უსასრულობიდან უსასრულობამდე I
ბერძნული ლეგენდის თანახმად როდესაც შემოქმედმა ყველა მცენარეს თავისი სახელი უწოდა ერთი პაწაწინა უსახელო ყვავილი ატირდა: "არ დამივიწყო, უფალო" მაშინ უფალმა მიუგო: "სწორედ ეგ იქნება შენი სახელი" და მას შემდეგ ამ პატარა ნაზ ყვავილს მსოფლიოს ყველა ენაზე "არ დამივიწყო" ჰქვია... ჩვენთვის კი უბრალოდ კესანე... "კესანე, შენი კვნესა მე, შენთვის სიყვარულს ვკვესავმე" -კესო ადექი უკვე საღამოა.-ოთახის კარი შემოაღო ლალიმ(დედამ)-დილით რომ იძინებ მიტომ ვერ დგები დროულად. -ლალი წადი რა. -ადექი! მე და მამა მივემგზავრებით და შენ უნდა წახვიდე გიორგი ნათლიასთან. -რა ხდება რატომ უნდა წავიდე?-ძლივს წამოვწიე თავი ბალიშიდან -იმიტომ რომ ნათლიაშენია და დაბადების დღე აქვს,გარდა ამისა დეიდაშენის ქმარია. -მოკლედ ისე ვერ იტანთ ღარიბებს,რომ საზღვარგარეთაც კი მიემგზავრებით მასთან სტუმრობა რომ აირიდოთ თავიდან.-საბანი გადავიძვრე და საწოლზე წამოვჯექი. -შენ კი გეცოდება და ამიტომ არ არიდებ თავს.-ლალიმ კარები მაგრად გაიჯახუნა თვალების ფშვნეტით ავდექი და შხაპი მივიღე.მოვემზადე და ქვემოთ ჩავედი სადაც ყველა ერთმანეთში ირეოდა.ზოგი ჩემი მშობლების ბარგით ხელში დარბოდა,ზოგიც რაღაც ნივთებს ინახავდა,ნუ ერთი სიტყვით დიდი აურზაური იყო სახლში გამართული.ერთ ერთმა დამხმარემ(დედაჩემი მკაცრად აპროტესტებს სიტყვა „დამხმარეს“ და მოითხოვს მოვიხსენიო,როგორც მოსამსახურე,მოახლე.. და ა.შ) ყავის ფინჯანი მომაწოდა. მშობლებს ბედნიერი მგზავრობა ვუსურვე და სანამ ნათლიაჩემთან წავიდოდი ჩემს გოგოებთან გასვლა გადავწყვიტე,მაგრამ სახლიდან გავედი თუ არა გუგამ მანქანა ჩემს ფეხებთან სწრაფად დაამუხრუჭა და დაჯდომა შემომთავაზა. -სად მიდიხარ ლამაზო.. გაგიყვან -გუგა მორჩი ჩემთან „ბლატავს“ ხომ იცი მაინც არ შემიყვარდები. -ისე გუშინ კარგი საღამო გავატარეთ,ამიტომ მეგონა რომ უკვე გიყვარდი.-გაიცინა და მანქანის კარები გამიღო. -სისულელეა,მთვრალიც ვაცნობიერებ რომ „ბაბნიკებს“თავი ავარიდო.-მანქანაშ მაინც ჩავჯექი და ნათლაჩემის მისამართი მივეცი,გოგონებს მოგვიანებით ვნახავდი. გუგა ჩემი ბავშვობის მეგობარია,რომელიც ყველას ჩემს შეყვარებულად ეცნობა,სიმართლე ვთქვა სიმპათიური ბიჭია და ძალას არ იშურებს რომ შემიყვარდეს,მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვა. გიორგის საჩუქარი უკვე მიღებული ჰქონდა დილით,ამიტომ ხელცარიელი მივედი. სახლში სუფრა გაშლილი იყო და შუახნის მამაკაცები და ახალგაზრდებიც „ქეიფობნდენ“ ქალები კი „კუხნაში“ ფუსფუსებდნენ. -კესო ჩემო ლამაზო,როგორც იქნა ნათლიაც გაიხსენე ხო? -არ გრცხვენია გიო?-გადავკოცნე და სამზარეულოს ბართან დავჯექი და გიოს შვილს თეოს ვესაუბრებოდი. -კესო რამდენი ხანია აქ არ ყოფილხარ. -დაკავებული ვიყავი.-შევიშმუშნე უხერხულად -კი ვიცი როგორი დაკავებულიც იყავი,ვნახულობ ფეისბუქზე შენს სურათებს,ხან ბაკურიანი,ხანაც გუდაური.. საზღვარგარეთაც რამდენჯერ იყავი ამ თვეში.-თეომ კიდევ უფრო შემარცხვინა.-გოგო ის გუგა ვინაა სურათებზე რომ გნიშნავს? -შენს თვას მიხედე,რა გადაეკიდე გოგოს.-გამომესარჩლა დეიდა,სანამ თავის მართლებას და ახსნაგანმარტების ჩაბარებას დავიწყებდი.. თავს ისე ვგრძნობდი როგორც საკუთარ სახლში,მაგრამ ხანდახან თეო მიშლიდა ნერვებს,რომელიც ზედმეტად ინტერესდებოდა ჩემი ცხოვრებით,თუმცა მასაც ვერ გავამტყუნებ სხვა საქმე მანც რა უნდა ჰქონოდა. კარზე ზარი გაისმა,რადგან თვისუფალი არავინ იყო დიდან მთხოვა კარი მე გამეღო. შავგრემანი,შავწვერიანი ახალგაზრდა მამაკაცი იდგა კარებთან.ისეთი მანტო ეცვა,როგორიც რუსული ფილმის მონაწილე განგსტერებს.შავი თვალები შემომანათა და აქცენტით იკითხა. -თქვენ ვინ ხართ?-მამაკაცის ხმაზე ნათლიაჩემი გამოვიდა,რომელმაც დიდი სიყვარულით შემოიპატიჟა სტუმარი სახლში მე კი მანტო შემრჩა ხელში. სტუმრის მოსვლამ სუფრა კიდევ უფრო გაახალისა,ყვებოდნენ ისტორიებს,მაგრამ უფრო მეტად „შავგრემნის“ აინტერესებდათ.ვცდილობდი მათთვის ყურადღება არ მიმექცია და დეიდასთან გამეტარებინა სამზარეულოში დრო.მაგრამ ხშირად მიწვავდა ზურგს „ვიღაცის“ მზერა. -ეს გოგონა ვინ არის?-ურცხვად იკითხა შავგრემანმა,როცა სუფრას მივუახლოვდი.ნათლიაჩემმა უკან მოიხედა და გამიღიმა. -ეს ჩემი ნათლულია.-დიდი სიამაყით წარმოთქვა გიომ,შემდეგ კი დაამატა.-შენც იცნობ მამამის. ლევანის შევილია. -გენერალური პროკურორის?-დამცინავად თქვა მამაკაცმა და თავი გააქნია.-აი ბედის ირონიაც. ძალიან გავბრაზდი,მაგრამ არ შევიმჩნიე... საათს გავხედე უკვე რამის თორმეტი საათი სრულდბოდა,მე კი გოგონებთან მინდოდა გავლა,ამიტომ ნათლიას მოვუბოდიშე და გასვლა დავაპირე. -კესო საყვარელო,ასე უპატრონოდ ვერ გაგიშვებ. -რას ამბობ გიო? -მამშენი დაცვის გარეშე არ გიშვებს სადმე და მე მარტო გაგიშვა?-გიორგის ვესაუბრებოდი,როცა უკვე გასასვლელად გამზადებული შავგრემანი გამოვიდა მისაღებიდან.-ანდრეი უკვე მიდიხარ?-მასზე გადაიტანა ნათლიამ ყურადღება. -საქმეები მაქვს გიო ხომ იცი..რა ხდება?-შავგრემანმა ანდრეიმ ჩემზე გადმოიტანა ყურადღება. -კესოც მიდის,მაგრამ არ მინდა მარტო გავუშვა.-წამით შეყოყმანდა გიორგი.-იქნებ შენ წაგეყვანა? -კარგი.გოგონას დავტოვებ და ჩემს საქმეს მერე მივხედავ. -საჭირო არ არის.. გზას ჩემითაც გავიგნებ.-არ მესიამოვნა ჩემს ნაცვლად რომ მიიღეს გადაწყვეტილება. -ეჭვიც არ მეპარება.მაგრამ ლევანის ქალიშვილს მარტო ვერ გავუშვებ.-მამაკაცმა თავაზიანად გამიღო კარები და სადარბაზოში გავედი. ავტოსადგომამდე უხმოდ მივედით,მხოლოდ ანდრეის ტელეფონი არღვევდა ღამის სიჩუმეს,მაგრამ ის არ ჩქარობდა პასუხს. „პრადოს“ კარები თავაზიანად გამიღო და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხა ტელეფონს. რუსულად ვიღაცას ესაუბრა,მაგრამ ეს საუბარი ჩემი კარებიდან მის კარებამდე მისვლაში დასრულდა. კარგად ვერ გავიგე რას ამობდა. -თაკო ჩვენს კლუბში ხართ თუ სადმე სხვაგან ?-ვკითხე ჩემს დაქალს. -ჩვენთან ვარ,გამოდი. ანდრეი დროდადრო გამომხედავდა და თითქოს თვალებს ვერ უჯერებდა ისე იქცეოდა ეს უკვე მომაბეზრებელი იყო ჩემთვის. -რას მიღიმი ვერ ვხვდები. -არ მეგონა ლევანს ასეთი ლამაზი შვილი თუ ჰყავდა. -რა საჭირო იყო გცოდნოდა. -უბრალოდ ლევანს კარგად ვიცნობ,. -მამაჩემს მთელი საქართველო იცნობს და არამარტო საქართველო,ასე რომ საჭირო არაა ყველას წარუდგინოს ჩემი თავი.-გავბრაზდი ისევ და ჩემდა უნებურად ხმის ტონს ავუწიე.უეცრად მანქანამ ისე სწრაფად დაამუხრუჭა,ღვედი რომ არა ალბათ საქარე მინაში გავვარდებოდი. -რომ ყვირი რას ყვირი ვერ გავიგე!მეორედ ხმას აუწევ და გეფიცები განანებ. ლევანის შვილი რომ ხარ დავიკიდებ.-შიშისაგან კინაღამ მოვკვდი ,ერთიანად ავკანკალდი,მაგრამ ამ თავხედს ამას არ შევარჩენდი. -ჯერ ერთი ამგრად შენი მუქარები და მერე მეორეც „მეორედ“ აღარ მოხდება,რადგან აღარასოდეს შევხვდებით ერთმანეთს.-კარები გავაღე და მანქანიდან გადავედი. შუა ტყეში ფეხით მივდიოდი,ლამის გავიყინი რადგან დეკემბრის 22 იყო და საკმაოდ ციოდა.უკან „პრადო“ მომყვებოდა „დალნებით“ და სიჩქარეს არ უმატებდა. ღმერთო ამ უბედურებას რატომ გადამკიდე-გავიფიქრე ჩემთვის და გზა დავუთმე,რომ თავის გზაზე წასულიყო,მაგრამ მანაც გააჩერა და ადგილიდან არ იძვრებოდა.თანაც ეს „დალნები“ მაბრმავებდა და ვეღარაფერს ვუყურებდი. -ჩაჯდები თუ არა?-გადმომძახა მანქანიდან -არა,თავი დამანებე! -კარგი შენი ნებაა,ცოტა აზრზე მოხვალ ამ სიცივეში.-დამცინა და მინა ამოწია. მე წინ მივდიოდი ის კი ისევ უკან მომყვებოდა... ვიფიქრე ვინმესთვის დამერეკა და ამ დაწყევლილი ადგილიდან დამერეკა,მაგამ ტელეფონზე თაკოს (დაქალს) რომ ვესაუბრე მანქანის სავარძელზე დამრჩა. სხვა გზა აღარ დამიტოვა ამ იდიოტმა.. ძალიან გავითოშე,თანაც თბილისიდან საკმაოდ შორს ვიყავი და იძულებული გავხდი მანქანაში დავმჯდარიყავი. -ესეც ჩვენი მეორე შეხვედრა.-დამცინავად მითხრა შავგრემანმა და თავისი თეთრი,უზადო კბილები გამოაჩინა. -აი პროსტა,მაგარ შარში ხარ.-ახლა მე დავიწყე მუქარა. -და რატომ?მამიკოს ეტყვი და დამიჭერთ?-ისევ დამცინა მან. -აჰამ... -მამაშენი წლებია დამდევს მაგრამ ვერაფერი დამიმტკიცა,შენ თუ უშველი.-ეს ადამიან ყველა ჩემს სიტყვას ჩემს დასაცინად იყენებდა. როგორც იქნა კლუბთან შემიჩერა მანქანა და გადავედი.კარი ისე მაგრად მოვარტყი რომ ლამის ჩამოვიღე,მაგრამ მას რეაქცია არ ჰქონია და ისე სწრაფად დაძრა მანქანა,რომ ცოტაც და ჩემს თვალ წინ ავარია მოუვიდოდა. როგორც მისი საუბრიდან გავიგე,მას და მამაჩემს კომფლიქტური სიტუაცია ჰქონიათ.აი რატომ მივადარე მიდი ჩაცმულობა განგსტერისას,იქნებ იყო კიდეც განგსტერი. კლუბშ შევედი თუ არა თაკო და ნინი დავნახე,მაშინვე მათთან მივედი. -სად ხარ აქამდე? -მერე მოგიყვებთ,მარტო რომ ვიქნებით.-ვანიშნე თვალით გუგაზე,რომელიც ჩვენკენ მოდიოდა. -ვინ მოგიყვანა?-მკთხა მან. -რა შენი საქმეა? -აუ ნუ იროჟები რა.-ნიკაპზე ხელი გამკრა გუგამ.-გოგონებო გუდაურში სასტუმრო დავჯავშნე ახალი წელი იქ გავატაროთ.-მოგვახარა მან. -აუ რა მაგარია.-თაკომ და ნინიმ ერთდროულად იკივლეს. -არ გაგიხარდა ცუნცულ?-ხელი დგადამხვია მე. -კი ძალიან,მაგრამროდის მივდივართ? -30 დეკემბერს წავალთ,მაგრად გავერთობით პატარავ.-ეშმაკურად ჩაცინა მან. სახლში გამთენიისას დავბრუნდი,ისე როგორც ყოველთვის. რადგან ჩემი მშობლები სახლში არ იყვნენ პასუხისმგებელი პირიც მე ვიყავი მხელა სახლში,ამიტომ დილით დიასახლისმა გამაღვიძა და ყველა საჭირო განკარგულება გამაცემია,ისე როგორც ამას დედა აკეთებდა. მთელი კვირა სახლიდან არ გავდიოდი,რადგან ხასიათზე არ ვიყავი და უაზრო ფიქრები მქონდა აკვიატებული მასზე...ჩემს თავს რა ხდებოდა არ ვიცი,არანაირ სმპათიას არ გამაჩნდა მის მიმართ,მაგრამ მაინც ვფიქრობდი. დადგა „ნანატრი“ 30 დეკემბერი,ჩემთვის საზარელი,რადგან არ მიყვარდა ზამთარი და თოვლი,ყოველთვის მეგობრების ხათრით მივდიოდი კურორტებზე და სასტუმროში ვრჩებოდი,არც ერთხელი ჩემს სიცოცხლეში თოვში ფეხიც კი არ გამიდგამს გარეთ. ბარგი ჩავალაგე და დიასახლისს გადავაბარე სახლის „მოვლა“. გუგამ გამომიარა და ბარგი ჩააწყო მანქანაში,მთელი გზა ვმღეროდით,მე გუგა და ნინი.უმაგრეს დროს მე მხოლოდ მგზავრობისას ვატარებდი.. სასტუმროში დავბინავდით თუ არა ყველანი სათხილამუროთ აპირებდნენ წასვლას. -წამოდი ჩვენთან ერთად.-შემოგვთავაზა გუგამ იმის მიუხედავად რომ ჩემი დამოკიდებულება იცის თოვლთან მიმართებაში. -გუგა მერამდენედ უნდა გითხრა ერთი და გიგივე? -კარგი თუ გადაიფიქრო დამირეკე. გუგაც წავიდა დანარჩენებთან,მე კი მარტო დავრჩი.. ნუ რა მარტო, მთელი სასტუმრო სავსე იყო დამსვენებლებით. ნომერში ყურყუტით დავიღალე,ამიტომ ბარში ჩავედი და მაგიდასთ დავიკავე ადგილი. მგზავრობამ დამღალა,ამტომ ყავა შევუკვეთე და ვიტრინიდან გავყურებდი ამ ულამაზეს დათოვლილ მთებს,თან სასიამოვნო მუსიკის ფონი იდეალურ განწყობას მიქმნიდა,მხოლოდ ყავა მაკლდა სამოვნებისატვის. -ინებეთ თქვენი ყავა.-ხმის ტემბრმა და აქცენტმა მაიძულა ულამაზესი ხედისთვის თვალი მომეწყვიტა. პ.ს მაპატიეთ მეგობრებო ყველა ჩემს ისტორიაში ფიგურირებს სახელი "ანდრეი" მაგრამ უბრალოდ შეყვარებული ვარ ამ სახელზე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.