დაგიმორჩილებ (თავი პირველი)
უბრალოდ ვერ ვხვდებოდი რატომ, რისთვის, მოხდა ეს არაფლისმთქმელი კამათი თუ ჩხუბი. რაღაც მომენტებში, საკუთარი თავიც კი შევიზიზღე. გარშემო ყველა მძულდა... აჰჰ... ეგ არაფერი ხდება ხოლმე. ოჯახური კონფლიქტი, ბრაზი, რომ ტირილში გადაიზრდება ხოლმე. ყოველი დღე ერთიდაიგივეთი იწყებოდა ასევე მთავრდებოდა. თვით საკუთარ თავს ვერ ვუმკლავდები და სხვაზე რაღა უნდა ვთქვა. თავს ვეღარ ვაკონტროლებ, წვრილმანზეც კი ბრაზი მერევა. ზღვარს გადასცდა დედმამიშვილის, დედის, მამის დარიგებები. უბრალოდ ამ ყველაფერს დარიგებასაც ვერ ვუწოდებ. აი იმ მომენტში ვიყავი წასასვლელი, რომ არ მქონდა. მინდოდა გავქცეულიყავი, მაგრამ სად?! გარშემო ყველასთვის და ყველაფრისთვის ზედმეტი ვიყავი, ყოველშემთხვევაში თითოეული ადამიანის ნაამბობიდან ამ დასკვნას ვიტანდი. ხოდა... ყველა და ყველაფერი ყელში, რომ ამოვიდა თავზე ხელი ავიღე და ვაკეთე ის რაც ყველა ევროპელი აკეთებს. თავისუფლება... თავს იმის უფლება მივეცი, რისი უფლებაც სინამდვილეში ნამდვილად არ მქონდა, ყოველ შემთხვევაში, "ის" მარიამი ამის უფლებას საკუთარ თავს არ მისცემდა. ურჩი გავხდი. უფრო ჯიუტი, ვიდრე ვიყავი. თავნება. გამბედავი, რაც ძალიან კარგია. ბევრი უარყოფითი თვისება შევიძინე, მათ კი თან კარგი თვისებებიც ზდევდათ. მარიამ ბეგაშვილი თექვსმეტი წლის. ბევრი მეგობრებით რომელთაგან ვერ გაარჩევთ, რომელია ნამდვილი. მყავს და, დედა ნუ... მამა არც იქეთ და არც აქეთ. დედასთან და დასთან ერთად ვცხოვრობ. ისინი ყოველთვის მბოჭავდნენ, დიახ... ასეა. ყოველთვის მირჩევდნენ მეგობრებს. არასოდეს მარგებდნენ ხოლმე ბედნიერებას. საკმაოდ შეძლებული ოჯახი ვართ. დედა ექიმი. და პროკურორი. მე... მე იურიდიულზე ვიწყებ სწავლას. ზოგჯერ ისე ხდება, ადამიანი მზადაა დათმოს ის რაც მისთვის მართლაც, რომ ძვირფასია. თავიდან ვერ ხვდება, ვერც ამჩნევ თუ რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია, ზოგიერთი ადამიანი შენს ცხოვრებაში. სწორედ ამ საკითხის წინაშე დავრჩი სრულიად მარტო. -მარიამ ჩამოდი მამაშენი მოვიდა შენს სანახავად. - მეძახის დედა, რომელსაც ჰგონია, რომ მამის ვითომდა ბრძნული დარიგებები გაჭრის ჩემთან. -ახლავე დედიკო. - გაწონასწორებული ტონით დავუბრუნე პასუხი. კიბეებზე ხტუნვახტუნვით ჩავედი და ზესიმპატიურ მამიკოს მოვეხვიე. ჰო... ის ძალიან სიმპატიურია, მაგრამ რად გინდა უარგისია, გარყვნილი მექალთანე. -მარიამ შენ ისეთი ლამაზი ხარ... დამიჯერე სალომე ჩვენი ქალიშვილი, ასეთი ბევრად კარგია. - გამიღიმა 'მამიკომ' თან შუბლზე მეამბორა და დედასკენ თვალიც გააპარა. -დემეტრე ამას ნუ ამბობ! აქ თუ იმისთვის მოხვედი, რომ ჩემს შვილს თავგზა აურო... მაშინ, იცი კარი სადაც არის. - მკაცრად თქვა დედამ და ქუსლიანი ფეხსაცმლის ბაკუნით გავიდა სამზარეულოში. მამამ კიდე ერთხელ დამატრიალა, კარგად შეათვალიერა ჩემი გულამოღებული მაისური, მაღალწელიანი საკმაოდ მოკლე შარვალი და თვალი ჩამიკრა იმის ნიშნად, რომ დედასთვის არ მესმინა. -აბა, ჩემო უკვე დიდო ქალიშვილო... პირდაპირ საქმეზე გადავალ. იცი რას გეტყვი? უბრალოდ აკეთე ის რაც გინდა, ცხოვრება შენია, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე არასოდეს დაუშვა ის შეცდომა რასაც შემდეგში ძალიან ინანებ. ძალიან მგავხარ და არ მინდა შეცდომებშიც დამემსგავსო. ბნელ მხარეს არ მისცე უფლება გძლიოს და თავი დაგაკარგვინოს, თუ უკვე გვიანი არ არის. მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და დაიმახსოვრე რაც წარსულში მოხდა წარსულში დარჩა, მე შენ ზიანს არ მოგაყენებ. გაიზარდე? ეს უბრალო სიტყვებია, შენ ისევ ჩემი პატარა გოგონა ხარ, რომელსაც გულს ამოვიღებ და მივცემ. არ გეგონოს, რომ ამას შენს შესაცვლალად ვამბონ პირიქით ასეთს უფრო დაგაფასებ, დედაშენს არ დაემსგავსო, ფულის გამო მონა არ გახდე, სიამაყეს არ მისცე უფლება დაგიმონოს და ოჯახი წვრილმანის გამო არ დაანგრიო. კარგი... ძალიან გავილექსე, მაგრამ ჩემს ნაამბობზე დაფიქრდი. - ჩაიღიმა და ჩემს ხელის გულებს დააკვირდა. -იცი? როცა დაიბადე, ძალიან პატარა იყავი, განსაკუთრებით მიყვარდა პატარა, რბილი, სათნო ხელისგულებზე კოცნა. საოცარი სურნელი აგსდიოდა, ეგ სურნელი ახლაც თან გყვება. მიკვირს კიდეც, რომ ასეთი ქალიშვილი მერგო წილად. - მართლაც ამაჩუყა, ძველი დრო გამახსენა... მაგრამ არ გაჭრის ამაში დარწმუნებული ვარ სავსებით. -მამა, ვიცი როგორი ნაძირალაც ხარ, მაგრა ისიც ვიცი, რომ საუკეთესო ხარ მსოფლიოში.- დამწუხრებული მსახიობივით ვთქვი და მამას ისევ მოვეხვიე. -ოჰ... შენ ნამდვილად არ გავხარ დედაშენს. -როგორც ჩანს მოლაპარაკებამ კარგად ჩაიარა-გამოვიდა სამზარეულოდან ვითომ მომღიმარი დედა. ვიცოდი უფროსწორედ დარწმუნებული ვარ, რომ გვისმენდა. -იმაზე კარგად ვიდრე წარმოვიდგენდი-დავასწარი დემეტრეს, მამას პასუხის გაცემა და ახლა უკვე წასასვლელად მოვემზადე. -დედა გოგონების წვეულებას ვმართავ ხვალისთვის და იმედია აგარაკზე ახვალთ შენ და ჩემი და. - მომაბეზრებლად ვუთხარი საყვარელ დედიკოს და კარი გავიხურე. ტაქსიში მოვკალათდი და დანიშნულების ადგილას ანუ შავ კლუბში იქ სადაც ყველა ჩემი მეგობარი იყრის თავს წასასვლელად მოვემზადე. მალევე მიმიყვანა ტაქსის მძღოლმა კლუბამდე. სამოსის სწორებით გადავედი მანქანიდან, კართან მდგომ ორ დიდ და საშიშ ტიპს გამომწვევად გავუღიმე, კარი გამოვაღე და შიგ შევედი. სამეგობრო წრემ როგორც კი დამინახა იმ წამსვე დიდი ოვაციებით შემომეგებნენ. -ჩვენი მაფიოზიც მოსულა-ანრი ტიპს, რომელსაც შემიძლია თავზე დავამხო ყველაფერი, მაგრამ ის მაინც არაფერს მეტყვის. ნაზად გავუღიმე მეგობრებს და სათითაოდ ყველას, ანუ ხუთივეს გადავეხვიე. -როგორ მიყვარს ჩვენი მორცხვი გოგო- თმაზე ხელი ჩამომისვა უკვე გასულმა დიკაბრიომ, დიახ ლევანი ძალიან ჰგავს მას. -კარგი რა, მე აღარ ვარ ის მორცხვი გოგო. მომაბეზრებლად ვუთხარი მათ და ბარმენისკენ გავექანე. -გამარჯობა, ახალი ხარ? - ვუთხარი საკმაოდ კარგად ნავარჯიშებ ბარმენს, რომელსაც დღეს პირველად ვხედავ. -კი... - ოჰ... ისევ.... საუბარი დაწყებული არ მაქვს, უკვე ჩემს მკერდს თვალებით, რომ აშიშვლებს. კარგით რა, ნუთუ არ მოგბეზრდათ. -ვისკი მინდა- მიუხედავად მისი თვალებისა, მე მაინც ჩემი არ მოვიშალე და ისევ გამომწვევად გავუღიმე. ვისკის აღების შემდეგ ჩემი მეგობრების მაგიდას დავუბრუნდი, კუთვნილი ადგილი დავიკავე და ვეცადე თემაში გავრკვეულიყავი, რომელსაც განარჩევდნენ. -ერთი წუთით რა... აქ პოლიტიკაზე სასაუბროდ მომიყვანეთ თუ გასართობათ?! - მე -ააჰ... ხო რა თქმა უნდა... წავედით, ვიცეკვოთ. დრო კარგად მიდიოდა, არ იყო მომაბეზრებელი. ვერთობოდით ისე როგორც საჭირო იყო. ზედმეტი არაფერი. ბოლოს ხასიათი რამაც გამიფუჭა, ის იყო, რომ ჩვენს ბუდეს, ანრის მეგობრები შემოეწებნენ. თურმე ჩემთან შეთანხმების გარეშე დაუპატიჟებია ბიჭს. ამას უბრალოდ ავტორიტეტის გამო არ ვაპატიებ. -ეს ნათია, ეს ჯუბა, ეს სალი, ეს ვახო და ეს გიორგი. - გაგვაცნო ანრიმ თითოეული მათგანი. როგორც ჩანს ანრის ბევრჯერ აქვს ამ ხალხთან ჩემი გარდასახვის ამბავი მონაყოლი. -შენ ისახარ? მარიამი დიდი მარიამი. - ეს ჯუბა იყო დაქაჩული თვალებით, რომ მიყურებდა. -მარიამი ვარ, მაგრამ დიდი არ ვიცი რას ნიშნავს. - გავუღიმე და ვისკი მოვსვი. -ანრი ასე მოგიხსენიებს ხოლმე. -ხო... არვიცი. ანრი ჩემზე თავდავიწყებით არის შეყვარებული, არ მიაქციოთ ყურადღება თუ რამე ისე თქვა. - აი ჩემი ცუდი თვისებაც. -და... ქალიშვილი ხარ? - ყველაზე უადგილო შეკითხვა, ყველაზე უადგილო ადგილას, ყველაზე ამაყი, თავმომწონე პიროვნებისგან, გიორგი. მართლაც, რომ ჩამჭრელი შეკითხვაა. არც გულის ცემა ამიჩქარდა, არც დავიბენი მარცვალივით და პასუხი ეგრევე დავუბრუნე. -შეიძლება თავნება, თავზეხელაღებული, გამომწვევი და ა. შ ტიპი ვარ, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ბო'ი და ბოლო დონის კახპა ვარ. ჩემს პატიოსნებას ვუფრთხილდები და როცა გადავწყვეტ, ჩემი პატიოსნების ფეხქვეშ გათელვას აუცილებლად შეგატყობინებ. - ძალიან მშვიდი ტონით მივუგე და ადგობა დავაპირე. -უკვე მიდიხარ? - სესილი -და... ვინ თქვა, რომ მივდივარ? არავის უნდა ცეკვა? -მე მინდა, ახლავე მოვდივარ- თქვა ნათიამ და ჩემსკენ გამობაკუნდა. ნელა ვმოძრაობდით, მომენტებში ვეხებოდით კიდეც ერთმანეთს. -იცი? მე შენ ძალიან მომწონხარ. არა იმიტომ, რომ შენი გულის მოგება მინდა, არამედ იმიტომ, რომ გულახდილი და მამაცი ხარ. შენი მეგობრები შურით და ბოღმით გიყურებენ გარდა ანრისა. მომეწონა ანრის მიმართ დამოკიდებულება, მისი სათქმელი შენთქვი. ის ისეთ მორცხვი და მართლაც სათნოა უჭირს იმის თქმა რაც მართლა უნდა თქვას. ვიცი, ვხვდები მის მიმართ არაფერს გრძნობ და არც შეგეფერება, მაგრამ ზოგჯერ უნდა მოაჩვენო თავი, თითქოს ეტრფი. - ბარმენის გაცოფებული თვალები არ გვშორდენოდა, როცა ნათიას მონოლოგი მოისმიმა. -შენ ჩემზე უარესი ხარ- გავუღიმე და ხელი გადავხვიე. -დამერწმუნე ერთნაირები ვართ. ერთ დროს მეც მორცხვი და პატარა კურდღელი ვიყავი, მაგრამ ცხოვრებამ მართლაც შემცვალა. -თავს ვერ მოვიტყუებ და ვერც შენ მოგატყუებ ღმერთმა გამოგგზავნა. -შენც ასევე. ბოლო ხმაზე ავკისკისდით. ბოლოს ყველას ხელი დავუქნიეთ და კლუბი დავტოვეთ. ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდით მე და ახალგაცნობილი ნათია თბილისის ბნელ ქუჩას. ათასი თემა განვიხილეთ უკვე ამ მოკლე ხანში. აგრეთვე ბევრიც ვიცინეთ. ერთმანეთის მიმართ საკმაოდ გულახდილები ვიყავით. არვიცი, შეიძლება ვისკის ბრალია და არც ის ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. -ხანდახან მინდება ამ ყველაფერს გავექცე, ასეც ვიქცევი, მაგრამ ისე ხდება, რომ თითქოს ეს ყველაფერი უკან მომდევს და ისევ ადრინდელ ცხოვრებას, ჯოჯოხეთს ვუბრუნდები. ასეთად იმიტომ ვიქეცი, რომ შემეცვალა ჩემი მომაბეზრებელი, ყრუ ცხოვრება. საკუთარი თავისთვის მინდოდა ბედნიერება. უკვე ძალიან მომაბეზრებელი იყო დედის, დის უაზრო მონოლოგები, ერთგვარი ლექციები ცხოვრებაზე, მეგობრებზე. არ უნდა წავსულიყავი მეგობრებთან ერთად, მხოლოდ მეფიქრა იმაზე თუ როგორი იქნება ჩემი შედეგები გამოცდაზე, უნდა ვყოფილიყავი სხვაზე მეტი, უნდა შევჯიბრებოდი ყოველ ჩემს მეგობარს და უნდა დავვახლოვებოდი იმას ვინც მაღალი თანამდებობისაა და იმას ვისაც ბევრი ფული აქვს.- ბაღის ბოლოში, სკამზე ვიჯექით და ისევ გულახდილობის საღამოს მივუძღოდით. მთელ ჩემს სიტყვებში, აშკარად იგრძნობოდა ძველი სევდა, რასაც ნათია მართლაც უსმენდა. მიკვირდა ამ გოგოსი, როგორი ყურადღებიანია, როგორ არ მობეზრდა ეს, ჩემი დრამა. -ვგრძნობ, მართლა გეუბნები ვიცი შენი მდგომარეობა, ვყოფილვარ შენ მდგომარეობაში. დედაჩემიც ეგეთია, და არ მყავს, მაგრამ ჩემი ძმა, რომ ნახო...ის ძალიან თავხედი, ამაზრზენი, გაუწონასწორებელი ადამიანია. მამა კი... ის ერთადერთი იყო... მაგრამ აღარ არის. მარტო დამტოვა, მათ წინაშე, ამიტომაც ვარ მეც შენნაირი. -არ მეგონა ჩემნაირებიც თუ არსებობდნენ. -იმედია ერთდერთი ვარ. ნათია ჩემთან, სახლში წავიყვანე. შინ არავინ დამხვდა. გამიხარდა კიდეც, მაგრამ გული დამწყდა, დედამ და არც დამ გამაფრთხილა, რომ მიდიოდნენ. რას ვიზამ, ასეთი ყოფილა ჩემი ცხოვრება. თავს უნდა შემოვუძახო და უნდა გავძლიერდე, ამ ხალხის გადამკიდე საკვირველია, რომ დღესაც არ მაქვს გაფრენილი. სახლის კედელში ჩამაგრებული დინამიკის შნური ნოუთბუქს შევუერთე, მუსიკაც წამში ჩავრთე. ნათია ადვილად მოშინაურდა. ტანის ნაზი რხევით გავიდა სამზარეულოში და წუთშივე გამოვიდა, ორი წვენით სავსე ჭიქით ხელში. წვენი მოვსვი და მეორე სართულზე, ჩემს ოთახში ავედი, რადგან ნათიასთვის ზედაქვედა საღამური ჩამეტანა. მე ოთახშივე გამოვიცვალე და ქვემოთ ჩავედი. ნათიას საღამური მივაწოდე და სამზარეულოში სენდვიჩების მოსამზადებლად გავედი. სენდვიჩებით ხელში ვუბრუნდები ნათიას, შემდეგ დივანზე კომფორტულად ვთავსდებით და სენდვიჩემს მივირთმევთ. -სტუმრების ოთხი მზადაა. - ვუთხარი ნათიას, როდესაც დაწოლის დროც მოვიდა. -შენთან, რომ დავწვე? -კარგი, მაშინ ავიდეთ. დილით საოცარ პოზაში გავიღვიძე. მწარე სიცილი წამსკდა. ნათიასაც გაეღვიძა. თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მაგრამ შემდეგ, რომ "მოწვა", მასაც სიცილი აუტყდა. - წავიდეთ ახლა მოვწესრიგდეთ, მე ჩემს ტანსაცმელს გათხოვებ და შემდეგ საყიდლებზეც გავიდეთ, მე გპატიჟებ უარი არ მიიღება. - ერთდროულად მივაყარე და აბაზანაში შევედი. სახლიდან გასვლის შემდეგ, ავტოფარეხი გავაღე და ჩემი დის მანქანა ასე, რომ ვთქვათ მოვიპარე. ქალაქში, როგორც ყოველთვის საცობია. ნახევარი საათი საცობში მოგვიწია ყურყუტი. როგორც იქნა დავაღწიე საცობს თავი, თაღლითობით, რის გამოც ჯარიმაც "მივირტყი". მაღაზიებში ბევრი ვიარეთ, თუ ცოტა ხელი რაზეც მოგვიხვდა ყველაფერი წამოვიღეთ. დედაჩემის საკრედიტო ბარათი ნულზე დავიყვანე და ექვსის ნახევარზე სახლში დავბრუნდი ნათიას გარეშე. წვეულებისათვის დიზაინერებს უკვე მოეწყოთ იქაურობა, მეგობრებსაც თავი მოეყარათ. ოთახში ავცუნცულდი და მალევე ჩამოვცუნცულდი, ნაზი მაკიაჟით და ტანზე მომდგარი, მოკლე, შავი კაბით. ჩემი გრძელი, შავი თმა წინ გადმოვიყარე და ფეხზე ვერცხლისფერი სანდლები ჩავიცვი. ქვემოთ ჩასულს, უფრი მეტი ახალგაზრდა დამხვდა, მათშორის ნათიაც. დღეს ბენდი მყავდა მოწვეული, როგორც ჩანს იგვიანებენ. წვეულება შვიდზე იყო, ბენდი რვაზე მოვიდა. ამას, მათ, ნამდვილად არ შევარჩენ. -იცით, რომ ძალიან გამაბრაზეთ? ძალიან დაიგვიანეთ. -კარგი რა მარ, მხოლიდ ერთი საათი. -ერთი საათი? როგორ ბედავ ასე საუბარს? საქმეს მიხედეთ, არანაირი ხარვეზი! სიამაყით აღსავსე წამოვედი ბენდისგან და მეგობრებს შევუერთდი. -მარი, იცი, რომ სალომე თხოვდება? - ანრი -არა... არ უთქვამს. - მე -შენზე გაბრაზებულია. არ მოეწინა გუშინ ნათიასთან ერთად, რომ წახვედი. - ანრი -და... როდის მერე ვეკითხები მე მას ვისთან ერთდ წავალ და წამოვალ. დაიკიდე რა... ეგღა მადარდე. - მე -კარგი... ქორწილში არ გპატიჟებს-ანრი -ანრი, ჩემო კარგი ეგ უბრალოდ მიზეზია, რომ ქოწილში არ დამპატიჟოს. მე უბრალოდ გავივლი, ეგ კი ყოველთვის ეგეთი დაბალი დონის იქნება. - მე -მართლა პატივს გცემ, დაო. - ანრი -ვიცი, დაო-მე მხოლოდ მე, ანრი და ნათია დავრჩით წვეულების შემდეგ, მარტო სახლში. სამივემ მალევე მოვრჩით, ეზოს და სახლის მილაგებას და დაღლილებმა დივანზე დავეშვით. ბევრი ვიფიქრეთ და ბოლოს გადავწყვითეთ კლუბისკენ გაგვესეირნა. არანაირი გამოცვლა არ დაგვიწყია ისე წავედით, როგორც ვიყავით. კლუბი ჩვეულებისამებრ აფეთქებული იყო. ახალი ბენდი უკრავდა. -დავლიოთ? - ნათია -აბა აქ რისთვის მოვედით? - ანრი -მაგ იდეას ვემხრობი-მე -ვისკი ხო? - ანრი -ხო-ნათია -ერთი, ორი, სამი... ეს მეხუთეა-მე -კარგი... მოდი მეექვსეც იყოს-ანრი -გოგოებო... სახლში ჩემი წაღება მოგიწევთ.- ანრი -რასაა, რომ ამბობ-მე ახლა უკვე გასულებმა, ცეკვას შევუდექით. ეს რაღაც ახალია... ახალი გრძნობა?! რაღაც უფრო სასიამოვნო, არაამაფორიაქებელი. ცას ვეწევი... ასეთი შეგრძნება მაქვს. ალბათ ახალი მეგობრების აღმოჩენის ბრალია. თუ... იმის, რომ ვიპოვე ამ ქვეყანაზე საჩემო ადამიანები. არ მინდა გადავაჭარბო, რა ვიცი იქნებ ესეც დროებითია. მე, უბრალოდ განვაგრძობ ცხოვრებას, მათ კი თავიანთ ნებაზე მივუშვებ, ამით უფრო დავრწმუნდები, ერთგულებასა და მეგობრობაში. სიბნელე, ფერადი შუქი, ცისარტყელა, კლუბის დიდი ბურთულა... და... ამ ფიქრებში... წელზე ხელები... დიახ... წელზე, რაღაც სიმყარე ვიგრძენი, უფრო თბილ ხელებს ჰგავდა. შემდეგ ცხელი, ძალიან ცხელი, სუნთქვა ბეჭზე. თავდაცვის მიზნით, არსება მოვიშორე და შეტრიალების, შემდეგ მის სახეს დავაკვირდი. დიახ... ეს ის არის... ზუსტად ის... მთელი ჩემი თინეიჯერული წლები მის ძებნას, რომ შევწირე. -სულ არ შეცვლილხარ... ყოველთვის ასეთი ქალური, მიმზიდველი და პატარა სიფრიფანა გოგო იყავი. - ყურში ჩამჩურჩულა მუსიკის დასრულების შემდეგ. ის... მე უბრალოდ სულსხვანაირი წარმომედგინა... ასეთი ნამდვილად არა. უკან როგორც ყოველთვის პატარა კიკინა ჰქონდა დაკოფსილი... როგორ თავდავიწყებით მომწონდა, ეს, გაუთლელი ხეპრე. ახლა უფრო გამოჰკვეთოდა კუბიკები მაისურზე. არ მინდა გავაზვიადო, მაგრამ ჩაგათაის გავს, დედას გეფიცებით. -ნუ აზვიადებ. - მომაბეზრებლად ვუთხარი და ბარის სკამზე შემოვჯექი. -ნუთუ... ხომ არ გგონია, რომ ზედმეტად გადატვირთული ხარ? - მითხრა თითქოს გაბრაზებულმა. -რას გულისხმობ? - ვკითხე საკმაოდ გაკვირვებულმა და ვისკის ჭიქა პირზე მივიყუდე. -იმას, რომ ბევრს სვამ, გამომწვევად გაცვია, კლუბში ხარ... საკმარისი არ არის? შენ ასეთი ნამდვილად არ იყავი. -შენ რაიცი მე როგორი ვიყავი. შენ არაფერი იცი, ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს პიროვნებაზე. შენს საქმეს მიხედე, მე ნუ მიძვრები. შევამჩნიე სახეზე ყველა ნაკვთი დასჭიმოდა. მისთვის მოულოდნელი იყო ჩემგან ასეთი მიმართვა. ხო, იმ დრო არ ვიყავი ასეთი, არც ასეთი შეხედულება მქონდა და არც ასეთი საუბრის მანერა. -გიძვრები ხო? ვინ გასწავლა შე პატარა ლაწირაკო ასეთი საუბარი? ახლავე გაჩვენებ როგორ უნდა ჩემთან ეგეთი საუბარი! მკლავში მწვდა და გარეთ რასაც ქვია გამათრია. -თექვსმეტი წლის ვარ, შეკრეტინო ეს ერთი და მერე მეორე, როგორ ბედავ შეხებას. ავენთე გამწარებულმა, მაგრამ ისიც არანაკლებ ანთებული იყო, ამიტომ შევჩერდი და პოზიცია მას დავუთმე. -შენი აზრით დიდი ხარ ასეთი ადგილებისთვის? ამდენი ალკოჰოლისთვის? ასეთი კაბებისთვის? ჩემი, რომ იყო... ჯანდაბა...-წყობილებიდან გამოსულმა ორივე ხელი თავზე მიიკრო და აქეთ-იქით სიარული დაიწყო. გაკვირვებული ვუყურებდი. არ მესმოდა ასე რატომ გაცოფდა, ღელავდა და ეს არცთუ ისე სასიამოვნო იყო ჩემი მხრიდან. -ვერ ვხვდები- ვთქვი და იქვე არსებულ მოაჯირს დავეყრდენი, ის კი უკნიდან მომეხვია და ჩემი სუნი ხარბად შეისუნთქა. -კონტროლი მიჭირს... - ხელები უფრო ძლიერად მომაჭდო და თავი ჩემს თმებში ჩარგო. -რისი? -საკუთარი თავის კონტროლი მიჭირს... -არვიცი რა გითხრა. -ვერც ვერაფერს მეტყვი, უბრალოდ დამელაპარაკე. ასე რამ შეგცვალა! შენხომ ასეთი არ იყავი. -საიდან იცი, რომ ასეთი არ ვიყავი. -კარგი რა... ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი. -ჩემზე რა იცი, მითხარი! ვხედავ, რომ რაღაც იცი, არ დამიმალო.-სახეზე ნატიფი თითები ნაზად ჩამოვუსვი და თვალებში ჩავხედე. -ის ვიცი, რომ ასეთ ადგილებშიი არასოდეს დადიოდი, ისიც ვიცი, რომ პატარა ძუკნა არასოდეს იყავი. ახლა რა შეიცვალა?! ასეთი რატო გახდი. -აჰ!ანუ ძუკნა ვარ? ჩემში მხოლოდ მაგას ხედავ?! ახლა კარგად მომისმინე... ეგ სახელწოდება ბო'ებისთვის არის განკუთვნილი, რომლებისთვისაც ყოველი შემხვედრი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და წუთშივე შეუძიათ მათ ფეხები გაუშალონ. მე, კი ასეთი არ ვარ, არც არასოდეს ვიყავი და არც არასოდეს ვიქნები. ჩემში მხოლოდ რაღაცეების გადაადგილდა, რაღაცეების ჩანაცვლება მოხდა. ნურასოდეს მიწოდებ მაგ სიტყვას, თორემ ღირსებას ვფიცავ სახეს გაგიერთიანებ, არ გავითვალისწინებ იმას, რომ საშინლად მიმზიდველი ხარ და ადრე რაღაცას ვგრძნობდი შენს მიმართ... არ იფიქრო რომ მიყვარდი ან რამე, 'პროსტა' მომწონდი. მონოლოგი დასრულებულია.- ერთიანად მივაყარე და კლუბში დავბრუნდი. რა თქმა უნდა ისიც გამომყვა. ანრის და ნათიას ვუთხარი, რომ ჩემი წასვლის დრო იყო, მათ დავემშვიდობე და ისევ დავტოვე კლუბი. ბნელ ქუჩას მივუყვებოდი. მხოლოდ ჩემი მაღალქუსლიანების ხმა გაისმოდა. შემდეგ უცებ გაისმა მანქანის საბურავების კივილი და მივხვდი, რომ გიორგის გარდა სხვა ვერავინ იქნებოდა. -ასე უნდა წახვიდე ხოლმე? ჩაჯექი! -ნწ! -ხომ ვამბობ ლაწირაკი ხარ-მეთქი. მანქანიდან გადმოვიდა ისევ მკლავში მწვადა და მანქანაში ჩამაჯინა, შემდეგ მანქანას მოუარა და თავის კუთვნილი ადგილი დაიკავა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.