ახალი წლის ჯადოსნობა (1)
ახალი წლის ჯადოსნობა ნათქვამია ახალი წლის ღამეს ბევრი ჯადოსნობა ხდებაო, მაგრამ მთლად ასეც თუ იყო არ ვიცოდი. არ ვიცოდი მანამ სანამ ერთი საბედისწერო შეხვედრა არ შედგებოდა. ორი განსხვავებული სამყარო, ორი განსხვავებული ადამიანი, რომელიც ერთმანეთს ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს შეხვდებიან და მათი გზებიც სამუდამოდ გადაიკვეთება... ბევრი კრიმინალი, ცრემლი, სისხლი და იმედგაცრუება, მაგრამ მაინც მყარად დგომა. ეს ის ერთადერთი რამაა რაც ადამიანში უდიდეს სიძლიერეს ამჟღავნებს. თავი 1 მარიამი ერთი ჩვეულებრივი გოგოა 19 წლის. სკოლა ახლახანს დაასრულა და უკვე ემზადებოდა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთი წელი გაუცდა და სასწავლებელში ვერ ჩაირიცხა. ეს კი მის ოჯახში დატრიალებული ამბების გამო მოხდა. მამა გარდაეცვალა და დედამისთან ერთად მარტო დარჩა. ამიტომ თბილისში გადასვლა ვეღარ მოახერხეს და ისევ ბათუმში დარჩნენ. ახალ წლამდე სულ რაღაც ორი კვირა იყო დარჩენილი, როდესაც მარიამის დედამ განაცხადა ბიძაშენთან და ბიცოლაშენთან უნდა გადავიდეთ ამ ახალ წელს და შემდეგ ბინასაც ვიქირავებთ როგორმეო. მართლაც ასე მოიქცნენ და ერთ კვირაში მოახერხეს თბილისში გადაბარგება. მართალია მარიამს არ უნდოდა მშობლიური კერის დატოვება, მაგრამ რა ექნა დედის ნებას უნდა დამორჩილებოდა. ოთხი დღეა უკვე რაც თბილისში არიან და მარიამი საერთოდ ვერ გრძნობს ახალი წლის მხიარულებას, პირიქით სახე ჩამოტირის და აქეთ-იქით მოწყენილი დაიარება. ჯერ ვერავინ გაიცნო, მაგრამ ისედაც არ არის საქმე, რომ მარტო დახეტიალებდეს ქუჩებში. მის ბიძაშვილებთან ერთად კარგ დროს ატარებს. შეიძლება ცოტა ხნით არის მათთან და ბევრი საჭორაო თემაც არ აქვთ გოგონებს, მაგრამ მარიამი მაინც ერთობა. როცა ლიკას და თათიას მაღაზიაში ჩასვლა ეზარებოდათ მარიამს აგზავნიდნენ ხოლმე. ახლაც დაქალები მოუვიდათ და მარიამს თხოვეს სასუსნავები ამოეტანა მანაც ხათრი ვერ გაუტეხა, მანტო მოიცვა ნაცრისფერ სპორტულებზე, დედა გააფრთხილა და სახლიდან გავიდა. მალე ათი საათი შესრულდებოდა და გარეთაც კანტა კუნტად თუ დაინახავდი ვინმეს, რომელიც სახლისკენ მიიჩქაროდა. ზამთრის სუსხი თბილისს ახლაც არ ტოვებდა. სიცივისგან მობუზულმა მარიამმა სწრაფად გადაკვეთა ქუჩა და მოპირდაპირე მხარეს მარკეტში შევიდა. თვალების ცეცება დაიწყო. დახლებზე იმდენი სასუსნავები ეწყო, რომ არ იცოდა რომელი ერთი ეყიდა. ბოლოს კალათა აიღო და რაც ხელში მოხვდებოდა ყველაფერს ყრიდა. როცა მორჩა გამყიდველთან მივიდა, რომ ყველაფერი გაეტარებინა. რამდენიმე წუთში ფული გადაიხადა და აჩქარებით გამოვიდა მარკეტიდან. სიბნელემ და სუსხმა მისი პიროვნება მთლიანად მოიცვა და საშინლად ააფორიაქა. "კარგი რა მარიამ, რისი გეშინია, ამ შუაღამეს ვინ უნდა იყოს გარეთ." შესძახა თავის თავს და ჩვეულებრივ ქუჩა უნდა გადაეკვეთა, რომ თვალები გაუნათდა. მის წინ გზატკეცილიც განათდა. ერთ ადგილს მიეყინა, ვერ ინძრეოდა. შიშის ზარმა ჩამოკრა და რამდენიმე წამში ალბათ მანქანა აკანკალებულ მარიამს სიცოცხლეს გამოასალმებდა, მის წინ, რომ არ დაემუხრუჭებინა. სულ რაღაც რამდენიმე მილიმეტრი იყო მანძილი მანქანასა და მარიამს შორის. გული გამალებით უძგერდა და შიშისგან თვალებს აფახულებდა. არ იცოდა რა ექნა, უბრალოდ ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ ამ ახალ წლებზე სიცოცხლეს არ გამოასალმა. მანქანიდან გაავებული ყვირილის ხმა შემოესმა, რამდენიმე წამში კი მის წინ ქუშტად მომზერალი პიროვნება იდგა და მარიამს ხმამაღლა უყვიროდა. როგორი უხეში და ცივი ხმა ჰქონდა. სჭექდა და იქაურობას აზანზარებდა. თვალები კი ღია ცისფერი, ისეთივე ცივი როგორიც თვითონ იყო. მარიამზე ნახევარი თავით მაღალი იყო, მაგრამ მაინც ზემოდან დაჩერებოდა. ის კი დასჯილი ბავშვივით მობუზულიყო და კანკალებდა. შემდეგ ფილტვები დაეხუთა, ჟანგბადი აღარ მიეწოდებოდა, თვალებიდან ობოლმა ცრემლებმა დაიწყეს დენა. პარკს მაგრად უჭერდა ხელს და ღრმად სუნთქავდა. "ოღონდ ეს არა, ოღონდ ახლა არა." გაიფიქრა გონებაში, როდესაც მიხვდა რომ ჰაერი მართლა აღარ მიეწოდებოდა და ინჰალატორიც სახლში ჰქონდა. მის წინ მდგომს მუდარით აღსავსე თვალებით შეხედა, ის კი კვლავ ყვირილს აგრძელებდა და საერთოდ არ ფიქრობდა რა მდგომარეობაში იყო ახლა მარიამი. ცივი, უხეში, ჯმუხი, უგულო. მხოლოდ ასეა შესაძლებელი მისი დახასიათება. მარიამს მუხლები მოეკვეთა და რამდენიმე წამში იგრძნო ცივი ასფალტის შეხება ლოყაზე, შემდეგ კი გონება საერთოდ დაკარგა. -ჰეი გაიღვიძე... გესმის? თვალები გაახილე?- გაიგონა ხმა და თან ლოყაზე რამდენიმე მსუბუქი დარტყმა. თვალები ძლივძლივობით გაახილა და მის წინ მდგომს მიაშტერდა. თავიდან ვერ გაიაზრა რა ხდებოდა, მაგრამ შემდეგ თავში ამოუტივტივდა ყველაფერი. მარკეტი, მანქანის შუქი, ხმამაღალი ყვირილი და შემდეგ გონების დაკარგვა. ისევ ასფალტზე იწვა, ეს დემონი კი თავზე დადგომოდა და ჩაჰყვიროდა, თვალები გაახილეო. მარიამი ხელებს დაეყრდნო და წამოჯდა. იგრძნო როგორ გაყინვოდა ყველაფერი და სწრაფად წამოდგა ფეხზე. მისი პარკი ძირს ეგდო, კიდევ კარგი არაფერი დაზიანებულა. თვალებს აცეცებდა და არ იცოდა რა ექნა, როდესაც კვლავ გაისმა ის ცივი ხმა, რომელიც მარიამს ამ რამდენიმე წუთში საშინლად შეზიზღდა. მისი ხმის გაგონებისას ტანში ჟრუანტელი უვლიდა და უნებურად კანკალს იწყებდა. თვალებს ვერ უსწორებდა, მაგრამ გრძნობდა როგორი სიბრაზით უყურებდა. -წინ თუ არ იხედები სიარული მაინც ისწავლე. შენთვის არ მცალია, აწი წინ აღარ გადამეყარო, თორე მანქანას აღარ შევაჩერებ და ვირთხასავით გაგაბრტყელებ.- დაიყვირა, მანქანაში ჩაჯდა და დიდი სისწრაფით წავიდა. იქაურობა კვამლით აივსო, მარიამი კი კვლავ ერთ ადგილას მიიყინა. შიში საერთოდ გაუქრა, როდესაც მოშორდა ისიც და მისი მანქანაც. პარკი აიღო და სახლისკენ წავიდა. ახლა ფიქრობდა როგორ აეხსნა ყველაფერი დედამისისთვის. ალბათ ეტყოდა, რომ რიგი იყო და ამიტომ დააგვიანდა. გზაში მაინც გაურბოდა ფიქრები უცნობისკენ, როგორ შეიძლებოდა ახალგაზრდა ბიჭი ასეთი ცივი ყოფილიყო, ასეთი გამყინავი ხმით. ისე საუბრობდა ჯერ, რომ არავინ დალაპარაკებია ასე მარიამს და იქვე მიყინა. ოცნებობდა, რომ მეტჯერ მართლა აღარ გადაყრილიყო და ის პიროვნება საერთოდ ამოიგდო თავიდან. ავტორი: ეს პირველი თავი საცდელია და თუ მოგეწონათ დააკომენტარეთ და გავაგრძელებ <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.