერი არ შეცვლილა.მოვდივარ და შესაძლებელია აღარც დავბრუნდე.მხოლოდ რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და არ ვიცი რამდენ დროს წამართმევს.შენ რა ქენი მანდ,ყველაფერი რიგზეა?

-კი აქ ყველაფერი რიგზეა,მხოლოდ აღარც დედა და უშენობაც ძალიან ძნელია.იო მართლა გადაწყვიტე,რომ აღარ წახვალ და აქ იქნები სულ?

-ვახო რა გითხრა,ადვილი არ არის,ძალიან ძნელია ამ ყველაფრის მიტოვება.სადაც სუნთქავ და სადაც შენი თავი მიგაჩნია ის,ვინც მართლა ხარ.მაგრამ დედას ასე უნდოდა,მაქეთ ამეწყო საქმე და ვეცდები მის სიტყვას ვცე პატივი.

-იოანე შენი ხმა არ მომწონს და ყველაფერი კარგადაა,კარგად ხარ?
[27.12.2017 04:58] gia bibihadze: -ვახო არ დაგიმალავ და არც შემრცხვება იმის,რომ გითხრა ისევ ვცდილობ გაღიმებას,თუმცა სული დამეღალა უკვე,მაინც არ ნებდება და გულს,სულს და თვით ჩემს თავს,ჩემზე უნდათ გაიმარჯვოს.მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობ კარგად ვიყო და დარდმა არ დამაჩოქოს.ბევრჯერ,ძალიან ბევრჯერ გადავისვი ხელი აცრემლებულ გულზე და მივხვდი,სისხლი მაინც ბობოქრობს,მას სიცოცხლე სწყურია.ბევრჯერ მიტირია დედას წასვლის შემდეგ და ბალიშიც კი დამისველებია ტირილში,სულიც კი შემხუთვია უჰაერობისაგან და იმ დონეზე მივსულვარ ბედის ირონიას,მეც ირონიით ვუპასუხებთქო,მაგრამ ცუდი რომ გავაკეთო იქ დედა გაიგებს და ვაწყენინებ.გულში ცუდს რომ გავიფიქრებ,მერე იმაზე ვნერვიულობ დედას ვუღალატე და ვატკინეთქო.გადავწყვიტე,რაც არ უნდა ძლელი იყოს და ცხოვრება ძალიანაც რომ გართულდეს.ხელს მაინც არ ჩავიქნევ და როგორც დედას უნდოდა ცხოვრებას ისე გავაკეთებ ყველაფერს.ალბად სამი-ოთხი თვე დამაგვიანდება და მერე ყოველდღე მელოდე,მოვდივარ და გპირდები აწი სულ ერთად ვიქნები.

-გამახარა შენმა გადაწყვეტილებამ,მაგრამ კარგად დაუკვირდი ყველაფერს.

-არ ინერვიულო,აქ ელდარი დარჩება და ანდრია მინდელი გახსოვს?ის არის ჩემი კომპანიის მთავარი იურისტი.სანდო ხალხს ვტოვებ აქ ვახო და დრო და დრო მომიწევს ალბად ჩამოსვლა,ესეც როცა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემი აქ ყოფნა.ახლა კი მანდ უნდა ვიყო,მანდ მინდა მყარად დავდგე ფეხზე და ორივე ერთად ძლიერები ვიქნებით.

-მიხარია ძალიან,მართლა გამახარე,მაგრამ შენი ხმა არ მომწონს.იო წელიწადი და სამი თვე გავიდა დედას გარდაცვალებიდან,ვიცი რომ შენ ძალიან გიჭირს,ჩემზე მეტადაც კი,რადგან შენ ის უკანასკნელ გზაზედაც კი ვერ გააცილე.ამიტომ გთხოვ,სულ რომ გაგათავოს და დაგიმონოს დარდმა,ქანციც რომ აღარ შეგრჩეს,ბრძოლა არ შეწყვიტო.პირველ რიგში,ბრძოლა შენი თავის არსებობისთვის.ბედი ჯერ კიდევ ბევრჯერ დაგვაჩოქებს,ეკლიან გზებსაც ბევრჯერ გავივლით,მაგრამ მაინც უნდა წამოვდგეთ ამაყად და იმედიანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ.არ გვაქვს უფლება ცხოვრების ბრძოლაში ფარ-ხმალი დავყაროთ და რომც გვიჭირდეს უნდა გავიღიმოთ,რადგან ჩვენ ერთმანეთის საყრდენი ძალა ვართ ძმაო.მე ველოდები შენს ზარს,შენ გელოდები.ძმები ერთმანეთს დაემშვიდობა და შემდეგ სახლისკენ წავიდა,ამჯერადაც თავად  მოამზადა მსუბუქი საუზმე და ბაიას მიუკაკუნა ფრთხილად,ხმა ვერ გაიგონა და ნელა შეაღო საძინებლის კარი და შეხედა ბაიას თავზე გადაეფარებინა საბანი და ისე ეძინა.გაეცინა,ფრთხილად გაწვა საბნის ზემოდან და ნელა-ნელა გადაუწია საბანი და ბაიას შიშით გაფართოებულმა შავმა თვალებმაც გამოანათა.გაეცინა და სიცილით უთხრა.

-შემეშინდა და დაგხედე,მაინტერესებდა თუ სუნთქავდი.ასე როგორ იძინებ,ერთიანად ჩამძვრალი საბანში.ბაიასაც გაეცინა და ჯერ სარკმელში შემოსულ დილას გახედა,დილის ჰაერი შეისუნთქა და ვახოს ღიმილით გადახედა.

-არ ვიცი რომელ საათზე ჩამეძინა,მაგრამ უნდა ვაღიარო რომ არც ის გამიგია როდის გათენდა.

-ადექი,თავი მოიწესრიგე.ვისაუზმოთ,სასაფლაოზე გაგიყვან და მერე თბილიში  მივდივარ,თუ ჭკუით იქნები გაგიყოლებ,თუ არადა წუხელ სადაც გნახე იქ დაგტოვებ.

-არა უშავს,ახლა დილაა და გზას ადვილად გავიგნებ.

-ხოოოო,ყველას დავაფრთხილებ,არავინ გამოგელაპარაკოს.ადე,ადე გელოდები.

-მე მხოლოდ ჩაის დავლევ,დილით ვერ ვჭამ.

-აბა,აბა ასეთები არ იყოს.ჩვენ ძმები ვართ?

-კარგი ჯანდაბას,ვართ.

-დაკა ხელი მაშინ.უთხრა ვახომ და ხელი გაუწოდა.ბაიამაც სიცილით დაარტყა ხელზე ხელი .

-ასე არ ჯობია?დროზე ადექი,კუჭი ახმაურდება სადაცაა.ვახო გავიდა,ბაიამ ადგა,საწოლი მიალაგა,თავი მოიწესრიგა და დაფიქრებული შევიდა სამზარეულოში სადაც უკვე ვახო ელოდა.
[27.12.2017 05:01] gia bibihadze: -დაჯექი და მოეშვი ბაია რა გემართება,რაზე ფიქრობ.

-ეს რომ შაკომ გაიგოს,ახლა სად ვარ,ალბად წლების მანძილზე გამომკეტავს ჩემს ოთახში და გარეთ არასდროს არ გამომიშვებს. 
-ვინაა შაკო.კითხა ინტერესით ვახომ.

-შაკო ჩემი სულის ნაწილია,როგორც და-ძმა ისე გავიზარდეთ.დედა და შაკოს დედა კარგი მეგობრები იყვნენ,დედა რომ გარდაიცვალა შაკოს მშობლებმა თავიანთ სახლში წამიყვანეს და ერთად გაგვზარდეს,სამწუხაროდ ისინიც გარდაიცვალნენ რამოდენიმე წლის უკან ავტო ავარიით და ახლა მხოლოდ შაკოღა დამრჩა.

-სამწუხაროა საყვარელი ადამიანის დაკარგვა,მაგრამ შენ ძალიან აზვიადებ შენს დღევანდელ აქ ყოფნას.არავინი არსად არ გამოგკეტავს,თუ სიმართლეს თავიდანვე იტყვი,შენი გულწრფელობით კი ყველა გვერდით დაგიდგება და ბედნიერებასაც იპოვი.

-მართალი ხარ,ხანდახან ვფიქრობ,რომ შემეძლოს წერა აუცილებლად დავწერდი,რომ ადამიანები თავად გაურბიან ბედნიერებას.

-ეს ასეა,მაგრამ იმედი მაქვს ბოლოს სიმართლე გაიმარჯვებს და ბედნიერებაც სიმართლის გვერდით დადგება.ისაუზმა ორივემ და სახლი კარგად რომ მოათვალიერა ვახომ და ყველაფერში დარწმუნდა კარგად ტოვებდა,გარეთ გამოვიდნენ.გეზი პირდაპირ სასაფლაოზე აიღო და ბაია მიიყვანა ჯერ კიდევ უცნობი პაპის საფლავზე.შეხედა თუ არა ცივ ქვაზე დახატულ მოხუცს მის თვალებში დედის თვალები ამოიცნო,საოცარი მსგავსება დაინახა დედას და პაპას შორის და გაეღიმა.ყვავილები დააწყო საფლავზე და უხმოდ გამობრუნდა უკან.ბევრი ისაუბრეს გზაში,ბევრიც იცინეს და თბილიში ჩასვლისას სახლშიც დაპატიჟა,მაგრამ ვახომ იუარა,არ მოეშვა ბაიამ და ვახო თითქმის ძალით შეიყვანა სახლში.შაკო სახლში მისული ბაიას გაბრაზებული შეხვდა,მაგრამ მის გვერდით რომ ვახო დაინახა გაბრაზება გაკვირვებამ შეცვალა და ორივე ერთმანეთს გაფართოვებული თვალებით უცქერდნენ.

-შენ აქ რა გინდა.უთხრა ვახომ შაკოს.

-ამ კითხვის დასმის უფლება მგონი ამ წუთში მე მაქვს,შენ რა გინდა აქ.კითხვა იქით შეუბრუნა შაკომ.ბაია იდგა და ხან ერთს მისჩერებოდა და ხან მეორეს.

-ბაია არ მითხრა,წუხელ ვინც ძმად მიხსენე ეს ხისთავიანია.

-ბაია რა საქმე გაქვს შენ ამ მართლა ხისთავიანთან.

-შეწყვიტეთ და ამიხსენით,საიდან ან როდიდან იცნობთ ერთმანეთს.

-ჩვენ წლებია ერთად ვმუშაობთ.თქვა ორივემ ერთდროულად.

-არ მჯერავს,ვერ ვიჯერებ.თქვა ბაიამ და შაკოს გახედა,თან უთხრა.-დამარტყი ან მიჩქმიტე,რომ დავიჯერო სიზმარში არ ვარ.შაკოს გაეცინა და ხელზე უჩქმიტა,მეორე ხელზე ვახომ უჩქმიტა და კიც ააყვირა ბაია.

-ეეეე,მეტკინა.ნატკენ ხელზე ხელი მოისვა და ჯერ კიდევ გაოცებული უცქერდა ორივეს.

-რას მიყურებ,გუშინ ისე გაძვერი სადღაც არაფერი ახსნა არ დამიტოვე იცი რამდენი ვინერვიულე?ახლა მშია,ჯერ რამე გააკეთე და სასჯელს მერე მოვიფიქრებ.ბაია დატრიალდა და გემრიელი ვახშამი მოამზადა,ვახოს შეეზარა სახლში წასვლა და იმ ღამით იქ დარჩა და უფრო ახლოს და კარგად გაიცნო ბაია,შაკოს კი უკვე იცნობდა წლებია.
[27.12.2017 05:04] gia bibihadze: რამოდენიმე თქვემ ისე გაიარა,ვერ მოახერხა ბაიასთან საუბარი ვახომ ისე იყვნენ საქმეში ჩაფლულები,ერთ დღეს მოულოდნელად შეხვდნენ ერთმანეთს დაგეგმილივით და დიდხანს ისაუბრეს.

-მოდი,გადავდოთ საქმე გვერძე და ცოტა ხნით დაგელაპარაკები.აბა როგორ ხარ,შაკომ მითხრა,რომ მუშაობა დაიწყე.

-კი ვმუშაობ,არ ვარ დიდად აღფრთოვანებული მაგრამ ტყუილად სახლში ყოფნას ასე მირჩევნია.

-ახალს რას მეტყვი,იმის გარდა რომ ვითომ შეიცვალე და იოანეზე აღარ ნერვიულობ.

-არა ვახო.ნერვიულობას მე უკვე თითქმის წელიწადია გავერიდე,ფიქრიც არ მინდა მასზე და რომც მინდოდეს იმდენი საქმე მაქვს,დრო არ მრჩება ფიქრისთვის.ცრემლიც გაშრა,აღარც ვტირივარ.

-ბაია დამიჯერე,დრო მაინც იტყვობს იმ დიდი დოზით მივიწყებულ სიტყვას და გულიც ისევ იგრძნობს იმ დიდ გრძნობას,რაც შენ,შენში ჩაკალი.

-ვახო მონატრება წლებმა მიითვალა,ჩემთვის წელიწდის ყველა დრო ერთნაირია.სითბოს, რომელსაც გულით დავატარებდი,უკვე ქარმა გადაპენტა.ჩემი შინაგანი მე ზაფხულშიც ზამთარივით ცივია.სევდა ტკივილია მხოლოდ,თვალს დავხუჭავ და წარსულის სურათები ჩემთან არიან,მინდა დავივიწყო,მინდა რეალობას გავეყარო,ძალიან ვცდილობ,მაგრამ არ გამომდის.ცრემლი მოერია ბაიას და ვახოს მხარზე ჩამოადი თავი.აცადა ვახომ დაცლილიყო მოწოლილი სევდისგან და შემდეგ უთხრა.

-ცხოვრება რთულია მეგობარო,მაგრამ დაივიწყე ტკივილი და შენს თავს მიეცი ღიმილის უფლება.

-ასეა,სწორედ ღიმილი მალავს მის შიგნით არსებულ ჩემს ტკივილს.მე კი ის მიხარია,რომ შენს მეტი ვერავინი ვერ ხვდება ამ ყველაფერს.გახსოვს?ერთმანეთს რომ შევხვდით პირველად კოკისპირულ წვიმაში,იმ წვიმამ არა და არ შეანელა დენა და ჩემს გულზე დღემდე წვიმს გადაუღებლად.

-გპირდები ბაია ყველაფერი კარგად იქნება,ახლა უნდა წავიდე დიდი დრო არ მაქვს,კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.ვახომ არ უთხრა სიმართლე,არ უთხრა რომ იოანეს ელოდება და როგორც იქნა დადგა ეს დღე,უნდა დახვდეს.მართალია ვახოს უთხრა ერთი წლის წინ რამდენიმე თვეში ჩამოვალო,მაგრამ ვერ მოახერხა,ეს ნანატრი ათი დღე თითქმის წელიწადი გაიწელა,მაგრამ მისი ნათქვამი სიტყვა შეასრულა და მაინც ჩამოვიდა.დგას და დიდი მოლოდინით ელოდება ძმის შეხვედრას და აი,წლების მონატრებული ძმები ერთმანეთს გადაეხვია.მიუხედავად იმისა ძალიან გვიან იყო და გარეთ სიბნელეს მოეცვა ყველაფერი,იოანემ პირდაპირ სასაფლაოზე ისურვა წასვლა.იქვე სასაფლაოსთან ყვავილების მაღაზია ბედად ღია იყო და დედის საყვარელი თეთრი ვარდები იყიდა.ფრთხილად,ძალიან ფრთხილად დააწყო ისინი დედის გულზე და იქვე ჩაიმუხლა აცრემლიანებულმა.
[27.12.2017 05:09] gia bibihadze: -დედა დავბრუნდი და იევ მოულოდნელად მოვედი,შენ ხომ გინდოდა რომ აქ ვყოფილიყავი.ჰოდა,აი უკვე აქ ვარ და გპირდები აღარსად არ ვაპირებ წასვლას.დე მენატრები ძალიან,აფთარივით მომიარს ხოლმე შენი მონატრება.ახლა კი აქ ვარ,შენს სურათის წინ თავდახრილი და შენს ღიმილიან სახეს შევსცქერი ცივი ქვიდან რომ მიცქერს.როგორ ძალიან მინდა,ეს ქვა შეირხეს და შენი ხელები მე მომეხვიოს.როგორი ტკბილი დედა მყავდი დე და როგორი მწარე ხარ ახლა.მელაპარაკე დე,ისე მომეფერე როგორც ბავშვობაში.სევდიანი ღიმილით გახედა იქვე მდგარ ვახოს რომელიც შიშისაგან აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით და უთხრა.ერთხელ იცი ვახო საიდუმლო გამანდო დედამ და დამაფიცა არავისთვის არ მეთქვა.ვახომ შეხედა და დაელოდა რას ეტყოდა იოანე.-დედამ მითხრა,ვოცნებობდი ჩემი ღიმილი შენში დამენახაო და როცა გაიზარდე,მხოლოდ მაშინ შევამჩნიე ჩემნაირი ღიმილი შენს სახეზეო.

-დედას ძალიან ვუყვარდით იო.იცი რა იყო მისი უკანასკნელი სიტყვები?თქვენი არ მეშინია,ვიცი რომ კარგი ძმობა გაქვთ და ბოლომდე ასე იქნება,მე კი დადგა დღე ღიმილით წავიდე იქ სადაც თქვენი მამა მელოდება და ამიერიდან ისიც სრულყოფილად შეიგრძნობს ბედნიერებას,რადგან სულ ერთად ვიქნებითო.წასვლისას კი ბოლოს პატიება მთხოვა,მეც და შენც.

-რისთვის,დედას რა უნდა ვაპატი,რა აქვს საპატიებელი ვახო.ის ხომ საუკეთესო დედა იყო შვილებისთვის და ოჯახისთვის სანიმუშო დიასახლისი.

-სიყვარულისთვის იო.მან პატიება ამ დიდი სიყვარულისთვის ითხოვა,რაც ჩვენში დატოვა.

-სანამ ვიცოცხლებ,ჩემი ცხოვრების გზას დედის წმინდა თვალები გამინათებს,მე ხომ მისი თვალებით დავინახე ეს სამყარო.დედის სახელი ჩვენში ჩვენი სალოცავია ძმაო და ეს მუდამ ასე იქნება.ფეხზე წამოდგა და სურათს ფრთხილად აკოცა,შემდეგ კი ფეხაკრებით დატოვა მყუდრო და იდუმალი ადგილი.ხეები შრიალებდნენ ღამის სიჩუმეში და ლანდებად ჩანდნენ მთვარის შუქზე აქა-იქ დადგმული მარმარილოს ძეგლები.

-ღმერთო,ხვალ ვერ ამოხვიდოდი აქ?ჩქარა წამოდი გასკდა გული.ასე მგონია უკან მომყვებიან ფეხაკრებით ყველა.იოანეს გაეცინა და მოულოდნელად შეჩერდა.

-არ გაინძრე,გესმის?

-რა მესმის,იოანე გინდა გული გამისკდეს?

-ფეხის ხმაა,მგონი მართლა მოგვყებიან.უთხრა და ვახოს სახეს რომ შეხედა უნდოდა გულიანად გაეცინა,მაგრამ ვერ შეძლო ამ ადგილზე სიცილი.

-წამოდი ადამიანო,სადაცაა დავრჩები მეც აქ სამუდამოდ.წინ წავიდა გაბრაზებულმა და იოანემ დაიხარა,ფეხზე შეახო ხელი ვახოს.ვახომ შიშისაგან იმხელა იყვირა სასაფლაოს დარაჯიც კი გააღვიძა.გულზე ხელი მიიდო და იოანეს გახედა,რომელმაც მაინც ვერ შეიკავა თავი და გულიანად ხარხარებდა.სიბრაზისგან ანთებულმა ერთი გემრიელი უთავაზა.

-რა იდიოტი ხარ,ლამის გამიხეთქე გული

-არა,რამ შეგაშინა,განა ადგება რომელიმე და მოგესალმება თუ სახლში წამოგყვება და დაპურებას გთხოვს.

-იო გთხოვ რა წავიდეთ აქედან,მართლა ძალიან მეშინია.შეევედრა ვახომ და იომაც ხელი  გადახვია ძმას და სიცილით წავიდა მანქანისკენ.როგორ მიდის საქმეები,ხომ არ ვინანებ დაბრუნებას.

-არა მგონია ინანო აქ დაბრუნება.შენსკენ რა ხდება,პირადულში.

-არაფერი არც ხდება და ვფიქრობ კიდევ დიდი დრო არ მოხდება.ხდებოდა,მაგრამ გაქრა და აღარაფერი აღარ დარჩა იმ დროიდან.

-მე რატომ არ ვიცი არაფერი,რატომ ერთხელ არ დაგცდა ჩემთან თუ არ მენდობოდი.ქართველი იყო თუ იქაური.ვითომ არაფერი არ იცოდა ვახომ ბაიას შესახებ ისე შეეკითხა.

-ვახო საავადმყოფოში ვიწექი რამოდენიმე კვირა.

-რააააა?სერიოზული იყო რამე?უეცრად დაამუხრუჭა მანქანა ვახომ და იოანეს შეხედა.

-იყო სერიოზული,მაგრამ აღარაფერია საშიში.იოანემ სახლში მისვლისას ვახოს დაჟინებული თხოვნით ყველაფერი მოუყვა,მაგრამ მან მაინც არ გათქვა ბაია და გულში გეგმები დასახა თუ როგორ მოახერხებდა მათ შეხვედრას.ორი დღე ძმებმა დაისვენეს და შემდეგ ერთობლივი ძალით შეუდგნენ მუშაობას.ერთ დღეს ძალიან დაღლილები დაბრუნდნენ და ვახოს ტელეფონი ახმიანდა,იოანემ დახედა და ამოიკითხა ზარის მფლობელი ვიღაც ,,სევდიანი'' იყო.სააბაზანოდან გამოსული ვახოს კი ირონიულად უთხრა.
[27.12.2017 05:12] gia bibihadze: -რამე ხდება შენს პირადულში და არ გინდა მითხრა არაფერი?

-რატომ ამხელა ირონია შენს სიტყვებში იო?გაუკვირდა ვახოს იოანეს ირონილი გამოხედვა.

-ვიღაც სევდიანმა დაგირეკა.

-აააა,არაფერი არ ხდება,ის მხოლოდ ჩემი ძალიან ახლო მეგობარია.

-მარტო მეგობარი? და რატომ არის სევდიანი?

-იმიტომ რომ მისმა საყვარელმა ადამიანმა,ერთმა იდიოტმა რომელიც თავის თავზე მეტადაც კი უყვარდა,გადაწყვიტა საყვარელისთვის დაეჯერებინა და მას დათანხმდა შვილი გაეჩინა მასთან.მან კი ვერ აიტანა იმ კახპა ქალის ირონიული ღიმილი,ზედმეტად იგრძნო თავი მათ შორის და გადაწყვიტა საერთოდ გაშორებოდა მის სიახლოვეს.იოანეს სახე შეეცვალა და შუბლი ოფლით დაეცვარა.ფეხზე წამოდგა,გაიარ-გამოიარა და ვახოს უთხრა.

-ვახო მითხარი რა ჰქვია მაგ გოგოს.

-რატომ გაინტერესებს,ნინო ჰქვია და რუსთავიდან არის.რამოდენიმე თვის წინ დაბრუნდა ამერიკიდან.

-დარწმუნებული ხარ,რომ ნინო ჰქვია და ამერიკაში იყო?ეჭვნარევი ხმით შეეკითხა ძმას და თვალებში უცქერდა ვახოს რომლისთვისაც ძალიან ძნელი იყო,ტყუილის თქმის დროს შეეხედა იოანესთვის პირდაპირ თვალებში,მაგრამ თავი მოთოკა და გამოცდას კარგად გაუძლო.

-ტყუილი რატომ უნდა ეთქვა.გაკვირვებულმა შეხედა იოანეს.იოანემ სახეზე მოისვა ორივე ხელები და ისევ სავარძელში ჩაჯდა,ვახომ კი ღიღინით შეაღო მისი საძინებლის კარი და იოანეს რეაქციამ დაარწმუნა,რომ მას ბაია ისევ ისე ძლიერად უყვარდა და ყველგან მოძებნიდა კიდეც.რამოდენიმე წუთში საძინებლიდან გამოსულმა შეხედა იოანე ისევ იქ იჯდა დაფიქრებული და ახლოს მივიდა.

-რამ ჩაგაფიქრა ან რა გაშტერებს,რა ხდება შენს თავს არ მეტყვი?

-არაფერი,არაფერი წავალ დავწვები.

-იოანე რომ შეგეკითხო რაღაც,რაღაც რაც ძალიან მაინტერესებს,სიმართლეს მეტყვი?

-მკითხე რა გაინტერესებს,რა არის შენი მოუსვენრობის მიზეზი.ვიცი,ვხვდები რომ რაღაცას მიმალავ ვახო.

-არაფერს არ გიმალავ,უბრალოდ მაინტერესებს ერთი ნახვით სიყვარულის თუ გჯერავს.

-ვახო სიყვარული ეს ძალიან სერიოზული გრძნობაა,ის არ არის რომელიმე სატელევიზიო შოუ გაიმასხრო,გაიცინო და მორჩეს ამით ყველაფერი.სიყვარული ეს ისეთი გრძნობაა,რომელიც შენშია და შენი ცხოვრებაა.ეს გრძნობა თუ შენს სულში შემოვიდა,ის სამუდამოდ რჩება უკვე ნაპოვნ,მისად დამისებულ გულსა და სულში.ის მთელი ცხოვრება შენთან ერთადაა,გრძნობ მის სიახლოვეს ყველგან და ყოველთვის.არ მეუბნები,მაგრამ თუ შეყვარებული ხარ გაუფრთხილდი სათუთად ამ გრძნობას.კიდევ გაქვს შეკითხვა?

-არა,უკვე გავიგე რაც მინდოდა.არ ამხელ არაფერს არც შენ,მაგრამ მეც ვხვდები რომ შენ ის გოგო ისევ გიყვარს.

-აზრი აღარააქვს მასზე საუბარს,ვწვები ვახო დაღლილი ვარ.

-არ შეჭამ არაფერს?
[27.12.2017 05:18] gia bibihadze: -არა,არ მშია.იოანე გაეცალა ვახოს და თავის საძინებელში შევიდა,მთელი ღამე ვახოზე და ,,სევდიანის'' ზარზე ფიქრობდა.ვახო კი პირიქით,იოანეს და ბაიას შეხვედრაზე ფიქრობდა.

-რა სასტიკი ხარ ცხოვრებავ,აყვარებ ადამიანებს ერთმანეთს და თან ტანჯავ მათ ერთმანეთისგან სიშორით.ვიცი, რომ ჯერ კიდევ გიყვართ ერთმანეთი და ვერცერთმა ვერ გამოუტყდით გრძნობებში ერთმანეთს ისე მოხდა თქვენი დაშორება.დადგა დრო,რომ ამ ტანჯვას ბოლო მოეღოს და ერთმანეთი ნახოთ.უნდა შევხვდე ბაიას და სიმართლე უნდა ვუთხრა,სანამ მართლა დაგიკარგავთ სამუდამოდ ერთმანეთი.მას ხომ სულ სხვაგვარად ჰგონია ყველაფერი.ერთ საღამოს,როცა იოანეს ეგონა ვახო სააბაზანოში იყო მის ტელეფონს დაავლო ხელი და რაღაცას ეძებდა გაფაციცებით,რომ ვახომ გაკვირვებულმა შეხედა და მკაცრად უთხრა.

-რას აკეთებ,რას ეძებ ჩემს ტელეფონში.

-არაფერს,ინტერნეტში მინდოდა შესვლა.მას შემდეგ ვახო ტელეფონს ჯიბით დაატარებდა,ამან კი უფრო გაამძაფრა იოანეს ეჭვები და გადაწყვიტა ეთვალთვალა საკუთარი ჯიუტი ძმისთვის და ერთ საღამოს მათი კომპანიის ახლოს,ერთ პატარა სკვერში ჩუმად მიუახლოვდა მისთვის საინტერესო თემაზე მოსაუბრე წყვილს და ბოლომდე მოისმინა მათი საუბარი

-როგორ ხარ,ისევ ისე იღლები?რატომ ხარ ჯიუტი და არ გინდა ჩემთან იმუშავო.

-არა,მივეჩვიე და უკეთესად ვარ ვახო.შენ რა გქონდა სათქმელი ასე სასწრაფოდ რომ  მთხოვე შეხვედრა.

-ტელეფონში არ გითხარი.ბაია ვეღარ ვუძლებ მის ტანჯვას.

-ვის ტანჯვას,ვერ ვხვდები ვახო ვიზე მეუბნები.შეეკითხა გაკვირვებულმა ვახოს.

-ტელეფონში არ გითხარი,იოანე დაბრუნდა საქართველოში და უკვე ერთად ვმუშაობთ.ბაიას ხმა გაეპარა და რამოდენიმე წუთი ვერაფერი ვერ თქვა,შემდეგ ძალა მოიკრიბა და შეეკითხა.

-როდის,როდის დაბრუნდა.

-ოთხი თვეა უკვე აქ არის.შეხვედრა მინდოდა შენთან და პირდაპირ მინდოდა მეთქვა.ეჭვი აქვს,რომ მე და შენ ვიცნობთ ერთმანეთს.

-როგორ,საიდან,ან მისთვის რა მნიშვნელობა აქვს მე ვის დაველაპარაკები.

-ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,მაგრამ ვფიქრობ მან თავად უნდა აგიხსნას ყველაფერი,უნდა იცოდე ნამდვილი მიზეზი,რატომ დაბრუნდა აქ,მაგრამ არა ჩემგან,მისგან.

-არა,არ მინდა შევხვდე.

-მოგიწევს ერთ დღეს მას მოუსმინო.

-არა,არ მინდა გრძნობები ისევ გამიახლდეს.

-დამშვიდდი და მხოლოდ გახსოვდეს,ვინც შენგან წასვლას მოინდომებს,ის ყოველთვის შეზე ნაკლებს მიიღებს.შენ კი ასწიე თავი და გააგრძელე გზა,იარე იქამდე,სანამ გზა შენს კუთვნილ ბედნიერებამდე არ  მიგიყვანს.

-არ ვეძებ ვახო არანაირ ბედნიერებას,რადგან ძალიან დიდი დრო დამჭირდება ისევ მის საპოვნელად.,,დაკარგული შანსი''მეორედ არ ეძლევა ადამიანს.მე კი ეს შანსი პირველად 19 წლის ასაკში დავკარგე ჩემივე პირადი ინტერესებისთვის,შემდეგ კი 27 წლის ასაკში და რას ფიქრობ ორჯერ დაკარგული შანსს უფალი მესამედაც მომცემს?ამიტომ ჩემი ბედნიერება წარსულს ჩაბარდა.თან ის არ წასულა ჩემგან,მე წავედი მისგან.

-არა მგონია მასზე ფიქრში ისევ წლები დაიკარგოს.უცებ წამოხტა ფეხზე ბაია და ვახო და მათ წინ მდგარ იოანეს გაოცებული უცქერდნენ.

-რატომ?რატომ არ დამჭირდება წლები ან თქვენ საიდან იცით მე რა მჭირდება.შეუბღვირა ბაიამ და იოანეს გაეცინა,ვახოს შეხედა და გაბრაზებული ხმით უთხრა.

-შენ მერე მოგივლი,რომ ამდენი ხანი ხვდებოდი,რომ ვხვდებოდი თქვენ ერთმანეთს იცნობდით და სიმართლე მაინც არ მითხარი.ბაიას შეუმჩნევლად კი თვალი ჩაუკრა,შემდეგ კი თავად ბაიას მიუბრუნდა და უთხრა.

-ვიცი,იმიტომ რომ შენი ბედნიერება,ახლა შენს წინ დგას.

-არა,ეს ტყუილია.არ გაბედო და ტყუილი აღარასოდეს აღარ თქვა.

-უნდა ვილაპარაკოთ,მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის ასახსნელი.

-მე არაფერი არ მაქვს ასახსნელი,მითუმეტეს შენთან.

-მე მაქვს ბაია და ნუ გაჯიუტდები,თორემ დაისჯები იცოდე.ვახოს გაეცინა და მიხვდა იქ ის უკვე ზედმეტი იყო,ბაიას დაემშვიდობა თბილად,ორივე ხელები მაღლა ასწია,იოანეს თვალი ჩაუკრა და ამით აგრძნობინა რომ მისი არჩევანი მოსაწონი იყო მისგან.იოანემ ხელი მოკიდა ბაიას და ძალით დასვა იქ სადაც ცოტა ხნის წინ ვახო იჯდა,სიგარეტი ამოიღო გააბოლა და ბაიას შეხედა.ბაია კი გაოცებული უცქერდა.

-როდიდან დაიწყე მოწევა.

-იმ დღიდან,რა დღესაც შენ დატოვე ჩემი კომპანია.

-მე იქ ზედმეტი ვიყავი,არ ჩავთვალე საჭიროდ ჩემი იქ ყოფნა და ასე ჯობდა.

-რატომ არ დამელოდე,რატომ იჩქარე,რატომ არ იფიქრე რას გეტყოდი ბაია.
[27.12.2017 05:21] gia bibihadze: -აზრი?ჰქონდა კი აზრი?შორიდან მეყურებინა იმ ქალის ბედნიერი თვალებისთვის,რომელმაც თავისი სიეშმაკით მოიგო და მიიღო ის თუ ვინც უნდოდა და რაც უნდოდა?

-ბაია ბედნიერება სულიერი და ემოციური მდგომარეობაა,რომელიც სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს ადამიანში.ბედნიერება,რომ შეინარჩუნო ყოფიერების პირობებით,ცხოვრების შინაარსიანობით,როცა საკუთარი მიღწევებით ჩვენს მიზანს მივაღწევთ ვმშვიდდებით შიგნიდან.მე კი როგორც შენ ამბობ ჩემი ბედნიერება ორჯერ დავკარგე,შენ მართალი ხარ ,,დაკარგული შანსი''-ის კიდევ პოვნა ძალიან ძნელია.მე კი არ მინდა მესამედ გავუშვა შანსი ხელიდან და სამუდამოდ დაგკარგო.მხოლოდ შენთან მინდა ვიყო ბედნიერი და აი უკვე ამ დიდი ტანჯვის შემდეგ დიდი იმედით ვდგავარ შენს წინაშე.

-ესმა?ბავშვი?იოანე მე არ მინ.............

-ბაია ნუ განიცდი ასე ძალიან იმას რაც არც ყოფილა და არც დავუშვებდი რომ ყოფილიყო.ესმა და ბავშვი არ არსებობენ,ეს ყველაფერი ბლეფი იყო,რომელმაც ლამის იმსხვერპლა ჩემი სიცოცხლე,მის შემდეგ როცა შენი განცხადება ვნახე ჩემს მაგიდაზე.

-შენი სიცოცხლე?რა მოხდა,რა გჭირდა.შეეკითხა თვალცრემლიანმა.

-უკვე კარგად ვარ,გაიარა იმ სულის ტკივილმა მხოლოდ ახლა შენ რომ ხარ ჩემს გვერდით.ბაია დამიჯერე,მხოლოდ შენ ხარ ჩემთვის ის იშვიათი მზის სხივი რომელმაც ჩემთვის გამოანათა ღრუბლებიდან და მე ამომეფარა. გახსოვს რომ მითხარი,როგორ ხარ ასე მშვიდადო?მე რა გითხარი ის თუ გახსოვს?გითხარი,რომ ჩემი სიმშვიდე საჭირო იყო იმ მომენტში,რათა არ დამეფრთხო და ასე გამერკვია სიმართლე,სიმართლე რომელიც თავიდანვე ვიცოდი,რომ ეს დიდი ტყუილი იყო და შენ კი იჩქარე და გაქრი ჩემი სიახლოვიდან მაშინ,როცა ყველაზე ძალიან მჭირდებოდი.

-იოანე ნუთუ ეს ცხადია?

-რა თქმა უნდა ცხადია,ხედავ?ისევ ვიპოვეთ ერთმანეთი.

-მე არც შენი სიმდიდრე მინდა,არც შენი ტალანტი.მე მინდა ის სიცარიელე ამოვავსო რომელსაც უშენობა დაერქვა.იოანემ ხელი მოხვია ბაიას და გულზე აიკრა,საფეთქელზე მიაწება მისი ცხელი ბაგეები და უთხრა.

-მოდი ერთად ვეძიოთ ერთმანეთში ნამდვილი სულის ნეტარება და სიმშვიდე.

-კიდევ მივცეთ ერთმანეთს შანსი?

-მე ვფიქრობ რომ ..დაკარგული შანსი'' უკვე აღარაა დაკარგული.

-იგივე მინდა გითხრა მეც,მგონი მეც არ ვთვლი დაკარგულად არაფერს.მე ვიპოვე ჩემი ,,დაკარგული შანსი''.
  ბედნიერება სათვალეს ჰგავს.ყველგან ეძებ,ეძებ და ბოლოს აღმოაჩენ,რომ ის ცხვირის წინ გქონია.რაც უფრო ძლიერია სიყვარული,მით უფრო ღრმაა,ეს ხომ არა-მიწიერი გრძნობაა.



№1 სტუმარი Ixa gtevdoraze

Zalian momewona btvli rom saaxalwlo sachuqari iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent