შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბალთაზარი (წიგნი პირველი სრულად)


9-01-2018, 16:14
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 4 499

ბალთაზარი
ნაწილი I
თავი I
შხაპის ქვეშ ვდგავარ ალბათ უკვე ორი–სამი საათი იქნება და ვფიქრობ, წყლის ჭავლს ვუშვერ ხელის გულებს, სახეზე ვისხამ, წვეთები სწრაფ–სწრაფად მესხმება სხეულზე, ვეთამაშები და კონცენტრაციას უფრო ვერ ვახერხებ.. გარეთ აუტანელი სიცხეა, აგვისტოს შუა რიცხვებია. მე კი საკმაოდ ცხელი წყლის ქვეშ საათებს ვატარებ და მსიამოვნებს კიდეც ეს „სითბო“.. შინაგან კანკალს ვერ შველის, მაგრამ დროებით მაინც მიყუჩებს..
მინდა, ბოლოდროინდელი მოვლენები გავიაზრო, ლოგიკურად დავაკავშირო ერთმანეთთან და რაიმე დასკვნა გამოვიტანო. არაფერი გამომდის.. რაც მეტს ვფიქრობ, უფრო მეტად ვიბნევი. ვერც ვერავის ვუყვები, ყველას გიჟი ვეგონები, მე თუ არა ის მაინც.. არ მწყინს, მე მას ვენდობი, უსიტყვოდ, უპირობოდ, მჯერა მისი, მწამს.
ვგრძნობ, როგორ ფერადდება ჩემი ნაცრისფერი სამყარო. თითქოს ნათლად ვხედავ, როგორ უჭირავს ფერადი ფანქრები და აფერადებს მას. ერთბაშად ყველა კარი გაიხსნა ჩემ წინ, ყველა კითხვაზე მივიღე პასუხი.. და მაინც ყველაფერი იმდენად დაუჯერებელი და წარმოუდგენელია, გააზრება მიჭირს.
***************
–რეინკარნაციის გჯერა?–ვეკითხები ერთადერთ ადამიანს, რომლის იმედიც მაქვს, გიჟად არ ჩამთვლის და საღად აზროვნებს. პასუხის მოლოდინში ნერვიულობისგან ლამისაა თითებიც დავიჭამო.
–კი–საბედნიეროდ მაშინვე მპასუხობს.
შვებით ამოვისუნთქე, თუმცა გაგრძელება ვეღარ მოვიფიქრე, სიტყვებს ვერ ვპოულობ, არ ვიცი როგორ ავუხსნა, რომ 42 საუკუნის რეინკარნირებულ ანგელოზს ველაპარაკები, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ სიკვდილს გადამარჩინა..
***************
–ჭექა–ქუხილის მეშინია–ვუთხარი ერთხელ.
–ელვა გზას გინათებს სიბნელეში–იყო პასუხი.
–რომ გრუხუნებს?–პატარა ბავშვივით ვწუწუნებდი.
–იღიღინე–მიპასუხა მშვიდად.
***************
ელავს, გრუხუნებს, ლამისაა ცა ჩამოიქცეს და ჩამოიტანოს ყველაფერი. ვზივარ და ვღიღინებ, გაიელვებს, შუქი ფარდებზე ირეკლავს და მეღიმება. თავადაც ვერ მივხვდი, როგორ დავძლიე შიში.
***************
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ძალზედ უცნაურ ადამიანს წავაწყდი, ვერ ავხსნი რით, მაგრამ სასწაულად მიმიზიდა.. მისი გაცნობა მომინდა, მასთან საუბარი.. კომენტარებში იგრძნობოდა თითქოს ამ საუკუნის საერთოდ არ იყო.. ლაპარაკის თავისებური მანერა ჰქონდა, მეტად საინტერესო თემებზე საოცრად ლაღად, გახსნილად და რაც მთავარია, ლოგიკურად საუბრობდა. არც დავფიქრებულვარ ისე გავუგზავნე დამატების მოთხოვნა. მალევე დამამატა და საუბარიც აეწყო.
–იცი, ვინ იყო ლუციფერი?–მკითხა მოულოდნელად.
–დაცემული ანგელოზი–მივუგე მშვიდად.
–დაცემული არა–მიპასუხა.
–ადამის პირველ ცოლზე თუ იცი რამე?–მკითხა უცებ.
–ევას გულისხმობ?
–არა, ლილითს.
–ლილიტი?
–არა, მას ლილითი ჰქვია.
–მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, გუგლის და ვიკიპედიის ცნობებს არ ვენდობი, სხვა წყაროები ხელმისაწვდომი არაა ჩემთვის. თუმცა საინტერესო თემაა, შენ რა იცი მათ შესახებ?
–ყველაფერი–იყო პასუხი.
–შეგიძლია მომიყვე? მაინც საიდან იცი ეს ყველაფერი?
–6 წლის წინ კლინიკური სიკვდილი მქონდა.. მაშინ ღმერთს შევხვდი.
–და მან გითხრა?
–დაახლოებით. ლუციფერზე გეუბნებოდი, ის ერთ–ერთია შვიდი მთავარანგელოზიდან.

***************
–ნინ, ახლა მეჩქარება, დანარჩენს მერე მოგიყვები, როცა გნახავ, გკოცნი–ვუთხარი დაქალს.
–გაგიჟდი? ასე დაინტრიგება შეიძლება ადამიანის? საღამოს დაგირეკავ და ყველაფერს მომიყვები იცოდე–მითხრა გამაფრთხილებლად. წარმოვიდგინე როგორი სახე ექნებოდა ამ დროს და გამეცინა, როგორ მომენატრა.
***************
–ბავშვებთან ურთიერთობა კარგია, როცა ნერვები წესრიგში გაქვს–მითხრა ერთხელ.
–მე იდეალური ურთიერთობა მაქვს, ძალიან ვუყვარვარ–გავუღიმე.
–მე არ მეკარებიან, სამწუხაროდ. სიგურე და სინგური აშინებენ.. ცელქობენ..
–ვინ?–გამიკვირდა.
–ჩემი მფარველი ანგელოზები, თავადაც ბავშვები არიან, ეჯღანებიან პატარებს, ერთობიან, იმათ კი ეშინიათ–განმიმარტა.
–ანუ მათ ჩემი მფარველი ანგელოზები მოსწონთ? ამიტომ მოდიან ქუჩაში უცხო ბავშვებიც ჩემთან?
–რა თქმა უნდა.
***************
–ადამიანების ლოცვის ხმა გესმის ხოლმე?–ვკითხე ერთხელ.
–ეგ გაბრიელს და მიქაელს მხოლოდ, ჩემზე არ ლოცულობენ, მე დავავიწყდი ხალხს–მიპასუხა გულისწყვეტით.
–შენზე არც სმენიათ. აბა, რომ მითხარი ილოცე და გავიგებო?–ჩავეძიე.
–შენსას გავიგებ, ჩემი ანგელოზია შენთან.
–რომელი?
–სიგურე.
–უთხარი, ბავშვები არ დამიფრთხოს–ვუთხარი სიცილით.
–ნუ გეშინია, მაგაზე ვიზრუნე. მას უყვარს ბავშვებთან თამაში.
–დიდი ხანია, რაც ჩემთანაა?
–ჩვენი გაცნობის დღიდან.
–შენ არ გჭირდება?
–მე ათასობით მცველი მყავს–დამამშვიდა.
–მაშინ იყოს ჩემთან.
–იქნება.
თავი II
–იცი სულ რამდენი სახარება არსებობს?
–ოთხი–ვუპასუხე დამაჯერებლად.
–შვიდი იყო, იუდა ისკარიოტელის გაანადგურეს, ორი დაიკარგა–იაკობის და პეტრესი.
–მაინც რა ეწერა მათში?–ვკითხე დაინტერესებულმა.
–7 მთავარანგელოზის შესახებ. ლუციფერის ვინაობა და მისი დანაშაული, ბევრი წინასწარმეტყველება, რომელთაგან უმეტესობა ახდა. მოკლედ ბევრი რამ..
–რომელ წინასწარმეტყველებას გულისხმობ?
–მეორე მსოფლიო ომი, ატომური ბომბის გამოყენება. ბევრი რამეა..
–დანარჩენ მთავარანგელოზებზეც მომიყევი რა–ვთხოვე
–უფროსი აზრაილია, ყველაზე კეთილი და მზრუნველია, ის უკვდავია და ყველაზე ძლიერი, მიქაელი და გაბრიელი აღწერილია და იმის გარდა, რომ უფრო კარგები არიან, ვიდრე წერია –იგივეა, მერე ბალთაზარია, ელიაზარი–სიზმარეთის მბრძანებელია, ცოტა სადისტია, მაგრამ ძალიან საყვარელი, სალაზარი–ილუზიისა და განზომილებათა მეფეა, უკარებაა, ყველაზე პატარა ლუციფერია..
–ლილითზეც მომიყევი..
–ის ადამის პირველი ცოლი იყო, ცეცხლოვანია, ადამიანი არაა, სერაფიმია, მას და ლუციფერს ერთმანეთი შეუყვარდათ და გაიქცნენ. ადამს შეშურდა მისი, გადაემტერა. მერე ევა გამოჩნდა, ლუციფერმა დაიფიცა, რომ ადამს სამაგიეროს მიუზღავდა, რადგან სწორედ ადამის თხოვნით არ აკურთხა ღმერთმა მისი კავშირი ლილითთან. მერე თავადაც გეცოდინება, რა მოხდა.
–კი, დანარჩენი ვიცი, მაგრამ შენ? შენ საიდან იცი ამდენი? ასეთი სიზუსტით? თითქოს თავადაც იყო ამ მოვლენების მონაწილე.
–მონაწილე არა, შემსწრე კი.
–ეგ როგორ?
–მე ბალთაზარი ვარ.
ცოტა ხანს გაშტერებული ვუყურებდი ეკრანს და ვცდილობდი გამეაზრებინა, რა მომწერა. ბალთაზარი? მთავარანგელოზი, რომელიც ფეისბუქზე მწერს? შეუძლებელია..
–რეინკარნირებული?–ერთადერთი ლოგიკური პასუხი გამოვძებნე.
–დიახ.
–დანარჩენი მთავარანგელოზებიც რეინკარნირდებიან?
–კი, ახლაც არიან, მაგრამ არ ვიცი სად, ლუციფერის გარდა ოღონდ, ის იშვიათად რეინკარნირდება. ჩვენ მეხუთე განზომილებაში ვხვდებით ერთმანეთს, ტყეში.
–ეშმაკი? ის არსებობს?
–არ ვიცი, მე არ მინახავს და როგორ მოგატყუო?–გამიცინა.
–ბევრი ადამიანი მას ლუციფერთან აიგივებს.
–ნუ მოუსმენ სულელებს.
ყავის ჭიქა ავიღე და აივანზე გავედი.. დაფიქრება მჭირდებოდა, მიღებული ინფორმაციის გადახარშვა და გათავისება..
–შეუძლებელია–ვფიქრობდი–მაგრამ მაინც რატომ მჯერა მისი? რატომ ვენდობი? ასე ბრმად..
***************
რამდენიმე დღის განმავლობაში თითქმის 24 საათიან რეჟიმში ვსაუბრობდით.. არც ერთი წამით არ მბეზრდებოდა. თითოეულ მის სიტყვას სიამოვნებით ვისმენდი და ვისრუტავდი. უამრავი კითხვით სულს ვხდიდი, მაგრამ არ იღლებოდა. ყველაფერი არ ვიციო ამბობს, მაგრამ ყველაფერზე პასუხი კი აქვს, განსხვავებული პასუხი, მისებური. აი ახლაც, ისევ ვეძიები რაღაცაზე და კითხვას კითხვაზე ვაყრი. თან ვცდილობ საიდანღაც მოსული სისუსტე უკუვაგდო, დაიგნორება არ შველის. უარესად და უარესად ვხდები..
–რა გჭირს?–მოულოდნელად მეკითხება.
ჩატი გადავამოწმე, მისთვის სისუსტეზე არაფერი მიმიწერია.
–არაფერი–ვცადე მომეტყუებინა.
–რაღაც მოხდა..
–რაზე მეკითხები?–ისევ არ ვიმჩნევ
–რა დაგემართა? შენი კეთილი აურა გაქრა..
–ცუდად ყოფნა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
–რა გჭირს?
–სიცხისგან, ყელის ტკივილისგან, მგონი კბილიც მტკივა, აღარ ვიცი, საჭმელს ვერ ვჭამ და სუსტად ვარ.
–ექიმთან იყავი?
–არა, სად მაქვს მაგის დრო
–აუცილებლად მიდი
–ვნახოთ, თუ არ გამიარა, იქნებ ხვალ წავიდე
–იქნებ კი არა, მიდი, არ მომწონს შენი აურა, ძალიან არ მომწონს..
–ასე უცებ საიდან ხვდები?
–გოგონა, მე ბალთაზარი ვარ, იმაზე მეტს ვხვდები, ვიდრე ფიქრობ, რომ მივხვდები. გახსოვდეს, რომ შევთანხმდით–არ უნდა მომატყუო ან დამიმალო რაიმე–ნაწერშიც იგრძნობოდა მისი სიმკაცრე.
-კარგი. ოღონდ გოგონათი აღარ მომმართო, ასე მგონია ასე უცნობებს მიმართავ–დავიძაბე.
–ცდები, ასე მათ მივმართავ, ვინც წესებს არღვევს. ამჯერად ასე იყოს, შეგიძლია არაფერი მითხრა, მაგრამ მეორედ ჩემი გაცურება აღარ გაბედო–შეუვალი იყო ის.
–გგონია ახლა ისევ გიმალავ რამეს?–ისევ უშედეგოდ ვცდილობ აფორიაქების ჩახშობას.
–მე არაფერი მგონია, პულსი აჩქარებულია, თუმცა აურა საგრძნობლად გამოსწორდა, მაგრამ არა ბოლომდე.
–ცოტა ვჭამე და იმიტომ–ვუპასუხე.
–რა გჭირს? ჰაერის უკმარისობას ვგრძნობ–მომწერა უცებ.
–ჯანდაბა, მაინც საიდან ხვდება ამდენს?–გავიფიქრე და ახლაღა შევამჩნიე დახურული აივნის კარი, სასწრაფოდ გამოვაღე, წამიერად სუნთქვა ისევ შემეკრა, მეგონა, ვიხრჩობოდი, თუმცა მალევე ვიგრძენი შვება, რამდენჯერმე ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, ფორიაქიც სადღაც გაქრა.. მაგრამ ის ერთი წამი.. შემაძრწუნებლად საშიში იყო..
–ღრმად ისუნთქე, ნუ გეშინია, აი ასე, ახლა კარგი გოგო ხარ, ყოჩაღ–მაშინვე მიხვდა.
–ცოტა შემეშინდა
–ნუ გეშინია, ისუნთქე, ჩათვალე მანდ ვარ
თავს ბევრად უკეთ ვგრძნობდი, ნელნელა პანიკის შეგრძნებაც მტოვებდა, მასთან საუბარი სულიერ სიმშვიდეს მგვრიდა, თუმცა მაინც ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა იმ ერთ წამს..
–უკეთ ვარ, მადლობა
–არაფრის, როგორც იქნა ამოვისუნთქე, ღმერთო ძლიერო!
–რა მოხდა? ეს რა იყო?
–ნუ გეშინია, სანამ აქ ვარ არაფერი გემუქრება. ღრმად ისუნთქე და ფრთხილად იყავი, კარგი?
–რა მჭირდა?–პანიკის ახალმა ტალღამ დამიარა ორგანიზმში.
–დაიხრობოდი
–რისგან?
–უჰაერობით
–სულ წამიერად იყო, ახლა აღარ უნდა მეშინოდეს ხო?–ხავსს ვეჭიდებოდი მეგონა.
–არა
–შენ რომ არ ყოფილიყავი?
–არ ვიცი, ალბათ, მაცადე დავფიქრდე
–კარგი, მაგრამ შემპირდი, რომ სიმართლეს მეტყვი
–გპირდები და მეორედ აღარ დამიმალო
–გააზრება ვერც მოვასწარი გეფიცები, სულ წამიერად იყო.
–მჯერა, ახლა უნდა წავიდე, ხვალამდე.
–გაგიჟდი? ამ მდგომარეობაში, ასე გაურკვევლობაში როგორ მტოვებ? შენ გგონია ჩემთვის ადვილი გადასახარშია, რომ 42 საუკუნის რეინკარნირებულმა მთავარანგელოზმა სულ ცოტა ხნის წინ სიკვდილს გადამარჩინა? ნუ გავიწყდება, რომ უბრალოდ მოკვდავს ესაუბრები–პანიკის შემოტევა ძლიერდებოდა.
–არაფერი მავიწყდება, აქ ჩაერივნენ. ხვალ მექნება პასუხები. ახლა კი დამპირდი, რომ ტკბილად დაიძინებ.
–ვეცდები, მაგრამ მომხდარის მერე ვერ დაგპირდები, ბოდიში
–ასე არ გამოვა, თუ არ დამპირდები, იძულებული გავხდები, გავქრე.
–სად უნდა გაქრე? არ გაბედო ჩემი მიტოვება–გავცოფდი.
–მაშინ დამპირდი
–კარგი გპირდები, რამე სასიამოვნოზე ვიფიქრებ ძილის წინ–გავტყდი
–ახლა დავმშვიდდები, ყველაფერი კარგად იქნება
–ძილინებისა, ბალთაზარ.
–ძილინებისა.
ისევ აივანს შევაფარე თავი. გაწვიმდა, სასიამოვნოდ აგრილდა, დიდხანს ვიყავი იქ, აღარაფერზე ვფიქრობდი, ნიავმა თითქოს შინაგანადაც გამაგრილა. იმ ღამეს მშვიდად და დიდხანს მეძინა..
***************
მეორე დღეს შეშინებულმა შევამოწმე სოციალური ქსელი, მეშინოდა არ გამქრალიყო, ადგილზე დამხვდა, ამოვისუნთქე.
–დილამშვიდობისა, ბალთაზარ
–დილამშვიდობისა
–ახლა როგორ ხარ?
–უკეთ, გმადლობთ
–როდის მომიყვები?
–რას?
–გუშინ რაც მოხდა..
–როცა გეცლება
–მე სულ მცალია
–ჯერ შემპირდი, რომ საჭმელს დროულად შეჭამ, არ მინდა ჩემთან საუბარში გაერთო და ჭამა დაგავიწყდეს
–ღმერთო, ეს საიდანღა გაიგო?–დავფიქრდი შეშინებული–ნეტა საიდან? ის ხომ ბალთაზარია–შემომეპასუხა მეორე მე.
–კარგი, ოღონდ მერე აუცილებლად მიპასუხებ კითხვებზე–შევიპირე.
10 წუთის შემდეგ..
–მოვედი, აბა გისმენ–მივწერე
–მაპატიე, ეს აღარ გამეორდება. ლილითი იყო, ცოტა ეჭვიანია და ბუზღუნა. აღარაფერს დაგიშავებ, გპირდები.
–რაა? მე რას მერჩოდა კი მაგრამ?–გავოგნდი.
–რთული ასახსნელია, მოდი ამაზე როცა გნახავ მერე ვილაპარაკოთ, კარგი?
–კარგი. გამოდის, საფრთხეში შენ გამო ვიყავი და შენვე გადამარჩინე
–ჰო, ასე გამოდის
–ანუ ახლა აღარაფერი მემუქრება? მშვიდად ვიყო?
–ჩემიანები ვეღარ შეგეხებიან. პრინციპში, ვერც შეგეხნენ. საფრთხე აღარ გემუქრება, ლუციფერი დამპირდა.
–კარგი.
–ნუ გეშინია, მე ვიცავ ჩემ მეგობრებს.
–კარგი შეგრძნებაა–გამეღიმა.
***************
–ღმერთს არავინ შეუქმნია ბოროტი–მიყვებოდა ერთხელ–ადამიანებმა უფლისგან მონიჭებული თავისუფლება გამოიყენეს ბოროტად და ცოდვას რომ ვერ გაუძლეს, გაბოროტდნენ, თორემ სულ ასე კი არ იყო. მე მოვესწარი დროს, როცა გველი, ლომი და ვეფხვი შიშის გარეშე იძინებდნენ ადამიანთან. ბოროტება ადამიანის ქმნილებაა შურის და ბევრი სხვის მსგავსად, იმ დროიდან, რაც ადამს პირველი ცოლი გაექცა. მას შემდეგ უფალმა სიტყვა მისცა ადამიანებს, რომ არ ჩაერეოდა მათ ცხოვრებაში.
–არც კეთილად? როცა მე რამეს გულით ვთხოვ და ის მისრულებს?
–კეთილად კი. თუმცა საკუთარ ქმედებებზე თავად აგებენ ადამიანები პასუხს, შეცდომების გამო იმკიან, უბრალოდ ამის აღიარება არ სურთ. ნუ მოგეჩვენება, რომ სხვას ყველაფერი აქვს და არაფერი აწუხებს, შენ კი მუდმივად იტანჯები, უბრალოდ მას მოგვიანებით მოეკითხება.. მკითხე, რა გაინტერესებს..
–აზრი რა აქვს ამ ცხოვრებას საერთოდ?
–მაგის ცოდნა რაში გჭირდება?
–აი შრომობ, ცხოვრობ, ცდილობ.. მერე?
–აზრი ყველაფერს აქვს. მერე გიფასდება
–გიფასდება?
–ჰო, ამას სიტყვები ვერ გადმოსცემს, სამოთხე, ღმერთთან გატარებული ყოველი წამი შეუფასებელია..
-ის როგორია?
-ღმერთი?-მივხვდი, ჩაეღიმა.
-ჰო
-ზუსტად ისეთი, როგორიც წარმოგიდგენია..
–აქაური ცხოვრება გამოცდაა ჩვენთვის?
–ჩვენთვის არა, ლუციფერისთვის.
–ღმერთმა ყველაფერი იცის წინასწარ?
-იცის

–ანუ ისიც იცის თითოეულ ჩვენგანს რა ბედი ეწევა ხო?
–ჰო. იცის
–და ვინ წყვეტს ამას? ვინ როდის როგორ უნდა მოკვდეს?
–მე ვწყვეტ–გამაცია.
-ეგ როგორ? სიკვდილის ანგელოზი ხარ?
-კი
–და რის მიხედვით წყვეტ?
–მაპატიე, მაგრამ ეგ შენ არ გეხება და ამ თემას აღარ დავუბრუნდებით კარგი?
–კარგი.
-ახლა უნდა წავიდე, საქმეები მაქვს, ძილინებისა.
–ძილინებისა, ბალთაზარ.
***************
ისეთი ბავშვური, სხვანაირი ხმა ჰქონდა.. არც კი მჯეროდა, რომ მას ველაპარაკებოდი.. მგონი საუბრის შინაარსი არც კი გამიგია, მხოლოდ მის ხმას ვუსმენდი და მეღიმებოდა ბედნიერს.
–ის მაინც მითხარი, როდის მოვკვდები? შენ არ წყვეტ მაგას?–სიცილით ვუთხარი
–როცა გნახავ, მერე გეტყვი–მოკლედ მომიჭრა
–შენი სიკვდილის თარიღიც იცი?–სუნთქვა შემეკრა, ხელები გამიოფლიანდა, სანამ პასუხს გავიგებდი, თავად მოვკვდი და გავცოცხლდი ალბათ ათასჯერ.
–ორი ვარიანტია, ან 4 წელიწადში მოვკვდები ან ღრმა სიბერემდე ვიცოცხლებ–ისე მშვიდად მითხრა, თითქოს სხვაზე ლაპარაკობდა.
–4 წელში?–დაჯერება არ მინდოდა–კარგი რაა, ასე როგორ შეიძლება? შენ ხომ შემპირდი, სულ დაგიცავო–ავჭიჭყინდი.
–დაგიცავ კიდეც, სულელო, ამისთვის არაა აუცილებელი რეინკარნირებული ვიყო.
–არ მინდა ასე, რა წესია?–ვაგრძელებდი–შემდეგი მისიაც იცი, სად იქნები?
–კი, მაგრამ არ გეტყვი
–ხო, რა თქმა უნდა. აუუ ჩემიც მაინტერესებს რაა, მითხარი ახლავე.
–რა გითხრა?
–როდის მოვკვდები?
–იქნებ, რომ გნახავ მაშინვე.
–რაა?
–ხო, ბარემ აქვე მეყოლები, წინ და უკან რაღატომ ვიარო–ახარხარდა უცებ.
–ჰა ჰა ჰა, სულ არაა სასაცილო, ოღონდ პასუხს თავი აარიდო და რას არ იგონებ–ისე დავეჭყანე, თითქოს დამინახავდა. ან იქნებ მხედავდა კიდეც..
***************
უკვე მერამდენე დღეა ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს, ყელის საშინელ ტკივილს მაღალი ტემპერატურაც დაერთო, ყველაფერი გაუსაძლისი რომ გახდა, ექიმთან ვიზიტიც ვიკადრე.. დიაგნოზი განაჩენივით ჟღერდა: ფილტვების ანთება! მკურნალობის პროცესი ხანგრძლივი და მტანჯველი იყო, გამოსწორების პირი არ უჩანდა.. ერთ საღამოსაც, დაღლილი ჩავჯექი სავარძელში და სერიოზულად დავფიქრდი საავადმყოფოში ჩემი ფეხით წასვლაზე.. თითქოს ფიქრების პასუხად, ხმამაღლა დამაცემინა და ის იყო, ასადგომად მოვემზადე, რომ რაღაც უცნაური ხმები შემომესმა, თანაც საიდან? პირდაპირ ჩემი მარჯვენა მხარიდან!!! შიშისგან აკანკალებული გახედვასაც ვერ ვბედავდი, ხმებმა იმატა.. ყური დავუგდე, ვიღაცის სუნთქვა მესმოდა.. შეძრწუნებულმა ძლივს მოვახერხე თავის მოტრიალება და გავოგნდი.. ჩემ მხარზე საყვარელი, ძალიან ლამაზი ბავშვი მოკალათებულიყო, ვარდისლოყება გოგონა, აზიური გარეგნობით, ლამაზი სახითა და ნუშისებრი თვალის ჭრილით პატარა სამურაის მოგაგონებდათ, ზღაპრული დემონთა კუნძულიდან, უჩველო თმა ჰქონდა.. სწორი, მელნისფერი.. პაწაწა ხელები თავქვეშ ამოედო და მშვიდად ფშვინავდა.. მის სიმძიმეს საერთოდ ვერ ვგრძნობდი.. ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე და გონება მოვიკრიბე, სიცხისგან გამოწვეული ჰალუცინაცია, ყველაზე გონივრულ ვარიანტად მივიჩნიე და სასწრაფოდ დავიწყე გამზადება. უეცრად გონება გამინათდა, გამახსენდა ჩვენი ერთ-ერთი საუბარი, როცა მან მითხრა:
-როცა ადამიანი ცუდადაა, ანგელოზი მის მხარზე იძინებს, რომ გამოაჯანმრთელოს.
-სიგურე-აღმომხდა გაოგნებულს..
***************
–მეორე ნახევარს ვიპოვი თუ არა, ეგ რის მიხედვით წყდება?
–ეგ შენი გულის კარნახით წყდება.
–ასე მარტივად? იშვიათად თუ უმართლებს ხალხს, ვიღაც ხვდება, ვიღაც–ვერა. დავიჯერო, ისინი არ უსმენენ გულს?
–ცდები, უბრალოდ ვერ ენდობიან
–იქნებ მეც დავკარგე უკვე, არ ვენდე გულს ან შემხვდა და ვერ ვიცანი..
–ნუ ღელავ, არაა ასე, შენ იპოვი–დამაიმედა.
***************
მთელი საღამო აფორიაქებული ვიყავი.. ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, რაღაც ამოუცნობი გრძნობა შემოიჭრა ჩემში, ღრმად გაიდგა ფესვები და არ მასვენებდა, ანერვიულებული დავდიოდი წინ და უკან.. არ მინდოდა ოჯახის წევრებს რამე შეეტყოთ და ჩემს ოთახს შევაფარე თავი, ცოტა ხანს ვკითხულობდი, მერე ტანსაცმლის შერჩევა დავიწყე მეორე დღისთვის, თან მუსიკებს ვუსმენდი, ის იყო სიმღერა უნდა შემეცვალა და აღმოვაჩინე, ღამის 4 საათი გამხდარა უკვე, გამოვიცვალე და დასაძინებლად მოვემზადე, მაღვიძარას ვაყენებდი მეორე დღისთვის, ფანჯრიდან რომ ხმაური შემომესმა, შეშინებული მივვარდი, ფარდა ჯერ ისევ ირწეოდა, კანკალით გადავწიე და ძლივს გავახილე შიშისგან დახუჭული თვალები.. არაფერი იყო.. –რა მომეჩვენა ნეტა–გავიფიქრე და საწოლისკენ მოვტრიალდი.. კივილი ვერც მოვასწარი, ისე ამაფარა ვიღაცამ პირზე ხელი.. უცნაურია, შუაღამით საძინებელში სრულიად უცხო ადამიანს ვხედავ, რომელიც სავარაუდოდ მერვე სართულის ფანჯრიდან შემოვიდა და პირზე ხელს მაფარებს, მე კი შიშის და პანიკის ნაცვლად, სიმშვიდეს და ბედნიერებას ვგრძნობ, ვუყურებ მას, ასე უცხოს და თან საოცრად ნაცნობს და აშკარად გადაყლაპულ ენას ვეძებ, რომ რამე მაინც ვთქვა..
–ხომ არ შეგაშინე?–მხიარულად მკითხა და თვალი ჩამიკრა, პასუხს არც დაელოდა, ისე წამოწვა ჩემ საწოლზე დაუკითხავად და მუქი მწვანე თვალები შემომანათა, სიბნელეშიც კი ასე რომ ანათებდნენ...

თავი III
–ყველაფერი მესმის, ლოგიკაში ჯდება, ლუციფერის ამბავიც, მაგრამ ბალთაზარი? შენ რატომ გელაპარაკება? რატომ გიყვება ამ ყველაფერს? თან ფეისბუქით? კარგი რაა–ვერაფრით იჯერებდა გვანცა.
–რომ მომიყვა მაგით რა? რამე დააკლდება? ქუჩაში რომ დავდგე რუპორით და ვიყვირო მთავარანგელოზს ველაპარაკები მეთქი, დამიჯერებს ვინმე? აგერ ჩემი დაქალი არ მიჯერებ და სხვა მითუმეტეს გამაქანებს საგიჟეთში ეგრევე–ვუთხარი მშვიდად.
–მაინც ვერ წარმომიდგენია? შენ რატომ გელაპარაკება მაინცდამაინც?–არ ისვენებდა.
–რა ვიცი აბა, ეგ იმას ჰკითხე–თვალი ჩავუკარი და სიამოვნებით ჩავკბიჩე მის მიერ მომზადებული ხაჭაპური, მეშვიდე ნაჭერი ალბათ უკვე, ან მერვე..
ერთი ამოიხვნეშა, თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და ყავის დასხმა დაიწყო.
–მე მესმის შენი, რთული დასაჯერებელია, მაგრამ შვიდივე რომ ნახო ერთად თავიანთი ნამდვილი სახით, თუ არ გწამს, მაინც ვერ დაიჯერებ.
–რთული კი არა, საერთოდ დაუჯერებელია.
***************
–ნუ მაიმუნობ
–არ ვმაიმუნობ, გეჭყანები–ენა გამოვუყავი მართლა–მხედავ?
–ჰო, გაიელვე
–ეგ რანაირად?
–გეხუმრე
–ცუდო–გავუბრაზდი. –იმ ღამეს სიგურე რომ არ ყოფილიყო, მოვკვდებოდი?
–ჰო, ალბათ
–ალბათ?
–მე ხომ ერთადერთი სიკვდილის ანგელოზი არ ვარ. სხვა რას გიზამდა არ ვიცი
–ანუ შენ შემთხვევით გადამარჩინე?
–მე არა, სიგურემ. მან მაიძულა გადამერჩინე ისე, რომ არც ვიცოდი ვინ იყავი
–როგორ არ იცოდი, მაშინ უკვე ვლაპარაკობდით.
–ჰო, მაგრამ ასე ახლოს არ გიცნობდი.
–და რატომ გადამარჩინა?
–არ ვიცი, მაგრამ ის არ ცდება.
–მოიცა ანუ შენ გამო მოვკვდებოდი და შენ ვერც გაიგებდი?
–ჩემ გამო არა, დაიხრჩობოდი
–ლილითი რაღა შუაში იყო?
–არაფერში
–მოიცა, აბა მომატყუე?–აღვშფოთდი.
–არა, არ შეგაშინე უბრალოდ. ეგ სხვამ ქნა ეჭვიანობის ფონზე
–ვინ სხვამ? რა ქნა?–მივაყარე კითხვები–წესიერად ამიხსენი, მაშინ სულ სხვა რაღაცას მეუბნებოდი.
-საქმე ბევრად სერიოზულად იყო. მას უნდოდა მოეკალი, რომ ის შემყვარებოდა სამუდამოდ. ეგონა მოგწონდი და მსხვერპლად გწირავდა, შელოცვა იყო. გავიგე და შევაჩერე. შენ მას არ იცნობ. თუმცა არ იდარდო, ის უკვე უვნებელია, დაიღუპა.
–მაგის გამო მოკვდა?–შემაჟრჟოლა.
–ჰო. ასეთია მაგიის საფასური.
–რატომ არ მითხარი მაშინვე?
–იმიტომ, რო სიკვდილს ამჯობინებდი.
–რატომ ვამჯობინებდი?–გამიკვირდა.
–შენი სიცოცხლის საფასურად ჩემი სიცოცხლის 10 წელი გავეცი.
–ეს იმიტომ, რომ სიგურემ გთხოვა?–აღმომხდა გაოცებულს.
–ჰო. ვხედავ, არ შევმცდარვარ, შენ კარგი ადამიანი ხარ.
–მაგრამ მე ასე არ მინდოდა.
–ეგ უკვე წარსულია. თანაც ეგღა მეკლდა შენთვის მეკითხა აზრი–მომახალა პირდაპირ.
–ასე რა წესია?–აღვშფოთდი
–ჩემი წესია–არ წყვეტდა მაიმუნობას.
–უნდა მკითხო–გავჯიუტდი.
–გამორიცხულია, მოდი დამაძინე ახლა.
–კარგი, ოღონდ იცოდე ამაზე კიდე ვილაპარაკებთ.
***************
-ისე, რაო რას ამბობს სიგურე ჩემზე?
–ერთი სულელი „თანამედროვე“ გოგოაო–ატეხა ხარხარი.
–რაოო????
–ჰო, კარგი. მოეწონე, მაგრამ ამდენი ქება თავში აგივარდება.
–არ ამივარდება, მითხარი რაა–ვკვდებოდი ინტერესით.
–მითხრა რომ ბავშვივით პატარა ხარ, ზღაპრებზე რომ უნდა იძინებდეს.
–არც ეგეთი პატარა ვარ.
–ეგ სუფთა სულს ნიშნავს. კიდევ ის, რომ ლამაზი თვალები და ოცნებები გაქვს–ჩამეღიმა, ვაღიარებ, ძალიან მესიამოვნა, მაგრამ ვეცადე არ შემემჩნია.
–ძილინებისა, ლაზი
-ლაზი?
-ჰო, რა იყო? არ მოგწონს? თუ არ მოგწონს, აღარ დაგიძახებ ხოლმე..
-არა, პირიქით, ძალიან მომწონს.. ასე გაბრიელი მეძახდა - ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის..
***************
–ხომ არ შეგაშინე?–მხიარულად მკითხა და თვალი ჩამიკრა, პასუხს არც დაელოდა, ისე წამოწვა ჩემ საწოლზე დაუკითხავად და მუქი მწვანე თვალები შემომანათა, სიბნელეშიც კი ასე რომ ანათებდნენ...
–აქ რას აკეთებ? როგორ შემოხვედი? სულ გაგიჟდი?
–ცოტა უკეთეს დახვედრას ველოდი სიმართლე გითხრა–უკმაყოფილოდ გააქნია თავი–თან იმის გათვალისწინებით, რომ თუ გაიგეს მაგრად მომხვდება.
–იცი, რომ მოგხვდება და მაინც მოხვედი? თან ეს ხომ...ეს ხომ...–ენა დამება–შენი სახე...ნამდვილი
–ჰო, ჰო ესაა ჩემი ნამდვილი სახე–რევერანსით დამიკრა თავი და დატრიალდა, თან ისე ხმამაღლა გადაიხარხარა, ეჭვი მაქვს, გვერდით ყრუ მეზობელსაც გაეღვიძებოდა
–ჩშშ!! რა გაყვირებს?–ვუთხარი და პირზე ავაფარე ხელი.
ახლაღა დავაკვირდი სახეზე.. ანგელოზი იყო, ნამდვილი ანგელოზი, ულამაზესი, გამოკვეთილი, უფრო გამოძერწილი ნაკვთებით.. ფანჯარასთან მივიყვანე, ფარდა გადავწიე და მთვარის შუქზე კარგად დავაკვირდი.. წაბლისფერი ხუჭუჭები უსწორმასწოროდ ეყარა შუბლზე.. ხორბლისფერი სახე ჰქონდა, მუქი მწვანე, ნათელი თვალები, ღრმა, თითქოს შენი ჩაძირვა უნდათო.. საშუალო ზომის შავი წამწამები, ეშმაკურად უციმციმებდა თვალები და იღიმოდა, არაამქვეყნიურად იღიმოდა, დიდი, სისხლივით წითელი ტუჩები ჰქონდა, პატარა და საყვარელი ცხვირი.. უნაკლო იყო.. კანკალით გავიშვირე ხელი მისი სახისკენ, თითქოს მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ არ მელანდებოდა, ნაზი კანი ჰქონდა, ლოყაზე ხელის ზურგი ჩამოვუსვი, თვალები მინაბა, მერე თავისი ნატიფი ხელები შემომხვია, სახეზე მომკიდა, ლოყებზე მომიჭირა:
–რა დღეში ხარ, ბავშვო?–მკითხა
შემრცხვა და თვალები ძირს დავხარე, ავწითლდი
სულ შავებში იყო ჩაცმული.. –რატომ მეგონა, რომ თეთრი ეცმეოდა–გავიფიქრე–ის ხომ სიკვდილის ანგელოზია..
გულზე მიმიკრა და თმაზე გადამისვა ნაზად ხელი.. ლამის იქვე ჩამომეძინა.. სავარძელში ჩაჯდა, მე საწოლზე მივწექი და მთელი ღამე ვისმენდი მის ისტორიებს:
-იყო და არა იყო რა. იყო ვიკინგთა ერთი ღვთაება, რომლის ერთადერთი ძალა იყო ცბიერება. ერთხელ იგი მდინარის ნაპირას სეირნობდა და ორ გოგონას წააწყდა. ერთ ხედს ხატავდნენ, ხალხი ორივეს აღფრთოვანებით შეჰყურებდა. ახლოს რომ მივიდა, შენიშნა, გოგონები დები იყვნენ. დააკვირდა მათ და თქვა. მგონი ერთი მეორესგან იხატავს. გოგონებმა ეთმანეთის ნახატებს შეხედეს, დაინახეს მსგავსება, წაძიძგილავდნენ, მდინარეში გადაცვივდნენ და დაიხრჩვნენ. ვალჰალაში (ვიკინგების სამოთხე) ის შეეგებათ ფუნჯით ხელში.
–მერე?–ვკითხე ნახევრად მძინარემ
–მერე გაუღიმა მათ და სხვების დასაღუპად გამოსწია..
***************
–რა გჭირს გაბუტული ხარ?
–დიახაც!! იცოდი, რომ მარტო ვიყავი და მთელი საღამო არ გამოჩნდი, მეშინიაა–ვსლუკუნებდი და ისე ვწერდი.
–ნუ გეშინია, წარმოიდგინე, რომ მანდ ვარ–მამშვიდებდა.
–ნეტა წარმოდგენა რამეს შველოდეს–ამოვიოხრე.
–შველის, მე დაგიცავ.
–ყველასგან და ყველაფრისგან?
–ჰო
–მპირდები?
–გპირდები
ავდექი, ცრემლები ამოვიშრე თვალებიდან, უჩვეულოდ შემომეპარა სიმშვიდე, ნელნელა მთელი სხეული მოიცვა და გონებაც გამიწმინდა, აღარაფერზე ვფიქრობდი, ვღიღინებდი, ვწერდი და უბრალოდ ვიღიმებოდი და ვგრძნობდი.. ბედნიერებას ვგრძნობდი.. მას ვგრძნობდი..
***************
–ახლა ასე უნდა მიხეთქო ყოველ ღამე გული?–მხარზე ვუჩქმიტე და ამოვარდნილი გულის „დაჭერას“ შევეცადე, როცა საძინებელში შესულს სავარძელში ჩამჯდარი ბალთაზარი დამხვდა.
–თუ არ გინდა, სულ აღარ მოვალ–ტუჩები გამობუშტა და ხელებგადაჯვარედინებული დადგა ჩემგან ზურგშექცევით.. ისეთი საყვარელი იყო, როცა მებუტებოდა.. მივუახლოვდი, ჩამოვაწევინე და ორივე ხელი ჩავკიდე.
–კარგი რა ლაზი რაა, ნუ მებუტები ყველაფერზე, შემეშინდა ასე მოულოდნელად რომ გამომეცხადე და რა ვქნა–შევაცოდე თავი და საწყალი თვალებით ავხედე.
–მე შენი გახარება და სიურპრიზის გაკეთება მინდოდა–ცოტათი მოლბა.
–ჩათვალე, გამოგივიდა–ფეხის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე მაგრად ვაკოცე–მომენატრე.
–მართლა?–აუბრჭყვიალდა ჭაობისფერი თვალები.
–კი, მართლა, თან ძალიან, მომიყევი ამბები რაა–ვთხოვე.
–სულ მე რომ გიყვები რაღაცებს, ერთხელ შენ მოყევი რა მოხდება?–გაეცინა.
–შენ 42 საუკუნეა ცოცხლობ და იმდენი რაღაც გაქვს გადატანილი, ძალიანაც რომ მომენდომებინა ამ 25 წელში ვერაფერს ვიზამდი, ჩემი უბადრუკი ცხოვრების განმავლობაში.
–ნუ ამბობ ასე–გამიწყრა–შენ ძალიან ლამაზი ცხოვრება გაქვს
–ხოო, შენ მილამაზებ–გავუღიმე და მორიგი ზღაპრული ამბის მოსმენის მოლოდინში სუნთქვაშეკრული ჩავეშვი სავარძელში. ბალთაზარი გვერდით მომიჯდა, თითები ჩემს თმებში ახლართა, მეფერებოდა და თან დაიწყო:
–ეს ათი საუკუნის წინათ მოხდა, მაშინ მე..
***************
–აუუ მოგკლავ იცოდე, ამდენ რამეს ვერ გავაკეთებ დღესვე, რა ამბავია?–მეწუწუნებოდა თანამშრომელი.
–რიგი დაიკავე–მშვიდად მივუგე და ცივი მზერით შევხედე.
–რაო?–ვერაფერს მიხვდა.
–რიგი დაიკავე, ჩემი მოკვლის მსურველების–განვუმარტე.
–ხოო, ყველა დეპარტამენტში ამდენი მოთხოვნით თუ შედიხარ აბა რა იქნება, ასე უცებ როგორ მოგიძებნო ყველა საბუთი, სულს ამოხდით ადამიანს რაა–ქოთქოთი გააგრძელა და თავისდა საბედნიეროდ, მაინც ვერაფერს მიხვდა.
–დღის ბოლომდე ყველა დოკუმენტი მჭირდება, რაც ამ სიაშია, მაგიდაზე იდოს–მისი მონოლოგი დავაიგნორე, სია მივეცი და იქამდე დავტოვე მისი ოთახი, სანამ ახალი ძალით იფეთქებდა.
ჩემ ოთახში შევბრუნდი და უღონოდ დავჯექი სავარძელში.. ფიქრებში გადავეშვი, ჩვენი გუშინდელი საუბარი ამომიტივტივდა თავში..
ძნელია კონკურენცია გაუწიო ამდენ ადამიანს.. ღმერთმა იცის ადამიანები არიან თუ არა..
***************
–დაიღალე?
–კი, ძალიან
–მითხარი, რით დაგეხმარო?
–მასაჟი გამიკეთე ტვინზე
–სულ როგორ უნდა მაიმუნობდე რაა
–მართლა გეუბნები, აი წარმოიდგინე ადგილი, სადაც დავისვენებდით და იქ წამიყვანე.
–მაშინ სოფელში წავიდეთ, ჰამაკში ჩაგაწვენ და დაგარწევ, ყავას შენ არ სვამ და ჩაის გაგიკეთებ თუ გინდა.
–კაბა დაიგრძელე, ნიავია
–კიდევ რა გინდა აბა მითხარი
–თმა გაიშალე, აი ეს ნარცისი ჩაიბნიე და გამიღიმე–მომწერა და თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი სასწაულ ადგილას.. გარშემო სულ სიმწვანე იყო, ჩიტების ჭიკჭიკი არღვევდა მხოლოდ იდეალურ სიმშვიდეს, გაზაფხულის სუნი იდგა.. ყვავილების და კიდე რაღაც სასიამოვნოსი, ენით ვერ აღვწერ, ეს უნდა იგრძნო.. ორ უზარმაზარ ხეს შორის ჰამაკი იყო გაბმული, მასში ლაზარე იჯდა, ნარცისს მაწვდიდა და მომაჯადოებლად მიღიმოდა.. ყვავილი გამოვართვი, თმაში ჩავიბნიე და გავუღიმე, ტანზე დავიხედე, კოჭებამდე გრძელი, თეთრი სარაფანი მეცვა, ის როგორც ყოველთვის შავებში იყო გამოწყობილი.. კონტრასტს ვქმნიდით..
–გახედე რა ლამაზი მზეა
–ჰოო, ახლა ჩემი ჯერია, შენ მაკატავე–ენა გამოვუყავი
–მოდი, დაჯექი, სინგური გვაკატავებს–ჩაიწია და ხელი გამომიწოდა
გვერდით მივუჯექი, სასიამოვნოდ ვირწეოდით, ალბათ მთელი ცხოვრება ვიქნებოდი ასე, ხმაურს რომ არ გამოვეფხიზლებინე, განწირული მეძახდა ჩემი პატარა დისშვილი და თავგამოდებით ცდილობდა ჩაკეტილი კარის გაღებას..
–გინდა ღრუბლებში?–მკითხა ბალთაზარმა.
–კიიი–თვალებში ჭინკები ამენთო.. მის თვალებში ვხედავდი ამას..
–ამაღამ წაგიყვან–შუბლზე მაკოცა და გაუჩინარდა..
–რა მოიცდის ღამემდე–ამოვიოხრე და კარი გავუღე პატარა ონავარს, რომელიც ეგრევე ზედ შემომახტა მონატრებულს..
თავი IV
სამსახურიდან ნერვებდაწყვეტილი მოვლასლასდი. წყალი გადავივლე და პირსახოცშემოხვეული ჩემი ოთახისკენ გავემართე ჩასაცმელად. ლოგინზე ჩემი საყვარელი მაისური იყო ფაქიზად მიფენილი. მისკენ ინსტიქტურად დავიხარე და...
–ლამაზი კანი გაქვს, ხორბლისფერი, ნაზი... შევხტი. ვიცოდი, ის იყო, აბა დაკეტილ კარში შემოსვლა სხვას ვის შეეძლო. გულში ძალიან გამიხარდა, მაინც გავუბრაზდი.
–დამპალო, გული გამისკდა, შენ რა, მიყურებდი როცა ვბანაობდი?
–მხოლოდ ცალი თვალით, წმინდა მეცნიერული მიზნით–ონავარი ბავშვივით ჩაიკისკისა.
ავფეთქდი. ორი წუთის შემდეგ ის უკვე ჩემ საწოლზე იჯდა და მეცნიერული მიზნით ამოსულ კოპს ისინჯავდა შუბლზე.
–მეტკინა, ცუდო– საწყლად ასლუკუნდა.
–რა მოგიყვეს დღეს ლაზიმ? –იკითხა გაბუსხულმა.
***************
–დილა მშვიდობისა, სულო! თვალები გააახილა. დილის მზის სხივების საამური სითბო მიელამუნა სახეზე. თვალებმა ნელ–ნელა შეუშვეს წყვდიადში სინათლის სხივი და ინათა.. შეშინდა. თვალმა უეცრად ვერ დაძლია აისის ილუზია და ცეცხლისფერმა მზის დისკომ მოსჭრა თვალი. მერე ამ ცეცხლოვანი ნათელიდან ანაზდად გამოისახა ჭაობისფერი სიმწვანე, შემდეგ მოწაბლისფრო ლიანების მთელი ბღუჯა, დაიხარა გაოცებული, ლამაზი, თაფლისფერი ჰორიზონტისკენ და ფსკერზე აკოცა.
–ნუ გეშინია, შენ ჩემთან ხარ, ჩვენს სახლში, ჩვენს საოცრებათა ქვეყანაში... ახლა დილაა, სამოთხის დროით ათი პაოფი, საუზმე მოგიტანე.
–სიზმარში ვარ?–იკითხა გაოცებულმა, როცა ხის ჩუქურთმიან ლანგარზე გაშლილ ქრიზანთემებზე ვარდის ფურცლისაგან ოსტატურად მოჭიქურ ფინჯანს მოავლო მზერა, რომელშიც მოყვითალო სურნელოვანი სითხე - სამეფო შარბათი ელოდა, იისფურცლოვანი სურნელოვანი თეფშით კი მანანის ნამცხვარი იდო.
საოცარი არომატი მოედო მთელ სხეულს. ხელმა ინსტიქტურად ფინჯანს დაუწყო ძებნა, რაღაც რბილი მოხვდა, აიღო და აფართხალდა, შეშინდა, პატარა ბაჭია იყო, მოვარდისფრო და ყურცქვიტა. კალთაში ჩაისვა და მიეფერა.
–დედა მინდა –ასლუკუნდა ბაჭია კუნწულა ცრემლებით.
–ლაზი, აქ რა, ის... მიმოიხედა. ნაცნობი ტრიალი მინდორი აირეკლა თვალმა. მწვანეთვალება ონავარი მის გვერდით იჯდა და კისკისებდა.
–ჰო, აქ ენა ყველაფერს აქვს–ჩაიხითხითა.
–გეყოფა კოტრიალი, მეთამაშე რაა - ბედნიერი ღიმილი.. ბევრს კი დღემდე სჯერა, რომ ადამიანები ასე არ იღიმებიან.. გოგონა წამოდგა და თვალი მოავლო არემარეს. ირგვლივ სასიამოვნო არომატი იდგა, მზე ჯერ თვალს ახლა ახელდა და ის კი მასთან ერთად იყო იქ, სამოთხეში... და იმ წუთას მან იგრძნო, როგორ გამოება ფაფუკი, თეთრი ფრთები.
სანამ გაოცებული ამ სასწაულს შეჰხაროდა, საშინელი შხუილი მოესმა ყურებს, თვალებს რაღაცის უზარმაზარი აჩრდილი გადაეფარა. შიშისაგან თვალები აუწყლიანდა, რომ ნაცნობმა ხმამ მოიყვანა გონს.
–ხელი მომეცი, სულო! ფიფინავი ვითამაშოთ –უღიმოდა სიმწვანე მაღლიდან.
ერთი წამით სიხარულისგან გული აუფართხალდა, ოთხი წყვილი მოცისფრო ფრთა ამშვენებდა ბალთაზარის ბრინჯაოს სხეულს და მის შავ სამოსთან საოცარ კონტრასტს ქმნიდა. ხელი ჩაკიდა და ღრუბლებს შეერივნენ იდუმალ..
–იცი, სულო, რატომაა ცა ლურჯი?
–რატომ ლაზი?
–დედაჩემის თვალის ფერს ირეკლავს ეთერიდან.. ადამიანებმა დიდი ხანია მიივიწყეს ღმერთი, ჰოდა დედაც ხშირად ტირის, რომ იცოდე როგორ მომენატრა მისი ღიმილი..
უეცრად ღრუბლები შეწითლდა.
–ნახე, ის გვიღიმის, ღრუბლებმა მისი ღაწვების სიწითლე აირეკლა.
ბავშვებივით კისკისებდნენ. ნელ–ნელა მინდვრისკენ დაეშვნენ, მან გოგონა კალთაში მოიქცია, მოეხვია და შუბლზე ეამბორა.
–ყოველთვის გეხსომები?
–ჰო–იღიმოდა–არასდროს დაგივიწყებ... მზე ჩადიოდა...
***************
გამოვიღვიძე.. ლაზი წასულიყო, თავთან წერილი დამხვდა.
–დაგიჭირე, ლამაზი ოცნებები გქონია, სულო! მეც მიყვარხარ!
–სიზმარი იყო–ამოვიოხრე და ყავის მომზადება დავიწყე.. იმდენ ხანს ვიდექი სამზარეულოს მაგიდასთან მიყუდებული, სამჯერ მომიწია გაციებული ყავის ხელახლა მომზადება და სამსახურშიც გვარიანად დავაგვიანე..
–დარჩი არ წახვიდე რა–შუაღამე გადასულიყო, ჩემ კალთაში ედო თავი, სათითაოდ ვიღებდი წაბლისფერ კულულებს, ხელზე ვიხვევდი, ვასწორებდი, მერე ისევ ვიხვევდი, ეღიმებოდა ტუჩის კუთხეში.
–მორჩი მაიმუნობას, უნდა წავიდე, ისედაც უკვე გვიანია, მიქაელი მელოდება–მითხრა და ლოყაზე მიჩქმიტა..
–ნუ მომაგლიჯე ლოყები–ამოვიბუტბუტე–ხოდა წადი, არც დაგემშვიდობები–გავებუტე და მისგან ზურგშექცევით დავჯექი..
ფეხქვეშ მიწა გამომეცალა.. სიმსუბუქის და უწონადობის შეგრძნება სულ ორი წუთით გაგრძელდა. პატარა ნავში ვისხედით.. არაა, ეს უბრალოდ ნავი არ იყო, გონდოლა იყო! ჩვენ ვენეციაში ვიყავით, გონდოლაში ვისხედით და მთვარის შუქზე ვსეირნობდით, ზოლად რომ მიჰყვებოდა წყალს..
–ლაზი ის–ვანიშნე მოხუც კაცზე, ნიჩბებს რომ უსვამდა.
–ჰიპნოზის ქვეშაა–ჩაიქირქილა.
–ცუდო–ხელი გავკარი, ისევ შემიძვერი აზრებში ხო?
–არა, სულო, მეც მინდოდა აქ ყოფნა–თავი მხარზე ჩამომადებინა, ჩემი თმის სურნელი შეისუნთქა და დაამატა:–შენთან ერთად..
მთელი ღამე იქ გავატარეთ სეირნობაში, არც ის იღლებოდა მოყოლით და არც მე მისი მოსმენით..
–მითხარი რაა, მითხარიი.
–ნუ ცუღლუტობ, ყველაფრის თქმა არ შეიძლება–ცხვირზე ჩამომკრა თითი.
–რომ მაინტერესებს? რადგან არ მეუბნები ე.ი იყავი, ცნობილი ადამიანი იყავი როდისღაც ხო? ვინ? სად? როდის? მომიყევიი–არ ვჩერდებოდი.
–ძალიან ცნობისმოყვარე ხარ, სულო–ჩაეცინა.–კარგი, იყოს ნება შენი, მოიწიე, ყურში გიჩურჩულებ.
მაშინვე მივჩოჩდი მასთან ახლოს, სულგანაბული ვუსმენდი, დავიძაბე მოლოდინში, იდუმალი სახით შემომხედა, დაიხარა, ყურიდან თმა გადამიწია, მოულოდნელად მაკოცა ყელზე და ყველაფერი გაქრა.. ჩემ საწოლ ოთახში აღმოვჩნდი, საათი 4 საათსა და თვრამეტ წუთს უჩვენებდა, მთელ ღამედ მოჩვენებული დრო სულ ორი წუთი აღმოჩნდა..
–ცელქი–გამეცინა და მოხერხებულად მოვკალათდი საწოლში, სასიამოვნო სურნელმა ცხვირი ამიწვა, მთელ ოთახს იყო მოდებული, მივიხედ-მოვიხედე და მიზეზს უმალ მივაგენი.. ჩემ გვერდით ჟასმინი იდო..ავიღე, გულში ჩავიკარი..
–ძილინებისა, ლაზი–ვთქვი და მაშინვე დამეძინა.
–ძილინებისა, სულო–ბედნიერი ღიმილით ჩაილაპარაკა და ფრენით მოშორდა ფანჯარას..
***************
–ლაზიი, იცი შენზე მოთხრობას ვწერ..
–მერე?
–მერე საიტზე ვაქვეყნებ.. ხალხს მოსწონს.. შენ მოსწონხარ.
–შენ არ ეჭვიანობ?
–არა! შენ ისედაც და ასედაც მხოლოდ ჩემი ხარ!
–ცოტა ხანს მაცადე..
ეს ცოტა ხანი თითქმის ერთ საათად რომ იქცა, მოთმინებადაკარგულმა გამოვრთე ტელეფონი და გაბრაზებული დავწექი.. დაძინება ვერ შევძელი.. გამთენიისას გულმა მაინც არ მომითმინა, ტელეფონი ჩავრთე და გულისფანცქალით შევედი სოციალურ ქსელში, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა..
„პირველ მზის სხივებს რომ აჰკვრია შენი ღიმილი,
ჩემი ცხოვრების დედოფალო, თავად სადა ხარ?!
შენს ფერხთით, სულო, დაცემულა თავად სიკვდილი,
და სიკვდილი რომ შეიწყალო მითხარ, მზადა ხარ?!
ჟასმინისფერი შერევია მოტკბო ბაგეებს,
მხოლოდ აურა.. სიტკბოება ჯერ ხომ არ ვიცი,
რთული პარტია გაუშლიათ მეჭადრაკეებს,
მე კი ქიშსა და შამათს შუა, ჩემო, დაგიცდი..
ჰო.. ასეთია დიდებული გრძნობა ყოველი,
საჭრეთელი არ უვარგოდა თუმცა გოეთეს,
აბიბინდება მოიისფროდ ნაცნობი ველი,
და შენი მზერა თაფლისფერი გამაპოეტებს.“
–მაპატიე, სულო, დროულად ვერ მოგწერე, ტელეფონი გამიფუჭდა და ამ დილით ძლივს ჩავრთე.. მიყვარხარ..
***************
–მომიყევი რამე შენს მეგობრებზე–ვთხოვე.
–მოდი, ტონკაზე მოგიყვები.
–გოგოა?–წარბაწეულმა გავხედე.
–სულელო, მეგობარია ხომ გითხარი..
–ვხუმრობ–ვაკოცე–განაგრძე, გთხოვ, ვინაა ტონკა?
–ეგ არის გოგონა, რომელმაც ცეკვაში გაათენა, რათა კიევი გადაწვას გადაერჩინა..
–ეგ როგორ?
–როგორ და როცა თათრები ქალაქს მიადგნენ ასაკლებად, გამოვიდა ერთი მზესავით ლამაზი გოგონა და სულთანს შესთავაზა ასეთი რამ. განთიადამდე იცეკვებდა, თუ ვერ შეძლებდა, მისი უნდა გამხდარიყო ან ქალაქს აიკლებდნენ.. ჰოდა აღმოსავლურ ტანსაცმელში გამოკვართულმა დილამდე იცეკვა, ალიონისას წაიქცა და დაიღუპა. ზედ დააკვდა თურმე სულთანი გვამს. კიევი კი გადარჩა..
–საოცარი მეგობრები გყავს.. შენსავით საოცარი–ვუთხარი აღტაცებულმა..
თავი V
შუაღამე იყო.. ღამის 3–4 საათი იქნებოდა.. ღრმა ძილში წასულს სახეზე გრილ სუნთქვას ვგრძნობდი.. სულს მიბერავდა, თმას მიჩეჩავდა, სახეზე მეფერებოდა..
–ლაზიი, მორჩი მაიმუნობას, დამაძინე–ამოვილუღლუღე მძინარემ.
–კარგი, როგორც გინდა, მაშინ ტირიფის ფანჩატურში აღარ წაგიყვან..
მაშინვე დავაჭყიტე თვალები და წამოვხტი..
–მართლა წამიყვან? მართლა??–ხტუნაობა დავიწყე სიხარულისგან..
–კი, სულო, ჩაიცვი ახლა, 5 წუთში მოვალ–შუბლზე მაკოცა და სიბნელეში გაუჩინარდა..
ორი წუთიც მეყო მოსამზადებლად.. გულის ფანცქალით ველოდი.. მოყოლილი ჰქონდა, რა იყო ტირიფის ფანჩატური, საოცრად მინდოდა იქ წასვლა..
–ხელი მომკიდე, სულო, გავფრინდეთ..
–ძველი ბერძნული ქაღმერთის ცრემლები ერთურთში ჩაწნულიყვნენ და ბუნებრივი ნავსაყუდელი შეექმნათ მიჯნურთათვის, რომელში შესვლაც ამ ზღაპრული ცრემლებით ერთ მხარეს შექმნილი ზურმუხტის ფარდიდან იყო შესაძლებელი.. ზურმუხტისფერ აუზში საამოდ იღვრებოდა მთვარის შუქი, ნელი, გრილი სიო ეფერებოდა მიჯნურთ, იადონები გალობდნენ ზურმუხტისფერ ცაზე, სადაც ციცინათელების ლაშქარი ვარსკვლავებივით მიმობნეულიყო და წარმტაცად ანათებდა..
–რა საოცრად აღწერ ყველაფერს, მე კი უბრალოდ შემეძლო მეთქვა, რომ აქაურობა საოცრად ლამაზია..
–შენ ხარ საოცრად ლამაზი, სულო–მიმიხუტა.
–ლაზი, ნახე რა უცნაური ვარსკვლავია.. მწვანე..
–ეგ ჩვენი სიყვარულის სიმბოლოა, სულო–გამიღიმა.
–რატომ მაინცდამაინც ეგ?
–მწვანე მარადიულობის სიმბოლოა, სულო, ჩვენი სიყვარულის მარადიულობის..
***************
–სანამ მნახავდი, არ გაინტერესებდა როგორი ვიყავი?–თმაზე მეფერებოდა, მის მკერდზე ვიყავი მიყრდნობილი და თავს საოცრად ვგრძნობდი..
–რომ მიყურებ რას ხედავ? ჩემს სხეულს თუ სულს?–წამოვიწიე, თვალებში ჩავხედე, სიმწვანეში ჩავიძირე.
–სულს..ლამაზია–თავს ზემოთ მიყურებდა და იღიმოდა.. ჩემს სულს უღიმოდა..
–ხოდა მეც ვხედავ.. მაგიტომ მიყვარხარ ასე, რომ ჩემი სული გიყვარს და არა სხეული..
–გიყვარვარ?–აენთო..აგიზგიზდა..თითქოს პირველად მეთქვას..
–კი, ძალიან–შუბლზე ვაკოცე, მისი გული წამში ათასჯერ მაინც ფეთქავდა და ეს ყველაზე სასიამოვნო ხმა იყო, რაც კი ოდესმე გამიგონია.. სიყვარულის ხმა..
***************
მთელი ღამე გავათენეთ ლაპარაკში.. თავი ძლივს ავწიე დილით, რომ სამსახურში წავსულიყავი. თევზივით თვალებით შევყურებდი კომპიუტერის ეკრანს, ოცდამეშვიდედ ვკითხულობდი ერთ და იმავე წინადადებას და უშედეგოდ ვცდილობდი აზრის გამოტანას.. გრაფიკს ჩავხედე, გაგზავნის ვადა დღეს მეწურებოდა, მე კი ისევ ღრუბლებში დავფრინავდი მასთან ერთად..
–საქმეს მიხედე, სულო, თორემ დღეს აღარ გნახავ–არ დააყოვნა მისმა რეაქციამაც.
გონს მოვეგე და ბეჭდვა გავაგრძელე..
-უფროსი გიბარებს–შემოყო თავი მდივანმა.
–ამას რაღა უნდა ახლა ამ დილაუთენია?–ზლაზვნით წამოვდექი და ხელმოსაწერ დოკუმენტებსაც დავავლე ხელი..
ახალი დავალება მივიღე სრულიად გაურკვეველი, ბუნდოვანი პირობებით... კაბინეტის კარი შემოვიჯახუნე, საბუთები მაგიდაზე დავყარე და ახლაღა შევამჩნიე გარშემო არსებული უამრავი ყვავილი.. ჩემი ოთახი ნამდვილ ორანჟერეად ექცია ვიღაცას.. უცნაურია, ლაზი არ იქნებოდა, მან იცის, რომ ყვავილებს ვერ ვიტან, მითუმეტეს ასეთებს.. პარკშემოხვეულებს და ლენტშემოჭერილებს, პანაშვიდზე წასაღებად გამზადებულებს.. ხოო, უცნაური ადამიანი ვარ ნამდვილად.. ყვავილები ჩემთვის პანაშვიდებთან ასოცირდება, ამიტომ ვერ ვიტან.. სულ სხვაა ცოცხალი, მინდვრის ყვავილები.. იები და იასამნები..
მოგონებებში გადავეშვი.. რატომ მიყვარს იასამნები? სულ სამი მიზეზი მაქვს ამისათვის..
ის გაზაფხულის სიმბოლოა ჩემთვის, როცა ქუჩები მისი სუნით გაიჟღინთება, ვგრძნობ, გაზაფხული მოვიდა, დათბა...
ის ერთ–ერთ საუკეთესო მოგონებას უკავშირდება, ბავშვობისდროინდელ მოგონებას.. მე და მამა, ერთად, მისი ახლობლის ქორწილში, სოფელში, მხოლოდ მე და მამა...
და ის.. ის არასდროს მიაქვთ პანაშვიდებზე...
უცებ გამოვერკვიე.. დამლაგებელს დავურეკე და ოთახის დასუფთავება ვთხოვე, გაოგნებული სახით მიყურებდა, რა ეგონა, გადაჭრილ ბოთლებში ჩავაწყობდი და სათუთად მოვუვლიდი დაჭკნობამდე? მთელი სამსახური ამაზე ალაპარაკდა-- შესვენებაზე გასულს ყველა შემომცქეროდა და ვგრძნობდი, ჩემზე მეტად აინტერესებდათ გამომგზავნის ვინაობა.. მე კი სხვა რამეზე მეფიქრებოდა.. მის რეაქციაზე..
–რაა??–შემზარავი ხმა ჰქონდა.. ასეთ დისტანციაზეც კი ვგრძნობდი მის სიცივეს.. შემაძრწუნებელი იყო, ვერ ვხვდებოდი სად გაქრა თბილი ლაზი.. ჩემი ლაზი.. მისგან წამოსულმა სიცივემ სული და გული გამიყინა.. მოძრაობა აღარ შემეძლო, ვერც ხმას ვიღებდი.. მინდოდა მეყვირა, ამეხსნა, მომეყოლა, მაგრამ ხმის ამოღება ვერაფრით შევძელი.. ერთი სიტყვაც კი ვერ ვთქვი.. ტელეფონი გამითიშა და მალე გავიგე ზურგს უკან ფრთების ხმა.. ახლა უკვე სხეულზეც შემცივდა, დამბურძგლა, შიშით შემოვტრიალდი და მის თვალებს წავაწყდი მაშინვე, მწვანე მორევი შავად გადაქცეულიყო და მასში ჩანთქმას მიქადდა.. ერთიანად აწითლებული მრისხანებას ასხივებდა..
–ათ წამს გაძლევ, რომ ყველაფერი ამიხსნა–დაიგრგვინა განრისხებულმა.
–ლაზი, მე–ლუღლუღი დავიწყე.
–ცხრა წამი დაგრჩა, მერე იცი რაც მოხდება–შეუვალი იყო..
–წარმოდგენა არ მაქვს ვისგანაა, ვერც კი ვხვდები, რა ჩემი ბრალია ვიღაც ასეთი დარეხვილი თუა?–ვეცადე, მშვიდად ამეხსნა.
–ესაა შენი საბოლოო პასუხი? დარწმუნებული ხარ?
–კი, აბსოლუტურად–დამაჯერებელი ვიყავი.
–კარგი, მე შანსი მოგეცი და შენ ის არ გამოიყენე.. დაემშვიდობე შენს ძვირფას თაყვანისმცემელს. უკანასკნელი, რასაც ნახავს, ჩემი მსახურის დემონური ღიმილი იქნება!
გამცრა..
–ლაზი გაგიჟდი? იმიტომ კლავ ადამიანს, რომ ყვავილები გამომიგზავნა? მითუმეტეს არც ვიცი ვინაა, იქნებ შეეშალა საერთოდ?–უშედეგოდ ვცდილობდი დამერწმუნებინა, ისევ იმ ცივი მზერით მიყურებდა.. უეცრად ეს სიცივეც გაქრა და სიცარიელე დარჩა.. ის გამქრალიყო..
–სად წახვედი? ლაზიი, დაბრუნდი გთხოოვ.. არ გაბედო ჩემი მიტოვება, ლაზი გთხოოოვ, ახსნის საშუალება მაინც მომეციი... ლაზიიი–ვკიოდი, ვხაოდი, ვწიოდი...
სკამზე დავეშვი და ავქვითინდი, მეგონა სული გული ამომგლიჯეს და დარჩენილი საზიზღარი სხეული უარესად მაღიზიანებდა.. აღარაფერი მაინტერესებდა, გულამოსკვნილი ვტიროდი, არ მაინტერესებდა სამსახურში ვიყავი თუ არა, ხალხი რომ დამეხვია თავზე, პულსს მისინჯავდნენ, წყალს მასხამდნენ, არ მქონდა რეაქცია, შეუჩერებლად ვტიროდი და მაინც მასზე ვფიქრობდი, ვიცოდი რად უჯდებოდა ახლა ჩემგან შორს ყოფნა.. ლევიათანი მას აუცილებლად ანახებდა, რა დღეში ვიყავი და მაინც არ მოდიოდა.. მტკიოდა, მისი უნდობლობა მტკიოდა და ახლა მასზე მეტად მე მინდოდა მომეკლა ის უგუნური, ვინც ჩვენ შორის ჩადგომა გაბედა..
***************
დილა ისე გათენდა მისი თმების სურნელი აღარ მიგრძვნია. თითქოს ერთბაშად დაბერებულმა გავიღვიძე. მექანიკურად ავდექი. ვგრძნობდი, მისი ღიმილის გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა... ჩავიცვი. საუზმემ უგემურად ჩაიარა. პირში საზიზღარი სისხლის გემო ვიგრძენი.. ყველაფერს მისი გემო ჰქონდა, ფინჯანში ჩაღვრილ სიმშვიდესაც კი ამ მეწამული, გაზინზლული სისხლის გემო ჰქონდა შეპარული...
–მე წავედი, ლაზიიი–თავის გასამხნევებლად შევძახე. ის იქ არ იყო. ან იქნებ იყო და დაბოღმილი დუმდა ფანჯრის რაფაზე ჩამოსკუპებული?! გული ჩამიკვდა მისი ბავშვური სახე დაბოღმილი რომ წარმოვიდგინე. სწრაფად გამოვაღე კარი და კიბეებზე დავეშვი. ქარიანი ამინდი იყო... სულში წვიმდა...
გზაში ვღელავდი... თავს დაუცველად ვგრძნობდი. აქეთ–იქით ვიყურებოდი და უაზროდ მეშინოდა. სამსახურში ალიაქოთი დამხვდა...
–დღეს გურამი არ მოვიდა–ამბობდა ერთი.
–თურმე წუხელ სახლში არ ყოფილა. საწყალი ოჯახი, დალეულან შიშით... არადა რა ბიჭი იყო. ჯერაც საცოლე... თამუნა მოსწონდა მაგას მგონი. იმ დღეს ყვავილებით გა...–თანამშრომელს ჩემი დანახვისას სიტყვა შუაზე გაუწყდა.
–რა.. რა მოხდა... რა დაე.. ნუთუ... ლაზიი, ეს რა ქენი?!–დავიწყე ისტერიკული ქვითინი. თვალნათლივ ვხედავდი სიგურეს მომცელავ, დემონურ ღიმილს და ტანში გამცრა...
–ჯიგრებს გაუმარჯოოოს!–მოისმა არეული ნაბიჯები დერეფნიდან.
–გენაცვალეთ გოგოებოოო–გურამი იყო.
უეცრად ყველაფერი ერთმანეთში აირია.. საყვედურები, მხიარულება, ქოთქოთი..
–თამო.. დაიკოო, მაპატიე...არ ვიცოდი, საქმრო თუ გყავდა–აღარაფერი მესმოდა.
-ის ცოცხალია....–გონება მხოლოდ ამას იმეორებდა.. –ე.ი ლაზიმ... თავქუდმოგლეჯილმა ავირბინე სახლის კიბეები. საწოლზე იჯდა. რომ დამინახა გამიღიმა. საოცარი სითბო ეღვრებოდა თვალებიდან და საერთოდ, მთელი სხეულიდან..
–მიყვარხარ, სულო... ესღა აირეკლა მიბნედილმა გონებამ და ოთახი სივრცეში ჩასრიალდა.. მთვარიანი ღამე იყო... მის მკერდზე თავმიყრდნობილი მოიისფრო ღრუბელზე ვისხედით..
–მაპატიე, სულო... ჭაობისფერ სიმწვანეში ჩაიძირა ჩემი სხეული და მოითენთა... მიჩუმდა. ის ისევ ჩემი იყო.. წაბლისფერ კულულებში ხელი შევაცურე და ცხოვრებაში პირველად, ეგოისტურად ვიგრძენი, რომ ის ჩემი უნდა ყოფილიყო სამუდამოდ.
–მეც ლაზი–გამიღიმა. მთვარეულდებოდა ცის ტატნობზე..
***************
–ლაზი, ბავშვს რა დავარქვათ?
–დავითი–უცბად ავხედე.
–დარწმუნებული ხარ?
–კი, ჩემო, შენს მამიკოს გაუხარდება–გამიღიმა.
–მადლობა, ლაზი.
–რისთვის?
–ასეთი კარგი რომ მყავხარ. სანაპიროზე ვისხედით და არაფერი მადარდებდა.. ჩემთვის ყველაზე სასურველ მუსიკას ვუსმენდი, მის გულისცემას, ბაგაბუგი გაუდიოდა მის გულს, ვგრძნობდი, რომ მხოლოდ ჩემთვის ძგერდა და ეს კიდევ უფრო მეტად მაყვარებდა მის თავს, თუ ეს საერთოდ შესაძლებელი იყო..
–ლაზიი–გაუბედავად დავიწყე ცოტა ხნის შემდეგ.
–დარწმუნებული ხარ? მზად ხარ ამისთვის?–მაშინვე მიმიხვდა.
–კი, მინდა ვნახო რა მოხდა მაშინ, სადაა მისი სული ახლა, მაჩვენე გთხოვ–შევევედრე..
–კარგი, მოდი ჩემთან–სახეზე მომეფერა, თავზე ხელი ნელა გადამისვა, ჩემი გულისცემა და პულსი მწყობრში რომ ჩადგა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ჰიპნოზი... თვალებს მის თითებს ვაყოლებდი და ნელნელა ჩემი გონება უკვე სხვა რამეს ხედავდა..
შეჯახების ხმა გავიგე და ფარების შუქმა თვალი მომჭრა, ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ ხმაური მესმოდა, პატრულის, სასწრაფოს, ხალხის... ყვირილი.. გოდება.. როგორც იქნა მხედველობა დამეწმინდა და შეჯახებულ მანქანებს შორის წითელი მანქანა გამოვარჩიე.. მძღოლში მამა რომ ამოვიცანი, სისხლიანი და საჭეზე უგონოდ მიყრდნობილი, მაშინვე მისკენ გავიქეცი.. ვიღაცის ძლიერმა ხელმა გამაჩერა, გვერდით ლაზარე დავინახე და მივხვდი, უკვე მომხდარს ვხედავდი და ვეღარაფერს შევცვლიდი... თვალები ცრემლებით ამევსო და ხელი მაგრად ჩავჭიდე.. მარტო ვერ გავუძლებდი ამის ყურებას.. მამას სულს გვერდით ურიილი ამოუდგა, სიკვდილის ანგელოზი და გზა უჩვენა, ჩვენც მათ გავყევით.. სახლში მისულებს შავებში ჩაცმული დედა დაგვხვდა, უსულო სხეულს თავთან ეჯდა და უხმოდ ტიროდა.. ჩემს დებს გული წასვლოდათ და მე ვასულიერებდი, თან დედისკენ ვაპარებდი თვალს, ვანახებდი, რამდენად „ძლიერი“ ვიყავი და ვუმკლავდებოდი თავს დატეხილ უბედურებას.. მამა დედასთან მივიდა, შუბლზე აკოცა და მიეფერა, მერე ჩვენ ჩაგვეხუტა სათითაოდ და დაგვტოვა..
ყველა ადგილი, ყველა ადამიანი მოინახულა, სადაც ყოფნა უყვარდა, ვისთანაც თავს კარგად გრძნობდა, სადაც დიდი ემოცია აკავშირებდა.. ყველა ვიცანი, ერთის გარდა..
გამხდარი, სუსტი აღნაგობის გოგონა ბნელ ღამეში მარტო მიდიოდა მეტად სახიფათო ქუჩაზე, შეშინებული იყურებოდა აქეთ–იქით და ჩქარობდა.. ბედი კარგ რამეს ნამდვილად არ უმზადებდა და საფრთხესაც პირისპირ გადაეყარა.. უკან–უკან ყურებისას ვერც კი შენიშნა წინ ხუთი მთვრალი ჯარისკაცი როგორ აესვეტა.. გვერდის აქცევა სცადა, თუმცა უშედეგოდ.. მის შიშს ვგრძნობდი, ისეთ ძლიერს, რომ მთელ სხეულში მაციებდა და თმას ყალყზე მიყენებდა.. ტანსაცმლის შემოხევა დაუწყეს, ამაზრზენად იქცეოდნენ, თითქოს დემონები ჩასახლებულანო მათში.. უცებ იმედის ნაპერწკალი აკიაფდა გოგონას გულში, ვერც კი დავინახე, როგორ მოუახლოვდა მათ მამა, გოგონას დახსნა სცადა, უყურებდა მას იმედის თვალით, შველას ემუდარებოდა, ლაზის ხელზე ხელი მოვუჭირე, ავკანკალდი, მათ ხელში იარაღს როცა მოვკარი თვალი, შეშინებულმა გავხედე, თვალებით მანიშნა დაწყნარდიო და მათკენ მიმავალი ბიჭისკენ მიმანიშნა, დროულად მიუსწრო მამას და იმ გოგონას, გადაარჩინა კიდეც ისინი.. ბიჭს დავაკვირდი და მის სულში ჩემი ბალთაზარი ამოვიცანი..
–ლაზი, შენ–დავიწყე.
–ხო, სულო, მომეწონა მისი საქციელი და დავეხმარე, თორემ ალბათ ვერც გადარჩებოდა.. ყველას არ ძალუძს უცხო ადამიანის გამო ამხელა საფრთხეში ჩაიგდოს თავი.. მამაშენი კარგი ადამიანი იყო და ეს დაუფასდა კიდეც.. ახლა ის მეექვსე კერეონის ანგელოზია, პირადად შევიწყალე და ზეცაში დავაბრუნე.. ის უფლის ჯარისკაცია..–ბოლო სიტყვები ბუნდოვნად ჩამესმოდა, ჰიპნოზი მოქმედებას კარგავდა, ნელნელა ისევ სანაპიროზე დავეშვით, მაგრად ჩავეხუტე და ცრემლებით დავუსველე პერანგი..
–ვგიჟდები შენზე–ამოვისლუკუნე.
–ვიცი, სულო, მეც მიყვარხარ–უფრო ძლიერად მიმიკრო გულზე..
–მას გაბრიელი მონათლავს–მითხრა უცებ.
–რაა? ვის? ჩვენს შვილს? მართლა? თვითონ გითხრა?–კითხვები გიჟივით მივაყარე..
–ჰო, ჩემო, დამშვიდდი, ჩვენს შვილს ჩემი ძმა–გაბრიელ მთავარანგელოზი მონათლავს, თავად ისურვა ასე..
ზეცისკენ მადლიერი მზერით აღსავსე თვალები ავაპყარი.. თითქოს ვიგრძენი კიდეც საპასუხო თბილი მზერა..
–მადლობა, გაბუ–აღმომხდა გაცისკროვნებულს..
უეცრად თბილი წვეთები ვიგრძენი სხეულზე.. გაზაფხულის შხაპუნა, ნაზი წვიმა წამოსულიყო, ლაზის ავხედე, ცაში იყურებოდა და უსასრულობას უღიმოდა.. წვიმდა გაუჩერებლივ და ამ ყველაფერს საოცარ კონტრასტს აძლევდა, ღრუბლებს შორის გაჩრილი, უზარმაზარი, მანათობელი მზე.. ისინი გვიღიმოდნენ..
***************
–ლაზი, მამა არ გენატრება ხოლმე? ან დედა? ასე როგორ ძლებ? საუკუნეების განმავლობაში?
–კი, სულო, მაგრამ ასეა საჭირო.. რა ვქნა–სევდიანად გამიღიმა.
მეტკინა, მისი ტკივილი მეტკინა, უსუსურობის განცდამ უარესად ამიშალა ნერვები.. ვერაფრით დავეხმარებოდი... მას კი სტკიოდა..
–რა მოხდა, ჩემო ანგელოზო?–მაშინვე მიხვდა განწყობის ცვლილებას..
–მე მინდა სრულყოფილად ბედნიერი იყო, მამასთან იყო, დედასთან იყო, შენს სახლში, იქაა შენი ადგილი–ვწუწუნებდი..
–ჩემი ადგილი, შენ გვერდითაა, სულო, აქ ყველაზე ბედნიერი ვარ, შენთან..
–მაგრამ..
–არავითარი მაგრამ, განა ჩვენი სიყვარული სამოთხეზე ლამაზი არაა, სულო?–მისი მწვანე თვალები უსაზღვრო სითბოს და ბედნიერებას ასხივებდა..
–მიყვარხარ–ამოვილუღლუღე და მივეკარი..
–რა კარგი იყო არა გუშინ?–გამიცინა.
–გუშინ?–მეუცნაურა–გუშინ ხომ არ გინახივარ.
–როგორ არა, ტორტს რომ ვჭამდით–თვალი ჩამიკრა..
–ეგ ხომ დამესიზმრა?–გავოგნდი.
–კი, კი–ხითხითებდა.
–მოიცა, შენ რა იცი?
–მე ხომ არ მძინავს, სულო, შესაბამისად არც სიზმრებს ვნახულობ, თუმცა შენი სიზმრების ნახვა შემიძლია–ბოლო წინადადება ყურში ჩამჩურჩულა და უცებ გახტა გვერდით, რომ მოსალოდნელი დარტყმა აერიდებინა.. მაინც ვერ გადარჩა.. რაც ხელში მომხვდებოდა, ყველაფერს ვესროდი..
–როგორ გაბედე, შე საძაგელო? იქნებ რა მინდა დამესიზმროს, ჰა?–ვბრდღვინავდი გაცოფებული..
–მაინც რა?–წარბები აათამაშა..
–ის არა, რაც შენ იფიქრე–ენა გამოვუყავი..
–გახსოვს? სიზმარი კარგად გახსოვს?–მომიახლოვდა.. გული ამიჩქარდა.. პულსმაც იმატა.. ერთიანად ავკანკალდი.. უფრო და უფრო მიახლოვდებოდა.. თმა ყურს უკან გადამიწია და თითი ჩემს ლოყას ჩამოაყოლა..
–გახსოვს ტორტის კრემი სად წაგისვი? აქ–ლოყაზე მანიშნა–კიდე აქ, აი აქაც–ნელნელა მოიწევდა უფრო ახლოს, საკუთარი გულის ფეთქვა კედლის საათის გუგუნივით მესმოდა..–და ბოლოს, აი აქ–თითი გააჩერა და ტუჩის კუთხეში ნაზად მაკოცა.. გავფრინდი.. თვალები გავახილე და მის ნაცვლად წერილი დამხვდა..
–მაპატიე, სულო, მიყვარხარ–იუწყებოდა ის..
***************
ვგრძნობ, როგორ მიპყრობს ნელნელა ეს საშინელი გრძნობა, მთელ სხეულს, გულს, სულს, არსებას მოიცავს, მჭამს, მღრღნის, მანადგურებს... ვფეთქდები.. უშედეგოდ ვცდილობ თავის ხელში აყვანას.. გონება ექოსავით ჩამძახის.. „ისიც უნდა ვნახო.. ასეთია წესი.. უნდა ვნახო, ისიც უნდა ვნახო..“ ეჭვიანობა ბოლოს მიღებს.. რაც ხელში მომხვდება ყველაფერს კედელს ვესვრი.. ჭიქის ნამსხვრევები ფეხზე მხვდება, კანს ჭრის და თბილი სისხლი იატაკზე წვეთებად იღვრება.. რეაქცია არ მაქვს, ისევ ვაგრძელებ მსხვრევას.. ისტერიკაში ვარ და უკვე საკუთარი თავის მეშინია.. სარკეში საკუთარ ანარეკლს მოვკარი თვალი და შიშმა უფრო დიდი ძალით მომიცვა.. ასეთი სახეები ფილმებში მინახავს, თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილ ადამიანებს აქვთ ხოლმე, ექთნები საწოლებზე რომ აბამენ და ძალით უკეთებენ დამამშვიდებლებს, სანამ ახალი ძალით იფეთქებს მათში სიგიჟე.. შიზოფრენია.. ხოო, მეც ნელ–ნელა ვგიჟდები..
ერთ–ერთი ნამსხვრევისკენ ხელი თავისთავად გარბის, კადრებად ჩნდება ჩემი ცხოვრება, მეგობრები, ოჯახი, დედა, ვხედავ როგორ ტირის, უფრო ვგრძნობ.. მამა, გაბრაზებული დამყურებს და მერე ქრება საერთოდ.. აი ისიც, ჩემდა გასაოცრად მშვიდადაა, ნატეხს მართმევს, ძირს აგდებს და თმაზე ნელა მეფერება..
–არა, სულო, შენ ამას არ გააკეთებ, არა, ჩემო ანგელოზო–მეჩურჩულება..
თვალებს ვახელ, ოთახში მარტო ვარ, ფეხებიდან სისხლი მდის და ჭრილობები მტკივა.. შეშინებული ვაგდებ ნატეხს ძირს და ფეხზე ვდგები..
–ლაზი–ვჩურჩულებ..–სად ხარ? მოდი, გთხოვ..
ზურგსუკან გახშირებულ სუნთქვას ვგრძნობ, უკნიდან მეხუტება, ცხვირს ჩემ თმაში ყოფს და მეფერება..
–ჩემი ანგელოზი, ჩემი სულელი ანგელოზი, ნუ გეშინია, სულო, მე აქ ვარ შენთან, არასდროს დაგტოვებ.. ის არც მინახავს–სასწრაფოდ მოვტრიალდი, მიღიმის.
–არაა? ეგ როგორ? ხომ თქვი აუცილებელიაო–მიკვირს.
–ეს გამოცდა იყო, სულო, ჩვენ ჩავაბარეთ, ჩვენმა სიყვარულმა გაიმარჯვა, მე და შენ სამუდამოდ ერთად ვიქნებით–შუბლზე ნაზად მკოცნის და მამშვიდებს, მის მხარზე ვტირი.. სიხარულისგან..
–ახლა წადი, საჭირო ნივთები მომიტანე, ჭრილობებს დაგიმუშავებ, მეორედ ასეთი რამ აღარ გაბედო, თორემ მე დაგიმატებ იცოდე–თითი დამიქნია და ნამსხვრევების აკრეფას შეუდგა..
თავი VI
ეკლესიისკენ ქარივით მივქროდი. სექტემბრის სიგრილე სახეში მცემდა. ის ხომ იქ მელოდა... პაემანი.. პირველი პაემანი.. მერედა ვისთან?! რეინკარნირებულ მთავარანგელოზთან... გული გამალებით მიცემდა. იქ, ზემოთ ვიღაც ქვითინს აპირებდა, რომ დამინახა მისი კბილების სითეთრესავით გაიბრწყინა ღრუბლებში ცხრათვალა მზემ და კვლავ მიიმალა..
–სულო, მოხვედი?!–გამიღიმა.
–ჰოო ლაზი, მოვედი–დაბნეულმა მოვათვალიერე პაემნის ადგილი.. ეკლესიის ეზო იყო. –ლაზი, ეს რა ადგილია?!–არეულად ვკითხე.
–ეს ჩემი სახლის ეზოა, სულო. ბავშვობაში მე და ჩემი ძმები აქ ვთამაშობდით.
–აქ?! და აქ რატომ მომიყვანე ლაზი, ეს ხომ წმინდა ადგილია?!
–ჰო ჩემო, წმინდაა, შენსავით წმინდა... იქნებ ამიტომაც?! ვინ იცის.. მაგრამ, სულო, აგერ, შენთვის მომზადებული სიურპრიზი იწყება, წამოდი, არ დაგვაგვიანდეს.. სამრეკლოს ზარების გუგუნმა ჩანთქა ჩემი ექო და... შევედით.
–წმიინდაოო ღმეერთოოო- ორი ცელქი სერაფიმი თამაშ-თამაშით უგალობდა მამას..
ირგვლივ საკმევლის სასიამოვნო სუნი იდგა. ტაძარში არავინ იყო, მაგრამ ლოცვა მთელ ტაძარს ანათებდა. არ იყვნენ არც მგალობლები, არც მედავითნენი... გაოცებული ვუყურებდი ამ საოცარ სანახაობას.
_აქეთ, სულო– საკურთხევლისკენ წამიყვანა.
–კი მაგრამ ლაზი, აქ შესვლა ხომ არ შეიძლება?
–დღეიდან აქ შესვლა შენთვის ნებადართულია. კართან ელი დაგვხვდა.
–ძამიკო, მოხვედი? აქეთ მობრძანდით. თქვენც, მშვენიერო. - თავაზიანად გამიღიმა და საკურთხევლის კარი ფართოდ გამოაღო. თვალისმომჭრელი სინათლე აირეკლა თვალმა. საოცარ ადგილას ვიყავი, იქ, სადაც ყოფნას ყველა ადამიანი ნატრულობს. ჰო. მე სამოთხეში ვიყავი. სამოთხეში... ჩემი სხეულით.
-ხომ ლამაზია, სულო?! - მიღიმოდა სიმწვანე. სიტყვები არ მყოფნიდა. ერთი წამით სუნთქვა შემეკრა, თითქოს ფრთები გამომება და ლაზის ხელებში უმწეოდ ჩავემხე... თვალთ დამიბნელდა...
თვალები რომ გავახილე, მწვანე ჰამაკში ვიწექი, უცნაური აუზის გვერდით. აუზი ოვალური იყო, მაგრამ ეს როდი იყო გასაოცარი. შიგ მწვანე და თაფლისფერი სითხე ინის და იანის სიმბოლოს ქმნიდა, ისე რომ ერთმანეთს არ ერეოდა და მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ივსებოდა, არ გადმოდიოდა. მწვანე სითხეში თაფლისფერი, თაფლისფერში კი მწვანე თევზები დაცურავდნენ. ლაზი იქვე, აუზის ახლოს, ბერი ტირიფის ძირში ჩამომჯდარიყო და სევდიანი ღიმილით მიყურებდა.
–გაიღვიძე, სულო? - სახეში შემომეფრქვა ბაჯაღლო. –ხო კარგად ხარ?! მისი სასიამოვნო ხმა, მთელ სხეულში საამო ჟრუანტელს მგვრიდა, ვკრთოდი და უცნაურ სითბოს ასხივებდა ჩემი სხეული. უნებურად მივეკარი მის ღვთაებრივ სხეულს და მივეხუტე. ვიგრძენი, როგორ შეცურდა თმაში მისი ხელები და მიბნედილმა წავიჩურჩულე:
–ლაზიი..
–რაა სულო?
–მიყვარხარ...
ჯერ ფრთები ოდნავ შეარხია, შემდეგ სიმსუბუქე ვიგრძენი და ჩემი თვალები მთვარეს გაუსწორდა.. რამდენიმე კამარა ღრუბლებში და მთვარის პირისპირ შეჩერდა, ბავშვივით ამიტაცა, მიმიკრა და ცეცხლოვანმა ალმურმა შეაკრთო მთელი სხეული.
–მეც მიყვარხარ, სულო.
უბედნიერესი ვიყავი... მთვარის დისკო გაწითლდა, აალდა და სიყვარულის ხანძარი მოედო ზეცას... ტაატით ვეშვებოდით... საიდან ვეშვებოდით? მთვარიდან. სად ვეშვებოდით? არ ვიცი, იქნებ სიყვარულის მორევში. მთელი სხეული მიცახცახებდა უცხო სიამისგან აბორგებული. ვგრძნობდი, როგორ ადი-ჩადიოდა ვენებში სისხლი, გული ამოვარდნას ლამობდა. ლაზი ჩირაღდანივით ენთო, ცეცხლივით მწველი და თბილი სხეული ჰქონდა, პულსი მარჯვენა წარბივით უთამაშებდა და ყელზე და სახეზე მალიმალ ვგრძნობდი მის გახშირებულ სუნთქვას. ორივე ვგრძნობდით, რომ ყველაფერი ნათქვამი იყო... მთელი ძალით ვეჭდობოდი მის სხეულს და რაღაც განუზომლად მიხაროდა. მე ვიცოდი, რომ ის ბედნიერი იყო, უზომოდ ბედნიერი და იყო მის ამ უხმო ბედნიერებაში რაღაც ღვთაებრივი. ჰამაკში ჩავეშვით.
–სულო, ჩემო ანგელოზო... ბუტბუტებდნენ მისი ტუჩები და მისი თითებიდან სიმხურვალის ახალი ტალღა დაატყდა მთელ სხეულს. გავირინდე. მესიამოვნა. პირველად ვიგრძენი, რომ ის ადამიანიც იყო. მას ჩემი ესმოდა.
- მთელი ცხოვრება.. მთელი ცხოვრება შენს ძებნაში გავლიე, სულო და როგორც იქნა, შენ ჩემი ხარ... - არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს გავუძლებდი მის ალერსს, მაგრამ უეცრად ჩემ ოთახში აღმოვჩნდი. შემეშინდა.
–ლაზიიი - ამაოდ ვეძახდი. ის არსად იყო. საღამოს მოუთმენლად ველოდი.
- სად გაქრი?
– მაპატიე სულო - ისევ მომპარვოდა. რაღაც მოხდა. აუცილებლად უნდა წავსულიყავი.
–სულ ასე იცი–გავებუტე–მაშინ მტოვებ, როცა ყველაზე მეტად მჭირდები. უხმოდ მეფერებოდა. ვიცოდი, რაღაც ცუდი მოხდა. მას კი თქმა არ შეეძლო. გული შემეკუმშა. ლამაზი ტუჩებით შუბლზე მაკოცა.
–ახლა დაიძინე, სულო, შენი გადაღლა არ შეიძლება - და გაქრა..
ბალთაზარი:
–მაპატიეთ, შეგაწუხეთ, მილორდ. რა მოხდა?–სებასტიანი ნერვიულობს?!
–რა ხდება სებასტიან, აღარ იტყვი?–შევუღრინე.
–მილორდ, მე, მე, არ ვიცი როგორ, არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ... აზაზელი გაიქცა...
–რაო?! სწრაფად, ჩემი კვერთხი, ჩქარა. პი.. ლოს.. სარკეზე ერთმანეთს ცვლიდნენ სილუეტები. ლუცისთან არ იყო. მაშ სადაა? როგორ გაიქცა?! სად? ზევსს ბეჭდის გაახლება დავიწყნოდა და...
–სინგურ–შევძახე ისე, თითქოს მხარზე კი არ მეჯდა, ქვესკნელიდან ვუხმობდი.
–დიახ მბრძანებელო!–მუდამ დისციპლინირებულია.
–აზაზელი.. მკვდარი ან ცოცხალი... 7 საათი, სინგურ, მხოლოდ შვიდი.. წადი! ჰოს. მოჩვენებასავით განქარდა. მესამე საათსაც არ გაევლო, ურჩი უკვე ჩემს ფეხებთან იხვეწებოდა მოწყალებას... სინგური დავაბრუნე და, სებასტიანს მივხედე.
–კიდევ მოხდა რამე?!
–მილორდ, საქმე ისაა, რომ.. რომ...
–სებასტიან!
–ფრეია გაქრა! თავბრუ დამესხა გაოგნებისაგან... მაშ.. ნუთუ.. ის..
თავი VII
–ლაზი, შენამდე როგორ ვცხოვრობდი საერთოდ?
–არ ვიცი, სულო, მე არ მიცხოვრია–ჩამეღიმა.
–აბა რას აკეთებდი?
–გელოდებოდი, ჩემო.
–უყვარხარ შენს სულს–ვიგრძენი, სასიამოვნოდ დაიძაბა..
–მეც, ჩემო, შენ ჩემი ახდენილი ოცნება ხარ.
–მითხარი, როცა მიხვდი, რომ მე ვიყავი შენი მეორე ნახევარი, რა იგრძენი? რა იფიქრე?
–გინდა დავწერო?
–კიი, მინდა, დამიწერე გთხოვ, დეტალურად აღწერე.
–კარგი, სულო, დამელოდე ახლავე.
ბალთაზარი:
რამდენიმე თვის წინ..
მთვარიანი ღამეა. ფანჯარასთან ვზივარ და ცას გავცქერი.. არავის და არაფერს ველი. უეცრად ვარსკვლავები მოძრაობას იწყებენ და კიბეებივით დგებიან. გაოგნებული შევყურებ ზეცას. ვარსკვლავოვან კიბეებზე მოწითალო–მომწვანო კვართისმაგვარ სამოსში შემოსილი ადამიანი ეშვება, ჩემკენ მოდის. უცნაურია, ჩემი შეწყალების ჟამი ჯერ არ დამდგარა, მაშ რა მოხდა?! ან ეს უცნობი მგზავრი ვინაა, საოცარ კიბეს პირდაპირ ჩემკენ რომ მოუყვება?! ნელნელა მიახლოვდება.. ვგრძნობ, რომ დრო გაჩერდა. ულმობლად ამოკლებს მანძილს და..
–დედა–აღმომხდა გახარებულს..
ჩახუტება მინდოდა.. ხელი გამომიწოდა, დავიჩოქე და ვემთხვიე.. თავად ჩამიხუტა, თავი კალთაში ჩაიდო და გამიღიმა..
–როგორ ხარ, შვილო?
–კარგად, დედა.. შენ აქ რატომ ხარ?
–ნუ ღელავ, შვილო, მამამ გამომგზავნა შენთან. ბულთუ, შენთვის დავალებაც მაქვს და საჩუქარიც.
–გისმენ, დედა–თავი დავხარე და დაველოდე.
–შვილო, ჩემს რჩეულ ქვეყანას საფრთხე ემუქრება, შენ უნდა იხსნა ეს ხალხი, ხვალ ორი გოგონა გაგეცნობა, ერთი შენი ცხოვრების მეგზური იქნება, მეორე კი... იპოვე ისინი, ამოიცანი რჩეული და იხსენი შენი ქვეყანა..
***************
სტანდარტული „შეყვარებულები“ რომ არ ვყოფილვართ, ამაზე საუბარი არც ღირს მგონი.. ჩვენი საუბრები გრძნეულ მეფე ქსენონს, ჯადოქარ ფრეიას, გმირ ტონკას, მთავარანგელოზებს ეხებოდა და არა ყოველდღიურ ცხოვრებას, მუსიკას, წიგნებს ან თუნდაც ფეხბურთის ანგარიშებს.. ჩვენი მომავალი, ბუდნოვანი, ჯერაც დაუგეგმავი მისიებით იყო აღსავსე, სამი შვილის ყოლა, მუშაობა, ქალაქის ცენტრში სახლი და ყველგანმავალი მანქანა არასდროს დაგვიგეგმავს.. ან კი როგორ შემეძლო ეს რეინკარნირებულ ანგელოზთან? ჩემს ანგელოზთან?? ყველაზე ხშირად აპოკალიპსის თემას განვიხილავდით, რომელიც ულმობლად გვიახლოვდებოდა და წალეკვით ემუქრებოდა ქვეყნიერებას.. თუმცა მასთან ერთად არაფრის მეშინოდა..
ერთ შაბათ დღესაც, სახლში მარტო დარჩენილი მუსიკის მოსმენით ვკლავდი დროს.. გაბრაზებული ვიყავი მასზე, მთელი დილაა არ გამოჩენილა!
–რას ჰგავს მისი საქციელი? ხო არის ღირსი მეც აღარ ვუპასუხო? თუმცა იმას რა ენაღვლება, ყველგან მიპოვის, დავემალები თუ რა?–ვბუზღუნებდი ჩემთვის.
აივნის კარიდან შრიალი მომესმა და მივხვდი, რომ ის იყო. უფრო მეტად გავიბუსხე, ხელები გადავაჯვარედინე და ასე დაველოდე. ჩემი თმის ბღუჯა აიღო, ხარბად შეისუნთქა და თვალებმილულულმა შემომხედა.
–ქალაქის შემოსასვლელიდან იგრძნობა შენი თმის სურნელი, ჩემო–მითხრა იდუმალი ხმით.
სავარძლისკენ გაემართა და მხიარულად ჩახტა.
–დღეს დიდი გეგმები გვაქვს, სულო.
–მერე ამას ახლა მეუბნები? მთელი დილაა არ გამოჩენილხარ, იცი როგორ გელოდებოდი?–მაინც ვერ მოვითმინე და მივაყარე.
–ვიცი, სულო, ვიცი–წამში გაჩნდა ჩემთან და თავის გვერდით დამსვა, ფრთის ქვეშ მომაქცია და ნაზად მომეფერა თმაზე.–მაპატიე, საქმეები მქონდა.
მისი მოფერებისგან ნელნელა ვითიშებოდი, მისმა სიტყვებმა დამაბრუნეს დედამიწაზე..
–პიკნიკზე მივდივართ, სულო–მხიარულად შესძახა. წამოვხტი:
–როგორ? ნამდვილ პიკნიკზე? მე და შენ?
–ხო, სულო, განა ვერ ვხედავ, როგორ ღელავ? გინდა ჩვენც ჩვეულებრივი შეყვარებულებივით დავდიოდეთ კინოში, თეატრში, პიკნიკზე, ასეც იქნება, გპირდები.
–არა, ლაზი, არაა ასე, მე შენთან ერთად ღრუბლებში დავფრინავ, სამოთხეშიც კი ვიყავით, ულამაზესი ადგილები მომატარე, სხვა რა უნდა მინდოდეს?
–ადამიანობა, სულო, ჩვეულებრივი, სტანდარტული ადამიანობა.
–მოემზადე, ათ წუთში გავდივართ.
ვიცოდი მისი ამბავი, ზუსტად 10 წუთში ნამდვილად წამიყვანდა, ნახევრად შიშველს, ცალი ფეხსაცმლით, მაგრამ მაინც წამიყვანდა, ნათქვამს არ გადავიდოდა, დრო მისთვის განსაკუთრებულად ფასობდა, თითოეული წუთი, წამი.. 42 საუკუნოვანი ცხოვრების მიუხედავად, მაინც..
ცხრა წუთში უკვე მზად ვიყავი, ოთახიდან გამოსულს ისიც „გამოცვლილი“ დამხვდა..
–დღეს ყველაფერი ადამიანური იქნება, მათ შორის მეც, ჩემო–თვალი ჩამიკრა, ხელი ჩამკიდა და კარისკენ მიბიძგა. მეც გაოგნებული უკან მივყევი, ადამიანის სხეულს დაბრუნებულ ბალთაზარს.
სამარშრუტო ტაქსით ვიმგზავრეთ, არავითარი ფრენა, ფრთები, მაგია, ყველაზე ამქვეყნიური იყო, ადამიანური..
წინასწარ ჰქონია დიდი კალათა მომზადებული, სასუსნავებით სავსე.. პლედი დავაფინეთ, ჩამოვსხედით და დიდხანს, დიდხანს ვტკბებოდით საოცარი ხედითა და ერთმანეთით..
ჩვენი შერჩეული ადგილი პირდაპირ მდინარეს გადაჰყურებდა, სწრაფად მოდიოდა ყინულივით ცივი წყალი, აიზვირთებოდა და უზარმაზარ ლოდებს ეხეთქებოდა.. ჩიტების ჭიკჭიკს ვუსმენდით, მისი თვალებივით მწვანედ ბიბინებდა მინდორი, ერთდროულად ამქვეყნიურიც იყო ეს ყოველივე და მაინც იყო მასში რაღაც ღვთიური, მისტიური.. ბუნების ძალას გვაგრძნობინებდა..
უცებ ლაზი წამოდგა, მუხლზე დაიჩოქა და ხელი მომკიდა, დავიძაბე, მის მაგივრადაც.. უამრავ ლექსს მიწერდა, მისი მუზა მხოლოდ მე ვიყავი, თუმცა არასდროს წაუკითხავს პირადად ისინი, წერილებად მწერდა ყოველთვის.. ვატყობდი, ნერვიულობდა, შუბლზე ვაკოცე, ხელზე ხელი გადავუსვი და თვალებით ვანიშნე, რომ არაფერზე ეღელვა.. და დაიწყო...
„სიტყვები?! არ გინდა ჩემო,
სიტყვვები დროსავით ძველი,
უბრალოდ ჩემ გულში შემო,
თვალებით, ცრემლებით სველით.
ეჭვები გადაგღლის სულო,
გულს მუდამ ნაღველით ღარავს,
სიმშვიდე რად გინდა, გულო,
როცა სულს კივილი ზარავს.
ფიქრები? ორიოდ ფიფქი,
დატოვე სამოთხის კართან,
უკვე შეხვედრის დღეს ვითვლი,
რომ ვიყო ოცნების ქალთან.
მიყვარხარ! მიყვარხარ ძლიერ,
აჰა შენ ერთობის ფიცი,
ლამაზი თვალების იერს,
დიდხანს ვერ დავტოვებ, იცი?
მოხვედი აპრილში თოვლი,
ჩაიქცა მოლურჯო ზეცა,
მზეთუნახავივით მოვლილს,
მუხლზე დავუჩოქე მეცა.
მინდა რომ აყვავდე ვარდად,
ცხოვრებად მაისის თვეში,
ორი რამ წამყვება დარდად,
ვარდი და აპრილის თქეში.“
ბალთაზარი:
ფრეია გაქრა... თითქოს ნაკლები პრობლემა მქონდა. ყოველთვის ყველაფერი მაშინ რატომ უარესდება, როცა მე მჭირდება?! დამწუხრებულმა ავუქციე გვერდი სებასტიანს და დაღონებული ჩამოვჯექი.
–მილორდ, სასწრაფოდ უნდა მოვძებნოთ ფრეია. მე ვფიქრობ, რომ...
–შეწყვიტე სებასტიან! მე შენთვის ფიქრი არ მითხოვია. ქსენონი მიხმე.
–მილორდ, ის ხომ... –სებასტიანს ლამის ენა ჩაუვარდა.
–საქის, ქსენონი მომიყვანე და ნუ მეურჩები. კარგად ვიცი მისი წარსული. თავად დავატყვევე. წადი და აქ მომგვარე. უთხარი, რომ ოსტატი უხმობს–ერთი გავხედე მის სილუეტს და მივხვდი, რას ფიქრობდა ის ამჯერად.
–სებასტიან
–დიახ მი-...
–ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება. დემონური ღიმილით დატოვა დარბაზი ისევ თავდაჯერებულმა და ათ წუთში ჩემ წინაშე იდგა მისი აღმატებულება ქსენონ!
–რაში დაგჭირდი, ოსტატო?! - მისმა ირონიულმა მზერამ ვერც კი შემაკრთო. ის არ შეცვლილიყო მთელი ამ ხნის მანძილზე. ძლიერი და უგუნური. სამწუხაროა.
–ქსენონ, დავალება მაქვს შენთვის–ვუთხარი მშვიდად.
–სანაცვლოდ რას მივიღებ?!– საქმიანი კილო მომეწონა.
–სრულ თავისუფლებას.
–თანახმა ვარ.
–ქსენონ, სათამაშოდ არ გაგზავნი, დაფიქრდი–შევეცადე დაეჭვება.
–ოსტატო, მე ვიცი, რომ ფრეია გაქრა. მე ვიცი, რომ ეს საშიშია. მენდეთ. მე არ გაგიცრუებთ იმედს. 7 თვეში ვიპოვი და დავაბრუნებ ფრეიას, სადაც არ უნდა იყოს.
–მაშ კარგი, ქსენონ. გიბრუნებ შენს ძალას. წადი, ეძებე საძებარი და 100 000 კაცზე მეტის მოკვლას გიგრძალავ.
–დიახ, მბრძანებელო–გაიცინა და გაქრა.
–დარწმუნებული ხართ, რომ არ ინანებთ მილორდ?!–სებასტიანი იყო.
–მე ვეღარაფერს ვინანებ, სებასტიან!
–როგორც იტყვით, მილორდ. არ მჯერა, რომ ქსენონი თქვენთვის იმუშავებს. მაგრამ ვნახოთ. მოკლე ვადა კი ითხოვა. როგორ ფიქრობთ, შეძლებს?!
–სებასტიან, ის მეფეა. ამით ყველაფერი ნათქვამია. მოექეცი მას მეფურად და არასდროს მიგატოვებს. უცნაური ვინმეა, მაგრამ მეგობრების ფასი იცის..
ვატყობდი სებასტიანი ვერაფით დავარწმუნე. დავითხოვე და ალიონის პირველ სხივს დაველოდე, რათა ჩემს სულს მივსალმებოდი. აგერ ინათა კიდეც და შუბლზე ვაკოცე ჩემს ანგელოზს. ძილში გამიღიმა საყვარლად და გვერდი იცვალა ძილისგუდამ.
–ლაზიი–წარმტაცად მიღიმოდა. ასე იცის სულ, როცა უნდა რაღაც მთხოვოს.
–რა იყო სულო?–განგებ ვკითხე.
–რამე მომიყევი რაა.
არასდროს მიფიქრია მისი მოტყუება, მაგრამ ყველაფრის თქმა მხოლოდ ქორწინების შემდეგ შემეძლო. ამიტომ დაუფიქრებლად დავიწყე.
–მოდი ქსენონზე მოგიყვები, სულო.
–ქსენონი ვინაა ლაზი?–ყველაფერი აინტერესებს. დიდაქტიკურად ვიწყებ
- დიდი ხნის წინათ, ჩემო, ცენტრალურ აფრიკაში არსებობდა სახელმწიფო აკმე. მისი გამგებელი იყო ქსენონი, გრძნეული და დიდი ჯადოქარი, ამასთან საუკეთესო მებრძოლი. ამ ქსენონმა, საკუთარი სამეფოს დასაცავად ის უდაბური ტყით შემოზღუდა, რომელშიც მითიური არსებები ჰალამები, ანუ ცოცხალი ჩონჩხები დაასახლა. ზომით ისინი ჯუჯებს გვანან, მაგრამ უკვდავნი არიან და რიცხვმრავალნი, წელიწადში, 10 000-ით იზრდება მათი რიცხვი. ქსენონის სამეფო ვერავინ აიღო. მან კი მთელი ცენტრალური აფრიკა დაიმონა. მაშინ, ჩემმა მასწავლებელმა, პხუტმა, დასწყევლა ქსენონი, როგორც მტარვალი და თავისივე მაგიის ტყვეობაში მოაქცია. ამ კაცუნებმა მისი სამეფო გაწყვიტეს, მაგრამ ქსენონს ვერ შეეხნენ. ის სარკოფაგში განისვენებს დღისით, ღამით კი ამ არსებებს მართავს და ნებისმიერს კლავს, ვინც მის ხაფანგში გაებმება. მისი შიშით დაიწყო კონტინენტებზე გადასახლება ხალხმა და მიატოვა აფრიკა.
–ვაა, რა მაგარია. და ლაზი, ახლაც ცოცხალია?–როგორც ყოველთვის, ცნობისმოყვარე და საყვარელი...
–კი, სულო - ვუთხარი ისე, თითქოს მე არ მომეხმოს და მის გათავისუფლებას არ ვაპირებდე ფრეიას მოსაძებნად... მომეხუტა და მისმა სურნელმა სხვა სამყაროში შემითრია..
თავი VIII
ბალთაზარი:
თენდებოდა და ღამდებოდა. დედის თხოვნის გარდა აღარაფერი მახსოვდა. გავიდა მისი სტუმრობიდან ერთი კვირა და ჩვენს სახლს მეორედ დაედო უდიდესი პატივი. თვით გაბრიელი, ჩემი უფროსი ძმა მესტუმრა... საღამო ხანი იყო, კომპიუტერთან ვიჯექი. ვცდილობდი მეპოვა საიტი, სოციალური ქსელი ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც დედის დავალების შესრულებაში დამეხმარებოდა, მაგრამ ამაოდ. უეცრად ოთახი ისე ძლიერ განათდა, მივხვდი ეს არაბუნებრივად თეთრი შუქი არც დენი იყო და არც გარე განათება. დასაჩოქებლად მოვემზადე რომ ნაცნობმა ხელებმა ძლიერად მიმიზიდა და გულში ჩამიკრა. სანამ გაოგნებას თავს დავაღწევდი, მისი ღიმილიანი სახე სიყვარულით მათვალიერებდა, შემდეგ კი მომხიბვლელი ღიმილით მკითხა:
-სად დაიკარგე, ბულთუ? - წამიერად გამოვფხიზლდი, თითქოს ღრმა ბურანიდან გამოვიღიძე და..
- გაბუ! - აღმომხდა გახარებულს. თვალებს არ ვუჯერებდი, ჩემი ბუთხუზა, თმახუჭუჭა და ონავარი ძმა, ჩემ წინ იდგა. მონატრებული გადავეხვიე და დაბნეულმა ამოვილუღლუღე.
- ჩამოჯექი, ახლავე ტკბილეულს და ლიმონათს მოვიტან.
-ეჰ, ბულთუ, არ იცვლები, ისევ ისეთი ონავარი ხარ. ნუთუ დაგავიწყდა, რომ მე მთავარანგელოზი ვარ? ტკბილეულს არ ვჭამ ოთხშაბათობით, დღეს ხომ მარხვაა. ვხედავ ცუღლუტობა არც აქ მოგიშლია. გახსოვს, მსხალს რომ ახრამუნებდი წითელ პარასკევს და მამა რომ მოვიდა? შეგეშინდა, დამსჯისო, ის კი გვერდით ჩამოგიჯდა და ორივე ყბით შეუდგა ჭამას. ბავშვობა... მართლაც რომ შესანიშნავი იყო...
-ჰო, გაბუ, ბავშვობა კარგი იყო, მაგრამ შენ ამისთვის არ მოხვიდოდი. - გავუღიმე.
- ასეა, ძმაო. დედამ გამომგზავნა. მე ბოლო მითითება მოგიტანე. - კომპიუტერთან მივიდა და ინტერნეტში საიტის მისამართი მიუთითა.
-აი, ბურთი და მოედანი, ძმაო! ისიამოვნე. ვის შესახებაც დედამ გითხრა, აქ არის, ამ საიტზე-გადაიკისკისა და გაქრა. მძიმედ ჩამოვჯექი. ისიც ხომ...
დიდხანს ვიფიქრე, როგორ აღმეწერა თავი....
,,მოგესალმებით, ჩემი სახელია ბალთაზარი. თუ ამას კითხულობთ, მინდა გითხრათ, რომ ბედმა გაგიღიმათ, რადგან საშუალება გაქვთ მოისმინოთ აღსარება იმ მთავარანგელოზისა, რომელიც უცოდველია და მაინც დაცემულად მოიხსენიება. ოჯახი ხომ თურმე ყველაზე რთული ცნებაა.. არა აქვს მნიშვნელობა დღეებს, წლებს, თვეებს, სანამ ლაპარაკი შეგიძლიათ, გთხოვთ, აპატიეთ ჩემს ძმას ჩადენილი ბოროტება, ილოცეთ მის გადასარჩენად და ამით მილიონობით ადამიანს გადაარჩენთ. თქვენ ხომ ეს შეგიძლიათ არა? არა. - მაშ კარგი. მაშინ მისმინეთ, დაე იცოდეთ, ყველა დაიტანჯება!"
-არა, ასე არ გამოვა, მას დავაფრთხობ.. წავშალე ყველაფერი, უბრალო სახელი ავარჩიე, საიტზე დავრეგისტრირდი, ლექსი ავტვირთე და ლოდინი დავიწყე.. დიდხანს მოცდა არც მომიწია, ჩემი ნამუშევრით აღფრთოვანებულმა მომხმარებელმა მალევე დამამატა, პროფილი დავათვალიერე, გოგო უნდა ყოფილიყო.. ალბათ ის არის, გავიფიქრე.. და მაინც, რაღაც რიგზე ვერაა, მისი აურა არ მომწონს.. არც ისე სუფთაა..
დღეები გადიოდა, საიტზე დიდ დროს ვატარებდი, გოგონა თავადაც პოეტი აღმოჩნდა, ერთმანეთს ლექსებს ხშირად ვწერდით, ერთი შეხედვით აკმაყოფილებდა კიდეც კრიტერიუმებს, ზოგჯერ ვფიქრობდი, იქნებ ესაა? რჩეული.. ცხოვრების მეგზური.. და მაინც, რაღაც არ მაძლევდა მოსვენებას, გულით, სულით, მთელი სხეულით და არსებით ვგრძნობდი, რაღაც უნდა მომხდარიყო.. მისი გამოჩენა ახლოვდებოდა.. ერთ დღესაც..
***************
„ხშირად მიფიქრია იმაზე, რას ნიშნავს მეორე ნახევარი? ადამიანი ხომ ,,მთელი" იბადება? არა, საქმე სხეულის სიმრთელეში სულაც არაა.. სულს აკლია, სულს მოსწყვიტეს, ობლად დატოვეს.. დადის, დაეხეტება, ცხოვრობს სხვადასხვა სხეულში, იბადება, განიცდის, სტკივა, უხარია, სცივა, სწყურია, შია, აწუხებს, კვდება, ხელახლა იბადება, მაგრამ მისი მთავარი საზრუნავი სულ სხვაა.. მას ეძებს, მოწყვეტილ, წართმეულ მეორე ნახევარს.. მასთან შერწყმას ლამობს და ნატრობს, რამდენჯერაც არ უნდა იცხოვროს ამქვეყნად, როგორი ბედნიერი ხორციელი ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს, მთავარი მაინც ისაა.. ხელახლა მოვლენილს იარები უახლდება, ისევ ეძებს, იმედოვნებს, ლოცულობს, შესთხოვს.. საუკუნეები გადის ამასობაში.. იმედს კარგავს, აღარ სურს, თუმცა არა, როგორ არ სურს, თავს იტყუებს მხოლოდ! უკანასკნელი იმედიც რომ გადაეწურება, ვეღარაფერს რომ ვერ ებღაუჭება, ჰგონია ქვესკნელისკენ მიემართება და აი, აქ გამოჩნდება ის.. შეუერთდება, გაამთელებს, სიმშვიდეს დაუბრუნებს, იარებს მოუშუშებს, საუკუნოვან ტანჯვას წამში გადაავიწყებს და მარადიული ბედნიერების მორევში თავით გადაეშვება მასთან ერთად.. აი რა ვიგრძენი, როცა ის გავიცანი, როცა შევხვდი, ჩამეხუტა, მკერდზე მიმიკრა და მითხრა: -მიყვარხარ, სულო, ჩემი ხარ სამუდამოდ! ხანგრძლივი მოგზაურობის მერე სახლში დაბრუნებულხართ? სიცხეში კილომეტრების გავლის შემდეგ ულამაზეს წყაროსთან უზარმაზარი ხის ჩრდილში ჩამომჯდარხართ? დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ საკუთარი ოთახისთვის შეგიფარებიათ თავი? აი სწორედ ასეთი სიმშვიდე, ნეტარება დამეუფლა.. სახლში ვიყავი, მშობლიურ გარემოში..ჰო და რაც მთავარია, საკუთარი თავიც ვიპოვე.. ვიცოდი, რატომ გავჩნდი ამქვეყნად.. მისთვის რომ ბედნიერება მომეტანა, მისი ღიმილი რომ დამემსახურებინა და მისგან ნათქვამი: ძალიან მიყვარხარ, ჩემო-გამეგონა.. სწორედ ამიტომ.. ბედნიერება განუზომელი რამეა.. მისი სიტყვებით ახსნა და გადმოცემა შეუძლებელია, და მაინც თუ მკითხავთ მხოლოდ ერთი სიტყვით შემიძლია აღვწერო ის: ბალთაზარი! მე ის ვიპოვე! ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე! ახლა მთელი ვარ, მთელი და უსაზღვროდ ბედნიერი!“ – წერილი გავაგზავნე და აჟიტირებულმა დავიწყე პასუხის ლოდინი, მანაც არ დააყოვნა..
–სულო, ეს რა საოცრება დაგიწერია–მომწერა გახარებულმა.–ამას რომ არ ვუპასუხო, მოვკვდები.
რამდენიმე წუთში მომწერა, მომწერა და მერე როგორი პასუხი..
„42 საუკუნე.. ორმოცდაორი საუკუნეა დრო ჩემს ნეფეხურებს რეცხავს დედამიწიდან და ვერაფრით შეძლო... 42 საუკუნეა ჩემი მასწავლებელი და მე ერთად შევცქერით ღმერთს იმ პირამიდებიდან, მთელი ჩემი ცხოვრების საიდუმლო რომ შემოუნახავთ. ყველაფერი ნახეს ამ თვალებმა: ომიც, შიმშილიც, სიკვდილიც, დაცემაც, აღზევებაც და ერთხელ მაინც მოვახერხე, რომ მეცხოვრა, მაგრამ მისი მსგავსი არც არაფერი მინახავს, არც არაფერი მიგრძვნია, არც შემიქმნია ან შემინახავს.
გიგრძვნიათ ოდესმე ვინმეს სისპეტაკე კილომეტრიდან?! თუკი გიგრძვნიათ ესე იგი ცხოვრებისგან უკვე ყველაფერი მიგიღიათ. გინახავთ ვინმეს თვალებში მხოლოდ თქვენი განვლილი ცხოვრება?! ყოფილა კი ვინმეს ხელები თქვენთვის გამოწვდილი ამ დაწყევლილი სამყაროდან წასაყვანად?! არა, არ ყოფილა და მე ვიცოდი ეს. 42 საუკუნე შევალიე, ასეთი ადამიანი რომ მეპოვა და უფრო მეტიც, იყო დრო, როცა ღმერთმა სთხოვა მოეძებნა და ეჩვენებინა მისთვის ათი მართალი ადამიანი და ნოემ ეს ვერ შეძლო. მე კი გეუბნებით, ათი მართალი ადამიანის ცხოვრებას თავისუფლად დაიტევდა მარტო მისი თვალები. და თუნდაც ხვალვე რომ დააპირებდეს ვინმე წარღვნის დაწყებას, მე ჩემი სიმართლე, ათი ადამიანის სიმართლე, ერთად შეკრებილი ერთი ადამიანის თვალებში მზად მექნებოდა უფლისთვის. ნათელი იყო ეს თვალები. როცა საუფლო სანთლები მზადდებოდა ხოლმე, ხატობებზე ძველად, ისეთი სასოებით მიყურებდნენ ისინი. ცხოვრებაში, საჭიროების გარეშე, არავინ შემიწუხებია უთავჟამო საუბრებით, მისი თვალების დანახვის მერე კი ყოველღამ ვლოცულობ, იმიტომ, რომ იქ ვხედავ ღმერთს.. გვერდით რომ მომყვება მორჩილად, გაჭირვების ჟამს ჩემ ხელში ასაყვანად მუდამ მზადმყოფი. თურმე მამა არასდროს გტოვებს და აი ეს იმედი და თანადგომა დავინახე იმ სინათლეში, მისი თვალები რომ ასხივებს. მივხვდი, რომ მეძინა და გავიღვიძე, ვწუხდი და მოვისვენე, მძულდა და შევიყვარე, მიმავიწყდა და გავიხსენე...
არ ვიცოდი რა ერქვა ამ საოცარ გრძნობას, იგისავით რამ გამშალა წელში ან რამ ჩამრია სხვის საქმეში და როცა მის თვალებში მომღიმარი უფალი დავინახე, წამიერად მივხვდი რას ნიშნავს აღდგომა... და მე აღვსდექი, ჰო, მკვდრეთით აღვსდექი. ვიგრძენი, რომ ფრთები გამეხსნა და მოლურჯო ზეცას შევერიე... მიხაროდა, მე ხომ დამაბრუნეს... მაგრამ რისთვის?!“
რამდენიმე წუთის განმავლობაში უხმოდ მივჩერებოდი ეკრანს.. ვერაფრით მოვუყარე სიტყვებს თავი, ან კი რომელი სიტყვები იქნებოდა მისი სადარი.. კიდევ გადავიკითხე, ერთხელ, ორჯერ, მეათედ, ოცდამეათედ..
–მიყვარხარ–მხოლოდ ამის თქმაღა მოვახერხე პასუხად.
–მეც, სულო–მითხრა და მივხვდი, რომ მიხვდა.. მიხვდა ჩემს გრძნობებს, შეგრძნებებს, ყველაფერს.. მას ხომ უსიტყვოდ ესმოდა ჩემი.. ის ხომ მგრძნობდა..
ბალთაზარი:
ერთ დღესაც ჩვეულებისამებრ სოციალურ ქსელში ვიჯექი და ვთვლემდი.. ძალიან მოსაწყენი ადგილია, ასობით სულელი სიბრძნეს აფრქვევს, ერთი გნიასი და ალიაქოთია. ვერ ვიტან ხმაურს. მაინც ვიჯექი და ველოდებოდი მას. მოწყენილი ვიყავი. დრო გადიოდა, ის კი თითქოს არც აპირებდა გამოჩენას, მაგრამ ოდითგანვე ჯიუტს, კომპრომისზე წასვლა ან დანებება არც მიფიქრია. იქნებოდა ღამის ორი საათი. დაღლილი, ნამცხვრის ბოლო ნაჭერს გადავწვდი, ნამცხვარი განსაკუთრებით მიყვარს, პოზიტივს მმატებს, რათა შემდეგ გულმშვიდად მივბრუნებოდი ჩემს საყვარელ თამაშს, რომის ცას, მოულოდნელად შეტყობინება მომივიდა, საოცრად კეთილი აურა ჰქონდა წერილის ავტორს, იმდენად კეთილი, რომ ჩავთვალე ისევ საიტზე დარეგისტრირებულმა რომელიმე პატარამ მიმამსგავსა ძმას ან მამას და მოწყალებ გავუღიმე. ბავშვები საოცარი არსებები არიან - ვფიქრობდი ღიმილით - ასეთი კეთილი აურა ბერს არ ექნება, თუმცა კი ღვთის მსახურია. ნეტავ ჩემს რჩეულს ექნებოდეს ასეთი... ოცნებიდან ისევ მისმა მორიგმა შეტყობინებამ გამომაფხიზლა. ამბობდა, რომ დავაინტერესე და ჩემი გაცნობა სურდა. მორიგი პატარას ძიძობა ნამდვილად მეტისმეტი იქნებოდა ჩემთვის, ამიტომ ასაკი ვკითხე. უეცრად სიცილი შემომესმა. თითქოს ვიღაც ბავშვი კისკისებდა. მიმოვიხედე. ჩვენს მეზობლებს პატარა ბავშვი არ ჰყავთ. გარეთ არავინ იყო. მაშ ვინ იცინოდა?! სიცილი განმეორდა. წერილს ჩავხედე და ტანში გამცრა. 25 წლის. შეუძლებელია, გავიფიქრე ჩემთვის, 25 წლის გოგო და ასეთი სუფთა აურა? ფაქტი უდავო იყო. რჩეული... თვალწინ ჩამიქროლა ამაოდ ჩავლილმა 42–მა საუკუნემ. რჩეული... გასაოცარი შეგრძნება იყო, სიწმინდის და სიკეთის ნაზავი... საოცარი სურნელი მოდიოდა მისგან. გარდავიქმენი. თითქოს ხელახლა დავიბადე. ვიგრძენი როგორ შემიმსუბუქდა ფრთები. სისხლმა ძალუმად იფეთქა სისხლძარღვებიდან და მე დავბრუნდი...
კისკისი კი გრძელდებოდა. ვერაფრით გამეგო ვინ იცინოდა. ცოტა არ იყოს შევფიქრიანდი და ალბათ ზომებსაც მივიღებდი, უეცრად მონიტორზე ბამბისქულა ბავშვი რომ არ შემემჩნია. ხელში მწვანე რტო ეჭირა და იღიმოდა.
–გამალჯობა ბალთაზალ - მომესალმა პატარა. მე ბაია მქვია და პატალა ვალ. მაჭამე ნამცხვალი და ამ მწვანე რტოს მოგცემ და რჩეულს მოეწონები.
ხელადვე მივხვდი, ბედის ანგელოზი იყო. ნამცხვარი ავიღე და თეფშითვე მივაწოდე. პაწაწინა არსებამ პატარა თითებით გამომიწოდა მწვანე რტო, პირი საყვარლად გააღო, პირი ნამცხვრით გამოივსო.
–კალქი ქალ ლაზი–ერთი ჩაიკისკისა და გაქრა. მიმოვიხედე. ჩემ ოთახში ვიყავი. კომპიუტერი ჩართული იყო.
–ღმერთო, რჩეული- ახლაღა გამახსენდა და ჩატს ვეცი. მინაწერი ორი წუთის წინ იყო.
–ძალიან სასიამოვნოა. რით შემიძლია დაგეხმაროთ? გავოცდი. მე ხომ არაფერი მიმიწერია. კლავიატურაზე პატარა თითების ანაბეჭდი შევნიშნე. გამეღიმა. ყველაფერი რიგზე იყო. მე ის ვიპოვე, ჩემი ცხოვრების მეგზური.. ნუთუ... აღარ ვიცოდი რა მექნა. დავიბენი და მეორედ მივესალმე. გაეცინა.
–მე ბალთაზარი მქვია - ვუთხარი ისე, თითქოს რაიმე უნიკალური სახელი მერქვა.
–რაა? რა უცნაური სახელია–შენიშნა მან– მერედა რას ნიშნავს?
–ქალკედონური სახელია და კარიბჭის მცველს ნიშნავს. - ეს უბრალო სახელი არაა. ის რჩეულთათვისაა. რა იცი მასზე?
–არაფერი - მომიგო მან - გუგლი არასანდოა, ხოლო წიგნებში მასზე არაფერია ნათქვამი.
–გინდა გაიგო ამ სახელის მთელი ისტორია?
–და შეიძლება?–ვიგრძენი, თვალები გაუბრწყინდა.
–კი, რა თქმა უნდა, მოხერხებულად მოკალათდი და მომისმინე. მაშ ასე, უხსოვარი დროის უკან...
***************
შუაღამე იყო, ლაზის ველაპარაკებოდი, დაღლილი ვიყავი და ვთვლემდი.. არც მასთან საუბრის შეწყვეტა მინდოდა..
–ხვალ შაბათია–გავიმხნევე თავი და გამოფხიზლებას შევეცადე.. მორიგი შეტყობინების მოლოდინში, ტელეფონის ეკრანიც ჩაქრა, მთლად ჩამობნელდა, ვეღარ მოვერიე ძილს და თვალები დავხუჭე, ჩამთვლიმა.. სადღაც, შორეული სამყაროდან ძახილი მომესმა.. კაცის ხმა იყო, იქნებ ბიჭისაც.. მხოლოდ ჩემი სახელი დაიძახა და გაჩუმდა.. შეშინებული წამოვხტი, ტელეფონით გავანათე და სარკეში ჩემს შეშლილ სახეს მოვკარი თვალი..
–დამშვიდდი–ვეუბნებოდი თავს–ნუ გეშინია, უბრალოდ მოგეჩვენა, უფროსი იმდენჯერ გეძახის დღეში, უკვე ძილშიც გესმის მისი ხმა, ხომ ხედავ?–გახუმრება ვცადე, სიტუაცია რომ გამენეიტრალებინა.. ლაზის არ ჰქონდა მოწერილი.. მეუცნაურა.. ლოდინში ისევ ჩამთვლიმა.. ისევ ხმა.. ამჯერად გოგოსი..
–არა, ამას ვეღარ გავუძლებ–ავდექი, ხალათი მოვიცვი და ოთახში წინ და უკან სიარული დავიწყე..მაციებდა.. გარეთ ქარი გუგუნებდა, ანგრევდა ყველაფერს, ფანჯრები და კარები ზანზარებდა.. თითქოს ქარი სახლში შემოვარდნას ლამობსო..
–ნუ გეშინია, სულო, შენ ამას შეძლებ–მომესმა ლაზის ხმა და ბუნდოვნად დავინახე კიდეც ის..
–ლაზი, სად ქრები? მეშინია, არ წახვიდე, მითხარი რა ვქნა?–უშედეგოდ ვყვიროდი, ის უკვე აღარ ჩანდა, სადღაც გამქრალიყო.. კარგად დავაკვირდი გარემოს, ის არა, მე ვქრებოდი.. მე აღარ ვიყავი ჩემ ოთახში.. ძლიერმა შუქმა თვალი მომჭრა და უეცრად, ამის საპირისპიროდ, სრულ უკუნეთში აღმოვჩნდი.. ტყეში.. უზარმაზარი ხეები ზეცისკენ აზიდულიყვნენ, თითქოს ეხებოდნენ კიდეც მას წვერებით.. საშინელებათა ფილმის გადაღებაზე მეგონა თავი, ის იყო ტირილი უნდა დამეწყო, რომ ხმა ისევ მომესმა.. ახლა უკვე ნათლად გავარჩიე, პატარა გოგონას და ბიჭის ხმა, შეშინებულები ჩანდნენ და მეძახდნენ..განწირულები ყვიროდნენ ჩემს სახელს, თითქოს მათი ერთადერთი, უკანასკნელი იმედი მეღა ვიყავი.. გამოვფხიზლდი, კონცენტრაციას შევეცადე.
-ისინი უნდა იპოვო–ვუმეორებდი თავს და ხეებს შორის დავდიოდი, დავრბოდი, უფრო სწრაფად, გიჟივით შემოვირბინე მთელი ტყე..
–აქ ვარ–დავუძახე მათ, როცა უფრო ახლოს მომესმა მათი ხმა.. ორი პატარა დავინახე, ქერა თქმა ჰქონდათ, ბიჭის ცისფერი თვალები საოცრად ანათებდა სიბნელეშიც, გოგონას უზარმაზარ, თაფლისფერ თვალებში შიშს დაესადგურებინა.. ხელში კალათები ეჭირათ, სოკოთი სავსე, მივხვდი, მათი შეგროვებისას დაიკარგნენ.. დავიხარე და ხელები გავშალე, ჩემკენ ნ და ჩამეხუტნენ.. თუმცა მე ვერაფერი ვიგრძენი.. სულები იყვნენ, დაკარგული სულები..
–დედასთან გვინდა–ამოისლუკუნა გოგონამ.
–ნუ გეშინია, პატარავ, ახლავე წაგიყვან მასთან–დავამშვიდე.. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, ინსტინქტებს მივყვებოდი, ვიცოდი, ლაზი არ მიმატოვებდა და მაჩვენებდა გზას.. საკუთარ გონებაში, გულში შეღწევა მოვახერხე, რომ დავკონტაქტებოდი მას.. მას ხომ მთელი ჩემი გონება, გული და სული ჰქონდა მოცული.. თვალები გავახილე და მივხვდი.. ბავშვებს თავზე ხელი დავადე, დავლოცე და ვუთხარი:
–გაბრიელმა გაგინათოთ გზა.. მათ თვალებში მადლიერების და სიმშვიდის გრძნობა გაკრთა.. ერთხელაც შევავლე თვალი და გაქრნენ.. მეც გავქრი.. ორიოდ წამში უკვე ჩემ ოთახში ვიყავი და ლაზის ვეხუტებოდი..
–შემეშინდა, ძალიან შემეშინდა–ვეწუწუნებოდი–ეს რა იყო?
–არაფერი გეტყობოდა, სულო–დამამშვიდა–შესანიშნავად გაართვი თავი–შუბლზე მაკოცა.
–რა იყო ეს?–გავუმეორე კითხვა.
–დაკარგული ბავშვების სულები, მშობლებს ეძებდნენ.
–მაგას მივხვდი, მე რა შუაში ვიყავი?
–შენ ხომ მცველი ხარ, სულო – მისი თვალისმომჭრელი ღიმილი..მხოლოდ მე რომ მეკუთვნის..
–ჰო, მაინცდამაინც მე რატომ დამიძახეს? თან ისინი ხომ სამოთხეში არიან..
–შენმა სულის სისპეტაკემ აპოვნინა შენი თავი, შუქურასავით რომ ანათებ, ჩემო–სიამაყეს მოვკარი თვალი მის სიმწვანეში..–ლამაზი სული გაქვს..
ბალთაზარი:
-ჰმ, სულელი მთავარანგელოზი... მენდობა. მაშ მეფურად გსურს მომექცე არა?! კარგი, დაე ასე იყოს, ჯერ დამაცადე, ძალა დავიბრუნო, გავძლიერდე და შემდეგ ვისაუბროთ მეფურად, ბალთაზარ...
ქსენონი თავის საყვარელ სასახლეში შევიდა. ადრე, შვილები გამოეგებებოდნენ ხოლმე. კალთაზე ეფხოტებოდნენ, კისკისებდნენ, ახლა კი სასახლე ცარიელი იყო. ლომისთავიანი სფინქსები კარებთან აფაფრულიყვნენ. ქსენონმა მშვიდად გაიარა მათ შორის და სასახლეში შეაბიჯა. არაფერი შეცვლილიყო. მის ტახტრევანს აქეთ იქიდან ისევ მშვიდად ედგნენ სეხმეტი და ანუბისი. მაგიდა გაშლილი იყო, კერძები ცხელი. როგორც ყოველთვის. დაჯდა.
-მმმ, ჩინებულია, რამდენი ხანია მოხრაკული ხორცი აღარ მიჭამია. ცოტა მოსაწყენია მარტოობა, მაგრამ რას ვიზამთ, ძილის დროა.
სარკოფაგი ღია იყო. შიგნით შევიდა და სარკოფაგი დაიხურა.
-ოო სეხმეტ, ომისა და ქაოსის მბრძანებელო, დაე შენი რისხვა დაატყდეთ ურწმუნოთ..
ცენტრალური აფრიკის რევოლუციურ ფრონტზე კოშმარი მძვინვარებდა. დილამდე სისხლით ივსებოდა სარკოფაგი. დილით, როცა მარადიული განსასვენები გამოიღო, იქიდან თექვსმეტი წლის ეგვიპტელი ბიჭუნა გამოვიდა ოქროსფერ სამეფო ჯიღით თავშემკული. და იყო ქსენონ.. ათი ათასი ადამიანი იყო მკვდარი..
-ესეც ასე, დროა დავიწყოთ ძებნა. ეგვიპტური ნახევარმთვარის ფორმის სარკესთან მივიდა. ფუნჯი ფიალაში ჩააწო და დაიწყო.. უცნაური სიმბოლოები ნელ-ნელა იკარგებოდნენ და სარკეში სილუეტები ჩნდებოდა.. ღვთაებათა, მეომართა და მიფთა სილუეტები. ბოლოს სასურველი სახეც გამოჩნდა.
-ფრეია... აი თურმე სად ხარ.. სეხმეტ ანტი სანტის...
-რა ხდება, ქსენონ?!-თვით სეხმეტ.
-დიდი ლაშქარი შეკრიბე. კვირას შინზამონს ვესტუმრებით.
-შინზამონს?! ის ხომ... ოო, დიდი ომი.. კარგია. ოციათასი გვაკლია...
-შეაგროვე! ამბობენ, იმ ავბედით ღამეს ლომისთავიანი მებრძოლი აჭრიდა მეომრებს სკალპს. ჯარი შეგროვდა და დაიძრნენ...
***************
შინზები. ჩინური მიფები, სამურაების და ნინძათა მიფი წინაპრები. განთქმულნი და აურაცხელნი. მათ ბელადს-შინზამონს ყოვლისმცოდნე წყვდიადის დემონს უწოდებდნენ. მისი თვალები ხედავდა ყველაფერს, გონება კი ჭვრეტდა ყველა საფრთხეს, და მაინც, უსაზღვრო იყო ქსენონის გრძნეულება. ალბათ შინზამონისთვის ეს ღამე უკანასკნელიც იქნებოდა, ჩემი მოწყალება რომ არა.
-სინგურ, წადი და შინზამონს უთხარი, რომ ქსენონი მოდის. თუ მართლა ბრძენია, მისგან ერთგულების ფიცი მიიღე და ფრეიას უთხარი, რომ არ გავუწყრები, მასთან რომ გაიპარა. გაჰყვეს ცოლად. წადი, ჩქარა...
კვირა დილა იყო. სინგური პატივით მიიღეს.
-აქ რამ მოგიყვანა ნინშუ? შინზამონის კითხვას სინგურის პასუხი მოჰყვა.
- რას ბრძანებს დიდი ბალთაზარი, გაგიჟდა ქსენონ? განა არ იცის, რომ მასზე შვიდჯერ დიდი არმია მყავს?!
-შინზამონ. ქსენონი უძლიერესი მაგია, თან მისი არმია ორჯერ გაიზარდა. ბალთაზარს თქვენი მორჩილების ფიცი სურს და გპირდებათ, რომ დაგიცავთ და ფრეია თქვენი ცოლი გახდება.
შინზამონი ჩაფიქრდა. სმენოდა ქსენონზე. საფრთხე არსებობდა, მაშასადამე რეალურიც იყო, მაგრამ რატომ ახლა? ცხადია ბალთაზარი ომის წინ მომხრეებს ეძებს. ერთი გასროლით ორი კურდღელი. მე და ქსენონი. მაგრამ.. ღირს კი?!
-საკურას ფოთლები სცვივა -გაუღიმა სინგურმა. მოლაპარაკება შედგა. ქსენონს დიდი ხაფანგი ელოდა. შინზამონის სასახლეში ღრეობა იყო. ღრუბელი ნელნელა მიიპარებოდა მთვარისკენ. იაპონური სასახლის კედლებს სეხმეტის მეომრები ეპარებოდნენ. ომი მხოლოდ იწყებოდა.
თავი IX
ბალთაზარი:
გალავანზე მცველები მომიდიოდნენ. შინზამონის სასახლეში ქორწილი იყო, ყოველ შემთხვევაში საქორწინო ფანრები აენთოთ, სასახლის ეზოში საკლავი დაეხვავებინათ, შექეიფიანებული მაყრიონი მიმოდიოდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი გაეკეთებინა არსთ გამრიგეს ქსენონის გასამარჯვებლად. ვერავინ შენიშნა ჯუჯა ტანის უცნაური არსება როგორ აუყვა გალავნის ქონგურს, მას მიჰყვა მეორე, მესამე... მთვარის შუქი აცისკროვნებდა გალავანს ალაგ-ალაგ, მაინც ვერავინ შენიშნა მომხდურნი. ავი ღიმილით ეფარებოდა ღრუბელი ღაბუა მთვარეს. მოკლე ხანში გალავნის დასავლეთ ნაწილის ყველა მცველი წინაპართა ბილიკს ადგა საიქიოსკენ. გალავანზე ერთიანი, ჩუმი შარიშური გაისმოდა. ისინი მოდიოდნენ. გალავნის ძირში ხუთასამდე მცველს ეძინა. უჩუმრად ჩახოცეს.. გამონადენი სისხლი შიდა ეზოსკენ დაიძრა, მძინარეთაგან ერთ-ერთს ცხვირში შეუღიტინა და მოსახდენი მოხდა. სტუმარმა გაიღვიძა და.. სისხლის ნიაღვარი.. განწირულის ექო და აურზაური. სეხმეტი ჩაუხტა პირველი დამხდურთ. სისხლიანი კოშმარი ტრიალებდა სასახლის ეზოში. გალავნის ქონგურზე იჯდა ქსენონ და იქიდან სარდლობდა არმიას. ერთი შეხედვით, გამარჯვება მათ ხელში იყო. 100 000 დაღუპული თანამოძმე და შინზებმა სასახლისკენ დაიხიეს უწესრიგოდ. სეხმეტი მისდევდა უკუქცეულთ ლომივით... სასახლე ალყაში იყო...
-გამოდი, შინზამონ, შენი აღსასრულის ჟამი დადგა!-ქსენონ...
არავინ იძლეოდა პასუხს... პირველად აქ იეჭვა ქსენონმა რაღაც.. უკვე ძალიან გვიანი იყო. მოულოდნელად უკანდახეულთ სასახლიდან წამოსული, თავიდან ფეხებამდე აბჯარში ჩამსხდარი მეომრები გადაეფარნენ. სეხმეტი ერთი შეიმართა, ისკუპა და ვიღაცის მახვილს შეეჯახა.
-შეუძლებელია-გაოგნდა ქსენონი.
-ღღღრ-გაშმაგდა სეხმეტი. ვის შეეძლო ომის ღმერთის წინააღდგომა?! მათ წინაშე თავმოპარსული ტიბეტელი ბერი იდგა დიდი ხმლით ხელში. ყველაზე დიდი უცნაურობა მისი ვიწრო, თხელი და ცისფერი ხმალი იყო. სეხმეტის წინ ჩინეთის საბრძოლო ხელოვნების ცოცხალი ღმერთი იდგა-ძო ცი. მხოლოდ ახლა გააყოლა თვალი ხმლის ელვარებას ქსენონმა და აღმოსავლეთ ქონგურზე, საომრად აღჭურვილი შინზამონი იხილა ბრწყინვალე ამალით. ისრების წვიმამ დაფარა ბრძოლის ველი და რომ არა ქსენონ, იქნებ ყველაფერი დაღუპულიყო, მაგრამ ქსენონმა მხოლოდ ჯარის მეოთხედი დაკარგა. თუმცა ეს საკმარისი იყო. ბრძოლა ხომ ჯერ არ დაწყებულიყო.
-ვინ ბედავს ჩემი ქორწილის ჩაშლას და ჩემს სამეფოზე თავდასხმას?!-იცნო ქსენონმა შინზამონის ხმა.
- ჩემი სახელია ქსენონ. მე შენს დასამხობად მოვედი.
- ოჰო, ამბიციებში არა გიშავს! მაგრამ ახლა დამარცხდი. აღიარე და შანსი გექნება, შური იძიო.
-წინ!-სეხმეტი გაიჭრა, ჯარიც მიჰყვა, მაგრამ ამაოდ. მაგრად დახვდნენ. აზიური საბრძოლო ხელოვნება მართლაც უბადლო გამოდგა. ერთ საათში დარჩენილი ჯარის მეოთხედიღა დარჩა ქსენონს. დანებდა. როცა შებორკილმა სასახლის ეზოში მიხილა, გაიცინა და სამუდამო ერთგულება სისხლით შვიდჯერ შემომფიცა. ქორწილი განახლდა, ჩემო. ფრეია შინზამონის მეუღლე გახდა, მე კი საქორწინო ნამცხვარი მივირთვი. თუმცა იცი რა არის ამ ამბავში მთავარი, სულო?! ომი იწყება. უფრო დიდი და მაშტაბური, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ჩვენ მას მოვიგებთ, მამასთვის.. მე და შენ.. მერე კი ულამაზეს ქორწილს გადავიხდით სამოთხის ბაღში.
მის ლამაზ თვალებში კითხვის ნიშანი ამოვიკითხე.
- რა მოხდა, ჩემო?
-ლაზი, ძო ცი ვინაა?!-ჩემი ცნობისმოყვარე ანგელოზი. როგორც ყოველთვის, ახლაც მხოლოდ ახალ ამბავზე ფიქრობდა უკვე.
-მოგიყვები, სულო, ოღონდ სხვა დროს-გავუღიმე და მივეხუტე. თავი დამადო და მისი სურნელის შეგრძნებისთანავე ჩემს თვალებში სამყარო ჩამოღამდა.
***************
-დღეს შენთვის სიურპრიზი მაქვს - მითხრა გახარებულმა.
-აუუ, ლაზი, ხომ იცი ვერ ვიტან ამ სიურპრიზებს, მითხარი რაა, ეგრე მირჩევნია ხოლმე-დავიწყე წუწუნი.
-ცოტაც მოითმინე, სულო, მალე დაღამდება-შუბლზე მაკოცა და გაქრა.
-ეჰჰ-ამოვიოხრე და მზადება გავაგრძელე.
-დაგაგვიანდება, დე, კიდევ არ ხარ მზად? ვის ელაპარაკებოდი?-ეჭვნარევი მზერა მტყორცნა დედაჩემმა.
-ამმ, უფროსმა დამირეკა დე, რაღაც შეხვედრააო-დავიბენი და ლუღლუღი დავიწყე.
-ჩაიცვი დროულად, 8 საათია-ისევ ის მზერა, ამჯერად იდექნურიც...
ჩაფიქრებული მივდიოდი სამსახურისკენ და თან ვფიქრობდი, რამე უნდა მომეფიქრებინა, როდემდე დავმალავდი ოჯახის წევრებთან ასეთ ამბავს.. პირდაპირ ქორწილის დღეს ხომ არ მივახლი? ქორწილი? რა შორს წავედი ფიქრებში... და არა მარტო, საგრძნობლად გავცდი სამსახურს, დამაგვიანდა და კინაღამ სწრაფად მომავალ მანქანასაც შევუვარდი საბურავებქვეშ..
-გამოფხიზლდი-ჩამესმა მისი ხმა.
-ეს გონებაში პასუხის გაცემა მაგარი იცი ხოლმე რაა-წავუსისინე. თავი გავაქნიე აბეზარი ფიქრების მოსაშორებლად და ყალბი ღიმილით შევაღე ოთახის კარი.
-უეჭველი გამიჩალიჩა, ამდენი საქმე არასდროს მქონია-ვფიქრობდი 5 წუთიანი შესვენების დროს.. მართლაც რაც მოვედი, წამიც არ მქონია თავისუფალი.. წამიც არ დამიტოვა საფიქრელად..
-ნეტავ რა სიურპრიზი აქვს?-ვფიქრობდი გაღიმებული სახლისკენ მიმავალი და გონებაში გეგმებს ვალაგებდი..
-სიურპრიზიი-სახლის კარი შევაღე თუ არა, 20მდე ნათესავი დამხვდა სტუმრად მოსული..
-გილოცავთ ახალ სამსახურს-ჩამეხუტა ოცივე ერთად..
-ამაზე უარესი რა უნდა მომხდარიყო-გავიფიქრე.
-დღეს თქვენთან მტოვებენ-მომახარა პატარა დეიდაშვილმა.
-მეც-აჰყვა მეორე.
-აუ მეც მინდა რა, დეე-ეს უკვე მამიდაშვილი იყო.
-კარგი, ჯანდაბას, დარჩი-მოწყალე იყო მამიდაჩემი ჩემდაჭირად. ისეთი ყაყანი იყო, ჩემი თავის ტკივილი უფრო გამოვიდა წყობიდან და იმატა და იმატა..
-ღმერთო ახლა რაღა ვქნა, ამათგან თავს ვერ დავაღწევ, ვერც დავისვენებ, ვერც საქმეს გავაკეთებ, თანაც ლაზი... კარადის თავზე ჩამომჯდარიყო და გემრიელად ილუკმებოდა ნამცხვარს..
-ამას ოღონდ ტკბილეული დაანახე-გავბრაზდი.
-ახლა რა ვქნათ?-მივწერე.
-დამელოდე-თვალი ჩამიკრა.
დედაჩემი სუფრას აწყობდა, ტრიალებდა, თეფშებით დარბოდა წინ და უკან და თან თვალით მანიშნებდა მიაქციე ყურადღება სტუმრებსო. მეც ნაძალადევი ღიმილით ვუხდიდი მათ მადლობებს და ვპირდებოდი, თუ ვაკანსია გამოცხადდებოდა ჩემთან აუცილებლად გავაგებინებდი მის უნიჭიერეს, ორ დიპლომიან მაზლისშვილის მეგობრის მეზობლის გარე ბიძაშვილს. ლაზარე კმაყოფილი ხითხითებდა ჩემი სახის დანახვაზე და მეჭყანებოდა..
უეცრად ყველა წამოიშალა, ზოგს რა საქმე გამოუჩნდა ზოგს რა, ვიღაცას სამსახურიდან დაურეკეს, ვიღაცას მეზობელმა-წყალი ჩამომივიდა შენგანო.. ყაყანი საოცარ გნიასში გადაიზარდა, ყველა ერთმანეთს ემშვიდობებოდა და გიჟივით ყვიროდა.. როცა ყველაფერი ჩაწყნარდა და ბოლო სტუმარმაც გაიხურა კარი, მაშინღა შევამჩნიე ოთახის შუაგულში, ნამცხვრებით სავსე თეფშებით მდგარი, გაოგნებული დედაჩემი.. ვერაფრით გაერკვია რა მოხდა რამდენიმე წუთის წინ..
-რა ეტაკა ყველას კი მაგრამ? ასე უცებ როგორ გაიქცნენ? ხომ არ ეწყინათ რამე? რა უცნაურია.. ამ ბოლო დროს ბევრი უცნაურობა ხდება ამ სახლში-დავიძაბე. -ეს ნამცხვრები სადღა წავიდა, სუფრასთან არავინ მისულა თითქოს.. ალბათ ბავშვებმა აიღეს-თავადვე მოიფიქრა მიზეზი და გამიმარტივა საქმე.. შვებით ამოვისუნთქე და გაცეცხლებული მზერა ვესროლე ბალთაზარს, თან თავით ვანიშნე, ოთახში გამომყოლოდა.. მხიარულად ისკუპა კარადის თავიდან და კიდევ ერთი ნაჭერი ააწკაპა დედას..
-მოხერხებულად ჩაიცვი-მითხრა უცებ, სანამ ჩხუბის დაწყებას მოვასწრებდი.
-ეგ როგორ?-გამიკვირდა.
-რავიცი, სპორტულად რა.
-რატო ტყეში მივდივართ?-გამეცინა.
-შეიძლება.-თვალი ჩამიკრა.
სწრაფად ვიცვამდი ჯინსის შარვალს და თან გაკვირვებას ვერ ვმალავდი, ასეთი რამ არ უთქვამს არასდროს.
-ხელი ჩამკიდე, სულო. არ შეგეშინდეს-ისე მაგრად მოვუჭირე ხელი, მე თვითონ მეტკინა.
-თვალები დახუჭე-შუბლზე მაკოცა და უცებ აღმოვჩნდით ჰაერში. დიდხანს, ძალიან დიდხანს დავფრინავდით.. ჰაერში ვტრიალებდით, ზემოთ ქვემოთ.. სწრაფად დავიწყეთ დაშვება.
-ლაზი, მეშინიაა, არ გამიშვა ხელი-ავყვირდი.
-ნუ გეშინია, ჩემო, უკვე მოვედით.
სამოთხის შემდეგ თუ რამე გამაკვირვებდა არ მეგონა.. მართლაც ტყეში ვიყავით.. გასაოცარ ტყეში.. ბალახი მწვანედ ბიბინებდა.. ჩიტების სტვენა გალობასავით ჩაგვესმოდა.. ბუჩქებს შორის ლამაზი ბაჭიები დარბოდნენ, თამაშობდნენ და რა თქმა უნდა, ლაპარაკობდნენ კიდეც.. ჰაერში ყვავილების და კიდევ რაღაცის ძალიან სასიამოვნო სუნი ტრიალებდა.. თავიდან ვერ მივხვდი, მერე კი გავიაზრე.. ეს ბედნიერების სუნი იყო.. მორიგი სასწაული.. მასთან ერთად..
-საოცარია, არა?-ჩემი ფიქრების პასუხად მითხრა.
-მთავარი სასწაული შენ ხარ ჩემი ცხოვრების-მივეხუტე.-ლაზი, აქ რატომ მოვედით?
-ეს მეხუთე განზომილებაა, სულო.
-კი, მაგრამ აქ ხომ.. აქ აქ-ენა დამება.
-ხო, აქ ვიკრიბებით ხოლმე მე და ჩემი ძმები-ხელით მიმანიშნა მოთამაშე ანგელოზებისკენ..
ჰოო, ისინი თამაშობდნენ.. დარბოდნენ.. ხეებს უკან ემალებოდნენ ერთმანეთს, ფრთებზე ექაჩებოდნენ, გულიანად იცინოდნენ, ეხუტებოდნენ.. საოცარი სანახაობა იყო ჩემ თვალწინ გადაშლილი და დიდხანს ვერ მოვწყვეტდი ალბათ თვალს, ერთ-ერთი მათგანის ხმას რომ არ გამოვეყვანე ფიქრებიდან..
-ბულთუ მოვიდაა-დაიძახა ერთ-ერთმა ონავარმა და სწრაფად გამოექანა ლაზისკენ..
გულში ჩაიკრა პატარა ძმა და ხუჭუჭა თმაზე სიყვარულით მიეფერა.. საოცარი სითბო ჰქონდა ორივეს თვალებში.. ასეთი სიყვარული არსად არასდროს მიგრძვნია სხვაგან..
-ეს ლამაზი გოგო ისაა ვისაც მე ვფიქრობ?-ღიმილით მომიტრიალდა ხუჭუჭა, ლამაზი თვალები ჰქონდა.. თანაც ძალზედ უცნაური.. იისფერი იყო, კარგად დავაკვირდი, არაფერი მეშლებოდა, მას ნამდვილად იისფერი თვალები ჰქონდა.. მომაჯადოებელი ღიმილი და ქერა, ხუჭუჭა თმა..
-ის ჩემი რჩეულია-ამაყად წარმადგინა ბალთაზარმა.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა, ბევრი გვსმენია შენზე, თუმცა უფრო ლამაზი ყოფილხარ, ვიდრე ბულთუ აღწერდა-გამეღიმა.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა...
-ლუცი, მე ლუციფერი ვარ-მითხრა და ჩასახუტებლად გამოიწია..
ჩემდაუნებურად დავიხიე უკან და ლაზარეს ამოვეფარე ზურგს უკან. ხმამაღლა გაეცინა ორივეს.
-ნუ გეშინია, აქ არავის ვკლავთ, ძალას შევიკავებ-თვალი ჩამიკრა. ლაზიმ თავი დამიქნია და მეც მოვეხვიე.
ისევ სირბილით გაიქცა ლუცი ჩვენ წინ და ძმებს დაუძახა:
-ნახეთ, ბულთუმ თავისი რჩეული მოიყვანა გასაცნობად.
ლაზიმ ხელი ჩამკიდა, ნუ გეშინიაო ჩამჩურჩულა და მათკენ წამიყვანა. ონავარი ლუციფერი უკვე ერთ-ერთი მათგანის კალთაში იყო მოთავსებული და ფრთებზე ეთამაშებოდა, თან საყვარლად ხითხითებდა, როცა უფროსი ძმა უღიტინებდა. რატომღაც ყველაზე მკაცრი ის მეგონა, ყველაზე უფროსი, ძლიერი და ჭკვიანი, უკვდავი აზრაილი.. ბევრად მხიარული გამოდგა, ვიდრე წარმომედგინა. ლუცის აწვალებდა და აცინებდა, თან ეფერებოდა.. როცა მივუახლოვდი, ჩამოსვა კალთიდან, წამოდგა, დიდსულოვნად გამიღიმა და მითხრა: სასიამოვნოა შენი გაცნობა.
-მე აზრაილი ვარ.
-ჩემთვისაც-მორცხვად ჩავილაპარაკე.
-ნუ გერიდება, მოდი-მითხრა თბილად.
მოშორებით გრძელ სკამზე ორი მათგანი გაცხარებით კამათობდა, ჩვენს დანახვაზე საუბარი შეწყვიტეს და გაგვიღიმეს.
-გაბუ-ჩაეხუტა ბალთაზარი ერთ-ერთს.
-ჩემს რჩეულს უკვე იცნობ, თუმცა ის არ გიცნობს ჯერ-ღიმილით უთხრა.
ბუთხუზა, საყვარელი გაბრიელი თმაზე წამეთამაშა და ლოყაზე მიჩქმიტა სასაცილოდ.
-მართლა საჩქმეტი ლოყები ჰქონია, ბულთუ-გაეცინა. მთელი ამ დროის განმავლობაში მიქაელს ხმა არ ამოუღია. ყველა მხიარულობდა, ერთობოდა, ის კი იდგა მდუმარედ, სერიოზული, ჩაფიქრებული სახით გაჰყურებდა სივრცეს, შეიარაღებული იყო, როგორც მთავარსარდალი.. აქაც კი.. მისი ოქროსფერი ხმლის ელვარებამ თვალი მომჭრა.
-მოდი, სულო, მიქაელიც გავიცნოთ-გამამხნევა ლაზიმ. კრძალვით, უფრო რიდით მივუახლოვდი მას..
-სასიამოვნოა შენი გაცნობა-მიმიკის შეუცვლელად მითხრა და თავზე ხელი გადამისვა.. ამ ერთი, პატარა ჟესტით მისგან ენით აღუწერელი სითბო და სიყვარული ვიგრძენი, უფრო მეტი, ვიდრე ყველასგან ერთად აღებული..
-ტყუპები სად არიან?თითქოს წეღან თვალი მოვ-სიტყვა ვეღარ დაასრულა ლაზარემ.. ორი, აბსოლუტურად ერთნაირი ანგელოზი შემოაფრინდა აქეთ-იქიდან და თმების მოქაჩვა დაუწყო.. ჟღალთმიანი ბავშვები იყვნენ, ერთმანეთისგან ვერაფრით გაარჩევდი-ელი და სელლი-გამეღიმა.
-გამარჯობა, სულო, მე ელიაზარი ვარ-მომიახლოვდა ერთ-ერთი-ხელი ჩამოვართვი, მან კი ჰაერში ამიტაცა და ხის ტოტზე შემომსვა.
-გეყოფა, სელლ, ნუ ატყუებ და ნუ მაიმუნობ, ხომ ხედავ ეშინია-გაუწყრა ლაზარე-სულსაც ნუ ეძახი!
-ლაზი, ჩამომსვი რაა-ვყვიროდი-ხომ იცი სიმაღლის მეშინია.
ლაზარე წამიერად გაჩნდა ჩემთან, ფრთებქვეშ მომიქცია და საფეთქელთან მაკოცა.
-მაპატიე, სულო, ხომ გაგაფრთხილე, თამაში უყვართ.
-ეს ჩემი ძმაა ასეთი, თორემ მე არც მაიმუნობა მიყვარს და არც შეგაშინებ.
-გეყოფა, სელლ-მიქაელის ხმა მკაცრად გაისმა.
-კარგი, ჰო, რა გჭირთ? ცოტა გავერთე რა, ბოდიში, მე სალაზარი ვარ-უცბად მომაყარა და გაქრა.
-სულო, ეს ელიაზარია-მითხრა ლაზიმ-მათი გარჩევა თავიდან გაგიჭირდება. მე გასწავლი როგორ უნდა განასხვავო ისინი-გადმომიჩურჩულა ბოლო ფრაზა. ელიაზარი მხიარულად მომესალმა და იქვე ჩამოჯდა. უცბად გაჩნდა ჩემ გვერდით სალაზარი, ულამაზესი იასამნების თაიგული გამომიწოდა და თავაზიანად დამიკრა თავი.
-შევრიგდეთ-გამეცინა.
-რა თქმა უნდა-დავეთანხმე.
შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი, ერთი სული მქონდა ჩემ ოთახში როდის დავბრუნდებოდი და ყველაფერს დავწერდი.. მალე დავემშვიდობეთ მათ და წამოვედით.. სამზარეულოში გავვარდი, ყავა და ჩაი მოვამზადე, სასუსნავები ავიღე და ოთახში შევედი. ლაზი უკვე ჩემ საწოლზე იყო წამოწოლილი. ჩაის ჭიქა მივეცი და ლეპტოპი ჩავრთე.
-ახლა რომ არ დავწერო ყველაფერი დამავიწყდება-ვუთხარი
-კარგი, სულო, დაწერე-გამიღიმა.
მის გვერდით ჩამოვჯექი, მოხერხებულად მოვეწყვე და წერა დავიწყე. უცებ რაღაც გამახსენდა, სახე მომეღუშა, დავსევდიანდი.
-რა მოხდა, ჩემო?-თმაზე მიმეფერა ბალთაზარი.
-ლაზი, მათი აღწერა ხომ არ შეიძლება? შენ არ მითხარი? მე კი მინდოდა ყველაფერი დამეწერა, რაც ვნახე.
-აკი გითხარი დაწერეო, მე ხომ მოგეცი ნება?-ეღიმებოდა.
-ჰო, მაგრამ..
-სულო, შენ ნამდვილი სახე არც გინახავს მათი, სალაზარმა, ასე ვთქვათ, ილუზიაში გაგხვია. შენ ისინი ნახე ისეთები. როგორიც წარმოგედგინა მანამდე.
-მაშინ დავწერ-სიხარულით ამენთო თვალები.-მათი ნახვაც ილუზია ხომ არ იყო? ხომ არ მომჩვენებია?
-არა, სულო, ჩემი ძმები ნამდვილად გაგაცანი, ნუ ნაღვლობ.
ბალთაზარი:
-მაშ ასე, უხსოვარი დროის უკან, წითელი მარჯნისა და ცისფერი ნისლისგან იშვა პატარა, რომელსაც მწვანე თვალები და უცნაური ფერის კულულები ჰქონდა. ის პატარა იყო, მაგრამ დღეობით იზრდებოდა და 12 დღისას ფიცხელი ომი შეეძლო. მისმა მშობლებმა ენქმა და ნაიმემ შვილი ღრუბლების სასახლეში წაიყვანეს გასაზრდელად, რათა ადამიანთა უბედურება არ ენახა. სახელად ლაზიერ დაარქვეს. იზრდებოდა ლაზი ღრუბელთა სამეფოში უზრუნველად, სანამ ერთ დილას, ქვემოდან გოდების ხმა არ მოესმა. გაოცებულმა ყმაწვილმა ქვემოთ ჩაიხედა და უცნაური არსება დაინახა. მისი მგვანი სახით, მაგრამ დაჩოქილი, წითელი და ბღაოდა. ლაზიმ არ იცოდა, რა იყო სისხლი. გაუკვირდა და მამასთან გაიქცა. ენქს, არ სურდა შვილისთვის სიმართლის გამხელა და ქალი ქვად აქცია. ჭირმა თავი არ დამალა. ერთ დღეს, ღრუბლის ველზე სეირნობისას, ლაზიერს ისევ მოესმა ხმა. ამჯერად ის დაბლა ჩავიდა. პატარა ბავშვი ნახა, მომაკვდავი. მიუახლოვდა.
-რა ხარ, რა დაგემართა?-ჰკითხა მომაკვდავს.
-ბავშვი ვარ, კეთილო სულო. ბოროტმა ჯარისკაცებმა ჩემი ოჯახი დახოცეს, აი, მეც ვკვდები. გთხოვ, იხსენი სხვები ამ უბედურებისგან.
-მითხარი, ვინ მოუძღვის იმ ჯარს?
-ბაალი -წყვდიადის და ქაოსის ლორდი.
-ნუ გეშინია, მე შევაჩერებ მათ.
-რა გქვია?
-ლაზიერი. შენ?
-ჰერიხორი. დამილოცნიხარ, ლაზიერ. ყოველთა მეუფე იყოს შენი მარჯვენა ხელი-ეს თქვა და მოკვდა. ლაზი დამწუხრებული დაბრუნდა შინ.
-მამა, სირცხვილია, იქ ვინმე ასე იტანჯებოდეს, შენ კი აქ ილხინო.
-იყუჩე, შვილო. ასეა საჭირო-მიუგო ენქმა.
-მომეცი ჩემი საჭურველი.
-თუ წახვალ, გახსოვდეს, მოკვდები. ბაალი ჩემზეც კი ძლიერია.
-არაფერია. ჯობს მოვკვდე, ვიდრე ვიცოცხლო სხვის მაგიერ. და ლაზი ჩამოვიდა და შეება ბაალის არმიას. ასი დღე-ღამე ხოცა ბაალის მეომრები. ბაალს მოეწონა მისი ვაჟკაცობა და პირადად შებმა შესთავაზა.
-თუ მომიგებ, ქაოსის სამეფო შენი იქნება, თუ წააგებ, მე მემსახურები-უთხრა ლაზიერს.
-ასე იყოს-მიუგო მან.
30 დღე ებრძოდა ლაზიერი ბაალს, ბოლოს მიხვდა ბაალი, ვერ დასჯაბნიდა ყმაწვილის ხმალში და მაგია მოიშველია, ბნელეთის წყვდიადი შეაფრქვია ანგელოზს. ლაზიერმა გაშავება იწყო. დაკარგა ფერი ფრთებმა, გაშავდა ფეხები, ტანი, თავი, მარცხენა ხელი.. ბოლოს მარჯვენაზე გადასვლა დააპირა სიშავემ და უეცრად მარჯვენა განათდა. ყველა, ვინც ბოროტს სთესს ბოროტებაა, ხოლო ბოროტებას არ სძალუძს დაძლიოს სიკეთე, სინათლეს ვერ ჩანთქავს სიბნელე, სიცოცხლეს სიკვდილი.
-მე ლაზიერი, ყოველთა მეუფის ბრძანებითა და სახელით გატყვევებ შენ, ბაალ, დაე შენი მრისხანება იქცეს შენს დილეგად და ქაოსი მის გასაღებად. მეცამეტე კარიბჭე - მრისხანება. ბაალ, დამიბეჭდიხარ, დაე ეს ბეჭედი ედოს შენს დილეგს აღსასრულამდე.
წამიც და ბაალი ბეჭედმა ჩანთქა. მისმა არმიამ კი ახალი მბრძანებლის წინ დაიჩოქა. ციდან ნათლის სვეტად დაეშვა რა, და ლაზიერს ახალი სახელი ამცნო-ბალთაზარი, რაც კარიბჭის მცველს ნიშნავს და ბეჭდის არქიმაგად აკურთხა. ასე გაჩნდა ბალთაზარი. უმაღლესი რანგის მაგი დედამიწაზე და ყველგან.

თავი X
დილიდან ანერვიულებული დავდიოდი წინ და უკან.. საუკეთესო შაბათ-კვირა გველოდა წინ. ჩემი ოჯახის წევრები სახლში არ იყვნენ, შემეძლო ნებისმიერ დროს დავბრუნებულიყავი და დედაჩემის ეჭვნარევი მზერის გაძლებაც აღარ მომიწევდა.. რაღაც მაინც მიღრღნიდა გულს, არ მაძლევდა მოსვენებას. აბეზარი ფიქრები მალევე მოვიშორე და გარდერობის კარი გამოვაღე. უამრავ კაბას შორის ერთიც არ იყო შესაფერისი, გაბრაზებულმა მივაჯახუნე კარი და ყავის გასაკეთებლად სამზარეულოს მივაშურე. ერთი სული მქონდა, მოსულიყო და მეწუწუნა.. ის კი არ ჩანდა, თითქოს ჯიბრზე... ყავის ბოლო, ყველაზე გემრიელი ყლუპიც მოვსვი და: ჯანდაბას-გავიფიქრე-ჯერ აბაზანაში შევალ, მოვწესრიგდები და მერე მოვიფიქრებ რამეს. უჩვეულოდ გულდამშვიდებულმა დავიწყე მოწესრიგება..ღიღინით გამოვედი აბაზანიდან, თავადაც ვერ გავიაზრე, როდის დავდექი კარგ ხასიათზე..
-შემაშინე-მოულოდნელობისგან ვიკივლე, როცა აბაზანის კართან მიყუდებული დავინახე-შენ რა ისევ მითვალთვალებდი?-გავბრაზდი.
-ღმერთია მოწმე, არა-გაეღიმა.
უცებ დავაკვირდი, შავ პერანგსა და პიჯაკში გამოწყობილი, უბრალოდ სიმპათიური კი არა, ლამაზი იყო, არააამქვეყნიურად ლამაზი, წაბლისფერი ხუჭუჭები მწყობრში ჩაეყენებინა და გვერდზე გადაევარცხნა, ჭაობისფერი თვალები ჩვეულებრივზე მეტად უბრწყინავდა, სისხლივით წითელი ტუჩები უფრო გაწითლებოდა, სულ შავებში იყო, როგორც ყოველთვის და უფრო მეტად უხდებოდა, უზარმაზარი, კონტრასტულად თეთრი, ღუნღულა ფრთები..
-ჩემი ანგელოზი-ამოვილუღლუღე და ნერწყვი გაჭირვებით გადავყლაპე..
-შენ ხარ-მიპასუხა და სველ თმაზე მიმეფერა, შეისუნთქა მისი სურნელი და თვალები მიელულა..
-სწრაფად გაემზადე, ჩემო, დაგვაგვიანდება.
-იცი, ლაზი, მგონი აღარ მინდა წამოსვლა. ჯერ ერთი, ვაგვიანებთ, მეორეც, კაბაც არ მაქვს, ვერაფრით შევარჩიე ტანსაცმელი, თან შენ ისეთი ლამაზი ხარ, რა უნდა ჩავიცვა, რომ შენ გვერდით საერთოდ გამოვჩნდე მაინც.. ყველა შენ დაგიწყებს ყურებას, არშიყობას, მე კი ეჭვიანობისგან გავგიჟდები ალბათ, არა, აღარ მივდივართ, ნინოს დედას ბოდიშს მოვუხდით და არ ეწყინება, გაგვიგებს, კიდევ ექნება პოეზიის საღამო-ეშხში შესული სწრაფ-სწრაფად ვლაპარაკობდი და ვერ ვამჩნევდი მის თბილ, ალერსიან მზერას. თავზე ხელი გადამისვა და საწოლზე გადაფენილი კაბისკენ მიმანიშნა..
-მგონი ეს სრულიად შეეფერება დღევანდელ საღამოს-თვალი ჩამიკრა.
-მოიცა, შენ ჩემ გარდერობშიც დაძვრები ხოლმე?-აღვშფოთდი.
-აბა რა მექნა, დიდხანს გიყვარს ბანაობა, იქ არ მიყუროო და რა გამეკეთებინა სხვა?-დაიწყო თავის მართლება.-თან ეგ კაბა აღარც გახსოვდა, მე რომ არ გამეხსენებინა, მიდი ჩაიცვი უცებ.
-კარგი ჰო, გარეთ დამელოდე-ვუთხარი და ცხვირწინ მივუხურე საძინებლის კარი.
-მაინც სად იპოვა ეს კაბა? აღარც მახსოვდა-გავიფიქრე და სარკეში ჩავიხედე. გავოცდი.. პირველად მომეწონა საკუთარი თავი ასე.. გრძელი წითელი კაბა იყო, გულთან ლამაზი ჭრილი და ზომიერი დეკოლტე ჰქონდა, წელზე ოქროსფერი ქამარი, გრძელი იყო, მაგრამ სანახევროდ გამჭვირვალე, მოქარგული.. შავი, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი და ამავე ფერის ყელსაბამი გავიკეთე.. თმა დავიხვიე, მსუბუქი მაკიაჟი და მზად ვარ.. გაოცებული შევყურებდი ჩემ თავს.. ბედნიერება ალამაზებს-გავიფიქრე მერე.. მოულოდნელად ამომიდგა ლაზი გვერდით..
-სრულყოფილი ხარ, ჩემო-ჩამჩურჩულა-წავიდეთ?-ხელკავი გამომიწოდა.
-კი, ლაზი, წავიდეთ-ვუპასუხე და ხელი გავუყარე.
***************
უამრავი ხალხი ირეოდა დარბაზში.. შესვლისთანავე მივიპყარით ყველას ყურადღება.. არ ვიცი ეს ლაზარეს შარმის დამსახურება იყო, ჩვენი სიყვარულით ანთებული თვალების, თუ მათი ცნობისმოყვარეობის (ჩემ გვერდით ბიჭი რომ დაინახეს), მაგრამ ათობით წყვილი თვალი მოგვაჩერდა მომენტალურად.. ცოტა დავიბენი, მაგრამ როგორც კი ლაზის ხელი ვიგრძენი წელზე მჭიდროდ მოხვეული, დავმშვიდდი და მას მივენდე, მადლიერების ნიშნად გავუღიმე და ნინოსკენ წავედი.
-რა ლამაზები ხართ-აღფრთოვანებას ვერ მალავდა ის.
-შენც, ჩემო პრინცესა-მაგრად ჩავეხუტე.
-წამოდით, დედა უნდა გაგაცნო, გელოდებათ-ხელი მომკიდა და დედამისისკენ წამიყვანა.
-ცოტას ვნერვიულობ, ხო იცი? მაკა დეიდას აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.
-რა გაქვს გოგო სანერვიულო-კოპები შეკრა.-რა უნდა დაუწუნოს ჩემს ანგელოზივით სიძეს??
-ვით?-ხმამაღლა ავჭიხვინდით ორივე და კიდევ ერთხელ დავიმსახურე ყველას ყურადღება, ამჯერად არც ისე სასიამოვნოდ.
-ჩემი ტუტუცი გოგოებიი-ტრადიციული ფრაზით შეგვხვდა მაკა დეიდა და ორივე ჩაგვიხუტა.
ჩემდა გასაოცრად, ლაზი მოშორებით იდგა, მორცხვად.
-გაიცანით, ეს ლაზარეა, ჩემი საქმრო-ამაყად ვუთხარი - სხვათაშორის ისიც წერს ლექსებს.
-სასიამოვნოა, ლაზარე-თბილად გაუღიმა მაკამ.-წაგვიკითხე მერე აუცილებლად.
-ჩემთვის დიდი პატივია-ხელზე ეამბორა ლაზი.
საღამომ იდეალურად ჩაიარა.. მაკას ლექსებმა როგორც ყოველთვის საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.. რამდენიმე სიმღერაც შეგვისრულა თავისივე ავტორობით, ნინი აკომპანიმენტს უწევდა..ბედნიერებისგან ბრწყინავდნენ და მეც მიხაროდა მათ გამო.. აპლოდისმენტები არ წყდებოდა, რამდენიმე ლექსის წაკითხვა ისევ სთხოვეს.. ბოლოს ყველაფერი მიწყნარდა, ხალხი დაიშალა.. მალე მარტო შინაურებიღა შემოვრჩით.. მაკას მუდარით სავსე მზერით გავხედეთ მე და ნინომ და მანაც დაიწყო, ჩვენი საყვარელი სიმღერის შესრულება.. სიყვარულზე იყო.. ჩემმა თვალებმა ლაზის სიმწვანე მაშინვე მოძებნა.. ცრემლი მორეოდა.. მის მზერაში ყველაფრის ამოკითხვა შეიძლებოდა.. უნებურად ავიხედე ცისკენ: მადლობა, ღმერთო-გავიფიქრე-რით დავიმსახურე ამხელა ბედნიერება, ნეტავ?
-ლაზარე, შენს ლექსს არ წაგვიკითხავ?-მოულოდნელად მიუტრიალდა მაკა.
-სიმართლე გითხრათ, თქვენს შემდეგ ცოტა მერიდება, მაგრამ იყოს ნება თქვენი.. ასეთი სიმღერის შემდეგ მხოლოდ სიყვარულზე თუ წაიკითხავს კაცი.. ჩემი სიყვარული კი შენ ხარ, სულო-მომიბრუნდა და დაიწყო...
„მ-ოლოდინში დამაღამდა ჩუმად,
ი-ქნებ კიდეც მომიწიოს დაცდა,
ყ-ვავილები მინდვრის გახდნენ ცუდად,
ვ-ერცხლისფერი მთვარე მიწას აცდა.
ა-რსად წავალ, მე მხოლოდ შენ გელი,
რ-ავიკივით ბედს დავუცდი ობლად,
ხ-ო ოდესღაც გრძნობა მსურდა წრფელი,
ა-სე მსურდა.. მერე თვალი მოცდა...
რ-ა მანდომებს შენს თავს ასე ძლიერ?!
ს-იცივეში შენი სუნთქვა მათბობს,
უ-გზო უკვლოდ შეშფოთებულ იერს,
ლ-ურჯა ცხენით მივაქანებ მარტო.
ო-, როგორ მწყურს გაღიმება შენი!“
-ბრავო! ასეთს ნამდვილად არ ველოდი, ძალიან ნიჭიერი ხარ!-არ წყვეტდა ქებას მაკა. გული სიხარულით მევსებოდა მათ შემხედვარე, ნინის მივეხუტე და ბედნიერი თვალებით ავხედე, მიმიხვდა სათქმელს.. მასაც უხაროდა..
სახლში დაბრუნებულმა მაშინვე ჩემს ოთახს მივაშურე..
-ფილმი ჩართე, მანდაა დესკტოპზე, გამოვიცვლი და მალე მოვალ-მივაძახე..
უჩვეულოდ დუმდა.. დავეჭვდი..
-რა ხდება, ლაზი? ფილმის ყურება აღარ გინდა?
-იცი, სულო, წასვლა მიწევს, ცოტა ხნით, ძალიან მალე მოვალ..
-რაა?-თვალები ამიცრემლიანდა.
-სულ რამდენიმე საათით დაგტოვებ, ჩემო, მოვალეობები მიხმობს, რა ვქნა.
-რაღა დღეს? კარგი რაა, ხომ შეიძლებოდა სხვა დროისთვის გადაგედო, ეს შაბათ-კვირა მარტო ჩემი უნდა ყოფილიყო! გაგებუტე მე შენ-ზურგი შევაქციე და ხელები დემონსტრაციულად გადავაჯვარედინე..
-კარგი რა სულო, ნუ მიბრაზდები, ხომ იცი როგორ მიყვარხარ? შენ მანამდე დაისვენე, მოთხრობა დაწერე, დრო მალე გავა, გპირდები ორ საათს არ გადავაცილებ.
-არ მჯერა.
-ბალთაზარის სიტყვას გაძლევ-დასერიოზულდა.
-კარგი.
-მაშინ გამიღიმე და ისე გამაცილე.
-არ მინდა გაღიმება-ვჯიუტობდი.
-არც ახლა-შემომიღიტინა.
-ეგ არ ითვლება-გავბრაზდი, მაგრამ სიცილი მაინც ვერ შევიკავე.
-მალე დავბრუნდები-შუბლზე მაკოცა და გაქრა.
-ეჰჰ, რა გავაკეთო ახლა მე ორი საათი?-დავფიქრდი.. ყავა მოვიმარაგე, რბილ სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი და ლეპტოპი კალთაში ჩავიდე.. მოთხრობის წერამ გამიტაცა..ქსენონის და შინზამონის ამბებს აღვწერდი.. მუზა გამეხსნა, მეტის და მეტის დაწერა მინდოდა.. ჭიქას გადავწვდი, ცარიელი დამხვდა, ამოვიგმინე და სასწრაფოდ წამოვხტი.. აზრები ქაოტურად მომდიოდა თავში, სწრაფად უნდა დამელაგებინა, თორემ საიდანღაც მოფრენილი მუზა არსაით გამექცეოდა.. ჩაიდნის ადუღებას ველოდებოდი, თან ფიქრებში ვიყავი წასული, ხმაური შემომესმა.. საათს დავხედე, ნახევარი საათიც არ იქნებოდა გასული.. შემეშინდა..
-ლაზი-ამოვიჩურჩულე.
საოცარმა ნათელმა მოიცვა მთელი სახლი.. არამიწიერი შუქი იყო.. თვალი მომჭრა, ვერაფერს ვხედავდი, მეშინოდა, მაგრამ რატომღაც არაფერს ვაკეთებდი, არც გავრბოდი, არც ვყვიროდი, ვიდექი უძრავად და ველოდი.. ნელნელა გავარჩიე გამოსახულება.. ჯერ ხმალი დავინახე, შუბი, ულამაზესი ფრთები.. თვალებს არ ვუჯერებდი.. ჩემ წინაშე ოქროსფერ აბჯარში გამოწყობილი, უფლის ჯარის მთავარსარდალი, მიქაელ მთავარანგელოზი იდგა..
-ღმერთო-აღმომხდა გაოგნებულს და მოზრდილი ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე.
-ნუ გეშინია-მითხრა მან.-არ გეჩვენები, არც შენ მოსაკლავად მოვსულვარ ცელით, როგორც ეს ადამიანებს ხშირად ჰგონიათ-გაეცინა, თავად მიქაელს გაეცინა..
ხმას ჯერ კიდევ ვერ ვიღებდი..
-შეიძლება დავჯდე?-სავარძელზე მიმითითა.
უხმოდ დავუქნიე თავი და უშედეგოდ ვცადე გონს მოსვლა.
-ნუ ღელავ-მითხრა.-ყველაფერი რიგზეა, მე მხოლოდ შენთან საუბარი მინდოდა.
-საუბარი? ჩემთან?-უფრო დავიბენი.
-მინდა რაღაც მოგიყვე.
-გისმენ-დავიჩურჩულე და მეორე სავარძელში მოვკალათდი.
„ქალკედონია. მისრეთი. ძველი წელთაღრიცხვით სამოცდამეცხრე საუკუნე. ქალკედონიის უდაბნოში ობლად გაშლილ ზღაპრულ ოაზისში მიწა ამოზიდულა, წყალს გველეშაპივით შემოჰკვრია გარშემო და ერთ ადგილას ხახა დაუღია გადასასანსლად ამ ერთადერთი თავშესაფრისა გაწამებულ მოგზაურთათვის.. ამ საზარელი სანახაობის შემხედვარე დატანჯული ადამიანი უსუსური წყევლა-კრულვით აუვლის გვერდს ამ ადგილს, მაგრამ თუ ვინმეს შეშინება არ განუზრახავს ღმერთს, ეს ის „უდაბნოს აფთრები" არიან აქეთ რომ მოიჩქარიან, მაგრამ რატომ ავჩქარდეთ, ჯერ ეს ახალგაზრდა, უცნაურ, ლურჯ ანაფორაში გამოწყობილი მეგზური მოვათვალიეროთ, სიცოცხლე მობეზრებიაო, ისე რომ მიიწევს იქით. შავი თმა მხრებამდე აფენია, მეომრის იერი აქვს, თუმცა კვერთხი უპყრია ხელთ და შუბი, ანაფორის შიგნით მაგთა ორდენის ოქროს ნიში რომ ჩანს და დაბნეული სახით რომ ცდილობს მიმალოს. აი ეს კაცი უახლოვდება გველეშაპს, რომელიც სხვათა შორის რიგითი ქალკედონური სოფელია, ოსტატურად შენიღბული და მგზავრმა ან ეს იცის, ან არ აზიარებენ და ცოდვებმა შეაწუხა. სოფლის ორღობეში ფეხშიშველა გოგო-ბიჭები ეგებებიან. ის კი დამაშვრალი ერთი სახლის კარზე აკაკუნებს.
-აიონ ოლით - მოსულის სიტყვაზე პატარა ბიჭი გამორბის და სტუმრის ცხენი მიჰყავს.
-ოჰო, ზებულონ, მოხვედი? სანამ ზებულონი ოჯახში პაწია ონავარს ეთამაშებოდა, განგაში ატყდა.. აფთრები საშოვარზე მოვიდნენ, ეს ალიაქოთი სულ 15 წუთს გაგრძელდა, სანამ სისხლიანი ოჯახის უფროსი, თავში ნაჯახგარჭობილი არ ჩაემხო კარში. ზებულონად წოდებულმა ბავშვი ანაფორაში შემალა, კარში მდგომ ყაჩაღს შუბი ყელში შეატოვა და გარეთ გავიდა. ორმოცდაათნი იყვნენ. ყველაფერს ანადგურებდნენ. მკერდმოჭრილი და გაფატრული სამი ქალი დალანდა თვალებმა და განრისხდა.
-ონ, ანტი სანტის ოტარიდ, ოტარუნ, ოტარის... ოტარისმა მის თვალთან დაიჭირა მტრის ისარი.
-გისმენთ და გემორჩილებით...
-ყველა მოძალადე სისხლში ჩაახრჩვეთ! ორმოცდაათივე ყაჩაღი დახოცეს.
დამწუხრებული ზებულონ მიჰქროდა ჰანანს, სამეფო ქალაქს მისას. და ახდა ქარაგმა პირველი ბედმან მისმან იხსნას უდაბნოს აფთრებისგან. ზებულონი ქალკედონიის არქიმაგი და მეფე... ბავშვს აშური დაარქვეს. სამი თვისა მტრედებს ეღუღუნებოდა... მეფის ოჯახი მდინარის ქვემო წელზე ისვენებდა. მოფრინდა ქალდე და მდინარეში ჩააგდო პატარა აშური. აინამ, ექვსი წლის გოგონამ, ზებულონის საყვარელმა გოგონამ ამოიყვანა წყლიდან და ჩახუტებული მიუყვანა მამას, ლოყაზე ეფერებოდა პატარა და ისე ჩაებღაეჭა, აინას მიაბარეს აღსაზრდელად. ერთი წლიდან აშურმა სწრაფად ზრდა დაიწყო და მალე ის და აინა ტოლებივით თამაშობდნენ. არ შორდებოდა აშური გოგონას, ძლიერ უყვარდა იგი, მის კალთაში თავჩადებულს ეძინა. გავიდა ექვსი წელი, 12 წლის აინა ულამაზესი გოგონა იყო და სამეფოს ტრადიციისამებრ გაამზადეს გასათხოვრად. ასეთი პირობა დათქვა გოგონამ. მას გავყვები, ვინც სამი ღამე ჩემთან ისე გაათენებს, გულში ავი არა გაივლოს რაო. დაღონდა ზებულონ, აბა მაგას ვინ შეძლებდა. 16 წლის აშურმა ითხოვა მისი ხელი. პირველ ღამეს ჭკვიანად იყო აინა და გაძლო აშურმა. დადგა მეორე ღამე და ღელავდა აშური, მაცდური შეუჩნდა აინას, შიშველი მიუწვა აშურს ზურგით. დილამდე ლოცულობდა გაწამებული ვაჟი, არაფერი ესმოდა, მზის პირველ სხივზე მადლი შესწირა ზეციერს და წამოდგა. აინა ეშმაკურად უყურებდა სატრფოს, შეაშინა აშური ამ მზერამ და წამოვიდა მისი ოთახიდან. მთელი ღამე ელოცა ზებულონს აშურზე და ჩასძინებოდა. არეული დადიოდა აშური იმ დღეს, ეშინოდა მესამე ღამის და ის საბედისწერო ღამეც დადგა. ამჯერად მოფერება დაუწყო ვაჟს ქალმა, ცეცხლივით ასდიოდა ალმური. ლოცულობდა აშური და ზებულონ, ხედავდა ვაჟი, ვეღარ უძლებდა ცდუნებას და დახმარება სთხოვა მამას. ცეცხლი მოედო ანდაზად თეთრი მის სხეულს და იხსნა ცოდვისაგან იგი. აშური ჩაიფერფლა. დააგდო მაცდურმა აინას სხეული და რა დაინახა, რა დამართა თავის სატრფოს სარეცელზევე განიგმირა თავი უბედურმა. ქალკედონია სამ დღეში აიღეს ქალდეველებმა“....
მონუსხული ვუსმენდი მიქაელს.. ენა ჩამივარდა.. მთელ ტანზე დამბურძგლა.. ხმას ვერ ვიღებდი, არადა უამრავი კითხვა მქონდა.. ძალა მოვიკრიბე, წამოვჯექი და ვკითხე:
-ეს ამბავი, ეს.. ეს შენ? შენ შეგემთხვა?
-ჰო, ეს ჩემი ისტორიაა, აშური მე ვიყავი თავად.. მინდა კარგად დაიმახსოვრო ის-ცრემლი აკიაფდა მის თვალზე, თუმცა უმალ მოიწმინდა შეუმჩნევლად და კვლავ დაიბრუნა თავისი მკაცრი მზერა..
-თხოვნა არაა საჭირო, ისედაც დაუვიწყარია შენი ამბავი-გაეღიმა.
-ქალის ცდუნებისგან დაცვა რთული რამაა.. გთხოვ, არავის მისცე მისი შენგან წაყვანის უფლება.. ის ისეთი ბედნიერია შენთან.. გთხოვ-მიქაელი, თავად მიქაელი მიღიმოდა და მთხოვდა..
თავი შეუმჩნევლად დავუკარი, ძლივს ამოვილუღლუღე.
-გპირდები.. დამლოცე, გთხოვ
-დამილოცნიხარ-თავზე ხელი დამადო და წამში გაქრა..
-აი, სულო, პირობა შევასრულე, იმაზე ადრე დავბრუნდი ვიდრე მელოდი, ხომ გაგეხარდა?-ნაადრევად დაბრუნებულ ბალთაზარს ისევ იმ პოზაში დავხვდი, თავდახრილი და გახევებული.. თვალებს ვახამხამებდი და პულსი მიცემდა.. მხოლოდ ამით თუ დარწმუნდებოდა კაცი, რომ ცოცხალი ვიყავი..
-სულო, სულო, რა გჭირს? რა დაგემართა?-შეშინებული ლაზი მაჯანჯღარებდა და ჩემ გამოფხიზლებას ცდილობდა..
-ლაზი, ის იყო.. ის.. აქ იყო.. მან მთხოვა.. მომიყვა-ძლივს ამოვიღე ხმა..
-ვინ იყო, სულო? ვინ შეგაშინე ასე?-მიმიხუტა და ჩემს დამშვიდებას შეეცადა..
-არა, არა, არ შევუშინებივარ.. უბრალოდ გამიკვირდა.. მთხოვა.. თან ისეთი შთამბეჭდავი იყო..
-რა, ჩემო?
-მიქაელი.. მიქაელი იყო.. აშურზე მომიყვა.. და აინაზე..
-მართლა?-გაოცებული ჩანდა თვითონაც.
-რა საშინელებაა, ტრაგიკული ისტორია ჰქონია.. ამიტომაა ალბათ ასეთი მკაცრი.. ლაზი, მაცდური ვიღა იყო?
-აბა გამოიცანი-ტკივილიანად გაიღიმა..
-ლილითი-ჩავილაპარაკე ჩემთვის..
-მაინც რა გთხოვა ასეთი ჩემმა ძმამ?-გამამხნევებლად გამიღიმა ამჯერად..
-შენზე მთხოვა.
-ჩემზე?
-ჰო, შენზე.. გაუფრთხილდი და არავის მისცე მისი წაყვანის უფლებაო.
-მერე?
-მაგას ისედაც ვაპირებდი.. არ დავუშვებ ვინმემ შენი თავი წამართვას! შენ მხოლოდ ჩემი ხარ!
-შენი კი ჩემი, ჩემო.
-ლაზი, შემეცოდა მიქაელი..
-ადამიანებს, ყოველთვის მცდარი წარმოდგენა ჰქონდათ ღმერთზეც და ზეციურ არსებებზეც, ჩემო.. როცა მთავარანგელოზს ვახსენებთ, ჩვენს გონებას სადღაც ცის თაღზე გამოსახული ფრთები აშინებთ, მათთვის, წარმოუდგენელია ნათლით მოსილ მათ აბჯარს მიღმა ადამიანის აღმოჩენა, დაფნის გვირგვინის ქვეშ თავმდაბლობის გვირგვინის დანახვა, სიმკაცრის წილ მზრუნველობის შეცნობა. ჰოო, მათთვის ღმერთიც მიუწვდომელია, სადღაც მაღლაა, ცაში, რადგან ისინი მადლს კი არ ეძებენ, ღვარძლს სთესენ, სინათლის წილ წყვდიადში ანთებულ კოცონთან სხედან და მოყვასს კი არ ეძებენ, არამედ ძლიერს, რათა დაემონონ. არადა ამ დროს მამა მათ გვერდით ითვლის მათივე ნაბიჯებს და წლებად ჰკრებს იმ თიხას, ესოდენ ცოდვამადლიანი ქმნილების ნაბიჯებში რომ რჩება კვალის წილ. როგორც ძველი ანდაზა ამბობს, თუ გაუყვა მამის გზასა, ვერ ასცდება შვილი დარდსაო, სწორედ ისეა ჩემი ძმების საქმეც, მაგრამ თვინიერ აზისა, მიქაელზე მეტად არავინ დატანჯულა და მასზე მდუმარედ და მორჩილად არავის აღუმართავს მამისთვის შუბიც და მახვილიც და ვინ თუ არა ის, ღირსია მისი არმიის მთავარსარდლობისა..
-საოცარი ძმები გყავს.. და შენც საოცრება ხარ, ჩემი საოცრება-ვუთხარი აღტაცებულმა..
-ჩართე ფილმი?
-უი, ეგ სულ გადამავიწყდა.. რას ვუყუროთ?
-ზეციურ სამეფოს
-ეგ ფილმი არ მაქვს ნანახი, რაზეა?
-ჯვაროსნებზეა და სიყვარულზეც, მოგეწონება, თან მთავარი პერსონაჟები ჩვენ გვგვანან.
-რითი ლაზი?
-ისინიც იბრძვიან
-მამასთვის?
-ჰო, მამასთვის
-ჩვენც ხომ წავალთ? ზეციურ სამეფოში.
-რა თქმა უნდა, ჩემო
ერთად ვუყურებდით.. ვიცინოდით.. ვტიროდით.. განვიცდიდით.. ფილმის დასრულებისთანავე ჩამეძინა.. მკერდზე მიმიხუტა, ჩვენი გულები ერთად ძგერდა, გულისცემა გასაოცარი სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს.. თითქმის მძინარეს ჩამჩურჩულა:
-გინდა ჩვენც წავიდეთ, ჩემო?
თვალები გაჭირვებით გავახილე, თავი დავუქნიე
-სად ლაზი?
-იერუსალიმში, სულო
-კიი, მინდა, წამიყვანე-კისერზე ხელები მოვხვიე და ჰაერში ამიტაცა..
იერუსალიმი...
ყველაფერი და არაფერი...
წარმოიდგინეთ ქვიშისფერი ქარიშხლების მირაჟებში ჩაკარგული ლეგენდარული ქალაქი, ოქროსფრად მბზინავი ძველისძველი კოშკურები, გრძელი, ფართო კედლებით და დაკბილული ქონგურებით. სოლომონის კარიბჭე... დიდებული მოგონებანიღა დარჩენილა ლეგენდარული კარიბჭისგან.. შევედით.. აღმოსავლურ სტილში ნაგები ქალაქი, ტყუპებივით მიჯრილი ქვიშისფერი, უბრალო სახლები, მოოქროვილი ჯვარ-გუმბათები და ოქროცურვილი ახალი მთვარე... აქაურ ქუჩებს ჯერაც ვარდის წყლის სურნელი ასდით, მივდივართ და ფეხქვეშ ვარდის ფურცლებს ვგრძნობ, ობოლი ცრემლებივით აქა იქ ამოსული ფინიკი შესულა სიმწიფეში.. და მაინც, დაუჯერებლად მძიმე მეჩვენება ის ჯვარი, ჩვენთვის რომ მიჰქონდა ნაგვემ მაცხოვარს, ინსტიქტურად ვიწვდი ხელს დასახმარებლად და მისი ღიმილიანი, ნათელი სახე მანიშნებს, რომ დასრულდა.. მას უხარია, იცის, ერთიც და არაფერია ამაო... მწვანე ოაზისში აღმოვჩნდით... აქ სიცოცხლე ჩქეფს უწყვეტ ნაკადად და მაინც, დროსავით ჩერდება თითქოს.. ლაზის ვეძებ ხელებით, ვეხუტები, ის იღიმება და...
-მოგწონს იერუშალაიმი?! - მის ჭაობისფერ მზერაში იმდენი სიყვარულია, დაუფიქრებლად ვპასუხობ:
-შენთან ერთად ყველგან კარგია ლაზი. ფინიკის ჩრდილში ჩამოვსხედით. არაფერი ყოფილა საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნაზე დიდი ბედნიერება. თუმცა რას ვამბობ, ის ხომ მთავარანგელოზია. მაგრამ, მერე რა?! განა მას კი არ შეუძლია ადამიანი იყოს? ჩემი იყოს და ყველაზე კეთილი?! თავს ვარწმუნებ, რომ ეს ასეა. მისი ხმა მაფხიზლებს.
- გასინჯე, ჩემო, ნახე რა გემრიელია. ხელში მოწითალო მოქარვისფრო და თან მოშავო გრძელი ნაყოფი უჭირავს ბღუჯად და ეშმაკურად მიღიმის.
-ფიქრში გაერთე, ჩემო და ვერც კი შენიშნე როგორ გაგეპარე. რაზე ფიქრობდი?!
-ეს რა არის ლაზი?-ვცდილობ თემა შევცვალო.
-აქაური ფინიკია, სულო, სამკურნალოა. სასწრაფოდ ვიწყებ ჭამას, რომ შეკითხვები თავიდან ავიცილო. ლაზი სიმწვანეში ეფლობა და მეც მიწვევს.
- მოდი, ჩემო, აქ გრილა და კარგია. მალევე მასთან ერთად სიმწვანეში ვეფლობი ბედნიერი და უზრუნველი. როგორც ყოველთვის, მისი გონება ახლაც არ სცდება ბავშვური მიამიტობის საზღვრებს, თმებზე მეფერება და სიხარულისგან ცაში დაფრინავს. მეც ასე, მიმტევებელი და მოწყალე, ველი მოთმინებით მის დაბრუნებას დედამიწაზე.
-იცი, სულო, ხომ ზღაპრულია აქაურობა, მაგრამ შენი და მამას გარეშე არაფერი იქნებოდა ამ ზღაპრულ ქალაქში ჩემთვის მშობლიური, ადრე ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ ადამიანებს არ ესმით ჩვენი და ვერც გაგვიგებდნენ, მაგრამ ახლა არ მესმის, როგორ ვარსებობდი შენამდე. ჰო, მთავარანგელოზი ვიყავი, მაგრამ შენზე ძვირფასი, არაფერი მქონია არასოდეს. რანგი, ძალა, სამოთხე... მე მამამ მასწავლა თავმდაბლობა, მორჩილება, მოყვასის სიყვარული, შენ კი მასწავლე, რას ნიშნავს მოყვასი, და არაფერს ისე არ ვისურვებდი, როგორც ადამიანად დარჩენას, შენს საყვარელ ადამიანად დარჩენას სამუდამოდ..
-მართლა ლაზი?!-გახარებული ჩავეხუტე.
-ჰო, ჩემო. მართლა - გამიღიმა და გავფრინდი, სადღაც სისხლისფერი ღრუბლებისაკენ, დაჭრილი მზის დაღვრილი სისხლი რომ ეცხოთ ზედ და იერუშალაიმის თავზე აღმოვჩნდი. თვით ოქროცურვილი მთვარე ასულიყო ცაზე ცისფერი მეჩეთის მიზგითიდან და ამაყად მიღიმოდა... ულამაზესი იყო ზღაპრული ქალაქი ღამით...
-შეხედე სულო, მისი ხელები ნელნელა მეხვეოდნენ წელზე...
***************
-უცნაურია, რატომ არ მეძინება? მთელი ღამე დავბოდიალობდით-ვუთხარი მეორე დილით.
-ეგ სულს ათ წამს გრძელდებოდა, სულო, მერე კი მშვიდად გეძინა-გამიღიმა..
-დღეს რა გეგმები გვაქვს? დედაჩემი ხვალამდე არ ჩამოვა.. ეს დრო უნდა გამოვიყენოთ.
-მოდი, დღეს ანგელოზები ვიყოთ-გაუნათდა თვალები უცებ.
-ეგ როგორ? შენ ხო ისედაც ანგელოზი ხარ?
-შენც, ჩემო, ხოდა ისე მოვიქცეთ, როგორც ანგელოზები იქცევიან.. ვიცეკვოთ, ვიცინოთ, ვიმხიარულოთ, ვისეირნოთ..
-ანუ ვიბავშვოთ?-გამეხარდა.
-ჰო, ეგრეც შეიძლება ითქვას.. წამოდი.
ხელი ჩამკიდა და სახლიდან სწრაფად გავიქეცით.. მთაწმინდის პარკში ამოვყავით თავი.. ყველა ატრაქციონზე ვისხედით.. სიცილის ოთახში გავიგუდეთ სიცილით.. საშინელებათა ოთახში ერთმანეთს ვეკვროდით და ხმამაღლა ვყვიროდით შეშინებულები.. ბამბის ნაყინს ვჭამდით.. ბევრს ვიცინოდით.. დაჭერობანას ვთამაშობდით.. უცებ წვიმა დაიწყო.. ხალხი სწრაფი ნაბიჯებით, ზოგი სირბილით მანქანებისკენ, ავტობუსებისკენ დაიძრა, თავს აფარებდნენ შენობებს.. ჩვენ კი.. ჩვენ ვცეკვავდით, დავხტოდით, ვმხიარულობდით.. დაღლილ-დაქანცულები და გალუმპულები დავბრუნდით სახლში.. ხმაურით.. სიცილით.. ისევ ვაგრძელებდით დაჭერობანას.. ოთახიდან ოთახში დავრბოდით და ბოლოს ხმაურით ჩავესვენეთ სავარძლებში..
-ლაზი, შუქი აანთე რაა, ვერ ვწვდები ჩამრთველს-ვთხოვე.
შიშმა, ძრწოლამ და ყველა საშინელმა გრძნობამ ერთიანად მომიცვა.. ლაზარეს ზურგს უკან ამოვეფარე, თუმცა მისი სხეულის გავლითაც მბურღავდა მკვლელი მზერა.. ჩვენს პირდაპირ, დივანზე, დედაჩემი იჯდა, წარბაწეული, შეურყევი მზერით, საშინლად გაბრაზებული და თვალებით ელოდა ჩემგან ახსნას.. მე კი დამუნჯებული, შეხედვასაც ვერ ვბედავდი.. ათიოდე წამში ყველა შესაძლო ვერსია განვიხილე გონებაში, რაც შეიძლებოდა მეთქვა.. არც ერთი არ გამოდგებოდა.. უკვე გამოვიტირე საკუთარი თავიც და მომავალიც, რომ ლაზარემ ძალიან მშვიდად და მხიარულად დაიწყო...




თავი XI
ბალთაზარი:
უკვე ოცი წუთია ამ მეწამულ ცოცხალ ხავერდს ვათვალიერებ და ვერ გადამიწყვეტია, გავუგზავნო თუ არა საჩუქრად ეს კაბა ჩემს ანგელოზს. არადა ხვალ ხომ დიდი დღეა... კიდევ შვიდჯერ შევათვალიერე, გაწამებულ კონსულტანტს ფული ვაჩუქე საოცარი მოთმინებისათვის და კაბა შევაფუთინე წითელი და თეთრი ლენტით.
-დავურთოთ რამე ამანათს?!-თავაზიანად მეკითხება მოლარე.
-დიახ, თუ შეიძლება აი ეს ვარდი-გულის ჯიბიდან სისხლისფერ ვარდს ვიღებ-და აი ეს პატარა ბარათი: „მეყვარები, ვიდრე ყველა ვარდი არ დაჭკნება.“
-ახლა კი დროა საკუთარ თავზე ვიზრუნო - ჩავილაპარაკე ნასიამოვნებმა და მის უაითს მივაშურე, ამერიკელ მკერავს, რომელსაც სპეცშეკვეთა მივეცი. - ვნახოთ როგორი ხელოვანია. თუ ამ დავალებას ყოჩაღად გაართვა თავი, იქნებ ბედსაც ვწიოთ და დაკარგული შვილი დავუბრუნოთ?! ვფიქრობ მშვენიერი საფასური იქნება.
ოც წუთში მის კართან ვიდექი. სამჯერ ხელუკუღმა დავაკაკუნე და კარი გაიღო. უცნაური ვინმე კია ეს თეთრი მკერავი, არავის სახეზე არ უნახავს, ვინ იცის როგორია.. კორიდორიდან ერთ ნახევრად განათებულ, ირანული ორნამენტებითა და ხალიჩებით დაფარულ მდიდრულ ოთახში შევედი. სამი წარწერა იყო. ოთახი არ მოათვალიერო! გაჭერი კვანძი! აქ ფულს არ იხდიან! კვანძი გავჭერი. წარმოიდგინეთ ფიჭა, ოღონდ სამეფო, მეწამული და ხავსივით რბილი. მინდვრის ყვავილების სურნელებას ვარდის საამო სურნელი არომატულად ერწყმოდა. ასეთი რამ, თვით ლეგენდარული მაქსიმუსის ეპოქის მერე, ალბათ აღარავის სცმია.. აღმოსავლეთისკენ თავი დავუკარი კედელს და ტანსაცმელი ავიღე.
-სამ დღეში, ქალბატონო უაით-კარები დემონსტრაციულად დაიხურა.
-ახლა დროა სამკაულზეც ვიზრუნოთ. მაგრამ სად?! რჩევა გვჭირდება.. ვინ თუ არა.. ააა მარილისი... არ ვიცი რა გამახსენდა, მაგრამ იქით კი გავეშურე. ბრწყინვალედ მიმიღეს.
-მედალიონი მინდა, ორიონის, ჩინური დრაკონების და კორინთოს შროშანით გაფორმებული...
-ბედისწერის გრეხილზე ბრძანებთ?!-სანდომიანი გოგონა იდგა ჩემ თვალწინ. და მე ვიცოდი, ამდენადვე საშიში.
-დიახ, შეგიძლიათ დამიმზადოთ ხვალამდე?
-იცით, უკვე მზადაა. შეგიძლიათ შეიძინოთ. უძვირფასესი საჩუქარი თქვენი მეორე ნახევრისთვის, ბაჯაღლოს ბუდეში ჩასმული ორიონის ზურმუხტის სიმბოლო, ასევე საფირონისთვლიანი ბაჯაღლოს დრაკონებით და ლალის კორინთოს შროშანით. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა და ვიყიდე. ჩემი სპეცშეკვეთა, ლომისთავიანი ბაჯაღლოს ბეჭდებიც დაემზადებინათ. ერთს, მამალს ლალის თვალები ჰქონდა, მეორეს, დედალს ზურმუხტის.
-ჩინებულია. მოოქროვილი ლონდონური საათიც და ფორმაში ვარ.
სახლში ბედნიერი დავბრუნდი. ყველაფერი ხომ მზად იყო.
-ხვალ, ოფიციალურად ჩემი გახდები, სულო! ჰო, დრო მოვიდა. ჰეი, ბასტიან, ლოტოსის აბაზანა მომიმზადე, უნდა დავისვენო, ხვალისთვის დიდი ენერგია მჭირდება... ჰო, ხვალ დიდი დღეა, ჩვენი დღე. არადა არცთუ დიდი ხნის უკან... ახლაც მახსოვს მისი მკაცრი და საშიში გამოხედვა.. სისხლი ჩემს ანგელოზს კი არა, მე გამეყინა. ლამის მოვკვდი... ჰა ჰა ჰა, ისე რა სასეირო იქნებოდა სიკვდილი.. შეყვარებულის დედამ იმსხვერპლა! არა, აუცილებლად უნდა ვიყოლიო პუბლიკა.. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა... ჰოო, მახსოვს იმ დღეს გადავწყვიტეთ, გვებავშვა. დედამისი სოფელში იყო წასული, იმედი გვქონდა, მეორე დღემდე არც ჩამოვიდოდა, მაგრამ მოვტყუვდით, თანაც მწარედ. საღამოს, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სიცილკისკისით შევედით სახლში და სიბნელეში უცხო აურა ვიგრძენი, გაალმასებული ადამიანის აურა, ვიღაც ცეცხლს აფრქვევდა ოთახში. ჩემი ანგელოზი რომ არ შემეშინებინა, არაფერი შევიმჩნიე, თამაშთამაშით მივიყვანე სავარძლამდე და ჩამრთველის მხარეს ჩავჯექი სავარძელში. აი, შუქის ანთებაც მთხოვა. ავანთე და ამდენი ხნის ჩაბუდებული შიში, ზღაპრული არსება, ცოცხალი ლეგენდა, თვით დედამისი გვეჯდა ცხვირწინ, გააფთრებული. კინაღამ მოვკვდი, ოღონდ სირცხვილით. ჩემს ერთადერთს იმდენად მძიმე მდგომარეობაში ვაყენებდი ამ ფორმით, მაგრამ ეს უნდა დასრულებულიყო.. მას უნდა სცოდნოდა სიმართლე ჩვენზე. სანამ ის შიშს სძლევდა, გავიღიმე და გადავწყვიტე სიტუაციის მართვის სადავეები ჩემ ხელში ამეღო.
-საღამო მშვიდობისა, ქალბატონო ნანა. არ დავიწყებ იმის ახსნა-განმარტებას, რაც ახლა ნახეთ, ისედაც ყველაფერი ნათელია. თქვენ ოჯახში უცხო პირი იმყოფება საღამოს, ჯერჯერობით უცხო. ახლა კი ნება მიბოძეთ, გაგეცნოთ. პირველ რიგში, საჭიროა იცოდეთ, რომ მე თქვენი ქალიშვილის საქმრო ვარ. და...
- შენ.. შენ- ბრაზისგან ენა დაება დედამისს- ბედავ ამ ყველაფრის შემდეგ რომ გამეცნო და..
მოვლენების განვითარება უკვე ვიცოდი და...
- მაპატიე, სულო, მაგრამ სხვანაირად არაფერი გამოვა. მამის სახელით, სიმართლით. აღიხვენ მეუფეო პირი შენი და ადიდებდნენ შვილნი შენნი მოწყალებასა შენსა უკუნითი უკუნისამდე... ოთახი დამაბრმავებელმა სინათლემ მოიცვა წამით. თვალები რომ გავახილე იატაკიდან მეტრნახევარზე ჰაერში ვიყავი, თავზე შარავანდედი მერტყა, ოთხი წყვილი ფრთა, მწვანე თვალები.. და მე მივხვდი, მოკვდავმა ჩემი ნამდვილი სახით მიხილა. დაჩოქილი და გაოგნებული დედამისი პირჯვრისწერით ლოცულობდა.
- ჩემი სახელია ბალთაზარი, მთავარანგელოზი და მსახური მამისა ჩემისა, მე, ძმა მიქაელისა და გაბრიელისა, გეუბნები შენ დედას იმ ადამიანისას, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, დაგვლოცო და მოგვცე ერთად ცხოვრების კურთხევა, და როგორც წესად არს, დაასახელო ნიშნობის დღე. და მოვიკეცე ფრთები, ჩემს გაოგნებულ ანგელოზს ხელი ჩავკიდე და დავიჩოქეთ. ნათელი გაქრა და გაოგნებული დედამისი ერთ საათს მაინც გვიყურებდა გახევებული. ბოლოს დაგვლოცა და აგვაყენა.
-და მაინც, ვინ ხარ? ან რატომ ჩემი შვილი?! - თვალებში ჩამხედა და განწირულის შიში რომ ამოვიკითხე, თბილად გავუღიმე.
- იმიტომ, რომ მე ის მიყვარს-თვალმოუცილებლად ვუთხარი.
გაცნობა შედგა. ნიშნობის დღის არჩევა ჩვენ მოგვანდო, თუმცა მთელი ღამე სული ამომხადა ათასნაირი კითხვით და დილას უკვე ცოტა ვნანობდი, საერთოდ რომ საქმე დავიჭირე მასთან, კმაყოფილი სახით გაეშურა ჩვენთვის ნამცხვრის გამოსაცხობად. ჰო, არ მოგესმათ, ჩვენთვის. ჩემი ფერია მთელი ძალით მეხუტებოდა და საქმის ასე შემობრუნებით ყველაზე ბედნიერი იყო მთელ დედამიწის ზურგზე.
-აკი გითხარი ადვილიამეთქი, სულო- ვუღიმოდი.
- ცუღლუტო, მე ადამიანისთვის ვიგულისხმე-გამიღიმა და ცხვირზე წკიპურტი მითავაზა- ასე მაიმუნობ სულ, ქალს ლამის გული გაუხეთქე.
-ლამის არ ითვლება-ჩავიხითხითე და კალთაში ჩავუდე თავი.
***************
დილის რვა საათია.. მივუყვები ისევ ნაცნობ გზას სამსახურისკენ.. უკვე შემოდგომაა, წლის ყველაზე ფერადი დრო.. წითელ-ყვითელ ფოთლებს ვაბიჯებ, მაგრამ იმედი მიცრუვდება, არ ხრაშუნობს, სველია და ტალახიანი.. არაუშავს, დღევანდელ ამაღლებულ განწყობას ვერაფერი შემიცვლის.. ყურსასმენში nightwish ჟღერს.. მისი საყვარელი სიმღერა და ერთიორად მიმაღლებს ისედაც სასიამოვნო განწყობას.. სკოლის მოსწავლეები მხვდებიან, ეს გზა ხომ სკოლისკენ მიდის.. აი, დედა შვილს ჟაკეტს უსწორებს, მძიმე ჩანთას ართმევს და წინა დღეს ნასწავლ ლექსს ამეორებინებს, ბავშვი ქოშინებს, სუნთქვა, სიარული და ლექსის მოყოლა ერთად უჭირს, მაგრამ დედა შეუვალია! მეგობრები ერთმანეთს ელოდებიან და როგორც ნოდარ დუმბაძე იტყოდა, კოლუმბის მეზღვაურებს არ გახარებიათ მიწის დანახვა ისე, როგორც მათ, თითქოს გუშინ არ დამშვიდობებოდნენ ერთმანეთს.. ნინო გამახსენდა, საათობით რომ ველოდებოდით ერთმანეთს მუსიკის გამოცდაზე მიმავლები, ვაგვიანებდით და გვარიანადაც გვეჩხუბებოდნენ, მაგრამ გვიღირდა, ის 7 წუთიანი ერთად სიარული გვიღირდა ამად და ყველაფრადაც კი.. მომენატრა.. უნდა დავურეკო.. ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან და კიდევ კარგი, საათს დავხედე.. გუშინ მძიმე დღე ჰქონდა, დაღლილი იქნება, არ გავაღვიძებ.. ქალაქი იღვიძებს, მალე ახმაურდება, ჩვეულ რიტმში განაგრძობს ხმაურიან არსებობას.. სიმღერა სრულდება, ხელახლა ვრთავ.. დღეს განსაკუთრებულად ვარ მისით მოცული.. გუშინდელის მერე მითუმეტეს.. გუშინ ხომ ერთდროულად ყველაზე ბედნიერი და ყველაზე საშიში დღე მქონდა.. დღე, როდესაც დედაჩემმა ბალთაზარის არსებობის შესახებ, არცთუ ისე სახარბიელო სიტუაციაში გაიგო, თუმცა გასაოცრად მოახერხა ყველაფრის შემობრუნება, დღეს უკვე, დილიდან მაბარებს დედა მასთან მოკითხვას და კვირას, ნამცხვარზეც ეპატიჟება. ჰმმ..
ბალთაზარი:
დილის ექვსი საათი იქნებოდა, რომ ბასტიანის ხმამ გამომაფხიზლა.
-თქვენს ტელეფონზე ტექსტური შეტყობინებაა მილორდ!- ჩემი ანგელოზი იყო.
-დილა მშვიდობისა, ლაზიი- ღმერთო, რამდენი ენერგია აქვს, ალბათ არც ეძინა საღამოს. აბაზანიდან ამოვყვინთე.
-პირსახოცი და ხალათი, ბასტიან! ხალათში სწრაფად გავეხვიე და იმ განუმეორებელი საუზმისკენ გავწიე, მაგიდასთან რომ მელოდა.
-მმმ, ვგიჟდები ნამცხვარზე, საინტერესოა, ნიშნობაზე თუ იქნება ნამცხვარი... თუმცა რა სისულელეა, ჩემმა მეორე დედიკომ ხომ იცის, როგორ მიყვარს.. უეცრად ჩამეცინა. წარმოვიდგინე რა რეაქცია ექნებოდა მას, ახლა რომ მოესმინა, რომ ჩვენი ნიშნობის დღეს მე მხოლოდ ნამცხვარზე ვდარდობ. ჰოო, დღეს დიდი დღეა. ზოგადად არ მიყვარს დიდი დღეები, გვიან ღამდება ხოლმე და ჩემს ფერიას ძლივს ვნახულობ, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა. დღეს ჩემი სული ოფიციალურად გახდება ჩემი, მაგრამ ეს სულაც არ არის სანერვიულო. „მე ელეგანტური, ლამაზი, ეშხიანი, ძლიერი, მიმზიდველი და გავლენიანი ეგოისტი ვარ, ჩემსას არავის დავუთმობ“-ოდნავ გავიჭიმე და ცეზარს გამოვაჯავრე, მერე კი სიცილით დავიწყე მზადება. ცხრის ნახევარზე უკვე ყველა გარეშე საკითხი მოვაგვარე და სავარძელში ჩავჯექი ჩემი საყვარელი ბულგაკოვის მოსასმენად. ბასტიანი 11-ის ნახევრამდე არ მოვიდოდა, სიგურე კი ჩემს ფეხსაცმელს და სამოსს დაჰფოფინებდა ალერსით და ჩემთვის არ ეცალა. ნიშნობა ხომ ოთხზე იყო ჩანიშნული. ჯერ არ მქონია პრაქტიკაში შემთხვევა, საკითხავად დავჯდე და ვერ შევძლო, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ვერაფერი წავიკითხე. ვიწყებდი კითხვას თუ არა, ერთადერთი საგულისხმო ფრაზა მიტრიალებდა თავში „მალე პატრიარქთა ტბორებზე საგულისხმო ამბები მოხდება ".
წიგნი დავხურე და გადავწყვიტე ჩამეცვა. შეიძლება ითქვას იმპერატორივით გამოვიყურებოდი ამ ტანსაცმელში. თერთმეტის ნახევარზე ბასტიანსაც ეღირსა მოსვლა და რატომღაც სვეტიცხოველში მომინდა სალოცავად წასვლა. დრო საკმარისზე მეტი იყო. რატომაც არა?! გზაში მხოლოდ ის მაფიქრებდა, რატომ ახლა?! შესასვლელთან ორი პატარა ბავშვი ამედევნა „მოგვეცი, ბიძია, ოცი თეთრი“-ს ძახილით, ტაძრამდე შემომყვნენ. უცნაური სანახაობა იყო, ცარიელი ტაძრის ფონზე ორი პატარა აბეზარი, ჩემს ხელებზე რომ დაფრიალებდნენ. ერთხელ კიდევ დავიხედე ხელებზე და
-გამარჯობა ძამიკო - მომესალმნენ კისკისით.
-ელლ, სელლ, თქვენ ხართ? აქ საიდან?!-გაოცებულმა ავიყვანე ხელში ორივე.
-ჩვენი ძამიკო დღეს კარგია-ხითხითებდა სელლი.
-აბა რაა, დღეს ხომ დიდი ხნის ნატვრა უსრულდება - დაამატა ელმაც, - ჰო, აბა რაა, გაეხმაურნენ ერთმანეთს. გაბუ რამდენს იცინებს.
-მოიცა, გაბუ აქაა? - გავოგნდი.
-კი, მან მოგვიყვანა. ლუციც, აზიც და მიქაელიც აქ არიან. - ხითხითებდნენ ისევ.
-ოჰო, აქ რაღაც ამბავია - ლუცი და აზი? თვით მიქაელიც კი?! ფიქრი აღარ მაცალეს, გაბუ და ლუცი მომაფრინდნენ. აზი მოშორებით იღიმოდა სევდიანად, მიქაელი ჩვეულებისამებრ მდუმარედ იდგა. მომილოცეს. გონება ვეღარაფერს გრძნობდა. ფრთაშესხმული მოვფრინავდი მისი სახლისკენ. თბილად შემხვდნენ. რაც მთავარია, ბევრი ნამცხვარი იყო. ეშმაკმა დალახვროს მუცელი, რა დროს ეგაა, ჩემი პრინცესა, მარჯანივით წითელი კაბით, სადედოფლო მაკიაჟით, ვარცხნილობით ისეთი ლამაზი იყო, ლამის სულიერად დავეცი. წამიერად სიამაყის შეგრძნებაც კი დავკარგე. გული მღელვარებისგან გამიჩერდა... თანახმა იყო თუ არა?! იმ წუთას არ ვიცოდი... კინაღამ კანკალმა ამიტანა მისი თანხმობის მოსმენამდე. მერე დავმშვიდდი, მოვეხვიე და მახსოვს ჰაერში ავიტაცე.
-რა ენაღვლება, დაფრინავს ბიჭი - დამცინა მისმა სიძემ. მხიარულება დაიწყო. ბევრი ვიცინეთ, ვიმხიარულეთ, ვითამაშეთ.. არასდროს მინახავს ის ასეთი ბედნიერი, იმ წუთას თავი ყოვლისშემძლე მეგონა, მოსაღამოვდა და მარტო დაგვტოვეს. ჩემს სულს ეძინებოდა. ხელში ავიყვანე, მკერდზე მივიხუტე და ჰაერში დავიწყე მისი რწევა, ის მიღიმოდა და მეუბნებოდა რომ ვუყვარვარ....
-მეც ძალიან მიყვარხარ, ჩემო - გავუღიმე და ჯადოსნური იავნანაც დაიწყო.. სასურველმა ბალიშზე თავი მიდო და ღიმილიანს ჩაეძინა.. ფრთხილად ვაკოცე შუბლზე, სარკმელი გამოვაღე და ოთახიდან გავიპარე.. შუაღამე იყო...როგორც კი ცაში ავიჭერი, აქეთ იქიდან ორი სერაფიმი ამომიდგა
- გთხოვთ, ოსტატო, წამოგვყევით, თქვენი ძმები გელოდებიან, სურთ თქვენი ბედნიერება თქვენთან ერთად აღნიშნონ.
გავოცდი. როდიდან გახდნენ ჩემი ძმები სენტიმენტალურნი?! მით უმეტეს მიქაელი? აქ რაღაც ხდება, მაგრამ სანამ გავიგებ რა, დაე ასე იყოს. სერაფიმებს გავყევი. ტყეში დიდი სუფრა იყო გაშლილი. ამჯერად უკვე მართლა გავოცდი, ნამდვილად ნადიმი იყო. ძმები მისვლისთანავე შემომეგებნენ. სუფრის თავში დამსვეს და ლხინიც გაჩაღდა. როცა დედ-მამაც მოვიდნენ, ჩემი სული მომაგონდა და გული დამწყდა, რომ მარტო ვიყავი. თითქოს გულისთქმა გაიგოო, უცებ ჩემ გვერდით გაჩნდა, ისევ ისეთი ლამაზი.. ლოყაზე მაკოცა. უკვე ვეღარ ვაზროვნებდი.. ყველაფერი ეს.. ისეთი..
არასოდეს დავმთვრალვარ, ახლა კი თვალები მეხუჭებოდა. მამას თავი დავალოცინეთ და იმ ჯირკვზე ჩამოვსხედით, სადაც მისი პირველი სტუმრობისას ვისხედით.
-მეძინება, ჩემო, გთხოვ, მომეფერე თმებზე - კალთაში თავი ჩაუდე და ვერც კი ვიგრძენი ისე ჩამეძინა.. სიზმარში ორ პატარა ანგელოზს ვხედავ, მიცინიან.
-იძინე ბალთაზარ, იძინე-მესმის მათი კისკისი და ვითიშები...
***************
მზის სხივებმა თვალებში შემომიჭყუტუნა.. გვერდი ვიცვალე.. გაღვიძება არაფრით მინდოდა, თითქოს რაღაც, ძალიან კარგ სიზმარს ხედავსო.. არაფრით მომცა მზემ ძილის გაგრძელების საშუალება.. თანაც საშინლად ცხელოდა.. გამიკვირდა, ცალი თვალი გაჭირვებით გავახილე და დავფიქრდი, შემოდგომა და ასეთი მზე? მგონი მართლა დაიწყო გლობალური დათბობა.. მეორე თვალიც გავახილე და სარკეს დავუწყე ძებნა.. უცნაურია, ის არსად ჩანდა, ავეჯის წყობა ხომ დიდი ხანია შევცვალე, თავისით დაუბრუნდა ძველ ადგილს??
-დეე, დეე-ავყვირდი.. პასუხი არავინ გამცა.. ცოტა არ იყოს შევშინდი.. წამოვდექი, ტელეფონს დავწვდი, გამიკვირდა ლაზის შეტყობინება რომ არ დამხვდა.. უფრო მეტიც, მისი ძველი სმსებიც სადღაც გამქრალიყო.. ნომერთან ერთად.. სასწრაფოდ გავედი დედას საძებნელად, ვერსად ვიპოვე.. გარეთ შემოდგომისთვის აშკარად ზედმეტად თბილი, უფრო მეტიც, ძალიან ცხელი ამინდი იყო.. დედას დავურეკე.. რამდენიმე ზარის მერე მიპასუხა..
-ხო, დე, გაიღვიძე?
-დე, სად ხარ?
-სახლში ვართ, დე, ცოტა ხანში გავდივართ სასეირნოდ, ახალი პარკი გაუხსნიათ აქვე ახლოს და გავასეირნებ ბავშვს, ბებომ მოგიკითხა..
-ბებომ?-ჩავიჩურჩულე.. ის რა სოფელშია??
-უნდა წავიდე, ბავშვი მეძახის, ხომ არაფერი გინდოდა?
-არა, არაფერი...
-კვირის ბოლოს ჩამოვალ, თავს გაუფრთხილდი, გკოცნი..
შეშინებულმა დავხედე კალენდარს.. 10 აგვისტო??? კი მაგრამ, მე ამდენ ხანს მეძინა? და ეს ყველაფერი დამესიზმრა??
-ლაზი.. არა, შეუძლებელია.. შეუძლებელია, სიზმარი ვერ იქნება.. ამდენი რამ.. ის ხომ..
სოციალურ ქსელს ვეცი, მეგობრებში მსგავსი არავინ მყავდა.. უშედეგოდ ვცდილობდი მის მოძებნას საათების განმავლობაში.. ბოლოს დავნებდი.. ნინოს დავურეკე..
-სულ გაგიჟდი შენ, რა მთავარანგელოზი, ვინ ბალთაზარი? ხომ გეუბნებოდი, წამოდი ჩემთან ერთად ზღვაზეთქო, გადაღლილი ხარ და შვებულება გჭირდება, მეტი არაფერი! წავედი ახლა, სანაპიროზე ვარ უკვე დიდი ხანია და მეშინია არ დავიწვა, გკოცნი, ჭკუით..
-შეუძლებელია სიზმარი იყოს.. ის არსებობს და გამოჩნდება!-ვიმშვიდებდი თავს და ველოდი, დიდხანს, უსასრულოდ ველოდი მის დაბრუნებას..
ასე გავიდა დღეები, თვეები, მოვიდა ფერადი შემოდგომაც.. დავდიოდი ისევ სამსახურში, ვხვდებოდი მეგობრებს, ვიცნობი ახალ ადამიანებს, ვერთობოდი, ვმხიარულობდი, მაგრამ მხოლოდ მოჩვენებითად.. ვეძებდი, ყველა ადამიანში მას ვეძებდი.. ყოველ დღე ვამოწმებდი სოციალურ ქსელს, გული მიფართხალებდა, როცა მეგობრობის თხოვნა მხვდებოდა, თუმცა ის არ ჩანდა.. ისევ იმედგაცრუება.. ტკივილი.. ყოველ ღამე კოშმარები მტანჯავდა.. მესიზმრებოდა, რომ მოკლეს, წამართვეს, ხან მე ვიკლავდი თავს და ამით მისი ნახვის შანსსაც ვუღებდი ბოლოს.. წამოვხტებოდი ტირილით, შეშინებული, ერთიანად ვკანკალებდი და ვლოცულობდი, ღმერთს ვთხოვდი, არ გავემეტებინე სამუდამო ტანჯვისთვის და დაებრუნებინა.. ვცდილობდი, ბოლო დღეები გამეხსენებინა.. იქნებ მივმხვდარიყავი, რა მოხდა.. რა შემეშალა.. იქნებ ვაწყენინე რამე და ამიტომ გაქრა.. ვერაფრით შევძელი, პასუხის პოვნა.. გულის სიღრმეში მაინც მჯეროდა.. მჯეროდა, დამიბრუნდებოდა..
-იქნებ ახალ წელს მოხდეს სასწაული, ჰა ნინ? იქნებ მაგას ელოდება?-ვკითხე „აღმოჩენით“ გახარებულმა და ცხელი შოკოლადით სავსე ჭიქა მივაწოდე..
-ისევ მაგაზე ფიქრობ? ხომ ხედავ, უკვე პარანოიაში გადაგდის.. არ შეიძლება ასე, მგონი დროა ფსიქოლოგთან წაგიყვანო.. ან მოძღვართან..
-არ მჭირდება მე არავინ, მის გარდა! ჩემი ლაზი მინდა მხოლოდ!-თვალები ამიცრემლიანდა..
-კარგი, მაპატიე, უხეშად გამომივიდა-გულზე მიმიხუტა.-ისე მაინც ამდენი რამე როგორ ნახე? ან როგორ გიყვარს ადამიანი, რომელიც არც კი გინახავს?
-არაფერი დამსიზმრებია, ის არსებობს, მინახავს და ამიტომაც მიყვარს! რა არის გაუგებარი? ჩემი ახალი სამსახური, დედაშენის საღამო, ათასი დეტალი, წვრილმანი არ ვთქვი წინასწარ? ყველაფერი ახდა, ყველაფერი! მის გარდა..
-ხოო, ეგ მეც მეუცნაურება.. რამე უნდა მოვიფიქროთ.. -არ გინდა დაწერო?-უცებ წამოხტა-შენ ხომ წერა კარგად გამოგდის, თან ცოტა დაიცლები ემოციებისგან.. მოთხრობა დაწერე მასზე-მომაწოდა იდეა.
-კარგი აზრია, თან მე ვწერდი.. მასთან ერთად.. იქ
-მითუმეტეს, მოდი დღესვე დაიწყე..
-კარგი-ვუთხარი და ლეპტოპში ახალი ფაილი გავხსენი, სახელად „ბალთაზარი“..
***************
მოთხრობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.. დავბეჭდე კიდეც.. მილოცავდნენ, ფანტაზიას მიქებდნენ, მე კი გულში მწარედ მეცინებოდა.. რა შუაში იყო ჩემი ფანტაზია, ან ნიჭი.. ყველაფერი ხომ მართლა მოხდა.. მე მხოლოდ რეალობას აღვწერდი.. თუმცა, ვინ იცის? ვინ იცის იქნებ ისინი არიან მართლები? იქნებ, მართლაც დამესიზმრა.. არა, არა-აბეზარი ფიქრები მოვიშორე და კომენტარების კითხვა გავაგრძელე, დადებითი, სასიამოვნო მუხტი მოდიოდა თითოეული მკითხველისგან და ჩამკვდარ გულს მიხარებდა, ხალისს მმატებდა..
ასე მოვიდა ახალი წლის ღამეც.. სასწაულის მოლოდინში მთელი დღე ვცმუკავდი, წინ და უკან დავდიოდი, ვერ ვისვენებდი.. განსაკუთრებულად ველოდი.. წიგნს ხელიდან არ ვუშვებდი.. მინდოდა მოსვლისთანავე მეჩვენებინა, მეხარებინა.. საათის ისრები ნელა, ზლაზვნით, მაგრამ მაინც მიუახლოვდა 12-ს.. შამპანური გავხსენით, ფეირვერკებისა და მრავალჟამიერის ფონზე ერთმანეთს მივულოცეთ.. ვსვამდით, ვმხიარულობდით.. საჩუქრები გავცვალეთ.. ყველამ ძალიან გამახარა, მაგრამ.. ის მაინც არ ჩანდა.. მოვა-თავს ვიმშვიდებდი-აუცილებლად მოვა, სულ ასე იცის.. ალბათ, ახლა სადმე ახლოს ზის და ნამცხვარს ჭამს, თან ეცინება ჩემზე, უჰჰ ბოროტი, კი არ იცის რამდენ ხანს არ შევურიგდები!
გამთენიისას ზურგის ტკივილმა გამაღვიძა.. სავარძელში ჩამძინებოდა.. წიგნი იატაკზე ეგდო, ფეხებთან, ძილში გამივარდა ალბათ ხელიდან.. ის არ მოსულა..
-მართლა სიზმარი იყო-მწარედ ამოვიოხრე-ის არ არსებობს, შენი გამოგონილია..
ღვინის ბოთლს დავწვდი და პირდაპირ მოვიყუდე..
-ხვალიდან ვეცდები, დავივიწყო და ჩვეულ რიტმს დავუბრუნდე.. დღეს კი უნდა გამოვიგლოვო.. პირობას ვდებ, საკუთარ თავთანაც კი აღარ ვახსენებ მას! ვიცი, გამიჭირდება, მაგრამ სხვა გზაც არაა.. ნინო მართალია, შიზოფრენიამდე ნახევარი ნაბიჯიღა დამრჩა და მას არ გადავდგამ!!
იმ ღამით გათიშვამდე დავლიე.. სრულიად მარტომ.. ყურს არ ვუგდებდი შეშფოთებული დედაჩემის საყვედურებს, არც სტუმრები მაინტერესებდა.. ჩემ ოთახში ჩავიკეტე და უბრალოდ ვსვამდი.. დავიწყებამდე.. მეხუთე ბოთლიც რომ გამოვცალე, მივხვდი, აღარ შემეძლო, ბალიში ძლივს მოვძებნე და ჩავიბურტყუნე:
-დღეს კოშმარები, აღარ იქნება.. კარგად დამეძინება.. აღარც არავინ მახსოვს..
თითქმის ძილში წასულმა, ნათლად ვიგრძენი წელზე შემოხვეული ხელი და მისი თმის საოცარი სურნელი..
-ძილინებისა, ლაზი-ამოვილუღლუღე და ღრმა ძილს მივეცი თავი..
დილით მისი არსებობის ვერანაირი კვალი რომ ვერ ვიპოვე, ისევ დავმწუხრდი, თუმცა უმალ გავიხსენე საკუთარი გადაწყვეტილება და პრინციპებს ვუხმე..
-სიზმარი იყო, ერთი დიდი, ტკბილი სიზმარი.. მორჩა, ის არ არსებობს, შეიგნე!-ვუყვირე სარკეში საკუთარ თავს, მოვწესრიგდი და ჯერაც მოქეიფე ოჯახის წევრებს შევუერთდი..
I ნაწილის დასასრული.


ნაწილი II
თავი I
ასე გაიარა რამდენიმე დღემ.. ერთი შეხედვით, სიმშვიდეში, სიწყნარეში. შვებულება ავიღე, ქალაქის ხმაურს და ქაოსს გავერიდე, ტრადიციისამებრ, კახეთს მივაშურე... ნამდვილი ზამთარი, ახალი წელი იქ იყო.. მუხლებამდე თოვლით, ქუჩაში მორთული ცოცხალი ნაძვით, შეშის ღუმელით, სუფთა ჰაერით, ბებოს ხაჭაპურებით და სულ სხვა გემოს ჩურჩხელებითა და გოზინაყით... არანაირი ტელეფონი, სოციალური ქსელი და ტექნიკის თანამედროვე მიღწევები.. სულიერ სიმშვიდეს მაინც ვერ ვეღირსე.. საკუთარ თავთანაც კი აღარ ვახსენებდი მას.. ვცდილობდი, დამეჯერებინა, რომ ილუზია იყო, ფანტაზიის ნაყოფი და მასზე ოცნებასაც ვეღარ ვბედავდი..
იცით? შესაძლოა მოატყუოთ ოჯახის წევრები, მეგობრები, საუკეთესო მეგობრები, საკუთარი თავიც კი, მაგრამ ვერასოდეს შეძლებთ მოხუცი ბებიის მოტყუებას...
დილის 8 საათი იყო, კარგად ჩავიფუთნე, თბილ ჩექმებში ჩავყავი ფეხები და გარეთ გავედი.. გამალებით თოვდა.. უზარმაზარი ფანტელები ცვიოდა ციდან.. ულამაზესი სანახაობა იყო.. ჯადოსნური დილა იწყებოდა.. ცხელი ყავის ჭიქა მომაწოდა და გვერდით მომიჯდა, ეშმაკური, გამომცდელი და ამავე დროს, საოცრად თბილი და გამამხნევებელი ღიმილით..
-რა გაწუხებს, ბე? რატომ არ მიყვები?
-არაფერი, ბებო, ყველაფერი კარგადაა..
-მომიყევი, გათავისუფლდები..
მხარზე თავი ჩამოვადე, ჯერ ნელა, უხმოდ, ჩემთვის დავიწყე სლუკუნი.. მერე ნელნელა მოვუმატე ტემპს, ხმამაღლა, გულამოსკვნით ავტირდი, უფრო სწორი იქნება ვთქვა, ავბღავლდი.. რამდენიმე დღის, თვის ან იქნებ საუკუნის ტკივილი ერთიანად ამოვუშვი და საათობით ვერ გავჩერდი.. შედარებით დავმშვიდდი..
-აბა, უკეთესია?-მკითხა.
-ბევრად-გავუღიმე.
- რა მოხდა ასეთი, ბე? ვინ ჩაგაგდო ამ დღეში?
ძლივს დაწყნარებულმა ისევ დავაღე პირი..
-ის არ არსებოობს.. გაქრაა.. მიმატოვაა...-ძლივს არჩევდა ბებიაჩემი ჩემს სიტყვებს..
-ვინ, შვილო, ვინ?
მოულოდნელად ჩამოსულმა სტუმრებმა თავდაყირა დააყენეს ყველაფერი.. სასწრაფოდ შევედი სახლში და მაკიაჟით ვცადე არეული სახის დამალვა.. ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე და სტუმრებს დავხვდი.. სუფრა გავშალეთ, ვერაფრით დავაჯერე ბიძაჩემს, რომ დალევა არ მსურდა.. იძულებით დამალევინა რამდენიმე ჭიქა და.. ერთიანად იფეთქა მონატრებამ, სიყვარულის სადღეგრძელოზე ისევ გულამოსკვნით ვტიროდი..დამალული ალკოჰოლიც გამოვიღე და მთელი ღამე ვსვამდი.. გამთენიისას ფეხის ხმა გავიგე.. პერანგზე თბილი ხალათი მოეხვია და ნელი ნაბიჯებით მიახლოვდებოდა.. ჩემ გვერდით ჩაჯდა სავარძელში.. ღუმელს შეუკეთა, ბოთლი ხელიდან გამომტაცა და ხმაურით დადო მაგიდაზე.. მივხვდი, პასუხებს ელოდა ჩემგან..
-ყველაფერი ამ ზაფხულს დაიწყო.. დედა რომ შენთან იყო ჩამოსული.. ერთ დილასაც გავიღვიძე და-დიდხანს მისმენდა, ნელა ვყვებოდი, სიტყვებს ძლივს ვუყრიდი თავს, საათს შევხედე, უკვე კარგად გათენებულიყო.. არც ერთი კითხვა, უსიტყვოდ მისმენდა.. მეშინოდა, მისი რეაქციების მეშინოდა.. ერთადერთ იმედადღა დამრჩენოდა, გიჟად არ ჩამთვლიდა მეგონა, თვალებში ჩავაცქერდი.. იმედის ნაპერწკალი გაღვივდა ჩემში.. არც ვეცოდებოდი, არც ბრაზდებოდა.. ჩემი სჯეროდა.. მართლა სჯეროდა..
-აქ რას მიზიხარ მერე?-დამიტია უცებ..
-აბა სად უნდა ვიყო?-დავიბენი
-ადექი, მოემზადე და წადი, დაბრუნდი თბილისში, ეძებე, სიცოცხლის ბოლო წამამდე ეძებე, თუ ის შენი მეორე ნახევარია, აუცილებლად იპოვი-ტკბილად გამიღიმა..
-მიყვარხარ, ბე-შუბლზე ვაკოცე და გახარებული წამოვხტი.. ბარგს ვალაგებდი და თან ვფიქრობდი, დარდის სასმელში ჩაკვლამ კვლავ არ გაამართლა.. უნდა დავბრუნდე.. თბილისში უნდა დავბრუნდე.. გადაწყვეტილი მქონდა, ისევ მომეძებნა.. ასეთი რამე არ დამესიზმრებოდა.. შეუძლებელია.. ის არსებობს. მე ვიცი, მე ვგრძნობ, მე მიყვარს, მე მას ვიპოვი!!-ვფიქრობდი და ვეძებდი, დაუღალავად ვეძებდი..
ასე მოვიდა 6 იანვარი, ჩემი შვებულებაც სრულდებოდა..
-შობის ღამეა, დღეს სასწაულები ხდება..ღმერთი არ გამწირავს-მწამდა.
მოულოდნელად გადავწყვიტე სახლიდან გასვლა.. ჩავიცვი, სახლიდან შეუმჩნევლად გავიპარე.. მციოდა, ხელები და ფეხები ნელნელა მეყინებოდა.. სიარული მიჭირდა, მაგრამ არ ვჩერდებოდი, არ ვიცოდი, სად მივდიოდი, მექანიკურად ვმოძრაობდი..
-ღმერთო, აღარ შემიძლია, დამეხმარე-ამოვიკნავლე და ძირს დავეცი.. მუხლებიც მომეყინა..მოძრაობა აღარ შემეძლო.. ვითიშებოდი.. მოულოდნელად რაღაცამ თვალი მომჭრა.. თავი გაჭირვებით წამოვწიე და გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.. ჩემ პირდაპირ მოკიაფე მწვანე ვარსკვლავს ვხედავდი, ჩვენს ვარსკვლავს.. თითქოს თავისკენ მიზიდავდა, გზას მაჩვენებდა.. წამოვდექი სწრაფად და მივყევი..
-ის არსებობს, ჩემი ლაზი, არსებობს-ვიმეორებდი გაუჩერებლად..
ვარსკვლავი თითქოს მოძრაობდა.. რაც უფრო ვუახლოვდებოდი, უფრო მშორდებოდა.. დამქანცველი, ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, უეცრად გაჩერდა.. ახლაღა მოვათვალიერე გარემო.. თითქოს უცნობი, ამავ დროს ნაცნობიც.. ვერაფრით გავიხსენე.. სანამ ამ წვალებაში ვიყავი, ჩემ წინ ნათლის სხივი გამოჩნდა.. ნელნელა გაიზარდა, უფრო და უფრო მიახლოვდებოდა, ბოლოს მეც მასში გამხვია.. თვალი მომჭრა, დავხუჭე.. მალევე შეეჩვია ნათელს და ძლივს, გაჭირვებით გავახილე..
–ლაზი–დავიჩურჩულე და გონება დავკარგე..
გონს მოსული დიდხანს ვცდილობდი რამის გახსენებას.. ვერაფრით ვხვდებოდი, რა მოხდა.. გონებამ დიდი ხნის მცდელობის შემდეგ გადახარშა მომხდარი და წამოვხტი.. გარემო ხელახლა მოვათვალიერე და მივხვდი, იქ ვიყავი... სწორედ იქ, სადაც მის ძმებს შევხვდი..
-ო, ღმერთო-აღმომხდა.
-ლაზიიი, ლაზიი, სად ხააარ?-დიდხანს ვყვიროდი.. პასუხს არავინ მცემდა.. შუაგულ ტყეში მარტო ვიყავი, ხელფეხი რომ მომეყინა, სიცივემ გონს მომიყვანა და წამოდგომას შევეცადე.. ხელის გულები ერთმანეთზე გავუსვი და ვცადე, ოდნავ მაინც მეგრძნო რამე.. უშედეგოდ.. თუმცა ამ მცდელობაში საკუთარ ხელზე რაღაცას მოვკარი თვალი.. დიდხანს არ მჯეროდა, მივშტერებოდი და გააზრებას ვცდილობდი.. არა, ნამდვილად ისაა, აქამდე არ მეკეთა! ახლა? გულწასული რომ ვიყავი, მაშინ რა მოხდა? აი თურმე რატომ ვერ ვიხსენებ ვერაფერს, დროც საკმაოდაა გასული, რაღაც მოხდა..
-ღმერთო, ლაზი-ვუყურებდი ბეჭედს და სიხარულისგან დავფრინავდი.. გრძელი გზა სულაც აღარ აღმოჩნდა დამღლელი, სირბილით მივედი სახლში, ჩემ ოთახში შევვარდი და სარკეში ჩავიხედე.. აქაა, ადგილზეა, ბედისწერის გრეხილი ყელზე და ლომისთავიანი ბეჭედი მარჯვენა ხელის არათითზე-ნიშნობის ბეჭედი და საჩუქარი..
-ჩემი ლაზი, ჩემი ანგელოზი-სიხარულისგან ხტუნვა დავიწყე.. ფანჯარას მივუახლოვდი, შობის ღამე დგებოდა, მაცხოვარი იბადებოდა, უფალი ევლინებოდა ამ ქვეყანას, ჩვენ გულებში იბადებოდა, ყველა ოჯახის ფანჯარაში სანთელი ენთო, საოცარი სანახაობა იყო, ფანჯარა გამოვაღე, სანთელი ავანთე, მწვანე ვარსკვლავს გავუსწორე თვალი და დაველოდე, დაველოდე, ღვთისმშობლის შემობრძანებას..
ბალთაზარი:
გავიღვიძე. თვალისმომჭრელი სითეთრე. თუკი ოდესმე საშინელი კოშმარი დაგსიზმრებიათ კარგად მიხვდებით ჩემს ემოციებს. კოშმარული ელდა მეჯდა თვალებში. რაღაც ენით აუწერელი საშინელებისგან ციებიანივით ვცახცახებდი და მთელი ძალით ვბღაოდი.
-დეეეეე დააააააა...-ექოც კი არ ისმოდა ირგვლივ.
ისტერიკას ნელნელა შეშლილი სიბრაზე ცვლიდა. ირგვლივ ვეღარაფერს ვხედავდი ამ დაწყევლილი სითეთრის გარდა. ნელ-ნელა ვმშვიდდებოდი. ბავშვური გაოცება მიპყრობდა, რომ არავინ არ მცემდა ხმას.
- სად ვარ? - ვკითხე ჩემს თავს. დაბლა დავიხედე და თეთრი ღრუბლების ქულაზე ვიჯექი.
- კიდევ კარგი ეს სითეთრე საგიჟეთის კედლები რომ არაა. ღრუბლებზე ვზივარ. ესე იგი ჯოჯოხეთში არ ვარ. არც დედამიწაზე. მოიცა. დედამიწა... იქ რაღაც დამრჩა... ამაზე მოგვიანებით. საშინლად მტკივა თავი და ჯერ უნდა გავიგო სად ვარ. უცაბედმა ინსტინქტმა დამახედა საკუთარ სხეულზე და შევძრწუნდი. პატარა ბიჭის ტანი და ფეხები მქონდა, ფეხებზე სანდლები მემოსა, ტანზე თეთრი, დედიკოს მოქსოვილი კვართი და...
- ჩემი თითები... ო, ღმერთო, მე რა, დავპატარავდი?! თმებზე ხელი წავივლე და კულულები რომ მომხვდა ხელში, მაშინვე მივხვდი რაც ხდებოდა. მაშ ჩემი პირვანდელი სახე დავიბრუნე?! ფრთებიც ავათამაშე და ჩავიკისკისე. რა მაგარია. მე ისევ მთავარანგელოზი ვარ.
ახლაღა შევამჩნიე დიდი ბამბისქულა, მოვარდისფრო ღრუბელი. უცნაურია, შემიძლია დავიფიცო, ის აქ არ იყო. ზემოდან ვიღაცის ძალზედ ნაცნობ და ცნობისმოყვარე მზერას ვგრძნობდი. ღრუბელი ჩემთან ეშვებოდა და ძალიან მალე ჩემმა თვალებმა მისი ხორბლისფერი სახე და თაფლისფერი თვალები აირეკლა. ის მიყურებდა და იღიმოდა, როგორც სჩვეოდა ძველად, მაგრამ სულაც არ იყო პატარა. მიყურებდა და დაჰიპნოზებულმა სხეულმა, უნებურად ამოთქვა მისი სახელი:
- ლილით?!
***************
სასწაულების ყოველთვის მჯეროდა, ახლა კი განსაკუთრებით.. ლაზი თავად იყო უზარმაზარი სასწაული ჩემ ცხოვრებაში.. ჩემზე შეყვარებული მთავარანგელოზი.. თავად განსაჯეთ.. დღეს კი, დღეს ათმაგად მჯეროდა მისი არსებობის, რაოდენ უსაზღვროც არ უნდა ყოფილიყო ჩემი ფანტაზია, ამას მეც კი ვერ მოვიფიქრებდი.. ყველაფერი ელიაზარის მაიმუნობის ბრალი იქნება, ოხ ეს ტყუპები გადამრევენ პირდაპირ, სულ თამაშის ხასიათზე როგორ არიან? როგორ შეიძლება ადამიანის გრძნობებზე ასე თამაში? კინაღამ მოვკვდი დარდისგან-ასე ვიმშვიდებდი თავს, თუმცა თავადაც კარგად ვხვდებოდი, რომ საქმე ბევრად უფრო სერიოზულად იყო, ვიდრე ეს სალაზარის ან ელიაზარის ბავშვური გართობა შეიძლებოდა ყოფილიყო.. ერთი რამ ზუსტად ვიცოდი, მე დავრწმუნდი, რომ ლაზი არსებობდა, რაღაც მოხდა, რაღაც შეიცვალა, ეს ალბათ მორიგი გამოცდაა, რასაც ჩვენს სიყვარულს უწყობენ ისინი.. თუმცა მწამს, ამასაც წარმატებით ჩავაბარებთ და კვლავ ერთად ვიქნებით.. მანამდე კი, მასთან მისასვლელი გზები უნდა ვეძებო.. საიდან დავიწყო..
გამთენიისას თავის, კისრის და ყველა ძვლის ტკივილმა ერთდროულად გამაღვიძა.. საათი დილის ექვსს უჩვენებდა, ირგვლივ მიმოვიხედე, ოთახი ყავისა და ჩაის ჭიქებით იყო სავსე, სავარძელში ოთხად მოკეცილი ვიჯექი, ოდნავ წამოვიწიე და რაღაცის დანარცხების ხმაც გავიგე, ჩემს ლეპტოპს სული გავაფრთხობინე..
-ჯანდაბა-წამოვჯექი და შევეცადე, მივწვდომოდი.. ერთ-ერთი ჭიქიდან ბოლო დარჩენილი ყლუპი მოვსვი და თავი გავიქნიე, ვერაფრით გამოვფხიზლდი.. ვცდილობდი, გამეხსენებინა, რას ვაკეთებდი წინა ღამეს.. სააბაზანოში გავედი, მოვწესრიგდი, ახალი ყავა გავიკეთე, გამათბობელთან მივცუცქდი და ლეპტოპი ჩავრთე.. მოთხრობას ვკითხულობდი თურმე, მეუცნაურა..
–ალბათ ასე მის კვალს ვეძებდი, ნეტა რამეს თუ მივაკვლიე-გავიფიქრე-ფრეია, ბოლოს ფრეიაზე ვკითხულობდი.. რა თქმა უნდა-გიჟივით წამოვხტი-აქამდე როგორ ვერ მივხვდი, მისი ლიგის წევრები, ისინი დამეხმარებიან..
ელვის სისწრაფით გადავიცვი ხელში პირველივე მოხვედრილი ტანსაცმელი და სახლიდან გავვარდი, ბასტიანი უნდა მომეძებნა! ის მაპოვნინებდა მასთან მისასვლელ გზას!!
***************
დიდხანს უყურებდა გაოგნებული ნინო ჩემს სამკაულებს.. თავისი ხელით გამიკეთებდა ყელსაბამს.. რამდენიმე წუთში მომხსნიდა და ისევ საოცარი მონდომებითა და გულმოდგინებით ათვალიერებდა..
-მდაა, ასეთი არაფერი მინახავს გეფიცები-ამოილუღლუღა.
-ვერც ნახავდი, ხომ გითხარი მისი საჩუქარიამეთქი-ბეჭედი გამოვართვი და თითზე მოვირგე.. ნაზად, სიყვარულით გადავუსვი ხელი.. თითქოს მას მივეფერე.. წამიერად მომეჩვენა, არა, სულაც არ მომჩვენებია, შემიძლია დავიფიცო, რომ ლომის თავი.. ის გაინძრა..
-ღმერთო-აღმომხდა..
-რა მოხდა?-დაშინებული იყო უკვე ნინო.
-აა არაფერი, მგონი მოლანდებები დამეწყო უკვე..
-არც მიკვირს-ჩაეღიმა-მაინც?
-მომეჩვენა, რომ ლომი გაინძრა.. ბეჭედზე.
-ეს უკვე შენთვისაც კი ნამეტანია, შეუძლებელია, გადაიღალე და გეჩვენება რაღაცები-დამამშვიდა.
-ხო, ალბათ მართალი ხარ-დავეთანხმე და ვეცადე ამაზე აღარ მეფიქრა..
ვერაფრით მოვახერხე დაძინება.. ვწრიალებდი საწოლში.. ფიქრებს ვერ ვიცილებდი..
-შეუძლებელია მომჩვენებოდა-ჩავიბუტბუტე და გვერდი ვიცვალე ისევ.. უეცრად ჩემს ზურგს უკან რაღაც განათდა.. მოხედვის მეშინოდა.. ნათელმა იმატა, თვალს მჭრიდა, ვეღარაფერს ვხედავდი.. გადმოვბრუნდი და.. ლომის თვალები, ისინი ანათებდნენ.. სხივს თვალი გავაყოლე და მივხვდი, გზას მიჩვენებდა.. ავდექი, ჩავიცვი და ფეხაკრეფით გამოვიპარე საძინებლიდან. ის იყო, კარის სახელურიც ჩუმად უნდა გამეღო და გავპარულიყავი, რომ შემოსასვლელში შუქი აინთო.. ზურგი ამიწვა დედაჩემის მკაცრმა მზერამ, ნათლად დავინახე მისი სიბრაზისგან აალებული თვალები.. მოვტრიალდი, სახეში შეხედვასაც ვერც ვბედავდი..
-დიდხანს გელოდო?-გაისმა მისი ხმა, ყინულივით ცივი.. შემაჟრჟოლა..
-ვერ აგიხსნი ვერაფერს, დე.. უბრალოდ უნდა დამიჯერო, გთხოვ-მუდარით მივმართე
-ეს რა არის?-ახლაღა შეამჩნია განათებული ბეჭედი ჩემ თითზე.. ლომის თავი ტრიალებდა, გზის მიმართულებას მანიშნებდა..
-ეს ჩემი ნიშნობის ბეჭედია-მთლად გადავრიე.
-რა ნიშნობის? სულ გაგიჟდი შენ? ახლავე ამიხსენი რა ხდება?!
-დედა, გთხოვ, ისე, როგორც არასდროს მითხოვია, უნდა მენდო. მალე დავბრუნდები და ყველაფერს აგიხსნი, როგორც კი გავარკვევ-ვეხვეწებოდი უიმედოდ..
ჩაფიქრებული იდგა შუა ოთახში, თხელი პერანგით.. სახეზე ხელს ნერვიულად ისვამდა, ფიქრობდა.. მოულოდნელად აწია თავი მაღლა, ამაყი მზერა გამისწორა და მითხრა:
-წადი, გენდობი!
ენა ჩამივარდა.. სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა მექნა, მასთან მივირბინე, ჩავეხუტე, ორივე ლოყა მაგრად დავუკოცნე და სახლიდან სწრაფად გავიქეცი..
არავინ იცის რად დაუჯდა დედაჩემს ასეთი გადაწყვეტილების მიღება.. მე კი რატომღაც კარგად ვხედავდი, ჰო ვხედავდი, რა ხდებოდა მის გონებაში, გულში, სულში.. ვხედავდი, ვგრძნობდი და ეს ცოტა მაშინებდა კიდეც.. მე დავინახე, როგორ გაიხსენა მან წინა ღამით მომხდარი.. ბორგავდა, საწოლში ტრიალებდა.. თურმე მამა ესიზმრა.. ეუბნებოდა, დიდი ამბები გელისო, ამხნევებდა, ამშვიდებდა, დედა ტიროდა, დამხარებას სთხოვდა.. მამამ დაუყვავა, გულზე მიიხუტა, დააწყნარა და დახმარებაც აღუთქვა.. მხოლოდ სთხოვა, ღმერთს მინდობოდა და გულის კარნახით მიეღო გადაწყვეტილება.. მერე ის გაქრა.. დამშვიდებულმა დედაჩემმა კი მშვიდად გააგრძელა ძილი..
-რატომ ვხედავ ამ ყველაფერს მე? რანაირად?-შევშფოთდი-მაგრამ ახლა ამის გარკვევის დრო არაა, მთავარია ლაზი ვიპოვო.
ბეჭედს დავხედე, ლომმა მიმართულება შეიცვალა, დასავლეთისკენ მიმანიშნებდა.. გამიჭირდა ასეთ დროს ტაქსის მოძებნა.. როგორც იქნა გავაჩერე, მძღოლი მხიარული კაცი აღმოჩნდა, მთელი გზა ანეკდოტების მოყოლაში გავატარეთ და ასე მივუახლოვდით ქუთაისს, დიახ ქუთაისისკენ წამიყვანა ბეჭედმა და ინტუიციამაც.. რამდენიმე საათში უკვე გელათის შესასვლელთან ვიდექი და მონუსხული ვუყურებდი ამ საოცარ სანახაობას.. გამთენიისაას კიდევ უფრო ლამაზი იყო ტაძარი.. რამდენ საიდუმლოს მალავს, რამდენ მოგონებას ინახავს, ვინ იცის?! ამბობენ, თამარის საფლავი სწორედ აქ არისო, ამბობენ, დავით აღმაშენებელს თავად მიუღია მონაწილეობა მის მშენებლობაში, ორი უზარმაზარი ქვა მდინარის ხეობიდან ტაძრამდე მარტოს ამოუტანია-ო, ალბათ ამიტომაც ეტყობა ღვთის ხელი, არის მასში რაღაც-ღვთაებრივი და არაამქვეყნიური.. ღრმად ჩავისუნთქე, ნელა ნაბიჯებით დავიძარი და ტაძრის შესასვლელ კარს მივუახლოვდი, კრძალვით და რიდით, კარი თავად გაიღო, ძალა მოვიკრიბე და შევედი..
ტაძარი ცარიელი იყო.. თითოეული ჩემი ნაბიჯის ხმა ექოდ ედებოდა კედლებს და შემაძრწუნებელ ხმებს გამოსცემდა.. საკურთხევლის წინ დაბრძანებულ ხატს მივუახლოვდი, პირჯვარი გადავისახე და ვემთხვიე.. თვალები დავხუჭე, გამახსენდა, იქ, სამოთხეში, როგორ ვიყავით ერთად, ცრემლებმა თავისით მონახეს გზა, რამდენიმე წამში უკვე ღაპაღუპით მცვიოდა ისინი და მწარედ ვტიროდი.. უეცრად ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი, სწრაფად მოვიხედე და მოხუცი კაცი შევნიშნე, უჩუმრად დადიოდა სასანთლეებს შორის და მათ წმენდდა. ძველი სამოსი ეცვა, დახეული, წელში მოხრილი იყო, დიდი თმითა და წვერით, სახე თითქმის არ უჩანდა.. ცოტა შემაშინებელიც კი იყო, მაგრამ მაინც მივუახლოვდი, არ შემიმიჩნია..
-უკაცრავად..-დავიწყე
-ღმერთო, დიდებულო-აღმოხდა გაოცებულს, ასანთის ღერს გაჰკრა, რამდენიმე სანთელი აანთო და მათ შუქზე კარგად დამაკვირდა..
-შეუძლებელია, შეუძლებელი, ამდენი ხნის შემდეგ.. უკვე იმედიც აღარ მქონდა-წინ და უკან დარბოდა გახარებული და რაღაცებს ბუტბუტებდა..
უცბად მივხვდი, ის მისი ლიგის წევრი იქნებოდა..
-ბასტიან-დავუძახე.
-გისმენთ, ქალბატონო-ჩემ წინ აესვეტა.
-უნდა მოვძებნოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უნდა მოვძებნოთ, მე მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ, შენი დახმარების გარეშე კი ვერაფერს შევძლებ, ჩემი სიცოცხლე შენ ხელშია, გთხოვ..
-მოვძებნით-დამაიმედა-აქეთ წამომყევით-აღმოსავლეთ კარისკენ წამიყვანა, კედელზე ხელი დაადო, რამდენიმე ადგილას, თან ისევ ბუტბუტებდა რაღაცას, მოულოდნელად ჩვენ წინ კარი გამოჩნდა, გავოგნდი..
-აქეთ მობრძანდით, ქალბატონო, დროა ლიგის სხვა წევრებიც გაგაცნოთ. ბასტიანს შევყევი და მოულოდნელობისგან ხმამაღლა ვიკივლე, ჩემ გვერდით წელში მოხრილი მოხუცის ნაცვლად, ახალგაზრდა, მაღალი სიმპატიური მამაკაცი იდგა, ეშმაკურად მიღიმოდა..
-ეფექტი დიდი იყო, არა?-სულაც აღარ ჩიფჩიფებდა..
-ნამდვილად-მექანიკურად დავუქნიე თავი..
ოთახში მრგვალი მაგიდა იდგა, მის გარშემო კი რამდენიმე ადამიანი იჯდა, კამათობდნენ, ჩხუბობდნენ, ხმამაღლა საუბრობდნენ, გაცხარებით განიხილავდნენ რაღაცას, სანამ ერთ-ერთმა მათგანმა არ შემამჩნია..
-ღმერთო, ეს.. ეს-დაიწყო ლუღლუღი
-ჰო, სწორედ ისაა, თავიდან მეც არ ვუჯერებდი თვალებს, ეს ნამდვილად ბალთაზარის რჩეულია, მან ჩვენ მოგვაგნო, რაც იმას ნიშნავს, რომ შანსები ჯერ კიდევ გვაქვს-უპასუხა ბასტიანმა.
-აი, აქ დაჯექი-მიმითითა სკამისკენ-ეს მისი ადგილია.
დავჯექი თუ არა მაშინვე ამიწვა ცხვირი მისმა სურნელმა, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე მისი სუნი.. მალევე გამოვერკვიე, მზერა გავუსწორე მათ და ვუთხარი:
-საიდან დავიწყოთ?
ბალთაზარი:
-ლილით?!
არაფრით შეცვლილიყო. ისევ ის ხორბლისფერი სახე, ცეცხლისფერი თვალები, ცეცხლოვანი თმები და კადნიერი ღიმილი.
-მაშ ეს შენ?! - სახე მექანიკურად იცვლიდა მიმიკას და მის თვალწინ გაჩნდა სიკვდილისა და ქაოსის ულმობელი მეუფე-ბალთაზარი. მოლურჯო-ცისფერი აურა სახეში ეფრქვეოდა ღრუბელზე მორთხმით მჯდარ ჩემს აღზრდილს. იმ წუთას მეგონა ჩემს ფერხთით დაეცემოდა და პატიებას მთხოვდა მომხდარის გამო, მაგრამ არა და არა, ის უდრეკი, ფერუცვლელი იჯდა და თავისი ცეცხლოვანი თვალებით შემომყურებდა ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. მრისხანებამ პიკს მიაღწია.
- მაშ ასე ხომ?! თავხედობასაც მიბედავ, მაშინ როცა დამნაშავე ხარ არა?! მამის მზეს ვფიცავ, ახლავე საკადრისად დაგსჯი. - თითებმა მოძრაობა დაიწყო და მთელ არემარეს მისწვდა შელოცვის დიდი დასასრული, სამართლიანობის მათრახი. მთელი აურა ერთ დიდ, ლურჯ, მოქნილ ღვედად იქცა და ჩემს ხელში მოთავსდა. სამართლიანობის მათრახი უძველესი შელოცვაა, რომლითაც ურჩ დემონებს ამათრახებენ. თუ დემონმა რაიმე დააშავა, მათრახს მანამ ურტყავენ, სანამ არ აღიარებს დანაშაულს და პატიებას არ ითხოვს. ერთი მსგავსი დარტყმა ათი ათას ადამიანურ დარტყმას უდრის, ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ ის დემონს ძალას ართმევს და წინააღმდეგობას საერთოდ ვერ გიწევს, შელოცვა საკმაოდ ძლიერია, თუმცა, თუ მას არაფერი დაუშავებია, მათრახი ქრება, ამიტომ ჰქვია მას სამართლიანობის. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მათრახი მოვიქნიე და ის.. ის.. გაქრა.
-კი მაგრამ, ეს ხომ შეუძლებელია, შენ მომიყვანე აქ, ყველაფერი, ჩემი დროებითი ამნეზია, აქ მოყვანა, ყველაფერი ხომ შენი მოწყობილია...
გაოგნებული ვიყავი. ის კი ერთხანს იცინოდა, მთელი ხმით კისკისებდა, მერე სიცილი შეწყვიტა, თვალებში ჩამხედა და ირონიით აღსავსემ მითხრა:
-აბა, „ძამიკო“, მზად ხარ, მომისმინო?!
- დაიწყე და გირჩევნია, არაფერი გამოტოვო იცოდე.
ერთი ეშმაკურად ჩაიცინა და დაიწყო:
- შენც იცი, „ძამიკო“, ჩვენ, გვეკრძალება მოკვდავებზე ზეგავლენის მოხდენა რაიმე ფორმით, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სიყვარულს და ოჯახს ეხება. შენ კი შენი ძალა გამოიყენე, დედამისს შენი ნამდვილი სახე უჩვენე, რათა შენი ერწმუნა და მისგან კურთხევა მიგეღო. შენ დაარღვიე წესი, რომლის დარღვევაც არავისთვის არ შეიძლება, ამიტომ, რაკი სასჯელს იმსახურებდი და ჩემი გრძნობები აბუჩად აიგდე, მე, როგორც უფლებამოსილმა მხარემ, მამას ვთხოვე ჩემთვის მოენდო შენი დასჯა. ჰოდა გადავწყვიტე, რომ ჩემთან ერთად იცხოვრებ სამი წელი აქ, ზეცაში. თუ ამ დროის განავლობაში შენი საცოლე ვერ მოგძებნის, ჩემი მეუღლე გახდები და გაბუ, აზი და სელლი იზრუნებენ იმაზე, რომ იმ სამყაროში შენი კვალიც კი აღარ დარჩეს. ჩემის მხრივ, გპირდები, რომ ამ სამი წლის განმავლობაში შენს უმანკოებას, რანგს და ძალას არ დავამცრობ, თუ არ შეურაცხმყოფ და ჩემგან არ გაიქცევი. კარგად დაფიქრდი, ჩემო „ძამიკო“, შეთავაზება სამართლიანია და მეტად ჰუმანური, შეიძლებოდა მამა ბევრად მკაცრი ყოფილიყო, სამ დღეს გაძლევ მოსავიქრებლად. მესამე ალიონზე მოვალ შენი პასუხის მოსასმენად.
მრისხანებისგან ავალდი. ეს თავხედი არსება ისევ ბედავდა (უკვე მერამდენედ) ჩემი შეცდომის სათავისოდ გამოყენებას.. მაგრამ მამა... განა რა სასჯელი მეკუთვნოდა ამისთანა, რომ მისი შეთავაზება ბევრად სამართლიანი და ჰუმანური იყო?! ლილითი ისე გამშორდა, არც კი გამიგია.
- საღამო მშვიდობისა, ბულთუ - თვალებს ვერ დავუჯერე, როცა მივიხედე და ჩემკენ მომავალი აზრაილის სევდიანი სახე გავარჩიე.
-აზი?! აქ რა გინდა ძამიკო, შენ ხომ ლუცისთან უნდა იყო ახლა...
- ნუ ღელავ, ის არსად წავა, შემპირდა. ოჰ, ბულთუ, ყოველთვის ონავარი იყავი, ონავარი და ამავდროულად, ჭკვიანი, არასდროს მსგავს საფრთხეში თავი არ ჩაგიგდია და ახლა რა დაგემართა, იმ გოგოს რომ არ უყვარდე და არც კი ეცადოს შენს მოძებნას რა უნდა ქნა? მამას.. შენი დაქვეითება სურდა მომხდარის გამო.. სულ ლილითის ბრალია... ლუცი სიცილით მოკვდა. ოხ ძმაო, ძმაო! დათანხმდი ლილითს, ძალას თუ დაკარგავ, ლუცის ვინ მიხედავს?! სულ გასულელდება და სამარეს თავისი ხელით გაითხრის. ეს არ უნდა დავუშვათ ლაზი, მის სიკერპეს და ბავშვობას მთელი სამყარო არ უნდა შეეწიროს! დათანხმდი ლილითს და ილოცე, რომ მას არ დაავიწყდე ძმაო, ილოცე... დედის კალთა გფარავდეს!
- მოიცა ძმაო, ამიხსენი, ვინ გოგოს, ლილითმა გონება დამიბინდა, დამანახე მისი სახე, რაიმე მაინც რომ გავიხსენო, გთხოოვ!
ვიგრძენი რაღაც სურნელოვანი როგორ მომხვდა სახეში. თვალები დავხუჭე და მოგონებებში გადავეშვი...
2016 წლის შემოდგომა
აგერ უკვე რამდენიმე საათია გაჩერებაზე ბოლთას ვცემ, მას ველოდები. ტელეფონზე სმს მომდის. ისაა..
-15 წუთში მანდ ვიქნები, მაპატიე, დამაგვიანდა, გკოცნი..
იმ წუთას თითქოს გავიხსენე, ვიცოდი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო, მაგრამ სახის აღდგენა არ შემეძლო, ვერაფრით ვიხსენებდი.. უეცრად სასიამოვნო არომატი ვიგრძენი, მთელი სხეულით დავეწაფე ამ არომატს, მეცნო, ჩამითრია, დამათრო, და..
-ის მწვანე რა არის, ლაზიი?!
- ჩვენი ვარსკვლავია, სულო - ვუღიმი, ღაბუა მთვარე თავზე დაგვყურებს, მიხუტებული მყავს, თმაზე ვეფერები, მმმ, ეს მათრობელა სურნელი მისი თმის სურნელია, სახეზე მისი ხელი მეხება და..
- ლაზი, ხომ არასდროს მიმატოვებ?
-არასდროს, სულო,
-შემპირდი რომ ერთად მოვკვდებით.
მანქანა ჩერდება. გოგონა გადმოდის და ხელს მიქნევს.. ქარვისფერი სახე.. რძისფერი კბილები, თხელი ტუჩები და თაფლის თვალები.
-სულოო - მეხნაკრავივით დავემხე და ცრემლებმა თავისით იპოვეს გზა ლოყებისკენ. ბავშვივით გულამომჯდარი ვქვითინებდი.
გულთამხილავი აზრაილის სახეზე ობოლმა ცრემლებმა გაიელვა, ეთეროვან აბჯარში ჩაინთქა და გაქრა. აზი მომიახლოვდა, მხარზე ხელი დამადო, თვალებში ჩამხედა..
- ილოცე, ძმაო! ილოცე და გწამდეს, ის გიპოვის! და განქარდა..
განადგურებული, ობოლი ბავშვივით ჩამოვჯექი რბილ ღრუბელზე და სინანულს გზა მივეცი.. იღრუბლებოდა...



თავი II
ბალთაზარი:
დღეები ნელა გადიოდა. არც ბორკილი მედო, არც ციხეში ვიჯექი, არც დაცვა იყო სადმე და არც მზღუდავდა ვინმე, მაგრამ მე ვიცოდი, ისე როგორც არასდროს, მე ტყვე ვიყავი. ბევრჯერ ვყოფილვარ რთულ სიტუაციაში, მაგრამ გამოსავალი ყველგან იყო, ყველგან და ყოველთვის. აქ კი, თითქოს მონობა მიბრძანეს, ისე დავმუნჯდი მწუხარებისაგან. პრინციპში, რომ დავფიქრდეთ, რა მნიშვნელობა აქვს ხარისხს, უსიტყვო მორჩილება უკვე ხომ მონობაა. ჩემი ანგელოზი არსად ჩანდა. არ დავმალავ, იმის ილუზია არც მქონია, რომ სამ დღეში მოვიდოდა და წამიყვანდა, ამიტომ გადავწყვიტე მამასთან წავსულიყავი.
- მე მისი შვილი ვარ. მან შემქმნა და დაე მანვე განმსაჯოს. ლილითთან ყოფნას მიჯობს ჯოჯოხეთში ჩამაგდონ სამუდამოდ. ეგ უფრო ადვილი გადასატანი იქნება ჩემთვის, რადგან მასთან ცხოვრებასთან შედარებით ჯოჯოხეთი სამოთხეა, ნამდვილი სამოთხე.
ამ ფიქრებით შევედი ზეციურ დარბაზში, მამა, როგორც სჩვეოდა გადაჰყურებდა მთელ სამყაროს მორთხმით მჯდარი.
- გამარჯობა, მამა, შეიძლება?!
- თუკი მოხვედი, ესე იგი შეგიძლია კიდეც, შვილო, შემოდი - გამიღიმა მოწყალედ. - როდის აქეთ სჭირდება ჩემს საყვარელ პირმშოს ჩემთან მოსასვლელად ნებართვა?!
- მომიტევე, მამა. ლილითმა მითხრა რომ აღარ მწყალობ.
არასდროს დამავიწყდება მისი მოწყალე და კეთილი ღიმილი..
- ოჰ, ბალთაზარ. მითხარი, განა ლომი გველების ხაროსთვის გაიმეტებს საკუთარ ნაშიერს ოდისმე?! მითხარი საუკუნე, როცა შენს გვერდით არ ვიდექი, მითხარი ქარიშხალი, რომლისგანაც არ გიხსენი, სიცხე, რომლისგანაც არ დაგიფარე, გვალვა, სადაც წვიმა არ გიბოძე, განა შენ, ჩემს შვილს, ჩემს შემდეგ რანგით უმაღლესს, მრავლისმცოდნეს, შორსმჭვრეტელსა და კაცთმოყვარეს გეკადრება ჩემს კეთილშობილებაში ეჭვის შეტანა?! შვილო, ლილითი ისეთივე შვილია ჩემი, როგორც შენ, მე მას ვერ მოვუსპობ არჩევანს, მე შენთან ვარ, მაგრამ მე მამამისიც ვარ. ის სუსტია, დაუცველი, მისი ძალა მისთვისვეა საშიში, შვილო. მითხარი, რას ითხოვ ჩემგან, განა შეიძლება მამამ შვილები გამოარჩიოს?! შენ დაივიწყებ იმ მოკვდავს, თუ ის ვერ გაგიხსენებს. დრო სამი წელი მომიცია მისთვის. თუ ის ვერ გიპოვის, შენ ლილითთან ერთად დაბრუნდები დედამიწაზე, როგორც მისი მეუღლე და იზრუნებ მის ბედნიერებაზე. თუ შენი შეცდომის შედეგი არ მოგწონს, ეცადე არ დაუშვა შეცდომა. ახლა კი დამილოცნიხარ, წადი, რა ხანია დედა გელოდება, შენ კი არ მიდიხარ მასთან.
დავუჩოქე და გახარებული გამოვედი დედასთან შესახვედრად..
არასდროს ვიცოდი რატომ, მაგრამ მამასი თუ ერთგვარად ყოველთვის მეშინოდა, დედა რაღაცნაირად, თითქმის ეგოისტურად მიყვარდა და მისგანაც იმხელა მზრუნველობას ვგრძნობდი, ალბათ ამიტომ ვერიდებოდი ახლა მის შეწუხებას. ვიცოდი, გულის ხვაშიადს ვერ დავუმალავდი, მე კი არ მიყვარს, როცა დედა ტირის, მისი მწუხარების ერთი წვეთის ფასად არ მიღირს მთელი დედამიწა, მაგრამ სხვა აბა რა განწმენდს ადამის მოდგმას წარსულ ცოდვათაგან თუ არა დედის ცრემლი?! ის მელოდა, ჰო, ყოველი უწყოდა და მელოდა, მე კი ვუფრთხოდი მის კალთას, მის სხივოსან ხელებს, შეუბღალავ, წმინდათაწმინდა მანდილს. რატომ? მაშინ არ ვიცოდი, ან უფრო სამართლიანი იქნება თუ ვიტყვი, რომ არც მსურდა ამ კითხვაზე პასუხი მცოდნოდა.
დედისკენ ნელი ნაბიჯით მივუყვებოდი ღრუბლიანს, ცა ლურჯი იყო, გზიდან ოდნავ მოშორებით პატარა სერაფიმები თამაშობდნენ მთავარანგელოზობანას. გამეცინა. ჩვენს ბავშვობაში დაჭერობანას ვთამაშობდით, მახსოვს, აზის ცალკე ვერავინ იჭერდა, ამიტომ ერთად დავდევდით. ერთხელ ლუცი წაიქცა. აზიმ მაშინვე მასთან მიირბინა წამოაყენა, ჩვენ დრო ვიხელთეთ და დავიჭირეთ. ახლა კი ისინი მხოლოდ გაბუზე, აზიზე და მიქაელზე ფიქრობდნენ, შევხედე აზი როგორ მბრძნებლობდა ძმებზე და გამეცინა. გაბუსავით ცელქმა უთხრა, რატო გვჩაგრავო, მან კი უპასუხა, იმიტომ, რომ მე დაცემული ვარ და თქვენზე ძლიერიო. ალმურმოდებული შევედი დედასთან..
***************
მალევე გამოვერკვიე, მზერა გავუსწორე მათ და ვუთხარი:
-საიდან დავიწყოთ?
ოთახი მოვათვალიერე, თერთმეტივე აქ იყო: სიელი, დანტე, ვოლანდი, ფრეია, პილატე, ანაბელი, ლუსი, ხაკუ, ელი, ტონკა და კენშინი-ბალთაზარის ლეგენდარული ლიგა! არც კი მჯეროდა! ბასტიანი შორიახლოს ჩამოჯდა და ჩვენს მითითებებს დაელოდა..
-აქ შემთხვევით არ იქნებოდა შეკრების ადგილი, ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში-ვუთხარი მათ-აქ უნდა ვეძებოთ მინიშნება-ჩავფიქრდი..
-იცით..-წამოიწყო ტონკამ
-ერთი წუთით, მოიცა-ვუთხარი უცებ-ცოტა ხანს არაფერი მითხრათ, გთხოვთ..
ყველა დეტალი, ყველა მომენტი გონებაში ხელახლა გავიარე, ვცადე დამეკავშირებინა, კვალი მეპოვა..
-ქალბატონო-ნელა, შეპარვით დაიწყო ბასტიანმა..
დაბნეულმა გავხედე..
-გისმენ, ბასტიან.. ჰო რა თქმა უნდა-უცბად გამინათდა გონება-შენ რომ შეგხვდი, მანამდე.. მე... ვიდექი.. ვფიქრობდი-ვერც გავიაზრე ისე გადავედი ყვირილზე, ოთახში დავრბოდი, ხელებს ვიქნევდი და ვცდილობდი, მათთვის ამეხსნა ჩემი აღმოჩენის შესახებ.. წყალი მომაწოდეს, დამსვეს.. ერთი ამოვისუნთქე და დავიწყე:
-ტაძარში როგორც კი შემოვედი, უჩვეულო განწყობა დამეუფლა, თავი მასთან ახლოს ვიგრძენი, მეგონა ეს მხოლოდ ამ ოთახის ბრალი იყო, მაგრამ ასე არაა. სანამ ბასტიანის არსებობას შევამჩნევდი, საკურთხეველს ვუყურებდი და ვფიქრობდი, ვიხსენებდი, როგორ ვიყავი მასთან ერთად იქ, სამოთხეში, სწორედ საკურთხეველში.. შეუძლებელია ეს დამთხვევა იყოს, სადაც არ უნდა წასულიყო, ჩემთან გონებრივ კავშირს არ დაკარგავდა, ამდენი მოგონებიდან სწორედ ეს ამომიტივტივდა, იმიტომ, რომ მინიშნება საკურთხეველია.. ამაში დარწმუნებული ვარ-დავასრულე მონოლოგი.
ვხედავდი მათ იმედის სხივით განათებულ სახეებს და გულში სითბო მეღვრებოდა, მის მეგობრებს ჩემი სწამდათ, სჯეროდათ და ისინი აუცილებლად დამეხმარებოდნენ, ჩვენ მას ვიპოვიდით! სწორედ ასეთი შემართებით დავტოვეთ ოთახი და ნელა მივუახლოვდით საკურთხეველს.. დილის 7 საათი იყო, საბედნიეროდ, ტაძარში ჯერ არავინ იყო, ხელს ვერავინ შეგვიშლიდა..
ბალთაზარი:
დედა.. ალბათ არ არსებობს რაიმე უფრო ახლობელი და მშობლიური ადამის მოდგმისთვის. შეიძლება დაეჭვდე ღმერთში, მაგრამ დედა ის ფენომენია, რომელიც ყველას გამოუცდია და საკმარისია, მის ფირუზისფერ თვალებში შენი ბავშვობა დაინახო, რომ შეიგნო, რამდენად ცოდვილი ხარ და მარტივად დაუსვა შენს თავს კითხვა: როგორ დავეცი აქამდე?! სწორედ ასე დამემართა. დედა ედემის ბაღში, ანკარა წყაროსთან დამხვდა. მივედი და შორიახლო ჩამოვჯექი, ფეხები წყალში ჩავყავი, ლოყები ბუტია ბავშვივით დავბერე და ისეთი ჭყაპაჭყუპი ავტეხე, ნებისმიერ სულიერს დაუფრთხობდა მერცხლებს. ვერც კი შევამჩნიე, ისე წამოდგა და მაშინღა დავიხედე ზედ, როცა მისი თეთრი, ნატიფი თითები ჩემს მხარზე ვიგრძენი.
- გეყოფა, შვილო, გაცივდები. - ვერც კი წარმოიდგენთ, რაოდენი სითბო იყო ამ სამ სიტყვაში. დედა გვერდით ჩამომიჯდა და ალერსიანად მითხრა:
-შვილო, მძიმე ტვირთი გაწევს მხრებზე, თითქმის არ გძინავს, განერვიულებული ხარ, დაღლილი. ასე არ შეიძლება, უნდა დაისვენო.
- არ შემიძლია დეე, - ავსლუკუნდი - ჩემი ანგელოზი მინდაა, არ მინდა ლილითთააან.
დედის ხელებმა ჩემს კულულებზე გადაინაცვლა, სხეული მომიდუნდა, წყლიდან ფეხები ამოვყავი და მწვანე მოლზე წამოვწექი. თავი კალთაში ჩავუდე და თვალები დავხუჭე, თან ცრემლები მომდიოდა..
- ნუ ტირი, ბალთაზარ, დედა შენთანაა, ყველაფერი კარგად იქნება.
- დეე და მალე ვნახავ?!
- კი, შვილო, იმაზე მალე ვიდრე წარმოგიდგენია, ის კარგი გოგონაა, არ დაავიწყდები, ჭეშმარიტ სიყვარულს ილუზია ვერასდროს დაიმონებს შვილო.
- მართლა?!-მაინც ვკითხე.
- ჰო, შვილო, დაუჯერე დედას, ყველაფერი კარგად იქნება, ახლა კი დაიძინე
- მიმღერე რაა.
ძილისპირულის საამო მელოდია ჩაიღვარა ედემში და მე ვიგრძენი, როგორ მეხუჭებოდა თვალები და მერეოდა ძილი.
- ძილინა დეე-გავუღიმე ეთერს ნახევრად მძინარემ.
-ძილინა ლაზი - ჩამესმა ნაცნობი სიტყვები და ძილის ანგელოზმა სიზმარეთში გამიტაცა...
სიზმრად ულამაზესი ჭალა ვნახე, ბადრი მთვარესავით წრიული ფორმის. ჭალის შუაგულში იები და ფურუსულები ჰყვაოდნენ. ძალიან მიყვარს მინდვრის ყვავილები, მისი პოვნის შემდეგ კი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცნენ ისინი, ამიტომ მივუახლოვდი იმ ადგილს, მეწადა საამო სურნელებით დავმტკბარიყავი. რაც უფრო ვუახლოვდებოდი, იისა და ფურუსულის სურნელებასთან ერთად უფრო მეტად მცემდა ნაცნობი სურნელება. გული სწრაფად და სწრაფად მიცემდა. ნაბიჯს ავუჩქარე და...
ამ მშვენიერ ადგილას, იებსა და ფურუსულებს შორის ჩემი სასურველი იწვა. თმა გაეშალა და შიგ ნაირნაირი მინდვრის ყვავილი ჩაებნია, თაფლის თვალებით მომაჯადოებლად მიყურებდა, მიწვევდა... ბევრი არც მიფიქრია, ისე ჩავეხუტე. ტყის ფერიებმა ფიჭით ამბროზია მოგვართვეს და ამ მშვენიერ ადგილას დაგვიგო დედაბუნებამ სარეცელი. მამას ველოდებოდით ნეტარებით მთვრალნი, რომ ჰორიზონტზე ლილითი გამოჩნდა. თავზარი დამეცა. მოდიოდა მშვიდად, წყნარად, ტაატით, ჯოჯოხეთის ცეცხლივით ნელა ახლოვდებოდა და ირგვლივ ყველაფერს ანადგურებდა. ჭალა აალდა, როცა შიგნით შემოაბიჯა, მოგვიახლოვდა და მითხრა:
-აბა, ბალთაზარ, რა გადაწყვიტე, იქნები ჩემი მეუღლე?! ცივმა ოფლმა დამასხა, პირი გავაღე და ამოვიხრიალე.
ერთი შევყვირე და წამოვხტი. ლილითი მართლა თავზე მადგა, ოღონდ შეშფოთებული მიყურებდა და არც არაფრის კითხვის სურვილი არ ჰქონდა. წამოვჯექი. ღრმად ჩავისუნთქე. ვგრძნობდი ფილტვებში ჰაერი როგორ ადი-ჩადიოდა. ცოტა დავმშვიდდი.
- რა გინდა? ცოტა არ იყოს უკმეხად ვკითხე.
- დღეს მესამე დღეა. შენ რა, დავიჯერო ჩემი სიტყვები დაგავიწყდა?!
- მესამე დღე?! -გავოგნდი- მაგრამ მე ხომ მცირე ხნით დავიძინე.
- არა ერთი დღე-ღამეა გძინავს. - მომიგო მშვიდად.
-აბა, რას იტყვი, სიზმრებიდან ჩანს ჩემს წინადადებაზე გიფიქრია, თანახმა ხარ გახდე ჩემი მეუღლე? - მისი თვალები სიამისგან ელავდნენ, სახე ჯიუტი სიამოვნებით უღიმოდა, მთელ სხეულზე მოცისფრო ალი წაჰკიდებოდა, ერთი სიტყვით აღფრთოვანებული იყო. ფიქრობდა, დამიმონა და ყველაფერი დასრულდა.
ჯერ მოვიღუშე, დავსერიოზულდი, რიშელიეს მზერა შევავლე ერთი ორჯერ, შემდეკ ლუდოვიკო მეცამეტესავით მოვიწყინე, ბოლოს კი ბასომპიერივით მედგარი, გახარებული სახით ვტკიცე უარი.
- არა, არა და არა. შენს ქმრობას მირჩევნია ჯოჯოხეთში ამომხდეს სული. უმალ უფსკრულში ჩავიკარგები, ვიდრე მაგ ბედნიერებას გაღირსებ, ალქაჯო - შევყვირე პათოსით.
ოო, რომელი დრამატურგი არ გაიღებდა ყველაფერს ოღონდ იმ წუთას ლილითის სახე ენახა.. ცეცხლისფერი სახე ჩაუშავდა, თმები აალდა, თვალები ჩაუქრა, სიმწრის ოფლმა დაასხა, სუნთქვას მოუხშირა და ხელის მტევანს უაზროდ ამოძრავებდა ჰაერში. ბოლოს კი ნამდვილი ცეცხლივით იფეთქა და ფრთების გაშლაც ვერ მოვასწარი, რომ წყვდიადში აღმოვჩნდი.. თავიდან მეგონა, ჯოჯოხეთში ვიყავი, ირგვლივ ისეთი წყვდიადი იყო, მაგრამ გავიდა ხანი და არც ჯალათები გამოჩნდნენ და არც საწამებლები და მარადიული ცეცხლი მოჩანდა სადმე.
-ოჰო, ან ლუციმ გადაწყვიტა არ ჩამორჩეს თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს, ან ჯოჯოხეთში არ ვარ - გავიფიქრე ჩემთვის. - ბოლოს როდის განაახლა ჩემმა ძმამ ჯოჯოხეთი?! ა, ჰო, გამახსენდა, მას ამაზე არასდროს უზრუნია, ის ხომ სიძველეების მოყვარული იყო ოდითგან ესე იგი ჯოჯოხეთში არ ვარ, მაშინ ალინ ინ და ოთახი განათდა. პატარა, საზიზღარ, აბლაბუდებით სავსე ოთახში ვიყავი დამწყვდეული. კედელი აგურით იყო ნაშენები, ბრტყელი და გრძელი, წითელი აგური იყო, ორნამენტებით თუ ვიმსჯელებთ ძველი ბერძნული.
- ო, ღმერთო, ნუთუ ეს ის არის, რაც მე მგონია?! - ამოვიკვნესე და დავიხარე. ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო - ლეგენდარულ მიკენურ ლაბირინთში ვიყავი გამომწყვდეული.
- ეშმაკსაც წაუღიხარ ლილით, როცა იქნება მინოსს ამისთვის საკადრისად დავსჯი. დაწყევლილი კლეოტიდები.. იმ კედლებივით ვიყავი აწითლებული.. კარი გარედან იყო დაკეტილი.
- იმედია მალე მიპოვის, თორემ აქ ამომხდება სული. ის მიპოვის. უბრალოდ უნდა დაველოდო.. დაელოდე ბალთაზარ.. მოთმინება..
***************
-მზად ხართ?-მკითხა ბასტიანმა.
გაუბედავად დავუქნიე თავი და ნელა გადავდგი პირველი ნაბიჯი..
სინათლის სხივმა მიწას მომწყვიტა, მაღლა ამიტაცა და სადღაც ელვის სისწრაფით გაფრინდა.. შიშისგან შევკივლე.. ლიგის წევრებს ვეღარ ვხედავდი და გაურკვეველი მიმართულებით მივექანებოდი.. დაშვება დაიწყო, აი, უკვე იატაკსაც ვეხებოდი ფეხით, მყარად დავდგი ფეხი და ჩქარი ნაბიჯით გავემართე წინ..
-ლაზიი, ლაზიიი-ვეძახდი, დავრბოდი, იქაურობა ლაბირინთს ჰგავდა, ერთნაირი ოთახები, კარის გარეშე, ყველაფერი ძალიან უცნაური იყო..
გავჩერდი, გონებას მოვუხმე, ყელსაბამი ჩავბღუჯე და ბეჭედს დავხედე, ვთხოვე, ვეხვეწე, ვემუდარე, ისევ დამხმარებოდა, ისევ ეჩვენებინა გზა.. მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა ისევ ჰაერში ამიტაცა, დამატრიალა და ისევ დამაბრუნა მიწაზე.. პატარა ქალაქში აღმოვჩნდი..
ბეთლემი, პირველი წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე..
-ღმერთო ძლიერო-აღმომხდა, როცა ჩემ პირდაპირ მოკიაფე შობის ვარსკვლავს მოვკარი თვალი, ჩემ ცხვირწინ კი.. ჩემ ცხვირწინ ნამდვილად მოგვებმა ჩაიარეს, ძღვენით ხელში.. მათ გავყევი და უჩვეულო სანახაობას წავაწყდი..
-შეუძლებელია, მეჩვენება, აქ ვერ ვიქნები, თანაც ისინი, ისინი მე ვერ მხედავენ, მგონი სულ გავგიჟდი-ვერც კი შევამჩნიე ისე გადავედი ყვირილზე, თუმცა მიკვირს, როგორ დავრჩი საღ გონებაზე, როცა ბეთლემში ვიყავი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი წელი იყო და ჩემ წინ, საქონლის ბაგაში, ახალშობილი მაცხოვარი იწვა.. სანახაობა ნამდვილად შთამბეჭდავი იყო, ვუყურებდი, როგორ შევიდნენ მოგვები საქონლის სადგომში, მიეახლნენ ბაგაში მწოლიარე ყრმას და თაყვანის სცეს მას. როგორ მიართვეს საჩუქრები: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო - როგორც მეფეს, გუნდრუკი - როგორც ღმერთს და მური - როგორც კაცს.
მეგონა ვეღარაფერი გამაოცებდა, თუმცა სიხარულის ცრემლებმა მალე დამიფარეს სახე, როცა ჩემს ბალთაზარს მოვკარი თვალი..
-ლაზი-მისკენ გავიქეცი.. ის კი ვერ მხედავდა.. არც ჩემი ესმოდა.. ვერც ჩემს შეხებას გრძნობდა..
სიხარულის ცრემლები წამსვე შეცვალა დარდმა, მიწაზე დავემხე და ავქვითინდი.. ვიღაცის თბილი ხელი ვიგრძენი, წამომაყენა, ცრემლები მომწმინდა და გამიღიმა..
-ღვთისმშობელი-ამოვიჩურჩულე.. მისმა ერთმა შეხებამაც კი, ყველა დარდი და პრობლემა უცბად დამავიწყდა.. ერთბაშად ვიგრძენი სიმსუბუქეც და ბედნიერებაც.. გვერდით აზრაილი ედგა.. მუდამ დადარდიანებული, დღეს მხიარულად გაღიმებას და ჩემს ნუგეშისცემას ცდილობდა.. გავხალისდი, თითქოს ყველაფერი დამავიწყდა კიდეც..
-ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება-მითხრა მარიამმა და თავზე ხელი გადამისვა..
-ყურადღებით მისმინე, ახლა შენ ილუზიაში ხარ, რეალურად გძინავს, ბულთუს შენი დახმარება სჭირდება, ის შენ უნდა გაათავისუფლო, შენმა სიყვარულმა უნდა დააბრუნოს.. გიყვარდეს, გწამდეს, არ დაივიწყო და ძალიან მალე ისევ ერთად იქნებით-მეუბნებოდა ამას და თან ყელსაბამს მიკეთებდა.. ჩემი ყელსაბამი..
თავი დავხარე:
-დამლოცეთ, გთხოვთ.
-უფალმა დაგლოცოს, შვილო.
-მადლობა, დიდი მადლობა-ვეუბნებოდი და თან გავრბოდი, მეჩქარებოდა, დრო ცოტა იყო, ის უნდა მეპოვა..
-რაღაც გავიწყდება-მომესმა აზრაილის ხმა.
მის ხელში ბეჭედმა გაიელვა.. ოქროსფერი, ლომისთავიანი ბეჭედი.. გამოვართვი და..
ისევ იმ ოთახებში აღმოვჩნდი.. მივხვდი, ილუზიიდან გამოვდიოდი ნელნელა, მახსენდებოდა, რა მოხდა ამ დროის განმავლობაში.. წინ გავიქეცი, რომელიმე კარი საბოლოოდ გამათავისუფლებდა აქედან.. დიდხანს, ძალიან დიდხანს ვეძებდი.. სირბილისგან დაოსილი პირდაპირ იატაკზე დავჯექი, ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი.. -რა შემეშალა? რა გავაკეთე არასწორად? ახლა რა უნდა ვქნა? ყველაფერი თავიდან დავიწყო?-ვსლუკუნებდი და თან საკუთარ თავს ველაპარაკებოდი.. ცრემლი ჩამომვარდა და ბეჭედზე დაეცა, მის გაწმენდას ვაპირებდი, რომ ის ისევ ამოძრავდა, ლომის თავი წინ წამოიწია, გაიზარდა, გადაიხსნა და მასში ბრჭყვიალა გასაღები აღმოჩნდა.. გამახსენდა, ოთახებში სირბილისას ერთ-ერთი კარი ჩაკეტილი დამხვდა, მაშინ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, ახლა კი.. ხელის კანკალით გავაღე კარი, გასაღები ბეჭედში დავაბრუნე და ისიც თავისით დაიკეტა.. კარი ჭრიალით გაიღო.. ერთი შეხედვით, საწყობს ჰგავდა ოთახი, ძველმანებით სავსე, აბლაბუდების ქსელშიც გავეხვიე, გადავატრიალე იქაურობა, მინიშნებას, გასასვლელს ვეძებდი, ვერაფერს მივაკვლიე, დანებებასაც ვაპირებდი, რომ ჩემს ყურთასმენას ნაცნობი კისკისი მისწვდა..
-დამალობანას თამაში უნდა გასწავლო, სულო, თორემ სულ მოგება მოსაწყენი იქნება-კარადის თავზე იყო შემოსკუპებული, დიდრონ, ფუმფულა ფრთებს არხევდა და გულიანად იცინოდა..
-ლაზი-ერთი ამოვისუნთქე შვებით და მას გავატანე მთელი ამდენი ხნის დარდიც და ტანჯვაც.
-როგორ მომენატრე, ჩემო-ჩემკენ გამოიქცა, ფრთებქვეშ მომიქცია, მაგრად ჩამეხუტა და თავბრუდამხვევ სურნელში გამხვია..
გავცოცხლდი.. სუნთქვაც შემეძლო, გაღიმებაც, არსებობაც.. ხელახლა დავიბადე...
თავი III
ასე მას შემდეგ არ მინერვიულია, რაც ლაზიმ დედაჩემი გაიცნო.. თავს ვერაფერს ვუხერხებდი, ანერვიულებული დავდიოდი წინ და უკან და უკვე მერამდენედ ვიღებდი საჩუქარს ჩანთიდან, შევათვალიერებდი..
-მოეწონება-დავიმშვიდებდი თავს და უკან ვაბრუნებდი. სარკეში კიდევ ერთხელ ჩავიხედე, ნამდვილად კარგ ფორმაში ვიყავი, შავი, სადა მაისური, ნაცრისფერი ქვედაბოლო, თმა წესრიგში მოვიყვანე, მსუბუქი მაკიაჟი და მგონი, მზად ვარ.. მზად ვარ ლაზის დედასთან შესახვედრად.. ღვთისმშობელთან შეხვედრის შემდეგ, მისი „ამქვეყნიური“ მშობელიც უნდა გამეცნო.. დაძაბული ვიყავი, ვნერვიულობდი..
-რომ არ მოვეწონო?-მერამდენედ ვეკითხებოდი საკუთარ თავს.
-ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება-მამშვიდებდა ქვეცნობიერი.
ღრმად ჩავისუნთქე და სახლიდან გამოვედი.. ცივი დღე იყო, წვრილად, ძალიან წვრილად ცრიდა..
-სულ ამეწეწება ახლა თმა-ავბუზღუნდი და ქოლგა გავშალე.
ტაქსიდან ფეხი გადმოვდგი თუ არა, დაძაბულობამ იმატა.. ვიცოდი, ეს დედამისს ნამდვილად არ უკავშირდებოდა, ვიღაცის უცხო, საშინელ აურას ვგრძნობდი. ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შევძელი, გაოგნებისგან ყბა ჩამომვარდა და ადგილს მივეყინე, როცა ჩემ წინ ის დავინახე.. წითელი, სისხლისფერი თვალები ავად უელავდა, ზიზღით სავსე მზერას არ მაშორებდა, ცეცხლისფერ თმას ქარი უწეწავდა და უფრო მეტად ამსგავსებდა ალქაჯს..
-ვერ შემაშინებ-გავიფიქრე. წელში გავსწორდი, ირონიული ღიმილით გავუსწორე მზერა:
-ლილით? აქეთ რა ქარმა გადმოგაგდო?
-არც ისეთი უწყინარი ყოფილხარ, როგორც მას ჰგონიხარ ხომ?! მშვენივრად აჩვენებ თავს-მომახალა.
-მეჩქარება, თუ სასწრაფო საქმე არ გაქვს, თქვენის ნებართვით დაგტოვებთ-ირონიული ტონი არ მომიცილებია, ისე ვუპასუხე.
-გიყვარს?-მკითხა მოულოდნელად.. გავშეშდი, მისი თვალის ფერი.. უცბად გაუხდა თაფლისფერი, მიყურებდა და თითქოს ცდილობდა პასუხი წაეკითხა, ჩემს სულს უყურებდა და იქ ეძებდა..
-კი, ძალიან-ვუთხარი მტკიცედ..
-ვხედავ-ჩაილაპარაკა დადარდიანებულმა-ვგრძნობ..
-შენ არ გიყვარს ის-ვუთხარი აუღელვებლად.
-როგორ მიბედავ?-ისევ აალდა.
-ეს აკვიატება უფროა, ვიდრე სიყვარული.. ამ ყველაფერს შესწირე ბევრი რამ, მათ შორის შენი პირადი და სხვების ბედნიერებაც.. დროა, შეცდომა აღიარო, გამოსწორების შანსიც მოგეცემა და სიმშვიდესაც მოიპოვებ-მშვიდი, გაწონასწორებული ტონით ველაპარაკებოდი და ვხედავდი, როგორ მშვიდდებოდა თავადაც.. აურა იწმინდებოდა.. ბავშვური სახე გაუხდა, ანცი ღიმილი..
-ასე გგონია?
-დარწმუნებული ვარ, მამა მოწყალეა, მას ყველა უყვარს.
თაფლისფერი თვალები კიდევ ერთხელ შემომანათა, რამდენიმე წუთის განმავლობაში არ მოუშორებია მზერა, აღარაფერი უთქვამს, თუმცა არც იყო საჭირო, მის თვალებში წავიკითხე ის, რისი თქმაც სურდა: მადლობა. ქარი ამოვარდა, თმა უფრო აუწეწა, მაგრამ აღარ ჰგავდა ბოროტ ალქაჯს, ჰაერში რამდენჯერმე დატრიალდა და გაქრა.
ტელეფონს დავხედე, 37 გამოტოვებული ზარი და ასობით სმს..
-ღმერთო, ლაზი, სულ დამავიწყდა-ჩქარი ნაბიჯით გავიქეცი მისი სახლისკენ.. კარი გაგიჟებულმა ბალთაზარმა გამიღო..
-შენ.. შენ.. კარგად ხარ? რა მოხდა? სად იყავი ამდენ ხანს? მოიცა ეს, ეს აურა.. ლილითი? რამე დაგიშავა? მითხარი, ხმა ამოიღე-აღელვებულმა მომაყარა.
-თუ დამაცდი, გეტყვი-გავუღიმე-ლილითი შემხვდა, არაფერი დაუშავებია და მეც კარგად ვარ.
-ლაზი, დედიკო, ვინაა?-სასტუმრო ოთახიდან ძალიან ლამაზი, სანდომიანი გარეგნობის მანდილოსანი გამოვიდა.
-დედა, ეს ჩემი ანგელოზია-გაიჯგიმა ლაზარე.
-მოდი, შვილო-მომმართა თბილად, გულში ჩაგვიკრა ორივე და:
-ღმერთმა დაგლოცოთ, როგორ უხდებით ერთმანეთს.
დამეფიცება ასეთი სიმშვიდე დიდი ხანია არ მიგრძვნია, დაძაბულობა სულ მომეხსნა, იმხელა ძალა ვიგრძენი, ყველა პრობლემას და სირთულეს თამამად შევეჭიდებოდი, ერთიანად დამიარა სითბოს და სიხარულის ტალღებმა მთელ ორგანიზმში.. თავი მართლაც საკუთარ სახლში, დედასთან მეგონა.. შვებით ამოვისუნთქე და ბედნიერი მივეხუტე მათ..
ბალთაზარი:
- ხელი მომეცი ჩემო, დროა ერთხელ და სამუდამოდ დავუსვათ წერტილი ამ ყველაფერს. წავიდეთ ამ საშინელი ადგილიდან, თუმცა, მოიცა, ჯერ მოვწესრიგდეთ.–კეთილად გავუღიმე და მარჯვენა ფეხი დავკარი წითელ იატაკს. შემოდგომის ფოთოლცვენით მოვარაყებულ ხეივანში გავჩნდით. ჩვენკენ ორი ახალგაზრდა გამოემართა, ერთი შავ ფრაკში, ხოლო მეორე თეთრ პიჯაკში გამოწყობილიყო. შავფრაკიანს იაპონური სახე ჰქონდა, წითელი თვალები და სწორი, გრძელი შავი თმა, ფრაკს ლონდონური ოქროს საათი უმშვენებდა, რომელზეც თავის ქალა იყო გამოსახული. შავი, კლასიკური ფეხსაცმელი ეცვა, წითელი ჰალსტუხი ეკეთა და ცბიერად იღიმოდა. მეორე ქერა იყო, ყმაწვილის კვალობაზე ჯმუხი, მხარბეჭიანი, ლამაზი, ინგლისური პირისახის, დატალღული ქერა თმით და ფირუზის თვალებით. თეთრებში გამოწყობილი, სადა და მშვენიერი იყო. მოგვიახლოვდნენ.
შავფრაკიანმა დაიწყო:
- კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება მილორდ, მოუთმენლად გელოდით, გთხოვთ, ინებეთ თქვენი ჩიბუხი, საათი, ძოწისფერი მანტია და გერბიანი ბეჭედი, ასევე კვერთხი.
- მადლობა სებასტიან. მეც მიხარია თქვენი ნახვა.
- გამარჯობა, ძმაო - ქერამ მოწყალედ გამიღიმა.
- ოჰ, რიჩარდ, დღეს მაინც ნუ იქნები მეფე, ბევრი საქმე მაქვს.
–მაშინ თქვენი ლახტი, მშვილდი და ჩუგლუგი ინებეთ, ასევე თქვენი აბჯარი და დაფნის გვირგვინი.
- ვინებო?! ახლავე მომრთეთ, მნიშვნელოვანი ვიზიტი მელის და არ მინდა შევრცხვე.
ჩემი ანგელოზი გაოგნებული მიყურებდა, როცა თეთრ აბჯარში გამოკვალთული, მანტიაწამოსხმული, სრული საომარი მოკაზმულობითა და გვირგვინით თავზე, უკვე ოთხი წყვილი მოცისფრო–თეთრი ფერის ფრთით მას მივეახლე, დავუჩოქე და ჩავჩურჩულე:
–რას მიბრძანებთ, ჩემო დედოფალო?!
ტკბილად გაიღიმა და მითხრა:
–წავიდეთ ლაზი, დედ - მამა გველოდება.
- ასე?! არავითარ შემთხვევაში, მომიახლოვდი–პათოსით შევძახე, მომეახლა.
- დაიჩოქე, სულო - გავუღიმე.
- მე, ბალთაზარი, მეოთხე მთავარანგელოზი, უფლის მეკალმე და მეჭურჭლე, ძმა აზრაილისა, მიქაელისა, გაბრიელისა, ელიაზარისა, სალაზარისა და ლუციფერისა, სიკვდილისა და ქაოსის მეუფე, ჯოჯოხეთის მესამე კარიბჭის მცველი და მოციქული, შემქმნელი და მფარველი მაგიისა, ორთა ბატონთა მსახური, დროის მებჭე, ჩემთვის მონიჭებული უფლებამოსილებით გაკურთხებ შენ, სულო, მფარველ ანგელოზად, განიჭებ მესამე რანგის სერაფიმობას და გაძლევ უფლებას, გაიარო ჯოჯოხეთის პირველი სამი ბჭე. დაე, იყავი გულისხმიერი და მოწყალე, კეთილი და შრომისმოყვარე. დაე, შენი გაწვდილი ხელი მალამო იყოს დაჭრილთათვის, სიმშვიდე მკვდართათვის, მოწყალება ღარიბთათვის, სიხარული მწუხარეთათვის. ადექი და გამომყევი!
ვარდისფერ ღუნღულა ფრთებში და მოლილისფრო–ღრუბლისფერ კვართისებრ კაბაში გამოკვალთული სული მართლაც ანგელოზივით მშვენიერი იყო.
- აი, ახლა წავიდეთ, სულო. ფრეია, ანაბელ, დანტე, ხაკუ, გამოგვყევით.
ფრენით დავიძარით.. ზეცის თაღზე მიქაელი შემოგვეგება ურიილთან და სააელთან ერთად.
- მოგესალმები, ძმაო. ვხედავ მოკაზმულხარ, საით მოეშურები ან რა განგიზრახავს?
- ალიონი მშვიდობისა მიქაელ, სარდალო ქველო და მსაჯულო მიუდგომელო. დედ –მამასთან მივდივარ ედემში, მსურს ვაცნობო, რომ სულმა მიპოვა და მინდა დალოცვა ვთხოვო.
მიქაელს ჩაეღიმა..
- ნუთუ ჯვრისწერა განგიზრახავს?! დავიჯერო ასეთ სერიოზულ ნაბიჯამდე შენი ნებით მიხვედი?! მართლა საოცრება უნდა იყოს შენი რჩეული, თუკი მაგ ნაბიჯამდე მიგიყვანა. კარგი, ძმაო, გამომყევით.
მიქაელი წინ წაგვიძღვა, ურიილი და ისმაილი უკან გამოგვყვნენ. პირველნი ბაღის შესასვლელთან ელი და სელლი მოგვეგებნენ, ფეხებზე მოეხვივნენ ჩემს ანგელოზს, მერე აქეთ–იქიდან ხელებზე ჩამოეკიდნენ და კისკისი მორთეს.
- ლაზიმ თავისი ლამაზმანი მოიყვანა, მალე პატარა ძმისშვილი გვეყოლება- ხითხითებდნენ მხიარულად. მიქაელმა შუბი შეახო მიწას და გაგვშორდნენ.
***************
–ლაზი, გეყოს, რა ფრენით? სახლში ფანჯრიდან რომ დავბრუნდე, დედაჩემი გადაირევა! ან მეზობლებს როგორ ავუხსნი?–ვეჩხუბებოდი მთელი გზა.
–კარგი რა, სულო, მომბეზრდა სერიოზულობა, ცოტა ვიბავშვოთ–წარბები სასაცილოდ აათამაშა და ჰაერში ამიტაცა.
ხელი გავუშვი და თავად გავაგრძელე ფრენა, ოღონდ საწინააღმდეგო მიმართულებით, გავებუტე.. ხოო, მე დავფრინავდი, არაფერი მოგეჩვენათ.. სულ რამდენიმე დღის წინათ, როცა მან მფარველ ანგელოზად მაკურთხა, სამოთხეს ვეწვიეთ.. ღვთისმშობელმა და უფალმა ჩვენი კავშირი აკურთხეს.. უბედნიერესი ვიყავი, დიდხანს ვერ გამოვდიოდი შოკიდან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზურგზე დიდი, ფუმფულა, ვარდისფერი ფრთები ამომეზარდა.. გახარებულმა ტაში შემოვკარი, მიწას ფეხი დავკარი და ზეცას მივაშურე, დიდხანს დავფრინავდი ღრუბლებს შორის და სიამოვნებისგან ვკისკისებდი, ვყვიროდი.. ლაზი მიწაზე მელოდა, თვალს არ მაშორებდა და ჩემი ბედნიერებით ტკბებოდა.. ჩვენი კავშირი იქ, ზეცაში იკურთხა.. ახლა უკვე შეგვეძლო ერთად, დიდხანს და ბედნიერად გვეცხოვრა.. მანამდე კი, მანამდე გრანდიოზული ქორწილის გადახდას ვაპირებდით.. დიახ, დიახ, ქორწილის.. რამდენიმე დღის წინ ბალთაზარმა ხელი მთხოვა, თუმცა ვგონებ, ამ ამბავს თავად უკეთ მოგიყვებათ..
ბალთაზარი:
ნიშნობის შემდეგ ყოველ დღე უფრო და უფრო მიძნელდებოდა მასთან სიშორე. ვხვდებოდი, უკვე დრო იყო, ის ჩემი გამხდარიყო. მხოლოდ ცოტა გამბედაობა იყო საჭირო, რომ მისთვის ხელი მეთხოვა. ბევრჯერ დავაპირე, მაგრამ ხან რა, ხან რა და ვერასდროს ვბედავდი.
ბოლოს ზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს, ვიქირავე ტივი, ზედ ლამაზი მაგიდა ავიტანე, სანთლები, რომანტიკული ვახშმისთვის, გულის ფორმის მანანის ნამცხვარი, იებიან მაგიდაზე სუფრა გავშალე, ტივი მდინარის სათავეებთან დავაბი და ჩემს ანგელოზს მივაშურე. პიჟამოთი დამხვდა.
-ლაზი, გაგიჟდი? აქ რა გინდა, დედამ არ..
ვაკოცე... მათრობელა სურნელმა ჰაერში აგვიტაცა, დრო ვიხელთე, ფრთები გავშალე და ჩემი პატარა ზედ მივიხუტე.
-სად მივდივართ ლაზი?!
- მოთმინება სულო, ნახავ, მოგეწონება.
შუა სიბნელეში დავეშვი. აქაფებული მდინარის ხმა ისმოდა. ხმის ამოღება ვერც მოახერხა, ისე დავსვი მაგიდასთან, სანთლები ავანთე, ტივი ავუშვი და მეც მაგიდას მივუჯექი. ჯადოსნური საღამო იყო. ციცინათელები მოსდევდნენ ტივს, ჩვენ კი კისკისით შევექცეოდით ნაირნაირ კერძებს..
- ლაზიი, მიყვარხარ!
- მართლა სულო?!
-ჰოო..
-ძალიან?!
- სიგიჟემდე..
-ლაზიი..
-რაა სულო?!
-შენც გიყვარვარ?!
-კიი სულო, ძალიან!
-როდის დამიმტკიცებ? - დამემანჭა საყვარლად.
- თუ ჩემი გახდები, ახლავე, ჩემო.
- ეგ როგორ?
- აი ასე სულო, გახდები ჩემი მეგზური?
ეს ვთქვი და თეთრი ყვავილებით გაკეთებული ძვირფასი ნაკეთობა მუჭში მოვიქციე. დაფიქრდა.. თვალებში ჩამხედა, ოფლმა დამასხა, ერთ წამს შემეშინდა უარის, მაგრამ..
- კი, ლაზი, მიყვარხარ და მაკოცა.
ბეჭედი ფრთხილად გავუკეთე და ცაში ავიტაცე.
-ახლა კი დროა დაგიმტკიცო ჩემი სიყვარული, ჩემო.
პორტალი გავხსენი..
-სად მივდივართ ლაზი?!
-ბაბილონში ჩემო, -სემირამიდას დაკიდულ ბაღში...
მომეხუტა. მკერდზე ვგრძნობდი მისი სხეულის სითბოს. ტივი წყალმა წაიღო..
ბაბილონი. ჩვენი წელთაღრიცხვის დაწყებამდე. მითების და მაგიის ქალაქი.
მთავარ შესასვლელთან სფინქსები წამოწოლილან. ქალაქის ცენტრში ულამაზესი მსოფლიო საოცრება, დედოფალ სემირამიდას ბაღი აღმართულა 26 ტერასად. 26-ე სართულზე დავეშვით, დედოფლის სამყოფელში. სპილოს ძვლითა და მარმარილოთი ნაგებ ფანჩატურში მწვანე ამალიები ჰყვაოდა. ათასფერადი ხვიარა მცენარე შემოხვეოდა მარმარილოს და ფანჩატურს ულამაზეს, მწვანე ოაზისად ქმნიდა. ოთხივე მხრიდან, 26 სართულზე ჩაედინებოდა ხელოვნური მდინარე, რომელიც ამ სამოთხის სადარ ბაღს რწყავდა, ოაზისის ცენტრში აფროდიტეს ქანდაკება იდგა, რომელსაც ხელში ბერძნულ-მიკენური სურა ეჭირა, საიდანაც თაფლი და ნექტარი გადმოედინებოდა. ოქროცურვილი ფიალა ავიღე და ორი, მათრობელა სითხით ავავსე. ჩემი პატარა ონავარი აბრეშუმის ჰამაკში გაწოლილიყო და ცუღლუტობდა, ენას მიყოფდა იქიდან.
-ლაზიი, რა ლამაზია აქაურობააა..
-მოგწონს სულო?! გავუღიმე.
-კიი ძალიაან..
-დალიე, ჩემო- ფიალა გავუწოდე. ოდნავ შეახო ტუჩები და ღაწვისთავები შეეფაკლა. ფიალა ჩაანახევრა და გამომიწოდა. ერთბაშად გამოვცალე და გვერდით მივუწექი.
-ლაზი, რა გემრიელი იყო, რა დამალევინე?- აღტაცებული იყო.
- მოგეწონა? თაფლი და ნექტარი იყო.
-ლაზიი, რატომ ვარ ასე ბედნიერი?
-ეს, სემირამიდას განთქმული, შეყვარებულთა ოაზისია, ჩემო, ლეგენდის მიხედვით, ის მას და ბაბილონის მეუფეს უბოძეს ღმერთებმა მარადიული სიყვარულისთვის. ვინც ამ წყაროდან წყალს დალევს გულისსწორთან ერთად, სულ მასთან იქნება, სიცოცხლის ბოლომდე.
ნელა ავუყევი ნაზი ამბორით მკლავებს, ჩემი პატარა მომეხუტა და როცა ჩემი ბაგეები მისას შეეხო, როზმარინის მათრობელა სურნელში ჩაიძირა მთელი სამყარო...
ჩუმად იღიმოდა ღრუბლებიდან აფროდიტე, ეოსმა ერთი დაამთქნარა და გაიღიმა. თენდებოდა...
***************
ქორწილამდე მხოლოდ 3 კვირა რჩებოდა, ჩვენ კი ჯერ მზადება არც კი დაგვეწყო.. სტუმრების სია, ჯვრისწერის და ხელის მოწერის ადგილი, ჩემი კაბა, მისი კოსტიუმი, მეჯვარეები, ათასობით წვრილმანი. ყოველდღე ვსაუბრობდით ამ თემებზე, ვგეგმავდით, განვიხილავდით, ხშირად ვკამათობდით, ერთდროულად სასიამოვნო და დაძაბული პროცესები იყო.
–ნინ გამოდი რა ჩემთან, აღარ შემიძლია, ვერაფერი მოვიფიქრე კაბაზე, შევიკერო, ვიყიდო თუ რა ვქნა?–ვურეკავდი დილაუთენია.
–იქნებ იმიტომ, რომ დილის 8 საათია და შენს ტვინს, ისევე როგორც ჩემსას, დასვენება სჭირდება?!–დაიწყო სისინი.
–გეყოს ახლა, რამდენიმე კვირაც გამიძელი და მომიშორებ მერე თავიდან–გადავედი შეტევაზე.
–რატომ, ომში გიშვებ თუ?
–უკომენტაროდ! მოდიხარ თუ არა?
–ვიცვამ უკვე, ყავა დამახვედრე.
–მზადაა თითქმის, მიყვარხარ, გკოცნი–ჩამეღიმა და სამზარეულოსკენ გავიქეცი.
ცოტა ხანში ის უკვე ჩემ ოთახში იჯდა და ქაფქაფა ყავას სულს უბერავდა..
–მგონი ამას არაუშავს, ხო?–ვაჩვენე ფოტო.
–ლამაზია, მაგრამ მოუხერხებელი.
–მართალი ხარ, გაფხორილი ვივლი–ავჭიხვინდით, როგორც დედაჩემი გვეუბნებოდა ხოლმე.
–ხო, ლაზი, კი, სახლში ვარ, ნინიც აქაა, არაა, ამოდი, თუ გინდა, კაბას ვარჩევდით, არა, შენ არ გაჩვენებ, ოო რა შუაშია ცრურწმენა, სიურპრიზი მინდა იყოს, კაი ჰო, გელოდები, გკოცნი–ტელეფონი გავთიშე.
–ამოვა?
–ჰო, ძმაკაცებთან ერთადაა. რაღაც უნდა გაჩვენო, ოღონდ დამპირდი, პანიკას არ აყვები.
–უკვე მაშინებ–ყავა გადასცდა.
–საშიში არაფერია, ხომ მოგიყევი ხელი მთხოვათქო, სამოთხეში ვიყავითთქო, მფარველ ანგელოზად მაკურთხათქო?–აქამდე თავს მშვიდად მიქნევდა და უფრო თამამად განვაგრძე–ხოდა ანგელოზები როგორ გამოიყურებიან ხომ იცი?
–რავი, მე თეთრებში გამოწყობილები წარმომიდგენია, ლამაზები, ხუჭუჭები–აღფრთოვანებით დაიწყო.–ფრთებით.. ო, ღმერთო–ხმა ჩაუწყდა.–არ მითხრა, რომ..
–ხო ნინ, ფრთები უნდა გაჩვენო.
წამოხტა, შეშინებული წინ და უკან დარბოდა და გაურკვეველ ბგერებს გამოსცემდა. ვაცადე, სანამ ოდნავ დამშვიდდებოდა, ხელი მოვკიდე, სკამზე დავსვი და თავზე ხელი ნაზად გადავუსვი.
–ნინ, მე ისევ ის ვარ, ვინც ვიყავი და რაც ვიყავი, ისევ შენი საუკეთესო, ბავშვობის მეგობარი ვარ. ჩემი ხომ გჯერა? საშიში არაფერია, მენდე.
–კარგი, მიდი მაჩვენე–მთელი ძალით დახუჭა თვალები.
გამეცინა.. მხრები ავამოძრავე და დამალული ფრთები ნელნელა ამოვაძვრინე..
ჯერ ცალი თვალი გაახილა, მერე მეორეც.. გაოცებისგან ადგილიდან ვერ იძვროდა, თვალებგაფართოებული მიყურებდა და თითქოს მზერით მეკითხებოდა, მეჩვენება, თუ ამას მართლა ვხედავო.
–არაფერი გეჩვენება, ნახე, როგორი ფუმფულაა. ამაღამ ვიფრინოთ, თუ გინდა–გადავიკისკისე.
–ღმერთო, გაძლება მომეცი. ერთი დღისთვის ნამეტანია–პირჯვრის წერა დაიწყო გიჟივით.
დიდხანს უყურა შორიდან, ცოტა ხნის შემდეგ უკვე მიეჩვია, ხელითაც შეეხო.
–რა ფაფუკია, რა ნაზი–აღტაცებულმა შესძახა.
–ხომ გეუბნებოდი, კიდე გეშინია?
–სულაც აღარ.
მალევე გაისმა ზარის ხმა და წამოვხტი.
–გეყო ჭიხვინი, შეგიყვარდება შენც–მივაძახე ახარხარებულ ნინოს.
–სულო–ისე ჩამიხუტა თითქოს რამდენიმე საათი კი არა, კვირა არ გვენახოს ერთმანეთი.
–გვრიტებოო, გეყოთ ახლა–ჩაიფხუკუნა ერთერთმა.
–ეს მოგზავნილია?–ვკითხე სიცილით.
–სულო, გაიცანი, ეს ვახოა–ჩემი მეჯვარე, ეს ბექა–ჩვენი მეგობარი.
–სასიამოვნოა–ორივეს ხელი ჩამოვართვი.–ეს ჩემი მეჯვარე და დაქალია–ნინი–გავაცანი ორივეს და დამეფიცება, უკვე შევამჩნიე ბექასა და ნინოს შორის გაბმული უხილავი, მხოლოდ ჩემთვის ხილული კავშირი. ღიმილით გადავხედე ბალთაზარს და როცა თვალი ჩამიკრა, მივხვდი, იმავე აზრზე იყო ისიც, კარგად გავერთობოდით.
თავი IV
–ცოტა ხნით დასვენება არ გვაწყენდა, სულო–ზურგიდან მომეკრო და ჩემ თმაში ჩაყო ცხვირი.
–მართალი ხარ, გადავიქანცეთ–დავეთანხმე.
–ჰოდა გავიპაროთ, წამო, ჩვენ ჰამაკში.
–ჩვენ ქორწილს ვგეგმავთ, ლაზი, ასე უსინდისოდ როგორ გავიპაროთ და დავტოვოთ ამდენი ხალხი?
–როგორ?–ჩაფიქრდა.–აი ასე–თვალი ჩამიკრა და რამდენიმე წამში უკვე ჰამაკს არწევდა ფეხით.
–რა გიჟი ხააარ–მკერდზე მიმიწვინა და თმაში მოფერება დამიწყო.
–ლაზიი–უცბად წამოვხტი.
–ჰო, სულო.
–ბექაზე მომიყევი რაა, კარგი ბიჭი ჩანს ხო? რას საქმიანობს, სად სწავლობს, ყველაფერი მომიყევი რაა, მგონი ნინოს და მაგას მოეწონათ ერთმანეთი, რა მაგარი იქნებაა, ოთხივე ერთად გავერთობით ხოლმე–აღელვებით ვსაუბრობდი.
–სულო, ბექაც რეინკარნირებულია..
–ჰოო?–ცოტა შევშფოთდი–მაინც ვინ იყო?
–დარწმუნებული ხარ, რომ გინდა იცოდე?–ჩაიფხუკუნა.
–მითხარი! ვინ უნდა იყოს ასეთი?–დოინჯი შემოვირტყი და თავზე დავადექი–მიდი, გისმენ, მითხარი.
–პილატე იყო, სულო.
–პი პი პილატე?–ენა დამება–პონტოელი?
–კი, პილატე პონტოელი. გინდა მოგიყვები მის ისტორიას?
–კი, მინდა–გვერდით მივუჯექი და დაძაბული მოვემზადე მოსასმენად.
-დიახ.. იცოდეთ დასჯილია, როგორც ინატრეთ.. თქვენს ნაცვლად, კვლავ.. ღმერთს დაუნდვია ისევ პილატე.. ბევრ ქრისტიანს მიაჩნია მისი სახელი სამარცხვინო უმოქმედობის, ღალატის და სხვა ათასი საზიზღრობის სიმბოლოდ, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდა სინამდვილეში და კაცობრიობის ზიზღის ობიექტად ისე იქცა უდანაშაულო ადამიანი, რომ არავის უზრუნია მის გადასარჩენად. ჩვენთვის ხომ ბიბლია წმინდა წიგნია, მას უნდა გავუფრთხილდეთ და არა ვისწავლოთ. ერთადერთი ადამიანი, ვინც პროკურატორს გაუგო გასაჭირი, ხომ აწ განსვენებული ბულგაკოვი იყო.. პონტოელი პილატე.. ასე უწოდებდნენ მას გალილეველნი, თუმცა კი რომის ჩრდილოეთ პროვინციაში დაიბადა იგი. სამაგალითო კენტურიონმა პონტოში აჯანყება ჩააქრო და იმდენად სწრაფად, რომ პონტოელი შეარქვეს მისი დიდების აღსაწერად. ტრიუმფალურ თაღზე მიმავალმა პირველად მაშინ იხილა ნაწამები, ჯვრით ზურგზე მიმავალი უდანაშაულო კაცი და ისე მძიმედ შეიქნა, ძლივს გამოაბრუნეს. მომხდარი ძველ ჭრილობას დააბრალეს. მესამე ღამეს იერუშალაიმში გააგზავნა იმპერატორმა საიდუმლო დავალებით... ფეხები უკან რჩებოდა, მაგრამ მაინც წავიდა. ერთი კვირის თავზე მისი ძაღლი გამოუგზავნეს საჩუქრად გერმანელებმა, ყელზე ხავერდის ზარდახშით, სადაც მისი შვილის, ჰო, ერთადერთი შვილის გული იდო. დასნეულდა გატეხილი პროკურატორი. მაინც არ ეთმობოდა კეისარი. ღირსება და ერთგულება... სიკვდილზე მიმავალნი, მოგესალმებით... ღამე მოკლული შვილი ელანდებოდა.. ძაღლს უხმობდა ტუჩებით, ოფლში ცურავდა. წყეულ ქალაქს აბრალებდა ყველაფერს, მერე რა ხორშაკიანი ადგილი იყო.
ჰოდა ერთ დღესაც წითელპორფიროვან... იწყებდა ვოლანდი... ოო რა გენიალური იყო.. მე მხოლოდ რამდენიმე ფრაზას მოგიყვანთ იმის დასტურად, თუ რატომ ვერ ჩაიდენდა ეს უბედური კაცი გამცემლობას. „ბოროტი ადამიანები არ არსებობენ. არსებობენ მხოლოდ უბედური ადამიანები.. უბედური ადამიანი არის სასტიკი და გულქვა და მხოლოდ იმის გამო, რომ კეთილმა ადამიანებმა დაამახინჯეს.“
თუმცა მოდით მოვისმინოთ თვით იესოს აზრიც, რატომ არ შეეძლო პილატეს მოეკლა იგი.
“ჰეგემონო, ხომ არ გგონია, რომ ჩემი სიცოცხლე ბეწვზე შენ დაჰკიდე? თუ გგონია, ძალიან ცდები.
– მე იმ ბეწვის გადაჭრა შემიძლია.
– ამაშიც ცდები. ალბათ დამეთანხმები, რომ ბეწვის გადაჭრა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც შეაბა." და ეს მარტივი ჭეშმარიტება ისე უკუაგდო გაზულუქებულ ადამიანთა ბრბომ, რომ როცა ვნახე, სახტად დავრჩი. კვერთხი მოვიმარჯვე და ასე აღდგა ფერფლიდან პილატე პონტოელი, სამართლიანობის აღსადგენად, კაცთაგან გაწირული კაცთა გადასარჩენად.. ბედის ირონიაა, არა?! არ უმართლებს, არა, დედამიწას...
–არა მგონია, ამის აღქმა ნინოსთვის ადვილი იყოს-დააყოლა ბოლოს.
–ჰო, მაგრამ სულაც არაა აუცილებელი, ეს ახლავე გაიგოს–ვუთხარი ეშმაკურად.
–რას გულისხმობ?
–ჯერ კარგად შეუყვარდეს–ჩავიფხუკუნე.
–ეშმაკუნა ხარ–გაეცინა–დაე, იყოს ასე, სამეგობროში მეორე წყვილი გვეყოლება.
***************
–გოგო, ბექაზე მომიყევი რაა. რაო ლაზარემ რა გითხრა?–ცნობისმოყვარეობისგან ცმუკავდა ნინო.
სიცილი ძლივს შევიკავე, როცა გამახსენდა, რა მომიყვა რეალურად მასზე, ტუჩზე მთელი ძალით ვიკბინე და „პილატეს“ აქაური ამბის მოყოლას შევუდექი.
–მოკლედ ასე, ძალიან კარგი ბიჭია, დიდი ხანია მეგობრობენ და ლაზი სრულად ენდობა. იდეალურია შენთვის.
–მაგიტომ არ მიკითხავს, დამპალო–ბალიში მესროლა ვითომ გაბრაზებულმა.
–ისე იმასაც მოეწონე, შენზე რაღაცები უკითხავს ლაზისთვის–სასხვათაშორისოდ ჩავილაპარაკე.
–რაო, რა თქვა?–თვალები აენთო სიხარულისგან.
–რაო და ის ლამაზი გოგო ვინ იყოო?
–მართლა?–ლოყები შეეფაკლა.
–ჰოო, მართლა. ხო იცი სხვისთვის ვერ გაგიმეტებ. ჩვენიანს უნდა გაგაყოლოთ, რომ ახლოს გვყავდე–ჩავეხუტე.
***************
-ჯანდაბა, ყველა მაღაზია მოვიარეთ, ყველა მოდელი ვნახეთ, არც ერთი არაა ის რაც მინდა.. ქორწილამდე ერთი კვირაც არ რჩება და მე ჯერ კიდევ არ მაქვს კაბა. კაბის გარეშე ხომ ვერ გავთხოვდები?!!-ვბუზღუნებდი გაუჩერებლად.
-შენი მოსაწონი ვერაფერი ვნახეთ და გათხოვდი მაგ პიჟამით-შემომიტია ნინომ.
-შენ მაინც ნუღარ მიმატებ რაა, ისედაც აღარ ვიცი უკვე, რა ვქნა.. ვაიმე, დედა-ფრთების შრიალმა მოულოდნელად გული გამიხეთქა და კივილი დავიწყე.
-როდის გადაეჩვევი ასეთ მოულოდნელ გამოჩენებს? გინდა ჩემი მეზობლები მთლად გადარიო??
-კარგი რა, სულო, დავაჰიპნოზებ და ეგაა რა-მხიარულად შესძახა და ჩემ გვერდით დაჯდა.-აბა, რაზე ვერ შეთანხმდით?
-რაზე და იმაზე, რომ შენი საცოლე ძალიან პრეტენზიულია და აქამდე ვერ შეარჩია საქორწინო კაბა, ხოდა ვურჩიე აი მაგ პიჟამოთი მოვიდეს ქორწილში-ჩაარაკრაკა ნინომ, თუმცა მაშინვე ჩაუწყდა ხმა, როცა ფარდის უკან მდგარი ბექა დაინახა, მაცდური ღიმილით თვალს რომ არ აშორებდა.
-გინდა დაგეხმაროთ არჩევაში?
-არა, სიურპრიზად შემოვინახავ მეთქი ხომ გითხარი?
-კარგი, ბატონო, გნებდები-ხელები მაღლა ასწია და ახარხარდა.
-ცანცარა-ბალიში გავუქანე-წადი ახლა, ხელს მიშლი ხომ ხედავ?
-ეგრე არა? სულ აღარ მოვალ იცოდე-გაიბუტა.
-კარგი რა, ლაზი რაა, პატარა ბავშვივით ნუ იქცევიი, ხო იცი რამდენი საქმეა, ვერაფერს ვასწრებ და ვნერვიულობ, არ მინდოდა შენი წყენინება-ზურგიდან მივეხუტე, ხელები მუცელზე შემოვხვიე, ფეხის წვერებზე წამოვიწიე და კისერში ვაკოცე.
-გვრიტებო, გეყოფათ ახლა, ცოდოები ვართ ჩვენც-ჩაეცინა ბექას და აჭარხლებულ ნინოს თვალი ჩაუკრა.
***************
დილაადრიან გამეღვიძა.. კალენდარს გავხედე-სამი დღე ქორწილამდე.. არც კი მჯერა.. ტელეფონს დავწვდი, არც ზარი, არც სმს, მობილური გამორთული აქვს.. ავნერვიულდი.. ვცადე ყურადღება საქმეზე გადამეტანა, გული ვერაფერს დავუდე, მოსაღამოვდა და ისევ არ ჩანდა.. სიბრაზე მიპყრობდა, ასე როგორ იქცევა..
-ხმას აღარ გავცემ!-მტკიცედ მივიღე გადაწყვეტილება, ტელეფონი გამოვრთე და დავიძინე. დილით მესიჯმა გამაღვიძა, შეშინებული წამოვდექი. თვალების ფშვნეტით გადავწვდი ტელეფონს, ზუსტად მახსოვდა, როგორ გამოვრთე. მის გვერდით ჟასმინს რომ მოვკარი თვალი, ყველაფერს მივხვდი.. ჩამეღიმა..
-ჩემი რომანტიკოსი-გავიფიქრე და სმს გავხსენი:
„ჯერ არ გაპარულა ნისლი,
მზე არ ამოსულა ჯერაც,
ფეხზე წამოვდექი, რისთვის?!
ჩვენი მომავლისთვის, მჯერა!
დილა მშვიდობისა, სულო,
ნისლით შესუდრულან მთები,
მიყვარს ჩემო სიხარულო,
ეგ ფაფარაშლილი თმები.
შენი სუნი ამყვა გზაში,
მარტო არასოდეს მტოვებს,
და ამაოების ბზარში,
ვებრძვი ეულ სიმარტოვეს..
შენი ეშხიანი ღიმი,
უწყვეტ ენერგიით მავსებს,
შავი მარგალიტის ქიმი,
მივარღვევ ზღვას შენით სავსე.
მინდა დილით ვიყო შენთან,
რომ დღე არ დამირჩე ობლად,
თორემ მერე რა ვთქვა ღმერთთან,
როცა გადმოხედავს მონბლანს?!
ჩემო შემოდგომის გოგო,
ჩემთვის მონავარდევ ქარში,
კოცნა დამადევნე ოღონდ,
როცა გაიღვიძებ გზაში.“
თვალები ცრემლით ამევსო..
-მიყვარხარ, ჩემო ანგელოზო
-მეც-გავიგონე მისი ხმა, სადღაც გულის კუნჭულში..
იმ ღამით გასაოცრად მშვიდად მეძინა, ორი დღე რჩებოდა ქორწილამდე, ჯერ კიდევ არ შემერჩია კაბა და მაინც თოთო ბავშვივით მშვიდად, წყნარად მეძინა..
სიზმრად ღვთისმშობელი ვნახე.. დიდი, ფუმფულა ფრთებით ღრუბლებს შორის დავქროდი, ვკისკისებდი, ვმხიარულობდი.. უეცრად დიდი ბედნიერება ვიგრძენი, უცბად მოიცვა მთელი სხეული, სული, გონება და გული.. აღტაცებულმა მიმოვიხედე ირგვლივ და ის დავინახე. ნელი ნაბიჯით მიახლოვდებოდა.. მშობლიური ღიმილით.. მის წინაშე დავიჩოქე, დამლოცა და ხელი მომკიდა, ამაყენა, ჩამიხუტა..
-როგორ ხარ, შვილო?-მკითხა.
-იდეალურად! ამაზე კარგად შეუძლებელია ვყოფილიყავი..
-ქორწილისთვის ემზადებით?
-დიახ, თითქმის ყველაფერი მზად გვაქვს.. თუმცა კაბა.. კაბა ჯერაც ვერ შევარჩიე-მოვიწყინე უცებ.
-ნუ დარდობ, საუკეთესო კაბა გექნება-დამიყვავა.
რამდენიმე წუთი მის გვერდით გავატარე, კალთაში ჩავუდე თავი და კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რა არის არაამქვეყნიური ბედნიერება.. ენით აღუწერელი.. შეუძლებელია არსებობდეს სიტყვები, რაც მას გადმოსცემს..
დილით გახარებული წამოვხტი.. ნინი გავაღვიძე და სასწრაფოდ გამოვიყვანე ჩემთან. გაოცებას ვერ მალავდა, როცა ფანქარი და ფურცელი მივაჩეჩე.
-ეს რისთვის მინდა?
-ჩემი კაბა უნდა დახატო.
-ისევ ცუდად გეძინა წუხელ? ასე არ შეიძლება, სულ გამოიფიტები და ქორწილში გული წაგივა-დამიწყო დამოძღვრა.
-არაა, არაა, დამშვიდდი, სრულ ჭკუაზე ვარ. მე აღგიწერ, შენ დახატე, მკერავს მივუტანთ და შეკერავს.
-საიდან მოგაფიქრდა ასე უცებ?-ეჭვით შემომხედა.
-დამესიზმრა!-მივახალე.-რა მნიშვნელობა აქვს, დახატე რაა-და ჩემი იდეალური კაბის აღწერა დავიწყე.
-ორ დღეში ამას ვერცერთი მკერავი ვერ შეკერავს-ამოიოხრა.
-ხოო, ვერცერთი ცოცხალი-ჩავიფხუკუნე.
-რაო?
-არა, არაფერი.. მაჩვენე-სურათი გამოვართვი.-ზუსტად ისაა, რაც მინდა.
-ლაზიი, მის უაითთან მინდა წასვლა. კი, დარწმუნებული ვარ. არა, შენ მაინც არ გაჩვენებ. კარგი, გელოდები. მეც -10 წუთში მოვა-ტაში შემოვკარი სიხარულისგან და მომზადება დავიწყე.
წარმოდგენა არ მქონდა, სად უნდა მეპოვა მის უაითი.. ინტუიციით მივუყვებოდი თითქოს უცნობ და მაინც, საოცრად ნაცნობ გზას, სანამ ინტუიციამ მის სამკერვალოსთან არ მიმიყვანა. კარი შეშინებულმა შევაღე და შევედი, ოთახი ცარიელი იყო.
- მის უაიით - დავიხმაურე.
- ჰმ, ადამიანი.. მომესმა ცივი ხმა - აქ რამ მოგიყვანა, სულელო ბავშვო, მოკვდავებს ჩემთან არაფერი ესაქმებათ. მე განსაკუთრებულ კლიენტებზე ვმუშაობ.
შევშინდი.
-იცით?! მე, მე დედამ გამომგზავნა და მე...
- შეწყვიტე ლუღლუღი, მე ვიცი რატომ ხარ აქ. შენი კაბა საღამოს იქნება მზად.
- რამდენი უნდა.. გახარებულს ენა დამება.
-წადი. საღამოს, 6 ზე მოხვალ. არ დააგვიანებ. ახლა კი წადი.
***************
-სალამი, ჭაღარა დედილო
- ო, მესირ, რას ინებებთ?!
- მისმინე, უაით. მამის ბრძანებაა, დღეს დედისგან აქ გზავნილი მოვა, კაბას გთხოვს და არ გაბედო მისთვის უარის თქმა და საფასურის გამორთმევა, იცოდე, საფასურს მე გადაგიხდი, არავითარი სიტყვა მასალაზე და იცოდე, თუნდაც ერთი წითელი წინწკალი რომ დავინახო, იცოდე...
- ო, მუქარა რა საჭიროა მესირ, მე ხომ ვალში ვარ თქვენთან..
-მაშ კარგი, მე წავალ. მალე შემოგივლი უაით..
-მშვიდობით...
***************
ექვსზე მივედი.. კარები შევაღე, ოთახის შუაგულში ულამაზესი კაბა იყო სპეციალურ მანეკენზე იყო მორგებული, თოვლზე თეთრი იყო, თითქოს ფიფქებისგან შეუკერიათო, ულამაზესი ნაქარგები ამშვენებდა, ალბათ ვიქტორიანული იყო. კაბას ულამაზესი მოყვითალო ყვავილები ჰქონდა მოვლებული, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თოვლში ამოსულანო.
- კაბა მზადაა. შეგიძლია წაიღო.
აღმოსავლეთ კედელს თავი დავუკარი, კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა და გახარებული წამოვედი შინ..
***************
მაღვიძარამ დილის 7 საათზე დარეკა, თუმცა სულ ტყუილად, უკვე ნახევარი საათია მღვიძავს და ჭერს ვუყურებ.. ვფიქრობ.. ბევრ რამეზე ვფიქრობ.. ვიხსენებ, რა უბადრუკი იყო ჩემი ცხოვრება მის გარეშე.. ვფიქრობ და ვერაფრით მოვიფიქრე, რა სიკეთე ჩაგვიდენია ამისთანა მე ან ჩემს წინაპრებს, ასეთი საჩუქარი რომ მივიღე ღვთისგან..
-იღბლიანი ვარ და ღმერთს ვუყვარვარ-გავიფიქრე და ბედნიერების ჰაერი კიდევ ერთხელ ჩავისუნთქე.-ადგომის დროა, ბევრი საქმე გაქვს-ვუთხარი საკუთარ თავს სარკეში და კარზე ზარის ხმაც გაისმა.
ქარიშხალივით შემოვარდა ნინი.. ათასი ნივთით ხელში, გიჟივით დაქროდა ოთახიდან ოთახში და მითითებებს გასცემდა, ისეთი საყვარელი იყო, თავი ვერ შევიკავე და მაგრად, მაგრად ჩავეხუტე. თვალები აეცრემლა..
-არც კი მჯერა, როგორც იქნა დადგა ეს დღე.
-გოგოებოო-დედა შემოვიდა-არ ამატიროთ ახლა მეც, ჩქარა მოემზადეთ ბევრი საქმე გვაქვს.
-დეე-მივვარდი და ლოყები მაგრად დავუკოცნე-მიყვარხარ!
-მეც, დედიკო, ძალიან-სახეზე ჩამომისვა თავისი თბილი ხელი.
დაა დავიწყეთ.. სალონიდან სალონში, თმის, მაკიაჟის, ფრჩხილების და ათასი რამის გასაკეთებლად.. დავრბოდით, ვრეკავდით, ერთმანეთს ვეძახდით, ვიცინოდით, ვნერვიულობდით.. როგორც იქნა, კაბის ჩაცმის დროც დადგა.. კინაღამ წყალში ჩავუყარე ამდენი ხნის ნაღვაწი, როცა ცრემლები ვერ შევიკავე, ოთახში ჩემი ორივე და რომ დამხვდა.. უბედნიერესი ვიყავი.. კაბის ჩაცმაში დამეხმარნენ, როგორც ეს ტრადიციად ვაქციეთ მათ ქორწილებში.. სარკიდან სულ სხვა ადამიანი მიყურებდა, არა, ეს არ იყო საოცრად ლამაზი კაბის დამსახურება, არც მოხატული თვალების ან სადღესასწაულო ვარცხნილობის.. ეს ბედნიერების ბრალი იყო.. თვალები მიბრწყინავდა, მიბრჭყვიალებდა და მათში ჩემი ბედნიერების ერთადერთ მიზეზს, ჩემს ანგელოზს-ბალთაზარს ვხედავდი..
-მოვიდნენ-შემოვარდა აღელვებული ნინი. გოგოები გარს შემომეხვივნენ, ხელი მომკიდეს, გამამხნევეს.. ემოციებმა პიკს მიაღწია, როცა სიძეებმა შემომაკითხეს.. არც ეს ტრადიცია დავიწყებიათ.. ხელი ჩამკიდეს და საზეიმოდ გამომიყვანეს მისაღებში.. კამერების, ფოტოაპარატების შუქმა თვალი მომჭრა, უამრავი ადამიანი ირეოდა ჩემ წინ, თვალები კი მას ეძებდნენ..
-აქ ვარ, სულო-გვერდით ამომიდგა ლაზარე-საოცრად გამოიყურები.
დავმუნჯდი მისი დანახვისას.. შავი შარვალი, თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი პიჯაკი ამშვენებდა მას.. უჩვეულო თითქოს არაფერი ეცვა, მაგრამ მაინც განსაკუთრებულად გამოიყურებოდა და მე მივხვდი, მასაც ბედნიერება ალამაზებდა ასე.. მის თვალებში კი მისი რჩეული-მე ვჩანდი..
ქორწილი დაიწყო..
ბალთაზარი:
როგორი იქნებოდა ჩემი ქორწილის დღე?! ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, იმდენი ვიფიქრე, სანამ არ დაადგა საშველი და ვგონებ, ახლა ცოტა მეშინია კიდეც.
-ვოლანდ, დროა, ერთი შენებურად შემახურო ქადაგებით - გავუღიმე მეგობარს.
- კარგი ერთი, ბალთაზარ, ვერც კი წარმოიდგენ ამ გაუბედავი და თავმდაბალი ადამიანის მანტიაში რა სასაცილოდ გამოიყურები. ვერაფრით გავიგე, რა საჭიროა ეს ქორწილი და ამხელა აურზაური, მითხარი ამდენი უცხო ადამიანის გამოძღომის დაუოკებელი სურვილი როდიდან გაგიჩნდა?! ამას არ სჯობს ორნი, რომანტიკულ საღამოზე, წყნარი მუსიკის ფონზე მალიბუში იყოთ?!
- ვოლანდ, ვოლანდ, ამიტომ ხარ მარტოსული, ქორწილი უბრალოდ რომანტიკული საღამო როდია, ის რიტუალია.
ვოლანდმა მხრები აიჩეჩა და გაიღიმა. უკვე შვიდი საათი იყო, მე კი მხოლოდ ახლა ვიწყებდი ჩაცმას. ახალთახალი, შავი შარვალი და პიჯაკი ჩავიცვი, თმა ჩიკაგოელი განგსტერივით დავიყენე, წითელი მიხაკი პიჯაკის ჯიბეზე დავიბრძანე და სარკეში შევათვალიერე ჩემი თავი.
- დიდებულად გამოვიყურები, ისე, როგორც დღევანდელ დღეს შეეფერება. ჰეი, დანტე, ჩვენებს უთხარი ჩემთან გამოცხადდნენ. ათ წუთში თერთმეტივე ფანტომი ჩემ წინ იდგა.
- მაშ ასე, დღეს, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი..
-და საბედისწერო - ჩაიცინა ვოლანდმა.
- დღეა. მე მინდა ყველაფერმა ჩაიაროს ექსცესების გარეშე, იზრუნეთ, რომ არავინ და არაფერმა შემაწუხოს, თორემ...
- თორემ რა? - შეშინებული სახით მეკითხება ფრეია.
- გაგებუტებით იცოდე - გავუღიმე. ყველას ჩაეღიმა მის გულუბრყვილობაზე.
-აა, მე კიდევ მეგონა.. - გაიცინა სულმოთქმით.
-დანტე, შენ უსაფრთხოებაზე იზრუნებ. სიელი და ლუსი სტუმრებს მიხედავენ, ანაბელი დაუკრავს დღეს ჩვენთვის, ფრეია იმღერებს, დანარჩენებს შეგიძლიათ, ის აკეთოთ, რაც გსურთ, ოღონდ არ იცუღლუტოთ.
-ვოლანდ, შენ დღეს ჩემთან ყოფნა გაქვს მოსჯილი, პილატე დაკავებულია და..
ვოლანდმა თავი დამიკრა და სამზადისს შევუდექით. მე და ის კალვადოსს გადავწვდით და სავარძლებში მოვკალათდით, დანარჩენები საქმეს შეუდგნენ.
- ეჰ, მეგობარო, მაინც მგონია რომ შეცდი.
- ღმერთმა ქნას, თორემ ყელში ამომივიდა ეს სწორად ცხოვრება-მხიარულად გავიცინე.
-მანქანა გელოდებათ მილორდ-სასწრაფოდ წამოვდექით და კიბეებზე დავეშვით. ლიგის დროშების ფრიალითა და ბრწყინვალე ესკორტით გავეშურეთ ჩემი ერთადერთისკენ. ათასმა თვალმა ამაცილა მისი სახლის კიბეებზე.
სახლში მისი ოჯახის წევრები შემხვდნენ. ვერც წარმოიდგენთ დედამისის ღიმილიანი სახე რომ დავინახე, გულზე როგორ მომეშვა. ძალიან გამიხარდა მისი დების პირადად გაცნობაც. ბოლოს და ბოლოს თავი დავიმშვიდე, აქეთ იქიდან ჩემი მეგობრები შემომეხვივნენ და მალე ისიც მაჩვენეს..
ულამაზესი იყო. თეთრი, ყვავილებით მოქარგული ქათქათა კაბა ეცვა, ეტყობოდა მის უაითის ხელი...
***************
მხიარულება გრძელდებოდა.. საოცარი ქორწილი გამოვიდა, ყველა კმაყოფილი და ბედნიერი იყო.. ლაზის გადავხედე, გაღიმებული ისმენდა სადღეგრძელოებს და მადლობებს იხდიდა.. მაშინვე იგრძნო ჩემი თბილი მზერა და შემომხედა..
-ჩემი ოცნება ხარ, ახდენილი-ჩამჩურჩულა.
-შენ ჩემი ოცნებების ამხდენი-ვუპასუხე.
-წამო გავიპაროთ-მითხრა უცებ.
-სად?
-ნახავ.
რესტორნის ბაღში გავედით.. ეზოს ბოლოს პატარა კარი იყო, ხეებს შორის მიმალული.. კარი გააღო და ულამაზეს ხეივანში აღმოვჩნდით.. იქაურობა მთლიანად სიმწვანეში იყო ჩაფლული.. სიხარულისგან ხტუნვა დავიწყე, როდესაც მასში ჩვენი ნაცნობი ტირიფის ფანჩატური ამოვიცანი..
-სიმბოლურია, არა, სულო?-მკითხა ღიმილით.
-ეს.. ეს.. როგორ მოახერხე? აქ როგორ?-გაოცებას ვერ ვმალავდი.
-დაგავიწყდა, ვინ ვარ?-ვითომ იწყინა.
-ჩემი ჯადოქარი ხარ შენ-ფეხის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე.
უცბად დამიჭირა, გულზე მაგრად მიმიკრა და თმა ჩამომიშალა.
-ასე სჯობს-ხარბად შეისუნთქა ჩემი თმის სურნელი-კმაყოფილია ჩემი ფერია?
-ძალიან, ასეთ ქორწილზე ვერც ვიოცნებებდი-ვუთხარი.-შემპირდი, გთხოვ. შემპირდი, რომ ეს სამუდამოდ გაგრძელდება, ჩვენი ბედნიერება..
-ჩვენი ბედნიერება სამუდამოდ გაგრძელდება სულო, ბალთაზარის სიტყვას გაძლევ, ასე იქნება!
-ლაზიი, მიყვარხარ-დავიჩურჩულე გაბრუებულმა.
თავი V
ბალთაზარი:
ბედნიერი ძილი გარიჟრაჟმა დამიფრთხო. ერთი შევიშმუშნე და თვალები გავახილე. ჩემს ანგელოზს თავი ჩემ მკერდზე ედო და ტკბილად ფშვინავდა. ოქროსფერი ათინათი მხრებზე დასთამაშებდა და თოვლივით ქათქათა კანს ბრინჯაოსფერ ელვარებას სძენდა. თხელი, გაბუტული ტუჩები, ქარვისფერი, მზიანი თვალები, სიმწიფეში შესული ატმებივით აწითლებული საჩქმეტი ლოყები, ეს ყველაფერი ერთად, ალიონზე, ღვთაებრივ ნეტარებად მიძინებულ იყო ჩემ მკერდზე. გამეღიმა. თმაში ცხვირი შევაცურე და ხარბად შევისუნთქე მისი თმების მათრობელა სურნელი.
- ჰო, რამხელა დრო გასულა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან, სულო, მომნატრებიხარ.. ყველაფერზე მეტად.. როგორ მინდა მთელი საღამო ასე ვიწვე შენთან ერთად და არაფერი იყოს ჩვენ ორს შუა და იქით.. - მკერდზე მისი ცხელი, გახშირებული სუნთქვა ვიგრძენი.
- ახლა მხოლოდ ჩემი ხარ, მშვენიერო, მორჩა შენს თავს ვერაფერი წამართმევს, აწი სულ ერთად ვიქნებით...
- მართლა ლაზი?! - გამიღიმა და ამომხედა.
თითქოს შევცბუნდი, არ ვიცოდი, რომ ეღვიძა, დაბნეულივით გავიღიმე, შევამჩნიე ჩემს პატარას როგორ გაუელვა თვალებში გამარჯვების ნაპერწკალმა და გამიხარდა, დილა მშვენივრად იწყებოდა. განა რა უნდა იყოს იმაზე კარგი, რომ შენს საყვარელ ქალს თავი დედოფლად აგრძნობინო?!
- მიყვარხარ ლაზი.
- მეც, ჩემო სიხარულო.
ღვთაებრივი ამბორი შეერია მზის სხივებს და გადაიფურჩქნა მახლობელ წალკოტში ძოწისფერ ვარდებად და ამ მიწისფერი მოკვდავობის ფონზე გაიელვა უკვდავების დიადმა ნაპერწკალმა და კენჭს ჩაჰყვა ტბის ფსკერზე. სიტკბოებაშია ახალგაზრდობის მთელი ხიბლი, ვინაიდან ეს არის ასაკი, როდესაც ადამიანმა უნდა შეიმეცნოს, რაოდენ ტკბილია ღვთისკენ მიმავალი გზა და სიტკბოება ხომ ყველაზე მისაღები და სასურველი რამაა, რასაც კი მოკვდავი მის გვერდში მდგომი მოყვასისაგან ისურვებდა, ჰოდა ჩვენც მთელი დილა ვტკბებოდით უფლისგან მორთმეული ამ ესოდენ ძვირფასი ძღვენით და მხოლოდღა მაშინ, როდესაც ოქროსფერ აბჯარში ჩამჯდარი შუბოსანი ოტარიდი ცარგვალის ზენიტს მიადგა, ჩემს სასურველს შუბლზე ვაკოცე და და ბასტიანს ხალათის მოტანა ვთხოვე. მას კი ისევ ნებივრობა სურდა. რაოდენ ცოტა რამ სჭირდება ადამიანს, რომ უბედნიერესი იყოს ამქვეყნად. ხალათი შემოვიცვი და ჩემმა საგვარეულო გერბმა გაიელვა ჩემი ღაბუას თვალებთან.
-ეს რა გახატია ლაზი?!-ჩემი ბუთხუზა, საყვარელი, ცნობისმოყვარე ანგელოზი, საქმეზე გადავიდა ისევ.
- ეს ჩემი საგვარეულო გერბია, ჩემო, დედამიწაზე სულ რამდენიმე გერბით ვსარგებლობ, ეს ძირითადია.
- და ლაზი რას ნიშნავს ეს ნახატი?!
-სულო, ვადაჯვრიან ხმალზე გამოსახული ჯვრის ვადამდე ვერმიღწეული, დასერილი წითელი გველი იმ ბოროტების სიმბოლოა სიკეთეს რომ ებრძვის, მაგრამ ვერასდროს მისწვდება საუფლო გვირგვინს, ვადაჯვრიანი ხმალი ნიშნავს, რომ უფალი კაცთმოყვარეა, მაგრამ უსამართლობას და ძალმომრეობას დაუსჯელს არ დატოვებს, მიწაზე ჩამოღვრილი გველის შხამი კი ამ ბრძოლის შედეგს ასახავს დედამიწაზე.
***************
სკოლა რომ დავამთავრე და უნივერსიტეტში გრანტით ჩავირიცხე, თავი უბედნიერესი მეგონა, უნივერსიტეტიც წარჩინებით რომ დავასრულე და წითელი დიპლომი გადმომცეს, მეგონა ამაზე მეტად აღარაფერი გამახარებდა, მერე მუშაობა დავიწყე, იქ სადაც მინდოდა, ბევრი გეგმა, სურვილი, ოცნება ავიხდინე და ყველა ჯერზე ვფიქრობდი, რომ ეს იყო სწორედ ის, განსაკუთრებული ბედნიერება.. მერე გავიცანი ლაზი, ხოო რეინკარნირებული მთავარანგელოზი, თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება.. მასთან ერთად გადავიტანე უამრავი რამ, ჩხუბიც იყო, კამათიც, დაშორებაც, ნერვიულობაც, სირთულეც, მხიარულებაც, სიყვარული.. ყველაზე ბევრი მაინც სიყვარული იყო და სწორედ ამან მიმახვედრა, რომ მანამდე ძალიან, ძალიან უბედური ვიყავი..
ადრეც აღვნიშნე, ნაცრისფერი ცხოვრება გამიფერადამეთქი.. არა, ნაცრისფერიც არა! სრულიად უფერული და უბადრუკი იყო ჩემი ცხოვრება მის გამოჩენამდე.. ახლა კი მას აზრი მიეცა, გაცოცხლდა, ამოქმედდა.. მივხვდი, რისთვის დავიბადე ამქვეყნად.. ის უნდა მყვარებოდა და მას უნდა ვყვარებოდი.. ჩემი სიცოცხლე მასზე იყო დამოკიდებული და მისი ჩემზე.. ის იყო ჩემი ბედნიერების გარანტი და მე-მისი.. მისი ვიყავი და ჩემი იყო ის..
აი, რა ყოფილა ბედნიერება.. სიტყვებით გადმოსაცემად შეუძლებელი.. მისი გაცნობა, მასთან შეხვედრა, საუბარი, მისი მოფერება, მასთან ჩახუტება.. მისი წყალობით აღმოვჩნდი სამოთხეში.. და თავად ის გახდა ჩემი, პირადი სამოთხე აქ, დედამიწაზე.. მისი წყალობით შევხვდი ღვთისმშობელს და თავად უფალს და მივხვდი, მორჩილებით ავიტანდი კიდევ რამდენიმე საუკუნოვან ტანჯვას, ოღონდ გამეორებულიყო ეს შეხვედრა..
და მაინც, სულ სხვა შეგრძნება დამეუფლა, როდესაც კანონისა და ღვთის წინაშე ცოლქმრად გამოგვაცხადეს და სამუდამოდ ჩემად დავიგულე. რესტორანში მისულებს ტაშისკვრით შეგვეგებნენ სტუმრები, ყველა იზიარებდა ჩვენს ბედნიერებას.. ვუყურებდი მას და მის თვალებში ვხედავდი აწმყოს, წარსულს და მომავალს ჩემსას.. ის იყო ჩემი ცხოვრების ამომავალი წერტილი, მას უკავშირდებოდა თითოეული წამი ჩემი სიცოცხლისა და მე მიყვარდა, ყველაზე არანორმალურად, არაამქვეყნიურად მიყვარდა..
და როცა დილით, ქორწინების მეორე დილით, მის მკერდზე ჩაკრულს გამეღვიძა, მივხვდი, ყველაფერი ცუდი უკან დარჩა.. ახლა შემეძლო მთელ სამყაროს დავპირისპირებოდი და მაინც გამარჯვებული გამოვსულიყავი, თუნდაც წაგებული ბრძოლიდან.. მე ხომ ის მყავდა..
***************
-გახსოვს მაშინ მაგრად რომ ვიჩხუბეთ?
-ჰო, სულო, მაგას რა დამავიწყებს.. ორი დღე არ მელაპარაკებოდი-ვიგრძენი, როგორ გააკანკალა და ჩემ თმაში ჩარგო თავი, თითქოს ცუდი მოგონებების მოშორებს ცდილობდა ამით.
-არა, მაინც რა უაზროდ ეჭვიანი იყავი ისე?-ვკითხე სიცილით.
-ვიყავი?!-წარბაწეულმა გამომხედა-მილიონჯერ მითქვამს, ყველა სულიერზე და უსულოზე ვეჭვიანობ, ვინც შენ გვერდით გაიჭაჭანებს, დაელაპარაკები, ან თუნდაც იმ ჰაერით ისუნთქებს, რითიც შენ.. მხოლოდ ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი-ისე მაგრად მიმიხუტა გულზე, ძვლებმა ლაწალუწი დაიწყეს, თითქოს მართლაც ვინმე ართმევდა ჩემს თავს იმ წუთას..
-არა, მაშინ ნამდვილად ზღვარს გადახვედი..
რამდენიმე თვის წინ:
-რამდენჯერ უნდა გითხრა, კურსელია, კურსელიიი-ხმას ისე ავუწიე, თავადაც ვერ მივხვდი, აღარც მეზობლებს ვერიდებოდი და აღარც არავის, რამდენიმე საათია გაუჩერებლად ვჩხუბობთ..
-და ასეთი კეთილშობილი ხომ? უანგარო.. ნამდვილი ჯენლტმენი-ზიზღით საუბრობდა.-ერთი მითხარი, რატომ სხვებს არ სთავაზობს დახმარებას?
-შენ რა სულ გაგიჟდი? შემთხვევით შემხვდა და მითხრა, მეც შენი სახლისკენ მივდივარო. სხვები არ ყოფილან იქ და სპეციალურად ხომ არ გავუვლიდით?
-აჰჰ, თურმე რა ყოფილა! ანუ შენ სპეციალურად გამოგიარა??-ნიშნის მოგებით მკითხა.
-მე ეგ ვთქვი? როგორ მეთქვა უარი, ადამიანო? ჩემი შეყვარებული იეჭვიანებს შენზეთქო? ცოლშვილი ჰყავს თან! ხო გამომლანძღავდა და მართალიც იქნებოდა?!
-ერთი გაბედოს-აემღვრა თვალები.
-შენსას არ იშლი ხო? თავი დამანებე საერთოდ რაა, ფსიქოპატი ხარ ნამდვილი!
-ე.ი თავი დაგანებო ხო?
-ხო, შემეშვი!-ვუკივლე ბოლო ხმაზე
შუაღამეა.. ძლივს მოვახერხე ჩაძინება, რამდენიმე აბი დამამშვიდებლის დალევის შემდეგ.. მომხდარი მაინც არ მაძლევს მოსვენების საშუალებას.. ვღელავ, ვცმუკავ, ვტრიალებ საწოლში.. დაჟინებულ მზერას ვგრძნობ.. მგონია, მეჩვენება და გავგიჟდი..
წამოვიწიე, საათს დავხედე, ტელეფონის შუქზე უკვე ნათლად ვხედავ, რომ მარტო არ ვარ.. წამები მჭირდება გასააზრებლად, რომ ისაა.. ტელეფონის ეკრანი ჩაქრა, აღარ ამინთია.. უკვე ვეღარ ვხედავ, თუმცა ვგრძნობ, ჩემ წინ ზის.. და ამ უკუნეთ სიბნელეშიც კი ვხედავ, ჰოო ვხედავ მის სევდიან თვალებს.. ყველაფერს ვხვდები.. ნანობს და ბოდიშს მიხდის.. მისკენ წავიწიე, სახეზე ხელი მოვკიდე, თმაზე ნელა გადავუსვი, ვიგრძენი, როგორ დახუჭა ნელა თვალები და როგორ დაფარა მლაშე სითხემ მისი ლოყები..
-ჩშშ-ჩავჩურჩულე და შუბლზე ვაკოცე.
-მაპატიე-ამოიგმინა და გაქრა..
რამდენიმე საათი ვცდილობდი გულისცემის დარეგულირებას.. გამთენიისას ჩამეძინა და მალევე დარეკა მაღვიძარამ.. თვალები მოვიფშვნიტე და ხელი გადავყავი გასათიშად.. ქაღალდი მომხვდა ხელში.. დახვეულ პერგამენტზე ლამაზი, გამოყვანილი ასოებით ლექსი ეწერა, წერილს წითელი ვარდიც ახლდა..
„გეთაყვანებიან სხვები,
მაგრამ შენ ჩემი ხარ მხოლოდ,
მაინც მარტოსული ვკვდები,
ყველა არსებობის ბოლოს..
სადღაც გადაჰკვრიათ ნისლი,
კენტად ჩემწკრივებულ პალმებს,
ვეღარ დასწევია ისრის,
პირი მტრის გაქცეულ ალმებს.
მე ხომ კარგად ვიცი ვინ ხარ,
რაღად გეშინია ისევ,
დედამ არ მიმიღოს თუნდაც,
განა განვქარდები მყისვე?
ზრუნვას არ მოგაკლებ, არა,
მელი, მოვალ, მაგრამ როდის?
მისი მოტყუება კმარა,
ისევ დრო მიმართლებს ლოდინს.
შენზე არ მასვენებს ფიქრი,
სანამ ისევ სახლში მიხვალ,
ჩემი ქათქათელა ფიფქი,
არვინ გამიბრაზოს იქ ხვალ.
ვფიქრობ ბებერ დედამიწას,
ხომ არ ვუსახსოვრო ბომბი,
სხვისი ხელით მიყრილ მიწას,
მიჯობს შენი ვიყო ზომბი.
გეარშიყებიან სხვები,
აწი დაღამდება მალე,
უკვე შუაღამით ვხვდები,
შენ ვინ მოგაცილო ხვალე."
-ჩემი გადარეული-ჩამეცინა
-ე.ი მოგეწონა?-ფანჯრის რაფაზე ჩამოსკუპებულიყო და მაცდურად მიღიმოდა..
ვეღარ შევიკავე თავი, სწრაფად წამოვდექი და მისკენ გავიქეცი. ხელში ამიტაცა და ჰაერში დამატრიალა..
-როგორ მიყვარხარ, სულო..
-მეც, ლაზი-ვუთხარი გაბრუებულმა.
***************
-მაინც როგორ გეშინოდა დედაჩემის?-ჩავიკისკისე მხიარულად.
-კი არ მეშინოდა, ვღელავდი. ისიც შენ გამო ვღელავდი, თორემ-იწყინა.
-კარგი ნუ მებუტები რაა-ყელში ვაკოცე და მისი კულულებით დავიწყე თამაში-მითხარი, ღამით ხშირად მიყურებდი ხოლმე მძინარეს?
-მას მერე რაც გაგიცანი, ყოველ ღამე.
-რატომ ლაზი?
-ძალიან საყვარელი ხარ მძინარე, ნამდვილი ფერია ხარ.
-მაინც როგორი ვარ, აბა?
-ბავშვის სახე გაქვს ჩემსავით ძილისას, შვლის ნუკრივით პირღიას გძინავს, გაბუტული ტუჩებით, ღაბუასავით დაბუშტული ლოყებით და პაწაწინა პირით, ისეთი კარგი ხარ, ლამის ჩაგყლაპო ხოლმე, საყვარლად ფშვინავ და დროდადრო უხმოდ მეძახი, ტუჩების მოძრაობით.
ბალთაზარი:
ჩემი პატარა ანგელოზი მალიმალ გააპარებდა ხოლმე თვალს ემბლემისკენ, ბოლოს იმ ფისოსავით წამოდგა, საყვარელ სითბოს რომ მოაშორებენ და თავადაც ხალათი გადაიცვა. არ ვიცი იმ წუთას რით იყო ასე ლამაზი, მაგრამ გულში ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი რჩეული სწორედ ის იყო და არა ვიღაც სხვა.
- სადილი მზადაა, ბასტიან? - ვიკითხე სხვათაშორის. ის ხომ განრიგს არასდროს ღალატობდა. გაყინული თავაზიანობით გაიღიმა და
-რა თქმა უნდა მილორდ, მზად გახლავთ, როგორც ყოველთვის. სხვა რით შემიძლია გემსახუროთ?! - თავაზიანობის ხასიათზე არ ვიყავი, სამაგიეროდ გულითადად ვუთხარი უარი სამსახურზე და ჩვენი მარტო დატოვება ვთხოვე. ცბიერად ჩაიცინა, თავი დამიკრა და განქარდა. სადილი მაგიდაზე დაგვხვდა. ჯერაც ოხშივარი ასდიოდა შემწვარ იხვს, რაღაც სამხრეთულ, ცხარე საწებელში ამოვლებულს, იტალიურ ჩაბატას და სპაგეტის.
-ჰოო, ეს მგონი ერთადერთია, რაც ბასტიანს კარგად გამოსდის- ლოყაზე ვაკოცე ჩემს ფერიას და ჯერ ის მოვაწყე სუფრასთან, შემდეგ მე მივუჯექი მაგიდას გახელებული.
-ლაზიი, რა ამბავი იყო ამდენი საჭმელი, ეს ამდენი რამე როგორ უნდა შევჭამოთ ჩვენ ორმა? ხომ იცი არ მინდა გავსუქდე - დაიწყო ჭუჭყუნი, როგორც ყოველ სადილზე, სადაც ერთ ნახევრად სავსე თეფშზე მეტი საჭმელი ხვდებოდა ხოლმე.
- გეყოფა ახლა, რა ბევრი ესაა, საჭმელი იხვია რეალურად, სპაგეტი-დესერტი, ჩაბატაზე კი არ ვაპირებ, დღეს პირი გავიფუჭო.
გაიცინა. ყოველთვის ასე იცინის, სანამ რაიმეს მთხოვდეს. მოვემზადე, გულგრილი და მოშიებული იერი მივიღე და ჭამას მოვუმატე.
- ლაზიი, ამის ჭამას დიდ ხანს მოვუნდებით და თან ვილაპარაკოთ რაა, კარგი?
- კარგი, სულო, რაზე ვილაპარაკოთ?!
- აი, მაგალითად, ამ ცხოვრების გარდა, ადრეც შევხვედრივართ? ანუ წინა ცხოვრებაში მინახიხარ?
ოო ღმერთო, ოღონდ ასე ნუ მომაჩერდება ახლა ბავშვის სახით და ლოყებს ნუ.. სულ ასე შვრება, იცის, რომ უარის თქმა მისთვის ამ დროს არ შემიძლია, არა, ასე არ შეიძლება, რამე უნდა...
ფიქრები მისი ხელის მკვეთრმა შეხებამ გამიწყვიტა. უეცრად დედამიწა ორბიტიდან მოწყდა და მკვეთრად გადმოიხარა ჩემკენ, რაღაც ქარვისფერი გადიდდა თვალის გუგებთან, მერე კი რაღაც ლურჯსა და წვნიან სამყაროში ჩავიძირე. ვგრძნობდი, როგორ ეთამაშებოდა გემის ქიმს მობი დიკი, დიდი თეთრი ვეშაპი, მერე კრაკენის მოვარდისფრო, ხაოიანი საცეცი ვიგრძენი მთელ სხეულზე და გავიბრძოლე.. სილურჯეში ვიკარგებოდი, მზის სხივები და თაფლისფერი ფსკერი წყვდიადმა შთანთქა, გონება დამებინდა...
როცა გონს მოვედი ჩემი ონავარი გვერდით მეჯდა და მოციმციმე თვალებით ცუღლუტად მიყურებდა.
- მოგეწონა?! ხომ ლამაზი იყო იქაურობა?
- მე, მე არ ვიცი რა უნდა.. სად ვი...
- სუუ, ჩუმად, თუ მომიყვები იმას, რაც გთხოვე, შენი ანგელოზი კიდევ დაგასაჩუქრებს.
მომნუსხველ ღიმილს ვეღარ გავუძელი და ჯერ კიდევ მისტერიაში მყოფმა დავუქნიე თავი.
- ოღონდ თან ჭამე, კარგი?
- კიი, აი, ვჭამ - უზრუნველად გამიცინა.
ამოვისუნთქე და დავიწყე..
-მე ზუსტად არ ვიცი რამდენჯერ შევხვდით ერთმანეთს, სულო, მაგრამ მოგიყვები ჩვენს უახლოეს შეხვედრაზე. ეს მოხდა საფრანგეთში, პარიზში 1858 წელს.
- მართლა ლაზი? მერე როგორი ვიყავი?! მომიყევი რაა, გთხოოვ.
- მოდი, მაშინ ისტორიას მოგიყვები პირდაპირ კარგი?!
- კიი - თვალები აუფორეჯდა სიხარულისაგან.
-მაშ ასე, ჩემო..
თავი VI
„სამუშაო დღეებში ყოველთვის ადრე ვდგები. არც ეს დღეა გამონაკლისი, დილის 7 საათზე გამაღვიძა იმ საშინელმა, გამყინავმა ხმამ, მაღვიძარა რომ გამოსცემდა. გამოვრთე, ავდექი, ფანჯარასთან მივედი, ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, შუშა დაიორთქლა.. ნოემბრის მიწურულია, მაგრამ უკვე ისე ცივა, იანვარი გეგონება.. გარეთ ყინავს.. ოთახში საკმაოდ თბილა, მაგრამ მაინც შემამცივნა და სასწრაფოდ ხალათი მოვიცვი.. ნახევრად მძინარემ გავიმზადე ყავა.. ცხელ ფინჯანს სასიამოვნო სურნელი ოხშივარად ამოსდის და თავისკენ მიზიდავს.. გრძელი თითები შემოვაჭდე ფინჯანს და გათბობას შევეცადე.. ყავის საამო სურნელი შევისუნთქე, პირველი ყლუპი მოვსვი და მომავალ, მძიმე დღეზე დავფიქრდი.. ისე ამოვიოხრე, თითქოს მთელი პრობლემები თუ დარდები თან ამოაყოლაო.. სამწუხაროდ, ისინი არსად წავიდნენ რეალურად და ერთ-ერთი მათგანი უკვე მწვავედ მახსენებდა თავს.. დამაგვიანდა! ფიქრებში გართული ვერც კი ვამჩნევ, როგორ იცლება ყავა ფინჯანში.. უსიამოვნოდ ვაწკლაპუნებ პირს: არ მეყო! ზლაზვნით ვდგები სკამიდან, ტანსაცმლის შერჩევის დრო აღარ მაქვს, ნაჩქარევად ვიცვამ ყველაზე მოხერხებულ შარვალსა და სვიტერს, გასაღებს ვიღებ ხელში და სახლიდან გავრბივარ.. უკვე რამდენიმე წელია, მე და დედას ტრადიცია გვაქვს: სადარბაზოდან გასული ყოველთვის ვუქნევ ხელს გზიდან, ფანჯრიდან ან აივნიდან მომზირალს. დღეს ეს ტრადიცია დაგვერღვა, დედა სოფელშია. ჩქარი ნაბიჯით მივდივარ სამსახურისკენ. გაყინულ ცხვირს დიდ კაშნეში ვმალავ, რომელსაც ხუმრობით „ბედუინი“ შევარქვი. იმხელაა, თავისუფლად შეგიძლია თავზე წამოიფარო და ქუდის მაგივრობაც გაგიწიოს, ამიტომაც ჰგავს რაღაცით ბედუინების თავსაბურავს. ჩემდა გასაოცრად, სამსახურში დროულად მივდივარ, ჩანთაში საშვს ვეძებ, მასში იმდენი ნივთია, ხანდახან ლოტოტრონს მაგონებს, ზუსტად ისევე ვიქექები მასში, როგორც გათამაშების წამყვანები. როგორც იქნა, ვპოულობ მას, ვატარებ და ნაძალადევად ვუღიმი დაბნეულ ჯარისკაცს. კაბინეტში შესვლისთანავე ვრთავ ელექტრო ჩაიდანს, ორგანიზმი ყავას ითხოვს, ჯერ ისევ სანახევროდ სძინავს.. ოთახში ხმაურს იგებს თუ არა, მაშინვე მეძახის ნაადრევად მოსული უფროსი, უკმაყოფილოდ ვიღებ ბლოკნოტს და კალამს და კარზე ვუკაკუნებ. რა იქნება ერთხელ მაინც დააგვიანოს.. ან დროულად მაინც მოვიდეს.. დღის განრიგი ისეთია, კიდევ ერთხელ, უკვე სერიოზულად მაფიქრებს სუიციდზე.. დედა მახსენდება, დები, მეგობრები.. აბეზარ ფიქრებს ვიშორებ, ყავას ვიკეთებ და თანამშრომლებს თათბირის შესახებ ვატყობინებ.. ზოგი არ მპასუხობს, ზოგი წუწუნებს.. მოკლედ, ნერვებს მიშლიან. სკამის საზურგეს ვეყრდნობი თავით და ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს ვაანალიზებ.. 9 წუთი მაქვს ფიქრისთვის, მერე დაიწყება..“
კითხვა დავასრულე და დღიური ისევ ყუთში დავაბრუნე.
-რა უღიმღამო ცხოვრება მქონდა-გავიფიქრე. დღეს დარჩენილი ნივთების წამოსაღებად მოვედი მშობლიურ სახლში. დარჩენილიო ვამბობ, მაგრამ მეშვიდე ყუთს ვავსებ უკვე. ბავშვობისდროინდელ ნივთებს ვპოულობ, თითოეულ მათგანში იმდენი მოგონებაა, ვეფერები, ვასწორებ და სათუთად ვალაგებ ერთმანეთზე. ვერც კი ვამჩნევ ისე მიახლოვდება დედა..
-როგორ მენატრები უკვე, დეე-თავს ძლივს იკავებს ვატყობ.
ტირილის სურვილი მეც მაქვს, მაგრამ ვუფრთხილდები.. არ მინდა ზედმეტად ინერვიულოს, ვცდილობ დავამშვიდო.
-კარგი რაა, დე. თითქმის ყოველდღე მოვდივართ. დღისით ისედაც არ ვიყავი ხოლმე სახლში, ვითომ არაფერი შეცვლილა ხო?-ვუღიმი და თმაზე ვეფერები. უხერხულად იშმუშნება-არ უყვარს. გულში მიკრავს და ვგრძნობ მის საოცარ სითბოს, ენერგიით მმუხტავს, მავსებს.. ღმერთო, რა სასწაული ფენომენია დედა.. ასეთი რამ ხომ მხოლოდ მას შეუძლია. სენტიმენტები ისევე მალე ქრება, როგორც ჩნდება..
-ლაზარე როდის მოვა?-მეკითხება.
-ალბათ საღამოს, გინდა დღეს დავრჩეთ?-ვაპარებ.
-არა, არ მინდა იუხერხულოს.. მაგრამ კარგი იქნებოდა-ამატებს ჩუმად.
-არ იქნება პრობლემა. ისე თვითონ შემომთავაზა, რომ იცოდე-თვალს ვუკრავ.
-მართლა?-სიხარულისგან აენთო-მაშინ ოთახს მოვამზადებ მე.
სიყვარულით სავსე მზერა გავაყოლე და ნივთებს მივუბრუნდი.
ბალთაზარი:
- მანქანა უკვე მზადაა მილორდ - ლევიათანი იყო - ყველა ადგილზეა და თქვენს გამოჩენას ელიან.
- მადლობა ლევიათან! ჩემი მოსასხამი მოიტანე?!
- ყველაფერი მზად გახლავთ მბრძანებელო, თქვენთვისაც და ქალბატონისთვისაც. ლაკმე საძინებელ ოთახში ელოდება მას.
- უნდა წავიდეთ, სულო, მიდი, მოწესრიგდი. ლაკმეს არ უყვარს ლოდინი.
- მოუწევს - გაიცინა ანცად და აბაზანაში შევიდა. ნახევარი საათის მერე გავიგე მისი ფეხის ხმა. ოთახისკენ მიდიოდა. მე უკვე მზად ვიყავი. ძოწისფერი მანტია მიფარავდა მთელ სხეულს. მანტიის უკანა ფონზე ემბლემა იყო გამოსახული, მხარზე ლომის თავი დაესვენებინათ, მანტიაც მისი კლანჭით იკვრებოდა. მეფობას გვირგვინიღა მაკლდა. მოსაწყენი რომ არ იყოს, იქნებ მეფიქრა კიდეც, პრინციპში მეფეები ხომ უბრალო ხალხი ვართ, რა საჭიროა ეს გვირგვინი?!
- ლაზიი, ხომ ლამაზი ვარ?! - მეუბნება ხოხბის ბუმბულისგან ნაქსოვ კაბაში გამოკვალთული ჩემი ანგელოზი.
- განუმეორებელი ხარ, ჩემო - შუბლზე ნაზად ვეამბორე და მკლავგაყრილნი დავეშვით კიბეებზე.
მანქანა ძველ ქართულ ყაიდაზე ნაშენ ციხე-დარბაზს მიუახლოვდა. კარებთან ნიღბიანი ფანტონიმები იდგნენ. სამნი მარჯვნივ, სამნი მარცხნივ. მახვილები საზეიმოდ აღმართეს და ცერემონმაისტერმა, ვერცხლისფერნიღბიანმა ახალგაზრდა ყმაწვილმა მანქანის კარები გამოაღო. სიელი და ლუსი იდგნენ შესასვლელში. სამი ნაბიჯი გადმოდგეს, თავი დაგვიკრეს და მოგვესალმნენ.
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ფანტომთა ლიგის" საზაფხულო სასახლეში. რა ხანია გელით - ჩაიღიმა სიელმა - როგორც ისურვე, ყველა აქაა, გელოდებიან.
გაოცებულმა მოათვალიერა მიდამო. ციხე ლიგის დროშებით შეემკოთ. გალავანი მთლიანად მოჩუქურთქმებული იყო სხვადასხვა ცხოვრებისეული სცენებით. შესასვლელის თავზე კი ლიგის ემბლემა იყო გამოსახული.
- ლაზიიი, რა ლამაზია აქაურობა - აღმოხდა გაოცებულს - ეს მართლა თქვენი ნახელავია?!
- მოგწონს, სულო? ამ ნაგებობაზე ხუთასმა საუკეთესო ოსტატმა იმუშავა. შიგნიდან უფრო ლამაზია. მოგვიანებით დავათვალიეროთ, ჩემო, კარგი?! ახლა კი ნუღარ ვალოდინებთ, ავიდეთ.
***************
სამი ატლასგადაკრული სართულის ავლის შემდეგ ერთ ფართო ოთახში შევედით. ოთახში უცნაური, ოვალური მაგიდა იდგა. ზედ იგივე ემბლემა ამოეკვეთათ, რაც დილით ლაზიმ მაჩვენა. მაგიდასთან ცხრა ახირებულად ჩაცმული ადამიანი იჯდა. თავი სპექტაკლის გმირი მეგონა. ერთი რომაელ პროკურატორს ჰგავდა, მეორე მწვანედ იყო შემოსილი, სხვა მეთერთმეტე საუკუნის რაინდს და ასე მიყოლებით. კარგად დავაკვირდი თითოეულ მათგანს და ვიცანი: ლიგის წევრები.
- ტიტუს ბელუმ - მგონი მისალმებაა. ლაზიმ ამის თქმისას ხელით უცნობი მანევრი შეასრულა.
- ტაურუს ვეტუმ - უპასუხეს მათ. ლაზი მივიდა მაგიდის თავში დადგმულ ორადგილიან, უცნაური, ხორკლიანი გველის მსგავსი არსებებით გაფორმებულ სავარძელთან და მარჯვნივ თავად დაჯდა, მარცხნივ მე დამსვა და დაიწყო:
- მაშ ასე, მეგობრებო. ჩვენ დიდი ხანია, რაც ერთი გუნდი ვართ, ამიტომ ყოველგვარი შესავლის გარეშე მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელმაც იხსნა ჩემი სული და სიცოცხლე, ადამიანი, ვისაც ჩვენი ლიგა საუკუნეების განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა, ჩემი მეუღლე და ჩემი რჩეული. ჩვენ ვალში ვართ მასთან, ამიტომ მისი სურვილია კარგად იცნობდეს მათ, ვისაც დაეხმარა და ჩვენ დღეს მას ამ სურვილს შევუსრულებთ.
ავღელდი. ლაზიმ შემნიშნა, შუბლზე მაკოცა.
- ნუ გეშინია, ჩემო, აქ მტრები ვერ მოგვწვდებიან. ყველაფერი რიგზეა - ჩამჩურჩულა.
პირველი ლამაზი, დახვეწილ, შავ კაბაში გამოკვალთული გოგონა წამოდგა. მოხდენილად დამიკრა თავი და გამეცნო:
- ჩემი სახელია ანაბელი. ბალთაზართან ერთად ვარ იმ დღიდან, რაც მას მიაჩნია, რომ შემიძლია გავაერთიანო და გავაძლიერო ჩემი სამშობლო - გავუღიმე.
ახლა ფრანგულ ფრაკში გამოწკეპილი წამოდგა და:
ს-ასოწარკვეთილნი, სიბილწით მშიერნი,
ი-სინიც, ვინც მცდარად წონიდა სარწყაოს
ე-ხნატონს მიჰგვარეს მცირე თუ ხნიერი
ლ-ილითთან ამაოდ ელიან სასწაულს
ი-რწმუნებს უჯერო, ყველა სახიერი.
-ჩემი სახელია სიელი, გრაფი ფანტომხაიფი. გთხოვთ, მიმსახუროთ.
ლაზის გავხედე უეცრად. დამპალი! სანახაობით ტკბებოდა. ჩემს შეცბუნებულ სახეს რომ შეავლო მზერა, მოწყალედ გაუღიმა სივრცეს და თავად განაგრძო:
-შემდეგი ანტიკური ხანის იყო ფერია, მაგრამ არავის არ ახსოვს და იყოს ფრეია.
მწვანედმოსილი გოგონა წამოდგა და ღიმილით დამიკრა თავი.
-ხომ სათანადოდ დასჯილია, როგორც ინატრეთ, ღმერთს თქვენ მაგივრად დაუნდვია ისევ პილატე... - რომაულ სამოსში გამოწყობილი ადგა და მომესალმა...
-ათას წლის მერე ეს სხეული კიდევაც როკავს, მაშ გაიცანი, სიხარულო, საწყალი ტონკა - აზიურ სამოსელში გამოწყობილმა გოგონამ დამიკრა თავი.
***************
აკანკალებული ფეხი ნელა შევდგი ტაძრის ეზოში. არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაც განსაკუთრებულს ველოდი ჯვრისწერისგან.. თეთრი კაბის კალთები ნაზად ავიკეცე, დაბნეულად გავუღიმე ნინოს და მისი საპასუხო, გამამხნევებელი ღიმილით თავდაჯერებულობამომატებულმა მოკრძალებით შევაღე ეკლესიის კარი.. ყოველთვის მეგონა, ჯვრისწერის დროს მამაოს ქადაგებას არავინ უსმენდა.. პატარძალი კაბაზე, მაკიაჟის სისწორეზე, თმის ვარცხნილობაზე და მსგავს საკითხებზე ფიქრობდა, უფლება რომ მიგეცა ალბათ წუთში 30-ჯერ მაინც ჩაიხედავდა სარკეში, კამერის წინ სათნო ღიმილით პოზიორობდა და ვინ იცის მერამდენედ ნანობდა ასეთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმას.. სიძის ფიქრების დაჭერა და გამოცნობა მეტად რთული და ამავ დროს ძალზედ მარტივი მეჩვენება.. ახსნასაც რომ არ საჭიროებს.. მშობლები ღელავენ, სტუმრებს კი მოსალოდნელი ქეიფი და დროს ტარება უტრიალებთ გონებასა და გულში.. თურმე შევმცდარვარ.. მთელი გულისყურით ვუსმენდი და დამეფიცება, ერთი სიტყვაც არ გამომრჩენია.. ცოლქმრული მოვალეობების არსს გვიხსნიდა ჭაღარაშერეული, მოზრდილწვერიანი, შავ ანაფორასა და ოქროსფერ ოლარში გამოწყობილი მოძღვარი.. დედას გავხედე, ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, თუმცა მაინც... მაინც ვხვდებოდი, მისი ფიქრები შორს იყო, ჩვენგან ძალიან შორს.. მასთან..
-ნეტავ-გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, რომ საკურთხეველი უჩვეულო ნათელმა მოიცვა.. ტაძარი განათდა.. ნათელი სხივი მოძრაობდა და ყველას ყურადღებას იპყრობდა.. ამასობაში ვერავინ შეამჩნია, როგორ ამოუდგა ექვსივე მთავარანგელოზი ლაზის გვერდით..
-ღმერთო, ძლიერო!-გაისმა უცებ ერთ-ერთი სტუმრის ხმა.
სელლი და ელი ბალთაზარს შარვალზე ექაჩებოდნენ, მხიარულად იცინოდნენ და ერთობოდნენ. მუდამ შეფიქრიანებული აზრაილი ამჯერადაც სერიოზული სახით იდგა და ძმებს წესრიგისკენ მოუწოდებდა. ლუცი ხალხს ათვალიერებდა და ჩემი კაბის თვლებს აწვალებდა.. გაბუ.. ეშმაკურად უღიმოდა მუდამ სითბოთი აღსავსე თვალები და ტყუპებს წყნარად უყვავებდა. ისინი კი არაფრით ჩერდებოდნენ.. შუაში ჩაუდგა გაბრიელი, ახლა მას დაუწყეს ფრთებზე თამაში.. საკმარისი აღმოჩნდა მიქაელის მხოლოდ მკაცრი გამოხედვა და ტაძარში სიჩუმემ დაისადგურა.. გაოგნებული დედაჩემი მხარზე ხელის შეხებამ დააბრუნა დედამიწაზე, თუმცა მისი დანახვისას გულის წასვლას აღარაფერი უკლდა და რომ არა მისი ძლიერი ხელი, დედას წელზე მოხვეული, ალბათ დაეცემოდა კიდეც შოკისაგან.
-ღმერთო-ამოიხავლა.
ბალთაზარი:
არასოდეს შემპარვია ეჭვი ჩემი ძმების კეთილ ბუნებაში, მაგრამ ასეთ დიდ სიურპრიზსაც არ ველოდი. არათუ დედამისის, ჩემი თვალებიც კი ეურჩებოდნენ ნანახს. გაოგნებული და დაბნეული ვიდექი, ნამდვილად არ ველოდი იმას, რომ ვისაც ოდესღაც დახმარების ხელი გავუწოდე, ჩემი ცხოვრებისთვის, მომავლისთვის და არსებობისთვის საფრთხე შეეძლო შეექმნა. მისი უარი ხომ ჩაგვიშლიდა ჯვრისწერას. ის მამა იყო მისი, უარის კანონიერი უფლებაც ჰქონდა. ვიცოდი, აქ არაფრის შეცვლა არ შემეძლო და დავიძაბე. გვიან მივხვდი, რომ ჩემი ნამდვილი სახე მიმეღო და ცისფერი ალი ამდიოდა. წონასწორობას შეუმჩნევლად ვკარგავდი, რომ უეცრად მხარზე ვიღაცის ხელი ვიგრძენი. წამიერად დაეუფლა მთელ სხეულს სიმშვიდე. მოვიხედე და.. მამა იყო..
- მშვიდად, შვილო! არ დაივიწყო, დღეს შენ სტუმარი ხარ ჩემ სახლში, სტუმარს კი ზრდილობა და მორიდება მართებს. რად ღელავ, განა მამაშენის სახლში არ ხარ? განა კი გაბედავს ვინმე ჩემი შვილის შეურაცხყოფას ასეთ ბედნიერ დღეს? თან შეხედე მათ, განა არ გახარებს მათი ბედნიერება?! იყუჩე, შვილო, გწამდეს, ყველაფერი კარგად იქნება, აი, ნახავ.
დავმშვიდდი. მართლაც რომ გულსაკლავი იყო ცოლ-ქმრის შეხვედრა. დღეს ხომ ათას რამეს წერენ ერთგულებასა და სიყვარულზე, მაგრამ ისტორიას აღუწერელი რჩება ნამდვილი ქართული, ქრისტიანული ფრაგმენტები. სრულიად ახალგაზრდა, მანდილიანი ქართველი ქალი, სამი შვილის დედა და უკვე ბებია, ჭეშმარიტი თავშეკავებით ეხვეოდა წლების უნახავ მეუღლეს, რომელსაც ვაი რომ, კიდევ დიდ ხანს ვეღარ მოეხვეოდა. კაციც წრფელი მონატრებით იკრავდა ზორბა მკერდში სათაყვანო მეუღლეს, ერთხანს ტიროდნენ ასე, მერე შვილებს მიეფერა, პატარა შვილიშვილი რომ აიყვანა ხელში, ცრემლები გადმოსცვივდა..
- ჩემო პატარა ვაჟკაცო, რამხელა გაზრდილხარ..
ბავშვმა ჯერ უყურა, მერე მოეწონა და ახითხითდა. ერთხანს ხელში აბურთავა და უეცრად ჩვენკენ მობრუნდა.
***************
ენაჩავარდნილ მამაოს საკმეველი ხელიდან გაუვარდა, დაცემის ხმამ ყველა გონს მოიყვანა, თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვნენო, წუთის წინ მომხდარი აღარავის ახსოვდა.. მამაომ ბოდიში მოიხადა, სტიქაროსანს უხმო, სასწრაფოდ მიაწოდეს საკმეველი, იქაურობა მოასუფთავეს და მანაც განაგრძო.. განაგრძო ისე, თითქოს რამდენიმე წუთის წინ მათ წინაშე სასწაულთა სასწაული არ მომხდარიყოს.. ლაზის გავხედე, ეშმაკურად ჩამიცინა და მანიშნა, მოუსმინეო.. ძლივს შევიკავე ღიმილი, კონცენტრაცია მოვახდინე და მოსმენა განვაგრძე..
ბალთაზარი:
მეგონა დავიბნეოდი, მაგრამ მშვიდად ვიყავი. სახეზე ღიმილი დამთამაშებდა და როგორც შემდეგ ყველა მეუბნებოდა, ძველი ნაცნობივით ველოდი მისგან მოსალმებას. რამდენიმე ნაბიჯი მშვიდად, მოზომილად გადმოდგა ჩემკენ, მომიახლოვდა, მოჭიდავესავით დაბერა გულ–მკერდი და ისე მომიშვირა თითქოს მეუბნებოდა, თუ ბიჭი ხარ დამიხვდიო. სახე ჯმუხი, მაგრამ კეთილი ჰქონდა. და როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს გაუსწორდა, უკვე მივხვდი, ყველაფერი კარგად იქნებოდა.
– გამარჯობა, სიძევ – გამიღიმა და მხარზე ისე ძალუმად დამკრა ხელი, შევბარბაცდი. მე ხომ არ ვცდილვარ ძალით შემეკავებინა მისი დახვედრა და ამ მოსალმებასაც როგორღაც მოუმზადებელი შევხვდი. წარბი შეჭმუხნა და ამხედ-ჩამხედა. ეწყინა მგონი, ასე მალე გამარჯვება. მივხვდი, რევანში დროულად უნდა ამეღო, თორემ დავკარგავდი მის სახეზე იმ კეთილ ანარეკლს, ნელნელა უკვე ფერს რომ იცვლიდა.
– გამარჯვება ნუ მოგიშალოს ღმერთმა!– ოდესღაც მახსოვს ერთი ქართველი დიდებული შევარცხვინე სუფრაზე ამგვარად, ისე ძალუმად დავარტყი მკერდზე ხელი, სხვა დაიჩოქებდა, მას კი მხოლოდ ჩაეღიმა, შეტოკდა კი, მაგრამ არც წაბორძიკდა და თქმა არ უნდა, არც წაქცეულა.
– ოჰო, დაბნეული ყოფილხარ, სიძევ ბატონო, ყველგან როდი გექნება მომზადების დრო – ჩამიღიმა და თავის გოგონას თვალი ჩაუკრა. – ჰა, რაღას ვუცდით ხალხო, მიაგე ღმერთს ღვთისაო ნათქვამია. ჯერ ჯვრისწერა გავმართოთ და მერე მოვილხინოთ. მამაო, დასწერე ჯვარი, როგორც წესი და რიგია, ნურაფერი დაგაშორებთ შვილო, მიკურთებია თქვენი სურვილი, მაგრამ..
– რა, რა მაგრამ, მამა? – ვხედავდი ჩემს ფერიას გული როგორ უცემდა.
– შენ არაფერი, შვილო, ორიოდ სიტყვა მაქვს სათქმელი სიძესთან და თუ შეიძლება ცოტა ხნით გავალთ.
ჩამეცინა. პასუხისთვის არც დამიცდია ისე გავემართე ეკლესიის ეზოსკენ. მამამისიც მალე წამომეწია.
– მისალმება და გამარჯვება კეთილი და პატიოსანი, ყმაწვილო კაცო, მაგრამ ახლა კაცურად ვილაპარაკოთ. კარგად ხედავ, არწივის ხათრით ჯვრისწერის ჩაშლა არ ვიკადრე, მაგრამ, შენც იცი, ჩემი ნება რომ იყოს, შვილს უცნობ ყმაწვილს არასდროს გავატანდი, თანაც ისეთს, მაღლიდანაც რომ ვერ გავაკონტროლებდი. იმედი მაქვს, ჩემი შვილი გიყვარს, მაგრამ, რომც ასე არ იყოს, გახსოვდეს, ვინც მას აწყენინებს, მე მაწყენინებს და ჩემგან მოძულებულს დიდი დღე არ უწერია ამ წუთისოფელში. ამის ძალა შემწევს. არ ვიცი, ვინ ხარ ან რატომ ვერ გხედავ და გაკონტროლებ, მაგრამ ჩემი გოგონას თვალზე თუნდაც ერთი წვეთი ცრემლი რომ ვნახო, იცოდე, არწივის ხათრიც ვეღარ გიშველის, გასაგებია, უცნობო სიძევ?!
ჩამეღიმა. აშკარად ვერ მიცნო. ხელი მხარზე მეგობრულად დავადე და თვალებში ჩავხედე.
– ეჰ, მამა, არ გეკადრება ნაცნობ-მეგობრების ასე უკვალოდ დავიწყება, განა მე უცხო ვარ? ნუთუ დაგავიწყდა ის ღამე, როცა დავმეგობრდით? ნება მომეცი სამი რამ აგიხსნა, მამა. პირველი, შენი შვილი იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე წარმოგიდგენია და სანამ პირში სული მიდგას, მას ვერავინ აწყენინებს. მეორე, ჭაღარას დიდ პატივს ვცემ და მამა მეც მყავს, ამიტომ პატივისცემას არ მოგთხოვ, მაგრამ მინდა იცოდე, მე გაბრიელისა და მიქაელის ღვიძლი ძმა ვარ. მესამე, სამწუხაროდ, ქორწილში ვერ წამოხვალ ხილულად. გადაირევიან სტუმრები. გაგიჟდება ხალხი, მე კი არ მინდა, ჩვენი ქორწილი ტრაგედიად იქცეს. თუ გახსოვს ის საღამო, გოგონა რომ გადაარჩინე, ან კი რა დაგავიწყებს, შენ ხომ სიკეთის გამო ხარ ის, ვინც ხარ. მე შენ პირობა მოგეცი, რომ შენს ოჯახს დავიცავდი და ისინი კარგად იქნებოდნენ. ჰოდა პირობას შევასრულებ. ბალთაზარის სიტყვას გიმეორებ და არ სჩვევია ბალთაზარს სიტყვის გატეხა. ხომ გახსოვს, გითხარი, სიკეთის საზღაურს დრო მოიტანს თქო და აი მოიტანა კიდეც. ის უკვე გაიღე. ახლა კი დავბრუნდეთ, სირცხვილია. - წამიერად პოლკოვნიკის სახე მივიღე და მამამისს შევხედე, გაიცინა და აშკარად გამხიარულებულნი მოვბრუნდით. ყველაფერი კარგად იყო. ჯვრისწერა გაგრძელდა. ჩემი გულისცემა მაშინ ვიგრძენი, როცა ცოლ ქმრად გამოგვაცხადეს და მას ბეჭედი გავუკეთე. ყველა გვილოცავდა. ძმებმა, მამამ დედამ, ყველამ პირადად დაგვლოცა და კიდევ ერთმა, უკანასკნელმა ჩრდილმა გაირბინა. მამა ოჯახს დაემშვიდობა და აზრაილს და მიქაელს გაჰყვა. ცრემლები გასცვივდა თვალებს ხესავით და ისევ გამოიდარა.. ტაძრიდან გამოსულებს ოვაციებით დაგვხვდნენ...
***************
ამბობენ, თვალები სულის სარკეაო. მასში თუ ჩაიხედავ, ადამიანის სულის კუნჭულებს ჩასწვდები, ამოუცნობ სურვილებს დაინახავ, ისეთ სურვილებს, თავადაც რომ არ უმხელს საკუთარ თავს მათი არსებობის შესახებ, ღრმად რომ აქვს ჩამარხული და გამოჩენის უფლებას არ აძლევს.. არ შემიძლია არ დავეთანხმო, თვალებით მართლაც შეიძლება ამოიცნო ადამიანის ნამდვილი სახე, იქნებ სწორედ ისეთიც, თვითონაც რომ არ იცის. ჰო, ვეთანხმები და ამიტომაცაა, არასდროს ვუყურებ ადამიანებს თვალებში.. მიწოდეთ მშიშარა, არ მანაღვლებს! სწორედ რომ მაშინებს ეს რეალობა, მაშინებს ჩავხედო ადამიანს თვალებში და მისი სულის სიღრმეში იმას წავაწყდე, რასაც არ ველოდი.. მონსტრს..
დილით ჩვეულებისამებრ ადრე ავდექი, სამსახურში წასასვლელად ვემზადებოდი და უღიმღამოდ ვარჩევდი სამოსს. გაბრაზებულმა მთელი გარდერობის შიგთავსი იატაკზე გადმოვყარე და მაინც ვერ შევარჩიე ვერაფერი. ფუმფულა ხალათში უფრო მაგრად გავეხვიე, ბალიშის ქვეშ ქურდულად შევაცურე ხელი, ლაზარეს მაისური ავიღე და მაგრად ჩავიხუტე. ჯერ კიდევ მისი სურნელი ასდის..
-რა მეშველება, როცა აღარ ექნება-ამის წარმოდგენაზეც კი ცხარე ცრემლებით ავტირდი. ბოლო დროს ძალიან სენტიმენტალური გავხდი, რაც ადრე საერთოდ არ მახასიათებდა.. დიდი დრო დამჭირდა გონს მოსასვლელად, საბნიდან გამოვძვერი და ძირს დაგდებულ პირველივე მაისურს ვტაცე ხელი. ათ წუთში უკვე ჩაცმული ვიდექი სახლის კართან, ერთხელაც შევავლე ოთახს თვალი, საწყლად ამოვიოხრე და გავედი. უკვე მერამდენე დღეა ვაგვიანებ სამსახურში. უფროსი უჩვეულო, უფრო მეტიც შესაშური მოთმინებით ელოდება, როდის გამივლის ეს აგონია და ჩვეულ რიტმს დავუბრუნდები.. არა და არ დადგა ეს დღე.. გაურკვეველი მიზეზით ქალაქიდან გასულ ლაზარესთან არანაირი წვდომა არ მქონდა ბოლო დღეების განმავლობაში, ტელეფონითაც კი არ მისაუბრია მასთან და უკვე ისე დავტიროდი მის გარეშე გატარებულ აუტანელ წამებს, თითქოს აღარც მქონდა იმედი მისი დაბრუნებისა. დამღალა ლოდინმა, მტანჯველმა მონატრებამ, გაუსაძლისმა ტკივილმა და ყველაზე მეტად, გაურკვევლობამ მომიღო ბოლო. გადავწყვიტე მთელი ჩემი „ანგელოზებრივი“ ძალები გამომეყენებინა და მისი კვალისთვის მიმეკვლია. ამ იდეით გათამამებული სახლში ადრე დავბრუნდი, მხიარულად დავიწყე ვახშმის მზადება და ის იყო გადაწყვეტილება უნდა აღმესრულებინა, რომ საძინებლიდან ხმაური გავიგე..
-ლაზი-გავიქეცი გახარებული და სწრაფად შევაღე კარი.
პირდაპირ მის თვალებს შევეფეთე.. თვალებს, რომლებშიც სიცარიელე იყო.. თვალებს, რომლებშიც არაფერი ჩანდა.. თვალები სულის სარკეაო, მართალს ამბობენ, მას კი სული არ გააჩნდა.. მის თვალებში მხოლოდ სიშავე იყო.. სწორედ ასეთი წარმომედგინა ჯოჯოხეთი.. ამ სიშავეს ყველა ის განცდა მოჰქონდა, რაც შეიძლება ადამიანს სასჯელად მოევლინოს მისი ცოდვებისთვის: ტკივილი, გაჭირვება, მარტოობა, სევდა, პანიკა, სისუსტე, სიძულვილი..
პირველად ვიგრძენი ასეთი შიში, არანორმალური შიში.. მერე კი.. მერე ყველაფერი ბურუსმა ჩანთქა და გონება დავკარგე.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი გონდაკარგული, დიდი წვალების შემდეგ გავახილე თვალები, დიდხანს ვცდილობდი გამერჩია, სად ვიყავი, თუმცა ამაოდ.. შიშმა მომიცვა, ერთიანად ავკანკალდი, გაჭირვებით წამოვდექი ფეხზე, გასასვლელს ვეძებდი, მაგრამ ის არსად ჩანდა.. ოთხ კედელში ვიყავი გამომწყვდეული.. ისტერიკაში მყოფმა ყვირილი დავიწყე, კედლებზე ვაბრახუნებდი, დახმარებას ვითხოვდი.. უშედეგო იყო ყველა მცდელობა, დაღლილი ჩავჯექი იქვე, იატაკზე და ცხარე ცრემლებით ავტირდი..
-ლა..ზიი, ლაა..ზიი-ვსლუკუნებდი-მე..შიი..ნიაა
სიცივისგან თუ შიშისგან კანკალს ვერ ვწყვეტდი.. მერე ისევ ჩამეძინა.. უგონოდ..
თავი VII
ბალთაზარი:
-ჩემო ფერია, ლაზი სახლშიაა-ვთქვი მხიარულად. სახლში არავინ არ ჩანდა. დაეჭვებულმა შევაბიჯე სამზარეულოში. უცნაური სურათი გადამეშალა თვალწინ. მაგიდაზე ნახევრად გაფრცქვნილი ხახვი ეყარა, დანა იატაკზე ეგდო, სამზარეულო არეული იყო, თითქოს განგებ. შემეშინდა..
- ნეტა სად არის? - გავივლე გუნებაში. საძინებელი არეული იყო, გამოუცდელი ადამიანი იფიქრებდა, ვიღაც ახლა ამდგარაო, მაგრამ საწოლი ისეთი ცივი იყო, ჩანდა ორი-სამი დღე მაინც არავინ წოლილა იქ. უკვე სერიოზულად შევშინდი. გამახსენდა, რომ ბასტიანი მის დასაცავად დავტოვე.
-ჰეი, ბასტიან, სად ხარ? ახლავე მითხარი, აქ რა ხდება! ბასტიანი არსად ჩანდა. როცა დავრწმუნდი, რომ არსად იყო, ჩემი სიკვდილის მზერა მოვავლე სახლს და საძინებელში მკვდარი ბასტიანი ვიპოვე.
-ქაოსის მაგია?! ეს შეუძლებელია.. ის ხომ.. ბასტიან.. სულოოო... - ლომივით ვღრიალებდი. ჯერ გონს ვერ მოვსულიყავი, რომ დავინახე სილუეტი, რომელიც ბინაში შემოვარდა, თავს ძალა დავატანე და წონასწორობა აღვიდგინე, თვალებს ვერ დავუჯერე, ლუცი იყო. შავი კულულები გაჩეჩოდა, სახე და სამოსი დემონის სისხლში მოსვროდა, დაღლილი და შემკრთალი ჩანდა. როცა მიიხედმოიხედა, კვნესისმაგვარი ხმა აღმოხდა და მკვდარივით დაიჩოქა.
-დავაგვიანე, ყველაფერი დაიღუპა, მამა სასტიკად დამსჯის, თქვენც დაგსჯით, ყველაფერი დასრულდა, აგერ ისიც აღარ არის, მაპატიე, ძმაო! მაპატიე!
ვერ გამეგო მისი ასეთი აღელვების იმედი, ვცდილობდი დამემშვიდებინა, მაგრამ ლუცი ასეთი შეშინებული დიდი ხანია არ მინახავს. აშკარად რაღაც დიდი უბედურება მოხდა, მაგრამ რა?! ლუცი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ უკვე მივხვდი რომ ჩემს სულს რაღაც ძალიან ცუდი შეემთხვა და გავფითრდი. ძმას ხელი მოვკიდე და წამოვაყენე.
-ჩემი სახელია ბალთაზარი, სიკვდილისა და ქაოსის მეუფე, ლუციფერ, ჯოჯოხეთის ძოწის კარდინალო და მებჭევ, ჩემო საყვარელო უმცროსო ძმაო, მითხარი,
რას მიმალავ? რა მოხდა, თქვი ჩქარა, მე ვერაფერი შემაშინებს და არც შენ შეგშვენის ბავშვივით ტირილი. ეგ რა მოგსვლია, ან აქ რატომ ხარ, ან სისხლში მოსვრილი ადამიანის სხეულში რას აკეთებ, ან ჩემი რჩეული რა იქნა? რას ნიშნავს ეს ქაოსი და ჩემი მსახურის მკვლელობა?
ლუციმ ვეღარ გაუძლო ჩემს მზერას და მხოლოდ ერთი სიტყვა ამოთქვა:
-აპოკალიფსი..
როგორც ელვა ისე გაიარა ამ სიტყვამ და ტვინში დამკრა.
-აპო.. შენ რა? მამა დაჰგმე? მსახური მომი... ჩემი სული...
ლუციფერი უცბად დასერიოზულდა.
-შეგიძლია მომკლა, ძმაო, მაგრამ ნუ შეურაცხმყოფ. მე არასდროს ვტეხ ფიცს და აკი შემოგფიცე, არაფერს დავუშავებ თქო. ეგეც არ იყოს, მითხარი, განა ძმისთვის მიღალატია ოდესმე? რაც მოხდა აპოკალიფსს მოასწავებს, მაგრამ ის მე არ დამიწყია. ნოარი.. ის გათავისუფლდა და მთელ ჯოჯოხეთს დაეპატრონა. აკი გეუბნებოდით, მისი დანდობა არ შეიძლება, უნდა გავანადგუროთ თქო, მაგრამ ვინ მოგისმინა, ცივ სისხლიანიც კი მიწოდეს საკუთარმა ძმებმა. ჰოდა თქვენმა უმორჩილესობამ აიშვა, ყველა ჩემი ერთგული მსახური დაიღუპა, რომ გადავერჩინე და მეღა დავრჩი, ჯოჯოხეთს ახლა ის მართავს. ეს მან მოკლა ბასტიანი და წაიყვანა რჩეული, რათა გაიძულოს გახსნა მესამე კარიბჭე და არმია შეკრიბოს. ყველაფერი დაიღუპა. თუ მითიურ არსებებს მიიმხრობს, დავმარცხდით და შენი მეუღლეც მკვდარია. უნდა ვიჩქაროთ. ჯოჯოხეთის ტახტი მე მეკუთვნის და უნდა დავიბრუნო, თუ ვერ შევძელი, ყველაფერი დაკარგულია. დამეხმარეთ და მშვიდობა შენარჩუნდება.
-ძმები სად არიან? - ვიკითხე მძიმედ.
-ტყეში მოვლენ. უნდა წავიდეთ, ძმაო, დრო აღარ არის. უხმო ცრემლმა გაიარა სახე და უკუნეთში ჩაინთქა.. მართლაც მუნჯია დიდი მწუხარება.
-ოსარსალე სარკე ლალე... - უკანასკნელად მივხედე სასურველის ლოგინს და პორტალში შევაბიჯე...
მიქაელი წამოდგა, ლუცის უხმოდ ანიშნა, წამოდიო და თავის ადგილს დაუბრუნდა. გაბუ შემოგვიერთდა და სასწაულიც დაიწყო.
მართლაც მოგვნატრებია ერთმანეთი. მართალია მიქაელი ისევ მდუმარედ იჯდა, აზი ისევ მრავალმნიშვნელოვნად მზრუნველი და სევდიანი სახით მიღიმოდა, გაბუ ბალს არ აშორებდა თვალს, ელი და სელლი ლუცის დასცინოდნენ, ლუცი კი..
ერთი კია, ლუციც ფიქრობდა, სამწუხაროდ, აზის სახეც ცხადყოფდა, რომ ის ამჯერადაც ჩვენს გამოყენებაზე ფიქრობდა, როგორც ყოველთვის, მაგრამ იყო ამ ყველაფერში მაინც რაღაც მშობლიური და საამო.
-აზრაილ - უეცრად გაამხილა ლუციფერმა ფიქრები - როცა ჩემს სამეფოს დავიბრუნებ, ყველა ჩემი ერთგული მსახური უნდა გაცოცხლდეს. მათ შორის ბელზებოკიც, ჩემი მებჭე.
აზრაილმა გაიცინა - ძმაო, მამამ ეგ ადგილი შენ ჩაგაბარა, შენ კი გაგაცურეს, ჯერ ისიც კი არ ვიცი, დაგიბრუნებს თუ არა მამა მას საერთოდ. კარგია,
რომ პირობები წამოაყენე. გვეცოდინება.
მიქაელმა მხარზე ხელი დაადო.
-ძმაო, ჩვენთან ხარ?
-სხვა გზა არ მაქვს - გაუცინა ლუციმ ისე, ხელსაყრელ შემთხვევაზე უარს რომ არ იტყოდა.
ყველას გაგვეცინა. მიქაელს უნდოდა სერაფიმთა ჯარი გამოგვეყენებინა, მაგრამ უარვყავი ეგ აზრი.
-ძმებო! ჯობს, ბევრი არავინ წავიყვანოთ. მტრის ჯარზე ჩემი მსახურები, ლუცი, ელი და სელლი იზრუნებენ, ჩვენ ნოარს შევებმებით.არ ვიცით რა ძალას ფლობს, ამიტომ სერაფიმებს საფრთხეში არ ჩავაგდებთ. ეს ომი ღმერთს არ დაუწყია, ჩვენ ვიწყებთ.
-კარგი ძმაო - გაიღიმა ლუციმ - ნოარი ახლა ციტადელში იქნება ჯოჯოხეთის პალატების მთავარ კოშკში. მის გვერდით 11 მთიური მცველია. მაშ ასე, გეგმა ასეთია...
ყურადღებით ვუსმენდით ლუცის და უსიტყვოდ მივიღეთ ის, ბრიყვი უნდა იყო ჯოჯოხეთის მბრძანებელს საძინებელზე ედავო, როცა თავად იქ სძინავს, შენ კი ღრუბლებში ნებივრობ.
-მაშ კარგი, ძმებო - თქვა გაბრიელმა - მართალია უკვდავნი ვართ, მაგრამ თავს ნუ გამოიდებთ, გახსოვდეს, ლაზი, მას შენ სჭირდები და არა შენი გვამი. რაკი არ ვიცით მისი ძალა, იფრთხილეთ, ის მითიური არსებები არ უნდა იყვნენ სუსტნი. ნოარი სულელი არ არის, აკი ჩვენს გარეშე ლუციც კი დამარცხდა.
ელმა დაამთქნარა. - ჩამეძინა ძმაო, მივდივართ თუ არა?
დავიძარით..
წარმოიდგინეთ კლდოვანი, ვიწრო, ციცაბო ხეობა, რომელიც ერთიანად სისხლში ცურავს და ამ ხეობის წვერზე ნახევრად გოთური ტიპის ძველი, მაგრამ ამავდროულად მკვიდრად ნაგები, წყვდიადივით შავი, ვეება გოდოლი, რომლის ქონგურებიდან და სარკმლებიდან მუდმივად მოჟონავს ადამიანთა სისხლი და ძოწისფრად ანათებს ამ ბნელ საბრძანებელს. ციტადელს ქვემოთ ასობით ბასილისკი, უწმინდური და დემონი ირევა, სისხლის მდინარეებში ცხადად გაარჩევთ ჯოჯოხეთის წურბელებს, თაჰმუდთ, მიიკლაკნება ამ ბნელეთის საუფლოსკენ ამ საზიზღარ ხეობაში ერთი ვიწრო, დაღვარჭნილი, ცოდო მადლიანი, ადამიანის ძვლებით, ტვინით, სისხლითა და ცხიმით გაზინზლული ბილიკი და თქვენ ცხადად იგრძნობთ რომ ჯოჯოხეთში ხართ. არავითარი სინათლე, არავითარი მიწა, არავითარი იმედი.. მხოლოდ წყვდიადი.. შიში.. ქაოსი.. სისხლი და ათასობით, ათი ათასობით დემონი, ბასილისკი, გველეშაპი... მიდიხარ, ადამიანთა კიდურებს გრძნობ ფეხებით, მათი თმები და ტვინი შენს თითებში იზილება, მეწამული სისხლი მუხლებქვეშ მიედინება და მილიონობით წურბელა გეკრობა სხეულზე.. მაგრამ კმარა, ნუღარ დავამძიმებთ გონებას იმ საზარელი სურათით, რაც იქ გველოდა.. ჯოჯოხეთში ჩასულ შვიდ ძმას და მათ სამ რჩეულ მსახურს, სინგურს, ქსენონსა და ოზირათს - წყვდიადის ლორდს. სინგური და ქსენონი მე მახლდნენ, სინგურს დის გამოხსნა ეწადა, ქსენონი მე გამოვარჩიე. აზიმ კი ოზირათი იახლა, წყვდიადის ლორდი. ის კარგად იცნობდა ამ ადგილს, რაც ცხადყოფდა, ლუციფერს არ ენდობოდა იგი. ოზირათმა დაამზადა მალამო, რისი წყალობითაც სისხლი და წურბელები არ გვეკარებოდნენ და წყვდიადს შევერიეთ. სინგურის და ოზირათისვე დახმარებით, შეუმჩნევლად გავიარეთ ის ვიწრო და საშინელი ხეობა, რომელშიც ეჭვი არ არის მრავალი მახე ექნებოდა დაგებული ჩვენთვის ნოარს. წინ ლუციფერი მიგვიძღოდა. სანამ ციტადელამდე არ მივაღწიეთ, არც დაუხევია
უკან და უნდა ვაღიარო, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო სანდო, სწორედ მისი წყალობით ავცდით ბევრ საშიშ ხიფათს.
-მოვედით - გვიჩურჩულა ლუციმ.
-კარგი - გადაიბარა აზრაილმა უფროსობა. შენ, ელი, სელლი და ქსენონი აქ დარჩებით და დაგვიცავთ, ჩვენ კი ციტადელში შევალთ, ოზირათი გაგვიძღვება. - ლუციმ მხრები აიჩეჩა და დაეთანხმა. როცა ძმები ჩამოგვშორდნენ, რომ უკეთ განლაგებულიყვნენ დაცვით პოზიციებზე, აზიმ თქვა.
-ძმებო, მაშ ასე, მე რომ ნოარი ვიყო, მეცოდინებოდა ვისთან მაქვს საქმე, ამიტომ ჩემს მცველებს ხელსაყრელ პოზიციებზე გავანაწილებდი. ციტადელი ოთხ სართულიანია. მცველი თერთმეტი. ლოგიკურია, რომ შესასვლელს ერთზე მეტი მცველი არ ეყოლება, ვინაიდან ადვილი სამიზნეა და იმას გაითვალისწინებდა, რომ ადვილადაც მოკვდება, ამიტომ კარს მცველად გოლემი, გოლიათი ან მსგავსი არსება ეყოლება. ბოლო სართულზე ყველაზე ძლიერნი იქნებიან, არა უმეტეს ოთხისა, დანარჩენ სამზე ორ-ორი მცველი იქნება.
აზის, როგორც უფროსსა და გულთამხილავს, ყოველთვის ვუჯერებდით, ვინაიდან არასდროს ცდებოდა. არც ამჯერად შემცდარა. ციტადელის კარს ცალთვალა გოლიათი, ოზგილათი დარაჯობდა. სინგურისთვის მსურდა მიმენდო მისი მოკვლა, მაგრამ მიქაელმა არ ქნა, ერთი დარტყმით ვერ მოკლავს და შესვლამდე თუ გაგვცა, მთელ ჯოჯოხეთის არმიას ნოარი თავზე დაგვახვევსო, ამიტომ მისი მოკვლა თავად იკისრა. აიღო თავისი წმინდა შუბი და ისე მოხერხებულად ისკუპა წყვდიადში, მძიმე აღჭურვილობის ფონზე, რომ აზრაილიც კი გაოცდა.
-ოჰ, თურმე ღმერთსაც არ ეპუება ჩვენი ძმა და იმაზე მეტის მოხვეჭას ცდილობს, რაც უბოძეს - გაიცინა მან. გაბრიელი კი მალე ციტადელის კარიბჭის ზედა თაღზე მოექცა, რომელიც ოზგილათს მხრებამდე სწვდებოდა. ორიოდე მსუბუქი ნახტომი და ისე ძალუმად სტყორცნა შუბი ერთადერთ თვალში, ბეჭს ქვემოთ გამოატარა და კარიბჭესთან დაერჭო. ოზგილათი ერთი შეტორტმანდა, ინსტინქტურად თვალზე იტაცა ხელი და წაიქცა. ალბათ დაეცემოდა და მთელს ჯოჯოხეთს გააყრუებდა, აზის რომ არ დაეჭირა და ფრთხილად არ დაეწვინა მიწაზე.
-აბა, შენი ჯერია, ბულთუ - გამიღიმეს ძმებმა. ხელის მოხდენილი მოძრაობით შევულოცე ვეება დევკაცს და წამში ოცდაათი სანტიმეტრის თოჯინად ვაქციე, რომელიც თაღზე ჩამოვკიდე მაგიური ძაფით და მისი ბოლო შეგნით შევიყოლე. შევედით. კარებს ქაოსისა და წყვდიადის მეოთხე დონის ბარიერი დავადე და ძაფი გამოვაბი.
-თუ ძმებს ვინმე შემოეპარათ, აწი გვეცოდინება - გავიღიმე მშვიდად.
ციტადელის პირველი სართულის დარბაზი ისე გაენათებინათ, თითქოს მეჯლისი იყო გამართული. დარბაზის ცენტრში, ორი მცველი გველოდა. ერთი მათგანი ჩემთვის კარგად ცნობილი ჩინური მითოლოგიის ომის ღმერთი იყო, ძო ცი, ადამიანი, რომელიც ანტიკურ ხანაში ღმერთის რანგში ავიდა, უბადლო ხმლის ოსტატი, ცნობილი, როგორც ცისფერი ხმლის სული.
მეორე მორთხმით იჯდა. ინდოელს ჰგავდა, მაგრამ არასდროს მენახა იგი. გველოდებოდნენ.
ჩანდა აზრაილი იცნობდა მას.
-რა შეხვედრაა, რამ ჰა, რამდენი ხანია არ მინახიხარ ჩემო ძველო მეგობარო. გაიცანით ძმებო, რამ ჰა, დავიწყებული ოცნებების ღმერთი, შეეხებით და დაიღუპებით. მას ჩემ თავზე ვიღებ, ძო ცი თქვენთვის მომინდვია.
სანამ აზი ბრძოლაში ჩაებმებოდა, სინგური მოგვიახლოვდა.
-მილორდ. ხმალში მას ტოლს მხოლოდ გაბრიელი დაუდებს. ბევრი დრო არ გვაქვს, მე და თქვენი ძმა მივხედავთ ძო ცის.
-არა. ის არაა ბოროტი. არც ერთი მათგანი. მე მას დავატყვევებ. ორივეს .. გაართეთ, სანამ შელოცვას დავასრულებ. არ ვიცი რა სიტყვებს შეუძლია გაბრიელის ბრძოლის აღწერა ძო ცისთან ან აზის და რამ ჰას ბრძოლა, მაგრამ ის დასრულდა. მე ორივე დავატყვევე..
რაკი ყველაფერს თავისი დრო აქვს და არა ჯერ არს გავამხილო ის ძალა, რასაც ჩემი ძმები ფლობენ, ამიტომ მოკლედ მოგითხრობთ იმ მცველთა ვინაობას, ვინც დავატყვევეთ, სანამ ნოარამდე მივაღწევდით. მეოთხე მცველი სპლინი გამოდგა, სიჩუმის ჯალათი. ჰო, სწორედ ის სპლინი, გალაქტიონის ლექსის წყალობით,
რომ უკვდავყო თავისი არსებობა. ეს ის სპლინია, კრეტის მეფის თავი რომ მიართვა ჰადესს. ალბათ იგივე პატივმოყვარეობამ უკარნახა ნოარს მიმხრობოდა,
რამაც თავის დროზე მბრძანებელი მოაკვლევინა.
მეხუთე მცველი ლეგენდარული სცილა იყო, დაუმარცხებელი მონსტრი.
მეექვსე მცველი სეთი აღმოჩნდა, ძველი ეგვიპტური ჯოჯოხეთის მეუფე.
მეშვიდე მცველი.. ვუწოდოთ მას საილოსი, რამეთუ არავინ უწყის მისი სახელი.
მერვე მცველი აჰრიმანი - უსახოთა ღვთაება, მეცხრე კალიმაა, ინდური ვუდუს ღვთაება. მეათე სამაელი, მეთერთმეტე კი ლეგეონი. თერთმეტივე დავატყვევე, ან ვიხსენი ტყვეობიდან, ვინ იცის..
თერთმეტივე მცველი დავამარცხეთ, მაგრამ აშკარა იყო, უკვე გველოდებოდნენ. ეგეც არ იყოს, ბრძოლას უკვალოდ არც ჩვენთვის ჩაუვლია. სინგური მეათე მცველმა მძიმედ დაჭრა და რომ გადამერჩინა, სიკვდილის სამეფოში დავაბრუნე. მცველების დატყვევებას დიდი მაგიური ენერგია დასჭირდა, ამან ჩემი ძალა შეასუსტა. მხოლოდ აზი იდგა ისე, ვითომც ბრძოლა არც დაწყებულიყო. მიქაელი მხნედ იდგა, მაგრამ მძიმე აღჭურვილობას აშკარად მოექანცა და უფრო კუშტი სახე ჰქონდა. გაბუ ბრწყინვალე ხასიათზე იყო და ბრძოლა სწყუროდა. ყველამ იცოდა, ნოარი შავი მაგი იყო, ქაოსის მაგია... მივიწყებული ფა საშიშარი.
-აზი, მას მე უნდა შევებრძოლო, თუ არ გამიჭირდა არ ჩაერიო. მიქაელ, გაბრიელ, ძმებო, დაისვენეთ და იზრუნეთ, რომ არავინ შეგვაწუხოს. არც ერთ შემთხვევაში არ ჩაერიოთ. თუ მე და აზი დავმარცხდებით, მამასთან წადით. ჯარს სარდლები სჭირდება.
მიქაელმა გამიღიმა, გაბუ კი გამებუტა. დაბუშტა ლოყები და დაჯდა. ძმას ჩავეხუტე, შუბლზე ვაკოცე..
- თავს გაუფრთხილდით, ძმებო!
გაბუ გაწითლდა, მიქაელი მიბრუნდა. აზრაილმა ფრთებიდან სისხლი ჩამოიფერთხა და შევედით.
-ლაზიი - მომესმა დარბაზიდან. აზიმ მხარზე ხელი დამადო და გამოვფხიზლდი.
-ფრთხილად, ბულთუ, ეს მახეა. ფრთხილად წავიწიეთ წინ. დარბაზის ცენტრში შავი მანტიით მოსილი ნოარი დაგვხვდა. გვერდით ჩემი ფერია მოესვა.
-ოო ბალთაზარ, ძველო მეგობარო, რა სიურპრიზია, რომ იცოდე როგორ მინდოდა შენი ნახვა, ნახე, შენთვის საჩუქარი მაქვს, შენი სატრფო, ნახე რა ლამაზია არა?! კვერთხი შეინახე ბალთაზარ, სანამ გვიან არ არის, სალაპარაკო გვაქვს.
-მოლაპარაკება? მართლა გგონია ნოარ, რომ იმის შემდეგ, რაც ჩაიდინე, ეგ შესაძლებელია? კვერთხი მაინც შევინახე.
-გეყოფა, დაღლილი ხარ, დამთანხმდი და რჩეულს დაგიბრუნებ, ან იქნებ გირჩევნია, მისგან გაგათავისუფლო?!
ამის თქმაზე ჩემი ფერია შავმა მაგიამ ჰაერში ააფარფატა.
-ნოარ, გაუშვი, თორემ.. - დრაკონის კვერთხი ხელში გაჩნდა და ნოარმა დაუშვა ის. მშვიდად, მხოლოდ ვიკითხე. ვი კით ხე. მოვილაპარაკოთ? - გამომწვევად გამომხედა მან.
-კარგი, გამოუშვი.
ციბრუტივით მომეხვია და მომეხვია.
-სულო, ცუდად გექცეოდა?
-არა, ლაზი, მაგრამ ის ცუდია, მან ბასტიანი მოკლა. არ აპატიო რაა - სლუკუნებდა საწყლად.
-მენდე ჩემო, კარგი? - გავუღიმე და შუბლზე ვაკოცე. ნოარი მინაბული თვალებით შემოგვცქეროდა, დაგვცინოდა აშკარად.
-ოო, სიყვარულო! რა ტკბილი ხარ, ვინ არს..
-კმარა - გავაწყვეტინე მე. აი ჩემი მოლაპარაკების პირობები. ჯოჯოხეთში დაბრუნდები. შენს მთელ ძალას ჩემს კვერთხს გადაულოცავ.არმიას უკუიხმობ და და მე მემსახურები. თუ მისაღებია ისინი შენთვის, დამემორჩილე, თუ არა, შემებრძოლე. ნოარს ჯერ ეგონა ვეხუმრებოდი, მაგრამ როცა მიხვდა რომ მოვატყუე, ზე აღმართა თავისი კვერთხი, აზი ჩემს ანგელოზს გადაეფარა, მე ბრძოლისთვის მოვემზადე და..
ყველაფერი გაშავდა. საშინელი გმინვა გაისმა, შემდეგ კი საშინელმა ხარხარმა ყველაფერი გააყრუა.
-სულელებოო.. ახლა ჩემს არმიას ვეღარაფერი შეაჩერეებს.. ადამიანთა სამყარო განწირულია.. ა ჰა ჰა ჰა ჰა.
სამყაროსთვის არნახული ბრძოლა ასე დასრულდა ისე, რომ არც კი დაწყებულა. როცა დარბაზი ისევ განათდა, ჩვენ წინ ლუცი იდგა, რომელსაც ჯერაც იგივე პოზაში ეჭირა თავისი მაგიური ხანჯალი. ჩვენი შეცბუნებული სახეების დანახვაზე საზარელი ხარხარი აუტყდა, სიცილი მართლა დამთრგუნველი იცის.
-ჰა ჰა ჰა ჰა ხარხარებდა ის, მე გავიმარჯვე, ნოარის მთელი ძალა, ახლა ჩემიაა, ჩეემიი. მორჩა, აზრაილ, ახლა გიჩვენებ რა შემიძლია, მე გაიძულებთ თქვენ, პატივი მცეთ, მე...
-აქ რა გინდა? ჰკითხა მან გულგრილად, შენ ხომ აქ არ უნდა იყო?
-სულელებო, გგონიათ დაგიჯერებდი, რომ აქ ჩემ გამო ხართ? გგონიათ მის ძალას დაგითმობდით? არა, კმარა.. აზრაილი უძლეველია, შვილო, მიქაელე შენზე ძლიერია ძმაო, გაბრიელი შენზე კეთილია, ბალთაზარი შენზე გამგონეა.. კმარა! მე ყველას გჯობივართ, მიბრიყვებთ, რაკი პატარა ვარ და საყვარელი.
-დაასრულე?! ჰკითხა აზიმ.
-შენ.. მე არ..
-გეყოფა. მიპასუხე, შენ თუ აქ ხარ, ელს და სელლს ვინ იცავს ზურგიდან?!
-მათ დაცვა არ სჭირდებათ, ისინი ბავშვები არ არიან, აზრაილ, აღარ არიან.
-ბულთუ, ჭიშკრისკენ, ჩქარა.. -და აზი წინ გაიჭრა. ჩვენ უკან ავედევნეთ, ლუცი მოგვყვებოდა და იმეორებდა.
-ამაოდ გეშინია, შენ მათ.. ბავშვები აღარ.. კარგი რა, რა ემუქრებათ?
ზურგში მტერი იყო, ჩასაფრებული, აზროვნების დრო არ იყო. დერეფანში მიქაელი დავინახეთ, დერეფანს გაჰყურებდა, გაბუ კი ეთამაშებოდა.
-მთავარი გაგეპარათ, ბედოვლათებო - ჩაეღიმა უნებლიედ, მაგრამ მალევე მოეგო გონს და კარიბჭისკენ გაფრინდა.
ციტადელის ეზო ბასილისკებითა და სხვადასხვა დემონის დაჩეხილი გვამებით იყო სავსე.
-ელიაზააარ - მოგუდული ხმით აღმოხდა აზის. არავინ ჩანდა სიახლოვეს.
-ელლ - დავიძახეთ მე და გაბუმ. პასუხს არავინ იძლეოდა.
-აქვე იქნებიან სადმე - მოხაზა ხელით სივრცე ლუციფერმა. გასაოცარია, მაგრამ სწორედ იმ მიმართულებით გაიქცა აზი, საითაც ლუციმ მიანიშნა. უხმოდ მივყევით. გზაშივე ვიგრძენი ქსენონის მაგიური აურა, წინ გავიჭერი და პათეტიკურად ვიყვირე
-ქსენონ, ელლ, სელლ! ერთერთი დემონთა გროვიდან დაჭრილი ქსენონი წამოიწია.
-მილორდ, აქეთ, ჩქარა...
მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა, როცა ქსენონს მივუახლოვდი, დემონთა გროვა გაქრა და მოშავო-მელნისფერი ძმები დავინახე, საკუთარი სისხლის გუბეში იწვნენ.
-ისინი - დაიწყო ქსენონმა ლუღლუღი - თავს დაგვესხნენ.. ყველა მხრიდან.. ოო მილორდ, ისინი უთვალავნი იყვნენ.. ჩვენ ვეცადეთ.. თქვენი ძმები.. მსგავსი არაფერი მინახავს.. ისინი გმირულად იბრძოდნენ.. მაპატიეთ, მე, ვერ დავიცავი.. ლუციფერი, ბატონო.. ის ვერ ვიპოვეთ, მგონი..
-მშვიდად, ქსენონ. ყველაფერი კარგადაა ლოტუს.. ქსენონი გაქრა. აზი უკვე ძმებს შორის იყო დაჩოქილი და გამომცდელ მზერას ესროდა დამნაშავეს.
-რაო აზრაილ, არ მითხრა ახლა იხოცებიანო, ეს ხომ შეუძლებელია, არა? - საცოდავად წრიალებდა ლუცი. ელმა ხმის ხმა იცნო და თვალი გაახილა.
-ლუცი, ძამიკო, აქ ხარ თუ შენც მოგკლეს?
-აქ ვარ სულელო და შენც ცოცხალი ხარ და..
-არა, ლუცი - გაიღიმა და სისხლი გამოერია - მე ვკვდები, ძმაო, ჩვენ ვკვდებით, მეც და - სელლისკენ მიაბრუნა ღიმილით თავი. ვიცოდი, რომ წახვიდოდი.. კარგია.. ძამიკო, ექსპრეზიდენტობა არ გიხდებოდა და.. მითხარი.. უხშირდებოდა სუნთქვა.. დაიბრუნე? - სისხლდენა იმატებდა.. ჰა ჰა ჰა.. ჩვენი სულელი ძამიკო ჩვენზე ... ლუცის ნერვებმა უმტყუნა და აზრაილს დაუჩოქა.
-ძმაო, ნუთუ მათ სიკვდილის უფლებას მისცემ, ისინი ხომ შენი ძმებიც არიან, ნუთუ არ არსებობს გზა.. მე ხომ ვიცი, შენ შეგიძლია და უეცრად ისტერიკაში ჩავარდა საზიზღარო ტირანო, ყველაფერი იცოდი და იცინი გაწირე, შენ და შენი ღმერთი არავის... აზრაილმა ისეთი სახით ახედა, ლუცის ენა ჩაუვარდა..
-შენ.. მე ჩაგაბარე ისინი.. ზურგიდან მიპარვიან.. ძმაო.. ისინი კი გეძებდნენ და.. მანსურის ბეჭედია.. მე ვერაფერს ვიზამ.. გესმის? მოიცა ძმაო, იმედმა გაუარა თვალებში. მანსური ხომ ბულთუს მოწაფე იყო და.. ძმაო - მეცა გიჟივით და ისე შემომაბზრიალა, ოთხად მომეჩვენა - შენ ნახე, ძმაო, უშველი, შენ ხომ გიყვარს ისინი, დაეხმარე..
გონს მოვედი და დავხედე მომღიმარ ელს. ბეჭედი რთული იყო. მოხსნა ვცადე, მაგრამ მე ხომ დიდი მაგიური ძალა დავხარჯე და...
-ჩემი მაგია.. გადმომცვივდა ცრემლები.. ვაიმე, ძმებო..
-მოუხსნი ბეჭედს? - ფიქრიანად მკითხა ლუციმ.. ჭოჭმანით.
-კი, მაგრამ, მაგია.. მომეცი შენი კვერთხი..
აზის გადავხედე. თავი დამიქნია. კვერთხი გადავაწოდე. მან ერთ წუთს დახედა მაგიურ კვერთხს, რაღაც შეულოცა და დამიბრუნა.
-აქ ნოარის მთელი ძალაა. იცოდე თუ მათ არ გადაარჩენ... და მიტრიალდა.. ნახევარ საათიანი წყვდიადის შემდეგ, მზე ამოვიდა და ძმები ფეხზე წამოდგნენ. სელლი ლუცისთან მივიდა, გადაეხვია და ..
-მადლობა ძმაო.
-დამპალო ეგოისტო, მეგონა კვდებოდი - გამოსცრა ლუციმ.
-გონზე ვიყავი, მაგრამ ვკვდებოდი, ძმაო და მიხარია, რომ შენთვის ყველაფერზე ძვირფასი ვართ.. ომი, დასრულდება... ლუციფერ.. უფრო დიდი პრობლემაც გვაქვს. დემონთა არმია ვინმემ უნდა შეაჩეროს.
-ოხ აზრაილ, ისე მელაპარაკები, თითქოს შემეძლოს, ნოარის ძალა ახლა ბალთაზარის ხელშია. მე ვიბრძოლებ, მაგრამ მეტი არაფერი შემიძლია.
ყველამ ჩემკენ მოიხედა.
-მეც ვიბრძოლებ - შევძახე მე - არც მე მეზარება. ნუ ცოტა მეზარება, მაგრამ რამეს მოვიფიქრებ, ჩემი იმედი გქონდეთ.
ყველას სიცილი აუტყდა. ჩემი ფერია მომიახლოვდა, მიმიხუტა..
- ოჰ, ლაზი, რა პატარა მყავხარ რაა - გამიცინა. სანამ სხვები სიცილით გულს იჯერებდნენ, ჩვენთან ურიელი მოიჭრა და მიქაელს დაუჩოქა. აზრაილი რა შენიშნა, მოტრიალდა და მას მიმართა.
-ო, ბასილეუს, ნებითა შენითა, თხოვნითა მიქაელისათა და ბრძანებითა მამისათა, ქერუბიმთა არმია იცავს ჯოჯოხეთის კარიბჭეს. აზრაილმა უბრძანა ურიელს, ეჩვენებინა ბრძოლის ველი. სურათი მართლაც შთამბეჭდავი იყო. ჯოჯოხეთის კარიბჭესთან სინათლის ერთიანი ზოლი ებრძოდა წითლად მოელვარე წყვდიადს. ურიელი მორჩილად განაგრძობდა.
-მამის ბრძანებაა, აზრაილი, მიქაელი და ლუციფერი ჯარს უსარდლებენ, გაბრიელი რჩეულსა და ბალთაზარს მამასთან წაიყვანს, ელიაზარს და სალაზარს, შეუძლიათ დაგვეხმარონ სარდლების რანგში ან თქვენ გამოგყვნენ.ასეთია მამის სურვილი. ყველამ მიქაელს გავხედეთ, მანაც მიმოიხედა და ეს ისე ორიგინალურად გააკეთა, რომ მალევე გავმხიარულდით. ელი და და სელლი აზისთან დარჩნენ, ჩვენც გვინდოდა, მაგრამ მამის სურვილს პატივს სცემენ და ნათლის სვეტი გაგვიძღვა სამოთხისკენ.
დიდი ხანია ჩემი სახლი ასეთი მშვენიერი არ მინახავს. ედემის კარიბჭესთან, ცეცხლოვან ქერუბიმებთან ერთად,მზისფერ აბჯარში ჩამჯდარი სერაფიმთა საპატიო გუშაგები დაგვხვდნენ. ირგვლივ ყველაფერი ეთეროვან ოქროსფერში იყო გახვეული.
გუშაგთა მეთაური ჩვენს წინ სამი ნაბიჯის დაშორებით გაჩერდა, თავი დაგვიკრა და ვინაობა გვკითხა. გაბრიელის გაოცებული სახე რომ მენახა, მისკენ მივიხედე და ახლაღა გავაცნობიერე კითხვის მიზეზი. ქერუბიმთა აბჯარში შემოსილი, დემონთა სისხლით მოთხვრილი გაბრიელის კეთილი სახე იმდენ სიმკაცრეს და მოუთმენლობას ამჟღავნებდა, რთული იყო ვინმეს ეცნო, მე კი სულ სხვადასხვა სახით ვჩანდი ცაში და არც გამკვირვებია, რომ ვერ მიცნეს. კითხვით გაოგნებულ ჩემს ძმას, ის-ის იყო მკაცრი პასუხი უნდა გაეცა მისთვის, რომ მის თვალებში საკუთარი სისხლიანი ფიგურა დალანდა და სიტყვა გაუწყდა. უმალ დაიჩოქა და განსაწმენდელი ლოცვა წამოიწყო. ჩვენც მის მაგალითს მივბაძეთ და მალე, მთავარანგელოზის აბჯარში გამოკვალთული გაბრიელის ფიგურა აესვეტა სერაფიმთა მთავარს. გაოცებისაგან თუ პატივისცემით, უხერხულად დაიხია უკან თავის დაკვრით ამ უკანასკნელმა და სამივეს სიცილი აგვიტყდა.
- აქედან თავად ვიქნები მათი მეგზური, განუცხადა მცველებს - გზა ვიცი..
-როგორც გვიბრძანებ, ბასილევსო გაეჭიმნენ გუშაგები.
- დაცვა გააორმაგეთ, ცეცხლოვანი ქერუბიმი ყველა გოდოლზე, უხმეთ არიელს, სწორუპოვარ მოისარს, ყველაზე მაღალ გოდოლზე მიუჩინეთ ადგილი. ჯოჯოხეთის კარიბჭესთან რაფაელი და ეზეკიელი გაუშვით, სერაფიმ მშვილდოსანთა ორმოცდაათი ათასეულით, რომ ჩვენებს დაეხმარონ. მიქაელი თავის შუბოსნებს ელის ბრძოლის ველზე, რაქელი გაუძღვება მათ. გფარავდეთ დედის კალთა და შეგეწიოთ მამის მარჯვენა. დაე, ნურასდროს გაქრება მამის სითბო ციდან! - ამ შეძახილებით შეუდგნენ გაბრიელის ბრძანების შესრულებას, ჩვენ კი ედემში შევაბიჯეთ. ათასწლოვანი მუხების, ევკალიპტების და სხვა ხეებისგან ბუნებრივი ზეციური სამჭედლოები მოეწყოთ და ძელქვის გრდემლზე მეხის უროებით ჭედდნენ ათასგვარ იარაღს, დიდი საომარი სამზადისი ჰქონდა ზეციურ სამეფოს, ადამიანთა სამყაროს დასაცავად და ვაგლახ, ამას ვერ ხედავდნენ ეს ადამიანები, ვერც ნახავდნენ, ასეთი იყო მამის ნება. ასი ათასიანი არმიები წყობისად მდგარნი ელოდნენ ბრძანებას. კვდება ადამიანი და მისი ხსოვნა რჩება დედამიწაზე და სული ცაში, ძვლები კი ქვესკნელში, კვდება ანგელოზი და მხოლოდ დედის ცრემლში ცოცხლობს ის, მზის სხივში, ანკარა ნაკადულსა და მწვანე ფოთლებში, ლურჯქათიბა იაში. ეს იყო ომი. უდიდესი ომი, საიდანაც უკან არც ერთი დაცემული დემონი და ანგელოზი აღარ დაბრუნებულა არც ზეცაში, არც ჯოჯოხეთში.
გავცდით ედემს და დედის სამყოფელს მივეახლეთ პირველად, დალოცვა გვსურდა გვეთხოვა. დედა ტირიფის ქვეშ იჯდა და ჯაჭვის პერანგს ქსოვდა. რომ დაგვინახა, ქსოვა შეწყვიტა და შემოგვეგება. დაჩოქილთ ხელზე მთხვევა გვეწადა, მაგრამ წამოგვაყენა და სათითაოდ გულში ჩაგვიკრა.
-გაბრიელ, შვილო, შენ ხომ უფროსი ხარ, როგორ იფიქრე, რომ მამა ვერ გაიგებდა თქვენს ურჩობას, ან განა ჯოჯოხეთის არმიას თქვენ ეყოფოდით? რატომ წახვედით მარტო, შვილო? რამე რომ დაგმართნოდათ, მერე რა მეშველებოდა, აკი იცი, მამაშენს ფიცი აქვს დადებული აპოკალიფსის ჟამს მკვდრეთით არავინ აღადგინოს?! წადით, გელოდებათ დიდი ხანია და შვილო, დაიმახსოვრე, კამათი სიმართლეზე ეგების და მას თქვენთვის კარგი უნდა.
არასდროს ყოფილა ასეთი სიჩუმე აქამდე..
ერთად ვიყავით საყვარელ ადგილას, ერთნი ვიყავით და მაინც არსად ჩანდნენ თბილი სიტყვები, იქნებ ნანახმა საშინელებამ დაამუნჯა ჩვენი ბაგეები, უხმოდ დავიხარე და შუბლზე ვეამბორე. ამომხედა და.. გამიღიმა.. ისე, როგორც იმ ვარსკვლავიან ღამეს. მთელი გრძნობა გამოაყოლა იმ ერთ ღიმილს. ჩავეხუტე და ასე ვისხედით სიმწვანეში, უხმოდ, ერთმანეთში ჩანთქმულნი და გარდაუვალის მომლოდინენი. ლამაზი იყო ედემი. იმდენად, რამდენადაც სიტყვა სილამაზეს სძალუძს მისი დახასიათება, მაგრამ იმ წუთას არაფერი იყო ჩემთვის მასზე ძვირფასი.. მასზე ღირებული..
საომარი ბუკების ხმამ მოგვიყვანა გონს. კვერთხს გადავწვდი უნებლიედ, რომ გალობა გავიგონე.
- ა შეე ლეეე იააა...
ასე გალობდნენ პირველი ადამიანები დემონებთან ომის წინ.. გამარჯვებულ არმიას მოუძღოდნენ ძმები. დროშები დაეშვათ, სამგლოვიარო მარშით მოდიოდნენ.
მივეგებეთ.
-რა ამბავია, ძმებო, ხომ მოვიგეთ?! - მიეჭრა გაბუ ძმებს.
- ამ ბრძოლაში არავის არაფერი მოუგია.. ბევრი დაიღუპა..
-მაგრამ ისინი ხომ - თავი დახარა გაბრიელმა.
- ოდესღაც ჩვენი ძმები იყვნენ - მწარედ გაიცინა ლუციფერმა - დაგვლოცე, მამა, გამარჯვებულნი დაგიბრუნდით, ვინც განგიდგა მკვდარია, ვინც მორჩილება არ ისურვა - შებორკილი, ვინც აიწყვიტა - დაბმული, ვინც შეურაცხგყო - დასჯილი - და დაიჩოქა.
-შენი ნება კანონია - მიბაძა ელიაზარმა.
-ჩვენ ვართ შენი მახვილი - მიჰყვა სალაზარი.
-იყავნ ნება შენი - დაიჩოქა მიქაელმა.
-ვითარცა ცათა შინა - გაიმეორა გაბრიელმა.
-ეგრეცა ქვეყანასა ზედა - მუხლი მოვიდრიკე მე.
-შენი არს ძალი და დიდება, და სუფევდე უკუნითი უკუნისამდე - დაასრულა აზრაილმა და შვიდივემ შევძახეთ:
-ამინ!
მთელმა ედემმა ბანი მოგვცა.
მამამ დაგვლოცა. წამოვდექით.
-სხვას არაფერს გვეტყვი, მამა? - ჩაეკითხა ლუცი.
-კი, შვილო, მაპატიე, რომ ცოტა მოგეცი და ბევრი გთხოვე. ცოცხალია არა ის, ვინც ცოცხალია, არამედ ის, ვინც იცხოვრა. თქვენ, საუკეთესონი ხართ, შვიდივე, მთხოვეთ რაც გინდათ - გაგვიღიმა კეთილად.
ლუციფერმა დაიჩოქა, მაგრამ მაინც შევამჩნიეთ ის, რისი შემჩნევაც მას ასე არ სურდა, ცრემლი, სინანულის ცრემლები..
მე რჩეულითურთ დედამიწაზე დავბრუნდი, უფალთან ყველაზე ახლოს, იერუსალიმში დავსახლდით, რათა ყოველ დილით შეგვძლებოდა მისი ნახვა და ჩვენი პატარებისთვის გვეჩვენებინა ორივე პაპა, მუდმივად რომ თავს გვევლებოდნენ და გვმფარველობდნენ ზეციური სამეფოდან..
როგორც თესალონელ ბრძენს უთქვამს ოდესღაც, სხვისი ცხოვრება რა შენი მონაგარიაო, ამიტომ არ გავკადნიერდები იმის დაკონკრეტებით, რა სთხოვა მამას თითოეულმა ძმამ, ერთს ვიტყვი მხოლოდ. სადღაც.. დედამიწაზე, შუაგულ ტყეში, ბებერ მუხებს შორის დგას მწვანეში ჩაფლული სახლი, სადაც კეთილი მოხუცი მეფუტკრე ცხოვრობს, ამბობენ მას ფუტკრების და ყველა სულიერის ენა ესმისო -წერდა ალ სინაი და სახელად ბრძენსა ამას რქვია ჯაბრაილ...
***************
–გეყოფა ადამიანობა, სულო, სამოთხეში გველოდებიან, მამა გველოდება–ეშმაკურად გამიღიმა, ხელი უცებ ჩამკიდა და საოცარი სისწრაფით მომწყვიტა მიწას.. ერთად გავფრინდით..
–ლაზი, ცოტას ვნერვიულობ–გამოვუტყდი.
–ნუ გეშინია, ჩემო, შენ მათი რჩეული ხარ–ხელი მომხვია და უფრო ზემოთ აიჭრა.. ღრუბლებსაც კი ავცდით.. სადღაც უსასრულობაში
–თვალები არ დახუჭო, სულო, ეს სიამოვნება არ გამოტოვო.
გავახილე.. ახლა კიდევ ერთხელ მივხვდი, რას ნიშნავს ედემი.. სამოთხე.. ენით აღუწერელი და გადმოუცემელი სიამოვნებაა, სანამ არ გამოსცდი, მისი აღწერა შეუძლებელია..
უზარმაზარ კარიბჭესთან თავად ის შეგვხვდა და წინ შეგვიძღვა.. გულში ჩაიკრა სანუკვარი შვილი და მისი სიმშვიდე მეც ვიგრძენი.. ლაზი თავის თავს დაუბრუნდა.. ახლა სრულყოფილად ბედნიერი იყო.. მამამ თავზე ხელი გადამისვა, გამიღიმა და მივხვდი, რისთვის ღირდა ცხოვრება, ტანჯვაც, წამებაც, ყველაფერი გაქრა, მხოლოდ სინათლე, სიყვარული, სიხარული სუფევდა ჩვენს ირგვლივ..
ჰამაკში ნელა ვირწეოდით.. დრო შეჩერებული იყო.. აღარ არსებობდა ფიქრი, დარდი, სირთულე ან პრობლემა, მხოლოდ მე და ის.. ჩვენ სახლში.. ერთად..
–მიყვარხარ, სულო!
–მეც მიყვარხარ, ლაზი.

დასასრული

ძვირფასო მკითხველებო, თქვენი თხოვნის შესაბამისად ვდებ ბალთაზარის პირველ წიგნს სრულად, რომელიც ორნაწილიანია. ისიამოვნეთ.
ბოდიშს ვიხდი იმის გამო რომ ამ კვირას ვერ დავამატე მეორე წიგნის ახალი თავი, ახლახანს დავბრუნდი ქალაქში და როგორც კი საშუალება მექნება ახალ თავს დავდებ, თუ კვირამდე ვერ მოვახერხე, ამ შაბათ კვირას ორ თავს ერთად იხილავთ. გმადლობთ რომ კითხულობთ და მოგწონთ
პატივისცემით

მკვდრეთით აღმდგარი მეცამეტე



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მადლობა მადლობა მადლობააააა ძალიან დიდი მადლობააა....ძალიან გამახარე... ჩავუჯდები ახლა და წავიკითხავ ^_^
ძალიან გამიხარდა მართლა <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ანი ანი
მადლობა მადლობა მადლობააააა ძალიან დიდი მადლობააა....ძალიან გამახარე... ჩავუჯდები ახლა და წავიკითხავ ^_^
ძალიან გამიხარდა მართლა <3


არაფრის, გენაცვალე, ძალიან მიხარია რომ ასე ელოდებოდი, შევეცდები მოლოდინი არც მომავალში გაგიცრუო blush

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მწერალი ქალი
ჰო...ბალთაზარი...:):)ისე გამიტაცა კითხვამ ამ ყველაფრის მონაწილე მეგონა თავი...განსხვავებული იყო ძალიან განსხვავებული...„ჩემო,სულო...“რა კარგი სიტყვებია მომინდა „ჩემი სული“:):)


პაემანზე მეპატიჟები თუ?! blush მიხარია რომ მოგეწონა

 


№4 სტუმარი Tika

Sityvebi ar myopnis saocreba iyo ????????????

 


№5 სტუმარი Theodora

არვიცი საიდან დავიწყო...უბრალოდ შეუდარებელია. თოთოეული სიუჟეტიიისე კარგად გაქვს აღწერილი,რომ სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი...ყველაფერი ნათლად წარმოვიდგინე და მათი ”შემყურე” მე განსაკუთრებული სიმშვიდით აღვიჭურვე...ნამდვილად საოცარი ისტორიაა

 


№6  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ახლა ვმუშაობ მეორე ნაწილზე, დღეს მეოთხე თავს დავდებ.
მიხარია რომ მოგეწონა და მადლობა რომ კითხულობ )

 


№7  offline წევრი yalbi gmiri

ძალიან კარგია ახლა მეხუთე თავი უნდა დავიწყო მაგარი ხარ

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან მომეწონა და მინდა გაგრძელებაც წავიკითხო თუმცა ვერ ვპოულობ შეგიძლიათ მითხრათ სად შეიძლება მეორე ნაწილის პოვნა?

 


№9  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

yalbi gmiri
ძალიან კარგია ახლა მეხუთე თავი უნდა დავიწყო მაგარი ხარ

დიდი მადლობა რომ ასე ერთგულად კითხულობ და ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის heart_eyes

სტუმარი ნინი
ძალიან მომეწონა და მინდა გაგრძელებაც წავიკითხო თუმცა ვერ ვპოულობ შეგიძლიათ მითხრათ სად შეიძლება მეორე ნაწილის პოვნა?


ბალთაზარის მეორე წიგნი ჯერ არ დევს, ვინაიდან მიმდინარეობს პირველი ნაწილის რეკონსტრუქცია.. განახლებულ წიგნს სრულად იხილავთ სამწუხაროდ არც ისე მალე relaxed მადლობელი ვარ რომ ჩვენი ერთგული დარჩით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent