ზღვისფერი ბედნიერება.. (სრულად)
უკვე 3 წელია რაც სამშოობლოდან წასული ვარ. როგორ მენატრება საქართველო ვერ აგიღწერთ. მშობლიურ მხარეს მოვწყდი და საბერძნეთის გარემოს მივაშურე. სულ რამდენიმე საათში აეროპორტისკენ გავემართები და ჩემს საყვარელ საქართველოში დავბრუნდები. გული გამალებით მიცემს და ცრემლიც მადგება თვალზე. სულმალე ვიხილავ საყვარელ მშობლებს და მონატრებულ მეგობარს. ჩემი ჩიტი ჩემი ნუციკო თბილისში დამხვდება და შემდეგ ჩემს მშობლებთან წამიყვანს. არც მითქვამს მათთვის რომ ვბრუნდებოდი მათთვის სიურპრიზი უნდა ყოფილიყო. ნუციკომ ყველაფერი მოაგვარა . მიუხედავად იმისა რომ ძალიან შემიყვარდა საბერძნეთი და კუნძული კრეტა მაინცვერაფრით მივეჩვიე. იმდენად მიყვარდა ჩემი საქართველო რომ სისხლი მაინც თავისას შვებოდა. ამ 3 წლის განმავლობაში მართლაც რომ ბევრის გადატანა მომიწია. ცხოვრებამ ბევრი მანახა და ბევრიც მასწავლა. ნერვიულობისან და მოლოდინისგან ნეტა გენახათ ჩემს მუცელში მთელ ფლორას და ფაუნას მოეყარა თავი. ყველაფერზე მეტად ახლა მხოლოდ ის მინდოდა რომ ნუციკოს და მშობლებს ჩავუტებოდი. ამ სამი წლის განმავლობაშიც მაგ ოცნებით ვცოცხლობდი. ჩემი საუკეთესო პატარა მეგობარი რომელიც სულ ჩემს გვერდით იყო ყოველთვის და ყველაფერში მხარში მიდგა. ყველა რთული თუ ბედნიერი პერიოდი ერთად გვაქვს გატარებული. 22 წლის ვიყავი რომ საქართველოდან წავედი ახალი თავგადასვლების და სამსახურის საპოვნელად. მინდოდა ახალი ცხოვრება დამეწყო თუმცა ეს მონატრება ყოველდღიურად ბოლოს მიღებდა, ყველაფრით საოცრება იყო საბერძნეთი თუმცა თავი მაინც ვერ დავიმკვიდრე. ყველაფერს ვამჯობინე ჩემს საყვარელ სამშობლოში დავბრუნებულიყავი და საყვარელ ადამიანებთან ერთად ვყოფილიყავი. ახლა 25ის ვარ ჩემი ნუციკო ჩემზე 2 წლით უმცროსია მალე 23ის გახდება და ჩემი ჩასვლაც დავამთხვიე ეს მისთვის უდიდესი საჩუქარი იქნებოდა. მართლაც რომ გაგიჟებით გვენატრებოდა ერთმანეთი. ახლა ზუსტად ვიცოდი რომ მას აღარასდროს მივატოვებდი. განსაკუთრებით ახლა როცა გავიგე რომ მალე მას პაწაწინა ეყოლება. ნათლიას პაწაწუნა მოევლინება რამდენიმე თვეში ქვეყანას. ყველა მიზეზს ეს მიზეზიც დაემატა. მაბედნიერებდა უკვე ამ პაწაწინას არსებობა მიუხედავად იმისა რომ ის ჯერ არ დაბადებულა. ძალიან ბევრი ემოციით სავსე ვიღებ ბარგს ხელში და სახლიდან გავდივარ . ვემშვიდობები ულამაზეს საბერძნეთს, ყველა ცუდ თუ კარგ მოგონებას იქ ვტოვ. როგორც იქნა უკვე აეროპორტში ვარ და ადგილიც დავიკავე თვითმფრინავში. სულ მალე 3 წლის მონატრებას მოვიკლავ და თავს აღარასდროს მივცემ უფლებას ასეთი მონატრება კიდევ ვიგრძნო. რამდენიმე საათში თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ეშვება და მეც ბედნიერი მივემართები დამხვედრი ხალხისკენ და ამ ხალხს შორის ვცდილობ ნაცნობი სილუეტის პოვნას. ამ დროს მესმის ჩემი გიჟი გოგოს კივილი და ეს ამხელა ორსული ქალი ჩემსკენ მორბის და ზედ მახტება. ყველას გეფიცებით ასეთი გადარეული არსება სამყაროში არ არსებობს. მეგონა გათხოვება და ორსულობა მაინც დააჭკვიანებდა მაგრამ შენც არ მომიკვდე უფრო გაგიჟებულია. ხელებს მაგრად ვხვევ და ვგრძნობ როგორ ტირის ჩემი სენტიმენტალური ნუციკო და რაღაცეებს მებუტბუტება ყურში. -ვაიმეე ჩემი თამუსიი, ჩემი თამრიკო, ჩემი თხაა ჩემი სიყვარულიი როგორმენატრებოდი რაა. აბა გაბედე და კიდევ წადი სადმეე .!! -ჩემიი გიჟი გოგო , ჩემი გიჟი დედოფალი მეც როგორ მენატრებოდიი. -მართლა გენატრებოდი? ცრემლიან თვალებს იწმინდავს და ისევ იმ ბავშვური სახით მიყურებს როგორც სამი წლის წინ მიყურებდა როცა მაცილებდა. -მენატრებოდი აბა რა გოგოო. ნუციკო ვის არ მოენატრება. -არ მჯერა!! -აუ შენ ისევ ჯიუტი ხარ რაა.. -მიდი ეხლა დამიმტკიცე რომ გენატრებოდი! -მენატრებოდი და თუ ვიტყუებოდი მე ვიყო კუ!!! ამ სიტყვებს ვეუბნები და ორივე ბოლო ხმაზე ვიწყებთ სიცილს. მთელ აეროპორტს თუ არრა გვერდით მყოფებს მაინც ვაყრუვებთ ჩვენი სიცილით . ნუციკოს ქმარიც მოდის და მეხვევა. საბედნიეროდ იმ დროს მაინც ვიყავი აქ როცა ნუციკო გამითხოვდა . გიგასთანაც კარგად ვიყავი და მასთანაც ვმეგობრობდი. ვეხუტებოდი ჩემს გოგოს და მის მუცელს ვეფერებოდი სადაც ჩემი ნათლული იზრდებოდა. როგორც ჩანს ორსულობამ ამ ცეტ გოგოს სენტიმენტები უფრო გაუმძაფრა. უკვე გვიანი იყო და ნუციკომ თავის სახლში წამიყვანა. მალე საათი 12ს მიუკაკუნებდა და ჩემი გოგოს დაბადების დღეც დადგებოდა, ამიტომ ნუციკომ დაგეგმა რომ ჩემი მშობლები დაეპატიჟა თავისთან და მეც იქ ვნახავდი მათ. გიგუნამ მარტო დაგვტოვა დაქალები და საძინებლიდან გავაძევეთ. მე და ნუციკოს კი ჩახუტებულებს გვეძინა, მანამდე კი ვიჭორავეთ კიდეც თუმცა ვაიძულე რომ დაეძინა მის მდგომარეობაში არ იქნებოდა კარგი ღამეების თენება. ახლა ყველანაირად უნდა გავფრთხილებოდი ჩემს ორ სიყვარულს. ნუციკო ისევ მეღადავებოდა რიითვერ გამოჩნდა ის ვინც შენი გული მოიგოო , მარა შენ ხომ თხა ხარ თითს რომ აუწევ ვინმეს აბა ვინმემ ხმა ამოიღოსო. მართალი იყო ნუციკო არავის ვიკარებდი. არავინ მოდიოდა ჩემს გულამდე და ვერავინ შეძლო ჩემი გულის მოგება. როგორც კი გათენდა ორივე მოვწესრიგდით და საძინებლიდან რომ გავედით გიგა დაგვხვდა ტორტით და საჩუქრებით . მისაღები ლამაზად მოერთო ის მართლაც რომ საუკეთესო ადამიანი იყო ნუცას ცხოვრებაში. გული მითბებოდა მათი შემხედვარე. ისეთები იყვნენ აი შეყვარებულს და სიყვარულს რომ მოგანდომებს. ჩაეხუტა ნუციკოს ოქროს ყელსაბამიც გაუკეთა რომელზეც პატარა კულონი ეკიდა ორსული ქალის. ნამდვილი საოცრება იყო ეს ბიჭი. ჩვენს წინ ულამაზესი ბავშვის საწოლი იყო პაწაწკუნტელა ტანსაცმელებით სავსე. ესეც საჩუქარი იყო ჩემი გოგოსთვის და როგორც იცოდა გიგამ ტრადიციულად ვარდებიც მიართვა. ნეტავ გენახათ როგორ ბღაოდა ნუცა. ბედნიერებისგან ტიროდა. ყოველთის ასეთი იყო ყვეაფერზე ეტირებოდა. მერე მეც გულმა ვერ მომითმინა და კურცხლებიც გადმომცვივდა. როგორ მახარებდა ბედნიერება მისი და როგორ მინდოდა დამეჯერებინა რომ გიგასნაირი ბიჭები კიდევ არსებობდნენ. რომ თუნდაც მას ოდნავ მაინც გავდნენ სხვები და ჩემი მომავალი სიყვარულიც ოდნავ მაინც ემსგავსებოდა მას. ოთახიდან ნუციკოს საჩუქარიც გამოვიტანე . სამაჯუური გავაკეთებინე უსასრულობის ნიშნით და პატარა ინიციალებით ნ და თ. ხელზე გავუკეთე და მთელი ძალით ჩავეხუტე. მისი გაგიჟებული ემოციები რომ გენახათ გაიფხრიწებოდით სიცილისგან. გიჟი იყო ნამდვილი გიჟი. ჩვენი მეგობრობა მართლაც რომ მარადიული და უსასრულო იქნებოდა ყოველთვის. ნუციკოს ყველაფერი გავამზადებინე და მალე სუფრის გაშლაც დავიწყეთ. ნუციკოს და გიგას მშობლებიც მოვიდნენ. მათი რამდენიმე მეგობარიც და ახლა უკვე ჩემს მშობლებს ველოდებოდით. კარზე კაკუნი რომ გავიგე ცრემლები ვეღარ შევიკავე და კარისკენ წავედი ვერანაირაად ვეღარ ვითმენდი. კარი გავაღე და ორივემაგრად ჩავიკარი გულში. -დეე მაა ჩემო სიყვარულებო როგორ მენატრებოდით. არასდროს აღარ დაგტოვთ გპირდებით. მე თქვენ ძალიან ძალიან მიყვარხართ. -ვაიმეე ჩემი გოგო არ მჯერა რომ ჩამოხვედი დეე. -მე შენ არასდროს აღარსად გაგიშვებ მა. მამიკოს გული ხარ! -იქნებ გათხოვება მინდა კაცო ვაა ბოლოს და ბოლოს 25 წლის ვარ. ორივეს გავუცინე და კიდევ ჩავიკარი გულში. როგორც იქნა ნუცამდეც მივუშვი ისინი რომ დაბადების დღე მიელოცათ. მალე ქეიფიც დავიწყეთ და ძალიან კარგად გავერთეთ. მივხვდი როგორ მაკლდა ეს ყველაფერი. ეს გარემო და ეს სიყვარული ყველაფერზე მეტად მაკლდა. ყველაფერი ძალიან კარგი იყო. ვუყურებდი ყველასდასიყვარულით ვივსებოდი, ვთბებოდი და ვსაზრდოობდი მათი სიყვარულით ჩემს მიმართ. ქეიფმა დიდხანს გასტანა რასაც ქვია კარგად მოვილხინეთ. როგორც კი ყველაფერი დავალაგებინე ნუციკოს მშობლებთან ერთად სახლში წავედი. ყველაფერი კარგად იყო ამის მერე ძალიან კარგად. ბედნიერი ვიყავი საყვარელ ადამიანებთან. სამსახურიც დავიწყე, ცალკე გადავედი საბერძნეთში დაგროვილი ფულით პატარა ბინა ვიყიდე. კომფორტულად და ლამაზად მოვაწყვე. მივყვებოდი დროს და ცხოვრებას. ყველა ფუფუნებას აქ ჩემს ქვეყანაში ცხოვრება ჯობდა. დღეები დღეებს მისდევდა. დროის მეტ ნაწილს ნუციკოსთან ვატარებდი სამსახურის შემდეგ. ის კიდევ იბერებოდა და იბერებოდა. სულ რამდენიმე კვირაში ნათლიას პაწაწუნაც დაიბადებოდა. ნელნელა ვყიდულობდი რაღაცეებს რომ ნუციკო გამეხარებინა როდესაც იმშობიარებდა. ბედნიერი ვიყავი ამ ყველაფრით თუმცა მაინც შინაგანად მარტოსული ვიყავი. ამ 25 წლის განმავლობაში არ შემხვედრია ადამიანი ვის გვერდითაც კომფორტულად ვიგრძნობდი თავს. ვისგანაც სულ ოდნავ სითბოს და სიყვარულს ვიგრძნობდი მე. ვიგრძნობდი იმას რაც ყოველთვის მაკლდა. საყვარელი ადამიანი გვერდით რა უნდა იყოს ამაზე დიდი ბედნიერება ქალისთვის. მაინც როგორ აკლდა ამ ყველაფერს ვიღაც ვინც ამ გულს გაათბობდა. თუმცა ცხოვრება სამწუხაროდ სულ დეგენერატებს მახვედრებდა. ყველაფრის მიუხედავად ვაგრძელებდი ცხოვრებას . ბევრჯერ იკრიბებოდა სასტავი ნუცასთან. ძველი თუ ახალი მეგობრები ასე რომ მოწყენის დრო არ მქონდა. მათთან ერთად ძალიან კარგად ვერთობოდი. ერთ დღესაც დილით ადრე ტელეფონის ზარი მაღვიძებს. ჯერ ისევ ბნელოდა . ტელეფონს რომ დავხედე გიგა რეკავდა დაფეთებულმა ვუპასუხე რა ხდებათქო. ნუციკო მშობიარობდა. სასწრაფოდ გავემზადე და საავადმყოფოში წავედი. იქ მისულს უკვე საოპერაციოში შეყავდათ ნუციკო. მთხოვა რომ შევყოლოდი და მეც სიამოვნებით შევყევი. ბევრი ტანჯვა წვალების შემდეგ როგორც იქნა ჩემი ციცქნაც გამოძვრა. მისი ტიირილი ამშვენებდა არემარეს. გულს მითბობდა და მაგიჟებდა. ნუცას გულზე დაწვენილი პატარა ალექსანდრე და ეს სურათი ბედნიერებისგან მატირებდა. სამივეს ანერვიულებული გიგაც შემოგვიერთდა გაგიჟებული ემოციებს ვერ გამოხატავდა. დამუნჯდა ხმას ვერ იღებდა მხოლოდ გულში იკრავდა ცოლ შვილს. დრო ელვის სისწრაფით გადიოდა. დღეები დღეებს მისდევდა და ეს პატარა ჭინკა ყველას ცხოვრებას ახალისებდა და ალამაზებდა. ცოტა რომ მოიზარდა ნათლობაც დავგეგმეთ და მოვნათლე ჩემი წერტილი. პაწაწინა ბებიას და ბაბუას დავუტოვეთ ჩვენ კიდევ ახალგაზრდები გასართობად გავეშურეთ. ყველა ჩვენი მეგობარი და ნაცნობი იყო. ერთ-ერთ კაფე პაბში წავედით. გართობაც დავიწყეთ და მალე ერთი უცხო ახალგაზრდაც შემოგვიერთდა. გიგას მეგობარი აღმოჩნდა. ჩემს წინ იდგა რაღაც საოცრება. შავგვრემანი შავთვალა ბიჭი. ისეთი სხეული ქონდა ნებისმიერ გოგოს რომ დაადნობდა. დიდრონი ტუჩები და სწორი თხელი ცხვირი. ოდნავ თხელი წვერი და რაღაც საოცარი გამოხედვა რომელმაც სასწაულად დამაბნია. შინაგანად ამაფორიაქა თითქოს. გიგამ ყველას გაგვაცნო. როდესაც ხელი ჩამომართვა თვალი ისე გამიშტერდა ხელს უკან არ ვწევდი. რომ გამიცინა მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ თავი დავიწვი. ისეთი ხმა ქონდა ულამაზეს მელოდიად ჩამესმოდა ყურში. ადგილი მხოლოდ ჩემს გვერდით იყო და ისიც გვერდით მომიჯდა. ნერვიულად ფეხს ვათამაშებდი. თითქოს ვაიგნორებდი რადგან სასწაულად მაბნევდა. საოცარი შეგრძნებები გაჩნდა ჩემშიამდენი წლის განმავლობასი პირველად. თითქოს ლაპარაკის უნარიც წამერთვა და დებილივიით ვიდე. დანარჩენები იცინოდნენ და ერთობოდნენ. სანამ ნუცამ არ მიჯიკა მანამ არ ამომიღია ხმა. ეს გადარეული გოგო ხომ ყველას მოიყვანდა ხასიათზე. ორი სამი ჭიქა რომ დამალევინა ისეთ კარგ ხასიათზე მოვედი რომ კოხტად ავჭიკჭიკდი. ვიცინოდი და ვერთობოდი მეც. გულში რატომღაც მის სახელს ვიმორებდი. რაღაცნაირად ძალიან ლამაზი სახელი იყო რეზი. არასდროს მინახავს ბიჭს სახელი ასე უხდებოდეს. ისეთი ნაზი და თბილი ღიმილი ქონდა გულს მითბობდა. სასმლის სუნს ვერაფრით ვგრძნობდი მხოლოდ მისი სურნელი მათრობდა. შეუძლებელი იყო უკვე მის გვერდით გაჩერება ავდექი და ცეკვა დავიწყე,. მუსიკას ვაყოლებდი ტანს და სადღაც სხვა სამყაროში ვიყავი გაურკვეველი ემოციებით. ნელი მუსიკა რომ დაიწყო ყველა წყვილებში ცეკვავდა მხოლოდ მე ვიყავი ასე ეული ასე რომ მინდოდა ადგილს დავბრუნებოდი . ამ დროს ვიგრძენი როგორ შემომხვია ვიღაცამ ხელი საოცრად გამჭვალა მთელს ტანშიი, როდესაც რეზის სახე დავინახე. ორივე ხელი წელზე შემომხვია და მეც დაბნეულმა ხელები მისკენ წავიღე და კისერზე შემოვხვიე. ნაზად და რიტმულად ვცეკვავდით. სულ ოდნავ ვარხევდით სხეულებს. სადღაც უსასრულობაში ვიყურებოდი და თვალს ვერ ვუსწორებდი მას. ის კიდევ იღიმებოდა მომაკვდინებლად. ტუჩები ყურებთან მომიტანა და როდესაც მისი ცხელი სუნთქვა მომეფრქვა ზედ ერთიანად დამბურძგლა და უნებურად თვალები მივლულე. -რატომ მარიდებ თავს თამ? - მე..მმეე. არ გარიდებ თავს. დაბნეულმა და გაბრუებულმა ვუპასუხე. -რატომ კანკალებ გეშინია? -არ ვიცი. იცინის ისევ მომაკვდინებლად და გულს მითბობს, ვერ აგიღწერთ ახლა რას ვგრძნობ თითქოს ყველაფერი მენგრევა შიგნით. მისი შეხება მაგიჟებს , ეს სურნელი ეს თვალები ეს ნაკვთები უბრალოდ საოცრება დგას ჩემს წინ. ჩემს ყველა უჯრედს მოსწონს გაუცნობიერებლად რეზი. -კარგი რაა, არ გინდა გავისეირნოთ? -მინდა. თვალებ დახრილიი ვპასუხობ. არ ვიცი რას ვაკეთებ მგონი ვგიჟდები. მის სურვილებს ვნებდები და გულის ხმას ვუსმენ. ხელს მკიდებს ნაზად და იქიდან გავყავარ. არავინ და არაფერი აღარ მახსოვს. გარეთ გავდივართ . წვიმს..წვიმს საოცრად..ჩემი საყვარელი ამინდია. უკვე აგვისტო იწურება . საოცრებაა ამ დროს წვიმა. მივდივართ ჩვენ ორნი.. ფეხით ამ წვიმაში და დავეხეტებით უაზროდ. ჩუმად ზედმეტი სიტყვების გარეშე. შიგადაშიგ ვსაუბრობთ. აღარ ვკრთი აღარ მეშინია. გული ცემს გული თბება. სასწაულია ეს ყველაფერი რასაც ვგრძნობ, როგორც ვიქცევი სასწაულია. ვგრძნობ რომ გავგიჟდი . ჭკუიდან გადავედი.ხელებს მხვევს და მაგრად მიხუტებს. უცნობმა ადამიანმა წკუიდან შემშალა. ისე თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდი , ისე თითქოს ის ყოველთვის იყო ჩემს გვერდით. -იცი რა ლამაზი ხარ თამ? თვალს მჭრის შენი სილამაზე. გიყურებ და სუფთა ხარ, წმინდა. ჩემი წმინდა გოგოხარ. რას მიკეთებ? -მე არ ვიცი მაგრამ შენ რას მიკეთებ? მიცინის. სახეზე მეფერება და თმაზე. -შენც იმას გრძნობ რასაცმე? -კი რეზი -მაგიჟებ! -მგონი მეც ვგიჟდები. ვერ გეტყვით ვერ გადმოგცემთ ეს რა არის. უბრალოდ ეს ყველაფერი თითქოს სიზმარია. სიზმარი რომელიც არ მინდა დამთავრდეს. ხელს მკიდებს და თავის საოცარ თვალებს მაპყრობს ამ სიბნელეში რომელსაც მხოლოდ პატარა ლამპიონის შუქი ანათებს. -წამომყვები? -სად? -იქ სადაც ჩვენ ლამაზ მოგონებებს შევქმნით. -წავიდეთ. ხელს მკიდებს მანქანაში მსვავს და მივდივართ. არც ვეკითხები სად თუმცა რა მიხვედრა უნდა. დილიით უკვე დანიშნულების ადგილზე ვართ თუმცა მე გზაში ჩამძინებია. სადღაც ულამაზეს ოთახში მეღვიძება და საწოლის წინ სავარძელში მძინარე რეზის ვხედავ. წამსვე მეღიმება და შორიდან ვტკბები მისი ყურებით. ბედნიერ ღიმილს ვერ ვიშორებ. საკუთარ თავს ვეუბნები ეს რა არის? ნუთუ მთლად გავგიჟდი? დიახაც გავგიჟდი. ახლა არავინ და არაფერი მადარდებს. მხოლოდ ჩვენ ორინი ვართ. მე და რეზი და ვქმნით ლამაზ მოგონებებს. იღვიძებს მიღიმის. მეუბნება რომ ცოტახნით გავა და მეც თავს ვუკრავ. საწოლიდან ვდგები ისევ და ისევ გაურკვევლად ბედნიერი. სასტუმროს ვერანდაზე გავდივარ და საოცარ ბათუმს გავცქერი. ზღვის სურნელი მცემს და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. მალე რეზიც ბრუნდება პარკებით ხელში. მაწვდის და მეუბნება რომ გამოვიცვალო. აბაზანაში შევდივარ. წყალს ვივლებ და მის ნაყიდ ღია კრემისფერ კაბას ვიცმევ. სველ თმას ზურგზე ვიყრი. ხელს ვკიდებ და გავდივართ, ვქმნით მოგონებებს. ვიხსნებით, ვერთობით ვგიჟობთ. ისევ წვიმა. ბათუმის წვიმა. ჩვენ ვცეკვავთ. მისი თითები ჩემს თითებს შორის. ცხელი სუნთქვა და პირველი კოცნა. უდიდესი ბედნიერება. ბათუმში გატარებული ერთი კვირა. მოწყვეტიილი გარესამყაროს და მხოლოდ ჩვენი სამყარო არსებობს. მიისი ნათქვამი მიყვარხარ. ჩემი პასუხი მეც მიყვარხარ . სიგიჟე სისულელე სასწაული ყველაფერია ეს ყველაფერი. მისი თვალები აფერადებს ჩემს ცხოვრებას. ის მაძლევს ძალას ვიცოცხლო, ყველაფერს მავიწყებს რეზი. წარსული გაქრა სადღაც უკიდეგანო სივრცეში გადაიკარგა. ცხოვრებას მიზეზი მისცა რეზიმ. ჩვენი სიყვარული ზღვისფერია, ჩვენი სიყვარული ყველა ფერია. ღამის ბათუმს მისი სუნთქვა საოცრად უხდება. სიყვარულით და ბედნიერებით გასული ერთი წელი. იგივე ადგილი იგივე დრო. უფრო მეტი გრძნობა . სხვა სტატუსი. მე ცოლი თამო ვარძელაშვილი. ის ქმარი რეზი ნაკაშიძე. იიმედია მოგეწონებათ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.