მგონი ცხოვრება დამცინის
როგორც ყოველთვის ახლაც მივაბიჯებდი ზამთრის სუსხიათ დღეს ქუჩაში მარტო. ლამპიონები მინათებდნენ გზას მაგრამ მომენტებში მაინც ვეხვეოდი ღამის ალმურში. ღამის სამი საათია, სახე სიცივისგან მაქვს აწითლებილი და მობუზული მივაბოტებ გუბეებში, აღმაშენებლის ქუჩა ამ დროს ძალიან ლამაზია. ცოტახანში დედაენის ბაღს ვუახლოვდები და ვხედავ ულამაზეს ნაძვის ხეს და განათებულ მიდამოებს. ლამაზია. სიარულს ვაგრძელებ და ვტკბები ბურუსში გახვეული თბილისის სილამაზით. როგორც კი სახლში მივედი მაშინვე სააბაზანოში შევედი და ცხელი წყალის ნეტარებას მივეცი, შემდეგ მოვწესრიგდი და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი. დილით ფანჯრიდან შემოსული მზის სხივი მაღვიძებს, ეს ძალიან სასიამოვნოა შაბათ დილით კი განსაკუთრებით. ავდექი პიჟამოებით გავედი ჯერ სააბაზანოში შემდეგ კი სამზარეულოში. მოვწესრიგდი, ვისაუზმე და ლილეს დავურეკე რომ ჩემთან ამოსულიკო. მე და ლილე ბავშვობის მეგობრები და მეზობლები ვართ, მე მარტო ვცხოვრობ მშობლები და ჩემი და ცალკე ცხოვრობენ, ჩემი ძმა კი თავის ცოლთან ერთად იტალიაში ცხოვრობს უკვე სამი წელია. ლილე მშობლებთან დასთან და ძმასთან ცხოვრობს. საბა ჩვენზე ერთი წლით პატარაა და როგორც ერთი ოჯახი ისე ვართ, ბარბარე კი ლილეს პატარა და ჩემი დის ხელაა ორივე ცამეტი წლისები არიან.მე და ლილე კი ტოლებივართ ორივე ცხრამეტი წლისები ვართ. ლილეს ოცი წლის შეყვარებული ყავს იოანე ძაიან კარგი ბიჩია როგორც გარეგნულად ისე შინაგანათაც, ლილეც ულამაზესია დიდი ცისფერი თვალები, დიდი ტუჩები,წაბლისფერი თმა და შესანიშნავი ფორმები აქვს. ეს ორი უმაგრესი წყვილია და რაც მთავარია ერთმანეთზე აბოდებენ ისე უყვართ. მე ამჟამად თავისუფალი ვარ მიუხედევად იმისა რომ გარეგნულად უხეირო არ ვარ. თაფლისფერი თვალები მაქვს, კურნოსა ცხვირი, კარგი ტუჩები, წაბლისფერი ტმა და ნორმალური ტანი, მაგრამ ამ გარეგნობის მიუხედავად შეყვარებული არ მყავს და არც არასდროს მყოლია მოკლედ რომ ვთქვათ თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინც ველოდები რომელიც თავდავიწყებით შემიყვარებს. ლილე ზუსტად ხუთ წუთში ჩემთან ზის და თავის ამოტანილ ნაპოლეონს იტენის პირში თან იოანეზე მიყვება თუ როგორი ჯელტმენი ყავს, ისეთი სასაცილოა მისი ყურება რომ ღიმილს ვერ ვიკავებ. -რა გაცინებს, მე დამცინი ხო- ლილე თავს აქეთ იქით აქნევს და მახსენებს რომ ჯერ კიდევ მარტო ვარ, მე კი ამაზე უფრო მეცინება, უკანალზე ხელს ვირტყავ და სააბაზანოში შევდივარ რასაც ლილეს ყვირილი მოყვება-ამხელა გოგოს ჭკუა არ გაქვს თავში გიჟი ხარ გიჟიიიიი-ყვირის ბოლო ხმაზე. საღამოს ლილემ კლუბში წასვლაზე დამითანხმა და საყიდლებზე წამათრია რასაც ვერ ვიტან. ოთხ საათიანი სიარულის შემდეგ როგორც იქნა სახლში მივაღწიე. ცოტა წავუძინე და მოვემზადე. ტანზე მომდგარი შავი კაბა მეცვა მუხლს მაღლა და უზურგო ლავიწები კი კარგად მიჩანდა, მაღალქუსლზე შავი ფეხსაცმელით და ბეწვის მოსასხამით ნამდვილი ქალბატონი ვიყავი.ბარში ტაქსით წასვლა მომიწია რადგან ძილი ძალიან გამიგრძელდა. ბარში როგორც კი შევედი მაშინვე დავინახე ლილე იოანე და იოანეს ბრიყვი ძმაკაცები და თვალები გადავაბრიალე. მაგიდისკენ წასული ლილემ შემამჩნია და მთელი ხმით დაიყვირა ანი მოვიდაო მე კი მის ამ ქცევაზე ისე გამეღიმე რომ კბილებიც კი გამომიჩნდა. ყველა მოვიკითხე იოანე გადავკოცნე და ჩემი ადგილი დავიკავე. უაზრო საღამო იყო ამიტომ გართობა გადავწყვიტე ბართან მივედი ხუთი ჭიქა არაყი დავლიე ვისკიც დავაყოლე და მოცეკვავე ბრბოს შევერიე თავი კოსმოსში მეგონა ისე ვირხეოდი თითქოს გრავიტაცია ჩემზე არ მოქმედებსო, შემდეგ წელზე ძლიერი ხელები ვიგრძენი და გახშირებული სუნთქვა კისერთან ამან უფრო დამახვია თავბრუ და სიამოვნების მორევში ჩავეშვი. დიდხან ხმისამოუღებბლად ვცეკვავდით შემდეგ კი ილემ გამომათრია და დაკითხვამომიწყო ვინ იყო ის ბიჭი საიდან ვიცნობდი და ასე შემდეგ მე ხმას არ ვცემდი მხოლოდ თვალებით ვეძებდი ჩემს პარტნიორს მაგრამ ამაოდ. მალევე დავიშალეთ და როგორც ყოველთვის ფეხით გავუყევი თბილისის ქუჩებს. ვგრძნობდი რომ უკან ვიღაც მომყვებოდა მაგრამ შიში არ მეკარებოდა უცბათ უკან მოვტრიალდი და უზარმაზარ სხეულს შევეჯახე, სახე მეცნო მაგრამ სურნელი უფრო ეს ჩემი პარტნიორი იყო ასეთი ღრმა თვალებით რომ მიმზერდა. -მარტო სეირნობ ქალბატო ღამის ორ საათზე?-ღმერთო ეს რა ბარიტონი მიეცი ამ სიმპატიურს -რამე პრობლემაა?-გაურკვევლად ვკითხე -კი ანი არის-ღმერთო ჩემი სახელი რა ტემპით თქვაააა ახლა გული წამივა -და შეიძლება გავიგო რა პრობლემაა?-გავინაზე, მოიცა ანი რას აკეთებ შენ მას ეფლირტავები? არა არა არა გაჩერდი რა იცი იქნებ მანიაკია -შენი თავი რომ მომტაცონ ჩემო ანი მერე მე რა გავაკეთო?-ნაღვლიანი ხმით თქვა და დაბლითა ტუჩი გადმობურცა. ვაიმე კი არ იცის რო მოვკლავ მაგისი არა პეტრესი -უკაცრავად მაგრამ მე ნივთი არ ვარ,რომ ვინმესი მერქვას და გირჩევნია დისტანცია დაიჭირო თორემ მაგ შენს ლამაზ თვალებს ქლიბით ამოგიჩიჩქნი გასაგებია?-მკაცრი ტონით ვუთხარი და თვალებში შევაჩერდი -ოხ ანი ანი - ტუჩის კუთხე ჩატეხა -გ ა ს ა გ ე ბ ი ა?-ისევ ვკითხე და თან დავუმარცვლე. ის კი ახლოს მოიწია და ყურში ჩამჩურჩულა - ა რ ა - ამის გაგონება და ცჰემი ჰაერში ატაცება ერთი იყო. - რას აკეთებ იდიოტო დამსვი მე შენი მორიგი ნაშა ხო არ გგონივარ აე აბორიგენო დამსვი გიჩივლებ იციდე შე პაპუასოო დამსვი-ვყვიროდი ხმამაღლა მაგრამ ის არაფერს ამბობდა ბოლოს მანქანაში აღმოვჩნდი რომელიც კოჯრისკენ მიდიოდა მე კი ისევ ვყვიროდი. ზუსტად თხუთმეტ წუთში მანქანა თბილისის თავზე იდგა უცნობი კი გარეთ იდგა და თბილისს გაჰყურებდა. მე ათი წუთი მანქანაში ვიჯექი მაგრამ მეერე ვეღარ მოვითმინე და გადავედი- შენ ნორმალური ხარ ჩაჯექი მანქანაში და წამიყვანე სახლში ახლავეე-ვუყვიროდი მაგრამ ის მაინც დუმდა, გავმწარდი ცოტაც და ავფეთქდდები -კ ა რ გ ი- მკაცრად ვთქვი და წამოვედი ასე უბრალოდ ფეხით დავიწყე სიარული ის კი არ მომყვებოდა ღმერთო ეს რა ხისთავიანია კარგი მე შენ გიჩვენებ. ხუთი წითი მივდიოდი უცნობიუკვე თვალს მიეფარა მე კიდე მინუს ცხრა გრადუსში ოფლად ვიღვრებოდი თან ვლანძღავდი იმ აბორიგენს. ფიქებიდან მანქანის სიგნალმა გამომიყვანა სემდეგ კი დედამიწაზე ტორმუზის ხმამ დამაბრუნა. იმ პაპუასის მანქანა ჩემს ფეხებთან იყო. - შენ გოგო სულ გაგიჟდი ამ სიცივეში გინდოდა რომ თბილისამდე ჩასულიყავი შტერი ხარ შ ტ ე რ ი სულელო ჩაჯექი მანქანაში- მისმა ასეთმა ტონმა გული ამიჩუყა და აცრემლებული თვალებით ჩვიბუტბუტე- აბა შენ არ მოგყავდი მე კიდე სახლში მინდა- მისი მრისხანე სახე უეცრად მშვინმა სახემ შეცვალა მანქანიდან გადმოვიდა ახლოს მოვიდა თმა გადამიწია და მომიბოდიშა- კარგი ბოდიში არ უნდა მოვქცეულიყავი ასე ჩაჯექი მანქანაში- მე გავბრაზდი რა წესია როგორც უნდა ისე უნდა მომექცეს? არა ანი გამაგრდი ამ გადარეულმა როგორ უნდა გიბრძანოს რამე - არა- ძალიათ არხეინად ვუპასუხე და გზა გავაგრძელე ის კი მეძახდა ანი ანი ანი ნელ-ნელა ტონი იყინებოდა და მკაცრდებოდა. ცოტა ხანში კი ისევ ჰაერში ვიყავი და ისევ მის მანქანაში ვყვიროდი - შენ ნორმალური ხარ რა წესია გოგოს ეცე, აიყვანო და სადაც კინდა იქ წაიყვანო არანორმალურო, ჩემს უფლებებს ლახავ და შემიძლია გიჩივლო იდიოტო-ვყვიროდი გამწარებული -ძალიან კარგი მიჩივლე და კიდევ გნახავ ეგ ჩემთვის დასჯა კი არა ჯილდო იქნება ანი- ღმერთო რა იდიოტია მარა საყვარელი არა ანი არ არის საყვარელი, მე ვებრძოდი ჩემ თვს შიგნიდან მაგრამ ამ იდიოტს ისეთი თალებით ვუყურებდი კაცს ეგონებოდა მალე ყელს გამოსჭრისო.-იდიოტო- ამოვუტვბუტე და ასახლის მისამართიც ვუთხარი. სახლთან ათ წუთში ვიყავით -ისე მე ნიკოლოზი მქვია, ნიკოლოზ გიგანი - თბილი ხმით მითხრა მე კი მხოლოდ მანქანიდან გადმოვედი კარგად მეთქი მკვახედ ვუთხარი და კარები ხმაურიანად მივკეტე. სახლშ ავედი ვიბანავე და დასაძინებლად დავწექი, უკვე უნდა ჩამძინებოდა რომ მესიჯი მომივიდა უცნობი ნომრიდან გავხსენი და იმ იდიოტს ქონდა მოწერილი“სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ანი! ისევ შევხვდებით, ამის გჯეროდეს. ტკბილიძილი“ გმერთო რა გადარეულია ეს გავიფიქრე და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი. აბა საყვარლებო ეს ჩემი პირველი ისტორიაა ამ საიტზე<3 შემიფასეთ ეს ისტორია და ერთად გადავწყვიტოთ გავაგრძელო თუ არა <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.