შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი გული ხომ ერთმანეთისთვის ძგერდა?! {1}


11-01-2018, 17:43
ავტორი deep
ნანახია 1 389

პროლოგი
როგორც მოგეხსენებათ სიყვარული უსასრულოა.ის უსასრულო ზღვას გავს.მისი აზრი ყველას არ ესმის.ზოგს სჯერა სიყვარულის,ზოგს არა.ზოგი თვლის რომ სიყვარული არ არსებობს და ის მხოლოდ ადამიანის მიჩვეაა,ხოლო როდესაც დაუსვამ კითხვას დედა ან მამა არგიყვარს გპასუხობენ რომ ის სხვანაირი სიყვარულა.ეს კი ჩემი აზრით სრული აბსურდია.სიყვარული ხომ მხოლოდ ერთია ამ ქვეყანაზე?სიყვარული ხომ ნიჭია რომელიც მხოლოდ რჩეულებს ეძლევათ?
ოდესმე გინახავთ შეყვარებული ადამიანის თვალები?ისინი ანათებენ,ბრწყინავენ,მათში სულ სითბოა ჩამდგარი.თუ გყავთ ახლობელი ადამიანი,რომელიც საკუთარ თავზე მეტად გიყვართ გაუფრთხილდით მას,არანაირ შემთხვევაში არ დაკარგოთ ის.მერწმუნეთ ძნელი გადასატანია.

თავი პირველი
ელენე სამხარაძე,გოგო რომელსაც ყველაფერი უყვარდა,იყო საოცრად პოზიტიური,ლამაზი,კეთილი,გულთბილი.ელენე ყველას უყვარდა.ის თბილისის მშვენება იყო.ვაკელი ბიჭები გიჟდებობდნენ მასზე.ბევრი თაყვანისმცემელი ყავდა,მაგრამ სად ეცალა ელენეს მათთვის?სწავლობდა.თან არც ლუკა აკარებდა არავის.
დაგაინტერესათ ლუკა ვინ იყო არა?ლუკა სამხარაძე,ელენეს ძმა და მეგობარი გახლდათ.შეეძლო მისი უმცროსი დაიკოსთვის ყველაფერი გაეკეთებინა,შეეძლო მოეკლა კიდეც ადამიანი ვინც მას აყწენინებდა.ელენე და თათა მისთვის სუსტი წერტილები იყვნენ.ლუკა შავგვრემანი და ცისფერ თვალება იყო.უცნაური კომბინაციაა არა?ყველა მასე ფიქრობდა,ამიტომაც იყო ბევრი გოგო ცდილობდა ლუკას ყუადღების მიქცევას და ეს მხოლოდ ერთმა მოახერხა.თათა ამაშუკელმა.სიგიჟემდე უყვარდა ლუკას თათა,მაგრამ მის დაზე წინ მაინც არ აყენებდა.
თათა ამაშუკელი ელენე სამხარაძის მეგობარი იყო.ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ და ერთმანეთისთვის ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ.ელენე და ლუკა თათას დედამ გაზარდა,რადგანაც ამ საბრალო პატარებს დედ მამა ადრეულ წლებში გარდაეცვალათ.ელენეს დედ-მამა არ ახსოვდა რადგან მაშინ პატარა იყო,მაგრამ ლუკა?მას სტკიოდა მათი სიკვდილი და რომ არა თათა და ელენე,არც კი იცოს რა დაემართებოდა.
თათა შავგვრემანი და თაფლისფერთვალება იყო.ელენესგან განსხვავებით ჭორფლები არ ქონდა.თუმცა რა გასაკვირია ელენეს ჭორფლები?წითურს და მწვანე თვალებას ჭორფლები სულ აქვთ.გაგიკვირდათ არა?ლუკა და ელენე ერთმანეთს საერთოდ არ გავდნენ.გარეგნობით ისე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან როგორც მზე და მთვარე,მაგრამ ხასიათით ძალიან გავდნენ ერთმანეთს.
თათა,ლუკა და ელენე სულ ერთად იყვნენ.ერთმანეთისთვის ყველაფერს აკეთებდნენ.მათ მოგვიანებით შეურთდათ ნატა და მისი ძმა ვატო.მორჩა და გათავდა.ამის მერე მათ ოქროს ხუთეულს ეძახდნენ.არავის იკარებდნენ.ორი ბიჭი და სამი გოგო.
ნატა ქერა და ცისფერთვალება იყო.ხასიათით ძალიან ბავშვური და მიამიტი.ელენეს გავდა ძალიან.ამ სამი გოგოდან თათა იყო ყველაზე განსხვავებული ხასიათით.მებრძოლო,ჯიუტტი და ხანდახან ცინიკოსი.ყველას უკვირდა თუ როგორ მეგობრობდა ეს ამპარტავანი გოგო ამ ორ „ბავშვთან’’ და ეს თათას გარდა არავინ იცოდა.
ვატო კანდელაკი.ეს იყო რაღაც სხვა,რაღაც ამოუცნობი.ძალიან ჩაკეტილი პიროვნება იყო.არც მის დასთან იხსნებოდა და არც მის უახლოეს მეგობართან.ერთადერთი ვისთანაც ლაპარაკი და ყველაფრის გაზიარება შეეძლო ელენე იყო.ვატო ჯერ კიდევ ბავშვობაში მიხვდა რომ ელენე უყვარდა და ამ სამი ადამიანის წრეში შესასვლელად ყველაფერს აკეთებდა.როგორც ხედავთ ბოლოს გამოუვიდა კიდეც.ისინი ხომ ორქოს ხუთეული იყვნენ.
-ელენე-მოესმა გოგონას ლუკას ყვირილი.ისიც დაფეთებული წამოხტა და ბიჭის ოთახში გაირბინა.-ელენე მიშველე.
-რა მოხდა ლუკა?-აქოშინებული მივარდა ბიჭს და აცრემლიანებული თვალებით შეხედა.ხომ გითხარით მისი გულუბრყვილობის ამბავი?
-ელენე არ იტირო-ჩაიქირქილა ბიჭმა და დას გაუცინა.მიხვდა გოგო რაშიც იყო საქმე და ბიჭს წყრომით შეხედა.ძმამ დას ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა ეს უსუსური არსება.-ელენე ასე მერამდენეჯერ უნდა იტირო?
-ხოდა გული აღარ გამიხეთქო რა ლუკა-ამოთქვა ნაწყენმა.ლუკას გაეცინა და გოგოს ხელები შეუშვა-რა გინდოდა?
-მაღაზიაში ჩადი რა-შუბლზე აკოცა-ხო იცი მე ჩავიდოდი მაგრამ ძალიან მტკივა თავი.
-რატომ დალიე ამდენი?-ჩაიბურდღუნა გოგომ ჩუმად და მაღაზიაში ჩასასვლელად მოემზადა.არ დაჭირვებია ლუკას იმის თქმა რა უნდოდა.იცოდა რომ მისმა დამ იცოდა რაც უნდოდა.გოგონამ კიბეები ჩაირბინა და ეზოში გავიდა.მაღაზია ცოტა მოშორებით იყო ამიტომ წყნარად წავიდა მის გზაზე.
-ელენიკო-მოემა ბიჭის ხმა.შეხედა და ჩუმად ამოიოხრა.არ უყვარდა ელენეს ანდრო,რადგან ცოტა მოძველბიჭო ტიპის ბიჭებს მიეკუთხვნებოდა-ამას ვის ხედავ ჩემი თვალები ტოო
-გამარჯობა ანდრო- უპასუხა და გზა გააგრძელა.იცოდა ბიჭი უკან გამოყვებოდა და არც შემცდარა.
-სად მიდიხარ ელენიკო?-ხელი გადახვია გოგოს.ელენემ მისი ხელი თავაზიანად მოიშორა.
-ელენე ანდრო, ელენე-არ სიამოვნებდა მისი პირიდან დაძახებული ელენიკო.საერთოდ არ უყვარდა ეს ზედმეტსახელები.ერჩივნა უბრალოდ ელენე დაეძახათ მისთვის.
-კარგი ელენე-ჩაიცინა ანდრო მაყაშვილმა-სად მიდიხარ?-გოგონას არ უპასუხია უბრალოდ ფეხს აუჩქარა.არ მოწონდა ანდროს ისახლოვეს ყოფნა.ბიჭს ელენე მოწონდა და ყველაფერს აკეთებდა მისი ყურადღების მისაპყრობად და მისთვის თავის შესაყვარებლად,მაგრამ პირიქით კი გამოუვიდა.
-ელე-მოესმა კიდე ერთი ბიჭის ხმა და ორივემ იქით გაიხედა.ღმერთო თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გაუხარდა პატარა სამხარაძეს ვატოს დანახვა.აი ანდროს კი უბრალოდ სახე მოეღრიცა.არასდროს მოწონდა ანდრო ვატოს.მტრებიც კი შეიძლებოდა დაგვეძახა მათთვის.რა იყო მტრობის მიზეზი?ამას ჩვენ მოგვიანებით გავიგებთ,ჯერ ადრეა.
-მისი დაძახებული ზედმეტსახელი მოგწონს ხო?-ჩაიღრინა ანდრომ და ვატოს ირონიული სახით შეხედა.არ უპასუხია გოგოს არაფერი ვატოს ახლოს მოსვლისთავავე მას ამოუდგა უკან.
-მერამდენედ უნდა გაგაფრთხილო რომ ელენეს ახლოს არ გაეკარო?-მკაცრად და ცივად წარმოთქვა ეს სიტყვები კანდელაკმა.როგორც ყოველთვის ელენეს მისი ხმის გაგონებაზე დაბურძგლა.ყოველთვის ასე ემართებოდა.
-და მეც მერამდენეჯერ უნდა გითხრა რომ შენ არავინ გეკითხება?-ანდრომ დაიყვირა.
-ანდრო-მკაცრად წამოიყვირა გოგონამ-მეზობლები გაიგებენ.
-გაიგონ-ჩაიჩურჩულა ანდრომ-არ მადარდებს.
-სირცხვილია ანდრო-აწითლებულმა გოგომ ძლივს მოააბა სიტყვებს თავი.
-დაითესე აქედან-მკაცრად უთხრა ვატომ, გოგონას ხელი ჩაკიდა და მაღაზიისკენ წაიყვანა.
-ვატო მეტკინა-ამოიტირა სამხარაძემ და ხელის განთავისუფლებას შეეცადა.
-ბოდიში ელე-ჩუმად უთხრა და მაცივრიდან ლუდი გამოიღო-შენს ძმას დაეზარა ს აწევა?
-ლუკა ცუდად იყო-დაიცვა ძმა ელენემ.ეზიზღებოდა როცა ლუკაზე ამბობდნენ რამეს.
-ხო რათქმაუნდა.გუშინ ორივემ გახევამდე დავლიეთ და დღეს მარტო ისაა ცუდად-ირონიულად გაიცინა და სალაროსთან მივიდა,გადაიხადა და უკანმოუხედავად გავიდა.
-კაი რა ვატო-აედევნა გაბრაზებული გოგო-რა მოხდა ეხლა ასეთი რომ ასე გაბრაზდი?
-რამოხდა?-მოწყვეტით გაჩერდა-კიდე მე მეკითხები რა მოხდა? შეიძლებოდა რამე დაეშავებინა მაყაშვილს შენთვის.ეს არაფერია?
-არაფერს დამიშავებდა.-დარწმუნებით ჩაილაპარაკა გოგომ და ვატოს მტკიცედ გაუსწორა მზერა.
-რატომ ხარ ასე დარწმუნებული?-ჩაიცინა და კიბეებზე ავარდა-რადგან უყვარხარ?კაი რა ელენე.ნუ ხარ ასეთი გულუბრყვილო.
ეტკინა ელენეს.ეს სიტყვები ეტკინა.ასეთი უხეში კანდელაკი მას არ ახსოვს.არასდროს არ უუხეშია მასთან ვატოს.სულ თბილი და ზრდილობიანი იყო.ერთადერთი იყო ელენე სამხარაძე ვისაც ვატო კანდელაკი არ ეუხეშებოდა.ნუ რათქმაუნდა დანარჩენ ოთხს არ ჩავთვლით.კარებთან ცრემლები შეიმშრალა და ისე შევიდა ოთახში.მალევე მოესმა ვატოს ჩურჩულით „ყვირილი“.
-შენ ბიჭო ნორმალური თუ ხარ?-დაუღრინა ვატომ ლუკას-როგორ გაუშვი ელენე ამ ღამეს მარტო არ მესმის.
-ბიჭო ხო იცი ცუდად ვიყავი-კეფა მოიფხანა ბიჭმა-და ძალიან მჭირდებოდა ლუდი,შენ ძმობას გეფიცები.
-მერე მე ვერ დამირეკე?-უსაყვედურა.ლუკამ მხრები უხერხულად აიჩეცა და გაიღიმა.
-ვაა ელე მოხვედი?-ჩაეხუტა დას-მაპატიე არ უნდა გამეშვი.
-არაფერია ლუკა არაფერი-ლოყაზე აკოცა მის ძმას და ვატოს შეხედა.ბიჭი ყინულივით ცივი თვალებით უმზერდა.ეტკინა გოგოს ეს მზერა მაგრამ არ შეიმჩნია და მის ოთახში შევიდა.ხომ გითხარით მისი გულუბრყვილობის ამბავი?ხოდა ატირდა.გულამოსკვნით ატირდა.ვეერ იკავებდა თავს.არ შეეძლო.ასეთი იყო ბავშვობიდან.კი ეუბნებოდა თათა შეიცვალე,მასე ვინმე დაგამცირებს და გადაგივლისო მაგრამ რა ექნა?რაც იყო იყო.თათას გახსენებაზე ბედნიერს გაეღიმა და მეგობარს დაურეკა.უნდოდა მისი ხმის გაგონება.იცოდა დამშვიდდებოდა თან რჩევებსაც მიიღებდა.ისიც იცოდა რომ მეგობარი ვატოს მის მაგივრად გალანძღავდა.ყველაფერი იცოდა წინასწარ და მაინც ურეკავდა.ასეთია მეგობრობის ფენომენი,თქვენც მიხვდებით თუ ვინმე გყავთ გვერდით.
-ელენე-ჩაყვირა ტელეფონში თათამ.გაეცინა გოგოს და ჩუმად ამოიოხრა-როგორ ხარ?
=თათული-ხმა დაისაწყლა ელენემ და ისე მიმართა მეგობარს.
-ეე,რა მოხდა?-ხმაში აღელვება დაეტყო თათას.
-შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?-მუდარით წარმოთქვა სიტყვები.
-რათქმაუნდა-უთხრა და გათიშა.ბედნიერებისგან გაეღიმა გოგონას.ერთადერთი თათა და ნატა იყო ვისაც მისი გამხიარულება შეეძლო.
ნატა!ფიქრებმა გაუელვა მასზე, იმწამსვე წამოხტა და ბიჭებთან გავარდა.
-ვატო-მიმართა ბიჭს აღელვებული ხმით.იმანაც ელვის უსწრაფესად გამოხედა და მზერაში დაბნეულობა იკითხებოდა-სად არის ნატა?
-ნატა ბებიასთანაა სოფელში--მხრების ჩეჩვით უპასუხა და კვლავ ლუკას მიუბრუნდა-რაო რათქვი?
-მადლობა რომ დამაინფორმირე-ჩაიჩურჩულა გოგომ და კვლავ მის ოთახში შევიდა.დღეს ვატო ისე ექცევა როგორც არარაობას არადა არასდროს მოქცევია ასე,უყვარდა გოგოსთან ერთად ყოფნა და მასთან განმარტოება.დღეს კი რატომღაც არ იკარებს და ეუხეშება.არ ახსოვს ელენეს ვატო კანდელაკი ასეთი.ღრმად ოხრავს და საწოლზე იკუნტება,მაგრამ დიდხანს არ დაცალდა ამ პიზაში ყოფნა რაგდან კარები თათამ შემოგლიჯა.
-თქვი ახლა რა მოხდა-მკაცრად უთხრა და საწოლზე ჩამოუჯდა.როგორც ყოველთვის კარად გამოიყურებოდა თათა.
-ლუკას გამარჯობა უთხარი?-წარბაწევით გადახედა მეგობარს ლენემ და შეეცადა ლაპარაკის თემა შეეცვალა.ჯერ არ სურდა ამაზე ლაპარაკი.
-ელენე,შე ნორმალური თუ ხარ?-გაუკვირდა თათას და კარებისკენ გაიხედა,იქ სადაც ლუკა უნდა ყოფილიყო-რათქმაუნდა, უზრდელი კი არვარ.
-ხო რათქმაუნდა-ჩაილაპარაკა-და მაგან გითხრა?
-ელენე-ამოიოხრა თათამ და გადაწვა-რა მოხდა?
-თათა დღეს რა არ მოხდა-ჩაიჩურჩულა და მის მეგობარს ყველაფერი მოიყვა.
-სერიოზულად?-წამოიყვირა თათულიმ-ამიტომ ატეხე ისტერიკები?
-მოიცა,ეს სერიოზული თემა არაა?-გაბრაზდა ელენე.
-ელე კაი რა-გაიცინა თათამ-შეიძლება უბრალოდ ცუდ ხასიათზეა რამოხდა მერე?
-არასდროს უუხეშია ჩემთან თათი-ამოიკნავლა საწყლად გოგომ.
-კაი ახლა დაწყნარდი-გაუწყრა მეგობარს თათა-ახლა ადგები ჩაიცმევ რამე ნორმალურს და წავალ გასართობად.
-მერე ლუკა?-დაიბნა ელენე
-რა ლუკა ელენე?-თათაც დაიბნა.
-გაგვიშვებს?
-მაგას ვინ ეკითება?-წამოიყვირა თათულიმ.
-კაი დაწყნარდი.-გაეცინა ელენეს-მასზე გაბრაზება ჩემზე არ გადმოანთხიო.
-ხო მაპატიე-გაუცინა თათამ დაქალს და ერთად დაიწყეს იმის არჩევა თუ რა უნდა ჩაეცვათ.ბოლოს არჩევანი ორივემ მოკლე შავ კაბაზე და თეთრ ტოპზე შეაჩერეს.როგორც მეგობრევმა ერთნაირად ჩაიცვეს და მისაებში გავიდნენ.
-ასე გამოპრანჭულები სად მიდიხართ ვითო?-გაკვირვებულმა გადახედა გოგოებს ლუკამ.
-წადით და გამოიცვალეთ-დინჯად წარმოთქვა სიტყვები ვატომ.
-შეგეძლო უბრალო კომპლიმენტი მაინც გეთქვა ვატო-თვალები აატრიალა თათამ-და ხო ლუკა ცოტას გავერობით და მოვალთ.
-მერედა მარტო მიდიხართ?-თვალები გაუფართოვდა უფროს სამხარაძეს.
-კი და არაფერი დაშავდება-ელენეს ხელი ჩასჭიდა და კარისკენ წაიყვანა-წამოდი ელე დღეს ჩვენი დღეა.
-ჭკვიანად იყავით-გასვლამდე მიაძახა ლუკამ და ჩუმად ჩაიცინა.-ადე ბიჭო გავყვეთ.
-ოღონდ ისე რო ვერ შეგვამჩნიონ-ორივემ ბოროტულად ჩაიცინა და ისინიც გოგოების კვალს გაყვნენ.
-გამარჯობა გოგოებო-გვერდით სიმპატიური ბიჭი ამოუდგა.თაათამ და ელენემ ერთმანეთს გადახედეს და ჩაიცინეს.იცოდნენ რომ ვატო და ლუკა გამოყვებოდათ და ახლა ამ ბიჭს დაერხეოდა მაგრამ რატომღაც არ აინტერესებდათ.
-პრივეტ-გაიწელა ელენე.დღეს გადაწყვიტა ცოტა სხვანაირად მოქცეუულიყო შესაბამისად თავს სიმორცხვის უფლებას არ მიცემდა.
-თქვენი სახელები?-თავი გვერდზე გადახარა ბიჭმა და თმა გადაიწია.ჯინსები და ლურჯი ზედა ეცვა ფეხზე კეტები.ხელზე სამაჯურები ჩაემწკრივებინა თან ყველა შავი და ტყავის.
-ელენე და თათა-მიუთითა ელენემ და გაუღიმა.
-ელენე და თათა-გაიმეორა ბიჭმა და მანაც გაუღმა ოგოებს-მე დამიანე ვარ.
-ძალიან სასიამოვნოა დამიანე-უთხრა ელენემ და თათას შეხედა თუმცა გოგო ადგილზე არ იყო.მიხვდა რომ სადღაც აორთქლდა და ბიჭთან მარტო დატოვა.
-როგორც ჩანს თათამ გადაწყვიტა მარტო დავეტოვებინეთ-ჩუმად უთხრა დამიანემ-წამო ვიცეკვოთ.
-გაფრთხილებ ცეკვა დიდად არ გამომდის-წაიკეკლუცა ელენემ და ბიჭს მიყვა.
-ეგ არაფერი-ნაზად მიიუგო დამიანემ და საცეკვაო მოედნის შუაგულში დადგნენ.ორივე რაღა საოცრება მოძრაობებს აკეთებდნენ და სიცილით იხეოდნენ.თავის პონტში ერთობოდნენ.
ლუკა და ვატო ამ სანახაობას შორიდან უყურებნენ და გოგოებს იშორებდნენ თავიდან რომ ყურადღება არ მოდუნებოდათ.
-ბიჭო თათა დავკარგე და წავალ მოვძებნი-უთხრა ლუკამ და პასუხს არც დალოდებია ისე წავიდა.
ვატო სადაც იყო ბოლს აუშვებდა ეჭვიაობისგან.არ სიამოვნებდა ელენეს გვერდით სხვა ბიჭის ხილვა მითუმეტეს იცოდა რომ ეს დამიანე ძალიან საშიში ადამიანი იყო.ისეთივე საშიში როგორიც ლუკა და ვატო იყვნენ.
-კარგი დავიღალე, აჯობებს წავიდე-მობეზრდა ელენეს ამ ბიჭის ზედმეტობები და შეეცადა თავიდან მოეცილებინა მაგრამ შენც არ მომიკვდე.არაფერი გამოუვიდა.
-წამოდი,აქვე ახლოს ერთი კარგი ადგილი ვიცი, გასიამოვნებ-ყურში ჩასჩურჩულა დამიანემ და ხელი მოკიდა.ელენე შეეცადა ხელი გაენთავსუფლებინა მაგრამ არ გამოუვდა.
-გამიშვი-ჩაიღრინა .მაინც არ გაუშვა ბიჭმა ხელი.
-დამიანე მემგონი ელემ გითხრა გამიშვიო ხო?-შეუმჩნევლად ამდგომოდა ელენეს უკან ვატო.
-ვაა ამას ვის ხედავს ჩემი თვალები?-გაიკვირვა დამიანემ-ვატო აქ რა გინდა?
-გოგოს ხელი გაუშვი შე ქათამო და თუ რამე საქმე გაქვს ცალ-ცალკე ვილაპარაკოთ-ჩაისისინა ვატომ და დამიანეს ელენეს ხელი გამოსტაცა.
-ეე ბიჭო-დაიწო დამიანემ მაგრამ ვატომ არაცალა და პირდაპირ ცხვირში ჩაარტყა.მოულოდნელად მას გვერდით ლუკაც ამოუდგა და ბარში ერთი ამბავი დაატრიალეს.
-ესენი რა ჯანდაბას აკეთებენ?-ელენეს გვერდით ამოუდგა თათა და საოცრად გაბრაზებულმა დაუყვირა გოგოს.
-არვიცი,ჯობია გავაშველოთ.
-რაის გავაშველოთ გოგო ესენი ისე არიან გამწარებულები ჩვენ არ მოგვხვდეს, გადი იქით-სიმწრით გაიცინა თათამ,მაგრამ ელენეს მისი სიტყვები არ გაუგია და უკვე ბიჭებისკენ წავიდა.თათამ ერთი ღრმად ამოიოხრა და ისიც მას გაყვა.დიდი გაწამაწიის შემდეგ გააშველეს მოჩხუბარეები და სახლში წამოვიდნენ.

-ახლა ტვინს მოტ***ვენ -გადაულაპარაკა ვატომ ჩუმად ლუკას და ორივეს სიცილი აუტყდათ.
გოგოებს კი საერთოდ არ ეცინებოდათ.არა როგორ შეიძლებოდა ასეთი რამე ლუკას და ვატოს გაეკეთებინათ?არა იცოდნენ რომ ცოტათი უქროდათ მაგრამ მთლად ასეც? ვერ წარმოიდგენდნენ.
-რას ვიზამთ?-სიბრაზისგან გაიბერა თათა-თქვენ თუ ხართ კარგად ბიჭო რა ქენით ვაბშე ანდაც ვინ გეკითხებოდათ რამეს?
-თათა შენ რა გენაღვლება ელენემ აიკიდა საქართველოში ერთ-ერთი სტრანნი ტიპი-ჩაიბუზღუნა ლუკამ და დალურჯდებულ თვალზე ყინულის კომპრესი დაიდო.
-დამიანეზე ამბობ?-დაიბნა ელენე
-აბა კლუბში სხვაც გაიცანი და არვიცი?-ცინიკურად უთხრა ვატომ.გოგონას თვალები აემღვრა მაგრამ არ შეიმჩნია
-მეზიზღებით ორივე-დაიყვირა და მის ოთახში შევარდა.
-როგორც გინდათ ისე მოუხადეთ ხვალ ელენეს ბოდიში არ მანაღვლებს მაგრამ დღეს შეგვეშვით ვაბშე-გაბრაზებულმა მიახალა ეს სიტყვები თათამ და ელენეს ოთახში შევიდა ისიც.
ელენე ამ დროს სააბაზანოში იყო და შხაპს იღებდა.მისი გემოვნებით მოწყობილი სააბაზანო ძაან მყუდრო და ლამაზი იყო.სულ ნაცრისფერ ფერში იყო ყველაფერი რაც ელენეს თვალს სულ უხაროდა.თათა ამასობაში ხვალინდელ ჩასაცმევს არჩევდა.ამორჩევის შემდეგ ღრმად ამოიოხრა და საწოლზე გაიშოტა.ელენეს საწოლის თავზე მისი საყვარელი სერიალის პოსტერები გაეკრა.ერთი მხრიდან ზებუნებრივის ბიჭები დინი,კასტიელი და სემი შემოგცქეროდნენ მეორე მხრიდან უცნაური ამბების ქასთი გიყურებდა.მარჯვნივ სამეფო კარის თამაშების პერსონაჟის ჯონ სნოუს ფოტო იყო გაკრული.მოკლედ ერთი სიტყვით საძინებელი აჭრელებული იყო სერიალის პოსტერებით, პერსონაჟებით და სხვა მრავალი რამით.ნამდვილი სერიალომანის ოთახი იყო.
-რაშვები თათული?-სააბაზანოდან პირახოცშემოხვეული გამოვიდა ელენე და საღამურების ჩაცმას შეუდგა.
-ხვალისთვის ჩასაცმელები ამოვარჩიე-კმაყოფილმა უთხრა და ახლა ის შევიდა სააბაზანოში შხაპის მისაღებად.
ელენე ხმის ამოუღებლად დაწვა და თათას დაელოდა.ისიც მალე გამოვიდა,მეგობარს გვერდით მიუწვა ჩაეეხუტა და ძილს მიეცნენ.მანამდე კი სანამ ჩაეძინებოდათ ორივემ იგრძნო თბილი ტუჩების შეხება შუბლზე და ორივე მიხვდა რომ ესენი ვატო და ლუკა იყვნენ შემდეგ კი მორფეოსის სამყაროში გადაეშვნენ.



№1  offline წევრი Mtirala

ვაუ :*
გრამატიკული შეცდომები ვერ ვიპოვე :დდ
უფროსწორად არც დავკვირვებივარ...
მაგრამ უფრო მრავალფეროვანი სიტყვები გამოიყენე
და წინადადებები მალ-მალე არ დაასრულო.
პროლოგი მომეწონა :)
მთლიანობაში ძალიან საყვარლობაა :))
ველოდები შემდეგ თავს და დარწუმნებული ვარ იმედებს არ გამიცრუებ :* ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent