შენი ბედისწერის ბრალია (სრულად)
რესტორანში ჯერჯერობით სიმშვიდე სუფევდა, მხოლოდ მომსახურე პერსონალი მიმოდიოდა სწრაფი, საქმიანი ნაბიჯებით, დროდადრო ისმოდა გადაძახილები, ხანდახან შეფპოვრის, შუახანს მიღწეული ლადოს გულიანი სიცილი და შდეგ ისევ სიჩუმე... ფაქტია რაღაც რიგზე ვერ იყო, პერიოდული ჩურჩული, დამფრთხალი სტაფი, დაბნეული მრეცხავის გამტყდარი თეფშის ხმა თითქოს მთელ ობიექტს აზრიალებდა. ,,ახალი'' - აი რა სიტყვამ გამოიწვია მათი შიში, სიახლის მოლოდინი ბევრ ადამიანს უჩქარებს გულს სიხარულით, ბევრს კი პირიქით, შიშით, რომ რაღაც ისე არ იქნება, ყველაფერი ცუდისკენ შეტრიალდება, ცხოვრება აერევათ და ასე შემდეგ. ყველაზე დაბნეული კი მაინც რესტორნის ოცდაშვიდი წლის გენერალური დირექტორი, ბარბარე კალანდაძე იყო, მენეჯერთან ერთად იჯდა კაბინეტში და სიგარეტს ღერი-ღერზე ეწეოდა. - მიკეტე ეგ ფანჯარა რაა, გავიყინე! - არა უბრალოდ არ მესმის, რა უპასუხისმგებლობაა! ხო შეიძლებოდა ჩემთვის მაინც ეთქვა, ხალხიც დაბნეულია, აღარ იციან მართალია თუ ჭორია... - იქნებ ჭორია და საერთოდ მომატყუა იმ აფერისტმა? - ეჭვით შეხედა ელენემ ბარბარეს და თვალები მოჭუტა. - გაქნილი მატყუარა კია, მარა მასეთ რაღაცას არ მოიტყუებოდა. თანაც ლაგვილავას ცოლის დაქალია. გაგვყრიან ყველას ელენე... - საფერფლეში ჩააჭყლიტა კიდევ ერთი ღერი და ფანჯარას ხელი მიკრა. - ხო... ახალი მფლობელი, ახალი სტაფი... სუ თავისიანებს მოათრევს... შენ რა გიჭირს ყველა რესტორანი სიამოვნებით მიგიღებს... მე კიდე ძლივს დავწინაურდი და ახლა ისევ... - აქ როგორც ვარ ისე ვერსად ვიქნები, ამხელა ხელფასი სად აქვთ მითხარი? თანაც მანქანის განვადებაზე დამრჩა სამი თვე... - რით ვერ მორჩი შენ კიდე? - მოვრჩები იმედია ეხლა... თან ამ დოლარის აწევამ მაგრად ჩამძირა. მთელი შვებულება ბორჯომში გავატარე არ გახსოვს? - დაურეკე ლაგვილავას... - გაგიჟდი? და რა ვუთხრა, ასეთი და ასეთი ჭორი გავიგე და მართალი თუა-თქო? - რამე ცვლილებები ხო არაა-თქო! - ოო, არ მინდა რა... მისი ვალდებულებაა თვითონ მითხრას ყველანაირი სიახლე... ამ ბოლო დროს კი იყო ისე სულ დაძაბული და უხასიათო... - ბარბარეს მობილური აწკრიალდა და ისე შეეცვალა სახე ელე მაშინვე მიხვდა ვინც იქნებოდა ზარის მფლობელი და გაიტრუნა. - გისმენთ ბატონო ზაზა, როგორ ხართ? - ინსტიქტურად წამოდგა ფეხზე და ფანჯარა გამოაღო. - დღეს ჯერჯერობით მნიშვნელოვანი არავინ, არა დახურვა არ გვექნება, წინასწარ დარეკავდნენ... კარგით... - ცივად გათიშა აპარატი და შეწუხებული მზერა მენეჯერს მიაპყრო. - დაგვერხა? - სავარაუდოდ... სამისთვის მთელი სტაფი დარბაზში იყოსო... ბარბარეს ამ განცხადებამ სულ უფრო არია მომსახურე პერსონალის საქმიანობა, ლადოს სიცილიც კი აღარ ისმოდა სამზარეულოში, მხოლოდ ჩურჩული... შეცბუნებული და შეშინებული სახეები. ვის უნდოდა სამსახურის გარეშე დარჩენა თუნდაც ერთი დღით? მითუმეტეს, რომ ,,სთარშაინი'' ერთ-ერთი საუკეთესო იყო ხელფასების საკითხში. სამი საათი ახლოვდებოდა, ბარბარე უკვე მეორედ გავიდა სიგარეტის საყიდლად და მეათეთ გააგზავნა მიმტანი მაგარ უშაქრო ყავაზე. მას ვერავინ ვერაფერს უბედავდა, აი ელენე კი აიკლეს თანამშრომლებმა კითხვებით. არავის აინტერესებდა რატომ იყიდებოდა რესტორანი, ვინ იქნებოდა ახალი მფლობელი და ასე შემდეგ, მათი კითხვები იყო - ვის გაუშვებენ? მთელ პერსონალს თუ მხოლოდ ზემდგომებს? მიმტანებს თუ ემუქრებათ ამ მხრივ საფრთხე? დაცვასაც შეცვლიან? - მოკლედ ელენეს ყვირილს სულ ცოტა ეკლდა საათმა სამჯერ რომ ჩამოკრა და ყველას ცნობისმოყვარე მზერა შიშმა შეცვალა. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, რესტორანიც თითქოს უფრო ჩაბნელდა. ყველა ერთად იყო შეკრებილი ლაგვილავას სიცილის ხმა რომ მოისმა და დარბაზის კარი გაიღო. - ოჰ, რა კარგია, ყველანი აქ ხართ, რამდენნი ყოფილხართ თურმე ერთად ა? - ცდილობდს ეხუმრა და დაძაბულობა მოეხსნა, თანამშრომლებმაც გიღიმეს, ყველამ, ბარბარეს გარდა, მისი გული ახლა უფრო გამალებით ცემდა ვიდრე ოდესმე, წამით გაიგო კიდეც მისი ბაგა-ბუგის ხმა, ამოსუნთქვა უნდოდა მაგრამ ყველაფერი ისე უსაშველოდ გაიწელა... - გამარჯობა, - გაისმა მამაკაცის დაბალი, მაგრამ მკვეთრი ბარიტონი, ჭაობისფერი თვალები მოავლო სტაფს და მზერა ბარბარეზე მიეყინა. გოგონა მანამდე თითქმის დარწმუნებული იყო რომ ნიკოლაოსმა წინასწარ იცოდა ყველაფერი, თუმცა ახლა ეჭვი შეეპარა. - გაიცანით, ნიკოლაოს კონსტანტინიდის, ჩემი მეგობრის შვილი და ახლა უკვე ამ რესტორნის ახალი მფლობელი. გამოსამშვიდობებელი სიტყვა მომზადებული მაქვს მაგრამ წაკითხვა მეზარება, ყველანაირ სიახლეს თვითონ შეგატყობინებთ დირექტორის ან მენეჯერის საშუალებით, რეფორმები სავარაუდოდ გატარდება... რას ფიქრობ ნიკ? - გატარდება, - გამოერკვა მამაკაცი, - სავარაუდოდ გატარდება - ზაზა გვერდით გაიხმო და ერთერთ მაგიდასთან სავარძელში მიწვა. სიგარეტი ამოიღო და ჩაფიქრებულმა მოუკიდა. - ბარბარე თქვენი მენეჯერია თუ დირექტორი? - დირექტორი... - საკმაოდ ახალგაზრდა ხომ არაა ამისთვის? -იცი, თავიდან მართლაც იყო, მაგრამ ხომ იცი მთავარი პრაქტიკაა, ისწავლა, მიეჩვია, დაამუღამა. საიდან იცნობ? - ბავშვობიდან. - და არც კი მოგიკითხავს... - ეს პირადულია. - მივხვდი რომ პირადულია, შენ მე გუშინ დაბადებული ხომ არ გგონივარ? ისე... მინდოდა მეთხოვა მისი დარჩენა... - რა თქმა უნდა, დარჩება, სხვას დავპირდი, მაგრამ ბარბარე აქ დარჩება. - ნიკ, კარგი გოგოა ბარბარე... - ვიცნობ... თანაც კარგად. - ფეხზე წამოდგა და მოთმინებადაქცეულ, დამფრთხალ თანამშრომლებს წინ აესვეტა, - რეფორმები არ იქნება, არავინ განთავისუფლდება უმიზეზოდ, შეგხედავთ, დაგაკვირდებით, - ამ სიტყვებზე ბარბარეს გახედა და გაუღიმა, - ყველა მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა. დანარჩენს მენეჯერი მოგახსენებთ. შეგიძლიათ საქმეს დაუბრუნდეთ, - დაამატა მოგვიანებით როცა არავინ გაინძრა და ბარბარეს ანიშნა გამომყევიო. იცით, ცხოვრება მართლაც საინტერესო ფენომენია, სრულიად თავისუფალი ხარ, მაგრამ შეზღუდული, შეგიძლია იყვირო თუმცა სიტყვას არ ამბობ, გინდა გაიქცე და ნაბიჯსაც არ დგამ, მარტო ყოფნას არჩევ თუ არა, მაშინვე გამოჩნდება შენი მოსურნე და პირიქით, ერთი სიტყვით წინააღმდეგობათა მთელი თაიგულია, რომელიც ზუსტად მაშინ დაგხვდება კართან, როცა საერთოდ არ ელი. ზუსტად ასე დარეკა ბარბარეს კარმა ზარი და იქ ლამაზად შეფუთული დროზერები დაახვედრა ნიკოლაოსის სახით. - დაჯექი, - ბარბარე მაგიდასთან იდგა და დარბაზის სივრცეს მიშტერებოდა. - დაჯექი მეთქი! - იცოდი რომ აქ ვმუშაობდი? - არა, მაგრამ ხომ იცი რა იღბლიანი ვარ... კიდევ გაგიმეორო? - მირჩევნია საქმეს მივხედო... - შენი საქმე ახლა მე ვარ და არ დამაყვირო აქ დაჯექი თქო! - ბარბარე ისე დაჯდა რომ მამაკაცისთვის ზედ არ შეუხედავს, ერთი სული ჰქონდა სიგარეტი ამოეღო, ნიკოლაოსი თითქოს მიუხვდაო, მაგიდაზე დადებულ სობრანიეს თითი ჰკრა და კოლოფი გოგონას ხელებთან გაუჩერდა. სურვილი იმდენად დიდი იყო, ბარბარემ ინსტიქტურად ამოაძვრინა ერთი ღერი, ასანთი მოიძია და ისეთი ღრმა ნაპასი დაარტყა მამაკაცს გაეღიმა. - ვგიჟდები რომ ნერვიულობ... მერე სუნთქვა გიჩქარდება... მერე... - ეს არის შენი საქმე? - ბარბარემ ვეღარ გაუძლო გაორმაგებულ პულსაციას და მოზღვავებულ ემოციებს გზა სიბრაზისკენ მისცა. - ნიკოლაოს რა გინდა? - მინდა ის იგრძნო, რაც მე მაშინ განვიცადე, როცა წახვედი! მაგრამ შენ მასე რომც მოგექცნენ ვერაფერს მიხვდები, შენ ხომ გრძნობები ადამიანების კი არა ნივთების მიმართ გაქვს! - საწყალი პატარა ბიჭუნა, შეყვარებულმა გაგაბრაზა? - დღეს ორ კაცზე მინდა მაგიდა, ეს მაგიდა, ძალიან მომწონს, 8 საათისთვის... მენიუს მერე შევარჩევთ. - კიდევ ინებებთ რამეს? - ბარბარემ სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა და ფეხზე წამოდგა. - კი, იმ ღამეს... - მამაკაცმა თვალი წვივებიდან ააყოლა და მზერა გოგონას ტუჩებზე შეაჩერა, - მაშინ დაშვებულ შეცდომას ნაღდად აღარ გავიმეორებ და... - აქ გვერდულად ჩაიღიმა. იცოდა როგორ მოქმედებდა ეს ფანდი ბარბარეზე და საშინლად ესიამოვნა სუნთქვა აჩქარებული გოგონა სასწრაფოდ რომ შეტრიალდა და ცხვირაწეული წავიდა სამზარეულოსაკენ. ქუსლების კაკუნით მიდიოდა და იმ დღეს წყევლიდა როცა ნიკოლაოსი გაიცნო. - ლევან, - დაუძახა პირველივე მიმტანს რომელიც დაინახა. - საღამოს რვა საათზე, ორკაციანი მაგიდა ნიკოლაოსის და მისი თანმხლებისთვის. ლადო გააფრთხილე დღეს მისი ხუშტურების ნერვები არ მაქ რასაც მოითხოვენ პირადად მან მოამზადოს და არაფერი ,,ჩეპე" არ მოხდეს, ნიკოლაოსმა რომ გამომიძახოს დაგხოცავთ! კაბინეტში იჯდა და ხარჯთაღრიცხვებისთვის თავი ვერაფრით მოეყარა, ელენე ფრთხილი დაკაკუნებით შევიდა ოთახში, ბარბარეს თავი არ აუწევია. - ბარბარე... ბაბი... მომეჩვენა თუ იცნობ? - ვიცნობ, მარა ნეტა არ ვიცნობდე... - ფურცლები გვერდზე გასწია, თავი მაგიდის ცივ ზედაპირს დაადო და ესიმოვნა, თვალები დახუჭა. ისევ მოგონებები, თუმცა უკვე მკვდრეთით აღმდგარი დღევანდელ მწარე რეალობაში... როდის გაიცნეს ერთმანეთი? რეალურად ამაზე ბარბარე ვერ გიპასუხებთ, უბრალოდ იმდენად პატარა იყო რომ არ ახსოვს, აი ნიკოლაოსს კი ხშირდ აგონდება სპილენძისფერთმიანი პატარა გოგონა უბანში სასაცილოდ მოკლე სარაფნით რომ დბრძანდებოდა მის ტოლ ბავშვებთან ერთად და დროდადრო ხელს უშლიდა უფროს ბიჭებს ფეხბურთის თამაშში. შევარდებოდა მოედანზე და როგორც კი შანსს ნახავდა ბურთს ფეხს ურტყავდა... რამდენჯერ შეაწყვეტინა თამაში, მაგრამ მისკენ საჩხუბრად მომართულ ბიჭებს ნიკოლაოსი გადახედავდა თუ არა ყველაფერი კალაპოტს უბრუნდებოდა, მფარველით გათამამებული ბარბარე სკოლაშიც არ იყო ადვილი ასატანი. მისი ბავშვური სისულელეების გამართლება და მოგვარება ხშირად უწევდა ნიკოლაოსს, ამიტომ გოგონა მუდამ დაუსჯელი რჩებოდა და დღითიდღე უფრო საზიზღარი ხასიათი უხდებოდა. ურთიერთობა? თავიდან თითქმის არ ქონდათ, თუმცა ნელ-ნელა დაქალდა, მკერდი გაეზარდა, თეძოები ლამაზად გამოეყო წვრილ წელს და ნიკოლაოსს დაძინების საშუალება თითქმის მოუსპო, სხვა ბიჭებზე ლპარაკი ყოველთვის ზედმეტი იყო, ყველამ იცოდა მათი ამბავი. ასაკობრივმა სხვაობამ მალე შექმნა პირველი პრობლემა, კონსტანტინიდისებმა კარგად იცოდნენ ქართული უნივერსიტეტების ამბავი და ბიჭის საბერძნეთში გაგზავნა გადაწყვიტეს, ნიკოლაოსს არაფრის გაგონება არ უნდოდა, ბევრი იწვალა, იურჩა და საბოლოოდ მიზანს მაინც მიაღწია, იცოდა ბარბარე დიდი მგრძნობიარობით არ გამოირჩეოდა მის მიმართ და არ აპატიებდა ,,მფარველს'' დაუცველად დატოვებას. - ვრჩები... არსად წავალ. - ღიმილით ახარა გოგონას სკოლიდან გამოსვლისას და ჩანთა გამოართვა, - სამ წელში შენც დაამთავრებ სწავლას და... - და? - ღიმილით ახედა ბაბიმ და ,,ჩუპაჩუფსი'' ერთი ლოყიდან მეორეში გადაიტანა. - მერე სულ ერთად ვიქნებით... - თავი მორცხვად დახარა ბიჭმა. გიჟდებოდა, სულ ეჩხუბებოდა მის თავს, მაგრამ ლოყებზე წამოსულ სიწითლეს ვერფერი მოუხერხა ბარბარესთან. - ისედაც ერთად ვართ სულ, თანაც მე სწავლა უნდა გავაგრძელო. - გააგრძელე მერე ვინ გიშლის, ოღონდ ჩემი სახლიდან ივლი რა პრობლემაა? - შენი სახლიდან რატომ? ჩემი არ მაქვს? - ბარბარე გეყოფა რა, კარგად იცი რაზეც გელაპარაკები! - სანამ ჩემი სამსახური არ მექნება არაფერი გამოვა ნიკოლაოს! ბარბარე არ იყო მდიდარი ოჯახიდან, მისი მშობლები სულ მუშაობდნენ, მამა ინჟინერი იყო, დედა ექიმი, მაგრამ ოჯახს არასდროს ჰქონდა საკმარისი ფინანსები, ამიტომ გოგონამ კარგად იცოდა ფულის, საკუთარი შემოსავლის ფასი. არც ნიკოლაოსი იყო გათამამებული ამ საკითხში, მამამისის, კონონ კონსტანტინიდის საქმიანობის წყალობით, ფული ხან ჰქონდათ, ხან არა. მისი გავლენა დიდი იყო არამხოლოდ საბერძნეთსა და საქართველოში, მათ საზღვრებს გარეთაც. ერთი სიტყვით კანონიერი ქურდის ოჯახი აბსოლუტურად მიუღებელი იყო ბარბარეს მშობლებისთვის, რამაც გავლენა გოგონაზეც იქონია. ბოლო ზარის დამთავრების შემდეგ რესტორნიდან გამოპარული ბარბარე შავ ,,მერსედერსში'' მოკალათდა და ნამთვრალევი მზერა საჭესთან მჯდომ თანაკლასელს, დიტო ნემსაძეს ღიმილით შეავლო. - ,,დაგშტრაფავენ''! - ჯერ გამაჩერონ, - გვერდულად ჩაიცინა დიმიტრიმ და მანქანა ადგილს მოწყვიტა. - ნელა რაა! ასეთ მდგომარეობაში სახლში მისვლა ეხლა მაგრად მეზრება! - მერე ნუ მივალთ ჩვენც სახლში, - ვითომ სხვათაშორის თქვა ბიჭმა და სანაპიროსკენ გადაუხვია. - ანკასაც უნდოდა წამოსვლა, რატომ არ დაანებე? - სიგარეტს ღრმა ნაპასი დაარტყა ბარბარემ და მტკვარს გადახედა. - მეზარებოდა ეხლა მაგრად მთვრალი ანკას უაზრო ღადაობები, შენ ბევრად დასტოინი ხარ. - თვალი გვერდულად ააყოლა გოგონას დიტომ და გაუღიმა. ბარბარე მიხვდა რასაც ნიშნავდა ეს ჟესტი, მომღარი თანაკლასელის სახე მომენტალურად ნიკოლაოსის ანთებულმა თვალებმა შეცვლა და გულმა რეჩხი უყო. - გადაუხვიე, აქ ჩამოვალ. - აქ რატო მიგიყვან ბარემ სახლთან! - არა არა, აქ მინდა, ფეხით გავისეირნებ ცოტას. - მაშინ გაგაცილებ მეც ფეხით. - ძრავა გამორთო ბიჭმა მაგრამ ბარბარეს სასტიკმა უარმა მიახვედრა აზრი არ ჰქონდა მასთან ლაპარაკს. ოდნავ გაბრაზებული მზერა გააყოლა უბანში შესულ გოგონას, ვერც შეამჩნია უკნიდან ისე ჩაუკეტა გზა შავმა, წითელი ფარებიდან ავად მომზირალმა ,,ბეემვემ'' და სინათლეები მრავალმნიშვნელოვნად აუთამაშა. *** ბარბარემ თვალი კაბინეტს მოავლო და კედელზე ჩამოკიდებულ საათს შეხედა რომელიც ავბედით რვა საათს ასე სწრაფად მიახლოვებოდა. ელენე აღარ იყო, აშკარად მოსწყინდა მისი თავჩაქინდრული ყურება. ტელეფონს დასწვდა და ოთახიდან გავიდა. რესტორანი ისევ ახმაურებულიყო, შემინული კარიდან დარბაზს გადახედა, სავსე იყო ხალხით და ქართული მუსიკა უკრავდა, შენობის ეს მხარე აბსოლუტურად განსხვავდებოდა აღმოსავლეთ ნაწილისგან, აქ ყველაფერი ქართულ ყაიდაზე იყო მოწყობილი, კედლებზე ყანწები და ფარ-ხანჯლები ეკიდა, ბუხარი ენთო, ჩირაღდნები... მოკლედ აქ ყველაფერი ძველებური მაგრამ ძალიან დახვეწილი იყო. ნელი ნაბიჯებით ჩაუარა უკვე აცეკვებულ ხალხს და მთავარ შესასვლელთან მდგომ ნოდარს მიესალმა. უხალისოდ შეაბიჯა დარბაზში, რამდენიმე მუდმივ სტუმარს ზრდილობიანად გაუღიმა და თვალი ნიკოლაოსის მაგიდისკენ გაექცა. აუღელვებლად ჩაჰყურებდა მენიუს და სიგარეტს ეწეოდა. დროდადრო წინ იწეოდა, მის თანმხლებს რაღაცას სიცილით ეუბნებოდა, რომელსაც ბარბარე ვერ ხედავდა ორნამენტული სვეტის გამო. მამაკაცმა თითქოს იგრძნო მისი დაჟინებული მზერაო, გვერდზე გამოიხედა და ჩაიღიმა. ხელი აღმართა, თითის დაქნევით ანიშნა ბარბარეს მოდიო და ისევ პარტნიორს მიუბრუნდა. გოგონამ ჯერ მიმტანები დაიარა, უსიამოვნო საუბრის მოლოდინით გამოწვეული უხასიათობა მათზე გადმოანთხია და ნიკოლაოსიკენ დაიძრა. ასეც იცოდა, მეორე სტუმარი ქალი იყო, იქნებოდა ოცდაათს გადაცილებული. შავი გრძელი თმა ნაჩქარევად დასწორებულს წააგავდა, თუჩებს გასწვრივ ორი პატარა ნაოჭი გასჩენოდა, სვარაუდოდ სიცილისგან. არაბუნებრივი, ცისფერი თვალები ჰონდა, თევზივით ცივი, უტყვი მზერა, ბარბარეს წამით მოეჩვენა მინა ვარ და ეს ქალი ჩემს მიღმა იყურებაო. უხერხულად იდგა ფეხზე, დაჯდომა არც უფიქრია. - გაიცანი ვიქტორია, ესაა ბარბარე კალანდაძე, ჩვენი გენერალური დირექტორი. - სასიამოვნოა, - ქალმა ისევ ისე უტყვი თვალებით აათვალიერა გოგონა. - დაბრძანდით! - არა გმადლობთ, როგორც მოგეხსენებათ ახლა ჩვენთვის ყველაზე დატვირთული საათებია და... - დაჯექი ბარბარე! - ისე ბრძანა ზედ არ შეუხედავს, მეორე ღერს მოუკიდა და ვისკი მოსვა. მანაც მორჩილი ბავშვივით გამოსწია სავარძელი და ,,რა გაეწყობას'' სახით კომფორტულად მოკალათდა. - ვიტორია წესით ახლა შენს ადგილას უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას სხვა ობიექტისთვის შემოვინახავ, შენი საქმე უფრო კლუბია, რას იტყვი ვიკი? - აქაც კარგი სიტუაციაა, მაგრამ დაგელოდები რა გაეწყობა, ბარბარე უფრო ახალგაზრდაა არა? - ირონიულად გაიღიმა ქალმა, ბაბის მოეჩვენა რომ სპექტაკლი წინასწარ იყო დადგმული, ამიტომ არ აყვა. სწორედ იმ დროს მიმტანი გამოიჭირა, ცხელი ყავაო გაუღიმა და წყვილს მოუტრიალდა. - თავს უხერხულად ვგრძნობ ბატონო ნიკოლაოს, ბევრი საქმე მაქვს, მე კიდევ აქ ვზივარ... - შენ იქ იქნები სადაც მე გეტყვი! - უხეშად მიახალა უცებ და ვიქტორიას გახედა. - დღეს შენთან წავიდეთ თუ ჩემთან? - შენთან მირჩევნია, - გაუღიმა, მაგრამ თვალებს კვლავ არაფერი დაეტყო. - შენ რას იტყვი ბარბარე? - მე? - უცებ დაიბნა. - მე რა უნდა ვთქვა? - შენ არ წამოხვალ ჩემთან? - ბარბარე მიხვდა რასაც ეუბნებოდა და წამოენთო, სახეზე სიბრაზის სიწითლემ ერთიანად წამოახურა, თუმცა მალე მოეგო გონს, უბრალოდ დამშვიდდა და უდარდელად გაიღიმა. - არაა, საყვარლობა ძაან მეზარება. თქვენ ორნი უკეთ გაერთობით ერთად ბატონო ნიკოლაოს. - მერე მაჯის საათს დახედა. - რა დრო გასულა... უნდა დაგტოვოთ, მე მაპატიეთ. - არ ადგე! - ისევ ბრძანა მშვიდმა ბარიტონმა და წამოდგა, ვიქტორიამაც მას მიბაძა, მამაკაცმა გრძელი მანტო მოახურა ქალს და დარბაზიდან გააცილა. ბარბარე ისედაც ნერვებზე იჯდა, როგორც კი ვიკიმ კარი მიიხურა სავარძლიდან წამოხტა და სწრაფი ნაბიჯებით სამზარეულოში შევარდა. იცოდა იქ არ შეაკითხავდა ნიკოლაოსი, ცოტა ხანს იყო, ხან რა მოიმიზეზა ხან რა, მიმტანებიც იქვე დაკითხა, მიხვდა ყველაფერი რიგზე რომ იყო და კაბინეტისკენ წავიდა. ოთახში შუქი არ ენთო, კარის შეღებისთანავე ეცა სიგარეტის ბუღი სახეში, ჩამრთველს თითი დააჭირა და მისი სავარძლიდან მომზირალ მოღუშულ თვალებს მზერა გაუსწორა. - მეგონა წახვედით.... - მე შენ რა გითხარი? - რა მითხარით? - არ ადგე-თქო, არ გითხარი? - არ მახსოვს. - მის სიტყვებზე ნიკოლაოსი სწრაფად წამოიჭრა სკამიდან, მკლავში ჩაავლო ხელი ბარბარეს, მოწყვეტით ჩასვა სავარძელში და ზემოდან ქორივით დაადგა. - შენ მემგონი ძალიან ბევრი რამე არ გახსოვს და რაღაცეებს ვერ იაზრებ! რასაც გეტყვი და როგორც გეტყვი ისე მოიქცევი ყოველთვის, არცერთი ნაბიჯით იქით და არცერთით აქეთ! - შემ ხომ არ გაგიჟდი? - ისე გაბედულად კითხა გოგონამ თვითონაც გაუკვირდა და გაეღიმა. რადგან აქ ვმუშაობ შენ გგონია რომ... - მე არაფერი არ მგონია, - თითები ძლიერად მოუჭირა ლოყებზე და სახე ძალიან ახლოს მიუტანა. - მნიშვნელობა არ აქვს სად იმუშავებ, უფროსწორად საერთოდ იმუშავებ თუ არა! ერთხელ გაგიშვი, შენ ნებაზე როგორ მოიქცეოდი მაინტერესებდა, თან პატარა ვიყავი დ მაგრად შევცდი, მეორედ იგივე არ განმეორდება ბარბარე კალანდაძე გასაგებია შენთვის? სადაც არ უნდა წახვიდე სულ ჩემი ჩრდილი გეყოლება ყველგან, იცი რატომ, იცი? - ისე მძლავრად უჭერდა ბარბარემ მეტი ვეღარ მოითმინა და გაიბრძოლა მაგრამ უშედეგოდ. - იმიტომ რომ ერთი უმადური თავხედი გოგო ხარ, შენთან რაშიც შევცდი ისაა, რომ მიყვარდი, არასდროს გთხოვდი პასუხს და არასდროს ისჯებოდი შენი საქციელებისთვის, ახლა მორჩა, ყველაფრისთვის ბოლომდე მოგთხოვ პასუხს! - ხელი შეუშვა შეშინებულ, სუნთქვა აჩქარებულ გოგონას და კარისკენ წავიდა. გონს მოსული ბარბარე მოქუფრული იჯდა სავარძელში, თითქოს გახევდაო, არც არაფერზე ფიქრობდა, გულისცემას ირეგულირებდა როცა კარზე ელენემ ფრთხილად დააკაკუნა. - ბარბარე რა ხდება? - არაფერი... - ფერი არ გაქვს. - არაუშავს. ნიკოლაოსი წავიდა? - ხო, დერეფანში შემხვდა, მივხვდი აქ იყო... თუ გინდა არ მომიყვე მაგრამ.... - წამოდი წავიდეთ, სახლში გაგიყვან და თან მოგიყვები.... *** დიტო ნემსაძე ნელი, მაგრამ უხალისო ნაბიჯებით წავიდა ,,ბეემვესკენ'' კარგად იცოდა სად და ვისთან მიდიოდა, ნიკოლაოსმაც დინჯად გააღო მანქანის კარი და სიგარეტს ისე მოუკიდა ბიჭისთვის არც შეუხედავს. სიმთვრალით გათამამებულს გაახსენდა ყველაზე კარგი თავდაცვა და ეგრევე თავდასხმაზე გადავიდა. - რა ხდება ბრატ? აღარ გაწევ მანქანას? - გამარჯობა, პატარა ბიჭი! - პატარა? - შენ ერეკლე ნემსაძის ძმა არა ხარ? - მერე? - მერე სულ აი ამხელა მახსოვხარ, - ორი ერთმანეთთან პატარა ინტერვალით დაშორებული თითი დაანახა ნიკოლაოსმა და თავით მანქანისკენ ანიშნა. - დაჯე აბა! არავინ იცის იმ ღამეს რა მოხდა, მაგრამ მას შემდეგ დიტო ხასიათზე არავის უნახავს, თითქმის არ ლაპარაკობდა, ბარბარეს ხომ საერთოდ ზედ არ უყურებდა, გოგონამ ეს ცოტა მოგვიანებით შეამჩნია, მანამდე კი ნიკოლაოსს არც ის დაუტოვებია უყურადღებოდ, სადარბაზოსთან წინ აესვეტა. - დაჯექი მანქანაში! - მეჩქარება! - ბარბარე ისე ნუ იზავ რომ არსად არასდროს აღარ გეჩქარებოდეს! - სად მივდივართ? - გულმა ვეღარ მოუთმინა როცა მანქანამ უკან მოიტოვა თბილისი. - ნახავ. ეზო, რომელსაც დიდი გალავანი ერტყა გარს სადა, ლამაზ ენძელებს სრულად დაეფარათ, ბარბარეს არ უყვარდა ყვავილები, მაგრამ ნანახმა ნამდვილად აღაფრთოვანა. ორ სართულიან სახლში შევიდნენ თუ არა სიძველის და მტვერის სუნი ეცა. - რისთვის მომიყვანე აქ? - უნდა გავარკვიოთ რაღაცეები, ესე ვეღარ გავაგრძელებთ! - ქურთუკი დივანზე მიაგდო ბიჭმა და ჩამოჯდა. - გიყვარვარ? - პირველად დაუსვა კითხვა რომელიც მთელი ცხოვრება აინტერესებდა. - ნიკოლაოს... კარგი რაა, რეებს მეკითხები. - მიპასუხე, გიყვარვარ? - არ ვიცი... - მოღლილი დაეშვა დივანზე და თავი უკან გადააგდო. - ალბათ... - ალბათ? ბარბარე სრულ ჭკუაზე თუ ხარ?! - არ ვიცი ნიკოლაოს, არ ვიცი! - შემომხედე, - თავი მოაბრუნებინა გოგონას, - შემომხედე-მეთქი! ამდენი წლებია ერთად ვართ და გინდა მითხრა რომ ვერაფერს გრძნობ? - ვგრძნობ... - რას გრძნობ? - ეგ არ ვიცი... მე... მე დრო მჭირდება ნიკოლაოს... - რამდენი ხანი? - წელი... - თვალი აარიდა გოგონამ. - რა წელი? - ოთხი წელი ნიკოლაოს... სასწავლებლად გერმანიაში მივდივარ... უკვე გადაწყვეტილია... არ ვიცოდი როდის ან როგორ მეთქვა... მე მალე ჩამოვალ და მერე... - და მერე გამომყვები ცოლად? - სიმწრით გაიცინა ბიჭმა, შემდეგ გოგონას ზემოდან მოექცა, ერთი ხელი წელზე შემოხვია და სხეულზე აიკრა. - ანუ შეგიძლია ოთხი წელი გაძლო უჩემოდ და მეუბნები რომ შენ გრძნობ ჩემს მიმართ რაღაცას? - ნიკ... ხომ იცი რომ უნდა ვისწავლო... - მისი სიახლოვით სუნთქვა აჩქარებულმა საცოდავად ამოიკვნესა. - შენც ხომ იცი რომ მე... - გრძნობა არეულმა დახედა ტუჩებზე ბარბარეს და ოდნავ შეეხო, - არ შემიძლია უშენოდ ბაბი... - ამის თქმა და გოგონას ბაგეზე დაწაფება ერთი იყო, გაშმაგებული კოცნიდა სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელებით გაქვავებულ გოგონას და ხელებით მისი ტანის თითოეულ ნაწილს სწავლობდა. ყელზე რომ გადაინაცვლა ბარბარეს მუცელში რაღაც ცხელმა დაუარა და ქვემოთ დაუყვა. - ნიკოლაოს... - ამოიკვნესა უკვე ხმამაღლა და ბიჭის შეჩერება უაზროდ სცადა. - ნიკ გთხოვ... - ხომ გინდა? - ჩასჩურჩულა ყურში და ფერება განაგრძო. ნიკოლაოსი ხვდებოდა, თუ ბარბარე მისი გახდებოდა აღარსდ წავიდოდა. - კი მაგრამ... ნიკ გაჩერდი! - ხელი ერთიანად ჰკრა მკერდზე და ამოისუნთქა. - უნდა წავიდე, გადაწყვეტილია... - ვერ წახვალ! შენ ჩემი ხარ გესმის? მე შენს გამო დავრჩი აქ, ამ დამპალ ქვეყანაში შენი გულისთვის ვჩერდები ამდენი ხანი! მოგიყვან ცოლად და შემდეგ რომელ ქვეყანაშიც გინდა იქ გასწავლი. - ნიკ აზრი არ აქვს ლაპარაკს, ყოველ ზაფხულს ჩამოვალ გპირდები! - შენ მართლა ამბობ ახლა მაგას? - ხო... - თუ წახვალ... თუ წახვალ იცოდე რომ, გადაგიყვარებ ბარბარე! უფრო მეტიც, ისე შეგიზიზღებ რომ გირჩევნია ზაფხულობით კი არა, აღარასდროს დაბრუნდე საქართველოში! - ნიკ... - შენ გადაწყვიტე! თბილისამდე არცერთს არ ამოუღია ხმა. ნიკოლაოსს სჯეროდა რომ გოგონა გადაწყვეტილებას შეცვლიდა, თავისი ნებით დარჩებოდა და შემდეგ სულ ერთად იქნებოდნენ, ან უბრალოდ თავს იტყუებდა, ბევრჯერ გაუელვა მისი მოტაცების აზრმა, მაგრამ მაშინვე უკუაგდო და ბარბარეს მიენდო, გოგონას, რომელიც, პირველად მის ცხოვრებაში, აცრემლებული შევიდა ლიფტში, შემოწმება მშვიდად გაიარა, თვითმფრინავში თვალები დახუჭა და ყველას დაუმშვიდობებლად დატოვა თბილისი. *** - არ გიყვარდა! - თითქმის ბრაზით მიახალა ელენემ და ბარბარეს რეაქციას დაელოდა. - ვინ იცის... იქნებ მიყვარდა... ჩემებურად, ჩემთვის მიყვარდა... - მან შენს გამო დათმო ყველაფერი... - მე ვერ დავთმე... ვერც დავთმობდი ვერავის გამო... იცი... რომ დავრჩენილიყავი ახლა... არ ვიცი არ ვიცი... - სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა და ყავას უკვე ზიზღით შეხედა. - დღეს ათი ჭიქა დავლიე მინიმუმ... აზრზე არ ვარ წნევა რატომ არ მირტყავს. - დარჩი დღეს ჩემთან. - არა რას ამბობ... ემა მყავს მისახედი, დასაბანი... გაგიჟდება ნიკოლაოსი მასზე რომ გაიგებს. - გაეცინა ამის წარმოდგენაზე და მანქანა დაქოქა. მეორე დღეს უფროსი რესტორანში არ გამოცხადებულა, სამაგიეროდ უკვე სახლში მისულ ბარბარეს ტელევიზორის ყურებისას წამოადგა თავს, დივანთან მელე დაიხარა და ყურში უჩირჩულა. - მოგენატრე პატარავ? - გოგონამ ერთი შეჰკივლა და ადგილს მოსწყდა. მერე გულზე ხელი მიიდო, შიშისგან დამანჭული სახე ბრაზმა შეცვალა და ხელში უღიმღამოდ შერჩენილი პლედი დაბალიში ლანძღვასთან ერთად დააყარა მამაკაცს. - შენ... შენ სულ გაგიჟდი? ისევ ისეთი დებილი იდიოტი ხარ, გაეთრიე ახლავე ჩემი სახლიდან! - ნიკოლაოსი სიცილით კვდებოდა და კოლოფიდან სიგარეტს იღებდა. - სახლში არ ვეწევი! - ვა, საღოლ! - მაინც გაუკიდა ერთ ღერს და თვალები მოჭუტა. - მშობლებთან რატომ აღარ ცხოვრობ? - შენი საქმე არაა, ახლავე წადი-თქო! - დასალევი გვაქვს? ვისკი ან რამე... მარა შენ უფრო ღვინო მოგიხდებოდა. რა დაძაბული ხარ რა იყო, დატრიალდი ერთი კარგად შეგათვალიერო. - ისე შინაურულად ელაპარაკებოდა ბარბარემ რამდენიმე წამი ხმა ვერ ამოიღო, თუმცა მერე ყველაფერი ერთი ხელოს მოსმით ამოტრიალდა. ნიკოლაოსის უკან საძინებლის კარი გაიღო და იქიდან პიჟამაში ჩაცმული პატარა გოგონა დიდრონი, ლურჯი თვალების ფშვნეტით გამოტანტალდა. - დედა ყვიროდი, თუ დამესიმზრა? *** - დედა? - ნიკოლაოსმა ჯერ ბავშვი აათვალიერა, შემდეგ ბარბარეს შეხედა. სახეზე თანმიმდევრობით გამოეხატა ეჭვი, იმედგაცრუება, სიბრაზე და ბოლოს ყველაფერი ზიზღმა შეცვალა. რესტორანში რომ დაინახა ბარბარე ისევ ისეთი საყვარელი და სადა, წლების ნაგროვები მტანჯველი ფიქრები სადღაც გაქრა, ახლა კი... ყველაფერს ფიქრობდა, მოულოდნელად სახე შეეცვალა, ცინიკურად ჩაიღიმა და ბავშვისკენ წავიდა. ბარბარე დაიძაბა. - რამდენი წლის ხარ პატარავ? - ხუთის. - წარბშეკვრით მიუგო და ბარბარეს მიუბრუნდა. - დედა ყვიროდი? - არა დე... - ხუთის... რა საინტერესოა, ზუსტად ოთხი წელია არ მინახიხარ ბარბარე, აქედნ რომ წახვედი მუცელი სულ არ გეტყობოდა, დიტომ იცის? - სიმწრისგან აღარ იცოდა რა ეთქვა. - რეებს სულელობ... - ვსულელობ არა? ბაზარი არაა მაგრად ვსულელობ! ბატონ დიმიტრის მე სიტყვა ვუთხარი, აი შენ თუ მისი შუაზე გახეული თავი არ განახო...! - რეებს ბოდავ რა დიტო, დიტოსი არ არის! - ამის გაგონებაზე ნიკოლაოს სახე მოეღრიცა. - აბა ვისია გოგო? - ბარბარემ ბავშვს გახედა. ემა დაღვრემილი შეჰყურებდა ხან ერთს, ხან მეორეს. - დე წამო დაგაწვენ სიყვარულო კარგი? - ბარბარემ ბავშვი ხელში აიყვანა და საძინებელში შევიდა. შუა ოთახში გახევებული ნიკოლაოსი შეუცნობლად ჩამოჯდა სავარძელზე. ,,დიტოსი არაა'' - უელავდა თავში და სეტყვასავით წამოსულ ფიქრებს თავს ვერ უყრიდა. - ,,აბა ვისია... დიტოსი თუ არა აბა... ყოჩაღ ბარბარე კალანდაძე, ყოჩაღ! გერმანიაში წავიდა გოგო სასწავლებლად და ვიღაც ფაშისტის ნაშიერით ჩამოეთრა, ბარბარე კი არა შენ ხარ ... ნიკოლაოს... შენ ხარ ს..." - ფუ, ჩემი რა! - თითქმის წამოიყვირა და უკანმოუხედავად, კარის ჯახუნით გავიდა სახლიდან. ახლა? რა უნდა ექნა ახლა? საჭეს გამწარებული ატრიალებდა და დიდი სიჩქარით მიაქროლებდა მანქანას. აქამდე შექმნილი გეგმები ერთ ამოსუნთქვაში ჩაეშალა. სძულდა? რა თქმა უნდა... მაგრამ ისე არა როგორც მას უნდოდა. - ვსიო ვიკიდებ! - მიიღო უცებ გადაწყვეტილება. - მაგრამ ასე მარტივად არა. - წამში საშინელმა აზრმა გაუელვა თავში. ტელეფონი აიღო და თავის ბუღალტერს, ვინც როგორც სანდო პირი ისე დანიშნა რესტორანში, ნუცას დაურეკა. - სახლში ხარ? - კი, რა ხდება ნიკ? - შენი დახმარება მჭირდება, რესტორანში მოდი! - ამ დროს? - საათი უკვე ღამის ორს უჩვენებდა. - ხო, ამ დროს, ახლა! - გაღიზიანდა მამაკაცი. - რა იყო გასა...ად კი არ გეპატიჟები შე.ჩემა, საქმე მაქვს ხუთ წუთში შენ სახლთან ვიქნები არ მალოდინო! მეორე დილით რესტორანში სრული ქაოსი იყო, კაბინეტში შესულ ბარბარეს მთელი ოთახი გადაქექილი დახვდა. ფურცლები უაზროდ ეყარა აქეთ-იქით. მის სავარძელში გამოჭიმული ნიკოლაოსი დინჯად ეწეოდა სიგარეტს, ხარჯთაღრიცხვებს ჩაჰყურებდა და გვერდულად იღიმოდა. წინ ნუცა ეჯდა, ბარბარე მას მოსვლის დღიდან ვერ იტანდა უმიზეზოდ დათხოვილი, ყოფილი ბუღალტერის, სანდროს გამო. გვერდით კი სახეწაშლილი ელენე იდგა და ხმას ვერ იღებდა, თუმცა აშკარად ჰქონდა ამის სურვილი. - რა ხდება აქ? - ისე მოეშალა ნერვები უეცრად გოგონას, რომ თითქმის იყვირა. - რა ხდება? ამას შენ უნდა გვიხსნიდე, ქურდო! - ნიკოლაოსმა ლეპტოპი მიუტრიალა და მაგიდასთან შეუცნობლად მისულ ბარბარეს ფურცლები თითქმის სახეში შეაყარა. - ვის ჰქონდა ერთადერთი წვდომა ამ ანგარიშებთან? - მე... - ასევე უანგარიშოდ მიუგო გოგონამ. - მერე? წინა თვეში არ გეყო ორმოცდაათი ათასი, კიდევ რომ გაგიმეორებია იგივე ტრანზაქცია? - რა ორმოცდაათი ათასი... - უკვე ასი, თან ასე ურცხვად, პირდაპირ შენს ანგარიშზე! ვერ გავიგე რა, რესტორანში ბნელა? - ბარბარემ ახლაღა ახედა ნიკოლაოსს, ნიშნის მოგებით უღიმოდა და მშვიდად ეწეოდა. მერე ფურცლები გადასინჯა, შეადარა, კომპიუტერში რამდენიმე ფაილი შეამოწმა და მიხვდა რომ გაება, თან ასე უბრალოდ კი არა, ასი ათასით გაება. სიბრაზემ და უსუსურობის შეგრძნებამ ერთიანად აიტანა. - ეს... ეს შენ მომიწყე ნიკოლაოს, იცი რომ აქ კამერები არაა და ვერაფერს დაგიმტკიცებ ხომ ასეა?! - ტონს დაუწიე! - შენ... შენ მონსტრი ხარ, ნამდვილი... ნამდვილი ბელზებელი, სატანა! - იმის მაგივრად რომ პატიებას და პოლიციის არ გამოძახებას მთხოვდე შენ გოგო კიდევ ბედავ და მიყვირი აქ? - რა პოლიცია? - ბარბარე დაიბნა და ელენეს ვერაფრითმშველელ თვალებს გახედა. მერე უეცრად მაღალ ხმაზე გადაიხარხარა. ნიკოლაოსი მიხვდა გოგონამ სწორედ ახლა გაიაზრა სიტუაცია და მისი სიცილი სიმწრისგან მოდიოდა. ესიამოვნა შექმნილი ვითარება და ცეცხლს საწვავი შეამატა. - აბა რა გგონია, ჩემი რესტორნის ფულის მითვისება ასე ადვილად შეგრჩება? - ბარბარე კიდევ იცინოდა და ცრემლებს იწმენდდა. - ნეტავ მერეც ასე გულიანად თუ იცინებ ციხეში რომ ჩაგსვავ და შვილს ბავშვთა სახლში გაგიგზავნი? - ემას ხსენებაზე ბარბარე შეკრთა და სიცილი შეწყვიტა, მერე ბრაზით სუნთქვა საშინლად აუჩაარდა, წარმოიდგინა უმეურვეოდ დარჩენილი პატარა გოგონა და შიშისგან გაფითრდა. ეს სწორად ის სახე იყო, რომლის დანახვაც ნიკოლაოსს უნდოდა, თუმცა მერე მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა. ბარბარე უცებ ეცა ლეპტოპს და მამაკაცის მიმართულებით გააქანა. საბედნიეროდ ნიკოლაოსმა პრივე ხელი მაგიდას ჰკრა და ბორბლებიანი სვარძლის ინერციით უკან გაცურდა. ნოუთბუქმა ძლიერი ჭახანი გაადინა კედელზე, თუმცა ბარბარეს ბრაზის ამოსანთხევად ეს არ ეყო. ფურცლები მოხიკა და თავზე დააყარა, იქამდე იყო ისტერიკაში სანამ ნიკოლაოსის მძლავრმა მკლავებმა არ შებოჭა და დაუღრიალა, - შეწყვიტე, თუ არ გინდა რომ ახლავე აგისრულო დანაპირები გასაგებია?! ყველანი გადით. - ბრძანა ბოლოს, უკვე უღონო, ემოციებით დაღლილი ბარბარე სკამზე თითქმის მიასვენა, კარი გადაკეტა და მის წინ მოკალათებულმა სობრანიეს კოლოფი გოგონას ხელებთან გააჩერა. - ფულს დაგიბრუნებ, უკან გადმოვრიცხავ რესტორნის ანგარიშზე... - ერთი ღერის ბოლომდე ჩაწვის შემდეგ ბოლო ხავსს ჩაეჭიდა ბარბარე. - განცხადებას დავწერ და წავალ... - სად წახვალ, გერმანიაში? - ცინიკურად ჩაიცინა ნიკოლაოსმა. - შენ მე ასი ათასი მომპარე, ამისთვის უკვე გითხარი რაც მოგივა, თუ, რა თქმა უნდა... მგონი შენც ხვდები... - ვერა, ვერ ვხვდები! - ყველაფერს გააკეთებ რასაც გეტყვი და რაც მომინდება, აბსოლუტურად ყველაფერს, შეუპასუხებლად და უსიტყვოდ, დღეიდან ან შენი ცხოვრება ჩემი იქნება, ან შენი, ოღონდ შვილის გარეშე და ციხეში, ერთი წამითაც არ დაგინდობ და არ შემეცოდები გპირდები. - ამ სიტყვებზე ბარბარემ უკუნითი თვალები შეანათა მამაკაცს, აინტერესებდა მართლა იყო ამის გამკეთებელი თუ არა, ნიკოლაოსიც მზად იყო ამ მზერისთვის და დიდი, ჭაობისფერი მზერა უტუხად გაუსწორა. - ასი ათასად გინდა მიყიდო? - მეტს ვეღარ გაუძლო გოგონამ და დიდრონი ცრემლი თვალზე მოადგა. - მეტი ღირხარ გგონია? - ბარბარემ არაფერი უპასუხა. - ეგ თანხა შენი იყოს, მიჩუქნია, შენ ხომ გიყვარს ფული არა? - გოგონა ისევ დუმდა და ამაყ ცრემლებს გასაქანს არ აძლევდა. ნიკოლაოსი მიხვდა მოდრიკა, გაეღიმა, ესიამოვნა რომ გოგო, რომელზეც მთელი ცხოვრება აფანატებდა, უყვარდა, ძილს უკარგავდა ახლა მისი იყო, ყოველთვის ურჩი და თავხედი ბარბარე იჯდა და მის წინ უბრალოდ დუმდა. თვალები მორჩილად ჰქონდა დახრილი და თეთრი, ატლასის პერანგის ბოლო შესაკრავს აწვალებდა. ახლა ნამდვილად მისი იყო, მერე რა რომ ძალით, მოტყუებით, ,,გაჩალიჩებით" ნიკოლაოსისთვის მთავარი სიამოვნება ეს შეგრძნება აღმოჩნდა. ფეხზე ნელა წამოდგა და კართან მისულმა პირველი ბრძანება გასცა. - დაწერე განცხადება და სახლში წადი. დანარჩენს მოვიფიქრებ და გაგაგებინებ. კარის ხმის გაგონება და ცრემლების ამოფრქვევა ერთი იყო, როგორ სძულდა, საშინლად ეზიზღებოდა ეს კაცი, მაგრამ, ისევე როგორც ნიკოლაოსისთვის, მისი სიძულვილიც არ აღმოჩნდა საკმარისი ბავშვობის ,,მფარველის" ბოლომდე გულიდან ამოსაგდებად. სამი დღე სრულ სტრესში გაატარა. ტელეფონის ყოველ დარეკვაზე ეგონა რომ ნიკოლაოსი იყო და დახედვაც არ უნდოდა. საბჭო იმავე დღეს შეიკრიბა. - საერთოდ არ უნდა წასულიყავი გერმანიაში! - საბოლოოდ დაასკვნა ნატამ და სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა. - ნუ ეწევით ამდენს რააა! - პროტესტი გამოთქვა ნათიამ. - თქვენი თავი თუ არ გენანებათ მე რაღას მერჩით, ჩემი ფილტვები... - ვაიმე, რა დროს ფილტვებია! არ იცნობდეთ მაინც ნიკოლაოსს, რა ვქნა ახლა?! - ნუ იკლავ თავს წინასწარ, ხო იცი რომ უყვარხარ და ყველაფერს მაგიტო აკეთებს. - მაგრად ვუყვარვარ, ვიყვარვარ კი არა ვეზიზღები, ვძულვარ... ნატა მიშველე... - თავი კალთაში ჩაუდო დაქალს უსუსურად და ისიც ჩალისფერ თმაზე მზეუნველად მოეფერა. - რა გიშველო, მე მაგასთან მიმსვლელი არ ვარ. რაც შენ წახვედი აუტანელი გახდა, ყველა მოგვიძულა, მერე თვითონაც წავიდა საბერძნეთში და უბანმა ამოისუნთქა რაღაცნაირად. - უფ, რო მიხვიდე ხო რას ამბობ. რა აზრი აქვს... - უთხარი შენ კიდე ემას ამბავი როგორც იყო და ისიც დაისვენებს, ცუდად არ მოგექცევა და შენც! - ემას ამბავი მარტო ჩვენ ვიცით, შარლოტამ და კრისმა. მშობლებს არ ვუთხარი სიმართლე ემას გამო და ნიკოლაოსი ვინ მიგდია! - რაც არ უნდა იყოს, მე ვფიქრობ ასე ჯობს. შენ გადაწყვიტე... კიდევ დიდხანს იკამათეს, მერე ჩაეძინათ, დივანზე, ნათიას - სავარძელში. ყველა თავის ფიქრებში იყო, ყველას ეძინა იმ ღამეს, გარდა ნიკოლაოსის და მოზუზუნე ქარისა. დეკემბრის ამ სუსხიან ღამეს მამაკაცი ღია აივანზე იჯდა ვისკით შემთბარი და გეგმებს აწყობდა. მომდევნო დღეს ბარბარე ბაღიდან დაბრუნებისას აბაზანაში აპირებდა შესვლას კარზე ზარმა რომ დარეკა. უსიამოვნო გრძნობამ და მოლოდინმა გული აუჩქარა. ცივად წავიდა კარისკენ. - მოგენატრე პატარავ? - გაღებისთანავე გვერდულად გაუღიმა მამაკაცმა. - ვაა, შენ რა, ზარის დარეკვაც იცი, თუ ,,ატმეჩკები" დაგრჩა? - რა კაი ხასიათზე ხარ, გეთქვა და აქამდე მოვიდოდი ტოო! - მიუპატიჟებლად შევიდა და გოგონაც უკან გაყვა. რაღაცნაირად ორივეს მოეჩვენა თითქოს დრო უკან დაბრუნდა, მშობლები სახლში არ იყვნენ, ბაბი სამზარეულოსკენ წავიდა, ნიკოლაოსმა წამით სუნიც კი იგრძნო გამომცხვარი, თაფლიანი ბლინების, რომელიც ბარბარეს მშობლიურ სახლში სულ ტრიალებდა. - ბაბი ბლინები გაქვთ? - რა? - კითხვა იმდენად მოულოდნელი იყო, იმდენად შორეული და ტკბილი, რომ გოგონას ჩაიდნისკენ წაღებული ხელი გაუშეშდა. თან ეს სახელი, "ბაბი" ... რამდენი ხანია არ დაუძახია, როგორ მონატრებია... - ბლინები, თაფლით... ნელი რომ აცხობდა სულ... - დაამატა კიდევ, ბარბარემ რომ ვერაფერი უპასუხა და უკვე თავს იწყევლიდა საერთოდ რას ვიძახდიო. - რა იყო, რა გჭირს, ენა ჩაყლაპე? დედაშენი რომ აცხობდა არ გახსოვს გოგო? - მახსოვს, მარა შენგან გამიკვირდა მაგის კითხვა. - რატო ვითომ, მე პირში გემო არა მაქვს? - ეგ არ მიგულისხმია, უბრალოდ... - კაი არა გაქვს, ნუ გაქვს, ყავა მაინც დაადგი. - რა ხდება? - მოთმინებადაკარგული წამოვიდა ბარბარე და დოინჯით თავზე დაადგა. - რა უნდა ხდებოდეს? - გულწრფელქდ გაიკვირვა ნიკოლაოსმა. - რა ბლინები, რის ყავა! თუ დაგავიწყდა რა ამბები მომიწყვე, ქურდად მაქციე, ყველას წინაშე გამათა.ხ.სირე და ახლა ტკბილი მოგინდა? - ხო რამე ისეთი, შენსავით გემრიელი-თქო როგორ გითხრა, მე მასე კარგად არ გამისინჯიხარ არასდროს სამწუხაროდ... - თვალი ააყოლა ვნებამორეულმა და მზერა მკერდთან შეაჩერა. ბარბარეს სუნთქვა აუჩქარდა. მკერდის სვლაზე დაეტყო, ნიკოლაოსს გაეღიმა და გოგონაც სასწრაფოდ გატრიალდა სამზარეულოსკენ. - სხვა ხომ გაგისინჯავს, ნუცა მაგალითად. - ოო, ნუცა სადღაც ბანანსა და ატამს შორისაა. - ბარბარემ ზიზღით გამოხედა. - შაქარი? - არა შაქარი უფრო ტკბილია. შაქარივით იყო ერთი, კი... - რამდენი გინდა შაქარი-თქო! - არცერთი, პრინციპში შენი მოდუღებული ყავაც არ მინდა, ვფრთხილობ მაინც ხო აზზე ხარ. იმ ფაშისტს ხვალ ეწყება არდადაგები? - ვის? - შენ შვილს! - მიუახლოვდა მოულოდნელად ბარბარეს და ზურგს უკან დაუდგა. - მას ემილი ჰქვია და წესიერად თორემ... - ტონი, არ დაგავიწყდეს ვის ელაპარაკები! - ვის ველაპარაკები? - შემობრუნდა ბარბარე, მამაკაცი უფრო მიუახლოვდა, თითქმის იგრძნეს სხეულებმა ერთმანეთი. - შენი ცხოვრების განმგებელს და ერთადერთ ბატონ-პატრონს! - მოგწონს არა, რაღაცის ფლობის შეგრძნება? - ძალიან! - სახეზე ხელით შეეხო, მერე ცერა თითი ძლიერად გადაუსვა ბარბარეს დიდ, მშრალ ტუჩებს და გვერდულად ჩაეცინა. - მომწონს შეგრძნება რომ ჩემი ხარ! სარკეში იყურებოდა ბარბარე და ნერვიულად აწვალებდა ბავშვობაში ნიკოლაოსისთვის წარეულ ყელსაბამს, ვერცხლის ჯაჭვზე მინიატურული ტყვია რომ ეკიდა. არ იცოდა, ღირდა თუ არა, ან რა რეაქციას გამოიწვევდა ეს მოგონება მამაკაცში, მაგრამ ბარბარე რის ბარბარე იყო, ქვრივივით შავ კაბაში გამოეწყო, ხელთათმანები გაიკეთა და მისაღებში მყოფ ემისთან გავიდა. - წავედით დე? - რა გაცვია? - მუდამ ნათელ ფერებში მყოფი დედის ჩაშავება სულ არ ესიამოვნა გოგონას. - მასკარადზე მივდივარ, ნახე აბა თუ მიცნობ? - მოგრძო ფერის ბადისებრი ნიღაბი მოირგო თვალებზე და სამაგრი ლამაზად ჩახვეულ თმაში ჩაჩურთა. - შავ ქვრივს გავხარ. - ვარ კიდეც! - დაბზრიალდა სარკესთან. - წინა მასკარადზე რომ ფერია იყავი? - ეგ შენი დაბადებისდღე იყო დეი, წამო მალე თორე დამაგვიანდება, ხომ არ გააბრაზებ ბებია-ბაბუას? - არ ვიცი, მე მიყვარს ისინი, მაგრამ ვერ დაგპირდები რომ ყველაფერს შევჭამ რასაც ნელი მომიმზადებს. - ნუ შეჭამ მერე, უბრალოდ ცოტა დახვეწილი უარი უთხარი რომ არ ეწყინოს. კაშნეც მომაწოდე ბარემ და გავედით. - იმ კაცთან მიდიხარ? - ვისთან? - ბრბარემ იცოდა ვისზეც ეკითხებოდა მაგრამ არ შეიმჩნია. - იმ კაცთან აქ რომ იყო, პიჯაკით! - მოდი ეგ კაცი ნელისთან და ავთოსთან არ ახსენო კაი? - არ უყვართ? -კარში გავიდნენ და ბარბარემ ლიფტი გამოიძახა. - უბრალოდ არ მოსწონთ... - რატომ? მაღალია, ლამაზი თვალები აქვს, თმა... - ეე, ეე, ამას უყურეთ! - რა მოხდა... - სიცილით დაიმორცხვა ემილიმ და გაწითლდა. - შენ შენხელებს უყურე და ისინი მოიწონე პატარა მატრაკვეცა. - სიცილით დასვა ბავშვი სიდენიაზე და მანქანას შემოუარა. - ეს ნახე რაა რეები უსწავლია. - უკვე დიდი ვარ! - ხო, მაგრამ შეყვარებულისთვის არა. - დედა ეჭვიანობ? - რა? - რა და მოგწონს ეგ კაცი. - ვაიმე, შენ მართლა რამხელა გაზრდილხარ, აუცილებლად მოგაქცევ აწი მეტ ყურადღებას. - მოგწონს, მოგწონს! ჩემს მასწავლებელსაც მოსწონს ჩვენი დირექცტორი. - ვაიმე, ემილი რეებს ამბობ, ბაღშიც აღარ წაგიყვან! - კარგი რა დედა... - კარგი რა არ უნდა. ხვალ რა დროს გამოგიარო? - ძრავა გამორთო და ბავშვი კორპუსისკენ წაიყვანა. - არ გამომიარო, მე ნინიასთან კარგად ვერთობი აქ. - რამხელაა ისე ეგ გოგო, ჯერ კიდევ შენთან რომ თამაშობს ა? - დიდია, მესამე კლასელია. ზარს მე დავრეკავ ამწიე! ბებააა! - დაიყვირა როგორც კი კარი გაიღო და ქალს გულზე შეახტა. - შემოგევლოს შენ შენი ბებია. როგორ მომენატრე ბები... - ბაბუა სახლშია? - არა ჯერ. როგორ ხარ დე არ შემოხვალ? - საეჭვოდ აათვალიერა ნელიმ ბარბარე. - რეები გაცვია? - კარგად, მასკარადზე მივდივარ, დღეს შენთან იყოს ეს ქალბატონი, ხვალ დავურეკავ და თუ მოსწყინდა წამოვიყვან. - კარგი დედა, კარგი. რესტორანში ხო მშვიდობაა? - კი აბა, - იცრუა ურცხვად და სწრაფად შებრუნდა. - კარგად დე, მამა მომიკითხე! მასკარადი, რომელზეც ბარბარე მიდიოდა თანაკლასელმა ლიკამ დაგეგმა, რა თქმა უნდა, ნიკოლაოსის დაკვეთით. რესტორან ,,საზერლიკში" წესით მარტო კლასელები უნდა ყოფილიყვნენ თავიანთი მეორე ნახევრებით. ბარბარეს ნიკოლაოსისთვის არც უთქვამს რომ მიდიოდა, თან ზუსტად იცოდა იქ დახვდებოდა. ნიღაბი მოირგო, თმა გაისწორა და დარბაზში შეაბიჯა. თქნაკლასელებმა ოვაციები და ტაში შეაგებეს. - გიცანით კალანდაძე, აზრი აღარ აქვს! - გვიკადრა! - დაიძახა იქიდან ლაშამ. - რა მაგრად მხვდებით, კარგად ვარ, კარგად! - ბაბი! - შეჰყვირა თამუნამ, რომელიც ყოველთვის უყვარდა ბარბარეს და სულ ემეგობრებოდა. - ღმერთო, რამდენი ხანი გავიდა! - ჩაეხუტა გოგონას და შემდეგ უკან გაიწია. - დატრიალდი აბა, ვინ იფიქრებდა შენ მოპუტკუნებას ა? - გოგო... ორსულად ვარ... - ჩაილაპარაკა დანანებით. - ვაიმე, გილოცაავ! რა მაგარია თამო, წამო მომიყევი აბა. - რა არის მაგარი, მესამეა უკვე! - რაა? საღოლ თამარ საღოლ შენს გამძლეობას! - შამპანიურს დასწვდა ბარბარე სიცილით და დარბაზს თვალი მოავლო. მეგობარი მის ამბებს უყვებოდა დიტო ნემსაძე რომ დალანდა ვიღაც ქალთან ერთად. - გოგო, ეგ დიტოს ცოლია? - ნწ, არა. საყვარელია რა, რავი. წლებია ერთად არიან, შეიძლება მოიყვანოს კიდეც ვინ იცის. დარბაზი მალე ახმაურდა და ბიჭებმა მაგიდების შეტყუპება დაიწყეს. - რა არის ეს რა უბედურებაა! - მომტყდა ფეხები, პატარები ხო აღარ ვართ! - მოწიე აქეთ მოწიე! - სკამები მოიტა ერთი შენი ჭირიმე რა! - აუ რა ხეპრეები არიან, - ნერვები მოეშალა ბარბარეს. - ახლა იჯექი სუფრაზე და უსმინე ამათ უაზრო სადღეგრძელოებს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. - ღვინო მოიტა! - ეს აქ მივწიოთ, ბარბარე გამო რა ტო, ზედ ხო არ მოგადგავ? - ზედ შენ მოგადგავ! - კლასელებმა გულიანი სიცილი მორთეს. - კაი ტო, ეგ არც მიფიქრია! - აღაჟღაჟდა ლუკა. - დავსხდეთ, დავსხდეთ! - თამადა ვინ იქნება? - მოულოდნელად ყველა გაჩუმდა და ბარბარეს მიაჩერდა. გოგონამ მათ მზერას თვალი მოავლო. - მე რას მეკითხებით, ვინც გინდათ ის იყოს... - კვლავ ყველა დუმდა. რას მომაჩერდით? - მე ვერ ვიქნები, ტყუილად მიყურებთ. - გაიცინა მშვიდმა ბარიტონმა. ვარბარემ უკან მიიხედა და მიხვდა, მას კი არა ნიკოლაოსს რომ უყურებდნენ და მანაც გაიცინა, თუმცა მამაკაცი აღარ იღიმოდა, მისი ყურადღება ახლა ბარბარეს ყელსაბამს მიეპყრო, რომელზე დაკიდული ვერცხლის ტყვიაც გოგონას მკერდზე ბრწყინავდა და მარცხნივ, გულისკენ ისე გადახრილიყო თითქოს ეს-ეს არის კანში ჩაესობაო. ნიკოლაოსი მიუხვდა სათქმელს, არაფერი შეიმჩნია, უბრალოდ მიუახლოვდა, წელზე ხელი მოხვია და მაგიდისაკენ უბიძგა. - ცოლად თუ გაყვები ვინმეს ოდესმე, შენი ხილვა ამ ფორმაში მინდა. - იქნებ შენ გამოგყვე? - არ დაიხია უკან ბაბიმაც. - მე შენნაირს ცოლად არასოდეს მოვიყვან! - ბარბარეს გული დასწყდა, ეტკინა, გაბრაზდა, ნერვები მოეშალა. - მაშინ დარჩენილხარ ასე და ეგ არის! - ვითომ რატომ? - სკამი გამოუწია გოგონას დასაჯდომად. - ჩემზე უკეთესი შენ არ გამოგყვება და იმიტომ! - მე ნებისმიერი გამომყვება შენც ხომ იცი? - მეც ნებისმიერს გავყვები, ეგეც ხომ იცი? - ოო, აი მაგაში ძალიან ცდები. ეგ ჯერ მე უნდა შემითანხმო! - ბარბარეს არაფერი უპასუხია. - ღვინო გინდა? - შამპანიური მირჩევნია. შექმნილი დაძაბულობა სასმელმა სწრაფად შეცვალა, ნიკოლაოსი შინაურულად ექცეოდა ყველას და ბევრს არ სვამდა. პირველი ცეკვა აჭარული იყო, ბარბარემ დიდი თავპატიჟი არ გამოიდო, ტანის ნელი მაგრამ მოხდენილი მიმოხვრით გაყვა ლაშას და შუა დარბაზში დატრიალდა. მამაკაცმა სიგარეტს კვლავ გაუკიდა და მოცეკვავეებისკენ მიტრიალდა. დრო ისევ უკან დაბრუნდა, ბარბარე და ლაშა ცეკვავდნენ, გიგი ცალ მუხლზე იდგა და მოცეკვავეებს ტაშს უკრავდა, ანკა დიტოს უჟუჟუნებდა თვალებს, ის კი მოქუფრული ტელეფონს ჩაჰყურებდა. დანარჩენები იდგნენ და ღიმილით უყურებდნენ სანახაობას. კიდევ ბევრჯერ იცეკვეს, ცოტა ხანში ვალსის დროც დადგა. მუსიკა სასიამოვნოდ აჟღერდა ოდნავ ჩაბნელებულ დარბაზში. ნიკოლაოსი წამოდგა, თამუნასთან დროებით გადამჯდარ ბარბარეს მიუახლოვდა და ხელი საცეკვაოდ გაუწოდა. გოგონას არ გაჰკვირვებია, ელოდებოდა კიდეც ამ მომენტს, ფეხზე წამოდგა და ხელი ნაზად გაუწოდა. მამაკაცმა მცირე ძალით თავისკენ უბიგძგა ბარბარეს, ერთი ხელი წელზე მოხვია, სხეულზე აიკრა, მეორეთი კი გოგონას ხელი მოიმწყვდია თითებში და სახე ყურთან ახლოს მიუტანა. ალკოჰოლმა თავისი გაიტანა, ბარბარე თითქმის სრულად მიენდო ნიკოლაოსს, თავი მხარზე დაადო და თვალები მინაბა. - ხანდახან მგონია დრო უკან ბრუნდება, იცი? - ხო, კარგი დრო იყო, - აღიარა ნიკოლაოსმა, - თუმცა ცუდი დასასრულით. - დასასრული ხომ ჯერ წინაა... მშვიდად აუღელვებლად და რიტმულად მოძრაობდნენ, შორიდანვე ეტყობოდათ, რომ ორი კი არა, ერთი მთლიანი სხეული ქმნიდა საუკეთესო ვენურ ვალსს... - რატომ წახვედი ბაბი, მე ხომ მიყვარდი... - მეც მიყვარდი... - ტყუი ბაბი, უსინდისოდ ტყუი... - მიყვარდი, ჩემებურად, ჩემთვის... - მაგრამ ამან ხელი არ შეგიშალა პირველივე გერმანელს ჩაწოლოდი ლოგინში! - თავი ააწევინა გოგონას და თვალებში ჩახედა. ბარბარეს არ უნდოდა ეთქვა სიმართლე, იცოდა საჭირო იყო, ასე ბევრ ტანჯვას აიცილებდა თავიდან და ნიკოლაოსსაც დაამშვიდებდა. მაშინ რომ ეთქვა, იქნებ ყველაფერი აბსოლუტურად სხვანაირად წასულიყო, მამაკაცი აუცილებლად გაუგებდა, მაგრამ ბარბარემ ვერ გარისკა, არ ენდო და ნიკოლაოსის დაჟინებულ, ეჭვნარევ მზერას თვალი აარიდა. - არაფრის თქმა არ გინდა? - არა... - რა თქმა უნდა, არა... მე კიდევ სულელმა ვიფიქრე რომ... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, - ხელი გაუშვა ბარბარეს და მაგიდისკენ ანიშნა, - დაემშვიდობე მათ და ჩაიცვი, მივდივართ! - სად? - გაიგებ! ,,ბეემვემ'' სწრაფად მოიტოვა უკან თბილისი და ბაკურიანისკენ მიმავალ გზას დაადგა. ბარბარეს გაახსენდა დიდი, პრსართულიანი თოვლში ჩაკარგული სახლი, ყველასგან მოშორებით, ტყესთან ახლოს რომ იდგა. აქ პირველად დათვრა ისე, რომ დღემდე არ ახსოვს რა მოხდა. დილით კი ნიკოლაოსის გვერდით მაიკისა და საცვლების ამარამ რომ გაიღვიძა ელდა ეცა. ,,ბიჭი სიცილით გასკდა ბაბის შერცხვენილი, გაწითლებული სახის დანახვაზე და სწრაფი მოძრაობით მკლავებში მოიქცია. - ნუ გეშინია, ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ, - კვლავ გაიღიმა. - აბა ტიტველი რატომ ვარ? - შეუბღვირა გოგონამ და თავის დახსნას ეცადა. - ნუ ფართხალებ, ხომ იცი რომ მაინც ვერსად წახვალ, ნახე როგორი კუნთა ვარ! - ხელებზე დაიხედა ბიჭმა, მკლავები შეათამაშა. - რატომ არაფერი მაცვია, ნიკი სადაა ჩემი ტანსაცმელი? - გავრეცხე და გავფინე, კმაყოფილი ხარ? - რა? რატო... - არწყიე ზედ და იმიტომ. მოისვენებ ეხლა? ბაბიმ დარცხვენილად ჩახარა თავი და ბიჭის მკლავებში ჩაიმალა. - გოგოები სად არიან? - რა ვიცი მე, აქ უნდოდათ დაწოლა და გავყარე, მერე სად დაიძინეს ეშმაკმა იცის..." ნიკოლაოსმა რომ გადახედა ბარბარეს უკვე ეძინა, თავი გვერდზე გადაეგდო და ტკბილი მოგონებებით იღიმებოდა, როგორც ჩანს მათი ფიქრები დაემთხვა ერთმანეთს. უკვე გვიანი იყო მანქანა სახლთან რომ გაჩერდა. ნიკი გადმოვიდა, საოცრად ბარდნიდა, თითქმის მუხლამდე იყო თოვლი და გადაღებას არც კი აპირებდა. მანქანას შემოუარა, ბარბარე ხელში აიყვანა თუ არა გამოფხიზლდა. - მოვედით? - წარბები შეჭმუხნა, თვალების გახელა მოინდომა მაგრამ ფიფქები სახეში ეყრებოდა და ნიკოლაოსის მკერდში თავი ჩამალა. - თოვს თუ სეტყვაა, რა ხდება? - ცოტაც მოიცადე და მივალთ... - ნიკოლაოს რა თოვს ამისთანა? - აჰა, და თვითონ ნახე! - მამაკაცმა გაბრაზებით გაუშვა ორივე ხელი და ნამძინარევი, ახლადგამომცხვარი ბარბარე, მუხლამდე თოვლში დააგდო და ზედ გადააბოტა. - შენ...შენ გააფრინე? - კივილით წამოხტა. - ნუ მორბიხარ წნევა დაგეცემა! - წნევა კი არა მეხი რატო არ გეცემა, ნიკოლაოს კონსტანტინიდის, მეხი! - რა უნდა გოგო მეხს ამ თოვლში! - სპეციალურად შენთვის უნდა შეექმნა დედაბუნებას. უხ, როგორ ვერ გიტან! შესვლისთანავე ეცა ბარბარეს ნაცნობი სუნი, მეორე სართულზე გიჟივით ავარდა, კარადიდან პლედები ჩამოიტანა და ბუხრის წინ, სავარძელში საახალწლო საჩუქარივით შეიფუთა. - ჩართე ცენტრალური? - ჰო... - შეშა გვაქვს? - მაქვს! - ხოდა დაანთე მარტომ ბუხარი, რადგან ,,გაქვს!" - ოჰ, თორე მოხმარებას აპირებდი. - რატომაც არა! - ცხვირი ჰქონდა ჩარგული პლედებში და იქიდან მბრძანებლობდა. - იმიტომაც არა, რომ არაფერი შენ არ იცი, თან სანამ შენ მაქედან გაიხსნები, მე აქ სამ ბუხარს დავანთებ. - ყოყლოჩინა... - ჩაიბურტყუნა მისთვის და თვალები მილულა. - ნუ იძინებ! - აბა რა ვაკეთო, მეძინება! - აჰა ვისკი და წრუპე, შეხურდები ცოტას. - არ მინდა. - დაიმანჭა სასწაულად. - მე მინდა და დალიე, ეს ბრძანებაა! - რადგან მთხოვ... - ღიმილით გამოართვა ჭიქა, მოწრუპა და უარესად დაიჭყანა. - შტროხია თუ რა ჯანდაბაა? ბუხარი მალე დაინთო, შეფუთული ბარბარე ცოტა ხანს ადევნებდა თვალს მამაკაცს, ცეცხლის შუქს მიშტერებოდა, დროდადრო დიდ წვერს ნიკაპთან ხელით ისწორებდა და ვისკს წეუპავდა. - რამდენი ხანი იყავი გერმანიაში? - კარგი რა, - ხელი აიქნია ბარბარემ. - არ მინდა მაგაზე ლაპარაკი. - მე მინდა და მიპასუხე! - სამი წელი... - მერე? - რა მერე? - როგორ მოახერხე რომ უკვე 5 წლის ბავშვი გყავს, აეროპორტიდან გაყევი პირველივე ტაქსის მძღოლს? - ნიკოლაოს, შეურაცხყოფას მაყენებ და თან ძალიან მწარედ ცდები ჩემში იცოდე! - მითხარი მაშინ რა მოხდა, თუ ვინმემ... - აქ ნიკოლაოს სახე შეეშალა, სწრაფად წამოდგა, ბარბარეს წინ ჩაიმუხლა და მისი სახე ხელისგულებში მოიქცია. - ახლავე მითხარი რა მოხდა ბარბარე თორემ ფიქრებმა შემშლა გესმის? ვინმემ რამე დაგაძალა? - არა... - არ დამიმალო ბაბი, სიმართლე მითხარი და თუ ვინმემ... - არა მეთქი ნიკოლაოს, არა! - ესეიგი... - ხელი შეუშვა გოგონას, სახე ისევ ცივი და უგრძნობი გაუხდა. - მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მე შენთვის არ მიღალატია! - რა გოგო? მაყ..ვებ ტო, თან მაგრად მაყ..ვებ! და რას იძახი, რო ქალიშვილი ხარ? - ხო! - ამაზე ნიკოლაოსი სიცილისგან კინაღამ გადაყირავდა. ბუხრისთავზე დადო ჭიქა და შეფუთულ ბარბარეს გახსნა დაუწყო. - რას აკეთებ? - შენი უმწიკვლობა უნდა ჩავიბარო. - გულიანად იცინოდა მამაკაცი და გოგონას პლედებს აშორებდა. - შენ ხო არ გაგიჟდი? - შეიშალა ერთიანად. - გამიშვი ახლავე! - აბა რა გგონია, აქ დასასვენებლად წამოგიყვანე? - ერთი მოძრაობით ზურგზე მოიგდო ბარბარე და კიბეებს აუყვა, გოგონა ფართხალებდა, ფეხებს და ხელებს ერთნაირად იქნევდა მაგრამ სულ ტყუილად. - ნიკოლაოს დამსვი ახლავე გესმის? ვის ველაპარაკები? - მოისვენე და ენერგია დაზოგე, ამაღამ ნამდვილად გამოგადგება. - ჩემი ნებით არ ჩაგიწვები საწოლში გესმის? - ზუსტად ამ დროს მამაკაცმა ლოგინზე დააგდო და გაფითრებული ბარბარე რომ დაინახა დასერიოზულდა. - შენ დაგავიწყდა რაზე შევთანხმდით? თუ ყოველ წამს უნდა გახსენო რა მოგივა თუ ჩემ ნებაზე არ მოიქცევი?! - ნიკოლაოს... - რომ დავბრუნდები გახდილი დამხვდი! - აბაზანისკენ წავიდა, მაგრამ ბარბარე უცებ ეცა მკლავში და მოატრიალა. - არასწორად მექცევი გესმის? ასე არ შემიძლია! - მე გექცევი არასწორად გოგო? მთელი ცხოვრებაა მიყვარხარ, შენზე იმენა ვოცნებობ, შენს გამო მე პირადად, ყველაფერი დავთმე ბარბარე, ყველაფერი, რომ შენს გვერდით დამეძინა და გამეღვიძა. შენ? რა გააკეთე შენ, გეკითხები? ისე წახვედი, არც დამემშვიდობე, ისე ჩამოხვედი, ერთი არ შემეხმიანე, არასდროს გაგხსენებივარ, ბავშვით ჩამობრძანდი გერმანიიდან, ეხლა თვალებში მიყურებ და ძაან ჩვეულებრივ მეუბნები რომ ჩემთვის არ გიღალტია და მე გექცევი კიდე არასწორად? - ხო! - აუ ჩემი რა უტუხი ხარ შენ პროსტა! იცი დღეს რა მოხდება? შენ ჩემი გახდები, რაც ადრე მივქარე იმას აღარ გავიმეორებ. ხვალ გათენდება და სახლში წაგიყვან, აი მერე კი რაც გინდა ის ქენი, მე მეორედ მაინც აღარ მომინდები! - ანუ ერთხელ დაწვები ჩემთან და გგონია მერე დამი.კი.დებ? - ირონიულად ჩაიცინა ბარბარემ. - ზუსტად. - პირიქით ნიკოლაოს, იცოდე მაგრად გამწარდები... - ხოდა მაშინ შენც გაიზიარებ ჩემს ბედს, პატარავ! გაიხადე, მე მალე გამოვალ. ფანჯარა გამოაღო ბარბარემ და სიგარეტს მოუკიდა, დიდრონი ფანტელები დროდადრო სახეზეც ეცემოდნენ და უმალ ქრებოდნენ. რა უნდა ექნა ახლა? სიმართლე ბოლომდე ეთქვა? ნიკოლაოსი მაინც არაფერს აღარ დაუჯერებდა, ამჯერად თავს აღარ გაასულელებინებდა, ადრე უნდა ეთქვა სიმართლე, ახლა მამაკაცს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და რომც დაეჯერებინა, ბარბარე დარწმუნებული იყო ეს ღამე უწინდელივით აღარ დასრულდებოდა. ფიქრებიდან კარის ხმამ გამოარკვია. ნიკოლაოსს წელს ქვევით პირსახოცი მოეხვია, სავარაუდოდ მთლიანად შიშველი იყო. ბარბარეს სუნთქვა ისე აუჩქარდა ეგონა ჰაერის ცვლილება მამაკაცმაც იგრძნო. თვალი ნელა ააყოლა მის განიერ, ოდნავ დანამულ მკერდს, ნიკოლაოსი მოღეუბლული, დაჟინებით უყურებდა. მეტს ვეღარ გაუძლო და ფანჯრისკენ შეტრიალდა. - დაკეტე დროზე და აქ მოდი! - ბარბარემ მორჩილად შეასრულა ბრძანება და ნიკოლაოს მიუახლოვდა, ძირს იყურებოდა, არაფერს იმჩნევდა, მაგრამ საშინლად ნერვიულობდა. - შებრუნდი! - გოგონა ნელა შებრუნდა, ზურგზე ნიკოლაოსის გახშირებული, ცხელი სუნთქვა იგრძნო და ჟრუანტელმა დაუარა. მამაკაცი ფრთხილად შეეხო კაბის ზმეიკას და გახსნასთან ერთად გოგონას ტუჩები ყურს უკან ნაზად შეახო. დაინახა, როგორ დააყარა კანზე ბუსუსებმა ბარბარეს და ესიამოვნა, შემდეგ კაბა მხრებიდან მოაშორა, ფეხებთან ხმაურით დაეცა და გოგონა შეკრთა. საცვლების ამარა იდგა, ინსტიქტურად ნიკოლაოსისკენ შებრუნდა. - არ გინდა... - რატომ? - წელზე ხელები მოხვია და სხეულზე აიკრო. - ნიკოლაოს... - ბარბარე აზრი არ აქვს, - ვნებამორეულმა დახედა მოშიშვლებულ მკერდს, აღელვებისგან სწრაფად რომ უმოძრავებდა, დაიხარა და ნაზად შეახო ტუჩები. გოგონას თითქოს მიწა გამოაცალეს ფეხებთანო, ერთიანად მოეშვა, თავზე ხელები მოკიდა და თითები თმაში ვნებიანად შეუცურა. - ეს დღეც დადგა! - ჩასჩურჩულა ყურში ნიკოლაოსმა და საწოლზე დააგდო თუ არა ზემოდან მოექცა. პირსახოცი გოგონას საცვლების გზას გაუყვა და სრულიად შიშველი ბარბარე მამაკაცმა თავის ძლიერ მკლავებში მოიქცია. - ჩემი ხარ ბარბარე კალანდაძე, ახლა ნამდვილად ჩემი ხარ! ბარბარემ ოთახს თვალი მოავლო, იატაკზე დაყრილ ტანსაცმელზე ოდნავ გაეღიმა. სახლში აშკარად სასიამოვნოდ თბილოდა, გარეთ კი ისევ გადაუღებლად ბარდნიდა. საწოლიდან ზეწარმოხვეული წამოდგა თუ არა ნიკოლაოსმა კარი გააღო და კარებში ჩადგა. - როგორ ხარ? - ჩვეულებრივ. - ზედ არ შეუხედავს მამაკაცისთვის ისე მივიდა ფანჯარასთან. - რა ლამაზია! - მაგ სილამაზემ ძალიან ჩაგვკეტა. - ანუ? - ისე ლაპარაკობდნენ თითქოს წინა ღამეს არაფერი მომხდარა. - ანუ ,,ჯიპით'' უნდა წამოვსულიყავი... - არაუშავს, ფეხით გავივლი ცოტას და მერე ტაქსით წავალ. - სად წახვალ? - დაიბნა ნიკოლაოსი, სულაც არ უნდოდა ბარბარეს სადმე გაშვება. - თბილისში. - არც გოგონას უნდოდა წასვლა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფერს იმჩნევდა. - ამ ამინდში ვერსად წახვალ, დავურეკავ ბიჭებს და ისინი მოგვაკითხავენ. ყავა გინდა? - ძალიან... - სამზარეულოშია და მეც მომიდუღე. - ეს თქვა და ბარბარეს რეაქციაზე რომ არ გაცინებოდა სასწრაფოდ შებრუნდა. - უზრდელი. - ტანსაცმელები მოხიკა და იქვე დააწყო, მერე გარდერობი გამოაღო. დიდხანს არჩია ნიკოლაოსის ტანსაცმელები, ყველა შავი იყო და ნერვები მოეშალა. ბოლოს თეთრ, ნაქსოვ მაისურს წააწყდა, თავის კოლგოტს ხელი წამოავლო და აბაზანაში შეიკეტა. მამაკაცმა რამდენჯერმე შეაკითხა, ან ახლა მორჩება, ან ახლაო. მერე საწოლთან მივიდა და გადასაფარებელი გადააძრო, შეწითლებული ზედაპირის ნახვამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა წუხელ არ მომჩვენებიაო და მძიმედ ჩამოჯდა. როგორ სცხვენოდა, საშინლად განიცდიდა თავის საქციელს, მაგრამ არ ნანობდა, ბარბარეს მიმართ იმხელა ნდობა გაუჩნდა სულიერად ძალიან დაისვენა. შემაწუხებელი მღრღნელი ეჭვებიც ერთმანეთის მიყოლებით გაუჩინარდა. ახლა ბარბარეს მეტი პრიორიტეტი ჰქონდა მასთან მიმართებაში, მან კი ქურდობა დააბრალა, ყველას წინაშე დაამცირა, ბავშვის საშუალებით დაემუქრა... რა მოლოდინი უნდა ჰქონოდა მისგან? პირველი ღამე, პირველი სიამოვნება ძალით წაართვა... თუმცა ნიკოლაოსი ძალიან ეგოისტი იყო და მაინც ბარბარეზე გაბრაზდა, ხომ შეეძლო სიმართლე წუხელ მაინც ეთქვა? მაგრამ არა, არ ენდო, უფრო მეტიც, რეალობა ისე დაანახა, რომ თავისი უმწიკვლობაც არად ჩააგდო, ყველაფერში დამნაშავედ ნიკოლაოსი გამოიყვანა, ყოველთვის ასეთი იყო, გაეცინა მამაკაცს და ნელი ნაბიჯებით კიბეს დაუყვა. თვითონ არასდროს არაფერს აღიარებდა, ყველაფერს სხვებს აბრალებდა და ისე იქცეოდა თითქოს ანგელოზი ყოფილიყო. ნიკოლაოსს უკვე მოთმინება დაეკარგა, წამით ისიც იფიქრა, რამე ხომ არ დაუშავა თავის თავს ჩემს გასამწარებლადო, ბარბარესგან ესეც არ იქნებოდა მოულოდნელი და გაგიჟებული აბაზანის კარს ეცა. - ჩამოიღო იქნებ! - მოისმა იქიდან. - რა გინდა? - ყავა! - მიდი და მოამზადე, ხელები არ გაქვს თუ არ გეკადრება? - რას აკეთებ ამდენ ხანს?! - ნუ გეშინია, - კარი გააღო ბარბარემ და თმის მშრალებით გამოვიდა, ნიკოლაოსის მაისური მუხლებამდე ჩამოსთრევდა. - თავს არ მოვიკლავ შენს გამო, ძაან მეზარება. - აბა ვის გამო მოიკლავ? - არავის გამო! - არც ემის? - ოჰ, დიდი ხანია ფაშისტს აღარ ეძახი? - გაზქურაზე მდგარ ჩაიდანს დასწვდა და ყურისწამღებლად დაიკივლა. - ფეთხილად გოგო, ცხელია! - სახელურზე მოვკიდე... - ცივი წყალი მოუშვა და ხელი შეუშვირა. - ინვალიდი ხარ რა, დაჯექი მე გავაკეთებ ყავას, შენ მაინც მომწამლავ. - აუ, რაა! ძაან მეწვის... - გაგივლის. ემიზე მომიყევი... - მოსაყოლი არაფერია. - ვისი შვილია? - ჩემი და მორჩა ამაზე ლაპარაკი, ვსიო! ჩემი ცხოვრება შენ აღარ გეხება, თვითონ არ თქვი, ერთხელ დაწვები ჩემთან და მერე რაც გინდა ის ქენიო? - მასეცაა, მარა სიმართლე მაინც უნდა მითხრა. ბარბარემ ყავა გამოართვა და ჯანმრთელი ხელით სიგარეტს მოუკიდა. ფანჯარაში გაიხედა, გაეღიმა. - გერმანიაში რომ ჩავედი, ერთ ძალიან კარგ ოჯახში დავიწყე მუშაობა, ცოლ-ქმარი იყვნენ, პატარა ბავშვით, მე ქალის დახმარება და ბავშვზე ზრუნვა მევალებოდა. შარლოტა მუდამ ექიმების დაკვირვების ქვეშ იყო, ხან საავადმყოფოში, ხან სახლში, გააჩნია დაავადება როგორ ვითარდებოდა. ლეიკემია ნელ-ნელა უღებდა ბოლოს, ემიზე საერთოდ ვეღარ ზრუნავდა, კრისი კი მუდამ მუშაობდა. ბავშვი მართლაც რომ შვილივით გავზარდე, სასწავლებლიდან რომ მოვდიოდი მთელ დროს მას ვუთმობდი, რომ იძინებდა ვსწავლობდი. მერე... მერე კრისი დაჭრეს, მის სიახლოვეს მყოფი ხალხი არასდროს მომწონდა, მაგრამ მსგავს საქმეებში თუ იყო გარეული ვერ წარმოვიდგენდი, შარლოტასთვის ეს პიკი იყო, სამუდამოდ გაჩუმდა, ემისაც აღარ იკარებდა, მამაკაცი კომაში ჩავარდა... მოკლედ, ერთ დღესაც მან საავადმყოფოში მისვლა მთხოვა. - როგორ ხართ? - სკამზე ჩამოვჯექი და ემი მუხლებზე დავისვი. - ცუდად ბაბი, ძალიან ცუდად... ჩემი დღეები დათვლილია, ვეღარ ვუძლებ ასეთ მდგომარეობას, ვეღარ... - დიდ ლურჯ თვალებზე ცრემლი მოადგა თუ არა ფანჯარაში გაიხედა, - როგორ თოვს... რა ლამაზია... მე კი აქ ვწევარ გამოკეტილი და... - ნუ ნერვიულობ, ექიმებმა თქვეს შეიძლება დაამარცხოს ლეიკემიაო, წინასწარ რატომ გლოვობ? თანაც ემის შეხედე უკვე რამხელაა, სადაცაა ისწავლის ლაპარაკს... - სწორად რომ ემიზე უნდა დაგელაპარაკო... დედა ავადმყოფი... მამა კრიმინალი... არ მემეტება ასეთი მომავლისთვის ბაბი... - სანამ გაიზრდება... - არა ბარბარე არა, ნუ მამშვიდებ... სათხოვარი მაქვს შენთან და... არც კი ვიცი როგორ გითხრა... უბრალოდ შენ ერთადერთი ხარ ვინც ემის ასე ახლოს ჰყავს, მამა დაკარგა, დედას კარგავს და შენ... არ მინდა შენც დაგკარგოს... ვდუმდი... გულის სიღრმეში ვიცოდი რაც უნდა ეთქვა, სიკვდილის პირას მისული დედის სათხოვარი... - არ გაწირო ჩემი შვილი ბარბარე, გევედრები... არ დამიტოვო უპატრონოდ ჩემი ემი... - ქალმა ვეღარ გაუძლო, გოგონასკენ ხელები გამოიშვირა და გულზე მიიკრო. არასდროს დამავიწყდება მისი ტირილი. არა ეს უფრო გლოვა იყო, საკუთარი სიკვდილის, უმწეობის, დროში გაჩერებული ქმრის და საყვარელი ქალიშვილის ბედისწერის. თავი მის ადგილას წარმოვიდგინე და მეც ამეტირა... - წავიყვან... - ვთქვი ბოლოს. ჩემთან წავიყვან საქართველოში, ისე გავზრდი, როგორც დედა... იმედია არ იწყენ, ემი თუ დედას დამიძახებს... - ბარბარე, ბაბი... შენი ცხოვრება... შენი სწავლა... - ჩემ ცხოვრებას უსაშველო არაფერი სჭირს... ყველაფერს მოევლება... - მაშინ წადი, ხვალვე წადი... ნუღარ გაჩერდები ამ დამპალ ქვეყანაში... და წაიყვანე ჩემი შვილი... ღმერთო, როგორ მიჭირს... - უფრო მაგრად მიიკრო ემი და მაღალ ხმაზე აქვითინდა. - როგორ გავძლო უშენოდ დედი... შენი პატარა, ლამაზი თითების გარეშე, როგორ დავიძინო დედი... - შარლოტა, თუ გინდა დაველოდები სანამ... - სანამ მოვკვდები? - გაიღიმა ქალმა, როცა მიხვდა სიტყვები ვერ ვიპოვე. - არა, არა... წადით. საქართველოში წადით შენ და შენი შვილი... - უკანასკნელად ჩაიკრა გულში პატარა გოგონა, მთელი სახე დაუკოცნა, შემდეგ თითები და სწრაფად მომაწოდა. - გარეთ ადვოკატია, ყველაფერს ის მოაგვარებს... წადით! - მას მერე შარლოტასგან არაფერი მსმენია, მე ოფიციალურად ემის მეურვე ვარ, მისთვის კი დედა, რატომღაც არასდროს არაფერი უკითხავს მამაზე და მეც, რა თქმა უნდა, თავს ვარიდებ ამ თემას... თუმცა... მეშინია, რომ ოდესღაც მკითხავს, მე სიტყვებს ვერ ვიპოვი, გავჩუმდები და ეს უფრო გულს ატკენს მას... არ ვიცი ნიკოლაოს, არ ვიცი... ემიმ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა... ის პატარა ანგელოზია, უცოდველი, საყვარელი არსება, ვერ გავიმეტებდი იქ დასარჩენად... ცხოვრებაში მხოლოდ ერთ რამეს ვერ ვპატიობ საკუთარ თავს... და მაგის გამო ხშირად ვიტანჯები... მეორე შეცდომა უკვე ნამეტანია... - პირველი რა იყო? - იცოდა ნიკოლაოსმა პასუხი და იმ დროს ძალიან მოუნდა ბარბარეს ჩახუტებოდა. - შენი გაცნობა! - გაიცინა გოგონამ. - და კიდევ? - შენი საქმე არაა! დაურეკე ვინმეს? წასვლა მინდა... - მართლა გინდა? - კი მინდა, მე ჩემი სვლა გავაკეთე ნიკოლაოს, ახლა შენი ჯერია! - გინდა რომ წახვიდე და აღარასდროს მნახო? - რა თქმა უნდა! - ტყუი ბაბი... უშნოდ ტყუი... მაგრამ იყოს ასე, წადი... გაგიშვებ... მაგრად არ მინდა იცოდე, მაგრამ მაინც გაგიშვებ... ბარბარეს თითქოს რაღაც ჩასწყდა გულშიო, არ უნდოდა წასვლა, არ უნდოდა, რომ ნიკოლაოსს გაეშვა, ნეტავ ისევ დაეძალებინა მასთან დარჩენა, გაეგრძელებინა მუქარა, რომელსაც არასდროს შეასრულებდა, უნდოდა ბაბის ნიკოლაოსთან... ის ისევ უშვებდა, ბარბარე კი ისევ უნდა წასულიყო... რა იქნებოდა მერე? ისევ დაატრიალებდა მათი ბედი ,,რულეტკას?" იქნებ ვეღარც შეხვედროდნენ ერთმანეთს... არც ნიკოლაოსს მიეკითხა სახლთან... მაგრამ გოგონამ სიამაყეს ვერ გადააბიჯა, ფეხზე ჩაიცვა და მანქანის დასახვედრად ეზოში გავიდა. თბილისში ყველაფერი ძველებურად დახვდა, ემიმ არ მოინდომა სახლში წასვლა და ბებიასთან დარჩა, ახალი წელი ახლოვდებოდა, ბარბარეს კი საერთოდ არ ჰქონდა განწყობა, მისი ფიქრები ფარნავასავით დასტრიალებდა ნიკოლაოსს, ყველგან მას ეძებდა, მარკეტში, ქუჩაში, უკვე სახლშიც... გული შეეკუმშა, როცა კორპუსთან მისი მანქანა დაინახა. მერე იფიქრა გავრეკე და მეჩვენებაო, მაგრამ ნიკოლაოსი დინჯად, სიგარეტის წევით გადმოვიდა მანქანიდან და კარს მიეყუდა. - როგორ ხარ? - კარგად, ვემზადები. - პარკებზე ანიშნა გოგონამ და მანაც სასწრაფოდ გამოართვა ყველაფერი. - სად ხვდები? - სახლში. - რატო სახლში? - არ ვიცი... - ისე იყო ნიკოლაოსის დანახვით გახარებული და დაბნეული, პასუხებს უაზროდ სცემდა. - რა არ იცი ტო... ათასი ადგილია, ყოველ დღე სახლში არ ხარ? - რატომ მოხვედი? - არ გაგიხარდა? - ცალი თვალი ოდნავ მოჭუტა ნიკოლაოსმა. - იმიტომ მოხვედი რომ გამხარებოდა? - იმიტომ მოვედი, რომ მეთქვა, რესტორანს ჭირდები, სრული დომხალია... - მერე დაუძახე ვიქტორიას... - მისი საქმე კლუბია, შენი რესტორანი. - ანუ გჭირდები... - გვჭირდები. - არ ვიცი... - უკვე სახლში შესულმა გასაღები მაგიდაზე მიაგდო და ჩამოჯდა. - პასუხი მჭირდება, ახლავე! - მბრძანებლობას მოეშვი, თუ გინდა რომ დავფიქრდე მაინც! - ნიკოლაოსს გაეღიმა, იცოდა გოგონას ზუსტად ამის გამო რომ უყვარდა და იზიდავდა, მაგრამ არაფრით აღიარებდა. ზოგადად ბარბარე ძლიერი იყო, ამიტომ ვერასდოს იტანდა ჩვეულებრივ კაცებს, პირიქით ნიკოლაოსის გავლენა, სიფიცხე, ძალაუფლების მოყვარულობა ძალიან მოსწონდა. სიყვარულით დამდნარი მამაკაცები საშინლად აღიზიანებდა. იცოდა ნიკოლაოსმა ბარბარეს ხასიათი და შესაბამისად იქცეოდა. - ხო თუ არა? - გითხარი მოვიფიქრებ-თქო. - ნუ ღელავ, ყველამ იცის რომ უსამართლოდ განთავისუფლდი. - ხო? ისიც იციან რატომ? - არა. - დავიჯერო არავისთვის მოგიყოლია, როგორ დაგნებდი? - ბარბარე გეყოს, გელოდები ხვალ! - წყნარად გატრიალდა და კარი ხმაურით მიკეტა. - გელოდები ხვალ! - გამოაჯავრა ბოხი ხმით. -კარგად დამელოდე... იმიტომ რომ არ მოვალ... მარკეტიდან ამოტანილი სურსათი შეინახა, სახლი მოაწესრიგა და ტელევიზორის წინ ყავით ხელში მოკალათდა. ნიკოლაოსი დილაადრიან ეწვია რესტორანს, ბარბარეს კბინეტი მოაწესრიგებინა და მის მორთვაში თავად მიიღო მონაწილეობა, შემდეგ საღამოსთვის მაგიდის მენიუ აარჩია, მუსიკოსები წინასწარ გააფრთხილა, ბაბის რომ მიიწვევდა მაგიდასთან რა მელოდია უნდა დაეკრათ. ხოლო როცა ფეხზე წამოდგებოდა და ბეჭედს ამოიღებდა, ახალგაზრდა ნიტას უნდა ემღერა ,,სახლი, ლურჯი ფანჯრებით" ყველაფერი წინასწარ გათვალა, მხოლოდ ბარბარეს ცვალებადი ხასიათი ვერ გაითვალისწინა. რვა საათისთვის, როცა რესტორანში დაბრუნდა, მთელ სტაფს კრიჭა ჰქონდა შეკრული. - მთელი დღეა ვურეკავ... - ამოიკნავლა საცოდავად ბოლოს ელენემ. - მისმა მშობლებმაც არაფერი იციან, ბავშვი მათთან ყავს დატოვებული, ბარბარეს დაქალებს კი მე კარგად არ ვიცნობ... - გასაგებია... თავისუფალი ხარ... ელენე ნელი ნავიჯებით გავიდა კაბინეტიდან. - ესეიგი ასე არა? - კედელზე გაკრულ ,,welcome-ს'' მიუახლოვდა და ერთი ხელის მოქნევით ჩამოწყვიტა. - მე შენ გაჩვენებ ბარბარე კალანდაძე! - ტრლეფონი მოიმარჯვა და კარის ჯახუნით გარეთ გავარდა. რას აკეთებდა მთელი დღე ბარბარე? ჯერ სახლში დალია დაქალებთან ერთად, ამას ნიკოლაოსი სახლში გაშლილი სუფრით და ,,ტეკილის" დაცლილი ბოთლების რაოდენობით მიხვდა, მერე კარგად გამოიპრანჭა და ბარში გააგრძელა გართობა, მუსიკას არხეინად ყვებოდა ,,მოხიტოს" წრუპავდა, მერე ემი გაახსენდა, მოენატრა და ტელეფონმომარჯვებული გასასვლელისკენ წავიდა. ღიმილი სახეზე მიეყინა კარში ჩამდგარი ნიკოლაოსის დანახვაზე, მამაკაცი ცალი გვერდით მიყუდებულიყო კარზე და სიგარეტს უკიდებდა. ბარბარემ ძალიან ეცადა არ შეემჩნია და როგორც კი ჩავლა დააპირა ნიკოლაოსმა მკლავში გამოსდო ხელი და რესკი მოტრიალებით სხეულზე აიკრო. - გელოდებოდი, იცი? - ვიცი. - ნამთვრალევმა ცალყბად გაიცინა და მამაკაცს ახედა. - დიდი ხანი გალოდინე? მოსვლას ვაპირებდი... - ხო არა? - არა. - ახლა უკვე გემრიელად გაიცინა. - რამე გამოვტოვე? - ძალიან ბევრი! - კარგი რა ნიკოლაოს, - ხელი უდარდელად აუქნია და მისი მკლავებიდან თავი დაიხსნა. - ყელში ამოვიდა რესტორანი თავისი ყოყლოჩინა სტუმრებით, სახეზე მუდამ უნიჭო ღიმილი მაქვს აკრული რომ მათ ვასიამოვნო, უკვე ნაოჭები გამიჩნდა ლოყებზე, ხედავ? - და ამის გამო არ მოხვედი? - ჰაერზე გასულ ბარბარეს გაყვა, მან ხელები მაღლა ასწია, სიცივე ესიამოვნა და შუბლი მიუშვირა, მერე გემრიელად გაიჭიმა და მამაკაცს მოუბრუნდა. - მე ჩემი ცხოვრება მაქვს ნიკოლაოს, შენ შენი. დროდადრო ჩვენი ბედისწერა გვაკავშირებს ერთმანეთს, მაგრამ არ ვიცი ეს სადამდე გაგრძელდება... მე... მე მთვრალი ვარ, - სიგარეტი ამოიღო და ასანთი ქარისგან ხელის მოფარებით დაიცვა. - ამიტომ რასაც ახლა გეტყვი, აღარასდროს გავიმეორებ... მზად ხარ? - გაეცინა ნიკოლაოსის დაბნეულ გამომეტყველებაზე. - კი. - ნამდვილად? - ისევ იცინოდა და მამაკაცს უახლოვდებოდა. - თქვი თუ ამბობ! - მე... - მხრებზე ხელი ნაზად დაადო და თითისწვერებზე აწევით ტუჩები ყურთან მიუტანა. - მე ის არ ვარ, ვინც შენ გგონია... მე... როგორ გითხრა... მე მამაკაცები არ მიზიდავს... - ნიკოლაოსმა უკან დაიხია და ბარბარე ამრეზით აათვალიერა. - რეებს როშავ? - რა მოხდა, აბა რა გგონია, ოცდაშვიდი წელი ვიჯექი და ველოდებოდი ბედის რაში ჩემთან როდის მოგაფრენდა? - ბარბარე... შენ... ანუ შენ... აქამდე რატომ არ მითხარი? - არ ვიცი... მერიდებოდა... - რა გერიდებოდა გოგო? აუ შენი... მითხარი რომ ხუმრობ! - ვხუმრობ! - მართლა? - ვინ იცის! - გადაიხარხარა ბოლოს და სიგარეტი ურნაში მოისროლა. - პროსტა უნდა გენახა შენი სახე, - გიჟივით იცინოდა და ცრემლებს იწმენდდა, - ნეტავ რატომ არ გადავიღე რა შტერი ვარ! აქ კამერები არ აქვთ? - სულს ვერ ითქვავდა და ირგვლივ იყურებოდა. - ხვალ მოვალ და ვთხოვ ეს მომენტი ამომიჭრან... - წამოეთრიე! - გამწარებულმა ნიკოლაოსმა მეტი ვეღარ მოითმინა და ბარბარე მანქანისკენ წაიყვანა. - ნელა, მეტკინა! - დაიმანჭა სასწაულად. - ნიკ მტკივა-თქო! - ჩაჯექი! - თითქმის ძალით დააგდო მანქანის სავარძელზე და კარი მიუჯახუნა. - ღადაობის ხასიათზე ხარ არა? ვნახოთ, ვნახოთ! - სად მიგყავარ? - ჩემთან, სახლში. - არ მინდა შენთან! - შენ აღარავინ გეკითხება. - აქამდე ხომ მეკითხებოდი ყველაფერს. - თვალები გადაატრიალა ბარბარემ. ბევრი არ უვლიათ, მანქანა დიდ ჭიშკართან გაჩერდა, დაცვამ კარი გააღო, ეზო ვრცელი და საოცრად დახვეწილი აღმოჩნდა, ერთი მაღალ შადრევანს ორი პატარა მოყვა და შემდეგ წინ ორსართულიანი, თუმცა არაბუნებრივად დიდი და შავი სახლის ხედი გადაეშალა ბარბარეს. - სხვა ფერი არც წარმომედგინა. - გაიცინა მაქსიმალური ირონიით და შიგნით შევიდა. - რატომღაც ,,მზეთუნახავი და ურჩხული" მახსენდება. ეს რანაირი სახლია? - შენი აჭრელებული ოთახები ჯობია? - რა თქმა უნდა, ჯობია! აქ რომ ემი მოვიყვანო ბავშვი ფსიქოლოგიურად შეირყევა! - ეს თქვა და ენაზე ისე იკბინა პირში სისხლის მომლაშო, მომწკლარტო გემო იგრძნო. ნიკოლაოსს ჩაეღიმა. - გირჩევნია მალე შეეგუო, მალე მოგიწევს აქ სამიდამოდ გადმობარგება. - კაი? - მართლა, მართლა. შენგან განსხვავებით მე ასეთ თემებზე არ ვხუმრობ! - საყვარლობას მთავაზობ? - არა, პირდაპირ გეუბნები რომ ძალიან მომბეზრდა შენი დევნა, ჩვენი ბოლო მაინც ესაა, ამიტომ მორჩა, დღეიდან ჩემი ცოლი ხარ! სხვანაირად, უფრო ლამაზად მინდოდა მომხდარიყო ეს ყველაფერი მაგრამ შენ მეტის ღირსი არ ხარ! - ვინ ვარ? - ჩემი ცოლი-თქო! - მართლა? რატომღაც აქ ბეჭედს ვერ ვხედავ, - არა თითი სახესთან მიუტანა მამაკაცს. - და არც შენ ხარ ცალ მუხლზე დაჩოქილი! - აი ბეჭედი, - ნიკოლაოსმა ღიმილით გახსნა კოლოფი და გოგონას გამზადებულ თითზე ჩამოაცვა. - დაჩოქებაზე ბოდიში! ბარბარე დიდ ხანს იდგა გაოცებული, ნიკოლაოსს მიშტერებოდა, რომელიც მომღიმარი იდგა მის წინ და უკვე ცოლის რეაქციას სწავლობდა. - შენ გიჟი ხარ? - მეტნაკლებად. - არა ძაან გიჟი ხარ და გინდა მეც გამაგიჟო... - ახლა არა თითს დააშტერდა. - ნიკოლაოს ანუ? - ანუ საჭმელი არ გვაქვს და გააკეთე. - რა საჭმელი, რა ცოლი! - მოვიდა უცებ აზრზე და კოპები შეკრა. - მერე ემი? - ოო, ემი... - დივანზე დაჯდა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო. - იცი, მზად ვარ შენს გამო გერიც კი მყავდეს... რანაირი ბავშვია ისე... გერიც კი არ გამოდის... არც შენია, არც ჩემი, ქართველიც კი არ არის.. - გიკრძალავ ამ თემის ღადაობით განხილვას! - დაიწყო უკვე აკრძალვები, მგონი სასიკვდილო შეცდომა დავუშვი... - ნამდვილად. ჩამოიღე ფეხები მაგიდიდან! - საჭმელს თუ გააკეთებ, ბაზარი არაა. - ნიკოლაოს ნუ ხარ უზრდელი. თანაც ამხელა რესტორანი გაქვს წადი და იქ ჭამე. - რესტორანზე გამახსენდა, მოდი რა დაჯექი რას გახევდი მანდ, - ხელით დივანზე ანიშნა და ბარბარეც მონუსხული წავიდა მისკენ. - ჩემებს დავურეკავ, სავარაუდოდ ამ დღეებში ჩამოვლენ, აი შენებთან კი ხვალ წავიდეთ, მერე დღე დავთქვათ, ჯვეისწერაზე მე შევუთანხმდები ჩემ მამაოს. - ნუთუ მამაოც გყავს? - მოიშორე ახლა ეგ ირონია, დროა შენც გყავდეს, დარწმუნებული ვარ ნაზიარებიც არ ხარ! - ჩემი აზრი მამაოებზე ზედმეტად რადიკალურია, ამიტომ, ვერაფერს დაგპირდები. - ვხვდები, მაგრამ ეს სუფთა მამაოა. - ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა. - მოდი რა ჩემთან... - მაცადე... ვფიქრობ... - მიუხედვად უამრავი ჟრუანტელისა ხელით მოიშორა ბარბარემ და ფეხები ნიკოლაოსის მუხლებზე დააწყო. - რას ფიქრობ? - როგორი კაბა მომიხდებოდა... - კარგი რაა... - სიტყვა ბარბარეს აწკრიალებულმა ტელეფონმა გააწყვეტინა და საათს გახედა. - ვინაა ამ დროს? - არ ვიცი, ნომერი არ მეცნობა... გისმენთ! - გამარჯობა ბაბი, - გერმანული მისალმების გაგონებაზე გოგონა ინსტიქტურად წამოდგა. - შარლოტა ვარ, როგორ ხარ? - შარლოტა? - ბარბარემ ნომერს დახედა, საქართველოს კოდი რომ დაინახა მთლად გაოცდა, - შარლოტა... შენ... - ხო, მე დავამარცხე ლეიკემია! მთელი ღამე ფიქრობდა გოგონა, არც ნიკოლაოსს მოუხუჭია თვალი. მთელი გეგმები შეიცვალა, უფრო სწორად გაქრა, მომავალი გაურკვევლობამ მოიცვა, რას იზავდა ბარბარე შარლოტას რომ ემის დაბრუნება მოეთხოვა? ყველაფერზე უფიქრია, მაგრამ ამას ვერასდროს წარმოიდგენდა. მერე თავის თავზე გაებრაზა ერთხელ რომ არ გადაამოწმა ქალის ამბავი, თუმცა ბოლო დღეებში ისე იყო, რომ წარმოუდგენლად, გარდაუვლად მოეჩვენა მისი სიკვდილი. - ნიკოლაოს... გღვიძავს? - თითქმის. - რანაირი პასუხები გაქვს. - მისკენ გადაბრუნდა და შიშველ მკედრდზე მოკალათდა. - ვერ ვიძინებ, ყველაფერზე ვფიქრობ და თან ვერაფერზე... - როგორი ქალია? - შარლოტა? - ხო. - რა ვიცი... მე რაც გავიცანი სულ ცუდად იყო, სიკვდილთან მებრძოლი ადამიანი კი ყოველთვის განსხვავდება არხეინად მცხოვრებისგან. არ ვიცი როგორი იყო მანამდე ან რანაირი იქნება ახლა. - ემის დათმობ? - ემი ჩემი შვილია ნიკოლაოს, ჩემი! მერე რა, რომ მე არ გამიჩენია, მე გავზარდე, მე ვასწავლე პირველი სიტყვა, ლაპარაკი, სიარული, ცხოვრება! შენ წარმოდგენაც არ გაქვს რამხელა შრომა, ენერგია და ყურადღება ჩავდე მის საზოგადოებასთან შერწყმაში. ჩაკეტილი, რაღაცნაირი ულქპქრქკო ბავშვი იყო, ახლა? ის ნებისმიერ საკითხზე ისე ლაპარაკობს როგორც ზედასრული. ეს ყველაფერი მე გავაკეთე ნიკ... მე... - მაგას არ აქვს მნიშვნელობა, რას გრძნობ შენ? - მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი მომავალი შვილი ემიზე მეტად ვერ მეყვარება! - ჩვენი. - ღიმილი მოერია ნიკოლაოსს და უსიამოვნო თემის გასაფანტად გოგონას ზემოდან მოექცა. - მოდი აბა ვნახოთ როგორი გამოგვივა! - ნიკ ახლა... - ზუსტად რომ ახლა! - და ბარბარეს ნაზ კანს ყელიდან ქვემოთ დაუყვა... რესტორანში შუა დღეს მისულ ბარბარეს ყველა განცვიფრებული შეეგება. კაბინეტში არც შესულა, მიმტანი მოიხმო და მისალმების შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავიდა. - მენიუ მინდა ორ კაცზე და ნიკოლაოსის მაგიდა. - ბატონმა ნიკოლაოსმა... - კი იცის, - არ დაასრულებინა ბარბარემ და დარბაზის სიღრმისკენ წავიდა. - სასურვია ეს მაგიდები არავინ აიღოს, ხომ გესმის რაზეც მიგანიშნებ? - ანუ? - ანუ ლიკა ჩემთან მდებარე მაგიდები მინდა თავისუფალი იყოს, რომ ცნობისმოყვარე ყურები არ დამტრიალებდნენ გარს. მიხვდი ახლა? - დიახ! - ახლა თავისუფალი ხარ... ყავა, წვენი და რამოდენიმე სალათი... სავარაუდოდ ვერცერთი ვერ შევჭამთ... - ჩაილაპარაკა ბოლოს თავისთვის და სავარძელზე მძიმედ ჩამოჯდა. - დრო? - ახლა, უკვე სადაცაა მოვა! - გასაგებია. ლიკა სწრაფად გატრიალდა, ბარბარემ როგორც ყოველთვის სიგარეტი მოიძია, თუმცა მოკიდება აღარ დასცალდა. დარბაზის შემოსასვლელში შარლოტა დალანდა, ფეხზე წამოდგა და მისკენ წავიდა. ქალი მთლად შეცვლილიყო. ქერა თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, დიდ ცისფერ თვალებს ხალხს ავლებდა, აშკარად ბარბარეს ეძებდა. მის თვალებში ახლა მეტი ემოცია იკითხებოდა, ვიდრე უწინ, როცა საწოლს იყო მიჯაჭვული და უთმო თავის დამალვას თავშლით ცდილობდა. ასეთი ლამაზი პირველად ნახა ბაბიმ, ახლა ნამდვილად გავდა მას ემი, არა ძალიან გავდა. თითქოს გული დასწყდა ამაზე, თუმცა ფიქრი აღარ დასცალდა. - ბაბი! - აღმოხდა ქალს სიხარულით და თითქმის გამოიქცა გოგონასკენ. - შარლოტა, როგორ ხარ? - კარგად, უკვე კარგად. - ჩახუტების შემდეგ ქალმა ბარბარეს უკან გაიხედა. - ემი არ მომიყვანია... - მიუხვდა ბაბი. - ხო, მესმის... - ჩაილაპარაკა ნაღიანად. - აქეთ, - გაუძღვა ბარბარე მაგიდისკენ. - მინდოდა ჯერ ჩვენ გველაპარაკა. - ხო, რა თქმა უნდა. კრისიც მაგიტომ არ წამოვიდა. - კრისი? ის... - ხო, ისიც კარგადა. აქ არის... გადავწყვიტეთ ისევ გვეცადა... სიგარეტი გაქვს? - კი... როგორც ყოველთვის. - უნიჭოდ გაიღიმა ბარბარემ და კოლოფი გაუწოდა. - ფილტვებს ასუსტებს რომ იცოდე... - არა, არ ვეწევი უბრალოდ... მიყვარს ხელში რომ მაქვს ხომ გესმის... - გაიცინა მანაც. - მაშინ სუვენირს გიყიდი სიგარეტის სახით. - არა, არა. ნამდვილი მირჩევნია, თვალი არ ტყუვდება ხომ იცი... სინამდვილეში ეს საკითხი არცერთს არ აღელვებდა, მათი გონება მთლიანად ემის მოეცვა. რამდენიმე წამიანი დუმილი ისევ ქალმა დაარღვია. - როგორაა ემი? - კარგად, რამდენიმე დღეა ბებია-ბაბუის სტუმარია. მეზობელი ყავს იქ ერთი გოგო, ნინია. მასთან ძალიან ერთობა, თამაშობს... - შენ? - რა მე? - როგორ არის შენი ამბები, გათხოვილხარ... - თითზე დახედა ქალმა. - ემი მამას ეძახის? - არა, არა... ისინი თითქმის არ იცნობენ ერთმანეთს. - ეგ როგორ? - მე ახლახანს დავინიშნე... უფროსწორად გუშინ... - და იმის მაგივრად რომ ქორწილზე იფიქრო, ემიზე ფიქრობ არა? - გაიღიმა ქალმა სევდიანად. - მე გირევ ყოველთვის ცხოვრებას... არადა, ამ დროს ვინ ვარ შენთვის... - შენ მე ყველაზე ძვირფასი რამ მაჩუქე შარლოტა... ემი ნამდვილი განძია ჩემთვის. - ვიცი... ჩემთვისაც... - თუმცა არ იცი, როგორ მთხოვო მისი უკან დაბრუნება, არა? - ამდენი შემოვლა ვეღარ აიტანა ბარბარემ, მიუხედვად ასეთი მტკივნეული ლაპარაკისა. - ბაბი... - არ ვიცი შარლოტა, არ ვიცი... ტვინი მთლად არეული მაქვს... საშინლად ძნელია გესმის? მე ის მიყვარს... ის... ის ჩემი შვილია შარლოტა, შენ თავად თქვი გახსოვს? ,,წაიყვანე შენი შვილი და წადი!" ახლა კი შენს თვალებში ვხედავ რაც გინდა რომ მითხრა... - ვიცი... უფლება არ მაქვს... მაგრამ მე ხომ არ ვარ დამნაშვე... - თვალები ერთიანად აუწყლიანდა ქალს და თავი დახარა. - მე? მე რაღაში ვარ დამნაშავე? - არაფერში... არაფერში... პირიქით ბაბი... შენი მადლოერი ვარ, ვერც წარმოიდგენ ისეთი მადლიერი... მაპატიე... არ უნდა მოვსულიყავი... მაგრამ.... ვერ შევძელი გესმის? ემი... ემი მიტრიალებს თავში ყოველ წამს... ძალიან მინდა მისი ნახვა მაინც... - ეს ძალიან მძიმე იქნება... - ვიცი, მაგრამ მზად ვარ... არაფერს ვეტყვი, გპირდები, ოღონდ მანახე ემი ბაბი... - არ ვიცი... დაგირეკავ... - წამოდგა ბარბარე და აქვითინებული ქალი მაგიდასთან დატოვა. ახალი წლის მოლოდინი თითქმის ყველასთვის უჩვეულოა, სამწუხაროდ ეს პროცესი არ უკავშირდება წარსულის ძველ წელთან ერთად გაცილებას და მომავლის რადიკალურ შეცვლას. ყველა ადამიანს უკან სდევს საკუთარი ისტორია, მასში დაშვებული შეცდომების ჩათვლით და ვერავინ ახერხებს მათ ჩამოცილებას. სწორად ამიტომ, ოცდათერთმეტ დეკემბერს, ბარბარე უბრალოდ იჯდა სავარძელში და საათს მიშტერებოდა, რომელიც უკვე რვას უჩვენებდა, ნიკოლაოსი სამზარეულოში ვისკისთვის ყინულებს ეძებდა, ემი კი პატარა, ჟურნალის მაგიდასთან პუფზე მუხლებით იდგა და გუგულს აფერადებდა. - ნისკარტი რა ფერი? - რა ვიცი ემი... ყვითელი ალბათ... - ყვითელი... - ჩაილაპარაკა მისთვის და ფანქარს ძებნა დაუწყო. - ყვითელი ჩემი საყვარელი ფერია... ნიკოლაოს, შენ რომელი მოგწონს ყველაზე უფრო? - შავი. - ასეც ვიფიქრე... - ვითომ რატომ იფიქრე? - ბარბარეს მიუჯდა ჭიქით ხელში და მეორე გაუწოდა. - შავები გაცვია და იმიტომ. წინაზეც შავი გეცვა და ალბათ მომავალშიც ასე გეცმევა... - შენსავით ცისარტყელას გინდა დავემსგავსო? - და რა, ცისარტყელა უშნოა? - ლამაზია მაგრამ... - ნიკოლაოსმა პასუხი ვერ მოიფიქრა და თემა შეცვალა. - რას ხატავ? - კი არ ვხატავ, ვაფერადებ. გუგულია, დედა, ხომ გუგულია? - ხო, ალბათ... - ბარბრე კვლავ ფიქრებში იყო წასული და პასუხებს უანგარიშოდ სცემდა. - რა ალბათ, დედა რა გჭირს ეს დღეები? - ხო გუგულია ემი ხომ გითხარი წეღან? - გუგული საინტერესო ფრინველია ემი, - ჩაიღიმა ნიკოლაოსმა. - კვერცხებს სხვის ბუდეში დებს, თვითონ კი მიდის და ტოვებს. - მერე? - რა მერე? - მერე რა ხდება, ვინ ზრდის ბრტყებს? - ის ფრინველი, რომლის ბუდეშიც კვერცხს დადებს. - ბარბარეს გადახედა კაცმა, მან კი ისე შეუბღვირა სასწრაფოდ აარიდა მზერა. - რას ამბობ... - დანაღვლიანდა გოგონა, - ასე როგორ ტოვებს... - აქვს ალბათ მიზეზი. - ბარბარე მძიმედ წამოდგა. - სხვანაირად, ვერცერთი დედა ვერ შეძლებს სხვას მიაბაროს მისი შვილი. - ფანჯარა ნელა გამოაღო და სიგარეტს გაუკიდა. - შენ რას იტყვი დე? - რაზე? - ახლა რომ სხვა ვინმე გამოჩნდეს და გითხრას, ჩემი შვილი ხარ, ჩემთან წამოდიო? - მე შენთან დავრჩები... - ეგ ვიცი, მაგრამ... - ბარბარე სიტყვებს ვერ პოულობდა. სიგარეტი მოისროლა, ფანჯარა დაკეტა და ემისთან მისულმა მის გვერდით მოიკალათა. - წარმოიდგინე, რომ ის ძალიან ცუდად იყო, სიკვდილის პირას... ანუ დღედღეზე აღარ იქნებოდა გესმის? ხოდა დედის გარეშე რომ არ დარჩენილიყავი, უპატრონოდ, ადგა და შენი თავი მე მომცა გასაზრდად... - დედა რას ამბობ? - წარმოიდგინე გთხოვ ერთ წამს... - ვერ წარმოვიდგინე... - ბარბარე, ის ჯერ ხუთი წლისაა, რეებს თხოვ? - ჩაერია ნიკოლაოსი. - ხო მაგრამ... ასე არ გამოვა, მან უნდა გაიაზროს... - დედა შენ არ ხარ ჩემი დედა? - ვარ! რა თქმა უნდა, ვარ! უბრალოდ... ემი ეს ძალიან ძნელი ასახსნელია... ხომ იცი ბავშვები როგორც ჩნდებიან... ანუ მუცელში რომ ყავთ დედებს? - ხო... როგორც ელზას. - ელზა ვინაა? - ნინიას დედა, მას ბავშვი ყავს მუცელში... მერე გაუჭრიან მუცელს და ამოიყვანენ... - და ის ელზას შვილი იქნება ხო? - ხო... - ხოდა... შენ ჩემს მუცელში არასდროს ყოფილხარ ემი... - ძლივს წარმოთქვა ეს სიტყვები ბარბარემ და გოგონას შეხედა. - აბა საიდან გავჩნდი? - შენ... შენ სხვა ქალის მუცელში იყავი, მან გაგაჩინა... - მერე? - ემიმ თავი დახარა, აშკარად ძალიან ცდილობდა, რომ ყველაფერი გაეაზრებინა. - მერე... მერე შენი ლამაზი დედიკო ავად გახდა... ის... მას ძალიან ცუდი დაავადება დაემართა ემი... ამიტომ... - ჩემი თავი შენ მოგცა... - აღარ დაასრულებინა გოგონამ ბარბარეს და აწყლიანებული თვალებით დედას შეხედა. - არა ასე მარტივად არა ემი... მას ძალიან გაუჭირდა... ის სიკვდილს ებრძოდა... - მერე... რატომ ვერ მოერია ჩემს გამო? - მოერია ემი, მოერია დედა... ყველაფერს გაუძლო შენს გამო დე... - ანუ ცოცხალია? - ხო, ცოცხალია... - სად არის? - ემი ტიროდა, როგორ სტკიოდა ბარბარეს თითოეული მისი ცრემლი, მეტს ვეღარ გაუძლო და გულში ჩაიკრა, ძალიან ძლიერად უჭერდა ხელებს და პატარასთან ერთად ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა. - აქ არის, საქართველოში, ის სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ გამოჯანმრთელდა და ჩამოვიდა... - უნდა წამიყვანოს? - ემი უკან გაიწია და გაფართოვებული თვალებით ბარბარეს შეხედა. - შენ არავინ არაფერს დაგაძალებს დედი, შენ როგორც გინდა, ყველაფერი ისე იქნება გესმის? - მესმის... - მას უბრალოდ ძალიან უნდა შენი ნახვა და... თუ შენც გინდა, ის მზადაა ახლავე მოვიდეს შენ მამიკოსთან ერთად... - მამაც მყავს? - ხო ემი, გყავს, მას კრისი ქვია, დედას კი შარლოტა... - მამა სად იყო მაშინ? - ისიც ცუდად იყო ემი, უგონოდ იწვა... - ძალიან რთულია... - ვიცი... შენი პატარა ტვინისთვის ამდენი ახალი ამბავი ზედმეტია... მაგრამ, შენ ხომ უნდა იცოდე სიმართლე ემი... ხომ ისურვებდი რომ სიმართლე გცოდნოდა და არა ტყუილი? - ხო... - ემი... - რა? - გინდა დაისვენე... წამოწექი და იფიქრე... - არა, მე მინდა მათი ნახვა. დაურეკე... - ნამდვილად? - ნამდვილად... ათი საათი სრულდებოდა ტაქსი ნიკოლაოსის სახლთან რომ გაჩერდა. დიდი ჭიშკარი ზანტად გაიღო, დაცვამ ცოლ-ქმარი ეზოში შეიპატიჟა. - კრის... - რა მოხდა? - ვღელავ... რომ წამოვიდნენ ორი წლისაც არ იყო... ახლა კი... სამი წელი ცოტა არ არის... - გეშინია? - ძალიან... - ნუ გეშინია, ის ხელს არ გვკრავს... რადგან ბაბიმ დაგვპატიჟა, ესეიგი, ემი მზად იქნება ამისთვის... - ხო მაგრამ... რომ არ ჩამეხუტოს? - ქალს კვლავ აუცრემლიანდა თვალები. - გეყოფა, ნუ ტირი... ის ხომ ჩვენი შვილია... - ამდროს ნიკოლაოსიც გამოვიდა, კრისს ხელი ჩამოართვა და თავი დაუკრა, ქალს კი ნაზად აკოცა მტევანზე და სახლში შეუძღვა. - მაპატიეთ, გერმანული არ ვიცი, - უთხრა ინგლისურად და გაუღიმა. - სკოლაშიც ცუდად ვსწავლობდი და მერე სულ აღარ მისწავლია. - რას ბრძანებთ, დიდი მადლობა რომ დაგვპატიჟეთ... - მისაღებში შევიდნენ თუ არა შარლოტა ერთ ადგილს მიეყინა. აწყლიანებული თვალებით უმზერდა პატარა ემის, რომელიც ისევ გუგულს აფერადებდა. ბავშვმა ხმაურზე გამოიხედა. ორი ერთნაირი თვალები წამიერად შეხვდნენ ერთმანეთს და მათთვის დრო გაჩერდა. შარლოტა უკვე აღარაფერზე ფიქრობდა ან ნაღვლობდა, მისთვის შვილის დანახვაც საკმარისი აღმოჩნდა, ოდნავ, სევდიანად გაიღიმა და ფრთხილად წავიდა გოგონასკენ. ემი არ იძვროდა, ქალის ნაკვთებს სათითაოდ, გულდასმით სწავლობდა. როდესაც შარლოტამ მის წინ ჩაიმუხლა, არც მაშინ შეურხევია წარბი. ის ძალიან ნელა მოძრაობდა, არ უნდოდა ემის დაფრთხობა, გოგონას ხელები ნაზად მოიქცია თავისაში და სახისკენ წაიღო, თვალები სიამოვნებისგან მილულა ბავშვის კანთან შეხებისას და დიდრონი ცრემლი თვალიდან გადმოუგორდა. ემიმ დიდხანს უყურა ქალს, შემდეგ ბარბარეს გახედა, ის იღიმოდა, თვალებში ეტყობოდა მხოლოდ ძალიან დიდი დარდი. კრისი არ იძვროდა, მხოლოდ უყურებდა დედა-შვილს და სუნთქვააჩქარებული, დაძაბული სიტუაციის განმუხტვას ვერაფრით ახერხებდა. - შეიძლება ჩაგეხუტო? - მოზღვავებულ ემოციებს ვეღარ გაუძლო შარლოტამ და მთელი ძალით, ძალიან სწრაფად მიიკრა გოგონა გულზე როდესაც ემიმ თანხმობის ნიშნად თავი დახარა და ოდნავ გაიღიმა. პირველ იანვარს კონსტანტინიდისები კალანდაძეებს ესტუმრნენ, უკვე მეათედ განახლებული სუფრა პირველს ვერ სჯობდა, თუმცა არც ტოლს უდებდა. ერთი ის იყო, რომ საწყალი პატარა გოჭისგან მხოლოდ რამდენიმე ნაჭერიღა დარჩენოდა. კატლეტის დანახვაზე ემი აიმრიზა. - მორჩა, დღეიდან ვეგეტარიანელი ვარ, რა საშინელებაა, რა მკვლელობებია? - ღმერთმა ცხოველები ადამიანის გასართობად და გასაძღობად შექმნა. - უთხრა ბაბუამ დამრიგებლური ტონით და საცივიდან ამოღებული ბარკალი გემრიელად ჩაკბიჩა. - ეგ სად წერია? - წინაპრებმა თქვეს! - ეგენი იმას ამბობდნენ, რაც აწყობდათ.... შენ რომ გოჭი იყო და დაგკლან მოგეწონება ბაბუ? - მე რომ ღორი ვიყო, თავად მოვიკლავდი თავს ბაბუ. - ყველამ გაიცინა ემის გარდა და გოგონას უფრო მოეშალა ნერვები. - ემი, ნინია არ მოვა? - თემა შეცვალა ბარბრემ. - არა... - არ დაპატიჟე? - კი დავპატიჟე, მაგრამ მის დედას მუცელი ასტკივდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. - რამდენი თვის იყო? - ნელის გადახედა ბარბარემ. - მეცხრეში იქნებოდა უკვე იმხელა მუცელი ჰქონდა... დიდი ბავშვია ეტყობა, გაუჭირდება საწყალს ერთი ციდაა თავად. - ბარბარესაც გაუჭირდა? - ყველამ ერთდროულად გადახედა დაჯის, ნიკოლაოსის დედას, რომელიც საერთოდ ვერ მიხვდა ასეთი რა თქვა. - მე არ ვიჯექი დედას მუცელში... - ჩაილაპარაკა ემიმ და თავი დახარა. ბარბარეს თვალები აემღვრა. - მაგას რა მნიშვნელობა აქვს სად იჯექი ბები... - გაუღიმა ნელიმ და გულზე მიიხუტა, - მთავარია რომ ახლა ჩვენთან ერთად ხარ. - აქვს... - დაჯის გახედა ემიმ და უფრო მოიღუშა. - კარგი რა, არც მე ვმჯდარვარ დედაჩემის მუცელში, მაგრამ ეს ჩემთვის ახლა აღარაფერს ნიშნავს, - გაუღიმა ქალმა, რომელმაც ზუსტად გაიაზრა ბარბარეს სიტუაცია და ოლივიეს სალათს დასწვდა, - ძალიან მომეწონა სალათი, რაღაც უცნაური სუნელია... რომელი აქვს? - ეგ საიდუმლოა. - გაუღიმა ნალიმ და ნიკოლაოსს შეხედა. - მოგენატრა ბლინები? - ძალიან... - ახლავე მოვიტან... ქორწილის დღე საოცრად დაიწყო, ბარბარეს მაღვიძარამ არ დარეკა და სალონში ვერ მივიდა, გაგიჟებული დადიოდა წინ და უკან და ყველგან რეკავდა. - ადგილები არ გვაქვს! - დღეს ძველით ახალი წლია ქალბატონო, წინასწარ უნდა დაგერეკათ. - ხუთ საათზე თუ მოხვალთ, შეიძლება რამე მოგიხერხოთ... - ვაიმე ახლა ვიფეთქებ ნატა! დღეს მოუნდა ყველას მაინცდამაინც დღეს.... ღმერთო რა უბედური ვარ... სიგარეტს მოუკიდა და სკამზე ჩამოჯდა. - კაბა სად არის? - ოთახშია... - რომელ ოთახში შენთან? - ნელიმ სასწრაფოდ დაყარა შოკოლადები და სამზარეულოდან გავარდა. ბარბარეს ელდა ეცა ნაყინით მოთხუპნული თავისი კაბის დანახვაზე და ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა გულიანად გადაიხარხარა. - ახლა იცით რას ვიზავ? - იცინოდა და ცრემლებს ხელსახოცით იმშრალებდა. - ტელეფონი მომეცით... - ბარბარე დედა... - მომეცით! მთლიანად ჯინსებში ჩაცმული ნიკოლაოსი და ბარბარე სმოკინგში და საღამოს კაბებში გამოწყობილი მაღალი ელიტის გულითად მილოცვებს იღებდნენ და მათ სახეებზე დიდ ხანს იცინოდნენ, ბარბარე თეთრ ფერში იყო, ნიკოლაოსი შავში. ცოტა ხანში სერთოდ მოსწყინდათ ყველაფერი და გარეთ გამოვიდნენ. - ნიკ... - რა? - მითხარი რომ ტყუილად არ გავამზადე ჩემოდნები და რომ და რომ დღეს ღამე ფრენა გვაქვს სადმე, ნებისმიერ ადგილას. - ჩემი ჭკვიანი გოგო. - გაეცინა ნიკოლაოსს და მანქანის კარი გაუღო გოგონას, - გავიაროთ და ავიღოთ ბარგი, იმედი მაქვს სწორად მახსოვს და დღეს აგისრულებ ოცნებას. გამომართვი! ბარბარემ კონვერტი ღიმილით გამოართვა, გაკვირვებოსგან და სიხარულისგან კივილი დაიწყო და საჭესთან მჯდარ ნიკოლაოს ჩაეხუტა. - ფიჯი? - ხო, მახსოვს ყოველთვის ეს კუნძულები მოგწონდა... - აი მესმის თაფლობის თვე... ნიკოლაოს... - რა? - ძალიან ბედნიერი ვარ... ცამეტი წლის შემდეგ. ბარბარე წამოწოლილი იყო დივანზე და ნიკოლაოსთან ერთად ფილმს უყურებდა. პატარა გაბრიელი ,,ლოგოს'' აწყობით ირთობდა თავს. ემი ძალიან ნელა შემოვიდა ოთახში და წყვილის წინ თავდახრილი დაჯდა. - დედა... - რა მოხდა? - ბარბარეს ასეთი ემი არასდროს ენახა და მაშინვე გამორთო ტელევიზორი. - რას შვები ტო? - გაგიჟებული წამოხტა ნიკოლაოსი რომელიც ისე იყო გართული ფილმის დასასრულის მოლოდინით, ემი სულ არ შეუმჩნევია. - მაცადე! - შეუბღვირა ქალმა და გოგონას გადახედა. - ემი რა მოხდა? - მე... არ მინდა გერმანიაში წასვლა... - თავი კვლავ ჰქონდა დახრილი და კაბის ბოლოს აწვალებდა. - კი მაგრამ... რამდენიმე თვის წინ ხომ გინდოდა? - ხო... თუმცა ახლა აღარ მინდა... ბარბარემ ნიკოლაოს გადახედა, მან ჯერ ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე, შემდეგ კი გაიცინა. ქალი მიუხვდა და მანაც გაიღიმა. ემილიამ გაოცებით ახედა უკვე ჩართულ ტელევიზორს, შემდეგ წყვილს, რომელიც ისევ ფილმს მიაშტერდა და მორცხვად იკითხა. - ანუ? - ნუ წახვალ... - თქვეს თითქმის ერთდროულად. - ნიკოლაოს... - რა იყო? - იცი, მას სულ შავები აცვია შენსავით... ავტორი: მარი მაყიშვილი ........................................... მაპატიეთ თუ ასეთი სადა დასასრულით იმედი გაგიცრუეთ, ძალიან მიყვარხართ ყველა, ვინც კითხულობთ ჩემ ისტორიებს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.