27(თავი მესამე)
მინდა ყოველდღე გხედავდე. და ეს არასოდეს შეწყდეს, იმიტომ, რომ შენ საშუალებას მაძლევ ახლიდან შეგიყვარო. მე შენში რამდენიმე პიროვნება მიყვარს, მათ ეტაპობრივად მაცნობ და მეც კანონზომიერებისამებრ მიყვარდებიან. ***************************** imagine dragons-demons ***************************** ოთახიდან გიჟივით გამოვვარდი, სახეზე ელდა, ბრაზი და კიდევ რაღაც გამოუთქმელი მქონდა შეყინული. -კონსტანტინე!-მესმოდა ინას ძახილი და მისი ქუსლების რიტმული კაკუნის ხმა იატაკზე. ყოველი „პაკ“ გულისცემასთან ერთად ჩამესმოდა და ყურებში სისხლის ძლიერ შხუილს ვგრძნობდი. -კონტსანტინე, დამიცადე, იქნებ გაჩერდე, მე რა დაგიშავე?!-ქოშინით დაიკივლა ინამ. ყურიც არ ვათხოვე ისე გავსხლტი შენობიდან და მოწყვეტით ჩავენარცხე მანქანის ტყავის სავარძელში. ძრავა წამში ავამუშავე, ავტომობილი დავძარი და დაუფიქრებლად გავაქროლე. თავს უსუსურად და სუსტად ვგრძნობდი, გულისრევისა და უცნაური, მქისე მდუმარების შეგრძნება გულზე ლოდივით მეწვა. ფილტვები მიხურდა, ხელები კი მიკანკალებდა და საჭის დამორჩილება მიჭირდა. ვერაფრით ამეხსნა ჩემი ასეთი მძაფრი რეაქცია, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს უარყოფით პასუხს არც ერთ შემთხვევაში არ ვინანებდი. მეტისმეტი მოუვდა სოსოს. ეს ძალიან პირადული საკითხი იყო და ჩემს გარდა, მის შესახებ არც არავინ იცოდა. ეგ კი არა, თურმე მეც არ ვიცოდი! თურმე როგორ მომნატრებია მამაჩემი, თურმე როგორ განმიცდია მისი დაკარგვა?! მე ხომ ყველაფერი მარტომ გადავიტანე?! სოსომ თავისი წინადადებით ყველაფერი განმიახლა, ქარიშხალივით შემოიჭრა ჩემში და და სიმეტრიული სამყარო თავდაყირა დამიყენა. ქალაქის დსავლეთ ნაწილში, კლდოვანი ბორცვბისაკენ ავიღე გეზი, მკვეთრად დავამუხრუჭე და კლდესთან შევჩერდი. ლოდებზე დაბორიალებული გადავბობღდი, თვალებს ცხელი ცრემლები მიწვავდა და კისერში გაჩხერილი ბურთი შინაგანი ორგანოების ტკივილს მიძლიერებდა. ქვემოთ ჩავიხედე. აქაფებული, მტრედის ხუნდისფრად აქოჩრილი, მრუმე, მგლისფერი ტალღები რუხ ქვებს ეჯახებოდნენ. მათმა შხუილმა ოდნავ გადაფარა აგუგუნებული ყურთასმენა, მაგრამ თავში გაჩაღებულ კოცონს ვერაფერი ვერ უშელა. ძირს გავწექი და ხმის ჩახლეჩამდე ვკიოდი. ჩემი სისუსტის, ჩემი უსუსურებისა და საცოდაობის მრცხვენოდა, თუმცა არ შემეძლო, მამაჩემის სიკვდილის მიზეზებს ვერ გამოვთხრიდი, იმ ბიჭს ვერ დავკითხავდი, ამას მე ვერ გავუმკლავდებოდი. წამოვდექი, ბეჭებს შორის ბასრმა სამართებელმა გამიარა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ნეკნები ხორცსში შემესო. ვერ ვსუნთქავდი, თვალთ მიბნელდებოდა და მაღებინებდა. კვლავ გადარეულივით გავიქეცი. “purple roses”-ში გრიგალივით შევიჭერი. ხელში რაც მომხვდა ყველაფერი დავლიე, რაღაც აბებიც კი მივაყოლე და იმ გაცხოველებულ მასას შევერიე. როგორც კი იასამნისფერი ნეონის სინათლე დამეცა, იმ წუთიდან მეზიზღებდა საკუთარი მეობა, რომელიც ფაქტიურად წიხლქვეშ გავიგდე. რა საძაგლები ვართ ადამიანები, იმ აწმყოს დასავიწყებლად რომელიც ცნობიერს გვინგრევს და რომლის გაძლებაც არ გვძალმიძს, ისეთ საქციელს ჩავდივართ რაც წარსულის ზიზღს უკავშირდება და ზუსტად ვიცით, რომ ამ აწმყოთი მომავალსაც ნაცარტუტად ვქცევთ და იმედგაცრუების მწარე, მტვრისფერი კვამლით ვავსებთ. ვცეკვავდი, გალეშილი ხალხისაგან მოზელილ ცომთან ერათად ვროკავდი. ქერცლიან, უცხო ჯურის ფრინველს დავემსგავსე. ურთიერთს თავს გუნდ-გუნდათ ვესხმოდით. ვკოცნიდი, უხეშად და გაშმაგებით ვეალერსებოდი, ნისკარტით თვალებს ვკორტნიდი თანამოძმენს. ერთ-ერთს პირდაპირ ჩემს მკლავებში წაუვიდა გული. ტუალეტში მივაგდე და ფუტკრებივით აზუზუნებული ფიქრების გადაწყობა ვცადე. თითქოს ჩემი ტვინი დავირუსებული კომპიუტერი ყოფილიყოს, უამრავი კოდი სვეტოვან მწკრივებად ისახებოდა მონიტორზე. ალკოჰოლისაგან გაბრუებულს აზროვნება დაბინდული მქონდა და მკვდარი ლეშიც კი ჩემზე უკეთ იქცეოდა. ერთ გოგონას გავყევი, რომელსაც მგონი წითელი თმა ჰქონდა. მის სახეს ბუნდოვნად ვხედავდი, უბრალოდ ინსტიქტურად ვეფერებოდი. საბოლოოდ, ჰალოგენით ავადმყოფურად განათებულ საპირფარეშოში ვარწყიე და იატაკზე მივეგდე. მციოდა. თვლები დავხუჭე. ვკანკალებდი. მოვიბუზე და კიდევ ერთხელ მომაწვა იმედგაცრუება, რომელიც ჩემმა ლაჩრობამ მომგვარა. შინაგაანად დამსხვრეულივ ვიყავი. ერთიანად დაქუცმაცებული. ვიყინებოდი. ძალინ, ძალიან მციოდა. ცნობიერში ერთი გამოსახულება ამომიტივტივდა: აწრიალებული, მროკავი, გუგუნა ხალხის ფონზე ერთი სახე იკვეთებოდა. ვარდისფერი მოკლედ შეჭრილი თმა ჰქონდა. ცოტათი ნატალი პორტმანის პერსონაჟს წააგავდა „სიახლოვიდან“. (ალბათ მისი ინსპირაციაც სწორედ ეს იყო) ბრჭყვიალა, მოკლე ვარდისფერი კაბა ეცვა, ფოჩებიანი და სადღესასწაულო. გრძელი ფეხები მოხდენილად ეწყო სკამზე. მუქი ლურჯი თვალებით იმედგაცრუებული, დანანებით მიმზერდა და თავს უარის ნიშნად აქნევდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მომეჩვენა. მის ღრმა, ავაზისფერ, მაგრამ ანგელოზურად სუფთა თვალებში უდიდესი ტკივილი წავიკითხე, სხეულის თითოეული უჯრედით მსაყვედურობდა. ეს უკანასკნელი იყო, რაც წყვდიადში ჩაძირვამდე დავინახე. უფრო სწორად გავიხსენე. მერე კი მორევში ჩავყვინთე. ******************************* -ეი, კარგად ხარ?-ანგელოზის გალობა ჩამესმოდა. თვალები ზანტად გავახილე. ვარდისფერი თმის ზოლი და ბრჭყვიალა ფოჩები დავლანდე. სევდისფერი, ლურჯი და ცრემლიანი თვალებიც. -მგონი..კი.ან..არა..-სუნთქვას ამოვაყოლე და გამაკანკალა. -ნა**ჭვარი ხარ!-დამიღრიალა და წიხლი მონდომებით ჩამცხო. მეტკინა და მწარედ შევიგინე. -რრრაა..გინდა?-ამოვიხვნეშე. -დროზე რა!-ტუალეტის კარზე დააბრახუნა ვიღაცამ. -აქედან დაიკარგე, წაეთრიე!-შეჰყვირა ვარდისფერთმიანმა. ისევ მე მომიბრუნდა.-როგორ გაბედე?! „კაიფში“ ხარ! მთვრალი, „დაბოლილი“ და გაკრეტინებული! რა დაგემართა?-ლამის ეტირა. -არ ვიცი, რეალობას გავურბოდი.-წამოვჯექი. ოთახი დატრიალდა, მაგრამ კედელს მივეყრდენი. -ნარკომანთა სამოცდაათი პროცენტი რეალობას გაურბის. მაგ საძაგლობაზე დამოკიდებულნი მხოლოდ ინტერესის გამო არ ხდებიან. საფრთხეს ნუ შეიქმნი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეგიძლია ტკივილს გაუმკლავდე. ნება მიეცი ტკივილმა გაგანადგუროს, ის შენს სულს გახლეჩს, ნარკოტიკი კი სულსა და სხეულს, ტვინსა და გულს, გრძნობებსა და ადამიანობას ერთნაირად დაგინაწევრებს.-შემწყნალებლური და საამო იყო მისი ხმა, თვალები ციმციმა, ხოლო ტუჩები მჭერმეტყველი. უფრო გამაბრუა. -სახლში მინდა.-პატარა ბავშვივით ამოვილაპარაკე. -წაგიყვან.-შემომთავაზა. -ერთხელ მითხრეს, სახლში შეიძლება წამიყვანო, მაგრამ შინ ვერ წამიყვანო. ახლა მივხვდი, სახლი არც მე მქონია.-განვაცხადე. გული ქვის ლოდივით დამიმძიმდა. უცნაურად გაეღიმა. -მაინც წავიდეთ, შენობა ხომ დაგვხვდება?- იოლად მიმიხვდა. -ჰო.-მოკლედ ავღნიშნე და ძლივს-ძლიობით წამოვდექი. -შენ ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ?-ჯერ კიდევ გაბრუებულმა, ანაზდად ვკითხე. მელოდიურად გაეცინა. მისი კისკისა ხმა რომელიმე გენიალური კომპოზიტორის შექმნილ შედევრს ჰგავდა. -მე ანგელოზი არ ვარ. -არც დაცემული? -არა, მე ადამიანი ვარ.-ავაზისფერი ღმილით მანიშნა გზის გაგრძელებისკენ. ******************** რამ გამომაშტერა? გოგონა კლუბიდან, იზაბელი, სოფი და ბოლოს კვლავ გოგონა კლუბიდან, რომელმაც მითხრა ელენე მქვიაო ისევ ერთი და იგივე პიროვნება აღმოჩნდა. მეც რაღათქმაუნდა ისევ გამექცა. ******************** სახლში მისულმა ბევრი ვიფიქრე. ელენე დროებით ამომივარდა გონებიდან. სოსოს გაბმული ზარის გადამკიდე ტელეფონი გავთიშე. სამაგიეროდ ელენა უკიოდა ჩემს მაგივრად. -და რა მნიშვნელობ აქვს ამას სოსო?!-ჩამესმოდა დედაჩემის ღრიალი. ძუ ვეფხვს ჰგავდა, რომელიც ნებისმიერ ფასად დამიცავდა.-ან ვინ გითხრა, რომ გამიხარდებოდა? ნიკო მოკვდა! დამთავრდა! არაფრის გამო არ მოგცემ უფლებას კონსტანტინეს სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა! დინამიკებში ხმას ბოლომდე აუწიე და ამან ცხრაე დებატები გადაფარა. რეალურად, მაინტერესებდა რამ იმსხვერპლა ნიკო დვალი, დიდებული მამა და ადამიანი, თუმცა გამოძიებას ვერ ვბედავდი. არ მინდოდა შემთხვევით იმ ბიჭის სახელი გამეგო. არ მინდოდა ჩემში მკვლელი დაბადებულიყო. ვიცი, არასწორად ვიქცეოდი, ის ბიჭიც ჩემსავით უსუსური იყო და მას არ უთხოვია მამაჩემისთვის გადამეფარე და მოკვდიო. თუმცა სიძულვილს ღრმად ჰქონდა ჩემს გულში ფესვები გადგმული. მეზიზღებოდა იმის გამო, რომ მამა მიწაში იწვა, ის კი მიწის ზემოთ დაიარებოდა და სუფთა ჰაერს სუნთქვადა. ბიჭი ლაჟვარდოვან ცას შესცქეროდა, გაზაფხულზე ყვავილების სურნელით, ახალი დასაწყისით ტკბებოდა, ზამთარში დათოვლილ ქალაქს შეჰყურებდა და საერთოდაც, ნედნიერი თუ უბედური ცოცხალი იყო. სიცოცხლე კი უდიდესი შანსია. შესაძლებლობა, რომელიც სანამ გული არ გაგიჩერდება, მანამდე შენს ხელშია. ამიტომ, არ მსურდა მენახა ის, ვისაც წარმოუდგენეელი სიძულვილით ჩავხედავდი თვალებში. შევხვედროდი იმას, ვისაც ქვეცნობიერად მუდმივად სიკვდილს ვუძღვნიდი. ახლა ნამდვილი დეტექტვივით უნდა მოვქცეულიყავი. ცივი გონებით უნდა განესაჯა. რა მჭირდა?! მოწმეები არ მყავდა, არც სამხილები, შემთხვევის ადგილი აქედან ორიოდე საათის სავალზე იყო. დეტალური ოქმები არავის არ შეედგინა, თითქოს ყველას აწყობდა ყველაფერი მიეჩქმალათ. სოსოს მაინც დავთანმხდი. დედაჩემა იტირა, იყვირა, გული შეიწუხა, თუმცა ვე გადამათქმევინა. ჩემი სისუსტე კი რომელიც კლდის პირას ღრიალსა და საპირფარეშოს ბინძურ იატაკზე გდებაში გამოიხატა საბოლოოდ დავივიწყე. ახლა ძლიერი და მედგარი ვიყავი. პ.ს ძალიან გთხოვთ, გააქტიურდით. თქვენი ერთი კომენტარიც კი ჩემთვის უდიდესი სტიმულია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.