შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონატრების ეიფორია


11-01-2018, 08:53
ავტორი მარი,,
ნანახია 1 581

მე მოგიყვებით უცნაურ ამბავს რომელიც არ გავს ნორმალური ადამიანების გრძნობებს...
თავიდან ყველაფერი უცნაურად დაიწყო...
დაიწყო...
გაგრძელდა...
და გრძელდება ...


თურმე ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე, "არასოდეს თქვა არასოდეს",მაგრამ კესანე იმ ადამიანების რიცხვს მიეკურვნება,რომელის ყველა წინადადებაში "მე არასდროს ურევია,ეს სიტყვები კი მისი გამოუცდელობით და ცხოვრების სილაღით არის ნაკარნახევი.მარტივია როცა ლაღი ხარ პრინციპული და ჯიუტი,მაგრამ რთულია როცა ცხოვრებამ თავის ბნელ მორევში გაგხვია პრინციპებზე იფიქრო.
ისე გახდა ცხრამეტის არ გაუგია რა იყო ცხოვრების გამოცდა,მხოღოდ სწავლაზე ფიქრობდა.თუ გაიგებდა რომ ვიღაც ერთი ნახვით გაცნობილ ბიჭს გაყვა ან სოციალური ქსელით გოგომ ბიჭი შეიყვარა სასაცილოდ არ ყოფნიდა,ყოველთვის ამბობდა რომ ეს ყველაფერი სისულელეა და თვითონ არასდროს იზამდა იგივეს...
სტუდენტი გახდა და თავის პირველ მიზანს მაღწია,მონდომეებით სწავლობდა დღეს და ღამეს ათევდა,ერთ დღესაც დაიღალა და თავისუფალი დრო გამოძებნა ლეპტოპს მიუჯდა და თამაში დაიწყო,ამ თამაშს მოყვა მისი მომავალი მეუღლის გაცნობაც...ექვსი თვე წერდნენ ერთმანეთს კესანეს მოსწონდა რაღაც ახლის შეგრძნება,კლმპლიმენტები,ხუმრობები,საუბარი ერთმანეთზე,მოწონდა ყველაფერი,მაგრამ არა ბიჭის გარეგნობა,თუმცა ჩაითრია უცხო და დაუგემოვნებელმა სიახლემ,თვალი დახუჭა ერთ ნაკლზე და ასე გაყვა ცოლად ყველასგან მალულად...
განიცდიდა რომ საყვარელ ადამიანებს იმედები გაუცრუა,გული მოუკლა დედის მუდარამ რომელიც სახლში დაბრუნებას თხოვდა,მაგრამ შემცდარმა და დამნაშავემ უკან აღარ დაიხია.შექმნა ნაჭუჭი სადაც თითქოს ბედნიერი იყო,უყვარდა და ბედნიერმა,მაგრამ უამრავ ტვირთმოკიდებულმა გააგრძელა ცხოვრება.
რთული აღმოჩნდა ერთდროულად ოჯახი და სწავლა,დაორსულდა და შვილის მოლოდინმა მისი მიზნები მეორე პლანზე გადაიტანა,უნივერსიტეტში ჯერ ერთი საგანი ჩაიტოვა,მერე მეორე და ასე გაგრძელდა სანამ სულ არ აიღო სწავლაზე ხელი...მძიმე ორსულობა ქონდა,წონაშიც მოიმატა,ბევრჯერ წასვლია ქუჩაში გული,მაგრამ იტანდა და შვილის სიყვარული და ხელში დაჭერის სურვილი ეიმედებოდა...მშობიარობა კი უფრო რთული ქონდა ვიდრე ელოდა...როდესაც ერთი ციცქნა არსება ხელში აიყვანა მიხვდა რომ შვილის სიყვარული ყველაზე ძლიერია,სულ ამ პატარა არსებაზე გეფიქრება,მისთვის ყველაფერი კარგი გინდა,ყველაფერს გასცემ უანგაროდ და პასუხად არაფერს ელოდები მისი შეხების,სურნელის შეგრძნების,ღიმილის ყურების გარდა.
დრო გადის და ოჯახში საზრუნავი იმატებს მეორე შვილის დაბადებამ კესანეს მეუღლეს უფრო მეტი ვალდებულევები დააკისრა და გვერდზეც გაახედა.უყვარდა მისი შვილები და კესანეც მაგრამ დაიღალა ოჯახის ტვირთის ზიდვით და ბართობა მოუნდა. შვილები და ცოლი დასასვენებლად გაუშვა სიდედრ სიმამრთან და თვითონ ძველი დრო გაიხსენა.შეიგრძნო ის თავისუფლება რომელსაც ასე ნატრობდა,თამაში დაიწყო,ფულსაც აგებდა და უამრავი გოგოც გაიცნო.
დასვენებაც იყო და დასვენებაც კესანე ოთხი თვე მშობლებთან მიატოვა,ათასში ერთხელ მცირედ თანხასაც უგზავნიდა მაგრამ ეს არაფერი იყო მისი შვილებისთვის...იმატა კამათმა და საყვედურებმა ცოლ ქმარს შორის და გრძნლბაც განელდა.



გამარჯობა,იმედია დაგაინტერესებთ ეს ისტორია.
დიდხანს ვფიქრობი დამეწერა თუ არა...წასაკითხად ცოტა მძიმეა მაგრამ ცხოვრებისეული და საინტერესო.
ისტორია გამოგონილი არ არის და რეალურია.
ველი თქვენ შეფასებებს.თუ მოგეწონბათ მომდევნო თავს ბევრად დიდს დავდბ...



№1 სტუმარი Kesanee

როგორ მიყვარს ისტორიებში სახელი კესანე რომ მხვდება???????????? ისტორიას რაც შეეხება განსხვავებული და საინტერესოა ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent