შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულობდან უსასრულობამდე I


8-01-2018, 17:59
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 330

-კესო სად მიდიხარ?-მკითხა დედამ როცა მოსაცმელი ავიღე
-გოგონებთან გავალ და მალე დავბრუნდები.
-დე.. დღეს ნათლიაშენი გიორგის დაბადების დღეა,დილით შენი სახელით საჩუქარი გავაგზავნე და გთხოვ ცოტახნიშ შეირბინე და შემდეგ წადი გოგონებთან.-გამიკვირდა დედაჩემის ეს სურვილი.
ნათლიაჩემი გიორგი და მამაჩემი ბავშვობის მეგობრები იყვნენ,მომნათლა თუ არა ძალიან მალევე გაუფუჭდათ ურთიერთობა.მამა თბილისის გენერალური პროკურორი გახდა,ნათლიაჩემი კი მაფიას ჩაუდგა სათავეში.მე არასდროს მიშლიდნენ მასთან წასვლას იმ დღემდე სანამ მამა შეთქმულებით არ მოკლეს,მის შემდეგ გიორგი არ მინახავს,მას შემდეგ დედას მისი სახელის ხსენებაც კი არ სურდა.დღეს კი ვითომ არც არაფერი მომხდარა ისე გამოთქვა ეს სურვილი.
-კარგი დედა,რა შეიცვალა?
-არაფერი შეცვლილა,მინდა გნახონ.
-რატომ დედა?
-იმიტომ რომ იცოდნენ,ვინ დაიკავებს ლევანის (მამაჩემის) ადგილს მომავალში.-დედამ სიამაყით სავსე თვალებით შემათვალიერა და ჩამეხუტა.
-კარგი დედა წავალ.-შუბლზე ვაკოცე და სახლიდან სწრაფად გამოვედი.
ნათლიაჩემთან მივედი და კარზე ზარი დავრეკე,კარები გიორგის მეუღლემ გამიღო რომელსაც ღიმილი სახეზე წაეყინა და უხმოთ შემიპატიჯა სახლში სადაც უამრავი სტუმარი მხიარულობდა.ჩემს დანახვაზე სიჩუმე ჩამოვარდა,სტუმრების უმრავლესობა მამაკაცი იყო,ისეთი მზერა ჰქონდათ მივხვდი რა გარემოცვაშიც ვიმყოფებოდი.არცერთ მათგანს არ ვიცნობდი,მაგრამ მივხვდი ყველამ იცოდა ჩემი ვინაობა.
ჩემი მისვლიდან რამოდენიმე წუთში ახალი სტუმარი მოვიდა.მაღალი,შავგრემანი,შავი თვალებით.ისე მოათვალიერა ოთახი რომ გეგონებოდა ყველაფრის ბატონ-პატრონი თვითონ გახლდათ.ყველამ დიდი პატივითა და მოკრძალებით მიიღეს.გამიკვირდა,რადგან შავგრემანი მამაკაცი ყველაზე ახალგაზრდად გამოიყურებოდა დაახლოებით ოცდაათ წლამდე იქნებოდა.
ნათლიაჩემი ერთ წუთსაც არ მტოვებდა მარტოს.სიმართლე გითხრათ ჩემთვის მომაბეზრებელი და დამღლელი სიტუაცია იყო ამიტომ გადავწყვიტე წავსულიყავი.
-გიო მე უნდა გავიდე.
-მარტო ხარ თუ ქვემოთ გელოდებიან?-დაცვაზე მიმანიშნა.
-მარტო ვარ.
-მაშინ ვინმეს გამოგაყოლებ.
-საჭირო არ არის.-ვიუარე მე მაგრამ უკნიდან ძალიან მშვიდი ხმა მომესმა.
-გიორგი გოგონას მე წავიყვან.-გიორგიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-საჭირო არ არის.-ვთქვი თუ არა უკან მივიხედე.ჩემს უკან მაღალი,შავგრემანი მამაკაცი იდგა.
-როგორ არა საჭიროა.-თქვა გიომ და გადამკოცნა,დამშვიდობების ნიშნად.
მამაკაცმა ჯელთმენობა გამოიჩინა და „პრადოს“ კარებ გამიღო.საუბრით არ ვსაუბრობდით,მხოლოდ მის მზერას ვგრძნობდი.
-რატომ მიყურებ ასე?
-როგორ ასე?-თითქოს ვერ მიხვდა მამაკაცი.
-ისე თითქოს ჩემით დაინტერესებული ხარ.
-ლევანის გენები შენში ჟარბობს.-გამიღიმა მან.და განაგრძო.-მე მართლაც დაინტერესებული ვარ შენით კესანე.
-მე კესო მქვია.. როგორც ჩანს კარგფ ინფორმატორები გყავს.-ღრმად ამოვისუნთქე და ფანჯარაში გავიხედე.
-შენ კესანე გქვია.. ეგ სახელი მე დაგარქვი.. ისე არც მეგონა ასეთი ლამაზიი გოგონა თუ დადგებოდი.-გაოგნებული გავხედე მამაკაცს
-როგორ თუ შენ დამარქვი?
-ეგ დიდი ისტორიაა,სხვა დროს მოგიყვები.
-სხვა დრო აღარ იქნება... მანქანა გააჩერე.
-რატომ?
-უნდა გადავიდე.
-რატომ?
-მაღიზიანებ უკვე და იცოდე გადავხტები.-მამაკაცმა გულიანად გაიცინა და სვლა განაგრძო

საუბარი აღარ გაგვიგრძელებია,თუმცა როგორც აღმოჩნდა სასაუბრო ძალიან ბევრი გვქონია.მანქანა ჩემი სახლის წინ გააჩერა,მიუხედავად იმისა რომ მე მისამართი არ მითქვამს.
მანქანიდან გადავედი და კარები ძალიან მივარტყი,მაგრამ მან არაფერი შეიმჩნია და ისე გავარდა რომ რამოდენიმე წამში ჰორიზონტზეც კი აღარ ჩანდა.
სახლში შევედი თუ არა დედა მომეგება,მეც დაწყვრილებით მოვუყევი ყველაფერი.არც ერთი დეტალი არ დამიმალავს მისთვის.ლალიმ(დედამ) ფერი დაკარგა და მოწყვეტით დაჯდა დივანზე დაჯდა,რამაც კიდევ უფრო გამაოცა.
-დედა რა ხდება ?
-ბიჭს ანდრეი ერქვა?-იკითხა ხმააკანკალებულმა
-არ ვიცი.მისი სახელი,დედა კიდევ გეკითხები ვინ არიან და რატომ მეუბნებიან რომ მათ დამარქვეს სახელი?
ლალი დიდხანს ორჭოფობდა ეთქვა თუ არა ჩემთვის რაღაც,მაგრამ როცა მხვდა რომ დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და მე არ გავჩერდებოდი,გადაწყვიტა მოეყოლა.
-შალო ბიძა გახსოვს?
-კი
-შალო და ლევანი დიდიხნის მეგობრები იყვნენ.მამაშენს იმდენად უყვარდა მათი ოჯახი და მოსწონდა შალოს უმცროსი ბჭი ანდრეი,რომ შენ სახელი მას დაარქმევინეს.ძალიან მოეწონა მამაშენს შენი სახელი და რვა წლის ანდრეიზე დაგნშნეს.-ამის მეტი აღარაფერი გამიგონა,მხოლოდ ვხვდებოდი როგორ უჭირდა ლალაის ამ თემაზე საუბარი,მეც მიჭირდა ამ ამბის მოსმენა.
დივანზე ვიჯექი და ვფიქრობდი სად ვცხოვრობდი და როგორ ქვეყანაში,სადაც ორი უცოდველი ბავშვის ცხოვრებას მშოვლები წყვეტენ და განაგებენ,არ ვიცი იმ ვიღაც ანდრესთვის ეს რას ნიშნავდა მაგრამ ჩემთვის სიკვდილი იყო,რადგან მე ჩემი ცხოვრების განმკარგველად საკუთარი თავი მეგონა.
-ეს ამბავი ვინ გადაწყვიტა?
-ლევანმა და შალომ.
-და შენ დედა.. შენ რატომ არ ჩაერიე.
-არ შემეძლო,სწორედ ამ უმწეობის გამო აღარ გავაჩინე მეტი შვილი.-ლალიც ისევე წუხდა ამ ამბით როგორც მე,მაგრამ მე უფრო დავითრგუნე რადგან ეს მე მეხებოდა.
გაღიზიანებული ავდექი დვნიდან და გარეთ გამოვედი სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად.როგორ შეიცვალა ჩემ ცხოვრება ასე ერთი სიტყვით,ერთი მოქმედებით.უკვე აღარაფერი იყო ჩემი ამ ცხოვრებაში.
ჩემს გოგორბთან ანასთან და ნინოსთან გავედი და ყველაფერი მოვუყევი,გაოგნებულები მიყურებდნენ არ იცოდნენ რა ეთქვათ,რითი ვენუგეშებინე.მუხედავად იმისა,რომ ჩემთვს ეს ნიშნობა არაფერს ნიშნავდა,ძალიან განვიცდიდი.
გოგონებთნ გუგა ჩემი ბავშვობის მეგობარი მოვიდა,რომელსაც ზუსტად ვიცოდი,რომ სიგიჟემდე ვუყვარდი,მაგრამ საპასუხოდ ვერასოდეს ღებულობდა იგივეს.
-გოგონებო ოცდათერთმეტ დეკემბერს გუდაურში სასტუმრო დავჯავშნე სამ რიცხვამდე იქ დავრჩეთ..-გუგა ყოველთვს ნიციიატორი იყო.
მუხედავად იმისა,რომ თოვლი არ მიყვარდა და მეტიც არასდროს დამიდგამს ფეხი თოვლში,მაინც დავდვარ კურორტებზე და ვტკბები სასტუმროს ვიტრნებიდან სამყაროს „თეთრი ქურქით“
მთელი კვირა სახლიდან არ გავსულვარ.ოცდათერთმეტში გამთენსას ბავშვებმა გამომიარა და ბარგი მანქანაში ჩავდეთ.მთელი გზა ვმხიარულობდით,მოგეხსენებათ გუდაურამდე რამდენი საათის სავალია.
სასტუმროში ნომრები ავიღეთ და ცოტა დაძინება ვცადე,მაგრამ არ გამომივიდა და კაფეშ ჩავედ ჩემ საყვარელი რძიანი ყავის დასალევად.მიმტანს მღმა ნაცნობი სილუეტი შევნშნე,მაგრამ ვცადე ყურადღება არ მიმექცია,თუმცა ნაკლებად გამომივიდა,როცა მისი მზერა შევნიშნე. ავდექი და მის მაგდასთან დავჯექი.წარბშეკრული ვიჯექი და ხმას არ ვიღებდი,მისგან მოველოდი ყველაფრის ახსნას.
-ასე რატომ მიყურებ?-მკითხა მან
-ასე როგორ?
-თითქოს ჩემთ დაინტერესებული ხარ.-გაიმეორა ჩემი სიტყვები და გაეღიმა
-სულაც არა.. მაინტერესებს ისტორია..
-რა სტორია?
-ისტორია ჩვენზე და ჩვენი მშობლების გადაწყეტილებაზე.
-ანუ უკვე გაიგე.
-კი გავიგე და შენგან მოვითხოვ ყველაფრის ახსნას.-ჩემი ტონი გამკაცრდა,რაც არ ესიამოვნა.
-ჯერ ერთი ჩემგან რაიმის მოთხოვნის უფლება არავის აქვს და მერე მეორეც შენი ხმის ტონით ვერ შემაშინებ.-მშვიდი გაწონასწორებული ხმით მითხრა.-მაგრამ მეორედ ხმის ტონს აღარ აუწიო თორემ..
-თორემ რა?
-რანახ რაც.
-მე შენი არ მეშინია ანდრეი.-მისი სახელ გარკვევით და ხაზგასმით წარმოვთქვი,რაზეც კიდევ გაეცინა
გაღიზიანებული ავდექი,ყავაც არ დამილევია ისე დავბრუნდი ნომერში.მეგობრებმა იმის მუხედავად რომ იცოდნენ თოვლი არ მყვარს გარეთ მაინც დამპატიჟეს,რაზეც ტრადიციული უარი მიიღეს.
საღამოს წვეულება იმართებოდა ახალ წელთან დაკავშირებით.წასვლა დიდად არ მინდოდა,მაგრამ გოგონებმა გადამარწმუნეს.ვეცადე,როგორც ყოველთვის თვალისმომჭრელი ვყოფილიყავი. გრძელი შავი კაბა ჩავიცვი საკმაოდ ღრმად იყო აჭრილი,გულ-მკერდს კი ღრმა დეკოლტე ამშვენებდა.
წვეულებაზე დაგვიანებით ჩავედი.მეგობრების ძებნაში ანდრეის გადავეყარე,რომელიც საკმაოდ კმაყოფილი ჩანდა ჩემი დანახვით.
-ნუ მიყრებ.-გაღიზიანებულმა დავისისინე როცა გვერდი ჩავუარე,მაგრამ ანდრეიმ ხელი ჩამკიდა და თავსკენ მიმიზიდა.
-დარწმუნებულ ყავი,რომ თვალს არ მოგაშორებ არც ახლა და არც არასოდეს.
-რატომ?
-შენ ჩემი მომავალი მეუღლე ხარ და ამტომ.
-შენ სულ მთლად შეიშალე ხო?-ვცადე ხელი გაეშვა
-კესო რამე პრობლემაა?-ხელი წელზე შემომხვია გუგამ,რაზეც ანდრეის თვალები აენთო ალბათ ცოტაც და უსიამოვნება დატრიალდებოდა.
-არა საყვარელო.-ლოყაზე ვაკოცე გუგას.. ანდრეის ხელი გაეშვა ჩემზე.
-ეს ვინ არის?-იკითხა ანდრეიმ.
-ეს ჩემი საქმრო გუგა არის.-თავს ვიწყევლიდი ამ სიტყვებს წარმოთქმისას.ანდრეის ზურგი ვაქციეთ და ბარსაკენ წავედით.
გუგამ ყურებს ვერ დაუჯერა,მაგრამ გახარებული ჩანდა.თუმცა ის ვერ გაიგო ამ პროვნებასთან რა მაკავშრებდა,და უამრავ კთხვას მისვამდა,რომელსაც უპასუხოდ ვტოვებდი.
-გოგო გესმის?-ხელი მომკრა გუგამ
-რა გინდ გუგა?
-ანდრეი ვორონცოვასთან რა გაკავშირებს?
-შენ საიდან ც ვინ არის?
-ეგ ვინ არ იცის..ანდრეი რუსულ მაფიაშია,თითქმსს მთელი მოსკოვი ხელში ყავს.
-გუგა არ მაინტერესებს მისი საქმიანობა.შეგიძლიან დამშვიდდე.
-და რაც მას ჩემზე უთხარი...
-შენ ჩემი საქმრო ხარ გუგა?-ვკითხე მე
-ჯერ არა..
-ჰოდა ჯერ არ ხარ ჩემი საქმრო ასე რომ დამშვიდდი.
გუგა მაგარი ბაბნიკი იყო.ვიღაც გოგოები გაიცნო და მათთან ატარებდა მთელ დროს.ხანდახან ჩემთან მოვდოდა და მკითხავდა „რამე ხომ არ გჭრდება?“ უარის შემდეგ ისევ მათთან ბრუნდებოდა.
ბართან ვდექი და მარტინს მივირთმევდი.. აი დადგა ბოლო წამები.. უკუთვლა დაიწყეს,მაგრამ მე ყურადღება არ მიმიქცევია.
„9“ მოვსვი მარტინი
„8“ ამოვიღე მარტინიდან ზეთის ხილი.
„7“....
„6“...
„5“....
„4“....
„3“....
„2“...
„1“-ვიგრძენი ხელის შეხება რომელმაც დამატრიალა და უეცრად სასიამოვნო ტუჩებში კოცნამ საშუალება არ მომცა თვალები გამეხილა.. ეს ჩემი საახალწლო კოცნა იყო,სუნამოს ნაცნობმა სურნელმა მიმახვედრა ვინ იყო ჩემი პარტნიორი,მაგრამ თვალები მაინც არ გავახილე.. ისე ავეკარი გულზე.

პ.ს მაპატიეთ მეგობრებო თავი შეიცვალა.. შეცდომით პირველადი ვერსია დაიდო.. მაპატიეთ.

პ.ს.ს ღირს გაგრძელება?



№1 სტუმარი სტუმარი gega

ki ki ki ,,, gaagrdzele da male dade shemdegi tavi ra

 


№2 სტუმარი მარიამმი

კარგია❤ველი მოუთმენლად შემდეგ თავს❤❤❤❤❤

 


№3  offline წევრი blondeangel631

ღირს და აუცილებლად გააგრძელე და მალე დადე ხოლმე ძალიან მაგარია <3 kissing_heart

 


№4  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

რათქმაუნდაა ღირს გაგრძელება! მოუთმენლად ველი შემსეგ თავს ♥ წარმატებები ♥♥

 


№5  offline წევრი naniko mindia

Zalian magaria gagzele da warmatebas gisurveb ♥♥♥♥ardagviano dadeba xolme
--------------------
lomidze

 


№6 სტუმარი მარი. ელ❤

რასაკვირველია არაჩვეულებრივია და უნდა გააგრძელოო მალე დადე მეორე თავიი❤

 


№7  offline მოდერი The Dreamer

მადობა მეგობრებო რომ კითხულობთ

 


№8 სტუმარი ani

თემის კითხვა ახლა დავიწყე და აქაც ანდრეი ვორონცოვ რომ შევხვდი ისე გამიხარდა ვიმედოვნებ კესოშიც იქნება ვიკი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent