შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეყვარებული ქალის 10 სიმპტომი


25-10-2015, 20:05
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 880

მიმოიხედეთ, იქნებ თქვენ გვერდით სიმპათიური მამაკაცია. ხოლო თუ საკუთარ თავში ამ სიმპტომებს აღმოაჩენთ, გილოცავთ, თქვენ შეყვარებული ხართ.
როცა სახლში სიყვარული შემოაბიჯებს, ტვინი ფანჯრიდან ხტება - ან შვებულებაში გადის, ძალიან ხანგრძლივ შვებულებაში. იმიტომ, რომ შეყვარებული ქალი ათასგვარ სისულელეს სჩადის და ყველაფერს სიყვარულის გამო აკეთებს.

თვალებში სხივი ჩნდება -მუდამ იღიმით, გსურთ, სამყაროს პოზიტივი აჩუქოთ. შეყვარებულობის პერიოდში გარშემო მყოფებისთვის ნათქვამი კომპლიმენტები შეიძლება სიმართლე არ იყოს, მაგრამ გსურთ, რომ თქვენ გარშემო ყველა ლამაზი და ბედნიერი იყოს.

აგრეთვე, გაუგებარია, საიდან ჩნდება დაბნეულობა და მნიშვნელოვანი მომენტების დავიწყება-გამორჩენა.

გსურთ ლამაზად გამოიყურებოდეთ დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში - თუნდაც პურის საყიდლად მიდიოდეთ უახლოეს საცხობში. იმიტომ, რომ გამუდმებით მასზე ფიქრობთ და გგონიათ, რომ იგი შეიძლება ყოველ ნაბიჯზე, სახლის კუთხეში შეგხვდეთ.

გსურთ, რაღაც შეიცვალოთ გარეგნობაში: ვარცხნილობა, წონა, ჩაცმის სტილი.

მუდამ გინდათ, ურეკოთ და უმესიჯოთ - მიზეზით ან უმიზეზოდ, რათა გაიგოთ, რას აკეთებს, რას გააკეთებს?..

ინტერესი გიმძაფრდებათ მკითხაობის, ჰოროსკოპების მიმართ - თუ წინასწარმეტყველება ნეგატიურია, ე.ი. ტყუილია. თქვენ მხოლოდ კეთილი მომავლის გჯერათ.

საყვარელი საქმიანობა, სერიალები

ინტერესს კარგავს - დროის გატარება საყვარელ ადამიანთან გირჩევნიათ.

რატომღაც გახდით ეჭვიანი - ყველაზე ეჭვიანობთ: მის კოლეგაზე, მეზობელზე, ბავშვობის მეგობარზე, კონსულტანტზე, რომელსაც მაღაზიაში გაუღიმა.

გიჩნდებათ საერთო ინტერესები - შეიძლება მოულოდნელად ფეხბურთის ქომაგი გახდეთ ან დაინტერესდეთ მანქანებით, თევზაობით, ნუმიზმატიკით, ფანტასტიკით. სია დაუსრულებელია.

დღის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმე შეგეცვალოთ განწყობა, - გულიანი სიცილი ტირილში გადაიზარდოს და პირიქით.



№1  offline წევრი marisa

ჩემ ვარიანტში განვიხილავ.
1)სხივები მაქვს და ვანათებ ხოლმე :)
2)ეგეთი შემთხვევა არ მქონია ჯერ, რომ რაღაც განსაკითრებული შემენიშნოს
3)სულ ასე ვარ :3 მაღაზიაშიც კი საგარეო ტანსაცმლით გავდივარ, შეკაზმული და თუ ვინმეს აღიზიანებს, რა ვუყო :დ
4)წონა კი, ეს ჩემი პრობლემაა და დანრჩენი ნაკლებად
5)ჰოროსკოპები ისედაც ძალიან მიყვარს
6)სერიალები დიდი ხანია, არ მიყურებია. მხოლოდ ფილმები, ასე რომ, ეს ჩემზე არ ვრცელდება
7)ურთიერთობები მშია ხოლმე
8)ვაიმე, ეჭვიანობა შევნიშნე, კი.
9)ხო, ნადირობით ვარ დაინტერესებული
10)ეს ისედაც მაქვს და არ მომწონს.
მეტ-ნაკლებად რაღაცები დაემთხვა ^_^ მართლა მიყვარს ^_^ რაღა მიშავს

 


№2  offline წევრი yvavi

ზოგი კი დაემთხვა მაგრამ რა შეყვარებული რის შეყვარებული, სადაა მეც გამაცანით :დდდდდ

 


№3  offline წევრი maridb

თითქმის ყველაფერი სიმართლეა ერთი ორის გარდა.:დ ანუ შეყვარებული ვარ? ვაიჰმეეე:დ wink wink wink love
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent